Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დავალება #2

ნოდარ დუმბაძის რომანში `მზიანი ღამე~ მოთხრობილია, როგორ ნახა თემურმა


კიბეზე წაქცეული, მომაკვდავი მეზობელი აბიბო, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ენდო და
პატიმრობიდან გამოქცეული მეგობრის ამბავი გაუმხილა, აბიბომ კი თემურის მეგობარი
დააჭერინა. აბიბო იწვა ჩემს წინ და კვდებოდა. კვდებოდა კაცი, რომლის სიკვდილს
ვნატრობდი, კაცი, რომელმაც სულში ჩამაფურთხა, მიწასთან გამასწორა, გამწირა და ამ
კაცის სული ახლა ჩემს ხელში იყო. ახლა მე ამას მოვკლავ, თუმცა რა, თავისითაც
კვდება, დავჯდები, ვუყურებ, ვიდრე არ მოკვდება, იქნებ წყალი უნდა, მე წყარო ვარ
ახლა მისთვის, თუ ვარ, იცოდეს, რომ დამშრალი წყარო ვარ... იქნებ ხმა უნდა
გაიგონოს კაცის და ჩემი ხმა ღმერთის წყალობა იქნება მისთვის, _ თუ ასეა, იცოდეს,
რომ მუნჯი ვარ... იქნებ რამის თქმა უნდა და ყურადღებას ითხოვს, იცოდეს, რომ ყრუ
ვარ... იქნებ სინათლე უნდა და მე ვარ მისთვის მზე. _ მაშინ იცოდეს, რომ არა ვარ,
არა... იქნებ ჰაერი უნდა, და მე ვარ მისი მაცოცხლებელი ჰაერი, _ არა, არა, დახშული
სარკმელი ვარ მისთვის... ეს მე ვარ, სიკვდილი, თავზე რომ ვადგივარ და მე მოვკლავ
მას, რომ თავისი სიკვდილით არ მოკვდეს და ეს უნდა იცოდეს აბიბომ. მე ხელები
მიკანკალებდა, პირი გამშრალი მქონდა. ათასი ურო მირტყამდა საფეთქლებში და
მეძახდა _ მოკალი, მოკალი, მოკალი, ეს შენ ხარ მისი სიკვდილი და ეს უნდა იცოდეს
მან. _ აბიბო! _ ვთქვი მე ისეთი გამოცვლილი ხმით, თვითონვე შემეშინდა. აბიბომ
თვალები გაახილა და უაზროდ შემხედა. _ ეს მე ვარ, აბიბო! _ ვუთხარი მე. _ მიშველე!
_ მთხოვა მან და თვალები დახუჭა. _ აი, ახლა ავდგები, ავდგები და... _ დამბლა თუ
არ დამეცემოდა, არ მეგონა. მაგრამ ავდექი, ტელეფონთან მივედი, 03 ავკრიფე და
სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. _ წყალი! _ თქვა აბიბომ და გამშრალი ტუჩები
გაილოკა. სამზარეულოში გავედი, ჭიქა წყლით ავავსე და ტუჩებთან მივუტანე. ცოტა
მოსვა, ხველება აუვარდა. _ ჰაერი, ჰაერი! _ თქვა მან. სული რომ მოითქვა, ყველა
ფანჯარა გავაღე, ოთახში გრილი ჰაერი შემოვარდა, და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ
ოთახი ნაფტალინისა და მტვრის სუნით იყო გაჟღენთილი. _ მიშველე! _ თქვა მან ისევ
და აბორგდა. _ ნუ გეშინია, გიშველი, ახლა ექიმი მოვა! _ ვუთხარი მე და ტახტზე
ჩამოვჯექი. _ მიშველე! _ გაიმეორა მან. კარზე დარეკეს. გავაღე. ოთახში ერთი ძალიან
მსუქანი ქალი და გამხდარი კაცი შემოვიდნენ... _ დროზე მოგისწრიათ, ნუ გეშინიათ,
გადარჩება; ასეთებს ვარჩენთ?! _ თქვა კაცმა და ექთანს გადახედა. _ თქვენი ჭირიმე,
ექიმო! _ ვთხოვე მე... კარი დავხურე და ისევ აბიბოს სასთუმალს მივუჯექი. ალბათ,
წამალმა იმოქმედა და ერთი საათის შემდეგ აბიბომ ცოტა მოიხედა. მან თავი მოაბრუნა
ჩემკენ და დიდხანს, ძალიან დიდხანს მიყურა. _ რომელი ხარ? _ მკითხა ბოლოს
გაუბედავად. _ თემური ვარ! _ რა მოხდა, რა მჭირს? _ არაფერი, დაიძინე, ცოტა ცუდად
იყავი, ახლა კარგად ხარ! _ აბიბომ თვალები დახუჭა, მაგრამ არ დაუძინია, ეტყობა,
რაღაცას იგონებდა და ვერც იგონებდა. _ თემური, შენ ხარ? _ მკითხა ბოლოს. _ მე ვარ,
ძია აბიბო, მე! _ ვუთხარი და ტილო გამოვუცვალე. _ არ მოვკვდები? _ არა, ექიმმა
თქვა, არ მოკვდებაო. _ არ დამტოვო, ბიჭო! _ არა, ნუ გეშინია, დაიძინე. _ აბიბომ
თვალებში შემხედა, მერე, ალბათ, მენდო, თვალები დახუჭა და გვერდზე
გადაბრუნდა... დილის ექვს საათამდე აბიბოს სასთუმალს ვეჯექი და ტილოებს
ვუცვლიდი... თავიდან სიძულვილით ყელამდე სავსე. ჩემდა გასაოცრად, თანდათან
დავიცალე, გული დამიწყნარდა, საფეთქლები აღარ მეწვოდა, ვეჯექი სასთუმალს და
ვუცქერდი სიკვდილისაგან შეშინებულ და მუშტისხელად ქცეულ, მოტეხილ აბიბოს,
მერე მთლიანად დავიცალე სიძულვილისაგან და ვიჯექი სრულიად ცარიელი, არაფერი
გრძნობა არ მქონდა ამ კაცის მიმართ. ჩემს წინ იწვა არაფერი, ქვა, ხე, თუ კუნძი, არ
ვიცოდი, უბრალოდ იწვა რაღაც, რასაც ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ ვხედავდი. მერე
მოხდა საოცარი რამ... მე შემეცოდა ის, ჯერ როგორც უბრალოდ ავადმყოფი, მერე,
როგორც მეზობელი, მერე, როგორც ახლო მეზობელი, ყურის მეზობელი, და ბოლოს,
შემეშინდა კიდევაც, როდესაც შევატყვე, რომ ტირილი მომინდა. ხელი შუბლზე
გადავუსვი და სასთუმალი გავუსწორე. მერე მე ავივსე ყელამდე სიბრალულით ამ კაცის
მიმართ, იმხელა სიბრალულით, რომ მისი ცქერა აღარ შემეძლო და ფეხზე ავდექი.
თითქოს იგრძნოო, აბიბო აწრიალდა. _ თემური, თემური. _ აქ ვარ. _ არ დამტოვო,
ბიჭო, მომკალი, და ნუ დამტოვებ. _ იგი ჩემკენ გადმოტრიალდა. _ არ დაგტოვებ, ძია
აბიბო, ნუ გეშინია. _ მაპატიე, ბიჭო, თუ შეგიძლია!.. _ მე ტილო დავადე თავზე,
აბიბომ ჩემი ხელი დაიჭირა და კოცნა დაუწყო. _ რას შვები, ძია აბიბო! _ ვუთხარი მე
და ხელი წავართვი. _ მაპატიე, ბიჭო, მაპატიე! _ მე ხმას არ ვიღებდი. _ მაშინ მომკალი,
რატომ არ მკლავ, ბიჭო? _ მე მკვლელი არა ვარ, ძია აბიბო! _ აბიბო მიყურებდა თავისი
გამჭვირვალე ლურჯი თვალებით, რომლებშიც დღეს პირველად დავინახე, და ეს რაღაც
ცრემლი იყო _ აბიბო ტიროდა. დილით ექიმი მოვიდა, აბიბოს კვლავ ჩაეძინა და მე
სახლში ავედი. ტანში რაღაც საოცარ სისუსტეს თუ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. რაღაც
დიდი, მძიმე, აუტანლად მძიმე დავტოვე წუხელ აბიბოს ოთახში, თუ დამრჩა, იქნებ
დავკარგე კიდევაც და მის ნაცვლად რაღაც საოცრად სუფთამ, გამჭვირვალემ, მსუბუქმა
და თბილმა ამივსო სხეული, ეს უჩვეულო რაღაც ახლა ბანგივით მათრობდა.
გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

• იმსჯელეთ თემურის მხატვრული სახის შესახებ.

• აბიბო

• იმსჯელეთ, რა მხატვრული საშუალებებითაა იგი რეალიზებული.


კიბეზე წაქცეულ მომაკვდავ აბიბოს, ანგელოზი გამოუჩნდა, იმედისა და გადარჩენის
ერთადერთი ნაპერწკალი გაუჩნდა, მაგრამ თემური თავისსავე მოტანილ „სინათლეს“
თვითონვე აქრობს, თითქოს თემური ბოროტ სახეს ავლენს, შურისძიების სურვილით
შეპყრობილი, აბიბოს უყურებს , თითქოს მისთვის სანატრელი მომენტიც დადგა, კვდება
კაცი, რომელმაც „მიწასთან გაასწორა“, „სულში ჩააფურთხა“ , ახლა კი თემურს უჭირავს
მისი „გული“, თემურის გადასაწყვეტია გააგრძელებს თუ არა ეს გული ფეთქვას. ტექსტის
დასაწყისში ჩანს, რომ თემური მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის , რომ აბიბოს
გული გააჩეროს, უყუროს აბიბოს ტანჯვას, „დამშრალ წყაროდ“, „მუნჯად“, „ყრუდ“
გადაიქცეს, ამ მონაკვეთში ვხედავთ, რომ თემური ადამიანს არ ჰგავს, ანგელოზად
მოვლენილ თემურში ეშმაკები იღვიძებენ და მას აბიბოს მოკვლისკენ მოუწოდებენ, აქ
ნათლად ჩანს თემურის დამოკიდებულება აბიბოს მიმართ, მას სძულს აბიბო, ის მზად არის
სიკვდილისთვისაც გაწიროს, მაგრამ შეძლებს თემური ამ ცოდვის მთელი ცხოვრების
განმავლობაში ტარებას? შეძლებს სიკვდილისაგან შეშინებული და მუშტისხელად ქცეული
მოტეხილი აბიბოს მოკვლას? ჩემი აზრით წყენამ, რომელიც თემურს ჰქონდა აბიბოს
მიმართ რეალური სახე დააკარგვინა, მაგრამ საინტერესოა,რომ ამას თემური თვითონვე
ძალიან მალე ხვდება, ის ხვდება,რომ მასაც აქვს გული, რომ ადამიანია, მას ნელ-ნელა
რეალური სახე უბრუნდება და ხდება ისეთი როგორიც სინამდვილეშია , ის აბიბოს გულს
უბრუნებს და ეშმაკებსაც ამარცხებს. ჩემი აზრით, დამოკიდებულება , რომელიც აბიბოს
მიმართ ჰქონდა თემურს, დიდხანს არ გაგრძელებულა, წამიერი ჭიდილი იყო ანგელოზსა
და ეშმაკს შორის, ვფიქრობ, რომ თემურმა ისევ აანთო სინათლე, მან თავისდაუნებურად
დარეკა სასწრაფოში, წყალიც მოუტანა აბიბოს და ფანჯარაც გააღო, აქ ჩანს, რომ თემური
კეთილია, მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანობა, ასევე აუცილებლად უნდა
გავითვალისწინოთ ისიც, რომ თემური ანუგეშებს და ამხნევებს აბიბოს, „ნუ გეშინია ,
გიშველი, ახლა ექიმი მოვა“, ასევე საინტერესოა ისიც, რომ ის აშკარად ნერვიულობს
აბიბოზე და მისთვის აბიბოს სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ის ექიმებს მაქსიმალურის
გაკეთებას სთხოვს, „თქვენი ჭირიმე ექიმო... ვთხოვე მე. “ , გარდა ამისა აუცილებლად
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თემური მზრუნველობას იჩენს აბიბოს მიმართ და ის
სიძულვილი, რომელიც ჰქონდა მის მიმართ ნელ-ნელა უქრება, „ჩემდა გასაოცრად,
თანდათან დავიცალე, გული დამიწყნარდა, საფეთქლები აღარ მეწვოდა“ გარდა ამისა,
თემურს ის ებრალება და საერთოდ ავიწყდება წყენა, აქ ჩანს თემურის ღირსება , შეიძლება

You might also like