Professional Documents
Culture Documents
ბიზნესი 4444
ბიზნესი 4444
ბიზნესი 4444
1
გარე მაკროგარემო
ბიზნესის სამართლებრივი გარემო; ბიზნესის პოლიტიკური გარემო; ეკონომიკური გარემო; ტექნოლ
გარე მიკროგარემო
არსებული და პოტენციური კონკურენტები, შემცვლელი საქონლის მწარმოებლები, პოტენციური კონკურენ
Sida garemo
ტექნოლოგია
რესურსები მისია ს
მიზნები
3
ორგანიზაციაში, სხვა თანამშრომლებთან ერთად იღვაწონ ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად და
იგრძნონ კმაყოფილება შეტანილი წვლილით ორგანიზაციის საქმიანობაში.
ფირმის მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტექნოლოგია. ზოგადი სახით
ტექნოლოგიაში იგულისხმება წარმოების პროცესში გამოყენებული მასალების დამუშავების,
დამზადების, მათი ფორმისა და თვისებების ცვლილებათა მეთოდები. ეკონომიკური განმარტებით კი
ტექნოლოგია წარმოების ფაქტორების პროდუქტად გარდაქმნის ხერხია.
ფირმის მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია სათანადო ადამიანური, მატერიალური და ფინანსური
რესურსების გამოყენების გარეშე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანებს,
რომელთა ინტერესები, ფასეულობები, მოტივები, განწყობა, სტიმულები და სოციალური შეზღუდვები
განაპირობებენ მათ აქტივობას და წვლილს საქმიანობის საბოლოო შედეგში.
4
ბაზარზე უკვე მოქმედი ფირმების რეაქციას მათ გადაწყვეტილებაზე. ზოგადად შეიძლება გამოვყოთ
ბაზარზე შეღწევის შემდეგი ბარიერები:
მასშტაბის ეკონომია. ამას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც გამოშვების ზრდასთან ერთად კლებულობს
წარმოების საშუალო დანახარჯები. ეს დამახასიათებელია ნებისმიერი ბიზნესისათვის (წარმოება,
ვაჭრობა და აშ.). ეს ფაქტორი ახალი საწარმოს წინაშე აყენებს ალტერნატივას ან თავიდანვე
გააფართოვოს წარმოება და მომზადებული შეხვდეს კონკურენტების რეაქციას ან შეინარჩუნოს
წარმოების მოცულობა და საშუალო დანახარჯებში ქონდეს დანაკარგები.
პრესტიჟი. ეს ნიშნავს, რომ არსებული ფირმები სარგებლობენ მარკის სახელის და მყიდველთა
მხრიდან ლოიალური განწყობის უპირატესობით. ეს უპირატესობა გამოწვეულია წარსულში
გაწეული ინვესტიციებით რეკლამაში, გაყიდვის შემდგომი მომსახურებით, საქონლის
განსაკუთრებული თვისებებით და აშ. პრესტიჟის, როგორც ბაზარზე შესვლის ბარიერის არსი იმაში
მდგომარეობს, რომ ის პოტენციურ კონკურენტებს აიძულებს გაიღონ დიდი ფულადი რესურსები
რეკლამაზე და სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებზე იმისათვის, რომ დაძლიონ მყიდველთა
ლოიალობა ბაზარზე უკვე არსებული ფირმების მიმართ. ახალბედის მხრიდან კი ასეთი ძალისხმევა
მოითხოვს დროს და მნიშვნელოვან ხარჯებს.
საპატენტო დაცვა გულისხმობს საქონლის წარმოების ტექნოლოგიების, საქონლის
მახასიათებლების, სამარკო ნიშნის, ნოუ-ჰაუს და აშ დაცვას.
უპირატესი ხელმისაწვდომობა ნედლეულზე და მასალებზე.
ადგილმდებარეობის უპირატესობა.
ცოდნა და გამოცდილება.
3. საქონელ სუბსტიტუტების მწარმოებლები. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენციას შეიძლება
ადგილი ჰქონდეს არა მარტო დარგში მოღვაწე ფირმებს შორის, არამედ იმ ფირმებს შორისაც, რომლებიც
აწარმოებენ საქონელ სუბსტიტუტებს. სუბსტიტუტები ქმნიან ფასების ჭერს მომიჯნავე დარგებისათვის
და ამით ამცირებენ კონკრეტული ბიზნესის მიმზიდველობას. სუბსტიტუტებია ურთიერთშემცვლელი
საქონელი. ასეთად შეიძლება განვიხილოთ ტრანსპორტის სხვადასხვა სახეები.
4. მომხმარებლები. ბიზნესი არსებობს მომხმარებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ, თუ ვინ არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები, როგორია მათი
პოტენციური საჭიროებები და შეგიძლიათ თუ არა მათი დაკმაყოფილება თქვენი გამოცდილების
ბაზაზე. ამასთან, მომხმარებლების ძლიერი პოზიცია სავაჭრო გარიგებისას მწარმოებლებთან
მიმართებაში მეწარმეებს აიძულებს დააწესონ უფრო დაბალი ფასები პროდუქციაზე, შეთავაზონ უფრო
ხარისხიანი საქონელი, გაუწიონ მეტი მომსახურება და ამდენად შეამცირონ თავისი საქმიანობის
რენტაბელობა. მომხმარებლების ძლიერ პოზიციას განაპირობებს ბაზარზე შექმნილი შემდეგი
სიტუაციები:
მომხმარებლები არიან კონცენტრირებულნი ან ორგანიზებულნი და მათ მიერ გაკეთებული
შესყიდვების მოცულობა აღემატება მწარმოებლის გაყიდვების მოცულობას;
საქონლის შეძენაზე გაწეულ ხარჯებს დიდი ხვედრითი წილი უკავია მომხმარებლის დანახარჯებში,
ეს მომხმარებლებს აიძულებს დახარჯოს დიდი ენერგია უფრო ხელსაყრელი ფასების მოსაძებნად;
მომხმარებლები ფლობენ სრულ ინფორმაციას ბაზრის შესახებ. როდესაც მყიდველები ფლობენ
ინფორმაციას მოთხოვნის, ფასების, მიმწოდებელთა დანახარჯების შესახებ, ისინი ღებულობენ
დამატებით ბერკეტებს შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელთა შერჩევა წარმოადგენს საწარმოს უმნიშვნელოვანეს
გადაწყვეტილებას. ფირმას შეუძლია გააუმჯობესოს თავის საბაზრო მდგომარეობა თუ შეარჩევს ისეთ
მყიდველებს, რომლებსაც სავაჭრო გარიგებებისას შედარებით სუსტი პოზიცია ექნებათ.
5. მიმწოდებლები. ნებისმიერი ბიზნესი დაკავშირებულია ნედლეულის და მასალების, ან რაიმე
მომსახურების მიმწოდებლებთან ურთიერთობების დამყარებასთან. სავაჭრო გარიგებისას მათ
შეუძლიათ აწიონ ფასი ან შეამცირონ საქონლის ხარისხი და ამით შეამცირონ ბიზნესის მიმზიდველობა.
პირობები რომელიც საშუალებას აძლევს მიმწოდებელს დაეუფლოს უპირატესობას სავაჭრო
გარიგებისას იმ პირობების სარკისებური არეკვლაა, რომელიც განვიხილეთ მომხმარებლის პოზიციაზე
5
საუბრისას. ძლიერი მიმწოდებლისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა მათთან კარგი
ურთიერთობების დამყარება და რეზერვში ალტერნატიული მიმწოდებლების ყოლა.
6. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი. სამეცნიერო-ტექნიკური
პროგრესი წარმოადგენს ბიზნესის როგორც შიდა ასევე გარე გარემოს ელემენტს. სამეცნიერო-ტექნიკური
პროგრესი, როგორც შიდა გარემოს ელემენტი (ტექნოლოგიების, მასალების, საბოლოო პროდუქციის
გაუმჯობესება საწარმოს შიგნით) ფირმაში იწვევს მისი საქმიანობის განვითარებას, პროდუქციის
ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მოგების გაზრდასა და რისკის შემცირებას. ამასთან,
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, როგორც გარე მიკრო გარემოს ელემენტის (ტექნოლოგიების
გაუმჯობესება იმ დარგში სადაც საწარმო საქმიანობს) დაკავშირებულია ბიზნესში კონკურენციის
ხარისხის ზრდასთან და პროდუქციის მორალური ცვეთის დაჩქარებასთან, რამაც შეიძლება გარკვეული
პრობლემები შეუქმნას საწარმოს.
იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენა ბიზნესის
მიკროგარემოზე, განვიხილოთ საქონლის სასიცოცხლო ციკლის თეორია. რაც საშუალებას მოგვცემს
აქამდე განხილული ბიზნესის მიკროგარემოს მახასიათებელი პარამეტრები დინამიკურ ჭრილში
წარმოვიდგინოთ.
საქონლის სასიცოცხლო ციკლი ეწოდება ბაზარზე საქონლის გამოჩენის მომენტიდან მისი სხვა
უფრო სრულყოფილი საქონლით გამოდევნის მომენტამდე ანუ მისი მორალური ცვეთის პერიოდს.
საქონლის სასიცოცხლო ციკლი შედგება რამდენიმე ფაზისაგან: დანერგვა, ზრდა, სიმწიფე და დაცემა.
დანერგვა. ახლად შექმნილი (გამოგონებული) პროდუქტი ჩვეულებრივ სრულყოფას საჭიროებს.
წარმოებაში მისი დანერგვისათვის საჭიროა მოწინავე ტექნიკა, შესაბამისი კვალიფიკაციის
სპეციალისტები, დრო და აშ. აღნიშნულის გამო, საქონლის დანერგვის ფაზაზე მოდელი
წინასწარმეტყველებს საქონლის გაყიდვების საკმაოდ შენელებულ ევოლუციას, რაც აიხსნება ფაქტორთა
სამი ჯგუფის ზემოქმედებით.
ფირმის წინაშე შეიძლება წარმოიშვას ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები,
რომლებიც ამ მომენტისატვის საკმარისად არ არის ათვისაბული;
გასაღების ქსელები შეიძლება ამჟღავნებდნენ სიფრთხილეს საქონელთან მიმართებაში,
რომელსაც ჯერ არ დაუმტკიცებია მისი ეფექტიანობა;
პოტენციური მყიდველები თავისი ჩვევების ნელი შეცვლით შეიძლება ანელებდნენ საქონლის
განვითარებას.
ზრდა. თუ საქონელი წარმატებით გაივლის გამოცდას პირველ ფაზაზე, ის გადადის ზრდის ფაზაში,
რომელიც ხასიათდება გაყიდვების სწრაფი გაფართოებით. სასიცოცხლო ციკლის მოდელის მიხედვით
ასეთ ზრდას შემდეგი მიზეზები განაპირობებს:
პირები, რომლებიც კმაყოფილნი არიან ახალი საქონლით განაგრძობენ საქონლის შესყიდვას და
ახდენენ გავლენას სხვა პოტენციურ კლიენტებზე;
საქონლის არსებობა გასაღების ადგილებში ხელს უწყოფს მის შემჩნევას და შესაბამისად
გასაღებას;
ახალი კონკურენტების გამოჩენა უზრუნველყოფს ბაზარზე ჯამური მარკეტინგული დაწოლის
გაძლიერებას იმ მომენტისათვის როდესაც მოთხოვნა არის გაფართოებადი და ელასტიური. შესაბამისად
ბაზარი იწყებს გაფართოებას.
სიმწიფე. ამ ფაზაზე საქონლი წარმოების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვით იძენს საბოლოო
სტანდარტულ ფორმებს და შეუძლებელია მისი შემდგომი სრულყოფა, ამასთან ბაზარი თითქმის
ათვისაბულია და ჭირს მოთხოვნის შემდგომი გაფართოება. ამიტომ საქონელზე მოთხოვნა ნელდება.
დაცემა. ეს ფაზა ხასიათდება მოთხოვნის სტრუქტურული დაცემით, რაც განპირობებულია:
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენით ბაზარზე ჩნდება ახალი უფრო სრულყოფილი
საქონელი, რომელიც ბაზრიდან დევნის იგივე ფუნქციების მქონე საქონელს;
უპირატესობები, გემოვნებები დროთაგანმავლობაში მოდიფიცირდება და საქონელი გამოდის
მოდიდან;
6
გარემოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები საქონელს აძველებენ ან
ხდიან აკრძალულს.
ვინაიდან გაყიდვების მოცულობა და მოგების პერსპექტივები მცირდება, ზოგიერთი ფირმა
დატოვებს ბაზარს, სხვები პირიქით ცდილობენ მოახდინონ სპეციალიზება დარჩენილ ბაზარზე, თუ ის
მათთვის წარმოადგენს გარკვეულ ეკონომიკურ ინტერესს და დაცემა ხორციელდება თანმივდევრულად.
ბაზრის ხელახალი აღზევების ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ტექნოლოგიურად მოძველებული
საქონელის გამოშვების შეჩერება გარდაუვალი ხდება.
4. მაკროგარემოს სტრუქტურა
8
ეროვნული ასოციაცია) საფონდო ბირჟის თავმჯდომარე. 2009 წელს მას ბრალი დასდეს ფასიანი
ქაღალდებისა და სხვა მაქინაციების გამო; მათ შორის კლიენტებისთვის
პონზი სქემით $65 მილიარდის თაღლითურად გამოტყუებაში. მედოფს პატიმრობა 150 წლით მიესაჯა.
საქმიანი ადამიანები ყოველდღე აწყდებიან ეთიკურ პრობლემებს. ზოგიერთი მათგანი რთულია
შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის პრობლემები იშვიათად გვხვდება, ზოგიერთი
რეგულარულ ხასიათს ატარებს. მოდით, უფრო ღრმად გადავავლოთ თვალი რამდენიმე ეთიკურ
საკითხს.
სამართლიანობა და პატიოსნება. ბიზნესში ორი რამ არის მნიშვნელოვანი: სამართლიანობა და
პატიოსნება. ყველა კანონისა და რეგულაციის მორჩილების გარდა, საქმიანმა ადამიანებმა თავი უნდა
შეიკავონ შეგნებული ტყუილისგან, მონაცემების დამახინჯებისა და აგრეთვე სხვების დაშინებისაგან.
მსგავსი ქმედების შედეგები შესაძლოა ძვირად ფასობდეს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, ქეით
ანდერსონსა (Keith E. Anderson) და უეინ ანდერსონს (Wayne Anderson), საერთაშორისო გადასახადების
დამალვის სქემის ლიდერებს, რომელიც ცნობილია, როგორც Anderson’s Ark and Associates-ი, არც მეტი
არც ნაკლები 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ანდერსონების მთავარ ბუღალტერ რიჩარდ მარქსს
(Richard Marks) და მათ მთავარ ადმინისტრაციული თანამდებობის პირს, ქეროლაინ გროსნიქლს (Karolyn
Grosnickle) დაევალა $200 მილიონზე მეტი ჯარიმის გადახდა და ფინანსური ზარალის ანაზღაურება.
Anderson’s Ark და Associates-ის 1500-ზე მეტმა კლიენტმა დაახლოებით $31 მილიონი დაკარგა.
საბუღალტრო ფირმა Price water house Coopers LLP-ი დათანხმდა ამერიკის მთავრობისთვის $42
მილიონის გადახდას იმ ბრალდების მოსახსნელად, რომ ის რამდენიმე ფედერალური ორგანოსგან
მოტყუებით სამოგზაურო ხარჯებისთვის თანხას აგროვებდა. კომპანია Deere&Company თითოეული
თანამშრომლისგან მოითხოვს საკუთარი მომწოდებლების, კონკურენტების, მომხმარებლებისა და
თანამშრომლების სამართლიან მოპყრობას. «არც ერთი თანამშრომელი არ უნდა იღებდეს უსამართლო
უპირატესობას მანიპულაციების, ფაქტების შენიღბვის, კონფიდენციალური ინფრომაციის ბოროტად
გამოყენების, მონაცემების დამახინჯების ან სხვა მსგავსი უსამართლო ქმედების მეშვეობით.“ კომპანიის
სამუშაო ეთიკის პოლიტიკაში შესაძლო დარღვევების არსებითი ფაქტების შემთხვევაში
თანამშრომლებისათვის რეკომენდებულია შეტყობინების გაკეთება 24-საათიან ცხელ ხაზზე ან
ანონიმური ელექტრონული წერილების მეშვეობით. მსგავსი საქციელი არა მარტო
წახალისებული, არამედ საყოველთაოდ აღიარებული და დაცული ქმედებაცაა.
ორგანიზაციული ურთიერთობები. ბიზნესმენმა შესაძლოა თავისი პირადი კეთილდღეობა სხვაზე
და მათ შორის კომპანიაზე მაღლა დააყენოს. მაგალითად, 2002 წლის ბოლოს, Tyco International, Ltd-ის
ყოფილ მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ლეო დენის კოზლოვსკის (Leo Dennis Kozlowski) ბრალი
წაუყენეს იმისთვის, რომ მან კორპორაციული ფონდებიდან მიითვისა 43 მილიონი დოლარი საკუთარი
სახელით ფილანტროპული შემოწირულობების გასაკეთებლად. მასში შედიოდა ასევე $5 მილიონი Seton
Hall-ის უნივერსიტეტისთვის, რომელმაც თავის ახლად გახსნილ ბიზნესსკოლას კოზლოვსკის სახელი
მიანიჭა (Kozlowski Hall).
უფრო მეტიც, Tyco-ზე დაყრდნობით, ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბორდის ნებართვის
გარეშე $61,7 მილიონი დააბანდა ადგილმდებარეობის შეცვლისთვის უპროცენტო კრედიტებში.
მტკიცების მიხედვით, ის ფულს ხარჯავდა პირადი ფუფუნებისთვის, მათ შორის, $15 მილიონიან
იახტასა და 3,9 მილიონის ღირებულების რენუარის ტილოში. მან ასევე გადაიხადა $2 მილიონიანი
წვეულება მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად. ამჟამად ბატონი კოზლოვსკი 25-წლიან სასჯელს
იხდის ციხეში. მან Tyco-ს აუნაზღაურა $134 მილიონის ფინანსური ზარალი და დაჯარიმდა $70
მილიონით. 2009 წელს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უარყო მისი პეტიცია
სასამართლო გადახედვის შესახებ. მომხმარებლებსა და თანამშრომლებთან ურთიერთობა ხშირად
იწვევს ეთიკურ პრობლემებს. არაეთიკური საქციელი ამ სფეროში მოიცავს სხვისი შრომისა და იდეის
მითვისებას, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვალდებულებების შეუსრულებლობას და სხვების
იძულებას მოიქცნენ არაეთიკურად.
ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბიზნესმენი
სიტუაციას არა დამსაქმებლის, არამედ თავისი პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.
9
ასეთი კონფლიქტი შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც ბიზნესში თავს იჩენს საგადასახადო და
სასაჩუქრე ბიზნესგარიგებები. უნდა გვახსოვდეს ოქროს წესი, რომ ნებისმიერი რამ, რამაც პიროვნების
გადაწყვეტილებაზე შესაძლოა არასამართლიანად იმოქმედოს, წარმოადგენს ქრთამს, რომელიც
ნებისმიერ შემთხვევაში არაეთიკურია. მაგალითად, Nortel Networks Corporation-ი თავის
თანამშრომლებსა თუ დირექტორებს ნებას არ აძლევს, მიიღონ საჩუქარი ან დირექტორის ან სხვა
თანამდებობის პირის სახით წარმოადგინონ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს
ამ კომპანიისათვის საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. თუმცა იმავე კომპანიის თანამშრომლებს
შეუძლიათ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა იმ ფირმებში, რომლებიც არ არიან კონკურენტები,
კორპორაციის მომწოდებლები ან მომხმარებლები. კომპანია „პროქტერ ენდ გემბელის“ (P&G), ყველა
თანამშრომელს ავალდებულებს ყოველთვის მხოლოდ კომპანიის ინტერესების მაქსიმალური
გათვალისწინებით იმოქმე-დონ. ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება, როდესაც დასაქმებულს აქვს პირადი
ურთიერთობა, ფინანსური ან სხვა სახის ინტერესი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ ვალდებულებას,
ან როდესაც თანამშრომელი კომპანიაში საკუთარ პოზიციას პირადი სარგებლისათვის იყენებს. P&G
თანამშრომლებისგან ითხოვს საჭიროების შემთხვევაში ყველა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის
გამჟღავნებასა და კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით შემდგომ სწრაფ რეაგირებას. საერთოდ, P&G-
სთვის მიუღებელია რაიმე საჩუქრის, გასართობი ან სხვა სახის ფულადი ჯილდოების მიღება იმ
პირებისგან, რომლებთანაც ამ კომპანიას ბიზნესურთიერთობა აქვს, რადგან ეს კომპანიის მხრიდან
გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს და, თავის მხრივ, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.
კომუნიკაციები. ბიზნესკომუნიკაციებმა, განსაკუთრებით კი სარეკლამომ, შეიძლება წარმოშვას
ეთიკური კითხვები. მცდარი და არაკეთილსინდისიერი რეკლამა ითვლება უკანონო და არაეთიკურ
ქმედებად, რომელიც მომხმარებლის გაღიზიანებას იწვევს. ბავშვებზე გამიზნული რეკლამის
სპონსორები განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, რათა თავიდან აიცილონ
მცდარი/არასწორი გზავნილები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროდუქტების რეკლამის
შემქმნელებმაც უნდა მიიღონ მოტყუებისაგან დამცვავი ზომები, განსაკუთრებით ისეთი სიტყვების
გამოყენებისას, როგორიცაა: დაბალკალორიული, ცხიმიანი, უცხიმო და მსუბუქი.
10
კულტურული ნორმები. პიროვნების ქცევის ნორმა სამუშაო ადგილზე, გარკვეულწილად,
განისაზღვრება კულტურული ნორმებით და ეს სოციალური ფაქტორები ყველა კულტურაში
განსხვავებულია. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში მისაღები და ეთიკურია საბაჟოს
თანამშრომლებმა მიიღონ ფულადი ჯილდოები მათ მიერ ლეგალური სამუშაოს შესრულებაში
მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს პრაქტიკა განხილული იქნება, როგორც არაეთიკური და
შესაძლოა უკანონო ქმედება.
თანამშრომლები. თანამშრომელთა ქმედებები და გადაწყვეტილებები ქმნიან მორიგ სოციალურ
ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების მიერ ბიზნესის ეთიკის აღქმას. მაგალითად,
თუთქვენი თანამშრომლები ახორციელებენ ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებს კომპანიის
დროისა და კომპანიის ხარჯების გამოყენებით, შესაძლოა ეს ქცევა აეთიკურ ნორმად ჩათვალოთ,
რადგან ამას ყველა აკეთებს.
მნიშვნელოვანი ადამიანები. ისეთი „მნიშვნელოვანი ადამიანების“ მორალური ფასეულობები და
შეხედულებები, როგორებიცაა მეუღლე, მეგობრები და ნათესავები, ასევე შეიძლება გავლენას
ახდენდნენ თანამშრომლის აღქმაზე იმის შესახებ, თუ როგორია ეთიკური და არაეთიკური
ქცევის ნორმა სამსახურში.
ინტერნეტის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი შესაძლოა ახალ გამოწვევებს
წარმოადგენდეს იმ ფირმების თანამშრომელთათვისაც, რომლებიც სამსახურში სწრაფი
ინტერნეტითა და საიტების ადვილი წვდომით სარგებლობენ. თანამშრომლის ონლაინქმედება
შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო შეურაცხმყოფელად სხვა თანამშრომლებთან მიმართებით,
არამედ შესაძლოა საქმე ფირმის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო პროცესამდეც მივიდეს,
როდესაც მისი თანამშრომელი მიმართავს არაეთიკურ ქცევას და იყენებს მის სამუშაოსთან
არდაკავშირებული საეჭვო ვებსაიტებს. უახლესი კვლევა ცხადყოფს, რომ ბევრი თანამშრომელი
ვარაუდობს, რომ სამსახურში მათ მიერ ტექნოლოგიების გამოყენებაზე მონიტორინგი
იწარმოებს. თანამშრომელთა უმრავლესობა მიესალმება ამ აზრს და მიიჩნევს. რომ
თანამშრომლების ფაქსების, ელ. ფოსტისა და ვებთვალთვალი, სატელეფონო ზარების ჩაწერა
გამართლებული იქნება.
შესაძლებლობები:
შესაძლებლობის ქონა. შესაძლებლობა აღნიშნავს თავისუფლების ხარისხს ორგანიზაციაში,
სადაც ის დასაქმებულს აძლევს თავისუფალი ქცევის არჩევანს. ზოგიერთ ორგანიზაციაში,
კომპანიის გარკვეული პოლიტიკა და პროცედურები მიმართულია არაეთიკურ
შესაძლებლობათა შემცირებისკენ. მაგალითად, სწრაფი კვების ზოგიერთ რესტორანში ერთი
თანამშრომელი იღებს თქვენ შეკვეთას და თანხას და სხვა ასრულებს ბრძანებას. ეს პროცედურა
ამცირებს არაეთიკური ქმედების შესაძლებლობას, რადგან პირი, ვინც იღებს ფულს, არ ეხება
პროდუქტს, და პირი, რომელსაც აქვს პროდუქტთან შეხება, თანხას არ ეხება.
აღსრულება/განხორციელება.. კომპანიის პოლიტიკის, პროცედურების და ეთიკის კოდექსის
აღსრულების/განხორციელების ხარისხის მთავარი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს
შესაძლებლობებზე. როდესაც დარღვევების გამოსწორება თანმიმდევრულად და მტკიცედ
მიმდინარეობს, არაეთიკურობა მცირდება. ახორცილებთ პირად სატელეფონო საუბრებს სამუშაო
დროში? რა თქმა უნდა, ბევრი ახორციელებს. თუმცა თანამშრომლების უმეტესობა ზღუდავს
საუბრის დროს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი 30 წუთზე მეტს საუბრობს. კომპანიის დროისა და
აღჭურვილობის მეშვეობით განხორციელებული პირადი ზარი პიროვნული ეთიკური
გადაწყვეტილების მაგალითია.
13
მმართველობაში უმცირესობებისა და ქალთა არსებობას, ცხოველებზე ჩატარებულ ცდებსა და
საქველმოქმედო შეწირულობებს ეხება.
14
ბიზნესის მფლობელები, მმართველები, მომხმარებლები და მთავრობის წარმომადგენლები წლების
განმავლობაში კამათობენ ეკონომიკური და სოციოეკონომიკური მოდელების ნაკლსა და
უპირატესობებზე. ყოველ მხარეს ოთხი არგუმენტი აქვს საკუთარი შეხედულების გასამტკიცებლად.
გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობის არგუმენტები. სოციოეკონომიკური მოდელის
დამცველები ამტკიცებენ, რომ ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. საკუთარი
პოზიციის გასამყარებლად მათ შემდეგი არგუმენტები მოჰყავთ:
1. რადგან ბიზნესი ჩვენივე საზოგადოების ნაწილია, მას არ შეუძლია სოციალური საკითხების
უგულებელყოფა.
2. ბიზნესს გააჩნია დღევანდელი რთული სოციალური საკითხების გადასაჭრელად საჭირო
ტექნიკური, ფინანსური და მენეჯერული რესურსები.
3. სოციალური საკითხების გადაჭრით ბიზნესს შეუძლია შექმნას გაცილებით უფრო სტაბილური
გარემო გრძელვადიანი მოგებისთვის.
4. ფირმების სოციალურად პასუხისმგებელ გადაწყვეტილებას შეუძლია თავიდან აიცილოს
მთავრობის ჩარევა, რაც იძულებით გააკეთებინებდა ბიზნესს იმას, რასაც ნებაყოფლობით არ
ასრულებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები ემყარება ვარაუდს, რომ ბიზნესს აკისრია პასუხისმგებლობა არა
მხოლოდ საკუთარი აქციონერების, არამედ მომხმარებლების, თანამშრომლების, მომწოდებლებისა და
საზოგადოების წინაშე.
გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობის საწინააღმდეგო არგუმენტები. სოციოეკონომიკური
მოდელის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბიზნესმა უნდა აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის:
გამოიმუშავოს მოგება ხალხისათვის სასურველი პროდუქტების წარმოებითა და გაყიდვით. აღნიშნულს
კი შემდეგი არგუმენტებით ამყარებენ:
1. ბიზნესის მმართველები, პირველ რიგში, აქციონერების წინაშე არიან პასუხისმგებელნი, ამგვარად,
მენეჯმენტი უნდა ზრუნავდეს მფლობელთა მიერ ინვესტირებული კაპიტალის ამონაგებზე.
2. კორპორაციის დრო, ფული და უნარი გამოყენებული
უნდა იქნეს მოგების გასაზრდელად და არა საზოგადოების პრობლემების გადასაჭრელად.
3. ზოგადად, სოციალური პრობლემები მოქმედებს საზოგადოებაზე. ასე რომ, ცალკეული
ბიზნესიდან არ უნდა ველოდოთ მათ მოგვარებას.
4. სოციალური საკითხები მთავრობის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობაა, რომლებიც სწორედ
ამ მიზნით აირჩიეს და ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. ცხადია, ეს
არგუმენტები ემყარება მოსაზრებას, რომ ბიზნესის ძირითადი მიზანი მოგების გამომუშავებაა და
მთავრობა და სოციალური ინსტიტუციები სოციალური პრობლემების გადაჭრაზე უნდა ზრუნავდნენ.
დღეს ცოტაა სრულად ეკონომიკური ან სოციოეკონომიკური მიმართულების მქონე ფირმები.
უმეტესს არჩეული აქვს შუალედური მიმართულება. მიუხედავად ამისა, ჩვენს საზოგადოებას სურს და
ბიზნესისგან ელის კიდეც გარკვეული დონის სოციალურ პასუხისმგებლობას. ამგვარად, ამ შუალედური
მიმართულებით, კომპანიები სოციოეკონომიკური შეხედულებისაკენ იხრებიან.
10. კონსუმერიზმი
კონსუმერიზმი არის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გატარებული ყველა ქმედება.
მომხმარებელთა მოძრაობის მიერ განხორციელებული ძირითადი საკითხები იყოფა სამ კატეგორიად:
გარემოს დაცვა, სასაქონლის თვისებები და უვნებლობა და ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად
იმისა, რომ კონსუმერიზმი გარკვეულ დონეზე მე-19 საუკუნის ადრეული პერიოდიდან არსებობს,
მომხმარებელთა მოძრაობა 1960 წელს გაძლიერდა. სწორედ მაშინ პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ
გამოაცხადა, რომ მომხმარებლებისთვის არსებობდა „კანონპროექტი უფლებების შესახებ“.
პრეზიდენტ კენედის „კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ ამტკიცებდა, რომ
მომხმარებლებს აქვთ უვნებლობის, ინფორმირებულობის, არჩევანის უფლებები და უფლება, რომ მათ
მოუსმინონ. 1975 წლის შემდეგ, ჩამონათვალს დაემატა ორი უფლება: მომხმარებლის განათლების
15
უფლება და თავაზიანი მომსახურების უფლება. ეს ექვსი უფლება წარმოადგენს ბოლო 45 წლის
განმავლობაში გამოცემული მომხმარებელზე ორიენტირებული კანონმდებლობის საფუძველს. ეს
უფლებები, აგრეთვე, გვაწვდიან მიზნებისა და მომხმარებელთა მოძრაობის შედეგების ეფექტიან
მონახაზს.
უსაფრთხოების/უვნებლობის უფლება. მომხმარებელთა უსაფრთხოების უფლება ნიშნავს, რომ მათ
მიერ შეძენილი საქონელი უნდა იყოს უსაფრთხო მიზნობრივი გამოყენებისთვის, უნდა შეიცავდეს
დაწვრილებით და ვრცელ მითითებებს სათანადო გამოყენებისათვის და შემოწმებული უნდა იყოს
მწარმოებლის მიერ, რათა უზრუნველყონ პროდუქციის ხარისხი და სანდოობა. არსებობს რამდენიმე
მიზეზი, თუ რატომ უნდა ზრუნავდნენ კომპანიები პროდუქციის უსაფრთხოებაზე/უვნებლობაზე.
მაკორექტირებელი ქმედებები შესაძლოა, ძვირად ფასობდეს. ისეთი ფედერალური სააგენტოები,
როგორებიცაა Food and Drug Administration-ი და Consumer Product Safety
Commission-ი, ფლობენ ძალაუფლებას, აიძულონ ბიზნესები, რომლებიც აწარმოებენ ან ყიდიან
დაზიანებულ პროდუქციას, რომ მიმართონ მაკორექტირებელ ქმედებებს. ეს ქმედებები მოიცავს
კომპენსაციის შეთავაზებას, დაზიანებული პროდუქციის უკან დაბრუნებას, საჯარო გაფრთხილებებს და
მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას – ნებისმიერი მათგანი ძვირად ფასობს.
სასამართლო დავების მატება. ომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ მომხმარებლები და მთავრობა იგებენ
სასამართლო დავებს (product-liability lawsuits – საქონლის ხარისხზე მწარმოებლის პასუხისმგებლობა
მომხმარებლის წინაშე) დაზიანებული პროდუქციის მწარმოებლების წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული
დავების ანაზღაურების ოდენობაც მატულობს. შიშობდა რა უამრავი სასამართლო დავების შედეგებზე,
თამბაქოს გიგანტმა Philip Morris and R. J. Reynolds-მა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში
უარყოფდა, რომ სიგარეტი იწვევს დაავადებას, 1997 წელს დაიწყო შტატის მთავარ პროკურორებთან,
მოსარჩელეთა ადვოკატებთან და მოწევის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან მოლაპარაკება. თამბაქოს
გიგანტებმა თავიანთ გაყიდვებსა და რეკლამაზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვები და კომპენსაციის
სახით ასობით მილიონი დოლარის გადახდა შესთავაზეს.
მომხმარებლის წესები. საქონლის უვნებლობის გამოსწორების მეორე ძირითადი მიზეზი
მომხმარებელთა მოთხოვნაა უსაფრთხო პროდუქტებზე. ადამიანები უბრალოდ შეწყვეტენ პროდუქტის
შეძენას, რომელიც მათთვის უსაფრთხო არ არის.
ინფორმირებულობის უფლება ნიშნავს, რომ პროდუქტის შეძენამდე მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ
წვდომა მასზე არსებულ ინფორმაციაზე. დეტალური ინფორმაცია ინგრედიენტებსა და კვებით
ღირებულებაზე განთავსებული უნდა იყოს საკვებ კონტეინერებზე, ინფორმაცია ქსოვილებსა და
რეცხვის მეთოდებზე მიკრული უნდა იყოს ტანსაცმელზე, კრედიტორებმა უნდა გაუმჟღავნონ სესხის
ნამდვილი ღირებულება მომხმარებლებს, რომლებიც საქონელს კრედიტით შეიძენენ. გარდა ამისა,
მწარმოებლებმა უნდა მოახდინონ მომხმარებელთა ინფორმირება თავიანთი პროდუქტების გამოყენების
პოტენციური საფრთხეების შესახებ. მწარმოებლები, რომლებიც არ ახორციელებენ ზემოთ აღნიშნულს,
შეიძლება პასუხისმგებელნი გახდნენ თავიანთი პროდუქციით მიყენებულ ზარალზე. მაგალითად,
Maytag-ი უზრუნველყოფს საკუთარ მომხმარებელს მოცულობითი ბუკლეტით, რომელშიც აღწერილია,
როგორ უნდა გამოიყენონ მათი ავტომატური სარეცხი მანქანა. ზოგჯერ მსგავსი გაფრთხილებები
გადაჭარბებული ჩანს, მაგრამ ისინი საჭიროა მომხმარებელთა ტრამვების (და შედეგად სასამართლო
დავების) თავიდან ასაცილებლად.
არჩევანის უფლება ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა მწარმოებლისა და
გამყიდველთა მიერ შეთავაზებული პროდუქტების არჩევანი, რათა დაიკმაყოფილონ კონკრეტული
მოთხოვნა. მთავრობამ შეასრულა თავისი როლი ანტიტრესტული კანონით, რითაც კონკურენციას
დაუჭირა მხარი. რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით მეტია არჩევანის საშუალებაც. კონკურენცია და
შედეგად არჩევანის თავისუფლება ფასის შემცირებით მომხმარებლისთვის დამატებით სარგებელს
უზრუნველყოფს. მაგალითად, როდესაც პერსონალური კომპიუტერები გამოუშვეს, მათი საწყისი ფასი
$5, 000-ს აღემატებოდა. ძლიერი კონკურენციისა და ტექნოლოგიური წინსვლების წყალობით,
პერსონალური კომპიუტერები დღეს $500-ზე ნაკლები ღირს.
16
მოსმენის უფლება მეოთხე უფლება ნიშნავს, რომ მომხმარებლის ჩივილის შემთხვევაში ვინმე
მოუსმენს მათ და შესაბამის ზომებს მიმართავს. სინამდვილეში მენეჯერებმა დაიწყეს მომხმარებელთა
მოსმენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გაიზარდა სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელ
და გამყიდველებს შორის კონკურენცია. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებელი ერთ-ერთი გზა
მომხმარებელთა მოსმენა და მათთვის საჭირო საქონლის მიწოდება იყო. დღეს კომპანიები გაცილებით
ყურადღებით უსმენენ მომხმარებელს და ბევრ დიდ ფირმას მომხმარებელთან ურთიერთობის
დეპარტამენტებიც აქვს, რომლებთან დაკავშირებაც მარტივია უფასო სატელეფონო ნომრით. სხვა
ჯგუფებიც უსმენენ მომხმარებლებს. მოქალაქეთა საჩივრებზე რეაგირებისათვის დიდი ქალაქების
უმეტესობას და ზოგიერთ შტატს მომხმარებელთა მომსახურების ოფისები აქვთ.
მომხმარებელთა დამატებითი უფლებები 1975 წელს პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა
მომხმარებელთა უფლებების კანონპროექტს დაამატა მომხმარებლის განათლების უფლება, რომელიც
ადამიანებს აძლევს მათი, როგორც მომხმარებლების უფლებების ცოდნას. 1994 წელს პრეზიდენტმა ბილ
კლინტონმა, დაამატა მეექვსე – მომსახურების უფლება, რომელიც მომხმარებლებს ანიჭებს
ხელსაყრელობის, თავაზიანობისა და გულისხმიერების უფლებას, რომელიც მათ სამომხმარებლო
საქონლის მწარმოებლებისა და გამყიდველებისგან უნდა მიიღონ.
საშინაო დავალება
18
14) გუნდური უნარის გამომუშავება. ეთიკური კოდექსი აყალიბებს მისაღებ ქცევას ორგანიზაციაში და
გამოიყენება როგორც ეთიკური ქცევის მხარდასაჭერი სახელმძღვანელო.
დავალება
ოთხი წევრისგან შემდგარ გუნდებბში მოიძიეთ თსუ-ს ეთიკის კოდექსი, გაანალიზეთ და უპასუხეთ
შემდეგ კითხვებს:
ა. რას გვეუბნება ის სტუდენტის და სტუდენტის, მასწავლებლის და სტუდენტის, სტუდენტისა და
მასწავლებლის ურთიერთობებზე?
ბ. რამდენად ასახავს ის მასწავლებელთა უფლებებს?
გ. რამდენად ასახავს ის სტუდენტების უფლებებს?
დ. თქვენი აზრით რამდენად იცავენ სტუდენტები და მასწავლებლები უნივერიტეტის ეთიკის კოდექსს?
ე. მოამზადეთ მოხსენება.
15) წლების განმავლობაში, ბიზნესეთიკა ბევრი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა და ის კვლავ აწუხებს
თანამშრომლებსა და აქციონერებს. ყოველდღიურად გაზეთებსა თუ ქვეყნის ახალ ამბებში გვესმის ამბები
თაღლითობასა და სამსახურებრივ გადაცდომაზე.
დავალება
მოამზადეთ წერილობითი მოხსენება შემდეგზე:
1. რატომ შეიძლება იყოს რთული ადამიანთათვის სწორი ქცევა?
2. როგორია თქვენი პირადი ეთიკის კოდექსი? მოამზადეთ კოდექსი და ჩამოაყალიბეთ ის, რაც
თქვენთვის მორალურად მისაღებია. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს თქვენი პიროვნული ქცევის
სახელმძღვანელოს.
3. როგორ გავლენას მოახდენს თქვენი ეთიკის კოდექსი იმ კომპანიის არჩევისას, რომელშიც უნდა
იმუშაოთ.
19