Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მარიამ ბოლქვაძე

107950m
1. კაზუსი:
მითითებული კაზუსიდან გამომდინარე ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ
ქირავნობის სახელშეკრულებო სტანდარტული პირობები გამოკრულია
თვალსაჩინო ადგილას და მითითებულია სხვადასხვა დებულებები.
სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად
იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შემთავაზებელი ხელშეკრულების
დადებისადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ
პირობებზე. მაგრამ წარწერა უნდა იყოს გაკეთებული ხელშეკრულების ენაზე,
რადგან იყოს მარტივად გასაგები და აღქმადი. ასევე, სტანდარტული
პირობები მაშინ ხდება ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილი,
როდესაც შემთავაზებელი კონტრაჰენტს ხელშეკრულების დადებისას
ცალსახად მიუთიტებს სტანდარტული პირობებზე, მისცემს მას
შესაძლებლობას, გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და კლიენტი გამოთქვამს
თანხმობას მათ მოქმედებასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე კითხვაზე ჩაითვლება თუ არა აღნიშნული დებულება
საზოგადოებასა და არასამეწარმეო დამქირავებელს შორის დადებული
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად? დიახ, ჩაითვლება რაზეც ნათლად
მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის პირველი
პუნქტი. რაც გულისხმობს, რომ ხელშეკრუკრულების სტანდარტული
პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების
მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად,
როცა: შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო
წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ხელშეკრულების მეორე
მხარეს შესაზლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა,
მიიღოს ეს პირობები.

2. ღია კითხვები:
1) ხელშეკრულების დადების თობაზე წინადადების \შეთავაზება
არის ოფერტი. იგი არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების
გამოვლენა. იმისათვის, რომ წინადადება ხელშეკრულების დადების
თაობაზე დაკვალიფიცირდეს ოფერტად უნდა აკმაყოფილებდეს
გარკვეულ მოთხოვნებს, როგორიცაა მისი განსაზღვრული ხასიათი;
იგი მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის ან პირთა
განსაზღვრული წრისადმი და ნათლად უნდ მოიცავდეს ბოჭვის
ნებას, ანუ ოფერენტის მზადყოფნას, აქცეპტის შემთხვევაში
შეიბოჭოს თავი.
თუ წინადადება ხელშეკრულების დადების შესახებ კეთდება
პირთა განუსაზღრვრელი წრის მიმართ, ეს არის მოწვევა ოფერტზე,
თუ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.
მოწვევა ოფერტზე ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ის ყოველთვის
მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი: შესაძლოა,
შეიცავდეს ალტერნატიულ წინადადებებსაც, რომლებიც \სესაძლოა,
არც იყოს დაკონკრეტებული: მის პირობებს არა აქვს იმპერატიული
ხასიათი და ეს ადრესატს აძლევს შესაძლებლობას შეთავაზოს სხვა
პირობებიც; იგი არ ბოჭავს მოწვევის გამკეთებელს.
აქედან გამომდინარე უკვე ნათლად ჩანს „ოფერტი“ და
„მოწვევა ოფერტზე“ მათი განმასხვავებელი ნიშნები. მაგ. ოფერტი
მიმართულია განსაზღვრული წრისადმი, ხოლო მოწვევა ოფერტზე
მიმართულია განუსაზღვრელი წრისადმი. მოწვევა ოფერტზე ამ
შემთხვევაში ადრესატს, როგორც ვხედავთ შეუძლია შესთავაზოს
სხვა პირობებიც და არა უბრალოდ მარტივად დაეთანხმოს
ოფერენტს. მაგრამ ოფერტისა და მოწვევა ოფერტზე მათი ძირითადი
განმასხვავებელი ნიშანი არის ბოჭვის ნება. ეს არის გამიჯვნის
მთავარი კრიტერიუმი, რითაც ოფერტი განსხვავდება ოფერტზე
მოწვევისაგან. ანუ ოფერტი იბოჭება მის მიერ გაკეთებული
ოფერტით, რაც გულისხმობს, რომ ოფერტის ადრესატის თანხმობის
შემთხვევაში, ოფერენტი ავტომატურად ხდება სახელშეკრულებო
ურთიერთობის მხარე და იბოჭება იმ სახელშეკრულებო პირობებით.
თუ ოფერენტის წინადადებაში არ არის ასეთი ნება გაოხატული,
მაშინ ეს იქნება არა ოფერტი, არამედ მოწვევა სახელშეკრუებო
მოლაპარაკებისკენ, ანუ მოწევა ოფერტზე.

2) მესამე პირის სასარგებლოს დადებული ხელშეკრულების


შესრულება შეიძლება ოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე
მესამე პირმა თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ აეის
გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულებულების არსიდან
სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ჩვეულებრივ ხელშეკრულება ორ მხარეს შორის იდება და
უფლებებსა და მოვალეობებს მხოლოდ მის მონაწილეებს
წარმოუშობს. სსკ-ის 349-ე მუხლი ამ მხარეებს უფლებას ანიჭებს,
დადონ ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ. მაგ. თუ
მყიდველს სურს, საკუთარ დას უყიდოს სახლი, ამისთვის მას
შეუძლია თავად დადოს ნასყიდობა, თუმცა შეათანხმოს, რომ სახლი
პირდაპირ მის დას გადასცენ. ამ შემთვევაში ხელშეკრუკება
დადებულია მყიდველსა და გამყიდველს შორის, ხოლო მყიდველის
და იღებს მხოლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელს.
მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება არის არა
ხელშეკრულების კონკრეტული ტიპი, არამედ ყველა ტიპური ტუ
არატიპური ხელშეკრულების დადების შესაძლო ფორმა. სხვა,
მხოლოდ ორ მხარეს შორის წარმოშობილი, სახელშეკრულებო
ურთიერთობებისაგან მესამე პირის სასარგებლოდ დადებული
ხელშეკრულება განსხვავდება ვალდებულების შესრულების
შეცვლილი მიმართულებით.

You might also like