დავალება 9

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თემა 9.

ინტერაქტიული სწავლების მეთოდები


კითხვები და დავალებები

1. უმაღლეს სკოლაში აქტიური სწავლების დანერგვის რამდენი საფუძველი არსებობს


და რომელია ეს საფუძვლები?
2. რომელი სადისკუსიო წესების დაცვაა საჭირო ინტერაქტიური სწავლების
პროცესში?
3. რამდენ ჯგუფად იყოფა დღეისათვის პედაგოგიკაში სწავლებისადმი ყველა
მეთოდური მიდგომა და რომელია ეს ჯგუფები? მოკლედ დაახასიათეთ ისინი.
4. ინტერაქტიული სწავლების სხვადასხვა მეთოდები იხილეთ შესაბამის
ელექტრონულ რესურსში („სწავლების მეთოდები, სტრატეგიები, პედაგოგიური
ტექნოლოგიები და ცოდნის შემოწმება-შეფასების საკითხები“ / იმერ ბასილაძე, ნინო
ჭოხონელიძე, ნინო კოსტავა, ნატო ქობულაძე; რედ. თამარ მამარდაშვილი; აკ.
წერეთლის სახელმწ. უნ-ტი, ქუთაისი 2016, 490 გვ.; სტუ ცენტრალური ბიბლიოთეკა:
CD – 6033) და თითოეული პარაგრაფის ბოლოს მოცემულ კითხვებს გაეცით
წერილობით პასუხი.

§ 14. სოციალური (კოოპერატიული) თანამშრომლობითი სწავლება -- 136


§ 15. დისკუსია, როგორც სწავლების მეთოდი ---------------------------- 144
§ 16. გონებრივი იერიში, როგორც სწავლების მეთოდი ------------------ 150
§ 17. წერა, როგორც სწავლების მეთოდი -------------------------------- 154
§ 18. ჯგუფური მუშაობის არსი და მნიშვნელობა ----------------------- 156
§ 19. მინი ლექცია, როგორც სწავლების მეთოდი ------------------------ 159
§ 20. სიუჟეტურ-როლური თამაში, როგორც სწავლების მეთოდი --- 160
§ 21. პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი ----------------------------- 166

1. უმაღლეს სკოლაში აქტიური სწავლების დანერგვის ოთხი საფუძველი


არსებობს:
 აქტიური სწავლება/სწავლა თვითგანათლების უნარს ავითარებს.
 აქტიური სწავლება/სწავლა და კრიტიკული აზროვნება ცხოვრებაში
გამოსაყენებელ ცოდნას იძლევა.
 აქიური სწავლება/სწავლა ტოლერანტობისა და სოციალური
ურთიერთობის ჩვევებს აყალიბებს.
 აქტიური სწავლება/სწავლის აქტიური ფორმების გამოყენების დროს
სტუდენტთა დაინტერესება მაღალია.

2. სწავლების პროცესში საჭიროა დავიცვათ შემდეგი სადისკუსიო წესები:


 ყველა თანაბრად მონაწილეობს, უპირატესობა არავის არ ენიჭება;
 საუბრობენ არსებითზე;
 ისმენენ აქტიურად;
 ერთმანეთს მხარს უჭერენ;
 მე კრიტიკული ვარ იდეების/აზრების და არა ადამიანების მიმართ;
 მე დაინტერესებული ვარ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებით და არა
“გამარჯვებით”;
 მე ყველას მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ სათანადო ინფორმაციის
დამუშავებაში;
 მე ვუსმენ ყველას აზრს მაშინაც, თუ არ ვეთანხმები;
 მე ვცდილობ თავიდან ჩამოვაყალიბო სხვის მიერ გამოთქმული ბუნდოვანი
აზრი;
 მე მხედველობაში ვიღებ ორივე მხარის მხარდამჭერ ყველა აზრსა და ფაქტს
და შემდეგ ვცდილობ მათ შეკავშირებას იმგვარად, რომ ამას აზრი მიეცეს;
 მე ვცდილობ გავიგო საკითხის ორივე მხარე;
 მე აზრს ვიცვლი მაშინ, თუ ფაქტები ამას მოითხოვს.

3. დღეისათვის პედაგოგიკაში სწავლებისადმი ყველა მეთოდური მიდგომა სამ


ჯგუფად იყოფა:
1. პასიური მეთოდები;
2. აქტიური მეთოდები;
3. ინტერაქტიული მეთოდები;
პასიური მეთოდური მიდგომა. ეს არის პროფესორსა და სტუდენტებს შორის
აქტივობის ისეთი ფორმა, როდესაც პროფესორი ლექციის ძირითადი წამყვანი
ფიგურაა, ხოლო სტუდენტები მხოლოდ პასიური მსმენელები არიან. პასიური
მეთოდი სტუდენტების მიერ სასწავლო კურსის ათვისების თვალსაზრისით
არაეფექტურად არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, პასიურ მეთოდს
დადებითი ეფექტიც გააჩნია. კერძოდ, ლექციის მომზადება ნაკლებად
შრომატევადია და პროფესორს საშუალება აქვს, მცირე დროის ფარგლებში
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შედარებით დიდი რაოდენობის
სასწავლო მასალა მიაწოდოს სტუდენტებს.
აქტიური მეთოდური მიდგომა. ეს არის პროფესორსა და სტუდენტს შორის
აქტივობის ისეთი ფორმა, როდესაც პროფესორი და სტუდენტები ლექციის
მსვლელობისას ერთმანეთთან აქტიურად არიან დაკავშირებული და
სტუდენტები არ არიან პასიურ მდგომარეობაში. სწავლების ორივე ობიექტი
ლექციის აქტიური მონაწილეა.
ინტერაქტიური მეთოდური მიდგომა. ინტერაქტიური( Inter-ურთიერთ,
Aact-ქმედება) ნიშნავს ურთიერთქმედებას ან ვინმესთან საუბრისა და
დიალოგის რეჟიმში ყოფნას. აქტიურ და ინტერაქტიურ მეთოდურ მიდგომებს
შორის ბევრი მსგავსება და საერთოა. ინერაქტიურ მეთოდს განიხილავენ,
როგორც აქტიური მეთოდების ყველაზე თანამედროვე ფორმას. მათ შორის
მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ინტერაქტიური მეთოდები ორიენტირებულია
სტუდენტების უფრო ფართო ურთიერთქმედებაზე არა მარტო პროფესორთან,
არამედ ერთმანეთთანაც. ამ შემთხვევაში სწავლების პროცესი მოსწავლეების
აქტიურობაზეა დამყარებული.

You might also like