Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

სიზმარი და მისი მნიშვნელობა

რა არის სიზმარი? რთულია მისი განსაზღვრა მხოლოდ ერთი მიმართულებით.


პირველი, რომელიც დამახასიათებელია ყველა სიზმრისთვის, არის ის, რომ სიზმრის ნახვა
შესაძლებელია მხოლოდ ძილის დროს. “ სიზმარი თავისთავად წარმოადგენს სულიერ
პროცესს ძილის პერიოდშო და მსგავსია იმ ფსიქიკური პროცესების, რომელიც ფხიზლად
ყოფნის პერიოდში ხდება ჩევენს ორგანიზმში, თუმცა კი მათ შორის არის ძალაინ დიდი
განსხვავება“- ამას ამბობდა არისტოტელე. სიზმარსა და ძილის შორის არსებობს ძლიერი
კავშირი. ასევე შესაძლებელია, რომ სიზმარმა გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ამგვარად
სიზმარი ეს არის მდგომარეობა ძილსა და ფხიძლად ყოფნის პერიოდს შორის. აქედან
გამომდინარე ძილი ისეთი მდგომარეობაა, როცა მე არ მსურს რამე ვიცოდე გარე რეალობის
შესახებ, სადაც მე დავკარგე ინტერესი ამ გარე რეალობის მიმართ. მე ვიძინებ, რადაგან
გავდივარ ამ რეალური სამყაროდან და თავიდან ვიშორებ მისგან წამოსულ ყველა
გამღიზიანებელს. თითქოსდა გარე სამყაროს ეუბნები: დამანებე თავი, მომასვენე, მე უნდა
დავიძინო. ბავშვი კი იმას იძახის, რომ მე არ მინდა დაძინება, მე კიდევ მინდა განვიცადო ის,
რაც გარე რეალობიდან მოდის.
ჩვენი დამოკიდებულება გარე რეალობასთან, რომელშიც შეიძლება ითქვას უხალისოდ
მოვევლინეთ, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ რეალობას გავუძლოთ დიდი ხანი,
შესვენების გარეშე. ამიტომაც ჩვენ ვბრუნდებით ისეთ გარემოში, სადაც ვიმყოფებოდით
დაბადებამდე. ეს არის მუცლადყოფნის პერიოდი. ზოგიერთი ჩვენგანი ძილის დროს ისე
მოვეწყობით ხოლმე, როგორც ვიმყოფებოდით დედის საშვილოსნოში.
ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ძილი სიზმრის გარეშე, ყველაზე კარგი მდგომარეობაა და
რომ ძილის დროს არ უნდა ხდებოდეს არანაირი სულიერი პროცესები. მაგრამ იმისთვის რომ
მივიღოთ სრული სიმშვიდის მდგომარეობა, რთულია, რადგანაც ჩვენზე მოქმედებს ის
„ნარჩენები“, რომელიც სულიერი მდგომარეობიდან მოდოს.
საინტერესოა, რატომ არ ხდება ამ სულიერი პროცესების გაქრობა ძილის დროს? ნათელია
რომ რაღაცა არ არძლევს მოსვენებას ადამიანის ფსიქიკას. მათზე მოქმედებს რაღაც
გამღიზიანებლები , რომელზედაც ჩვენ ვრეაგირებთ. სიზმარი კი წარმოადგენს ამ
გამღიზიანებლებზე საპასიხო რეაქციას.
სულიერ პროცესებს ძილის დროს აქვთ აბსოლიტურად განსხვავებული ხასიათი ფხიზლად
ყოფნის მდგომარეობასთან შედარებით. არსებობენ როგორც გარედან წამოსული
გამღიზიანებლები, ასევე გამღიზიანებლები, რომლებიც მოდიან შინაგანი ორგანოებიდან და
შინაგანი განცდებიდან. მაგრამ სიზმარი არა მარტო საპასუხო რეაქციაა ამ
გამღიზიანებლებზე, არამედ იგი გადაამუშავებს ამ ინფორმაციას, აკეთებს ამ მიღებულ
გამღიზიანებელზე აქცენტებს და აკავშირებს მას სხვა ელემენტებთან ან კიდევ ჩაანაცვლებს
მას რაღაცით და შეუცვლის პირვანდელ სახეს.
მეორე, რაც ყველა სიზმარს ახასიათებს, არის ის, რომ ჩვენ მათ ვხედავთ და განვიცდით
ვიზუალურად. ერთი მხრივ ძნელია მათი დანახვა, ხილო მეორე მხრის იგი არ გვაძლებს
შესწავლისთვის გამოსავალ გზას. ხშირად სიზმარი უაზროა, არეულია,აფსურდულია, მაგრამ
გვხვდება უფრო ნათელი, აზრიანი და ცოცხალი სიზმრებიც.
ფსიქოანალიტიკური გაგებით სიზმარი შეიცავს ელემენტებს, რომელიც არის ჩანაცვლება
რაღაცა ნამდვილის და რაც უცნობია მნახველისთვის. ამ ჩანმაცვლებელს აქვს გარკვეული
მნიშვნელობა, თუმცა კი იგი ცნობიერებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ანუ იგი არის
არაცნობიერი. იმას, რასაც ჩვენ სიზმრიდან ვიმახსოვრებთ,ეს არ არის ნამდვილი, არამედ იგი
წარმოადგენს რაღაცის დამახინჯებულ სახეს. ის სახეშეცვლილი „ამბავი’’ გვეხმარება იმაში,
რომ მივუახლობდეთ ნამდვილს. მისი საშუალებით ცნობიერში ხდება ახალი
„ჩამნაცვლებელი“ წარმოდგენების გაჩენა, და თანდათან მოხდება ამ არაცნობიერი მასალის
გაცნობიერაბა. აქ შესაძლებელია გაჩნდეს მრავალი აზრი, მაგრაგ მხოლოდ ერთს მიანიჭებ
გარკვეულ მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე ეს აზრები თითქოსდა შეფერხდება
გამოსავალ წერტილთან და იწყებ ფიქრს, რომელი აზრი უფრო ახლის არის
სინამდვილესთან. თუ შენი სიზმრის შესახებ საუბრობ ვინმესთან, ხშირად ხდება ხოლმე,
რომ რაღაც აზრი ხდება მიუღებელი და ამბობ: ეს წარმოუდგენელია, ამაზე საუბარი არ
მსურს. აქედან სიზმრის ანალიზის დროს ეჯახები რაღაც წინააღმდეგობას. და სწორედ ეს
აზრები, რომელიც ამ მომენტში ხდება მიუღებელი, წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვანს,
ყველაზე მთავარს არაცნობიერის გახსნისთვის. ასეთ წინააღმდეგობებს ჩვენ რეგულარულად
ვაწყდებით. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ რომ სწორედ აქ არის რაღაც
დაფარული და დამალული. ეს წინააღმდეგობები შესაძლებელია იყვენენ დიდი ან მცირე. თუ
წინააღმდეგობა მცირეა, მაშინ ეს სახეშეცვლილი წარმოდგენა ახლოს არის არაცნობიერთან.
შესაბამისად დიდი წინააღმდეგობის შემთხვეაში დიდია არაცნობიერის სახეცვლილება და ის
გზაც გრძელია, რომელსაც დამახინჯებული წარმოდგენებს არაცნობიერთან აკავშირებს.
სიზმრებს ხედავენ ბავშვებიც. მათი სიზმრები, მოკლეა, ნათელია, ადვილად გასაგები და
მისახვედრია. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ბავშვებში არ ხდებოდეს სიზმრის
სახეცვლილება. სიზმრის დამახინჯება იწყება ადრეულ ასაკში. შესაძლებელია რომ ჩაიწერო
5-8 წლის ბანშვის სიზმრები, სადაც უკვე ჩანს სიზმრის სახეცვლილების ელემენტები. ისეთი
როგორც ზდასრული ადამიანის სიზმრებს ახასიათებთ. თუ შესაძლებელი იქნება, რომ
მოვაგროვოთ და ჩავიწეროთ 1-დან 5 წლამდე ბავშვის სიზმრები, აღმოჩნდება, რომ ისინი
თავისი შინაარსით ინფანტილურია. ხშირად ხდება, რომ მოზრდილებიც ხედავენ ისეთ
სიზმრებს, რომლებიც თავისი შინაარსით ინფანტილურია.
ბავშვების სიზმრები იმდენად ნათელია, ისინი განსაკუთრებულ ანალიზს არ საჭიროებენ.
მათში ხშირად აისახება რაიმე განცდა, რომელიც ბავშმა გადაიტანა დღის განმავლობაში. ეს
სიზმარი კი საპასუხო რეაქციაა იმ სულიერი პროცესების, რომელიც მას შეემთხვა რეალურ
ცხოვრებაში. ეს განცდები შეიძლება იყოს: წუხილი, ტანჯვა, აუსრულებელი
სურვული,სიზმარი კი ასახავს ნათელ სურათს ამ სურვილის ასრულებისთვის. ბავშვის
სიზმრებში არ ჩანს რაიმე სომატური გამღიზიანებლის მოქმედება, რადგანაც მათი სიზმრები
გასაგებია და ადვილად მისახვედრი. ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკური გამღიზიანებლის გარდა
არსებობს კიდევ სულიერი გამღიზიანებლები, რომელიც დაძინების საშუალებას არ
გვაძლევს. უძილობა, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის არის დამახასიათებელი
გამოწვეულია ამ სულიერი გამღიზიანებლებით. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს არ
სურს კავშირის გაწყვეტა გარე რეალობასთან. ბავშვისთვის კი უძილობის მიზეზი არის
აუსრულებელი სურვილი, რომელზედაც იგი რეაგირებს სიზმრის ნახვით.
სიზმარი თუ წარმოადგენს ვალდებულებას სურვილის წინაშე , მაშინ მისი შინაარსი არის ამ
სურვილის დაკმაყოფილების საშუალება. სიზმარი არა მარტო გამოხატავს რაღაც აზრს,
არამედ სიზმარში ამ სურვილის შესრულება ხდება ჰალუცინაციის სახით. ამგვარად სიზმარი
წარმოადგებს კომპრომისს, იმისთვის რომ დაიკმაყოფილი სურვილი და ამ სურვილის
დაკმაყოფილების პროცესში გააგრძელო ძილი.
გარდა სიზმრისა ადამიანს აქვს თავისი ფანტაზიები, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ
დღის ოცნებები. ეს დღის ოცნებები არის შესრულება ამბიციური და ეროტიული
სურვილების. მაგრამ ეს სურვილები არასოდეს განიცდება როგორც ჰალუცინაცია. ისინი
წარმოადგენენ ცოცხალ, ნათელ წარმოდგენებს.
ამგვარად სიზმარი ეს არის სურვილის ასრულების გამოხატულება ჰალუცინაციის სახით.

სიზმრის ცენზურა

ჩვენ ავღნიშნეთ, რომ რაღაც წინააღმდეგობა ხელს გვიშლის, რომ მიუახლოვდეთ სიზმრის
მოცემულ რომელიმე ელემენს, რომელიც თავისთავად არაცნობიერია და რომელიც სახეს
უცვლის ამ არაცნობიერს. ეს წინააღმდეგობა შესაძლებელია იყოს სხვასახვა მოცულიბის.
შესაბამისად ასოციაციები, რომელიც სიზმართან დაკავშირებით ჩნდება არის ბევრი და
თავისუფალი, ან პირიქით ცოტა და შეზღუდული. ამგვარად ამ წინააღმდეგობას ჰქვია
სიზმრის ცენზურა. ცენზურის გავლება არ ამოიწურება იმით, რომ იგი ამახინჯებს სიზმარს
და ამით წყვეტს თავის მოქმედებას, არამედ იგი აგრძელებს თავის მუშაობას და ემსახურება
ამ დამახინჯებული სიზმრის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობა, რომლის
ძალაც იცვლება სიზმრის ანალიზის დროს, შესაბამისად იცვლება სიზმრის რომელიმე
ელემენრის დამახინჯების ხარისხი ამ ცენზურის გავლენით. ჩვენ თუ ერთმანეთს
შევადარებთ სიზმრის ნათელ და დაფარულ შენაარს, აშკარა გახდება, რომ ეს დაფარული
ელემენტები აბსოლიტურად არ შედის ამ ნათელ შენაარსში. სხვა ელემენტები, რა თქნა უნდა
შედის ჩვენსთვის ნაცნობ სიზმრის ნაწილში, მაგრამ, ისინი სახეშეცვლილია და საჭიროებს
გაანალიზებას. ასე რომ სიზმარი შეიცავს სახეშეუცვლელ ელემენტებსაც, რომლებიც
განსაკუთრებულად ხაზგასმულია.
რა ტენდენციები ჩნდება ცენზურის სახით და რის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ისინი. ეს
არის ყველაზე მთავარი, რათა გავიგოთ სიზმარი და საერთოდ ადამიანის სულიერი
ცხოვრება.
ტენდენცია ეს არის ცენზურის გამოხატულება. ადამიანი, რომელიც ხედავს სიზმარს,
ფხიზლად ყოფნის მდგომარეობაში, აღიარებს მას და მიიჩნევს თავისად. სიზმრის ანალიზის
დროს, ადამიანი მიჰყვება იმ მოტივებს, რომელიც შეესაბამება ცენზურას სიზმრის ნახვის
მომენტში.
პირველი- სურვილები, რომელიც იყო ცენზურის მიერ განდევნილი და დამახინჯებული და
რომელმაც გამოხატულება ჰპოვა სიზმარში, ეკუთვნის მე-ს, რომელიც თავისი ბუნებით
ეგოისტია. ეს მე მონაწილეობას იღებს ყველა სიზმარში, მაშინაც კი, როცა იგი საერთოდ არ
ჩანს სიზმრის შინაარსში. ეს უეჭველია, რადგანაც სიზმრის ფსიქიკური მუშაობა
მიმართულია იმისკენ, რომ კავშირი გაწყდეს რეალურ სამყაროსთან.
აქედან გამომდინარე, მე, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ეთიკური ნორმებისგან,
ადვილად მიდის იმაზე, რომ შეასრულოს სექსუალური სურვილების ყველანაირი მოთხოვნა.
უფრო მეტიც,იგი ასრულებს ისეთ მოთხოვნებსაც, რომელიც სრულებით განდევნილი იყო
ესთეტიკური აღზრდის ნორმებიდან გამომდინარე. სწრაფვა, იმისთვის რომ მიიღო
სიამოვნება, წინააღმდეგობის გარეშე ირჩევს თავის ობიექტებს და უპირატესობას ანიჭებს
იმას, რაც იყო აკრძალული. ეს უპირატესობა ეხება არა მარტო უცხო ადამიანს მაგ: სხვის
მეუღლეს, არამედ ისეთ პიროვნებებს, რომელნიც ინცესტურ სურვილს აკმაყოფილებენ. მაგ:
წმინდანად წარმოდგენილი პიროვნებები დედა ან და- მამაკაცის მხრიდან, ან მამა და ძმა-
ქალის მხრიდან. ვნება, რომელიც შესაძლებელია უხცო იყოს ადამიანის ბუნებისთვის,
განაპირობოს სიზმარი, რომელშიც ასევე იყოს გამოხატული საშინელი სიძულვილი.
მტრული განწყობა და ახლო ადამიანის სიკვდილის სურვილი ( მშობელი, და, ძმა, მეგობარი).
როგორც ჩანს ეს ცენზურის მიერ უგულველყოფილი სურვილები მოდიან საიდანღაც და
არცეთი ცენზურა თავისი ბენებით არ არის მკაცრი და სასტიკი, რადგანაც როდესაც ხდება
სიზმრის გაანალიზება ჩვენ ვეცნობით ასეთი შინაარსის სიზმრებს.
არ შეიძლება ეს საშინელი შინაარსის სიზმრები დავაბრალოთ მარტო თვით სიზმარს. არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიზმარი ემსახურება ძილის ფიზიოლოგიურ პროცესს და იცავს
მას. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ასევე ისეთი სიზმრები, რომელნიც თავისი შინაარსით არ
არღვევენ არანაირ ეთიკისა და ესთეტიკის მორმებს. ასეთ შემთხვევაში ის ასრულებენ
კანონით მიღებულ სურვილებს. ასეთ სიზმრები კი არ არიან სახეშეცვლილნი.
არ უნდა დაგვავიწყდეა, რომ სახეშეცვლილი სიზმრები პროპორციულ კავშირშია ორ
ფაქტორთან: ერთი მხრივ მასზე მოქმედებს თუ რამდენად ძლიერად არის განდევნილი
ცენზურის მიერ ნებისმიერი სურვილი და მეორე მხრის კი იგი დამოკიდებულია ამ
ცენზურის მკაცრ მოთხოვნილებაზე.
ამგვარად სიზმრის ანალიზი საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და არც
თუ ისე სასიამოვნო განცდებს იწვევს.

სიზმარი და სიმბოლოები

ჩვენ როგორც ავღნიშნეთ, სიზმარი ეს არის ცენზურის მიერ შექმნილი ფსიქიკური პროცესი,
რომელიც მიმართულია ჩვენთვის მიუღებელი არაცნობიერი სურვილებისკენ. თუმცა უნდა
ავღნიშნო, რომ მარტო ცენზურა არ არის მიზეზი სიზმრის სახეცვლილებისა. ამ პროცესში
ასევე მონაწილეობას იღებენ სხვა ფაქტორებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მთლიად
ვუარყობთ სიზმრის ცენზურის მნიშვნელობას, მაშინ გამოვა ის, რომ სიზმარი იქნება
ჩვენთვის სრულიად გაუგებარი, ნათელი სიზმრის შინაარსი არ დაემთხვევა დაფარული
სიზმრის შინაარს.
თუ სიზმრის მნახველს შევეკითხებით თუ რას ნიშნავს ესა და ეს ელემენტი სიზმარში, მან
შესაძლებელია, რომ პასუხი ვერ გაგცეთ. ან შესაძლებელია, რომ თავისთავზე ძალდატანების
შემდეგ გიპასუხოთ და გამოთქვას სხვადასხვა აზრი. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ
ასოციაციები წყდება და თუ მნახველს ვაიძულებთ რომ რაიმე თქვას, ჩვენ ვერ მივიღებთ
იმას, რისი მოლოდინიც გვაქვს. აქედან ჩანს, რომ თუ მოვისურვებთ სიზმრის ელემენტების
გაანალიზირებას, წავაწყდებით ასეთ შემთხვევებს, რომელიც მუდმივად გვხვდება და ქმნის
გარკვეულ სირთულეებს.
ამდენად სიზმარის შემცველი ელემენტები და მათი მნიშნელობები გახდა აუცილებელი
იმისთვის რომ შევძლოთ სიზმრის გაანალიზება. მათ ჰქვიათ სიმბოლოები, რომელიც
შეესაბამებიან სიზმრის არაცნობიერ შინაარსებს. ეს სიმბოლოები შემოიტანა ფილოსოფოსმა
შერმერმა( 1861) . თუმცა ფსიქოანალიზმა შერნერის სიმბოლოებში ცვლილებები შეიტანა.
სიმბოლოების არსებობის არსი მდგომარეობს შედარებებში, მარგამ არა ფართო გაგებით,
არამედ რამოდენიმე თავისებურებეში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედარებები
განპირობებულია გარკვეული მიზეზებით, მაგრამ ეს მიზეზები რას უკავშირდება, ამის თქმა
ცოტა რთულია. ყველაფერი, რაც შეიძლება შევადაროთ რაიმე საგანს ან რაიმე პროცესს, არ
შეიძლება იყოს სიზმრის სიმბოლო. მეორე მხრივ, სიზმარი არ გამოხატავს ყველაფერს
სიმბოლურად, არამედ გამოხატავს მხოლოდ გარკვეულ ელემენტებს და სიზმრის დაფარულ
შინაარს.
აქ იბადება კითხვა: თუ სიმბოლო წარმოადგენს რაღაცასთან შედარებას, მაშინ რატომ არ
შეიძლება მოხდეს მისი გახსნა ასოციაციის სახით? გარდა მაგისა, მნახველმა არაფერი არ იცის
ამ შედარების შესახებ და იყენებს მას გაცნობიერების გარეშე. უფრო მეტიც, მნახველს არც კი
სურს იციდეს ამ შედარების შესახებ. აქედან გამომდინარე სიმბოლოს გამოყენება
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რომლის საფუძველიც ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობია.
რაოდენობრივად საგნები, რომლებიც სიმბოლურად გამოიხატება სიზმრებში, არ არის ბევრი:
ადამიანის სხეული, მშობლები, შვილები, დები, ძმები, დაბადება, სიკვდილი და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი ტიპიური გამოხატულება სიმბოლურად ადამიანის სხეულისა სიზმარში
წარმოადგენს სახლი. შერნერი ამ სიმბოლურ შედარებას ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას.
სიზმარში სახლი სიმბოლურად შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სიამოვნების
განცდასთან, ზოგიერთი სიზმრის შემთხვევში კი -შიშთან. მაგალითად ასევე სახლი სწორი
კედლებით შესაძლებელია გამოხატავდეს მამაკაცის ფიგურა, ხოლო სახლი აივნებითა და
სხვა გამოწეული ფასადით ქალის სხეულს. მშობლები სიზმარში ჩნდებიან მეფის ან
დედოფლის სახით. ამ შემთხვევაში სიზმარი ემსახურება პატივისცემის განცდის
გამოხატულებას. ასევე პარაზიტები ან პატარა მწერები გამოხატავენ ბავშვებს, ძმებს ან დებს.
მშობიარობა სიზმარში უფრო მეტად ასოცირდება წყალთან: წყალში ჩახტომა, წყლიდან
ამოსვლა, ვინმეს გადარჩენა, სიმბოლურად გამოხატავს დედის ზრუნვას სიზმრის მნახველის
მიმართ. სიკვდილი სიზმარში შესაძლებელია იყოს სადმე გამგზავრება, მოგზაურობას. აქ
კარგად ჩანბს როგორ ირღვევა ზღვარი სიმბოლურ გამოხატულებასა და აქცენტს შორის.
საოცარია, ის ფაქტი, რომ ის რაც დაკავშირებულია ადამიანის სექსუალურობასთან:
სექსუალურ ცხოვრენასთან, გენიტალიებთან, სექსუალურ ურთიერთობებთან- სიმბოლური
მნიშვნელობები მათ გამოსახატავად გაცილებით მრავალფეროვანია.
საიდან მოხდა სიმბოლოების მიღება? სიმბოლოები გვხვდება მითებში, ზღაპრებში,
ფოლკლორში, მეცნიერებაში, წეს-ჩვეულებებში, პოეზიაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და
რომელთაც ჩვენ სიტყვით გამოვხატავთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმბოლოების
მნიშვნელობას სიზმრის მნახველი ვერ აცნობიერებს, რადგანაც იგი ეკუთვნის მისი
ფსიქიკური აპარატის არაცნობიერ დონეს. სიმბოლოები წარმოადგენენ, მხოლოდ ნაწილს
სიზმრის ანალიზის დროს. არის სიმბოლოები, რომლებიც არ გვხვდებიან სიზმრებში და
მათი გამოყენება ხდება სხვაგან, სხვა სფეროებში.
რა ხდება სიზმარში? განვიხილით უფრო დეტალურად ის პროცესები, რომლებიც სიზმრის
პროცესის დროს მიმდინარეობს.პირვლი- ეს არის სიზმრის შეკუმშვა. ამ ტერმინის ქვეშ
იგულისხმება ის, რომ სიზმრის ნათელი შინაარსი გაცილებით მოკლეა, ვიდრე მისი
დაფარული ნაწილი. ეს დაფარული ნაწილი თავის მხრივ წარმოადგენს შეკუმშულ ვარიანტს
ნათელი ნაწილისა. ესეთი სახით სიზმრის შეკუმშვა შესაძლებელია არ მოხდეს, მაგრამ
უმეტეს შემთხვევაში ხშირად ვაწყდებით და სიზმრის საკმაოდ დიდ ნაწილსაც იკავებს იგი.
არასოდეს არ ხდება ისე, რომ ნათელმა ნაწილმა დაიკავას დიდი ადგილი სიზმარში
დაფარულ ნაწილთან შედარებით. ეს შეკუმშვა ხდება იმიტომ, რომ სიზმარში ჩნდებიან
ლატენტური ელემენტები და მხოლოდ მცირე ნაწილი დაფარული კომპონენტებისა
გადადიან ნათელ ნაწილში. ეს ლატენტური ელემენტები კი ერთიანდებიან და შეერწყმებიან
სიზმრის ნათელ ნაწილს. მაგ: სიზმარში შეიძება ნახოთ, რომ რამოდენიმე ადამიანის სახე
ერთმანეთშია შერწყმული. სახე აქვს ერთი, თქვენთვის ნაცნობი პიროვნების, მაგრამ აცვია
მეორე ასევე თქვენთვის ნაცნობი პიროვნებისთვის დამახასიათებლად. თითქოსდა
ერთმანეთში ხდება რაღაცის შერება, ეს რაღაცა კი მხოლოდ ერთია და ყველასთვის საერთო.
ერთი მხრივ იქმნება განთხმული გაუგებარი სურათი. ანუ სიზმრისთვის დამახასიათებელია
შერევა და შეკუმშვა. სიზმარში რამოდენიმე ადამიანის ერთმანეთში შერევა წარმოადგენს
ჩვენი ფანატაზიის ნაყოფს, რომელშიც ხდება ერთი მთლიანის შექმნა. თითქოსდა ამ
მთლიანის შემადგენელ ნაწილებს შორის არ არის არაფერი საერთო. ამდენად სიზმრისთვის
დამახასიათებელი უცნაურობაა: სიზმრის მასალა, რომელიც შედგება შინაარსებისგან.
ზოგოერთი შინაარსი მიუღებელი და უჩვეულოა, მაგრამ მაინც სწორად არიან
წარმოდგენილნი და გამოხატულნი. სიზმრის ანალიზის დროს ისინი გადადიან სხვა
ფორმაში და თანდათან პოულობენ გამოხატულებას სიტყვაში.
სიზმარში შეკუმშვა ხდება სიზმრის ნათელ და ლატენტურ ნაწილებს შორის, სადაც არ არის
შენარჩუნებული პირდაპირი კავშირი სიზმრის ელემენტებს შორის. ერთი ნათელი შინაარსი
შეესაბამება ამავდროულად დაფარულ შინაარსებს და პირიქით, თითქოსდა ერთმანეთში
არიან გადახლართულები.
ასე რომ სიზმრის პროცესში ხდება აბსოლუტურად განსხვევებული, ტრანსკრიფციის
მსგავსად აზრთა გადანაცვლება.
როგორც ვთქვით, სიზმარი წარმოდგება შერეული სახით და მას ორმაგი მნიშვნელობა აქვს:
ერთის ის, რომ ლატემტური ელემენტები შეცვლილია და დაშორებულია პირვანდელი
სახისგან ფსიქიკური აქცენტის სახით და მეორე ის, რომ ეს ფსიქიკური აქცენტი
გადაინაცვლებს მნიშვნელოვანი ელემენტიდან მეორეზე ანუ უმნიშვნელო ნაწილზე. ასე რომ
მოხდება სიზმრის აზრის სრული შეცვლა, რაც იწვევს უცნაურ შთაბეჭდილებას. ეს
ფსიქიკური აქცენტები თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვებისგან. ამ აქცენტების კავშირი
იმ ელემენტებთან, რომლებსაც ისინი ცვლიან ყველაზე დაშორებიულია ცნობიერებისგან და
შესაბამისად გაუგებარია. აქედან გამომდინარე ცენზურის მიზანი მიიღწევა მაშინ, როცა ეს
აქცენტები გაუგებარი გახდება, რაც ართულებს სიზმრის შინაარსის გაგებას.

You might also like