- დავალება 3

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თემა #3: სამეცნიერო კვლევის პროცესი და კვლევის მეთოდოლოგია

კითხვები და დავალებები:

1. რა იგულისხმება ცოდნისადმი ავტორიტეტული მიდგომის მოდელში?


ავტორიტეტული მიდგომის მოდელის მიხედვით, ადამიანები ცოდნას
ეძიებენ და იღებენ იმ ინდივიდებისაგან, რომლებიც სოციალურად ან
პოლიტიკურად ცოდნის მომწოდებლებად ითვლებიან. ესენი შეიძლება იყვნენ:
წინასწარმეტყველნი, თეოკრატიულ საზოგადოებაში _ მთავარეპისკოპოსნი,
მონარქიულ საზოგადოებაში _ მეფეები, ტექნოკრატიულ საზოგადოებაში _
მეცნიერები. ნებისმიერ საზოგადოებაში განსხვავებული ფენომენის შესახებ
ცოდნის მოსაპოვებლად, შესაძლოა, განსხვავებულ ავტორიტეტს დაეყრდნონ,
მაგალითად: კათოლიკეთათვის პაპის ავტორიტეტი შეუვალია რელიგიურ
საკითხებში. ავტორიტარულ მოდელში არაპროფესიონალები ცოდნის
წარმოების უნარს მიაწერენ სოციალურ, პოლიტიკურ ან რელიგიურ
ავტორიტეტს.
2. რას ნიშნავს მისტიკური მოდელი?
მისტიკურ მოდელში ცოდნას იღებენ ზებუნებრივი ავტორიტეტისაგან,
წინასწარმეტყველთაგან. მისტიკური მოდელი დამოკიდებულია
რიტუალებისა და ცერემონიების გამოყენებაზე.
3. რას მოიცავს ცოდნისადმი რაციონალისტური მიდგომის მოდელი?
რაციონალიზმის მიხედვით, ცოდნის მიღება შესაძლებელია ლოგიკის
ფორმებისა და წესების მკაცრი დაცვით. რაცინალიზმის მთავარი დაშვებებია:
ადამიანის გონებას უნარი შესწევს ჩასწვდეს სამყაროს დამოუკიდებლად;
ცოდნის ფორმები ჩვენი პიროვნული გამოცდილებისაგან დამოუკდებლად
არსებობს. რაციონალისტური მოდელი აღიარებს იმას, რაც ჭეშმარიტია და,
რაც ლოგიკურად შესაძლებელი და დასაშვებია.
4. აღწერეთ მეთოდოლოგიის არსი და მისი როლი მეცნიერულ კვლევებში.
მეცნიერული მეთოდოლოგია არის ზუსტი წესებისა და პროცედურების
სისტემა, რომელთაც ემყარება კვლევა. მათი გათვალისწინებით ფასდება
მეცნიერული მტკიცებულებები. ეს სისტემა უცვლელი არ არის. წესები და
პროცედურები მუდმივ განმტკიცებას საჭიროებენ, მეცნიერები მუდმივად
არიან ახალი დაკვირვებების, ანალიზის, ლოგიკური დასკვნებისა და
განზოგადების ძიებაში. თავისი მეთოდების მეშვეობით, მეცნიერება თავად
ასწორებს საკუთარ შეცდომებს. ის არ მოითხოვს სპეციალურ აღიარებას, რომ
მისი განცხადებები უეჭველად და საბოლოოდ მიიჩნიონ. მეთოდოლოგიის
მთავარი ფუნქციაა გააადვილოს კომუნიკაცია მკვლევრებს შორის,რომლებიც
იზიარებენ საერთო გამოცდილებას. მეცნიერული მეთოდოლოგია მოითხოვს
კომპეტენტურობას ლოგიკურ აზრონებასა და ანალიზში.
5. დაახასიათეთ შემოქმედების სტრუქტურული კომპონენტები.
შემოქმედების სტრუქტურული კომპონენტები მოიცავს ისეთ
მოთხოვნილებებს, რომელიც აუცილებელია პიროვნებისათვის. შემოქმედების
სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მიზანს,
რომელიგანისაზღვრება თავად სუბიექტის მიერ და აქვს სხვადასხვა სტადიები,
ეტაპები, მეთოდები და საშუალებები. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში
ადგილი ჰქონდა შემოქმედებითი ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპის ფორმებს,
რომლებსაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ორგანიზებული
კულტურა ეწოდება. ესაა ტრადიციულ ორრგანიზაციული კულტურა,
კორპორატიულ-ხელოსნური კულტურა, ორგანიზაციული კულტურის
პროფესიონალური ტიპი, ორგანიზაციული კულტურის პროექტულ-
ტექნოლოგიური ტიპი.
6. რისგან შედგება მეთოდოლოგიის მეცნიერებათმცოდნეობითი საფუძვლები?
მეცნიერებათმცოდნეობა, რომელიც თავად სწავლობს მეცნიერებას თავის
თავში მოიცავს რამდენიმე დისციპლინას: გნესოლოგიას (მეცნიერული
შემეცნების თეორია), მეცნიერების ლოგიკას, სემიოტიკას (სწავლება ნიშნებზე),
მეცნიერების სოცილოგიას, შემოქმედების ფსიქოლოგიას და ა.შ.
7. ჩამოაყალიბეთ მეცნიერების განვითარების საერთო კანონზომიერებანი.
ცნობილია მეცნირების განვითარების 6 კანონზომიერება: მეცნიერების
განვითარება საზოგადოებრივ-ისტორიული პრაქტიკით; მეცნიერების
დამოუკიდებელი განვითარება; მემკვიდრეობის ფაქტორი; მონაცვლეობის
ფაქტორი მეცნიერების განვითარებაში; მეცნიერების ყველა დარგის
ურთიერთკავშირი; კრიტიკის თავისუფლება, საკითხების უპრობლემო
განხილვა.
8. რას მოიცავს მეცნიერული ცოდნის კრიტერიუმები?
მეცნიერული ცოდნის ძირითადი კრიტერიუმებია ჭეშმარიტი,
ინტერსუბიექტური და სისტემური კრიტერიუმები. ცოდნის ჭეშმარიტება
გულისხმობს იმას, რომ ყოველი ცოდნა უნდა იყოს საგნობრივი, რადგან არ
შეიძლება იყოს „ცოდნა არაფერზე“. ინტერსუბიექტივიზმი გამოხატავს
ყველასათვის საერთო სავალდებულობას, საერთო მნიშვნელოვანს,
კოლექტიურს და განსხვავდება ინდივიდუალური შეხედულებისგან.
ინტერსუბიექტურობა ითხოვს მეცნიერული ცოდნის კვლავწარმოებას,
რეზუტატების ერთიდაიგივობას, რომელსაც სხვადასხვა მკვლევარი იღებს
ერთსა და იმავე ობიექტზე ერთნაირ პირობებში მუშაობისას. სისტემატურობა
დამახასიათებელია ცოდნის სხვადასხვა ფორმისთვის.
9. რა იგულისხმება მეთოდოლოგიის ეთიკურ საფუძვლებში?
მეთოდოლოგიის ეთიკური საფუძვლების მიხედვით, რადგან ადამიანის
ნებისმიერი ქმედება ხორციელდება საზოგადოებაში, ის ეფუძვნება მორალს და
იმართება ზნეობრივი ნორმებით. ეთიკას ორი სპეციფიური ასპექტი გააჩნია.
ესენია: კორპორატიული ეთიკა და პროფესიული ეთიკა. რაც შეეხება
სამეცნიერო ეთიკის ნორმებს, განიხილება ორი ასპექტით: შიდა ნორმები
(ურთიერთობა თანამშრომლებთან) და გარეგანი ნორმები - სწავლულთა
სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობიდან გამომდინა ქმედებებსა და მის
შედეგებზე.

You might also like