Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

შეჯამება

კვლევამ საშუალება მოგვცა პასუხები გაგვეცა დსამული კითხვებისთვის და ასევე


მოგვცა შესაძლებლობა ღრმად გვემსჯელა საკვლევ საკითხზე.

ლიტერატურის მიმოხილვაში გავაანალიზეთ საკვლევი საკითხი, თუ რა და როგრი


რეალური დამოკიდებულება ქალსა და რელიგიას(ამ შემთხვევაში განხილულია
ისლამი და ქრისტიანობა) შორის. ახსნილია თუ რატომ მიაჩნია მსოფლიოს სოციუმის
უმეტეს ნაწილს, რომ რელიგიის მიხედვით ქალს ნაკლები უფლებებიი აქვს ვიდრე
კაცს.

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, „ეპოქალური დამოკიდებულებების ისტორია ქალის


უფლებებისადმი“, და დახმარებით კარგად გავაანალიზე ზემოთ ხსენებული სტიგმა.
ამ წყარომ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ქალის როლის ჩამოყალიბება განაპირობა
უძველესმა ისტორიამ. ღმერთმა პირველი კაცი შექმნა თიხისგან, ხოლო ქალი მისი
ნეკნისგან. ამ ისტორიამ შექმნა აზროვნება, რომლის მიხედვითაც ადამიანებს სჯერათ,
რომ ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს. მაგრამ ბიბლიაში ამისგან განსხვავებული რამ
წერია, იგი გვამცნობს, რომ ქალი და კაცი ერთმანეთისთვის ხატები არიან. ყურანის
მიხედვითაც ქალს და კაცსაც მსგავის უფლებები აქვთ და მათ ერთმანეთის გარეშე
არსებობა არ შეუძლია. არცერთ რელიგიურ წიგნში ღმერთს არ გააჩნია სქესი, მაგრამ
იგი დღეს გაიგივებულია, როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელი. პირველადმა
ცოდვამ, რომელიც ასევე ქალთანაა დაკავშირებული, განაპირობა ქალისადმი
გულგრილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ჩემს მიერ განხილული მეორე წყარო
არის ,,ქალის როლი ტრადიციულ მოძღვრებაში“, სადაც წარმოჩენილია
მართმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ქალის უფლებების მიართ. ამ
სტატიაში ნაჩვენებია, რომ ეკლესია და მთლიანი საპატრიარქო მხარს უჭერს ქალის
უფლებების როლის ზრდას რევანდელ ცხოვრებაში. ეკლესია მოხარული იქნება თუ
გაიზრდება ქალთა რაოდენება პოლიტიკაში. ჩემი მიზანი იყო, წარმომეჩინა ქალის
რეალური როლი. მსურდა დამენახებინა ჩემი მკითხველისთვის, რომ არც ისლამი და

1
არც ქრისტიანობა არ აკნინებს ქალის უფლებებს და არ აყენებს მას კაცის უკან. იქიდან
გამომდინარე რომ დღეს ეს ასე არ არის გაგებული და გაანალიზებული, ჩემი ნაშრომი
ძალიან ბერვს დაეხმარება შეიცნოს თავის უფლებები და მათი ზღვარი თავისივე
რლიგიიდან გამომდინარე.

You might also like