ინგლისური ფილოლოგია (სალომე ხასია) .

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ადრეულ ენათა თეორიაში გვხვდება სამი ენის ანუ ტრილინგვიტას თეორია,

რომელშიც მოიაზრებოდა ებრაული, ბერძნული და ლათინური. ამ ენების


პრიორიტეტულობის გამო ‘’წმინდა’’ ენებად თვლიდნენ. ამის დასამტკიცებლად
გვაქვს ორი არგუმენტი : პირველი არგუმენტის თნახმად ებრაული მოიაზრებოდა
სიბრძნისა და მეცნიერების ენად. აგრეთვე ცნობილია, რომ მთავარი მიზეზი
რატომაც ეს ენები იწოდებოდა წმინდად არის ის, რომ ქრისტეს ჯვრის ცნობილი
წარწერა ისევე როგორც ბერძნულად და ებრაულად აგრეთვე ლათინურად იყო
შესრულებული. მხოლო, მეორე არგუმენტის თანახმად თითოეულ ენას
მიეკუთნებოდა ინდივიდუალური მახასიათებლები: ებრაულს მიეწერებოდა ასაკი
და რჯული , ბერძნულს, სიბრძნე და მეცნიერება, ხოლო ლათინურს, რომელთა
საყოველთაო ძალაუფლება.

მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა არსებობდა მსჯელობა იმის შესახებ, რომ


სამივე ენა არ იმსახურებდა ‘’წმინდა’’ ტიტულის ტარებას. ამის მიზეზი გახდა ის,
რომ ლათინური მიიჩნეოდა ახალგაზრდა და ღარიბ ენად. ხოლო ებრაული,
ვიწროდ შემოსაზღვრული იყო და ხაზს არ უსვამდა ქრისტიანულ
უნივერსიალიზს.

ნათელია, რომ ამ სამ „წმინდა“ ენაშიც არსებობდა გარკვეული სახის


დაპირისპირება შესაბამისად სხვა ენებს როგორიც არის კოპტური, ეთიოპური,
ქართული, სომხური და სლავური უჭირდათ თვის დამკვიდრება და ლეგიტიმაცის
მიღება.. ნათელია რომ, იოანე ზოსიმე იყო პიროვნება, რომელიც ცდილობდა
ხელნაწერით და მთარგმენლობითი ნამუშევრებით კონკურენცია გაეწია ისეთი
ენებისთვის როგორიც ბერძნული, ებარული და ლათინური იყო.“ ქებაი და
დიდებაი ქართული ენისაი“ კი არის ერთგვარი მცდელობა, რომ განევითარებინა
ქართული ენა და მიიეღო ლეგიტიმაცია სხვა ინტერნაციონალურ ენებთან ერთად.

რაც შეეხება ღვთისმშობლის მფარველობის იდეას ნათელია, რომ ყოვლადწმინდა


ღვთისმშობელი წარმოგვიდგება არა მხოლოდ, ქართველი ერის, არამედ მთელი
ქრისტიანული სამყაროს მფარველად. ტექსტშიც ნაჩვენებია, რომ ჭეშმარიტი
ღმერთი ადამიანს სარწმუნოების ან წმინდანური ცხოვრებისკენ მოაქცევს. სწორედ
ამ გზით ხდება ქართული სარწმუნოებრივი კონსერკრატია და ლეგიტიმაცია.
როგორც ჩანს ავტორი ყურადღებას ამახვილებს კავკასიელთა წარმომავლობაზე.
ისინი თავიანთ ვინაობას საერთო წარმომავლობის საფუძველზე იაზრებენ.
ლეონტი მროველისეული გააზრებით ენა, მხოლოდ ახლა იძენს საკუთარი
ვინაობის მომცემ ფუნქციას. ღვთისმშობლის სახე იმთავითვე იქცა ქართველ
ჰიმნოგრაფთა შთაგონების წყაროდ. ასევე განსაკუთრებული პატივისცემა და
სიყვარული აისახა ‘’იოანესა და ეფთიმეს ცხოვრებაში’’ სადაც ღვთისმშობლის სახე
სხვადასხვა კუთხითაა ნაჩვენები.

You might also like