Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კრიტიკული ესე

ელენ ელბოუმ წარმოადგინა სტატია ერთბაშად სწავლის საშიშროებებზე . იგი აღნიშნავს ,


თუ რაოდენ დიდ საშიშროებას წარმოადგენს უძილობა ადამიანებში და განსაკუთრებით
სტუდენტების შემთხვევაში , როდესაც მეცადინეობის გამო ცდილობენ არ დაიძინონ და
ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებენ ხოლმე ,ეს იქნება დიდი დოზით ყავის გამოყენება თუ
პრეპარატების მიღება . ელენ ელბოუმ ჩამოთვალა არგუმენტები იმის შესახებ , თუ რა
საშიშოებებთან არის დაკავშირებული უძილობა . მისი თქმით ,ძილის ჩვეული ციკლიდან
ამოვარდნა იწვევს ,, ინტელექტუალურ ლაფსუსებს “. და იმის მაგივრად ,რომ ღამით
მეცადინეობამ და თენებამ შედეგი გამოიღოს და სტუდენტმა უფრო კარგად დაიმახსოვრობს
მასალა , პირიქით , მასზე უარყოფითად მოქმედებს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს .

ავტორმა აგრეთვე წარმოადგინა , რომ ადამიანები იღებენ სტიმულატორებს იმ მიზნით ,


რომ მაქსიმალურად დიდხანს გაძლონ ძილის გარეშე . თუმცა ელენმა აღნიშნა , რომ ამას
უკუჩვენებები ახასიათებს , განსაკუთრებით მაშინ როცა , მოიხმარენ დიდი რაოდენობის
კოფეინსა და ამფეტამინს .კოფეინი ასუსტებს კოგნიტურ პროცესებს , მიუხედავად იმისა ,
რომ იგი უზრუნველყოფს სიფხიზლეს , ამავდროულად ,იწვევს შფოთს , ე.წ მიკროძილს ,
აგრეთვე ავტორი აფრთხილბეს მკითხველებს , რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ
კოფეინის ინტოქსიკაციით გამოწვეული პრობლემები ესენია : აღელვება , პანიკური
მდგომაორება , თავის ტკვილი , ძილისუნარიანობის შეტევები . რათქმაუნდა ყველა ადამიანი
განსხვავებულად მოქმედებს ყავის დოზებზე , მაგრამ დიდი რაონებოდით მისი მოხმარება
არ არის სასარგებლო . Ა სტატიაში განხილულია ამფეტამინის მიერ გამოწვეული
უკუჩვენებები , რომელიც ხასიათდება ჰალუცინაციებითა და პარანოიით .

ელენი აღწერს იმ ვითარებასაც , სტიმულატორების მიღების შემთხვევაში , როგორ ხდება


ძილის ფაზების დარღვევა . ადამიანები , რომლებიც მოიახმარენ ამ საშუალებებს , უჩივიან
REM-ძილის დისფუნქციას და გამუდმებულ კოშმარებს . ამას დამატებული , აქვე აღნიშნავს
სტატიის ავტორი , სტუდენტების ნერვიულობაც იწვევს ინსომნიას , რადგან ეს ტვინის იმ
ნაწილის აღიზიანებს , რომელიც პასუხისმგებელია სიფხიზლეზე . ამის თავიდან
ასარიბელად ელენი მკითხველთ სთავაზობს შემდგომ ,,სავარჯიშოებს “ -რელაქსაციით და
ტელევიზორის ყურებით ან გემრიელი საჭმლის მირთმევით .

გარდა იმისა , რომ როგორც უძილობა აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას , ასევე არ


არის კარგი დიდი ხნის განმავლობაში ძილიც , ამ გზას მიმათავენ დეპრესიული ადამიანები ,
რაც მატში კიდევ უფრო აუარესებს ამ დგომაორებას .

სტატიის ბოლო ნაწილში , ელენ ელბოუ სტუდენტებს მიმართავს , იგი ურჩვეს მათ , რომ
ძილის დროსაც კი შეინარჩუნონ ზომიერება , რაც არ უნდა ბევრი მასალა ჰქონდეთ მათ
სასწავლი . იგი იშელიებს ბუხჰოლცის სიტყვებს ,,მთავარია ზომიერების შენარჩუნება და არა
უკიდურესობაში გადავარდნა “ .

ელენ ელბოუს ეს სტატია ძალიან ბევრ ინფორმაციას აწვდის ადამიანების ძილის


დაღვევებისა და მისი უკუჩვენებების შესახებ . განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს
სტუდენტებისთვის , რომლებიც დიდი რაოდენობის მასალის დახსომებისთვის ან
გამოცდების მომზადებისთვის , ცდილობს ღამეები ათენოს და ამის მისაღწევად
სტიმულატორებს იღებს . ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხეც , რომ უძილობა ,
პირიქით , ასუსტებს კოგნიტურ პროცესებს და ღამით მეცადინეობა არც ისე შედეგიანია
სტუდენტებისათვის . გარდა ამ საკითხებისა , აგრეთვე , აღნიშნავს იმასაც , რომ როგორც
უძილობა , ასევე ჭარბი ძილიანობაც არ არის ადამიანისთვის სასარგებლო . Საბოლოო ჯამში
ავტორმა ერთობ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა ისეთ ადამიანებს ,
რომლებიც უძილობას მიმართავენ რათა მცირე დროში შეასრულენ მოცემული დავალება .

ამ სტატიაში განვიხილეთ ერთაბაშად სწავლებასთა. დაკავშირებით საშიშროებას ,


ყურადღება არის გამახვილებული უძილობასა და მის უკუჩვენებებზე კოფნიტურ
პროცესებთან დაკავშირებით .აგრეთვე სტატიაში წარმოდგენილ ისეთ საშუალებებს
,რომლებიც ადამიანებს ეხმარებათ , რათა სიფხიზლე შეინარჩუნონ . მოცემულია
ფსიქიატრის მოსაზრებები და ,თვითონ, ავტორის რეკომენდაციებიც

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ იმდენ პასუხგაუცემელ კითვას აეხადა ფარდა , რომ


ჩემთვის ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო იყო მისი გაცნობა . ელენ ელბოუმ
ნათლად დამანახა , რომ უძილობა სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის და იგი საერთოდ
არ უზრუნველყოფს იმას ,რომ უფრო ქმედითუნარიანები და გამოცდებისთვის უკეთ
მომზადებულნი ვიყოთ . Მისი არგუმენტებით , მაგალითებით , ნათელი გახდა , რომ
უძილობა ისეთ რთულ კოგნიტურ პრცესებთან არის დაკავშირებული , რომელთა
გამოსწორებაც ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივ თერაპიას და ნებისყოფას მოითხოვს .

საბოლოო ჯამში , ელენ ელბოუ ამ სტატიით გადმოსცემს სტუდენებსა და უძლობას შორის


ძალიან დიდ კავშირს , მის უკუჩვენებებს , იმ მიზეზებს თუ რატომ მიმართავენ ადამიანები
სტიმულატორებს იმისათვის , რომ არ დაიძინონ . ის , რომ მათ სურთ რაც შეიძლება მალე და
რაც შეიძლება ერთბაშად ბევრი ინფორმაცია დაიმახსოვრონ და ამის გამო ღამეებსაც კი
ათევენ . სტატია არის დაწერილი იმისათვის , რომ ნათლად წარმოადგინოს რა უარყოფითი
შედეგები მოაქვს უძილობას არა მარტო ჯანმრთელობის , არამედ შრომისუნარიანობის
თვალსაზრისითაც . როგორც ავტორმა აღნიშნა , ადამიანებში ჩნდება უძილობისგან
გამოწვეული მწვავე დეპრესია და ზილის ფაზების დაღვევა . სტატიში ნახსენებია ცნობილი
ფსიქიატრის მოსაზრებები უძილობასთან დაკავშირბით , ასევე მშობლების აზრი იმის
შესახებ , თუ რა დიდ და სერიოზულ პრობლემებს იწვევს უძლობა მოზარდებში , რაც უმეტეს
შემთხვევაში გამართლა კიდეც და ეს ელენმა მკაფიოდ აღნიშნა კიდევ თავის ნაშრომში .

ავტორის მიზანი მკითხველისთვის მკაფიო და ნათელია , მას სურს თავისი ნაშრომით ბევრ
მოზარდს , სტუდენტს , ჩვეულებრივ ადამიამეს დაანახვოს , რომ უძილობას დადებითი
შედეგები არ მოაქვს მათი არც შემეცნებითი და არც ჯანმრთელობის კუთხით , . Მას
ამოძრავებს მოტივი , რომ ნაკლებმა სტუდენტმა მიმართოს ამ გზას გამოცდებისა თუ
მასალის მოსამზადებლად და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები რაც თვით ავტორმა
აღწერა სტატიაში - რელაქსაცია , ტელევიზორის ყურება იმ შემთხვევაში თუ უძილობას
უჩივიან ნერვიულობის გამო და ყურადღების სხვაზე გადატანა .
მე ვეთანხმები ავტორის მოსაზრებას ერთბაშად სწავლის საშიშროებაზე , რომლის დროსაც
სტუდენტები მიმართავენ ღამის თენებასა და სტიმულატორებს , რათა შეძლონ ფხიზლად
ყოფნა . Პირველ რიგში , უამრავმა კვლევამ თუ ფსიქოლოგთა მოსაზრებამ ცხადჰყო , რომ
ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია
ძილი , რადგან ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უამრავ ენერგიას ხარჯავს , ხოლო
ძილი მათ ანაზღაურებას უზრუნველყოფს . როდესაც ადამიანი გამუდმებით ღამეს ათევს
გარკვეული მიზეზების გამოს , შესაბამისად ეს ენერგია ვეღარ ახერხებს აღდგენას და
სხეული და გონებაც იფიტება , ფერხდება კოგნიტური პროცესები და ამის გამო ადამიანი
შრომისუნარიანობას კარგავს . ავტორს კარგად აქვს წარმოდგენილი ის შედეგები , რასაც
იწვევს უძილობა იქნება ეს ჰალუცინაციები , შფოთი , დეპრესია და აშ.

გარდა ამისა ,ჩემთვის ის მოსაზრებაც მისაღებია , რომ კოფეინის დიდი რაოდენობით


მიღება არ არის რეკომენდებული , განსაკუთრებით მაშინ , როცა ადამიანი უძილობას უჩივის
. საერთო გადმოსახედიდან , ელენ ელბოუს მოსაზრებები სავსებით მისაღებია ჩემთვის და
მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და არგუმენტებს ვეთანხმები .

დასკვნის სახით მინდა ვთქვა , რომ სტატია ნამდვილად ნაყოფიერ შედეგს გამოიწვევს
მკითხველში და განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში , რომლებიც ამ პრობლემებს უჩივიან ,
რადგან აქ კარგად არის ის მიზეზები და შედეგები აღწერილი , რომლებიც სჭირდებათ
მკითველებს რომ დაზუსტებული და კარგად ახსნილი იყოს . ჩემთვის ეს სტატია ნამდვილად
საინტერესო გასაცნობი იყო , და ვფიქრობ უამრავ ადამიანს დახმარებას აღმოუჩენს ან
დაანახებს ამ საშიშროებებს და ისინიც შეეცდებიან ნაკლებად მიმართონ ასეთ გზებს
მეცადინეობისა თუ საქმის შესრულებისათვის . ამ სტატიის ძლიერი მხარე ავტორის
თხრობის სტილია , მისი დამაჯერებელი არგუმენტები და მაგალითები , მაგრამ ერთს რასაც
შევცვლიდი არის ის , რომ ელენს უფრო მეტი ინფორმაცია ჩაედო ამ სტატიაში , კვლევები ,
სხვადასხვა მკვლევრისა თუ მეცნიერის მოსაზრებები და ამ გზით კიდევ უფრო საინტერესო ,
მნივნელოვანი და დამაჯერებელი იქნებოდა ეს სტატია მკითხველისათვის .

სტატიიდან ,, ერთბაშად სწავლის საშიშროება” , ავტორი - ელენ ელბოუ .

You might also like