Rtertertert

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

ტიტუს ლივიუსმა აღნიშნა, რომ თორმეტი ტაბულის კანონები მთელი რომაული საჯარო და კერძო

სამართლის წყაროაო.

ა)სამართლის წყარო მატერიალური გაგებით;

ბ)სამართლის წყარო ფორმალური გაგებით.

(შემეცნების თვალსაზრისით)

კანონი- პირველი კანონები სათავეს იღებს ძვ.წ VI საუკუნიდან. სერვიუს ტულიუსის მიერ გატარებული
რეფორმები (ძვ.წ 509წ), რისთვისაც მან 50-მდე კანონი გამოსცა.

რესპუბლიკის პერიოდში კანონებს იღებს სახალხო კრება.(მაგ, კურიის, ცენტურიისა თუ ტრიბას სახალხო
კრებები)

იმპერიის პერიოდში სახალხო კრების როლი დაეცა და კანონების გამოცემა დაწყო იმპერატორმა.
(,,კონსტიტუციები’’)

ა)ედიქტები, ანუ მთელი მოსახლეობისათვის საერთო სავალდებულო განკარგულებები;

ბ)რესკრიპტები - ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები;

გ)მანდატები, ანუ იმპერატორის მიერ მოხელეებისათვის მიცემული დავალებები, ინსტრუქციები;

დ)დეკრეტები, ანუ იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ სადავო საქმეებზე.

იუსტინიანეს კრებული:

1.ინსტიტუციები - სამართლის ელემენტარული სახელმძღანელო, რომელიც გამოიყენებოდა იურიდიულ


სასწავლებლებში სწავლების პირველ წელს.(კომპილაციური ხასიათისაა. ამოკრეფილია გაიუსისა და სხვა
იურისტების ნაშრომებიდან)

1)სამართლის სუბიექტები, მათი უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მომწესრიგებელი ნორმები;

2)სანივთო სამართალი;

3)ვალდებულებითი სამართალი.

4)საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.

2. დიგესტები, ანუ პანდექტები- დიგესტა ნიშნავს კრებულს, პანდექტა - ყველაფრის მომცველს.

დიგესტები, ანუ პანდექტები რომაელ იურისტთა შრომებიდან ამოკრეფილი ფრაგმენტების კრებულია. (50
წიგნი, თითოეული წიგნი იყოფა ტიტულებად, ანუ თავებად, ხოლო თავები - ფრაგმენტებად.)

3.იუსტინიანეს კოდექსი - პირველად 529 წელს გამოიცა.530 წელს გამოიცა 50 განკარგულება, რომელთა
დანიშნულება იყო, გადაეჭრა წინააღმდეგობები ადრე გამოცემულ გაკარგულებებში.

534 წელს გამოიცა იუსტინიანეს კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც 12 თავისაგან შედგებოდა.
თითოეული წიგნი იყოფა ტიტულებად, ანუ თავებად,ხოლო თავები - პარაგრაფებად.
წიგნი 1

საეკლესიო სამართლის საკითხები, გაანალიზებულია სამართლის წყაროები და მოხელეთა უფლება-


მოვალეობები;

წიგნი 2-8

სამოქალაქო სამართალი

წიგნი 9

სისხლის სამართლის საკითხები

წიგნი 10

სახელმწიფო მმართველობის საკითხები

4.ნოველები- მასში ახალი მასალა შევიდა (535-542)


რექსების, ანუ მეფეთა ხანა

1.მთელი რომაული მოსახლეობა დაყოფილია 300 გვარად, ანუ 30 კურიად ანუ 3 ტრიბად;

2.კურიის კრება - comitia curiata - სახალხო კრების უძველესი სახე.

3.სენატი - senatus უხუცესთა საბჭო, სენატი წარმოადგენდა მმართველობის უმაღლეს ორგანოს.

სენატი იხილავდა: დასკვნების მიცემა სახალხო კრებებზე განსახილველ საკითხებზე, დადგენილებების


დამტკიცება ან გაუქმება, დადგენილებების შესრულებაზე ზედამხედველობა, სახალხო კრების მიერ
არჩეული რექსის დამტკიცება, საგარეო ურთიერთობის საკითხები. სენატი ახორციელებდა
ზედამხედველობას კურიათა კრებების მუშაობაზე, მას უფლება ჰქონდა განეხორციელებინა რექსის
ხელისუფლება უმეფობის პერიოდში, ანუ ახალი რექსის არჩევამდე.

4. რექსი - rex

 რექსის უფლება ადათით იყო რეგლამენტირებული;


 მისი ძალაუფლება იზღუდებოდა სახალხო კრებისა და სენატის მიერ;
 არჩევითი თანამდებობდა იყო.

რომის საზოგადოებრივი წყობილება რექსების ხანაში

1)პატრიციები, ანუ სრულუფლებიანი რომაელი მოქალაქეები;

2)კლიენტები, ანუ საშუალო ფენა , რომლებიც პატრიციების ქვეშევრდომობაში იყვნენ;

3)პლებეები, ანუ პირადად თავისუფალი ხალხი;

4)ნობილიტეტი

რესპუბლიკის პერიოდი

1.სახალხო კრება;

2.სენატი;

3.მაგისტრატურა.

რესპუბლიკის პერიოდში რომში იყო სამი სახის კრება;

1)კურიის სახალხო კრება, რომელიც კარგავს ადრინდელ გავლენას, მნიშვნელოვან ფუნქციას აღარ
ასრულებს.ძირითადი ფუნქცია იყო არჩეული თანამდებობის პირებისათვის ხელისუფლების
ფორმალურად მინიჭება. შემდგომში კურიის სახალხო კრება შეიცვლა 30 ლიქტორთა კრებით.

2)ცენტურიის კრება, ანუ კომიცია ცენტურია, რომელიც ჩამოყალიბდა სერვიუს ტულიუსის რეფორმებით
და რესპუბლიკის პერიოდში სახალხო კრების ძირითად სახეს წარმოადგენდა.მის კომპეტენცაში შედიოდა
მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხების განხილვა. ასეთი კრება ირჩევდა უმაღლესი თანამდებობის
პირებს, იღებდა კანონპროექტებს,ჰქონდათ სასამართლო ფუნქციებიც, იხილავდნენ მნიშვნელოვან
სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებზედაც შეიძლებოდა სასჯელად გამოეყენებინათ სიკვდილით
დასჯაც კი.

3)ტრიბას კრება, ანუ კომიცია ტრიბიტა, რომელიც წარმოადგენდა არა ჯარის, ანუ სამხედრო ქვეგანაყოფის
კრებას, არამედ სამოქალაქო დაწესებულებების, ანუ ტერიტორიული ოლქების კრებას:

1.კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პატრიციები და პლებეები;

2.კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პლებეები.

რესპუბლიკის პერიოდის რომში სახალხო კრებებს იწვევდნენ მაგისტრატების ინიციატივით.მაგისტრატები


ხელმძღვანელობდნენ სახალხო კრების ჩატარებას.

სახალხო კრებებმა მისია ამოწურა რესპუბლიკის დასასრულთან ერთად.

სენატი

რესპუბლიკის პერიოდში სენატი ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური ორგანო იყო.

სენატორთა დანიშვნა ხდებოდა კონსულების მიერ , IV საუკუნიდან კი - ცენზორი ნიშნავდა(ყოველ 5


წელიწადში სენატორთა სია გადაისინჯებოდა. სენატის შემადგენლობაში უმთავრესად ყოფილი
მაგისტრატები შეჰყავდათ)

სენატის სხდომებს მაგისტრატებიც ხელმძღვანელობდნენ.

სენატის უფლებამოსილებაში შედიოდა:ცენტურიებისა და ტრიბების კრებების მიერ მიღებული კანონების


დამტკიცება (ეს უფლებამოსილება IV საუკუნიდან შეიცვალა და სენატს დაევალა კანონპროექტების
წინასწარი განხილვა), სენატს ასევე ჰქონდა ვეტოს უფლება, განაგებდა სამხედრო და ქვეყნის ბიუჯეტს,
გამოსცემდა განკარგულებებს საზოგადოებრივი უშიშროებისა თუ კეთილმოწყობის საკითხებზე.ადგენდა
სამხედრო ბიუჯეტს 1 წლით, ქვეყნის ბიუჯეტს- 5 წლით.მეთვალყურეობდა სახელმწიფო ქონების
განაწილების სამართლიანობას. საგარეო პოლიტიკაში სენატი აქტიურად მონაწილეობდა.ასევე განაგებდა
რელიგიური კულტის საკითხებსაც, ხელმძღვანელობდა რელიგიურ ცერემონიალებს, ზრუნავდა ტაძრების
აგებაზე.

მაგისტრატურა

რომის რესპუბლიკის პერიოდის ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების


თანამდებობის პირები იყვნენ. მაგისტრატურა სენატსა და სახალხო კრებებთან ერთად სახელმწიფოს
ძირითად საყრდენს წარმოადგენდა.

რომის მაგისტრატებისათვის დამახასიათებელი იყო შემდეგი ნიშნები:

ა)ვადიანობა, საერთო წესით, ყველა მაგისტრატს ერთი წლით ირჩევდნენ;

ბ)კოლეგიურობა

გ)უსასყიდლობა
დ)ანგარიშვალდებულება(მათი საქმიანობა განისაზღვრებოდა სპეციალური კანონით. ანგარიშვალდებული
იყო მათი ვადის დამთავრების შემდეგ. ზოგიერთი მაგისტრატი ანგარიშვალდებულებას არ
ექვემდებარებოდა, მაგ, დიქტატორი, ცენზორი, პლებსის ტრიბუნი)

ე)არჩევითობა

მაგისტრატთა უფლება-მოვალეობანი:

1.კონსული

კონსულის თანამდებობა დაწესდა მას შემდეგ, რაც გაუქმდა რექსის თანამდებობა. (ძვ.წ. 509 წელს აირჩიეს
ორი კონსული)

კონსულები უმაღლესი რანგის მაგისტრატები იყვნენ.

კონსულები, სენატთან ერთად, ამზადებდნენ და აწარმოებდნენ ომს, წყვეტდნენ ზავის საკითხებს, კრებებს,
ნიშნავდნენ ოფიცრებსიწვევდნენ ცენტურიებისა და ტრიბების კრებებს, ასევე სენატის კრებებს და
თანმჯდომარეობდნენ.მათ შეეძლოთ ყველა სხვა მაგისტრის განკარგულების გაუქმება საომარი პერიოდის
დროს, ინაწილებდნენ ქვეყანას თავისი მოქმედების სფეროებად.

2.პრეტორი(კონსულის თანაშემწე)

იგი ცვლიდა კონსულს, ხელმძღვანელობდა ჯარს კონსულის დავალებით, წყვეტდა დავებს მოქალაქეთა
შორის, იწვევდა და თავმჯდომარეობდა სახალხო კრებებს.

რომაელების პრეტორი praetor urbanus

პერეგრინების პრეტორი praetor peregrines

პრეტორი აკონკრეტებდა ბუნდოვან კანონს(პრეტორული სამართალი).

3.ცენზორები

ეს თანამდებობდა წარმოიშვა პატრიციებსა და პლებეებს შორის გამწვავებული ბრძოლის შედეგად(რომში 2


ცენზორი იყო, რომლებსაც ირჩევდნენ ყოველი ხუთი წლის შემდეგ 1.5 წლის ვადით).

ცენზორის ძირითად მოვალეობას შეადგენდა მოქალაქეთა განაწილება ცენტურიებსა და ტრიბებში -


ქონებრივი ცენზის, ასაკისა და კლასობრივი კუთვნილების გათვალისწინებით. ასევე ადგენდნენ
სენატორთა სიებს, ახორციელებდნენ მეთვალყურეობას საზოგადოებრივ წესრიგზე.სამარცხვინო ქცევის
ჩამდენთ ცენზორები ამოშლიდნენ სენატორთა სიიდან ან გამოიყვანდნენ მხედართა სიებიდან.

თავიანთი მუშაობის შესახებ ადგენდნენ ანგარიშებს ე.წ. tabulae censoriae.

4.ედილები

 პლებსის ედილი - იცავდა ტაძრებს, მათ განძეულობას.


 კურულის ედილები
ა)პურის, მოსავლისა თუ სხვა სახის საკვები პროდუქტების მოყვანასა თუ განაწილებაზე
ზედამხედველობა;

ბ)სანახაობებზე წესრიგის დამყარება;

გ)ქალაქებში წესრიგის დაცვა.

 სერეალის ედილები თვალყურს ადევნებდნენ არჩევნების ჩატარების კანონიერებას.

5.კვესტორები

თავდაპირველად კონსულების თანაშემწეები იყვნენ. შემდგომში: იხილავდნენ სადავო საქმეებს,


გადაგებდნენ ხაზინას, ახორციელებდნენ არქივების გამგებლობას, ასევე საგამომცემლო ფუნქციებს.
პროვინციებში კვესტორები ფინანსურ საქმეებს განაგებდნენ.

6.პლებსის ტრიბუნი (tribunes plebis)

თავდაპირველად მხოლოდ თავიანთი კლასის ინტერესების დაცვის ფუნქცია ჰქონდათ, შემდგომ მიაღწიეს
იმას, რომ ვეტო დაედოთ მაგისტრატების განკარგულებებზე, მაგრამ რაიმე განკარგულებების გაცემის
უფლება არ ჰქონდათ. მაგ, გადასახადების გადახდევინების, ჯარიმის დაკისრების.

პლებსის ტრიბუნის პიროვნება ხელშეუხებელი იყო, მისი ხელყოფისათვის სიკვდილით ისჯებოდნენ.

ასევე იყვნენ დაბალი რანგის მაგისტრები, რომლებიც იხილავდნენ ზოგიერთ სასამართლო საქმეს,
ზედამხედველობდნენ გზებს. მაგისტრატებს თავიანთი მოსამსახურეები
ჰყავდათ:მწერლები,აღმრიცხველები,მცველები,შიკრიკები,აღმასრულებლები...

რომის ადგილობრივი მმართველობა, ანუ პროვინციების მმართველობა

პროვინციას განაგებდა რომაელი მაგისტრატი(ერთ-ერთი კონსული ან პრეტორი). იგი აღჭურვილი იყო


ფართო უფლებებით როგორც სამხედრო, ისე ადმინისტრაციულ, სამოქალაქო თუ საფინანსო დარგებში. I
საუკუნიდან შემოღებული იქნა კანონი, რომლის ძალითაც პროვინციების იმ მმართველებს, რომლებსაც
დაუმთავრდათ საქმიანობის ვადა, უფლება მიეცათ დარჩენილიყვნენ პროკონსულებად, ანუ
პროპრექტორებად და გაეგრძელებინათ საქმიანობა.

პროვინციების მართვის წესსა თუ გადასახადების ოდენობას განსაზღვრავდა რომის სენატი.გარკვეული


წესების გამოცემის უფლება ჰქონდა პროვინციის მმართველსაც. იგი თავის პროვინციაში უმაღლესი
ხელისუფალი იყო. პროვინციის მმართველი სასამართლოს ფუნქციებსაც ფლობდა, მისი განაჩენის
გასაჩივრება რომის სასამართლოში არ დაიშვებოდა.
იტალიის მართვა-გამგეობა

დაპყრობილი ტერიტორიის მცხოვრებნი ვალდებულნი იყვნენ, რომის სასარგებლოდ გადაეხადათ


გადსახადები, ან შეესრულებინათ სხვადასხვა სამუშაო.

იტალიის ტერიტორიის სამართავად რომი მთელი სახელმწიფოს ტერიტორიას კოლონიებად ჰყოფდა.


კოლონია სპეციალური კანონით იმართებოდა.

იტალიის ზოგიერთმა თემმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და რომთან ფედერაციული მოწყობის


პრინციპით გაერთიანდა.
რომის სახელმწიფო იმპერიიის პერიოდში

პრინციპატი I-III საუკუნეები

პრინციპატი რესპუბლიკის ფორმით შენიღბული მონარქია, ანუ იმპერიაა, სადაც ფორმალურად


შენარჩუნებულია რესპუბლიკის პერიოდის დემოკრატიული დაწესებულებები: სახალხო კრება,
სენატი,მაგისტრატურა,მაგრამ ამ დაწესებულებებს, გარდა სენატისა, ძალაუფლება არ გააჩნიათ.

პრინცეპსი იყო პირი, რომელიც პირველ ნომრად, ანუ სენატორთა სიის თავში იყო მოქცეული. პრინცეპსს
ზოგჯერ უწოდებდნენ ,,პირველს თანასწორთა შორის’’.

დიარქია - სენატისა და პრინცეპსის ერთობლივი მმართველობა(მათ შორის ბრძოლა მთავრდება


პრინცეპსის გამარჯვებით)

პრინცეპსს სენატი ირჩევდა, მაგრამ ეს არჩევნები ფორმალური იყო. ფაქტობრივად არჩევნებს წყვეტდა ჯარი
- სამხედრო ძალა.

სენატს მიეცა საკანონმდებლო ფუნქცია, რაც სახალხო კრებებს ჩამოერთვა. სენატის ხელში გადავიდა
მაგისტრატების არჩევის უფლება. ჩამოერთვა საგარეო პოლიტიკის გაძღოლის ფუნქცია.

მაგისტრატებიდან მხოლოდ პრეტორმა გაიფართოვა ძალაუფლება.

დომინატის პერიოდი IV-V საუკუნეები

დიოკლიტიანე (284-305)

ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმის დანიშნულება იყო ბიუროკრატიული აპარატის


ჩამოყალიბება.

საგადასახადო და საფინანსო რეფორმები მიზნად ისახავდა გადასახადების გაზრდას, რათა შეენახა არმია
და მრავალრიცხოვანი ბიუროკრატიული აპარატი.

ადმინისტრაციული რეფორმა ითვალისწინებდა ქვეყნის დაყოფას დიოცეზებად.

ადგილობრივი მმართველობის განსახორციელებლად თითოეული იმპერია იყოფოდა პრეფექტურებად.


პრეფექტურას ხელმძღვანელობდა პრეტორი.იმპერიებში 2-2 პრეფექტურა იყო, სულ 4.

პრეფექტურა იყოფოდა დიოცეზებად, ორივე სახელმწიფოში იყო 13 დიოცეზი. დიოცეზს განაგებდა


ვიკარიუსი, რომელიც პრეფექტის მოადგილე იყო, მაგრამ დამოუკიდებლად წყვეტდა ადმინისტრაციულ,
გადასახადებისა თუ იურისდიქციის საკითხებს.

თითოეული დიოცეზი იყოფოდა პროვინციებად. პროვინციას განაგებდა რექტორი.

პროვინციები იყოფოდა ოლქებად. ოლქს განაგებდა ავგუსტუსის მიერ დანიშნული ოლქის უფროსი.
რომის სამოქალაქო ( კერძო) სამართალი

რომაელი იურისტი ულპიანე ერთმანეთისგან განასხვავებდა კერძო სამართალსა (Ius privatum) და საჯარო
სამართალს ( Ius publicum)

ულპიანეს მიხედვით, კერძო სამართალი სამი ნაწილისაგან შედგება, რადგან იგი ეყრდნობა ბუნებით,
ხალხთა და ცივილურ სამართალს.

რომში კერძო პირთა ურთიერთობებს არეგულირებდა სამოქალაქო, ანუ ცივილური სამართალი - ius civilis.

Ius gentium - რომის იმპერიაში შემავალი სხვა ხალხების ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართალი.
(პერეგრინები)

ა) პირები რომის სამართალში

მონები იწოდებოდნენ მოლაპარაკე იარაღად, ანუ instrumentum vocale, რომლებსაც არ შეიძლებოდა,


ჰქონოდათ სამოქალაქო უფლებები. ითვლებოდნენ სამართლის ობიექტებად.

რომაული სამართლის მიხედვით უფლებები სახელმწიფოში შეიძინეს ადამიანებმა.

პირთა სტატუსი, ანუ უფლებამოსულება

რომაულ სამართალში უფლებაუნარიანობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი caput. პირის


სრულუფლებიანობა რომაულად იწოდებოდა status.

1)თავისუფლების სტატუსი - status libertatis

(თავისუფალი და არათავისუფალი)

2)მოქალაქეობის სტატუსი - status civitatis

(რომაელი და არარომაელი)

3)საოჯახო სტატუსი - status familie

(ოჯახის სრულუფლებიანი უფროსი, ოჯახის შეუზღუდავი გამგებელი , ხელქვეითი)

სტატუსის ცვლილებას კაპიტუსი ეწოდება (capitus deminutio)

თავისუფლების სტატუსში ცვლილებას მაქსიმალური ცვლილება ეწოდება, მოქალაქეობის სტატუსში -


საშუალო, საოჯახოში - მინინალური.
რომაელ მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა

თავისუფალი მოქალაქენი თავის მხრივ იყოფოდნენ რომაელ მოქალაქეებად და თავისუფალ პირებად,


მაგრამ არა რომაელებად.ასეთები იყვნენ რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მცხოვრებნი.

რომის არათავისუფალი მოსახლეობის ახალი კატეგორია - კოლონები.

რომის მოქალაქეობა მიიღებოდა დაბადებით.

თავისუფალი რომაელი მოქალაქეობას კარგავდა შემდეგ შემთხვევებში: გარდაცვალებისას, ასევე , თუ


რომაელი მოქალაქე ტყვედ ჩავარდებოდა, ჩაიდენდა დანაშაულს და შეეფარდებოდა მძიმე სისხლის
სამართლის სასჯელი, ასევე, თუ განდევნილი იქნებოდა რომიდან.

რომის თავისუფალ მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა

1)ქორწინების უფლება;

2)კომერციის უფლება, ანუ ქონების შეძენისა და გასხვისების უფლება.

გათავისუფლებული მოქალაქე- ლიბერიტინები

რომის სამოქალაქო სამართალში დიდი მიშვნელობა ჰქონდა ქმედუნარიანობას. ქმედუნარიანობის


მოთხოვნიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ასაკისა და შერაცხადობის საკითხს.

 არაქმედუნარიანად ითვლებოდნენ 7 წლამდე ასაკის პირები - infantes;


 7-14 წლამდე პირებს ყიდვა-გაყიდვისა და ქონების შეძენის უფლება ჰქონდათ.
 14-25 წლამდე ასაკის პირები მიჩნეულნი იყვნენ სრული ქმედუნარიანობის მქონე პირებად.

არარომაელ (თავისუფალ მოქალაქეთა) უფლებრივი მდგომარეობა

ლათინებად თავდაპირველად იწოდებოდა ლაციუმში მცხოვრები ხალხი.

პერეგრინები- სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემავალი პროვინციების ის მცხოვრებნი, რომლებსაც არც


მოქალაქეობისა და არც ლათინთა უფლებები არ ჰქონდათ მიღებული.

პეკული

პეკული არის მონათმფლობელის ის ქონება, რომელიც სამართავად და საეგებლობის მოსატანად


ჩაბარებული ჰქონდა მონას(პეკული შეიძლება ყოფილიყო მიწის ნაკვეთი, ფული და სხვა._

მონობის დამყარებისა და შეწყვეტის გზები

1)დაბადებითი მონობა(მთავარი იყო, დედა ყოფილიყო თავისუფალი მოქალაქე;


2)სამხედრო ტყვეობა, ან უბრალოდ ტყვედ ჩავარდნა;

3)მონად გაყიდვა(ძველ ეპოქაში);

4)მონად დასჯა (თუ პირს სიკვდილით დასჯა შეეცვალა მონად დასჯით, ასევე ვალის გადაუხდელობის
შემთხვევაში)

მონობის შეწყვეტა ხდებოდა გააზატებით:

1)მონათმფლობელი საჯაროდ აცხადებდა მაგისტრატის წინაშე, რომ ათავისუფლებდა მონას;

2)მოქალაქეთა სიების შედგენისას, რაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდებოდა - ბატონს შეეძლო
თავისი მონა თავისუფალ მოქალაქეთა სიაში შეეტანა, მაგრამ ეს უნდა სცოდნოდა ცენზორს;

3)გააზატების საშუალება იყო მონათმფლობელის ანდერძი, რომ სიკვდილის შემდეგ მისი მონა
თავისუფალი იქნებოდა.

გააზატებული მონა იურიდიულად თავისუფალი მოქალაქე იყო, მაგრამ ფაქტობრივად, მისი


უფლებაუნარიანობა მაინც იზღუდებოდა - მას არ შეეძლო არჩევითი თანამდებობების დაკავება,
თავისუფალ მოქალაქესთა ქორწინება, გარკვეულ დაქვემდებარებაში რჩებოდა წინანდელ პატრონთან.

კოლონატი

მიწის იჯარით ამღებს, მიწის არენდატორს, ანუ წვრილ ფერმერს კოლონატი ეწოდებოდა.

კოლონატი, ანუ მოიჯარადრე დამოკიდებული იყო მიწის მესაკუთრეზე.(IV საუკუნიდან არენდატორს


აეკრძალა მიწის მიტოვება)

იურიდიული პირები

Persinae vice - იურიდიული პირი ( პირის მაგიერი)

იურიდიულ პირს სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავდნენ: ხაზინა, მუნიციპალიტეტი.

ტერმინი ,,იურიდიული პირი’’ დამკვიდრდა რომის სამართლის რეცეფციის პერიოდში.


 mores maiorum - ადათობრივი სამართალი, წინაპართა სამართალი(ადათობრივი პრაქტიკა)
 lex - კანონი
 leges - კანონები
 Edictum perpetuum - მუდმივი ედიქტი
 Cavere - ფორმულების შედგენის ფუნქცია
 Respondere - კონსულტაციების, ახსნა-განმარტებების მიცემა
 Agere - ინტერესების დაცვის ფუნქცია
 Lex citation - კანონი ციტირების შესახებ(ამ კანონის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისას უნდა
ეხელმძღვანელათ ხუთი შესანიშნავი იურისტის- გაიუსის, პაპინიანუსის, პავლუსის, ულპიანუსისა
და მოდესტინუსის შრომებით)
 Dominus - ბატონი, მბრძანებელი
 Consistorium principis - იმპერატორის საბჭო
 Quaestor sacri palatii - იმპერატორის სასახლის კარის მმართველი
 Preatorio praefuctus - პრეტორი
 Ius comercii - იურიდიულ მოქმედებათა სფერო.
 Infamia - სახელგატეხილი ადამიანი.
 Histis - უცხოელი

You might also like