Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 15

ღეროვანი უჯრედები

თამარ ბეროზაშვილი
საუკუნეების მანძილზე მეცნიერებმა
იცოდნენ,რომ ზოგიერთ ცხოველს
რეგენერაციის უნარი გააჩნია. მართალია
ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი, მაგრამ ჩვენი
ორგანიზმი მუდმივად ანახლებს სისხლსა
და სხვა ქსოვილებს. მსგავსება ისეთ
უჯრედებთან რომელთაც აქვთ
რეგენერაციის უნარი აღმოაჩინეს 1950-
იან წლებში ძვლის ტვინზე ჩატარებული
ექსპერიმენტებისას. აღმოჩნდა რომ ჩვენს
ორგანიზმში არსებობს ღეროვანი
უჯრედები. ექიმებს საშუალება მიეცათ
დაზიანებული უჯრედები ჩაენაცვლე-
ბინათ ახალი ჯანმრთელი უჯრედით.
სულ რამდენიმე წუთია საჭირო
იმისთვის,რომ ექიმებმა
ახალშობილის ჭიპლარიდან სისხლი
აიღონ, რომელიც ბავშვს სულ არ
ჭირდება. შემდეგ გამოაცალკევებენ
ღეროვან უჯრედებს და 196
გრადუსზე გაყინავენ,რომ
ახალშობილს მთელი სიცოცხლის
განმავლობაში შეუნახონ და
მოსალოდნელი დაავადებებისგან
დაიცვან იგი.
ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების
უნარი აქვთ და შეუძლიათ წარმოქმნან
ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი,
რომლებისგანაც სხეული შედგება.
მაგალითად დაზიანებულ ღვიძლში
გადანერგვისას, ისინი ღვიძლის
ფუნქციას ითავსენ. ამის გამო მათი
გამოყენება შეიძლება სხვადასხვა
დაავადებების განკურნებისთვის,
ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია.
წელიწადნახევრის წინ აშშ-ში სფაროვ მორისი
საკუთარი სახლის საცურაო აუზში ჩავარდა. გოგონა
წყლიდან მხოლოდ 45 წუთის შემდეგ ამოიყვანეს.
ჟანგბადის უკმარისობამ მას ტვინის უჯრედები
დაუზიანა, რამაც ბავშვის სრული პარალიზება და
მეტყველების უნარის წართმევა გამოიწვია. 15 თვის
შემდეგ ექიმებმა მშობლებს მკურნალობის პროცესში
შვილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების
გამოყენება შეთავაზეს. მოლოდინმა ყველა შედეგს
გადააჭარბა. მორისის მშობლების თქმით, შედეგი
ღეროვანი უჯრედების შეყვანიდანვე დადგა. ოთხი
წლის მორისს მეტყველება დაუბრუნდა და
დამოუკიდებლად სიარულიც შეძლო.
ყველაზე მძლავრი ღეროვანი უჯრედი არის განაყოფიერებული
კვერცხუჯრედი. მისგან ვითარდება ადამიანის 200-ზე მეტი
ტიპის უჯრედი,რომელთა საერთო რაოდენობა 100
ტრილიონამდეა. რაც უფრო იმატებს ორგანიზმის ასაკი,მით
უფრო მცირეა ღეროვანი უჯრედების პოტენციალი.
სიბერეც შეიძლება ითქვას ღეროვანი უჯრედების დეფიციტით არის
გამოწვეული,იმიტომ რომ ღეროვანი უჯრედი არის
თვითგანახლების ერთადერთი წყარო.
არსებობს თეორიები, რომ
თუ ღეროვან უჯრედებს
გარედან შევიყვანთ ადამ-
იანის ორგანიზმში,
შესაძლებელი გახდება
სიცოცხლის გახანგრძლი-
ვება.
მოზრდილთა ღეროვანი უჯრეედები
ღრმადაა ჩამალული ადამიანის
ორგანიზმში, შემოსაზღვრულია
მილიონობით ჩვეულებრივი
უჯრედით და ხელს უწყობს
ორგანიზმს შეივსოს უჯრედის
დანაკლისი საჭიროების
შემთხვევაში.
ზოგიერთი ასეთი ღეროვანი
უჯრედი როგორიცაა სისხლის,კანის,
ნაწლავის და
ტვინისაც კი უკვე ნაპოვნია
ადამიანის ორგანიზმში
მეცნიერები იმედოვნებენ,რომ ღეროვან
უჯრედებს აქვს პოტენციალი შეცვალოს
სხვადასხვა დაავადების მკურნალობის
მეთოდიკა. მკურნალობის რამდენიმე
ალტერნატიული მეთოდი უკვე არსებობს
მაგ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია,
რომელიც ლეიკემიის დროს გამოიყენება.
მომავალში დაგეგმილია ისეთი
დაავადებების სამკურნალო მეთოდების
შემუშავება როგორებიცაა: ავთვისებიანი
სიმსივნეები,პარკინსონის დაავადება და
ზურგის ტვინის დაზიანებები.
არსებობს სიმსივნური
ღეროვანი უჯრედებიც,
რომელიც აღმოაჩინეს 1997
წელს. როგორც ნორმალური ისე
სიმსივნური ღეროვანი
უჯრედები არსებობს მცირე
რაოდენობით, მაგრამმათ აქვთ
გამრავლდნენ და ჩაანაცვლონ
ჯანმრთელი უჯრედები. კიბოს
მკურნალობის მეთოდი
მდგომარეობს სიმსივნური
ღეროვანი
უჯრედების განადგურებაში.
ღეროვანი უჯრედების
პირველი ბანკი გაიხსნა
ლონდონში,რომელიც
ემსახურება ღეროვანი
უჯრედების წყაროს შენახვასა
და მათ გამოყენებას.
ღეროვანი უჯრედების ეს
ბანკი სახელმწიფო
ორგანიზაციაა. ბანკი
მოიცავს ნებისმიერი ტიპის
დღემდე აღმოჩენილ ღეროვან
უჯრედებს.
"ჯეოქორდი" ჯერჯერობით ერთადერთი ღეროვანი უჯრედების ბანკია
საქართველოში,რომელიც ღეროვან უჯრედებზე მუშაობს. მაგრამ ეს
კომერციული დაწესებულებაა და იქ ღეროვანი უჯრედების გამოყვანა
ბიზნესია. ამ ბანკში 1000-მდე ბავშვის ღეროვანი უჯრედები ინახება თხევადი
აზოტის საცავებში -196 გრადუსზე და მათი გამოყენება მის მფლობელს
ცხოვრების ბოლომდე შეუძლია.
ღეროვან უჯრედებს
შეუძლიათ 200-ზე მეტი
ტიპის ქსოვილად
ჩამოყალიბება: თუ
ღეროვანი უჯრედების
ჩასახვა პანკრეასში
მოხდება,მათგან
წარმოიქმნება
პანკრეასის უჯრედები
და შესაძლებელი
გახდება დიაბეტისგან
განკურნება.
ღეროვანი
უჯრედები დიდ
შანსს იძლევა
შეიქმნას
ხელოვნური
ორგანოები და
ქსოვილები.
თუმცა ამისთვის
საჭიროა
ინტენსიური
კვლევები.

You might also like