მზე მთვარე და პურის ყანა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ტკბობა წარსულიდან, საოცარი ტკივილი იმისა რომ ის დიდება რომელიც საქართველოში

არსებობდა, რომელიც მშობელი უნდა ყოფილიყო აწმყოსი და მომავლისა დაკარგული


იყო. ქართველები ისეთი დიდებით ვეღარ ცხოვრობენ როგორითაც ცხოვრობდნენ მათი
წინაპრები. ამ გულის ტკივილს გამოხატავს ალ.ჭავჭავაძე თავის პოეზიაში.
გოგჩა-სევანის ტბა, მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდი ტბა არის.
სწორედ გოგჩის ტბის ნახვისას გაუჩნდება ალ. ჭავჭავაძეს ის საოცარი პესიმიზმი
რომელიც შემდეგ ლექსში არის სრულიად გამოხატული. ძალიან გავს გოგჩა
ალ.ჭავჭავაძის ცხოვრებას- ზოგჯერ აღშფოთებული, ამღვრეული, აზვირთებული და
ზოგჯერ პირიქით-წყნარი, ნაზი, აუღელვებელი. გოგჩა ხან ბობოქარია, ხან წყნარი და
მშვიდი-ალ.ჭავჭავაძის გულის მსგავსად. მაგრამ პოეტი როგორც კი გახედავს მის
შემოგარენს იქ ხედავს რომ იქ სრულიად უბედურებაა დასადგურებული იმიტომ რომ
ყველაფერი დანგრეულია არაფერი ჩანს, აღარ არის ის დიდება რომელიც თავის დროზე ამ
ტბის შემოგარენში იყო. ეს არის უზარმაზარი ქალაქები, საასპარეზო მოედნები სადაც
გამოდიოდნენ და ერთმანეთს ერკინებოდნენ ვაჟკაცები, მხნე სომეხნი როგორც
ალ.ჭავჭავაძე ამბობს. მაგრამ რად გინდა? ძალიან მძიმე არის მდგომარეობა. ახლა
მხოლოდ ბუთა და ნატამალთა ვხედავთ, არაფერი აღარ არის, ყველაფერი წარმავალია,
ყველაფრი დანგრეულია; და არც მომავალში ჩანს არაფერი-“აჰა პალატთა დიდებულთა
ნგრეული ნაშთი, აჰა ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, აჰა ჩვენისა მომავლისა
ნამდვილი ხატი, მხოლოდ აწმყოზე რად დაბმულხარ,ხედავ ბრმობილო”. ე.ი არ არსებობს
აწმყო იმიტომ რომ თუ არ არსებობს წარსული-წარსულზე უნდა იყოს აგებული.
ალ.ჭავჭავაძე ძალიან გაორებული პიროვნებაა.

გოგჩის ტბის გარშემო ყველაფერი დანგრეული და დაქცეულია, ეს ყველაფერი კი არის


ძალიან დიდი ნაღველის მომცველი. აქ ყველაფერი ძაძით არის შემოსილი(ძაძით
ადამიანები იმოსებიან გლოვის ნიშნად). აქ ყველაფერს ადევს სამოვიარო ნიშანი, იმიტომ
რომ აქ არცერთი შენობა არ მოჩანს, აქ არის მხოლოდ კვალი, ნატამალი, ნარჩენები იმ
შენობებისა რომლებიც აქ ოდესღაც ყოფილან აღმართულნი. ეპითეტწბი რომლებიც
წარმოაჩენს რომ აქ იყო ქალაქები:”აქ ყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი”-
აყვავებული იყო ვრცელი ქალაქი-მიანიშნებს იმაზე რომ წარსული იყო დიდებული და
დიდებულად აყვავებული; აყვავებული წარსულის ფონზე კი კიდევ უფრო მგლოვიარედ
გამოიკვეთება აწმყო, იმიტომ რომ პიეტი წერს რომ “ახლა აქ ვხედავთ ოდეთ ბუთა და
ნატამალთა”-ბუ საერთოდ იქ ცხოვრობს სადაც არის ნანგრევები და ნატამალი. მესამე
სტროფში პოეტი გამოხატავს მთავარ სათქმელს-ნანგრევები მნახველებსაც თავის
მჭმუნვარებას გადასცემენ, ნანგრევთა ხილვა ტკივილს აჩენს მკითხველის გულში, აქ არის
უდაბურება, მჩუნარება, არარაობა.- არარაობის შეგრძნება უჩნდება მკითხველს ამ
ნანგრევების ხილვისას.თუ ჩვენ ამ წამს ვხედავთ შესანიშნავ ქალაქებს შენობებს, ეს იმას
არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი სულ იქნება, არამედ ყველაფერი ისე გაცამტვერდება
როგორც დაინგრა და გაცამტვერდა გოგჩის ნაპირები. ადამიანის მზერა არის
დაბრმავებული, თუკი ის ფიქრობს რომ ეს აწმყო მარადიულად გაგრძელდება; ადამიანმა
უნდა გაიხედოს მომავლისკენ და წინასწარ დაინახოს რომ ყოველივე ნადგურდება,
ყოველივე არის წარმავალი. წუთისოფლის კანონზომიერება-რაც გვაქვს დღეს ის ხვალ არ
იქნება. დანგრეულ-დაყრილ ქვებს შეჰყურება ალ.ჭავჭავაძე და იძახის რომ ამ ქვებისაგან
ერთ დროს იყო აგებული ტაძარი, სადაც თვითონ მეფეებიც(უძლეველნი, ძალაუფლების
მქონენი) მოწიწებით იდრეკდნენ მუხლს, სადაც ღვთის დიდება გაისმოდა და
ფსალმუნების ხმით იყო გაჟღენთილი ირგვლივ ყველაფერი; მაგრამ ეს ყველაფერი უკვე
დანგრეულია და მხოლოდ ქვებად არის ქცეული. ალ.ჭავჭავაძე ცდილობს დაგვიხატოს ის
სურათი და გარემო რომელიც ჩქეფდა გოგჩის გარშემო. ეს ტაძარი რომელიც იყო ერთ
დროს დიდებული ეხლა არის საწყალობელი, მას აქვს მხოლოდ ის ფუნქცია რომ
პირუტყვები შეიფაროს, ან შეიფაროს მგზავრი რომელიც შორიდან მოდის და მოაქვს
თავისი ნავაჭრი საქონელი-მეტი მოვალეობა მას აღარ აკისრია. ადრე აქ იყოო გამართული
დიდი მდიდრული სავაჭროები, ახსენებს სომეხ ვაჭრებს(სომხები გამოირჩეოდნენ
ვაჭრობის განსაკუთრებული უნარით, ცოდნით). აქ ადრე იყო მოედნები რომლებზეც
ადრე იმართებოდა შეჯიბრებები და რაინდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჩოგნის
ტაცებაში, ბურთის სროლაში, შუბის ტრიალში და ა.შ. და გამოავლენდნენ თავიანთ
ძალასა და სიმამაცეს. ეს შავი ქვები რომლებიც ეხლა არიან დახავსილნი ერთ დროს
ურთიერკავშირით იყვნენ ამაღლებულნი, ისინი ქმნიდნენ დიდებულ შენობას რომელთა
პატრონები იყვნენ დიდძალი ძალაუფლების სიმდიდრის მქონენი, მაგრამ ეს ყოველივე
დრომ წაშალა. იმ დროსაც იყვნენ ადამიანები რომელთა გულიც სავსე იყო შურით,
სიყვარულით, ბოროტებით-ყოველივე იმით რაც დამახასიათებელია ადამიანური
ყოფისათვის, ადამიანთა საზოგადოებისათვის, მაგრამ ყოველივე-სიყვარულიც,
ბოროტებაც, სიძულვილიც დრომ წაიღო, ასე განურჩევლად ეპყრობა დრო ყოველივეს.
ალ.ჭავჭავაძე ამ ფონზე უცებ გამოყოფს ლამაზ სურათს, აცოცხლებს მშვენიერ
ქალბატონებს რომლებიც მოდიოდნენ ამ ტბის სანაპიროზე და ტბა ირეკლავდა მათ
სილამაზეს. ისეთი ლამაზები იყვენენ ეს ქალები რომ თავმომწონე მთვარეც კი შურით
ივსებოდა როცა მათ უყურებდა და თითქოს შუქი აკლდებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა
რომ ამ ქალების სიმალაზე იყო ღვთაებრივზე უფრო მაღალი, ეს ყოველივე დრომ თავისი
სასტიკი ხელით გაანადგურა. ე.ი სხვასავით განადგურდა ეს ღვთაებრივზე აღმატებული
მშვენიერებაც კი.
აი ასეთი სევდით აღგვავსო ალ.ჭავჭავაძემ ამ ლექსით, მაგრამ ეს სევდა არის მშვენიერი
და ადამიანის ამამაღლებელი. რა თქმა უნდა ეს ლექსი დაგვაფიქრებს ჩვენ ცხოვრებაზე

You might also like