ნინო სალუქვაძე 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

???????????

Სეული , პეკინი , ბარსელონა , ატლანტა , სიდნეი , ათენი , ლონდონი , რიო დეჟანეირო და


სხვა ბევრი ქალაქი სადაც ნინო სალუქვაძე მარტო თუ გუნდური მუშობით ახერხებს
ღირსეულად წარადგინოს საქართველო მსოფლიო ასპარეზზე. Შემთხვევითი
დაინტერესება თუმცა არა შემთხვევითი წარმატება. მოზარდისგან რომელიც
“თავხედურად” ხსნიდა რეკორდებს ერთი მეორეს მიყოლებით აწ უკვე წარმატებულ
ტყვიის მსროლელ პირველ ქართველ ლიცენზირებულ სპორტსმენამდე.

მსოფლიო თასის ტურნირები იმდენჯერ მოიგო(ოცზე მეტი), რომ დიდი ხანია სათვალავი
აერია. სხვა „წვრილმან“ პირველობებზე ლაპარაკიც არ ღირს. მთავარი მონაპოვარი
მაინც უფრო იოლად ჩამოითვლება: სეულის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის
მედალი, პეკინის ოლიმპური ბრინჯაო, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონობა, პირად და
გუნდურ პირველობაში და ცხრა მსოფლიო სუპერ თასი, მსოფლიოს საუკეთესო
მსროლელი ქალის ტიტული 1989წელს.

ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ მედლებს, ხომ ჩამოთვლაც არ უნდა. აქვე სათქმელია


ის, რომ სროლაში მსოფლიო ჩემპიონატები, ოლიმპიური თამაშების მსგავსად , ოთხ
წელიწადში ერთხელ იმართება. ნინო სალუქვაძე, საქართველოს სპორტსმენებიდან
ერთადერთია, ვინც ექვს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. სეულიდან პეკინამდე და
მედლების სრული კომპლექტი(ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო) დაუგროვდა. მოკლედ
რეკორდების წიგნის საკადრისი მიღწევები აქვს. მისი პიროვნება საკმაოდ საინტერესოა ,
არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი დამსახურებების ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს
აქედან გამომდინარე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საშუალება მოგვეცა მასთან ინტერვიუ
ჩაგვეწერა

როგორც ცნობილია და რაოდენ


გასაკვირიც არ უნდა იყოს დედისერთა
გოგო ტყვიით სროლაზე შეიყვანეს.
როგორც თავად ამბობს 12 წლის
მოუსვენარი, ცელქი გოგო იყო და დედამ
გადაწყვიტა, რომ მამას ტყვიით სროლაზე
მიეყვანა მანამდე 4 წელი კალათბურთზე
დადიოდა. თუმცა მანძილის გამო უარის
თქმა მოუწია. მშობლებს ძალიან ბევრ
წრეზე დაყავდათ ცეკვაზე, მუსიკაზე,
ძალიან კარგად ხატავდა, დიზაინერობა
მოწონდა და ამ პროფესიაში რომ არ ეპოვა
თავი, დიზაინერობას ცდიდა.

“პატარაობისას ავჭალის სასროლეთზე


ვთამაშობდი ხოლმე. დიდი სასროლეთი
იყო, გილზებს ვაგროვებდი ,ოქროსფერი
იყო და მომწონდა. ძალიან მომწონდა
დუელიც, გადასროლას რომ
ეძახიან(თანაბარი შედეგების მქონე ორი სპორტსმენი ასე არკვევს ურთიერთობას , ანუ
პირველობის საკითხს)მარტო ორნი იდგნენ და ისროდნენ , სხვები არა. მე და დედა
ზოგჯერ თან დავყვებოდით ვახტანგს სოხუმში, ეშერის სასროლეთზე. ამ სასროლეთს
ოლიმპიური ბაზის სტატუსი ჰქონდა. ვარჯიშის შემდეგ სათევზაოდ მიდიოდნენ მამა და
ძმაკაცები, დედა საჭმელს ამზადებდა... სწორედ ეშერაში გადავყლაპე პნევმატური
პისტოლეტის გილზა. თავი კუთხურად ჰქონდა გაჭეჭყილი, სასულეში ჩამივარდა. უმალ
თბილისში გამომაქანეს და... ვერაფერი იპოვეს. მერე ეს ამბავი რომ გავიხსენე , ერთმა
ჟურნალისტმა მითხრა, ეგ რომ მცოდნოდა, კალამს გადავყლაპავდიო.”

“რაზე აღარ დავყავდი მშობლებს : კალათბურთზე, მუსიკაზე, ცეკვაზე...მაშინ, ასაკის


პირობაზე საკმაოდ მაღალი გოგო ვიყავი. ფორტეპიანო ძალიან მეჯავრებოდა ,
მუსიკალური მონაცემები არ მქონდა და მაინც ხუთიანზე ვაბარებდი გამოცდებს. უნოტოდ ,
მექანიკურად ვიმახსოვრებდი ყველაფერს. სამუსიკო 25 სასწავლებელში მისაღები
გამოცდების წინ კედლის საათის ისრები გადავწიე , რომ დამეგვიანებინა , დაკვრისას კი
შეგნებულად ავურიე, მაგრამ... მაინც მიმიღეს. ერთი წლის ჯახირის შემდეგ , როგორც იქნა ,
მამამ მუსიკალური სასწავლებლიდან გამომიყვანა. კალათბურთი ძალიან მომწონდა ,
მაგრამ დარბაზი შორს იყო და ვარჯიშს თავი დავანებე . მოკლედ, დავრჩი ეს მოძრავი
ბავშვი უსაქმოდ. ხე არ დამიტოვებია შორიახლო, ზედ რომ არ ავსულიყავი... დედაჩემი,
ნუნუ, რაკი ამ ყოფაში მხედავდა, მამას ჩააცივდა: რაც არის, არის წაიყვანე შენს
სპორტშიო. ერთადერთი, რაც მაშინ მათ ვუთხარი, თოფზე არ მინდა-მეთქი: ჩაიცვი,
დაწექი, ისროლე, თანაც ამდენი სიმძიმე ათრიე... თოფის მსროლელებს სხვანაირი
უნიფორმა აქვს, სკაფანდრივითაა. მხოლოდ პისტოლეტი!_ განვაცხადე კატეგორიულად .
მამა თან დამყვებოდა, მავარჯიშებდა, მაგრამ ოფიციალურად უფლება არ ჰქონდა ჩემი
მწვრთნელი ყოფილიყო, რადგან ჯერ ისევ მოქმედი სპორტსმენი იყო. Თავის
მწვრთნელთან, გამოცდილ ოთარ კვირიკაშვილთან მიმიყვანა...”

ოთარ კვირიკაშვილი ” მე და ვახტანგი ერთად ვმუშაობდით საბჭოთა არმიის მეათე


სპორტულ კლუბში, მე მწვრთნელი ვიყავი, ის_სპორტსმენი. ერთ მშვენიერ დღეს მთხოვა,
ნინოს უნდა დავაწყებინო ვარჯიში და მიიღებო. იმ დროს გოგოების გუნდი არ მყავდა ,
მაგრამ ვახტანგს უარს ვერ ვეტყოდი. იმ პერიოდში ავჭალის სპორტული კომპლექსი
დაანგრიეს და დიღომში, საშუალო სკოლის დარბაზში მოვაწყვეთ ტირი . იქ დაიწყო
ყველაფერი. თავიდანვე ეტყობოდა ნიჭი, თუნდაც იმაში, რომ მუდამ დიდი ყურადღებით
გვისმენდა. ჩუმი იყო,წყნარი,ხმას ვერ ამოაღებინებდი.სულ მარტო ყოფნა უნდოდა _
თოჯინებთან. თავისი ხელით უკერავდა კაბებს. მამას ეშინოდა კიდეც , ასე ჩაკეტილი არ
გაიზარდოსო. როცა სავარჯიშოდ მოიყვანა, ნინო ყველაზე უმცროსი იყო, პატარა დასავით
ეპყრობოდნენ სხვა გოგოები....ნინო ხელის ფორმით ძალიან ჰგავს დედას და როგორც
ჩანს, ხასიათითაც. თუ რამე მოინდომა, აუცილებლად მიაღწევს მიზანს. ნინომ ყველაფერს
მიაღწია თავისი ხასიათით, განწყობით, ძალიან უნდოდა დიდი მსროლელი გამხდარიყო
და გახდა კიდეც...ვარჯიშზე ჩუმად იყო, იდგა შოშიასავით და გვიყურებდა , რას ვეტყოდით .
ხასიათის სიმშვიდე ძალიან კარგად ახასიათებს მსროლელს. ახლაც კი, ასეთი ტიტულიანი
სპორტსმენი, ცეცხლის ხაზზე რომ შემოვა, ჩურჩულით ლაპარაკობს, რომ სხვებს ხელი არ
შეუშალოს, სხვებსაც ასევე არიგებს თვითონაც ხომ უკვე მწვრთნელია...თავიდანვე ძალიან
სტაბილურად მიდიოდა მაღალი შედეგებისკენ. ნინო ტაშკენტიდან, მოსწავლეთა
საკავშირო სპარტაკიადიდან რომ ჩამოვიდა, იმ პერიოდში ვახტანგს ჯარიდან
დემობილიზაცია მოუწია, მაგრამ მუშაობამ ისევ არმიის სპორტულ კლუბში განაგრძო.
მეგობრები ვიყავით და ვართ. მაშინ ვუთხარი, აწი ნინოს შენ მიხედავ და კიდევ ათ ბავშვს
გაბარებ, ჯგუფის შექმნაზე რომ არ იწვალო-მეთქი. ხომ არ ეწყინებაო კითხა. აბა,რა იყო
საწყენი. ეგ ყავდა ყველაზე ნიჭიერი, და კიდევ ბორის კოკორევი...”

გუნდში ყველასთან კარგი ან, უბრალოდ, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მეტოქეობის


ინტრიგებით გაჯერებულ ნაკრებში ძნელი იყო ასე თავის 23 დაწერა და მამაც მუდამ
არიგებდა: ინტრიგებში არ გაერიო, მხოლოდ შენი საქმე და სამიზნე გახსოვდესო , მაგრამ
სსრ კავშირის ნაკრების მალე გაიგეს ჯერ კიდევ პატარა ნინოს უკვე ჩამოყალიბებული
ხასიათის ამბავი. მაგალითად, მუდამ პრობლემა იყო სამიზნე დაფების გამოცვლა მორიგი
სერიის შემდეგ. ნინო კი არა მარტო თავისას, სხვების სამიზნეებსაც ცვლიდა . მერე ის
სხვები ნამუსმა შეაწუხა და საბოლოოდ განიმუხტა სიტუაცია....

Ნინო სალუქვაძის დედა ნუნუ “ რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთ შედეგებს მიაღწევდა , ერთი
წლის ვარჯიშის შემდეგ უკვე ჰქონდა დიდი წარმატებები. ხასიათიც შეეცვალა .
პატარაობისას, ასე შვიდ წლამდე, წარმოუდგენლად ცელქი იყო. მერე დადინჯდა ,
არაფერზე აღარ ბრაზდებოდა და არც ნერვიულობდა. პასუხისმგებლობის გრძნობა
ბავშობიდანვე ჰქონდა, სროლამ კი უფრო გაუღრმავა. ორკვირიანი შეკრებიდან რომ
ჩამოვიდოდა, ვიდრე იმ გაკვეთილებს არ ისწავლიდა, მისმა თანაკლასელებმა რომ
გაიარეს, ის სკოლაში არ წავიდოდა. არც ვნანობ და არც არასოდეს მინანია ნინოს გამო.
პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა თავის ქვეყანას ამდენი გამარჯვება და
სიხარული მოუტანა... თუმცა სპორტის გამო უფრო დამშორდა, სულ მამასთან იყო ხოლმე.
ხშირად მენატრებოდა, განსაკუთრებით პირველ დღეებში, როცა ქმარ -შვილს სადმე
გავაცილებდი. ლოდინი ჩემი ბედი ყოფილა ჯერ ვახო იკარგებოდა შეკრებებზე და
შეჯიბრებზე, მერე ნინო ან ორივე ერთად. მიხვდებით, ჩამოსულებს როგორი სიხარულით
ვხვდებოდი, სულ იმ კერძებს ვახვედრებდი, მათ რომ უყვართ. ჯერ ყველაზე ძალიან ის
გამიხარდა, 15 წლისამ მოსწავლეთა სპარტაკიადაზე ოთხი ოქროს მედალი რომ
დაიმსახურა. სეულის ოლიმპიადა კი ისე ვეღარ აღვიქვი : ძმა ახალი გარდაცვლილი
მყავდა და ნინოს მედლები, თითქოს ჩვეულებრივი ჯილდოები, ისე მივიღე, ხალხს კი სულ
სხვა რეაქცია ჰქონდა. პეკინის ოლიმპიადამ კი ძალიან გამახარა, ის მედალი ძალიან
სჭირდებოდა საქართველოს, ჩვენთან ომი იყო...”

Აუცილებლად
უნდა
აღინიშნოს
1987 წელს
მომხდარი
ამბავი. ნინომ
სეულში
საარაკო
მსოფლიო
სექტემბრის
მიწურულს
დაამყარა,
წლის ბოლოს
გამართულ
საერთაშორისო
ტურნირზე კი ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში გაიმარჯვა. იმ ტურნირს „სოვეტსკი
პატრიოტი“ ერქვა. საბჭოთა სპორტსმენებთან ერთად, ლოს- ანჯელესის ოლიმპიადის
შემდეგ, იქ პირველად იასპარეზეს აშშ-ს მსროლელებმა... საუკეთესო შედეგის
მიუხედავად, ქართველი მსროლელი მაინც არ წაიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე და სსრ
კავშირის შვიდგზის ჩემპიონისთვის მხოლოდ ძველი კონტინენტის იუნიორთა პირველობა
გაიმეტეს, რომელიც იქვე, ფინეთის ქალაქ ლაჰტიში ტარდებოდა თანხმვედრი გრაფიკით .
ნაკრების მწვრთნელებმა ამ უსამართლობის გასამართლებლად ასეთი არგუმენტი
მოიყვანეს: ახლა სეულის ოლიმპიადის წინ, რაც შეიძლება მეტი მსროლელი უნდა
გამოვცადოთო. ნინო კვლავ უმაღლეს დონეზე იყო მზად და ძალიან დაწყდა გული.
საბჭოთა სპეციალისტები ამგვარმა სელექციურმა ექსპერიმენტმა ბოლოს ისევ იმ
ადგილზე მიიყვანა, საიდანაც დაიწყეს: ერთი წლის შემდეგ სეულის ოლიმპიადაზე ისევ
ნინო სალუქვაძე და მარინა დობრანჩევა ( გათხოვების შემდეგ- ლოგვინენკო )
გაემგზავრნენ. მათი უპირატესობა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მსროლელთა
ნაკრების თავკაცებმა ძველ წესს უღალატეს. ადრე ოლიმპიადაზე ორივე დისციპლინაში
გამოდიოდა გუნდის ფავორიტი, დანარჩენი ორი კი- თითოს: ერთი- მცირეკალიბრიანი
პისტოლეტით სროლაში, მეორე- პნევმატურით. სამხრეთ კორეის დედაქალში ნინოც და
მარინაც ორივე- „ხმაურიან“ და „უხმაურო“ პისტოლეტს ისროდნენ... ნაკრების
მწვრთნელების საეჭვო გადაწყვეტილებას ნინო სალუქვაძემ ლაჰტისი დამაჯერებელი
გამარჯვებით უპასუხა. მცირეკალიბრიანი პისტოლეტით სროლაში იუნიორთა მსოფლიო
რეკორდი დაამყარა- 589 ქულა მოაგროვა და სამი ქულით აჯობა... იქვე, უფროსთა
ჩემპიონატში გამარჯვებულს ირინა კოცეროვას. ეს იყო ქართველი მოზარდის არნახული
„თავხედობა, მით უფრო, რომ საბჭოთა გუნდის მეორე წევრს, რომელიც ნინოს ნაცვლად
გამოიყვანეს ფინეთში, დიდი მარცხი შეემთხვა: ერთი გასროლა საერთოდ ააცილა
სამიზნეს, რაც კურიოზად ითვლება ამ სპორტში. ნინოს ეს ნამდვილად არ გახარებია .

Და მართლაც რაში მდგომარეობდა ახალგაზრდა მსროლელის წარმატება? ნინო უდავოდ


ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მის მიღწევებს მხოლოდ ნიჭიერება არ უდევს საფუძვლად ,
ჩვენი მსროლელთა გუნდის ხელმძღვანელობის თქმით, ნინო თავისი ასაკისათვის
უჩვეულო სერიოზულობით ეკიდებოდა ვარჯიშს. საზრიანი, დაკვირვებული გოგონა კი არ
ასრულებს მწვრთნელის მითითებებს, არამედ თვითონაც ცდილობს ჩასწვდეს სროლის
საიდუმლოს. ასპარეზობაზე კი...იმ დროს ჩემთვის სამიზნის გარდა არაფერი არსებობს ,
ამბობს სპორტსმენი. ეს მსროლელისთვის უაღრესად ძვირფასი თვისება შეჯიბრის დროს
მთელი ყურადღების, ძალა-ღონისა და ნებისყოფის დაძაბვის უნარი თვით
მრავლისმნახველ სპეციალისტთა აღტაცებასაც კი იწვევს.

ყველასთვის ცნობილია რომ პროფესია უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის


ფსიქოლოგიაზე განსაკურებით კი სპორტი. Ნინო სალუქვაძის აზრით საერთოდ , ყველა
პროფესია ცვლის ხასიათს. იმ პროფესიისთვის საჭირო საწყისი მონაცემები , ალბათ ,
ყველას გვაქვს, საითაც მივდიართ - ექიმი ხარ, მწერალი თუ ფილოსოფოსი. “მაგრამ, რა
თქმა უნდა, რაღაცას ხანგრძლივად რომ აკეთებ, ხასიათიც უფრო მეტად გიყალიბდება იმ
მიმართულებით. მე, მაგალითად, უფრო მომთმენ, თავშეკავებულ, უფრო
გაწონასწორებულ ადამიანად მაქცია სპორტის ჩემმა სახეობამ. თუმცა , გურული ვარ.
კავკასიელები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და, წესით, სროლას არ ვესადაგებით . აქ
მშვიდი და აუღელვებელი უნდა იყო. ფაქტია, რომ სისტემატურმა მუშაობამ ჩემი საწყისი
მონაცემები უფრო გააღრმავა და განავითარა. თუმცა, მებრძოლი ხასიათი თავიდანვე
უნდა გქონდეს.”

Ამ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი როლი მის ცხოვრებაში მამას უკავია რომელიც


ასევე მისი მწვრთნელი გახლდათ “მამა კარგად იცნობდა ადამიანის ხასიათს და ,
სიტუაციიდან გამომდინარე, ისეთ რამეს გთავაზობდა, სიტყვიერად თუ მოქმედებით , რაც
შენს სიმშვიდეს იწვევდა და არა შფოთვას. მას რომ მისნაირი მწვრთნელი ჰყოლოდა
თავის დროზე, ასე მგონია, უფრო დიდ შედეგებს მიაღწევდა ჩვენს სახეობაში , ვიდრე მე
მაქვს. მაგრამ ბედნიერია იმით, რომ თავისი ცხოვრება შესწირა შვილის წარმატებებს . მე
დიდებში არც მსოფლიო ჩემპიონატი მქონდა მოგებული, არც ევროპის ჩემპიონატი , როცა
ოლიმპიადა მოვიგე.”

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ნინო სალუქვაძეს სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით


დისერტაცია აქვს მომზადებული რომელიც სამწუხაროდ მისი ხელმძღვანელის ამირან
გრიგოლავას დაღუპვის გამო ვერ დაიცვა. Მისი დისერტაცია შეჯიბრისას
შესაძლებლობების რეალიზაციის მეთოდებზეა, რის დასამტკიცებლადაც უამრავ საბჭოთა
კავშირის ნაკრების წევრებთან, უმაღლეს და დამწყებ სპორტსმენებთან გაიარა
კონსულტაცია.

Თავად სპორტული სროლა ჯერ კიდევ პირველ, ათენის ოლიმპიადაზე 1896 წელს იქნა
ოლიმპიურ დისციპლინად დადგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ოლიმპიური
თამაშების სულის ჩამდგმელი პიერ დე კუბერტინი თავად იყო პისტოლეტით მსროლელი.
პროგრამაში ხუთი დისციპლინა შედიოდა, უმეტესწილად სამხედრო იარაღი
გამოიყენებოდა.

Საქართველოში კი ტყვიის სროლა, როგორც სპორტის სახეობა, XX საუკუნის 30-იანი


წლებიდან განვითარდა. სამხედრო ნაწილების სასროლეთებზე გახსნილ სასწავლო
ჯგუფებში ერთიანდებოდნენ მეტწილად სამხედრო მოსამსახურეები , რომლებიც
შეჯიბრებებში არმიის სპორტკლუბის სახელით გამოდიოდნენ. ასეთი ჯგუფები გაიხსნა
სპორტსაზოგადოება "დინამოსა" და დოსააფის ორგანიზაციებშიც. მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ დოსააფის ტირები მოეწყო თბილისში - რუსთაველის მოედანზე, ყოფილ
ენგელსის (ახლანდელი ლადო ასათიანის) ქუჩაზე და ვაშლიჯვარში, ბესიკის ქუჩაზე კი
განახლდა "დინამოს" ტირი. 1959 წელს ავჭალაში მწყობრში ჩადგა არმიელთა
კეთილმოწყობილი სასროლეთი. მარტივი ტიპის სასროლო ნაგებობები აშენდა გორში ,
ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, ეშერის სასროლეთი კი ყველა საერთაშორისო
მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

სპორტის ეს სახეობა მეტად სპეციფიკურია და ბევრად განსხვავდება სხვებისგან ამას ისი


ფაქტიც მოწმობს რომ ამ სპორტში არ ტარდება არანაირი წინასწარი სინჯი Აქ თავიდან
ბოლომდე შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და უნარებს უნდა მიენდო.

მსროლელებს ღია ბაზა არ აქვთ, ეს თავად ნინომ ახსენა იმასაც ბევრჯერ ამბობს რომ
მათ პროფესიაში 20% ტექნიკას ეკუთვნის, 80% ფსიქოლოგიას . მაგრამ საინტერესოა თუ
რას ნიშნავს ეს :

“შეჯიბრი ყოველთვის ბუნებრივ პირობებში ტარდება. ჩვენ კი დარბაზში ვემზადებით .


მოგეხსენებათ, ღია ცის ქვეშ და დარბაზში სულ სხვადასხვა განათებაა , გარეთ ქარი და
წვიმა მოქმედებს. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება . წარმატება იოლად არ
მოდის. თითოეული გამარჯვება დიდი ნერვების ფასად გვიჯდება სპორტსმენებს . “

ნინო სალუქვაძე: „ ტექნიკის დახვეწა, რა თქმა უნდა, ანაბანადან იწყება. ახლა ეს აღარ
მჭირდება. მდგრადობის აღდგენა და ფსიქოლოგიური მომზადება აი , ეს არის ჩემი
სადღეისო ამოცანა. მდგრადობა უნდა შეინარჩუნო და მთელი ძალების სრულ
კონცენტრაციას მიაღწიო. მაღალი შედეგი ძალიან ბევრი ფაქტორის ერთობლიობით
იქმნება. ფიზიკურ დატვირთვას უკეთ ძლებს ორგანიზმი, ფსიქოლოგიურ
დაძაბულობასთან გამკლავება კი, რომელიც ბოლომდე არც არის შესწავლილი,
გაცილებით ძნელი საქმეა. მუდმივი ვარჯიშია საჭირო. ერთ წინააღმდეგობას რომ
გადალახავ, მეორის დაძლევა უფრო გიადვილდება. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება შედეგები .
სტარტებს, ანუ შეჯიბრებათა რაოდენობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს . როდესაც
სტაბილურობას მიაღწევ, სწორედ ეს არის შენი ოსტატობის მაჩვენებელი . სტაბილურობის
შენარჩუნება ყოველთვის რთულია. მესტენდურეები თვლიან, რომ სეზონზე ორ ტურნირს
ვერ მოიგებ. მე რვა ტურნირი მომიგია. 1989 წელს ქალთა შორის მსოფლიოში საუკეთესო
მსროლელად დამასახელეს. არა მარტო პისტოლეტით მოასპარეზეთა შორის, არამედ
საერთოდ. ჩემს გარდა, შვიდი სუპერთასი მსოფლიოში არავის არ აქვს მოგებული.”

ნინოს გამარჯვების ფორმულა: ორბის თვალი და ფოლადის გამძლეობა, ოღონდ ,


არავითარ შემთხვევაში_ რკინის გული. რკინა და ფოლადი, კარგია, მაგრამ გრძნობა და
ემოცია უფრო საჭირო. ჩვენ რომ ტყვიის სროლა ცივგულიანთა - სპორტი გვეგონა, საქმე,
თურმე, სხვაგვარად ყოფილა. ნინო სალუქვაძე ამბობს: „იმ უკიდურესი დაძაბულობისა და
პასუხისმგებლობის მომენტშიც კი, როდესაც გამარჯვების ბედი ერთადერთ ანუ ბოლო
გასროლაზე ჰკიდია, როდესაც თვალი და გონება ერთ წერტილს მისჩერებია და იმ
მომენტში იმ წერტილის გარდა ქვეყანაზე სხვა არაფერი არ არსებობს, გონება გულს
ეთათბირება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ ღებულობს_ ისროლე !“- მთავარია
გულიდან წამოსული იმპულსი. ამაში ნინო ღრმად არის დარწმუნებული, რწმენა კი ძალიან
საჭირო რამ გახლავთ. ამ რწმენამ 20 წლის წინ, სეულში ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ
მწვერვალზე აიყვანა, 20 წლის შემდეგ კი, პეკინში ილომპიური ბრინჯაოს მედალი
მოაგებინა. 20 წელი მთელი ეპოქაა სპორტში. ძველი თაობა ასპარეზიდან მიდის და მის
ადგილს სხვა იკავებს, მაგრამ ეს წესი ნინოს ნაკლებად ეხება . ამიტომაც , მისი სპორტული
გზის შესაფასებლად, სტანდარტი და შაბლონი არ გამოდგება. ნინო თავად ამკვიდრებს
ახალ სტანდარტებს და ახალგაზრდებს სპორტულო გმირობის მაგალითს აძლევს . ის , რაც
პეკინში 10 აგვისტოს მოხდა, ამგვარ მაგალითთა რიცხვში შედის. სიმბოლურია:
სამაჩაბლოში სროლები რომ იყო, სწორედ იმ დღეს ნინო პეკინში ათიანში ისროლა .

პეკინის ოლიმპიადა განსაკუთრებული იყო, შავი ნიშნით დაღდასმული. აგვისტოს ომი


სწორედ მაშინ დაიწყო, ოლიმპიური თამაშების გახსნისას. ეს ყველასთვის შოკი იყო _ ომი
ჩვენს სამშობლოში თანაც ოლიმპიადის დროს... ასეთ პერიოდში ადრე ირან-ერაყის ომიც
კი შეწყვიტეს დროებით

საკვალიფიკაციო სროლების შემდეგ ნინოს 386 ქულა და მეოთხე შედეგი ჰქონდა ,


ფინალში კი ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა .
პირველ ადგილზე ჩინელი ვენ ძინ გუო გავიდა, მეორეზე- რუსი ნატალია პადერინა .
ოლიმპიადის მეორე დღეს, როდესაც საქართველოში რუსეთის არმია შემოიჭრა ,
ქართველი და რუსი სპორტსმენი კვარცხლბეკზე ერთმანეთის გვერდით აღმოჩდნენ და ეს
ამბავი უმალ იქცა მედიის ყურადღების საგნად. უცხოელი ჟურნალისტები უწინარესად
ქართველი სპორტსმენის კომენტარით დაინტერესდნენ : ნინო სალუქვაძე „რაც
საქართველოში ხდება, რა თქმა უნდა, საშინელებაა. სამშობლოდან შორს მყოფი
ქართული დელეგაციის თითოეული წევრი შოკირებულია. მაგრამ ჩვენ ამავე დროს
შეჯიბრებაში მონაწილეობა გვიწევს და ვალს იმით ვიხდით, რომ გასამარჯვებლად
გაათმაგებული მონდომებით ვიბრძვით. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ნალატია
პადერინასთან, ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა შეჯიბრებებზე და თბილი
ურთიერთობა გვაქვს. პოლიტიკოსების შეცდომა ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის“. სხვათა
შორის, მოგვიანებით ამ ამბავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ
როგიც გამოეხმაურა: „ჩემთვის რომ ეთხოვათ პეკინის ოლიმპიადის ყველაზე
დასამახსოვრებელ ეპიზოდებზე საუბარი, მე უპირველესად ამ ისტორიას გავიხსენებდი .
სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ , რუსმა და
ქართველმა სპორტსმენმა, ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებმა ,
ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთმანეთის ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ. ჩემი აზრით ,
აი ეს არის სპორტული სულისა და ერთიანობის საუკეთესო გამოვლინება“.

ინო სალუქვაძე ქართველთაგან პირველი იყო, ვინც პეკინის ოლიმპიური თამაშების


ლიცენზია მოიპოვა. ნინო სალუქვაძის ბრინჯაო პირველი ქართული მედალი იყო პეკინში .
ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ქალია, ვინც სამი ოლიმპიური მედლის მოპოვება
შეძლო. ნინო სალუქვაძე პირველი და ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, ვისაც
ოლიმპიადებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

Მისი ამდენ წლიანი კარიერის შემდეგ მისთვის მუდმივი კონკურენტი არ არსებობს

“სულ მოულოდნელად ირანელებიც კი გააქტიურდნენ, საკმაოდ კარგად ისვრიან. ასევე ,


თურქებიც; ძალიან ძლიერები არიან კორეელები და ინდოელები. ჩინელებზე აღარაფერს
ვიტყვი იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ძლიერები არიან და ამას ემატება ევროპიდან
წარმოდგენილი სპორტსმენები.”
Თუმცა როგორც თავად ამბობს

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, მობილიზებას და რაც


მთავარია, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო პირნათლად და როგორ მოხდება მედლებისა და
პრიზების გადანაწილება, ეგ უკვე სხვა საქმეა , ოლიმპიურ თამაშებზე უბრალო და
შემთხვევითი ადამიანი ვერ ხვდება. ამიტომ ყველას ერთნაირი შანსი აქვს და ყველა
თანაბრად კონკურენტია. ფსიქოლოგიური ბრძოლა მიდის, ვინ უფრო გაუძლებს.”

.2016 წელს
ცოტნე
მაჭავარიანი და
ნინო სალუქვაძე
გახდნენ
პირველი დედა-
შვილი,
რომლებმაც ერთ
ოლიმპიურ
თამაშებზე
ერთად
იასპარეზეს.
18წლის ცოტნემ
ევროპის
ჩემპიონატზე XXXI
ოლიმპური
თამაშების
ლიცენზია
მოიპოვა. ცოტნემ 10მეტრზე პნევმატური იარაღით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე 579
ქულა მოაგროვა, რომელიც იყო პირადი რეკორდი

“ცოტნე მორაგბე იყო, ოთხი თუ ხუთი წელი ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმების გამო ვეღარ
შეძლო გაგრძელება. თავიდან სერიოზულად არ მიუდგა სპორტის ამ სახეობას , მაგრამ
მერე რომ ნახა გამარჯვების გემო, უფრო მეტად მოინდომა.

18 წლის ასაკში მოიპოვა ოლიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია და პირველად მოხდა


ოლიმპიადების ისტორიაში, რომ დედა-შვილი მონაწილეობდა ერთდროულად . ეს მერე
გავიგეთ, რიოში რომ ჩავედით. ჩემი ქალიშვილიც ვარჯიშობდა, მაგრამ ექიმებმა
აუკრძალეს და სხვა საქმიანობას მიჰყო ხელი. ჩემი მეუღლე მორაგბეა.”

Ცნობილია რომ ნინო სალუქვაძემ ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და სპორტის


სპეციალისტი გახდა. Ამის შემდეგ კი თავად გახდა მწვრთნელი და ამ სფეროში მომავალ
თაობას დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებს

“- საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტის სახეობაა. ამიტომ სახელმწიფო თუ არ


დაგვეხმარა, არაფერი გამოვა. რაც გეგმაში გვიწერია, იმის მეხუთედი თუ კეთდება.
მესმის, რომ უჭირს ქვეყანას. ჩვენც რაც გვაქვს და რა შესაძლებლობაც გვაქვს,
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოთ.
შარშან ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები რომ ჩატარდა, მესამე ადგილი აიღო ნინო
ხუციბერიძემ. ლიზი კილაძე შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა . მან
წელსაც ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. კაკო მოსულიშვილმა მოიგო
საერთაშორისო შეჯიბრება. ერთი სიტყვით, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები
გვყავს. იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, გმირობის ტოლფასს აკეთებენ ეს
ბავშვები.”

ნინოს თქმით, სროლაში ბევრი რამ იცის, მაგრამ მაინც სჭირდება რჩევა: ' ყველაზე კარგი
ფსიქოლოგი შენივე მწვრთნელია. მამა მეუბნება, აღარ მიჯერებო, მაგრამ მისი რჩევები
სწორედ გაჭირვების დროს მშველის ხოლმე. ის ვარჯიშზე მამა არასოდეს ყოფილა
მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ. მწვრთნელობა ძალიან რთული და დამღლელია, ეს მე უკვე
გამოვცადე საკუთარ თავზე. რომ ვერ აკეთებენ იმას, რასაც ვასწავლი, მე ვისროლო_ეს
მირჩევნია.

Და რათქმაუნდა შეუძლებელია რომელიმე ჩემპიონატმა გაუთვალისწინებელი


მოვლენების გარეშე ჩაიაროს

“Მამაჩემი ყოველთვის მაფრთხილებდა, მეუბნებოდა სხვადასხვა ვარიანტზე , თუ რა


შეიძლება მოხდეს შეჯიბრებაზე და როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემს კარიერაში სულ
ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა.

ჩემი ყველაზე პირველი ძლიერი საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო


იუგოსლავიაში. ვარჯიშებზე ვისროდით ჩვეულებრივი საბჭოთა რუსული ტყვიებით ,
რომელიც იყო საიდუმლო დანიშნულების. ხელით აწყობდნენ და სროლის მერე
გილზებსაც, ნასროლ მასრებს უკან ვაბარებდით. ასეთი გასაიდუმლოებული ტყვია
შეჯიბრებაზე შემხვდა დენთის გარეშე და გაიჭედა ლულაში. მე ამას ვერ მივხვდი , იმიტომ,
რომ გადმოვარდა გილზა და მეგონა, რომ ჩვეულებრივ არ გაისროლა, ხდება ხოლმე
ასეც. ამ დროს შეგიძლია გადატენო თავიდან. რომ დავტენე და შემდეგი ტყვია მოვათავსე ,
მივხვდი, რომ შიგნით იყო ის თავი დარჩენილი.

საბოლოოდ, ორივე ერთად გავარდა. გადავრჩი, რომ არ გასკდა იმ ადგილას, სადაც


ტყვიას ვდებთ. გაიბერა ლულა რამდენიმე ადგილას, მოხვდა ტყვია ცხრიანში და რვიანში ,
მე კიდევ გაბრაზებული ვიყავი, ცხრიანი და რვიანი როგორ გამაკეთებინა . მაშინ ფარებზე ,
ქაღალდზე ვისროდით. მსაჯები რომ მივიდნენ, გაუკვირდათ, ამხელა ნახვრეტი რანაირად
გავაკეთე. არ იცოდნენ, რომ ორი ტყვია გავარდა.

მეორე დღეს მქონდა მეორე ნაწილი სასროლი იმავე იარაღით. ვფიქრობდი,


მობილიზაცია როგორ უნდა მომეხდინა. ეს შეჯიბრებაც მოვიგე, მაგრამ ისეთი
გაბრაზებული ვიყავი, როგორ გამიკეთა იარაღმა ასეთი რამ.”
Საბოლოოდ კი ქართველები ოდითგანვე კარგი მოასპარეზეები იყვნენ და ეს მრავალი
დოკუმენტით დასტურდება, უწინარესად _ ისტორიული, არქეოლოგიური და
ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალებით, ლიტერატურული წყაროებით, ქართველ თუ
უცხოელ მემატიანეთა ცნობებით. მათი კვლევა-ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ -
ნაკლები სიზუსტითა და სისრულით გავაშუქოთ ქართული სპორტის წარსული და ხალხურ
ასპარეზობათა ქრონიკა, დავადგინოთ სამხედრო-ფიზიკური აღზრდის თავისებურებანი
და ტრადიციულ სახეობათა წარმომავლობა.

Თუმცა დროთა განმავლობაში სპორტის სხვადასხვა დარში უდიდეს წარმატებებს


სხვადასხვა დროს ბევრმა ქართველმა მიაღწია

Ნინო სალუქვაძე იმის მაგალითია რომ ამ სფეროში მოღვაწეებისთვის სპორტი


ხელოვნების დარგია, სადაც ყველაზე კარად შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა ,
ყველაზე მეტად არიან თვითკრიტიკულები და ყველაზე მეტად ცდილობენ წინაზე უკეთესი
შედეგის დადებას , მას შეუძლია ადამიანებს შთააგონოს , დაანგრიოს ბარიერები ,
გამოიჩინოს ჰუმანიზმი ყველაზე მოულოდნელ დროს და წარმოაჩინოს სამიზნე როგორც
მიზანი მათთვის ვისაც ყველაზე მეტად ესმის შრომის ფასი

................................................................................
Გამოყენებული ლიტერატურა
1. Წიგნი ნინო სალუქვაძე - გიორგი ჩოჩიშვილი
2. Ინტერვიუ - Sportall.ge
3. Ინტერვიუ - 146-ე საჯარო სკოლა

You might also like