შუალედური გამოცდა - კითხვები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფსიქოლოგიის საფუძვლები 1

(შუალედური გამოცდა)

1. ადამიანის ქცევა განპირობებულია სხვადასხვა ტიპის ცვლადით, რომლის


ცოდნაც აუცილებელია ფსიქოლოგისათვის, რათა ქცევა ახსნას. რომელია ეს
ცვლადები, განმარტეთ თითოეული მათგანი. (2)

სიტუაციური და დისპოზიციური. სიტუაციური- გარეგანი ზემოქმედება ქცევაზე.


დისპოზიციური ორგანიზმის ცვლადი, ანუ ქცევის შინაგანი დეტერმინანტი
რომელიც ადამიანებში ჩნდება.

2. მონაწილეებს ორ-ორი ჭიქა ხილისწვენი დაალევინეს, რომლებიც


ერთმანეთისგან შაქრის რაოდენობით განსხვავდებოდა. ამით ცდილობდნენ
დაედგინათ . სხვაობის ზღურბლი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (2)

3. მოიყვანეტ დისტალური და პროქსიმალური სტიმულების მაგალითები,


გნმარტეთ თითოეული მათგანი. (3)
რეალურ სამყაროში არსებული საგანი შეიძლება იყოს დისტალური სტიმული
მაგალითად როიალი, ხმა რომელსაც როიალი გამოსცემს იქნება პროქსიმალური
სტიმული.

4. რა მოვლენას იკვლევდა მიულერ-ლაიერი და განმარეტეთ? გაიხსენეთ ერთ-


ერთი ვარიაცია. (3)
მიულერ-ლაიერი პერცეპტული გადამუშავების მნიშვნელოვან თავისებურებებს.

5. ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს ყველაზე სრულად კლასიკური


ფსიქოფიზიკის ძირითად ამოცანას? (1)

კავშირს ფიზიკური გამღიზიანებლის ინტენსივობასა და სენსორული განცდის


სიდიდეს შორის

6. ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა არც ასისტენტს და არც მონაწილეებს არ


მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი იყო ექსპერიმენტული და
რომელი - საკონტროლო ჯგუფი. რომელი ექსპერიმენტული პორცედურა
გამოიყენა ექსპერიმენტატორმა და რატომ? (2)
ექსპერიმენტატორმა ორმაგად ბრმა კონტროლი გამოიყენა რათა თავიდან
აერიდებინა მოლოდინის ეფექტი.

7. ბადურაზე არის ერთი წერტილი, რომელიც არ შეიცავს რეცეპტორულ უჯრედს.


რა ეწოდება ამ ადგილს და ახსენით (აღწერეთ მიზეზები), რატომ ვერ ვამჩნევთ იმ
ხარვეზს, რომელსაც ეს წერტილი ქმნის. (3)

ბრმა წერტილი. მას ვერ ვამჩნევთ რადგან თითოეული თვალი აღიქვამს იმას რაც
მეორეს გამორჩა, ამავდროულად ტვინი ავსებს ამ ადგილს სხვა სენსორული
ინფორმაციით.

8. რომელია აღქმის ბოლო ეტაპი და სხვა რომელი პროცესები მონაწილეობს? (2)

აღქმის ბოლო ეტაპია იდენტიფიკაცია / ცნობა და ამ ეტაპზე მონაწილეობენ წარსული


გამოცდილება და მეხსიერება.

9. ახსენით დაღმავალი გადამუშავება და მოიყვანეთ მაგალითი (მაგალითი არ უნდა


იყოს სახელმძღვანელოდან). (2)

დაღმავალი გადამუშავება არის ფენომები როდესაც მოლოდინები და წარსული


გამოცდილება გავლენას ახდენს აღქმაზე.

You might also like