ანა ოტიაშვილი, ადამ სმითი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ანა ოტიაშვილი

ადამ სმითი

ცნობილი ფილოსოფოსი და პოლიტიკური ეკონომისტი, ადამ სმითი, თავის


ნაწარმოებში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“,
აღგვიწერს ნებისმიერი დროისთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებს. სმითი
საუბრობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ქმედებებზე. ასევე, ის
ყურადღებას ამახვილებს ქალაქისა და სოფლის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
მნიშვნელოვანია, დაბალი და მაღალი ფასის გამომწვევი მიზეზები და სხვა.

ნებისმიერ ეპოქაში მნიშვნელოვანია ქალაქისა და სოფლის „დამეგობრება“. ქვეყნის


ეკონომიკის გასავითარებლად აუცილებელია ვაჭრობის კარგად შესწავლა, ხალხის
მოთხოვნის გათვალისწინება, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
სოფლის და ქალაქის წინსვლა პირდაპირპროპორციულია. მაგალითად, სოფლისთვის
დამახასიათებელია მიწათმოქმედება. გლეხი ყველანაირი ხერხით ცდილობს კარგი
მოსავალი მოიყვანოს, რათა თავი ირჩინოს. თუმცა ნამატი პროდუქტის შემთხვევაში, მას
სურვილი უჩნდება გაყიდოს თავისი ოფლით მოყვანილი მოსავალი და იყიდოს
მისთვის საჭირო სხვა ნივთი. სოფლიდან ქალაქს მიეწოდება დასამუშავებლად
პროდუქტი, ხოლო შემდეგში ეს პროდუქტი უკან უბრუნდება სოფელს. ანუ სარგებელს
ორივე მხარე ნახულობს. ასევე, სოფლისთვის ქალაქი არის ბაზარი. ვაჭრებს მიაქვთ
ქალაქში პროდუქტი და მისაღებ ფასად ყიდიან. ასევე აქტუალური იყო პროდუქტის
გაცვლა. მაგალითისთვის ავტორის მოჰყავს საფრანგეთის და ინგლისის ურთიერთობა
ვაჭრობაში. ინგლისი მატყლს ცვლიდა საფრანგეთის ღვინოსა და ფლანდრიის მაუდში.
გაცვლა მხოლოდ ქალაქისთვის არ იყო მომგებიანი. „სასაქონლო გაცვლა ეფუძნება
ურთიერთმომგებიანობის პრინციპს“(სმითი,2017,278). რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ
შემთხვევაში ქალაქიც და სოფელიც მოგებაშია. უკმაყოფილო არც ერთი მხარე არ რჩება.
ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარტივია ამა თუ იმ პროდუქტის
მოყვანა და რამდენად ხელმისაწვდომია. ანუ, თუ გლეხს უფრო დიდი შრომა სჭირდება
რაიმე სახის პროდუქტის მოსაყვანად, შესაბამისად ამ პროდუქტის ფასიც უფრო
მაღალია, ხოლო რომელი პროდუქტიც უფრო მარტივად მოსაპოვებელია, ის უფრო
იაფია. ანუ გამოდის, რომ რეალურად საგანთა ნამდვილი ფასი შრომაა. ფული
უბრალოდ ქაღალდია, რომლითაც გაწეული შრომა ფასდება. ამასთანავე, ქვეყნის
ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით, უკეთესია საგარეო ვაჭრობაც, თუმცა ამ საკითხთან
დაკავშირებით სმითს ასეთი შეხედულება აქვს: „კაპიტალი, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა
მოიპოვებს საგარეო ვაჭრობისა და მანუფაქტურების გზით, ფრიად არასაიმედო და
საეჭვო ქონებაა, ვიდრე მისი განსაზღვრული ნაწილი ჩამაგრებული და
განხორციელებული არაა იმ ქვეყნის მიწების დამუშავებასა და გაუმჯობესებაში“
(სმითი,2017,305).

აგრეთვე, სმითის აზრით, ქვეყანაში აუცილებელია რეგულაციები. როდესაც


ქვეყანაში რაიმე სახის პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა, საჭიროება მოითხოვს, რომ მუშა
ხელის რაოდენობაც გაიზარდოს. ამის შემდეგ საჭირო ხდება შრომის განაწილება, რის
შედეგადაც გაჩნდა პროფესიები. შრომის გადანაწილება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია
ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობისთვის. რაც მეტი მუშახელია ქვეყანაში, მით მეტი
ნაწარმია და ქვეყანის ეკონომიკა დიდ ასპარეზზე გადის. ქალაქების სიმდიდრე
სოფლისთვის სასიკეთოა. ასევე, ვაჭრებისთვის ხელსაყრელი იყო ქალაქების სიახლოვე.
ვაჭარი რასაც ყიდის, მისგან ორჯერ მეტ მოგებას მოელის, ხოლო მემამულე მხოლოდ
საკუთარ თავზე ზრუნავს და იმას ყიდულობს რაც უნდა.

ადამ სმითი ყველანაირად ეცადა საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკის


განვითარებისთვის. მან თავის ნაშრომში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და
მიზეზების შესახებ“, ამომწურავად აგვიხსნა ყველა ის თავისებურება, რაც ეკონომიკას
და ეკონომიკის განვითარებას ეხება.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ადამ სმითი. „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების

შესახებ“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 274-308. თბილისი:


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like