Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სამოტივაციო წერილის სტრუქტურა

სამოტივაციო წერილი სამი ნაწილისაგან შედგება:

მკითხველს განუმარტეთ, რაზე აკეთებთ განაცხადს და საიდან


მიიღეთ ინფორმაცია.

ამის შემდეგ  ჩამოაყალიბეთ ძირითადი არგუმენტები, რომელთა


გამოც პოტენციური უფროსები ან დამფინანსებლები შეიძლება
დაინტერესდნენ. უპირველეს ყოვლისა, თქვენს საქმიან თვისებებსა
და გამოცდილებაზე გაამახვილეთ ყურადღება, რათა ადრესატი
დაარწმუნოთ, რომ თქვენი სურვილი, მოიპოვოთ დაფინანსება ან
სამუშაო ადგილი, ეფუძნება თქვენს პროფესიულ კომპეტენციასა და
გამოცდილებას; პოტენციური დამქირავებლისა და
დამფინანსებლისთვის პრეტენდენტის პიროვნული თვისებებიც
არანაკლებ საინტერესოა. აქ შეიძლება მოკლედ ისაუბროთ თქვენი
პიროვნული მხარეების შესახებ, ოღონდ ეს არ უნდა დაემსგავსოს
დახასიათებას. შესაძლებელია თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი
და საინტერესო ეპიზოდებიც კი აღწეროთ, რომ მკითხველმა თვითონ
გამოიტანოს დასკვნა. მიუთითეთ, ინდივიდუალურ მუშაობას
ანიჭებთ უპირატესობას, გუნდურს თუ ორივე მათგანი თანაბრად
მისაღებია თქვენთვის.

სუსტი მხარეები

შეგიძლიათ, საკუთარ სუსტ მხარეებზეც მიუთითოთ, თუმცა


უნდა ახსნათ ამისი მიზეზი და ის, თუ როგორ აპირებთ მათ
გამოსწორებას. გულწრფელი აღიარება და ნაკლის გამოსწორების
სურვილი დადებითად განაწყობს მკითხველს. მთავარია, ზომიერება
დაიცვათ.

რატომ დაინტერესდით
სამოტივაციო წერილში აუცილებლად უნდა მიეთითოს, რატომ
დაინტერესდით ამ კონკრეტული ვაკანსიით. დაინტერესება შეიძლება
გამოიწვიოს:
–     პროფესიულმა ინტერესმა;
–     სამომავლო პერსპექტივამ;
–     გამოცდილების შეძენამ;
–     მატერიალურმა მხარემ;
–     რამდენიმე ფაქტორმა ერთად.

You might also like