Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 34

ფსიქოლოგია

ლექცია 1
700-705
სოციალური ფსიქოლოგია - სწავლობს იმ საშუალებებს, რომელთა
მეშვეობითაც ადამიანები ქმნიან და მართავენ სოციალურ სიტუაციებს.
სოციალური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ის დარგია, რომელიც
შეისწავლის ადამიანთა შორის ურთიერთობებისა და
ურთიერდამოკიდებულებების გავლენას მათ აზრებზე, გრძნობებზე,
აღქმებზე, მოტივებსა და ქცევებზე. ფსიქოლოგების ქცევის არსის
შესწავლას სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით სწავლობენ.
სოციალური კონტექსტი- ცოცხალი მოძრავი ქსელი, რომელზეც
სოციალური ცხოველის მოძრაობები, ძალისხმევა თუ მოწყვლადი
ადგილები აისახება. სხვების რეალური, წარმოსახული ან სიმბოლური
არსებობა, აქტივობა, ურთიერთქმედებები, რომლებიც ადამინათა
შორის ხორციელდება. იმ სოციალური გარემოცვის ნორმები და
მოლოდინები, მახასიათებლები, რომლებშიც ქცევა ხორციელდება.
სიტუაციის ძალა - სოციალურ ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ ქცევის
ძირითადი განმსაზღვრელი მიზეზები იმ სოციალური სიტუაციის
მახასიათებლებია, რომელშიც ის ხორციელდება. ისინი ამტკიცებენ,
რომ სოციალური სიტუაცია იმდენად ძლიერად აკონტოლებს
ინდივიდის ქცევას, რომ ხშირად პრევალირებს პიროვნებასა და მის
წარსულ გამოცდილებაზე, ფასეულობებსა და შეხედულებებზე.
სოციალური როლი- ქცევის სოციალურად განსაზღვრული პატერნები,
რომლებსაც პიროვნებისგან, რომელიც მოცემულ გარემოში ან ჯგუფში
ფუნქციონირებს. განსახვავებული სიტუაციები განსხვავებული
როლების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. განსხვავებული
როლები ჩვენთვის მეტ-ნაკლებად შესატყვისსა და ხელმისაწვდომ
განსხვავებული ტიპის ქცევებს ქმნიან.
ქცევების წარმმართველი წესები - გარკვეულ სიტუაციაში
გარკვეული სახით მოქცევის მოთხოვნები. ადამიანები
ემორჩიელებიან ქცევების წარმმართველ წესებს, ანუ ითვალისწინებენ
სპეციფიურ მოთხოვნებს. ზოგიერთი წესი ესქპლიციტურია, რაც
გულისხმობს იმას, რომ თვალსაჩინოდაა მოცემული ( ,,ნუ მოსწევთ“,
,,არ ჭამოთ კლასში“), ან ესპლიცტურად დაისწავლება ბავშვობაში (
,,პატივი ეცით უფროსებს“, ,,უცხოს არ დაელაპარაკო“.) სხვა წესები
იმპლიციტურია. ისინი სხვადასხვა სიტუაციებში სხვა ადამიანებთან
ურთიერთობისას დაისწავლება (რამდენად ხმამაღლა შეიძლება
ჩართოთ მუსკია, რამდენად ახლოს შეიძლეა სხვა ადამიანთან მისვლა,
როგორი რეაგირებაა მისაღები კომპლიმენტსა და საჩუქარზე - ყველა
ეს აქტივობა სიტუაციაზეა დამოკიდებული).
ე.წ სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი (ზიმბარდო)- ჩატარდა
ექსპერიმენტი, რომელიც ციხეში ყოფნას ითვალისწინებდა. მონეტის
აგდებით, მოხალისეთა ნაწილს პატიმრის, ნაწილს კი ზედამხედველის
როლი დაეკისრა. პატიმრები, ექსპერიმენტის მიმდინარეობის
პერიოდში ციხეში იმყოფებოდნენ, ზედამხედველები კი
სტანდარტულად 8 საათს მუშაობდნენ. როლების გათავისების
შემდეგ, ,,ზედამხედველები“ აგრესიულად, სადისტურად იქცეოდნენ.
მკაცრად მოითხოვდნენ, რომ პატიმრები უსიტყვოდ ყოველგვარი
ყოყმანის გარეშე დამორჩილებოდნენ წესებს. დაუმორჩილებლობა
,,პრივილეგიების“ დაკარგვას იწვევდა. პატიმტის როლში მყოფებმა
სულ მალე გამოავლინეს პათოლოგიური ქცევები, პასიურ
წინააღმდეგობას უწვდნენ დამცირებას და ბედს შეეგუვნენ. მათ
განუვითარდათ სტრესული სიმპტომები. საბოლოოდ, ფიქტიურ ციხეში
შექმნილი სიტუაციის ძალამ პატიმრებისა და ზედამხედველების
გონებაში ახალი სოციალური რეალობა - ნამდვილი ციხის რეალობა
შექმნა. ნაკისრმა როლებმა შექმნეს განსხვავებები ექსპერიმენტში
მონაწილე სტუდენტების სტატუსებსა და უფლებებს შორის.
,,ზედამხედველები“ ქმნიდნენ იძულებით წესებს, პატიმრების კი ამ
წესებზე რეაგირებდნენ.
სოციალური ნორმები - ჯგუფის წევრების მიმართ სოციალურად
მისაღები განწყობებისა და ქცევების სპეციფიკურ მოთხოვნებს,
რომლებიც ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული მანიფესტიურებული, ან
ფარული სახით არსებობენ, სოციალური ნორმები ეწოდება.
რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა, ჩვეულებრივ, მთელი რიგი
ისეთი ნორმების დაცვას ნიშნავს, რომლებიც ჯგუფის შიგნით
სასურველი ქცევების განხორციელებას არეგულირებენ. ეს ორი გზით
ხდება: თქვენ ამჩნევთ ჯგუფის ყველა წევრის ან მათი უმრავლესობის
ქცევების ერთგვარობას, ან იმ ნეგატიურ შედეგებს აკვირდებით,
რომლებსაც ჯგუფის წევრები სოც. ნორმების უგულვებლეყოფის
შემთხვევაში იღებენ. ნორმები მოცემულ ჯგუფურ სიტუაციაში მოქმედი
წევრების ორიენტირებას და მათ შორის სოციალური ინტერაქციების
რეგულირებას ემსახურებიან. ჯგუფის წევრები ყოველი
სიტუაციისათვის განსაზღვრავენ რამდენად შეიძლება სოციალური
ნორმებიდან გადახეა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა
ჯგუფური იძულების სამი ძალის მოქმედება იწვნიონ: დაცინვა,
უარყოფა და ხელახალი აღზრდა.
კონფორმულობა- ადამიანების ტენდენცია, მოერგონ რეფერენტული
ჯგუფის სხვა წევრების ქცევებს, შეხედულებებს, განწყობებსა და
ღირებულებებს. როდესაც სოციალურ როლს იღებთ, ან სოციალურ
ნორმას ემორჩილებით, მაშინ სოციალური დინების მიმართ,
გარკვეულწილად, კონფორმულობას იჩენთ. სოციალური
ფსიქოლოგები განიხილავენ ორი ტიპის ძალას, რომელთაც
კონფორმულობამდე მივყავართ : ინფორმაციული გავლენისა და
ნორმატიული გავლენის პროცესები.

ლექცია 2
705-712
ინფორმაციული გავლენის პროცესი - მოცემულ სიტუაციაში
კორექტულად, სწორად და სიტუაციის შესაბამისად მოქცევის
სურვილი.
ნორმატიული გავლენის პროცესები - გარშემომყოფთაგან
მოწონების, აღიარების და მიღების სურვილი.
ინფორმაციულირ გავლნეა: მ.შერიფის ავტოკინეტიკური ეფექტი -
მუზაფერ შეფირის ექსპერიმენტი ნათლად აჩვენეს, თუ როგორ
შეუძლია ინფორმაციულ ზეგავლენას ნორმის კრისტალიზაცია
(ჯგუფის წევრების მოლოდინების თანხვედრა ერთობლივი
მსჯელობის, ან აქტივობის პირობებში), ანუ მისი ფორმირება და
გამყარება. ექპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ
სინათლის წერტილის მოძრაოვა, რომელიც რეალურად არ
მოძრაობდა, მაგრამ მოძრავად აღიქმებოდა სრულიად ბნელ ოთახში,
ვინაიდან არ ჩანდა ათვლის სხვა წერტილები (აღქმის ილუზია -
ავტოკინეტიკური ეფეტქი). ინდივიდების შეფასებები ძალიან
განსხვავებული იყო. როდესაც ცდის პირები ერთ ჯგუფად შეაერთეს,
რომელთა შორის უცნობები ხმამაღლა მსჯელობდნენ, შეფასებები
თანდათან ერთამანეთს ხვდებოდა, ანუ მათი შეფასებები ერთმანეთს
ემსგავსებოდა. როდესაც იგივე მონაწილეები განაცალკევეს და კვლავ
სთხოვეს შეფასების გაკეთება, მათ ისეთივე შეფასებები გააკეთეს,
როგორიც ჯგუფური შეფასების პირობებში. ამ ყველაფრიდან
გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ჯგუფში ნორმები
ერთხელ ჩამოყალიბდა, მათ განმეორების ტენდენცია გააჩნიათ.
ნორმების გადაცემა თაობიდან თაობაში ხდება.
ნორმატიული გავლენა: ს. აშის ეფექტი - სოლომონ აშმა შექმნა
სიტუაცია, რომელშიც ექსპერიმენტის მონაწილეები დასკვნას
აბსოლუტუად განსაზღვრული, ნათელი ფიზიკური მახასიათებლების
პირობებში აკეთებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ
დილემის წინაშე: დამოკიდებლად და მტკიცედ დაეცვა ის, რასაც
ხედავდა, თუ დასთანხმებოდა ჯგუფის დანარჩენი წევრების აზრს და
კონფორმული გამხდარიყო. მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედი
დარჩა სრულიად დამოკიდებელი - მათ არასდროს გამოუვლენიათ
კონფორმიზმი. მონაწილეთა 50-80% კი ერთხელ მაინც დაეთანხმა
უმრავლესობის ყალბ შეფასებებს. ს. აშმა იმ ადამიანებს, რომლებიც
მცდარ აზრს ეთანხმებოდნენ ,,დეზორიენტირებულები“ და ,,ეჭვით
მართულები“ უწოდა (განიცდიდნენ იმპულსს არ გამოჩენილიყვნენ
უმრავლესობისგან განსხვავებულად). როდესაც ცდის პირის უჩნდება
თანამოაზრე მისი კონფორმულობა შედარებით იკლებს. საბოლოოდ,
ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ადამიანები სრულად არ ექცევიან
ნორმატიული გავლენის ქვეშ და უმრავლეს შემთხვევაში იცავენ
თავიანთ დამოუკიდებლობას; მეორე მხრივ, ადამიანები ზოგჯერ
კონფორმულები არიან, უმრავლეს შემთხვევაში- არაორაზროვან
სიტუაციებში. კონფორმულობა ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი
ელემენტია.
კონფორმულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში- ყოველდღიურ
ცხოვრებში კონფორმულობის მრავალი შემთხვევა ნორმატიული და
ინფორმაციული ზეგავლენის კომბინაციებს წარმოადგენს. ჩვენ იმ
შემთხვევაში განვიცდით უფრო ძლიერ ინფორმაციულ ზემოქმედებას,
როდესაც ინფორმაციის წყარო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
( სტუდენტების ექსპერიმენტი).
უმცირესობის გავლენა და ნონკონფრომიზმი
სოციალურმა ფსიქოლოგებმა აჩვენეს, რომ არსებობს ორი ძალა,
რომელიც მაშინ მოქმედებს, როდესაც ჯგუფი იღებს
გადაწყვეტილებას: ჯგუფური პოლარიზაცია და ჯგუფური აზროვნება.
(სერჟ მოსკოვიჩი იწყებს უმცირესობის გავლენების კვლევას).
ჯგუფური პოლარიზაცია - ჯგუფის ტენდენცია, მიიღოს ისეთი
გადაწყვეტლება, რომელიც არის უფრო ექსტრემალური, ვიდრე ის
გადაწყვეტილებები, რომლებსაც ცალ-ცალკე მიიღებდნენ იგივე
ჯგუფის წევრები. იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჯგუფის წევრების
საწყისი ტენდენცია - გამოთქვან ფრთხილი თუ რისკიანი შეფასებები -
ჯგუფური პოლარიზაციის პროცესი მეტი სიფრთხილის, ან მეტი რისკის
დემონსტრირების მიმართულებით წაიყვანს. მკვლევრებმა გამოთქვეს
მოსაზრება, რომ ჯგუფურ პოლარიზაციას ორი ტიპის პროცესეი უდევს
საფუძვლად: ინფორმაცია-გავლენის მოდელი და სოციალური
შედარების მოდელი. ინფორმაცია-გავლენის მოდელის მიხედვით,
ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ინფორმაცია შეაქვთ გადაწყვეტილებაში
(თუ თქვენ და თქვენს მეგობრებს მცირე, მაგრამ განსხვავებული
მიზეზები გაგაჩნიათ, რომ დაიწუნოთ ფილმი, მაშინ ამ მიზეზების
ერთად თავმოყრა გამოიწვევს იმას, რომ საბოლოო ჯამში ყველანი
ერთად ძალიან დაიწუნებთ მას).
უმცირესობის ურყევმა შეხედულებებმა, ბოლოს და ბოლოს,
შესაძლოა საფუძველი გამოაცალოს უმრავლესობის სიძლიერეს.
სოციალური შედარების მოდელი გულისხმობს, რომ ჯგუფის წევრები
თანატოლების მიზიდვას იმით, ცდილობენ, რომ ჯგუფის იდეალებს
რეალურზე მეტად ექსტრემალურად წარმოადგენენ. ამრიგად, თუ
თქვენ თვლით, რომ ეს ფილმი არავის მოეწონა, შეგიძლიათ
შეეცადოთ, თავი განსაკუთრებით გამჭრიაც პიროვნებად
წარმოაჩინოთ და უკიდურესად უარყოფითი შეხედულება გამოთქვათ.
თუ ჯგუფის ყველა წევრი შეეცდება ამ გზით ჯგუფის საერთო შეფასების
დაფიქსირებას, შედეგად აუცილებლად მივიღებთ პოლარიზაციას.
ჯგუფური აზროვნება - (ტერმინი შემოიღო ირვინ ჯენისმა)
გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის ტენდენცია, გაფილტროს
არასასურველი მონაცემები ისე, რომ მიღწეულ იქნეს კონსენსუსი,
განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ლიდერის თვალსაზრის შეესაბამება.
ჯენისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან
ძლიერი შეჭიდულობით, ემიჯნებიან რა ექპერტებს და ლიდერის
უშუალო მითითებით ოპერირებენ, ჯგუფური აზროვნებისათვის
დამახასიათებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
უმცირესობის ჯგუფებს, როგორც წესი, ნაკლები ნორმატიული გავლენა
აქვთ, რადგან უმრავლესობის წევრებს, ჩვეულებრივ ნაკლებად
აწუხებთ, იქნებიან თუ არა მოწონებულნი ან მიღებულნი უმცირესობის
წევრების მიერ. მეორე მხრივ, უმცირესობის ჯგუფებ მაინც გააჩნიაღ
ინფორმაციული ზეგავლენა უმრავლესობაზე. კერძოდ, მათ ძალუძთ,
უბიძგონ უმრავლესობას სადაო საკითხის სხვადასხვა კუთხით
განხილვისაკენ. სამწუხაროდ, ინფორმაციული ზეგავლენის ეს უნარი
უმცირესობას იშვიათად აძლევს შესაძლებლობას, დაძლიოს
უმრავლესობის წარმომადგენელთა სურვილი - არ გაითვალისწინონ
ნორმისაგან გადახრილი და შეუთანხმებელი შეხედულებები.
უმცირესობა უმრავლესობის შეხედულებებზე გავლენას უფრო
ინფორმაციული გავლენის გზით ახდენს.
სიტუაციის ძალა: მხილებანი ფარული კამერით
ფანტმა აჩვენა თუ როგორ ზუსტად მიჰყვება ადამიანის ბუნება
სოციალურ სცენარს. ფარული კამერის ეფექტის ერთ-ერთ საუკეთესო
ილუსტრაციად ითვლება სიტუაციური ქცევის მაკონტროლებელი
ძალზე დახვეწილი წესი, ე.წ ,,ოინები ლიფტში“. როდესაც ადამიანი
ლიფტით მგზავრობს, ის თავდაპირველად იმ დაუწერელ კანონს
ემორჩილება, რომ სახით კარისაკენ იდგეს, მაგრამ როდესაც
დანარჩენი მგზავრები კარისკენ ზურგით დგებიან, საცოდავი
მსხვერპლიც მიჰყვება ახლად აღმოცენებულ ნორმას და ისიც ზურგს
აქცევს შემოსასვლელეს.
ცხოვრებისეულ სიტუაციებში, მინიმალური სოც.პირობებიც კი
საკმარისია, რათა ჩვეულებრივი ადამიანების უჩვეულო ქცევები
გამოვლინდეს. სიტუაციები არსებით როლს ასრულებენ ადამიანის
ქცევის დეტერმინაციაში.

770-776
(სტენლი მილგრემი)
სტენილი მილგრემმა ფსიქოლოგიაში ყველაზე კლასიკური კვლევა
ჩაატრა, რათა ღრმად ჩასწვდომოდა მეორე მსოფლიო ომის
საშინელებების საფუძვლებს.
ავტორიტეტისადმი დაქვემდებარება
მილგრემის კვლევამ ცხადყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს
ნაცისტების ბრმა მორჩილება იმდენად მათი დისპოზიციური
მახასიათებლების (ანუ მათის განსაკუთრებული პიროვნული
თვისებების ან გერმანული ეროვნილი ხასიათის) მოქმედების შედეგი
არ იყო, რამდენადაც ისეთი სიტუაციური ძალების მოქმედებისა,
რომელთაც ნებისმიერი ადამიანის შთანთქმა შეეძლო.
,,ბოროტების ბანალურობა“- როდესაც ქმედებები შეიძლება
ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩაიდინონ, რომლებიც სულაც არ არიან
ულმობელნი და უბრალოდ გაუაზრებლად, ყოველგვარი განსჯის
გარეშე ასრულებენ სხვების ბრძანებებს.
მორჩილების პარადიგმა
მილიგრემის ძირითადი ექსპერიმენტული პარადიგმა ის იყო, რომ
ცდის პირები ჩართულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც -
როგორც ამაში თვით ცდის პირები იყვნენ დარწმუნებულები -სხვა
ადამიანზე სხვადასხვა დიაპაზონის ელექტროშოკით ზემოქმედებას
ითვალისწინებდა. ისინი დაარწმუნეს, რომ კვლეის მიზანს
წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს სასჯელი
მეხსირებაზე და როგორ გაუმჯობესდებოდა დასწავლის პროცესი
შექებისა და დასჯის სათანადო თანაფარდობით გამოყენებით. ცდის
პირებს, რომელთაც მასწავლებლის სოციალური როლი მიენიჭათ,
დაშვებული შეცდომებისათვის უნდა დაესაჯათ ისინი, რომელთაც
მოსწავლის როლი ჰქონდათ დაკისრებული. მათ განემართათ
ძირითაი წესი, რომლის მიხედვითაც ყოველი შეცდომის შემდეგ
ელექტროშოკი უნდა გაეძლიერებინათ, ვიდრე არ მიაღწევდნენ
დასწავლილი მასალის უშეცდომოდ გადმოცემას. ელექტროშოკს
,,მასწავლებელი“ ყოველი შეცდომის საპასუხოდ უმატებდა, ვიდრე ის
არ შეწყვეტდა ,,ავტორიტეტის“ (ექპერიმენტატორის) დამორჩილებას
და უარს არ იტყოდა დავალების შესრულებაზე.
პროგნოზირებისას ფსიქიატრები ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომ
სრულს მორჩილებას გამოავლენდნენ და მაქსიმალურ ელექტროშოკს
გამოიყენებდნენ მხოლოდ გარკვეილი მახასიათებლებით
არანორმალური, სადისტი ადამიანები, რომლებსაც სხვებისთვის
ტკივილის მიყენება სიამოვნებთ. ექსპერტები შეცდნენ. ცდის პირთა
უმრავლესობა სრულად დაემორჩილა ავტორიტეტს. არც ერთი ცდის
პირი არ შეჩერებულა 300 ვოლტზე ნაკლებ ძაბვაზე. ,,მოსწავლეების“
მიმართ 65%-მა გამოიყენა მაქსიმალური ელექტროშოკი - 450 ვოლტი.
მათი უმრავლესობა სიტყვიერად აცხადებდა წინააღმდეგობას, მაგრამ
ქცევით ემორჩილებოდა ავტორიტეტს. მიღებული შედეგებით
გაკვირვებულმა მკვლევრებმა, იმ მიზნით, რომ გამოერიცხათ
ინტერპრეტაცია, თითქოს ცდის პირებმა რეალურად არ დაიჯერეს
ექსპერიმენტის ,,ლეგენდა“, მეორე ექსპერიმენტი ლეკვზე ჩაატარეს,
სადაც ,,ცდის პირები“ აკვირდებოდნენ ლეკვის წკუმუტუნსა და
შეხტომებს, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ ელექტროშოკის
გამოყენებას. ცდის პირების ქცევის ერთ-ერთ ამხსნელ არგუმენტს
წარმოადგენდა მოთხოვნითი მახასიათებლებიც - ექსპერიმენტული
სიტუაციის მანიშნებლები, რომელიბც მოქმედებენ ცდის პირებზე და
ანიშნებენ თუ რას ელიან მათგან. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ
ავტორიტეტისადმი მორჩილება, ნებისმიერ ცხოვრებისეული
სიტუაციაში შეიძლება მოხდეს(ექიმებისა და მედდების ექსპერიმენტი -
წამლის მიცემა, თქვეს არ მივცემოთ, მაგრამ გადაჭარბებული დოზა
მისცეს პაციენტებს (ასე ეგონათ), სრულიად უცხო ექმის მიერ გაცემულ
ბრძანებაზე).
რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტს?
მილგრემი და სხვა მკვლევრები ექსპერიმენტული სიტუაციის მთელი
რიგი ასპექტებით მანიპულირებას ახდენდნენ, რათა გამოეკვეთათ,
რომ დამორჩილების ეფექტი განპირობებულია არა პიროვნული,
არამედ სიტუაციური ფაქტორებით. ორი მიზეზი, რომლის გამოც
ადამიანები ავლნენ მორჩიელებას, ნორმატული და ინფორმაციული
გავლენის წყაროებამდე მიგვიყვას - ადამიანებს სურთ, რომ
მოწონებულ იქნენ (ნორმატული გავლენა) და იყვნენ მართლები
(ინფორმაციული ზეგავლენა). ისინი მიდრეკილნი არიან მოიქცნენ ისე,
რომ იყვნენ სოციალურად მისაღებნი და მოსაწონნი. ამასთან,
გაურკვეველ, ახალ სიტუაციებში, ადამიანები ენდობიან სხვების
მინიშნებებს იმის თაობაზე, თუ რა სახის ქცევებია ადეკვატური და
სწორი. უფრო ხშირად ისინი ექსპერტებს და სანდო პირებს ენდობიან,
რომლებიც კარნახობენ მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მილგრემის
პარადიგმის მესამე ფაქტორი ისაა, რომ ცდის პირები იბნეოდნენ,
ვინაიდან არ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ დაუმორჩილებლობა. და
ბოლოს, ამ ექსპერიმენტულ სიტუაციაში ავტორირეტისადმი
მორჩილება იმ გაშინაგანებული თვისების ნაწილია, რასაც ბავშვები
განსხვავებულ სიტუაციებში სწავლობენ - უსიტყვოდ დაემორჩილონ
ავტორიტეტს.
მილგრემის ექპერიმენტები ცხადყოფს, რომ ნორმალური, კარგად
მოაზროვნე ინდივიდიც კი, შესაძლოა პოტენციურად სუსტი აღმოჩნდეს
ძლიერი სიტუაციური და სოციალური ძალების წინაშე.
გმირი - ის პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია შეგნებულად, სინდისიდან
გამომდინარე მოქმედება მაშინ, როცა დანარჩენები კონფორმიზმს
ავლენენ, ან ვისაც შეუძლია არჩევანი გააკეთოს მაღალზნეობრივი
ქცევის სასარგებლოდ, როდესაც დანარჩენები მდუმარედ გადგებიან
განზე, რათა ბოროტებამ თავისუფლად იბოგინოს. შესაძლოა, იმ
ფაქტმა, რომ თქვენ იცით ისეთი სიტუაციური ძალების არსებობის
შესახებ, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ,,ბოროტების
ბანალურობას“, გიბიძგოთ კიდეც გმირული ქცევისკენ.
რას წარმოადგენს კულტი? - თითქმის ყველა საკულტო ჯგუფი
წარმოადგეს არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც იმართება
ავტორიტარული ლიდერის მიერ და რომელიც არის ჯგუფის
იდეოლოგიის, დოქტრინის ერთადერთი სულიერი წყარო და
ძირითადი მცველი. მიუხედავად ცალკეული კულტებისთვის
დამახასიათებელი ნიშნების განსხვავებებისა, საერთო მათ შორის
ახლად მიღებული წევრებისათვის მიცემული უხვი დაპირებები, მათზე
ზემოქმედები წესი და ჯგუფის იძულების ძალაა, რომელიც ყოველი
წევრისაგან საკუთარი ნებისა და კრიტიკული აზროვნების დათმობას
მოითხოვს. კულტს იმიტომ უერთდებიან, რომ ადამიანის
ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დაპირებას
იძლევა.

ლექცია 3
712-720
სოციალური რეალობის კონსტრუირება - თქვენ და თქვენი
მეგობარი ერთი და იგივე მოვლენას უყურებთ, მაგრამ სრულიად
სხვადსხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევთ. სწორედ ამას ვუწოდებთ
სოციალური რეალობის კონსტრუირებას. თქვენ გამოიყენეთ ცოდნა
და გამოცდილება, რათა მასზე დაყრდნობით აგეხსნათ სიტუაცია.
თქვენ ააგეთ სოციალური რეალობა იმით, რომ მოახდინეთ მოვლენის
კოგნიტურად და ემოციურად რეპრეზენტირება. სოციალური
სიტუაციები მნიშვნელობას მაშინ იძნენენ, როდესაც მაყურებელი
სელექციურად აღიქვამს იმას, თუ რა მოხდა, იმის შესაბამისად, თუ რის
დანახვას ელოდა ან სურდა.
სოციალური პერცეპცია- მნიშვნელოვანია გავიხსენოთ აღქმის
საკითხი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ორაზროვანი პერცეპტული
ობიექტების ინტერპრეტაციისას ხშირად უკვე არსებული ცოდნისთვის
უნდა მიგვემართა. ადამიანები წარსულში შეძენილ ცოდნას მიმდინარე
მოვლენების ინტერპრეტირებისთვის იყენებენ, თუმცა პერცეპტული
პროცესების ობიექტებად ადამიანები და სიტუაციები გვევლინებიან.
სოციალური პერცეფცია არის პროცესი, რომლითაც ადამიანები
სხვათა ქცევენის გაგებასა და კატეგორიზებას ახდენენ.
ატრიბუციის თეორია- ყველა სოციალური აღმქმელის წინაშე მდგომი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალური მოვლენების
მიზეზების დადგენა. ატრიბუციის თეორია წარმოადგენს ზოგად
მიდგომას, რომელიც სოციალური აღმქმედლის მიერ მიზეზობრივი
ახსნისას ინფორმაციის გამოყენების გზებს აღწერს. ატრიბუციის
თეორია ფრიც ჰაიდერის შრომებიდან იღებს საწყისს. ჰაიდერი
ამტკიცებდა. რომ სოციალურ ცხოვრებაში გასარკვევად ადამიანები
განუწყვეტლივ ახორციელებენ სოციალური მოვლენების მიზეზობრივ
ანალიზს. ის თვლიდა, რომ ყველა ადამიანი ინტუიტიური
ფსიქოლოგია, რომელიც, პროფესიონალი ფსიქოლოგის მსგავსად,
ადამიანის ბუნებასა და საკუთარი ქცევების მიზეზებში გარკვევას
ცდილობს. ჰაიდერი თვლიდა, რომ ატრიბუციული ანალიზის
ძირითადი საკითხი ქცევის მიზეზების ლოკალიზაციის გარკვევაა. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ქცევის მიზეზები პიროვნებაში (შინაგანი, ანუ
დისპოზიციური კაზუალობა) უნდა ვეძებოთ თუ სიტუაციაში (გარეგანი,
ანუ სიტუაციური კაზუალობა) და ვინ არის მის შედეგებზე
პასუხისმგებელი. როგორ მსჯელობენ ადამიანები და როგორ მიდიან
ასეთ შეფასებებამდე?
კოვარიაციის პრინციპი- ჰაროლდ კელიმ ჰაიდერის მოსაზრებებოს
ფორმალიზება მოახდინა - გამოყო ცვლადები, რომლებსაც
ადამიანები ატრიბუციული დასკვნების გაკეთებისას იყენებენ. კელის
ეკუთვნის მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომ ადამიანები გაურკვეველ,
ბუნდოვან პირობებში უფრო ხშირას ახდენენ კაუზალურ ატრიუბუციას.
მას ეკუთვნის კოვარიაციის თეორია. კოვარიაციის პრინციპის
თანახმას, ადამიანები ქცევისა და მისი მიზეზეის დაკავშირებას
ახდენენ პრინციპით: თუ არსებობას ეს მიზეზი, მაშინ იარსებებს ქცევაც
და, პირიქით, თუ არ არსებობს ეს მიზეზი, არ იარსებებს ქცევაც.
ადამიანები გარკვეულ მიზეზობრივ ფაქტორს უკავშირებენ ქცევას, თუ
ეს ფაქტორი ყოველთვის მოცემულია ქცევასთან ერთად, მაგრამ
არასოდეს- ამ ქცევის გარეშე. ჰ.კელის მიაჩნია, რომ ადამიანები ასეთ
დასკვნებს კოვარიაციის შეფასებების საფუძველზე აკეთებენ, იმ
ადამიანის შესახებ ინფორმაციის სამი განზომილების
გათვალისწინებით, რომლის ქცევის ახსნასახ ისინი ცდილობენ:
(მგ, წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში სეირონობთ და ხედავთ მეგობარს,
რომელიც ყვირილით მიგითითებთ ცხენზე. რის საფუძველზე
დაასკვნიდით, რომ ის გაგიჟდა (დისპოზიციური ატრიბუცია) ან
რეალური საფრთხე გემუქრებათ (სიტუაციური ატრიბუცია)
 განსხვავებულობა- გულისხმობს იმას, თუ რამდენად
დამახასიათებელია ქცევა მოცემული სიტუაციისათვის -თქვენი
მეგობარი ყოველთვის ყვირის ცხენების დანახვაზე?
 კონსისტენტურობა- გულისხმობს იმას, თუ რამდენად ხშირად
მეორდება ქცევა მოცემულ სიტუაციაში - თქვენს მეგობარს ადრეც
უყვირია თუ არა ცხენის დანახვაზე?
 კონსენსუსი- გვიჩვენებს, სხვა ადამიანებიც ანალოგიურად
იქცევიან ამ სიტუაციაში თუ არა - ცხენის დანახვაზე ყველა
ადამიანი იშვერს ხელს მისკენ და ყვირილს იწყებს?
ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა - დავუშვათ, თქვენს მეგობარს
შეუთანხმდით, რომ 7 საათზე შეხვდებოდით. ახლა უკვე რვის
ნახევარია და თქვენი მეგობარი ჯერ არ მოსულა. როგორ ახსნიდით ამ
ფაქტს?
 დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა,
რის გამოც მან ვერ შეძლო დროზე მოსვლა.
 რა ნელია. არ შეუძლია ცოტა აუჩქაროს?
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, საშუალოდ, უფრო მეორე
ტიპის - დისპოზიციური ატრიბუციისკენ არიან მიდრეკილნი. ეს
ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ სოც. ფსიქოლოგმა ლი როსმა მას
ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა უწოდა. ატრიბუციის
ფუნადმენური შეცდომა (აფშ) დამკვირვებლის ორმაგი ტენდენციაა,
დააკნინონ სიტუაციური ფაქტორების როლი და გადააფასაონ
დისპოზიციური ფატორების როლი ადამიანის ქცევაში. (,,Collage Bowl”
ექპერიმენტი- კითხვის დამსმელები და შეჯიბრის მონაწილეები)
ატრიბუციული ქველმოქმედება - შეეკითხოთ საკუთარ თავს, ხომ არ
არსებობდა კონკრეტული ქცევის გამომწვევი ხელისშემშლელი
სიტუაციური ფაქტორები?
კულტურა -მონაცემები ადასტურებს, რომ აფშ-ს, ნაწილობრივ,
კულტურული წყაროებიც აქვს. დასავულურ კულტირათა უმეტესობაში
ისეთ მახასიატებლებს ვხვდებით, რომლებიც დამოუკიდებელ ,,მე“-ს
აყალიბებენ, აღმოსავლური კულტურების უმრავლესობაში კი- ისეთ
მახასიათებლებს, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულების ,,მე“-ს
აყალიბებენ. (მგ. ფინანსური სკანდალი- ამერიკული და იაპონური
გაზეთები. ამერიკულ გაზეთში ფინანსური პრობლემის ახსნა
ერთმნიშვნელოვნად დისპოზიციურია, ხოლო იაპონურში სიტუაციური.)
საკუთარი თავისადმი მიკერძოება - ატრიბუციულ მიკერძოებათა
ერთობლიობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ, თავის
დამსახურებად ჩათვალონ წარმატება, ხოლო წარუმატებლობისთვის
პასუხისმგებლობა სხვებს დააკისრონ. უმეტეს შემთხვევაში,
ადამიანები მიდრეკილნი არიან, წარმატების შემთხვევაში
დისპოზიციური ატრიბუცია მოახდინონ, ხოლო წარუმატებლობის
შემთხვევაში -სიტუაციური (,,ჯილდო ჩემი უნარების გამო მივიღე’’,
,,შეჯიბრი უსამართლო მსაჯობის გამო წავაგე“).
მოლოდინები და თვითქმნადი წინასწარმეტყველება -ზოგიერთი
მომავალი ქცევის ან მოვლენის შესახებ წინასწარმეტყველება,
რომელიც დღევანდელ ურთიერთობებს მოლოდინის შესაბამისად
ცვლის. თვითქმნადი წინასწარმეტყველების ერთ-ერთი საუკეტესო
მაგალითი ბერნარდ შოუს პიესიდან ,,პიგმალიონიდან’’- არის
ნასესხები, რომელშიც ქუჩის გოგონა პროფესორის
ხელმძღვანელობით არისტოკრად ქალბატონად იქცა. სოციალური
მოლოდინების ანუ პიგმალიონის ეფექტი გამოყენებულ იქნა
როზენტალისა და სკოლის დირექტორის ექსპერიმენტში (ზოგიერთ
ბავშვს უთხრეს რომ ტესტირებაში ძალიან კარგი მაჩვენებლი მიიღეს,
ზოგს კი ცუდი და ივარაუდეს, რომ ბავშვების IQ, რომლებსაც უთხრეს
რომ კარგი შედეგი ჰქონდათ წლის ბოლოს გაუმჯობესდებოდა.
მართლაც 30%-ით მეტი შედეგი აჩვენეს. მასწავლეებს შეექმნათ
მოლოდინები ამ ,,კარგი’’ ბავშვების მიმართ, და უფრო კარგად
ექცეოდნენ, მეტს ეკითხებოდნენ, მეტ შესაძლებლობებს აძლევდნენ.)
(ბავშვის სქესის ექპერიმენტი ,,კეიტი“/,,კარენი“, ვიზუალური აღქმა,
ინტერპრეტაცია).
ქცევები, რომლებიც ადასტურებენ მოლოდინებს- ქცევითი
დადასტურება (ტერმინი შემოიღო მარკ სნაიდერმა) -პროცესი,
რომლის მეშვეობითაც ადამიანები იქცევიან სხვების სპეციფიკურად
მოსალოდნელი რეაქციების შესაბამისად და შემდეგ ამ რეაქციებს
იყენებენ თავიანთი შეხედულების დასადასტურებლად. (ექსპერიმენტი
ექტროვერტებზე/ინტროვერტებზე.. ეუბნებიან ინტროვერტიაო, და
მართლაც ასე აღიქვამენ, მაშინ როცა საწინააღმდეგო,
ექსტროვერტულ ქცევებს ავლენენ). მოლოდინები ყველაზე ეფექტური
მაშინაა, როდესაც გარემოს რეალური, მიმდინარე მდგომარეობა -
სამიზნის ,,რეალურობა“ - ორაზროვანი ან ბუნდოვანია. ამ პირობებში
ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი, რომ ადამიანი დაეყრდნობა არა
,,მონაცემებს’, არამედ დასკვნებს შინაგანი ფაქტორებიდან
გამომდინარე გააკეთებს. ნორამლური სოციალური ინტერაქციის
იმპულსი ადამიანებს მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ სამყარო
თავიანთი რწმენების, დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების
შესაბამისად გადაასტრუქტურონ.

ლექცია 4-5
722-732
დამოკიდებულებები. მათი შეცვლა და ქცევები.
დამოკიდებულება- ადამიანების, ობიექტების ან იდეების დადებითი,
ან უარყოფითი შეფასებაა. დამოკიდებულებებს ინფორმაციის სამი
ტიპი უდევს საფუძვლად:
(მგ. უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას - მოგვწონს თუ არა ჯიმ კერის
ფილმები, და 9 ბალიან შკალაზე შემოვხაზოთ ჩვენი დამოკიდებულება)
 კოგნიტური - რა აზრები გიჩნდებათ ჯიმ კერის სახელის
გაგონებისას? მგ- ,,მისი იუმორი ვულგარულია“
 აფექტური- რა გრძნობებს აღძრავს თქვენში ჯიმ კერის სახელის
ხსენება? მგ - ,,არ მომწონს მისი სახის ყურება“
 ქცევითი- როგორ იქცევით, როდესაც, დავუშვათ,
შესაძლებლობა გაქვთ, ნახოთ ერთ-ერთი ფილმი მისი
მონაწილეობით? მგ - ,,არ ვაპირებ ფული გადავიხადო იმის
ყურებაში, თუ როგორ ვარდება ვიღაც“
როგორ შეიძლება გავარკვიოთ, როდის განსაზღვრავს
დამოკიდებულება ქცევას და როდის- არა?
ხელმისაწვდომობა - დამოკიდებულების ერთ-ერთი თვისებაა,
რომელიც ქცევის წინაწარმეტყველების საშუალებას იძლევა.
ხელმიწასვდომობა დამოკიდებულების ობიექტსა და ადამიანის მიერ
ამ ობიექტის შეფასების შორის კავშირის სიძლიერეა. კველევებმა
აჩვენეს, რომ ქცევები მით უფრო მეტად შეესაბამებიან
დამოკიდებულებებს, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომნი არიან ეს
უკანასკნელნი. (ექსპერიმენტი საარჩევნო ქცევაზე და პასუხის
სისწრაფეზე. როგორც ,,მაღალი ხელმისაწვდომობის“, ისე ,,დაბალი
ხელმისაწვდომობის“ რესპოდენტები, არჩევნებამდე აღნიშანვდნენ,
რომ არ შეიცვლიდნენ აზრს. ამდენად, რეალური საარჩევნო ქცევის
წინასწარმეტყველებისთვის დამოკიდებულების ხელმისაწვდომობა
უფრო სანდო მაჩვენებელი აღმოჩნდა, ვიდრე თვით ამომრჩეველთა
მიერ გამოთქმული მოსაზრებები!)
კვლევებმა აჩვენეს, რომ დამოკიდეულებები უფრო ხელმისაწვდომია,
როდესაც ისინი უშუალო გამოცდილებას ეფუძნებიან. ასევე
დამოკიდებულებები უფრო ხელიმისაწვდომია მაშინ, როდესაც ისინი
საკმაოდ ხშირად მეორდებიან, ანუ რაც უფრო ხშირად გიხდებათ მათი
ვერბალურად ფორმულირება.
დამოკიდებულებებით უკეთ ხდება ქცევების წინასწარმეტყველება,
როდესაც მათი სპეციფიკურობას ერთსა და იმავე დონეზე ვზომავთ.
როდესაც თქვენი დამოკიდებულებები ინფორმაციის სხვადასხვა
ქვეჯგუფებს ეფუძნება, ისინი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს
დროთა განმავლობაში. (როდესაც ჯიმ კერისადმი დამოკიდებულებას
გამოთქვამთ, მის რომელ ფილმზე ფიქრობთ? შეიძლება ჩვენი
საყვარელი ფილმი გაგვახსენდეს და ვთქვათ, რომ გვიყვარს მისი
ფილმები, ერთი კვირის შემდეგ კი იგივე კითხვის მოსმენისას მისი ის
ფილმი გაგვახსენდეს, რომელიც არ გვიყვარს და ეს
დამოკიდებულება ყველა მის ფილმზე განვაზოგადოთ.) მხოლოდ
მაშინ შეიძლება ველოდოთ მყარ ურთიერთდამოკიდებულებას თქვებს
შეფასებებსა(გონება) და ქცევებს(ქმედებას) შორის, როდესაც თქვენს
დამოკიდებულებასთან დაკავშირებული ,,ფაქტები“ დროთა
განმავლობაში სტაბილური გახდება.
დარწმუნების პროცესი- თქვენ გარშემო მრავალი ადამიანი თავს
უფლებას აძლევს და რაღაცაში თქვენს დარწმუნებას, ანუ თქვენი
დამოკიდებულებების წინასწარგანზარახულად შეცვლას ცდილობს.
დარწმუნების განსახორციელბელად გარკვეული პირობების
თანხვედრაა საჭირო. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
გადამუშავების ალბათობის მოდელი- დარწმუნების თეორია,
რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ
ადამიანები თავიანთი კოგნიტური პროცესების ფოკუსირებას
ახდენდნენ შეტყობინების გასააზრებლად და, შესაბამისად,
მისდევდნენ დარწმუნების ცენტრალურ ან პერიფერიულ პროცესებს.
ეს მოდელი ერთმანეთისაგან კრიტიკულად განსასხვავებს
დარწმუნების ცენტრალურ და პერიფერიულ პროცესებს.
ცენტრალური პროცესი გულისხმობს პრიობებს, რომელშიც
ადამიანები გულდასმით, ზედმიწევნით გაიაზრებენ
დამარწმუნებელი კომუნიკაციის პროცესში მიწოდებულ
ინფორმაციას იმგვარად, რომ დამოკიდებულებების ცვლილება
მიწოდებული არგუმენტების ძლიერებაზეა დამოკიდებული .
პერიფერიული პროცესი ისეთ პირობებს გულისხმობს, რომელშიც
ადამიანები სერიოზულად არ ეკიდებიან შეტყობინებას და
სიტუაციის ზედაპირულ მანიშნებლებზე რეაგირებენ ( მგ.
სექსუალური პრომო გოგონა). ადამიანის მიერ გამოყენებული
ცენტრალური და პერიფერიული პროცესები, გარკვეულწილად, მათ
მოტივაციაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე სურს და შეუძლია თუ
არა ადამიანს მიღებული დამარწმუნებელი შეტყობინების გულდასმით
დამუშავება. დამოკიდებულების ტიპისა და
არგუმენტის ტიპის თანხვედრა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც
გავლენას ახდენს ინფორმაციის გადამუშავებაზე. თუ ვინემსთვის
დამოკიდებულების შეეცვლას ცდილობთ, უნდა გაითვალისწინოთ
როგორი საფუძველი სჭარბობს დამოკიდებულებაში - ძლიერი
კოგნიტური თუ ძლიერი ემოციური? ამის შესაბამისად უნდა შესძინოთ
არგუმენტს დამაჯერებლობა. რეკლამის სპეციალისტები კოგნიტური
საფუძვლის მქონე არგუმენს კოგნიტური საფუძვლის მქონე
დამოკიდებულებას უკავშირებენ, ემოციურისას ემოციურს. (ყავა და
მისალოცი ბარათები)
საკუთარი ქმედებით დარწმუნება- არსებობს ისეთი მიზეზები,
რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში, იმის მიზეზიც ხდებიან, რომ
ადამიანმა საკუთარი დამოკიდებულებებიც შეცალოს. არსებობს
თვითდარწმუნების ორი მოდელი: დისონანსის თეორია (ლეონ
ფესტინჯერი) და თვითაღქმის თეორია (დერილ ბემი).
დისონანსის თეორია - დამოკიდებულებების კველევისას ერთ-ერთი
ფუნდამენტური დაშვება ისაა, რომ ადამიანებს დროთა განმავლობაში
მათი დამოკიდებულების უცვლელობის სჯერათ. კონსისტენტურობის
ეს ტენდენცია გამოყენებულ იქნა სოციალურ ფსიქოლოგიაში,
კერძოდ, ლეონ ფესტინჯერის მიერ ჩამოყალიბებულ კოგნიტური
დისონანსის თეორიაში. კოგნიტური დისონანსი კონფლიქტის
მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების
მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენების, გრძნობებისა და
ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შემდეგ.
კოგნიტური დისონანსი თეორიაა, რომლის მიხედვითაც,
არათავსებადი კოგნიტური ელემენტების მიერ შექმნილი
დაძაბულობის გამომწვევი ეფექტები ადამიანებს უბიძგებენ,
მოახდინონ ასეთი დაძაბულობის შემცირება. დისონანსს მოტივაციური
ძალა გააჩნია. ის უსიამოვნო გრძნობის შემცირებაზე მიმართული
ქმედების განხორციელებისაკენ გვიბიძგებს. რაც უფრო ძლიერია
დისონანსი, მით უფრო დიდია მისი შემცირების მოტივაცია.
რაც შეეხება კულტურისა და დისონანსის ურთიერთდამოკიდებულბას,
ადამიანები კოგნიტურ დისონანსს განიცდიან ანუ, შინაგანი ,,მე’’-ს
წონასწორობის მიღწევას მხოლოდ მაშინ ცდილობენ, როდესახ ისინი
თავს სოციალური გარემოსაგან დამოუკიდებლად თვლიან.(ექსპ.
კანადა vs იაპონია, კომპაქტ-დისკების რანჟირება).
თვითაღქმის თეორია- მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ადამიანებს
საკუთარ თავს აკვირდებიან, რათა გამოკვეთონ თავიანთი ქცევების
მიზეზები. ადამიანები ცდილობენ, გაერკვნენ საკუთარ შინაგან
მდგომარეობაში იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იქცევიან მოცემულ
სიტუაციაში. თქვენი თავის შესახებ ცოდნას წარსულში ჩაღრმავებისა
და საკუთარი ქცევის შესაძლო მიზეზების საძიებლად იყენებთ.
თვითაღქმის თეორია მოტივაციური კომპონენტები აკლია, რომლებიც
დისონანსის თეორიაშია მოცემული. ვინაიდან თვითაღქმა ავსებს
თქვენს დამოკიდებულებებს- თქვენ აკვირდებით თქვებს ქცევებს და
სწავლობთ იმას, თუ რას უნდა გრძნობდეთ შესაბამის სიტუაციაში,
მასთან უმთავრესაც მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც გაურკვეველ
სიტუაციაში ხართ და უცნობ მოვლენებთნ გიწევთ გამკლავება.
თვითაღქმის ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ ადამიანები ვერ ამჩნევენ, თუ
რამდენად ზემოქმედებენ სიტუაციური ძალები მათ ქცევებზე.
დათანხმება- კომუნიკაციის წყაროს პირდაპირი მოთხოვნების
შესაბამისად ქცევის წყაროს შეცვლა.
მიგებება- ერთ-ერთი წესი, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში
დომინირებს, ისაა, რომ როდესაც ვინმე რამეს გიკეთებთ, თქვენც,
ასევე, რამე უნდა გაუკეთოთ მას. ამ წესს მიგების ნორმა ეწოდება.
მიგების ნორმა ერთგვარი მოლოდინია, რომ გაწეული სამსახური
დაგიბრუნდება. დათანხმების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც მიგების
ნორმიდან გამომდინარეობს, ხშირად ,,კარის ცხვირწინ მიჯახუნების“
მეთოდს უწოდებენ: როდესაც ადამიანები ,,არა’’-ს ამბობენ დიდ
თხოვნაზე, ისინი ხშირად თანხმდებიან უფრო ზომიერი თხოვნის
შესრულებაზე. როდესაც ადამიანები დიდი თხოვნიდან ზომიერზე
გადადიან, ისინი ამით თქვენთვის რაღაცას აკეთებენ; სანაცვლოდ
თქვენც უნდა გადადგათ საპასუხო ნაბიჯი და დაეთანხმოთ, ან არადა
დაარღვევთ მიგების ნორმას და თქვენც თანხმდებით!
ვალდებულება- კარების ცხვირწინ მიჯახუნების მეთოდი გულისხმობს
დიდიდან მცირე თხოვნაზე გადასვლას. გამყიდველებმა, ასევე, იციან,
რომ თქვენი რაიმეთი დავალდებულებით, შესაძლებელია მცირე
დათმობის შემდეგ უფრო დიდი დათმობაც გაგაკეთებინონ. ამ ხერხს
ხშირას ,,კარში ფეხის ჩადგმის მეთოდს’’ უწოდებენ. ანუ, ერთხელ თუ
შემოდგეს ფეხი თქვენს კარში, შემდეგ გამოიყენებენ თქვენი
ვალდებულების გრძნობას და მეტსაც მოითხოვენ.
დეფიციტი- ადამიანებს არ უყვართ იმის შეგრძნება, რომ მათ არ აქვთ
რაიმე ( ან მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, მოსწონთ იმის ფლობა,
რასაც არ ფლობენ სხვები). როგორ მუშაობს დეფიციტის პრინციპი
ბაზარზე? გამყიდეველებმა იციან, რომ შეუძლიათ მეტი ფული
დაგაკარგვინონ, თუ მოგაჩვენებენ, რომ ესა თუ ის ნივთი
დეფიციტურია. ეს სტრატეგია გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ხელიდან
გაუშვებთ სასურველ მომენტს, თუ ახლავე არ შეიძენთ ამა თუ იმ ნივთს.
მოდელირება- როდესაც ადამიანები კონფორმულობას ავლენენ,
ისინი რეფერენტული ჯგუფის ქცევას იმეორებენ. ამრიგად, თუ გსურთ,
რომ ადამიანები კონფორმულები გახდნენ, ანუ ისე მოიქცნენ, როგორც
თქვენ გსურთ, ისინი ისეთ პირობებში უნდა ჩააყენოთ, სადაც მათზე
ინფორმაცია მოქმედებს : ქცევაში ცვლილებების გამოწვევა
თვალსაჩინო ნიმუშის, მოდელის ქცევის დემონსტრირებითაა
შესაძლებელი. (საშხაპე, წყლის დაზოგვა).

ლექცია 6
732-740
სოციალური ურთიერთობები
მოწონება
ადამიანებს იზიდავენ ისინი, ვინც მათთან ახლოს აღმოჩდნენ - თქვენ
იმიტომ ხედავთ და ხვდებით მათ, რომ ისინი ცხოვრობენ ან მუშაობენ
თქვენ გვერდით. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ახასიათებთ
ტენდენცია იმისა, რომ ადამიანები და საგნები მხოლოდ იმიტომ
მოსწონდეთ, რომ ისინი ხშირად ხვედებიან მხედველობის ველში. რაც
უფრო ხშირად ხართ ვინემსთან ან რაიმესთან, მით უფრო გიყვართ ის.
დღეს ტექნოლოგიური განვითარება მასშტატებებს ამცირებს და
,,სიახლოვეს“ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ფიზიკური მიმზიდველობა - კვლევები ადასტურებს, რომ ფიზიკური
მიმზიდველობის სტერეოტიპი უდიდეს გავლეას ახდენს ადამიანის
სოციალური კომპეტენტურობის შესახებ მსჯელობაზე. ადამიანებს
სჯერათ, რომ მიმზიდველი ადაიანები უფრო მეტად სოციალურები და
ექსტრავერტულები არიან, ვიდრე ნაკლებად მიმზიდველნი.
მიუხედავად ამისა, ფიზ. მიმზიდველობა გაცილებით ნაკლებ ეფექტს
ახდენს გონიერებასთან ან კარიერაში წარმატებასთან დაკავშირებულ
მსჯელობებზე. ფიზიკური მიმზიდველობა დიდ როლს თამაშობს
მოწონებაში. თუმცა სილამაზის სტანდარტები კულტურების მიხედვით
იცვლება.
მსგავსება - ადამიანებს, რომლებიც თქვენი მსგავსნი არიან,
შეუძლიათ თქვენი პიროვნული თვითდამკვიდრების შეგრძნების
უზრუნველყოფა, რადგანაც თქვენ მსგავსი პიროვნება
გაგრძნობინებთ, რომ, მგ., თქვენი დამოკიდებულებები,
ფაქტობრივად, სწორი დამოკიდებულებებია. მეტიც, მსგავსები
არარსებობას ძლიერ ანტიპათიამდეც მივყავართ.
ორმხრივობა - თქვენ ხასიათდებით იმ ადამიანების მოწონების
ტენდენციით, რომელთაც თქვენ მოსწონხართ. მეტიც, რწმენამ, რომ
თქვენ ვინმეს მოსწონხართ ან არ მოსწონხართ, შესაძლოა, ისე
იმოქმედოს თქვენს ქცევაზე, რომ თქვენ თავადაც შეუწყოთ ხელი
მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
შეყვარება
ძალები, რომლებსაც ადამიანები მოწონებამდე მიჰყავთ, შემდეგ მათ
სიყვარულისაკენ უბიძგებენ. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ ჯერ
მოწონებას გრძნობთ და შემდეგ -სიყვარულს.
სიყვარული, როგორც განცდა - ადამიანების მიერ სიყვარულის
გააზრება სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ვნება (სექსუალური ლტოლვა
და სურვილი), ინტიმურობა (გულწრფეკობა და ურთიერთგაგება),
ნდობა (ერთგულება და თავგანწირვა). ამბობენ, რომ ერთმანეთისგან
უნდა განსხვავდეს სიყვარული და სასიყვარულო ურთიერთობები.
სასიყვარულო ურთიერთობებში რაღაც უფრო ინტენსიური და
განსაკუთრებული იგულისხმება. ამ ტიპის ურთიერთობები სექსუალურ
ლტოლვას მოიცავს. სასიყვარულო ურთიერთობების
ხანგრძლივობა, მნიშვენლოვნად არის დამოკიდებული ზრდასრულთა
მიჯაჭვულობის სტილზე. 1დებულება- მყარი მიჯაჭვულობა;
2დებულება-განრიდებადი სტილი; 3დებულება- შფოთვითი-
ამბივალენტური
ხშირ შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობები ძლიერი
ლტოლვითა და გატაცების პერიოდით იწყება, რომელსაც ვნებიანი
სიყვარული შეიძლება ვუწოდოთ. დროთა განმავლობაში ლტოლვის
ინტენსივობა იკლებს და ინტიმურობა იმატებს. ამას მეგობრული
სიყვარული შეგვიძლია ვუწოდოთ.
სასიყვარულო ურთიერთობები ასევე განიცდის კულტურის გავლენას.
თუ პარტნიორს თქვენს პირად გრძნობებზე დაყრდნობით ირჩევთ,
მაშინ უპირატესობას თქვენს პირად შედეულებებს ანიჭებთ, ხოლო თუ
პარტნიორს იმის მიხედვით ირჩევთ, თუ როგორ გამოჩნდებით სხვების
თვალში, თქვენ უფრო კოლექტივისტურ შეხედულებებზე ყოფილხართ
ორიენტირებულნი. ურთიერდამოკიდებულებაზე ორიენტირებული
კულტურების წარმომადგენლები უფრო მომთხოვნები არიან
პარტნიორების მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ კულტურებში უფრო
ძლიერია ურთიერთობებით პიროვნული წინსვლის იდეა და ისინი
მეუღლისაგან უფრო მეტს მოელიან. დამოუკიდებლობაზე
ორიენტირებული კულტურები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ
სიყვარულს.
რა ფაქტორები უწყობს ხელს ურთიერთობის გახანგრძლივებას?
ერთ-ერთო თეორია სასიყვარულო ურთიერთობებს გაიაზრებს,
როგორც ,,სხვის“ ჩართვას ჩვენს საკუთარ ,,მე“-ში. კველვამ აჩვენა,
რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ურთიერთობების
გამოსახატად იმ დიაგრამას ირჩევენ, რომელზეც ,,მე“-ს და ,,სხვის“
ყველაზე მეტი გადაფარვაა, სხვას საკუთარ ,,მე“-ში ჩართულად
განიხილავენ და თითქმის ყოველთვის გრძნობენ ხანგრძლივი
ურთიერთობის შენარჩუნების დიდ ვალდებულებას.

დამოკიდებულების მოდელი ვარაუდობს, რომ ერთგულება გარკვეულ


მსჯელობებს ეფუძნება:
 თითოეული ჩამოთვლილი მოთხოვნილების მნიშვნელობის
ხარისხი ინდივიდისთვის მოცემულ ურთიერთობაში.
მნიშვნელოვანი მოთხოვნილებებია: ინტიმურობა, სექსი,
ემოციური ჩართულობა, მეგობრული დამოკიდებულება და
ინტელექტუალური ჩართულობა.
 თითოეული ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარისხი
მოცემულ ურთიერთობაში.
 თითოეული მოთხოვნილებისათვის, არსებული პარტნიორის
გარდა, არსებობს თუ არა ვინმეს, ვისთანაც პიროვნებას
მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვს.
 ამ მოთხოვნილებების ალტერნატიული ურთიერთობით
დაკმაყოფილების დონე.
დამოკიდებულების მოდელი იმ შემთხვევის ახსნაც გვთავაზობს, თუ
რატომ ინარჩუნებენ ადამიანები ურთიერთობებს მაშინაც კი, როდესაც
ისინი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ნაკლები
არჩევანის გამო, ისინი თავს ვალდებულად თვლიან დაუბრუნდნენ
ძველ ურთიერთობებს. ამრიგად, ადამიანები შეიძლება ძალზე
უბედურები იყვენენ ურთიერთობებში, მაგრამ მაინც დამოკიდებულნი
იყვენენ ამ ურთიერთობებზე და მათ გარეშე არ შეეძლოთ არსებობა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე აქტიურ
საქმიანობას სოციალური ურთიერთობები წარმოადგენს. სხვა
კველევები აჩვენებს, რომ ურთიერთობათა დიდმა რაოდენობამ
კიბერსივრციდან ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. გეოგრაფიულო
დაშორების მიუხედავად, ინტერნეტი ფსიქოლოგიური დაახლოების
კარ საშუალებას იძლევა. არსებობს მონაცემები, რომ ინტერნეტის
საშუალებით ურთიერთობები უკეთ იწყება, ვიდრე პირისპირ.
ინტერნეტით დაწყებული ურთიერთობას მონაწილეებს საშუალებას
აძლევს, ნაკლებად მოექცნენ გარეგნობის გავლების ქვეშ. უფრო
მეტიც, ინტერნეტის დროებითი ანონიმურობა, როგორც ჩანს, ამხნევებს
ადამიანებს, უფრო მეტად გახსნის შესაძლებლობას აძლევს მათ, რაც
უფრო მეტად აძლიერებს მოწონებას.

ლექცია 7
743-751
ჰანა არენდტის ანალიზი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად ადვილად
შეუძლიათ სოციალურ ძალებს, აიძულონ ნორმალური ადამიანი, რომ
მან საზარელი ქცევა განახორციელოს. (,,ცოდვის ბანალურობა“-
ადამიანის ცოდვილობის ნაირფეროვნება, საშიში გაკვეთილები)
ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა
პროსოციალური ქცევების მიზანი სხვა ადამიანების დახმარებაა.
ხშირად ტრაგედიები, უბედურებები ააშკარავებენ ალტრუიზმის- ისეთ
პროსოციალურ ქცევებს, რომლებსაც ადამიანები თავიანთი
უსაფრთხოებისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე
ახორციელებენ. ის, რასაც ჩვენ კულტურას ან საზოგადოებას
ვუწოდებთ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ერთმანეთის
დახმარების სურვილს.

ალტრუიზმის ფესვები
ადამიანებს გააჩნიათ ალტრუიზმის ბაზისური, წმინდა ადამიანური
მოტივაცია. ალტრუიზმის არსებობა ზოგჯერ წინააღმდეგობრივია.
ევოლუციური მოძღვრების თანახმად, სიცოცხლის მთავარი მიზანი
საკუთარი თავის რეპროდუქციაა, რაც ერთი არსების მიერ
მეორესთვის საკუთარი გენების გადაცემას გულისხმობს. რას ნიშნავს
ალტრუიზმი ამ შემთხვევაში? რატომ უნდა დააყენოთ თქვენი
სიცოცხლე საფრთხის ქვეშ? ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს იმისდა
მიხედვით, თუ რას ვიგულისხმებთ ,,სხვებში“- ოჯახის წევრებს თუ
უცნობებს. ოჯახის წევრებისთვის ალტრუისტული ქცევის
განხორციელება არ არის აზრს მოკლებული, ვინაიდან მაშინაც კი,
როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება, მისი მიზანი,
ზოგადად, თავისი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენაა. როდესაც
ადამიანებს ეკითხებიან, თუ ვის გადაარჩენენ სიკვდილ-სიცოცხლის
სიტუაციაში, მაშინ ადამიანები გაცილებით მძაფრად შეიგრძნობენ
საკუთარ გენეტიკურ მემკვიდრეობასთან სიახლოვეს. (ექპერიმენტი
-ალმოკიდებული სახლიდან რომელიმე ნათესავის გამოყვანა -
,,სიკვდილ-სიცოცხლის“ სცენარისას ნათესაობითი შეფასება
გაცილებით უკიდურესია.) ორმხრივი რეციპროკული
ალტრუიზმი - იდეა, რომლის თანახმადაც ადამიანები ალტრუისტულ
ქცევებს ახორციელებენ იმიტომ, რომ სხვების მხრიდანაც მათ მიმართ
ალტრუისტული ქცევების განხორციელებას მოელიან. ამდენად,
ორმხრივობა ალტრუიზმს სასიცოცხლო ღირებულებას ანიჭებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი ალტრუიზმის ცნება ვერ ხსნის
სოციალურ ცხოველებში კოოპერაციის ყველა ასპექტს. მკვლევერებმა
მოიპოვეს მონაცემები, რომლებიც მოწომობენ, რომ მრავალ
სიტუაციაში, ადამიანებიც და ცხოველებიც, რეციპროკულობის
მოლოდინის გარეშე ახდენენ კოოპერირებასა და რესურსების
განაწილებას. (მგ. ეხმარებიან სხვა ტომის ხალხს ნანადირევით და არ
მოელიან მათგან უკუკავშირს). გავლენა
თანამედროვეობაზე - შეწყივილება - ევოლუციური თეორიის
ტერმინეტით, ამ კვლევის ( ქალებს კაცების ჩანაწერებს ასმენინებენ,
როგორ მოიქცევიან სხვადასხვა სიტუაციაში) შედეგები მოწმობს, რომ
ქალები ისეთ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთაც
თავიანთი რესურსების შთამომავლობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფისთვის აქტიურად გამოყენება შეუძლიათ. ქალები
თვლიან, რომ კაცები, რომლებიც ახორციელებენ ალტრუისტულ
ქცევებს, უკეთესი მამები იქნებიან.

პროსოციალური ქცევის მოტივები


მკველვარი დანიელ ბატსონი მიუთითებს, რომ არსებობს ოთხი
ძალა, რომელიც ადამიანს საზოგადოებრივად სასიკეთო საქმის
კეთებისკენ უბიძგებს:
 ალტრუიზმი - სხვებისთვის სარგებლობის მოტანის მოტივის
საფუძველზე მოქმედება, როგორიც იყო, მაგალითად, მძღოლის
ქცევამ რომელმაც სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
 ეგოიზმი - პროსოციალური ქცევების მხოლოდ საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელება. შესაძლოა,
ვინმემ განახორციელოს დახმარების ქცევა, მაგრამ მხოლოდ იმ
მიზნით, რომ რაიმე საჩუქარი მიიღოს საპასუხოდ (ვთქვათ, ფული
ან პრიზი, ან მგ, თხოვნის შესრულება)
 კოლექტივიზმი - პროსოციალური ქცევების განხორციელება
გარკვეული ჯგუფის წარმატების მისაღწევად. ადამიანებმა,
შესაძლოა, განახორციელობ პროსოციალური ქცევები, რათა
გააუმჯობესონ თავიანთი ოჯახის, საძმოს ან პოლიტიკური
პარტიის საარსებო პირბები და ა.შ.
 პრინციპიზმი - პროსოციალური ქცევის განხორციელება
მორალური პრინიცპებიდან გამომდინარე. შესაძლოა, ვინმე
პროსოციალურ ქცევებს რელიგიური ან საზოგადოებრივი
პრინციპებიდან გამომდინარე ახორციელებდეს.
ემპათია - ადამიანთან ემოციური იდენტიფიკაცია ( სამართლიანობის
პრინციპზე მაღლა დგას). (ჩაატარეს ექსპერიმენტი- ლატარიის
ბილეთების დარიგება - გულნატკენი, მიტოვებული მონაწილე.)
ემპათიამ, შესალოა, ალტრუისტული ქცევები აღძრას, რომ ინდივიდის
კეთილდღეობა ჯგუფის კეთილდღეობაზე მაღლა დადგეს.
პროსოციალურ ქცევაზე სიტუაციის გავლენები
ქალი მოკლეს ქუჩაში, ყველა უყურებდა, პოლიციაში არავის
დაუკრეკავს ერთი ადამიანის გარდა და მანაც მხოლოდ მაშინ დარეკა,
როცა ქალი მკვდარი იყო. მაგრამ იქნება კი სამართლიანი, რომ ამ
ადამიანებს აპათიურები და გულქვები ვუწოდოთ? იქნებ, შესაძლებელი
იყოს მათი ქცევის ახსნა სიტუაციური ძალების ზემოქმედებით? ამ
კითხვებზე პასუხის გასაცემად ბიბ ლეიტენმა და ჯონ დარლეიმ
კლასიკური კვლევების სერია ჩაატარეს. მათი მიზანი იმის ჩვენებაა,
რომ თვითმხილველთა ჩარევა- სხვისთვის გაჭირვებაში დახმარების
გაწევისთვის მზაობა - დამოკიდებულია, იმაზე, თუ რამდენად
სენსიტიურები არიან ისინი სიტუაციის მახასიათებლების მიმართ.
(ექპერიმენტი- ეპილეფსიის შეტევაზე- რაც უფრო მერი ადამიანია
ჩართული მოცემულ სიტუაციაში, მით ნაკლებია შესაძლებლობა, რომ
რომელიმე მათგანი ჩაერევა მასში. ყველაზე სწრაფად
თვითმხილველები რეაგირებენ ორმონაწილიან ჯგუფებში. ეს
პასუხისმგებლობის დიფუზიის შედეგია - საგანგებო პირობებში, რაც
უფრო დიდია თვითმხილველთა რიცხვი, მით უფრო ნაკლებია
თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა დახმარების აღმოჩენის
თვალსაზრისით.
თვითმხილველმა უნდა გააცნობიეროს სიტუაციის საგანგებოობა
(ექსპერიმენტი - სემინარისტებს უნდა წაეკითხათ ქადაგება. ზოგიერთ
სემინარისტს ფაქტრობრივად აგვიანდებოდა სემინარზე ისეთ დროს
მიიღეს დავალება, ზოგიერთს ცოტაოდენი დრო ჰქონდა, ზოგს კი
საკამოდ დიდი დრო მისცეს. სემინარისკენ მიმავალ გზაზე მათ წინ
კაცი ცუდად ხდებოდა. ვისაც აგვიანდებოდა ისინი მას ნაკლებად
დაეხმარნენ). როდესაც ადამიანები თავიანთი ყოველდღიური
საქმეებით არიან დაკავებულნი - მიდიან სამსახურში ან შეხვედრაზე -
შესაძლოა, ვერც კი ამჩნევდნენ, რომ მათ წინაშე ისეთი სიტუაციაა,
რომელშიც მათ სხვებისთვის დახმარების აღმოჩნება შეუძლიათ.
შესაძლოა, ისინი იმდენად იყვენენ დაკავებულნი, რომ ვერც კი
შეძლონ საგანგებო სიტუაციის შემჩნევა. შესაძლოა, შეამჩნიონ კიდეც,
მაგრამ ვერ შეძლონ მისი საგანგებოობის შეფასება. ნებისმიერ
შემთხვევში, ჩვენ ვხედავთ, რომ დახმარების ქცევის განხორციელება
დამოკიდებულია, იმ დროზე, რომელიც სიტუაციის შესაფასებლად
გვაქვს.
თვითმხილველებმა მოვლენები უნდა შეაფასონ, როგორც საგანგებო
იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა ესა თუ ის სიტუაცია საგანგებო,
თქვენ, ჩვეულებრივ, უყურებთ სხვა ადამიანებს და მათ რეაქციებს.
ძალიან ძნელია იმ ადამიანისთვისაც კი, რომელიც მტკიცედ ფლობს
ფსიქოლოგიურ ცოდნას, აიძულოს საკუთარი თავი, იმოქმედოს ისეთ
სიტუაციაში, რომელსაც, როგორც ჩანს, სხვა არავინ აფასებს
საგანგებო სიტუაციად. რთულია ერთპიროვნული გადაწყვეტილების
მითება და სიტუაციის საგანგებოობის განსაზღვრა. (ლექტორი, რომ
ცუდად გახდა და სტუდენტი, რომ ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.
ეშინოდა არ დაეცინათ მისთვის.)
თვითმხილველი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს
(ექსპერიმენტი- ქალმა ჯერ ჩანთა ისე დატოვა, რომ არავისთვის
უთხოვია მიეხედათ და მისი მოპარვის დროს, ქურდი არავის
შეუჩერებია. როცა ვიღაცას სთხოვა, რომ მიეხედა, ქურდობის დროს ის
აქტიურად ჩაერთო პროცესში, რადგანაც პასუხისმგებლობა ჰქონდა
დაკისრებული). დახმარების თხოვნის აქტი ეხმიანება ადამიანების
გრძნობებს, რაც სხვა ადამიანებსაც რთავს სიტუაციაში და
საფუძვლიანად ცვლის მათ. მცირე დავალებაც კი - ,,ხომ ვერ
მიხედვადით ამას“ - სოციალურ-ფსიქოლოგიური ძალების გავლენით,
მათ სიტუაციაში რთავს და აქცევს ადამიანდ, რომელსაც უშუალოდ
მოეთხოვება დახმარების აღმოჩენა.

ლექცია 8
752-761
აგრესია - ქცევა, რომელიც სხვა ინდივიდის ფიზიკურ ან
ფსიქოლოგიურ დაზიანებას იწვევს.
ევოლუციური მიდგომა
ევოლუციური თეორიის მიხედვით, ცხოვრელები აგრესიულ ქცევებს
ახორციელებენ, რათა საკუთარი თავი უზრუნველყონ საწინააღმდეგო
სქესის პარტნიორით და მოიპოვონ და დაიცვან ის ბუნებრივი
რესურსები, რომლებიც მათი და მათი შთამომავლობის სიცოცხლის
შენარჩუნებას უზრუნველყოფს. კარლ ლორენცის ნაშრომში
აღწერილია ცხოველთა აგრესიული ქცევები, რომელთაც სახეობების
გადაშენება შეუძლიათ, თუმცა ეს ასე არ ხდება. ვინაიდან, არსებობს
საიმედო მუხრუჭები ასეთი ქცევების თავიდან ასაცილებლად.
ლორენცის თვალსაზრისით, ადამიანს მსგავსი ამრიდებელი მექანიზმი
არ არის განვითარებული იმ მიზეზით, რომ ადამიანებს
ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება ხელოვნური იარაღის
გამოყენებამდე პრაქტიკულად არ შეეძლოთ.
ბევრი კვლევა ეწინააღმდეგება ლორენცის თვალსაზრისს: 1.
ცხოველების სხვადასხვა სახეობებში, ბევრი მათგანი ისეთივე სახით
ახორციელებს აგრესიას, როგორც ადამიანი. 2. გამოკვლევებმა
აჩვენა, რომ ადამიანს საკუთარი აგრესიის შემაკავებელი უფრო მეტი
მექანიზმი გააჩნია, ვიდრე ამას ლორენცი ვარაუდობს.
ინდივიდუალური განსხვავებები
მეტა-ანალიზი (სტატისტიკური მეთოდი) საშუალებას გვაძლევს,
დავუშვატ, რომ სხვებთან შედაებით, ზოგიერთ ინდივიდს
აგრესიისადმი უფრო მეტი მიდრეკილება აქვს.(ექსპერიმენტი
ჩაატარეს ტყუპებზე). მკვლევრებმა, ასევე, გაამახვილეს ყურადღება
ტვინისა და ჰორმონალურ განსხვავებებზე, რომლებიც, შესაძლოა,
ასევე, გაამახვილეს ყურადღება ტვინისა და ჰომონალურ
განსხვავებებზე, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ქმნიდნენ აგრესიული
ქცევებისადმი გარკვეულ პრედისპოზიციებს. მნიშვნელოვანია, რომ
ტვინის გამტარი გზები ეფექტურად ფუნქციონირებდნენ და ინდივიდს
ნეგატიური ემოციების გამოხატვაზე კონტროლის საშუალებას
აძლევდნენ. სერიოტონინის არასათანადო დონემ ასევე, შესაძლოა,
გააუარესოს ტვინის შესაძლებლობები ნეგატიური ემოციების
გამოხატვისა და იმპულსური ქცევის რეგულირებაში. კვლევებმა
ცხადყო, რომ აგრესიაში ზოგიერთი ინდივიდუალური განსხვავება,
შესაძლოა სტრესზე ფარულ რეაქციებს ასახავდეს. (ექსპ. ეხებოდა 7-
დან 12-წლამდე ბავშვებში აგრესიულ ქცევებსა და სტრესულ ჰორმონს -
კორტისოლს შორის კავშირის დადგენას: ყველაზე აგრესიულ ბიჭებს
ყველაზე მეტად ფარული რეაქციები ჰქონდათ სტრესზე).
ერთმანეთისაგან განსხვავდება იმპულსური და ინსტრუმეტული
აგრესია. იმპულსური აგრესია - ემოციებით გამოწვეული
აგრესია, წარმოქნილი განსაკუთრებით მწვავე სიტუაციებზე
საპასუხოდ. ინსტრუმენტული აგრესია -
კოგნიტურად დასაბუთებული და მიზანმიმართული აგრესია, რომელიც
წარმოიქმნება წინასწარ მოფიქრებულად, სპეციფიკური მიზნების
მისაღწევად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ
ადამიანები, რომლებიც აგრესიის გამოვლენის ამ ორი ტიპით
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, პიროვნული თავისებურებების
განსხვავებული კლასტერებით ხასიათდებიან. იმპულსურები - მაღალი
ემოციური მგრძნობელობის მქონე, ინსტრუმენტულები - ძალადობის
პოზიტიურად შემფასებელნი (სჯერათ, რომ ძალადობის მრავალი
ფორმა გამართლებულია და არ განიცდიან მორალურ
პასუხისმგებლობას აგრესიული ქცევების გამო.)
სიტუაციური გავლენები
ფუსტრაცია- აგრესიის ჰიპოთეზის თანახმად, ფრუსტრაციას მაშინ აქვს
ადგილი, როდესაც ადამიანებს ხელი ეშლებათ დასახული მიზნების
მიღწევაში. ფრუსტრაციის ზრდის პირობებში კი ძალზე დიდია
აგრესიის გამოვლენის ალბათობა. (ბავშვებს, რომ სათამაშოს არ
მისცემ და ფეხების ბაკუნს რომ იწყებენ). (ექსპ. ძალადობის რაოდნობა
მატულობს მაშინ, როდესაც უმუშევრობის დონე ძალზე მაღალ ზღვარს
აღწევს. რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ? მეცნიერები თვლიან, რომ
უმუშვერად დარჩენის შიში ხელს უწყობს ადამიანებში ძალადობის,
ფრუსტრაციით დეტერმინირებული ტენდენციის წარმოქმნას.) ეს
გამოკვლევა მიუთითებს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ
ინდივიდუალური და სოციალური ძალები, რის შედეგადაც
ძალადობის ჯამურ დონეს ვიღებთ. ფრუსტრაციას ყოვეთვის არ
მოჰყვება აგრესია, გააჩნია უნებლიეა თუ წინასწარგანზრახული.
ტემპერატურა და აგრესია
არსებობს კავშირი ტემპერატურასა და აგრესიას შორის? ამის ახსნა
როგორც სოციალურ, ისე -ფსიქოლოგიურ ძალებში უნდა ვეძიოთ.
სოციალურ დონეზე ახსნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თავდასხმები უფრო
მეტად ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანები სახლს გარეთ არიან,
არ არიან დატვირთულნი საპასუხისმგებლო საქმეებით, ერთობიან,
მეტია ალკოჰოლის მოხმარებაც და შესუსტებულია თავდამსხლისთვის
წინააღმდეგობის გაწევის უნარი. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ
მდგომარეობას, ადამიანები სიცხეში იმდენად დისკომფორტულად
გრძნობენ თავს, რომ უფრო მეტად ცდილობენ უხერხული
სიტუაციებიდან განრიდებას, ვიდრე ჩხუბში ჩართვას.
პირდაპირი პროვოკაცია და ესკალაცია
პირდაპირი პროვოკაცია აგრესიას იწვევს, ანუ როდესაც ვინმე
წონასწორობას გაკარგვინებთ, მოსალოდნელია, რომ მას ფიზიკური
ან ვერბალური აგრესიით უპასუხოთ. თუმცა აქაც მნიშვნელობა ენიჭება
სიტუაციის უნებლიეობასა და წინასწარგანზრახულობას. ამ ამბის
მეორე დამახასიათებელი ნიშანი ესკალაციაა: ვინაიდან
პროვოკაციაზე რექციამ შედეგი არ გამოიღო, რეაქციაც უფრო
არგესიული ხდება. (ზემოთ ყველაფერი იმპულსურ აგრესიას
გამოხატავს)
კულტურული შეზღუდვები
ადამიანების მხრიდან აგრესიულობის გამოველნის შესაძლებლობები
შეზღუდულია კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით.
,,მეს“-ს კონსტრუქტები და აგრესიული ქცევა
კველვებმა აჩვენა, რომ, თუ ადამიანი თავს საკუთარი კულტურის სხვა
წევრებთან ფუნდამენტურად დაკავშირებულად თვლის, მისგან
ნაკლებად არის მოსალოდნელი აგრესიული რეაქციები. მგ.
ესპერიმენტით დადასტურდა, რომ იაპონელ ბავშვებს გაშინაგანებული
აქვთ ურთიერთდამოკიდებულების კულტურული ნორმები. ამის
საპირისპიროდ ამერიკელი ბავშვების ქცევამ დაადასტურა, რომ მათში
დამოუკიდებელი ,,მე“-ს არსებობა, რომელიც დაცულ უნდა იქნეს
სხვების თავდასხმებისგან. რიჩარტ ნისბეტმა ფართოდ
შეისწავალა აგრესიასთან დაკავშირებული დამოკიდებულებები და
ქცევები აშშ-ს სხვადასხვა რეგიონში. აღმოჩენილ იქნა, რომ
სამხრეთელების ქცევა ე.წ. ღირსების კულტით რეგულირდება,
რომელშიც ,,უმიცრესი კამათიც კი რეპუტახიისა და სოციალური
სტატუსის გამოცდად იქცევა“. თუმცა აგრესია დასაშვები იყო, მაშინ
როცა საკუთრების ან პიროვნული შეურაცხყოფისაგან თავის დაცვაა
საჭირო. როდესაც საქმეში ღირსების გრძნობა ერთვება
სამხრეთელები უფრო მძაფრად რეაგირებენ, ვიდრე ჩრდილოელები.
აგრესიული ქცევის ნორმები
რა განსხვავებს აშშ-ს და ევროპას მაშინ, როცა ორივე მათგანი
დამოუკიდებლი ,,მე“-ს სახით არსებობს, მაგრამ აშშ-ში ძალადობის
მაჩვენებელი ბევრად მაღალია. აშშ-ში ბავშვები თავიდანვე ხედავენ
აგრესიას ცხოვრებაში, სოციალურ წრეში, ტელევიზიებში, რაც ხელს
უწყობს აგრესიული ქცევის იმიტაციას. ამერიკელი ბავშვები ბევარდ
უფრო არიან ტელევიზიაზე დამოკიდებულები.
კულტურული ნორმები ძალზე ადგილობრივი და სტაბილურია. (ოხაკას
შტატის ორი სოფელი, ერთმანეთისაგან 1500 მეტრითაა დაშორებული
და ძალადობის მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია, ვინაიდან
განსხვავებულია მათი კულტური სტაბიულურობის მახასიათებლები.
ტრანსმისიის (გადატანის) და პრეზერვაციის(დაცვის) მაგალითი).

ლექცია 9
762-768
ცრურწმენები
ცრურწმენა - წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა სამიზნე
ობიექტის მიმართ, რომელიც მოიცავს ნეგატიურ
გრძნობებს(არმოწონება ან შიში), ნეგატიურ შეხედულებებს
(სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებენ არსებულ
დამოკიდებულებებს და ქცევით განზრახვებს, აცილებულ,
კონტროლირებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნენ ისინი,
რომლებიც სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან. მცდარი შეხედულება
კვალიფიცრდება, როგორც ცრურწმენა, თუ ის ეწინააღმდეგება
ცვლილებას, მისი სიმცდარის ნათელი მტკიცებულების არსებობის
მიუხედავდ. (მგ. ყველა აფრო-ამერიკელი ზარმაცია).
კენეტ კლარკი - შავკანიან ბავშვებზე განცალკევებული და
არათანასწორი სწავლების ნეგატიურ შედეგებს იკვლევდა.
ცრურწმენების საწყისები
ერთ-ერთი სამწუხარო ჭეშმარიტება, რომელიც ცრურწმენების
შესწავლამ გამოავლინა, ის სიმარტიცვეა, რომლითაც ადამიანები
შეიძლება უარყოფითად განეწყონ უცხო ადამიანებისადმი.
სოციალური კატეგორიზაცია არის პროცესი, რომლითაც ადამიანები
საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ, მიაკუთვნებენ
რა ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს. კატეგორიზაციის
ყველაზე მარტივი ფორმაა ინდივიდის მიერ იმის განსაზღვრა, თუ ვინ
არის მისი მსგავსი და ვინ-არა. ადამიანები სოციალურ სამყაროს
ორადყოფენ: შიდა ჯგუფებად- ჯგუფებად, რომლებთანაც ადამიანები
საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ და გარე ჯგუფებად-
ჯგუფებად, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიკაციას არ ახდენენ. ამ
კოგნიტური განსხვავებების შედეგია შიდაჯგუფური მიკერძოება-
საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვასთან შედარებით. ადამიანები,
რომლებიც განიხილებიან, როგორც გარეჯგუფის წევრები, უფრო
ხშირად ხდებიან მტრული გრძნობებისა და უსამართლო
დამოკიდებულებების ობიექტები. (,,ფერების“ ექსპერიმენტი -
სოციალური კატეგორიზაციის სწრაფი გამოვლენა.)
ცრურწმენებმა ადვლად შეიძლება მიგვიყვანოს რასიზმამდე-
ადამიანის დისკრიმინაციიის ფორმამდე, რომელიც
დაფუძნებულია კანის ფერზე ან ეთნიკურ წარმოშობაზე და
სექსიზმამდე - ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც
დაფუძნებულია სქესობრივ ნიშანზე. (ექსპს- ორაზროვანი
სურათების ამოცნობა - ,,თეთრი“, ,,შავი“ - ცრურწმენების მქონე
სტუდენტები, უფრო დიდ დროს ხარჯავდნენ - ეს ექპერიმნეტი აჩვნებეს,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცრურწმენების მქონე
ადამიანებისთვის სხვა ადამიანების კლასიფიცირება ,,ჩვენებად“ და
,,სხვებად“)
ცრურწმენის არქონა- ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სამყაროს შიდა და
გარე ჯგუფებად დაყოფის ტენდენციის დაძლევა.
სტერეოტიპების ეფექტები
სტერეოტიპები -ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებული
განზოგადებები, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ
მთელ ჯგუფს. ვინაიდან სტერეოტიპები ასე ძლიერად ერთვებიან
მოლოდინებში, ისინი ხშირად უწყობენ ხელს ადამიანების მიერ
საკუთარი სოციალური რეალობის აგებას. ადამიანები ,,მონოაცემების
ნაკლებობის“ საკუთარი სტერეოტიპებიდან გამომდინარე,
ინფორმაციით შევსების ტენდენციით ხასიათდებიან. ასევე ადამიანებს
შეუძლიათ სტერეოტიპული ინფორმაციის ქცევითი
დადასტურებისათვის გამოყენება. (ექსპერიმენტი - ორი ნაშორომი
ჰომოსექსუალიზმზე- ცდის პირებმა მაღალი შეფასება მისცეს იმ
ნაშრომს, რომელიც მათ შეხედულებას ემთხვეოდა. - ადამიანებს
გააჩნიათ მიდრეკიდება, მნიშვნელობა არ მიანიჭონ იმ ინფორმაციას,
რომელიც ეწინააღმდეგება მათ მთავარ სტერეოტიპებს.
სტერეოტიპული საფრთხე - კლოტ სტილი - სტერეოტიპული საფრთხე
ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებიან,
რომლებთანაც დაკავშირებულია სტერეოტიპის ნეგატიური ასპექტები.

ცრურწმენების დაძლევა
სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთმა კლასიკურმა გამოკვლევამ
აჩვენა, რომ ,,ჩვენ“ ჯგუფის დაპირისპირებამ ,,ისინი“ ჯგუფთან,
შესაძლოა, სერიოზულ მტრობამდე მიგვიყვანოს. მუზაფერ შერიფმა
და მისმა კოლეგებმა ორ ჯგუფად დაყოფილი ბიჭები ოკლაჰომას
შტატის სახელმწიფო პარკში წაიყვანეს. ჯგუფებს, პირობითად,
,,არწივები“ და ,,ჩხაკუნები“ უწოდეს. თითოეული ჯგუფი
განცალკევებით ცხოვრობდა და მეორე ჯგუფის არსებობის შესახებ არ
იცოდა. ჯგუფებმა ერთმანეთი ბეისბოლში, ფეხბურთისა და ბაგირის
გადაწევაში შეჯიბრების დროს გაიცნეს. ასეთ დასაწყისს ორ ჯგუფს
შორი გამძვინვარებული მეტოქეობა მოჰყვა. ექსპერიმენტატორებმა
პრობლემის გადაჭრა სცადეს, ჯერ ჯგუფებისათვის ერთმანეთის
შექებით, შემდეგ ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც გამორიცხავდა
შეჯიბრს. არაფერმა იმოქმედა. საბოლოოდ, გადაწყვიტეს შეექმნათ
ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ საერთო ძალებით
იქნებოდა შესაძლებელი. საერთო ამოცანის წყალობით მტრობა
გაქრა და ისინი მეგობრება იქცნენ. ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა
კონტაქტის ჰიპოთეზა - მტრულ ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტიი
ამცირებს ცრურწმენებს.
ელიოტ არონსონმა და მისმა კოლეგებმა შეადგინე პროგრამა,
რომელიც ემყარებოდა ამ ექსპერიმენტის შედეგებს და მიზნად
ისახავდა დესეგრერირებულ სკოლებში ცრურწმენების აღმოფხვრას.
სტატეგია, რომელიც ,,ასაწყობის სურათების მეთოდის“
სახელწოდებითაა ცნობილი, თითოეულ ბავშვს ეძელება მთელი
მასალის ნაწილი, რომელიც შემდეგ მან ჯგუფის დანარჩენ წევრებს
უნდა გააცნოს. წარმატება ფასდება მთელი ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი პრეზენტაციის ხარისხზე დაყრდნობით. ასეთი
მეთოდით მომუშავე კლასებში შემცირდა რასობრივი კონფლიქტები.
(დაჩაგრული კარლოსი)
თომას პეტიგიუმ კონტაქტის ჰიპოთეზის შესასწავლად კვლევები
ჩაატრა. ცდის პირებს სთხოვეს, განესაზღვრათ თავიანთი
დამოკიდებულება გარკვეული ეროვნული უმცირესობების მიმართ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანების გარე ჯგუფის
წევრებს, როგორც მეგობრებს ისე ახასიათდებნენ, ცრურწმენების
შედარებით დაბალ დონეს ავლენდნენ. გარე ჯგუფის წევრთან
მეგობრობას ცრურწმენის გაქრობამდე მივყავართ. მეგობრობამ,
შესაძლოა, დეპროვინციალიზმამდეც მიგვიყვანოს: ეს ნიშნავს, რომ,
როდესაც ადამიანები მერს იგებენ გარე ჯგუფის ნორემბის და
ჩვეულებების შესახებ, ისინი ნაკლებ ,,პროვინციულები“ ხდებიან
საკუთარ შიდა ჯგუფში მიმდინარე პროცესების კორექტულობასთან
მიმართებაშიც.

ლექცია 10
776-784 - მილგრემის შემდეგ
გენოციდისა და ომის ფსიქოლოგია
რატომ ხდება რომ გარკვეულ დროსა და გარკვეულ ადგილას
ადამიანთა ერთი ჯგუფი იწყებს ადამიანთა მეორე ჯგუფის
სისტემატიურ განადგურებას - გენოციდს (რასობრივი ან ეთნიკური
სისტემური განადგურება.)
ფსიქოლოგომა ირვინ სტაუბმა ის კულტურული და ფსიქოლოგიური
ძალები მიმოიხილა, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ტერორს:
 საწყისი წერტილი ხშირას საზოგადოების წევრების მძიმე
ცხოვრების პირობებში, ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში,
პოლიტიკურ დაღმავლობასა და სხვა მსგავს ფაქტორებში უნდა
ვეძიოთ.
 როგორც ჩანს, ამ მძიმე პრიობებში ადამიანებს უძლიერდებათ
შიდა და გარე ჯგუფების გამიჯვნის ტენდენცია. ასეთ შემთხვევაში,
გარე ჯგუფი გამოდის განტევების ვაცის როლში და ბრალი ედება
საზოგადოებაში არსებულ სირთულეებში. არსებობს მრავალი
მაგალითი იმისა (თუნდაც ნაცისტური გერმანია), სადაც სხვა
ერების განტევების ვაცის როლში გამოყვანა კულტურული თუ
პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც
ერთნაირად იაზრებდნენ როგორც ერის ლიდერები, ისე-რიგითი
მოქალაქეებიც.
 ჯგუფი, რომესაც ბრალად დაედო საზოგადოების სირთულეების
გამოწვევა, გამოდის განტევების ვაცის როლში და ხდება მის
მიმართ ძალადობის გამართლება. ძალადობის ცალკეულ
ინციდენტებს მსოფლიო სამართლიანობაზე ფიქრამდე
მივყვართ- ვინაიდან ჩვენ სამართლიან სამყაროში ვცხოვრობთ,
დაჩაგრულმა ხალხმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს, რომ
ძალადობას თავი დააღწიოს. ასე მაგალითად, ნაცისტური ეპოქის
გერმანე
 ძალადობას საფუძვლად ედება საკუთარი თავის გამართლების
სურვილიც. როცა ესა თუ ის რეჟიმი ძალადობას მიმართავს,
სხვათა დუმილი თანხმობად, მისი ქმედებების სამართლიანობის
აღიარებად აღიქმება.
(კამბოჯა, პნომ პენი - გენოციდი)
,,მტრის“ ცნება და ხატი
გენოციდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ,,განტევების ვაცის“
მოძებნა. ცრურწმენები და დისკრიმინაციის განხორციელებისადმი
მზადყოფნა სპონტანურად არ ხორციელდება. ის მოითხოვს
სოციალურ გარემოს, რომელიც ხელს უწყოს რწმეას, რომ ,,მტერი“
ითვისებს ისედაც მწირ რესურსებს, ეს კი წარმოშობს საფუძველს
ძალადობისთვის. როდესაც რეჟიმი ,,მტერს“ განტევების ვაცის როლს
მოარგებს, იწყება მისი ,,დეჰუმანიზაცია“. იგი ცდილობს ხალხი
მიიყვანოს იმ აზრამდე, რომ მტრის არაჰუმანური ჯგუფი საძულველია
და უნდა განადგურდეს. სახელმწიფო ლიდერების ამოცანაა ასეთი
სახის მკვლელობებს სახე უცვალოს და პატრიოდულ ქმედებად
აქციოს. ამ დეჰუმანიზაციას, პოლიტიკური რიტორიკა და მასმედია
აგვირგვინებს. ომში ყველაზე მნიშვნელოვანი ,,საზიზღარი მტრის“
ხატია.
რატომ მიდიან ადამიანები ომში?
ერთი ვერსიით ეს ალტრუიზმის უკიდურესი გამოვლინებაა. ადამიანებს
ოჯახდა და ერს შორის კავშირი ბავშვობიდან აქვთ გაშინაგანებული.
მაგრამ, ნუთუ ადამიანები, რომლებიც ომში მიდიან ისე ახდენენ
,,სოციალური რეალობის კონსტრუირებას“, რომ სჯერათ, სამშობლოს
დაცვით თავიანთ ოჯახებს იცავენ? (სერებები - მილოშევიჩი - სერებების
თვალსაწირედანისინი არა აგრესორები, არამედ მსხვერპლები
იყვენენ და თავი უნდა დაეცვათ.. მათ განუმტკიცდათ დევნის მანია და
ხელი მიჰყვეს ეთნიკურ წმენდას.)
სახელმწიფოები იშვიათად ერთვებიან ომში გაბატონების ან
დაპყრობის მიზნით. როგორ ჩანს, ისინი დარწმუნებულები არიან
-მაშიანც კი, როდესაც დანარჩენი მსოფლიო მათ აგრესორებს
უწოდებს - რომ იმ მნიშვნელოვან ინტერესებს იცავენ, რომლებიც
აუცილებელია მათი გადარჩენისა და ინდივიდუალურობის
შენარჩუნებისთვის.
მშვიდობის ფსიქოლოგია
მშვიდობის ფსიქოლოგია მუშაობს ერებს, თემებსა და ოჯახებს შორის
მშვიდობის შენარუნების პრობლემებზე. (ატომური ომის პრევენციისა
და მიშვიდონის მიღწევისადმი ინტერდისციპლინარული მიდგომა.)
ლიდერობისა და მმართველობის ფორმების ანალიზი
კურტ ლევინს აინტერესებდა თუ რატომ დაემორჩილა მისი
ერი( გერმანეელები) ასე ტოტალურად ფაშისტური დიქტატური
ავტორიტარულ ტირანიას. ლევინი იკვლევდა ჯგუფის დინამიკას-
საშუალებებს, რომლებითაც ლიდერები უშუალოდ ზემოქმედებენ
თავიანთ მიმდევრებზე და იმ მექანიზმებსაც, რომლებითაც ჯგუფური
პროცესები ცვლიან ინდივიდის ქცევას. (ექსპერიმენტი - 10 წლის ბიჭები
დაჰყვეს ჯგუფებად და დაუნიშნეს ლიდერები. ექსპერიმენტატორებს
სურდათ გაერკვიათ როდის არიან ადამიანები უფრო ბედნიერნი და
პროდუქტიულნი.. ავტოკრატული ლიდერები თავის თავზე იღებდნენ
ყველა გადაწყვეტილების მიღებას და დავალებების განაწილებას ისე,
რომ თვითონ არ მონაწილეობდნენ. დემოკრატიული ლიდერები ხელს
უწყობდნენ ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და ჯგუფთან
ერთად გეგმავდნენ დავალებეს. ანარქიული ლიდერები კი ჯგუფს
სრულ თავისუფლებს ანიჭებდნენ და არაფერში ერეოდნენ, - მხარი
ყველამ დემოკრატიულს დაუჭირა. ამ ფორმამ ფსიქოლოგიური
უპირატესობა და ბევრად მაღალი პროდუქტიულობა აჩვენა.)
ავტორიტარული რეჟიმები იწვევენ დემოციდს- გენოციდს და
მასობრივი მკვლელობების სხვა ფორმებს.
დემოკრატიული ქვეყნები ხშირად ერთვებიან ომში, თუმცა ერთი
დემოკრატიული ქვეყანა მეორეს იშვიათად ეომება. დემოკრატიულ
საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანებს სხვა დემოკრატიული
საზოგადოებების იმედი აქვთ, ამიტომ მათ წინააღმდეგ ძალის
გამოყენებაზე ფიქრი უძნელდებათ. პოლიტიკოსებსაც, ასევე,
უძნელდებათ ძალის გამოყენებაზე ფიქრი, ვინაიდან საკუთარი
მოქალაქეების სახით არ შექმნან ოპოზიცია.
წამახალისებელი კონტაქტების როლი კონფლიქტების გადაწყვეტაში
ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რაც ხელს შეუწყობს
ურთიერთნდობის ზრდას და საერთო მიზნების დასახვას.(მგ. ჩრ.
ირლანდიაში კათოლიკეებისა და პროტესტანების დასაახლოებელი
პროგრამა, გაიხსნა სკოლები სადაც ერთად სწავლობენ
პროტესტანტები და კათოლიკეები)
ჰერბერტ კელმანი- კელმანი სამუშაო შეხვედრებზე იწვევს
პალესტინელებსა და ებრაელებს. ამ პროცესში მონაწილეობის
პირობა მონაწილეთა ხელშეუხებლობის დაცვა და
კონფიდენციალობა, ასევე თია და ანალიტიკური დისკუსიების
ჩატარება იყო. საბოლოოდ, შეხვედრების მონაწილეები უშუალოდ
ჩაერთნენ მშვიდობის დამყარების პროცესში.

You might also like