- დავალება 4

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

თემ

ა #4: ინფორმაციის მოძიების გზები: არქივი, ბიბლიოთეკა, წყაროები -


ძიება და დამუშავება
კითხვები და დავალებები:

1. რას უწოდებენ კვლევის წყაროს?


აკადემიურ კვლევაში წყარო ეწოდება რაიმე ინფორმაციის შემცველ
წერილობით საბუთს. ამ საბუთებში მოიაზრება სხვადასხვა სახის ნაწერი.
ესენის წიგნები, სამეცნიერო ჟურნალენი, კვლევები, გაზეთები, კრებულები და
ა.შ.
2. რა ტიპის წყაროები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?
წყაროების სამი ჯგუფი არსებობს: პირველადი, მეორეული და მესამეული.
პირველად წყაროს განეკუთვნება ადამიანის მიერ გარე სინამდვილეზე,
რეალურ მოვლენებზე დაკვირვებით, ან საკუთარი წარმოსახვით შექმნილი,
გარკვეული ღირებულების მქონე დოკუმენტები, ლიტერატურული,
ისტორიული, მხატვრული, სხვა სახის მასალა. ასეთ მასალას არტეფაქტს
უწოდებენ.
მეორეული წყაროა ისეთ მასალა, რომელიც პირველადი წყაროს შედეგებზე
დაყრდნობით არის შექმნილი. ასეთ წყაროებს შეადგენს უმთავრესად
სამეცნიერო ნაშრომები.
მესამეული წყარო განკუთვნილი ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის ან
დამწყები მკვლევრებისთვის ინფორმაციის გასაცნობად და საგანზე ზოგადი
წარმოდგენის შესაქმნელად. კვლევის სიღრმისეულ დონეზე მესამეული
წყაროები არ გამოიყენება.
3. ახსენით წყაროების მოძიების პროცედურები ბიბლიოთეკაში!
სამეცნიერო წიგნებისა და სხვადასხვა წყაროების მოძიება ბიბლიოთეკაში ხება
შემდეგნაირად: ყველა ბიბლიოთეკაში არსებობს პატარ-პატარა უჯრებად
დაყოფილი ყუთები. ეს არის კატალოგები. უჯრებიან ყუთებში კონკრეტული
უჯრა კონკრეტული ასოთია დატვიფრული. უჯრაში ჩაწყობილია ბარათები. ამ
ბარათებზე კი წყაროების დასახელებებია ჩაწერილი.
პრაქტიკაში სამი ტიპის კატალოგი გამოიყენება. ესენია ანბანური კატალოგი,
სადაც წიგნი მისი ავტორის გვარის მიხედვით არის დაფიქსირებული.
საგნობრივი კატალოგი, სადაც მითითებულია შეგვიძლია კონკრეტულ თემაზე
წიგნის მოძიება, მაშინ როდესაც არ ვიცით წიგნის ავტორი. მაგალითისათვის,
თუ ვეძებთ წიგნს არქეოლოგიაზე ნოქალაქევში, საგნობრივ კატალოგში ჯერ
მოვძებნით „ა” ასოთი დანიშნულ უჯრას, ვნახავთ არქეოლოგიას, შემდეგ
მივყვებით ანბანს და მოვძებნით ნოქალაქევის არქეოლოგიას, სადაც მის
ირგვლივ არსებული წიგნების სახელწოდებებია ჩაწერილი. ძიების
დასრულების შემდეგ, სპეციალურ ბლანკზე, რომელსაც ბიბლიოთეკარი
გადასცემს მკითხველს, იწერება შემდეგი მონაცემები: ავტორის გვარ-სახელი,
წიგნის სახელწოდება და სარეგისტრაციო ნომერი. ასევე, სათანადო ადგილას
მკითხველის სახელი და გვარი. არსებობს პერიოდიკის (პერიოდულ
გამოცემათა) კატალოგი. ასეთი ტიპის კატალოგებში პერიოდული ბეჭდური
გამოცემებიაანბანის მიხედვით დალაგებული. ესაა სამეცნიერო ჟურნალები,
ალმანახები და ა.შ.
4. რას გულისხმობს წყაროს მონაცემების ბარათი?
წყაროს მონაცემების ბარათზე განთავსებულია წყაროს ბიბლიოგრაფიული
მონაცემების შესახებ ინფორმაცია. საშუალო ზომის ბარათზე
დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: წყაროს ავტორის ვინაობა,
სახელწოდება, გამოცემის წელი, გამომცემლობა, გვერდი, გამონათქვამის,
თვალსაზრისის შემცველი ტექსტი (წინადადება(ები), გამოთქმა, კოდირებული
(საკვანძო) სიტყვა(ები), რომელიც მიუთითებს წყაროს საჭიროების თემატიკას.
ბარათზე უნდა ჩაიწეროს შემდეგი მონაცემებიც: წიგნის (წყაროს) ავტორი;
ტომის ნომერი; გამომცემლობის დასახელება; თუ წყარო რომელიმე
სამეცნიერო კრებულშია დაბეჭდილი, უნდა მივუთითოთ გვერდები (რომელ
გვერდზე იწყება და რომელ გვერდზე მთავრდება); მერამდენე გამოცემაა;
გამოცემის ადგილი (ქალაქი); გამოცემის წელი; ინტერნეტწყაროს შემთხვევაში
- ვებგვერდის მისამართი და მასალის ამოღების თარიღი.
5. მეცნიერულ კვლევებში რა კატეგორიად იყოფა წიგნები და რა განსხვავებაა მათ
შორის?
მეცნიერულ კვლევებში გამოყოფენ ორი კატეგორიის წიგნებს. ესენია: წიგნები
რომელთა შესახებაც წერენ, იგივე პირველადი წყაროები და წიგნები,
რომელთა დახმარებითაც წერენ, იგივე მეორეული წყაროები. მეორეული
წყაროების საშუალებით შეასძლელებია პირველადი წყაროების მოკვლევა-
მოძიება. თუმცა, კვლევისას ორივე კატეგორიის წყაროს გაცნობა
აუცილებელია.
6. რას ნიშნავს ბარათ-კონსპექტი და რა სახეობის ბარათ-კონსპექტები არსებობს?
ბარათი-კონსპექტი განსხვავდება ბიბილიოგრაფიული ბარათისგან, ბარათ-
წყარო მოიცავს კონცეპტუალურ ცოდნას და ის გაცილებით დიდია, ვიდრე
ბიბლიოგრაფიული ბარათი. ბარათ-კონსპექტის სახეობებია:
_ პრობლემის ჰიპოთეზა-საძიებლის პუნქტებისა და ქვეპუნქტების
ურთიერთდამაკავშირებელი ბარათები;
_პრობლემური ბარათები (სადაც შეიტანება სხვათაგან ნასესხები
მოსაზრებები);
_ მოკარნახე ბარათები. აქ შეიტანება წყაროს მინიშნულ ტექსტზე მკვლევრის
მიერ თავჩენილი შენიშვნები, დამატებები, მინიშნებანი - რა მიმართულებით
შეიძლება მოსაზრების განვითარება-გაღმავება.
_ წყაროთა (წიგნების, სტატიების) რეზიუმირებული შინაარსების ბარათები;
_ თემატური ბარათები;
_ სახელობითი ბარათები;
_ მაგალითებისა და ციტატების ბარათები.
7. როგორია ბარათ-კონსპექტის შედგენის სქემა?
ბარათ-კონსპექტი სქემა შემდეგნაირი. მასში მოცემულია ცნობები ავტორზე;
წყაროს ტექსტის რეზიუმე; ვრცელი ამონარიდები; მკვლევრის
შთაბეჭდილებები და დაკვირვებები; მითითებები სამეცნიერო ნაშრომის
სამუშაო გეგმის შესაბამის პუნქტზე. ბარათ-კონსპექტებში თავმოყრილი
ინფორმაციის გამოყენება მეცნიერული კვლევის ნებისმიერ ეტაპზეა
მოსახერხებელი.
8. წყაროთა დამოწმების რა სტილები არის მიღებული?
წყაროთა დამოწმების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებიმოქმედებს.
მათი ერთობლიობა სისტემებს ქმნის. სხვადასხვა მეცნიერების სფეროში
განსხვავებული სისტემებია მიღებული. მათ წყაროთა მითითების ანუ
დოკუმენტირების სტილს უწოდებენ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში
დამკვიდრებულია MLA სისტემა ანუ სტილი; ისტორიის
მეცნიერებებში-“ჩიკაგოს” სტილი; სოციალურ მეცნიერებებში-APA სტილი.
9. წყაროთა დამოწმების რა პრინციპებია დამკვიდრებული?
წყაროს მითითების პროცესი ორი ძირითადი პრინციპისაგან შედგება: შიდა
ტექსტური დამოწმება (მითითება); სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია.
10. შიდა ტექსტური მითითების რა გრაფიკული ფორმები არსებობს?
შიდა ტექსტური დამოწმება წყაროთა მითითების უფრო ტრადიციული
პრინციპია და სამეცნიერო ნაშრომის ტექსტზე პირდაპირ არის მიბმული,
არამედ ტექსტშია ჩართული. ამის გამო იგი ჩვეულებრივ მოკლეა, რათა არ
დაარღვიოს ნაშრომის ტექსტის მთლიანობა.
შიდა ტექსტური მითითების გრაფიკული ფორმებია: ციფრული; ფრჩხილებში
ავტორის მითითებით; ფრჩხილებში ავტორის, წყაროს გამოცემის წლისა და
დამოწმებული გვერდის მითითებით. ციფრული: ფრჩხილებში ავტორის
მითითებით. ფრჩხილებში ავტორის, წყაროს გამოცემის წლისა და გვერდის
მითითებით.
11. რას გულისხმობს სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია?
შიდა ტექსტური დამოწმება სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის
ნაწილია, წყაროა, სრული ბიბლიოგრაფია კი მისი ნაწილი, წყარო. მკითხველი
შიდა ტექსტური დამოწმების მეშვეობით სწორედ სრულ ბიბლიოგრაფიაში
ადგენს წყაროს ზუსტ მისამართს. ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია მოიცავს
ცნობებს იმის თაობაზე, თუ სად, როდის, რომელმა გამომცემლობამ გამოსცა
წყარო. ეს ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია, როგორც წესი, განთავსებულია
წიგნის გვერდის ქვედა ნაწილში ან სამეცნიერო ნაშრომის ბოლოს.
12. ახსენით სქოლიოს დამოწმების წესები!

გვერდის ბოლოს დართულ ინფორმაციას ეწოდება სქოლიო. სქოლიოში ხდება იმ


ინფორმაციის დამოწმება, რაც არის გამოყენებული ნაშრომში. ეს არის ავტორის
განმარტება, წყაროს მოთითება, ძირითადი ტექსტის დაზუსტება, იგივე შენიშვნა.

კვლევისას ინფორმაციის მოძიებისათვის მივმართავ ბიბლიოთეკას, რადგანაც


როგორც წესი ყოველვის არის დაცული საჭრო ინფორმაცია. ასევე,
ვსარგებლობ ელექტრონული ბიბლიოთეკიტაც, როდესაც ვეძებ უცხოულ
სამეცნიერო ჟირნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს.

You might also like