Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ევროკავშირის მაშინდელი მორიგე

თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი


თბილისში ჩამოვიდა, რუსეთის ავიაცია ჯერ ისევ ბომბავდა
საქართველოს ტერიტორიებს და ვრცელდებოდა არაერთი ცნობა
ქართული სოფლებიდან ქართველების დევნისა და მათთან
ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. სარკოზი თბილისში
მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან
შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც,ოფიციალური
ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ - 15
აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. მიუხედავად
ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების
სახელით, რომელსაც ხშირად და სხვადასხვა დონეზე სარკოზი-
მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც უწოდებენ. თბილისი კი
იმთავითვე ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით სარკოზი-
მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა, ბუნებაში არ არსებობს.

სარკოზიმ საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა რომ სავსებით


ნორმალურია, რომ რუსეთს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და
რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც
რუსულენოვანებისა რუსეთს გარეთ... და ასევე მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენ, ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, გვსურს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და
დამოუკიდებლობის გარანტირება.”

სარკოზიმ 12 აგვისტოს საქართველოში ჩამოიტანა მედვედევთან


უკვე შეთანხმებული ხელმოსაწერი დოკუმენტი, რომელსაც
საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ,
გარკვეული ცვლილებების შეტანის მერე, 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.
ხელმოწერას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების მაშინდელ
სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან, თბილისში
გამართული ოთხსაათნახევრიანი საუბარი. იმ დღეს ითქვა, რომ
საქართველომ ხელი მოაწერა საფრანგეთის შუამავლობით
მომზადებულ დოკუმენტს რუსეთსა და საქართველოს შორის
ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 

თუმცა, როდესაც მეორე დღეს რუსეთის ხელმოწერის ჯერი დადგა,


კრემლმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა საფრანგეთისა და რუსეთის
პრეზიდენტების მიერ ერთობლივად მომზადებულ გეგმას, რომელიც
ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა ქართულ და ოსურ მხარეებს და
რომელზეც ხელმოწერა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების
ლიდერებმაც დატოვეს. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი
ლავროვმა 16 აგვისტოს ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ სააკაშვილის მიერ
შემოკლებული და გადაკეთებული დოკუმენტისთვის ხელი არ
მოგვიწერია, ჩვენ ხელი სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას
მოვაწერეთო. ამით რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ
საფრანგეთის პრეზიდენტს აგვისტოს ომში ის არა აგრესიულ მხარედ,
არამედ კონფლიქტის დარეგულირების მსურველ ძალად ჰყავდა
წარმოდგენილი. 

12 აგვისტოს შეთანხმება 8 სექტემბერს კონკრეტული ნაბიჯების


დაგეგმვით დაზუსტდა და სწორედ ამ დოკუმენტის
გათვალისწინებით შემოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის
მეთვალყურეები. თუმცა იმ დროისთვის კრემლს საქართველოს
სეპარატისტული რეგიონები უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებად ჰყავდა
აღიარებული. მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებების
შესრულებას რუსეთს სხვადასხვა ტრიბუნიდან მუდმივად, მაგრამ
ჯერ ისევ ამაოდ შეახსენებენ.

ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო, ნატო, გაერო თუ დასავლეთის


ქვეყნების ლიდერები სხვადასხვა ტრიბუნიდან და სხვადასხვა დროს
დამტკიცებულ საერთაშორისო დოკუმენტებში მუდმივად
შეახსენებდნენ რუსეთის ფედერაციას, რომ აუცილებელია
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და, მათ შორის,
აუცილებელია 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით
რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი 6-პუნქტიანი
შეთანხმების შესრულება. ეს აქცენტი მკაფიოდ დაისვა ამერიკის
შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებულ
საკანონმდებლო აქტში, რომელიც ამკაცრებს სანქციების რეჟიმს
რუსეთისთვის და რომელსაც აგვისტოს დასაწყისში პრეზიდენტმა
ტრამპმაც მოაწერა ხელი
2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმა გულისხმობდა:
ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, სამხედრო მოქმედებებზე უარის
თქმას, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ ხელმისაწვდომობას
ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, საქართველოს შეიარაღებული
ძალების დაბრუნებას მათი დისლოკაციის ადგილებში, რუსეთის
შეიარაღებული ძალების უკან დაბრუნებას სამხედრო მოქმედებების
დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, საერთაშორისო მექანიზმის
შემუშავებას და საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას უსაფრთხოებისა
და სტაბილურობის პირობების შესახებ.
ამ ვალდებულებებს რუსეთი იგნორირებით პასუხობს. მეტიც, რუსეთმა
2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება აბსოლუტურად
შესრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 2010 წლის 18 ოქტომბერს
საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვა. მართალია, პერევიდან
გასვლის ფაქტმა იმხანად საერთაშორისო თანამეგობრობის კმაყოფილება
გამოიწვია, მაგრამ პროცესის უშუალო შუამავლის, - იმ დროისათვის
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, - საფრანგეთის
პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადება, ცხადყოფს, რომ
პერევიდან რუსეთის გასვლა საკმარისი სულაც არ იყო.
საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მაშინაც ნათელი იყო და ახლა
მით უმეტეს, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებით
მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი 6-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებას.
ამასთან, რუსეთი სულ უფრო იმყარებს თავის პოზიციებს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, აბსოლუტურად დესტრუქციულად მოქმედებს ჟენევის
საერაშორისო მოლაპარაკებათა სარბიელზე და ხელს შეგნებულად
უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნას.
ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სწორედ ეს დოკუმენტი რჩება
ერთადერთ საერთაშორისო გარანტიად რეგიონში უსაფრთხოების
შენარჩუნების კუთხით. 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი
შეთანხმება წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არა
სამშვიდობო შეთანხმებას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი
ამოწურულად ვერ ჩაითვლება ამ შეთანხმების სრულად შესრულების
შემთხვევაშიც კი. საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი
მხარდაჭერა საქართველოს ამის შემდეგაც დასჭირდება, რათა მიღწეული
იქნეს ქვეყნის სრული დეოკუპაცია და აღდგეს ტერიტორიული
მთლიანობა.

12 აგვისტოს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საერთო-


საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დარგში, ჰავიერ სოლანას
რუსეთის მთავრობამ მოახსენა რომ „რუსეთის ოპერაციის მიზანი –
საქართველოს მხარის იძულება, რომ დაეცვა მშვიდობა მიღწეული იყო
და მან ოპერაციის დასრულება გადაწყვიტა.“1457 მოგვიანებით, იმავე
დღეს, პრეზიდენტი მედვედევი შეხვდა პრეზიდენტ სარკოზის,
რომელმაც ევროკავშირის სახელით, პრეზიდენტ ბუშთან, გერმანიის
კანცლერ ანგელა მერკელთან და ევროპის სხვა ლიდერებთან
სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ წარუდგინა ცეცხლის შეწყვეტის
გეგმა. პრეზიდენტმა მედვედევმა, შეტყობინებების მიხედვით, შეასწორა
გეგმის ზოგიერთი ელემენტი. შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი, კუშნერი გაემგზავრა თბილისში, ქართული მხარისთვის
წინადადებების წარსადგენად. პრეზიდენტები მედვედევი და
სააკაშვილი, სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ, დათანხმდნენ 6-
პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე. ეს გეგმა კონფლიქტის ყვლა მხარეს
მოუწოდებდა შემდეგი პირობების მიღებასა და შესრულებას:
 თავის შეკავება ძალის გამოყენებისგან;
 საომარი მოქმედებების საბოლოოდ შეწყვეტა;
 ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა;
 საქართველოს სამხედრო ძალების ბაზებზე დაბრუნება;
 რუსეთის სამხედრო ძალები უნდა დაუბრუნდნენ პოზიციებს,
რომელიც მათ
ეკავათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე. საერთაშორისო
მექანიზმების ამოქმედებამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა მიიღონ
უსაფრთხოების დამატებითი ზომები;
 საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვა, აფხაზეთსა და სამხრეთ
ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევასთან
დაკავშირებით.1458
რამდენადაც საერთაშორისო მექანიზმები არ ამოქმედდა, რუსეთის
სამშვიდობო ძალები პატრულირებას უწევდა ე.წ. ბუფერულ ზონას,
სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ. გეგმა
int/menus/icc/press%20and%20media/press%20releases/press
%20releases%20(2008)/icc%20prosecutor %20confirms%20situation
%20in%20georgia%20under%20analysis?lan=en-GB
1457 ITAR-TASS, 2008 წ. 12 აგვისტო.
1458 ექვსპუნქტიანი გეგმის ინგლისური თარგმანი მოცემულიას პრეს
რელიზში, საერთო საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა საგანგებო
შეხვედრა, ბრუსელი, 2008 წ. 13 აგვისტო, ევროკავშირის საბჭო.
521
სპეციალურად არ ითვალისწინებდა, რომ სამშვიდობო ძალები
იმოქმედებდნენ სამხრეთ ოსეთის ფარგლებში.1459
2008 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დათანხმდნენ
და ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ამ გეგმას. იმავე დღეს,
საქართველომ დაიწყო პროცედურები დსთ- ის შემადგენლობიდან
გამოსვლისთვის და საქართველომ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი,
რომელსაც წლების განმავლობაში განიხილავდა.
22 აგვისტოს, რამდენიმე დასავლურმა მედია საშუალებამ დააფიქსირა
რუსეთის სამხედრო ნაწილების მნიშვნელოვანი ნაწილის, თუმცა,
არასრულად, გასვლა „საკუთრივ საქართველოს“ ტერიტორიიდან.
status quo ante bellum განსხვავებული ინტერპრეტაციები
ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ ზომებს.
დიპლომატიური მოვლენა, რომელსაც ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა
ეწოდა, კიდევ უფრო დიდ საკითხს წარმოადგენდა. 25 აგვისტოს,
რუსეთის ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტს
რეკომენდაცია გაუწიეს, ეცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა. ამ მომენტშიც კი, ზოგიერთი რუსი და დასავლელი
ექსპერტები არ იჯერებდნენ, რომ კრემლი შეასრულებდა ამ
რეკომენდაციას. თუმცა, 26 აგვისტოს განცხადებაში, პრეზიდენტმა
მედვედევმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ოფიციალურად სცნობდა ორივე
რეგიონის დამოუკიდებლობას და მოუწოდებდა სხვა სახელმწიფოებს,
ასევე გადაედგათ ეს დიპლომატიური ნაბიჯი. 5 სექტემბერს, ნიკარაგუამ
სცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
რუსეთის დომინანტურ ფორმატში, როგორიცაა კოლექტიური
უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO), არც ერთმა
სახელმიწფომ არ გადადგა ეს ნაბიჯი. 2008 წლის აგვისტოს ბოლოს,
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე გამოიცა
კომუნიკე, სადაც აისახა გამოყოფილი რეგიონების აღიარების დაგმობა.
შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, რუსეთის პრეზიდენტმა
მედვედევმა ჩამოაყალიბა დოქტრინა ინტერესების პრივილეგირებული
ზომების შესახებ.
8 სექტემბერს, პრეზიდენტმა სარკოზიმ და პრეზიდენტმა მედვედევმა
ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ შეთანხმებას, რომელშიც
დეტალურად იყო წარმოდგენილი ექვსპუნქტიანი გეგმის დებულებები.
ის ითვალისწინებდა შეიარაღებული ძალების გაყვანის ღონისძიებებს და
საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს. ის ასევე, ითვალისწინებდა
საერთაშორისო დამკვირვებლების – UNOMIG და OSCE მისიების
მუშაობის გაგრძელებას საქართველოში. ეს უნდა მომხდარიყო მათი
1459 ჯიმ ნიკოლი: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი 2008 წ.
აგვისტოში: კონტექსტი და შედეგები აშშ-ის ინტერესებისთვის
კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიში, 2009 წ. 3 მარტი. გვ. 7-12.
522

არსებული მანდატების ფარგლებში, რაც დაექვემდებარებოდა შემდგომ


შესწორებებს, შესაბამისად, გაერო–ს უშიშროების საბჭოს და ეუთო–ს
მუდმივმოქმედი საბჭოს მხრიდან. საერთაშორისო დამკვირვებლები,
მათ შორის, სულ მცირე, 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან,
იმუშავებდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში.
ამგვარად, ევროკავშირი გახდა ძალის გამოუყენებლობის პრინციპის
გარანტი. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა საერთაშორისო
დისკუსიების ჩატარებას, როგორც გათვალისწინებული იყო
ექვსპუნქტიან გეგმაში, რაც დაიწყებოდა 2008 წლის 15 ოქტომბერს,
ჟენევაში.1460
ფოთიდან და სენაკიდან რუსეთის ჯარები გაიყვანეს 13 სექტემბერს. 6
ოქტომბრისთვის ისინი გაიყვანეს ე.წ. ბუფერული ზონებიდან. ამ გეგმის
შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის
მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე ათასიანი რუსული ნაწილები
დარჩებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამას გარდა, რუსული
საკონტროლო გამშვები პუნქტები დარჩებოდა ზოგიერთ ადგილებში,
მაგალითად, ახალგორის რაიონში, სამხრეთ ოსეთის აღმოსავლეთ
ნაწილში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის
დაწყებამდე საქართველო მართავდა. ამგვარად, რუსეთმა არ
დააკმაყოფილა მოთხოვნა დაებრუნებინა მისი ჯარები ომამდე არსებულ
პოზიციებზე.
მეტიც, კრემლის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ,
კოსოვოს პრეცედენტის ფორმულაზე დაყრდნობით, ზემოქმედება
მოახდინა კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო ღონისძიებებზე.
ახლადშექმნილმა მონიტორინგის მისიამ საქართველოში (EUMM),
განსაზღვრა მისი მოქმედების ზონად „მთელი საქართველო,“ მაგრამ მან
ვერ მიიღო თავისუფალი დაშვება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მალე
ნათელი გახდა, რომ რუსეთი და მისი პროტეჟეები სოხუმსა და
ცხინვალში არ დაუშვებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს არც ერთ
რეგიონში. ამ შეზღუდვას სერიოზული შედეგები მოჰყვა ისეთი
მისიისთვის, როგორიცაა EUMM. ორივე რეგიონში დაშვების გარეშე, ის
ვერ შეასრულებდა ამოცანას, საქართველოში განეხორციელებინა ომის
შემდგომი სტაბილიზაციის პროცესისა და ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების შესრულების მონიტორინგი. ამგვარად, შეზღუდული
მოქმედების არეალით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „მიმდებარე
რეგიონებით,“ EUMM ხელს უწყობს იმ დე–ფაქტო საზღვრების დაცვას,
რომლებსაც ევროპა და დანარჩენი მსოფლიო არ სცნობს, რუსეთის და
ნიკარაგუას გამოკლებით. ამგვარად, ომის შემდგომი სტაბილიზაციის
პროცესი საქართველოში, საკმაოდ გაურკვეველ და ბუნდოვან
საფუძველს დაეყრდნო.
1460 4 იხ.: „პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაემგზავრა მოსკოვსა და
თბილისში (2008 წ. 8 სექტემბერი), Ministère des Affaires Etrangères,
http://pastel.diplomatie.gouv.fr/en/article_imprim.php3?
id_article=11846 (2009 წ. 5 აგვისტო)
523

საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო დისკუსიები გაიმართა


გაერო–ში, ჟენევაში, 2008 წლის 15 ოქტომბრის შეხვედრაზე,
ევროკავშირის, გაერო–ს და ეუთო–ს სრული მონაწილეობით

You might also like