Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

მინერალები და ქანები

ქანი წარმოადგენს მინერალთა ბუნებრივ აგრეგატს, რომელიც ხასიათდება განსაზღვრული


მინერალოგიური შედგენილობით, აგებულებით და წარმოშობის პირობებით.
მინერალები ქანებში მათი როლის მიხედვით იყოფა: მთავარ ქანმაშენ და
მეორეხარისხოვან მინერალებად.
მთავარი ქანმაშენი მინერალების განსაზღვრით ხდება ქანის ტიპის დადგენა. მთავარი
ქანმაშენი მინერალები ძირითადად სილიკატური მინერალებია: კვარცი, ორთოკლაზი,
მიკროკლინი, პლაგიოკლაზები, ამფიბოლები, პიროქსენები, ოლივინი და სხვ. უნდა
აღინიშნოს რომ განსხვავებულია მათი როლი სხვადასხვა ტიპის ქანებისათვის.
მაგალითად, კვარცი მთავარი ქანმაშენი მინერალია გრანიტში, მეორეხარისხოვანია
ბაზალტში; ანუ ერთი და იგივე მინერალი ერთი ტიპის ქანში შეიძლება იყოს მთავარი
მინერალის როლში, ხოლო მეორე ტიპის ქანში - მეორეხარისხოვანი მინერალის როლში;
მეორეხარისხოვანი მინერალები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ ქანის მნიშვნელოვან
ნაწილს, მაგრამ მათი მონაწილეობა თუ არმონაწილეობა ქანის შედგენილობასა და
სახელწოდება ზეგავლენას ვერ ახდენს. ამის მიუხედავად, მეორეხარისხოვანი მინერალები
ატარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მდნარის შედგენილობისა და კრისტალიზაციის
თავისებურებების შესახებ.
მინერალები გენეტური ნიშნის მიხედვით იყოფა: პირველად, მეორეულ, შემთხვევით და
აქცესორულ მინერალებად.
პირველადი მინერალი წარმოიქმნება უშუალოდ მაგმური მდნარის კრისტალიზაციის
პროცესში ტემპერატურის ან წნევის დაცემისას. მეორეული მინერალების წარმოშობა
დაკავშირებულია ქანების გარდაქმნის პროცესთან და მიმდინარეობს პირველადი
მინერალების შეცვლის ხარჯზე - მათზე გამოფიტვის ან პოსტმაგმური პროცესების
(პნევმატოლიზური, ჰიდროთერმული) ზემოქმედებით. მეორეული მინერალებია:
სერპენტინი, ტალკი, ცეოლითები, თიხები და სხვ.
შემთხვევით (უცხო, ქსენოლითი) მინერალებს არავითარი კავშირი პირველადი მაგმური
მდნარის კრისტალიზაციის პროცესთან არ გააჩნიათ. მდნარში ისინი ხვდებიან
შემთხვევით - შემცველი ქანების მექანიკური მიტაცების გზით.
აქცესორული მინერალები ქანში ძალიან მცირე რაოდენობით მონაწილეობს და ქანის
მთლიანი მოცულობის 5%-ზე მეტი არაა; გამოყოფენ: „დამახასიათებელ“ და
„არადამახასიათებელ“ აქცესორულ მინერალებს; პირველი მათგანი გვხვდება მხოლოდ გა-
რკვეული ტიპის ქანში (შპინელი, ქრომიტი, ორთიტი, მონაციტი და სხვ.), ხოლო მეორე –
განსხვავებული შედგენილობის ქანებში (სფენი, მაგნეტიტი. აპატიტი და სხვ.).

1
ქანთმაშენი მინერალები შეფერილობის ხარისხის მიხედვით იყოფა: ლეიკოკრატულ
(სალურ) და მელანოკრატულ (ფემურ) მინერალებად
მინერალების დაყოფა ხდება მათში Si, Al, Fe და Mg შედგენილობათა რაოდენობრივი
თანაფარდობის მიხედვით; Si და Al-ით მდიდარ მინერალებს ლეიკოკრატულ (სალურს
ანუ ღია შეფერილობის) მინერალებს (კვარცი, მინდვრის შპატები და სხვ.) უწოდებენ, Fe
და Mg მდიდარს - მელანოკრატულს (ფემურს ანუ მუქი შეფერილობის) (ბიოტიტი,
ამფიბოლები, პიროქსენები, ოლივინი და სხვ.).
ქანი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მინერალისგან. ერთმინერალიანი ანუ
მონომინერალური (ბერძ. ,,მონო“ – ერთი) ქანია მარმარილო, მრავალმინერალიან ანუ
პოლიმინერალურ (ბერძ. ,,პოლი“– მრავალი) ქანებს მიეკუთვნება გრანიტი, ანდეზიტი და
სხვ.
ქანების ნივთიერ შედგენილობას, აგებულებასა და წარმოშობის პირობებს შეისწავლის
პეტროგრაფია (ბერძნ. ,,პეტროს“ ნიშნავს ქვას, კლდეს, ,,გრაფოს“ -ვწერ). პეტროლოგია
(ბერძნ. ,,პეტროს“ ნიშნავს ქვას, კლდეს, ,,ლოგოს“ -მოძღვრება) - კი შეისწავლის ქანების
ნივთიერ შედგენილობას, აგებულებას, წარმომშობი გარემოს ფიზიკურ-ქიმიურ პირობებს,
მიწის ქერქში მათ გავრცელებას, შეცვლის პროცესებს, შესწავლის მეთოდებსა და
პრაქტიკული გამოყენების სფეროებს.
წარმოშობის პირობების მიხედვით ქანები სამ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1.მაგმური
2.დანალექი და 3.მეტამორფული;

ქანების კლასიფიკაცია

მაგმური ქანები დანალექი ქანები მეტამორფული ქანები


წარმოიშობა არსებული ქანების ეგზოგენური
მათი წარმოშობა დაკავშირებულია ფაქტორების ზემოქმედების შედეგად წარმოიშობა მაგმური, დანალექი და ადრე
ბუნებრივი, სილიკატური  ქანის დაშლის და მასალის დალექვის არსებული მეტამორფული ქანების
მდნარის გამყარებასთან, როგორც დედამიწის  წყალში ხსნადი მარილების გამოლექვის გარდაქმნის შედეგად
შიგნით, ასევე მის ზედაპირზე.  ცოცხალი ორგანოზმების სკელეტების
დალექვისა და შე ცემენტების შედეგად

დედამიწის ზედაპირის 75% აგებულია დანალექი ქანებით და მხოლოდ 25% უკავია


მაგმურ და მეტამორფულ ქანებს.

2
მაგმური ქანი წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან მის ზედაპირზე მაგმის
კრისტალიზაციის შედეგად. მაგმა არის გაზებითა და წყლის ორთქლით მდიდარი
მაღალ ტემპერატურული, სილიკატური მდნარი. ზედაპირზე ამოსულ, გაზებით
გაღარიბებულ მაგმას ლავა ეწოდება.
მაგმური ქანები ხასიათდება მინერალური და ქიმიური შედგენილობით, სტრუქტურით,
ტექსტურით, წარმოშობის პირობებით და სივრცეში განლაგებით. წარმოშობის
გეოლოგიური პირობების მიხედვით მაგმური ქანები შეიძლება იყოს: ინტრუზიული
(,,ინტრუზიო“ – შეჭრა, ლათ.) ანუ სიღრმის და ექსტრუზიული (ეფუზიური, ,,ეფუზიო“
– გადმოღვრა, გადმოდინება; ლათ.) ანუ ვულკანური (ზედაპირული). ინტრუზიულ
ქანებს სიღრმის მიხედვით ყოფენ ორად: პლუტონური(,,პლუტონი“ – მიწისქვეშეთის
ღმერთი ძველ რომაელთა მითოლოგიაში), იგივე აბისალური (,,აბისოს“ – უფსკრული,
ბერძნ.) და ჰიპაბისალური (ნახევრად სიღრმის). ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება
კრისტალიზაციის ხარისხით, სტრუქტურითა და ტექსტურით. სტრუქტურა გულისხმობს
ქანის შემადგენელ კრისტალთა მარცვლების ფორმასა და ზომას და ამ მარცვალთა
ურთიერთგანლაგებას (,,სტრუქტურა“ – აგებულება, ლათ.), ტექსტურა კი მათი
განაწილებაა სივრცეში (,,ტექსტურა“ – ქსოვილი, ლათ.).
მაგმური ქანების ქიმიური შედგენილობის განმსაზღვრელი კომპონენტებია: SiO2, TiO2,
Al2O3, FeO, Fe2O3, MnO, MgO, CaO, Na2O; K2O; H2O; P2O5. CO2; მათგან მაგმური
ქანების კლასიფიკაციაში მნიშვნელოვანია SiO2-ისშემცველობა და Na2O; K2O, CaO და
Fe2O3 ჟანგეულების რაოდენობრივი თანაფარდობა. კაჟმიწის (SiO 2) შემცველობის
მიხედვით გამოიყოფა: ულტრაფუძე (<45 %), ფუძე (45–52%), საშუალო (52–65%) და
მჟავე (65%–75%) ქანები. ტუტეების Na2O +K2O შემცველობის მიხედვით კი: ნორმული (კირ-
ტუტე), ტუტე და სუბ-ტუტე რიგის ქანები. მაგმური ქანები ერთმანეთისგან წამყვანი
მინერალების შემცველობითაც განსხვავდება.
მაგმური ქანებია: გრანიტი, რიოლითი, დიორიტი, ანდეზიტი, გაბრო ბაზალტი.

3
დანალექ ქანებში გენეზისის (წარმოშობის) მიხედვით სამი ჯგუფი გამოიყოფა: 1.
კლასტური, 2. ორგანოგენული (ბიოგენური) და 3. ქემოგენური (ქიმიური) დანალექი
ქანები.
კლასტური(`კლასტეს“ – ნამსხვრევი, ბერძნ.) დანალექი ქანების შემდგომი დანაწილება
ხდება მასალის (მარცვლის) სიმსხოსა და შეცემენტების ხარისხის მიხედვით (მაგ.
ფსეფიტები შეუცემენტებელი დანალექი ქანია, ფსეფიტოლითები - შეცემენტებული).

4
მეტამორფული (,,მეტამორფომაი“ – გარდავიქმნები, ბერძნ.) ქანები წარმოიშობა
ადრე არსებული მაგმური, დანალექი და მეტამორული ქანების გარდაქმნის შედეგად,
დედამიწის შიგნეთში, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. მეტამორფული
ქანები მაგმური და დანალექი ქანებისაგან განსხვავდება როგორც მინერალური
შედგენილობით, ასევე ტექსტურითა და სტრუქტურით. მეტამორფული ქანებისთვის
დამახასიათებელი ქანმაშენი მინერალებია: ანდალუზიტი, სილიმანიტი, დისტენი,
სტავროლითი, გრანატები, ტალკი, ქლორიტი, სერიციტი და სხვ. ასევე მაგმური და
დანალექი ქანების ქანმაშენი მინერალები: კვარცი, ქარსები, რქატყუარა, ავგიტი,
პლაგიოკლაზები, კალციტი და სხვ.
მეტამორფულ ქანებია: თიხაფიქალი (ასპიდური ფიქალი), ფილიტი, კრისტალური
ფიქალი, გნაისი, მარმარილო, ანთრაციტი და სხვ.

You might also like