Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საერთაშორისო წითელი

ჯვარი
ინგლ.  International Red Cross
არასამთავრობო საერთაშორისო,
დამოუკიდებელი ჰუმანიტარული
ორგანიზაცია, რომელიც
შეიარაღებული კონფლიქტების
დროს მასში მონაწილე მხარეებს
შორის ნეიტრალურ შუამავლად
გამოდის. ორგანიზაცია
აერთიანებს წითელი ჯვრისა და
წითელი ნახევარმთვარის
ეროვნულ საზოგადოებებს,
წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტს, რომელიც 1863 წელს
ჩამოყალიბდა, და 1919 წელს
ჩამოყალიბებულ წითელი ჯვრის
ფედერაციას. სწჯ-ს მხოლოდ
ჰუმანიტარული მისია აკისრია,
რომელიც გულისხმობს ომისა და
ქვეყნის შინააშლილობის
მსხვერპლთა სიცოცხლისა და
ღირსების დაცვას და მათთვის
დახმარების გაწევას. კომიტეტი
ხელმძღვანელობს და
კოორდინაციას უწევს წითელი
ჯვრის მოძრაობას, საერთაშორისო
ჰუმანიტარულ საქმიანობას
შეიარაღებული კონფლიქტების
დროს; იგი ცდილობს, ადამიანებს
ააცილოს ტანჯვა ჰუმანიტარული
სამართლისა და
ზოგადსაკაცობრიო
ჰუმანიტარული პრინციპების
განტკიცებით, ომის წარმოების
მეთოდებისა და საშუალებათა
შეზღუდვით ან აკრძალვით და
ყოველივე ამის შესახებ ცოდნის
გავრცელებით. წითელი ჯვრისა
და წითელი ნახევარმთვარის
საერთაშორისო კომიტეტი და
ეროვნული საზოგადოებები
წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის ფედერაციასთან
ერთად აყალიბებენ წითელი
ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის საერთაშორისო
მოძრაობას, რომელსაც
ასევე ,,სწჯ-ს“ უწოდებე

You might also like