Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური

მოტივატორები
ზოგადად, მსოფლიოს ქვეყნები დიდ უპირატესობას ანიჭებენ
კაპიტალიზმს, რადგან ამ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარება უფრო
მაღალ დონეზე დგას ვიდრე კომუნიზმდა სა სოციალიზმში. ასევე,
კაპიტალიზმში დიდ როლს თამაშობს ბიზნესსზე მოქმედი ეკონომიკური
მოტივატორებიც, ყველაზე დიდი მოტივატორი ეს არის მოგება, ფირმის
მფლობელს აქვს უფლება დიტოვოს მოგება ან ეს მოგება კვლავ გაუშვას
წარმოების გაფართოებაში,ამდენად, მეწარმის საქმიაანობის ძირითად
მოტივატორს წარმოადგენს რესურსების დაბანდება, მოგების მიღების
მიზნით უკეთესი დაბანდებების გაკეთება. ერთ-ერთი ძირითადი
მოტივატორია ასევე რესურსები, რომლებიც სამწუხაროდ
შეზღუდულია.ამიტომ ადამიანები გამუდმებით დგანან
ალტერნატივების წინაშე,მათ შეუძ₾იან ეს რესურსები წარმართონ ერთი
გადაწყ ეტილებისათვის მეოეს საზარალოდ. თუ მაგალითად ადამიანი
შეიძენს რაიმე ნივთს, მას შესაძლებლობა დაეკარგება, რომ შეიძინოს სხვა
ნივთებიც. ამგვარად, მომაალი ბიზნესის წარმატებულობაც
დამოკიდებულია იმაზე, თუ შეზღუდული რესურსების პირობებში
გავაკეთებთ თუარა სწორ არჩევანს.
მომავალი ბიზნესის წარმატებულობა თავისთავად დამოკიდებულია
კონკურენციაზე, თუ ჩვენ გვსურს მომხმარებელს შევთავაზოთ რაიმე
საქონელი, გასათვალისწინებელია ის, რომ ასეთი სურვილი შეიძლება
სხვა მეწარმესაც გაუჩნდეს ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ
კნკურენცია გაუწიოთ მას. აქ კი საზოგადოებისათვის ერთ- ერთ
ყველაზე მნიშვნელოვანს, ფასს მივაქციოთ ყურადღება. ფასების სწორი,
სამართლიანი გადანაწილება გაცილებით დიდ უპირატესობას მიანიჭებს
მეწარმეს.ასევე უმნიშვნელოვანესია ხარისხი, სერვისი, რომელსაც
ფირმები სთავაზობენ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია
ფასები არ შევამციროთ და გავზარდოთ პროდუქციის ხარისხი,
მომსახურება. სწორედ ეს მოტივატორები აიძულებენ ფირმებს
გააუნჯობესონ ხარისხი , მიუდგნენ წარმოებას უფრო ინოვაციურად და
ეს ყველაფერი დადებითი შედეგის მომტანია როგორც მეწარმეებისთვის
ისე მომხმარებლებისათვის.

You might also like