Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 38

YGolUC21zYo3GS7NCL5TcOWkHez25jX6b1MaPYjxhfDUHC+Vb6bGPL0usN4ZGgK500z6m1s

NBZ71gfQu8d89uCMdCgGEJScmwoCKsV6DE944TsER9qDUg8lGlme1rZMnnd2N7sizRIJh1R
gZnGEGAyegEckvolX/IlF9+q3NMjLctsz0nOroAWKUQ7F62f8zIVtymU6Q2f9M33K

განგებაჲ დიდისა სერობისაჲ

მღდელი იტყჳს: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი.


და იწყებენ ძმანი:
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ
და
ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო,
მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო,
სულნი
ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ
ჩუენ გ გზის.
მუჴლთმოდრეკაჲ გ.
დიდებაჲ, აწ და.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ. უფალო, მიჴსნენ და მილხინენ ცოდავათა
ჩუენთაგან. მეუფეო, შემინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და
განკურნენ
უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ გ გზის.
დიდებაჲ, აწ და.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევაჲ
შენი;
იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა; პური ჩუენი არსობისაჲ
მომეც
ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ
თანამდებთა
მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ
ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ.
უფალო, შეგჳწყალენ იბ გზის, დიდებაჲ, აწ და.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა
ჩუენსა.
მუჴლთმოდრეკაჲ გ.
და მეყსეულად, უკუეთუ იყოს პირველი შჳდეული დიდისა მარხვისაჲ, ითქუმის
ფსალმუნი ჲთ,
სრულიად.
ფსალმუნი ჲთ
ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. ჰრცხუენოდენ
და
კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ-იქცენ და სირცხჳლეულ
იქმნენ,
რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. მიიქცენ მუნთქუესვე
სირცხჳლეულნი, რომელნი
მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი
გეძიებენ
შენ, უფალო; და თქუედ მარადის - დიდ არს ღმერთი! - რომელთა უყუარს
მაცხოვარებაჲ შენი.
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი
ჩემი
ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
და შემდგომად ფსალმუნისა მოურთავთ დიდსა გალობასა ღირსისა ანდრეაჲსსა, ხოლო
სხუათა შჳდეულთა დიდისა ორმეოცისათა ჲთ-სა ფსალმუნსა არა ვიტყჳთ, არამედ
მეყსეულად
დ-სა ფსალმუნსა, რომელსა მოერთვიან შემდგომნი ფსალმუნნი, ვითარცა წერილ არს
ესერა:
ფსალმუნი დ.
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე,
მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ. ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ
ხართ? რად
გიყუარს ამაოებაჲ და ეძიებთ სიცრუვესა? და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ ყო
უფალმან
წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. განრისხნებოდეთ
და ნუ
სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
შეწირეთ
მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა. მრავალთა თქჳან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ
კეთილი? გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო. მოეც სიხარული
გულსა
ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. მშჳდობით
მას
ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოჲ სასოებით დამამკჳდრე მე.
ფსალმუნი ვ.
უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი
მე.
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ
შემიძრწუნდეს
ძუალნი ჩემნი. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
მოიქეც,
უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, რამეთუ არა არს, ვინ
სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. დავშუერი
მე
სულთქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა
სარეცელი ჩემი
დავალტო. განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა
მტერთა
ჩემთა. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა
უფალსა
ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაჲ, უფალმან ლოცვაჲ ჩემი
შეიწყნარა. ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ
და
ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.
ფსალმუნი იბ.
ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე-მიიქცევ პირსა შენსა
ჩემგან? ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა
დღე და
ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? მოიხილე, შეგესემინ ჩემი,
უფალო
ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. ნუსადა
თქუას
მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა. ხოლო
მე
წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე
უფალსა,
კეთილისმყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე
დავიძინო მე სიკუდიდ. ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას;
დიდებაჲ, აწდაჲ, ალილუიაჲ გ გზის.
დიდებაჲ, აწდაჲ.
ფსალმუნი კდ.
შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე
უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა
დაგითმონ შენ,
არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი,
უფალო,
მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე
მე,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. მოიჴსენე
მოწყალებათა
შენთაჲ, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. ცოდვათა
სიჭაბუკისა და
უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა
შენისათჳს,
უფალო. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ჰყვნეს ცოდვილნი
გზასა.
უძღუეს მშჳდთა საშჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი. ყოველნი გზანი
უფლისანი -
წყალობა და ჭეშმარიტება მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და
წამებათა
მისთა. სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ
მრავალ
არს. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ყოს იგი გზასა მას,
რომელიცა
სთნდა; სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს
ქუეყანაჲ. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ. თუალნი
ჩემნი
მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი. მოიხილე ჩემ
ზედა
და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე. ჭირნი გულისა
ჩემისანი
განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ
ჩემი და
მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს
და
სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე. იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ
მე,
რამეთუ გესავ შენ. უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ,
უფალო.
იჴსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.
ფსალმუნი ლ.
შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და
განმარინე მე. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ
მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და
შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳს მიძღუე მე და გამომზარდო მე.
და
გამომიყვანო მე საფრჴისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი
ჩემი,
უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე,
უფალო ღმერთო
ჭეშმარიტებისაო. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვიან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე
უფალსა ვესავ. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ
სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირთაგან სული ჩემი; და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა
ჩემთასა,
დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა
გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. რამეთუ მოაკლდა
სალმობით
ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი
ჩემი და
ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და
მოძმეთა
ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ
ჩემგან. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი
წყმედული. რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთაჲ, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩემსა;
რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს. ხოლო
მე,
უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. და ჴელთა შენთა შინა არს
მკჳდრობაჲ ჩემი;
მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთაჲსა და მდევართა ჩემთაჲსა. გამოაჩინე პირი შენი
მონისა
შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე,
რამეთუ
გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად. უტყუ
იქმნენ ბაგენი
მზაკუვარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და
შეურაცხებითა. ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისაჲ, უფალო, რომელ
დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.
დაჰფარნე
იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაჲსა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა
ჴდომისაგან ენათაჲსა. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ ყო წყალობაჲ მისი
ზედა
ქალაქსა მტკიცესა. ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე
პირისაგან
თუალთა შენთაჲსა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ, რაჟამს ვღაღადებდი მე
შენდამი.
შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და
მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა. მჴნე იყავნ და განძლიერდინ
გული
თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.
ფსალმუნი ჟ.
რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა
განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ჴელის ამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი
ჩემი,
ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან
მონადირეთაჲსა და
სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და
საგრილსა
ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი. არა
გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან,
რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვა დღისა. დაეცნენ
მარცხენით
შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
ხოლო შენ
თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო. რამეთუ შენ,
უფალი, ხარ
სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძჳრი,
და
გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს
შენთჳს
დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ჴელთა მათთა ზედა-აღგიპყრან შენ,
ნუსადა
წარსცე ქვასა ფერჴი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო
შენ ლომი
და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა
სახელი ჩემი.
ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და
ვადიდო
იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.
დიდებაჲ, აწდაჲ, ალილუიაჲ გ გზის; უფალო შეგჳწყალენ გ გზის, დიდებაჲ, აწდაჲ.
უკუეთუ
იყოს მარხვაჲ, მუჴლთმოდრეკაჲ გ, და შემდგომად ვიწყებთ მუჴლთა ამათ წართქუმასა,
არა
გალობით, არამედ მსწრაფლ, ჴმითა მაღლითა ავაჯით.
იტყჳს პირველი გუნდი: ჩუენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით,
რამეთუ
ჩუენ თანა არს ღმერთი.
მეორემან გუნდმან იგივე მუჴლი, და ესრეთ თჳთოეულთა წესისაებრ თჳსი მუჴლი.
პირველმან
გუნდმან:
ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
მეორემან გუნდმან: განძლიერებულნი ეგე იძლიენით.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
უკუეთუ კუალად განძლიერდეთ, და კუალადცა იძლიენით.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და ზრახვაჲ, რომელი იზრახოთ, გან-ვე-აქარვოს ღმერთმან.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და სიტყუასა, რომელსა იტყოდეთ, არა დაადგრეს თქუენ შორის.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და შიშისა თქუენისაგან არა გუეშინის, არცა შევძრწუნდეთ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
უფალი ღმერთი ჩუენი წმიდა ვყოთ, და იყოს იგი თქუენდა შიშ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და უკუეთუ მისა მოსავ ვიყვნეთ, იყოს იგი ჩუენდა სიწმიდე.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და უკუეთუ მოსავ მისა ვიყვნეთ, ვცხოვნდეთ მის მიერ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
ერი, რომელი ვიდოდა ბნელსა შინა, იხილა ნათელი დიდი.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა
მათ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძედ მოგუეცა ჩუენ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და მშჳდობისა მისისაჲ არა არს საზღვარი.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და ჰრქჳან მას სახელი - დიდისა ზრახვისა ანგელოზი.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
საკჳრველი თანამზრახვალი.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ.
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
ხოლო შემდგომად ამათ მუჴლთა განსრულებისა, კუალად თქუან:
ჩუენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
ამიერ და იმიერ თქუან ესე.
დიდებაჲ, და პირველი გუნდი კუალად იტყჳს:
ჩუენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს
ღმერთი.
აწ და, და მეორე გუნდი იტყჳს:
ჩუენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს
ღმერთი.
ამისა შემდგომად ორნივე გუნდნი იტყჳან ერთობით:
რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
და მეყსეულად ტროპარნი ესე თქუან:
პირველმან გუნდმან:
დღეჲ ესე წარვვლეთ მშჳდობით, გმადლობთ შენ, უფალო, მწუხრსა ამას ვითხოვთ
ღამესა
თანა უცოდველად, მოგუმადლე, მაცხოვარ, და გუაცხოვნენ ჩუენ.
მეორემან გუნდმან: დიდებაჲ.
დღეჲ ესე განვვლეთ მშჳდობით, გმადლობთ შენ, მეუფეო, წუხრსა ამას ვითხოვთ
ღამესა თანა
დაუბრკოლებელად, მოგუმადლე, მაცხოვარ, და გუაცხოვნენ ჩუენ.
ორთავე გუნდთა: აწ და.
დღეჲ ესე წარვვლეთ მშჳდობით, გაქებთ შენ, წმიდაო, მწუხრსა ამას ვითხოვთ ღამესა
თანა
უსაცთუროდ, მოგუმადლე, მაცხოვარ, და გუაცხოვნენ ჩუენ.
ორთავე გუნდთა მიმოგდებით:
უჴორცოთა ბუნებაჲ ქერობინთაჲ დაუდუმებელითა ქებითა დიდების-გმეტყუელებენ.
ექუს-ექუს-ფრთენი ცხოველნი სერაბინნი დაუცხრომელითა ჴმითა აღგამაღლებენ შენ.
ხოლო ანგელოზთა ყოველნი მჴედრობანი სამწმიდაარსობისა გალობითა გაქებენ შენ.
რამეთუ უპირატეს ყოველთაჲსა ხარ შენ, რომელი-ეგე ხარ მამაჲ, და დაუსაბამოჲ გაქუს
ძეჲ
შენი.
და სწორად გაქუს სული ცხორებისაჲ, და სამებისასა აჩუენებ განუყოფელობასა.
ყოვლად-წმიდაო ქალწულო, ღმრთისა დედაო, სიტყჳსა თუალით-მხილველო და
ჴელით-
მსახურო,
მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოწამეთა ყოველთა მწყობრნო, რომელთა
გაქუს
უკუდავი ცხორებაჲ,
ჩუენ ყოველთათჳს ევედრენით მარადის ლხინებად, რამეთუ ჩუენ ყოველნი ვართ ძჳრსა
შინა.
რაჲთა, საცთურისაგან ბოროტისა ჴსნილნი, ანგელოზთასა ვღაღადებდეთ გალობასა:
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, სამწმიდაო უფალო, შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ,
ამინ.
უწყებულ იყავნ, რამეთუ მთაწმიდას და რომელთამე სხუათაცა მონასტერთა,
თჳთოეულთა
ამათ ზემოწერილთა მუჴლთა თჳთოეული გუნდი იტყჳს.

შემდგომად ამისა მდაბლითა ჴმითა წარვთქუამთ


სარწმუნოებასა:
მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ,
ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ, და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე
ღმრთისაჲ,
მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი
ნათლისაგან,
ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი
მამისაჲ,
რომლისაგან ყოველი შეიქმნა, რომელი ჩუენთჳს, კაცთათჳს, და ჩუენისა ცხორებისათჳს
გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან
ქალწულისა, და
განკაცნა, და ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო და დაეფლა,
და აღდგა
მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა, და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს
მარჯუენით
მამისა, და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა,
რომლისა
სუფევისა არა არს დასასრულ, და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი,
რომელი
მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების,
რომელი
იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ერთი წმიდაჲ, კათოლიკე და სამოციქულოჲ
ეკლესიაჲ.
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა
მკუდრეთით. და ცხორებასა მერმისა მის საუკუნოისასა, ამინ.
და მეყსეულად ითქუმიან მუჴლნი ესე ქუემო წერილნი: პირველი უკუე მუჴლი,
ყოვლად-
წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ - სამგზის, ხოლო შემდგომნი მუჴლნი - ორ-ორ გზის:
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გუეყავ ჩუენ, ცოდვილთა.
ყოველნო ზეცისა ძალნო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთანო, მეოხ-
გუეყვენით
ჩუენ ცოდვილთა.
წმიდაო იოანე წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისა ჩუენისა
იესუ ქრისტესო, მეოხ-გუეყავ ჩუენ, ცოდვილთა.
წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაჲსწარმეტყუელნო და მოწამენო, და ყოველნო
წმიდანო ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით ჩუენ, ცოდვილთა.
ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო, მწყემსნო და
მოძღუარნო ყოვლისა
სოფლისანო, მეოხ-გუეყვენით ჩუენ, ცოდვილთა.
აქა მოიჴსენონ წმიდაჲ, რომლისაცა იყოს ეკლესიაჲ.
უძლეველო, ახოვანო, საღმრთოო ძლიერებაო პატიოსნისა და
ცხოველსმყოფელისა
ჯუარისაო, გარე-შემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე.

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე. გ გზის.

წმიდაო ღმერთო. დიდებაჲ. აწ და. ყოვლად-წმიდაო. უფალო,


შეგჳწყალენ გ გზის.

დიდებაჲ. აწ და. მამაო ჩუენო. მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ.


უკუეთუ დაემთხჳოს დღესასწაული, ითქუმის ტროპარი დღესასწაულისაჲ, ხოლო
სხუათა
დღეთა შინა - განწესებულნი ესე ტროპარნი, შჳდეულისა დღეთა შემსგავსებულად:
ორშაბათსა და ოთხშაბათსა მწუხრად, ჴმაჲ ბ:
განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუუკუე დავიძინო და სიკუდიდ, ნუ-
სადა თქუას
მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას.
დიდებაჲ.
შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საფრჴეთა მრავალთა
ვვალ,
მიჴსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთმოყუარემან.
აწ და. ღმრთისმშობლისაჲ.
რამეთუ არა მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა, არამედ შენგან
შობილსა ევედრე, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს
ვედრებად
დედაჲ ძისა მიმართ, შეწყალებად მვედრებელთა მისთა. ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩუენ
ცოდვილთასა, ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხორებად ჩუენდა
შემძლებელ,
რომელმანცა ჯუარსა ზედა ვნებაჲ ნებსით თავს-იდვა ჩუენთჳს.
სამშაბათსა და ხუთშაბათსა მწუხრად, ჴმაჲ ჱ:
უხილავი და დაუძინებელი მტერი ჩემი უწყი შენ, უფალო, და უბადრუკთა ამათ
ჴორცთა ჩემთა
უსუსურებაჲ იცი, რომელმანცა დამბადე მე, ამისთჳს ჴელთა შენთა შევვედრებ სულსა
ჩემსა,
დამიფარე მე ფრთითა სახიერებისა შენისაჲთა, რაჲთა არა დავიძინო მე სიკუდიდ, და
საცნაურნი თუალნი ჩემნი განანათლენ წურთითა საღმრთოთა მცნებათა შენთაჲთა, და
აღმადგინე მე ჟამსა შეწყნარებისასა შენისა მიმართ დიდებისმეტყუელებისა, ვითარცა
მხოლო
სახიერ ხარ და კაცთმოყუარე.
მუჴლი: მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, უფალო ღმერთო ჩემო.
ვითარ საშინელ არს საშჯელი შენი, უფალო, ანგელოზნი რაჲ წინაშე სდგენ, კაცნი
მიიგურებოდენ, წიგნნი განიხუმოდენ, საქმენი გამოეძიებოდენ,
გულისსიტყუანი
მიმგებლებოდენ, ვითარი საშჯელი იყოს ჩემ შორის, მიდგომილისა ცოდვასა შინა! ვინ
დამიშრიტოს მე ალი, ვინ განმინათლოს მე ბნელი, არათუ შენ, უფალო, შემიწყალო
მე,
ვითარცა კაცთმოყუარე ხარ!
დიდებაჲ.
ცრემლნი მომცენ მე, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ვითარცა ოდესმე დედაკაცსა მას
ცოდვილსა, და
ღირს-მყავ დალტობად ფერჴთა შენთა, რაჲთა მიჴსნე მე გზისა მისგან საცთურებისა,
და
შეწირვად შენდა ნელსაცხებელი სულნელებისაჲ, რომელ არს ცხორებაჲ უბრალოჲ და
წმიდაჲ,
სინანულით მოგებული, რაჲთა მესმას მეცა შენგან საწადელი იგი ჴმაჲ შენი:
სარწმუნოებამან
შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით.
აწ და. ღმრთისმშობლისაჲ.
ურცხუენელისა სასოებისა შენისა ქონებითა ღმრთისმშობელო, ვცხოვნდები, შეწევნისა
შენისა
მომგებელსა, ყოვლად-უხრწნელო, არა მეშინოდეს, ვსდევნნე მტერნი ჩემნი და ვძლო
მათ,
მხოლოდ მქონებელი, ვითარცა ჭურისა, საფარველისა შენისა, ყოვლად-ძლიერისა
შეწევნისა
შენისა, ვედრებით მღაღადებელი შენი: დედოფალო, მაცხოვნე მეოხებითა შენითა, და
აღმადგინე სიბნელეთაგან ძილისათა დიდებისმეტყუელებისა მიმართ შენისა, ძალითა
შენგან
ჴორცთშესხმულისა ქრისტჱსითა.

უფალო, შეგჳწყალენ მ. დიდებაჲ, აწ და.


უპატიოსნესსა ქერობინთასა.
სახელითა უფლისაჲთა გუაკურთხენ, მამაო.
მღდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა.

და ლოცვაჲ ესე წმიდისა ბასილისი:


უფალო, უფალო, რომელმან მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ისრისა, მფრინვალისა დღისი,
მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან საქმისა, ბნელსა შინა მავალისა. შეიწირე მსხუერპლად
სამწუხროჲ
აღპყრობაჲ ჴელთა ჩუენთაჲ, ღირს მყვენ ჩუენ სტადიონსა ამას ღამისასა უბრალოდ
წარვლად,
განუცდელად ბოროტისაგან. და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა შფოთისა და
შიშისაგან,
ეშმაკისა ჩუენ ზედა მოწევნულისა, და მოჰმადლე სულთა ჩუენთა ლმობიერებაჲ და
გულისსიტყუათა ჩუენთა ზრუნვაჲ, საშინელისა მისგან მართლმსაჯულობითისა
განკითხვისა
შენისა, განმშჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩუენნი, და მოაკუდინენ ასონი ჩუენნი
ქუეყანისა-
ზედანი, რაჲთა მყუდროებასაცა ძილისასა განვბრწყინდეთ ხედვითა მშჯავრთა
შენთაჲთა.
განმაყენენ ჩუენგან ყოველივე ოცნებაჲ უშუერი და გულისთქუმაჲ მავნებელი, და
აღმადგინენ
ჩუენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი სარწმუნოებითა, წარმატებულნი მცნებათა შინა
შენთა, მადლითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა
ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად-წმიდით,
სახიერით
და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე,
ამინ.

მეყსეულად. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ, გ გზის.

მუჴლთმოდრეკაჲ გ.
ფსალმუნი ნ.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა
შენითა
აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან, და ცოდვათა
ჩემთაგან
განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს
მარადის.
შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან
შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა
შინა მშვა
მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი
სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე,
განმბანო მე და
უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ
ძუალნი
დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი
უშჯულოებანი
ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი
განმიახლე
გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ
ჩემგან.
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე
მე.
ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე
სისხლთაგან,
ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
უფალო,
ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ
უკუეთუმცა
გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი
ღმრთისა არს
სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-
ყოს.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენნენ ზღუდენი
იერუსალემისანი. მაშინ
გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ
შეიწირნენ
საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ფსალმუნი რა.
უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. ნუ გარე-
მიიქცევ პირსა
შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა
დღესა
გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. რამეთუ მოაკლდა ვითარცა კუამლსა დღეთა
ჩემთა,
და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუეტი განჴმეს. იწყლა ვითარცა თივაჲ და განჴმა გული
ჩემი,
რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. ჴმითა სულ-თქუმისა ჩემისაჲთა შეჰჴმეს
ჴორცნი ჩემნი
ძუალთა ჩემთა. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოჲსასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუჲ
ნატამალსა. უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოჲ სართულსა ზედა. მარადღე
მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. რამეთუ ნაცარი
ვითარცა პური ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი. პირისაგან
რისხვისა და
გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე. და დღენი ჩემნი ვითარცა
აჩრდილი წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ განვჴემ. ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე
ჰგიე, და
საჴსენებელი შენი თესლითი-თესლამდე. შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი
წყალობისა მისისაჲ, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი
მისნი,
და მიწასა მისსა სწყალობდენ. და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და
ყოველთა
მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა. რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და
გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა. მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა
შეურაცხ-
ყო ვედრებაჲ მათი. დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს
უფალსა;
რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,
რაჲთა
შეისმინოს სულ-თქუმაჲ შებორკილებულთაჲ და განჰჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი,
თხრობად
სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალემს, შეკრებად ერისა ერთად
და
მეფენი მონებად უფლისა. მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა
ჩემთაჲ მითხარ მე. და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაჲსა; თესლითი-
თესლამდე
არიან წელიწადნი შენნი. დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი
ჴელთა
შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა
სამოსელნი
დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ
თავადი
იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ, ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ,
და
ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.

ლოცვაჲ მანასესი, იუდეველთა მეფისაჲ.


უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, აბრაჰამისო, ისაკისო და
იაკობისო
და ყოვლისა მის ნათესავისა მათისა მართლისაო, რომელმან შეჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ
ყოვლით სამკაულით მათით, რომელმან შეჰკარ ზღუაჲ სიტყჳთა ბრძანებისა შენისაჲთა,
რომელმან პყრობილ ჰყვენ უფსკრულნი და დაჰბეჭდენ საშინელითა დიდებულითა მით
სახელითა შენითა, რომლისაგან ყოველივე იშიშვის და ძრწის პირისაგან ძლიერებისა
შენისა,
რამეთუ თუალთშეუდგამ არს დიდადშუენიერებაჲ დიდებისა შენისაჲ, და მოუთმენელ
არს
ცოდვილთა ზედა რისხვაჲ საშინელებისა შენისაჲ. აურაცხელ და გამოუკულეველ არს
მართალთა ზედა სიტკბოებაჲ წყალობისა შენისაჲ, რამეთუ შენ, უფალო ღმერთო,
მაღალ ხარ,
სახიერ, სულგრძელ და დიდადმოწყალე, რომელმან შეინანე ბოროტისყოფაჲ კაცთა
ზედა,
შენ, უფალო, სიმრავლითა წყალობისა შენისაჲთა აღუთქუ
სინანულით შენდობაჲ
შეცოდებათაჲ, სიმდიდრითა სახიერებისა შენისაჲთა განაწესე სინანული
ცოდვილთა
ცხორებად. შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, არა დასდევ სინანული მართალთათჳს,
აბრაჰამ,
ისაკ და იაკობისთჳს, რომელთა არა გცოდეს შენ, არამედ დასდევ სინანული ჩემ
ცოდვილსა
ზედა, რამეთუ ვცოდე უფროჲს რიცხუსა ზღჳს ქჳშისა. განმრავლდეს უშჯულოებანი
ჩემნი,
უფალო, განმრავლდეს უშჯულოებანი ჩემნი, და არა ღირს ვარ მე აღხილვად და
განცდად
სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან უშჯულოებათა ჩემთაჲსა. დაღონებული ვითარცა
მძიმითა
საკრველითა რკინისაჲთა, ვერ აღებად თავისა, არა არს ლხინებაჲ ჩემდა, რამეთუ
განვარისხე
გულისწყრომაჲ შენი, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, არა ვქმენ ნებაჲ შენი და არცა
დავიცვენ
მცნებანი შენნი. აწ მოვიდრეკ მუჴლთა გულისა ჩემისათა, ვითხოვ შენ-მიერსა
წყალობასა.
შეგცოდე, უფალო, შეგცოდე, და უშჯულოებანი ჩემნი მე უწყნი, არამედ ვითხოვ
შენგან
ვედრებით: მილხინე მე, უფალო, მილხინე, და ნუ თანა-წარმწყმედ მე უშჯულოებათა
შინა
ჩემთა. ნუ უკუნისამდე რისხვით იჴსენებ ბოროტთა საქმეთა ჩემთა, ნუცა დამსჯი მე
ქუესკნელთა
ქუეშე ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ, და აწ ჩემ ზედაცა აჩუენე
ყოველი
სახიერებაჲ შენი, რაჲთა უღირსი ესე მაცხოვნო მე, მრავლითა მოწყალებითა შენითა,
და
გაქებდე შენ მარადის ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, რამეთუ შენ გიგალობენ
ყოველნი ძალნი ცათანი და შენი არს დიდებაჲ საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

წმიდაო ღმერთოჲ, მუჴლთმოდრეკაჲ გ, ყოვლად-წმიდაო


სამებაო; მამაო ჩუენოჲ.

ასამაღლებელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ.


ტროპარი, ჴმაჲ ვ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳსმიცემისაგან
უღონო
ვართ, გარნა ამას ვედრებასა, შენ მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევწირავთ.
მიწყალენ
ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხნები ჩუენ ფრიად, და
ნუცა
მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა
სახიერ
ხარ, და მიჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი
ჩუენი, და
ჩუენ ვართ ერნი შენნი, და ყოველნივე ქმნილნი ჴელთა შენთანი ვართ, და სახელი
შენი
წოდებულ არს ჩუენ ზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და.
მოწყალებისა კარი განმიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი-ესე შენ
გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ
ხარ
ცხორება ნათესავისა ქრისტიანეთაჲსა.

უფალო, შეგჳწყალენ მ.
დიდებაჲ, აწდაჲ.
უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად
მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
სახელითა უფლისაჲთა, მაკურთხენ, მამაო.
მღდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო
ჩუენო,
შემიწყალენ ჩუენ.
და ზედა ლოცვაჲ ესე:
მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესუ
ქრისტე
და წმიდაო სულო, ერთო ღმრთეებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე, ცოდვილი ესე, და
რომლითაცა მშჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე, უღირსი მონაჲ შენი, რამეთუ კურთხეულ
ხარ შენ
საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ გ გზის.


ფსალმუნი ჲთ.
ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. ჰრცხუენოდენ
და
კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ-იქცენ და სირცხჳლეულ
იქმნენ,
რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. მიიქცენ მუნთქუესვე
სირცხჳლეულნი, რომელნი
მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი
გეძიებენ
შენ, უფალო; და თქუედ მარადის - დიდ არს ღმერთი! - რომელთა უყუარს
მაცხოვარებაჲ შენი.
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი
ჩემი
ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

ფსალმუნი რმბ.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა
შენითა,
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა,
რამეთუ
არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი
და
დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი
საუკუნოჲ.
და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
მოვიჴსენე
დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა
შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა
ქუეყანაჲ
ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა;
ნუ გარე-
მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე
მე
განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა
ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო,
რამეთუ
შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი,
სული შენი
სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე
და
სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე
მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე
მონაჲ
შენი ვარ.

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის


სათნოებაჲ.
გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანის-გცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ
და
გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო
მამაო
ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო
სულო,
უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა
სოფლისათაო,
მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი.
მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა,
შენ
მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთოეულსა
ღამესა
გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო,
შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე
და
განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე,
რაჲთა ვყო
ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და
ნათლითა
შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა.
და ღირს-
მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ,
უფალო,
ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ,
უფალო,
წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო,
მასწავენ
მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი
შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ
შენი
უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ,
შენდა
შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და
მარადის და
უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
აქა ვიტყჳთ გალობათა მის დღის წმიდისათა, ანუ ღმრთისმშობელისათა, და შემდგომად

გალობათა - წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო. მამაო ჩუენო, და ესრეთ ვიტყჳთ


ტროპარსა
ამას ავაჯით ჴმითა მძიმედ, ჴმაჲ ვ.
უფალო ძალთაო, ჩუენ თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ შენსა შემწეჲ ჭირთა შინა
არავინ
მივის, უფალო ძალთაო, შემიწყალენ ჩუენ.
მეორე გუნდი იტყჳს ამასვე. მერმე კუალად პირველ დამწყებმან გუნდმან თქუას:
მუჴლი ა:
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.
უფალო ძალთაო, ჩუენ თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ შენსა შემწეჲ ჭირთა შინა
არავინ
მივის, უფალო ძალთაო, შემიწყალენ ჩუენ.
მეორემან გუნდმან, მუჴლი ბ:
აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
უფალო
ძალთაო, ჩუენ თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ შენსა შემწეჲ ჭირთა შინა არავინ
მივის,
უფალო ძალთაო, შემიწყალენ ჩუენ.
მუჴლი გ:
აქებდით მას ჴმითა ნესტჳსაჲთა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა. უფალო
ძალთაო, ჩუენ
თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ შენსა შემწეჲ ჭირთა შინა არავინ მივის, უფალო
ძალთაო,
შემიწყალენ ჩუენ.
მუჴლი დ:
აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოჲთა. უფალო
ძალთაო, ჩუენ თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ შენსა შემწეჲ ჭირთა შინა არავინ
მივის,
უფალო ძალთაო, შემიწყალენ ჩუენ.
მუჴლი ე:
აქებდით მას წინწილითა კეთილ-ჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაჲთა.
ყოველი
სული აქებდით უფალსა. უფალო ძალთაო, ჩუენ თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ
შენსა შემწეჲ
ჭირთა შინა არავინ მივის, უფალო ძალთაო, შემიწყალენ ჩუენ.
და კუალად ორმანვე გუნდმან თქუას მუჴლი ესე:
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.
უფალო ძალთაო, ჩუენ თანა იყავ, რამეთუ სხუაჲ თჳნიერ შენსა შემწეჲ ჭირთა შინა
არავინ
მივის, უფალო ძალთაო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ.
უფალო, არათუმცა წმიდანი შენნი გუაქუნდეს ჩუენ მეოხად წინაშე სახიერებისა შენისა
ქველისმოქმედებაჲ შენი თანამზრუნველ ჩუენდა, ვითარმცა ვიკადრებთ ქებად შენდა,
მჴსნელო, რომელსა გაკურთხევენ ანგელოზნი დაუცხრომელად! გულთმეცნიერო იესუ,
შეიწყალენ სულნი ჩუენნი.
აწ და.
აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი, წმიდაო
ღმრთისმშობელო, შენდა
მოვივლტით, ქალწულო უბიწოო, ვითხოვთ წყალობასა, მოხედენ წყლულებასა ზედა
სულისა
ჩუენისასა, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მოტევებად ურიცხუთა მათ ბრალთა
ჩუენთა, მხოლოო კურთხეულო.
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, დღეთა ცხორებისა ჩემისათა ნუ
დამაგდებ, და
კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ, არამედ შენ მეოხ მეყავ და მაცხოვნე მე.
ყოველი სასოებაჲ ჩემი შენდამი დამიძს, დედაო ღმრთისაო, დამიცევ მე საფარველითა
შენითა.

უფალო, შეგჳწყალენ მ.
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, მარადის, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა
თაყუანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და
მრავალმოწყალეო, რომელსა მართალი გიყუარს და ცოდვილთა სწყალობ, რომელმან
ყოველთა გჳწოდე ცხორებად აღთქუმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთაჲთა, შენ,
უფალო,
შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი ჟამსა ამას, წარმართე ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა შინა შენთა,
სულნი
ჩუენნი წმიდა ჰყვენ, ხორცნი - უბიწო, გონებანი განგჳწმიდენ და გულისსიტყუანი
განგჳმართლენ, და გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, ძჳრთა და სალმობათაგან, და
შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რაჲთა, დაბანაკებითა მათითა
დაცულნი
და ძღუანებულნი, მივიწინეთ ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა უხილავისა
დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი - უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ გ გზის, დიდებაჲ, აწდაჲ.

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად


მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
სახელითა უფლისაჲთა, მაკურთხენ, მეუფეო.
მღდელმან:
ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და
შემიწყალენ
ჩუენ.

და ვყოფთ სამთა დიდთა მუჴლთმოდრეკათა, და სხუათა ათორმეტთაცა, წესისაებრ. და


ვიტყჳთ ლოცვასა ეფრემისსა, ვითარცა ზემო წერილ არს შუაღამისა ჟამსა შინა. ამისა
შემდგომად წმიდაო ღმერთო. მუჴლთმოდრეკანი გ. ყოვლად-წმიდაო. მამაო ჩუენო.
უფალო,
შეგჳწყალენ იბ.
და ლოცვაჲ ესე
ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ,
თქუმული პავლე მონაზონისაჲ:
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღმრთისა სძალო დედუფალო, რომელმან
დიდებულითა
შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთენ, და განგდებული ბუნებაჲ ნათესავისა
ჩუენისაჲ
ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო-ქმნილთა სასოებაო, ბრძოლვილთა შემწეო,
განმზადებულო
ჴელის-აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო, და ყოველთა
ქრისტიანეთა
შესავედრებელო, ნუ მომიძაგებ მე, ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწებისა
გულისთქუმათაჲთა, ყოვლითურთ, სიტყჳთ და საქმით, თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოთა
და
უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთმოყუარე და დედაჲ
კაცთმოყუარისა
ღმრთისაჲ, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, შეიწირე
მწიკულევანთაგან
ბაგეთა შეწირული ვედრებაჲ ჩემი, მჴუმეველმან ძისა შენისა მიმართ, მეუფისა და
უფლისა
ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რაჲთა განმიხუნეს მე ნაწლევნი
თჳსისა
სახიერებისა და კაცთმოყუარებისანი, და უგულებელს-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი
შეცოდებანი.
მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე, და
მექმენ მე
კეთილისმოყუარე, მარადის თანალმობილ, მოწყალე, და აწინდელსა ამას ცხორებასა
მჴურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ, და ცხორებისა
მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსლვისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა
და
ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან, ხოლო საშინელსა მას
დღესა
განკითხვისასა საუკუნოჲსა საშჯელისაგან მიჴსენ, და გამოუთქუმელსა მას დიდებასა
ძისა
შენისა და ღმრთისა ჩუენისასა მკჳდრად გამომაჩინე, რომლისა მი-მცა-მთხუეულ ვართ,
დედოფალო ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, შეწევნითა შენითა და
შუამდგომელობითა
შენითა, მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა
ღმრთისა
და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი
და
თაყუანისცემაჲ, დაუსაბამოჲთ მამით თჳსით და ყოვლად-წმიდით,
სახიერით და
ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
სხუაჲ ლოცვაჲ, სავედრებელი წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ანტიოხოსის
მიერ
მონაზონისა, ყოველთა შემწყნარებელისა:
მომეც ჩუენ, მეუფეო, ძილად მისლვაჲ ესე განსასუენებელად სულისა და ჴორცთა,
დამიცვენ
ჩუენ ბნელისაგან წყუდიადისა, ძილისაგან ცოდვათაჲსა, და ყოვლისაგან ღამითისა და
ბნელისა გემოვნებისა, დააცხრვე ზედა-მოსლვანი ვნებათანი, დაშრიტენ განჴურვებულნი
ისარნი ბოროტისანი, ჩემდა მომართ აღძრულნი მზაკუვარებითა, ჴორცთა ზედა-
აღდგომაჲ
დააყენე და ყოველნი ქუეყნიერნი და ნივთიერნი ზრუნვანი დააძინენ; მომეც ჩუენ,
ღმერთო,
მღჳძარეჲ გონებაჲ, სიწმიდეჲ გულისსიტყჳსაჲ, გულის სიფრთხილეჲ, ძილი მსუბუქი,
და
ყოვლისაგან ოცნებისა განყენებულნი აღმადგინენ ჩუენ ჟამსა ლოცვისასა,
განმტკიცებულნი
მცნებათა შინა შენთა, მქონებელნი შეუგინებელად თავთა შორის ჩუენთა განკითხვათა
შენთანი, და ღამეჲ ყოველი ქებად შენდა მოგუმადლე, რაჲთა მოუკლებელად
უგალობდე,
ვაქებდე და ვაკურთხევდე ყოვლად-წმიდასა და დიდად-შუენიერსა სახელსა შენსა,
მამისა და
ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
უფროჲსად დიდებულო, კურთხეულო ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო, შეწირე
ლოცვაჲ
ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი
ჩუენნი.
სხუაჲ ლოცვაჲ, წმიდისა იოანიკისი.
სასოება ჩემდა მამაჲ, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდაჲ; სამებაო
წმიდაო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ, აწდაჲ.

უფალო, შეგჳწყალენ გ გზის, გუაკურთხენ.


მშჳდობაჲ ყოველთა. თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
და მოიდრიკონ ერთა თავნი თჳსნი მუჴლითურთ.
მღდელმან ლოცვაჲ ესე წართქუას ჴმამაღლად.
მეუფეო მრავალმოწყალეო, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლად-
უხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და
მარადის-ქალწულისა
მარიამისითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, წმიდათა
პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, წმიდისა დიდებულისა
წინაჲსწარმეტყუელისა,
წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-
ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და კეთილად-მძლეთა მოწამეთა, ღირსთა
და
ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა
იოვაკიმ და ანაჲსითა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, კეთილმითუალულ ყავ
ვედრებაჲ
ჩუენი, მომანიჭე ჩუენ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ, დამიფარენ ჩუენ საფარველითა
ფრთეთა შენთაჲთა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი,
დაამშჳდე
ცხორებაჲ ჩუენი, უფალო, შემიწყალენ ჩუენ და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი
ჩუენნი,
ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.

და ესრეთ ჰყოფს წინამძღუარი მუჴლთმოდრეკასა, და ეტყჳს ძმათა: მაკურთხენით,


წმიდანო
მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
და ძმანი მიუგებენ:
ღმერთმან შეგინდვნეს, წმიდაო მამაო.
და წარიტყჳს მღდელი მუჴლთა ამათ:
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-
პატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭჳნთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა ილიაჲსთჳს.
ხოლო ჩუენ ვიტყჳთ: უფალო, შემიწყალენ.
და ესრეთვე შემდგომთაცა მუჴლთა ზედა:
და ყოვლად-სამღდელოჲსა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიჴსენოს
მწყემსთმთავარი მის სამწყსოჲსაჲ) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათჳს.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათჳს, და მთავართა და განმგებელთა მისთათჳს.
წარმართებისათჳს და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მჴედრობათაჲსა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათჳს.
მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოჴსნისათჳს ტყუეთაჲსა.
ამიერ წარსრულთათჳს მამათა და ძმათა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათჳს ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათჳს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთასა.
სანატრელთა მართლმადიდებელთა მეფეთათჳს.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათჳს.
აღმაშენებელთათჳს წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათჳს და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და
ძმათა
ჩუენთათჳს, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა.
ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
უპირატესმან: ვთქუათ თავთა ჩუენთათჳსცა.

და ერთა თქუან: უფალო შემიწყალენ გ გზის.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო,


შემიწყალენ
ჩუენ, ამინ.
და მოვიდენ ყოველნი ძმანი ორ-ორნი, ამიერ და იმიერ, წინაშე წინამძღურისა, და
ჰყოფდენ
მუჴლთმოდრეკასა, და ითხოვენ შენდობასა წინამძღურისაგან, მეტყუელნი:
მაკურთხე, წმიდაო მამაო, და შემინდვენ მე, ცოდვილსა. და შემდგომი.
ხოლო წინამძღუარი დადგების საშუალ
სამეუფოჲსა ბჭისა, ვიდრემდის აღესრულებოდენ
ყოველნი და მიიღებდენ შენდობასა
წინამძღურისაგან.
ესრეთ წარვალთ სენაკთა ჩუენთა, და მუნ
ვიტყჳთ თჳთოეული ჩუენგანი თჳსაგან ლოცვასა
ამას:
სახიერო უფალო, შეუნდვენ მოძულეთა და
მაჭირვებელთა ჩუენთა.
კეთილისმყოფელთა ჩუენთა კეთილი
უყავ, ძმათა ჩუენთა და თჳსთაცა მოჰმადლე
საცხორებელი თხოვაჲ მათი და ცხორებაჲ
საუკუნოჲ.
რომელნი სნეულ არიან, დაიცვენ და
კურნებაჲ მიჰმადლე.
რომელნი ზღუასა შინა იჭირვიან, შეეწიე.
მოგზაურთა თანამავალ ექმენ.
განაძლიერენ კეთილმორწმუნენი
ჴელისუფალნი ჩუენნი ბრძოლასა შინა.
რომელნი გჳღუწიან ჩუენ და გუწყალობენ,
მიჰმადლე მათ შენდობაჲ შეცოდებათაჲ.
რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან
ჩუენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა
წყალობითა.
მოიჴსენენ, უფალო, პირველ
გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩუენნი და განუსუენე მათ,
სადა-იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაჲ.
მოიჴსენენ, უფალო, ძმანი ჩუენნი, რომელნი
ტყუეობასა შინა არიან, და იჴსნენ იგინი
ყოვლისაგან განსაცდელისა.
მოიჴსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი
და კეთილისმოქმედნი წმიდათა ეკლესიათა
შენთანი, და მიეც მათ საცხორებელი თხოვაჲ
მათი და ცხორებაჲ საუკუნოჲ.
მომიჴსენენ, უფალო, ჩუენცა, მდაბალნი და
ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, და
განანათლენ გონებანი ჩუენნი ნათლითა
მეცნიერებისაჲთა, სლვად გზასა მცნებათა შენთასა,
მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედოფლისა
ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-
ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა
წმიდათა შენთაჲთა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ
უკუნითი--უკუნისამდე, ამინ.

განსრულებაჲ დიდისა სერობისაჲ.


AP8A/wD/AP5nDl3rHu//AP8A/wD/AP8A/wD7c6V8Ot5//wD/AP8A/wD/AP8A8u13tsV/

/wD/AP8A/wD/AP8A/d8df5Av/wD/AP8A/wD/AP8A/wCuntf/AMD/AP8A/wD/AP8A/wD/APjhT
VC6

Powered by TCPDF (www.tcpdf.org)

You might also like