Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ana.tsignadze@tsu.

ge

ანა ჟღენტი

01024083844

1.რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერა

შეადგინა არსენ იყალთოელმა

რუის-ურბნისი ეკუთვნის ქართული ადგილობრივი საეკლესიო კრების დადგენილებას,


რომელსაც ჰქონდა მოქმედი კანონის მნიშვნელობა. აღნიშნული კრება მოიწვია დავით
აღმაშენებელმა, რათა აღკვეთილიყო მსხვილ ფეოდალთა თვითნებობა, ასევე, კრების ერთ-ერთი
წინაპირობა იყო ეკლესიის დამორჩილება, რათა გაეძლიერებინა სახელმწიფო
ხელისუფლება.თვით ძეგლშიც გვხვდება აღნიშვნა, რომ კრება მოწვეულია საეკლესიო საქმეთა
განსახილველად.დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვაძლევს ცნობებს, რომ ეკლესიას ,,ქუაბ
ავაზაკნი’’ დაპატრონებიან, რომლებმაც გვარიშვილობით დაიპყრეს საეპისკოპოსოები. საეკლესიო
კრების უმთავრეს მიზანს შეადგენდა დემოკრატიული რეფორმების გატარებით დაემორჩილებინა
ეკლესია. ნ.ურბნელის მიხედვით, დავით აღმაშენებელს უნდოდა მსხვილი ფეოდალების
დასუსტება. ავტორის აზრით, მეფეს სურდა, ეკლესიაზე მაღლა სახელმწიფო დაეყენებინა.
ურბნელი აღნიშნავს, რომ ძეგლისწერა ებრძვის სასულიერო წოდების უმაღლეს
წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ძეგლისწერა სხვადასხვა დანაშაულს ითვალისწინებს, ესენია:
ანგარება , მეკრთამეობა... აღსანიშნავია, თუ როგორ ყოფს ივანე ჯავახიშვილი ძეგლისწერას. მისი
აზრით, ძეგლისწერა 4 ნაწილისაგან შედგება: 1. შესავალი; 2. დადგენილებანი; 3. დავითის შესხმა;
4. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერი და საუკუნო ხსენება. კ.კეკელიძის აზრით კი,
ძეგლი შედგება 3 ნაწილისაგან: 1. შესავალი; 2.კანონები (დადგენილებანი); 3. სინოდიკონი.
დავითის შესხმა ორ გვერდზე ნაკლებია, ხოლო პირთა მოსახსენებელი - ერთი გვერდისა და ერთი
სტრიქონისაგან შედგება. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, არსენ მონაზონი საეკლესიო კრების
მდივნის მოვალეობას ასრულებდა(ძეგლში ხსენებული არსენი, იყალთოელია). აღსანიშნავია, რომ
დავითის შესხმა ძეგლისწერის სხვა ნაწილებისაგან ხატოვანი შედარებებით გამოირჩევა.

შესავალში აღწერილია ადამიანის წარმოშობის ისტორია, ღმერთის მიერ ადამიანის გაჩენა,


ადამიანის ცხოვრება სამოთხეში, ღმერთის მიერ ადამიანისათვის თავისუფლების მინიჭება, მოსეს
რჯულის მიცემა ადამიანებისათვის.... ღმერთის დამახასიათებელია ,,სიბრძნე და ძალი’’.

ძეგლისწერის მიხედვით, თავისუფლება სახელმწიფოსაც ეხება, თუ არავისზე არ არის


დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ ძეგლისწერა სამართლის ფილოსოფიის საკითხებსაც
წამოწევს წინ. ძეგლისწერის მიხედვით, არსებობს ბუნებითი სამართალი, რომელიც პოზიტიურ
სამართალს უპირისპირდება(ფეოდალიზმის ხანაში ბუნებრივ სამართალს მიეცა სარწმუნოებრივი
ხასიათი და მოიხსენიებდნენ ღვთაებრივ სამართლად); ძეგლისწერის მიხედვით, არსებობს
ბუნებითი და დაწერი სჯული.

ძეგლისწერის მიერ მიღებული კანონები:

1.თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება უღირსი მღვდელთმთავარი, რომელსაც ხორცი არ


დაუთრგუნავს სულისათვის;
2. წიგნის მკითხველი უნდა იყოს 8 წლის, დიაკონი - 25, მღვდელი - 30, ეპისკოპისი- 35.
რასაკვირველია, თანამდებობებზე დანიშვნა ხდებოდა დაბალი თანამდებობიდან მაღალზე,

3.გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით ტარდებოდა ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა;

4.ძეგლისწერის მიხედვით, აკრძალულია კრთამით ან ძღვენით სამღვდელო თანამდებობაზე


დანიშვნა;

ორი სახის ქრთამი არსებობდა ფეოდალურ საქართველოში:

ა)პირს ეძლეოდა, როგორც გასამრჯელო;

ბ)მოცემული ტერმინი აღნიშნავდა დანაშაულს.

5.საეკლესიო ქონება წესის მიხედვით უნდა გამოყენებულიყო;

6.ეკლესიის მიერ დადგენილი წესით ხდებოდა ქორწინება , მონათვლა...(მესამე და მეოთხე


ქორწინებას ეკლესია არ ცნობდა)

7. ქორწინებისათვის განსაზღვრული იყო ასაკი - ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 12


წლის(ძეგლისწერა არ ცნობდა ჩვილ ქალყრმათა გვირგვინის კურთხევას.

8.თანამდებობაზე ისეთი პირი უნდა შერჩეულიყო, რომელიც იყო


გათვითცნობიერებული(არცერთს არ უნდა ეღალატა ეკლესიისათვის)

9.განისაზღვრა მოძღვართა რიცხვი - დიდ მონასტერშიორი მოძღვარი იყო, პატარაში-ერთი.

10.ძეგლისწერა ასევე კრძალავდა ერისკაცთა მიერ მონასტერში ვაჭრობას.

11.აღწერილია, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ,,ჟამისწირვა’’

12. სომხები არიან მწვალებლები სარწმუნოებით, ამიტომ მართლმადიდებლობის მიღების


შემთხვევაში ეკლესია ისეთი წესით მიიღებდა, როგორც მწვალებელს.

13. აკრძალული იყო წარმართისა და ქრისტიანის ქორწინება

14.ასევე აკრძალული იყო ,,წარმომადგენლობით ქორწინება’’

15. სოდომური დანაშაული

ი.ჯავახიშვილისა და კ.კეკელიძის განმარტებით, ძეგლისწერა შედგება 15 მუხლისაგან, ი.დოლიძე


კი ძეგლს 16 მუხლად ყოფს.

აღნიშნული კრება მოწვეული იყო 1103 წელს, კრების თავმჯდომარე იყო კათალიკოსი იოანე,
ძეგლისწერის მიღებაში აქტიურად მონაწილეობდნენ არსენ იყალთოელი და გიორგი მონაზონი.
2.კათალიკოსთა სამართალი(1543-1549) ძეგლი შეადგინა ქართლის კათალიკოსმა მალაქიამ და
აფხაზეთის კათალიკოსმა ევდემონმა. ძეგლის შესავალში ნათქვამია, რომ კათალიკოსებთან ერთად
ყოფილა აფხაზეთის ყველა ეპისკოპისო.ვახტანგის სამართლის წიგნში ამ ძეგლს შემდეგი სახელით
ვხვდებით - ,,წმინდა და მართლმადიდებელთა ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსთა და
ღირსთა ეფისკოპოსთაგან განწესებული სამართალი’’. XVI საუკუნე ძალიან მძიმე იყო
საქართველოსათვის. ერთიანი საქართველოს შენარჩუნება ძალიან ძნელი იყო, რაც
განპირობებული იყო შიდა და გარე ფაქტორებით.აღსანიშნავია ოსმალთა აგრესია,
განსაკუთრებით 1510 წელს, როდესა ოსმალები სამცხე-საათაბაგოდან მოულოდნელად ქუთაისში
შეიჭრნენ.

ძეგლის შესავალში ვკითხულობთ შედგენის მიზეზს - მრავალი უწესო რამ ხდებოდა


ქვეყანაში(კაცის სყიდვა, კაცის კვლა), რასაც სჭირდებოდა დარეგულირება. კრებაზე ვხედავთ
აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსსაც, სწორედ ამიტომ , შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი
უწესობა აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო გავრცელებული.ივანე ჯავახიშვილის აზრით,
აღნიშნული ძეგლი გურიაში არ მოქმედება, რადგან გურიის ეპისკოპოსი არ მონაწილეობდა
ძეგლის შედგენაში(დ.ბაქრაძე თვლის, რომ ეს სჯული თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა ,,მცირე
სჯულისკანონი’’, თუმცა მას არ ეთანხმება კ.კეკელიძე და თვლის, რომ შემდგენლები ,,დიდი
სჯულისკანონით’’ ხელმძღვანელობდნენ).

1)ადამიანის ტყვედ გაყიდვა, იგულისხმება საქართველოდან საზღვარგარეთ.ადამიანის


გაყიდვისთვის დაწესებული იყო დაგმობა და გაძევება. თუ გაყიდულ ტყვეს უკან ვერ
დააბრუნებდა უნდა ჩამოეხრჩოთ. ჩამომხრჩობი თუ ქრთამით არ ჩამოახრჩობდა
შეჩვენებულიიქნებოდა. თუ დამნაშავე შეძლებდა ტყვის გამოსყიდვასდა უკან დაბრუნებას, მაშინ
იგი სიკვდილით დასჯას გადაურჩებოდა,მაგრამ იგი ვალდებული იყო საურავი გადაეხადა
იმსაეპისკოპოსთვის,რომელშიც გაყიდულიადამიანი შედიოდა და აგრეთვე ტყვის ბატონისთვის.

2) ეკლესიისა და ხატის გაძარცვა. მკრეხელობად ითვლება და დამნაშავე უნდა ჩამოახრჩონ.

3) ეკლესიიდან მოპარვით საქონლის გამოტანა და მითვისება(ქურდობა). უნდა აანაზღაუროს


საქონელი და რომელიმე სხეულის ნაწილი უნდა მოჰკვეთონ.

4) ძმისა და მამის მკვლელობა. ხელის მოკვვეთა ან გაძევება უნდამიესაჯოს

5) დანაშაულის გარეშე(უბრალოდ) ადამიანის მკვლელობა. ისჯება,მაგრამ დაკონკრეტებული არაა


როგორ.

6) ქურდობა. უნდა დაისაჯოს ძველი წესით, რომელიც აგრეთვედაუკონკრეტებელია.

7) ეკლესიის მსახურთა მოვალეობას შეეხება(თუ ეპისკოპოსი 20 დღეზე მეტხანს ეკლესიაში არ


იმყოფება, ისე , რომ მეფეს ან კათალიკოსს არ გაუგზავნია ან არ არის თავისი სამწყსოს
დასათვალიერებლად)

8)ეპისკოპოსმა ღირსეული დიაკონი და მღვდელი უნდა აკურთხოს, სანამ აკუთხებს უნდა


გამოსცადოს

9)ეპისკოპოსი არ უნდა ჩაერიოს სხვა ეპისკოპოსის სამწყსოს საქმიანობაში, შეჩვენებული იქნება.


10)მღვდელი თუ ერისკაცის ხელით ვინმეს ზიარებას გაუგზავნის, მღვდლობიდან უნდა
გადააყენონ.

11)თუ ეპისკოპოსმა ასეთი მღვდელი არ დასაჯა, უნდა დაიყევლოს

12)ქორეპისკოპოსი ვალდებულია, დადიოდეს საეპისკოპოში და ამოწმებდეს სარწმუნოებრივი


წესების შესრულებას.

13)თავადს, აზნაურს , გლეხს არ აქვთ უფლება, ხელი შეუშალონ წინა მუხლში აღნიშნულ
საქმიანობას.

14)ასეთი წინააღმდეგო ჩაითვლება მეფის წინააღმდეგ ჩადენილ ურჩობად და დანაშაულად

15)ეპისკოპოსი უნდა დაემორჩილოს კათალიკოსს. თუ არ დაემორჩილება, ეპისკოპოსი მეფის მიერ


ექსორია ქმნილ უნდა იყოს

16) მეფის მოღალატე სიკვდილით ისჯება

17) კათალიკოს-ეპისკოპოსის გინებისთვის ისჯებიან(როგორ გათვალისწინებულია დიდი


სჯულისკანონში)

18)ეპისკოპოსმა უღირსი დიაკონი ან მღვდელი თუ აკურთხა, ქრთამი აიღო დაისჯება იწყევლება

19) კაცის გაყიდვისა და ეკლესიის გაძარცვისას თუსაქმე არ გამოიძიეს

და დამნაშავე გაამართლეს ისჯებიან წყევლა-კრულვით.

20) ეკლესია-მონასტრის ქონების წამრთმევი ისჯება წყევლით(მამული, სოფეი, ვენახი , მიწა, აგარა)

21)სახლი, მამული და აგარაკი სახლი ოჯახს ნიშნავს, მამული უძრავ ქონებას, აგარაკი სახნავ-
სათესი მიწა ლოცვას უგზავნის იმათ ვინც დაიცავს ,,კათალიკოსთა სამართლის მუხლებს.
მოწინააღმდეგეს წყევლის.

22)თავადი, აზნაური, გლეხი რომელიც რძალს შეირთავს შეჩვენებულია.

ხელრთვა

გამოკვლევა მიუძღვნა ნ.ურბნელმა , ძეგლი პირველად გამოსცა ს.კაკაბაძემ , მეორედ - ი.დოლიძემ


3.გიორგი V- ის ძეგლის დადება(1318-1346)

დემეტრე თავდადებულის შვილი. მან გააერთიანა საქართველო - 1329 წელს შემოიერთა დას. საქ.
(მიქელი რომ გარდაიცვალა, მისი შილი ბაგრატი თბილისში წამოიყვანა)

1334- მესხეთის მთავარი გიორგის ბიძა გარდაიცავალა ისიც შემოიერთა

ძეგლის დადება მოხდა 1334-1335 წლებში

მთიულეთისათვის იყო შედგენილი, ძირითადად, სისხლის სამართლის ნორმებისაგან


შედგებოდა. ძეგლი შედგებოდა შესავლისა და 45 მუხლისაგან

1) მკვლელობა: ერისთავის,გამგებლის,ხევისბერის,ციხისთავის,დედმამათა და ძმის.

2) სამხედროვალდებულებისათვის თავის არიდება.

3) ცოლის გაშვება და მოტაცება

4) ციხის დაქცევა

5) თავდასხმა

6) უარზაგობა (უპატიობა)

7) ასაბიას მოკვლა ან დაჭრა

8) დაჭრა და ასოთ მიღება

9) ამიერთ და იმიერთერთმანეთთან სამტროდ მიდგომა

10) მეკობრეობა

11) ვალი და პროცენტი

12) გაყრა

13) ბეითალმანი(უპატრონო) ქონება

14) მოხუცი მამისა და შვილების (ეკონომიკური) ურთიერთობა

სამოქალაქო სამართალს ეხება 4 მუსხლი: 16,18,27,45/

ძეგლის დადება პატრიკულარული დანიშნულების ძეგლია.


17. ვინ თარგმნა „დიდი სჯულისკანონი“ და როდის?

არსენ იყალთოელმა, მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის დასაწყისში.

18. რუის-ურბნისის ძეგლისწერა საქორწინო ასაკის შესახებ.

ქორწინებისათვის საჭირო იყო განსაზღვრული ასაკი: ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლები 12 წლის.

19. რა შემთხვევაში თავისუფლდებოდა ტყვის გამყიდველი სიკვდილით დასჯისაგან


კათალიკოსთა სამართლის მიხედვით?

იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე მის მიერგაყიდულს დაიხსნიდა და მოიყვანდა თავის ადგილას,


გადაუხდიდა ჯარიმას იმ საწმყსოს,სადაც ტყვე ცხოვრობდა და საურავს ტყვის ბატონს, მაშინ
განთავისუფლდებოდა სიკვდილითდასჯისაგან.

20. როდის იქნა შედგენილი ხელმწიფის კარის გარიგება და ვინ აღმოაჩინა იგი?

ხელმწიფის კარის გარიგება შედგენილი იყო მე-14 საუკუნეში.

ჩვენამდე მოაღწია ამ ძეგლის მე-18 საუკუნის ხელნაწერმა, რომელიც დაღუპვას გადაარჩინა


ექ.თაყაიშვილმა.

21. ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლების კლასიფიკაცია.

უცხოური-მცირე და დიდი სჯულისკანონი. ქართული კათალიკოსთა სამართალი, რუის-


ურბნისის ძეგლისწერა.

22. სამოქალაქო სამართლის რა საკითხებია განხილული გიორგი მე-5-ისძეგლისდების მიხედვით?

ვალი და პროცენტი, ბეითალმანი(უპატრონო) ქონება, გაყრა, მოხუცი

მამისა და შვილების (ეკონომიკური) ურთიერთობა.

23. დაასახელეთ „დიდი სჯულისკანონის“ პირველი და მეოთხე ნაწილი.

მოციქულთას სახელითცნობილი 85 საეკლესიო კანონი,ავტორიტეტულ საეკლესიო მოღვაწეთა


ეპისტოლარულიკანონმდებლობა.

24. რა ასაკის უნდა ყოფილიყვნენ ეპისკოპოსი და წიგნის მკითხველი, რომ მომხდარიყო მათი
ხელდასმა ამა თუ იმ საეკლესიო თანამდებობაზე რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით?

ეპისკოპოსი-35, წიგნის მკითხველი-8.

25. რა სასჯელია გათვალისწინებული კათალიკოსთა სამართლის მიხედვით მამისა და ძმის


მკვლელობისათვის.

ძმისა და მამის მკვლელს უნდა მიესაჯოს ხელის მოკვეთა და გაძევება.


26. ვახტანგ მე-6-ის დამოკიდებულება სამართლის წიგნთა კრებულში შემავალი უცხოური
სამართლის წიგნებისადმი, რატომ ანიჭებს მათთან შედარებით უპირატესობას საკუთარ
სამართლის წიგნს?

ვახტანგის აზრით, საქართველოს წეს-ჩვეულება თავისებურია, ის განსხვავებულია სხვა ქვეყნების


წეს-ჩვეულებებისაგან,საქართველოს საზოგადოებრივი წყობილებაც სხვაა. შესაბამისად, უცხოური
სამართლის წიგნები მას არ შეესაბამება და ვახტანგის სამართლის წიგნს მათთან შედარებით
უპირატესიიურიდიულიძალა გააჩნია.

27. ქართული საერო სამართლის ძეგლების კლასიფიკაცია.

სახელმწიფო-დასტურლამალი და ხელმწიფის კარის გარიგება.

სისხლი და სამოქალაქო-ძეგლისდება,ვახტანგ მე-6-ის სამართლის

წიგნთა კრებული, ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი.

28. რა სასჯელია გათვალისწინებული რძლის ცოლად შერთვისათვის კათალიკოსთა სამართლის


მიხედვით?

რძლის შემრთველი შეჩვენებულიადა ამავე დროს კაციც და ქალიც გაღმა-გამოღმა უნდა


დაიკირონ.

29. რა ითვლება კვალიფიციურ მკვლელობად გიორგი მე-5-ის ძეგლისდების მიხედვით?

დედ-მამის ან ძმის მკვლელობა. ასეთი ადამიანი ყოველგვარ სასჯელს იმსახურებს, რადგან ეს


ფაქტი კანონმდებელს მეტად შემზარავ დანაშაულად მიაჩნია.

30. როსტომ მეფის რა აქტებია შესული დასტურლამალში?

ყარაის კონის განაწესიდა მურდრის განაწესი.

31. დაასახელეთ „ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის“ წყაროები.

მათე ვლასტარის სინტაგმა და კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული.

32. ბასილ ზარზმელის მიხედვით, მემკვიდრეობის გადაცემის რომელ სახეს აღნიშნავს „მსოფლიო
წესი“?

მსოფლიო წესი-როცა მამულიმემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე.

33. დაასახელეთ სომხური სამართლის შემადგენელი ნაწილები.

სირიულ-რომაულისამართალიდა მხითარ გოშის სამართალი.

34. საქორწინო ასაკი და საქორწინო აკრძალვა (ვის შორის იკრძალება ქორწინება) რუის-ურბნისის
ძეგლისწერის მიხედვით?
საქორწინო ასაკი-ქალი არანაკლებ12 წლის უნდა ყოფილიყო.

ქორწინება იკრძალებოდა მართმადიდებელსა და წარმართს შორის.

35. რას ნიშნავს ტერმინი „მართალი სამართალი“?

მართალი სამართალინიშნავს ბუნებითსამართალს. ბუნებითი სამართალი ძველად


მიაჩნდათმარადიულიდეებად, რომელიც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს.

36. რა არის გიორგი მე-5-ის ძეგლისდების ძირითადი წყარო და სასჯელის რა სახეებია მოცემული
მასში?

ძეგლის დადების ძირითადი წყაროადათობრივისამართალია. სასჯელებიდან მოცემულია:


გაძევება და გაპარსვა. გაძევება უმაღლესისასჯელი იყო.

37. დაასახელეთ ქართული საერო სამართლის ძეგლები და სახელმწიფო სამართლებრივი


ხასიათის ძეგლებს ქვეშ გაუსვით ხაზი.

სახელმწიფო-დასტურლამალიდა ხელმწიფის კარის გარიგება.

სისხლი და სამოქალაქო-ძეგლისდება,ვახტანგ მე-6-ის სამართლის

წიგნთა კრებული, ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი.

38. რუის-ურბნისის ძეგლისწერა წარმომადგენლობითი ქორწინების შესახებ.

რუის ურბნისის ძეგლისწერაკრძალავს წარმომადგენლობით

ქორწინებას. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მეუღლეთა ერთად შეყრა

ვერ ხერხდება და საქმროს მაგიერმისი წარმომადგენელი

ცხადდებოდა გვირგვინის კურთხევის დროს.

39. რამდენი მწიგნობარი ექვემდებარებოდა მწიგნობართუხუცესჭყონდიდელს?

საწოლისა და ზარდახანის მწიგნობრები და კიდევდამატებით 24 მწიგნობარი, სულ26.

40. რა არის ებრაული სამართლის წყარო?

დაბადების ის ნაწილი, რომელსაც „მეორე სჯულის კანონი“ ეწოდება. ის ბიბლიის პირველი5


წიგნის ერთ-ერთიწიგნია. (მე-5)

41. როდისაა შედგენილი გიორგი მე-5-ის ძეგლისდება, საქართველოს რომელი კუთხისთვის და რა


მიზეზით?

1334-35 წლებში, მთიულეთისთვის, რადგან ამ კუთხეში არეულობა


დაიწყო, ადგილობრივიხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ

გამოსვლებს ჰქონდა ადგილი.

42. დაასახელეთ „მცირე სჯულისკანონის“ მეორე და მესამე ნაწილები.

კანონნი შეცოდებულთანიიოანემმარხველისა, კანონნიდღითიდღეთა ცდთომათანი.

43. რომელ ბაგრატს მიიჩნევს ივ.სურგულაძე ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ავტორად
და რატომ?

ბაგრატ მე4-ეს, რადგან მის პერიოდში არეულობა სუფევდა ქვეყანაში, რაც საუკეთესო მიზეზია
იმისა, რომ მმართველიურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო წიგნის შექმნაზე
დაეფიქრებინა. ამის საუკეთესო მაგალითებია ძეგლის დადება, კათალიკოსთა სამართალი
დარუის-ურბნისის საეკლესიო ძეგლისდება.

44. ჩამოთვალეთ კათალიკოსთა სამართლის შედგენის მიზეზები ძეგლის შესავლის მიხედვით.

დასავლეთ საქართველოში შექმნილისიტუაცია, კაცის კვლა,კაცის

გაყიდვა,ეკლესიის გატეხვა და გაძარცვა.

45. რა ცვლილება შეიტანა აღბუღამ ბექას სამართალში?

ბექას დროინდელიფულის ერთეულიჩაანაცვლა მონღოლური გიორგაულით. მან გაუკეთა ბექას


სამართლის წიგნს შესავალი. შესაძლებელია ბექას კანონებშიც შეიტანა მცირე ცვლილებები, თუმცა
ეს მხოლოდ ვარაუდია და დასაბუთებულიარ არის.

46. ვახტანგ მე-6-ის გარდა, რომელი მეფეების საკანონმდებლო აქტებია შესული


დასტურლამალში?

გიორგი მე-11-ის,ლევან მეფის,როსტომ მეფის.

47. კათალიკოსთა სამართალი ეკლესიის გატეხვის, ხატის გაძარცვისა და ეკლესიიდან საქონლის


გამოტანის შესახებ

(მე-2 და მე-3 მუხლები) ეკლესიისა და ხატის გაძარცვისთვის (მე-2 მუხლი) ისჯებოდა


ჩამოხრჩობით დამნაშავე. ეკლესიის გატეხისა და გაძარცვისთვის (მე-3 მუხლი) დამნაშავეს
სხეულისრომელიმენაწილს აჭრიდნენდა მას აგრეთვე ევალებოდა საქონლის ანაზღაურება.

48. დაასახელეთ „მცირე სჯულისკანონის“ შემადგენელი ნაწილები.

1) მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების (ტრულის) კანონები

2) კანონნიშეცოდებულთანიიოანემმარხველისა

3) კანონნიდღითი-დღეთა ცდთომათანი.
4) ძეგლის წერა სარწმუნოებისაი.

49. რა ეწოდება ბექა-აღბუღას სამართლის წიგნს 1672 წლის ხელნაწერის მიხედვით და რამდენი
მუხლისაგან შედგება?

„წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე“, 98 მუხლისაგან.

50. სამოქალაქო სამართლის რა საკითხებია განხილული გიორგი მე-5-ის ძეგლისდების მიხედვით?

ვალი და პროცენტი,გაყრა,ბეითალმანი (უპატრონო) ქონება, მოხუცი

მამისა და შვილების (ეკონომიკური) მდგომარეობა.

51. რატომ ანიჭებს უპირატესობას ვახტანგ მე-6 საკუთარ სამართლის წიგნს სამართლის წიგნთა
კრებულში შემავალ სხვა ეროვნულ სამართლის ძეგლებთან შედარებით?

სხვა ეროვნული სამართლის ძეგლები შედარებით ადრე არის დაწერილი. ხოლო ვახტანგის
სამართლის წიგნიკიდევ, ქართლში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა შექმნილი.
შესაბამისად ის საუკეთესოდ მოიცავდა ქართლშიარსებულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. ეს
ნაკლებად ახასიათებდათსხვა ეროვნულძეგლებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდის
საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. შესაბამისად, ვახტანგის სამართლის
წიგნსუპირატესიიურიდიულიძალა გააჩნდა მათმიმართ.

52. განმარტეთ ტერმინი „მერჩულე“

მერჩულე ავტორის პროფესიის აღმნიშვნელისახელწოდებაა და

ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.

53. ვინ თარგმნა „დიდი სჯულისკანონი“ და როდის?

არსენ იყალთოელმა მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის

დასაწყისში.

54. რა სასჯელია გათვალისწინებული რძლის ცოლად შერთვისათვის კათალიკოსთა სამართლის


მიხედვით?

რძლის შემრთველი შეჩვენებულიადა ამავე დროს კაციც და ქალიც

გაღმა-გამოღმა უნდა დაიკირონ.

55. როდის იქნა შედგენილი ხელმწიფის კარის გარიგება და ვინ აღმოაჩინა იგი?

ხელმწიფის კარის გარიგება შედგენილიიყომე-14 საუკუნეში.

ჩვენამდე მოაღწია ამ ძეგლის მე-18 საუკუნის ხელნაწერმა, რომელიც


დაღუპვას გადაარჩინა ექ.თაყაიშვილმა.

56. დაასახელეთ ვახტანგ მე-6-ის სამართლის წიგნის წყაროები.

ძირითადი წყაროჩვეულებითი სამართალია. წყაროდ გამოყენებულია აგრეთვე გიორგიმე-5-ის


ძეგლისდადება, აღბუღას სამართალი, კათალიკოსთასამართალი,ებრაული,ბერძნულიდა
სომხური სამართალი.

You might also like