Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 114

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

მაქს ფრიში

მონტოკი

1
დღეს არ დაუსვამს ეს კითხვა, არამედ გუშინ, აქეთ რომ მოდიოდნენ; ეტყობა, უკვირს,
კაცს როგორ უკვირს, რომ ის ახლა მის გვერდით დგას.
When did I encourage you?

კაცს თვითმფრინავის ბილეთი სამშაბათისთვის აქვს დაჯავშნილი.

თავიდან მეგონა, ერთი ჩვეულებრივი, ფოტოაპარატზე გაგიჟებული გოგოა,


შემთხვევას რომ ხელიდან არ გაუშვებს, უცებ ჩაიკუზება და ჩააჩხაკუნებს-მეთქი,
მოგთხოვს, ასე დაჯექიო და მერე, როცა ბოლოს და ბოლოს დაგავიწყდება მისი
არსებობა, ისევ ჩააჩხაკუნებს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. მაგრამ მას
ფოტოაპარატი არ აქვს. მხოლოდ ზის და დუმს, არ გაწუხებს, სანამ რომელიღაც
უბადრუკი გაზეთის ჟურნალისტი მთელი საათის განმავლობაში სვამს კითხვებს:
Have you been in this country before და ა.შ. ინტერვიუ პირად საკითხზე. Are you
married, where in Europe are you living, do you have children და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი
ამ ახალგაზრდა ქალმაც იცის. ერთხელ ტელეფონსაც პასუხობს, რადგან აპარატთან
ზის და მშვენივრად ართმევს თავს ამ საქმეს; მადლობას ვუხდი. What are you going to
write next, play or novel or another diary? კმაყოფილება მეუფლება, რადგან ეს
ყოველთვის ბოლო შეკითხვაა, სულ ცოტა, ბოლოს წინა. ამერიკულ საზოგადოებას
ვუცხადებ: ცხოვრება მოსაწყენია, მხოლოდ მაშინ განვიცდი რამეს, როცა ვწერ. კაცმა
რომ თქვას, არ ვხუმრობ; კაცს მაინც ეცინება. ქალს – არა. როცა შემდეგ მოთეთრო
ბურძგლიან ქურთუკს ჩასაცმელად ვაგებებ, ზრდილობის გულისთვის კიდევ
ერთხელ ვეკითხები სახელს. Lynn, მპასუხობს, თითქოს მხოლოდ სახელი კმაროდეს.
მისი გრძელი, გაშლილი თმა: ხელს უშლის ქურთუკის ჩაცმაში და მე ვერ ვეხმარები,
საკუთარ ხელს შეხების უფლებას არ ვაძლევ. კიდევ ერთი კითხვა, ბოლო: Do you
consider yourself a doomed man? მოგვიანებით აღმოვაჩენ, რომ სიგარეტი დარჩენია,
კვესიც. ორი კვირა იდება სანათის ქვეშ, იაფფასიანი მწვანე კვესი.

აქ მართლა რა მესაქმება?

გარეთ უპალტოოდ გასვლა შეიძლება; ქარბუქში ჩამოვედი, მაგრამ მალე ისევ


გაზაფხული დადგა... ქალების ციხე ქუჩის კუთხეში, ყავისფერი აგურის მაღალი
ნაგებობა, დაუნგრევიათ; მის ადგილზე ქვიშიანი მოედანია, მავთულხლართებით
შემორაგული, მტრედები ღუღუნებენ გალიაში, თუმცა, გალიას, როცა უნდათ, მაშინ
გადაუფრენენ. სხვა მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ორ წელიწადში. პატარა ხეები
მეცხრე ქუჩაზე, ოდესღაც დარგული, ახლაც მაშინდელივით წვრილი და უსუსურია;
მაგრამ ამწვანებულან (მამაცი ქლოროფილები!), იქ, სადაც ისევ ვსაუზმობ, კვლავ
ძველი გუნდი მემსახურება. ყვითელი ტაქსი, ნაგვის შავი, პრიალა პარკები ქუჩის
პირას, წითელი სახანძროს სირენა. სასტუმროში ძველი კლიენტი იცნეს: Did you have a
good time? ოთახი სხვაა, ვიდრე ორი წლის წინ, მოწყობილობა – ზუსტად იგივე:
მარმარილოსზედაპირიანი დაბალი მაგიდა, რომელზეც ფეხები შეგიძლია შემოაწყო,
ყვითელი ტორშერები, ლოგინის ყვითელი გადასაფარებელი, ძირს მწვანე ხალიჩა,
ჩირქის ფერი სოფა, არცთუ მოუხერხებელი, ორი იმავე ფერის სავარძელი,
კონდიციონერის ნაცნობი ზუილი, მაგრამ გამორთვა შეიძლება; ასაწევი ფანჯრები
ნახევრად იღება, დაფუტუროებული ჩარჩო ზევით იწევა, მინები ყოველთვის

2
ჭუჭყიანია; ფანჯარა ძალიან დაბალზეა; სიფრთხილეა საჭირო, გზაჯვარედინს თუ
გინდა გადახედო; მხოლოდ ოცნებაში დაფრინავ საკუთარი ძალით.

May I introduce you

სახელები ვერ გავიგონე ან მაშინვე დამავიწყდა, ვდგავარ და ვპასუხობ და აღარ ვიცი,


ვის ვუპასუხე. რატომ ვიქცევით ასე? საჭიროა (ამბობს ჩემი გამომცემლობა),
წიგნისთვის... Lynn

შემიძლია, რამე სამსახურებრივი მოვიმიზეზო და დავურეკო. იქნებ ვახშამი


შევთავაზო; ქალი თუ მომეწონა, თავი თავხედი მგონია. Hudson

რამდენიმე ჩაკურატებული თოლია ნავსადგურის თავზე, შეხვედრა წყლის


გაზინთულ ანარეკლთან. ძველი გემი ისევ ღუზაზე ირწევა. დახავსებული ჯაჭვები.
ვერტმფრენი. ქარია, შავი წყალი ჯებირს ეხეთქება, ხის ჯებირი ორი წლის წინათაც
დამპალი იყო. დიდი თეთრი სატვირთო გემი, რომელიც ალბათ ხვალ გავა ზღვაში,
წყნარად, უძრავად დგას, Statendam, ჰოლანდიური დროშა ქარში. უკან, ძველი
ხიმინჯებიანი გზატკეცილია, ახლა არემონტებენ. პატარა, ბნელი ბარიც ისევ
არსებობს, სადაც ბილიარდს თამაშობენ; Blue Ribbon – განათებული აბრა ბინდში
წითელ ლიმონათს წააგავს. ამწუთას დასავლეთით გაზინტლული მზე ჩადის; გრძელი
შავი სატვირთო გემი ეფარება. სანაპიროზე რამდენიმე კაცია, ჩემსავით უსაქმოდ.
ახალგაზრდა შავკანიანი ზიგზაგებით დაატარებს ველოსიპედს. უკიდურეს კიდეზე
ჩახუტებული წყვილი ზის, ჩრდილის კონტური ჩანს. მოხუცი კაცი ძაღლით. კიდევ
ერთი ძაღლი უპატრონოდ. კანაფის გრძელი, სქელი ბაგირები. ლუდის ქილა ქარში
მიგორავს.
American Academy of Arts and Letters:
ვდგები და მადლობას ვიხდი.
Museum of Modern Art:

ხელოვნებას ვაცდენ და მთელი დილა ბაღში ვზივარ. ალბათ ხელოვნება ჩემი საქმე არ
არის, როცა მარტო ვარ. მსიამოვნებს ხეებქვეშ ჯდომა. უკვე ოცი წელი და მეტია ამ
ბაღში (მური, პიკასო, კალდერი და სხვ.) ვზივარ:

1951 1956
1963 1970
1971 1972

გზაში ისევ მეუფლება განცდა, რომ სხეული ამიმჩატდა, ძალიან მჩატეა, თითქოს
ხანგრძლივ სიარულს მიზიდულობის ძალა შეემცირებინოს: მეჩვენება, რომ
ყველაფერი, რასაც ვუყურებ, გამოვა, ოღონდ არ უნდა გამოვთქვა, უნდა გავაკეთო.
Central Park:

სარწმუნო წყარომ მასწავლა, ის ცნობილი ციყვები, სინამდვილეში, ციყვები კი არა,


ნუტრიები არიანო. ადრე აქ ციყვებიც ყოფილან. ნუტრიებს ციყვებივით წითური ფერი

3
არა აქვთ, მაგრამ მათსავით ტანმორჩილები არიან. წუთების განმავლობაში შეგიძლია
ახლოდან უყურო, ისეთი თვინიერები არიან ნუტრიები. ციყვებისგან კი იმით
განსხვავდებიან, რომ ციყვებს ანადგურებენ.
White Horse:

მწერალს ეშინია გრძნობების, რომლებიც გამოსაქვეყნებლად არ გამოდგება; მერე


ირონიის მოძალებას ელოდება; საკუთარ აღქმას ეჭვით უყურებს, ღირს თუ არა ამ
გრძნობების აღწერაო და არ სიამოვნებს, რის სიტყვებად ჩამოსხმასაც ვერ ახერხებს.
მწერლის ამ პროფესიული დაავადების გამო ზოგი ლოთდება.
Sanitation:

ისევ ძალიან ადრე მეღვიძება. დილაუთენია ძაღლები და ფინიები გამოჰყავთ ქუჩაში,


საბელებით აკავებენ, სანამ მოისაქმებენ. ძაღლებს მიძღვნილი ერთი საათი
დილაობით, ძაღლებს მიძღვნილი ერთი საათი საღამოობით. კარგად უნდა დაიხედო
წინ, სანამ ნაბიჯს გადადგამ. ძალიან უყვართ თავიანთი ძაღლები და ფინიები, აშკარაა,
სიყვარულის მოთხოვნილება ტანჯავთ აქაურებს, მათ საყნოსავიდან საყნოსავამდე
ეწევიან და მოთმინებით ელოდებიან, გინდაც წვიმდეს. მარტო წითელ შუქნიშანზე არ
უთმობენ ძაღლებს და უძალიანდებიან, სანამ მწვანე არ აინთება. წაბილწულია
აქაურობა. ზოგს ერთი კი არა, რამდენიმე ძაღლი ჰყავს. მთელი გარემო სიყვარულს
ელტვის. მრგვალცოცხებიანი თეთრი მანქანა ყველაფერს ვერ წმენდს. რაღაც მაინც
ყოველთვის რჩება.
Long Distance:

ქალი რომ ტელეფონში ტირის, აღარ ვიცი, რა ვქნა, უსუსურობის განცდა მეუფლება;
მაჯაზე ხელის ჩაჭიდება რომ შემეძლოს – თუმცა, შეცვლით ესეც ვერაფერს შეცვლიდა.
Fifth Avenue Hotel:

იატაკზე გადაკრული ხალიჩა დღისით (როცა ყვითელი ნათურები არ ანათებს)


ლურჯი უფროა, ვიდრე მწვანე. ამწუთას მზე დანათის, ირიბ ოთხკუთხედად ეცემა
შუქი, მაგრამ ფეხებთან ჰაერი გრილია. წავიკითხე და ვიფიქრე, რას ვკითხულობ: უცებ
კანსაც აღმოაჩნდა მახსოვრობა: „გაზაფხულო, ჰო, შენ ყოფილხარ!“[2] შენ და შენი მზე
ამ ნაცნობ ხალიჩაზე; ერთხელ ვაკოცე კიდეც, „შენ შეგიცანი!“ უცებ კითხვა (ფიქცია)
ვეღარ ეხიდება კანის მეხსიერებას; წინდებს ზევით შიშველ წვივებზე სიგრილე
შვრება; ღია ფანჯარაში არ შემოდის ჩიტების ჭიკჭიკი, მხოლოდ დიდი ქალაქის
ტრანსპორტის ხმაური, განსაკუთრებით კი: ავტობუსები რომ დაიძვრებიან მწვანე
შუქზე, მეხუთე ავენიუს და მეცხრე ქუჩის კუთხეში. ფეხსაცმელგაუხდელ ფეხებს ისევ
ვაწყობ დაბალ მაგიდაზე და მუჭიდან შევექცევი თხილს.
My greatest fear: repetition

იელის უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტი არ სვამს ლიტერატურის


კრიტიკოსების გაცვეთილ კითხვებს; იგი მეკითხება: მართლა სურს შტილერს
იულიკას ხსნა თუ უპირველეს ყოვლისა უნდა, რომ თვითონ იყოს მისი მხსნელი?
Washington Square:

4
ქვის მაგიდებზე მოჭადრაკეები ყინვაგამძლე ფიგურებით თამაშობენ, მათ ზევით –
სიმწვანე და ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ხშირად ვჩერდები ხოლმე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ,
არასდროს არ ვჯდები. დღეს ერთმა მკითხა, შავკანიანმა, ხომ არ გინდა ერთი პარტია
ვითამაშოთო. მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობს, შევამჩნიე, და მაინც ვერ ვბედავ.
მარცხს გავურბივარ? თუ გამარჯვებას? რადგან მაინც ვერაფერს შეცვლის; პირიქით,
მერე პირს დააღებს ჩემი შინაური მარცხის ცნობიერება... Commerce Street 15 არც ერთ
ძველ ბინაში არ მინდა ხელახლა ცხოვრება, არც ამ პატარა საყვარელ სახლში. თითო
ოთახი თითო სართულზე. ქვევით სრულყოფილი სამზარეულო და სასადილო,
გეგონება, კაიუტაში ხარ, დღისითაც შუქი ანთია; პატარა ფანჯრებიდან ზღვის
დგაფუნი კი არ შემოდის, არამედ ტროტუარზე დაფენილი თოვლი მოჩანს;
თოვლჭყაპში გამვლელების ფეხები, ძაღლების კიდევ უფრო მკვირცხლი ფეხები.
ზევით, სადაც მუშაობას ვცდილობდი ხოლმე, სახლი კიდევ უფრო ზანზარებს; მძიმე
და მძიმემისაბმელიანი სატვირთოების გრუხუნი გარიჟრაჟამდე დიდი ხნით ადრე
იწყება, და გაჩერდება თუ არა ერთი წუთით შუქნიშანზე, მერე მეტრო აზანზარებს
იქაურობას. მაინც მეჩვენება, რომ სახლში სიწყნარეა; სიჩუმე, თითქოს ყრუ ვიყო.
მაცივრის ჩუმი ზუზუნი, საკუთარი ფეხის ხმა, გაზეთის გადაფურცვლის შრიალი.
მესმის, როგორ ვარდება ფოსტა კარის ნაპრალში, გასაღები როგორ შედის კარის
ჭუჭრუტანაში და როგორ ტრიალდება. ადრე ყრუ ვიყავი? მესმის, რაღაცას რომ
მეუბნებიან და ვიჯერებ. ნამდვილი ზღვის ხმაურიც მოვისმინე, ფირფიტაზე
ჩაწერილი (ქუჩის ხმაურმა რომ არ შეგაწუხოსო); მეგობრული საჩუქარი...
მოვისმინეთ, როგორ კითხულობს ნერუდა.
Via Margutta:

აი, რა შესძლებია თბილ ჰაერს, სინათლეს: უცებ რომში ამოვყავი თავი. მხოლოდ
არქიტექტურული ფონი არ შეესაბამება, ამას ვხედავ. წარმოდგენა არა მაქვს, რას
გავაკეთებდი რომში; ასეა თუ ისე, ამწუთას რომში ვარ ცოტა ხნით...
Goethe House:

წარმატებული კაცი შეიძლება ლომვეშაპს ჰგავდეს, ქალები მარტო ყურადღებას კი არ


აქცევენ, არამედ თხოვნაც არ სჭირდებათ, ისე დაუნანებლად აფრქვევენ საკუთარ
მომხიბვლელობას. ქუჩაში რომ გავდივარ, სადაც ხალხის ნაკადში ვერავინ მცნობს,
თავს ისევ ლომვეშაპად აღვიქვამ.
Eight Street Bookstore:

შუაღამისასაც რომ შეგიძლია წიგნების მაღაზიაში იდგე... პატარა ყვითელი


ლანგენშაიდტი ვიყიდე, რომ მერე, თითქმის ყოველი გადაფურცვლისას
შემეკურთხებინა საკუთარი მეხსიერებისთვის; ეს ხომ ერთხელ უკვე ვიცოდი:
Sensible/ Sensitive / Sensual

ცნობას კონრად ფარნერის ციურიხში გარდაცვალების შესახებ ლიფტში ვკითხულობ,


მაგრამ ამის გამო ჩემს სართულს არ გავცდენივარ. კონრად ფარნერი ბევრ
უბედურებას ასცდა. გარდაცვლილ მეგობართა წრე იზრდება.

Olivetti Lettera

5
ვერ ვეშვები, პატარა საბეჭდი მანქანა შევიძინე, ლიტერატურული მიზნები არ მაქვს
და მაინც (მეოთხედ ჩამიფლავდა მოთხრობა, რომელიც ტესინში უნდა გათამაშდეს;
მთხრობელის პოზიცია დამაჯერებელი არ არის) წინადადებების ბეჭდვის ვნება... Pro
memoria

გილიოტინაზე მიმავალი ფრანგი არისტოკრატი კალამს და ქაღალდს ითხოვს


რაღაცის ჩასანიშნად და აძლევენ. ჩანაწერის განადგურებას რა უნდა, თუკი სხვას
უძღვნის. მაგრამ ასე არ არის. ეს ჩანაწერი მხოლო და მხოლოდ მისთვისაა: pro
memoria.

რაც ნიუ-იორკში უნდა ვაკეთო, ციურიხში ან ბერლინშიც გასაკეთებელია. ბერცონაში


(ტესინი) უკვე გაკეთებულია, მე მგონი. რომში? გარემო ბინძურდება უსარგებლო
გრძნობებით – ოდნავ დალპა, რადგან არასოდეს გამომითქვამს ან გულწრფელად არ
გამომითქვამს, ცნობიერად არ დავმშვიდობებივარ. დროა. გუშინწინ მესიზმრა, რომ
მომავალ ოთხშაბათს სიკვდილით უნდა დამსაჯონ და არ მესმის, რატომ
მაინცდამაინც მომავალ ოთხშაბათს, ჯანმრთელი ვარ, რომელიღაც უვიცი უწყების
თვითნებური განკარგულებაა, სხვათა შორის, იმ უწყებას მისამართიც კი არ გააჩნია;
გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სხვა სიზმარი:

ისინი ჭორაობენ. ვინ? მამაჩემის კუბო გადამსკდარა, არ ვიცოდი, მაგრამ მესმის მისი.
შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს სივიწროვემ. ტკბილეულს მაწვდიან; ტკბილეული
ბავშვებს აწყნარებს. გამვლელები. უცებ წინააღმდეგობის გრძნობა მეუფლება, ვერ
ვიგებ, რატომ უნდა ჩავწვე კუბოში. ისინი რაღაცნაირ ნავზე ავიდნენ, ყველას შავები
აცვია, დგანან გრძელნიჩბებიან ნავში. ციურიხის ტბა. არავინ მაკავებს, გავრბივარ,
ახლომახლო გრძელ მაშველ ძელს ვპოულობ, თუ გამიჭირდა, ნიჩბად გამომადგება;
მაგრამ ძნელია მოსმა, ნიჩაბი არა აქვს. მაგრამ მე მაგათ ვუჩვენებ სეირს. ვერ ვიხსენებ,
სად ვდგავარ; რაღაც ტივის მაგვარია, ფიცარნაგი? ვდგავარ და უკან მივყვები. ვიღაცამ
გამანდო, საით მიცურავენ. როცა ბოლოს და ბოლოს დავეწიე და მათ გვერდით
მივცურავ, ხმას არ მცემენ; მესმის, რას ლაპარაკობენ. ნუ ჭორაობთ! სულაც არ
ჭორაობენ; ახლა ფილტვი გაუსკდებაო, ამბობენ. ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ჩემი საქმე
წასულია. ესღა მაკლდა, ნიჩბები მომესვა. ეგონათ, გამიიოლდებოდა, არ
გავუძალიანდებოდი, თავს არ დავიცავდი. არაფერი იცვლება: დასაფლავების
ადგილისკენ მივცურავთ. მაგრამ არ ვეპუები, რადგან ახლა ხომ ხედავენ, რომ გაცურვა
შემძლებია. აღარ მელაპარაკებიან; ჩქარობენ. Trattoria da Alfredo

ვაღიარებ, ეს ტრატორია შემთხვევით არ აღმომიჩენია; ვეძებდი, თითქოს იქ


დამხვდებოდა წასაღებად გამზადებული გრძნობები: A Cause d’une femme. არ მინდა,
ვინმემ მიცნოს და მანამ ვდგავარ, სანამ ჩიბუხი არ გაღვივდება; გამვლელი, აქ რომ
არაფერი ესაქმება. სირცხვილის გრძნობა, რომ ორი წლის შემდეგ ისევ აქ ვდგავარ;
სიმწვანის მოლოდინი. სხვათა შორის, პატარა ტრატორია მხოლოდ გარედან
შევათვალიერე; სკამები მომცრო მაგიდებზე აწყვია. რადგან ჯერ დილაა. ინტერიერის
დასანახად სახე უნდა მიაჭყლიტო ფანჯრის შუშას და ორივე ხელით მოიჩრდილო,
რადგან შუშა სარკესავით ირეკლავს. არ მიქნია. შემეშინდა, ფანჯარაშისაკუთარი

6
ანარეკლი რომ დავინახე. როგორც კი ისევ გამწვანდება, ვიცი: ბუნებრივი ამბავია.
ნეტავ ტყვიას ვისროდი? ასეა თუ ისე, ის მაინც დამავიწყდა, საით მინდოდა წასვლა,
მაგრამ მივდივარ. უპალტოოდ. გრილა, მაშინდელივით გაზაფხულია, კრიალა
ლურჯი დილა და ზღვიდან მონაბერი ქარი. სიარულისას ბეჯითად ვკითხულობ
რეკლამებს, თითქოს სხვა საქმე არ მქონდეს. „ადამიანი სიმართლეს უძლებს“ [3]

ის ამ წინადადებას ვერ იტანს. ციტატა. კიჩიაო, ამბობს. ვინ იცის, რა არის სიმართლე!
ვიკამათეთ კიჩის თემაზე. My life as a man

ჰქვია ახალ წიგნს, რომელიც გუშინ ფილიპ როთმა სასტუმროში მომიტანა. რატომ
ვუფრთხი გერმანულ სათაურს: ჩემი, როგორც კაცის ცხოვრება? მაინტერესებს,
ხელოვნების წნეხის ქვეშ წერისას რას შევიტყობ ჩემზე, როგორც კაცის ცხოვრებაზე.
Giacometti:

მისი გამოფენა ამ საშინელ, სპირალურ მუზეუმში; ვერნისაჟი ათასობით


სმოკინგებიანებისა და გრძელკაბიანების მონაწილეობით; მისი უზარმაზარი
ფოტოპორტრეტი: ეს სახე!... ვინ ან რა ანიჭებს ადამიანს რანგს? ნაწილობრივ მისი
ნამოღვაწარი. შეიძლება, რანგი თავად მიინიჭო? ხელმოცარულსაც შეიძლება ჰქონდეს
რანგი. რანაირად? რანგი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სახელს და დიდებას. ვიცნობ
ადამიანებს, ვისაც სიცოცხლეშივე დაუკარგავთ სახელი და დიდება; ოღონდ რანგი
შეუნარჩუნებიათ. რანგი არ გახლავთ გამარჯვებულის შარავანდედი. რაში
მჟღავნდება რანგი? შევხვედრივარ რანგიან ადამიანებს, კაცებს და ქალებს, მოხუცებს
და ახალგაზრდებს, ცნობილებს და სხვებს; ჯიაკომეტის არასოდეს შევხვედრივარ.
ასეთ ადამიანებთან შეხვედრა (არ არის აუცილებელი, ერთი და იმავე ჯურისანი
იყვნენ) რაღაც უცნაურად გიმაგრებს გულს; ქებით არ გაგულიანებენ. თავიანთი
თანხმობითა თუ წინააღმდეგობით განიჭებენ რანგს. მის მოლოდინში მტრობასაც არ
ერიდებიან. რასაკვირველია, ასეთი მოლოდინი იოლად ცრუვდება. რანგის მქონე
ადამიანები ბრმად არ ელიან წოდებას, მაგრამ მოლოდინი წარმატებას ან
წარუმატებლობას არ უკავშირდება; ისინი თავად საზღვრავენ მასშტაბს. ეს უფრო
შეუცდომლად ახასიათებთ მათ, ვიდრე მათი ნამოღვაწარი, რომლის შეფასებაც სხვას
ხშირ შემთხვევაში არც კი შეუძლია. მათი რანგი ადგამს შარავანდედს მათ
ნამოღვაწარს. ყოველთვის მეგობრულები არ არიან; მაგრამ არ იბნევიან, თუკი ვინმე
ხანდახან მათი რანგის შეუსაბამოდ იქცევა. თუკი მათ ვინმე საკუთარ თავში
დაეჭვებას გაანდობს, სერიოზულ სახეს მიიღებენ, მაგრამ თვითგვემას არ მოჰყვებიან
სხვებივით, რომლებიც, თუკი შარავანდედი არ აბრმავებთ, საკუთარ მოლოდინს
უნებლიეთ ამცირებენ და ისეთი მოწყალენი ხდებიან, რომ ყველაფერი უფრო მცირედ
ეჩვენებათ, სრულიად ყველაფერი.

ერინიები

ისინი არ გაგბდღვნიან, უბრალოდ, რომელიმე კუთხეში დგანან: ერთ დროს აქ, ზევით,
მესამე სართულზე ვცხოვრობდი, Waverly Place / Cristopher Street, ოცდასამი წლის
წინ, ვითომ თავად არ ვიცოდე! ფასადსაც კი არ ავხედავ, მხოლოდ ვამჩნევ, რომ
პირველ სართულზე სხვა მაღაზია გაუხსნიათ; მაშინ სასურსათო მაღაზია იყო,
უბადრუკი, თვეში 200 დოლარი მქონდა, ბინა თვეში 100 დოლარი ღირდა, ერთხელ
7
ფანჯრის რაფიდან ყვავილების ქოთანი გადამივარდა და არავის მოხვედრია. სად
ჩამავლებენ ხელს ერინიები?
ბოლო დროს ამ მოვლენის აღმნიშვნელი სიტყვა აღმოვაჩინეთ: შეტევები. შიშით
კრთება ხოლმე, ვიცი და სრულიად გაუგებარია, რატომ. თან, პარტნიორს ფიზიკურად
არაფერი ემუქრება; ტყუილად ეშინია; შიშის უმცირესი მიზეზიც არ არსებობს. თუ
საქმე საქმეზე მიდგა, მაშინ თავად ჩემ წინააღმდეგ იქნება მიმართული: რომ
გამოვხატო სათქმელი. მგონია, რომ მესმის, ვფიქრობ, ვწვდები; ოღონდ
უკანმოუხედავად, თავიდან მშვიდად, საკუთარი თავის და სხვების მიმართ
ანგარიშგაუწევლად. არ ვყვირი, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც; ოღონდ მერე
ვეღარ დამელაპარაკები, გინდაც ერთხანს გისმენდე. სიმართლე, რომლის
გამოხატვასაც ვცდილობ, რომელსაც ამწამს აღმოვაჩენ, იშვიათად არის ჩემი
გამამართლებელი განაჩენი. შესაძლებელია, წვრილმანებით იყოს გამოწვეული;
სასაცილოც კია ასეთ წვრილმანებზე ყურადღების შეჩერება. მაგრამ მე მათ რაღაცის
ნიშნად აღვიქვამ და ამიტომ ჩემთვის წვრილმანი არ არის; ნიშანი კი ისეთი მკაფიოა,
რომ სხვა განმარტებას ვერ ავიტან, უწყინარს ხომ – მით უმეტეს. საყვედური არ
მცდება, მხოლოდ დასკვნებზე ვსაუბრობ. ასე მეჩვენება. ამწუთას იმ შედეგების არ
მეშინია, რომელსაც ვხედავ. ჩემი სიტყვა (მონოლოგი) სასიკვდილო განაჩენს ჰგავს;
სიძულვილს არ შეიცავს. რა უნდა ქნას პარტნიორმა? უნდა გაიგოს, რისი გამოხატვაც
არ შემიძლია; უნდა დაეთანხმოს. საკუთარი თავი მძულს. აუტანელ სიზმარს რომ ვერ
აღწევ თავს და ვერ იღვიძებ, ისე ვარ. სწორედ ისეა, როგორადაც ამწუთას მეჩვენება,
ნამდვილია და ისეა და არა სხვაგვარად და მე მზად ვარ. რისთვის? შემდეგ ერთ
ადგილს ვტკეპნი, ვიცი. ვერ ვუბრუნდები გონიერებას; გონიერება მსპობს, მამცირებს
და კიდევ ბრაზს აძლევს გასაქანს. არადა, როგორ მშვიდად დავიწყე; რაც ვიგულისხმე,
საყვედური არ არის, უფრო მნიშვნელოვანია: სიმართლეა, ჩემი სიმართლე. პერანგს
თუ შემოვიხევ, მგონია, საკუთარ კანს ვიდღლეზ; გთხოვთ, ეტყობა, სულ სხვანაირად
ჟღერს; გემუდარებით. არადა, ყველაფერი, რასაც ახლა ვიტყვი, მხოლოდ გულსატკენი
იქნება. სხვანაირად არ გამომდის. ამწუთას სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ერთხელ
მაინც გამომეხატა სათქმელი გასაგებად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. მერე გული
მწყდება საკუთარ სიბრაზეზე; ვერასდროს მოხვდა გორდიას კვანძში – ბოდიშიც
მოსახდელი მაქვს. Sweet’s

თევზის ყველაზე ძველი რესტორანია ქალაქში. ბუდრუგანა ძველ მოედანზე, წლებია,


დასანგრევია. ვისაც მის შესახებ არ სმენია, არც არასდროს შევა შიგ. შუადღისას
ადგილს ვერ იპოვი, უოლ სტრიტის ხალხი ტრაპეზობს. რაც ამ რესტორანს მივაგენი,
ბევრი მეგობარი წამიყვანია იქ. თევზის ნაირ-ნაირ კერძებს საუკეთესო ამერიკული
თეთრი ღვინო ახლავს, ტრასის ქვეშ კი ისტ რივერი ბრჭყვიალებს. აქამდე არც ლინმა
იცოდა ეს რესტორანი. მოსწონს; საერთოდ არ არის გადაპრანჭული. კიდევ ვიღაცას
მოუგვარა ინტერვიუს საკითხი. ეს მისი სამსახურია. გაშლილი თმა და სათვალე:
უნდინე და ცოტა მოწყალების და. ზაფხულში მშობლებთან ერთად საბერძნეთში
გაემგზავრება, ჩემი რჩევა ზედმეტია; Guided Tour. რადგან ლინს ჩემი არაფერი
წაუკითხავს, სრულიად საწინააღმდეგოს ვუყვები და ამას გემოს ვატან: – პოლიტიკა
საერთოდარ მაღელვებს. მწერლის პასუხისმგებლობა საზოგადოებისმიმართ და
მთელი ეს ლაყბობა, სიმართლე ის გახლავს, რომ ვწერ, რათა საკუთარი თავი

8
გამოვხატო. ჩემთვის ვწერ. საზოგადოება, სულ ერთია რომელი, ჩემი დამკვეთი არ
არის, მე არც მისი მოძღვარი ვარ და არც მასწავლებელი. საჯაროობა გავიხადო
პარტნიორად? უფრო სანდო პარტნიორები მეგულებიან. იმიტომ არ ვაქვეყნებ ნაწერს,
რომ მგონია, საზოგადოება უნდა დავმოძღვრო ან ჩემს ჭკუაზე მოვაქციო, არამედ,
საკუთარი თავის შესაცნობად მჭირდება წარმოსახვითი პუბლიკა. მაგრამ, კაცმა რომ
თქვას, მხოლოდ ჩემთვის ვწერ... ლინი საერთოდ არ მეწინააღმდეგება; უფრო
დამაჯერებლად ჟღერს (ჩემთვისაც), ვიდრე ველოდი.
You are a rich man, I am sure, bit this is a business lunch, you should not pay for this, it’s
just silly.

ამას წინათ (რაღა ამას წინათ, მას შემდეგაც რამდენიმე წელი გავიდა) ის ციურიხში,
ქუჩაში (ლიმატკვაიზე) შემთხვევით დავინახე შორიდან; დამძიმებული მეჩვენა.
ციურიხში ერთად დავდიოდით გიმნაზიაში. აზრზე არა ვარ, თვითონაც თუ მიცნო. არ
მოტრიალებულა და შევწუხდი, რომ არ გავეკიდე და უბრალოდ, გავჩერდი. ამიტომ
მხოლოდ უკნიდანღა ვხედავდი. ქუდი არ ეხურა. მისი ფართო მხრები; ძალიან
მაღალია, სხვაში ვერ შეგეშლება, თან მე ხომ წინიდანაც დავინახე. პირდაპირ
იყურებოდა, ეტყობა, ფიქრებში იყო ჩაფლული; მერე ასფალტს ჩააჩერდა, თითქოს
იმანაც მიცნო. იმან იცის და მეც ვიცი, რა გააკეთა ჩემთვის. ქუჩის მეორე მხარესაც კი
არ გადავძახე, რომ შემოტრიალებულიყო. რას არგებს ვ.-ს იმის ცოდნა, რომ მთელ ჩემს
სიცოცხლეს მისგან დავალებული და მისი მადლიერი ვიქნები? და თანაც, ვიცი, რომ
მთლიანობაში ამ კაცის ღირსი არ ვარ. კლასში პირველობას არავის უთმობდა, ოღონდ
მზუთხავი არ ყოფილა; სხვებზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ამას არ გაუთამამებია, სხვებზე
ჭკვიანი რომ იყო და, ამდენად, კეთილსინდისიერებაც არ აკლდა; ეუხერხულებოდა
კიდეც, მასწავლებლები რომ აქებდნენ. ოღონდ სამაგალითო მოსწავლედ არ
ჩაეთვალათ და ხანდახან ცოტას ეუხეშებოდა კიდეც მასწავლებლებს. სკოლის შემდეგ
სახლში მივყვებოდი ხოლმე, გზას კარგა გვარიანად ვიმრუდებდი, მაგრამ ღირდა;
მისგან გავიგე პირველად ნიცშეს, ოსვალდ შპრენგლერის, შოპენჰაუერის შესახებ.
ძალიან მდიდარი მშობლები ჰყავდა. ოღონდ ეს არაფრად მიაჩნდა, თავდაჯერების
საბაბს ეს არ აძლევდა. მაგალითად, შეეძლო, მაგრამ აზრადაც არ გაუვლია, სკოლის
დამთავრების შემდეგ მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა, ან მანქანა ეყიდა; ყველაფერი
ზედაპირული სძულდა. ფილოსოფოსის ტემპერამენტი ჰქონდა; მაოცებდა, როგორი
აზრები უმწიფდებოდა ტვინში. ჩემგან განსხვავებით, უაღრესად მუსიკალურიც იყო;
მთელი საღამოების განმავლობაში ჩემთვის ატრიალებდა ბახის, მოცარტის, ანტონ
ბრუკნერის და სხვების ფირფიტებს, ზოგის სახელიც კი არ გამეგონა; სრულიად
არამუსიკალური ადამიანი არ არსებობსო, მარწმუნებდა. მე გაზეთებისთვის ვწერდი
სტატიებს და მეამაყებოდა, მცირე რამეს თუ დამიბეჭდავდნენ; ჩემი ლტოლვა
აღიარებისკენ ალბათ პირველი რამ იყო, რითაც იმედი გავუცრუე. ფული რომ უნდა
მეშოვა, ბუნებრივია, ესმოდა, მაგრამ რასაც ვწერდი, არ მოსწონდა. მაგულიანებდა,
ხატეო. ამ სფეროში უნიჭო არ ვეგონე. სახვითი ხელოვნების შეფასების უცნაური
სტილი ჰქონდა, ოღონდ არა სადღაც ამოკითხული და დაზეპირებული, არამედ მისი
მგრძნობელობით ნასაზრდოები. მიუხედავად ვ.-ს წაქეზებისა, ხატვას ვერ ვბედავდი,
სამაგიეროდ, მისგან ვისწავლე ნახატების გაგება. მალე იმდენად გამისწრო
ფილოსოფიური ცოდნით, რომ მოსაუბრედ აღარ გამოვადგებოდი; თითქმის აღარც

9
მიყვებოდა, რას კითხულობდა და, სრულიად შესაძლებელია, ესა თუ ისაზრი, რასაც
ზიგმუნდფროიდი წერდა, მის აღმოჩენად მიმეღო, ოღონდ მას ჩემი შეცდომაში
შეყვანა არასოდეს ნდომია. არაფრის მომტანი იყო ჩემთვის წყაროების დასახელება,
რომელიც ისედაც არ გამეგონა. ამიტომაც მაქეზებდა, ხატეო. თავად ჩელოს დაკვრას
შეეშვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მონდომებული მეცადინეობდა, მისი
დაკვრა მისსავე მაღალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა; ჩელოსთვის მძიმე ხელები
ჰქონდა. საერთოდაც, ვ. თავად ირთულებდა ცხოვრებას. მისმა მშობლებმა, რა თქმა
უნდა, იცოდნენ, რომ მათ საქმეს არასოდეს გადაიბარებდა; მხოლოდ მოგვიანებით
შევიდა მმართველ საბჭოში, ისიც უგერგილოდ. რაღაც ხანს სამედიცინოზე
სწავლობდა, პირველი გამოცდები ჩააბარა; ვერაფრით მივხვდი, რატომ აქცია ზურგი
მედიცინას. გადაწყვეტილება ქარაფშუტულად არ მიუღია. მერე ხატავდა და
აღფრთოვანებაში მოვყავდი მის ნამუშევრებს; ვირტუოზული ნამდვილად არ
ეთქმოდა, მაგრამ საფუძვლიანი კი იყო. უცნაური ადამიანი გახლდათ; ეჭვი არ არის,
ყველა ჩვენგანზე მეტად უჭირდა. სხვათა შორის, ფიზიკურადაც მჯაბნიდა; მის
მშობლებს ჩოგბურთის საკუთარი კორტი ჰქონდათ ბაღში. და ვ.-მ, რადგან მე უსახსრო
ვიყავი, თავისი ნახმარი ჩოგნები მაჩუქა, რომ ერთად გვეთამაშა. მოგებას არად
დაგიდევდათ, მაგრამ ჩემზე უკეთ თამაშობდა და მისგან ვსწავლობდი, რაც მისთვის
მწვრთნელს ესწავლებინა და კიდევ უფრო მეტს: მან მასწავლა დამარცხება, ქულების
გამო თამაში რომ უაზრობაა; რა ენაღვლებოდა, თავად ქულას ქულაზე იწერდა, მე კი
სასოწარკვეთაში მაგდებდა. ძალიან მიყვარდა მასთან თამაში. თუ მეტყოდა, დღეს
მოედანი სველია და ვერ ვითამაშებთო, უბედური ვიყავი. ვ. მესიზმრებოდა ხოლმე.
როცა მასთან მივდიოდი, კარს მოსამსახურე გოგონა მიღებდა, ზრდილობიანად
მეტყოდა, შემოსასვლელში მოიცადეთ, მოვახსენებ, რომ მოხვედითო და, ბუნებრივია,
მეგონა, რომ ხელს ვუშლიდი, თუმცა ვ.-ს ერთხელაც არ გავუბრუნებივარ უკან. თავად
არასოდეს შემომეხმიანებოდა; სამაგიეროდ, უკვირდა, მე თუ კვირაობით
დავიკარგებოდი. გულითადი მეგობარი იყო, ჩემი ერთადერთი მეგობარი მაშინ,
რადგან მის გვერდით სხვა წარმოუდგენელი იქნებოდა. ვ.-სთან შედარებას ვინ
გაუძლებდა. სხვათა შორის, შვილზე მზრუნველი მისი მშობლები მუდამ
კეთილგანწყობილნი იყვნენ; ვ. თუ ჰკითხავდა, შეიძლება ჩემი მეგობარი ვახშმად
დარჩესო, ყოველთვის თანხმდებოდნენ. ეს იყო პირველი მდიდარი ოჯახი, რომელიც
მე გავიცანი; ყველა იმ ოჯახს ჯობდა, მოგვიანებით რომ შევხვდი. მთლიანობაში, თავს
დაჯილდოებულად ვგრძნობდი. საქმე რთულდებოდა, ვ.-სთვის დაბადების დღის ან
საშობაო საჩუქარს რომ ვეძებდი; ჩემი საჩუქრები უხერხულ დღეში აგდებდა, რადგან
გემოვნება ჩემზე უფრო განვითარებული ჰქონდა და უმეტესად ნაჩუქარის გადაცვლა
გვიხდებოდა. მაშინ მყავდა პირველი შეყვარებული; მას ვერ გადავცვლიდი. მგონი,
ვ.სი ეშინოდა, არ უნდოდა მისი უპირატესობა ეღიარებინა და ეს მე მწყინდა. ეს ამბავი
ორმოცი წლის წინ იყო. ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ნეტავ ვ. ჩემში რას
პოულობს-მეთქი. ბევრს დავდიოდით, ერთად ვცურავდით. ძალიან მგრძნობიარე
მზერით აღიქვამდა ბუნებას. ტექნიკის ყველა ჩარევა გარემოში, მაღალი ძაბვის
გადამცემები და მისთანები პირდაპირ ფიზიკურად შეურაცხყოფდა. მან აღმომაჩენინა
კასპარ დავიდ ფრიდრიხი, კორო, მოგვიანებით პიკასო და აფრიკული ნიღბები; არადა,
სულაც არ გახლდათ დამრიგებლური. ბევრ რამეს, რაც იცოდა, არც კი ამჟღავნებდა. მე
საბერძნეთი მქონდა მოვლილი და, რასაკვირველია, ბევრს ვყვებოდი ამ

10
მოგზაურობაზე, ოღონდ გრძნობა მეუფლებოდა, რომ იქ ვ. ჩემზე უფრო მეტს
დაინახავდა. მგონია, რომ ეს გრძნობა მასაც უჩნდებოდა; მისმენდა, ოღონდ მერე
შემაწყვეტინებდა ხოლმე და რაიმე უფრო ღირსშესანიშნავზე მიმაპყრობინებდა
მზერას, რაც მე უიმისოდ მართლა ვერ შემემჩნია, რაიმე აწმყოსეულზე, მაგალითად,
გასაოცარპეპელაზე. უბრალოდ, უფრო მეტს ხედავდა. მხოლოდ ერთირამ არსებობდა,
რის გამოც არ ვემადლიერებოდი: მისი ერთი ზომით დიდი კოსტიუმები. დედაჩემმა
სახელოების დამოკლება კი იცოდა, შარვლის ტოტებისაც, მაგრამ მაინც არ მერგებოდა
მისი ტანსაცმელი. მეცვა, რომ ვ.-სთვის არ მეწყენინებინა; უშურველად მაძლევდა,
იცოდა, რომ კოსტიუმს თავად ვერ ვიყიდდი, ყოველთვის საუკეთესო ქსოვილის
პალტოსა თუ პიჯაკს მჩუქნიდა. რატომ აღარ ატარებდა თვითონ ამ სამოსს, რა ჩემი
საქმე იყო. სულაც არ იყო მოდაზე გადარეული, მაგრამ მის მშობლებს მკერავი
ჰყავდათ, მგონი სახლში დაუდიოდათ ხანგამოშვებით. მერე სხვა, უხმარ რამეებსაც
მჩუქნიდა, მაგალითად, ფირფიტებს, მთელი სიმფონია მისახსოვრა. ნუვორიშივით
განურჩეველი და დაუფიქრებელი ჩუქება არ იცოდა, არც გადაჭარბებული, მაგრამ
ჩემი მდგომარეობისთვის შეუფერებელი. ხვდებოდა, რა ცოტას შოულობს ალბათ
ახალგაზრდა რეპორტიორი და რეცენზენტიო, თუმცა მე ეს არასოდეს მითქვამს.
მგრძნობიარე იყო და ჩემ გამო საკუთარი ოჯახის ფუფუნებისა ეუხერხულებოდა,
სხვათა შორის, სულ ტყუილად, რადგან მე ვ.-ს არასოდეს ვაიგივებდი ფუფუნებასთან.
მისი ოთახის ფანჯარა ბაღს, ქალაქსა და ტბას გადაჰყურებდა და იქ რომ იჯდა ხოლმე,
დიოგენეს უფრო მაგონებდა, სულიერების და გონების წყალობით დამოუკიდებელს.
ჩვეულებრივი მოკვდავივით ტრამვაით დადიოდა. საერთოდაც, იშვიათად ირჩევდა
იოლ და მოხერხებულ გზას, მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. ოქტომბერში, როცა
წყალი უკვე ცივია, ტბას გადაცურავდა ხოლმე – წინ და უკან. მოგვიანებით მთელი
სწავლის ფული გადამიხადა: 16 ათასი ფრანკი (მაშინ ეს უფრო დიდი ფული იყო,
ვიდრე დღესაა) ოთხ წელიწადში, ანუ, 4000 ფრანკი წელიწადში. ახლა ვწუხვარ,
კოსტიუმები საერთოდ რომ ვახსენე. არ მწყინდა, უცებ, შუა საუბარში იცნობდა ხოლმე
საკუთარ პიჯაკს და აღნიშნავდა, მაინც რა გამძლეა ეს ინგლისური ქსოვილი და რა
დასანანი იქნებოდაო, რომ... და ა.შ; უფრო მეცინებოდა ხოლმე. მეტი არაფერი. კარგა
ხნის განმავლობაში მპატიჟებდა ხოლმე კონცერტებზე, ოღონდ ბოლო წუთას კი არა,
დედამისი თუ ვერ მიდიოდა და ბილეთი უუქმდებოდათ. მართლა სჯეროდა, რომ
არავინ არ არის სრულიად არამუსიკალური და ხშირად ნამდვილად
აღმაფრთოვანებდა ხოლმე მუსიკა, ოღონდ სახეზე ვატყობდი, რომ ჩემი
აღფრთოვანება მეტად გულუბრყვილო იყო; ცხვირს კი არ მიბზუებდა ამის გამო,
უბრალოდ, უხერხულად გრძნობდა თავს. და მაინც სულ მპატიჟებდა კონცერტებზე;
თეატრში – არა. თეატრი განა არ უყვარდა, მაგრამ ჩემზე კრიტიკულად უდგებოდა.
საერთოდ, ჩემზე ბევრად კრიტიკული იყო, საკუთარი თავის მიმართაც. ხშირად
მინახავს მართლა სასოწარკვეთილი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არაფრისთვის არ
შეეძლო იოლად შეხედვა, მით უმეტეს, საკუთარი თავისთვის. ისტერიკულად კი არ
ვარდებოდა სასოწარკვეთაში; გონივრულად და მშრალად ასაბუთებდა საკუთარი
პრობლემის გადაუჭრელობას. რაც უნდა მეპასუხა, უფრო უმტკიცდებოდა რწმენა,
როგორი მარტოსული იყო. ჩვენს გასაჭირს, მაგალითად, ჩემსას, რომ ოცდაათიან
წლებში ებრაელი შეყვარებული მყავდა, მის გასაჭირს ვერ შეადარებდი, ამას მეც
ვგრძნობდი. მისი გასაჭირი სამაგალითოდ გამოდგებოდა, ჩემი მხოლოდ პირადული

11
იყო და გამოსავალი, ასე თუ ისე, ყოველთვის მოეძებნებოდა, იპოვიო, სჯეროდა. არა,
განა არ იზიარებდა ჩემს გასაჭირს; მაგრამ მისას ვერავინ გაიზიარებდა, მით უმეტეს
მამამისი, სათნო, მაგრამ მშრალი გონების ადამიანი, ვერც დედამისი, რომელსაც თავი
ინტელექტუალად მიაჩნდა და რომლის მსოფლმხედველობას ვ. თავის მართლებად
აღიქვამდა. ბევრი წლის უნახავი მყავდა (ერთი წელი ამერიკაში გავატარე), როცა
ვუამბე, ცოლს ვშორდები-მეთქი, კითხვები არ დაუსვამს; მისმა დუმილმა
მაგრძნობინა, რა ეგოისტურად ვყვებოდი ამბავს. ტყეში მივაბოტებდითდა ვ. საუბრის
სხვათემაზე გადატანას ცდილობდა, მაგრამ მე პეპლებისთვის არ მცხელოდა.
მინდოდა, ისევ ჩემს განქორწინებაზე გადმომეტანა ყურადღება და შენი ოჯახის საქმე
როგორ არის-მეთქი, ვკითხე; თუმცა, ამბავი, რომლის განმარტებასაც შეუდგა, ბევრი
წელია, ვიცოდი, ვ.-ს სათქმელი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, უფრო რთული,
უფრო ღრმა, ჩემსას ვერ შეადარებდი. უტაქტობაზე უარესი იქნებოდა, საკუთარ
სირთულეებს მივბრუნებოდი. მისი განქორწინება სრულიად სხვა ხარისხის იყო.
მოგვიანებით მაინც გავშორდი ცოლს. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ვ.-ს
მხოლოდ პირისპირ ვხვდებოდი ხოლმე, არასოდეს მინახავს სხვების თანდასწრებით,
რომ ჩემი მეგობარი სხვებისთვის შემედარებინა. მხოლოდ მისი ბრალი არ იყო,
ხალხმრავლობას რომ გაურბოდა, ჩემი ბრალიც იყო. მისი უპირატესობა არ
მთრგუნავდა, როცა მარტონი ვიყავით; ბუნებრივ მდგომარეობად მიმაჩნდა. თავს,
როგორც ვთქვი, დაჯილდოებულად ვგრძნობდი, ისევე გადასარევად, როგორც მაშინ,
როცა სკოლიდან სახლში გაყოლის ნება მომცა. ენგადინი მან მაჩუქა. დღესაც ვერ
გამივლია იმ მიდამოებში, რომ ვ. არ გამახსენდეს. იმას კი არ ვამბობ, ენგადინში
წასვლას მე თვითონ ვერ შევწვდებოდი-მეთქი. ის ენგადინს იცნობდა. ჩემზე უკეთესი
ალპინისტიც იყო. მის ოჯახს იქ ერთი სამთო გიდი ჰყავდა, წლობით ამეცადინებდა. ვ.
რომ არა, იმ მთებში ვერასდროს მოვხვდებოდი. იცოდა, როდის და სად იმალებოდა
ზვავის საშიშროება და როგორ უნდა მოიქცე სახიფათო ადგილას; წითელ ბაწარს
ზურგჩანთას მიაბამდა, კარგად შეისწავლიდა ფერდობს და თოვლს ამოწმებდა, მერე
კი სიღრმეში გადაეშვებოდა, მე კი მხოლოდ კვალდაკვალ უნდა მივყოლოდი მამაც
მეგობარს, როგორც შევძლებდი. როცა ერთხელ ცუდად დავეცი და თხილამური
გამიტყდა, მაშინვე მიყიდა ახალი წყვილი, რომ ტური არ შეგვეწყვიტა, საუკეთესო
მარკის არა, ეს უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდებდა, მაგრამ უკეთესი მარკისა და
უკეთესი დამჭერებით, ვიდრე მანამდე მქონდა. დიდი ამბავი არ შეუქნია, უბრალოდ,
დადო ფული დახლზე; თავად მოერიდებოდა, ფულს რომ ჩემზე შთაბეჭდილება
მოეხდინა. რასაკვირველია, მადლობა გადავუხადე. თხილამურზე სრიალი არასოდეს
მისწავლია და დღესაც მიკვირს, როგორ არ კარგავდა მოთმინებას; ბუნებრივია, ვ.
ყოველთვის მისწრებდა, განზრახ არა, ასე გამოდიოდა; არ ეცემოდა და კარგა ხნის
მერე რომ დავეწეოდი, ვარდნისგან ფერწასული და გულამოვარდნილი, მეტყოდა
ხოლმე: ნუ ჩქარობ. ლოდინის გამო არ წუხდებოდა. ამასობაში ლანდშაფტით
ტკბებოდა, ჯოხს გაიშვერდა და მწვერვალების სახელებს ჩამომითვლიდა,
ახლომახლო მდგარ ფიჭვებს დამანახვებდა ან მისი საყვარელი ენგადინის
არაამქვეყნიურ შუქს, არაჩვეულებრივ ფერებს, ზარატუსტრას ლანდშაფტს.
ზარატუსტრა მეც მქონდა წაკითხული, მაგრამ ალბათ ბოლომდე ვერ გავიგე. მე,
როგორც ჩვენ შორის უფრო სუსტს, მქონდა უფლება გადამეწყვიტა, როდის
გაგვეგრძელებინა დაშვება. ვ. არ მაჩქარებდა, მიუხედავად იმისა, რომ, მე რომ არ

12
ვყოლოდი წამოკიდებული, უკვე პონტრესინაში იქნებოდა ჩასული; მაგრამ ეს არ იყო
მთავარი. მან მე თავისი ენგადინი მაჩუქა. და დღესაც მიყვარს. ძნელი სათქმელია, რა
დადგებოდა ჩემგან, რომ არა ვ. იქნებ მეტი ამეღო საკუთარ თავზე, იქნებ საჭიროზე
მეტი. ვ. რაღაცნაირად ყოველთვის მაგულიანებდა, მაგალითად, თავი დაანებე წერას
და არქიტექტურა შეისწავლეო. არც ველოდი, რომ ვ. ჩემ მიერ აგებულ რამდენიმე
შენობას ოდესმე დაათვალიერებდა; მგონია, რომ მოლოდინი გაუცრუვდებოდა და
სამართლიანადაც. და გული დასწყდებოდა, რომ იმედი გავუცრუე. რამდენიმე წელს
ბევრს ვესაუბრებოდი არქიტექტურაზე, მაგრამ ვერ დავარწმუნე ჩემი
მასწავლებლების მნიშვნელობაში, მოგვიანებით კი, ვერც კორბუზიეს, მის ვან დერ
როეს და სარინენისაში. ისეთ გამომეტყველებას მიიღებდა ხოლმე, თითქოს მუსიკაზე
მელაპარაკა, რისაც, როგორც ვ.-მ იცოდა, კაცმა რომ თქვას, არაფერი გამეგებოდა, ან
ფილოსოფიაზე. მოკლედ, ვ. კარგად მიცნობდა, ჯერ კიდევ სკოლიდან. სერიოზული
კოლექციონერი გახდა. ალბათ მოგვიანებით, მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ
რაღაცები მისთვის არ უნდა შემერჩინა. მაგრამ ვ. ამის გამო არ შემძულებია; ჩემი
შეცდომა იყო. მისი მშობლების ვილაში ნახატები ეკიდა, რომელიც, წესით, ვ.-ს
საშინლად არ უნდა მოსწონებოდა, მამის მხრიდან მემკვიდრეობით მიღებული,
მძიმეჩარჩოიანი ნაგავი. უმეტესობა უკვე სარდაფში ჩაეტანათ. მამამისი გრიუნდერის
დროის ყაიდის კაცი იყო, ხელოვნებისგან შორს იდგა, არც ინტელექტუალი გახლდათ;
ძალიან მიყვარდა ეს კაცი, ბუხართან იჯდა და ნადირობაზე ჰყვებოდა ხოლმე
საქმიანად. სურათებზე ირმები და ტახები, ხოხბები, ძაღლები ეხატა. აღარ მახსოვს,
ვისი დიდსულოვანი წინადადება იყო, მამის თუ დედის, რომელიც ასევე ქილიკით
უყურებდა ამ ტილოებს, თუ სულაც თავად ვ.-სი: ამ ნამუშევრებს თუ გაყიდი, ფული
დაგრჩება, მაგრამ სწავლა არ მოადუნოო. ოღონდაც მყიდველები ვილაში არ
დაგვანახოო. ჩვენი სახელი და მისამართი მსურველებს მოიზიდავს და ნახატებს რომ
ნახავენ, გაოცდებიანო. მაინცდამაინც არ მესიამოვნა ეს წინადადება, მაგრამ, მეორე
მხრივ, სამართლიანად მომეჩვენა, ერთხელ მაინც მეცა პატივი სახლისთვის,
რომელსაც ამდენს ვუმადლოდი. ქალაქის სხვა უბანში იქირავეს გარაჟი, გაზეთში
განცხადებების განთავსებაც ოჯახმა იკისრა, კვირაში სამჯერ ქვეყნდებოდა, occasion
/ძველი ნახატები კერძო კოლექციიდან. მინიმალური ფასების სია შემიდგინეს; თუ
უფრო ძვირად გავყიდდი, პროცენტებით მეც ვიხეირებდი. ორი-სამი ნიდერლანდელი
მხატვარიც ერია, ოღონდ ხელმოწერის გარეშე; მაინც შეიძლებოდა ნიდერლანდურ
სკოლაზე ლაპარაკი. ვ. იმასაც ამბობდა, მაკლერობით გაერთობი, ხალხს გაიცნობ და
მშვენიერ გამოცდილებასაც შეიძენო. ასე რომ, კვირაში სამჯერ ვეყუდე ნახატებით
გამოტენილ გარაჟში და საათობით ველოდებოდი მყიდველს. მართლაც, შემოიარა
რამდენიმე ანტიკვარიატით მოვაჭრემ, ძირითადად გაღატაკებული, მაგრამ გაქნილი
ტიპები იყვნენ. ჩარჩოებმაც კი არ დააინტერესა, ხშირად ფასის დასახელებამდეც ვერ
მივდიოდი. განცხადებები ისევ ქვეყნდებოდა. მამამისის ფირმისგან დავალებულმა
ერთმა ადვოკატმა შიშველმკერდიანი მადონა იყიდა, საძინებელ ოთახს მოუხდებაო.
ირმები და გარეული ღორები ძნელი გასასაღებელი აღმოჩნდა. ვცდილობდი,
ლანდშაფტები მომეწონებინა მომსვლელებისთვის, მხოლოდ მონადირეების
გემოვნებას კი არ ეხმიანება მზით დაფენილი ქარის წისქვილიანი ან ჭალის
პეიზაჟები-მეთქი. კითხვაზე, საიდან არის ეს ნახატებიო, სახელს არ ვეუბნებოდი,
კერძო კოლექციიდან-მეთქი, ვპასუხობდი; სამაგიეროდ, ბევრს ვქაქანებდი

13
ნიდერლანდულ სკოლაზე, სანამ ერთმა დაჩაჩანაკებულმა ბერიკაცმა სახეში არ
შემომცინა. მართლა გჯერა, რასაც ჰყვებიო? მახსოვს, გაზაფხული იდგა და ექვს
საათზე, როცა ბოლოს და ბოლოს ველოსიპედზე დაჯდომის უფლება მეძლეოდა,
ბედნიერი ვიყავი, თუმცა არაფერი გამეყიდა. როგორ მიდის საქმეო, მკითხა ვ.-მ,
ნამდვილად ინტერესით, ადამიანური ინტერესით, მას ხომ ფული არ სჭირდებოდა.
მეორე მხრივ, სადღაც მართალიც იყო ვ.: გარაჟში კითხვას ვინ გიშლისო, მითხრა.
მთელი ეს ამბავი, მგონი სამ კვირას გრძელდებოდა, ანუ არცთუ ისე დიდხანს;
მართლაც, ვიშოვე ცოტა ფული, მიუხედავად იმისა, რომ დათმობა მიწევდა და
ყველაზე დაბალ ფასზე ჩამოვდიოდი ხოლმე. ვერ ვივარგე მაკლერად; მწყინდა, ნეტავ
ვინ მეგონა თავი, თან სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ადრე მამაშენიც
არქიტექტორი იყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს უძრავი ქონების მაკლერი
გახდამეთქი. რასაკვირველია, ვ.-მ ეს იცოდა, ოღონდ არაფრად მიაჩნდა. წინასწარ არ
განსჯიდა ადამიანს. როცა ერთხელ ხუმრობით, თუმცა, ხუმრობასაც ვერდაარქმევდი,
ვერდავმალე, რომ რაღაც მეწყინა, ვ.-მ მტკივნეულად განიცადა, მისი ღრმად
შეწუხებული სახე შევამჩნიე. ბოლოს და ბოლოს, მისმა ოჯახმა ხომ არ მაიძულა,
თვითონ დავთანხმდი მათ შემოთავაზებას. ეს არ უნდა დამვიწყნოდა. ჩხუბი
არასოდეს მოგვსვლია. თუ არ ვცდები, იმ წლებში ვ.-ს სხვა მეგობარი არ ჰყოლია,
ყოველ შემთხვევაში, თავისი ხნისა, მგონი, არა. აღმერთებდა თავის ჩელოს
მასწავლებელს, ერთ ციურიხელ მოხუც მოქანდაკესა და სწავლულს, რომელიც მათ
სახლში დაიარებოდა. მეგობარი გოგო ჰყავდა, მაგრამ ცდილობდა, ჩემთვის არ გაეცნო;
სრულიად არაბიურგერული წრიდან, არც ცოლად მოიყვანა და ვერც დაივიწყა.
ტრაგიკული ვნების ისტორია; ათწლეულების განმავლობაში ჰყვებოდა ვ. მასზე,
ერთხელ მთხოვა, სამი დღით იურაში წავიდეთ სალაშქროდო, სურვილი
მოსძალებოდა, საკუთარი კონფლიქტები სრულად გადმოეშალა. ის, რაც სათქმელი
ჰქონდა, ის, რის თქმაც გაუჭირდა – მხოლოდ მეორე დღეს მოახერხა საუბრის
წამოწყება – კიდევ ერთხელ ცხადყოფდა მის მდიდარ სულიერ სამყაროს, მისი
განცდების საოცარ ინტენსივობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, როგორც თავისი
სიყვარულის, ისე საკუთარი თავის მიმართ; ოღონდ უნდა ითქვას, რომ
პასუხისმგებლობის ეს გრძნობა ჩვეულებრივი არ იყო. ჯილდოდ მიმაჩნდა, რომ ვ.
თავის რთულ გასაჭირს მიზიარებდა, თუმცა, მისი შეყვარებული თვალით არ მენახა.
რა თქმა უნდა, რჩევის მიცემა მე არ შემეძლო. მამობაც სხვებისგან განსხვავებულად
განიცადა. საქმე გართულდა, როცა ისევ შევუდექი წერას, როცა ნაწერს მიბეჭდავდნენ
ან თეატრში დგამდნენ; ვიცოდი, ვ. ამაზე რას ფიქრობდა. შესაბამისად, სულ უფრო
იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი ვხვდებოდით, მაგრამ ამ თემაზე არ
ვსაუბრობდით. მე სულ უფრო და უფრო მეტ ისეთ რამეს ვკითხულობდი, რასაც ვ. არ
კითხულობდა, მაგრამ ვერაფერში ვარწმუნებდი; გარკვეული ავტორების მიმართ ჩემი
ინტერესი მას ამ ავტორების მიმართ სკეპტიციზმს უძლიერებდა, მაგალითად,
ბრეხტის მიმართ, ანდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ერთი და იგივე ავტორი მოგვწონდა,
მაგალითად, სტრინდბერგი ან ჟიდი, ვ.-ს საუბრის ხალისი უქრებოდა; მას ეს
მწერლები თავისთვის აღმოეჩინა და თავისთვის შეენახა. გარემოება, რომ
არქიტექტურას თავი მივანებე, მის თვალში, ბუნებრივია, მწერლად არ მაქცევდა და
ამდენად, როგორც აღვნიშნე, ჩემს მწერლობაზე საერთოდ არ ვსაუბრობდით,
ლიტერატურაზეც სულ უფრო ნაკლებად ჩამოვარდებოდა სიტყვა. ვ.-ს ლიტერატურის

14
მიმართ განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. მივხვდი, რომ ჩემს წიგნებს ვერ
წაიკითხავდა. სხვა მასშტაბით ზომავდა, რომელსაც მე ვერ დავაკმაყოფილებდი.
არადა, ცდილობდა; ერთხელ ჩემი პიესის დადგმას დაესწრო („ჩინური კედელი“) და
წერილი მომწერა; გაუჭირდებოდა ამ წერილის მოწერა, რადგან, შელამაზებულად
რომ ვთქვათ, მის შთაბეჭდილებას შინაგან მერყეობაზე მეტი ეთქმოდა. ბევრი წლის
შემდეგ ჩემი კიდევ ერთი პიესა ენახა („ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები“),
ვიღაცამ მითხრა მერე. აზრი აღარ გამოუთქვამს. ამასობაში ჩვენგან კაცები დადგა. ეჭვი
მაქვს, რომ ჩემი პოლიტიკისკენ მიდრეკილება უფრო რთულ საქმედ მიაჩნდა.
პოლიტიკაზე თითქმის არ ვლაპარაკობდით. საზოგადოებრივ კონფლიქტებს,
რომლებიც თანდათანობით სწვდებოდა ჩემს ცნობიერებას, ვ. უფრო ფართო
კონტექსტში ხედავდა; მისმენდა, მაგრამ შემდეგ საუბარი ფილოსოფიურ
განზომილებაში გადაჰყავდა, სადაც მე ჩემსავე წამოწყებულ თემას ფეხს ვეღარ
ვუწყობდი. მახსენდება: მსოფლიო ომის დროს, როცა ჩვენთანაც ჩააბნელეს ქალაქები,
ვ.-ს სასაცილოდ და ზედმეტად მიაჩნდა, რომ ქალაქის განაპირას მდებარე მისი
მშობლების ვილაც ამ მოსაწყენ ბრძანებას დამორჩილებოდა; ერთი ვილიდან
გამომავალი სინათლე ხომ ვერ მიანიშნებს უცხო მფრინავებს, რომ აქ არის ქალაქი, თუ
ყველაფერი დანარჩენიჩაბნელებული იქნებაო. ჰიტლერის წინააღმდეგ იყო, მაგრამ
დემოკრატიასაც სკეპტიკურად უყურებდა, დემოკრატიას, სადაც თითოეულ ხმას
თანაბარი წონა აქვს. რასაკვირველია, ვ. გათამამებული ჰყავდა თავის გარემოცვას;
სწორედ ეს ტანჯავდა. მასზე შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მე, მისი საშუალო ნიჭის
კლასელი, შესაძლოა მოკრძალებულად, მაგრამ მაინც ვირჩენდი თავს ჩემი
შემოსავლით. ამას, ვიცი, ისე განიცდიდა, როგორც საკუთარ პრობლემას. უაზრობა
იყო, რომ ეგონა, მე ვერ ვირჩენ თავს ჩემითო, მაგრამ ეს გრძნობა ხანდახან ტანჯავდა.
ვ.-ს რომ მოეხერხებინა და დაკმაყოფილებულიყო იმ მიღწევებით, რითაც სხვები
იძულებულები არიან, რომ დაკმაყოფილდნენ, რათა თავი ირჩინონ, უფრო
გაუადვილდებოდა თავის რჩენა. ეს თავადაც იცოდა. საერთოდ, ბევრი აღარაფერი
მქონდა სათქმელი ჩემი მეგობრისთვის. ხანდახან კრიტიკულად ვუდგებოდი მას და
რა ხდებოდა? ვ. მოისმენდა ჩემს კრიტიკას, მაგრამ ჩემს კრიტიკას წონა არ ჰქონდა იმ
კრიტიკასთან შედარებით, რომელიც ვ.-ს საკუთარი თავის მიმართ თვითონ
ჩამოეყალიბებინა. ქედმაღლობის ნატამალს ვერ შეატყობდი. პირიქით. თავს
დამარცხებულად აღიარებდა. მე კი ვხედავდი, როგორ მზოგავდა; მოთხოვნებს,
რომელთა შესრულება არავის ძალუძს, ვ. მხოლოდ საკუთარ თავს უყენებდა, მე არა.
რასაკვირველია, ვ.-ს აქვს აზრი ადამიანებზე, უფრო მკაცრიც კი, ვიდრე სხვები
აღიარებენ, უფრო საფუძვლიანი და ამიტომ უფრო რთულიც; მაგრამ არავის
გაანდობდა, არც მესამე პირს და არც მე, მარტო რომ ვრჩებოდით. არ უნდოდა, ვინმე
მოესპო და გაენადგურებინა. მისი წრფელი აზრი მეორე ადამიანის შესახებ მისი
საიდუმლოა, ხანდახან მძიმეა საიდუმლოს შენახვა. ეს იგრძნობოდა. ჩემი განდიდების
მანია ალბათ რა ხშირად იქნებოდა მისთვის მტანჯველი. ასეთ დროს წარბებს
შეიჭმუხნიდა ხოლმე და დუმდა. კაცმა რომ თქვას, მე მხოლოდ გუმანით ვხვდებოდი
მის აზრს და მას სჯეროდა, რომ მეორე ადამიანი მხოლოდ იმდენს ხვდება, რამდენის
ატანაც იმწუთას შეუძლია. მის აღიარებას დახარბებულს, მის საფუძვლიან და
ფხიზელ შეფასებას დანატრებულს, ბუნებრივია, გულზე მხვდებოდა, უცებ თუ
შემაქებდა, მაგალითად, რა მარჯვედ მოუკიდე ცეცხლი შეშას მთაში ქოხშიო, ან რა

15
კარგად შეაკეთე ველოსიპედიო, ან რა კარგად ატარებ შენს „ფიატს“, ან რა მშვენიერი
გამოგივიდა კიბორჩხალებიანი პაეიაო, ან მსგავს სიტუაციებში. მისი ქება ნამდვილად
სრულიად გულწრფელი იყო. მას არ შეეძლო თვალთმაქცური ქება. ვ. ჩემი მეჯვარე
გახლდათ, მე კი მისი. შემდეგ წლებშიც საკმარისად გვქონდა სალაპარაკო, არ იყო
აუცილებელი, ჩემს წიგნებზე ემსჯელა, როცა ისევ ბუნებაში დავხეტიალობდით
ხოლმე, მთელი დღე შეგვეძლო გველაპარაკა. ვ. ბევრს ნახულობდა ცხოვრებაში,
ოღონდ არა სხვების დასანახ თავგადასავლებს, იგი საკუთარ თავს განიცდიდა ისეთი
სახით, რომ მოვლენები, რომლებიც სხვებისთვის ტრივიალურ უსიამოვნებად რჩება,
მის შემთხვევაში სამაგალითო მოვლენის წონას იძენდა, გინდაც ეს წყლის
გაყვანილობის გაწმენდა ყოფილიყო ან რომელიმე აუქციონზე დაგვიანებით მისვლა
ან თუნდაც მისი ქალიშვილის ძიძის ქცევა. ხანდახან ძალდატანება მჭირდებოდა,
მაგრამ ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, რატომ მოვყავდი აღტაცებაში ვ.-ს; იმდენად
ჩახლართულად ჰყვებოდა ამბავს, რომ ხანდახან გეგონებოდა, თავად არაფერი
განმიცდიაო. არასოდეს დამავიწყდება, როგორ აღწერდა თავისი მოხუცი მამის
უკანასკნელ დღეებს. ვილა, რომელშიც მე აღარ დავდიოდი, მის მონაყოლში
აჩრდილების სამფლობელოდ ქცეულიყო, ხოლო თვითონ რომ ისევ იქ ცხოვრობდა,
წყევლად მიაჩნდა. შემდეგ გვერდიდან შევხედე, როცა ასე უსასრულოდ დავდიოდით
და ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა; ლენცი მთებში. მაგრამ მას არ ადარებდა თავს,
არც სტრინდბერგს, არც ჰიოლდერლინს ან ვან გოგს, არცკლაისტს, მაგრამ ვ. მათთან
მეტსიახლოვეს გრძნობდა, ვიდრეჩემთან; ტრაგიკული იყო მისი ყოფა. დღესაც
ზეპირად მახსოვს მისი ტელეფონის ნომერი, არადა, სულ ცოტა თხუთმეტი წელი
გავიდა მას შემდეგ, რაც ის ბოლოს ავკრიფე. არასდროს, თითქმის არასდროს
მომხდარა, რომ არ გამხსენებოდა: დღეს ხომ ვ.-ს დაბადების დღეა. ორმოცდაათი წლის
რომ გახდა, რომიდან გავუგზავნე დეპეშა. როდის გახდა იგი ჩემთვის სულერთი,
ზუსტად არ ვიცი. ალბათ არ გამოეპარებოდა, რომ ამასობაში შეძლებული კაცი ვიყავი.
ნეტავ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ამბის მიმართ? ხანდახან ერთი საერთო
მეგობრისგან ვიგებდი – ის კაცი მხატვარია – როგორ უჭამდა სულს თავისი დიდი
ხელოვნების კოლექცია. არც მას, ამ მხატვარსაც არასოდეს ენახა მისი კოლექცია;
წესით, უნიკალური რამ უნდა იყოს. გვიან გამახსენდა, რომ მისი თანამგზავრი
ქალებიდან, იმ ბიურგერული ოჯახის ქალიშვილის გარდა, რომელზეც მერე
დაქორწინდა და გაშორების შემდეგაც ახსენებდა, სხვა არ გამიცნია. პირველი,
როგორც ვიცი, ექთანი იყო. როცა ვ. ქალებზე ჰყვებოდა, დიდი სერიოზულობა ახლდა
მის მონაყოლს, თუმცა სახელებს არ ახსენებდა: ესპანელი ქალი ბარსელონაში.
კონფლიქტებს არ ერიდებოდა. ერთხელ დედამისს შევეწინააღმდეგე, როცა
მეუბნებოდა, რა ძნელია ვ.-სთვის ცოლის ტანჯვის გაძლებაო, საქმეს გულს ვეღარ
უდებსო; მე დატანჯულ ქალსაც გამოვექომაგე. არ მგონია, რომ ვ. უბრალოდ ეგოისტი
იყო. მხოლოდ ჩვენნაირებზე ხშირად კი არ სწირავდა თავს, არამედ მსხვერპლი იყო
უფრო დიდი, რადგან საკუთარ თავს სწირავდა. ერთხელ სასაცილო რამ მოხდა;
წლების უნახავი გვყავდა ერთმანეთი და ალპების წინა მთებში დავსეირნობდით,
დიდ აუბრიგში, როგორც ხშირად გვიქნია ადრე და რადგან ექიმის რჩევით ნახევარი
წელი იყო, წვეთი არ დამელია და დღეში თითო საათს ვსეირნობდი, უფრო
გამიიოლდა სიარული, ვიდრე ვ.-ს. ვაღიარებ, მიხაროდა, რომ ლოდინი არ უწევდა.
პირიქით, თვითონ ჩამომრჩებოდა ხოლმე. მწვერვალამდე შორი აღარ იყო, მაგრამ ვ.-ს

16
მობეზრდა. ვიცი, პრიმიტიულია, ასე შევხედო ჩვენს ურთიერთობას. ჩვენი ბოლო
ერთობლივი სეირნობის დღეს მაინცდამაინც ვერ გახლდათ ფორმაში. ბოლო დროს
(ჩემი საავადმყოფოში წოლის პერიოდში) მძიმე ამბები გადაეტანა. ბოლოს და ბოლოს,
სპორტსმენები ხომ არ ვიყავით – ორმოცდაათს მიღწეული ორი მამაკაცი. როგორც
აღვნიშნე, ვერ გავბედე ჩემს საქმიანობაზე მელაპარაკა; მისი გამოუთქმელი ეჭვი, რომ
სახალხო აღიარებას ვესწრაფვოდი, ჩემს ეჭვად იქცა. ამისთვის ვემადლიერებოდი.
სინამდვილეში, მხოლოდ მაშინ შემეძლო ჩემი მიღწევებით გახარება, როცა ვ.-ს
ვივიწყებდი, ასე ვთქვათ, მის ზურგს უკან; მისი ლურჯი მზერის ქვეშ საკუთარი
წარმატებით ვერ ვხარობდი. მხოლოდ დუმილით გავცემდი თავს, ერთობლივი
დუმილით. 1959 წელს შედგა ჩვენი ბოლო შეხვედრები. ქალი, რომელიც მაშინ
მიყვარდა, ფილოსოფიურზე სწავლობდა და ვიტგენშტაინის შესახებ წერდა,
დისერტაცია კი ჰაიდეგერზე დაიცვა. როდესაც ვ. პირველად შეხვდა მას, ეს ვერ
ეცოდინებოდა. სახელი კი გაეგონა, მაგრამ მის პოეტურ შემოქმედებას არ იცნობდა.
ქალსაც გაუჭირდა ვ.-ს წინაშე თავის სრულად გამომჟღავნება. Tractatus logicus-იც
მძიმე დღეში აღმოჩნდა. მე გავჩუმდი, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ჩემი სანახევრო
ცოდნით. ფილოსოფიური ცოდნა ქალისა, რომელიც ჩემთან ცხოვრობდა, აშკარად ვერ
მოინელა. ჩვენს ბინაში თავი კარგად ვერ იგრძნო. შამპანურის მიუხედავად; ვიცოდი,
რომ შამპანური უყვარდა. ქალმა კი იცოდა, რამდენს ვუმადლოდი ვ.-ს; ხშირად და
ბევრი მომეყოლა მის შესახებ, ოღონდ ვერასდროს ვერ აღმეწერა ჩემი მეგობარი. ახლა
კი იჯდა აქ, უზარმაზარი, დამძიმებული კაცი. ფილოსოფიური კამათი არ შემდგარა, ვ.
სავარძელში გადაწვა; ასეთი არასდროს მენახა: კაცი! დაბნეულ ქალს არ გაარშიყებია
სხვებივით; ვ. მას მხოლოდ აკვირდებოდა, როცა ქალი ლაპარაკის წამოწყებას
ცდილობდა. მხოლოდთითო ჭიქაგვქონდა დალეული, სასმელს ვერ დააბრალებდი.
საუბარს არავინ წარმართავდა. ქალს, მართალია, იმ საღამოს არ გამოუმჟღავნებია,
მაგრამ თავისი წიგნების გამო აშკარად ჰქონდა პოეტობაზე პრეტენზია, ვ.-ს მოუნდა
პოეზიაზე ესაუბრა, კითხვები კი არ დაესვა, არამედ მტკიცედ გამოეთქვა აზრი,
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გვითხრა, ბოლო დროს თითქმის აღარ ჰქონია
კითხვის დრო, კოლექციის კატალოგიზაციით ყოფილა დაკავებული. რასაკვირველია,
ჰიოლდერლინი მისთვის უფრო დიდი მწერალი იყო, ვიდრე ჰანს კაროსა, თუმცა, არ
უთქვამს, ჰანს კაროსა პოეტი არ არისო. ქალმა ამაზე არაფერი მიუგო და ჰკითხა,
როგორია შენი კოლექცია და რატომ არ გინდა, გვაჩვენო, არც მე მაჩვენებო? ვ.-ს
მოსაზრება, რომ შეეძლო, საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა და ძველი ჩინეთის
საგანძური და, როგორც შუა საუკუნეების, ასევე ცოცხალი მხატვრების ნამუშევრები
გაენადგურებინა, რადგან ისინი მხოლოდ ფულით არ მოუპოვებია, არამედ
შეისისხლხორცა არჩევანისა და მათთვის დიდი დროის დათმობის საშუალებით,
სულაც არ იყო ხუმრობა; ჩემი არ ესმითო, ფიქრობდა. და მაინც, როგორც მოგვიანებით
გავიგე, ის ქალი რაღაც გაგებით მოსწონებია; სხვამ მითხრა, ვ.-ს გაუკვირდა, ფრიშმა
ასეთი თანამგზავრი როგორ იშოვაო. თანხა, რომლითაც სწავლის შესაძლებლობა
მომცა, არასოდეს დამიბრუნებია; ასე მგონია, აუცილებლად მიწყენდა, მის
დიდსულოვნებას, ასე ვთქვათ, თუ გავაბათილებდი. როდესაც ამას წინათ ვ. ციურიხში
დავინახე და ვიცანი, გავოგნდი: მადლიერების შეგრძნება მქონდა, გრძნობა არ
გამჩენია. არც მიმიწერია, ქუჩაში გიცანი-მეთქი. დღეს კი საერთოდ აღარ
მაინტერესებს, ვ. რას ფიქრობს ჩვენს გრძელ ამბავზე. ეს მაოგნებს ყველაზე მეტად.

17
მგონია, რომ ვ.-სთან მეგობრობა ჩემთვის ფუნდამენტური უბედურება იყო, მაგრამ
თავად ვ. არაფერ შუაშია. ნაკლებად რომ დავქვემდებარებოდი, უფრო ნაყოფიერი
იქნებოდა, მისთვისაც.
Overlook:

ფირნიში რასაც გვპირდება, აქ არ არის. ერთგან, პატარა გორაკიდან შორს ლურჯი


მანქანა მოჩანს; არც ქალს ეკუთვნის ეს მანქანა და არც კაცს. National Car Rental,
ლურჯი მანქანა ისევ ეულად დგას მზიან სადგომზე. კაცს ახსენდება, რომ არავინ იცის,
დღეს სად არის. ეს ახარებს. აღარ სჯერათ, რომ ეს ბილიკი სანაპიროზე ჩაიყვანს,
მაგრამ მაინც ამ ბილიკს ადგებიან: სიარული ურჩევნიათ ბუჩქებში და ჯაგნარში
დგომას, სადაც მათ ვერავინ ხედავს. ტელეანძას ამჩნევენ; იგი მიანიშნებს, როგორ
არიან დაშორებული სანაპიროს. US Military Area, ამოიკითხა კაცმა რუკაზე; აქედან
ზღვასთან მაინც ვერ მივალთო. გზა აებნათ. მაგრამ არა უშავს; არიან იქ, სადაც არიან;
უმიზნოდ, მაგრამ ერთად. გზას აგრძელებენ, რომ მიწაზე არ ჩამოსხდნენ. უკეთესი
ბუნებაც უნახავს, მაგრამ კაცი მაინც იმარჯვებს ფოტოაპარატს – Microflex 200.
ობიექტივში მოჩანს: ბუჩქნარმოდებული კლდე ან ტიტველი კლდე, ცა, შორს
ბუნდოვნად შუქურა, ობიექტივით ახლოს მოტანაც არ შველის; შუქურა კიდევ უფრო
ბუნდოვანი ხდება. აზრი არა აქვს ფოტოაპარატის ზუზუნს. შუადღე ახლოვდება და
დასანანია, რომ ზღვაზე არ არიან; შაბათია. კაცი მარცხენა ფეხზე თასმის შესაკვრელად
იხრება, ქალი ზანტად ელოდება. ვინმემ რომ შეხედოს შორიდან, მარტივად ვერ
მიხვდება, ერთმანეთის ვინ არიან: მამა-შვილი თუ წყვილი? ერთმანეთს არ კოცნიან.
მალე უფრო ფართო გზაზე ამოყოფენ თავს და ხელიხელჩაკიდებულები მიაბიჯებენ,
მაგრამ ამ გზას სწორი მიმართულებით არ მიჰყავს და გეზს იცვლიან. როგორც ჩანს, ეს
გზა ფერმაში მიდის; ცხენი მოჩანს, ბალახს ძოვს. შორს, გზატკეცილზე მანქანა
მისრიალებს: უხმოდ. ჩიტების ხმა ისმის; ჩიტის სიმღერაარა, ჭიკჭიკით გამოხატული
განგაში. კაცს ისევ ახსენდება, რომ (ვერც ნიუ-იორკში და ვერც ბერლინში) ვერავინ
წარმოიდგენს, ახლა სად არის. მიუწვდომელნი არიან. ეს აერთიანებთ. ხანდახან
იტყვიან ხოლმე: Look at this, რათა თავი დაირწმუნონ, აქ ვართ და არა სხვაგანო.
ალბათ ქალსაც არავინ ეძებს დღეს. ამინდმა გაუმართლა; გუშინ წვიმდა. პატარა გუბეს
რომ ახტება, თმა ეშლება; გაშლილი წითელი თმა (ასკილისფერი წითელი, მაგრამ ღია)
ზურგზე ეცემა. ჩერდება, რომ ისევ შეიკრას ცხენის კუდივით, I am getting hungry,
ამბობს ქალი და რახან დგანან, მანაც რამე უნდა უპასუხოს. Do you know Donald
Barthelme? ეკითხება ის, His work? ქალი ბევრს არ კითხულობს. He is a good friend of
ours, ეუბნება კაცი, არ უნდა, თავი ამერიკული ლიტერატურის ცოდნით მოიწონოს.
ამასობაში ქალი ისევ იბნევს თმას და, რადგან კაცი ერთი საათის წინ შეჰპირდა,
მანქანების სადგომს მივაგნებო, ახლა წინ მიუძღვება. ბილიკი არ ჩანს. ერთ ადგილას
კოკა-კოლის ქილა გდია ბალახში; პირველები არ ყოფილან აქ, სხვა სულიერსაც
გაუვლია მანამდე. ახლა ისევ ჩამოეშალა თმა, ნებდება და გაშლილს იტოვებს. ლინი
უფრო მიუწვდომელია, ვიდრე ის; მართალია, გუშინ, სამსახურიდან ადრე რომ
გამოსულიყო, დაიბარა, სად მიდიოდა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ვინმე თუ
მოინდომებს და კუნძულის ყველა სასტუმროში ჩამორეკავს: არსად არ არის
ჩანიშნული მისი სახელი, მხოლოდ კაცის გვარი, და ვერავინ იეჭვებს მათ ერთად
ყოფნას.

18
Max, you are a liar

ამ დღეს ყველაფერი ისე არ გამოდის. მართალია, მანქანების სადგომს პოულობს


(მხოლოდ სიზმარში ხდება, მანქანას რომ ვერ ვპოულობ ხოლმე) და ლურჯი
„ფორდიც“ თავის ადგილას დგას; ისევ ერთადერთი მანქანაა. გასაღები ლინს აქვს. ის
ჯდება საჭესთან. ჰამბურგერი ან პიცაც დააკმაყოფილებდა. იქით, შუქურასთან, სადაც
ქუჩა მთავრდება, რესტორანია, მაგრამ ჯერ არ გაუხსნიათ, მხოლოდ საპირფარეშოთი
შეიძლება სარგებლობა. კაცი ტერასაზე ელოდება. ვარსკვლავებიანი დროშა, რომელიც
ფრიალებს; ჭოგრიტი, რომელშიც ფული უნდა ჩააგდო და გაიხედო. არ სარგებლობს.
ქარიანი ადგილია. სანამ ლინი მის გვერდით არ არის და ელოდება, აინტერესებს,
სინამდვილეში როგორ გამოიყურება ქალი; მოუთმენლობა არ იპყრობს. აქედან ზღვა
მოჩანს, მაგრამ ცდილობს, ლინის ხმა გაიხსენოს. რომ ურეკავს ხოლმე, ის მხოლოდ
ამბობს: Hi! რადგან ხმაზე ცნობს. მისი კანი (ეს იცის კაცმა): წითური ქალის
ფერმკრთალი კანი; დაუჭორფლავი. კედელს ეყუდება, ზურგით ზღვისკენ; ლინი ამ
უბადრუკ ტერასაზე გამოვა და კაცი მომზადებულია მოულოდნელობისთვის, როცა
ის, როგორც უნდა გამოიყურებოდეს, მიუახლოვდება და უბრალოდ, მასთან გაჩნდება.
ახლა შუადღეა; ყველაფერი გარეთაა: ვარსკვლავებიანი დროშა, რომელიც ფრიალებს,
ბუნდოვანი შუქურა, თოლიები, საიდანღაც ტრანზისტორის მუსიკა ისმის, ბრჭყვიალა
თუნუქი შორეულ სადგომზე, მზე, ქარი...

ლინი 31 წლის ხდება.

რამდენიმე კვირის წინ ჩემი ქალიშვილი მოვინახულე, უფროსი ქალიშვილი, როგორც


ბაბუამ. ნამდვილად დროული იყო; შვილიშვილს უკვე ენა აუდგამს. გერმანელი სიძეც
პირველად ვნახე. შოტლანდიაში შეხვდნენ ერთმანეთს და ღია ბარათით (მწვანე
გორაკი) მამცნეს, ვქორწინდებითო. შეხვედრა: იოლი არ არის, არც ძნელია.
ქალიშვილი, რომელიც ლინის ხნისაა, საუბრის დროს შალის შეუღებავ ძაფს
ამუშავებს. მანამდე გავისეირნეთ – მამამ და ქალიშვილმა; ჩვენს დიალექტზე
ვილაპარაკეთ. წლებისწინ მომწერა და თავისი სატკივარი გამანდო და მეცვუპასუხე.
მესტუმრა კიდეც თავის ადრინდელ მეგობართან ერთად, რომელიც ძალიან
მომეწონა... იგი იყო ჩემი პირველი საცოლის პირველი ვაჟი, ის ქალი ცოლად არ
მომიყვანია, ის კი ჩემი პირველი ქალიშვილია; იქნებ ამიტომაც არ დაქორწინდნენ...
კარგად ვართო, მეუბნება. ვერ მივხვდით, რატომ შემოგველია ერთმანეთისთვის
სათქმელი. ერთი ბოთლი გერმანული წითელი ღვინო დამახვედრა; თავად ღვინოს არ
სვამენ, მეც ნახევარ ბოთლზე მეტი არ დავლიე. ერთი დღე და ერთი ღამე და ერთი
დილა დავრჩი. მხოლოდ ჰამბურგისკენ მიმავალ მატარებელში მივხვდი, კითხვა რომ
გადავწყვიტე. არ უარვყოფ ჩემს დანაშაულს; მას ვერ გამოისყიდი გრძელი
წერილებით, რომლითაც უკვე მოზრდილ ქალიშვილს ვუხსნიდი გაყრის მიზეზს.
დანაშაული საჭიროა, ჩვენი დანაშაული, იგი სხვისი ცხოვრების ბევრ რამეს
ამართლებს. Montauk

ახლა ქვებზე რომ სხედან – ხალხია ირგვლივ, ექსკურსიაზე არიან, ლოკოკინებს


ეძებენ, იქ, სადაც ტალღები ეხეთქება ნაპირს; სამი ახალგაზრდა შავკანიანი ჩაივლის

19
ტრანზისტორით, ჯერ მაღალ ხმაზე, მერე ისევ დაბალზე, არ იყურებიან წყვილისკენ.
Dirty old man კაცმა რომ თქვას, ასეთად სულაც არ მიიჩნევს თავს.
How do you call those birds?

კითხვას მხოლოდ იმიტომ სვამს, რომ შორს გაიხედონ (ჩვეულებრივი თოლიებია) და


თავი რომ დაივიწყოს: ზედმეტად დამძიმებული მამაკაცი, თუმცა დონდლოს ვერ
ეტყვი, ვესტერნული პერანგი აცვია, იმიტომ კი არა, რომ ჰგონია, მაახალგაზრდავებსო,
არამედ, რადგან მოსახერხებელია; რაც თმა შერჩენია, მუდამ დაუვარცხნელს მიუგავს,
გინდაც ზღვიდან მობერილი ნიავი არ უწეწავდეს; ბატონი არა; თმა ჭაღარას და
თეთრს შორის... ახსენდება, როდის იცურავა ბოლოს ზღვაში. Sables d´Or, 1973 წლის
ივლისი გაშორება გადავწყვიტეთ.

ნაპირი აქ ქვიანია; პლაჟი არ არის: ტალღები ზომიერია. შხეფებს არ ისვრიან; მრგვალ


ქვებს ენარცხებიან, ქოჩრდებიან და ქაფის ბუშტუკებს ტოვებენ. შლამიანი გუბე. ეს არ
არის გაშლილი ოკეანე, რომელსაც ეძებდნენ, არამედ ყურეა, თუმცა ხმელეთი არ
მოჩანს.
What are we going to do?
მუშაობის მოთხოვნილება. რას

ამბობენ დელფინები?

სათაური მომწონს, მაგრამ ამაზე შორს ვერ წავედი. ამას წინათ ვიპოვე ძველ ზამბარიან
რვეულში, რომელიც თან წამოვიღე შიგ ჩაწერილი მისამართების გამო, შენიშვნით:
რომანი მომავლის მკრთალი იმედის შესახებ – მოქმედება არ ხდება; მთავარი გმირი,
ახალი ადამიანი, არ ჩანს. დელფინებს, სულ მცირე, ადამიანის ინტელექტი მაინც აქვთ,
მაგრამ ხელები და ფეხები არ გააჩნიათ და ამიტომაც ვერდაიპყრეს სამყაროო, ამბობს
ლინი, მკლავების მაგივრად ფარფლები აქვთ გამოსხმული და ამიტომარცსამყაროს
ანადგურებენო. მაგალითად, დელფინებს არასოდეს დაუარსებიათ სახელმწიფო და
უფრო მხიარულები არიანო (სხვა გზა არ არის, უნდა დაეთანხმო). ლინი დელფინებს
ელაპარაკება, შვილის ყოლა არ უნდა ამ დედამიწაზე...

1972 წელს ლინს არ ვიცნობდი.

კაცს ჯერ კიდევ უკვირს, რომ მის სხეულს ცნობს. არ ელოდა. ლინი რომ ხანდახან არ
მიანიშნებდეს, მეც მახსოვს ის ღამეო, მისი ხელები ვერ გაბედავდნენ, ლინის თავს
შეხებოდნენ.

1972 წელს მსოფლიოს ბედი მაწუხებდა. All

power to the people

კედლის ადრინდელი წარწერები ჩამორეცხილა, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს


ცვლილებას აღარავინ ელის. მეტროდან დღის სინათლეზე რომ ამოდიხარ, ხედავ,
ხალხი ისევე მოძრაობს, როგორც ორი წლის წინ: წითელზე ჩერდებიან, მწვანეზე
მიდიან. არავინ იცის, რა ხდება ირგვლივ. გაზეთები ყოველდღე თავს გვაჩვენებენ,
ვითომ იციან. Watergate, ეს რომ არ იყოს. ჩემი მეგობრები ჩემზე ახალგაზრდები არიან,

20
მაგრამ უკვე გამოუცდიათ, რა არის უსუსურობა. მხოლოდ ქალებსღა შერჩენიათ
ცვლილების იმედი. დანარჩენი მოდუნებაა. მოსკოვში წითელი მოედანი ისევ ისე
დგას; ფრიდრიხშტრასეს სადგურიც არ შეცვლილა, მხოლოდ შესვლა გაძვირდა და
ათი მარკა გახდა. არავინ იარაღდება საომრად, რაც ერთ დროს ისევე ძვირი დაუჯდათ,
როგორც გამალებული შეიარაღება ომის ასაცილებლად, სუპერსახელმწიფოებს ამის
თავი აღარა აქვთ; ეჭვგარეშეა, მშვიდობა უნდათ, გაკოტრებამდე. მოგზაურობა? რა
აზრი აქვს; ყველგან ერთნაირად მცირე იმედი სუფევს. ქაოსი არ არის. ჯერ კიდევ
არსებობს ყველა და ყველაფერი, სხვანაირად ტელევიზია ვერ აჩვენებდა: სახელმწიფო
მოღვაწეებს, რეზერვუარებს უდაბნოში, პაპის შვეიცარიულ გვარდიას, ვიღაც
სახელმწიფო მოღვაწე კვდება, მეორე თანამდებობას ტოვებს, ქვეყნის მართვა
გრძელდება. შეიხების და კონცერნების ნავთობი არსებობს, მაგრამ მათ იმედზე
ყოფნის ვადა სასრულია, მეცნიერება სხვა წყაროებს ეძებს. მეტი არაფერი ხდება
ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. გარემოს დაცვა კაცობრიობის ბოლო ამოცანაა...

8.4. ნიუ-იორკი

17.4. ტორონტო

18.4. მონრეალი

19.4. ბოსტონი

22.4. ცინცინატი

23.4. ჩიკაგო 25.4.

ვაშინგტონი

მე ჩემს როლს ვთამაშობ. მხოლოდ თვითმფრინავში და ორგანიზატორების მიერ


დაჯავშნილ სასტუმროში ვრჩები ცოტა ხნით მარტო და არ მევალება, რამის
მჯეროდეს, შხაპს ვივლებ ან აბაზანას ვიღებ, მერე ფანჯარასთან ვდგავარ, მორიგ
უცნობ ქალაქს გადავყურებ. ცოტათი ყოველ ჯერზე ვნერვიულობ სცენაზეგასვლის
წინ. კითხვისას ყველა წაკითხული სიტყვა მავიწყდება. შემდეგ ფურშეტი; ერთსა და
იმავე კითხვებზე სულ ერთსა და იმავე პასუხს არ ვიძლევი. ასე დამაჯერებლად ჩემი
არც ერთი პასუხი არ მეჩვენება. ვუცქერ ქალბატონს, სანამ ლაპარაკობს, ჯანსაღი
კბილები ჩემ ცხვირწინ მოუტანია, ხელში ჭიქას მაჩრიან და ოფლი მდის. ეს ჩემი
პროფესია არ არის-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ მაინც აქ ვდგავარ...
How do you feel about renown?

როდესაც ერთხელ ლინი ამ კითხვას უსვამს, – თავის მომცრო სამზარეულოში, სადაც


პირველად ამზადებს საჭმელს უცხოსთვის – მან არ იცის, ეს სიტყვა რას ნიშნავს.
ლანგენშაიდტის პატარა ლექსიკონი თან არა აქვს; ლინი უხსნის სიტყვის
მნიშვნელობას. როცა კითხვას იგებს, მზადაა, ქილა გახსნას, თუკი სადმე გასახსნელს
იპოვიან, ლინი ეძებს; უჯრებში დიდი არეულობაა, მაგრამ ქილის გასახსნელს
პოულობენ; მხოლოდ მისი კითხვა ჩაიკარგა სადღაც და ახლა ლინი კალორიებზე
ლაპარაკობს... მინდოდა, ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი: ეროვნული ნაკრების
მეკარე. შემდეგ მარტო ინტერესი კი არ შემეცვალა, არამედ მოქმედების სურვილი

21
მომერია. როცა უვე იონსონმა სპოლეტოში (1962) ღამით ლუდის სმისას უცებ მკითხა:
ბატონო ფრიშ, რას ნიშნავს თქვენთვის სახელი და დიდება? პასუხს ვერ ვაძლევ.
მამოწმებს, განდიდების მანიას ხომ არ შევუპყრივარ? რასაკვირველია, მიხარია, ჩემს
პიესებს რომ დგამენ, ჩემს წიგნებს რომ მკითხველი უმრავლდება. შედეგი, კერძოდ ის,
რომ ცნობილი მწერალი გავხდი, ჩემთვის თვალსაჩინოა. ციურიხთან, ტყეში, წყვილმა
ჩაგვიარა, უცებ ქალმა ლაპარაკი შეწყვიტა და ოცი ნაბიჯის მერე უკან მოიხედა,
შემდეგ კაცმაც მიჰბაძა. საზოგადოებრივ საუნაში უფრო თავმომაბეზრებელია;
ტიტველი კაცი შხაპის ქვეშ მომადგა და როგორც იქნა, გაბედა: „თქვენ ბატონი ფრიტში
არ ხართ?“ ალბათ მკითხველი არ არის, მაგრამ გაუგია, რომ ცნობილი პიროვნება ვარ,
რადგან ტელევიზორში აჩვენეს, სად და როგორ ვცხოვრობ. არც ერთს არ გვაქვს
იმწუთას კალამი, რომ ჩემი გვარი სწორად დავუწერო – ორივენი ტიტვლები ვართ.
ხანდახან ხეირიც მოაქვს ცნობილობას: გერმანელი მებაჟე ჩემს პასპორტს რომ
ნახულობს, აღარც იხედება ჩემოდანში, უნდა, რომ მასიამოვნოს; მარტო ჩემი სახელი
კი არ სმენია, ჩემი პიესაც მშვენივრად ახსოვს, მოსწონებია: „მოხუცი ქალის ვიზიტი“[4].
იგივე ისეც მემართება ხოლმე, რომ სხვაში არ ვერევი, მაგალითად, ამას წინათ
ლონდონში: Sir, it is a great honor for me, მეუბნება პასპორტის ახალგაზრდა
შემმოწმებელი და მიუხედავად ხალხმრავლობისა, არ ჩქარობს და სამ ინგლისურ
სათაურს მისახელებს, რომ მამცნოს, ყველაზე მეტად რომელი მოეწონა. გამიხარდა;
იმწუთას ეს მჭირდებოდა. როდესაც რესტორანში ქალბატონს ვესალმები და მისი
პალტოს ჩამოსაკიდად კაუჭს ვეძებ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, მაკვირდებიან-მეთქი;
ქალი მეუბნება: სხვაგან წავიდეთ, აქ ყველა შენ მოგისმენს! დიდხანს არ მჭირდება
თავის მოჩვენება, მართლა ყრუდ ვიქცევი, როცა გვერდით ჩემს სახელს
ჩაიჩურჩულებს ვინმე. ბუნებრივია, ვიცი, რომ უკვე რამდენიმე წელია, მკითხველი
მყავს, ისინი დარბაზებშიც მინახავს; მაგრამ ვერ ვიჯერებ ხოლმე, რომ მაინცდამაინც
იმავე ავტობუსით მგზავრობენ, რომლითაც მე. თავს ვერ აღვიქვამ საჯარო პირად,
როცა ბაქანზე ვდგავარ და რატომ უნდა ვეცადო, რომ განსაკუთრებით
მოკრძალებულად მოვიქცე; მე სულ სხვა რამ მაწუხებს. რამდენად ცნობილი ვარ, ერთ
მშვენიერ დღეს ჩემი ქალიშვილისგან ვიგებ, ნერვები ეშლება: საკმარისია, ცეკვისას
ჩემი სრული სახელი და გვარი ვთქვაო, უცებ იქცევა ის შენს გვარად და ხასიათი
მიფუჭდებაო. რა ვქნა, ვერაფრით ვუშველი. სხვათა შორის, ერთბაშად არ გავმხდარვარ
ცნობილი. არ ვიცი, რა სჯობს: ვინც ერთ მშვენიერ დილას იღვიძებს დააღმოაჩენს,
ცნობილი გავმხდარვარო, მისთვის ახლა თავისთავად ცხადია ეს მდგომარეობა და
სხვასავით ყოველ ჯერზე არ უკვირს. სხვა კი ყოველ ჯერზე კეკლუცობს. უცებ
შევკრთები ხოლმე, უცნობი რომ გამომელაპარაკება და ჩემი მკითხველი აღმოჩნდება.
რა უნდა ქნა ასეთ დროს? ხშირად იმას აფასებენ, რისი დაწერაც დღეს აღარ
მენდომებოდა და თავი ლამის მოღალატე მეგონოს ხოლმე; ასეთ შემთხვევაში
უმეტესად ვიტყუები, მეჩქარება-მეთქი. რასაკვირველია, ისეც ხდება, რომ სადმე ბარში
ვინმე მთვრალი წამეუზრდელება ან ეცდება, წამეუზრდელოს; მას ჰგონია, რომ ჩემს
თავზე უნდა ვგიჟდებოდე; ასეთ ვითარებაში არ გამოდის, მაშინვე გადაიხადო
დანახარჯი და იქაურობას გაეცალო; მაგრამ სხვაც არაფერი გამოდის, არც საუბარი,
არც არაფერი. ასეთებს ჩემი აზროვნების სტილი კი არ ამწარებთ, არამედ ჩემი
წარმატება; უმეტესად, ჩემი თანამემამულე აღმოჩნდება ხოლმე. სულ მავიწყდება, რომ
ჩემზე ოფიციალური საანკეტო მონაცემები არსებობს. მათი უმეტესობა, ვინც მცნობს,

22
არ მაწუხებს; მაცდიან ლუდის დალევას, არაფერს იმჩნევენ, მერე კი სხვებისგან ვიგებ,
სად ვიყავი გუშინწინ და სად დავლიე კათხა ლუდი. არ მინდა, გავაზვიადო, ყველგან
სხვადასხვაგვარადაა; სადაც მუშები უფრო ცხოვრობენ, თავს მეტად უსაფრთხოდ
ვგრძნობ, ოღონდ ეს კი არ მახარებს. ვინ არიან ჩემი მკითხველები? როდესაც
ბერლინში შპალერის გამკვრელი მეკითხება: თქვენ ის მწერალი ხართ? ვხედავ, რომ
ჩემი პასუხი – დიახ! – ახარებს. რატომ? პატივისცემის მოთხოვნილება; კაცს ჩემი
სახელი გაუგონია და ეჭვი არ ეპარება, რომ, რახან გაუგონია, ვიმსახურებ კიდეც
სახელს და მიესალმება, რომ ბერლინში სცენას მითმობენ, და მერე თავის საქმეს
განსაკუთრებით კარგად აკეთებს. მანებივრებენ. სალაროსთან რიგში დგომა
ჩემთვისაც ისეთივე მომაბეზრებელია, როგორც სხვისთვის: მეც სხვებივით ვითმენ;
ოღონდ მეთვალყურეობის ქვეშ. ამასაც ეჩვევა კაცი. სხვა შედეგი: როცა საუბარი
წამოიწყება, ადამიანები უბრალოდ საკუთარ თავზე და თავიანთ გეგმებზე არ
ჰყვებიან, არამედ ჩემს ნაწარმოებებზე მსჯელობენ, ანდა, როცა ამჩნევენ, რომ მათგან
ამას არ ელიან, სწორედ ამას – არა, მოსმენით კმაყოფილდებიან; რაღაცნაირ
იზოლაციაში ვიმყოფები, ხანდახან დაუძლეველში და დიდია მონოლოგით
გამოსვლის ცდუნება; მოსაწყენი ხდება საზოგადოებაში სიარული. ერთი ტიპია,
ხანდახან აქა-იქ სიტყვით გამოდის ხოლმე, ერთი შეხედვით, ინტელექტუალი: ორი
საათის განმავლობაში ისე უჭირავს თავი, თითქოს ერთმანეთისთვის არ
წარვუდგენივართ და ფურშეტამდეც სიტყვას არ ძრავს; მოგვიანებით, შესაძლებელია,
შორიდან მომისმინოს, როცა მე სხვებთან საუბარში ვიქნები გართული, დისტანცია
აზრის გამოხატვისგან ათავისუფლებს; ამასობაში მართლაც დამავიწყდა მისი სახელი
და ჩვენი კონტაქტიც შესაბამისად იწყება – ვუბოდიშებ; მაინც არ მიახლოვდება, სანამ
სხვებიც ჩართულან საუბარში; მერე კი მთელი საღამო თავიდან ვეღარ ვიშორებ,
კუთხეში ვდგავართ და ჯიუტად მაგრძნობინებს, ცნობილობა (ასე ეძახის) ჩემზე
არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენსო. ჭკვიანია. დიდხანს არ ამხელს, თვითონ რას
საქმიანობს. ბოლოს ბოდიშს იხდის. რისთვის? რატომ უნდა ვეთანხმებოდეთ
ერთმანეთს ყველაფერში. როცა ვთხოვ, შენი ესე მომეცი-მეთქი, თავის ესეზე,
რომელიც მალე უნდა გამოქვეყნდეს, ამბობს, უკვე მოძველებულია და მირჩევნია, არ
წაგაკითხო, შენზე რას ვწერო. ეტყობა, ჰგონია, მეწყინება. იქნებ პირიქით, დავეთანხმო
კიდეც? წარმატებისგან განებივრებული კაცისთვის იოლია, ხანდახან ამპარტავნობა
ჩამოიშოროს. ეს არის კარგი მხარე. სულ სხვა რამ: მე არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს, ვინც
ლეგენდას აფარებს თავს. ხანდახან ამას ხელის ჩამორთმევისას ვგრძნობ: რაღაც
ჩემთვის უცნობი ჭორები იციან ჩემზე და გაცნობისას იბოჭებიან. როგორც წესი, მათ
ნალაპარაკევს არ ვეძიები, და თუ მაინც მოსწვდა რამე ყურს, ამ მონაჭორით სხვებზე
მეტს ვიგებ, ვიდრე საკუთარ თავზე. შური? არც პირველი წარმატება და არც მეორე,
ხანგრძლივი წარმატება აღიზიანებს წარმატების მოტრფიალეებს; გაბრალებენ,
თითქოს სხვა მიზანი და მოთხოვნილება არ გაგაჩნდეს, გარდა იმისა, რომ სხვები
დათრგუნო შენი წარმატებით (სულ ერთია, რა ჰგონიათ წარმატება); რაც დრო გადის,
ისე ღიზიანდებიან, რომ ჩემი წარუმატებლობაც კი არ ამშვიდებთ. არსებობენ
თაყვანისმცემლებიც. ერთი ბერლინელი მოხუცი კაცია მათ რიცხვში; ცოლმა გასცა,
აძალებს, გაეცანიო. მოსწავლე გოგონას სახე ქუჩაში; ვხედავ, რომ სკოლის
სავალდებულო საკითხავი მასალა ვარ და ისე მიყურებს, თითქოს მე მას და მის
გაოგნებას ვერ ვხედავდე. კიდევ არსებობენ ქლესები; ზოგიერთ მათგანს არანაირი

23
მიზანი არ ამოძრავებს. და ღრმად პატივცემულები, რომელთაც სურთ, რომ გრძელ
სუფრაზე თავი კარგად ვიგრძნო, და მათი მეუღლეები. სულ სხვა რამ: ერთი საბჭოთა
მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 1968 წელს წითელ მოედანზე დემონსტრაცია
მოაწყო და ამას წინათ შემთხვევით შემხვდა ერთ საზოგადოებაში, გადმომცემს
სალამს ციმბირის შრომა-გასწორების ბანაკიდან, მადლობას პატიმრებისგან, ვისაც
ვერასოდეს შევხვდები; მოულოდნელი სალამი გულზე მხვდება, როგორც
გაფრთხილება, როგორც დავალება, რომ არ მოვდუნდე. სახელი და დიდება?
წარმატებისგან განსხვავებით, ის შურს არ იწვევს. არც ქათინაურებს; გინდაც
უხერხული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად დაანებო ვინმეს, წაგექლესაოს,
სახელი და დიდება ქათინაურებს ვერ იგუებს. ბეკეტთან შეხვედრები მახსენდება:
მასთან საუბარი იოლია და დუმილიც იოლია ჭადრაკის თამაშის დროს; საკუთარი
შემოქმედებისგან შორს დგას, თანაც მისი იდენტურია. ვერც სხვა იგრძნობს თავს მის
გვერდით აღმატებულად; აქ არ ზის ვარსკვლავი, არც ვინმე, ვინც მოკრძალებულობას
ამოფარებული ცდილობდეს საკუთარი დიდების დამალვას და სწორედ ამით
გასცემდეს, თავი ვარსკვლავი მგონიაო. ნაკლებად ცნობილობის შემთხვევაშიც ასეა.
არსებობს მოლოდინი, რომ გაგებას არ ელტვი, ქებას ხომ – მით უმეტეს, ანდა, თუ
ჰგონიათ, რომ ელტვი, აღმოჩნდება, რომ ცდებიან. სხვათა შორის, როგორც
პიროვნებამ, შეიძლება გაგიცრუოს იმედები, მაგალითად, თუ უბედურია. თუ
გამჟღავნდა, რომ თავის შემოქმედებას ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოფს, მისი
საქმეა; თვითშეფასებას სხვებისთვის მნიშვნელობა არა აქვს; სახელი და გვარი,
რომელიც დაბადებისას მიენიჭა და რომელსაც მთელი ცხოვრება ხელმოწერად
იყენებს, მის საჯარო გავლენას აღწერს და მან პატრონისგან დამოუკიდებლობა
მოიპოვა. ეს მან ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს; თუ ვერ ისწავლის, მუდმივად
დაიზიანებს თავს. სახელი და დიდება კრიტიკულ მიდგომაზე გავლენას ვერ ახდენს,
მაგრამ აჩენს მოლოდინს, რომ კრიტიკა პირადულად აღარ აღიქმება,
სამართლიანადაც, რადგან კრიტიკა პიროვნებისა და მისი ნამუშევრისაკენ კი აღარ
არის მიმართული, არამედ ავტორის სახელისა და დიდებისაკენ. საზოგადოებას
სჭირდება ცნობილი ადამიანები; ვის ამოირჩევს ასეთად? კრიტიკა იქცევა
საზოგადოების მიმართ კრიტიკად.

ლინი:

მისი ხმა, რომელიც მას არ ესმის, უფრო ცოცხალია, ვიდრე სახე, რომელსაც ის ვერ
ხედავს. ლინი ხმოვნებს ამერიკულ ყაიდაზე განა მხოლოდ აგრძელებს, არამედ
ზევითაც ჭიმავს. კაცის სახელი, მისი ხმით გამოთქმული, მსუბუქად ჟღერს, ბოლოში
მოკლე X, როგორც ქსილოფონშია. მისი ხმა არ ღეჭავს ბგერებს. მგრძნობიარე ხმა არა
აქვს. თითქოს დაჭიმული სიმების ბგერაა, შემდეგ კი ექო, რომელიც მასავსებს.
ხანდახან ისეც ხდება, რომ მხოლოდ მის ხმას სჯერდება.

ჩანაწერები თვითმფრინავში:

ღირს, ერთხელ მაინც იფრინო პირველი კლასით; გვერდით ახალგაზრდა მგზავრი


მიზის, შამპანურის სმისას ირკვევა, რომ ბომბებით ვაჭრობს / წესიერი კაცი ისაა,
რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, როცა ეუბნებიან, წესიერი კაცი ხარო/.

24
ერთი ამერიკელი გერმანისტი ქალი, რომელიც ჰარვარდში ინგებორგ ბახმანზე
მუშაობს – შემოქმედებაზე და პიროვნებაზე; მადლიერია ჩემი დახმარების გამო:
რომის მისამართები მივეცი / ცინცინატიში მისვამენ კითხვას, რა გრძნობაა, როდესაც
მწერალს თავის ადრინდელ ნაწარმოებებთან უწევს შეხებაო. არ მახსოვს, ამ კითხვაზე
რა ვუპასუხე – იმის მაგივრად, რომ მომეყოლა მხატვარზე, რომელმაც თავისი ცოლის
თანდასწრებით თქვა: „აჰ, ეს ძველი რამეები, ეს საზიზღრობა!“ და მოგვიანებით,
როდესაც გამოფენას – რეტროსპექტივას – აწყობს, ქალს უნდა, ჯიჯღინი შეაწყვეტინოს
და ეუბნება: „მოეშვი ამ ძველ რამეებს!“ ვერ ხვდება, რომ ეს იარლიყი ავტორმა მიაკრა
თავის ნამუშევრებს, სხვისი საქმე არ არის; რადგან მას არ შეუქმნია. / როდესაც
ამერიკელებს ეუბნები: I am a socialist, მათ პატივისცემას კი არ კარგავ, პირიქით,
დარწმუნებულები არიან, ისეთი ვარსკვლავი ხარ, რომ შეგიძლია, თავს უფლება მისცე
და იყო სოციალისტი. / თვითმფრინავიდან: დაუჯერებელია, რომ ამ უზარმაზარ
დედამიწაზე, სადაც ამდენი ქალაქი და დასახლებაა, სადმე ვინმეს აკლიხარ. მსუბუქ
ეიფორიას იწვევს ეს გრძნობა. მაგრამ რომელიმე ქალაქში თუ აღმოჩნდები ამ
გრძნობით, საშინლად ცუდ ხასიათზე დადგები. / იგი ნაწყენია! ეს უარესია, ვიდრე
რომ გვეთქვა: ძალიან უსინდისოაო. ამ უკანასკნელ ეპითეტს დაცინვის გარეშე
ვხმარობთ. / დანაშაულის გრძნობა, ოღონდ არ ვიცი, რას ვგულისხმობ დანაშაულში. /
ორჯერ, მონრეალსა და ჩიკაგოში – საჯაროდ მისვამენ კითხვას: მართალია, ბატონო
ფრიშ, რომ ქალები გძულთ? / დამოკიდებულება ასაკსა და არცოდნას შორის: ნეტავ
როგორ მათემატიკურ მრუდს მოგვცემდა ეს დამოკიდებულება? მიუხედავად ცოდნის
მატებისა, მრუდი მიჰყვება ასაკს: არცოდნა უსასრულობამდე გრძელდება. / უნახავს
ვინმეს ორი ძაღლი, რომლებიც, ერთმანეთს რომ შეხვდებიან, მესამე ძაღლზე
ლაპარაკობენ, რადგან ერთმანეთისთვის სათქმელი სხვა არაფერი აქვთ? / როგორც
მეთევზის ზღაპარი, რომელიც ბადეს კეცავს, მთელი ძალით კეცავს, სანამ ხმელეთზე
არ ამოათრევს და შიგ მხოლოდ თავადაა გახლართული, მხოლოდ ის. შიმშილით
კვდება. / მისი კათოლიკური დამოკიდებულება სიმართლის მიმართ. / მეხსიერების
დაკარგვის შიში: როგორია, ცარცით ეცადო შუშაზე წერას და შუშა მხოლოდ
ნაწილობრივ იჩერებდეს ცარცს, წაკითხვა შეუძლებელია. ძალიან ზუსტად მახსოვს,
სად და ვის ვუთხარი ეს. გრძელ პირსზე გავედით. სანამ კაცი ლაპარაკობს, ყველაფერი
მესმის. პირსის ბოლოს გავჩერდით. სვლა რომ გაეგრძელებინა, პირსს გასცდენოდა და
ნაცრისფერ წყალზე გასულიყო, უკან მივყვებოდი და დავიხრჩობოდი: აღარ მახსოვს,
თავად ეს როგორ ახსნა. / იმპოტენტი (პირველად) 35 წლის ასაკში...

***
ფირნიში, რომელიც კუნძულზე ხედს გვპირდება: Overlook. აქ შეჩერება კაცმა
შესთავაზა. სულ ცოტა ასი მანქანის სადგომი, ამჟამად ცარიელი. ქალის მანქანა
ერთადერთია ასფალტზე დახაზულ ბადეზე. დილაა. მზიანი. ბუჩქები და ჯაგი
ცარიელი სადგომის გარშემო; მოკლედ, ხედი არსადაა, მაგრამ ბილიკია, რომელსაც
ჯაგნარში შეჰყავხარ, და დიდხანს არ უფიქრიათ: ბილიკი მიგვიყვანს გადასახედამდე.
შემდეგ ქალი მანქანასთან ბრუნდება. კაცი ელოდება; დრო აქვთ. მთელი შაბათ-კვირა.
დგას და არ იცის, იმწამს რას ფიქრობს... ბერლინში ახლა უკვე დღის სამი საათია... ისე,
ლოდინი არ უყვარს. ქალი მიხვდა, რომ ატლანტის ოკეანეზე გადასახედად, კაცმა რომ
25
თქვას, ხელჩანთა არ სჭირდება. კაცს ეს ყველაფერი ჯერ არანამდვილი ეჩვენება,
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უბრალო სინამდვილესავით აღიქვამს: ბუჩქების შრიალი,
შემდეგ ქალის შარვალი (გახუნებული ცისფერი, რასაკვირველია) და მისი ტერფები
ბილიკზე, უამრავ ტოტსა და რტოს შორის მისი წითელი თმა. ღირდა მანქანასთან
დაბრუნება: Your pipe. მერე ისევ დაწინაურდა; აქა-იქ იხრება გაბურდულ შტოებს
შორის, და მერე კაციც იხრება იმავე შტოებს შორის, როცა ის უკვე წელგამართული
მიაბიჯებს ჯაგნარში. ბილიკს ვერც ეტყვი, ალაგ-ალაგ იკარგება, გაველურებული
ბილიკი. ჯერ თავად გაუძღვა წინ: როგორც კაცი, მაგრამ მისთვისაც უცხოა იქაურობა.
ერთგან ჭაობიანი თხრილი შემოხვდათ, ქალს ხელი შეაშველა, მას მერე ის მიუძღვის
წინ. კაცსაც ასე ურჩევნია. ქალს უხარია, მსუბუქ და მკვირცხლ ნაბიჯებზეც ეტყობა.
ატლანტის ოკეანე შორს არ უნდა იყოს. ზევით, ცის კამარაზე ერთადერთი თოლია.
სიარულშივე ირჭობს ჩიბუხს პირში და უკვირს, ოღონდ არ აინტერესებს, რა
აკვირვებს. აქა-იქ ყვავილების სურნელი დგას; აზრზე არ არის, რა ყვავის; უცხო
მცენარეებია. კაცმა პირობა მისცა, მანქანას, როცა გინდა, იოლად მივაგნებო და ქალიც,
ეტყობა, ენდო. ჩიბუხის მოსაკიდებლად უნდა

შედგეს, ქარი უბერავს, ხუთჯერ უწევს ასანთის გაკვრა, ამასობაში ქალი წინ მიიწევს,
უცებ, რამდენიმე წამით, თვალს ეფარება; რამდენიმე წამით ეჩვენება, რომ ეს
ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია ან შორეული მოგონება: აქ სიარული ახალგაზრდა
ქალთან ერთად. კაცმა რომ თქვას, ბევრი ბილიკია თუ ბილიკისმაგვარი; ამიტომ
შეჩერდა ქალი: ახლა საით? გუშინ ნაყიდი რუკა მანქანაში დარჩა; აქ დიდად მაინც არ
გამოადგებოდა. მზეს მიჰყვებიან. ბილიკი საუბრის საშუალებას არ იძლევა. სადაც
ჯაგნარი არ არის, იქიდან მთელი არემარე მოჩანს: არ ეუცხოება, თუმცა აქ ცხოვრებაში
ფეხი არ დაუდგამს. ეს საბერძნეთი არ არის; სულ სხვა ფლორაა. მაინც საბერძნეთი
ახსენდება, შემდეგ კი კვლავ ზილტი. არ სიამოვნებს, რომ მოგონებებს თავს ვერ
აღწევს. უკვე ნახევარი საათია მიდიან. ატლანტის ოკეანის ნახვა სურთ. სხვა საქმე არა
აქვთ; დრო აქვთ. ეს არც ბრეტანია, სადაც ბოლოს ერთი წლის წინ იყო ზღვაზე.
სანაპიროს ჰაერი იქაურს წააგავს. მგონი, ისევ ის პერანგი აცვია, ისევ ის ფეხსაცმელი,
ყველაფერი ერთი წლით დაძველდა. მან იცის, სად არიან:

მონტოკი

ინდიელების სახელია; აღნიშნავს ლონგ-აილენდის ჩრდილოეთის წვერს, ას ათი


მილით არის დაშორებული მანჰეტენისგან, და თარიღის დასახელებაც შეუძლია:
11.5.1974

მხოლოდ ბილიკზე ჩამოშვებული ტოტები არ გაიძულებს დაკუზვას; აქა-იქ ძირსაც


გდია გამხმარი ტოტი, ქალი ზედ ახტება. ძალიან გამხდარია, ოღონდ ძვალი და
ტყავიაო, ვერ იტყვი. ჯინსი წვივებზე აუკარწახებია; პატარა საჯდომი ვიწრო
შარვალში გამოკვართულა, ჯინსი უქამროდ აცვია; უკანა ჯიბეში კი სავარცხელი
გაურჭვია. არც მასზე მაღალია და არც დაბალი, მაგრამ უფრო მსუბუქი. წითელი თმა,
თუ გაშლილი აქვს, თეძოებამდე სწვდება; ახლა მაღლა აუკრეფია და ცხენის ძუასავით
გამოუსკვნია, სიარულში აქეთ-იქით უქანავებს. რადგან ბილიკი, ბილიკი თუ ეთქმის
საერთოდ, ფრთხილად სიარულს და ირგვლივ ყურებას მოითხოვს, რომ ამ ჯაგნარს

26
თავი დააღწიონ, მის სილუეტს მხოლოდ დროდადრო ხედავს; მზის შუქზე ღია ფერის
ზედატანი, მზეში ახლა თმაც უფრო ღია ფერის უჩანს. ხშირად გზის გაგრძელება
ვარაუდით უწევთ; ბილიკი არ ჩანს. ხანდახან ქალი დიდ ნაბიჯს დგამს, რომ ქვაზე ან
ხის ჯირკვზე ახტეს; გრძელი ფეხები, მაგრამ უფრო დიდზე აბიჯებს და სხეული ვერ
ეწევა. მარტო რომ იყოს, მაინც ასე იზამდა: თავის მკვეთრი მოძრაობა, რომ ცხენის ძუა
მხრებს უკან მოიგდოს. სულ უფრო საეჭვო ხდება, მიაღწევენ თუ არა სანაპიროს.
მაგრამ მაინც წინ მიიწევენ. მერე კი, ერთხანს, თითქოს ქიმზე მიდისო, ბაგირზე
მოცეკვავესავით ადგამს ფეხს მეორე ფეხის წინ, ტანი მარჯვედ ეძებს წონასწორობას
და პოულობს კიდეც. იქაურობა ჯერ კიდევ არ ჰგავს დიუნს; ცაზე თოლია არ ჭაჭანებს.
ერთგან ჩერდება, რომ სახელოები აიკაპიწოს; აქ, ამ ვიწრობში, ცხელა; ზღვიდან ნიავი
არ უბერავს. ერთად რომ დგანან, როგორც ახლა: ორი ადამიანის უცნაური ერთად
ყოფნა. კაცი ამჩნევს, რომ ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაუწყვია, პირში კი
ჩამქრალი ჩიბუხი უდევს. ქალის სახე: კაცს არ დავიწყებია, მაგრამ დიდი შავი
სათვალე უკეთია და თვალები არ უჩანს. ტუჩები დღისით წვრილი აქვს, ხშირად
დამცინავი.
HoW did I enCouRage you?

27
***
ფირნიში, რომელიც კუნძულზე ხედს გვპირდება: Overlook. აქ შეჩერება კაცმა
შესთავაზა. სულ ცოტა ასი მანქანის სადგომი, ამჟამად ცარიელი. ქალის მანქანა
ერთადერთია ასფალტზე დახაზულ ბადეზე. დილაა. მზიანი. ბუჩქები და ჯაგი
ცარიელი სადგომის გარშემო; მოკლედ, ხედი არსადაა, მაგრამ ბილიკია, რომელსაც
ჯაგნარში შეჰყავხარ, და დიდხანს არ უფიქრიათ: ბილიკი მიგვიყვანს გადასახედამდე.
შემდეგ ქალი მანქანასთან ბრუნდება. კაცი ელოდება; დრო აქვთ. მთელი შაბათ-კვირა.
დგას და არ იცის, იმწამს რას ფიქრობს... ბერლინში ახლა უკვე დღის სამი საათია... ისე,
ლოდინი არ უყვარს. ქალი მიხვდა, რომ ატლანტის ოკეანეზე გადასახედად, კაცმა რომ
თქვას, ხელჩანთა არ სჭირდება. კაცს ეს ყველაფერი ჯერ არანამდვილი ეჩვენება,
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უბრალო სინამდვილესავით აღიქვამს: ბუჩქების შრიალი,
შემდეგ ქალის შარვალი (გახუნებული ცისფერი, რასაკვირველია) და მისი ტერფები
ბილიკზე, უამრავ ტოტსა და რტოს შორის მისი წითელი თმა. ღირდა მანქანასთან
დაბრუნება: Your pipe. მერე ისევ დაწინაურდა; აქა-იქ იხრება გაბურდულ შტოებს
შორის, და მერე კაციც იხრება იმავე შტოებს შორის, როცა ის უკვე წელგამართული
მიაბიჯებს ჯაგნარში. ბილიკს ვერც ეტყვი, ალაგ-ალაგ იკარგება, გაველურებული
ბილიკი. ჯერ თავად გაუძღვა წინ: როგორც კაცი, მაგრამ მისთვისაც უცხოა იქაურობა.
ერთგან ჭაობიანი თხრილი შემოხვდათ, ქალს ხელი შეაშველა, მას მერე ის მიუძღვის
წინ. კაცსაც ასე ურჩევნია. ქალს უხარია, მსუბუქ და მკვირცხლ ნაბიჯებზეც ეტყობა.

ატლანტის ოკეანე შორს არ უნდა იყოს. ზევით, ცის კამარაზე ერთადერთი თოლია.
სიარულშივე ირჭობს ჩიბუხს პირში და უკვირს, ოღონდ არ აინტერესებს, რა
აკვირვებს. აქა-იქ ყვავილების სურნელი დგას; აზრზე არ არის, რა ყვავის; უცხო
მცენარეებია. კაცმა პირობა მისცა, მანქანას, როცა გინდა, იოლად მივაგნებო და ქალიც,
ეტყობა, ენდო. ჩიბუხის მოსაკიდებლად უნდა შედგეს, ქარი უბერავს, ხუთჯერ უწევს
ასანთის გაკვრა, ამასობაში ქალი წინ მიიწევს, უცებ, რამდენიმე წამით, თვალს
ეფარება; რამდენიმე წამით ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია ან
შორეული მოგონება: აქ სიარული ახალგაზრდა ქალთან ერთად. კაცმა რომ თქვას,
ბევრი ბილიკია თუ ბილიკისმაგვარი; ამიტომ შეჩერდა ქალი: ახლა საით? გუშინ
ნაყიდი რუკა მანქანაში დარჩა; აქ დიდად მაინც არ გამოადგებოდა. მზეს მიჰყვებიან.
ბილიკი საუბრის საშუალებას არ იძლევა. სადაც ჯაგნარი არ არის, იქიდან მთელი
არემარე მოჩანს: არ ეუცხოება, თუმცა აქ ცხოვრებაში ფეხი არ დაუდგამს. ეს
საბერძნეთი არ არის; სულ სხვა ფლორაა. მაინც საბერძნეთი ახსენდება, შემდეგ კი
კვლავ ზილტი. არ სიამოვნებს, რომ მოგონებებს თავს ვერ აღწევს. უკვე ნახევარი
საათია მიდიან. ატლანტის ოკეანის ნახვა სურთ. სხვა საქმე არა აქვთ; დრო აქვთ. ეს
არც ბრეტანია, სადაც ბოლოს ერთი წლის წინ იყო ზღვაზე. სანაპიროს ჰაერი იქაურს
წააგავს. მგონი, ისევ ის პერანგი აცვია, ისევ ის ფეხსაცმელი, ყველაფერი ერთი წლით
დაძველდა. მან იცის, სად არიან:

მონტოკი

28
ინდიელების სახელია; აღნიშნავს ლონგ-აილენდის ჩრდილოეთის წვერს, ას ათი
მილით არის დაშორებული მანჰეტენისგან, და თარიღის დასახელებაც შეუძლია:
11.5.1974

მხოლოდ ბილიკზე ჩამოშვებული ტოტები არ გაიძულებს დაკუზვას; აქა-იქ ძირსაც


გდია გამხმარი ტოტი, ქალი ზედ ახტება. ძალიან გამხდარია, ოღონდ ძვალი და
ტყავიაო, ვერ იტყვი. ჯინსი წვივებზე აუკარწახებია; პატარა საჯდომი ვიწრო
შარვალში გამოკვართულა, ჯინსი უქამროდ აცვია; უკანა ჯიბეში კი სავარცხელი
გაურჭვია. არც მასზე მაღალია და არც დაბალი, მაგრამ უფრო მსუბუქი. წითელი თმა,
თუ გაშლილი აქვს, თეძოებამდე სწვდება; ახლა მაღლა აუკრეფია და ცხენის ძუასავით
გამოუსკვნია, სიარულში აქეთ-იქით უქანავებს. რადგან ბილიკი, ბილიკი თუ ეთქმის
საერთოდ, ფრთხილად სიარულს და ირგვლივ ყურებას მოითხოვს, რომ ამ ჯაგნარს
თავი დააღწიონ, მის სილუეტს მხოლოდ დროდადრო ხედავს; მზის შუქზე ღია ფერის
ზედატანი, მზეში ახლა თმაც უფრო ღია ფერის უჩანს. ხშირად გზის გაგრძელება
ვარაუდით უწევთ; ბილიკი არ ჩანს. ხანდახან ქალი დიდ ნაბიჯს დგამს, რომ ქვაზე ან
ხის ჯირკვზე ახტეს;

გრძელი ფეხები, მაგრამ უფრო დიდზე აბიჯებს და სხეული ვერ ეწევა. მარტო რომ
იყოს, მაინც ასე იზამდა: თავის მკვეთრი მოძრაობა, რომ ცხენის ძუა მხრებს უკან
მოიგდოს. სულ უფრო საეჭვო ხდება, მიაღწევენ თუ არა სანაპიროს. მაგრამ მაინც წინ
მიიწევენ. მერე კი, ერთხანს, თითქოს ქიმზე მიდისო, ბაგირზე მოცეკვავესავით ადგამს
ფეხს მეორე ფეხის წინ, ტანი მარჯვედ ეძებს წონასწორობას და პოულობს კიდეც.
იქაურობა ჯერ კიდევ არ ჰგავს დიუნს; ცაზე თოლია არ ჭაჭანებს. ერთგან ჩერდება,
რომ სახელოები აიკაპიწოს; აქ, ამ ვიწრობში, ცხელა; ზღვიდან ნიავი არ უბერავს.
ერთად რომ დგანან, როგორც ახლა: ორი ადამიანის უცნაური ერთად ყოფნა. კაცი
ამჩნევს, რომ ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაუწყვია, პირში კი ჩამქრალი ჩიბუხი
უდევს. ქალის სახე: კაცს არ დავიწყებია, მაგრამ დიდი შავი სათვალე უკეთია და
თვალები არ უჩანს. ტუჩები დღისით წვრილი აქვს, ხშირად დამცინავი.
HoW did I enCouRage you?

დღეს არ დაუსვამს ეს კითხვა, არამედ გუშინ, აქეთ რომ მოდიოდნენ; ეტყობა, უკვირს,
კაცს როგორ უკვირს, რომ ის ახლა მის გვერდით დგას.
When did I encourage you?

კაცს თვითმფრინავის ბილეთი სამშაბათისთვის აქვს დაჯავშნილი.

თავიდან მეგონა, ერთი ჩვეულებრივი, ფოტოაპარატზე გაგიჟებული გოგოა,


შემთხვევას რომ ხელიდან არ გაუშვებს, უცებ ჩაიკუზება და ჩააჩხაკუნებს-მეთქი,
მოგთხოვს, ასე დაჯექიო და მერე, როცა ბოლოს და ბოლოს დაგავიწყდება მისი
არსებობა, ისევ ჩააჩხაკუნებს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. მაგრამ მას
ფოტოაპარატი არ აქვს. მხოლოდ ზის და დუმს, არ გაწუხებს, სანამ რომელიღაც
უბადრუკი გაზეთის ჟურნალისტი მთელი საათის განმავლობაში სვამს კითხვებს:
Have you been in this country before და ა.შ. ინტერვიუ პირად საკითხზე. Are you
married, where in Europe are you living, do you have children და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი

29
ამ ახალგაზრდა ქალმაც იცის. ერთხელ ტელეფონსაც პასუხობს, რადგან აპარატთან
ზის და მშვენივრად ართმევს თავს ამ საქმეს; მადლობას ვუხდი. What are you going to
write next, play or novel or another diary? კმაყოფილება მეუფლება, რადგან ეს
ყოველთვის ბოლო შეკითხვაა, სულ ცოტა, ბოლოს წინა. ამერიკულ საზოგადოებას
ვუცხადებ: ცხოვრება მოსაწყენია, მხოლოდ მაშინ განვიცდი რამეს, როცა ვწერ. კაცმა
რომ თქვას, არ ვხუმრობ; კაცს მაინც ეცინება. ქალს – არა.

როცა შემდეგ მოთეთრო ბურძგლიან ქურთუკს ჩასაცმელად ვაგებებ, ზრდილობის


გულისთვის კიდევ ერთხელ ვეკითხები სახელს. Lynn, მპასუხობს, თითქოს მხოლოდ
სახელი კმაროდეს. მისი გრძელი, გაშლილი თმა: ხელს უშლის ქურთუკის ჩაცმაში და
მე ვერ ვეხმარები, საკუთარ ხელს შეხების უფლებას არ ვაძლევ. კიდევ ერთი კითხვა,
ბოლო: Do you consider yourself a doomed man? მოგვიანებით აღმოვაჩენ, რომ
სიგარეტი დარჩენია, კვესიც. ორი კვირა იდება სანათის ქვეშ, იაფფასიანი მწვანე კვესი.
აქ მართლა რა მესაქმება?

გარეთ უპალტოოდ გასვლა შეიძლება; ქარბუქში ჩამოვედი, მაგრამ მალე ისევ


გაზაფხული დადგა... ქალების ციხე ქუჩის კუთხეში, ყავისფერი აგურის მაღალი
ნაგებობა, დაუნგრევიათ; მის ადგილზე ქვიშიანი მოედანია, მავთულხლართებით
შემორაგული, მტრედები ღუღუნებენ გალიაში, თუმცა, გალიას, როცა უნდათ, მაშინ
გადაუფრენენ. სხვა მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ორ წელიწადში. პატარა ხეები
მეცხრე ქუჩაზე, ოდესღაც დარგული, ახლაც მაშინდელივით წვრილი და უსუსურია;
მაგრამ ამწვანებულან (მამაცი ქლოროფილები!), იქ, სადაც ისევ ვსაუზმობ, კვლავ
ძველი გუნდი მემსახურება. ყვითელი ტაქსი, ნაგვის შავი, პრიალა

პარკები ქუჩის პირას, წითელი სახანძროს სირენა. სასტუმროში ძველი კლიენტი


იცნეს: Did you have a good time? ოთახი სხვაა, ვიდრე ორი წლის წინ, მოწყობილობა –
ზუსტად იგივე: მარმარილოსზედაპირიანი დაბალი მაგიდა, რომელზეც ფეხები
შეგიძლია შემოაწყო, ყვითელი ტორშერები, ლოგინის ყვითელი გადასაფარებელი,
ძირს მწვანე ხალიჩა, ჩირქის ფერი სოფა, არცთუ მოუხერხებელი, ორი იმავე ფერის
სავარძელი, კონდიციონერის ნაცნობი ზუილი, მაგრამ გამორთვა შეიძლება; ასაწევი
ფანჯრები ნახევრად იღება, დაფუტუროებული ჩარჩო ზევით იწევა, მინები
ყოველთვის ჭუჭყიანია; ფანჯარა ძალიან დაბალზეა; სიფრთხილეა საჭირო,
გზაჯვარედინს თუ გინდა გადახედო; მხოლოდ ოცნებაში დაფრინავ საკუთარი
ძალით.
May I introduce you

სახელები ვერ გავიგონე ან მაშინვე დამავიწყდა, ვდგავარ და ვპასუხობ და აღარ ვიცი,


ვის ვუპასუხე. რატომ ვიქცევით ასე? საჭიროა (ამბობს ჩემი გამომცემლობა),
წიგნისთვის... Lynn

შემიძლია, რამე სამსახურებრივი მოვიმიზეზო და დავურეკო. იქნებ ვახშამი


შევთავაზო; ქალი თუ მომეწონა, თავი თავხედი მგონია. Hudson

რამდენიმე ჩაკურატებული თოლია ნავსადგურის თავზე, შეხვედრა წყლის


გაზინთულ ანარეკლთან. ძველი გემი ისევ ღუზაზე ირწევა. დახავსებული ჯაჭვები.

30
ვერტმფრენი. ქარია, შავი წყალი ჯებირს ეხეთქება, ხის ჯებირი ორი წლის წინათაც
დამპალი იყო. დიდი თეთრი სატვირთო გემი, რომელიც ალბათ ხვალ გავა ზღვაში,
წყნარად, უძრავად დგას, Statendam, ჰოლანდიური დროშა ქარში. უკან, ძველი
ხიმინჯებიანი გზატკეცილია, ახლა არემონტებენ. პატარა, ბნელი ბარიც ისევ
არსებობს, სადაც ბილიარდს თამაშობენ; Blue Ribbon – განათებული აბრა ბინდში
წითელ ლიმონათს წააგავს. ამწუთას დასავლეთით გაზინტლული მზე ჩადის; გრძელი
შავი სატვირთო გემი ეფარება. სანაპიროზე რამდენიმე კაცია, ჩემსავით უსაქმოდ.
ახალგაზრდა შავკანიანი ზიგზაგებით დაატარებს ველოსიპედს. უკიდურეს კიდეზე
ჩახუტებული წყვილი ზის, ჩრდილის კონტური ჩანს. მოხუცი კაცი ძაღლით. კიდევ
ერთი ძაღლი უპატრონოდ. კანაფის გრძელი, სქელი ბაგირები. ლუდის ქილა ქარში
მიგორავს.
American Academy of Arts and Letters:
ვდგები და მადლობას ვიხდი.
Museum of Modern Art:

ხელოვნებას ვაცდენ და მთელი დილა ბაღში ვზივარ. ალბათ ხელოვნება ჩემი საქმე არ
არის, როცა მარტო ვარ. მსიამოვნებს ხეებქვეშ ჯდომა. უკვე ოცი წელი და მეტია ამ
ბაღში (მური, პიკასო, კალდერი და სხვ.) ვზივარ:

1951 1956
1963 1970
1971 1972

გზაში ისევ მეუფლება განცდა, რომ სხეული ამიმჩატდა, ძალიან მჩატეა, თითქოს
ხანგრძლივ სიარულს მიზიდულობის ძალა შეემცირებინოს: მეჩვენება, რომ
ყველაფერი, რასაც ვუყურებ, გამოვა, ოღონდ არ უნდა გამოვთქვა, უნდა გავაკეთო.
Central Park:

სარწმუნო წყარომ მასწავლა, ის ცნობილი ციყვები, სინამდვილეში, ციყვები კი არა,


ნუტრიები არიანო. ადრე აქ ციყვებიც ყოფილან. ნუტრიებს ციყვებივით წითური ფერი
არა აქვთ, მაგრამ მათსავით ტანმორჩილები არიან. წუთების განმავლობაში შეგიძლია
ახლოდან უყურო, ისეთი თვინიერები არიან ნუტრიები. ციყვებისგან კი იმით
განსხვავდებიან, რომ ციყვებს ანადგურებენ.
White Horse:

მწერალს ეშინია გრძნობების, რომლებიც გამოსაქვეყნებლად არ გამოდგება; მერე


ირონიის მოძალებას ელოდება; საკუთარ აღქმას ეჭვით უყურებს, ღირს თუ არა ამ
გრძნობების აღწერაო და არ სიამოვნებს, რის სიტყვებად ჩამოსხმასაც ვერ ახერხებს.
მწერლის ამ პროფესიული დაავადების გამო ზოგი ლოთდება.
Sanitation:

ისევ ძალიან ადრე მეღვიძება. დილაუთენია ძაღლები და ფინიები გამოჰყავთ ქუჩაში,


საბელებით აკავებენ, სანამ მოისაქმებენ. ძაღლებს მიძღვნილი ერთი საათი

31
დილაობით, ძაღლებს მიძღვნილი ერთი საათი საღამოობით. კარგად უნდა დაიხედო
წინ, სანამ ნაბიჯს გადადგამ. ძალიან უყვართთავიანთი ძაღლები და ფინიები, აშკარაა,
სიყვარულის

მოთხოვნილება ტანჯავთ აქაურებს, მათ საყნოსავიდან საყნოსავამდე ეწევიან და


მოთმინებით ელოდებიან, გინდაც წვიმდეს. მარტო წითელ შუქნიშანზე არ უთმობენ
ძაღლებს და უძალიანდებიან, სანამ მწვანე არ აინთება. წაბილწულია აქაურობა. ზოგს
ერთი კი არა, რამდენიმე ძაღლი ჰყავს. მთელი გარემო სიყვარულს ელტვის.
მრგვალცოცხებიანი თეთრი მანქანა ყველაფერს ვერ წმენდს. რაღაც მაინც ყოველთვის
რჩება.

Long Distance:

ქალი რომ ტელეფონში ტირის, აღარ ვიცი, რა ვქნა, უსუსურობის განცდა მეუფლება;
მაჯაზე ხელის ჩაჭიდება რომ შემეძლოს – თუმცა, შეცვლით ესეც ვერაფერს შეცვლიდა.
Fifth Avenue Hotel:

იატაკზე გადაკრული ხალიჩა დღისით (როცა ყვითელი ნათურები არ ანათებს)


ლურჯი უფროა, ვიდრე მწვანე. ამწუთას მზე დანათის, ირიბ ოთხკუთხედად ეცემა
შუქი, მაგრამ ფეხებთან ჰაერი

გრილია. წავიკითხე და ვიფიქრე, რას ვკითხულობ: უცებ კანსაც აღმოაჩნდა


მახსოვრობა: „გაზაფხულო, ჰო, შენ ყოფილხარ!“[2] შენ და შენი მზე ამ ნაცნობ
ხალიჩაზე; ერთხელ ვაკოცე კიდეც, „შენ შეგიცანი!“ უცებ კითხვა (ფიქცია) ვეღარ
ეხიდება კანის მეხსიერებას; წინდებს ზევით შიშველ წვივებზე სიგრილე შვრება; ღია
ფანჯარაში არ შემოდის ჩიტების ჭიკჭიკი, მხოლოდ დიდი ქალაქის ტრანსპორტის
ხმაური, განსაკუთრებით კი: ავტობუსები რომ დაიძვრებიან მწვანე შუქზე, მეხუთე
ავენიუს და მეცხრე ქუჩის კუთხეში. ფეხსაცმელგაუხდელ ფეხებს ისევ ვაწყობ დაბალ
მაგიდაზე და მუჭიდან შევექცევი თხილს.
My greatest fear: repetition

იელის უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტი არ სვამს ლიტერატურის


კრიტიკოსების გაცვეთილ კითხვებს; იგი მეკითხება: მართლა სურს შტილერს
იულიკას ხსნა თუ უპირველეს ყოვლისა უნდა, რომ თვითონ იყოს მისი მხსნელი?
Washington Square:

ქვის მაგიდებზე მოჭადრაკეები ყინვაგამძლე ფიგურებით თამაშობენ, მათ ზევით –


სიმწვანე და ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ხშირად ვჩერდები ხოლმე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ,
არასდროს არ ვჯდები. დღეს ერთმა მკითხა, შავკანიანმა, ხომ არ გინდა ერთი პარტია
ვითამაშოთო. მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობს, შევამჩნიე, და მაინც ვერ ვბედავ.
მარცხს გავურბივარ? თუ გამარჯვებას? რადგან მაინც ვერაფერს შეცვლის; პირიქით,
მერე პირს დააღებს ჩემი შინაური მარცხის ცნობიერება... Commerce Street 15 არც ერთ
ძველ ბინაში არ მინდა ხელახლა ცხოვრება, არც ამ პატარა საყვარელ სახლში. თითო
ოთახი თითო სართულზე. ქვევით სრულყოფილი სამზარეულო და სასადილო,
გეგონება, კაიუტაში ხარ, დღისითაც შუქი ანთია; პატარა ფანჯრებიდან ზღვის

32
დგაფუნი კი არ შემოდის, არამედ ტროტუარზე დაფენილი თოვლი მოჩანს;
თოვლჭყაპში გამვლელების ფეხები, ძაღლების კიდევ უფრო მკვირცხლი ფეხები.
ზევით, სადაც მუშაობას ვცდილობდი ხოლმე, სახლი კიდევ უფრო ზანზარებს; მძიმე
და მძიმემისაბმელიანი სატვირთოების გრუხუნი გარიჟრაჟამდე დიდი ხნით ადრე
იწყება, და გაჩერდება თუ არა ერთი წუთით შუქნიშანზე, მერე

მეტრო აზანზარებს იქაურობას. მაინც მეჩვენება, რომ სახლში სიწყნარეა; სიჩუმე,


თითქოს ყრუ ვიყო. მაცივრის ჩუმი ზუზუნი, საკუთარი ფეხის ხმა, გაზეთის
გადაფურცვლის შრიალი. მესმის, როგორ ვარდება ფოსტა კარის ნაპრალში, გასაღები
როგორ შედის კარის ჭუჭრუტანაში და როგორ ტრიალდება. ადრე ყრუ ვიყავი? მესმის,
რაღაცას რომ მეუბნებიან და ვიჯერებ. ნამდვილი ზღვის ხმაურიც მოვისმინე,
ფირფიტაზე ჩაწერილი (ქუჩის ხმაურმა რომ არ შეგაწუხოსო); მეგობრული საჩუქარი...
მოვისმინეთ, როგორ კითხულობს ნერუდა.
Via Margutta:

აი, რა შესძლებია თბილ ჰაერს, სინათლეს: უცებ რომში ამოვყავი თავი. მხოლოდ
არქიტექტურული ფონი არ შეესაბამება, ამას ვხედავ. წარმოდგენა არა მაქვს, რას
გავაკეთებდი რომში; ასეა თუ ისე, ამწუთას რომში ვარ ცოტა ხნით...
Goethe House:

წარმატებული კაცი შეიძლება ლომვეშაპს ჰგავდეს, ქალები მარტო ყურადღებას კი არ


აქცევენ, არამედ თხოვნაც არ სჭირდებათ, ისე დაუნანებლად აფრქვევენ საკუთარ
მომხიბვლელობას. ქუჩაში რომ გავდივარ, სადაც ხალხის ნაკადში ვერავინ მცნობს,
თავს ისევ ლომვეშაპად აღვიქვამ.
Eight Street Bookstore:

შუაღამისასაც რომ შეგიძლია წიგნების მაღაზიაში იდგე... პატარა ყვითელი


ლანგენშაიდტი ვიყიდე, რომ მერე, თითქმის ყოველი გადაფურცვლისას
შემეკურთხებინა საკუთარი მეხსიერებისთვის; ეს ხომ ერთხელ უკვე ვიცოდი:
Sensible/ Sensitive / Sensual

ცნობას კონრად ფარნერის ციურიხში გარდაცვალების შესახებ ლიფტში ვკითხულობ,


მაგრამ ამის გამო ჩემს სართულს არ გავცდენივარ. კონრად ფარნერი ბევრ
უბედურებას ასცდა. გარდაცვლილ მეგობართა წრე იზრდება.
Olivetti Lettera

ვერ ვეშვები, პატარა საბეჭდი მანქანა შევიძინე, ლიტერატურული მიზნები არ მაქვს


და მაინც (მეოთხედ ჩამიფლავდა მოთხრობა, რომელიც ტესინში უნდა გათამაშდეს;
მთხრობელის პოზიცია დამაჯერებელი არ არის) წინადადებების ბეჭდვის ვნება... Pro
memoria

გილიოტინაზე მიმავალი ფრანგი არისტოკრატი კალამს და ქაღალდს ითხოვს


რაღაცის ჩასანიშნად და აძლევენ. ჩანაწერის განადგურებას რა უნდა, თუკი სხვას
უძღვნის. მაგრამ ასე არ არის. ეს ჩანაწერი მხოლო და მხოლოდ მისთვისაა: pro
memoria.

33
რაც ნიუ-იორკში უნდა ვაკეთო, ციურიხში ანბერლინშიც გასაკეთებელია. ბერცონაში
(ტესინი) უკვე გაკეთებულია, მე მგონი. რომში? გარემო ბინძურდება უსარგებლო
გრძნობებით – ოდნავ დალპა, რადგან არასოდეს გამომითქვამს ან გულწრფელად არ
გამომითქვამს, ცნობიერად არ დავმშვიდობებივარ. დროა. გუშინწინ მესიზმრა, რომ
მომავალ ოთხშაბათს სიკვდილით უნდა დამსაჯონ და არ მესმის, რატომ
მაინცდამაინც მომავალ ოთხშაბათს, ჯანმრთელი ვარ, რომელიღაც უვიცი უწყების
თვითნებური განკარგულებაა, სხვათა შორის, იმ უწყებას მისამართიც კი არ გააჩნია;
გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სხვა სიზმარი:

ისინი ჭორაობენ. ვინ? მამაჩემის კუბო გადამსკდარა, არ ვიცოდი, მაგრამ მესმის მისი.
შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს სივიწროვემ. ტკბილეულს მაწვდიან; ტკბილეული
ბავშვებს აწყნარებს. გამვლელები. უცებ წინააღმდეგობის გრძნობა მეუფლება, ვერ
ვიგებ, რატომ უნდა ჩავწვე კუბოში. ისინი რაღაცნაირ ნავზე ავიდნენ, ყველას შავები
აცვია, დგანან გრძელნიჩბებიან ნავში. ციურიხის ტბა. არავინ მაკავებს, გავრბივარ,
ახლომახლო გრძელ მაშველ ძელს ვპოულობ, თუ გამიჭირდა, ნიჩბად გამომადგება;
მაგრამ ძნელია მოსმა, ნიჩაბი არა აქვს. მაგრამ მე მაგათ

ვუჩვენებ სეირს. ვერ ვიხსენებ, სად ვდგავარ; რაღაც ტივის მაგვარია, ფიცარნაგი?
ვდგავარ და უკან მივყვები. ვიღაცამ გამანდო, საით მიცურავენ. როცა ბოლოს და
ბოლოს დავეწიე და მათ გვერდით მივცურავ, ხმას არ მცემენ; მესმის, რას
ლაპარაკობენ. ნუ ჭორაობთ! სულაც არ ჭორაობენ; ახლა ფილტვი გაუსკდებაო,
ამბობენ. ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ჩემი საქმე წასულია. ესღა მაკლდა, ნიჩბები მომესვა.
ეგონათ, გამიიოლდებოდა, არ გავუძალიანდებოდი, თავს არ დავიცავდი. არაფერი
იცვლება: დასაფლავების ადგილისკენ მივცურავთ. მაგრამ არ ვეპუები, რადგან ახლა
ხომ ხედავენ, რომ გაცურვა შემძლებია. აღარ მელაპარაკებიან; ჩქარობენ. Trattoria da
Alfredo

ვაღიარებ, ეს ტრატორია შემთხვევით არ აღმომიჩენია; ვეძებდი, თითქოს იქ


დამხვდებოდა წასაღებად გამზადებული გრძნობები: A Cause d’une femme. არ მინდა,
ვინმემ მიცნოს და მანამ ვდგავარ, სანამ ჩიბუხი არ გაღვივდება; გამვლელი, აქ რომ
არაფერი ესაქმება. სირცხვილის გრძნობა, რომ ორი წლის შემდეგ ისევ აქ ვდგავარ;
სიმწვანის მოლოდინი. სხვათა შორის, პატარა ტრატორია მხოლოდ გარედან
შევათვალიერე; სკამები მომცრო მაგიდებზე აწყვია. რადგან ჯერ დილაა. ინტერიერის
დასანახად სახე უნდა მიაჭყლიტო ფანჯრის შუშას და ორივე ხელით

მოიჩრდილო, რადგან შუშა სარკესავით ირეკლავს. არ მიქნია. შემეშინდა, ფანჯარაში


საკუთარი ანარეკლი რომ დავინახე. როგორც კი ისევ გამწვანდება, ვიცი: ბუნებრივი
ამბავია. ნეტავ ტყვიას ვისროდი? ასეა თუ ისე, ის მაინც დამავიწყდა, საით მინდოდა
წასვლა, მაგრამ მივდივარ. უპალტოოდ. გრილა, მაშინდელივით გაზაფხულია,
კრიალა ლურჯი დილა და ზღვიდან მონაბერი ქარი. სიარულისას ბეჯითად
ვკითხულობ რეკლამებს, თითქოს სხვა საქმე არ მქონდეს.

„ადამიანი სიმართლეს უძლებს“ [3]

34
ის ამ წინადადებას ვერ იტანს. ციტატა. კიჩიაო, ამბობს. ვინ იცის, რა არის სიმართლე!
ვიკამათეთ კიჩის თემაზე.

My life as a man

ჰქვია ახალ წიგნს, რომელიც გუშინ ფილიპ როთმა სასტუმროში მომიტანა. რატომ
ვუფრთხი

გერმანულ სათაურს: ჩემი, როგორც კაცის ცხოვრება? მაინტერესებს, ხელოვნების


წნეხის ქვეშ წერისას რას შევიტყობ ჩემზე, როგორც კაცის ცხოვრებაზე.
Giacometti:

მისი გამოფენა ამ საშინელ, სპირალურ მუზეუმში; ვერნისაჟი ათასობით


სმოკინგებიანებისა და გრძელკაბიანების მონაწილეობით; მისი უზარმაზარი
ფოტოპორტრეტი: ეს სახე!... ვინ ან რა ანიჭებს ადამიანს რანგს? ნაწილობრივ მისი
ნამოღვაწარი. შეიძლება, რანგი თავად მიინიჭო? ხელმოცარულსაც შეიძლება ჰქონდეს
რანგი. რანაირად? რანგი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სახელს და დიდებას. ვიცნობ
ადამიანებს, ვისაც სიცოცხლეშივე დაუკარგავთ სახელი და დიდება; ოღონდ რანგი
შეუნარჩუნებიათ. რანგი არ გახლავთ გამარჯვებულის შარავანდედი. რაში
მჟღავნდება რანგი? შევხვედრივარ რანგიან ადამიანებს, კაცებს და ქალებს, მოხუცებს
და ახალგაზრდებს, ცნობილებს და სხვებს; ჯიაკომეტის არასოდეს შევხვედრივარ.
ასეთ ადამიანებთან შეხვედრა (არ არის აუცილებელი, ერთი და იმავე ჯურისანი
იყვნენ) რაღაც უცნაურად გიმაგრებს გულს; ქებით არ გაგულიანებენ. თავიანთი
თანხმობითა თუ წინააღმდეგობით განიჭებენ რანგს. მის მოლოდინში მტრობასაც არ
ერიდებიან. რასაკვირველია,

ასეთი მოლოდინი იოლად ცრუვდება. რანგის მქონე ადამიანები ბრმად არ ელიან


წოდებას, მაგრამ მოლოდინი წარმატებას ან წარუმატებლობას არ უკავშირდება; ისინი
თავად საზღვრავენ მასშტაბს. ეს უფრო შეუცდომლად ახასიათებთ მათ, ვიდრე მათი
ნამოღვაწარი, რომლის შეფასებაც სხვას ხშირ შემთხვევაში არც კი შეუძლია. მათი
რანგი ადგამს შარავანდედს მათ ნამოღვაწარს. ყოველთვის მეგობრულები არ არიან;
მაგრამ არ იბნევიან, თუკი ვინმე ხანდახან მათი რანგის შეუსაბამოდ იქცევა. თუკი მათ
ვინმე საკუთარ თავში დაეჭვებას გაანდობს, სერიოზულ სახეს მიიღებენ, მაგრამ
თვითგვემას არ მოჰყვებიან სხვებივით, რომლებიც, თუკი შარავანდედი არ აბრმავებთ,
საკუთარ მოლოდინს უნებლიეთ ამცირებენ და ისეთი მოწყალენი ხდებიან, რომ
ყველაფერი უფრო მცირედ ეჩვენებათ, სრულიად ყველაფერი.

ერინიები

ისინი არ გაგბდღვნიან, უბრალოდ, რომელიმე კუთხეში დგანან: ერთ დროს აქ, ზევით,
მესამე სართულზე ვცხოვრობდი, Waverly Place / Cristopher Street, ოცდასამი წლის
წინ, ვითომ თავად არ ვიცოდე! ფასადსაც კი არ ავხედავ, მხოლოდ ვამჩნევ, რომ
პირველ სართულზე სხვა მაღაზია გაუხსნიათ; მაშინ სასურსათო მაღაზია იყო,
უბადრუკი, თვეში 200 დოლარი მქონდა, ბინა

35
თვეში 100 დოლარი ღირდა, ერთხელ ფანჯრის რაფიდან ყვავილების ქოთანი
გადამივარდა და არავის მოხვედრია. სად ჩამავლებენ ხელს ერინიები?

ბოლო დროს ამ მოვლენის აღმნიშვნელი სიტყვა აღმოვაჩინეთ: შეტევები. შიშით


კრთება ხოლმე, ვიცი და სრულიად გაუგებარია, რატომ. თან, პარტნიორს ფიზიკურად
არაფერი ემუქრება; ტყუილადეშინია; შიშისუმცირესი მიზეზიც არ არსებობს. თუ
საქმე საქმეზე მიდგა, მაშინ თავად ჩემ წინააღმდეგ იქნება მიმართული: რომ
გამოვხატო სათქმელი. მგონია, რომ მესმის, ვფიქრობ, ვწვდები; ოღონდ
უკანმოუხედავად, თავიდან მშვიდად, საკუთარი თავის და სხვების მიმართ
ანგარიშგაუწევლად. არ ვყვირი, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც; ოღონდ მერე
ვეღარ დამელაპარაკები, გინდაც ერთხანს გისმენდე. სიმართლე, რომლის
გამოხატვასაც ვცდილობ, რომელსაც ამწამს აღმოვაჩენ, იშვიათად არის ჩემი
გამამართლებელი განაჩენი. შესაძლებელია, წვრილმანებით იყოს გამოწვეული;
სასაცილოც კია ასეთ წვრილმანებზე ყურადღების შეჩერება. მაგრამ მე მათ რაღაცის
ნიშნად აღვიქვამ და ამიტომ ჩემთვის წვრილმანი არ არის; ნიშანი კი ისეთი მკაფიოა,
რომ სხვა განმარტებას ვერ ავიტან, უწყინარს ხომ – მით

უმეტეს. საყვედური არ მცდება, მხოლოდ დასკვნებზე ვსაუბრობ. ასე მეჩვენება.


ამწუთას იმ შედეგების არ მეშინია, რომელსაც ვხედავ. ჩემი სიტყვა (მონოლოგი)
სასიკვდილო განაჩენს ჰგავს; სიძულვილს არ შეიცავს. რა უნდა ქნას პარტნიორმა?
უნდა გაიგოს, რისი გამოხატვაც არ შემიძლია; უნდა დაეთანხმოს. საკუთარი თავი
მძულს. აუტანელ სიზმარს რომ ვერ აღწევ თავს და ვერ იღვიძებ, ისე ვარ. სწორედ ისეა,
როგორადაც ამწუთას მეჩვენება, ნამდვილია და ისეა და არა სხვაგვარად და მე მზად
ვარ. რისთვის? შემდეგ ერთ ადგილს ვტკეპნი, ვიცი. ვერ ვუბრუნდები გონიერებას;
გონიერება მსპობს, მამცირებს და კიდევ ბრაზს აძლევს გასაქანს. არადა, როგორ
მშვიდად დავიწყე; რაც ვიგულისხმე, საყვედური არ არის, უფრო მნიშვნელოვანია:
სიმართლეა, ჩემი სიმართლე. პერანგს თუ შემოვიხევ, მგონია, საკუთარ კანს
ვიდღლეზ; გთხოვთ, ეტყობა, სულ სხვანაირად ჟღერს; გემუდარებით. არადა,
ყველაფერი, რასაც ახლა ვიტყვი, მხოლოდ გულსატკენი იქნება. სხვანაირად არ
გამომდის. ამწუთას სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ერთხელ მაინც გამომეხატა
სათქმელი გასაგებად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. მერე გული მწყდება საკუთარ
სიბრაზეზე; ვერასდროს მოხვდა გორდიას კვანძში – ბოდიშიც მოსახდელი მაქვს.
Sweet’s

თევზის ყველაზე ძველი რესტორანია ქალაქში. ბუდრუგანა ძველ მოედანზე, წლებია,


დასანგრევია. ვისაც მის შესახებ არ სმენია, არც არასდროს შევა შიგ. შუადღისას
ადგილს ვერ იპოვი, უოლ სტრიტის ხალხი ტრაპეზობს. რაც ამ რესტორანს მივაგენი,
ბევრი მეგობარი წამიყვანია იქ. თევზის ნაირ-ნაირ კერძებს საუკეთესო ამერიკული
თეთრი ღვინო ახლავს, ტრასის ქვეშ კი ისტ რივერი ბრჭყვიალებს. აქამდე არც ლინმა
იცოდა ეს რესტორანი. მოსწონს; საერთოდ არ არის გადაპრანჭული. კიდევ ვიღაცას
მოუგვარა ინტერვიუს საკითხი. ეს მისი სამსახურია. გაშლილი თმა და სათვალე:
უნდინე და ცოტა მოწყალების და. ზაფხულში მშობლებთან ერთად საბერძნეთში
გაემგზავრება, ჩემი რჩევა ზედმეტია; Guided Tour. რადგან ლინს ჩემი არაფერი
წაუკითხავს, სრულიად საწინააღმდეგოს ვუყვები და ამას გემოს ვატან: – პოლიტიკა

36
საერთოდ არ მაღელვებს. მწერლის პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და
მთელი ეს ლაყბობა, სიმართლე ის გახლავს, რომ ვწერ, რათა საკუთარი თავი
გამოვხატო. ჩემთვის ვწერ. საზოგადოება, სულ ერთია რომელი, ჩემი დამკვეთი არ
არის, მე არც მისი მოძღვარი ვარ და არც მასწავლებელი. საჯაროობა გავიხადო
პარტნიორად? უფრო სანდო პარტნიორები მეგულებიან. იმიტომ არ ვაქვეყნებ ნაწერს,
რომ მგონია, საზოგადოება უნდა დავმოძღვრო ან ჩემს ჭკუაზე მოვაქციო, არამედ,
საკუთარი თავის შესაცნობად მჭირდება წარმოსახვითი პუბლიკა. მაგრამ, კაცმა რომ
თქვას, მხოლოდ ჩემთვის ვწერ... ლინი საერთოდ არ მეწინააღმდეგება; უფრო
დამაჯერებლად ჟღერს (ჩემთვისაც), ვიდრე ველოდი.
You are a rich man, I am sure, bit this is a business lunch, you should not pay for this, it’s
just silly.

ამას წინათ (რაღა ამას წინათ, მას შემდეგაც რამდენიმე წელი გავიდა) ის ციურიხში,
ქუჩაში (ლიმატკვაიზე) შემთხვევით დავინახე შორიდან; დამძიმებული მეჩვენა.
ციურიხში ერთად დავდიოდით გიმნაზიაში. აზრზე არა ვარ, თვითონაც თუ მიცნო. არ
მოტრიალებულა და შევწუხდი, რომ არ გავეკიდე და უბრალოდ, გავჩერდი. ამიტომ
მხოლოდ უკნიდანღა ვხედავდი. ქუდი არ ეხურა. მისი ფართო მხრები; ძალიან
მაღალია, სხვაში ვერ შეგეშლება, თან მე ხომ წინიდანაც დავინახე. პირდაპირ
იყურებოდა, ეტყობა, ფიქრებში იყო ჩაფლული; მერე ასფალტს ჩააჩერდა, თითქოს
იმანაც მიცნო. იმან იცის და მეც ვიცი, რა გააკეთა ჩემთვის. ქუჩის მეორე მხარესაც კი
არ გადავძახე, რომ შემოტრიალებულიყო. რას არგებს ვ.-ს იმის ცოდნა, რომ მთელ ჩემს
სიცოცხლეს მისგან დავალებული და მისი მადლიერი ვიქნები? და თანაც, ვიცი, რომ
მთლიანობაში ამ კაცის ღირსი არ ვარ. კლასში პირველობას არავის უთმობდა, ოღონდ
მზუთხავი არ ყოფილა; სხვებზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ამას არ გაუთამამებია, სხვებზე
ჭკვიანი რომ იყო და, ამდენად, კეთილსინდისიერებაც არ აკლდა; ეუხერხულებოდა
კიდეც, მასწავლებლები რომ აქებდნენ. ოღონდ სამაგალითო მოსწავლედ არ
ჩაეთვალათ და ხანდახან ცოტას ეუხეშებოდა კიდეც მასწავლებლებს. სკოლის შემდეგ
სახლში მივყვებოდი ხოლმე, გზას კარგა გვარიანად ვიმრუდებდი, მაგრამ ღირდა;
მისგან გავიგე პირველად ნიცშეს,

ოსვალდ შპრენგლერის, შოპენჰაუერის შესახებ. ძალიან მდიდარი მშობლები ჰყავდა.


ოღონდ ეს არაფრად მიაჩნდა, თავდაჯერების საბაბს ეს არ აძლევდა. მაგალითად,
შეეძლო, მაგრამ აზრადაც არ გაუვლია, სკოლის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს
გარშემო ემოგზაურა, ან მანქანა ეყიდა; ყველაფერი ზედაპირული სძულდა.
ფილოსოფოსის ტემპერამენტი ჰქონდა; მაოცებდა, როგორი აზრები უმწიფდებოდა
ტვინში. ჩემგან განსხვავებით, უაღრესად მუსიკალურიც იყო; მთელი საღამოების
განმავლობაში ჩემთვის ატრიალებდა ბახის, მოცარტის, ანტონ ბრუკნერის და სხვების
ფირფიტებს, ზოგის სახელიც კი არ გამეგონა; სრულიად არამუსიკალური ადამიანი არ
არსებობსო, მარწმუნებდა. მე გაზეთებისთვის ვწერდი სტატიებს და მეამაყებოდა,
მცირე რამეს თუ დამიბეჭდავდნენ; ჩემი ლტოლვა აღიარებისკენ ალბათ პირველი რამ
იყო, რითაც იმედი გავუცრუე. ფული რომ უნდა მეშოვა, ბუნებრივია, ესმოდა, მაგრამ
რასაც ვწერდი, არ მოსწონდა. მაგულიანებდა, ხატეო. ამ სფეროში უნიჭო არ ვეგონე.
სახვითი ხელოვნების შეფასების უცნაური სტილი ჰქონდა, ოღონდ არა სადღაც
ამოკითხული და დაზეპირებული, არამედ მისი მგრძნობელობით ნასაზრდოები.
37
მიუხედავად ვ.-ს წაქეზებისა, ხატვას ვერ ვბედავდი, სამაგიეროდ, მისგან ვისწავლე
ნახატების გაგება. მალე იმდენად გამისწრო ფილოსოფიური ცოდნით, რომ
მოსაუბრედ აღარ გამოვადგებოდი; თითქმის აღარც მიყვებოდა, რას კითხულობდა
და, სრულიად შესაძლებელია, ესა თუ ის აზრი, რასაც ზიგმუნდ ფროიდი წერდა, მის
აღმოჩენად მიმეღო, ოღონდ მას ჩემი შეცდომაში შეყვანა არასოდეს ნდომია. არაფრის
მომტანი იყო ჩემთვის წყაროების დასახელება, რომელიც ისედაც არ გამეგონა.
ამიტომაც

მაქეზებდა, ხატეო. თავად ჩელოს დაკვრას შეეშვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან მონდომებული მეცადინეობდა, მისი დაკვრა მისსავე მაღალ მოთხოვნებს ვერ
აკმაყოფილებდა; ჩელოსთვისმძიმე ხელებიჰქონდა. საერთოდაც, ვ. თავად
ირთულებდა ცხოვრებას. მისმა მშობლებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ მათ საქმეს
არასოდეს გადაიბარებდა; მხოლოდ მოგვიანებით შევიდა მმართველ საბჭოში, ისიც
უგერგილოდ. რაღაც ხანს სამედიცინოზე სწავლობდა, პირველი გამოცდები ჩააბარა;
ვერაფრით მივხვდი, რატომ აქცია ზურგი მედიცინას. გადაწყვეტილება
ქარაფშუტულად არ მიუღია. მერე ხატავდა და აღფრთოვანებაში მოვყავდი მის
ნამუშევრებს; ვირტუოზული ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ საფუძვლიანი კი იყო.
უცნაური ადამიანი გახლდათ; ეჭვი არ არის, ყველა ჩვენგანზე მეტად უჭირდა. სხვათა
შორის, ფიზიკურადაც მჯაბნიდა; მის მშობლებს ჩოგბურთის საკუთარი კორტი
ჰქონდათ ბაღში. და ვ.-მ, რადგან მე უსახსრო ვიყავი, თავისი ნახმარი ჩოგნები მაჩუქა,
რომ ერთად გვეთამაშა. მოგებას არად დაგიდევდათ, მაგრამ ჩემზე უკეთ თამაშობდა
და მისგან ვსწავლობდი, რაც მისთვის მწვრთნელს ესწავლებინა და კიდევ უფრო მეტს:
მან მასწავლა დამარცხება, ქულების გამო თამაში რომ უაზრობაა; რა ენაღვლებოდა,
თავად ქულას ქულაზე იწერდა, მე კი სასოწარკვეთაში მაგდებდა. ძალიან მიყვარდა
მასთან თამაში. თუ მეტყოდა, დღეს მოედანი სველია და ვერ ვითამაშებთო, უბედური
ვიყავი. ვ. მესიზმრებოდა ხოლმე. როცა მასთან მივდიოდი, კარს მოსამსახურე გოგონა
მიღებდა, ზრდილობიანად მეტყოდა, შემოსასვლელში მოიცადეთ, მოვახსენებ, რომ
მოხვედითო და, ბუნებრივია, მეგონა, რომ ხელს ვუშლიდი, თუმცა

ვ.-ს ერთხელაც არ გავუბრუნებივარ უკან. თავად არასოდეს შემომეხმიანებოდა;


სამაგიეროდ, უკვირდა, მე თუ კვირაობით დავიკარგებოდი. გულითადი მეგობარი
იყო, ჩემი ერთადერთი მეგობარი მაშინ, რადგან მის გვერდით სხვა წარმოუდგენელი
იქნებოდა. ვ.-სთან შედარებას ვინ გაუძლებდა. სხვათა შორის, შვილზე მზრუნველი
მისი მშობლები მუდამ კეთილგანწყობილნი იყვნენ; ვ. თუ ჰკითხავდა, შეიძლება ჩემი
მეგობარი ვახშმად დარჩესო, ყოველთვის თანხმდებოდნენ. ეს იყო პირველი მდიდარი
ოჯახი, რომელიც მე გავიცანი; ყველა იმ ოჯახს ჯობდა, მოგვიანებით რომ შევხვდი.
მთლიანობაში, თავს დაჯილდოებულად ვგრძნობდი. საქმე რთულდებოდა, ვ.-სთვის
დაბადების დღის ან საშობაო საჩუქარს რომ ვეძებდი; ჩემი საჩუქრები უხერხულ
დღეში აგდებდა, რადგან გემოვნება ჩემზე უფრო განვითარებული ჰქონდა და
უმეტესად ნაჩუქარის გადაცვლა გვიხდებოდა. მაშინ მყავდა პირველი შეყვარებული;
მას ვერ გადავცვლიდი. მგონი, ვ.-სი ეშინოდა, არ უნდოდა მისი უპირატესობა
ეღიარებინა და ეს მე მწყინდა. ეს ამბავი ორმოცი წლის წინ იყო. ხშირად ვეკითხებოდი
საკუთარ თავს, ნეტავ ვ. ჩემში რას პოულობს-მეთქი. ბევრს დავდიოდით, ერთად
ვცურავდით. ძალიან მგრძნობიარე მზერით აღიქვამდა ბუნებას. ტექნიკის ყველა

38
ჩარევა გარემოში, მაღალი ძაბვის გადამცემები და მისთანები პირდაპირ ფიზიკურად
შეურაცხყოფდა. მან აღმომაჩენინა კასპარ დავიდ ფრიდრიხი, კორო, მოგვიანებით
პიკასო და აფრიკული ნიღბები; არადა, სულაც არ გახლდათ დამრიგებლური. ბევრ
რამეს, რაც იცოდა, არც კი ამჟღავნებდა. მე საბერძნეთი მქონდა მოვლილი და,
რასაკვირველია, ბევრს ვყვებოდი ამ მოგზაურობაზე, ოღონდ გრძნობა

მეუფლებოდა, რომ იქ ვ. ჩემზე უფრო მეტს დაინახავდა. მგონია, რომ ეს გრძნობა მასაც
უჩნდებოდა; მისმენდა, ოღონდ მერე შემაწყვეტინებდა ხოლმე და რაიმე უფრო
ღირსშესანიშნავზე მიმაპყრობინებდა მზერას, რაც მე უიმისოდ მართლა ვერ
შემემჩნია, რაიმე აწმყოსეულზე, მაგალითად, გასაოცარ პეპელაზე. უბრალოდ, უფრო
მეტს ხედავდა. მხოლოდ ერთი რამ არსებობდა, რის გამოც არ ვემადლიერებოდი: მისი
ერთი ზომით დიდი კოსტიუმები. დედაჩემმასახელოების დამოკლება კი იცოდა,
შარვლის ტოტებისაც, მაგრამ მაინც არ მერგებოდა მისიტანსაცმელი. მეცვა, რომ
ვ.სთვის არ მეწყენინებინა; უშურველად მაძლევდა, იცოდა, რომ კოსტიუმს თავად ვერ
ვიყიდდი, ყოველთვის საუკეთესო ქსოვილის პალტოსა თუ პიჯაკს მჩუქნიდა. რატომ
აღარ ატარებდა თვითონ ამ სამოსს, რა ჩემი საქმე იყო. სულაც არ იყო მოდაზე
გადარეული, მაგრამ მის მშობლებს მკერავი ჰყავდათ, მგონი სახლში დაუდიოდათ
ხანგამოშვებით. მერე სხვა, უხმარ რამეებსაც მჩუქნიდა, მაგალითად, ფირფიტებს,
მთელი სიმფონია მისახსოვრა. ნუვორიშივით განურჩეველი და დაუფიქრებელი
ჩუქება არ იცოდა, არც გადაჭარბებული, მაგრამ ჩემი მდგომარეობისთვის
შეუფერებელი. ხვდებოდა, რა ცოტას შოულობს ალბათ ახალგაზრდა რეპორტიორი
და რეცენზენტიო, თუმცა მე ეს არასოდეს მითქვამს. მგრძნობიარე იყო და ჩემ გამო
საკუთარი ოჯახის ფუფუნებისა ეუხერხულებოდა, სხვათა შორის, სულ ტყუილად,
რადგან მე ვ.-ს არასოდეს ვაიგივებდი ფუფუნებასთან. მისი ოთახის ფანჯარა ბაღს,
ქალაქსა და ტბას გადაჰყურებდა და იქ რომ იჯდა ხოლმე, დიოგენეს უფრო
მაგონებდა, სულიერების და გონების წყალობით დამოუკიდებელს. ჩვეულებრივი

მოკვდავივით ტრამვაით დადიოდა. საერთოდაც, იშვიათად ირჩევდა იოლ და


მოხერხებულ გზას, მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. ოქტომბერში, როცა წყალი
უკვე ცივია, ტბას გადაცურავდა ხოლმე – წინ და უკან. მოგვიანებით მთელი სწავლის
ფული გადამიხადა: 16 ათასი ფრანკი (მაშინ ეს უფრო დიდი ფული იყო, ვიდრე
დღესაა) ოთხ წელიწადში, ანუ, 4000 ფრანკი წელიწადში. ახლა ვწუხვარ, კოსტიუმები
საერთოდ რომ ვახსენე. არ მწყინდა, უცებ, შუა საუბარში იცნობდა ხოლმე საკუთარ
პიჯაკს და აღნიშნავდა, მაინც რა გამძლეა ეს ინგლისური ქსოვილი და რა დასანანი
იქნებოდაო, რომ... და ა.შ; უფრო მეცინებოდა ხოლმე. მეტი არაფერი. კარგა ხნის
განმავლობაში მპატიჟებდა ხოლმე კონცერტებზე, ოღონდ ბოლო წუთას კი არა,
დედამისი თუ ვერ მიდიოდა და ბილეთი უუქმდებოდათ. მართლა სჯეროდა, რომ
არავინ არ არის სრულიად არამუსიკალური და ხშირად ნამდვილად
აღმაფრთოვანებდა ხოლმე მუსიკა, ოღონდ სახეზე ვატყობდი, რომ ჩემი
აღფრთოვანება მეტად გულუბრყვილო იყო; ცხვირს კი არ მიბზუებდა ამის გამო,
უბრალოდ, უხერხულად გრძნობდა თავს. და მაინც სულ მპატიჟებდა კონცერტებზე;
თეატრში – არა. თეატრი განა არ უყვარდა, მაგრამ ჩემზე კრიტიკულად უდგებოდა.
საერთოდ, ჩემზე ბევრად კრიტიკული იყო, საკუთარი თავის მიმართაც. ხშირად
მინახავს მართლა სასოწარკვეთილი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არაფრისთვის არ

39
შეეძლო იოლად შეხედვა, მით უმეტეს, საკუთარი თავისთვის. ისტერიკულად კი არ
ვარდებოდა სასოწარკვეთაში; გონივრულად და მშრალად ასაბუთებდა საკუთარი
პრობლემის გადაუჭრელობას. რაც უნდა მეპასუხა, უფრო უმტკიცდებოდა რწმენა,
როგორი მარტოსული

იყო. ჩვენს გასაჭირს, მაგალითად, ჩემსას, რომ ოცდაათიან წლებში ებრაელი


შეყვარებული მყავდა, მის გასაჭირს ვერ შეადარებდი, ამას მეც ვგრძნობდი. მისი
გასაჭირი სამაგალითოდ გამოდგებოდა, ჩემი მხოლოდ პირადული იყო და
გამოსავალი, ასე თუ ისე, ყოველთვის მოეძებნებოდა, იპოვიო, სჯეროდა. არა, განა არ
იზიარებდა ჩემს გასაჭირს; მაგრამ მისას ვერავინ გაიზიარებდა, მით უმეტეს მამამისი,
სათნო, მაგრამ მშრალი გონების ადამიანი, ვერც დედამისი, რომელსაც თავი
ინტელექტუალად მიაჩნდა და რომლის მსოფლმხედველობას ვ. თავის მართლებად
აღიქვამდა. ბევრი წლის უნახავი მყავდა (ერთი წელი ამერიკაში გავატარე), როცა
ვუამბე, ცოლს ვშორდები-მეთქი, კითხვები არდაუსვამს; მისმა დუმილმა
მაგრძნობინა, რა ეგოისტურადვყვებოდი ამბავს. ტყეშიმივაბოტებდით და ვ. საუბრის
სხვა თემაზე გადატანას ცდილობდა, მაგრამ მე პეპლებისთვის არ მცხელოდა.
მინდოდა, ისევ ჩემს განქორწინებაზე გადმომეტანა ყურადღება და შენი ოჯახის საქმე
როგორ არის-მეთქი, ვკითხე; თუმცა, ამბავი, რომლის განმარტებასაც შეუდგა, ბევრი
წელია, ვიცოდი, ვ.-ს სათქმელი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, უფრო რთული,
უფრო ღრმა, ჩემსას ვერ შეადარებდი. უტაქტობაზე უარესი იქნებოდა, საკუთარ
სირთულეებს მივბრუნებოდი. მისი განქორწინება სრულიად სხვა ხარისხის იყო.
მოგვიანებით მაინც გავშორდი ცოლს. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ვ.-ს
მხოლოდ პირისპირ ვხვდებოდი ხოლმე, არასოდეს მინახავს სხვების თანდასწრებით,
რომ ჩემი მეგობარი სხვებისთვის შემედარებინა. მხოლოდ მისი ბრალი არ იყო,
ხალხმრავლობას რომ გაურბოდა, ჩემი ბრალიც იყო. მისი უპირატესობა არ
მთრგუნავდა, როცა მარტონი ვიყავით; ბუნებრივ

მდგომარეობად მიმაჩნდა. თავს, როგორც ვთქვი, დაჯილდოებულად ვგრძნობდი,


ისევე გადასარევად, როგორც მაშინ, როცა სკოლიდან სახლში გაყოლის ნება მომცა.
ენგადინი მან მაჩუქა. დღესაც ვერ გამივლია იმ მიდამოებში, რომ ვ. არ გამახსენდეს.
იმას კი არ ვამბობ, ენგადინში წასვლას მე თვითონ ვერ შევწვდებოდი-მეთქი. ის
ენგადინს იცნობდა. ჩემზე უკეთესი ალპინისტიც იყო. მის ოჯახს იქ ერთი სამთო
გიდი ჰყავდა, წლობით ამეცადინებდა. ვ. რომ არა, იმ მთებში ვერასდროს
მოვხვდებოდი. იცოდა, როდის და სად იმალებოდა ზვავის საშიშროება და როგორ
უნდა მოიქცე სახიფათო ადგილას; წითელ ბაწარს ზურგჩანთას მიაბამდა, კარგად
შეისწავლიდა ფერდობს და თოვლს ამოწმებდა, მერე კი სიღრმეში გადაეშვებოდა, მე
კი მხოლოდ კვალდაკვალ უნდა მივყოლოდი მამაც მეგობარს, როგორც შევძლებდი.
როცა ერთხელ ცუდად დავეცი და თხილამური გამიტყდა, მაშინვე მიყიდა ახალი
წყვილი, რომ ტური არ შეგვეწყვიტა, საუკეთესო მარკის არა, ეს უხერხულ
მდგომარეობაში ჩამაგდებდა, მაგრამ უკეთესი მარკისა და უკეთესი დამჭერებით,
ვიდრე მანამდე მქონდა. დიდი ამბავი არ შეუქნია, უბრალოდ, დადო ფული დახლზე;
თავად მოერიდებოდა, ფულს რომ ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა. რასაკვირველია,
მადლობა გადავუხადე. თხილამურზე სრიალი არასოდეს მისწავლია და დღესაც
მიკვირს, როგორ არ კარგავდა მოთმინებას; ბუნებრივია, ვ. ყოველთვის მისწრებდა,

40
განზრახ არა, ასე გამოდიოდა; არ ეცემოდა და კარგა ხნის მერე რომ დავეწეოდი,
ვარდნისგან ფერწასული და გულამოვარდნილი, მეტყოდა ხოლმე: ნუ ჩქარობ.
ლოდინის გამო არ წუხდებოდა. ამასობაში ლანდშაფტით ტკბებოდა, ჯოხს გაიშვერდა
და

მწვერვალების სახელებს ჩამომითვლიდა, ახლომახლო მდგარ ფიჭვებს დამანახვებდა


ან მისი საყვარელი ენგადინის არაამქვეყნიურ შუქს, არაჩვეულებრივ ფერებს,
ზარატუსტრას ლანდშაფტს. ზარატუსტრა მეც მქონდა წაკითხული, მაგრამ ალბათ
ბოლომდე ვერ გავიგე. მე, როგორც ჩვენ შორის უფრო სუსტს, მქონდა უფლება
გადამეწყვიტა, როდის გაგვეგრძელებინა დაშვება. ვ. არ მაჩქარებდა, მიუხედავად
იმისა, რომ, მე რომ არ ვყოლოდი წამოკიდებული, უკვე პონტრესინაში იქნებოდა
ჩასული; მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მან მე თავისი ენგადინი მაჩუქა. და დღესაც
მიყვარს. ძნელი სათქმელია, რა დადგებოდა ჩემგან, რომ არა ვ. იქნებ მეტი ამეღო
საკუთარ თავზე, იქნებ საჭიროზე მეტი. ვ. რაღაცნაირად ყოველთვის მაგულიანებდა,
მაგალითად, თავი დაანებე წერას და არქიტექტურა შეისწავლეო. არც ველოდი, რომ ვ.
ჩემ მიერაგებულ რამდენიმე შენობას ოდესმედაათვალიერებდა; მგონია, რომ
მოლოდინი გაუცრუვდებოდა და სამართლიანადაც. დაგული დასწყდებოდა, რომ
იმედი გავუცრუე. რამდენიმე წელს ბევრს ვესაუბრებოდი არქიტექტურაზე, მაგრამ
ვერ დავარწმუნე ჩემი მასწავლებლების მნიშვნელობაში, მოგვიანებით კი, ვერც
კორბუზიეს, მის ვან დერ როეს და სარინენისაში. ისეთ გამომეტყველებას მიიღებდა
ხოლმე, თითქოს მუსიკაზე მელაპარაკა, რისაც, როგორც ვ.-მ იცოდა, კაცმა რომ თქვას,
არაფერი გამეგებოდა, ან ფილოსოფიაზე. მოკლედ, ვ. კარგად მიცნობდა, ჯერ კიდევ
სკოლიდან. სერიოზული კოლექციონერი გახდა. ალბათ მოგვიანებით, მხოლოდ
მოგვიანებით მივხვდი, რომ რაღაცები მისთვის არ უნდა შემერჩინა. მაგრამ ვ. ამის
გამო არ შემძულებია; ჩემი შეცდომა იყო. მისი მშობლების ვილაში ნახატები

ეკიდა, რომელიც, წესით, ვ.-ს საშინლად არ უნდა მოსწონებოდა, მამის მხრიდან


მემკვიდრეობით მიღებული, მძიმეჩარჩოიანი ნაგავი. უმეტესობა უკვე სარდაფში
ჩაეტანათ. მამამისი გრიუნდერის დროის ყაიდის კაცი იყო, ხელოვნებისგან შორს
იდგა, არც ინტელექტუალი გახლდათ; ძალიან მიყვარდა ეს კაცი, ბუხართან იჯდა და
ნადირობაზე ჰყვებოდა ხოლმე საქმიანად. სურათებზე ირმები და ტახები, ხოხბები,
ძაღლები ეხატა. აღარ მახსოვს, ვისი დიდსულოვანი წინადადება იყო, მამის თუ
დედის, რომელიც ასევე ქილიკით უყურებდა ამ ტილოებს, თუ სულაც თავად ვ.-სი: ამ
ნამუშევრებს თუ გაყიდი, ფული დაგრჩება, მაგრამ სწავლა არ მოადუნოო. ოღონდაც
მყიდველები ვილაში არ დაგვანახოო. ჩვენი სახელი და მისამართი მსურველებს
მოიზიდავს და ნახატებს რომ ნახავენ, გაოცდებიანო. მაინცდამაინც არ მესიამოვნა ეს
წინადადება, მაგრამ, მეორე მხრივ, სამართლიანად მომეჩვენა, ერთხელ მაინც მეცა
პატივი სახლისთვის, რომელსაც ამდენს ვუმადლოდი. ქალაქის სხვა უბანში იქირავეს
გარაჟი, გაზეთში განცხადებების განთავსებაც ოჯახმა იკისრა, კვირაში სამჯერ
ქვეყნდებოდა, occasion /ძველი ნახატები კერძო კოლექციიდან. მინიმალური ფასების
სია შემიდგინეს; თუ უფრო ძვირად გავყიდდი, პროცენტებით მეც ვიხეირებდი.
ორისამი ნიდერლანდელი მხატვარიც ერია, ოღონდ ხელმოწერის გარეშე; მაინც
შეიძლებოდა ნიდერლანდურ სკოლაზე ლაპარაკი. ვ. იმასაც ამბობდა, მაკლერობით
გაერთობი, ხალხს გაიცნობ და მშვენიერ გამოცდილებასაც შეიძენო. ასე რომ, კვირაში

41
სამჯერ ვეყუდე ნახატებით გამოტენილ გარაჟში და საათობით ველოდებოდი
მყიდველს. მართლაც, შემოიარა რამდენიმე ანტიკვარიატით

მოვაჭრემ, ძირითადად გაღატაკებული, მაგრამ გაქნილი ტიპები იყვნენ. ჩარჩოებმაც კი


არ დააინტერესა, ხშირად ფასის დასახელებამდეც ვერ მივდიოდი. განცხადებები ისევ
ქვეყნდებოდა. მამამისის ფირმისგან დავალებულმა ერთმა ადვოკატმა
შიშველმკერდიანი მადონა იყიდა, საძინებელ ოთახს მოუხდებაო. ირმები და
გარეული ღორები ძნელი გასასაღებელი აღმოჩნდა. ვცდილობდი, ლანდშაფტები
მომეწონებინა მომსვლელებისთვის, მხოლოდ მონადირეების გემოვნებას კი არ
ეხმიანება მზით დაფენილი ქარის წისქვილიანი ან ჭალის პეიზაჟები-მეთქი.
კითხვაზე, საიდან არის ეს ნახატებიო, სახელს არ ვეუბნებოდი, კერძო
კოლექციიდანმეთქი, ვპასუხობდი; სამაგიეროდ, ბევრს ვქაქანებდი ნიდერლანდულ
სკოლაზე, სანამ ერთმა დაჩაჩანაკებულმა ბერიკაცმა სახეში არ შემომცინა. მართლა
გჯერა, რასაც ჰყვებიო? მახსოვს, გაზაფხული იდგა და ექვს საათზე, როცა ბოლოს და
ბოლოს ველოსიპედზე დაჯდომის უფლება მეძლეოდა, ბედნიერი ვიყავი, თუმცა
არაფერი გამეყიდა. როგორ მიდის საქმეო, მკითხა ვ.-მ, ნამდვილად ინტერესით,
ადამიანური ინტერესით, მას ხომ ფული არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ, სადღაც
მართალიც იყო ვ.:
გარაჟშიკითხვას ვინ გიშლისო, მითხრა. მთელი ეს ამბავი, მგონი სამ კვირას
გრძელდებოდა, ანუ არცთუ ისე დიდხანს; მართლაც, ვიშოვე ცოტა ფული,
მიუხედავად იმისა, რომ დათმობა მიწევდა და ყველაზე დაბალ ფასზე ჩამოვდიოდი
ხოლმე. ვერ ვივარგე მაკლერად; მწყინდა, ნეტავ ვინ მეგონა თავი, თან სულ
ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ადრე მამაშენიც არქიტექტორი იყო, მაგრამ სიცოცხლის
ბოლოს უძრავი ქონების მაკლერი გახდა-მეთქი. რასაკვირველია, ვ.-მ ეს იცოდა,
ოღონდ არაფრად მიაჩნდა. წინასწარ არ განსჯიდა

ადამიანს. როცა ერთხელ ხუმრობით, თუმცა, ხუმრობასაც ვერ დაარქმევდი, ვერ


დავმალე, რომ რაღაც მეწყინა, ვ.-მ მტკივნეულად განიცადა, მისი ღრმად შეწუხებული
სახე შევამჩნიე. ბოლოს და ბოლოს, მისმა ოჯახმა ხომ არ მაიძულა, თვითონ
დავთანხმდი მათ შემოთავაზებას. ეს არ უნდა დამვიწყნოდა. ჩხუბი არასოდეს
მოგვსვლია. თუ არ ვცდები, იმ წლებში ვ.-ს სხვა მეგობარი არ ჰყოლია, ყოველ
შემთხვევაში, თავისი ხნისა, მგონი, არა. აღმერთებდა თავის ჩელოს მასწავლებელს,
ერთ ციურიხელ მოხუც მოქანდაკესა და სწავლულს, რომელიც მათ სახლში
დაიარებოდა. მეგობარი გოგო ჰყავდა, მაგრამ ცდილობდა, ჩემთვის არ გაეცნო;
სრულიად არაბიურგერული წრიდან, არც ცოლად მოიყვანა და ვერც დაივიწყა.
ტრაგიკული ვნების ისტორია; ათწლეულების განმავლობაში ჰყვებოდა ვ. მასზე,
ერთხელ მთხოვა, სამი დღით იურაში წავიდეთ სალაშქროდო, სურვილი
მოსძალებოდა, საკუთარი კონფლიქტები სრულად გადმოეშალა. ის, რაც სათქმელი
ჰქონდა, ის, რის თქმაც გაუჭირდა – მხოლოდ მეორე დღეს მოახერხა საუბრის
წამოწყება – კიდევ ერთხელ ცხადყოფდა მის მდიდარ სულიერ სამყაროს, მისი
განცდების საოცარ ინტენსივობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, როგორც თავისი
სიყვარულის, ისე საკუთარი თავის მიმართ; ოღონდ უნდა ითქვას, რომ
პასუხისმგებლობის ეს გრძნობა ჩვეულებრივი არ იყო. ჯილდოდ მიმაჩნდა, რომ ვ.
თავის რთულ გასაჭირს მიზიარებდა, თუმცა, მისი შეყვარებული თვალით არ მენახა.

42
რა თქმა უნდა, რჩევის მიცემა მე არ შემეძლო. მამობაც სხვებისგან განსხვავებულად
განიცადა. საქმე გართულდა, როცა ისევ შევუდექი წერას, როცა ნაწერს მიბეჭდავდნენ
ან თეატრში დგამდნენ; ვიცოდი, ვ. ამაზე რას

ფიქრობდა. შესაბამისად, სულ უფრო იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი


ვხვდებოდით, მაგრამ ამ თემაზე არ ვსაუბრობდით. მე სულ უფრო და უფრო მეტ ისეთ
რამეს ვკითხულობდი, რასაც ვ. არ კითხულობდა, მაგრამ ვერაფერში ვარწმუნებდი;
გარკვეული ავტორების მიმართ ჩემი ინტერესი მას ამ ავტორების მიმართ
სკეპტიციზმს უძლიერებდა, მაგალითად, ბრეხტის მიმართ, ანდა, თუ აღმოჩნდებოდა,
რომ ერთი და იგივე ავტორი მოგვწონდა, მაგალითად, სტრინდბერგი ან ჟიდი, ვ.-ს
საუბრის ხალისი უქრებოდა; მას ეს მწერლები თავისთვის აღმოეჩინა და თავისთვის
შეენახა. გარემოება, რომ არქიტექტურას თავი მივანებე, მის თვალში, ბუნებრივია,
მწერლად არ მაქცევდა და ამდენად, როგორც აღვნიშნე, ჩემს მწერლობაზე საერთოდ
არ ვსაუბრობდით, ლიტერატურაზეც სულ უფრო ნაკლებად ჩამოვარდებოდა სიტყვა.
ვ.-ს ლიტერატურის მიმართ განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. მივხვდი, რომ ჩემს
წიგნებს ვერ წაიკითხავდა. სხვა მასშტაბით ზომავდა, რომელსაც მე ვერ
დავაკმაყოფილებდი. არადა, ცდილობდა; ერთხელ ჩემი პიესის დადგმას დაესწრო
(„ჩინური კედელი“) და წერილი მომწერა; გაუჭირდებოდა ამ წერილის მოწერა,
რადგან, შელამაზებულად რომ ვთქვათ, მის შთაბეჭდილებას შინაგან მერყეობაზე
მეტი ეთქმოდა. ბევრი წლის შემდეგ ჩემი კიდევ ერთი პიესა ენახა („ბიდერმანი და
ცეცხლისწამკიდებლები“), ვიღაცამ მითხრა მერე. აზრი აღარ გამოუთქვამს. ამასობაში
ჩვენგან კაცები დადგა. ეჭვი მაქვს, რომ ჩემი პოლიტიკისკენ მიდრეკილება უფრო
რთულ საქმედ მიაჩნდა. პოლიტიკაზე თითქმის არ ვლაპარაკობდით. საზოგადოებრივ
კონფლიქტებს, რომლებიც თანდათანობით სწვდებოდა ჩემს ცნობიერებას, ვ.

უფრო ფართო კონტექსტში ხედავდა; მისმენდა, მაგრამ შემდეგ საუბარი


ფილოსოფიურ განზომილებაში გადაჰყავდა, სადაც მე ჩემსავე წამოწყებულ თემას
ფეხს ვეღარ ვუწყობდი. მახსენდება: მსოფლიო ომის დროს, როცა ჩვენთანაც
ჩააბნელეს ქალაქები, ვ.-ს სასაცილოდ და ზედმეტად მიაჩნდა, რომ ქალაქის განაპირას
მდებარე მისი მშობლების ვილაც ამ მოსაწყენ ბრძანებას დამორჩილებოდა; ერთი
ვილიდან გამომავალი სინათლე ხომ ვერ მიანიშნებს უცხო მფრინავებს, რომ აქ არის
ქალაქი, თუ ყველაფერი დანარჩენი ჩაბნელებული იქნებაო. ჰიტლერის წინააღმდეგ
იყო, მაგრამ დემოკრატიასაც სკეპტიკურად უყურებდა, დემოკრატიას, სადაც
თითოეულ ხმას თანაბარი წონა აქვს. რასაკვირველია, ვ. გათამამებული ჰყავდა თავის
გარემოცვას; სწორედ ეს ტანჯავდა. მასზე შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მე, მისი
საშუალო ნიჭის კლასელი, შესაძლოა მოკრძალებულად, მაგრამ მაინც ვირჩენდი თავს
ჩემი შემოსავლით. ამას, ვიცი, ისე განიცდიდა, როგორც საკუთარ პრობლემას.
უაზრობა იყო, რომ ეგონა, მე ვერ ვირჩენ თავს ჩემითო, მაგრამ ეს გრძნობა ხანდახან
ტანჯავდა. ვ.-ს რომ მოეხერხებინა და დაკმაყოფილებულიყო იმ მიღწევებით, რითაც
სხვები იძულებულები არიან, რომ დაკმაყოფილდნენ, რათა თავი ირჩინონ, უფრო
გაუადვილდებოდა თავის რჩენა. ეს თავადაც იცოდა. საერთოდ, ბევრი აღარაფერი
მქონდა სათქმელი ჩემი მეგობრისთვის. ხანდახან კრიტიკულად ვუდგებოდი მას და
რა ხდებოდა? ვ. მოისმენდა ჩემს კრიტიკას, მაგრამ ჩემს კრიტიკას წონა არ ჰქონდა იმ

43
კრიტიკასთან შედარებით, რომელიც ვ.-ს საკუთარი თავის მიმართ თვითონ
ჩამოეყალიბებინა. ქედმაღლობის ნატამალს ვერ შეატყობდი. პირიქით. თავს

დამარცხებულად აღიარებდა. მე კი ვხედავდი, როგორ მზოგავდა; მოთხოვნებს,


რომელთა შესრულება არავის ძალუძს, ვ. მხოლოდ საკუთარ თავს უყენებდა, მე არა.
რასაკვირველია, ვ.-ს აქვს აზრი ადამიანებზე, უფრო მკაცრიც კი, ვიდრე სხვები
აღიარებენ, უფრო საფუძვლიანი და ამიტომ უფრო რთულიც; მაგრამ არავის
გაანდობდა, არც მესამე პირს და არც მე, მარტო რომ ვრჩებოდით. არ უნდოდა, ვინმე
მოესპო და გაენადგურებინა. მისი წრფელი აზრი მეორე ადამიანის შესახებ მისი
საიდუმლოა, ხანდახან მძიმეა საიდუმლოს შენახვა. ეს იგრძნობოდა. ჩემი განდიდების
მანია ალბათ რა ხშირად იქნებოდა მისთვის მტანჯველი. ასეთ დროს წარბებს
შეიჭმუხნიდა ხოლმე და დუმდა. კაცმა რომ თქვას, მე მხოლოდ გუმანით ვხვდებოდი
მის აზრს და მას სჯეროდა, რომ მეორე ადამიანი მხოლოდ იმდენს ხვდება, რამდენის
ატანაც იმწუთას შეუძლია. მის აღიარებას დახარბებულს, მის საფუძვლიან და
ფხიზელ შეფასებას დანატრებულს, ბუნებრივია, გულზე მხვდებოდა, უცებ თუ
შემაქებდა, მაგალითად, რა მარჯვედ მოუკიდე ცეცხლი შეშას მთაში ქოხშიო, ან რა
კარგად შეაკეთე ველოსიპედიო, ან რა კარგად ატარებ შენს „ფიატს“, ან რა მშვენიერი
გამოგივიდა კიბორჩხალებიანი პაეიაო, ან მსგავს სიტუაციებში. მისი ქება ნამდვილად
სრულიად გულწრფელი იყო. მას არ შეეძლო თვალთმაქცური ქება. ვ. ჩემი მეჯვარე
გახლდათ, მე კი მისი. შემდეგ წლებშიც საკმარისად გვქონდა სალაპარაკო, არ იყო
აუცილებელი, ჩემს წიგნებზე ემსჯელა, როცა ისევ ბუნებაში დავხეტიალობდით
ხოლმე, მთელი დღე შეგვეძლო გველაპარაკა. ვ. ბევრს ნახულობდა ცხოვრებაში,
ოღონდ არა სხვების დასანახ თავგადასავლებს, იგი საკუთარ თავს განიცდიდა

ისეთი სახით, რომ მოვლენები, რომლებიც სხვებისთვის ტრივიალურუსიამოვნებად


რჩება, მის შემთხვევაში სამაგალითო მოვლენის წონას იძენდა, გინდაც ეს წყლის
გაყვანილობის გაწმენდა ყოფილიყო ან რომელიმე აუქციონზე დაგვიანებით მისვლა
ან თუნდაც მისი ქალიშვილის ძიძის ქცევა. ხანდახან ძალდატანება მჭირდებოდა,
მაგრამ ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, რატომ მოვყავდი აღტაცებაში ვ.-ს; იმდენად
ჩახლართულად ჰყვებოდა ამბავს, რომ ხანდახან გეგონებოდა, თავად არაფერი
განმიცდიაო. არასოდეს დამავიწყდება, როგორ აღწერდა თავისი მოხუცი მამის
უკანასკნელ დღეებს. ვილა, რომელშიც მე აღარ დავდიოდი, მის მონაყოლში
აჩრდილების სამფლობელოდ ქცეულიყო, ხოლო თვითონ რომ ისევ იქ ცხოვრობდა,
წყევლად მიაჩნდა. შემდეგ გვერდიდან შევხედე, როცა ასე უსასრულოდ დავდიოდით
და ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა; ლენცი მთებში. მაგრამ მას არ ადარებდა თავს,
არც სტრინდბერგს, არც ჰიოლდერლინს ან ვან გოგს, არც კლაისტს, მაგრამ ვ. მათთან
მეტ სიახლოვეს გრძნობდა, ვიდრე ჩემთან; ტრაგიკული იყო მისი ყოფა. დღესაც
ზეპირად მახსოვს მისი ტელეფონის ნომერი, არადა, სულ ცოტა თხუთმეტი წელი
გავიდა მას შემდეგ, რაც ის ბოლოს ავკრიფე. არასდროს, თითქმის არასდროს
მომხდარა, რომ არ გამხსენებოდა: დღეს ხომ ვ.-ს დაბადების დღეა. ორმოცდაათი წლის
რომ გახდა, რომიდან გავუგზავნე დეპეშა. როდის გახდა იგი ჩემთვის სულერთი,
ზუსტად არ ვიცი. ალბათ არ გამოეპარებოდა, რომ ამასობაში შეძლებული კაცი ვიყავი.
ნეტავ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ამბის მიმართ? ხანდახან ერთი საერთო
მეგობრისგან ვიგებდი – ის კაცი მხატვარია – როგორ უჭამდა სულს თავისი

44
დიდი ხელოვნების კოლექცია. არც მას, ამ მხატვარსაც არასოდეს ენახა მისი კოლექცია;
წესით, უნიკალური რამ უნდა იყოს. გვიან გამახსენდა, რომ მისი თანამგზავრი
ქალებიდან, იმ ბიურგერული ოჯახის ქალიშვილის გარდა, რომელზეც მერე
დაქორწინდა და გაშორების შემდეგაც ახსენებდა, სხვა არ გამიცნია. პირველი,
როგორც ვიცი, ექთანი იყო. როცა ვ. ქალებზე ჰყვებოდა, დიდი სერიოზულობა ახლდა
მის მონაყოლს, თუმცა სახელებს არ ახსენებდა: ესპანელი ქალი ბარსელონაში.
კონფლიქტებს არ ერიდებოდა. ერთხელ დედამისს შევეწინააღმდეგე, როცა
მეუბნებოდა, რა ძნელია ვ.-სთვის ცოლის ტანჯვის გაძლებაო, საქმეს გულს ვეღარ
უდებსო; მე დატანჯულ ქალსაც გამოვექომაგე. არ მგონია, რომ ვ. უბრალოდ ეგოისტი
იყო. მხოლოდ ჩვენნაირებზე ხშირად კი არ სწირავდა თავს, არამედ მსხვერპლი იყო
უფრო დიდი, რადგან საკუთარ თავს სწირავდა. ერთხელ სასაცილო რამ მოხდა;
წლების უნახავი გვყავდა ერთმანეთი და ალპების წინა მთებში დავსეირნობდით,
დიდ აუბრიგში, როგორც ხშირად გვიქნია ადრე და რადგან ექიმის რჩევით ნახევარი
წელი იყო, წვეთი არ დამელია და დღეში თითო საათს ვსეირნობდი, უფრო
გამიიოლდა სიარული, ვიდრე ვ.-ს. ვაღიარებ, მიხაროდა, რომ ლოდინი არ უწევდა.
პირიქით, თვითონ ჩამომრჩებოდა ხოლმე. მწვერვალამდე შორი აღარ იყო, მაგრამ ვ.-ს
მობეზრდა. ვიცი, პრიმიტიულია, ასე შევხედო ჩვენს ურთიერთობას. ჩვენი ბოლო
ერთობლივი სეირნობის დღეს მაინცდამაინც ვერ გახლდათ ფორმაში. ბოლო დროს
(ჩემი საავადმყოფოში წოლის პერიოდში) მძიმე ამბები გადაეტანა. ბოლოს და ბოლოს,
სპორტსმენები ხომ არ ვიყავით – ორმოცდაათს მიღწეული ორი მამაკაცი. როგორც
აღვნიშნე, ვერ

გავბედე ჩემს საქმიანობაზე მელაპარაკა; მისი გამოუთქმელი ეჭვი, რომ სახალხო


აღიარებას ვესწრაფვოდი, ჩემს ეჭვად იქცა. ამისთვის ვემადლიერებოდი.
სინამდვილეში, მხოლოდ მაშინ შემეძლო ჩემი მიღწევებით გახარება, როცა ვ.-ს
ვივიწყებდი, ასე ვთქვათ, მის ზურგს უკან; მისი ლურჯი მზერის ქვეშსაკუთარი
წარმატებით ვერ ვხარობდი. მხოლოდ დუმილით გავცემდი თავს, ერთობლივი
დუმილით. 1959 წელს შედგა ჩვენი ბოლო შეხვედრები. ქალი, რომელიც მაშინ
მიყვარდა, ფილოსოფიურზე სწავლობდა და ვიტგენშტაინის შესახებ წერდა,
დისერტაცია კი ჰაიდეგერზე დაიცვა. როდესაც ვ. პირველად შეხვდა მას, ეს ვერ
ეცოდინებოდა. სახელი კი გაეგონა, მაგრამ მის პოეტურ შემოქმედებას არ იცნობდა.
ქალსაც გაუჭირდა ვ.-ს წინაშე თავის სრულად გამომჟღავნება. Tractatus logicus-იც
მძიმე დღეში აღმოჩნდა. მე გავჩუმდი, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ჩემი სანახევრო
ცოდნით. ფილოსოფიური ცოდნა ქალისა, რომელიც ჩემთან ცხოვრობდა, აშკარად ვერ
მოინელა. ჩვენს ბინაში თავი კარგად ვერ იგრძნო. შამპანურის მიუხედავად; ვიცოდი,
რომ შამპანური უყვარდა. ქალმა კი იცოდა, რამდენს ვუმადლოდი ვ.-ს; ხშირად და
ბევრი მომეყოლა მის შესახებ, ოღონდ ვერასდროს ვერ აღმეწერა ჩემი მეგობარი. ახლა
კი იჯდა აქ, უზარმაზარი, დამძიმებული კაცი. ფილოსოფიური კამათი არ შემდგარა, ვ.
სავარძელში გადაწვა; ასეთი არასდროს მენახა: კაცი! დაბნეულ ქალს არ გაარშიყებია
სხვებივით; ვ. მას მხოლოდ აკვირდებოდა, როცა ქალი ლაპარაკის წამოწყებას
ცდილობდა. მხოლოდ თითო ჭიქა გვქონდა დალეული, სასმელს ვერ დააბრალებდი.
საუბარს არავინ წარმართავდა. ქალს, მართალია, იმ საღამოს არ გამოუმჟღავნებია,
მაგრამ თავისი წიგნების გამო აშკარად ჰქონდა

45
პოეტობაზე პრეტენზია, ვ.-ს მოუნდა პოეზიაზე ესაუბრა, კითხვები კი არ დაესვა,
არამედ მტკიცედ გამოეთქვა აზრი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გვითხრა, ბოლო
დროს თითქმის აღარ ჰქონია კითხვის დრო, კოლექციის კატალოგიზაციით ყოფილა
დაკავებული. რასაკვირველია, ჰიოლდერლინი მისთვის უფრო დიდი მწერალი იყო,
ვიდრე ჰანს კაროსა, თუმცა, არ უთქვამს, ჰანს კაროსა პოეტი არ არისო. ქალმა ამაზე
არაფერი მიუგო და ჰკითხა, როგორია შენი კოლექცია და რატომ არ გინდა, გვაჩვენო,
არც მე მაჩვენებო? ვ.-ს მოსაზრება, რომ შეეძლო, საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა
და ძველი ჩინეთის საგანძური და, როგორც შუა საუკუნეების, ასევე ცოცხალი
მხატვრების ნამუშევრები გაენადგურებინა, რადგან ისინი მხოლოდ ფულით არ
მოუპოვებია, არამედ შეისისხლხორცა არჩევანისა და მათთვის დიდი დროის
დათმობის საშუალებით, სულაც არ იყო ხუმრობა; ჩემი არ ესმითო, ფიქრობდა. და
მაინც, როგორც მოგვიანებით გავიგე, ის ქალი რაღაც გაგებით მოსწონებია; სხვამ
მითხრა, ვ.-ს გაუკვირდა, ფრიშმა ასეთი თანამგზავრი როგორ იშოვაო. თანხა,
რომლითაც სწავლის შესაძლებლობა მომცა, არასოდეს დამიბრუნებია; ასე მგონია,
აუცილებლად მიწყენდა, მის დიდსულოვნებას, ასე ვთქვათ, თუ გავაბათილებდი.
როდესაც ამას წინათ ვ. ციურიხში დავინახე და ვიცანი, გავოგნდი: მადლიერების
შეგრძნება მქონდა, გრძნობა არ გამჩენია. არც მიმიწერია, ქუჩაში გიცანი-მეთქი. დღეს
კი საერთოდ აღარ მაინტერესებს, ვ. რას ფიქრობს ჩვენს გრძელ ამბავზე. ეს მაოგნებს
ყველაზე მეტად. მგონია, რომ ვ.-სთან მეგობრობა ჩემთვის ფუნდამენტური
უბედურება იყო, მაგრამ თავად ვ. არაფერ შუაშია. ნაკლებად რომ
დავქვემდებარებოდი, უფრო ნაყოფიერი იქნებოდა, მისთვისაც.
Overlook:

ფირნიში რასაც გვპირდება, აქ არ არის. ერთგან, პატარა გორაკიდან შორს ლურჯი


მანქანა მოჩანს; არც ქალს ეკუთვნის ეს მანქანა და არც კაცს. National Car Rental,
ლურჯი მანქანა ისევ ეულად დგას მზიან სადგომზე. კაცს ახსენდება, რომ არავინ იცის,
დღეს სად არის. ეს ახარებს. აღარ სჯერათ, რომ ეს ბილიკი სანაპიროზე ჩაიყვანს,
მაგრამ მაინც ამ ბილიკს ადგებიან: სიარული ურჩევნიათ ბუჩქებში დაჯაგნარში
დგომას, სადაც მათ ვერავინ ხედავს. ტელეანძას ამჩნევენ; იგი მიანიშნებს, როგორ
არიან დაშორებული სანაპიროს. US Military Area, ამოიკითხა კაცმა რუკაზე; აქედან
ზღვასთან მაინც ვერ მივალთო. გზა აებნათ. მაგრამ არა უშავს; არიან იქ, სადაც არიან;
უმიზნოდ, მაგრამ ერთად. გზას აგრძელებენ, რომ მიწაზე არ ჩამოსხდნენ. უკეთესი
ბუნებაც უნახავს, მაგრამ კაცი მაინც იმარჯვებს ფოტოაპარატს – Microflex 200.
ობიექტივში მოჩანს: ბუჩქნარმოდებული კლდე ან ტიტველი კლდე, ცა, შორს
ბუნდოვნად შუქურა, ობიექტივით ახლოს მოტანაც არ შველის; შუქურა კიდევ უფრო
ბუნდოვანი ხდება. აზრი არა აქვს ფოტოაპარატის ზუზუნს. შუადღე ახლოვდება და
დასანანია, რომ ზღვაზე არ არიან; შაბათია. კაცი მარცხენა ფეხზე თასმის შესაკვრელად
იხრება, ქალი ზანტად ელოდება. ვინმემ რომ შეხედოს შორიდან, მარტივად ვერ
მიხვდება, ერთმანეთის ვინ არიან: მამა-შვილი თუ

წყვილი? ერთმანეთს არ კოცნიან. მალე უფრო ფართო გზაზე ამოყოფენ თავს და


ხელიხელჩაკიდებულები მიაბიჯებენ, მაგრამ ამ გზას სწორი მიმართულებით არ
მიჰყავს და გეზს იცვლიან. როგორც ჩანს, ეს გზა ფერმაში მიდის; ცხენი მოჩანს, ბალახს

46
ძოვს. შორს, გზატკეცილზე მანქანა მისრიალებს: უხმოდ. ჩიტების ხმა ისმის; ჩიტის
სიმღერა არა, ჭიკჭიკით გამოხატული განგაში. კაცს ისევ ახსენდება, რომ (ვერც
ნიუიორკში და ვერც ბერლინში) ვერავინ წარმოიდგენს, ახლა სად არის.
მიუწვდომელნი არიან. ეს აერთიანებთ. ხანდახან იტყვიან ხოლმე: Look at this, რათა
თავი დაირწმუნონ, აქ ვართ და არა სხვაგანო. ალბათ ქალსაც არავინ ეძებს დღეს.
ამინდმა გაუმართლა; გუშინ წვიმდა. პატარა გუბეს რომ ახტება, თმა ეშლება;
გაშლილი წითელი თმა (ასკილისფერი წითელი, მაგრამ ღია) ზურგზე ეცემა. ჩერდება,
რომ ისევ შეიკრას ცხენის კუდივით, I am getting hungry, ამბობს ქალი და რახან დგანან,
მანაც რამე უნდა უპასუხოს. Do you know Donald Barthelme? ეკითხება ის, His work?
ქალი ბევრს არ კითხულობს. He is a good friend of ours, ეუბნება კაცი, არ უნდა, თავი
ამერიკული ლიტერატურის ცოდნით მოიწონოს. ამასობაში ქალი ისევ იბნევს თმას
და, რადგან კაცი ერთი საათის წინ შეჰპირდა, მანქანების სადგომს მივაგნებო, ახლა წინ
მიუძღვება. ბილიკი არ ჩანს. ერთ ადგილას კოკა-კოლის ქილა გდია ბალახში;
პირველები არ ყოფილან აქ, სხვა სულიერსაც გაუვლია მანამდე. ახლა ისევ ჩამოეშალა
თმა, ნებდება და გაშლილს იტოვებს. ლინი უფრო მიუწვდომელია, ვიდრე ის;
მართალია, გუშინ, სამსახურიდან ადრე რომ გამოსულიყო, დაიბარა, სად მიდიოდა
მეგობრებთან ერთად, მაგრამ ვინმე თუ მოინდომებს და კუნძულის ყველა

სასტუმროში ჩამორეკავს: არსად არ არის ჩანიშნული მისი სახელი, მხოლოდ კაცის


გვარი, და ვერავინ იეჭვებს მათ ერთად ყოფნას. Max, you are a liar

ამ დღეს ყველაფერი ისე არ გამოდის. მართალია, მანქანების სადგომს პოულობს


(მხოლოდ სიზმარში ხდება, მანქანას რომ ვერ ვპოულობ ხოლმე) და ლურჯი
„ფორდიც“ თავის ადგილას დგას; ისევ ერთადერთი მანქანაა. გასაღები ლინს აქვს. ის
ჯდება საჭესთან. ჰამბურგერი ან პიცაც დააკმაყოფილებდა. იქით, შუქურასთან, სადაც
ქუჩა მთავრდება, რესტორანია, მაგრამ ჯერ არ გაუხსნიათ, მხოლოდ საპირფარეშოთი
შეიძლება სარგებლობა. კაცი ტერასაზე ელოდება. ვარსკვლავებიანი დროშა, რომელიც
ფრიალებს; ჭოგრიტი, რომელშიც ფული უნდა ჩააგდო და გაიხედო. არ სარგებლობს.
ქარიანი ადგილია. სანამ ლინი მის გვერდით არ არის და ელოდება, აინტერესებს,
სინამდვილეში როგორ გამოიყურება ქალი; მოუთმენლობა არ იპყრობს. აქედანზღვა
მოჩანს, მაგრამ ცდილობს, ლინის ხმა გაიხსენოს. რომ ურეკავს ხოლმე, ის მხოლოდ
ამბობს: Hi! რადგან ხმაზე ცნობს. მისი კანი (ეს იცის კაცმა): წითური ქალის
ფერმკრთალი კანი; დაუჭორფლავი. კედელს ეყუდება, ზურგით ზღვისკენ; ლინი ამ
უბადრუკ ტერასაზე გამოვა და

კაცი მომზადებულია მოულოდნელობისთვის, როცა ის, როგორც უნდა


გამოიყურებოდეს, მიუახლოვდება და უბრალოდ, მასთან გაჩნდება. ახლა შუადღეა;
ყველაფერი გარეთაა: ვარსკვლავებიანი დროშა, რომელიც ფრიალებს, ბუნდოვანი
შუქურა, თოლიები, საიდანღაც ტრანზისტორის მუსიკა ისმის, ბრჭყვიალა თუნუქი
შორეულ სადგომზე, მზე, ქარი...

ლინი 31 წლის ხდება.

რამდენიმე კვირის წინ ჩემი ქალიშვილი მოვინახულე, უფროსი ქალიშვილი, როგორც


ბაბუამ. ნამდვილად დროული იყო; შვილიშვილს უკვე ენა აუდგამს. გერმანელი სიძეც

47
პირველად ვნახე. შოტლანდიაში შეხვდნენ ერთმანეთს და ღია ბარათით (მწვანე
გორაკი) მამცნეს, ვქორწინდებითო. შეხვედრა: იოლი არ არის, არც ძნელია.
ქალიშვილი, რომელიც ლინის ხნისაა, საუბრის დროს შალის შეუღებავ ძაფს
ამუშავებს. მანამდე გავისეირნეთ – მამამ და ქალიშვილმა; ჩვენს დიალექტზე
ვილაპარაკეთ. წლების წინ მომწერა და თავისი სატკივარი გამანდო და მეც ვუპასუხე.
მესტუმრა კიდეც თავის ადრინდელ მეგობართან ერთად, რომელიც ძალიან
მომეწონა... იგი იყო ჩემი პირველი საცოლის პირველი ვაჟი, ის ქალი ცოლად არ
მომიყვანია, ის კი ჩემი პირველი ქალიშვილია; იქნებ ამიტომაც არ დაქორწინდნენ...
კარგად ვართო, მეუბნება.

ვერ მივხვდით, რატომ შემოგველია ერთმანეთისთვის სათქმელი. ერთი ბოთლი


გერმანული წითელი ღვინო დამახვედრა; თავად ღვინოს არ სვამენ, მეც ნახევარ
ბოთლზე მეტი არ დავლიე. ერთი დღე და ერთი ღამე და ერთი დილა დავრჩი.
მხოლოდ ჰამბურგისკენ მიმავალ მატარებელში მივხვდი, კითხვა რომ გადავწყვიტე.
არ უარვყოფ ჩემს დანაშაულს; მას ვერ გამოისყიდი გრძელი წერილებით, რომლითაც
უკვე მოზრდილ ქალიშვილს ვუხსნიდი გაყრის მიზეზს. დანაშაული საჭიროა, ჩვენი
დანაშაული, იგი სხვისი ცხოვრების ბევრ რამეს ამართლებს. Montauk

ახლა ქვებზე რომ სხედან – ხალხია ირგვლივ, ექსკურსიაზე არიან, ლოკოკინებს


ეძებენ, იქ, სადაც ტალღები ეხეთქება ნაპირს; სამი ახალგაზრდა შავკანიანი ჩაივლის
ტრანზისტორით, ჯერ მაღალ ხმაზე, მერე ისევ დაბალზე, არ იყურებიან წყვილისკენ.
Dirty old man კაცმა რომ თქვას, ასეთად სულაც არ მიიჩნევს თავს.
How do you call those birds?

კითხვას მხოლოდ იმიტომ სვამს, რომ შორს გაიხედონ (ჩვეულებრივი თოლიებია) და


თავი რომ დაივიწყოს: ზედმეტად დამძიმებული მამაკაცი, თუმცა დონდლოს ვერ
ეტყვი, ვესტერნული პერანგი აცვია, იმიტომ კი არა, რომ ჰგონია, მაახალგაზრდავებსო,
არამედ, რადგან მოსახერხებელია; რაც თმა შერჩენია, მუდამ დაუვარცხნელს მიუგავს,
გინდაც ზღვიდან მობერილი ნიავი არ უწეწავდეს; ბატონი არა; თმა ჭაღარას და
თეთრს შორის... ახსენდება, როდის იცურავა ბოლოს ზღვაში. Sables d´Or, 1973 წლის
ივლისი გაშორება გადავწყვიტეთ.
ნაპირი აქ ქვიანია; პლაჟი არ არის: ტალღები ზომიერია. შხეფებს არ ისვრიან; მრგვალ
ქვებს ენარცხებიან, ქოჩრდებიან და ქაფის ბუშტუკებს ტოვებენ. შლამიანი გუბე. ეს არ
არის გაშლილი ოკეანე, რომელსაც ეძებდნენ, არამედ ყურეა, თუმცა ხმელეთი არ
მოჩანს.
What are we going to do?
მუშაობის მოთხოვნილება. რას

ამბობენ დელფინები?

სათაური მომწონს, მაგრამ ამაზე შორს ვერ წავედი. ამას წინათ ვიპოვე ძველ ზამბარიან
რვეულში, რომელიც თან წამოვიღე შიგ ჩაწერილი მისამართების გამო, შენიშვნით:
რომანი მომავლის მკრთალი იმედის შესახებ – მოქმედება არ ხდება; მთავარი გმირი,

48
ახალი ადამიანი, არ ჩანს. დელფინებს, სულ მცირე, ადამიანის ინტელექტი მაინც აქვთ,
მაგრამ ხელები და ფეხები არ გააჩნიათ და ამიტომაც ვერ დაიპყრეს სამყაროო, ამბობს
ლინი, მკლავების მაგივრად

ფარფლები აქვთ გამოსხმული და ამიტომ არც სამყაროს ანადგურებენო. მაგალითად,


დელფინებს არასოდეს დაუარსებიათ სახელმწიფო და უფრო მხიარულები არიანო
(სხვა გზა არ არის, უნდა დაეთანხმო). ლინი დელფინებს ელაპარაკება, შვილის ყოლა
არ უნდა ამ დედამიწაზე... 1972 წელს ლინს არ ვიცნობდი.

კაცს ჯერ კიდევ უკვირს, რომ მის სხეულს ცნობს. არ ელოდა. ლინი რომ ხანდახან არ
მიანიშნებდეს, მეც მახსოვს ის ღამეო, მისი ხელები ვერ გაბედავდნენ, ლინის თავს
შეხებოდნენ.

1972 წელს მსოფლიოს ბედი მაწუხებდა. All

power to the people

კედლის ადრინდელი წარწერები ჩამორეცხილა, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს


ცვლილებას

აღარავინ ელის. მეტროდან დღის სინათლეზე რომ ამოდიხარ, ხედავ, ხალხი ისევე
მოძრაობს, როგორც ორი წლის წინ: წითელზე ჩერდებიან, მწვანეზე მიდიან. არავინ
იცის, რა ხდება ირგვლივ. გაზეთები ყოველდღე თავს გვაჩვენებენ, ვითომ იციან.
Watergate, ეს რომ არ იყოს. ჩემი მეგობრები ჩემზე ახალგაზრდები არიან, მაგრამ უკვე
გამოუცდიათ, რა არის უსუსურობა. მხოლოდ ქალებსღა შერჩენიათ ცვლილების
იმედი. დანარჩენი მოდუნებაა. მოსკოვში წითელი მოედანი ისევ ისე დგას;
ფრიდრიხშტრასეს სადგურიც არ შეცვლილა, მხოლოდ შესვლა გაძვირდა და ათი
მარკა გახდა. არავინ იარაღდება საომრად, რაც ერთ დროს ისევე ძვირი დაუჯდათ,
როგორც გამალებული შეიარაღება ომის ასაცილებლად, სუპერსახელმწიფოებს ამის
თავი აღარა აქვთ; ეჭვგარეშეა, მშვიდობა უნდათ, გაკოტრებამდე. მოგზაურობა? რა
აზრი აქვს; ყველგან ერთნაირად მცირე იმედი სუფევს. ქაოსი არ არის. ჯერ კიდევ
არსებობს ყველა და ყველაფერი, სხვანაირად ტელევიზია ვერ აჩვენებდა: სახელმწიფო
მოღვაწეებს, რეზერვუარებს უდაბნოში, პაპის შვეიცარიულ გვარდიას, ვიღაც
სახელმწიფო მოღვაწე კვდება, მეორე თანამდებობას ტოვებს, ქვეყნის მართვა
გრძელდება. შეიხების და კონცერნების ნავთობი არსებობს, მაგრამ მათ იმედზე
ყოფნის ვადა სასრულია, მეცნიერება სხვა წყაროებს ეძებს. მეტი არაფერი ხდება
ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. გარემოს დაცვა კაცობრიობის ბოლო ამოცანაა...

8.4. ნიუ-იორკი

17.4. ტორონტო

18.4. მონრეალი

19.4. ბოსტონი

22.4. ცინცინატი

49
23.4. ჩიკაგო 25.4.

ვაშინგტონი

მე ჩემს როლს ვთამაშობ. მხოლოდ თვითმფრინავში და ორგანიზატორების მიერ


დაჯავშნილ სასტუმროში ვრჩები ცოტა ხნით მარტო და არ მევალება, რამის
მჯეროდეს, შხაპს ვივლებ ან აბაზანას ვიღებ, მერე ფანჯარასთან ვდგავარ, მორიგ
უცნობ ქალაქს გადავყურებ. ცოტათი ყოველ ჯერზე ვნერვიულობ სცენაზე გასვლის
წინ. კითხვისას ყველა წაკითხული სიტყვა მავიწყდება. შემდეგ ფურშეტი; ერთსა და
იმავე კითხვებზე სულ ერთსა და იმავე პასუხს არ ვიძლევი. ასე დამაჯერებლად ჩემი
არც ერთი პასუხი არ მეჩვენება. ვუცქერ ქალბატონს, სანამ

ლაპარაკობს, ჯანსაღი კბილები ჩემ ცხვირწინ მოუტანია, ხელში ჭიქას მაჩრიან და


ოფლი მდის. ეს ჩემი პროფესია არ არის-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ მაინც აქ ვდგავარ...
How do you feel about renown?

როდესაც ერთხელ ლინი ამ კითხვას უსვამს, – თავის მომცრო სამზარეულოში, სადაც


პირველად ამზადებს საჭმელს უცხოსთვის – მან არ იცის, ეს სიტყვა რას ნიშნავს.
ლანგენშაიდტის პატარა ლექსიკონი თან არა აქვს; ლინი უხსნის სიტყვის
მნიშვნელობას. როცა კითხვას იგებს, მზადაა, ქილა გახსნას, თუკი სადმე გასახსნელს
იპოვიან, ლინი ეძებს; უჯრებში დიდი არეულობაა, მაგრამ ქილის გასახსნელს
პოულობენ; მხოლოდ მისი კითხვა ჩაიკარგა სადღაც და ახლა ლინი კალორიებზე
ლაპარაკობს... მინდოდა, ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი: ეროვნული ნაკრების
მეკარე. შემდეგ მარტო ინტერესი კი არ შემეცვალა, არამედ მოქმედების სურვილი
მომერია. როცა უვე იონსონმა სპოლეტოში (1962) ღამით ლუდის სმისას უცებ მკითხა:
ბატონო ფრიშ, რას ნიშნავს თქვენთვის სახელი და დიდება? პასუხს ვერ ვაძლევ.
მამოწმებს, განდიდების მანიას ხომ არ შევუპყრივარ? რასაკვირველია, მიხარია, ჩემს
პიესებს რომ დგამენ, ჩემს წიგნებს რომ მკითხველი უმრავლდება. შედეგი, კერძოდ ის,
რომ ცნობილი მწერალი გავხდი, ჩემთვის

თვალსაჩინოა. ციურიხთან, ტყეში, წყვილმა ჩაგვიარა, უცებ ქალმა ლაპარაკი შეწყვიტა


და ოცი ნაბიჯის მერე უკან მოიხედა, შემდეგ კაცმაც მიჰბაძა. საზოგადოებრივ საუნაში
უფრო თავმომაბეზრებელია; ტიტველი კაცი შხაპის ქვეშ მომადგა და როგორც იქნა,
გაბედა: „თქვენ ბატონი ფრიტში არ ხართ?“ ალბათ მკითხველი არ არის, მაგრამ
გაუგია, რომ ცნობილი პიროვნება ვარ, რადგან ტელევიზორში აჩვენეს, სად და როგორ
ვცხოვრობ. არც ერთს არ გვაქვს იმწუთას კალამი, რომ ჩემი გვარი სწორად დავუწერო
– ორივენი ტიტვლები ვართ. ხანდახან ხეირიც მოაქვს ცნობილობას: გერმანელი მებაჟე
ჩემს პასპორტს რომ ნახულობს, აღარც იხედება ჩემოდანში, უნდა, რომ მასიამოვნოს;
მარტო ჩემი სახელი კი არ სმენია, ჩემი პიესაც მშვენივრად ახსოვს, მოსწონებია:
„მოხუცი ქალის ვიზიტი“[4]. იგივე ისეც მემართება ხოლმე, რომ სხვაში არ ვერევი,
მაგალითად, ამას წინათ ლონდონში: Sir, it is a great honor for me, მეუბნება პასპორტის
ახალგაზრდა შემმოწმებელი და მიუხედავად ხალხმრავლობისა, არ ჩქარობს და სამ
ინგლისურ სათაურს მისახელებს, რომ მამცნოს, ყველაზე მეტად რომელი მოეწონა.
გამიხარდა; იმწუთას ეს მჭირდებოდა. როდესაც რესტორანში ქალბატონს ვესალმები
და მისი პალტოს ჩამოსაკიდად კაუჭს ვეძებ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ,

50
მაკვირდებიან-მეთქი; ქალი მეუბნება: სხვაგან წავიდეთ, აქ ყველა შენ მოგისმენს!
დიდხანს არ მჭირდება თავის მოჩვენება, მართლა ყრუდ ვიქცევი, როცა გვერდით ჩემს
სახელს ჩაიჩურჩულებს ვინმე. ბუნებრივია, ვიცი, რომ უკვე რამდენიმე წელია,
მკითხველი მყავს, ისინი დარბაზებშიც მინახავს; მაგრამ ვერ ვიჯერებ ხოლმე, რომ
მაინცდამაინც იმავე ავტობუსით მგზავრობენ, რომლითაც მე. თავს ვერ აღვიქვამ

საჯარო პირად, როცა ბაქანზე ვდგავარ და რატომ უნდა ვეცადო, რომ განსაკუთრებით
მოკრძალებულად მოვიქცე; მე სულ სხვა რამ მაწუხებს. რამდენად ცნობილი ვარ, ერთ
მშვენიერ დღეს ჩემი ქალიშვილისგან ვიგებ, ნერვები ეშლება: საკმარისია, ცეკვისას
ჩემი სრული სახელი და გვარი ვთქვაო, უცებ იქცევა ის შენს გვარად და ხასიათი
მიფუჭდებაო. რა ვქნა, ვერაფრით ვუშველი. სხვათა შორის, ერთბაშად არ გავმხდარვარ
ცნობილი. არ ვიცი, რა სჯობს: ვინც ერთ მშვენიერ დილას იღვიძებს და აღმოაჩენს,
ცნობილი გავმხდარვარო, მისთვის ახლა თავისთავად ცხადია ეს მდგომარეობა და
სხვასავით ყოველ ჯერზე არ უკვირს. სხვა კი ყოველ ჯერზე კეკლუცობს. უცებ
შევკრთები ხოლმე, უცნობი რომ გამომელაპარაკება და ჩემი მკითხველი აღმოჩნდება.
რა უნდა ქნა ასეთ დროს? ხშირად იმას აფასებენ, რისი დაწერაც დღეს აღარ
მენდომებოდა და თავი ლამის მოღალატე მეგონოს ხოლმე; ასეთ შემთხვევაში
უმეტესად ვიტყუები, მეჩქარება-მეთქი. რასაკვირველია, ისეც ხდება, რომ სადმე ბარში
ვინმე მთვრალი წამეუზრდელება ან ეცდება, წამეუზრდელოს; მას ჰგონია, რომ ჩემს
თავზე უნდა ვგიჟდებოდე; ასეთ ვითარებაში არ გამოდის, მაშინვე გადაიხადო
დანახარჯი და იქაურობას გაეცალო; მაგრამ სხვაც არაფერი გამოდის, არც საუბარი,
არც არაფერი. ასეთებს ჩემი აზროვნების სტილი კი არ ამწარებთ, არამედ ჩემი
წარმატება; უმეტესად, ჩემი თანამემამულე აღმოჩნდება ხოლმე. სულ მავიწყდება, რომ
ჩემზე ოფიციალური საანკეტო მონაცემები არსებობს. მათი უმეტესობა, ვინც მცნობს,
არ მაწუხებს; მაცდიან ლუდის დალევას, არაფერს იმჩნევენ, მერე კი სხვებისგან ვიგებ,
სად ვიყავი გუშინწინ და სად დავლიე კათხა ლუდი. არ მინდა, გავაზვიადო, ყველგან

სხვადასხვაგვარადაა; სადაც მუშები უფრო ცხოვრობენ, თავს მეტად უსაფრთხოდ


ვგრძნობ, ოღონდ ეს კი არ მახარებს. ვინ არიან ჩემი მკითხველები? როდესაც
ბერლინში შპალერის გამკვრელი მეკითხება: თქვენ ის მწერალი ხართ? ვხედავ, რომ
ჩემი პასუხი – დიახ! – ახარებს. რატომ? პატივისცემის მოთხოვნილება; კაცს ჩემი
სახელი გაუგონია და ეჭვი არ ეპარება, რომ, რახან გაუგონია, ვიმსახურებ კიდეც
სახელს და მიესალმება, რომ ბერლინში სცენას მითმობენ, და მერე თავის საქმეს
განსაკუთრებით კარგად აკეთებს. მანებივრებენ. სალაროსთან რიგში დგომა
ჩემთვისაც ისეთივე მომაბეზრებელია, როგორც სხვისთვის: მეც სხვებივით ვითმენ;
ოღონდ მეთვალყურეობის ქვეშ. ამასაც ეჩვევა კაცი. სხვა შედეგი: როცა საუბარი
წამოიწყება, ადამიანები უბრალოდ საკუთარ თავზე და თავიანთ გეგმებზე არ
ჰყვებიან, არამედ ჩემს ნაწარმოებებზე მსჯელობენ, ანდა, როცა ამჩნევენ, რომ მათგან
ამას არ ელიან, სწორედ ამას – არა, მოსმენით კმაყოფილდებიან; რაღაცნაირ
იზოლაციაში ვიმყოფები, ხანდახან დაუძლეველში და დიდია მონოლოგით
გამოსვლის ცდუნება; მოსაწყენი ხდება საზოგადოებაში სიარული. ერთი ტიპია,
ხანდახან აქა-იქ სიტყვით გამოდის ხოლმე, ერთი შეხედვით, ინტელექტუალი: ორი
საათის განმავლობაში ისე უჭირავს თავი, თითქოს ერთმანეთისთვის არ
წარვუდგენივართ და ფურშეტამდეც სიტყვას არ ძრავს; მოგვიანებით, შესაძლებელია,

51
შორიდან მომისმინოს, როცა მე სხვებთან საუბარში ვიქნები გართული, დისტანცია
აზრის გამოხატვისგან ათავისუფლებს; ამასობაში მართლაც დამავიწყდა მისი სახელი
და ჩვენი კონტაქტიც შესაბამისად იწყება – ვუბოდიშებ; მაინც არ მიახლოვდება, სანამ
სხვებიც ჩართულან საუბარში; მერე კი მთელი

საღამო თავიდან ვეღარ ვიშორებ, კუთხეში ვდგავართ და ჯიუტად მაგრძნობინებს,


ცნობილობა (ასე ეძახის) ჩემზე არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენსო. ჭკვიანია.
დიდხანს არ ამხელს, თვითონ რას საქმიანობს. ბოლოს ბოდიშს იხდის. რისთვის?
რატომ უნდა ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ყველაფერში. როცა ვთხოვ, შენი ესე
მომეცი-მეთქი, თავის ესეზე, რომელიც მალე უნდა გამოქვეყნდეს, ამბობს, უკვე
მოძველებულია და მირჩევნია, არ წაგაკითხო, შენზე რას ვწერო. ეტყობა, ჰგონია,
მეწყინება. იქნებ პირიქით, დავეთანხმო კიდეც? წარმატებისგან განებივრებული
კაცისთვის იოლია, ხანდახან ამპარტავნობა ჩამოიშოროს. ეს არის კარგი მხარე. სულ
სხვა რამ: მე არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს, ვინც ლეგენდას აფარებს თავს. ხანდახან ამას
ხელის ჩამორთმევისას ვგრძნობ: რაღაც ჩემთვის უცნობი ჭორები იციან ჩემზე და
გაცნობისას იბოჭებიან. როგორც წესი, მათ ნალაპარაკევს არ ვეძიები, და თუ მაინც
მოსწვდა რამე ყურს, ამ მონაჭორით სხვებზე მეტს ვიგებ, ვიდრე საკუთარ თავზე.
შური? არც პირველი წარმატება და არც მეორე, ხანგრძლივი წარმატება აღიზიანებს
წარმატების მოტრფიალეებს; გაბრალებენ, თითქოს სხვა მიზანი და მოთხოვნილება არ
გაგაჩნდეს, გარდა იმისა, რომ სხვები დათრგუნო შენი წარმატებით (სულ ერთია, რა
ჰგონიათ წარმატება); რაც დრო გადის, ისე ღიზიანდებიან, რომ ჩემი წარუმატებლობაც
კი არ ამშვიდებთ. არსებობენ თაყვანისმცემლებიც. ერთი ბერლინელი მოხუცი კაცია
მათ რიცხვში; ცოლმა გასცა, აძალებს, გაეცანიო. მოსწავლე გოგონას სახე ქუჩაში;
ვხედავ, რომ სკოლის სავალდებულო საკითხავი მასალა ვარ და ისე მიყურებს,
თითქოს მე მას და მის გაოგნებას ვერ ვხედავდე. კიდევ არსებობენ ქლესები; ზოგიერთ
მათგანს

არანაირი მიზანი არ ამოძრავებს. და ღრმად პატივცემულები, რომელთაც სურთ, რომ


გრძელ სუფრაზე თავი კარგად ვიგრძნო, და მათი მეუღლეები. სულ სხვა რამ: ერთი
საბჭოთა მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 1968 წელს წითელ მოედანზე
დემონსტრაცია მოაწყო და ამას წინათ შემთხვევით შემხვდა ერთ საზოგადოებაში,
გადმომცემს სალამს ციმბირის შრომა-გასწორების ბანაკიდან, მადლობას
პატიმრებისგან, ვისაც ვერასოდეს შევხვდები; მოულოდნელი სალამი გულზე
მხვდება, როგორც გაფრთხილება, როგორც დავალება, რომ არ მოვდუნდე. სახელი და
დიდება? წარმატებისგან განსხვავებით, ის შურს არ იწვევს. არც ქათინაურებს; გინდაც
უხერხული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად დაანებო ვინმეს, წაგექლესაოს,
სახელი და დიდება ქათინაურებს ვერ იგუებს. ბეკეტთან შეხვედრები მახსენდება:
მასთან საუბარი იოლია და დუმილიც იოლია ჭადრაკის თამაშის დროს; საკუთარი
შემოქმედებისგან შორს დგას, თანაც მისი იდენტურია. ვერც სხვა იგრძნობს თავს მის
გვერდით აღმატებულად; აქ არ ზის ვარსკვლავი, არც ვინმე, ვინც მოკრძალებულობას
ამოფარებული ცდილობდეს საკუთარი დიდების დამალვას და სწორედ ამით
გასცემდეს, თავი ვარსკვლავი მგონიაო. ნაკლებად ცნობილობის შემთხვევაშიც ასეა.
არსებობს მოლოდინი, რომ გაგებას არ ელტვი, ქებას ხომ – მით უმეტეს, ანდა, თუ
ჰგონიათ, რომ ელტვი, აღმოჩნდება, რომ ცდებიან. სხვათა შორის, როგორც

52
პიროვნებამ, შეიძლება გაგიცრუოს იმედები, მაგალითად, თუ უბედურია. თუ
გამჟღავნდა, რომ თავის შემოქმედებას ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოფს, მისი
საქმეა; თვითშეფასებას სხვებისთვის მნიშვნელობა არა აქვს; სახელი და გვარი,
რომელიც

დაბადებისას მიენიჭა და რომელსაც მთელი ცხოვრება ხელმოწერად იყენებს, მის


საჯარო გავლენას აღწერს და მან პატრონისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს მან
ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს; თუ ვერ ისწავლის, მუდმივად დაიზიანებს თავს. სახელი
და დიდება კრიტიკულ მიდგომაზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ აჩენს მოლოდინს,
რომ კრიტიკა პირადულად აღარ აღიქმება, სამართლიანადაც, რადგან კრიტიკა
პიროვნებისა და მისი ნამუშევრისაკენ კი აღარ არის მიმართული, არამედ ავტორის
სახელისა და დიდებისაკენ. საზოგადოებას სჭირდება ცნობილი ადამიანები; ვის
ამოირჩევს ასეთად? კრიტიკა იქცევა საზოგადოების მიმართ კრიტიკად.

ლინი:

მისი ხმა, რომელიც მას არ ესმის, უფრო ცოცხალია, ვიდრე სახე, რომელსაც ის ვერ
ხედავს. ლინი ხმოვნებს ამერიკულ ყაიდაზე განა მხოლოდ აგრძელებს, არამედ
ზევითაც ჭიმავს. კაცის სახელი, მისი ხმით გამოთქმული, მსუბუქად ჟღერს, ბოლოში
მოკლე X, როგორც ქსილოფონშია. მისი ხმა არ ღეჭავს ბგერებს. მგრძნობიარე ხმა არა
აქვს. თითქოს დაჭიმული სიმების ბგერაა, შემდეგ კი ექო, რომელიც მას ავსებს.
ხანდახან ისეც ხდება, რომ მხოლოდ მის ხმას სჯერდება.

ჩანაწერები თვითმფრინავში:

ღირს, ერთხელ მაინც იფრინო პირველი კლასით; გვერდით ახალგაზრდა მგზავრი


მიზის, შამპანურის სმისას ირკვევა, რომ ბომბებით ვაჭრობს / წესიერი კაცი ისაა,
რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, როცა ეუბნებიან, წესიერი კაცი ხარო/.
ერთი ამერიკელი გერმანისტი ქალი, რომელიც ჰარვარდში ინგებორგ ბახმანზე
მუშაობს – შემოქმედებაზე და პიროვნებაზე; მადლიერია ჩემი დახმარების გამო:
რომის მისამართები მივეცი / ცინცინატიში მისვამენ კითხვას, რა გრძნობაა, როდესაც
მწერალს თავის ადრინდელ ნაწარმოებებთან უწევს შეხებაო. არ მახსოვს, ამ კითხვაზე
რა ვუპასუხე – იმის მაგივრად, რომ მომეყოლა მხატვარზე, რომელმაც თავისი ცოლის
თანდასწრებით თქვა: „აჰ, ეს ძველი რამეები, ეს საზიზღრობა!“ და მოგვიანებით,
როდესაც გამოფენას – რეტროსპექტივას – აწყობს, ქალს უნდა, ჯიჯღინი შეაწყვეტინოს
და ეუბნება: „მოეშვი ამ ძველ რამეებს!“ ვერ ხვდება, რომ ეს იარლიყი ავტორმა მიაკრა
თავის ნამუშევრებს, სხვისი საქმე არ არის; რადგან მას არ შეუქმნია. / როდესაც
ამერიკელებს ეუბნები: I am a socialist, მათ პატივისცემასკი არ კარგავ, პირიქით,
დარწმუნებულები არიან, ისეთი ვარსკვლავი ხარ, რომ შეგიძლია, თავს უფლება მისცე
და იყო სოციალისტი. / თვითმფრინავიდან: დაუჯერებელია, რომ ამ უზარმაზარ
დედამიწაზე, სადაც ამდენი ქალაქი და დასახლებაა, სადმე ვინმეს აკლიხარ. მსუბუქ
ეიფორიას იწვევს ეს გრძნობა. მაგრამ

რომელიმე ქალაქში თუ აღმოჩნდები ამ გრძნობით, საშინლად ცუდ ხასიათზე


დადგები. / იგი ნაწყენია! ეს უარესია, ვიდრე რომ გვეთქვა: ძალიან უსინდისოაო. ამ
უკანასკნელ ეპითეტს დაცინვის გარეშე ვხმარობთ. / დანაშაულის გრძნობა, ოღონდ არ

53
ვიცი, რას ვგულისხმობ დანაშაულში. / ორჯერ, მონრეალსა და ჩიკაგოში – საჯაროდ
მისვამენ კითხვას: მართალია, ბატონო ფრიშ, რომ ქალები გძულთ? /
დამოკიდებულება ასაკსა და არცოდნას შორის: ნეტავ როგორ მათემატიკურ მრუდს
მოგვცემდა ეს დამოკიდებულება? მიუხედავად ცოდნის მატებისა, მრუდი მიჰყვება
ასაკს: არცოდნა უსასრულობამდე გრძელდება. / უნახავს ვინმეს ორი ძაღლი,
რომლებიც, ერთმანეთს რომ შეხვდებიან, მესამე ძაღლზე ლაპარაკობენ, რადგან
ერთმანეთისთვის სათქმელი სხვა არაფერი აქვთ? / როგორც მეთევზის ზღაპარი,
რომელიც ბადეს კეცავს, მთელი ძალით კეცავს, სანამ ხმელეთზე არ ამოათრევს და შიგ
მხოლოდ თავადაა გახლართული, მხოლოდ ის. შიმშილით კვდება. / მისი
კათოლიკური დამოკიდებულება სიმართლის მიმართ. / მეხსიერების დაკარგვის
შიში: როგორია, ცარცით ეცადო შუშაზე წერას და შუშა მხოლოდ ნაწილობრივ
იჩერებდეს ცარცს, წაკითხვა შეუძლებელია. ძალიან ზუსტად მახსოვს, სად და ვის
ვუთხარი ეს. გრძელ პირსზე გავედით. სანამ კაცი ლაპარაკობს, ყველაფერი მესმის.
პირსის ბოლოს გავჩერდით. სვლა რომ გაეგრძელებინა, პირსს გასცდენოდა და
ნაცრისფერ წყალზე გასულიყო, უკან მივყვებოდი და დავიხრჩობოდი: აღარ მახსოვს,
თავად ეს როგორ ახსნა. / იმპოტენტი (პირველად) 35 წლის ასაკში...

***
Arena Stage

ეიფორია დილას ვაშინგტონში ცარიელი სცენის დანახვისას. გოდება გრაფზე,


რომელმაც ნაჯახს ხელი სტაცა, ერთი წლის წინ ითამაშეს; მსახიობები იმათი
სახელებით წარდგნენ, ვის როლსაც თამაშობენ: კოკო, ელზა, მარიო ან I am the widow, I
am the murderer. საღამოს ვნახულობ, რა შესძლებიათ: „ლეონცე და ლენა“[5].
აღფრთოვანებული ვარ, გულწრფელად, მოგვიანებით გარდერობში ვაქებ და ყველა
კოცნა, რომელიც მივიღე, დამსახურებულია. პირობას მართმევენ, რომ პიესას დავწერ
და ვაშინგტონში ჩამოვიტან და მათთან ერთად დავდგამ ამ სცენაზე. ვპირდები. რა
პიესას? ახალ პიესას; ვფიქრობ, სხვანაირ პიესას, მხიარულს, უტიფარს, მაინცდამაინც
სასაცილოს კი არა, მაგრამ ჭკუის სწავლების გარეშე. იმედის გარეშე, რომელიც
თამაშის მერეც გაჰყვებათ. ამას ჩემს თავს კი არ ვპირდები, არამედ მსახიობს,
რომელმაც ეს წუთია როზეტა ითამაშა; ვინმე უნდა მედგას წინ, სხეული, რომ თავად
დავიჯერო ჩემი დაპირება. სხვათა შორის, სწორედ ასე დამეწყო პიესების წერის
მოთხოვნილება: ვხედავ სხეულებს, რომელთაც თამაში შეუძლიათ და მინდება, რომ
მე მითამაშონ, რომ ჩემმა სიტყვამ შეიძინოს სხეული, ბევრი სხეული, მამრობითი და
მდედრობითი.

ლინი

კაცმა უბრალოდ მოხსნა სათვალე, რომ მისი თვალები დაენახა. მან კაცის
ინგლისურზე იცინა. კაცმა კი ეს ისე ქნა, რომ საფეთქლებზე არც შეხებია, თითქოს
ოპტიკოსი ემსახურებოდა კლიენტს. ლინი ციცქნა სამზარეულოში დგას, ორივე
ხელში ჭურჭელი უჭირავს, ამწუთას სრულიად დაუცველია. მისი თვალების ფერი:
წყალქვეშა კენჭებივით კამკამა. კაცი ფიქრობს, სათვალე საერთოდ არ უხდებაო, მას კი

54
ეს უსამართლოდ მიაჩნია. Because I need glasses, ამბობს. ამიტომ კაცი სათვალეს
უბრუნებს. Why don’t you have a seat. ამბობს ლინი. ლამაზი ბინაა. But very small,
პასუხობს. კაცი მაინც ბოლთას სცემს, ხელები ჯიბეებში ჩაუყვია: Like a prisoner,
ამბობს ის, or like an animal. ლინმა დაპატიჟა, რადგან კაცმა ამას წინათ გადაიხადა და
რადგან ის, ასე ჰგონია ლინს, უკვე სამი კვირაა, რესტორნებში იკვებება. მეგობრული
იდეაა; კაცი უფასებს და სტუმარივით ჯდება. ლინი ნელა ირჯება და არც
მაინცდამაინც მარჯვედ, თან კეთება და თან ლაპარაკი არ გამოსდის. მას კი შეუძლია
დაეხმაროს: პომიდორი დაჭრას რგოლებად. ისე ახერხებს, პატარა საწერ მაგიდას არ
სვრის; თან საუბარიც გამოსდის, მაგრამ სათქმელი ბევრი არაფერი მოსდის თავში:
კანადაში რომ ტბები ჯერ კიდევ გაყინულია, ეს უამრავი ტბა, თეთრი ბარათებივით
მიმობნეული, ქსოვილის ნაგლეჯებივით დაფლეთილი, თითქოს საბეჭდი მანქანიდან
ამოუხევიათ ფურცელი და ნაკუწ-ნაკუწ უქცევიათო. ამასობაში საქმესაც მორჩა, ორი

პომიდორი დაჭრა რგოლებად. კვირადღეა, ადრიანი საღამო და გარეთ ჯერ სინათლეა,


ისევ ფეხზე დგას, ტაფა თუხთუხებს. მის წიგნებს ათვალიერებს. იცის, რომ
მოსაწყენად იქცევა. ლიტერატურაზე ბოლო დღეებში ბევრი ილაპარაკა. შენც იცი
საჭმლის მომზადებაო? ლინს ბევრი წიგნი არა აქვს, ეს მას ამშვიდებს. საუბრები
ლიტერატურაზე, რომლის დროსაც ადამიანი ძირითადად საკუთარ ცოდნას
ამჟღავნებს და აზრებს აფრქვევს – ამის სურვილი ნამდვილად არა აქვს; ისედაც არ
უყვარს. ლინს ერთი ბოთლი ღვინო უყიდია, ბოთლის გახსნა მას დაევალა, როგორც
მამაკაცს, Sauternes. საქმე მიეცა; ეს ახარებს. გშიაო? ლინსგაშლილი, გრძელი თმა ხელს
უშლის, როცა მაცივართან იხრება ნაღების გამოსაღებად; ისევ თავზე იგორგოლავებს,
სანამ საჭმლის კეთებას გააგრძელებს, ოღონდ ჯერ ხელებს იბანს, მერე იმშრალებს.
ცოტათი ნერვიულობს, თუმცა კაცი არ უყურებს. ერთი ჩიბუხის მოწევას მოასწრებდა.
ისევ ტახტზე ჯდება. იცის თავისი ასაკი; მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, ბოლოს და
ბოლოს შეეგუოს. ახლა ძალიან საჭიროა საუბარი. ლინი რატომ არ ლაპარაკობს?
სიჩუმეში, სანამ ჩიბუხს აწყობს, წყვეტს, ჭამის შემდეგ დიდხანს არ დავრჩები და
არავითარ შემთხვევაში არ ვაკოცებო. ცდილობს, რაც შეიძლება მშვიდად გამართოს
ჩიბუხი, რაც შეიძლება გაახანგრძლივოს. მის ხელებს ეკრძალებათ ლინის წელს
შეეხონ. ის ამასობაში მეორე ტაფით არის დაკავებული. ლინის ბინა: უფრო პატარაა,
ვიდრე თავიდან მოეჩვენა, ერთი კარი აბაზანაში შედის, ყველა დანარჩენი კარი
კარადისაა, მოკლედ, ერთოთახიანია. ორი ფანჯარა გისოსებშია ჩასმული; მაინც
მოპარეს ტელევიზორი. ეტყობა, ეს გისოსები არც ისე საიმედოა; ხედავს, როგორ

გაუღუნავთ რკინა. What can you do, ამბობს ის. რასაკვირველია, შიშში ცხოვრობ.
შემდეგ სტუმარს სთხოვს, ღვინო დაასხიო. ორივე ფანჯრის წინ – რკინის სახანძრო
კიბე, თითქოს საგანგებოდ გაუმზადებიათ ქურდებისთვის. ფანჯრებიდან მხოლოდ
კედელი მოჩანს, ხუთი მეტრითაც არ იქნება დაშორებული, უფანჯრო კედელი; ზევით
ცის პატარა ნაგლეჯი. შეიძლება ვიკითხო, ქირას რამდენს იხდის? გემრიელია ლინის
შემწვარ-მოხარშული და თავადაც მოდუნდა. ჭიქებს ერთმანეთს არ უჭახუნებენ, ლინი
მხოლოდ ამბობს: Hi! მადა მშვენიერი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ დგება
ფირსაკრავისთვის, ვივალდი. მისი თვიური შემოსავალი: 1080 დოლარი,
გადასახადების ჩამოჭრის შემდეგ – 750 დოლარი. შვებულება – ორი კვირა
წელიწადში. აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება კვირიდან კვირამდე გაუშვან

55
სამსახურიდან, თუკი ფირმა, რომელიც ქალაქში ლაპლაპა ცათამბჯენს ფლობს,
ლინით უკმაყოფილო იქნება. აქ ეს ასეა. Money მამობრივი შეკითხვის დასმას მისი
ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ტრავმაგადატანილი ბავშვების სკოლას, სადაც ის
მუშაობს, სახელმწიფო არ აფინანსებს, რადგან სკოლის სპეციფიკა

არ შედის არც ერთი უწყების კომპეტენციაში) მხოლოდ პირისპირ დარჩენისას ვბედავ;


ქალიშვილმა, რომელიც საუბრის განმავლობაში შეუღებავ შალის ძაფს ამუშავებს,
შეიძლება არასწორად გაიგო. მამა, რომელმაც ოჯახი მიატოვა და საკუთარი შვილების
მორალური ვალი აქვს, ფულით ამ ვალს ვერ გადაიხდის. მისი პასუხი: ჯერჯერობით
თავს ვართმევთ. გამომეტყველება უფრო დამცინავი აქვს.
It is pointless

ამბობს ლინი, როცა მან მაინც აკოცა. ტახტზე დასაჯდომად ფეხსაცმელი გაიძრო და
კორპის პლატფორმიდან ჩამომხტარი, რა თქმა უნდა, უფრო დაბალია, ძალიან არა,
ცოტათი უფრო დაბალი. კაცს გაუკვირდა. ლინმაც აკოცა, ოღონდ შემდეგ თეძოებიდან
მოიშორა უცხო ხელები, უხეშად არა, ნაზად, მაგრამ ბეჯითად; პასუხი უხერხულ
მდგომარეობაში არ აგდებს, რადგან ლინი სახელით მიმართავს: უხერხული არ არის,
მხოლოდ მკაფიოა. შემდეგ ალბომი მოაქვს. კაცს ფოტოები არ უყვარს. მაგრამ
სტუმარია და რას იზამს. კოლეჯის მოსწავლის ქორწილისსურათები ფლორიდაში:
თეთრებში გამოწყობილი ლინი, ახლანდელზე გამხდარი, ხელში ყვავილების
უზარმაზარი თაიგული უჭირავს, ქორწილის სტუმრები პალმებქვეშ. I got marries as

a virgin, ამბობს ის, That should not be allowed. ფოტოებს ალბომიდან სათითაოდ ხევს
და ისე მაჩვენებს. Memoiren

როდესაც პირველად დავქორწინდი... ცდილობს, ინგლისურად მოჰყვეს; She too was a


virgin, მაგრამ ეს არაა მთავარი, She was an architect too. მიაჩნია, რომ უცნაური ამბავია
და იმედი აქვს, მისი ლექსიკა პატარა ყვითელი ლანგენშაიდტის გარეშე გასწვდება
თხრობას, თუ ლინი ბევრ შეკითხვას არ დაუსვამს. I got married twice, ამბობს ის,
legally, ამატებს, რომ მოსაყოლი შეამოკლოს და ძირითადს მიადგეს; ერთ იმ ნამდვილ
ამბავთაგანს, რომელიც გრძლად არ მოიყოლება. ხანდახან ჩაურთავს: You know what I
mean. გადავდივართ ბინაში, პირველ სართულზე, წინ პაწაწინა ბაღის ნაგლეჯი გვაქვს
და ბედნიერები ვართ, ამბობს: To have got this place. ვინ არიან მეზობლები, არ
მაღელვებს. მაინც ვიგებ, რომ ჩვენს ზედა სართულზე ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს,
მთლიანად მოწყვეტილია, ვინმე ფრაუ ჰალერი, ბუნებრივია, მას ვერასდროს
ვხვდებით სადარბაზოში. I was thirty one, ამბობს ის, exactly your age.
არისტოკრატიული ქორწილის მეორე დღეს ბინის კართან ყვავილები გვხვდება. ზედა

სართულზე მცხოვრები ფრაუ ჰალერისგან. არ ავდივარ მასთან მადლობის


სათქმელად. სამაგიეროდ, სადარბაზოში ხანდახან მხვდება შუა ხნის ქალი, მისი
მომვლელი; გვარად აიხელბერგი თუ აიხელბერგერი, ერთმანეთს ვესალმებით
საფოსტო ყუთთან, ის ქალი სულ გაურკვევლად მიღიმის. დავრდომილი მეზობელი
რადიოს უსმენს ხშირად, მხოლოდ მუსიკას არა, რომელიც ნაკლებად შემაწუხებელია,
არამედ პიესებსაც და რეპორტაჟებსაც. მისი ხმა არასდროს გაგვიგია. როგორც ჩვენმა
საერთო მრეცხავმა ქალმა გვითხრა, უკვე წლებია ლოგინად არის ჩავარდნილი; ვერც
56
ვეღარასდროს ადგებაო. Incurable, ესაა სწორი სიტყვა, incurable. როცა ხანდახან ზევით
ასვლა და ფროილაინ აიხელბერგისთვის რაიმეს გამორთმევა მიწევს, მაგალითად,
მარილის ან ქილის გასახსნელის ან სხვა რამის, რაც ჩვენს ახალშექმნილ საოჯახო
მეურნეობაში არ მოგვეპოვება, ყოველთვის სადარბაზოში ველოდები; ვხედავ პატარა
ჰოლს და ღია კარს იქით ოთახს, სადაც ავადმყოფი წევს. თავად მას ვერ ვხედავ,
მხოლოდ კარადას და ხალიჩის კუთხეს. უკვე ვიცი, სად დგას მისი საწოლი. მას ჩემი
ხმა ესმის. მერე ისევ მავიწყდება. ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.
ელექტროდამცველები უნდა ვთხოვო. ფროილაინ აიხელბერგერს
ელექტროდამცავების დიდი მარაგი რომ არ აღმოსჩენოდა, რაც ისეთივე
მოსალოდნელი იყო, როგორც მისი უცნაური ღიმილი, ჩვენს ახალდაწყებულ
თანაცხოვრებას ხშირად სიბნელეში გავატარებდით. შიგნით მეპატიჟება. გასაგებია:
ფრაუ ჰალერს, რომელსაც უკვე მთელი წელია, ჩემი ხმა ესმის, უნდა, რომ მეზობელი
ერთხელ მაინც ნახოს. მაშინვე ვტყუი, სტუმრები მყავს-მეთქი. ხუთი თუ ექვსი ნაბიჯი
იქნებოდა

გადასადგმელი. სხვა დროს სიამოვნებით! ვამბობ და დამცავებისთვის მადლობას


ვიხდი. მერე ელექტროდამცავებს თავად ვიმარაგებ; აღარ მინდა ზევით ასვლა. არც კი
ვიცი, რატომ არ მინდა ფრაუ ჰალერის ნახვა. ჩემს ცოლს ვთხოვ, როცა ყიდვისას რამე
დაგაკლდება, თავად ადი ზევით-მეთქი. ერთ წელს აღარ ავდივარ. იმხანად იბადება
ჩვენი პირველი შვილი და მტკიცედ ვწყვეტ, ახალი ბინავიშოვო, უფრო დიდი, მაგრამ
ფული არ გვყოფნის და მაინც იქ ვრჩებით. კიდევ ერთი წელი გადის, სანამ გავიგებ, ვინ
არის ტერეზე ჰალერი. გარდაუვალი და ბუნებრივია, რომ ჩემი ცოლი და ეს
ფროილაინ აიხელბერგი, რომელიც ხანდახან ჩვენს ურსულას იტოვებს,
დამეგობრდნენ და რომ ჩემს ცოლს ზედა ბინაში ეპატიჟებიან; არ უუარებია, გაიცნო
დავრდომილი, რომელიც თურმე ხელებსაც კი ვერ ამოძრავებს, მხოლოდ თავს.
მშობიარობით გამოწვეული დამბლა. ამას მაშინ ვიგებ, როდესაც მაგიდასთან
ვსხედვართ, ჩემი ცოლი და მე და ჩვენი შვილი საბავშვო სკამში, პატარა იდორბლება
და კიდევ ვიგებ, რომ თურმე უკურნებელი ავადმყოფი მე მიცნობს. ჩემი ცოლისთვის
უთქვამს, ერთად დავდიოდით სკოლაშიო. ტერეზე ჰალერ-მოკი, წლების
განმავლობაში ყოველდღე ვკითხულობდი მის სახელსა და გვარს საფოსტო ყუთზე და
არც ერთხელ არ გამომიცალკევებია მისი ქალიშვილობის გვარი. ტესი. მხოლოდ ის კი
არ იყო, რომ ერთ სკოლაში დავდიოთ, my first love, ამბობს ის, but she could not know
this. პუტკუნა გოგო იყო ქერა ნაწნავებით, რომლის გამოც დავცინოდით და იმ
ნაწნავებს ვაწიწკნიდით. მასთან მარტო არასდროს დავრჩენილვარ. ჩემს საუკეთესო
მეგობარს, მუშის შვილსაც ტესი უყვარდა. ჩემი მეგობრის დედის ტაფაში – დედა
ძაფსართავ ფაბრიკაში

მუშაობდა – ტყვიისგან საქორწინო ბეჭდები ჩამოვასხით. ტესის არ უნდა გაეგო. მთელ


დღეებს ვატარებდით ამ ბეჭდების ჩამოსხმაში, ტყვია ტაფაში ვერცხლისფრად
ელვარებდა, მაგრამ, როგორც კი ცივდებოდა, ბრწყინვალებას კარგავდა და სანამ
ბეჭდის ფორმას მიიღებდა და თითზე წამოიცვამდი, მქრქალი და რუხი ხდებოდა.
სხვა რაღა დაგვრჩენოდა, ტესის სკოლის ეზოში ვიჭერდით და ნაწნავებს
ვაწიწკნიდით. ერთხელაც სკოლის ექსკურსიაზე ტესიმ ტუჩებზე მაკოცა, თოთხმეტი
წლისამ, და ჩემს მეგობარსაც აკოცა... პირობას ვდებ, რომ მომდევნო დღეებში

57
დავრდომილს მოვინახულებ; მართლა ვაპირებ. როდესაც ბაღში ვსხედვართ, მას ჩვენი
ხმა ესმის; ფანჯარა უმეტესად ღია აქვს. არ სტკივა, ისე იტანჯებაო. გაზეთში
წაუკითხავს, რომ პროფესიულ წარმატებას მივაღწიე და მოლოცვას მითვლის. ისევ არ
ავსულვარ ფრაუ ჰალერთან. Why not? ის პასუხობს: I just don’t know. ამასობაში
მანსარდა ვიქირავე, რომ საღამოობით შინ მუშაობა შევძლო; თითქმის ყოველდღე
ავუვლი ხოლმე მისი ბინის კარს. It’a a shame, ამბობს კაცი, I know. ერთ საღამოს, როცა
მშენებლობიდან სახლში ვბრუნდები, ჩვენი კარი ფართოდ გაღებული მხვდება, ბინა
ცარიელია, თავსხმა წვიმაა; ჩემი ცოლი ბაღში ვერ იქნება, უშედეგოდ ვეძახი. იქნებ
ზევითაა? სამზარეულოში, ქურაზე, ცარიელი ტაფა დგას, ვარვარებს. ზევით რომ
ავდივარ, ფროილაინ აიხელბერგერი მიღებს კარს და მამშვიდებს, თქვენი ცოლი ისევ
მოვიდა გონზეო. ვერ ვხვდები, რა მოხდა და შევდივარ ბინაში, სადაც შესვლას ამდენ
წელს გავურბოდი და ამწუთას ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ არა ფრაუ
ჰალერისთვის. ჩემი ცოლი ქურასთან მდგარა და მეხი დასცემია, გვარიანადაა

გონებაარეული, გადაწოლილია სავარძელში, გაფითრებულია, მაგრამ გონზეა. მეორე


შვილზეა ფეხმძიმედ. ფროილაინ აიხელბერგი მთავაზობს, დაჯექიო. არ ვჯდები.
ვდგავარ ჩემს ცოლსა და დავრდომილს შორის, რომელიც თავის ლოგინში წევს. ჩვენი
პატარაც იქაა; ჩვენ, მთელი ოჯახი. გარეთ ისევ ელავს. კიდევ მთავაზობენ, დაჯექიო.
მას მერე, რაც დაწვრილებით მომახსენეს, რა მოხდა, ვფიქრობ, დროულია, ფრაუ
ჰალერს მივესალმო; ვეუბნები: ტესი! თითქოს ეს-ესაა შემოვსულიყავი ოთახში.
სხვათა შორის, მისი საწოლი ისე არ დგას, როგორც წლობით წარმომედგინა, არამედ,
პირიქით, მარჯვენა კუთხეში; ეს ცოტა მაბნევს და სწორედიმწამს მავიწყებს იმას, რაც
წლებია ვიცი: მისალმების ნიშნად ვუწვდი ხელს, რომელსაც ის ვერ ჩამომართმევს.
მაგრამ მიღიმის. მკლავები ტანის გასწვრივ უწყვია ლოგინზე. თოჯინას მკლავები. ჰო,
ერთმანეთს შენობით არ მივმართავთ. ისე ვჯდები, რომ თავის მოტრიალება არ
დასჭირდეს ლაპარაკისას. ფრაუ ჰალერი მეუბნება, სულ არ შეცვლილხარო. ბავშვური
სახე აქვს, ნელა ლაპარაკობს, მაგრამ მხიარულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩემი
ცოლის შემხედვარე, რომელიც ყველა გაელვებაზე კრთება. ფროილაინ აიხელბერგერს
ჩაი მოუდუღებია. სახლში ქურა გამოვრთე. თითქოს ჩვენს სტუმრობას ელოდაო,
დავრდომილს ყელზე ძეწკვი უკეთია და სამაჯურიც, უზადოდაა დავარცხნილი. არ
მეკითხება, რატომ არც ერთხელ არ ამოხვედიო. ჩვენი ურსულა მის საწოლზე ზის.
როდესაც თითო ფინჯანი ჩაი უკვე დალეულია, ვფიქრობ, დროა, ცოლი ქვევით
ჩავიყვანო, მიუხედავად იმისა, რომ ელდაგადატანილს სხვებთან ყოფნა სიამოვნებს,
შიშს ოდნავ ავიწყებს; მე კი ვამბობ, რაც

ერთხელ უკვე ნათქვამი მაქვს: სხვა დროს, სიამოვნებით! რასაკვირველია, მადლობას


ვუხდი დახმარებისთვის და ყველაფრისთვის. როგორ უნდა დავემშვიდობო, არ ვიცი,
ფრაუ ჰალერი ხომ ხელს ვერ გამომიწვდის. მაინც შევეხო ხელზე? ამასობაში ჩემი
მაშინდელი მეგობრის სახელიც გამახსენდა: ბონდი ერქვა, ემილიო ბონდი. ნეტა ახლა
რას შვრება? როცა ბოლოს და ბოლოს და ცოტა ნაუცბათევად ვემშვიდობები,
ვეუბნები: ფრაუ ჰალერ. ეს უფრო სწორად ჟღერს, ვიდრე ტესი, უფრო გულითადად,
თან მის უძრავ ხელს ვეპოტინები, რომელიც სხეულის გვერდით უდევს საბანზე;
როგორც ჩანს, ვერ გრძნობს შეხებას. მივდივართ. ექიმმა ჩემი ფეხმძიმე ცოლი გასინჯა
და თქვა, ყველაფერი რიგზეაო. მხოლოდ მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრეღა

58
მახსენდება ეს ამბავი, წვიმიანი ღამეა, ოღონდ არ ჭექს და არ ქუხს, უცებ მეუფლება
უაზრო შიში, რომ უკურნებელი სენით დაავადებული არსება გაგვიჩნდება,
დაბადებიდანვე უკურნებლად ავადმყოფი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ჩემს ცოლსაც
ახსენდება, ვატყობ, მაგრამ ერთმანეთს არ ვუტყდებით. მისი ოფლით დანამული
ხელი მიჭირავს, სანამ ექიმი არ მეტყვის, გარეთ გადი, საერთო ოთახში დაჯექი და
არაყი დალიე, დაგიძახებთო. მაგრამ ჩემს ცოლს უნდა, რომ მშობიარობას დავესწრო
და ვრჩები, სანამ ბავშვი ჩნდება. ჯანმრთელი ბავშვი, ვაჟი. კიდევ რამდენიმე წელს
ვცხოვრობთ იმ ბინაში, მაგრამ ფრაუ ჰალერი აღარასდროს მომინახულებია. ოღონდ
სულ ვაპირებდი ხოლმე. მოგვიანებით (1955) ის ბინა დავტოვე...

Max, you are a monster

...და მარტო ვცხოვრობ: ორი ოთახი სოფლის სახლში, სამზარეულო და აბაზანა,


ფირსაკრავი ნებადართულია 22.00 საათამდე, გაჭიმვაც არ გჭირდება, რომ ჭერს
ასწვდე, გლეხის დედაბერს ქვევით ყოველი ნაბიჯი ესმის, გინდაც ფეხშიშველი
დადიოდე; ზეთის ღუმელის ჩუმი ხმა; სამუშაოთი დატვირთული სამი ზამთარი,
სამუშაოთი დატვირთული ოთხი ზაფხული... Montauk

ყველაფერი არ გამოდის ამ უღრუბლო დღეს. კაცი რუკას დასცქერის: Culloden Point.


ეგონა, სოფელი დახვდებოდა. მეთევზეების პატარა დასახლება შერჩათ,
ნავმისადგომით, ანძებით, სახლებით, მცხოვრებლებით (როგორც ერთი წლის წინ
ბრეტანში) და აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას არც ღირს გაჩერება: ვაკეზე ჩამწკრივებული
ბარაკები, ნაწილობრივ ჩამოფხავებული, ტივტივებზე მიბმული მოტორიანი ნავები,
ზოგი შესაკეთებლად ამოუყვანიათ ზევით, მანქანის სადგომები, ბენზინგასამართი
სადგურები ზედ დაკიდებული პატარა ვიმპელებით, ძველი

საბურავების გროვები, წუმპეებით და ყველანაირი ნაგვით სავსე ადგილი: For Sale,


ნაცნობი წარწერები: Texaco, Pizza, Shell, Blue Ribbon, Hamburger, Real Estate. ზუსტად
შუადღეა – იქნებ ახალგაზრდა ქალს, სახელად ლინს, ახლა ურჩევნია სადმე სხვაგან
იყოს, მარტო... Amagennsett, ესეც ინდიელების სახელია; აქ ჩერდებიან, თუმცა
სოფელი აღარ არის: კოინდარი პატარა ხის სახლების ირგვლივ, ყველაფერი
მოვლილია, ერთგან წარწერა ხვდებათ: For Rent. ღობეები არა აქვთ, ამ რეგიონში
ყველა შეძლებულია, ყველას აქვს ყვავილები, კეთილდღეობა ბუნების სახით.
ცისფერი ცაც კი მოვლილ-დავარცხნილი ჩანს. აქა-იქ ლაპლაპა ლიმუზინები დგას.
ბალახის სარწყავი სისტემა ებრძვის მწვანე მოწყენილობას. აქ რა ესაქმებათ?
სულერთია, საით წახვალ: ყველგან მწვანე მოლი და ყვავილებია, ყველგან თეთრი
ვილები. ერთგან ვარსკვლავებიანი დროშა ფრიალებს; ეტყობა, დასახლების ცენტრში.
საოცარი სიწყნარეა, ყველაფერი პრიალებს და მშვიდია, როგორც სარეკლამო
სურათზე. ჩიტების ხმა ისმის. უეცრად ისეთი მოწყენილობა ისადგურებს, რომ
ვერაფერზე ლაპარაკობ. კითხულობ წარწერებს: Church, Liquor Store, Antique Shop,
Boutique. ნეტავ რამე გჭირდებოდეს, შვება იქნებოდა. ლინი შარვალს მაინც
ათვალიერებს, ქამარსაც, არაფერს განსაკუთრებულს; რაც აქვთ, იმას. არაფრის ყიდვას
არ აპირებს, არ მოისურვებდა, რომ კაცმა აჩუქოს. კაცი მაშინვე მოიწყენს, როგორც
ყოველთვის, როცა ქალი ათვალიერებს ნივთებს, რომლებსაც არასოდეს იყიდის. არ
ახსენებს ლინს, შენ ხომ გშიოდაო. თავად მას სწყურია. გოგონა, რომელსაც ეს ბუტიკი

59
ეკუთვნის ან, ყოველ შემთხვევაში, მუშაობს მაინც იქ, სავარძლიდან არც კი
წამოწეულა; ფეხშიშველაა, რაღაცას კითხულობს. ხელს არ

უშლიან, არც ლინის ზრდილობის გამო დასმული კითხვა აწუხებს, კითხვაზე


პასუხობს. გოგონას, ეტყობა, ბუტიკზე უფრო ის აღელვებს, რაც იმ წიგნში წერია. კაცმა
თვითონაც არ იცის, რატომ უყურებს ფეხებზე, მკითხველის ფეხებზე. აკვარიუმში
დეკორატიული თევზები დაცურავენ. დასანანია დროის ასე ფლანგვა. ახლა ლინი
ქუდებთან დგას. კაცს უკვირს, რომ ნერვები არ ეშლება. ტვინი რაღაცას ყოველთვის
ფიქრობს, ხშირად ერთსა და იმავეს, ამიტომ არ აინტერესებს, რას ფიქრობს ტვინი.
როდესაც კაცი აცმიდან მძიმე და მრისხანე ბალთიან ქამარს გამოაძრობს, რომ უკეთ
შეათვალიეროს, ლინი ამბობს: Much too expensive. მკითხველ გოგონას არც ეს
აღელვებს. ასე რომ, მიდიან. Bye, ამბობს კაცი, მკითხველი წიგნიდან თავს არ სწევს, ისე
პასუხობს: Have a nice day. მანქანაში (ლინი მართავს) ხვდება, რა იფიქრა ბუტიკში: –
დღევანდელი დღე მინდა აღვწერო, მხოლოდ ეს დღე, ჩვენი შაბათ-კვირა და როგორ
აღმოვჩნდით ერთად, მერე როგორ გაგრძელდება. მინდა, ისე შევძლო თხრობა, რომ
არაფერი გამოვიგონო. მთხრობლის მარტივი პოზიციიდან.

რატომ მაინცდამაინც ეს შაბათ-კვირა?

...და არა ბერლინში, პატარა ბაზარში ნაყიდი რაღაცები, ცარიელი ბინა, სადაც დღისით

ხელოსნებს ველოდები. ხვალ თბილი წყალიც გექნებათო. ამ განახევრებული


ბერლინის ქუჩები და დუქნები, განახევრებული მდინარე ჰაველი, მისი ფიჭვები
ჩრდილოეთის ცის ქვეშ. ნაშუადღევს ქალაქში, სამზარეულოს აღჭურვილობის
საყიდლად; მეშვიდედ ვაწყობთ სამზარეულოს. ბინა ტემპელჰოფის აეროპორტის
საფრენ ზოლში მდებარეობს, თვითმფრინავები ისე დაბლა დაფრინავენ, რომ სახლის
უკან ეზოს ზანზარი გაუდის, დასავლეთიდან მოფრინავენდა დასავლეთისკენ
მიდიან; ფრენებს შორის სიწყნარეა, ფრიდენაუ ჰქვია აქაურობას. რომ გვეგონა, იმაზე
მეტი რამ გვჭირდება: ჟალუზი დილის მზისგან საწერი მაგიდის დასაცავად.
გარდერობის ხუთ კაუჭს ვხრახნი. ჯერ კიდევ გუშინწინ ვამბობდით: ბინაში
მივდივარ. დღეს ვამბობთ: შინ მივდივარ. მუყაოს ნაირ-ნაირი ყუთები ავეჯივით
იქცევიან; იატაკზე წიგნებია. ძველი კარადა, რომელიც მნახველებს მაშინვე მოსწონთ:
ვინ იპოვა? შენ იპოვე ეს კარადა. ვინ იპოვა ეს გრძელი მაგიდა? დიუბელებს უნდა
მივხედო. თეთრ ოთახებში ექოს ხმა ისმის; პატარა ტრანზისტორიდან მუსიკა
იღვრება. ზუსტად ისეთი ბინაა, ციურიხში რომ ამაოდ ვეძებდით, სადა, მაგრამ
მაღალი ჭერით. მოკლედ, ბერლინში ვართ. აქ ცხოვრებას ასე ვასაბუთებთ: კედლით
გაყოფილი ქალაქი, გაღმაც მყავს რამდენიმე მეგობარი, ზოგიერთი ისეთი გაბედულია,
სირცხვილისგან ვწითლდები, დიდი ხანია, სიმამაცეს იჩენენ. კვირას კლაისტის
საფლავზე. ახალი არქიტექტურის საუკეთესო შიდა სივრცეა იმათ შორის, რაც
მინახავს: შარუნის მიერ აგებული ფილარმონია. ცივი თებერვალი; მსუბუქი ჰაერი.
ჯერ სამზარეულოს ვაწყობთ; გაზქურა. ბინა არ უნდა გამოვჭედოთ ავეჯით, მეც ასე
ვფიქრობ, მაგრამ

სკამები საჭიროა. ტელეფონი იატაკზე დგას. პატარა მრგვალი მაგიდა ბაღის კაფეს თუ
ბისტროს გვაგონებს. იუგენდსტილის სანათი, რომელიც იურეკმა გერმანიის

60
დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოგვიტანა და იუგენდსტილის მეორე სანათი,
რომელიც შენც მოგწონს. ოსვალდ ვინერს დუქანი აქვს, სახელად „ექსილი“, იქ თავს
კარგად ვგრძნობთ. სკამები შენ იპოვე, თითო 50 მარკად და აღტაცებული ხარ
მაღაზიით, რომელსაც ორი წვერიანი სტუდენტი უძღვება; აი, აქ ვდგავარ, სკამებს
ვარჩევ და შენ ზურგს მაქცევ, თითქოს მე სკამებთან საერთო არაფერი მქონდეს; უცხო
მუშტარი ვიყო. წვეროსნები ღვინოს გვთავაზობენ და ისე გვეპყრობიან, როგორც ერთ
მუშტარს. ნაშუადღევს შლახტენზეეზე; როცა მხიარულობ, ცოტა ხნით მავიწყდება
შენი უბედურება, გამოწვეული ჩემთან ყოფნით... Journal Intime

მაგალითად, როცა მას ვკითხულობ, რადგან ჩვენი საუბრის თარიღი მინდა გავიხსენო,
გაოგნება მიპყრობს: ორი თუ ხუთი წლის წინაც რომ ზუსტად ასევე მიფიქრია –
ოღონდ მერე დამვიწყებია, რადგან ვერ შევძელი გამოტანილი დასკვნის მიხედვით
ცხოვრება; პირიქით, დუნედ მიცხოვრია.
It is pointless

მის ზარს ჰოლიდან ელოდა. გარეთ ზაფხულის საღამოა. მაგრამ ოთახის კარზე რეკავს
ზარი და ლინი დგას კართან. შიგნით შედის და, კარი რომ იხურება, მხოლოდ მერე
ამბობს: Hi! ბურძგლიან ქურთუკს არ იხდის; სასტუმროში დარჩენას ისედაც არ
აპირებენ. ერთმანეთს ხელს არ უწვდიან. ლინმა დღეს ვერ მოახერხა თავისი
ყოველდღიური მედიტაციის ჩატარება. ოცი წუთი ყოველ საუზმემდე, ოცი წუთი
სამსახურის სავარძელში, სამუშაოს შემდეგ. დღეს უფროსმა გამოიძახა
კონფერენციაზე. ახლა მხოლოდ ერთი სავარძელი სჭირდება და თავისი ოცი წუთი.
საჭირო არ არის, კაცი ოთახიდან გავიდეს; მისი იქ ყოფნა ხელს არ შეუშლის, თუკი
ხმას არ ამოიღებს. ჯერ ჩანთა დადო ხალიჩაზე, დიდი, ტომარასავით ჩანთა, მერე
თვალდახუჭული და მდუმარე ზის, გაშლილი ხელები მსუბუქად დაუწყვია
შარვალზე. კაცს შეუძლია, ამასობაში გაზეთი წაიკითხოს, Book Review. მაგრამ რაღაცას
ცოდვილობს პატარა სამზარეულოში, რომ მისგან შორს იყოს; პიჯაკი არგაუხდია. ასე
რომ, თითქმის არ აკვირდება, სანამ ლინი ზის და სუნთქავს, და ხელები მსუბუქად და
გაუნძრევლად დაუწყვია შარვალზე. ლინი სუნთქავს. მეტი არაფერი. მშვიდად
სუნთქავს და მერე, კაცს ეჩვენება, რომ სუნთქვა უფრო ნელი და რიტმული ხდება.
სხვათა შორის, საათზე დაიხედა, ოცი წუთი გავიდა თუ არაო. ერთ მომენტში ლინს
მარჯვენა ფეხი ებრიცება, თავად, მგონი, ვერც ამჩნევს; განზე კი არ

გაუჩოჩდება, სავარძელში ჩაძინებულივით. მას არ სძინავს. პირველი გრძელი


წუთების განმავლობაში კაცი ფიქრობს: Show. შემდეგ ფანჯარასთან დგება, მისკენ
ზურგით, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაუწყვია. კიდევ ერთხელ ჩასცქერის
მეთერთმეტე სართულიდან ამ გზაჯვარედინს. ორი წლის წინ მეთექვსმეტე
სართულზე ცხოვრობდა. ამ სიმაღლიდან დანახული ხალხი: მხრებგამობმული
ქუდები, ჭრელი ღილებივით ბრტყელი, ოღონდ უკან გრძელი ჩრდილი მიჰყვება,
სანამ მზე ანათებს ან ქუჩის ლამპიონები ანთია, შემდეგ ჩრდილი მათ გარს უვლის,
ჯერ მოკლდება, მერე ისევ გრძელდება. როცა ვინმეს ელოდები (როგორც ორი წლის
წინ) და გინდა, ეს ვინმე ზევიდან ამოიცნო, ძნელია: დაინახავ ყავისფერ ქუდს და
გგონია, რომ მოვიდა. ძალიან არ აგვიანდება, ეჭვის საფუძველი არ არსებობს.
შეიძლება შეცდე კიდეც; ქუდი სხვაგან მიდის. როდესაც ახლა ბოლოს და ბოლოს

61
შორდება ფანჯარას, რომ ისევ იმ ძველ ამბავზე არ იფიქროს: თორმეტი წუთი გავიდა
და უცხო ქალი ისევ სავარძელში ზის, თავი აუწევია, ტუჩები მოუკუმავს და
დასწვრილებია, თვალები დახუჭული აქვს. Inconnue de la Seine[6], ცდილობს, ქალს
ირონიულად შეხედოს. ლინს ესეც არ აღელვებს. ბოლოს მეორე სავარძელზე ჯდება და
ჩიბუხის გაწყობას იწყებს. კაცმა რომ თქვას, არ ელოდება. უბრალოდ ზის, იდაყვები
მუხლებზე ჩამოუყრდნია, ხელში დავიწყებული ჩიბუხი უჭირავს. მოქმედების
მოთხოვნილება არა აქვს. სიჩუმე არ არის; კონდიციონერის ჩუმი ზუზუნი, ხანდახან
ავტობუსები, ერთხელ პოლიციის სირენა. იატაკზე გადაჭიმულ ხალიჩას აკვირდება.
ეტყობა, აქ ყველა ოთახში ერთნაირი ხალიჩა უგიათ. ესეც ხშირად გაუფიქრია.
ერთხელ გატრეტილი იწვა

ამ ჭუჭყიან ხალიჩაზე, ხელებს იქნევდა და ამტკიცებდა: „მე ვგრძნობ, რომ დედამიწა


მრგვალია, მე ვგრძნობ, რომ დედამიწა მრგვალია“, შუაღამე გადასული იყო,
სასტუმროში რომ დაბრუნდა და არ იყო საჭირო თქმა, საიდან მოვიდა და რატომ ასე
გვიან, კაცი ბედნიერი იყო, რომ ვინმესთვის შეეძლო ეცნობებინა: „დედამიწას
ჩავეხუტე!“ და ექსტაზი დაუფასდა; მას საყვედური არ დასცდენია, ლოგინში რატომ
არ წევხარ და ხალიჩაზე რატომ გაშოტილხარო; მზრუნველად გადააფარეს საწოლის
ყვითელი გადასაფარებელი, რომ იატაკზე დაგდებული არ გაყინულიყო, „დედამიწას
ვიხუტებ“, რა ნეტარი იყო... ახლა თეთრი ტელეფონი რეკავს; ჭოჭმანობს, მაგრამ
ყურმილს იღებს, რომ ზარი შეაჩეროს. უფრო ჩუმად არ ლაპარაკობს, ვიდრე
ჩვეულებრივ, მხოლოდ უფრო მოკლედ. გერმანულად. ვიღაცას ხვალინდელზე
უთანხმდება. ყურმილს დებს და ლინს უყურებს: მისი ფერმკრთალი ყელი, რბილად
გამოკვეთილი ყბა, ყური; თმა უკან გადაუწევია. ახლა ტუჩები ოდნავ გაუღია.
დაღლილობა ეტყობოდა, აქ რომ მოვიდა. დამღლელი ქალაქია, ყველამ იცის. ერთხელ
გაშლილ თმაზე გადაისვამს ხელს, ოღონდ თავს არ ანძრევს, უცნაური სანახავია: რა
ეკუთვნის ადამიანს, ხელი თუ თავი? შემდეგ ეს ხელი ისევ შარვალზეა დასვენებული.
ვიწრო თეძოები აქვს. კაცი საათზე იხედება. დრო არ გაჩერებულა, უბრალოდ, ახლა
სხვა დრო დადგა. ზის და ჩიბუხს არ აწყობს; საგნებს უყურებს: ჩემი პატარა საბეჭდი
მანქანა, Olivett Lettera, ყვითელი სანათი, პლასტმასის ჯამი, მისი მწვანეკვესი, მისი
ჩანთა იატაკზე, სავარძელთან; ერთხელ ღია ფანჯარაში გაიხედავს: წინა სახლის
ფასადი, Brownstone, წყლის რეზერვუარები სახურავებზე – შავ ლაქად მოჩანს ყვითელ
ცაზე.

ნათელი საღამოა. კაცი მის ცოცხალ ფეხებს დაჰყურებს. ფეხშიშველაა; ეტყობა, ასეა
საჭირო ამ საქმისთვის. მისი ფეხები, მისი ხელები, მისი შუბლი, მისი ყური. არაფერი
კრთება. მაგრამ ცოცხალია, სუნთქავს. ცოცხალი სხეული. თუ გინდა, დიდხანს
გაგრძელდეს ასე, საწინააღმდეგო არაფერი აქვს. როდესაც მერე ლინი თვალს ახელს,
სულაც არ ანაღვლებს, რომ ოთახში სხვაც არის და უხმოდ იცვამს ფეხზე, კაცი საათზე
იყურება (ოღონდ ლინი ვერ ამჩნევს): ზუსტად ოცი წუთი გასულა. თითქმის ზუსტად.
საჭმელად სად დადის აქ ხალხი? ლინს უნდა, ჯერ ერთი სიგარეტი მოწიოს. I am
hungry, ამბობს, მაგრამ ჩანთას არ იღებს. მერე აბაზანაში შედის. კაცი გასაღებით
ხელში ელოდება. გახარებულია. საინტერესო დაპატიჟებაზე თქვა უარი, რომ ისევ
მარტო დარჩენილიყო და უხარია, რომ ლინი ახლავს თან. როდესაც აბაზანიდან

62
გამოდის, კაცი ჩანთას ახსენებს. I’ll take it later, პასუხობს ის. მისი ჩანთა სასტუმროს
ოთახში რჩება.
I like your sense of humor

საზოგადოებაში (Pen Club) ისე იცინის, როგორც საჭიროა. How funny, ამ დროს ეს
ხალხი საშინელებად მიაჩნია. მარტო რომ ვრჩებით, მაშინ იცინის, როცა კაცი
საერთოდ არ მოელის.

მისი სიცილი საკმაოდ მჭახედ ჟღერს. დარწმუნებული ვერ იქნები, რომ გაიცინებს.
შეუძლია, არც გაიცინოს. როცა იცინის, გაკვირვებული ადამიანი იცინის. წამიერად
ეცვლება სახე და უმეტესად კაცს არ ჰგონია ხოლმე, რომ განსაკუთრებით სახუმარო
რამ თქვა. ხუმრობას არ გულისხმობს. არასდროს იცინის დიდხანს, მაგრამ სახე კიდევ
ცოტა ხანს რჩება გახსნილი, მისი მზერა. You have an open face არასოდეს თქმულა:
I love you

(სიყვარულის შესახებ, ორ სქესს შორის ურთიერთობის შესახებ, ახალს ვერაფერს


მოყვები, უკვე ერთხელ და სამუდამოდ აღწერილია ლიტერატურაში მისი ყველა
ვარიანტი და იმ ლიტერატურისთვის, რომელიც ამ სახელს იმსახურებს, ეს თემა აღარ
არსებობსო – ასეთ

გამონათქვამებს წააწყდები; ისინი ვერ ხვდებიან, რომ სქესთა შორის ურთიერთობა


იცვლება, რომ ახლა სიყვარულის სხვა ისტორიები ხდება.)
Women’s Liberation:

გადაჭრით ვემხრობი აზრს, რომ ასე საშური ჩვენს საზოგადოებაში სხვა არაფერიაო,
ამბობს კაცი. გიცხოვრია ოდესმე ემანსიპირებულ ქალთან ერთად? ამ კითხვას ლინი
არ სვამს და გული სწყდება, რომ ეს კითხვა თვითონ დაუსვა საკუთარ თავს; პასუხი
ახლა ლინს აინტერესებს და კაცი ჩაის ასხამს. ემანსიპირებული ქალი? ჩინური
ჩხირებით შეექცევიან საჭმელს, ხან გამოსდით, ხან არა, ორივე ჩხირით ადვილად
იჭერენ მსუბუქად მოხარშულ, მშრალ თეთრ ბრინჯს, ბამბუკის ღეროებიკი სლიკინაა
და მხოლოდ ისინი კი არ უსხლტებათ ხელიდან, არამედ სასაუბრო თემაც...

„მანჰეტენის კეთილი ღმერთი“[7]

ჰამბურგში რადიოში მქონდა საქმე და პიესა მოვისმინე, შემდეგ ახალგაზრდა პოეტ


ქალს, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, წერილი მივწერე: რა კარგია, რა
მნიშვნელოვანია, რომ საპირისპირო მხარე, ქალი, თავის აზრს გამოთქვამს-მეთქი.
ვიცოდი, რომ ხშირად ისმენდა ქება-დიდებას, მაგრამ მაინც მომინდა წერილის მიწერა.
მინდოდა მეთქვა: ჩვენ გვჭირდება ქალის მიერ კაცის განსახიერება, ქალის
თვითგანსახიერება. მისმა წერილობითმა პასუხმა გამაოგნა: პარიზში მივდივარ
ციურიხის გავლით, ოღონდ სულ ოთხი-ხუთი დღე მცალიაო. რა იგულისხმა? მაგრამ
არ ჩამოსულა. არც მისი მიუნხენის მისამართი მქონდა და არც პარიზის;
გამომცემლობის საშუალებით მივწერე. როდესაც მერე პარიზში აღმოვჩნდი,
გაზეთიდან შეიტყო და გამოიკვლია, სად ვცხოვრობდი, Hotel de Louvre. ჩემი პიესის
დადგმის სანახავად მოვიდა, Theatre des Nations, ლოჟაში დასაჯდომად

63
გამოწყობილი. ბედნიერი ვიყავი, როცა თეატრის წინ, კაფეში პერნოს შევექცეოდით და
ვუთხარი: არ არის საჭირო, პიესა ნახოთ-მეთქი. ყური წაიყრუა, თავისი ჩანთით იყო
დაკავებული და დაბნეული, რადგან რაღაცას ვერ პოულობდა. ლოჟაში არ მქონდა
ადგილი, ორი ბილეთი მქონდა იარუსზე. რატომ ვუთხარი ეს? მსახიობები
მელოდებოდნენ, პრემიერა პარიზში, ჩემი პირველი პრემიერა, დადგმა ძალიან
მომეწონა, ჩემს პიესასაც არა უშავდა, მაგრამ დრო რომ მოახლოვდა, გავუმეორე:
ინგებორგ ბახმან, მართლა არ არის საჭირო, ეს ნახოთ-მეთქი. თეატრის მაგივრად ჩვენს
პირველ ერთობლივ ვახშამზე წავედით. არაფერი ვიცოდი მის ცხოვრებაზე, არც მასზე
მოარული ჭორები. ბავშვთან ერთად ცხოვრობთ? იყო პირველი შეკითხვა, რომელიც
დავუსვი, გაუხარდა, გაოცდა, ნეტარება იგრძნო, რომ არსებობდა ვიღაც, ვინც
სრულიად არაფერი იცოდა მის შესახებ. Montauk

გუშინ, აქეთ რომ მოდიოდნენ, სიტყვაძუნწობდნენ, ლინი საჭესთან იჯდა, ის კი რუკას


ჩასჩერებოდა: You have to navigate, ლინის გამომეტყველება ამხიარულებდა. წინა
შაბათ-კვირა უფრო მზიანი ყოფილა. ახლა წვიმას იწყებს. ლინმა მოახერხა და
სამსახურიდან სამ საათზე წამოვიდა. ატლანტიკის სანაპიროზე ამინდი შეიძლება
სულ სხვანაირი დაგვხვდესო, ეუბნებიან ერთმანეთს. ამინდი მნიშვნელოვანია. თუ არ
იწვიმებს, სეირნობას შეძლებენ, მხოლოდ ღამის გათევა არ იქნება მიზანი. Sunrise
Highway, ახლა გზა ვეღარ აგვერევა; ასე რომ, შეგვიძლია ვისაუბროთ, რამეს მოვყვეთ.
კაცი ვერ ასწრებს ხოლმე ცეცხლი მიაგებოს – ლინს უკვე ხელში უჭირავს კვესი. უცებ
ეკითხება: Do you snore? გზა მშრალია; აქ საერთოდ არ უწვიმია. ორივეს გულზე
ეშვება, მაგრამ ლინი მაინც ვერ აალაპარაკა. ფედერალური კანცლერი ვილი ბრანდტი
გადამდგარა: ეს არ არის თემა, რომელიც ცხრა მთას იქითაც დააინტერესებდათ...
რამდენიმე დღის წინ, შუაღამე გადასული იყო, ვერ მოვისვენე და კრისტა ვოლფს
დავურეკე ოჰაიოს ქალაქ ობერლინში: რას ფიქრობს თქვენი მთავრობა-მეთქი, არა,
ვიცი, კრისტა, თქვენი ბრალი არ არის, კრისტა, ვიცი, კრისტა, მაპატიეთ-მეთქი...
მარცხნივ და მარჯვნივ საძოვრებია, მოსაწყენი, აქა-იქ შენობები, მახინჯი
ანტიარქიტექტურის ანთოლოგია. კაცს უხარია, რომ კიდევ რამდენიმე მილი აქვთ
გასავლელი. სხვა აქ რა უნდა აკეთო. ლინი კარგი მძღოლიაო, ფიქრობს. ნუთუ სულ ასე
წესიერად იქცევა, როცა მძღოლის გვერდით ზის ხოლმე? ერთ მომენტში ლინი თავს
ატრიალებს (ლარივით გაჭიმული და ცარიელი ქუჩა ამის შესაძლებლობას იძლევა)
და შეხედავს: I don’t know you at all, ამბობს და ეკითხება, რა სახის მანკიერი
თვისებები გაქვს, შენ, ჩემ გვერდით მჯდომ უცნობსო. Are you a sadist? ცოტა ხანში
პირველად მოჩანს წარწერა Montauk. იმწუთას თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს
გასეირნება ვერაფრით იქნება წარმატებული და გრძნობს, რომ ნიუ-იორკში ყოფნა
ერჩივნა. რუკა მან იშოვა, სხვა ყველაფერი ლინმა: National Car Rental, Gurney’s Inn,
დაჯავშნა ტელეგრაფული გადარიცხვით. ლინის თხოვნა, შენ გვერდით ნუ
დამაყუდებ, სანამ სასტუმროში შენს სახელზე გამაფორმებო, იოლი შესასრულებელია.
ძველ დროს ახსენებს. ამასობაში ლინი მანქანაში თმას ივარცხნის. ეტყობა, ნაცნობია
მისთვის ეს სიტუაცია და არ მოსწონს. როდესაც ბიჭს ორი პატარა ჩემოდანი
მანქანიდან გადააქვს, ხმას არ იღებს. კაცის ინგლისური, ლინის ინგლისური, იმავე
გვარზე არ დაწეროთ, Okey, ამბობს ოთახში და არც იხედება აქეთ-იქით, ბიჭს მაშინვე
ჩუქნის ფულს, არ აცდის, რომ აბაზანა დაათვალიერებინოს. ლინი ხმას არ იღებს, სანამ

64
ბიჭი არ გავა. Well, ამბობს და ბურძგლიან ქურთუკს არ იძრობს. აქ ორივე უფრო
შებოჭილია, ვიდრე მის ბინაში. კაცი ლითონის ჟალუზს ეჯაჯგურება. ოთახი
ლოჯიით, ნაპირთან ახლოს. ორი საწოლი, გამიჯნული პატარა მაგიდით, რომელზეც
სანათი დგას. მაშინვე ლოჯიაში გადიან. შორს, ატლანტის ოკეანეზე მზეც კი
ბრჭყვიალებს. ლინი სთავაზობს, გავისეირნოთო და ისიც სიამოვნებით თანხმდება;
ოღონდ ჯერ ხელებს გადავიბანო. პინგ-პონგის მაგიდაც ჰქონიათ.

ლინმა ეს ხის სასტუმრო იცის, სამსახურიდან ყოფილა აქ ექსკურსიაზე; სასტუმრო


დიუნებში. ზაფხულში იყო. ხალხითაა სავსე, როცა ბანაობა შესაძლებელია. ახლა ჯერ
კიდევ ცივა, მაგრამ გასეირნებას რა უდგას წინ, თუ ხვალ არ იწვიმა...

იცის, რაზე ლაპარაკობენ ამ წამს?

ლინი მის მანკიერ თვისებებს ვერ გაიცნობს. ამდენი დრო არ ექნებათ. ცოლქმრობაა
ამისთვის საჭირო, ხანგრძლივი ცოლქმრობა, რომ გამომჟღავნდეს... მე იგი
მოსამსახურედ არ მიქცევია (ხანდახან ჭურჭელსაც ვრეცხავდი და ნაგავიც ჩამქონდა,
პროდუქტებსაც ვყიდულობდი და ა.შ.) და ქალი, რომელიც მიყვარდა, არასოდეს
მიცემია; ის სხვა რამეს ჩივის და ამიტომ გულზე მხვდება. ერთი წელი დამჭირდა, რომ
ამას მივმხვდარიყავი. თავიდან გროტესკულად მეჩვენება მისი დასკვნა: რომ ათი
წლის განმავლობაში მის თვითრეალიზაციაში წვლილი არ შემიტანია. მშვიდად
ლაპარაკობს. ხელისგულზე ვატარებდი; ქალთან ურთიერთობის ყველაზე

მოსახერხებელი და თან ყველაზე საშინელი მანერაა, ვაღიარებ. მისი საყვედური


სხვანაირად მხვდება გულზე, მას ასე არ უგულისხმია. ეტყობა, თავიდანვე ისე
ვიქცეოდი, თითქოს მამაღმერთი ვყოფილიყავი ან, სულ ცოტა, ადამი, ხოლო ქალი –
მისი ნეკნიდან შობილი: „წამო, წამომყევი, მე გაგიძღვები წინ!“[8] ქალი უმადური არ
არის, უბრალოდ, სასოწარკვეთილია. რაც ჩვენი ცხოვრების ლამაზი წლები მეგონა,
უცებ დაკარგულად მეჩვენება. ჩემი მანკიერი თვისება: Male chauvinism. თავიდანვე და
ყოველდღიურად, ჩემმა საქციელმა აფიქრებინა ჭკვიან ქალს, რომ მისი
თვითრეალიზაცია კაცის, კაცების საქმეა.

აქ ჩემს შეცდომებს იპოვით

რამდენიმე მილის სიგრძეზე გადაჭიმული პლაჟი, ბოლო არ უჩანს, ორივე მხარეს


იკარგება რძისფერ-იასამნისფერი სინათლის ოხშივარში. ქარი უბერავს, მაგრამ მაინც
ცხელა. ორი გახუნებულბალიშიანი შეზლონგი დგას ნაპირზე, მეტი არსად მოჩანს,
სადამდეც თვალი მიგიწვდება; ვისია? არც ადამიანის ჭაჭანებაა. შეზლონგებზე
სხდებიან, იქვე, სადაც დგას: თითქმის პარალელურად, ერთმანეთს ერთი ხელის
მიწვდენაზე ოდნავ მეტი აშორებთ. მანამდე შარვლები აიკაპიწეს და წყალში შეტოპეს.
ცოტა ხანს გაუძლებს კაცი. ტალღები მათრახივით

გადაუტლაშუნებდათ სხეულზე. მაგრამ საბანაო კოსტიუმები არ აქვთ და ამიტომ


ახლა შეზლონგებზე წვანან, ერთი ხელის მიწვდენაზე ოდნავ მეტი აშორებთ
ერთმანეთს, გასცქერიან ჩამუქებულ ოკეანეს და ორ წყვილ შიშველ ფეხს; ქვიშა
ჩამობერტყვიათ კანიდან, ქარს მიაქვს... გუშინ აქეთ მომავალ გზაზე, როდესაც
ქუინსთან უსასრულოდ დიდი სასაფლაო დაინახეს, ლინის კითხვა: Do you want to be

65
buried or cremated? იმავე აზრისაა, სრულიად გადაჭრით... სანაპირო სხვანაირია,
ვიდრე ბრეტანში ერთი წლის წინ, ტალღები აქაც ისე ენარცხებიან ნაპირს, როგორც
ყველგან. რამდენიმე თეთრი ღრუბელი ჩანს; ქაფის ლურჯ გუბეებში ირეკლებიან,
შემდეგ სისველე მიწაში იწრიტება, ქვიშა ნაცრისფრდება, სანამ ქაფის ახალი ენა არ
წამოეწევა და ცოტა ხნით ისევ არ გაიბრწყინებს.

გრძელი მსუბუქი დღე.

ჰერმესმა ჩაიარა

სათაური ოპერისა, რომლის დაწერაც ერთხელ მინდოდა: შეყვარებული წყვილი


მუზეუმს

შეაფარებს თავს და უცებ გამოჩნდება ჯგუფი გიდის თანხლებით – საქმის ცოდნით


აღწერს ქანდაკებას და ვერავინ ატყობს, რომ ქანდაკება საერთოდ აღარ დგას იქ;
ჰერმესი კვარცხლბეკიდან ჩამოსულა, რომ შეყვარებულებს გაუძღვეს –
გაუგებრობებით სავსე კომედია... ხვალ უკვე კვირაა, საღამოს ლინი ქალაქში უნდა
იყოს, ორშაბათს სამსახურში, ის კი სამშაბათს ევროპაში მიფრინავს.

Hi, ამბობს ის, what are you thinking about?

რას მალავს კაცი: როგორ დავდივარ ღამით პიჟამის ამარა ფრიდენაუში; ქუჩაში
მოწმეები არ არიან, მხოლოდ ქუჩის ლამპიონები წვიმაში, წვიმა მათ შუქში ციმციმებს,
მანქანა მოდის, მაგრამ არ ჩერდება, ფეხშიშველი მივაბიჯებ ტროტუარზე, პიჟამაში
გამოწყობილი, მაგრამ ცივა, თებერვალია ბერლინში, სველი ფილაქანი, შემდეგ
გალუმპული პიჟამა, შორს ვერ მივდივარ, რადგან მხოლოდ მაძაგძაგებს, იმის
მაგივრად, რომ შემრცხვეს...

ერთხელ კაცი ადგა და იმ ადგილას მივიდა, სადაც ტალღები ნაპირს ენარცხება, კიდევ
უფრო

ღრმად შეტოპა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, აიკაპიწა შარვლის ტოტები და


სიამოვნებს წყალში დგომა. ვერ ბედავს, სურვილს დანებდეს, სულ გაშიშვლდეს და
ტალღებში შევარდეს; სხეული არა აქვს სათანადოდ ლამაზი. ნაფოტს პოულობს და
შორს, ძალიან შორს ისვრის. უხარია, როცა არ იცის, რაზე ფიქრობს და როცა ზღვის
ქაფი, ოდნავ ამღვრეული წყალი, ქვიშა, არავის ახსენებს. მხოლოდ აწმყო სურს, რომ
არსებობდეს. მეორედ იჭერს ნაფოტს, რომელიც ისევ გამოირიყა ქვიშაზე და მეორედ
ისვრის შორს. მხოლოდ ყურება უნდა. შორს სანაპირო დაცვის პატარა ნავი მოჩანს.
ჯერ მხოლოდ სამი საათია; ბევრი დრო აქვთ. წყალი, რომელიც წვივებზე ეხათქუნება,
ცივია და ერთ მომენტში კინაღამ აყირავებს. ამჟამად ნაფოტს იქვე ტოვებს, სადაც ისევ
გამოირიყა ქვიშაზე. ნაპირზე გაჩენილი ვიწრო ღარები, აქა-იქ პატარა ნიჟარები. თავს
კარგად გრძნობს. როცა შეზლონგებთან ბრუნდება, ნიჟარას უჩვენებს, არაფრით
განსხვავდება სხვა ათასობით მსგავსისგან. ლინი თავის შეზლონგზე წევს; სხეული,
რომელსაც ის იცნობს, ტანსაცმელშია გახვეული. მას ფეხზე დგომის მოთხოვნილება
აქვს.

ლინი ვერასდროს გახდება მისი ისტერიკის მოწმე.

66
ერთ საღამოს, ბერლინში, როცა მას ვერაფრით ვარწმუნებ (რაც ბოლო წლებში, კაცმა
რომ თქვას,

წესად იქცა) და როცა ვეღარ ვიტან, რომ ყოველ ჯერზე სიტყვაში მეჩხირებიან და როცა
ვატყობ, რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ვარწმუნებ, სამზარეულოში გავდივარ, სანაგვე
გამომაქვს, ისევ მაგიდასთან ვჯდები, სანაგვეს თავზე ვიდგამ და ვამბობ: ილაპარაკეთ!
– გთხოვთ.

ლინი შეზლონგში წევს, სახეზე კრემი წაუცხია, ყელზეც, მუქი სათვალეც ისევ
გაუკეთებია, I am sleepy, ამბობს, რადგან ის არ ამბობს, რას ფიქრობს. რასაკვირველია,
არ სძინავს. ჭახჭახა სინათლეა. კაცმა ჩიბუხი დაბერტყა, ფიქრობს: ამოჩიჩქნე ჩიბუხი,
კიდევ ერთხელ დაბერტყე და ჩაბერე (იქნებ ქვიშა შევიდა) და მერე, ჩიბუხით ხელში
ლაპარაკის მაგივრად, გაირჭე კბილებს შორის ეს შენი ცარიელი ჩიბუხი, სანამ
თამბაქოს იპოვიდე, შემდეგ მარჯვენა ცერით დინჯად დატენე, წამების შემავსებელი
სიდინჯით, მეხსიერებისგან დაცლილი წამების განმავლობაში და როცა მორჩები,
დატენილი ჩიბუხი ჩაიდე პირში, ასე ლაპარაკი კი შეიძლება, მაგრამ ზრდილობიანად
არ გამოგივა. ზღვას გახედე, სანამ ასანთს აანთებდე, მერე მეორეს და მერე მესამე
ასანთს, ზღვაზე ქარია, მერე დინჯად მოქაჩე პირველი ნაფაზი, მოკლე ნაფაზი, შემდეგ
მეორე, უფრო გრძელი, სანამ მთლიანად დაბრუნდები აქ, სადაც ხარ. იმწუთას მათ
მეტი არავინაა ამ სავარძლებთან, რომლებსაც ადგილი არ მოუნაცვლეს, რომლებიც
მათ არ ეკუთვნით. საიდანღაც მაწანწალა ძაღლი ჩნდება. ლინი კითხულობს
სამსახურის ქაღალდებს, რადგან გუშინ სამ საათზე წამოვიდა, ხანდახან არც
კითხულობს, ამწუთას თავის გრძელ თმას

ივარცხნის, ქარისთვის მიუშვერია სახე, ამაოდ ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს.


უცებ ცაზე წითელი სპორტული თვითმფრინავი ჩნდება, ისე დაბლა დაფრინავს,
თითქოს დაჯდომას ლამობდეს, მთელ სანაპიროს უფრენს, მერე ქრება... ახლა იგი
მიკონოსზე ჰყვება, თეთრსახლებიან და თეთრწისქვილებიან ბერძნულ კუნძულზე.
როგორ მივყავართ პატარა მოტორიან ნავს დელოსში, როგორ დახტის ტალღებზე და
როგორ გვეხეთქება წყალი, ამას ჰყვება. მაგრამ ვინ მიჰყავს დელოსზე? კრინტს არ
ძრავს ქალზე, რომელიც ახლა თითქმის მარტო ცხოვრობს. სიტყვას არ ამბობს ჩხუბის,
ეჭვიანობის, უსიამოვნების გარეშე გატარებულ ექვს წელზე; ერთად არ ცხოვრობდნენ
– მიკონოსი, არა, ლინი ამ ზაფხულს იქ ვერ მოხვდება... უცებ რომზე ჰყვება, ქალაქზე
და რა ნახა იქ და რა გაიგო ხუთი წლის განმავლობაში. რომი მშვენიერი უნდა იყოს,
იცის ლინმა. კაცი არ უყვება სიკვდილთა შორის ყველაზე საზარელის შესახებ.

ლინს ახლა სირბილი უნდა.

კაცი იქვე რჩება.

აწმყო სამშაბათამდე.

შიშველი სხეული უფრო ბავშვური აქვს, ვიდრე სახე. როცა იცის, რომ ჯერ მკერდზე
უყურებენ, თვალებს ხუჭავს და ამბობს: They are very small. ეს ის საღამოა, როცა
სასტუმროდან თავისი ჩანთის წამოღება მოუწია. We can’t make love, ამბობს ის, not
tonignt. საქმიანი მიზეზი აქვს. როგორ შლის პირველად ლოგინს, როცა ტახტი უკვე

67
გამოსწია: კაცებთან ყოფნის გამოცდილება, ალბათ ბევრთან არა. ჯერ კაბას გაიხდის,
მერე საცვლებს – არ ჩქარობს. გიჩვენებს, რომ შეცდენილი არ არის. თმიდან სარჭებს
იძრობს, ზის, თითქოს მარტო იყოს, თითქოს ისევე აპირებდეს დაძინებას, როგორც
საერთოდ იძინებს ხოლმე; ის იცნობს თავის შიშველ სხეულს. ოღონდ ჩუმადაა, სანამ
თმას ივარცხნის; მერე გაშლილ თმას გააფრიალებს, ალბათ საერთოდ ასე სჩვევია.
ფარდას ჩამოფარება არ სჭირდება, ზედმეტია ამ გისოსებიან ორფანჯრიან ბინაში,
რომელიც წინ კედელს გაჰყურებს. სინათლის საქმე როგორ არის? სხვათა შორის, არ
იხედება უცხო კაცისკენ, რომელმაც არ იცის, პატარა სამზარეულოში სად უნდა
გამორთოს სინათლე; უკარნახებს. კაცს იმედი აქვს, რომ რაიმე როლში არ აღმოჩნდება
კარგა ხანგრძლივი საუბრის შემდეგ. მისი სხეული მკაფიოდ მოჩანს, საკმაო სინათლეა,
ქალაქის განათება, კარგად მოჩანს მისი სახეც, ოღონდ სხვა სახე. ისევ ვერ იხსენებს
ინგლისურ სიტყვას. Your English is excellent, გულისხმობს: ამაზე მეტს საკუთარ
ენაზეც ვერ იტყოდა, როცა ორი სხეული ერთმანეთს

ელოდება, Just relax, ამბობს ის. სხვა ქალთან ყოველ ჯერზე ისეა, როგორც პირველად;
გაოცება მოგონების გარეშე. მერე ლინი ტიტველი რჩება, სამზარეულოში დგას, ის კი,
ჩაცმული სტუმარი, მაგიდასთან ზის და ლაპარაკობს, უხარია, რომ უცხო ენაზე უწევს
ლაპარაკი, განცდა უჩნდება, რომ ყველაფერს, რასაც ამბობს, პირველად წარმოთქვამს.
მარწყვს მიირთმევენ. კაცს არ უგულისხმია, ამ დღეების და საღამოების მერე ლინს
ვიცნობო: ლინი, როგორც უნდინე და ცოტათი, როგორც მოწყალების და. ახლა
ეჩვენება, რომ ლინი ჰერმესმა გამოცვალა; სხვა ქალია იმავე თმით, მხოლოდ უნდინე,
თუმცა ახლა თავის პურიტანულ აღზრდაზე ჰყვება. სამწუხაროდ, ორშაბათია; ლინმა
რამდენიმე საათს უნდა დაიძინოს. ჭურჭელი საღამოსვე უნდა დაირეცხოს. კაცი
ეხმარება; ვერ დაჯდება მაგიდასთან და ვერ უყურებს, როგორ ტრიალებს შიშველი
ქალი. ლინისთვის სულაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ დარეცხილ ჭურჭელს
კაცი ამშრალებს. სამზარეულოს ნიშა ისეთი ვიწროა, შეუძლებელია, ორი ადამიანი
ერთმანეთს არ გაედოს; მაგრამ ახერხებენ. კაცი დადუმებულია. სად წავიღო ჭიქები?
დანა? ლინი არ ეუბნება, კოცნით უხდის მადლობას; ფამილარულობად
მოეჩვენებოდა, კაცს თუ ეცოდინებოდა, სად რისი ადგილია.

გრძელი მსუბუქი დღე:

ლინის ფეხსაცმელები ქვიშაში, ისევ მირბის, შორს, ამწუთას ვეღარც კი იცნობ მის
გამოსახულებას, რადგან იქ, სადაც ახლა დარბის, ზღვა მზეში ბრჭყვიალებს და თვალს
ჭრის. თითქოს განზე დარბის. მერე იკვეთება: მიხვეულ-მოხვეულად დარბის,
როგორც სლალომზე, ალბათ ტალღების ქაფს უქცევს გვერდს, ერთ მომენტში
ხელებსაც იქნევს. სიამოვნებისგან.
DÉJÀ VU

22.9.1962 ხმელთაშუა ზღვაზე. როგორ ატარებდი თმას; მთელი თმა უკან


გადავარცხნილი, ყურებზე გადაწეული, ქალწულებრივი და შიშველი ყელი და სარჭი
რომ გამოიძრე, რამდენი გაშლილი თმა, შავი თმა.

კაცი ზის.

68
დღისით გზაში, ქუჩაში რომ ბევრი ხალხი ირევა, ან ლიფტში, სადაც ადამიანებს
ახლოდან ხედავ, ჰგონია, რომ ვერ გადაეჩვევა: ლინს ადარებს სხვა ქალებს, მის თმას
ადარებს სხვების

თმას, მის უცებ მკრთალად ამოტივტივებულ სახეს სხვების სახეებს. თითქოს პარისის
არჩევანი ჰქონდეს! აბეზრად არ აკვირდება, ოღონდ საფუძვლიანად: თმის ძირებს
ყურს უკან, ნიკაპს, ყელს, ტუჩებს, ცხვირს, მთელ გამოსახულებას, სიარულის მანერას.
უყურებს, რომ დარწმუნდეს, მისი სინაზე მართლა ლინს ეკუთვნის თუ არა... თუ თავს
ვიტყუებ?... ზის და სადღაც იყურება. წიგნს, რომელიც ხელში უჭირავს, არ შლის.
ტალღების ზათქი და შხაფანი ხელს ვერ შეუშლიდა კითხვაში; ვერც პატარა
სპორტული თვითმფრინავი, რომელიც ახლა გრძელი ცარიელი პლაჟის თავზე უკან
მოფრინავს; ვერც ძაღლი. შეიძლება, თავი ასწიო წიგნიდან და საკუთარ თავს უთხრა:
ნაშუადღევს ატლანტის ოკეანესთან, ახლა ზუსტად 4 საათი და 35 წუთია.
ლიტერატურა წამს ინახავს, ესაა მისი ფუნქცია. ლიტერატურას სხვა დრო აქვს, და
თემა, რომელიც ყველას ან ბევრს ეხება – რასაც ვერ იტყვი მის ორ, ქვიშაზე დაყრილ
ფეხსაცმელზე...

„ამქვეყნად ყოფნა სინათლეში ყოფნას ნიშნავს. სულ ერთია, სადაც იქნები (თუნდაც
ახლახან კორინთოში მოხუცივით ვირს მიერეკებოდე), ვირის გაძღოლაც ჩვენი
ხელობაა! – მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სინათლის და სიხარულის ერთგული უნდა
იყო, უნდა გწამდეს, რომ ქრები ნარშავებზე, ასფალტსა და ზღვაზე აელვარებულ
სინათლეში, უნდა გაუძლო დროს, უფრო სწორად, უნდა გწამდეს წამის
მარადისობისა. იყო მარადიული, ნიშნავს, არსებობდე ამქვეყნად.“[9] ცხოვრება
ციტატაში.

როდესაც კანი შეიგრძნობს, როგორ აშრება ქვიშა, მზე, ქარი, რას ნიშნავს ეს კანისა და
ტვინისათვის... კაცს თავისი როლი არ ავიწყდება, არც შემდგომი ვალდებულებები,
რომლებიც ამ როლიდან გამომდინარეობს; შეხვედრები, მსოფლიოს მდგომარეობაც
კი არ ავიწყდება. ბევრი რამ არსებობს, რაც მას არ ავიწყდება ამ წყალწყალა აწმყოში.
Monte Alban:

ფართო და ხრიოკი და საღამოსპირს იისფრად შეფერილი ხეობა მექსიკაში, ხეობის


შუაგულში მთა, ბუნებრივად წამოჭიმული ტახტრევანი; ზევით ცაპოტეკების
აკროპოლისი, დიდი, მკაცრი გეომეტრიული სიზუსტით აგებული სასახლეების
კომპლექსი; მაღალი გალავნით შემორაგული ადგილი ბურთის წმიდათაწმიდა
თამაშისთვის: გამარჯვებული უნდა მოკვდეს, რადგან ღმერთებმა ბურთის თამაშით
გაამხილეს, ვის დააჯილდოებენ და ამიტომ მას, გამარჯვებულს, ღმერთებს სწირავენ.
ყოველ შემთხვევაში, ამას გვასწავლის პატარა წიგნი, რომელიც თან მაქვს.

შემაძრწუნებელია და თან სარწმუნო; სხვა რამ კი აღგვაფრთოვანებს, მაგრამ არ


გვაშინებს: რომ მაიას ხალხი (თუკი სიმართლეა, რაც წიგნში წერია) დროდადრო
მთელ ჭურჭელს ლეწავდა, რომ მერე ხელახლა დაემზადებინა, თავიანთი
ყოველდღიური ჭურჭელი; რომ სასახლეებს ტოვებდნენ სასულიერო პირების
მოთხოვნის გამო, რომ სხვაგან წასულიყვნენ და ჯუნგლებში განახლებულიყვნენ
(Yucatan, Guatemala), ოღონდ ძველი სასახლეები არ უნდა დაენგრიათ, რომ სადმე

69
სხვაგან თავიდან დაეწყოთ ცხოვრება. მათ ჯუნგლებს გადაულოცავდნენ (Palanque)
და ბუნების გამანადგურებელ ძალას... იქნებ არც არის მართალი ის, რაც მე
აღმაფრთოვანებს... Monte Alban: აქ, ამ ნანგრევებზე ზის მარიანე, დაბადებული 1939
წელს, ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, აკრთობს ჩემი თხოვნა,
მგონია, შევძლებ გადავიტანო, თუ მეტყვის, ჩემთვის ბებერი ხარო. ორი წელი? სამი
წელი? ბრძნულად ყოყმანობს. რომში ჩამოდის და მთელი ზაფხული ორჭოფობს.
შემდეგ სოფლის სახლი, პატარა საერთო ბინა ციურიხში, შემდეგ სხვა ბინა, უფრო
დიდი, ერთად მოგზაურობა, ცხრა წელი გრძელდება, უფრო დიდხანს, ვიდრე ოდესმე
წარმოიდგენდნენ.

„მე შენთან არ მიცხოვრია, როგორც ლიტერატურულ მასალას, გიკრძალავ ჩემზე


წერას.“[10]

როდესაც ხედავს, როგორ მიაბიჯებს ლინი ქვიშაში, იქ, სადაც ქვიშა მშრალი და
ფხვიერია, უფრო ნელა და გაჭირვებით მიიწევს წინ. ცოტა დაუღლია სირბილს,
ხელებს იქნევს, რადგან ფეხების ქნევის თავი აღარ აქვს, ხანდახან წაიბორძიკებს, როცა
ფეხი ქვიშაში ეფლობა, შემდეგ ისევ მოიტყორცნის წითელ თმას ხან ერთ მხარზე და
ხან მეორეზე, მოსწონს მისი ყურება. ალბათ ლინმა ეს იცის; სადღაც იყურება. როცა
გვერდით შეზლონგზე წევს, ფიქრი სხვა მხარეს მიაქროლებს. როცა ლინი ხის
სასტუმროს ხის კიბეზე ადის, თვალს არ აყოლებს; შეუძლია, წარმოიდგინოს, როგორ
ამოძრავებს ხელებს, გრაციოზულად და ცოტა სასაცილოდ. მისი დავიწყებაც
შეუძლია, მაგალითად, როცა ხალხშია. სიამოვნებით უცქერს, როცა ჭამს; გამხდარი
ადამიანის უგერგილო მადა. როცა აქ არ არის, ბუნდოვნად ახსენდება მისი სიცილი;
მაგრამ მერე ამ სიცილის გაგონება სიამოვნებს. ქალაქში, სანამ ლინი ქუჩაზე გადადის
და სანამ იცნობდეს, იგი ერთ-ერთია გამვლელთა შორის; როგორ იქნევს თხელ
მკლავებს, როგორ ცდილობს, ხალხში გზა გაიკვალოს, როგორ ამოძრავებს თავს. კაცი
შეყვარებული არ არის. უხარია. როდესაც ლინი ხის სასტუმროს ხის კიბეზე ჩამოდის.
კაცს ღამე არ ახსენდება; უყურებს, როგორ მოხტუნაობს კიბეზე, კინაღამ წაიქცევა (ხის
მოაჯირი რომ არ იყოს, რომელსაც ბოლო წამს ეჭიდება), სიამოვნებით უცქერს.

გრძელი მსუბუქი დღე

ამასობაში კი უნდა სცოდნოდა: ლინი ფლორიდაში დაიბადა და არა კალიფორნიაში.


კოლეჯი დაამთავრა კალიფორნიაში. ხანმოკლე ქორწინება სიდნეიში შედგა – ქვიშას
ესვრის, როცა ისეთ კითხვას უსვამს, რომელიც მეორედ არ უნდა დაესვა. მისი
გაშორებული ქმარი ახლა სად ცხოვრობს, ლინმა არ იცის. ისევ ქვიშას ისვრის, მას არ
ესვრის, უბრალოდ, ისვრის. მომავალი? კიდევ ერთხელ გავთხოვდებიო, ამბობს ლინი,
ოღონდ უფრო ფრთხილად – შეიძლება ბავშვიც მყავდესო, ერთი... ბევრს არ ჰყვება,
არც კაცი ჰყვება ბევრს, საუბრობენ:
Do you believe
What do you think

მაგალითად, რიჩარდ ნიქსონზე. სასამართლო უნდა მოუწყონო, ფიქრობს ლინი. ქარი


ქრის და შეიძლება ამიტომაცაა, რომ ერთ თემაზე დიდხანს არ ჩერდებიან; ქარმა მისი

70
ორივე ფეხსაცმელი ქვიშით აავსო. არ ვიცი, კაცს რატომ ახსენდება ბოდლერი, Fleure du
mal, ლინმა ეს არ იცის. მის კითხვას რომ გასცეს პასუხი, ეუბნება: ლექსები არასოდეს
გამომიქვეყნებია. საჯარო

თემებზე ჩერდებიან. ნარკოტიკები? ლინსაც არა აქვს მაინცდამაინც დიდი


გამოცდილება. კაცის ინგლისური მოკრძალებულია; რასაკვირველია, ვიცი, რის თქმა
უნდა ხოლმე. ხანდახან ხდება, რომ კი არ თარგმნის, პირდაპირ ინგლისურად ამბობს,
რასაც ასე ვერ გამოთქვამდა ლიტერატურული გერმანულით ან დიალექტით, მაოცებს,
რას და როგორ ფიქრობს. მსიამოვნებს. მერე უცებ უცხო ენა გასცემს მის ნამდვილ
ნაფიქრალს. უცებ ისეთ რამეზე იცინის, რაზეც საერთოდ არ იცინის ხოლმე. ლინს
მიაჩნია, რომ მოსაწყენი ადამიანია, აშკარად. მაგალითად, კაცი ამბობს, ბორდელში
ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარო; და ამატებს: ამიტომაც არ ვარ პოლიტიკური
ადამიანი, რადგან ყველაფერს ვითავისებო. თუმცა, აზრის გამოსახატად სიტყვა აკლია.
გათავისება? უნდა ახსნას ეს სიტყვა და ლინი კონტექსტს ვერ იგებს, მაგრამ ჩემთვის
დამაჯერებელია. Sexuality, როგორც ლინი გამოთქვამს ამ სიტყვას, აქ საჯარო თემაა.
მისი აზრი ამ თემაზე; მე კაცის შეხედულება მაოცებს. როდესაც ოცდახუთი წლის იყო,
დედამ მკაცრად გააფრთხილა: სულ ქალებზე ნუ წერ, შენ მათი არ გესმისო. ამას ლინს
არ უყვება. ლინი შვეიცარიას არ იცნობს. ამიტომაც არავინ აიძულებს, იმაზე
ილაპარაკოს, რაც ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა. ფსიქიატრებზე რა აზრისაა? ვერ
იტყვის, კ.გ. იუნგს პირადად ვიცნობდიო; მხოლოდ მის ლექციებზეა ნამყოფი. ეს კი,
როგორც ლინმა გამოითვალა, დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. კაცმა რომ თქვას, ამ
თემაზე საუბარი არ უნდოდა. კოლეჯში ლინს შუბის ტყორცნაში აქვს მოპოვებული
ჯილდო, სიდნეიში კი ცხენზე ჯირითობდა. კაცის მტკიცე რწმენა, რომ ალიენდე
ჩილეში ამერიკელების დახმარებით ჩამოაგდეს, შეუძლია ხშირად

იმეოროს, მაგრამ ვერ დაამტკიცებს. კომუნიზმი და კაპიტალიზმი; ცდილობს


დაწვრილებით ახსნას, რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და სოციალიზმს შორის...

და ა.შ.

იქნებ იმიტომ ახსენდება ლინთან ყოფნისას რაღაცები, რაც სხვა დროს, გამოთქმა რომ
შესძლებოდა, არ გაახსენდებოდა, რომ მასა და ლინს შორის მხოლოდ ინგლისური ენა
არსებობს და კაცი რამეს, რასაც სხვა დროს იტყოდა, სიზარმაცის გამო ვერ ამბობს.
უცხო ენაზე დუმილი განსხვავდება მშობლიურ ენაზე დუმილისგან; უცხო ენაზე
როცა ვდუმვარ, ნაკლებად გავურბივარ ფიქრს, მეხსიერება ნაკლებს ინახავს... ორჯერ
დავესწარი მშობიარობას; ჩემს ცოლს უნდოდა. ამაზე არასოდეს დამიწერია. ჩემს
ცოლს არ უნდოდა, დამეწერა. მგონი, არც არასოდეს მომიყოლია. მხოლოდ ვხედავ.
დიდი ხნის ამბავია. რაც მას არ აღუწერია:

სამმა ქალმა, ვინც მიყვარდა, ოთხი აბორტი გაიკეთა. სამჯერ ეჭვი არ შემპარვია, რომ
გადაწყვეტილება სწორი იყო. ელდა ყოველ მათგანს ახლდა. კაცის როლი, რომელიც
მერე ექიმს ფულს უხდის. ერთხელ: რადგან ცოლიანი ვარ, მას კი ჩემს მეგობარზე
უნდა გათხოვება. მეორედ სხვა მიზეზით: უკვე დაგვიანებულია ჩვენი ამბისთვის.
მეგობრებად დავრჩით. ერთხელ შეცდომა იყო; დანაშაული, მერე ასე ვფიქრობ, ჩემი
დანაშაული. გამბედაობა არ მყოფნის, ბავშვის გაჩენა მოვითხოვო; ვუყურებ მას, არ

71
ორჭოფობს (თუმცა, ბუნებრივია, შიშს შეუპყრია) და გულნატკენი ვარ. კიდევ ერთხელ
ვეკითხები: მართლა არ გინდა? იცის, რომ მასთან დარჩენა მსურს. სანამ ახალგაზრდა
ვიყავი, კაცმა რომ თქვას, შვილები არ მინატრია; უბრალოდ, გამახარა ამბავმა, რომ
ბავშვი ჩაისახა: ქალის გულისთვის. მერე სხვაგვარადაა, მაგრამ მკაფიოდ ვერ
გამოვთქვამ სურვილს, ვერ ვბედავ, რადგან ვხედავ, ჩემი საყვარელი ქალი არ
ორჭოფობს. შემდეგ ვდგავარ ღამით ქუჩაში, მას მერე, რაც კიდევ ერთხელ ვკითხე და
თანაგრძნობით ველოდები. მგონია, რომ სხვა ყველაფერი შანტაჟს დაემსგავსებოდა.
ესეც დიდი ხნის წინ იყო. შანტაჟი უფრო სწორი იქნებოდა (ამ შემთხვევაში). ერთხელ
კი ექიმის რჩევაა და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. How do you know
ამბობს ლინი, რადგან კაცი უმტკიცებს, ასეთი ღრუბლები არაფერს ნიშნავს და ხვალ
(კვირას) ისევ ხასხასა ლურჯი დღე იქნებაო. შეზლონგებზე წვანან, რომლებიც
ადგილიდან არ დაუძრავთ. მანძილი მათ შორის ერთი ხელის გაწვდენაზე ცოტა
მეტია. ვინ დადგა აქ ეს ორი სავარძელი, გრძელ, ცარიელ სანაპიროზე? მხოლოდ ერთ
ვინმეს შეეძლო ამის გაკეთება: ჰერმესს. უხარია, რომ ლინი აქ არის. ძალიან ცარიელი
იქნებოდა აქაურობა ახალგაზრდა უცნობის, ზღვის, დიუნების და ქარის გარეშე. აქ
დიდხანს ვერ იჯდებოდა, წავიდოდა. უმიზნოდ. იქნებოდა ქვიშა, როგორც ზილტზე
(1949) და ზღვის სილურჯე, როგორც სპერლონგაში (1962) და მოგონება. ლინს როცა
არ უყურებს, მაშინაც: ის ქმნის აწმყოს, მისი სხეული მეორე შეზლონგზე. ლინმა არ
იცის, ის რას ფიქრობს. მისი სხეულის შეხების მოთხოვნილება არა აქვს. ურჩევნია,
დახატვა შეეძლოს (ცოტა ხატვა ვიცი, მაგრამ დიდი ხანია, არაფერი დამიხატავს. ვერ
ვიტან, რომ სულ პლაგიატი გამომდის, თან სუსტი; როცა ვხატავ, ხელიდან
მისხლტება, რასაც ვხედავ). ლინმა თავი უკან გადააგდო, სახე გვერდით მიაბრუნა,
ბლუზა ოდნავ გახსნილი აქვს, ორივე ხელი კალთაში უწყვია, მუხლები მოუღუნავს;
ფეხებზე და წვივებზე კანი ფერმკრთალი აქვს. მზეს ეფიცხება. კაცი გაჭიმული ზის,
ფეხები ქვიშაში ჩაუყვია, უმეტესად ნაშუადღევის ზღვას გასცქერის. ფსკერის
ტორტმანის ყრუ ხმა ისმის, შიგადაშიგ – ტალღების დგაფუნი. ლინს არ სძინავს.
ძლიერი ქარია. თავი წამოსწია და სადღაც იყურება. როცა ხვდება, რომ კაცი უყურებს,
იცინის. My life as a man:

როდესაც შემთხვევით, მაგალითად, საკონცერტო დარბაზის ფოიეში, ჩემი შვილების


დედას დავინახავ, ვცბები – მისი სახე, დამფრთხალი, ოდნავ ბრაზშეპარული, ეს
შტრიხი სულ ჰქონდა, კარგი სახე, რაც წლები გადის, უფრო გახსნილიც კი, მაგრამ
მუდამ შემცბარი უმანკოებით სავსე; პატივისცემით ვუყურებ და გაოცებული ვარ, რომ
მე გავხდი მისი სამი შვილის მამა. იმიტომ რომ, შენ მისი არ გესმის

დედა, 88 წლის, რომში – ყველაფრის ნახვა უნდა, პირველადაა რომში, არ იღლება.


ყოველდღე ყველაფერს იწერს, რასაც ნახულობს; ჩანაწერების რვეული ამ
წინადადებით მთავრდება: „რომი, ეს იყო ღვთიური დრო!“ ძველებური
კალიგრაფიით. სამი წლის შემდეგ, ქალაქის მოხუცთა თავშესაფარში სურს სიკვდილი;
ასე უნდა და მორჩა; ექიმებს ეუხეშება, შპრიცებით რომ დაადგებიან თავზე. ოთახში
კიდევ სამი ქალი წევს. რომ შევდივარ, მგონია, მომაკვდავებს ვუყურებ:
პირდაღებულები წვანან. არ ხროტინებენ. საერთოდ არ ინძრევიან. ხანდახან არეული
აქვს ტვინი (რადგან ახლა სწორედ ოდესიდან ჩამოვედი, სადაც ის ახალგაზრდობაში,

72
1901 წელს, კაპარს კრეფდა) და შემდეგ ისევ ეწმინდება გონება: ვკვდებიო, ამბობს,
მადლობელი ვარ თქვენიო. მაგრამ კიდევ ნახევარ წელს გრძელდება ეს ამბავი. ექიმი,
რომელსაც მისი სურვილი გავანდე, მიხსნის, უარესად დაიტანჯება უშპრიცოდ;
დაიხრჩობაო. ერთ დღესაც, როცა ისევ მივდივარ მოსანახულებლად, იმ ოთახში
შევყავარ, სადაც მომაკვდავებს ათავსებენ. სამი დღე და ღამე ვენაცვლებით ერთმანეთს
მე, ჩემი ძმა და ჩემი და, რომელიც მისი შვილი არ არის. ხანდახან ლაპარაკსაც
ახერხებს. აი, რას წუხს – ვინმე თუ იზრუნებს, რომ პიჯაკები წესრიგში გქონდესო.
მერე დარდობს, ბევრ დროს კარგავთ ჩემს მონახულებაზეო. ჯერ არასოდეს
ვყოფილვარ იქ, სადაც ადამიანი კვდება. ხანდახან გეგონება, რომ უკვე მკვდარია. რომ
დაველაპარაკებით, უკვირს, ისევ აქ ხართო? მღვდელი გამზადებულია. ვიცი, როგორ
გააბრაზა ამ მღვდლის საშობაო მიმართვამ; თურმე უთქვამს: იმედი გვაქვს, მომავალ
შობასაც ერთად შევხვდებითო. რადგან გამიგია, რომ ადამიანები სიკვდილის წინ
ხშირად სხვანაირად ფიქრობენ, ვეკითხები, მღვდლის ნახვა თუ გინდა-მეთქი.
ფხიზელია, კითხვა გაიგო, დაფიქრდა და მითხრა: რისთვის? ერთხელაც, როცა
ვემშვიდობები, ვეუბნები: შენ ლამაზი ქალი ხარ. შეუფერებლად არ მიაჩნია ჩემი
ნათქვამი; კითხულობს, სურათს რატომ არ ვიღებთო. ექიმიც ვერ ამჩნევს მისი
მდგომარეობის ცვლილებას და ერთხელაც საღამოს ვიზიტი გამოვტოვე; მაიზეში
(ციურიხი) ერთი კოლეგა თავისი ახალი რომანიდან ნაწყვეტებს კითხულობს, მე
შესავალი სიტყვა უნდა ვთქვა. რთული გამოსვლა არ არის, მაგრამ ვნერვიულობ,
ხოლო საღამო

კოლეგებთან ღრეობაში მთავრდება; მეორე დილას, როცა დეპეშას ვკითხულობ, ჩემი

მდგომარეობა არ მაძლევს მიცვალებულის წინაშე წარდგომის უფლებას... Happy ეს

არის სწორედ ის სიტყვა: Fun ნახო ის, რაც ახლა აქ არის: Montauk Beach

არასოდეს მიცდია სერიოზულად, წერტილი დამესვა ჩემი ცხოვრებისთვის, არც


არასერიოზულად. ოღონდ ხშირად მიფიქრია ამაზე, ყველა ასაკში. როგორც ექსპერტი,
აქა-იქ პრაქტიკულ საშუალებებს ვხედავ. ვხედავ დირეს, რომელიც ამ საქმისთვის
გამოდგებოდა. ცათამბჯენში ყოფნისას ალბათ ყველას გაუელვებს თავში ეს აზრი; აქ
ეს უფრო იოლი და ნაღდი ამბავია. სახლში რევოლვერი არ მაქვს, რადგან ყოველთვის
სრულ ჭკუაზე ვარ-მეთქი, ვერ დავიკვეხნი, თვითმკვლელობა კი ჭკუადამჯდარი აქტი
უნდა იყოს. მთაში ერთი გზა დავათვალიერე ამ მიზნით და ერთი სამი ადგილი მაინც
ვიცი, სადაც ისეთი ჯებირი არ არის, რომელმაც, იფიქრებ, რომ შეიძლება გაგიძლოს,
მაგრამ ნაღდად გიმტყუნებს და სადაც ეს ამბავი, განსაკუთრებით ნისლიან დღეს,
უბედურ შემთხვევას დაემსგავსებოდა. ამ საქმისთვის მზაობა იშვიათი არ არის –
ფხიზელი გონებით მზაობა მცდარი მიზეზის გარეშე. ლინი:

თავის სამსახურზე მოჰყვა, დაქირავებული თანამშრომელია, მან მოუსმინა, არა,


სულაც არ ჰქონდა გონება გაფანტული; თუ რამეს ვერ იგებს, უმეტესად ეკითხება.
ნათქვამს უფრო ადვილად იგებს, როცა სახეში უყურებს. ლინს წიგნი წაუკითხავს
დელფინებზე; ლინმა

დელფინებზე მასზე მეტი იცის. ხანდახან არ იციან, რაზე ლაპარაკობენ – ერთად ყოფნა
დღისით: მოსაწყენი არ არის, ოღონდ ორივეს შორიდან ვხედავ: ერთმანეთს ვერ

73
გაიცნობენ... ისევ პლაჟი, ტალღები შეიძლება ოდნავ უფრო ახლოს ენარცხებიან
ნაპირს, ვიდრე ორი საათის წინ, არც უფრო ძლიერად და არც უფრო სუსტად. მზე ისევ
შუბისწვერზე დგას. სასიამოვნოა, ნაკლებად ცხელა. ნაპირზე მომსკდარი და იქვე
ჩახვეული ტალღების თეთრ ქაფს იქით ზღვა მუქი მელნისფერია. ტალღების მუდმივი
დგაფუნი. ორივე ხელი კისერქვეშ ამოუწყვია, რომ თავი ცოტა წამოსწიოს,
ჰორიზონტის მკვეთრ ზოლს უყურებს, ჩუმად არ არის, ოღონდ აჩუმათებს იმას, რაც
მას ეხება. ტრაგედიას ვერ უწოდებ. ყველაფერი ცხადია, თავისთავად ცხადიც კი. და
სწორი. და მან იწინასწარმეტყველა; ყველამ იწინასწარმეტყველა. ისღა დარჩენია,
მიიღოს, როგორც არის. დაუჩივლელად. და ეს შესაძლებელია, როცა ხელები
კისერქვეშ ამოგიწყვია, რომ თავი წამოწიო...

ვისზე ფიქრობს ლინი?

ამას წინათ თავისი ძეწკვი ვეღარ იპოვა. საბედნიეროდ, იმ სასტუმროში შავკანიანი


დამლაგებელი გოგონები საწოლის ქვეშ იატაკს არ წმენდდნენ. ძეწკვს, იმ ოქროს
ძეწკვს რომ

შეხედავ, ვერ მიხვდები, რატომ არის შეუცვლელი. როდესაც კაცმა იპოვა – არც
გარდერობში და არც მაგიდაზე, არც ყვითელ ტახტზე – მაშინვე დაურეკა სამსახურში.
ყურმილში ჩაესმა, ლინმა როგორ ამოისუნთქა. იმ ადგილას არ უნდა დამეკარგა ეს
ძეწკვიო... ვახშამზე ლინი სხვა კაბით ევლინება, კაცს ნაკლებად მოსწონს; ისევ
თხელშუშიანი სათვალე უკეთია. თმა შეუკრავს. მიმტანი, რომელიც კაცს სალამზე არ
პასუხობს, ყინულიან წყალს უსხამს ორივეს ჭიქაში. ირგვლივ ხალხი: ლაღი,
მაღალხელფასიანი კაცები, ახალგაზრდები ცოტანი არიან (too expensive , ამბობს
ლინი). სამაგიეროდ, ბევრი ასაკოვანი წყვილი, სიტყვას არ ეუბნებიან ერთმანეთს და
ოჯახები, რომლებიც ისე ხმაურობენ, თითქოს საკუთარ სახლში იყვნენ. მზე
ყველასთვის ჩადის. ქორწილის თავყრილობა. ის და ლინიც შეიძლება ხანდახან ჩუმად
იყვნენ. საერთო ნაცნობი ბევრი არ ჰყავთ. რაზე უნდა იჭორაონ. რესტორანში
ლობსტერი აქვთ. ლინს ჰგონია, რომ ის ასწავლის, როგორ უნდა მოიმარჯვოს მაშები.
გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს მასზე. კაცი გრძნობს, რომ მისი ზოგიერთი თვისება
ლინს ეუცხოება. როდესაც (სანამ ღვინოს მოიტანენ) ლაპარაკს იწყებს, ლინი ფიქრობს,
დამაინტერესებსო და პირველივე წინადადებაზე სიტყვას არ აწყვეტინებს. ახლა კაცი
ღვინოს სინჯავს, თავს იქნევს. ღვინისა რაღაც გაეგება. არ იმახსოვრებს, აწყვეტინებს
თუ არა ლინი სიტყვას და რამდენჯერ. ლობსტერის პირველი მაკრატელა
გადატეხილია, ლინს უკეთ გამოსდის. როდესაც ეკითხება, რას გულისხმობო, ეტყობა,
არ გამორიცხავს, რომ ვრცლად თუ მოუყვება (მისი ინგლისურით) მართლა
დააინტერესებს. კაცი ისეთ რამეებს ამბობს, თავად უკვირს. ეს ამხიარულებს.
ამჩატებულია,

თურმე შესძლებია სხვისგან ჭკუის სწავლა. სხვათა შორის, ცოტას სვამენ. ლინი თავის
ლობსტერს ჩიჩქნის, იმიტომ არა, რომ არ მოუსმინოს. ბუნებრივია, ყველაფერი არ
აინტერესებს, რაც კაცს თავში მოუვა (მაგალითად, არქიტექტურაზე მონაყოლი).
ლობსტერს სულაც არ აქვს იმდენი ხორცი, თავიდან რომ გგონია; წითელი მილაკები
მშვენიერი სანახავია თეფშზე, ლინი მზადაა დესერტისთვის. თუ თანხმობას მიაღწევენ,
ამას რა სჯობს; უსიამოვნო გონივრული შეთანხმების სუნი არ აუვა; მიუხედავად

74
შეთანხმებისა, საუბრის გაგრძელება შეიძლება. ახალგაზრდა მიმტანი გოგო, ალბათ
სტუდენტი, დესერტისას ისე ემსახურება, როგორც განსაკუთრებულ წყვილს, თითქოს
მონაწილე იყოს მათი ზეიმისა. სუფრასთან ერთმანეთს არ ეფერებიან; მათ
გამომეტყველებას არ ახასიათებს მალული ანტიპათია, ისინი ერთმანეთს გვერდიდან
არ სტყორცნიან მოკლე მზერას, მზერას, რომელიც ცხადყოფს, რომ არც ერთისთვის
აღარ არის საიდუმლო – მათ აკავშირებთ ღრმა სიახლოვე სიამოვნების გარეშე. Central
Park

ზუსტად ერთი კვირის წინ: – სხვა წყვილებივით ჩახუტებულები არ წვანან ბალახზე,


არამედ სხედან. ლინი რომ არ მუშაობდეს, ზღვაზე შეიძლებოდა წასვლა; ლინმა იცის,
სად იქნებოდა

კარგი: მონტოკი. დარწმუნებულია, ზღვაზე მოგვეწონებოდაო და კაცი თამამად


სთავაზობს, მომავალ შაბათ-კვირას წავიდეთო. ეს მისი ბოლო შაბათ-კვირა იქნება აქ.
ერთმანეთს არაფერს ჰპირდებიან, მხოლოდ მსჯელობენ. კაცი ზის, ლინი კი მის
გვერდით წევს ბალახზე. თავის ფირმას აგინებს; რადგან კვირაა და მაინც უწევს
მუშაობა. მზიანი კვირადღე; პარკი ჭრელი ხალხითაა სავსე, ჰიპები აღარ ჩანან. როცა
წასასვლელად წამოდგებიან – რადგან ლინის წასვლის დრო მოსულა – სწორედ ის
ეკიდება მკლავზე; ერთად ათვალიერებენ, ხელიხელგაყრილნი, შავ სელაპს, უხელო
ცხოველს, რომელიც მზით გამთბარ ხელოვნურ კლდეზე იგრიხება და ლაპლაპებს.
დამწვარი ბრეცელის სუნი მოდის, აქ ყიდიან. გზას აგრძელებენ და ხედავენ:
ბეისბოლის მოთამაშე ბიჭები, მათ შორის ბევრი შავკანიანია, აქა-იქ მამები ჩანან,
ბავშვებისთვის ფერად ფრანებს უშვებენ ცაში, თუნუქის ნავები მანჰეტენის შავ
კლდეებს შორის პატარა ტბაზე... ორი წლის წინ (სწორედ წელიწადის ამ დროს;
ოღონდ ფოთლები მაშინ უფრო მწვანე იყო) აქ ვიდექი და ვესაუბრებოდი გერმანიის
ტელევიზიას; ოპერატორებს უნდოდათ ჩემი შეუბოჭავი პორტრეტი გადაეღოთ და
გაუხარდათ, რომ იაკოვ ლინდმა გამაცინა. მარიანეს კადრში გამოჩენა არ სურდა;
ოპერატორმა მისი მოტყუება განიზრახა, მაგრამ თავიდან მოვიშორე; გავუგე, რატომ
არ უნდოდა მარიანეს კადრში მოხვედრა. საქმე ეხებოდა (როგორც ყოველთვის)
მწერლის დამოკიდებულებას საზოგადოებასთან.
My life as a man:

ხანდახან მგონია, რომ ქალების მესმის და მათ თავიდან მოსწონთ ჩემი გამონაგონი,
ჩემი წარმოდგენა მათი არსის შესახებ; ყოველ შემთხვევაში, უკვირთ, როცა მათში
ისეთ რამეს აღმოვაჩენ, რაც ჩემს წინამორბედებს არ დაუნახავთ. ასე ვიგებ ქალების
გულს. „ჯერ არც ერთ კაცთან არ მილაპარაკია ისე, როგორც შენთანო“, ხშირად
უთქვამთ გამომშვიდობებისას. თავის მოქონვა ყველას შეუძლია, მე ეს არ მჭირდება;
სიამოვნებთ, როცა ხედავენ, როგორ დაჟინებით ვცდილობ მათ შეცნობას. ერთხანს
სჯერათ, რაც მათ შესახებ თავში მომდის; მე ისინი მარტივი არსებები კი არ მგონია,
არამედ წინააღმდეგობებით სავსე. „ეს ჯერ ჩემთვის არავის უთქვამს“, ამბობენ ისინი,
„მაგრამ შეიძლება მართალი ხარო“. ჩემს მონახაზში არის რაღაც გარდაუვალი.
როგორც ყველა წინასწარმეტყველებაში. თავად მიკვირს ხოლმე, როგორ ადასტურებს
ქალების ქცევა ჩემს წინათგრძნობას. ბუნებრივია, ყველას ერთ სქემაში არ ვაქცევ. ვერ
ვისვენებ, თუ არ გავიგე, ვინ არის ის, ვინც მიყვარს. ერთ პარტნიორთან განცდილის

75
მეორე პარტნიორზე გადატანას თავს ვარიდებ. თუ უნებურად მაინც გამომივიდა,
ვიცი, რომ უსამართლოდ ვიქცევი. ალბათ ჩემი ბრალია, როცა ქალების ქცევა
მეორდება, ხანდახან უაღრესად ზუსტად. არადა, მგონია, რომ ფანტაზიის
ნაკლებობაში არ უნდა იყოს საქმე; თითოეული პარტნიორისთვის ვიგონებ ჩემთან
ყოფნის განსხვავებულ განსაცდელს. მაგალითად, რომ ის არის ჩვენ შორის უფრო
ძლიერი, ან რომ მე ვარ ჩვენ შორის უფრო ძლიერი. მერე ამ სქემის შესაბამისად
იქცევიან, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ყოფნისას. როცა ვხედავ, რომ იტანჯებიან,
ვეუბნები, რა ტანჯავთ,

ან არც ვეუბნები; მაგრამ მგონია, რომ ვიცი. ჩემი სიშმაგის ძალა. არასოდეს
მღალატობს; ყველაფერი, რაც ჩემს სქემაში ჯდება, დაკვირვებას ექვემდებარება. მე ხომ
ვხედავ, მე ხომ მესმის, და თუ იქ არ ვარ, დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო.
უნდა წარმოვიდგინო; დაახლოებით კი არა, – ზუსტად. რასაკვირველია, ვეჭვდები,
სწორია თუ არა ჩემი ზუსტი წარმოდგენა. „ეს შენებური ინტერპრეტაციაა“, მეუბნებიან
ქალები; მათ ინტერპრეტაცია არ სჭირდებათ. მტანჯავს თუ მახარებს, რასაც ვთხზავ
საყვარელი ქალის შესახებ, სულ ერთია; მთავარია, მე მჯეროდეს. ქალები კი არ
მატყუებენ; ჩემით ვიტყუებ თავს.
Max, did you love your mother?

კი.

You didn’t like your father? მხრებს

იჩეჩს.
Why not?

ამაზე ჯერ ბევრი არ უფიქრია. You

are vry fond of your children?

ბავშვები აღარ არიან, ყველა დიდია, როგორც დიდები, რა თქმა უნდა, სხვანაირები
არიან, ვიდრე სხვა დიდები; უჭირთ დაივიწყონ, რომ ის არის მათი მამა, მან კი
წესიერად არ იცის, რა უნდა ქნას, რომ დიდების მამობა შეძლოს... ეტყობა, მაყრიონის
დანახვამ დააბნია ლინი:
Did you get a wedding like that?

მეორედ არა... Casa Communale, სადაც ერთ-ერთ ოთახში სოფლის სკოლაც არის
მოთავსებული, Il Sindaco, პროფესიით შპალერის გამკვრელი, რომელიც მარტივი და
მონდომებული

კალიგრაფიით მის მიერვე შეთხზულ საქორწინო ფიცს ჩაიკითხავს, მოწმეები


სამხატვრო და ლიტერატურული წრეებიდან, სულ შვიდი მეგობარი ესწრება;
გაურანდავი მაგიდა, მოკრძალებულად აწერს ორივე ხელს, Auguri, Auguri, Auguri,
Auguri, შემდეგ ყველანი ჩვენს სახლში მივდივართ (უკვე სამი წელია, ჩვენი სახლია)
სოფლის ხალხთან ერთად დასალევად.

Max, are you jealous?

76
დესერტის დროს სვამს ამ კითხვას. შაბათია, კაცი სამშაბათს მიფრინავს. ლინი ისევ
ცდილობს, ნაკლი აღმოუჩინოს. სხვათა შორის, უკვე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს
წერილებს არ მისწერენ; მხოლოდ ღია ბარათს 1975 წლის 11 მაისს, თუ ორივეს არ
დაავიწყდა. მისი კითხვა ანკეტის კითხვას ჰგავს:
Are you jealous? And in case you are: Could you kill a person? And if so: Her or him? And if
not...

საკმაოდ დაუწერია ეჭვიანობაზე. სწორედ ამიტომაც უკანასკნელ წლებში ხელი აიღო

ყველანაირ ეჭვიანობაზე. მისთვის ახალი გამოცდილება არ იქნება, ისევ თუ


შემოუტევს ეს გრძნობა; როგორც მწერალს, ამ თემაზე არაფერი მოსდის თავში,
არაფერი ახალი. მობეზრდა ყველაფერი, რაც ამ თემაზე დაუწერია, ხორცისფერი
ქსოვილის ამბავი ვენეციაში და ა.შ. როგორც მწერალი, დიდი ფანტაზიით ვერ
დაიკვეხნის, რაც მართალია, მართალია. ამიტომ ზოგიერთი ემოციის უფლებას თავს
ვერც მისცემს, რადგან საშიშროების წინაშე აღმოჩნდება, რომ ისევ ნაწარმოების გმირს
მიაწერს ამ ემოციებს. ეს გახლავთ მწერლისთვის, როგორც ადამიანისთვის,
მწერლობისგან მიღებული სარგებელი (ამ სახის მწერლობისგან); მან გარკვეული
მოვლენები, რომლებიც მის ცხოვრებაში მეორდება, სხვაგვარად უნდა გადაამუშაოს –
რათა მწერლად დარჩეს ... პინგ-პონგის მაგიდა ამ საღამოს თავისუფალია. ლინს მაინც
უწევს თავისი ბურძგლიანი ქურთუკის გახდა, მერე სახელოების აკაპიწებაც;
გაამართლა, რომ სახლში, ატლანტიკის მეორე მხარეს პინგ-პონგის მაგიდა უდგას.
ლინი მასზე მკვირცხლია, მაგრამ ბურთს ვერ ჭრის და ბრაზდება, მოჭრილ ბურთს
რომ ვერ იღებს; მისი სიბრაზე კაცს ხელს აძლევს. თან, ლინს უხარია, რომ ნამდვილი
მატჩი შედგა. ცარიელ დარბაზში ბურთის რაკარუკი სასაცილოდ ისმის. სახლში
არასდროს გამოსდიოდა, მაგრამ ახლა თითქმის ყოველ ჯერზე ახერხებს: გრძელი
ბურთი რომ მოფრინავს და ქვევით ეშვება, მაშინ იღებს, ძირითადად მაგიდის ქვეშ.
ამით დროს იგებს და ქულებს არ კარგავს, გინდაც ის, უფრო მსუქანი, ნაკლებად
მკვირცხლი იყოს. რასაკვირველია, ლინი ყოველთვის სჯობნის, თუკი ჩამოწოდებული
ბურთი ბადესთან ძალიან ახლოს დახტება, მაგრამ, რადგან კაცის ჩამოწოდებული
უმეტესად ზუსტია,

ეს ხშირად მაინც არ გამოსდის. კაცს თეთრი პერანგი – შაბათ-კვირისთვის წამოღებულ


ორ პერანგს შორის უკეთესი – მთლიანად დაუსველდა ოფლისგან; დაკუზვის ბრალია,
ბურთი რომ მაგიდის ქვეშ გორდება, მაშინ უხდება დაკუზვა. ლინი არ ელოდა, რომ
პირველ გეიმს წააგებდა, მერე კი – მეორესაც. ჯერ თამაშის ბედი არ გადაწყვეტილა.
ოღონდ ჯერ თმა უნდა შეიკრას, ლურჯი ჩოგანი მაგიდაზე დადოს, რომ ორივე ხელი
გაითავისუფლოს თმის შესაკვრელად; სანამ თმას იკრავს, ორივე ჩუმადაა... კაცი უფრო
ხშირად ლაპარაკობდა, თითქოს ყველაფერი ზუსტად სცოდნოდეს. არ კითხულობს:
სად იყავი? სანამ სახლიდან გავა, ქალი ფორთოხალს უწურავს. კაცი დარწმუნებულია
მის გრძნობაში და თავს უფლებას არ აძლევს, რამე გამოიკვლიოს. მას ეს ქალი უყვარს.
ხანდახან გაიხუმრებს ხოლმე, რომ ეჭვს სერიოზულობა ჩამოაშოროს. თავს არ
იწუხებს. ეს აიოლებს ყოველდღიურ დაბნეულობას; ბევრი ტყუილი არ არის საჭირო,
დუმილი კმარა. სხვათა შორის, იმ კაცს იცნობს და ძალიან აფასებს. თუკი სხვა
სიყვარული არსებობს, ადრე თუ გვიან მეტყვიანო, ფიქრობს. ქალი ძალიან ბედნიერია,

77
ყველა ხედავს, ისიც. ქალს რა ურთულებს ცხოვრებას – კაცი არ ეშვება და სულ
ახალახალი ერთობლივი მოგზაურობის გეგმებს უზიარებს, გაურკვეველი
მდგომარეობის გამო აწონებს თავის გეგმებს. რატომ პირდაპირ არ დასვამს შეკითხვას?
ქალი საკუთარ თავს ეუბნება: არ უნდა, რომ იცოდეს. კაცი თვალებში ჩაჰყურებს
მეგობარს და ხედავს, რომ მეგობარი მას აფასებს; მართლა ასეა. ნელ-ნელა ყველანაირი,
მცირედი ეჭვიც ეფანტება; მისი შეცდომაა; კაცი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ ქალი
სხვისი ლოგინიდან მოდის, მგრძნობიარე კაცი არ არის.

მხოლოდ იმას ამჩნევს, რომ ქალს მისი საქმე ნაკლებად აინტერესებს. თანხმდება
მოწვევას ოსტინში, რომ ქალს სხვაგვარი ამერიკა აჩვენოს, ტეხასი და ნიუ-ორლეანი;
ქალი ფრენის შიშს ვერ სძლევს და მას მარტო უხდება გაფრენა. მეგობარი ტეხასში
კარგი ხალხის მისამართებს აძლევს. ისევ დარწმუნებულები არიან, რომ მან
ყველაფერი იცის და პატივს სცემენ გაწონასწორებული საქციელის გამო. მართალია,
მოგზაურობიდან დაგეგმილზე ადრე ბრუნდება, მაგრამ წინასწარ ატყობინებს
ჩამოსვლის დროს და გულითადად ხვდებიან. ზაფხულში, სახლში, ევროპაში, იგი
იზიარებს ქალის აღტაცებას ნიუ-იორკით; ქალს ბედნიერებას ჰგვრის მისი მზაობა,
კიდევ ერთი ზამთარი გაატაროს ნიუ-იორკში, ნიუ-იორკი ქალის საქმიანობისთვის
მნიშვნელოვანია, ამჯერად სძლევს ფრენის შიშს და ერთი თვით ადრე მიფრინავს,
რადგან ქმარს ჯერ საქმეები აქვს ევროპაში. ხალისიან, სიყვარულით სავსე წერილებს
იწერება ნიუ-იორკიდან. პენელოპეს ამბავს ჩასვლისთანავე ისმენს: ვინმე ჯეკი,
რომელსაც კაცი ჯერ არ იცნობს, თურმე შეცდენას უპირებდა, ის კი არა, მგონი
გაუპატიურებასაც, მეგობრების დაძახება დასჭირვებია, რომ მთვრალი ჯეკი
ოთახიდან გაეგდო. კაცი ინტერესდება ქალის სამუშაოთი, მაგრამ მას სხვისი
დახმარება სჭირდება და კაცს ეს ესმის; ინგლისური ცუდად იცის. მხოლოდ ოთხნი
აღარ ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს – ისინი და მეგობარი და მისი ახალგაზრდა ცოლი,
რომელსაც ხასიათი დაუმძიმდა. სხვას რას ამჩნევს? ამჩნევს, როგორ უჭირს ცოლის
დარწმუნება რაიმეში, სულ ერთია, რა თემაზე უნდა ლაპარაკობდეს; ცოლმა მთელი ამ
ხნის განმავლობაში იცის, რომ ქმარი მთელი ამ ხნის

განმავლობაში ისე ცხოვრობს, რომ თავისი მდგომარეობა არ იცის და როგორ უნდა


დაიჯეროს, რომ ქმარიც ყველაფერში მასავით არ ცდება? რაც უფრო დარწმუნებულია
ქმარი თავის სიმართლეში, მით უფრო ხშირად ცდება სინამდვილეში; ამას თავადაც
გრძნობს. ცუდი ზამთარია. რა ქალის ბრალია, რომ ქმარი საკუთარ საქმეში ასე
დაეჭვებულა? მერე ისევ ზის სტუმრებთან ერთად (ქალი ამზადებს საჭმელს) და
ქადაგად ვარდება მისი დადუმებული მეგობრის თანდასწრებით და ვერ ხვდება, რომ
ასე არ ილაპარაკებდა, სიმართლე რომ იცოდეს. ქალი საყვედურით არ უცქერის,
როგორც მას ჰგონია; არც მთლად უსიყვარულოდ, უბრალოდ, უმწეოდ. კაცი სხვებსაც
ვერ არწმუნებს. მისი ინგლისურის ბრალი არ არის. თავადაც არ სჯერა, რასაც
ლაპარაკობს. ქალი წარმატებას უსურვებს პარიზში, Theatre National de l’Odeon,
თავისუფლად შეუძლია იამაყოს, მაგრამ სიამაყის მაგივრად ისევ ცოლის ფრენის შიში
თრგუნავს, კლაუსტროფობიული შიში, რის გამოც პარიზში ვერ მიჰყვება. ქმარმა არ
იცის, რა ხდება მის თავს. ექიმი, რომელიც მეგობარმა ურჩია, საერთოდ ვერაფერს
ისეთს ვერ პოულობს. ზედმეტად აფასებს საკუთარ პიროვნებას? პატივისცემას
მოელის. სასაცილოდ იხდის თავს, რადგან უცებ ჰგონია, რომ სერიოზულად არ

78
აღიქვამენ. ეს მეგობრისთვისაც აუტანელია, რომელიც მას აფასებს. ერთხელაც დგება
მეგობარი, კარს აღებს და მიდის. იმედია, არაფერს გადაეყრება ბნელ ქუჩებში, წესით,
უნდა მიგვეხედა. აღმოჩნდება, რომ მეგობარს ამასობაში მეორე ბინაც გაუჩენია, უფრო
პატარა, რადგან ოჯახურ ბინაში წყნარად ვერ მუშაობს, ლოგინზე ზის: Sorry, ამბობს, I
am drunk. არაფერია გასაკვირი ამაში. სხვა დროს, როდესაც

ოცდაცამეტსანთლიანი ტორტი შემოაქვს ცოლის დაბადების დღის აღსანიშნავად და


ხალხის თანდასწრებით ხუმრობით რაინდივით უჩოქებს, ასევე შეუფერებელი დროა,
რომ სიმართლე გაანდონ – ამას ცოლი ერთი წლის შემდეგ (1973) ქვის მაგიდასთან
აკეთებს. აღსარებას არ ეუბნება; ეს არის საუბარი ქალის თვითრეალიზაციის შესახებ.
ამას ზერელედ ამბობს. ქმარი ცხენიდან მიწას არ ენარცხება ბოდენზეეს მხედარივით,
არამედ საქმეს უბრუნდება; პროფესიული კორესპონდენციის საქმე აქვს
მოსაგვარებელი. ბუნებრივი ქცევაა. სათქმელი ბევრი არაფერია. ამბავი მთელ წელს
გრძელდებოდა; დიდი სიყვარული; ერთმანეთთან ცხოვრება ნდომიათ, რატომ ვერ
უთხრეს, ბოლოს და ბოლოს, ამასაც იგებს: თურმე არ იცოდნენ, გაუგებდა თუ არა; არ
ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იგი, სამოცი წლის კაცი, ტყვიას არ იკრავდა შუბლში,
თავს არ მოიწამლავდა, ან არ ჩამოიხრჩობდა ამის გამო... ახლა კი: ლინმა ლურჯი
ჩოგანი აიღო და თამაშს აგრძელებენ. აბა აქ სხვა რა უნდა აკეთონ. ჯერ საღამოს ათი
საათიც კი არ არის. ტალღები პროჟექტორების შუქში. ხვალ იწვიმებს. ლინი იგებს 5:3.

(მოგვიანებით, პინ-პონგის თამაშიდან დაახლოებით ერთი თვის მერე, მაინც


ვვარდები

ცხენიდან – ვლანძღავ იორგს, რომელმაც ერთხელ, 1972 წელს, ექვსი წლის ნამუშევარი
გადამირჩინა სრულ დასახიჩრებას; ანუ ნამდვილი მეგობარია. მასთან ვარ, ბოლთას
ვცემ, ვიცინი: ჩვენი პირისპირ საუბრები, მამაკაცური საუბრები, თურმე მან იცოდა,
რაც მე არ ვიცოდი ჩემი ცოლქმრობის შესახებ. ბოდიში! უკან მიმაქვს, რაც
გაბრაზებულმა ვთქვი. მაგრამ რა ვუყო ამ ბრაზს? არც ესაა მართალი: მაშინ თვითონ
მან კი არ უამბო, ბევრი ლაპარაკობდა და მან, ჩემმა მეგობარმა, ქალს ჰკითხა, შენმა
ქმარმა თუ იცისო. უნდა მესმოდეს: რა დღეში იქნებოდა. მეგობარი, ვინც მას ამ სახლში
ამერიკული სასიყვარულო წერილების მთელ დასტას უნახავს, მისი ნდობით
ბოროტად ისარგებლებდა? მაინც გაოგნებული ვარ. ცუდ და სულელურ რამეებს
ვამბობ, იორგი ალბათ ზრდასრული კაცისგან ასეთ ლაპარაკს არ მოელის. რაში
მენაღვლება, ჩემამდე რამდენმა კაცმა იცოდა ჩემი ამბავი? საკუთარ თავზე ვარ
გაოგნებული; ჩემმა ამპარტავნობამ მაიძულა, ამისგან საიდუმლო შემექმნა, აბა სხვა
რამ, მას შემდეგ, რაც ჩვენი საიდუმლო ვიცი? საკუთარი ამპარტავნობით ვარ
გაოგნებული. რა დაუშლიდა მას, ჩემი ცოლის საყვარელს, თავისი რომანის შესახებ
მანამდე მოეყოლა სხვებისთვის, სანამ მე გავიგებდი? ეს მისი ისტორიაა).

ბარი სასაუბრო ადგილად არ გამოდგება; მეტისმეტად ხმაურიანია, მეტისმეტად


ბნელი. დალევა არ უნდათ. კაცმა რომ თქვას, დაღლილები არ არიან, მხოლოდ
პინგპონგისგან

79
გახურებულები; შხაპი იქნებოდა მშვენიერი. უცებ ყველაფერი მყიფე ხდება:
ერთობლივი მიუსაფრობის მელანქოლია. ახლა რამე კარგი უნდა მოგაფიქრდეს,
მაგრამ იდეა არ ჩანს. ლინი ამბობს:
It was a beautiful day!

ერთ კვირაში აკადემიის სხდომაა ბერლინში. ნეტა ლინი რას გააკეთებსერთ კვირაში
დღეის სწორს? საუბარი ვერ ეწყობა; ლინის გეგმები, მისი გეგმები. ცოტა ხანს
ლოჯიაში სხედან. ლინს პიჟამაზე ბურძგლიანი ქურთუკი შემოუცვამს; ტალღები სულ
ახლოს ეხეთქება ნაპირს პროჟექტორების შუქზე; ზოგად თემებზე თუ ისაუბრებენ:
თქვენთვის ქორწინება ჯერ კიდევ პრობლემაა?

მახსენდება ქალი, რომელმაც ტუალეტის ხეხვისას ათივე თითი დაისისხლიანა, როცა


ღალატში გამოვუტყდი. ტუალეტზე სისხლის კვალი საღამოს შევამჩნიე, მისი
დასერილი თითები კი

მეორე დილას. კიდევ მახსენდება ქალი, რომელიც ლოგინში წამოჯდა, რომ თავისი
ქმრისთვის სამსახურში დაერეკა და ეთქვა, ჯიხურიდან გირეკავო; არ მინდა
მოვუსმინო და გვერდზე გავდივარ, ერთი საათის შემდეგ კი სამივენი ერთად
ვსადილობთ... ეს თემა ლაპარაკის საღერღელს არ უშლის.

პროჟექტორის შუქქვეშ ტალღების დგაფუნი არც ისე ხმაურიანია, რომ საუბარში ხელი
შეუშალოს. მაინც ჩუმად არიან ახლა. შუქი, სხვათა შორის, შორს არ სწვდება; მხოლოდ
სამი ტალღის წამოქოჩრილ ჩქერებს და მათ განათებულ ქაფს, იქით კი სიშავეა. ღამე
შუქურა არ მოჩანს. ღამე უჰორიზონტოდ. I am fine, ამბობს ლინი, ლოჯიაში ზის, it is
not cold at all. თავისი ბურძგლიანი ქურთუკი მაინც სიამოვნებით წამოუღია. ამას წინ,
ინტერვიუს დროს, პირველად ეჭირა ხელში, და კიდევ თეთრი შალის პლედი. ერთ
მომენტში გვერდითა ლოჯიიდან ხმები ისმის; გაფრთხილებაა, რომ მათ ლაპარაკსაც
გაიგონებენ. სამი ტალღის ქოჩორს (მერე ისევ მხოლოდ ორი რჩება) და მათ
ახუჭუჭებულ, ღამის სიბნელიდან ამოსულ ქაფს უყურებენ. ლინს ახლა მზის სათვალე
არ უკეთია; სავარძელში რომ გადაწვება, გაშლილი თმა თითქმის ლოჯიის ფიცარნაგს
წვდება. ქაფის ქვეშ ამობურცული, მოსავარდნად გამზადებული ტალღები მწვანეა,
უფერული მწვანე და რძისებრი. ბარიდან მუსიკის ხმა შეწყდა, შუაღამეა. ხანდახან
ტალღის

მინარცხების ისეთი ხმა მოდის ნაპირიდან, გავიწყდება, იმწუთას რაზე ფიქრობდი.


უმეტესად თანაბარი შრიალია. ერთხელ ოთხი ტალღის ქოჩორი ერთად მოიწევს.
ძილში დროის კარგვა ენანებათ, ამიტომ კიდევ დიდხანს სხედან. You are watching me.
კაცი მხრებზე ჰკიდებს ხელს, თმას უსწორებს და ბრტყელი ხელებით უკან უწევს, რომ
შუბლი გაუთავისუფლოს, ახლობელი ადამიანის შუბლი, ყველაფერი ზედ აწერია,
წითურ წარბებზე გადაუტარებს თითს – ეჭვი არ არის, მისი მოფერება ლინს
ეკუთვნის, ამ ახალგაზრდა უცხო ქალს; მის გრძნობას ლინი სხვაში არ აურევს,
როდესაც სხეულს უკოცნის, სანამ თავისკენ მიიზიდავდეს. ლინის თმა მის სახეზე,
ფართო და რბილი პირი, დაწვრილებული თვალები, სიამის წამებში ყველა ქალის
უცაბედი მსგავსება. შემდეგ ლინის თავი მის მხარზე, თავის ქალის სიმაგრე. You are
thinking. რომელიმე ქალი უკანასკნელი იქნება და ვისურვებდი, ეს ლინი ყოფილიყო,

80
მსუბუქად და კარგად დავემშვიდობებით ერთმანეთს... დილის შვიდ საათზე, როცა
კაცი მარტო დგას ლოჯიაში, ცას ჯერ არ ეტყობა, ნაცრისფერი დღე იქნება თუ ლურჯი.
იმედი აქვს, ღამე არ უხვრინია. ფეხქვეშ ფიცარნაგი სველია, ცოტათი სრიალებს. არ
იცის, რას ფიქრობს; ფხიზელია. როგორც თოლიები. ხის მოაჯირიც სველია, ზედ
ხელებს ჩამოაყრდნობს. სიამოვნებს, რომ ცოტათი სცივა და არაფერზე ფიქრობს.
საკუთარ ფეხებს გრძნობს ცივ ფიცარნაგზე, ხელებს ხის მოაჯირზე; თოლიების ხმა
ესმის, მაგრამ მათ არ უყურებს. იცის, რას დაინახავს, თუ გაიხედავს. სხეული
აგრძნობინებს, რომ ამწუთას აქ არის. ხანდახან სხვათა შორის ეკითხება თავს, ის
წლები რა იქნაო. სხვებს შეუძლიათ თქვან: 5 წელი ომში გავატარე, 2 წელი ტყვეობაში.
ვიღაც იტყვის: 40

წელი ვიმუშავე ფედერალურ რკინიგზაში. კიდევ ვიღაც: 10 წელი ბანაკში. მათ იციან,
რატომ იყო სიცოცხლე მოკლე. არქიტექტურა:

12 წელი სახაზავი მაგიდა, ფანქარი, სახაზავი, ფარგალი, პერგამენტის ქაღალდი,


ლოგარითმული ხელსაწყო, ტუშის სუნი. მხაზველის თეთრი ხალათი. პერგამენტის
გრაგნილს რომ გაშლი: შრაშუნის და შრიალის ხმა. მუყაოს შეკვრები. ყოველდღე
სამსახურში სიარული: აღარც სტუდენტი ვარ და აღარც მწერალი, უმრავლესობას
ვეკუთვნი. მათი სახეები დილით და საღამოს მატარებელში. მიყვარს მხაზველის
თეთრი ხალათი, მიყვარს ხაზვა. გარეთ თოვს, სპეციალური განათებაა საჭირო:
პერგამენტის ქაღალდი შუქში პრიალებს. ომია. ტუშით ნელა რომ ვავლებ ხაზს,
სუნთქვას ვიკრავ. შრიფტის დასმაც მიყვარს. ვშლი, როცა ზომის აღმნიშვნელი ციფრი
კი იკითხება, მაგრამ ლამაზი არ გამოსულა. ცემენტი, ბრინჯაოს ფხვნილი, კრამიტი,
თუთია, მინის ბოჭკო, გაჯი – ეს არის ჩემი კალიგრაფიის სიტყვარი. ოცდაათი წლის
ვარ და მეღირსა პროფესია, რომელიც მაცხოვრებს, მეღირსა დიპლომი, მადლიერი ვარ,
რომ სამსახური ვიშოვე: რვიდან თორმეტამდე და პირველიდან ხუთამდე. შემიძლია,
ცოლი

მოვიყვანო. ფიცარზე ლოგარითმულ სახაზავს რომ ვასრიალებ, თავი სპეციალისტი


მგონია. რატომ მაინცდამაინც არქიტექტორი? მამა არქიტექტორი გახლდათ
(უდიპლომო); გამჭვირვალე პერგამენტის ქაღალდი, რაისშინე, დასაკეცი მეტრიანი –
აკრძალული სათამაშოები იყო. უფრო ზუსტად ვხაზავ, ვიდრე მანამდე ვწერდი.
სხვათა შორის, ქარხნების გეგმის ხაზვისას თავი უფრო მამაკაცური მგონია. ერთხელ
მშენებლობაზე შევიტყვე, რომ კიბე, რომელიც მე გამოვითვალე და დავხაზე, ზედა
მოედანს ვერ სწვდება; ერთი ნაბიჯისხელა დააკლდა სიმაღლეში, სიგრძე კი ზუსტია.
ეს მეორედ აღარ მემართება. კიბის საფეხურები უკვე მოჭრილი იყო; ზარალი
უფროსმა აიღო თავის თავზე. მშენებლობაზე მე მქვია: ბატონი არქიტექტორი. როცა
ჩემს ნახაზს ხარაზს ან დურგალს დავუნახავ ხელში, ცოტა წელში ვიკუნტები, გინდაც
გეგმები სწორი იყოს. ხშირად აზრზე არა ვარ, რა როგორ უნდა შესრულდეს; მხოლოდ
ის ვიცი, რომ მუშამ იცის თავისი საქმე. უსიამოვნო გრძნობა მაქვს ყველანაირი
ხელოსნის მიმართ. შუბლს რომ შეიჭმუხნიან, მიხარია, მე თუ არ მკითხავენ, რა როგორ
უნდა გააკეთონ, და განზე ვდგები, გინებას რომ იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ
დროთა განმავლობაში მივხვდი, როგორ უნდა დაიწყო საქმე, ჩემი ხელები მას ვერ
გააკეთებდნენ. ჩემს ხელებს უჭირავთ გრაგნილი, რომელიც საყრდენს მაძლევს.

81
არაკომპეტენტურობის გრძნობა მრჩება. თითქოს მუშები ვერ ამჩნევენ. სიამოვნებით
დავაკვირდებოდი მათ დიდხანს; მაგრამ ეს მიღებული არ არის. მათზე ბევრად უკეთ
არ მიხდიან; მაგრამ მაყურებლობაში არ მიხდიან, რასაც მიხდიან. მუშათა
უმრავლესობა ჩემზე უფროსია. ჩემი ძმა ნდობას მიცხადებს. ფული არ ჰყოფნის.
პატარა სახლი

გამოვა. რაც უფრო მარტივი იქნება ჩემიგეგმა, მით უკეთესი. ოღონდ მემინდა, რომ
იდეები ვაფრქვიო და სულელური სახლი გამოდის; მაინც შენდება: მიწის ამოღება,
ხარაჩოები, საძირკვლის ჩასხმა, მოპირკეთება – ყველაფერი გეგმის მიხედვით, შემდეგ
კედლების ამოყვანა და რაც გეგმის გარეთაა: ბევრი მიწა, ფიცრები, აგურების გროვა,
ყველაფერი ხელშესახებია. მუშები რომ მიდიან, კიდევ ცოტა ხანს ვრჩები და თავს
ვაჩვენებ, რაღაცას ვზომავ-მეთქი. კანალიზაციის მილები, ხრეში, ნიჩბები, ურიკები,
ტოლის ხეშეში და ცოტა წებოვანი რულონები, ცემენტით სავსე ტომრები, ორმო
აყვავებული ალუბლის ხის ქვეშ, დაჟანგული რკინის რგოლები მინდორში. ერთხელ
მესიზმრება: სახლი მზადაა და საერთოდ არ ჰგავს ჩემს პროექტს, მაგრამ, აშენებული
შენი პროექტის მიხედვით არისო, მეუბნებიან. სიზმართან შედარებით ის შიშები რა
მოსატანია, რაც სამშენებლო მოედანზე მელოდება: ერთი ფანჯარა ზომაზე ბევრად
დიდია, ვეღარ დააპატარავებ; ფანჯრის ჩარჩოები უკვე შეკვეთილია. ის იდეებიც,
რომლებიც ხარჯებს შეამცირებდა, ახლა უკვე დაგვიანებულია. ჩემი ძმა მეცოდება.
(ოცი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიცხადებს ნდობას; მეორე სახლი ჭკვიანურად
მაინც შენდება, სწორად დგას ნაკვეთზე და ოინებს არ გვიწყობს) ჩემი პირველი
შეცდომა უფროსის რანგში: ინსტიტუტელ მეგობარს ვიყვან სამსახურში, მანამდე
ერთად ვმუშაობდით სხვაგან, 350 ფრანკის ნაცვლად თვეში 500 ფრანკს ვუნიშნავ და
რადგან ადრე ორივეს ნერვები გვეშლებოდა ხოლმე მკაცრ განრიგზე – რვიდან
თორმეტამდე და ორიდან ექვსამდე – შედარებით თავისუფალ რეჟიმს ვთავაზობ –
როცა გინდა, მაშინ იმუშავე-მეთქი, ორმოცი საათი

კვირაში. მეორე თანამშრომელს, ტექნიკოსს, ჯარიდან ვიცნობ, უმცროსი ლეიტენანტი


იყო; გახარებულია, რომ სამსახური იშოვა; მასთანაც შენობით ვარ. ჩვენი სამუშაო
ყოველთვის საჩქაროა და თან სასიამოვნო, კერძოდ, პროექტებს ვაკეთებთ, ხანდახან
სახლში ვმუშაობ გვიან ღამემდე; ამავე დროს, როგორც უფროსს, მეუხერხულება,
თუკი დილას სახაზავ მაგიდასთან მათზე უფრო გვიან მივალ და საღამოს მათზე ადრე
წავალ. მაგრამ თუ სხვებს დავასწრებ და ზუსტად რვა საათზე დავერჭობი
სახელოსნოში თეთრ ხალათში გამოწყობილი, რომ მოვლენ, შეიძლება იფიქრონ,
ზედამხედველს თამაშობსო; ესეც არ მომწონს. ხანდახან თათბირებზე მიწევს წასვლა;
უკან რომ ვბრუნდები, კურტს, ინსტიტუტის მეგობარს, ერთი სული აქვს თავისი
ესკიზები მომაჩეჩოს, ამით უნდა დამანახვოს, რა ბეჯითად მუშაობს. მისი
წინადადებები უღიმღამოა, მაგრამ შეკამათება საერთოდ არ სწყინს, მზადაა, კიდევ
ერთხელ მიუბრუნდეს დავალებას. პროექტის მხაზველი, მეორე, წყნარად და სულ
უფრო წყნარად იქცევა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამომიცხადებს, სამსახურიდან
მივდივარო. რატომ? უფრო მაღალი ხელფასი არ უნდა; მას მხოლოდ ის ამწარებს, რომ
ჩემი ინსტიტუტელი მეგობარი, საკმარისია, სხვაგან გამიგულოს, გინდაც მეორე
ოთახში, მაშინვე თავის პირად შეკვეთაზე იწყებს მუშაობას. არ არის საჭირო მისი
მაგიდის ქვეშ შეხედვა, ისედაც ხომ ვხედავ, რას მიჩვენებს: ყველაფერი ბლეფია,

82
რბილი ფანქრით დახაზული ესკიზები, ათ წუთში რომ კეთდება და თან როგორ
გიძვრებაო. მეორე მხაზველი ერთადერთი პრაქტიკოსია ჩემს ფირმაში,
კეთილსინდისიერი თანამშრომელი; მუშაობს თავისი გასამრჯელოს შესაბამისად,
მაშინ, როცა დიპლომიანი არქიტექტორი,

რომელსაც უფრო მეტს უხდი, თვეების განმავლობაში გატყუებსო და ეს აღიზიანებს,


კეთილსინდისიერების ყოველგვარ სურვილს უკარგავს. მას ჰქვია ადამი. იმ სახლში
ცხოვრობს, სადაც ვმუშაობთ. ერთ დილას, ჩვეულებისამებრ, სამსახურში მივდივარ,
მისი ცოლი მეფეთება და შეშლილივითმეცემა: „მე არვარ მკვლელი, ბატონო ფრიშ, მე
არ ვარ მკვლელი, თქვით, რომ არ ვარ მკვლელი!“ და ჩვილს მაჩვენებს. ღამე პატარა
საწოლი ჩემს კაბინეტში ჩამოუტანია, რომ თვითონ დაეძინა. გალურჯებული ჩვილი.
დამხრჩვალა. მისი ქმარი, უმცროსი ლეიტენანტი, ამ დროს ჯარშია; მე უნდა
შევატყობინო ეს ამბავი. კეთილსინდისიერ ადამიანს ემართება ასეთი რამ. კვირები
გადის, სანამ მეორე თანამშრომელს კაფეში შეხვედრას ვთხოვ; თითქმის არაფრის თქმა
არ მჭირდება, მხოლოდ ვამბობ, სალაპარაკო გვაქვს-მეთქი. სამსახურიდან დათხოვნა?
მანამდე მთანხმდება, სანამ სიტყვას დავამთავრებდე და მიზეზსაც არ კითხულობს;
მიხარია, რომ მიზეზებზე საუბარი არ მიწევს, კურტს შეეძლო შემწინააღმდეგებოდა:
ზუსტად ასე იქცეოდი, როცა შენ იყავი დაქირავებული თანამშრომელი, მაგიდის ქვეშ
შენს საკონკურსო პროექტზე მუშაობდიო. პროექტი დიდხანს რჩება ქაღალდზე, იმ
წლებში ცემენტის დეფიციტია, რკინის დეფიციტიც, ომმა შთანთქა ყველაფერი.
სრული დატვირთვით არ ვმუშაობ და ამ დროს ვიწყებ ისევ წერას, თეატრისთვის, რომ
რაღაცას ხორცი შეესხას. სამსახურის მერე ვწერ. არ მინდა, ვინმემ წამასწროს, რომ
სამსახურში სხვა რაღაცას ვაკეთებ; უცებ თუ მომივა რამე იდეა, პატარა ფურცლები
მაქვს ჩასანიშნად დამალული სახაზავი მაგიდის ქვეშ. ხუთ კვირაში მზადაა პირველი
პიესა, სამ კვირაში მეორე; ციურიხის თეატრი დგამს, შესაბამისად, სამშენებლო

უწყებას ყურადღებიდან ვერ გამოეპარებოდა, რომ ვწერ. ერთხელაც მშენებლობის


უფროსს თავის ბარაკში შევყავარ, რომ რაღაც გამანდოს: პროექტში, რომელსაც სხვა
პროექტების მსგავსად მე ვაწერ ხელს, უხეში შეცდომაა გაპარული. მშენებლობის
ზომები გადასამოწმებელია, ჩვეულებრივ, ამას ღაღადებს ყველა პროექტზე
დარტყმული ბეჭედი; უფროსს მადლობას ვუხდი, რომ შეცდომა მანამდე შეამჩნია,
სანამ ბულდოზერი ზედმეტ მიწას ამოთხრიდა და ვეუბნები, სხვათა შორის, ჩემი
მხაზველის ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, თვითონ დავხაზე ეს პროექტი, მარტო ხელი
კი არ მოვაწერე, არამედ თვითონ დავხაზე-მეთქი. ამის თქმა საჭირო არ იყო. შედეგად,
მშენებლობის დასრულებამდე (ორი წლის განმავლობაში) მშენებლობის უფროსი არ
აღიარებს, თუკი შეცდომა თავად გაეპარება; უკვე ხომ გარკვეულია, აქ ვის ეშლება
ხოლმე. ერთხანს გამომდის ორმაგი საქმიანობა – მშენებლობა და სცენაზე
რეპეტიციები. დილის რვა საათზე სამსახურში ვარ; ათზე თეატრში მივდივარ
რეპეტიციებზე, მოყვარულივით ვზივარ პარტერში და ვუსმენ. როცა მსახიობები
ტექსტის სასწავლად სახლში მიდიან, მშენებლობაზე გავრბივარ და ვხედავ, როგორ
აპირკეთებენ გადმოსახტომ კოშკს, მეორე ადგილას ფილებს აგებენ, როგორ მოაქვს
ბოლოს და ბოლოს დურგალს სახელოსნოდან თავისი ნამუშევარი და არგებს
იქაურობას. ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც საჭიროა, თეატრში რეპეტიციებზეც
ასეა. აქაც და იქაც რაღაცას ხორცი ესხმება. მართალია, სხვები მუშაობენ, მაგრამ მაინც

83
მაქვს განცდა, რომ ხელები მაბია. რაღაც იქმნება. ვაცნობიერებ, რომ ყოველი დღე
გაჯერებულია დროით; არ მაკლია პროფესიული დარდები, რადგან ბოლო აქტი ცოტა
უნიათო გამოვიდა და

ხის ნაკეთობების ზედაპირი უშნოა, ვეღარაფერს მოვუხერხებ. სანამ მშენებლობას


დავტოვებ, ფეხსაცმელს ვიწმენდ რაღაც ჯოხზე თუ მავთულზე, მერე კი ველოსიპედს
ვახტები. ხანდახან, ველოსიპედზე ვზივარ და ვუსტვენ ხოლმე.

12 მაისი 1974:

დილის ზღვა სადაფივით ნაცრისფერიაღრმა ღრუბლებქვეშ, ტალღებისუსტი, მზე არ


ანათებს. ფეხსაცმლის გაძრობა და ქვიშაში ფეხშიშველა გავლა ჯობს, ფეხსაცმელების
ხელში დაჭერა. თოლიები დაფრინავენ უკაცრიელ ნაპირზე, მათი ხმა ყველაფერს
ფარავს, ყველა სხვა აღქმას, ტალღებსაც კი. ის ფიქრობს: დღეს იწვიმებს. ბალახის
ბღუჯები დიუნზე. ქარიანი დღეა, პერანგისამარაა, პიჯაკი არ წამოუღია; სიარულში
არ ცივა. ჯერ არ წვიმს. იმ არემარეზე კაციშვილის ჭაჭანება ისევ არ ჩანს. აქა-იქ ქვიშაში
პლასტმასის ქილა აგდია; გუშინ არ შეუმჩნევიათ. თავს ეკითხება, ასე, ხელში
ფეხსაცმელებით, სადამდე ვივლიო. გუშინდელი შეზლონგები წერტილებად მოჩანს
შორს, ძნელად ამოსაცნობად. თავს კარგად გრძნობს. მიაბიჯებს. კინაღამ წაიქცა და
მიხვდა, რა გაიფიქრა ორივე ხელში ცალ-ცალი ფეხსაცმლით მიმავალმა: მინდა, ამ
შაბათ-კვირის აღწერა შევძლო, ისე რომ არაფერი არ გამოვიგონო, ეს

წყალწყალა აწმყო – მაგრამ ეს გუშინაც გაიფიქრა ბუტიკში ყოფნისას; იმ ადგილის


სახელი აღარ ახსოვს. ცოტა ხანში ისევ არაფერს ფიქრობს... შემდეგ ისევ იმავეს: არ
მინდა, რამე გამოვიგონო; მინდა, ვიცოდე, რას აღვიქვამ და ვფიქრობ, როდესაც არ
ვფიქრობ სავარაუდო მკითხველზე. იმისთვის ვწერ, რომ მკითხველი
დავაკმაყოფილო, კრიტიკოსებს საქმე გავუჩინო! კითხვა, ფიქრობ თუ არა წერისას
მკითხველზე, ყველა უნივერსიტეტში გაისმის. მაგალითად, ფიქრობს ის, მკითხველი
არასოდეს წარმომიდგენია ფეხშიშველა... სადამდეც ქვიშას ტალღები სწვდება და
სველი და ამიტომ უფრო მკვრივია და სასიარულოდ უფრო იოლი, იქ გავლისას
ფეხებზე სცივა. მოქცევაა, ნაპირი დღეს გუშინდელზე უფრო ვიწროა. სადაც ტალღები
ვერ სწვდება, სადაც ქვიშა მშრალია, სიარული ჭირს და ფეხისგულები ეწვის. უხეში
ქვიშაა. ერთხელაც იმდენი უნდა იარო, სანამ კანი არ გადაგტყავდება ფეხისგულებზე
და მართლა საკუთარ თავს არ დაელაპარაკები. თორემ სიზმარში დარჩება:

... სამი თუ ოთხი ძაღლი, ალბათ დოგები, დიდი ძაღლებია. მათთან ერთად ვარ
ჩამწყვდეული გალიაში. მაგრამ არ მერჩიან, მხოლოდ ყეფენ. გარეთ არ ვიყურები.
ცოფიანებივით ყვირიან. არ

ვიცი, ვინ დგას გარეთ გალიასთან, ხმები ისმის, მაგრამ გალია ჩარაზული რჩება. სხვა
შემთხვევაში ძაღლები დაგგლეჯდნენ. განა მხოლოდ ყეფენ, უკვე კლანჭებით
პორჭყნიან კარის ქვეშ ღრიჭოს; უკან რომ გამოაგდებენ ფეხს, ვხედავ, რომ ბრჭყალები
დაუჭრიათ, ერთიმეორის მიყოლებით.

გუშინდელი გრძელი მსუბუქი დღე: თითქოს გულში დაეჭრათ (როგორც ხშირად)


ერთხელ და სამუდამოდ, უკან მიმართულ მზერას არ ახლავს ბრაზი, არც საკუთარი

84
თავის შეცოდება; ყველაფერი განცდილი და დაწმენდილია (ჰეგზამეტრიღა აკლია),
ერთხელ და სამუდამოდ, ახლა კი დიუნზე შედგება ხელში ფეხსაცმელებით, რომ
თქვას:
Damn!

ჯერ ერთი – ზღვა არ არის სადაფივით ნაცრისფერი, თოლიები არ არიან თეთრი, ქვიშა
არც ყვითელია და არც რუხი, ბალახიც კი არ არის მწვანე ან ყვითელი, ღრმა
ღრუბლები არ არის იისფერი...
Damn!

მუდამ მდგომარეობის გაუცნობიერებლად ვცხოვრობ.


Damn!

შემდეგ თავად ვერ ამიხსნია ჩემი საქციელი. გამონათქვამი, რომელიც მახვილივით


მომხვდა, საერთოდ არ თქმულა; ყველა ადასტურებს. მე თავს ვიშავებ ჩემი ბოდვით.
ხანდახან სხვები ვერ ამჩნევენ, რომ ტვინი მღალატობს; მხოლოდ მე ვამჩნევ
ყოველდღიურად ჩემს მცდარ გადაწყვეტილებებს. ეს მაფრთხობს და აგრესიულს
მხდის. შიში, რომ ტვინი მიღალატებს და ჩემი ემოციურობაც: ლაბილური,
ეგზალტირებული, მყიფე. არაფერს მშველის, რომ მგონია, ესა თუ ის რამ ვიცი-მეთქი.
გრძელი მსუბუქი დღე: სამყარო მიცურავს მის მომავალში, სადაც ჩემი ადგილი არ
არის, და ასე ვიწროვდება მე-მდე, რომელმაც იცის, რომ საერთო მომავლიდან თვითონ
განდევნილია. რჩება გიჟური მოთხოვნილება აწმყოსი, რომელსაც განსაზღვრავს
ქალი. ეს ვაკუუმი ჩემთვის ნაცნობია: როცა თხუთმეტი წუთი, შემდეგი თხუთმეტი
წუთი უფრო

ხანგრძლივი გეჩვენება, ვიდრე მთელი გასული წელი – ამ დროს სულ ცოტა ხნის წინ
მეგონა, რაღაცის იმედი მქონდა. ავადმყოფი ჩემში, რომელსაც სიკვდილი სწყურია და
არ ამბობს; მისი დაუდევარი მოთხოვნილება, უახლოეს კედელს მიასხას ჩემი ტვინი...
Shit!

ოთხშაბათს სამოცდასამის ვხდები... დღეს იწვიმებს, მაგრამ ეს ხომ უკვე ერთი საათის
წინ გაიფიქრა და ჯერაც არ წვიმს. ერთხელ წამოწინწკლავს. ცხრა საათია. ათი საათის
შემდეგ (ოთახის კარზე წაიკითხა) საუზმე აღარ იქნება... ახლა ისევ იცის, რას ფიქრობს,
ფეხსაცმელები ხელში უჭირავს: ლინი უნდა გავაღვიძო... დილაობით ვერ
დაელაპარაკები. ქუთუთოები შეუღებავი აქვს, ფერმკრთალი, ცვილივით. მაგრამ
სუნთქავს. გაშლილი თმა ბალიშზე, გადმოგდებული შიშველი მკლავი თითქმის
იატაკს სწვდება, ცალი ფეხი გადასაფარებლიდან გამოუყვია.

„ასეთ დღეებში ვდგები არყის ხეებთან ერთად, გადავივარცხნი


ხორბლის თმას და შუბლს გამოვაჩენ, ყინულის სარკის წინ
მდგარი.
...

85
ასეთ დღეებში ტკივილს არა ვგრძნობ,
რომ დავიწყების შემწევს უნარი და
გახსენებაც ჩემი ვალია.“[11]

წლების წინ (1958), დილაადრიან, სანაპიროს ქუჩაზე მივდივარ, სანამ მას სძინავს;
ფეხშიშველა არა ვარ, მაგრამ მალე ესპადრილებშიც მეწვის ფეხები. მეჩქარება და
სწრაფად მივაბიჯებ. აქეთ-იქით არ ვიყურები. მაინც ვხედავ ყურეში რიგში
ჩამწკრივებულ ჩამოწერილ გემებს, მეთევზეების ნავებს, შორს, დილის სისხამზე. ჯერ
სახლის წინ გავედი და ჯებირზე ჩამოვჯექი, დროდადრო სახლს ვუყურებდი. იმედი
მქონდა, რომ მომძებნიდა? როცა გძინავს, ერთი საათი არაფერი არ არის; ფხიზელი
კაცისთვის უზომოდ იწელება. შემდეგ გავიარე, რომ არ შემცივნოდა. უცებ
მოწყენილობა შემომაწვა. სადაც სანაპირო ქუჩა კლდესთან უხვევს, საიდანაც
ბოლოჯერ მოჩანს პატარა ნავსადგური, სახლი, სადაც მას სძინავს, ზედა სართულის
პატარა

ტერასა; ისევ ჯებირზე ჩამოვჯექი, ხელები განზე გავშალე, უხეშ ბათქაშს დავეყრდენი,
ესპადრილიან ფეხებს ვაქანავებ. ბათქაში ხელებიდან ჩამოვიბერტყე და წავედი, სანამ
ახალი დღე გათენებულა. ისე გავეცალე იქაურობას, თითქოს შიკრიკი ვიყო და ამბავი
მქონდეს სასწრაფოდ მისატანი, La Spezia; გზას ვერ ვაგრძელებ. ჯერ დღე არ
გათენებულა, ყავას ვერსად დალევ. ძეხორციელი არ არის ფეხზე, არც ერთი გონიერი
არსება, დარაბები ყველგან დახურულია. ჯერ ყოველდღიური ბაზრის გაშლაც კი არ
დაუწყიათ. ავტობუსიც არ ჩანს; შეგიძლია, შუა გზაზე იარო. მსიამოვნებს, ქუჩის
ძელსკამზე რომ მაცახცახებს, ფიქრი არაფერს შველის, არ ვიცი, საით არის მომავალი.
მერე, სადგურზე, ჯერ განრიგი შევისწავლე უსათვალოდ, მერე ვამოწმებ, ფული
რამდენი მაქვს შარვლის ჯიბეში. მისგან წასვლა თუ მასთან წასვლა? მის სიახლოვეს
მხოლოდ ის არის, მის სიახლოვეს სიგიჟე იწყება. ეს აქამდეც ვიცოდი. ჯერ კიდევ
მგონია, მონეტის ასროლით შეიძლება გადაწყვიტო: შუბლი თუ ზურგი? მაგრამ უკვე
გადაწყვეტილია. გასართობად მაინც ვაგდებ მონეტას, 100-ლირიანს, ძირიდან ვიღებ
და არ ვუყურებ, შუბლია თუ ზურგი; მხოლოდ ვიცდი, სანამ ყავა გამოჩნდებოდეს ამ
ქალაქში: La Spezia... ზუსტად ასეთ ნაცრისფერ დილას, ორი თვის წინ: პარიზი,
პირველი კოცნა ქუჩის ძელსკამზე, შემდეგ გადახურულში შევდივართ, პირველი ყავა:
გვერდით მაგიდაზე სისხლიანწინსაფრიანი ყასბები, რა უხეში გაფრთხილებაა. მისი
ჩამოსვლა ციურიხში. დაბნეული დგას სადგურზე; მისი ბარგი, მისი ქოლგა, მისი
ჩანთები. შეყვარებული წყვილი ერთი კვირა ციურიხში და პირველი შეგნებული
გამოთხოვება. ასეთი რამ მართლა

არსებობს: თმის ყალყზე დადგომა. მას დავუნახე. გაცნობიერება, რომელიც ოთხ


კვირაზე მეტს ვერ გაძლებს. ჩემი გამგზავრება ნეაპოლში. ის სადგურზე; მკლავებში
ძალა აქვს. სად წავიდეთ? ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, სად დავბინავდებით, ისევ
მოუქნელად: Porte Venere, სადაც ტაქსით ჩავედით, თითქოს მდევრებს
გავურბოდეთ... შემდეგ, სანამ ავდგებოდი, ისევ გადმოვფერთხე ქვიშა
ესპადრილებიდან და ის მონეტა ყავაში მივეცი. შვიდ თვეს ვცხოვრობთ ერთად,
შემდეგ ავად ვხდები. (ჰეპატიტი). ორმოცდარვა წლის ვარ და ჯერ არასდროს
ვწოლილვარ საავადმყოფოში, მსიამოვნებს იქ მოხვედრა, ყველაფერი თეთრია,

86
მივლიან. მაგრამ მერე მეხსიერების დაკარგვის შიში მეძალება. პირველად მიჩნდება ეს
შიში. ღამე მომდის თავში წინადადება, რომელიც მას აუცილებლად უნდა ვუთხრა: ის
ერთადერთი წინადადება. მგონია, რომ სწორია და მნიშვნელოვანი და აუცილებლად
უნდა დავიზეპირო ეს წინადადება, რადგან ჩანიშვნის ნიჭი არ მაქვს. დილაობით
ყოველდღიურად მისხამენ რაღაცას მარჯვენა მკლავში, სამ თუ ოთხ საათს
გრძელდება, ჩემ ზევით დაკიდებული ბუშტიდან მოწვეთავს. ღამით შედგენილ
წინადადებას ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ ვიმეორებ, რომ არსად გამისხლტეს;
ყოველ ჯერზე ვერ ვახერხებ მისი მნიშვნელობის გააზრებას. სიტყვების ჯგუფი.
ექიმის ვიზიტის შემდეგ, მას მერე, რაც სხვა სიტყვები გავიგონე, სასწრაფოდ უნდა
აღვადგინო სიტყვების ის ჯგუფი.
გადასხმის მერე მოთენთილი ხარ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი; მხედველობაც
გერღვევა. მაგრამ წინადადება უნდა ჩავინიშნო, სანამ ძილი თავს წამართმევდეს.
საღამოს უფრო ფხიზლად გრძნობ თავს; ვკითხულობ წინადადებას, რომელიც არც
არის წინადადება: არ ჩანს,

რომელია ქვემდებარე, უშედეგოდ ვმარჩიელობ და შემასმენელიც აკლია. მეშინია.


მოდის ჩემს მოსანახულებლად და ვერ ვეუბნები. სმენა მაქვს? ვერ ვამჩნევ, რომ დღეს
ახალი კაბა აცვია, საზაფხულო. იმედგაცრუებულია; მთელი დღე უვლია ციურიხში,
რომ ახალი კაბით გავეხარებინე. ყვავილებიც უყიდიაჩემთვის, დეზურები, რადგან
დეზურები მიყვარს; სახლში დგასო, მეუბნება, სამი თაიგული. ვერაფერს ვიგებ.
პალატიდან ვუშვებ. ნამდვილ ჩინელზე უფრო ყვითელი ვარ, ორ „ფოლკსვაგენს“
ვუკვეთავ, ერთს ჩემთვის, ერთს მისთვის, საავადმყოფოდან რომ გამოვალ, უნდა
დამხვდეს. საბედნიეროდ, ვიღაც ჩამოსულა აქ გავლით და რომამდე გააცილებს. ვიღაც
კი არა: ჰანს მაგნუსი. მე ის გავაგდე, 1959 წლის ზაფხულში გავაგდე და უცებ
გამოვჯანმრთელდი. ისევ შემიძლია სიარული: ნახევარ საათს გოგირდის წყარომდე
და ნახევარსაც უკან, მალე მეტს შევძლებ. მეხსიერებაც დამიბრუნდა, ესე იგი, ის
რომშია. როცა დღეში ოთხ ან ხუთ საათს სიარულს ვახერხებ, ვიცი, სიცოცხლე არ
შემიძლია უიმისოდ. Roma non responde, ჭკუიდან ვიშლები, მთელი ღამე ვერ
ვუკავშირდები, დღისითაც ვერ, Roma non responde, რა მიზეზს არ ვიგონებ, მაგრამ
ყველა სულ ერთია; მაგიჟებს ტელეფონის ზარი, სანამ ეს ხმა ჩაირთვება: Roma non
responde. საბანს ვიფარებ, რადგან ტელეფონთან მეძინება და მაღვიძარას ვაყენებ, რომ
საათში ერთხელ დავურეკო. ავადმყოფმა გააგდო, ვიცი; ექიმმა ნება დამრთო, რომ
ჩავიცვა და რამდენიმე წუთით გარეთ გავიდე და ორივეს ხელი დავუქნიო
გამომშვიდობების ნიშნად. ნუთუ არ მიუღია ჩემი წერილები? ყვითელი აღარ ვარ; მე
ის მწყურია. Roma non responde. Roma non responde. Roma non responde. ბოლოს და
ბოლოს ვიგებ

მის ხმას; რამდენიმე დღის შემდეგ იტალიის და შვეიცარიის საზღვარზე ვხვდებით და


ორი „ფოლკსვაგენით“ მივსრიალებთ ციურიხში. მიყვება, რა ხდებოდა რომში.
ციურიხში ცალ-ცალკე ბინებში ვცდილობთ ცხოვრებას; ის – სახლში, სადაც
გოთფრიდ კელერი ცხოვრობდა როგორც სახელმწიფოს სამსახურში ჩამდგარი
მწერალი, კაკლის ხის კარი აქვს, სპილენძით შეჭედილი. რამდენს გავქაჩავ? – სიენა,
1959 წლის შემოდგომა, გამოფხიზლებული, მთვარეულივით ვდგავარ ფოსტის წინ,
კარგა ხანს ვერ ვახერხებ მზით გაჩახჩახებული მოედნის გადაკვეთას: წერილი

87
გაგზავნილია ექსპრესფოსტით, სქელი წერილი. ქორწინება შევთავაზე. დიახ. მისი
პასუხი ვერ წარმომიდგენია. არა. მეგობარი, რომელიც იქვე ბარში მელოდება, ვერ
იგებს, რატომ ვარ ასეთი აფორიაქებული. ყველაზე ადრე როდის მომივა მისი პასუხი?
ამ შემოდგომაზე სმა მეკრძალება, ყავის დალევაც კი; ასეთი ფხიზელი გონებით
შევთავაზე ჩვენი დაქორწინება. ასიზიში ჯერ ფოსტაში მივდივარ, შემდეგ ტაძარში,
ქორწილია, კათოლიკური; ფლორენციაში ჯერ ფოსტაში მივდივარ, სანამ მეგობართან
ერთად სასტუმროს მოვძებნიდე. გავბედო და დავურეკო? ჩემი წერილი, რომელიც
ჯერაც ზეპირად ვიცი, მიუვიდა, ეს პირველად მაშინ მესმის, როცა ისევ ვხვდებით
ციურიხში. როგორ წარმოგიდგენია ქორწინება გაჯანჯლებული სამოქალაქო
განქორწინებიდან ნახევარი წლის შემდეგო. ფრანკფურტში მივყვები; პირველ
ლექციას რომ კითხულობს, აუდიტორიაში ვზივარ და მუხლებზე მისი პალტო
მიდევს. მერე მარტო ამჯობინებს ფრანკფურტში წასვლას. ერთხელ ბაქანზე ვხვდები.
რომ დამინახავს, ჩერდება, სრულიად აშლილი და დაბნეულია. რამ გააოგნა მეორე
დღეს

მიღებულ დეპეშაში, მის საიდუმლოდ რჩება. ვემონები, მონუსხული ვყავარ,


მიუხედავად იმისა, რომ იმ ზამთარს, ჩვენს ორ ბინას შორის სიარულისას, სხვა
ქალთან მივდივარ. მგონია, რომ ჩემს შვილებსაც უყვართ. შემდეგ რომში
გადავდივართ ერთად საცხოვრებლად, Via Giulia 102, ხმაურიანი ადგილია. მისი
რომი. გაზეთები ჩვენი დაქორწინების ჭორებს ავრცელებენ და ასახელებენ იტალიურ
ეკლესიას, რომელიც თვალით არ მინახავს. არ სჯერათ მისი თავისუფლების? როცა
მის ან ჩემს მეგობრებთან ვართ, უსიტყვოდ გვათავსებენ ერთ ოთახში; ჩვენ წყვილი
ვართ, რაღაცნაირი წყვილი, ვეღარ ვმალავთ. ერთ იტალიურ რესტორანში ვიღაც
გერმანელი მოდის ჩვენს მაგიდასთან, ვხედავ, როგორ უხარია ორივეს ეს
შემთხვევითი შეხვედრა და ნახევარ საათს მათ საუბარს ვუსმენ; ის მას არ მაცნობს და
არც მე ვეცნობი, რადგან ვიცი, არ ესიამოვნება; ის კი, პეტერ ჰუხელი, ვერ ბედავს,
თავად გამეცნოს, თუმცა ნამდვილად მიცნო. ხანდახან სასაცილოა. როდესაც
ნეაპოლში ჩავაკითხავ, არ მაჩვენებს სახლს, სადაც ცხოვრობს, ქუჩის სახელსაც კი არ
მიმხელს; ეს მესმის. დაძაბულია, როცა მისი ახლობელი ადამიანები ერთმანეთს
ხვდებიან. არ უნდა, რომ „ჯგუფი 47“-ის სხდომაზე გამოვჩნდე; ეს მისი
სამფლობელოა. ბევრი ასეთი სამფლობელო აქვს. ერთ მშვენიერ დღესაც ყელში
ამომდის დამალობანას თამაში. რის ეშინია? ერთხელ კლანგენფურტში მივდივართ;
მაჩვენებს ურჩხულის წყაროს, რომელსაც მისმა ტექსტმა გაუთქვა სახელი; პირველი
(ის ასე ამბობს) კაცი ხარ, ვისაც ეს ვაჩვენეო და ოჯახსაც წარუდგენს ჩემს თავს. მერე
კი, რომში, ზღვარს ავლებს წარსულსა და აწმყოს შორის; უცებ ჩერდება, თითქოს
აგური მოხვედროდეს თავში და ხელის

ზურგს იფარებს ციცაბო შუბლზე: გთხოვ, არა, ამ ქუჩაზე ნუ გავივლით, არა, გთხოვ!
კითხვას არ ვსვამ. თავს პატიობ საკუთარ საიდუმლოებებს. ეს მართალია. საშინელი
წარმოდგენაა, შეკრიბო ყველა, ვისაც ჩვენს ცხოვრებაში როლი უთამაშია ან ერთ
მშვენიერ დღეს ითამაშებს: მათი ურთიერთაღქმა, მათი დაზავება საწინააღმდეგო
შეხედულებების ურთიერთგაზიარების შემდეგ, მათი ურთიერთგაგება, ეს
დაასამარებდა ჩვენს თვითგაგებას. მისი ბრწყინვალება; რომაელი მაკლერის
პირისპირ ვსხედვართ, რომელიც ერთი ბარონესას ბინას აქირავებს და

88
გვაგრძნობინებს, ბარონესას ალბათ ურჩევნია, ბინა ამერიკელ დიპლომატს
მიაქირავოსო, Dottore, პასუხობს ის უდრტვინველად, თითქოს მეფის ასული იყოს,
რომელიც ვერ იცნეს და ყოყმანობს, მერე ამბობს, Senta, siamo scrittori და ბინას
გვაძლევენ. ტერასა რომს გადაჰყურებს. ხშირად კვირების განმავლობაში წასულია, მე
რომში, მის ქალაქში ველოდები. ერთხელაც, ვიცი, რომ რომისკენ გზაზეა, ვერც ერთ
საათს ვეღარ ვითმენ, ქალაქიდან გავდივარ და ტრასაზე, ბორცვზე ვუდარაჯებ; მის
ლურჯ „ფოლკსვაგენს“ ველოდები, რომ შევეგებო. თუ ქუჩაზე ვერ დამინახა, ჩემი
მანქანა სტარტისთვის გამზადებულია მიმართულებით Roma/Centro. ხშირია
ფოლკსვაგენები, ლურჯებიც, ხელს ვუქნევ. იქნებ ჯერ კიდევ სიენაშია და სადილობს,
Ristorante di Speranza, მე დრო მაქვს. მერე ჩამიქროლა და ვერ მიცნო, მაგრამ მალე
დავეწიე, უკნიდან ვხედავ მის მრგვალ თავს, მის თმას. ეტყობა, ჩემი სიგნალის ხმა არ
ესმის და კიდევ კარგა ხანი გადის, სანამ პოლიციასავით გადავუჭრი გზას, რომ
გავაჩერო და ეს აშინებს. გიჟი ვარ და ვიცი, რომ გიჟი ვარ. მისი თავისუფლება მისი
შარავანდედის ნაწილია. ეჭვიანობა ფასია, რომელსაც მე

ვიხდი. და ვიხდი ბოლომდე. ზაფხულის ღამეს ტერასაზე, რომელიც რომს


გადაჰყურებს, საკუთარ ნარწყევში თავჩარგულს მეძინება. მტანჯავს ჩემი ნაზი
სურვილის მოძალება. მაგრამ, თუ აქ არის, მაშინ აქ არის. თუ მეშლება? რაც არასოდეს
ყოფილა: ოჯახური წვრილმანებით სავსე ცოლქმრობა. რა მტანჯავს? ჩემს ოთახში
ვზივარ და არ ვაყურადებ, მაგრამ მესმის, როგორ ელაპარაკება ვიღაცას ტელეფონზე;
მხიარული ხმა აქვს, იცინის, საუბარი დიდხანს გრძელდება; წარმოდგენა არა მაქვს,
ვის ეუბნება: ზეგ ლონდონში მივფრინავ! არ ამბობს, რომ ერთად მივფრინავთ
ლონდონში ჩემს სპექტაკლზე. ერთხელ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ადამიანმა არ უნდა
იკადრო: წერილები წავიკითხე, რომლის ადრესატიც მე არ ვიყავი, კაცის მოწერილი
წერილები. ქორწინებაზე მსჯელობენ. მრცხვენია და ვდუმვარ. არ მატყუებს, როცა
ვეკითხები. ის წერს: როცა ჩვენ შორის რამე შეიცვლება, გეტყვი. კიდევ ერთხელ
ვგრძნობ, რომ ვერ გავძლებ უიმისოდ. ჩრდილოეთისკენ ვიღებ გეზს, გზა ზეპირად
ვიცი. ათი საათი უნდა კომომდე, სადაც საერთოდ ვათევ ხოლმე ღამეს, მაგრამ
ამჯერად შეუსვენებლად ვაგრძელებ გზას. არ იცის, რომ მასთან მივდივარ. ვაგრძელებ
გზას: აიროლომდე, შვეიცარიაში ვარ, ღამეა. სავსე მთვარე. სანქტ-გოთჰარდზე ალბათ
ლამაზია ახლა. ცოტა ხანში სქელ ნისლში ამოვყოფ თავს; თუ არ დავიძაბე, საგზაო
ნიშნებს ვერ ვხედავ. მერე წვიმას იწყებს. ხომ არ აჯობებს, ღამე სადმე სასტუმროში
გავათენო-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვდივარ. საერთოდ ვერ
ვგრძნობ დაღლილობას, პირიქით. ცოტა ხანში, ქვევით რომ ვეშვები ხეობისკენ,
მარჯვენა ფარი მიქრება. არ ვჩერდები, მხოლოდ სვლას ვანელებ. საათში ოცი
კილომეტრით მივდივარ, მეტი უბრალოდ,

შეუძლებელია, მხოლოდ მარცხენა ფარი მინათებს გზას და ქუჩის მარცხენა მხარეს


ნიშნები თუ ვერ დავინახე, ვერ მივხვდები, სად მივდივარ. კოკისპირულად წვიმს.
ერთადერთი ვარ ტრასაზე, სულ არ ვარ დაღლილი და სულ არ მეძინება (ასე მგონია),
თოთხმეტი საათია საჭეს ვუზივარ, მარტო. როცა უცებ თეთრ ნიშანს ჩემგან მარჯვნივ
კი არ ვხედავ, არამედ მარცხნივ, ვხვდები, რომ არასწორად მივდივარ და უცებ
ვამუხრუჭებ. მანქანა ჩერდება, ცოტა წინ არის გადახრილი. არ გადმოვდივარ, რომ
შევამოწმო, რამდენად არის გადაკიდებული ხევზე; უკანა სიჩქარეში ვაგდებ.

89
გამომდის. და გზას ვაგრძელებ. ძალიან ნელა. ხანდახან ვჩერდები, რომ მინა
გავწმინდო. წვიმა იკლებს, მაგრამ მაინც ნისლია. ანდერმატში არც ერთი სასტუმრო არ
არის ღია, ასე ჩანს. შუაღამე გადასულია. ამიტომ გზას ვაგრძელებ, როგორც იქნა,
შევამოწმე, რამდენზე ანათებს ჩემი მანქანა: მარცხენა ფარი და ორი პატარა ქვედა
ნათურა. უკან ვერ დავიხევ. არაფერი არ დამილევია (ერთი კამპარი სიენაში, სამი
ესპრესო კომოში, ერთი ლუდი აიროლოში). თავს კარგად ვგრძნობ. შემხვედრი
მანქანები ჩემს განათებას აპროტესტებენ, მაგრამ ვერ გამოვრთავ იმ ორი პატარა
ნათურის იმედად, რომ მათ სუსტ შუქზე დამინახავენ. იმედია, პოლიციას არ
გადავეყრები. სადღაც სამ საათზე ჩავდივარ სახლში, უიტიკონში. არაფერი არ
მომხდარა, საერთოდ არაფერი, რომიდან ჩამოვედი! სულ ესაა, აქ ვარ. რატომ არ
დავრეკე მაინც, თვითონ არ ვიცი; არაფერზე არ მიფიქრია, მხოლოდ იმედი მქონდა,
რომ ის დამხვდებოდა. დამხვდა. ეს იყო ცამეტი წლის წინ. ინგებორგი გარდაიცვალა.
უკანასკნელად 1963 წელს ვილაპარაკეთ რომში, კაფეში, დილას. ვიგებ, რომ იმ ბინაში,
ლანგენბაუმთან, ჩემი დღიური უპოვია ჩაკეტილ უჯრაში; წაუკითხავს და დაუწვავს.
ბოლო გამოცდა კარგად ვერ ჩავაბარეთ. ვერც ერთმა.

***
Gurney’s Inn

ახალგაზრდა მიმტანი დღეს სხვაა, გუშინ რომ იყო, ის არა, ყინულიან წყალს გვისხამს
ორივე ჭიქაში; ლინი ჯერ არ მოსულა, მაგრამ მან იცის, რა უნდა შეუკვეთოს: Melon,
pan cake with bacon and jam, coffee, ეს არის მისი საკვირაო საუზმე, და ამასობაში უკვე
მართლა წვიმს. My life as a man

წლების მერე ვხედავ ჩემს თავს და ვერ ვცნობ: – ის ბირხერ ბენერის კლინიკაშია,
ციურიხში და აგერ მოდის ის კაცი, მის სანახავად. აცდევინებენ; ეტყობა, ავადმყოფის
მონახულების წინააღმდეგი არიან. მაგრამ დაუჟინებია, უნდა ვნახო და ველაპარაკოო.
თავი არაადამიანი არ ჰგონია. ოთახში რომ შედის, ქალი გაოგნებისგან ხმას არ იღებს.
რატომ მოხვდა ამ კლინიკაში? თავად მისულა. კაცი ხედავს ყვავილებს და არ
ეკითხება, ვინ გამოგიგზავნაო. უყურებს,

როგორ ცვლის სანიტარი გუშინდელ ყვავილებს დღევანდელით. საწოლის კიდეზე არ


ჩამოუჯდება, დგას; ორ-სამ საათში აეროპორტში უნდა იყოს. საწოლიდან ადგომას
რომ დააპირებს და გასასეირნებლად ჩაცმას, სთხოვს, ოთახიდან გადიო, არ უნდა,
პერანგში დაენახოს. კაცი ამერიკაში მიფრინავს, დიახ, უიმისოდ. ეს ყველაფერი ქალმა
წერილებიდან იცის. იცნობს მარიანეს და დაელაპარაკა კიდეც, როგორც უფროსი
ქალი. კაცი მოვიდა, რომ ურთიერთობის მეხუთე წელს დაემშვიდობოს. ბოლომდე არ
სჯერა მისი ავადმყოფობის. სამაგიეროდ, სჯერა ყვავილების ამბის, რომელსაც მას
ყოველდღე უგზავნიან და ეს არ აეჭვიანებს; მისი მორჩილება ამოიწურა. ასე რომ,
ტყეში მიდიან; ერთი საათით, როგორც ექიმმა გამოუწერა. რომში გამოგზავნილმა
წერილმა, საავადმყოფოში ვწევარო, კაცი ძალიან შეაშინა, მაგრამ გეგმები ვერ
შეაცვლევინა. ქალს იმედი აქვს, რომ ის ამერიკაში გონს მოეგება და დაუძახებს; ეს
გამოაჯანმრთელებდა. თუ არა და მას დაბრალდება, თუ ვერ მორჩება. რა აღმოუჩინა

90
ექიმმა? საცოდავად გამოიყურება. რა დაუნიშნა ექიმმა მოსვენებისა და დიეტის
გარდა? მნახველები არაო; განსაკუთრებით მისი მონახულება იმოქმედებს ცუდად.
შეიძლებოდა, ხელიხელგაყრილებს ევლოთ, რომ ორივენი ყოფილიყვნენ ქოლგის
ქვეშ. კაცი ვერ იხსენებს, საიდან ახსოვს ეს სიარული, ეს მომენტი. ილაპარაკოს?
როგორ გაჩუმდეს? დაბნეულია; სამი საათი რჩება გაფრენამდე. მისამართს
გამოგიგზავნიო და ა.შ. ახსენდება, ჰო, ადრე ქალი მოხუც კაცზე უყვებოდა, – ვენაში
შეხვედრია, – მაგრამ არ დალაპარაკებია; ალბათ ებრაელი იყო; ერთი შეხედვით
გავუგეთ ერთმანეთსო, მას ასე ჰგონებია, მაგრამ

გაქცეულა, თითქოს ბედისწერას გაურბისო. რა უცნაურია: ეს უცნობი მოხვედრილა აქ,


ამ კლინიკაში. შემთხვევით. დერეფანში უცვნიათ ერთმანეთი; შემდეგ კი ერთად
უსეირნიათ ამ გზაზე. მაგრამ მის სახელს არ ამბობს, ისედაც ცოტას ლაპარაკობს.
ყველაფერი ძალიან საიდუმლოებითაა მოცული. ესე იგი, ამ უცნობისგან მოდის
ყოველდღე ყვავილები, სულ ერთნაირი, 35 ვარდი. ასე ეუბნება და ისიც სიამოვნებით
იჯერებს; ქალი მარტო არ დარჩება, როცა ის წავა. შენ კი, – ეუბნება ქალი ნახევარი
წლის შემდეგ რომში, – ამერიკაში წახვედი, როცა მე საავადმყოფოში ვიწექი და არ
დამიძახე, ჩამოდიო. იმასაც კი ვერ მიხვდი, რომ იმ ყვავილებს თვითონ ვუგზავნიდი
საკუთარ თავს, რომ ჩემთვის დაგეძახაო. Check out
რა უნდა ქნან საუზმის მერე? ქოლგით გაისეირნონ? პინგ-პონგი? შეიძლებოდა,
ლოჯიაში დამსხდარიყვნენ და ეყურებინათ, როგორ აწვიმს ზღვას... შემდეგ აბნევს ის
ამბავი, რომ ლინმა დაახლოებით იცის, რას იხდის ორ ღამეში, რადგან თვითონ
დაჯავშნა სასტუმრო. ლინი უკვე მანქანაში ზის. ის კი ღამისთევაში ლინის კვირის
გასამრჯელოზე თითქმის ორჯერ მეტს იხდის: კაცის ნაშოვნი ფული, ცოლქმრულ
პირობებში ჩვეულებრივი ამბავია... როდესაც ლინს

გვერდიდან უყურებს (უსაბაბოდ არასდროს – ან ცეცხლს აგებებს და ან, ვითომ,


აუცილებლად უნდა გავიხედო გარეთ და დიუნებს, ბარაკებს, ანძებს უნდა
შევხედოო): საჭესთან ლინი ზის, ძირითადად წინ იყურება, კაცი ან მიეჩვია, რომ ლინს
დღისით დამცინავი ტუჩები აქვს, ან ტუჩები შესცვლია. ერთხელ, გუშინწინ,
მაგიდასთან ლინი ნაწყენი დარჩა. რატომ? კიდევ კარგი, შეამჩნია და ჰკითხა მიზეზი,
მაგრამ მაინც ვერ გამოტეხა. გაუგებრობა? იმავე გზას გადიან უკან. ალბათ ლინსაც
ეშინოდა, რომ ეს შაბათ-კვირა ცუდი გამოვიდოდა. ახლა აღარ არის საჭირო შიშის
დამალვა. ირკვევა, რომ კაცს თამბაქოს ქისა დაუკარგავს; ჩუმადაა, პირში უჩიბუხოდ.
ცოტა იციან ერთმანეთის შესახებ და მაინც იმაზე მეტი, რომ ზედაპირული
ლაპარაკით გართობა შეიძლებოდეს. მან ჯერ არც კი იცის, რა არის ლინის სუსტი
წერტილი და რა გამოიწვევს მათ შორის პირველ უთანხმოებას. სხვათა შორის, ლინი
თითქოს ამაზე აღარ ფიქრობს; ერთხელ – არ ითვლება. კაცს ცოლქმრული ცხოვრება
სჭირდება, ხანგრძლივი ცოლქმრული ცხოვრება, რომ კლანჭები გამოაჩინოს.
Amagannsett

ჰქვია, მაშასადამე, პატარა დასახლებას, სადაც გუშინ გადაწყვიტა, ამ შაბათ-კვირაზე


ეამბნა:

ავტობიოგრაფიულად, დიახ, ავტობიოგრაფიულად. პერსონაჟების გამოუგონებლად;


მოვლენების გამოუგონებლად, რომლებიც უფრო გამოდგება მაგალითად, ვიდრე მისი
91
სინამდვილე; გამოგონებულისთვის თავის შეუფარებლად. საზოგადოების მიმართ
პასუხისმგებლობის გრძნობის გამო თავისი მწერლობის გაუმართლებლად;
უგზავნილოდ. არ გააჩნია გზავნილი და მაინც ცხოვრობს. მას მხოლოდ უნდა, რომ
მოჰყვეს (ოღონდ უნდა, რომ იმათაც გაუწიოს ანგარიში, ვისაც სახელით ახსენებს):
თავის ცხოვრებას.

„ისტორიებს ტანსაცმელივით ვიზომებ ტანზე“.[12]

სულ უფრო ხშირად შემაკრთობს ხოლმე მოგონებები, ძირითადად ისეთი, სულაც რომ
არ არის საშინელი; წვრილმანებია, არც ღირს მოყოლა, სამზარეულოში ან მანქანაში
მძღოლის გვერდით ჯდომისას. მხოლოდ ეს აღმოჩენა მაშინებს: ჩემს თავს დავუმალე
ჩემი ცხოვრება. რომელიღაც საჯარო სივრცეს ვუხდიდი ხარკს ჩემი ისტორიებით. ამ
ისტორიებში გავამჟღავნე თავი, ვიცი, ამოუცნობობამდე შევცვალე. მე არ ვცხოვრობ
საკუთარი ისტორიით, მხოლოდ მისი ნაწილებით და მე მისი ლიტერატურად ქცევა
მოვახერხე. მას მნიშვნელოვანი ნაწილები აკლია: მამა, ძმა, და. გასულ წელს ჩემი და
გარდაიცვალა. განვიცადე, რომ ამდენი ვიცოდი მის შესახებ და არასდროს

არაფერი დამიწერია. ისიცკი არ არის მართალი, რომ სულ ჩემს თავს აღვწერდი, არც
საკუთარი თავი აღმიწერია არასოდეს. მე მხოლოდ ვუღალატე საკუთარ თავს.
Max, what is your state of mind?

მეკითხება ლინი, რადგან წვიმს... არასდროს მომწონდა სევდის ელფერი, რომელიც


ყველა ფოტოს ახლავს. მოდუნებული ქუთუთოების გამოა, რაც, ვიცი, იქედნურ
გამომეტყველებასაც მიქმნის. ქუთუთოების დამბლა კი იმის ბრალია, რომ, როცა
პატარაობისას წითელა შემეყარა და ნახევრად ბნელ ოთახში ვიწექი, მალულად,
საბნის ქვეშ, ფარნის შუქზე საათობით ვკითხულობდი „დონ კიხოტს“. მერე
ქუთუთოებზე მმკურნალობდნენ, კვირაში ორჯერ; თვალის ექიმი ქუთუთოებს
მიწევდა და შიგნიდან რაღაც ყავისფერ სითხეს მისვამდა ფუნჯით, მტკიოდა, ეს იყო
ურჩობის საფასური, ჯოჯოხეთურად მეწვოდა, მერე კი ერთ საათს უნდა
ვმჯდარიყავი მოსაცდელ ოთახში თვალებაკრული. მკურნალობამ ბევრი ვერაფერი
მიშველა. ეს ქუთუთოები (თითქოს მზერა სულ დახრილი იყოს: ეჭვით, დამცინავად)
ჩემი ფიზიონომიის ნაწილია – მოსწავლეობისას ვიგრძენი, როგორ აღიზიანებდა
მასწავლებლებს: საშუალო მოსწავლეა და როგორი აროგანტულიო. არასდროს
ვიცოდი ზუსტად, რას ნიშნავდა ეს სიტყვა;

ყოველ შემთხვევაში, რაღაც ცუდს. დაჯექი! კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ;
მოგვიანებით აღარ მეუბნებოდნენ: დაჯექი! მაგრამ ეს ფიზიონომია შემრჩა, მისი
მოქმედებაც; ამას მაშინ ვიგებ, როცა ვინმე, უკეთ რომ გამიცნობს, გაკვირვებული
რჩება, სულაც არ ყოფილხართ აროგანტულიო. ეს აღმოჩენა სხვებს უფრო ჰგვრის
შვებას, ვიდრე მე. აქედან დასკვნა: სიფრთხილე მმართებს, განსაკუთრებული
თავმდაბლობა უნდა გამოვიჩინო. ბუნებრივი სიამაყე, განსაკუთრებით ამ ჩემი
ფიზიონომიით, ძალაუნებურად აროგანტულობად აღიქმება. ამიტომ
კეთილგანწყობილ მოკრძალებულობას განვასახიერებ და თუ ვინმე ამას ვერ
მიხვდება, თვითგვემას ვეძლევი...

92
No, ამბობს კაცი, I am fine.

წვიმა არ აღიზიანებს. აწმყოს ყველანაირი გამოვლინება ახარებს. საქარე მინის


საწმენდის აქეთ-იქით ქანქარი. ყველაფერს აკვირდება, რასაც ხედავს. მემუარები არ
უნდა. წამის შეგრძნება უნდა. ლანდშაფტი, რომელიც ახლა მოჩანს, საკმაოდ
მოსაწყენია; მაინც უყურებს. ხედავს მის ფეხს გაზის პედალზე, შელანძღულ
ფეხსაცმელს, მარჯვენა ხელს საჭეზე, წვრილ ხელს, მინის საწმენდის აქეთ-იქით
ქანქარს. არაფერი არ ენატრება; მადლობელია ამ დღეებისთვის, რომელიც ჯერ არ
დამთავრებულა.

ბრეტანი:

სამნი მივემგზავრებით პატარა მორისში, მთელი გზა უკან ვზივარ. რაღა მე შემეშალოს
რამე მანქანის მართვისას, რაღა მე ამერიოს გზა? ხმას არ ვიღებ: არ ვსაყვედურობ, გზა
რომ ებნევა: ორლი, ორლეანსის ნაცვლად, მერე რა მოხდა, ერთს საათს ვკარგავთ
მხოლოდ, ჩემი ბრალი არ არის; მას ანერვიულებს. საზიზღარი ვარ, ვიცი; გარეთ
ვიყურები და თავს კი არ ვიდანაშაულებ, არამედ ვლაპარაკობ (მაგალითად) პეტერ
ჰანდკეზე, „სურვილის გარეშე არ არსებობს ბედნიერება“, ტექსტი, რომელიც ჩემზე
შთაბეჭდილებას ახდენს. როცა მე ვზივარ საჭესთან, უმეტესად სამართლიანად
მეჯიჯღინება; დასვენება მჭირდება, მინდა, რომ სამი კვირის განმავლობაში
შეცდომებიკი არ დავუშვამანქანის მართვისას, არამედსაფრანგეთი ვნახო. ფრანგი
ჟანდარმი, რომელიც მკაცრი სახით გვიახლოვდება და საბუთებს გვთხოვს, ეკითხება,
წითელი სინათლე როგორ ვერ დაინახეო, მაგრამ მძღოლს რომ შეხედავს,
კავალერივით იქცევა: Madame, ეუბნება და ცდილობს, მეტისმეტი არ მოუვიდეს და
მანქანაში მჯდომი ორი მამაკაცი არ გააღიზიანოს თავისი თავაზიანობით, ხელი ხეშეშ
ქუდთან მიაქვს: Bon voyage! და ზღვასთან მივდივართ, Mont Saint Michel, მიქცევაა.
ქვიშაში დავდივართ, ერთმანეთისგან შორს. ალბათ ძნელია ძვირფასი მეგობრისთვის
დასევდიანებულ წყვილთან ერთად ყოფნა. La Douge France.

სადილი – უბრალო, მაგრამ უგემრიელესი; ჩვენმა მეგობარმა, კომპოზიტორმა,


ჭკვიანური თხრობა იცის, გინდა ძველ კელტებზე ჰყვებოდეს და გინდა მიუნხენზე.
ქალს მაინც უნდება სიგარეტი, მაგრამ, რადგან, კაცმა რომ თქვას, აღარ ეწევა, სიგარეტი
თან არ მაქვს; მეგობარს ვეკითხები, შენ ხომ არ გაქვს-მეთქი. ჯიბეში იყოფს ხელს,
კოლოფს იღებს და მაგიდაზე დებს, ინებეო. ის კი სიგარეტს დასწვდება. მე მეგობარს
ვუსმენ. ქალი მზერით მეკითხება: ნუთუ ვერ ხედავ, რომ ცეცხლს ველოდებიო.
მეგობარს ვეკითხები, ასანთი ხომ არ გაქვს-მეთქი. ასანთი? მაქვსო: პალტოს მარცხენა
ან მარჯვენა ჯიბეშიო, ისე მეუბნება, წამით არ სწყდება თავის თეფშს, მე კი ჩვენი
მაგიდიდან უნდა ავდგე, რომ მისი ასანთი მოვძებნო მისი პალტოს მარცხენა ან
მარჯვენა ჯიბეში. რატომ ვიცინი? იმიტომ, რომ თავად მაქვს ასანთი და სულაც არ
მჭირდება ადგომა, ცეცხლს ვაგებებ; მზერით მეუბნება: ეს რას ნიშნავსო! მეგობარი
უკვე წლებია, ჩვენი ერთგული სტუმარია, მშვენივრად ილხენს ხოლმე სუფრასთან,
მოგზაურობაში ხალისი შემოაქვს. მოგვიანებით მანქანაში ვეკითხები, რატომ მექცევი
შენი მოსამსახურესავით-მეთქი. ბევრისთვისაა ეს მაგალითი. უხერხული სიტუაცია
ვარდება; მას არ ესმის, რა ხდება, ქალი კი გაოგნებულია, როგორ იქცევი,
შეუძლებელია შენი ატანაო: ყველა ჩვენს მეგობარს აწყენინებ!

93
და მერე მე ვიბუტები, თუ თვითგვემას არ მივეცემი და მარტო რომ ვრჩებით,
ცენზურის მსხვერპლი ვხდები, ჩემი ავადმყოფური მგრძნობელობა თვითგვემის
მეორე მხარეა, რომელიც, თავისთავად, თავდაჯერების მეორე მხარეა: თითქოს
სხვების საქმე არ იყოს ჩემი სუსტი მხარეები და ჩემი შეცდომები.
Sunrise Highway:

რადგან სამსახურის საქმე ზღვაზე ვერ მოითავა, ლინი სთხოვს, შენ დაჯექი
საჭესთანო. თვითონ ახლა კითხულობს. კაცს უყვარს მანქანის ტარება, როცა ენდობიან
და აშკარაა, რომ ლინი ენდობა; თორემ მშვიდად ხომ ვერ წაიკითხავდა. გზა ლარივით
გაჭიმულია, ანუ მოსაწყენი, გადასასწრებიც არავინ ჩანს. მერე გულში ფიქრობს, რას
გააკეთებენ მანჰეტენზე: კვირას ნაშუადღევს, წვიმაში, მის პატარა გისოსებიან ბინაში.
Max, you are wrong

ამბობს ახალგაზრდა უცნობი ქალი და კაცი ამას ისე იტანს, როგორც ნამდვილი
ადამიანი, ჯანმრთელი ადამიანი, გონიერი ადამიანი – შვება მეუფლება, აღარ მეგონა,
ეს თუ შეეძლო... შენიშვნად არ იღებს. ხვდება, რომ მარცხენა რიგში უნდა ჩადგეს და
უბრალოდ, დგება, არ აყოლებს: Sorry! რომ მერე გაბუტული გაჩუმდეს. შენიშვნას
იღებს როგორც დახმარებას და არა როგორც საყვედურს. ამას წინათ თქვა: Alice in the
Wonderland, სწორია: Alice in Wonderland, კაცმა რომ თქვას, იცის; არ კრთება, როდესაც
ლინი, რომელსაც, სხვათაშორის, ეს წიგნი საერთოდ არწაუკითხავს, უსწორებს. და მის
აღტაცებას ამით არაფერი აკლდება. ცენზურად არ მიიჩნევს. გუშინდელი შეცდომა,
რომ ხასხასა ლურჯი კვირადღე ივარაუდა, მარცხი არ არის; უბრალოდ, ორივეს გული
სწყდება, რომ დღეს წვიმს. როდესაც ლინი ბერლინის მოსახლეობის რაოდენობაში
ცდება, ისიც ეუბნება You are wrong, უბრალოდ, ეუბნება; რევანშის სურვილი არ
ამოძრავებს, ამიტომ არ სჭირდება ნათქვამის შერბილება და თქმა: I think you are
wrong. ხანდახან ისეც ხდება, რომ არის რაღაც, რაც არც ერთმა არ იცის, მაგალითად,
როდის ცხოვრობდა ამ კუნძულზე უკანასკნელი ინდიელი. ხანდახან ლინი ეკითხება:
Are you sure? მაგრამ ეს არ არის მისთვის თავშეკავების საბაბი; ბუნებრივი კითხვაა.
თუ ლინმა რამე უკეთ იცის, კაცი კმაყოფილია; დრო და ხარჯი ეზოგება, გზა არ
უგრძელდება, ყალბი იმედი არ ესახება. მაგრამ, თუ კაცია რამეში დარწმუნებული,
მაგალითად, როდის არის ღია უითნის მუზეუმი, ლინის შეკითხვა არ აღიზიანებს;
შეიძლებოდა უითნის მუზეუმში წასვლა და ნახატების წინ დგომა და არ არის საჭირო
ნერვების აშლა ან საკუთარი „სულ მე ვარ მართალი“ გიტოვებდეს ცუდ გემოს.

დაძაბული არ ელის, როდის მოუვა შემდეგი შეცდომა, თავი გამოცდაზე არ ჰგონია.


ერთხელ, სენტრალ პარკში, ლინს შავ კლდეზე დაუსრიალდა ფეხი; ბოდიში რომ
მოუხადა, მან ჰკითხა: Are you crazy? – ჯერ ლინი არ გაუნებივრებია საკუთარი
თვითგვემით... ლინი ზის საჭესთან (ნახევარი საათის წინ) და მის კითხვაზე არ
უპასუხია: რანაირად ხდება, რომ უცხო ლანდშაფტს ეტყობა, რომ დღეს კვირაა?
მხოლოდ ახლა ეკითხება ლინი, ეს შენ აღმოაჩინეო? კაცი კი ამასობაში უკვე სხვა
რამეზე ფიქრობდა: მოვისმინეთ, როგორ კითხულობს ნერუდა. ახლა
დაგვიანებულია ჩემი ჩილეში ჩასვლა.

94
ხვალ (ორშაბათს) რაღაც-რაღაცებია მოსაგვარებელი, წიგნებია ფოსტაში მისატანი,
რომ ზედმეტი წონა არ აღმომაჩნდეს, რამდენიმე კაცთან დასარეკი მაქვს, ბოლო ზარი
მეგობრებთან, რომლებსაც სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, ყველა მარიანეს
ამბავს მეკითხება და კიდევ როდის ჩამოხვალთო.
Did you have a good time?

ორივემ იმუშავა, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია, დასასვენებლადაც იყვნენ, ერთხელ


ლონდონში და ერთხელ ბრეტანში. საბოლოო ჯამში, ბედმა გაუღიმათ
ჯანმრთელობის მხრივ. ლონდონი იქნებოდა ის ქალაქი. მაგრამ ახლა ბერლინში
გვაქვს ბინა. დღისით თვითმფრინავების გუგუნია; უკვე შევეჩვიეთ და ყური არჩევს
კიდეც, თვითმფრინავი ეშვება თუ მაღლა ადის; დაშვებისას თვითმფრინავებს
ბორბლები უკვე გამოწეული აქვთ, პროსპექტის თავზე რომ გამოჩნდებიან; აფრენისას
კი, იმავე ფანჯრიდან თუ უყურებ იმავე პროსპექტის თავზე, უფრო მაღლა მიფრინავენ
და უმეტესად ოთხი ძრავადან გამონაბოლქვის კუდებს ტოვებენ ცაზე, უფრო
ხმაურობენ, არ უსტვენენ დაშვებული ხომალდებივით, არამედ სახლებს შორის ჰაერს
აზანზარებენ. დილის შვიდზე იწყება; ასადგომად და სამზარეულოში გასასვლელად
კარგი დროა, მერე საწერ მაგიდას მიუჯდები. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო
ვეღარ ვიტან საკუთარ თავს, თუ არ ვმუშაობ. ვწერ: ჯარში გატარებული დროის
მოგონებებს, სიტყვას სამშობლოს შესახებ, ღია წერილს ბუნდესრატს ჩილედან
ჩამოსულილტოლვილების თაობაზე. როცა გარეთ მზეანათებს, თეთრი ჟალუზი უნდა
შეატრიალო და სინათლე თვალს აღარ მოგჭრის; რბილი შუქი დგება. ჩვენი მეორე
ზამთარი ამ ბერლინში, მეორე გაზაფხული. შენი დაბადების დღე მშვენივრად
აღვნიშნეთ; ჩემი საწერი მაგიდა

ფურშეტისთვის გამოვიყენეთ; რამდენი ჭკვიანი მეგობარი მოვიდა და რამდენი


ვიცეკვეთ. ყოველდღიურობა წიგნებითაა სავსე, ხანდახან ყვავილებითაც. ბინა არ
გადაგვიტვირთავს ნივთებით; ხალიჩები არ აგია, პარკეტზე ფეხის ხმა მესმის (არა
მხოლოდ ფეხსაცმელების) ეგრეთ წოდებულ ბერლინურ ოთახში, და ვიცი: შენ
მოდიხარ, რომ კარგი დღე მისურვო, ფეხშიშველა... რა შეცდომას ვუშვებთ
ერთად?

ევროპისკენ მიმავალ გემზე (ამ მიმართულებას წელს გააუქმებენ) ყოველდღე


რამდენიმე საათს ვთამაშობ ჭადრაკს. შენ გემბანზე ყოფნას ამჯობინებ, სადაც
სტიუარდი პლედებში ჩაგფუთნის და ფიქრებთან მარტო დარჩები, ანდა, თუ გემბანზე
ქარი ქრის, გირჩევნია, ბარში იჯდე მარტო. ჭადრაკს ჩემს თავს ვეთამაშები; უმეტესად
ვაგებ, ანუ ჩემს თავს დამარცხებულ ფერთან ვაიგივებ, როცა თამაში შამათით
სრულდება, დისკუსიის გარეშე. როდესაც პატარა მწვანე მაგიდას მეორე მხრიდან
ვუჯდები, სანამ დაფაზე თამაშის ბედი გადაწყდება, ისევ მე აღმოვჩნდები ხოლმე
წაგებული. სულ ერთი არ არის?! უბრალოდ, საიდან მეცოდინებოდა, ეს რანაირად
ხდება.
But where are you today? Probably out with your husband for a walk. ... Do you think he
has noticed? What foolishness! It is as obvious as a bumper sticker, as obvious as an
abdication. ... I have spent many message units seeking your voice, but I always get

95
Frederick instead. Well, Frederick, I ask cordially, what amazing triumphs have you
accomplished today?

რა სწრაფად დგება წარსული: – უცნობი ახალგაზრდა ქალი ბუჩქებს შორის ბილიკზე,


Overlook, ეს გუშინ იყო. Exit 35 კაცი მწვანე წარწერებს ხედავს. No left turn

ლინი კითხულობს.

Exit 29 დაეძინა

გზაში?
Max, you are a fortunate man

ამბობს ლინი, როცა ის, მრავალი მილის მანძილზე ჩუმად რომ არ ყოფილიყო, კიდევ
ერთხელ მოჰყვა ამბავს, როგორ მივიღე მარლენე დიტრიხის სასტუმრო ბინა 1963
წელს, ნამდვილი ამბავია, ცოტა სასაცილო... კაცი მანქანის გადასართავ კოლოფს
მიჩვეული არ არის. ძალიან იოლია; ორი საათი თუ მეტია, რაც გზაშია, უკვე მოჩანს
მანჰეტენის რუხი კონტურები, ქუინსთან მდებარე უსასრულო სასაფლაო, ამ დროს მის
მარცხენა ფეხს დაავიწყდა: ეს გადაბმის კონუსი არ არის, მუხრუჭია და კიდევ კარგი,
ლინი დაბმულია; და კიდევ კარგი, რომ უკანა მანქანისმძღოლმა ბოლო წამს აუქცია
გვერდი უეცრად დამუხრუჭებულ „ფორდს“... ეს იქნებოდა, თუ იქნებოდა: ორი
დაღუპული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ამერიკელი ქალი
(ზუსტი მონაცემები) და ხანში შესული შვეიცარიელი (ზუსტი მონაცემები) და

მათ მიერ სანაპიროზე გატარებული შაბათ-კვირის ამბის მოყოლა იქნებოდა


შესაძლებელი, ჩვენი შაბათ-კვირის. ახლა ისევ ლინი მართავს საჭეს.

ის ჩუმად ზის, ცოტა შეშინებულია: „შენ თუ ჩვენი საუკეთესო მეგობრის ბავშვებს და


მათ პატარა ძაღლს ვეღარ იტან, მაშინ მოხუცთა თავშესაფარში ყოფილა ჩვენი
ადგილი!“ და რამდენიმე წამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ქალი მართალია:
ბუნდესალეეზე (ბერლინში) წითელზე გავდივარ.

ჯერ კიდევ კვირაა.

ბერლინელ ებრაელ შეყვარებულს (ჰიტლერის დროს) ჰანა კი არ ჰქვია, არამედ ქეთე


და ერთმანეთს საერთოდ არ ჰგვანან, გოგონა ჩემი ცხოვრების ისტორიაში და მისი
დაწერილი რომანის პერსონაჟი. მათ მხოლოდ ისტორიული სიტუაცია აერთიანებს და
ამ სიტუაციაში

ახალგაზრდა კაცი, რომელიც მერე თავად ვეღარ გარკვეულა საკუთარ საქციელში;


დანარჩენი ხელოვნებაა, საკუთარი თავის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანის
ხელოვნება... სინამდვილეში როგორ იყო? – უცნაურია, ხანდახან სად გამახსენდება
ხოლმე: ფრიდრიხშტრასეს სადგურზე, როცა გდრ-ელ მოხელეს პასპორტს წარვუდგენ
და ვხედავ, როგორ მამოწმებენ, სახის როგორი გამომეტყველებით. მე ისინი ნაცისტ
მოხელეებში არ მეშლება, 1937 წელს ბაზელის სადგურზე რომ მამოწმებდნენ:
„ჟურნალისტი ხართ?“ და მერე, ახალგაზრდული სიამაყით რომ დავუქნიე თავი: „და
ეს ებრაელი ქალი გამარაგებთ საშინელი ამბებით!“ ბაქანზევე დავიფიცე: არასოდეს

96
დაბრუნდე გერმანიაში! მაგრამ მას უნდა; მისი მშობლები ბერლინში ცხოვრობენ.
მინდა, მატარებლის საფეხურიდან ჩამოვსვა: აქ დარჩი! ახალგაზრდული სიყვარული
მეძალება, სინდისის უზარმაზარი ზეწოლით. ის ჩემი პირველი პარტნიორია; ერთად
არ ვცხოვრობთ, მაგრამ ყოველდღე ვხვდებით. სტუდენტია. ჩვენი სიყვარულობანა
გამოუცდელ-უცოდინარ-რომანტიკულია, იმ დროში, როცა ნიურნბერგში რასის
შესახებ კანონებს აქვეყნებენ. ხუთი წლის განმავლობაში ფარულად ღალატის
ცდუნებაც კი არ გაჩენილა. მას ბავშვი უნდა და ეს მაშინებს; ჯერ ამისთვის მზად არ
ვარ, როგორც მწერალმა, მარცხი განვიცადე და ახლა ვიწყებ პროფესიის შესწავლას,
რომ მუქთახორად არ ვიქცე. მშობლებთან სტუმრობა ბერლინ-ლანკვიტცში; მამას,
დაბალ თეთრ კაცს მუზეუმში მივყავარ, სადაც მას – მან მოაწყო ეს მუზეუმი –
ახლობლურად ესალმება მოხუცი დარაჯი: „ჰაილ ჰიტლერ, ბატონო საიდუმლო
მრჩეველო“. თვალიერებისას ვხედავ

გაზეთ „შტიურმერის“ სტენდებს, სურათებს, რომელზეც ასახულია არიელი ბავშვების


რიტუალური მკვლელობები, ჩადენილი ებრაელების მიერ. თეატრში მივდივარ:
შეყვარებული არ მახლავს, რადგან ის არასასურველი პირია. მერე ვხედავ ყავისფერ
დემონსტრაციას და მესმის ქორო: „იუდა, ჩაძაღლდი!“ მართლა ამას გაჰყვირიან;
ვდგავარ უნტერ დენ ლინდენზე, შიშისგან გათავხედებული და არ ვწევ ხელს,
რომელიც უცხოელს ეკუთვნის. „მოიცა!“ მიყვირის SA-ს ტიპი და კოლონიდან
რამდენიმეჩემკენ ტრიალდება. ნიურნბერგში, საიდანაც დედამისია წარმოშობით,
უნდა, რომ რესტორანი „ბრატვურსტგლიოკლ“ მაჩვენოს; ვერ ამჩნევს წარწერას:
„ებრაელები სასურველი არ არიან“. არაფერი ხდება, რადგან ვერაფერს გრძნობს: მე კი
ამ მოჭიქული შუშის უკან ლუკმას ვერ ჩავიდებ პირში. მოგვიანებით, მატარებელში
(მახსოვს, ბოლო ვაგონის პლატფორმაზე ვდგავართ, რომ მარტონი ვიყოთ, გავყურებთ
ლიანდაგს, რომელიც ნელ-ნელა უჩინარდება) მეუბნება: „არ უნდა იფიქრო ცუდი
გერმანიაზე“. მერე მზად ვარ, ცოლად მოვიყვანო, რომ შვეიცარიაში ცხოვრება
შეეძლოს და ციურიხის მერიაში მივდივართ, სამოქალაქო ქორწინების ბიუროში,
მაგრამ ხვდება: ეს არ არის ის სიყვარული, როცა შვილებს ნატრობენ და უარს ამბობს,
არა, ასე არაო. შემდეგ მის ჩანთაში პატარა იარაღს ვპოულობ, რევოლვერი არ არის,
მომცრო მონიკელებული პისტოლეტია, მაგრამ დატენილი; ვპარავ. იმიტომ არ მინდა
ბავშვი, რომ ის ებრაელია? როცა აღარ ვიცი, რა არის ჩემში ნაღდი, ტყეში მივდივარ
დასაფიქრებლად და საკუთარ თავსაც აღარ ვუჯერებ, რასაც ვფიქრობ; ძირს ვაგდებ
მონეტას: შუბლი თუ ზურგი? აღარ მახსოვს, როგორ დავარდა მონეტა, რა მამცნო

წინასწარმეტყველმა. ის ამბობს: „შენ თანახმა ხარ ჩემზე დაქორწინდე, მხოლოდ


იმიტომ, რომ ებრაელი ვარ, და არა იმიტომ, რომ გიყვარვარ“. მე ვპასუხობ:
დავქორწინდეთ, ჰო, დავქორწინდეთ. ის მეუბნება: არა. მის ბიძას, რომელმაც
ეგვიპტეში ნეფერტიტი იპოვა გათხრებზე, შეუძლია, ფულით დაეხმაროს, რომ
ბაზელში ისწავლოს; მე ციურიხში ვრჩები. მისი მშობლები, უაღრესად გერმანელი
ებრაელები, რომელთაც ჰიტლერის სიტყვები არასოდეს მიუღიათ საკუთარ თავზე,
1938 წელს გამოიქცნენ და ოთხმოცდაათ წლამდე მიატანეს.

სუპერმარკეტი

97
ლინს რაღაცები აქვს საყიდელი ორშაბათ საღამოსთვის. ფასებს უყურებს, პროდუქტს
ამოწმებს და ისევ უკან დებს. კაცი ვერ დაეხმარება და თაროებს შორის დგას, ხალხს
აკვირდება. Silent majority, ღარიბები არ არიან, მაგრამ უფერულები. „ცოდვაა
ხალხი“[13], ამბობს ინდრას ქალიშვილი. ამ დროს თაროები სავსეა; ბოსტნეული, ხილი,
ტყვია-წამალივით ჩამწკრივებული ქილები; არაფერი არ აკლიათ. ისიც კითხულობს
ფასებს, რომ თავისი ქვეყნის ფასებს შეადაროს; მაგრამ აღარ ახსოვს იქაური ფასები.
რცხვენია. May I help you? სთავაზობს შავკანიანი გამყიდველი. მერე ლინი ეკითხება,
შავი ზეთისხილი უფრო გიყვარს თუ მწვანეო. ლინი

ცოტა დაბნეულია, თუმცა არ ფაციფუცობს. კვირაა და ნაშუადღევია. როცა კაცი


ყიდულობს, პროდუქტებს თაროებიდან იღებს და ურიკაში აწყობს, უფრო სწრაფად
გამოსდის, რადგან, რაც მოეპრიანება, იმას ყიდულობს; ლინი კი ანგარიშობს და კაცს
უხარია, რომ დრო გადის. ლინს უხარია, რომ მარტო არ არის და სალაროს რომ
გაივლის, სავსე პარკების მანქანამდე მიტანაში დაეხმარებიან. მაგრამ ჯერ იქამდე
კარგა შორია. ლინი რაღაც სანელებელს ეძებს. კაცს დრო აქვს. ლინი მიჩვეული არ
არის, რომ ვიღაც ელოდება. კაცი დგას და გაზეთს კითხულობს. ზევით რომ აიხედავს,
ლინს ვეღარ ხედავს, ხალხში დაეკარგა. როგორ გამოიყურება? მერე ღია ფერის
წითელი თმით ცნობს უკნიდან; ერთი წამით ისეთივე ინტერესი იპყრობს, როგორც
ქუჩაში ან მუზეუმში რომ დაინახავ უკნიდან ვიღაც უცხოს სხეულს; ამ სხეულს
შეიძლება სხვადასხვანაირი პირისახე აღმოაჩნდეს. ცარიელი სახე არ იქნება, ამდენი
იცის. როდესაც ლინი რკინის მოწნული კალათით სალაროს რიგში დგება, გახედავს,
გაუღიმებს; მერე მოლარეს ორ კუპიურას გაუწვდის, ალბათ ათდოლარიანებს,
ხურდად მიღებულ წვრილ კუპიურებს და რკინის ფულს ზუსტად ითვლის. ბევრი არ
უყიდია, ერთი პარკი ჰყოფნის, რომელსაც კაცი მარცხენა ხელში იჭერს. Money
გაზის მწვანე ავტომატი შემოსასვლელში, დედამ ყოველ ჯერზე ოციანი უნდა
ჩააგდოს, რომ ქურა აინთოს, მაგრამ გაზი უცებ მიდის, ბევრი ოციანია საჭირო, თუ
კერძს დიდხანს სჭირდება დუღილი; საქმეს ვერ შველის, სახლში გვიან დაბრუნებულ
მამას ერთი ოციანი კიდევ თუ აღმოაჩნდება ჯიბეში. ქალაქის გაზმომარაგება
კრედიტს არ გვაძლევს. როდიდან ვიცი, რა არის ფული? გაზის მწვანე ავტომატმა
მასწავლა: რის ყიდვის თავიც არ გვაქვს, არც ვიმსახურებთ. როცა გოგოსთან ერთად
ვზივარ ნაქირავებ აფრიან ნავში და ქარი არ უბერავს და ერთი საათი ისე გადის, რომ
ადგილიდან ვერ ვიძვრი, ვიცი, რომ ტყუილად დგომაში ფულს ვერ გადავიხდი. ეს
სიღარიბე კი არ არის, უბრალოდ უხერხულია. წლებია, ვოცნებობ წითელ
ველოსიპედზე, რომელიც მაღაზიაში ვნახე. ვიცი: არ ვიმსახურებ. მამაჩემი მას ვერ
მიყიდის. ხანდახან ისიც სადარდებლად ექცევა ხოლმე, სკოლის წიგნები რომ მაქვს
გადასახდელი, ფარგალი და ასეთები. მახსოვს, დედაჩემის მუდმივი შიში, რომ
აღმასრულებელი მოვა და ყველაფერს წაგვართმევს ვალების გასაქვითად. მაგრამ, თუ
მამას საქმე გამოუვა და უძრავ ქონებას გაასხვისებს, მარტო ვალებს კი არ იხდის,
დიდკაცური ფლანგვაც უყვარს: ოქროს სამკაული დედას! დაზოგვა რა არის, არ
გაუგია, ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ. მახსოვს გაოცება, რომ თურმე ყავა შეიძლება
გააკეთო რკოსგან. ჩემი ძმისთვის ვიოლინოს ყიდულობენ, კარგია: ის უფრო
მუსიკალურია და თან უფროსი. მამას და დედას პატივმოყვარეობის გამო უნდათ, რომ
ორივემ ვისწავლოთ, თავად ავირჩიოთ პროფესია. ასე ვხდები გერმანისტიკის

98
ფაკულტეტის სტუდენტი – ერთმა კეთილმა პროფესორმა გამიხერხა სტიპენდია, რომ
მამაჩემის სიკვდილის შემდეგაც

გამეგრძელებინა სწავლა, 800 ფრანკი წელიწადში. ვწერ ჰოკეის შესახებ, საზეიმო


მსვლელობებზე, კაფე-კაბარეზე, მდინარე ლიმატის გედის ჭუკებზე და ა.შ. ჰონორარს
ასო-ნიშნების რაოდენობის მიხედვით მიხდიან. პირველი დიდი ჰონორარის – 20
ფრანკის გამო – მადლობის წერილს ვუგზავნი გაზეთს. როცა ბინის ყოველთვიური
ქირის პუნქტუალურად გასტუმრებას ვახერხებ, თავი დამოუკიდებელი კაცი მგონია.
აზრად არ მომდის, მაღაზიის ვიტრინასთან დიდხანს შევჩერდე და იმას დავაკვირდე,
რასაც ვერ შევწვდები, მაგალითად, კარგ ფოტოაპარატს; მით უმეტეს ვერ გავბედავ,
მაღაზიაში შევიდე და ის კამერა ხელში დავიჭირო. სტამბოლამდე და საბერძნეთამდე
ჩავდივარ და ღია ცის ქვეშ ვათევ ღამეს. სტამბოლში შვეიცარიელების კლუბი
არსებობს; როცა იქ შეკრებილი ბატონები მეკითხებიან, ნასადილევი თუ ხარო,
ვიტყუები დიახ-მეთქი, მადლიერი ვარ ბევრშაქრიანი შავი ყავისთვის. ფული,
როგორც გაცვლის საშუალება; ან გაქვს, ან არა გაქვს, სხვა მხრივ, სალაპარაკო თემა არც
არის. მთავარია, ვალები არ გქონდეს. მამაჩემს ვალები დარჩა. აღმსრულებლის მოსვლა
გვემუქრება. ჩემი უფროსი ძმა ქიმიკოსია და უკვე დაოჯახებული, მან გადაიბარა
ვალები, ნელ-ნელა ისტუმრებს, რომ დედას სირცხვილი ააცილოს თავიდან. ვალი
არასოდეს მქონია, ერთადერთი გამონაკლისით: ჩემი პირველი საბეჭდი მანქანა,
Remington Portable, ჩამოფასებულია, 150 ფრანკი ღირს, მაგრამ მხოლოდ 50 ფრანკის
გადახდა შემიძლია. დანარჩენი არასოდეს გადამიხდია... მახსოვს, როდის ითამაშა
ფულმა ჩემს ცხოვრებაში პირველად დიდი როლი. ერთი მეგობარი გოგო მყავს,
ფრანგული შვეიცარიიდან, ჩემზე ცოტა უფროსია, თავს

კერძო გაკვეთილებით ირჩენს. მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარდა დედასთან ვცხოვრობ.


არ მეუხერხულება, რომ ჩემი შეყვარებული მპატიჟებს. ხანდახან ბოთლი ღვინო
მიმაქვს ხოლმე, მაგრამ ხორცი ყოველთვის მისი ნაყიდია. ვიღაცამ უთხრა, დასვენება
გჭირდება და მე გაჩუქებ ხუთას ფრანკსო. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, კარგი
კაცია. ერთხელაც, როცა ჯარიდან შვებულებით ვბრუნდები, ის გოგო მეუბნება, აღარ
შეგხვდები, თვალები ამეხილა შენს კაცობაზეო. ვერაფერს ვიგებ. ცოტა ხანში ერთ
მეწარმეზე თხოვდება. მეორე მხრივ, ჩემს სიცოცხლეში არ მიეჭვია, რომ ვინმეს ფულის
გამო ვუყვარდი; როგორც კაცი, ძალიან პატივმოყვარე ვარ. ჩემი, როგორც
არქიტექტორის პირველი ჯამაგირი: 350 ფრანკი თვეში, მერე 500 ფრანკი; ეს მაშინაც
ძლივს ჰყოფნიდა ბავშვიან ოჯახს.

1943 წლის აგვისტო – შემოსავალი/გასავალი

1-ლი ადგილი კონკურსში – 3000,-


ჯამაგირი პროფ. დუნკელთან – 490,- დედას
– 500,-
საზეიმო სუფრა კოლეგებთან ერთად – 60,- ტრუდისთან
ერთად – 15,-

პერანგები – 34,- ოჯახის


ხარჯი – 350,-

99
1943 წლის სექტემბერი – შემოსავალი/გასავალი

ველოსიპედი ჩემთვის – 352,-


სახაზავი ნივთები – 40,-
სახაზავი ფურცლები – 33,-
მკინძავი – 7,50 ჯიბის ფული
ჯარში – 50,- ოჯახის
ხარჯები – 350,-
ხელფასის განსხვავების დაფარვა – 190,96
ჰონორარი გამომცემლობიდან – 32,- ჰონორარი
გაზეთ „შვაიცერ რუნდშაუდან“ – 20,-
სამსახურის ბეჭდები – 42,- კონცერტი
ტრუდისთან ერთად – 14,-

შეხედულება, რომ ხელფასი უნდა მოარგო მოთხოვნილებებს, ჩემთვის უცხოა. უნდა


იცხოვრო შემოსავლის შესაბამისად. რესტორანს რომ შევხედავ, მაშინვე ვიცი, რომ
საჩემო არაა, სხვებისთვისაა; არც კი მჭირდება კარზე გამოკრული მენიუს წაკითხვა
იმის მისახვედრად, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის, გინდაც იმწუთას ფული მედოს
ჯიბეში. უფულობის გემოს ვერ ვივიწყებ, რადგან კბილებს პირით დავატარებ.
პირველ სპეციალობაზე სწავლისას, როდესაც სტრიქონში გადახდილი ჰონორარით
ვირჩენდი თავს, ნამდვილი კბილის ექიმის ფული არ მქონდა. სტომატოლოგიურის
სტუდენტები ვარჯიშობდნენ ჩემს კბილებზე და იწვრთნებოდნენ ფესვის
მკურნალობაში, უფასოდ. შედეგმა მოგვიანებით იჩინა თავი, როცა ფულითაც ვეღარ
ვუშველიდი. დიდხანს, სანამ ოცდაათი წლის არ გავხდი, მდიდრებს არ ვიცნობდი,
გარდა ვ.-სი, ჩემი კლასელისა და ხელშემწყობისა. სიმდიდრე მხოლოდ გარედან მენახა
და წარმოდგენა არ მქონდა, საიდან მოდის, არც შური გამჩენია. პარკში ჩადგმული
ვილა არც არაფერში მჭირდებოდა, ასეთ პირობებში უნდა დაიბადო. მხოლოდ
ერთხელ გამოვცადე შიმშილი უფულობის გამო, მხოლოდ სამი დღით, 1933 წელს
პრაღაში; ერთი ჩეხური კრონა მაქვს და საცხობების ვიტრინებში ვიყურები და ყოველ
შეჭყეტაზე მგონია, რომ ჯერ არ მშია; ოღონდ არ ვიცი, რა ვაკეთო ამ დღეებში, არც
მუზეუმი მაინტერესებს და არც მთელი ეს ქალაქი. 1942 წელს კოლეგა არქიტექტორი
მომყავს ცოლად, რადგან მე ის მიყვარს, შეძლებული ბიურგერული ოჯახის შვილი,
გერტრუდ კონსტანცე ფონ მაიენბურგი. არ მაღელვებს მეგობრების ეჭვი, ფულზე
ქორწინდებაო; მისი მშობლების სახლი, დიდი მამული, ბატონკაცური ღირსებისა და

ყაირათიანობის ნაზავია. პატარძალს, როგორც წესია, მზითევს ატანენ – მთელი


ცხოვრებისთვის სამყოფ ავეჯს და თეთრეულს და ვერცხლეულს; სიძემ სამზარეულოს
აღჭურვილობა უნდა შემოიტანოს ოჯახში. პატარძალს ქორწილსაც ისეთს უხდიან,
მის ოჯახს რომ შეეფერება (ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მაცვია
ფრაკი) და წინასწარ აძლევენ მემკვიდრეობის ნაწილს – თუ არ ვცდები – 120 000
ფრანკს; შემეძლო თუ არა ამ ფულით მესარგებლა, არ ვიცი; არასდროს მიქნია. ასეთი
თანხები მე არ შემეფერება. იმ დროისთვის ჩემს შემოსავალს არა უშავს; ქირას და
ოჯახის საჭიროებებს სწვდება. ოღონდ ძიძას ცოლი საკუთარი ანგარიშიდან უხდის
და მეც ვფიქრობ, რომ ამიტომაც აქვს ის ანგარიში; ჩვილი ბევრ ენერგიას მოითხოვს. არ

100
უნდა დამავიწყდეს: როცა საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს ვხსნი, ორ ოთახს
მაძლევენ ძველ სახლში, რომელიც მის ერთ დეიდას ეკუთვნის, ქირას არ
მახდევინებენ. სიმამრიც მზადაა დამეხმაროს; მას ესმის, რომ პიესა, რომელიც
ციურიხში იდგმება, მინდა, რომ დაიბეჭდოს კიდეც და როცა ჩემი გამომცემელი
მარტინ ჰიურლიმანი ვერ ბედავს, მთლიანად თავისი ხარჯით გამოსცეს, ჩემს სიმამრს
უნდა, რომ ნაკლული ათასი ფრანკი მაჩუქოს. მაგრამ მე მეტისმეტად ამაყი ვარ; მაშინ
მგონია, რომ ჩემი პიესა („ისინი ისევ მღერიან“) იმდენად მნიშვნელოვანი ნაწარმოებია,
რომ იმსახურებს, ავტორის ფულის დაუმატებლად დაიბეჭდოს. შემდგომ წლებში,
როდესაც ერთ კვირა დღეს მათ მამულში მივდივართ, რომ ბავშვებთან ერთად ტბაში
ვიბანაოთ, მშობლები შინ არ არიან; მზარეულს ვთხოვთ, პიკნიკისთვის რამე
გაგვიმზადოს და მშვენიერ დღეს ვატარებთ; შემდეგ მამამისისგან წერილი მომდის,
მკაცრი და

სერიოზული წერილი: ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, ჩემი სახლი სასტუმრო ხომ
არ გგონიაო. აღარც მეორდება. ეს სიძუნწე კი არ არის, ეს მათი სტილია. სიძუნწის
ერთი შემთხვევა მახსენდება: ბერკლიში ერთი ძალიან მდიდარი ხელოვნების
ნიმუშებით მოვაჭრის (ევროპელის) სტუმარიც ვარ რამდენიმე დღით; მე, ახალბედას,
ამერიკას მაცნობს, მაჩვენებს, როგორ უნდა ჩავუშვა ხურდა ავტობუსის აპარატში,
რომელი მონეტა უნდა ჩავაგდო; რომ ვნახე და დავიმახსოვრე და მთელი ჩემი
სიცოცხლე აღარ დამავიწყდება და მადლობას რომ ვუხდი, ფულს უკან მთხოვს, one
dime. ჩემს პირველ ქორწინებაში ცოტა რამ მიმყვა, ერთი დივანი, ერთი
გადასაფარებელი ამ დივნისთვის, საბეჭდი მანქანა, წიგნები, ბროკენჰაუსის საწერი
მაგიდა, პატარა ხალიჩა, ორი სახაზავი მაგიდა, სანათი და ა.შ. და, ამასთან, მე ვარ
დამნაშავე მხარე, როდესაც ცამეტი წლის შემდეგ ვშორდებით და ქონებას ვიყოფთ.
გოეთეს თხზულებათა სრული კრებული ძვირფასი ტყავის ყდაში – მისია, ვიცი;
მამამისის საჩუქარია. ამ გამოცემის ერთი ტომი ორ ცალად გვაქვს, „პოეზია და
სინამდვილე“ და ვეკითხები, ეს ტომი თუ შეიძლება წავიღო-მეთქი; ვერ შეედავები,
მართალია: ეს ტომიც მისი საკუთრებაა. მერე უფრო ვუგებ სიმამრს, რომელიც ჩემს
უსიამოვნო წერილზე, სადაც ვაუწყებ, თქვენს ქალიშვილთანქორწინება თორმეტი
წლის შემდეგ მარცხით დასრულდა-მეთქი, მხოლოდ ერთ კითხვას მისვამს,
განქორწინების ფინანსური შესაძლებლობა თუ გაქვსო. როდესაც მანქანის მართვის
სკოლაში დავდივარ და პირველ საკუთარ მანქანას ვყიდულობ – „ფოლკსვაგენს“ – 48
წლის ვარ. რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვადევნებ თვალს ხარჯებს: რომში
ფულს არ ვზოგავ,

ციურიხში უფრო გამომდის მომჭირნეობა; შორს რომ ვარ, მგონია, რომ ვიმსახურებ
იმას, რის გადახდაც შემიძლია. მაგალითად, ბინას პარიოლიზე – ყოველთვიური ქირა
2000 ფრანკს შეადგენს. ჩემს ჩაცმულობაში არაფერი იცვლება. ანგარიში აღარ მიხდება
– ეს არის სიახლე. რა მჭირდება? თითქოს ფული აღარ არის მნიშვნელოვანი,
საერთოდ. საბედნიეროდ, არსებობენ კოლეგები, ვისაც ჩემზე მეტი შემოსავალი აქვთ,
მათ შორის – კარგი მწერლები. რის უფლებასაც ახლა თავს უყოყმანოდ ვაძლევ:
ძალიან კარგი ჩიბუხი, ორიც კი, და ყოველდღიური კომფორტი, რომელიც დროს
მიზოგავს – თვითმფრინავი მატარებლით მგზავრობის ნაცვლად, ტაქსი
აეროპორტამდე. რომში პინა გვყავს, რომელიც მთელი ცხოვრება არისტოკრატებს

101
ემსახურებოდა. ვერაფრით დავაწკარუნებ ზარს, რომ მოვიხმო, ნაყინი
მოგვართვიმეთქი, როცა ჯამი გვერდზე გვიდგას; მირჩევნია, ავდგე და სტუმრებს და
საკუთარ თავსაც თვითონ მოვემსახურო. ჩემგან არისტოკრატი ვერ დადგება. ერთხელ
ჰაინრიხ ბიოლიც გვყავს სტუმრად, ოფლი სდის და პიჯაკს იხდის, როცა პინა
ემსახურება. პინას თვალში ჩვენი საქმე წასულია. გავლით ვარ ციურიხში და
„ფოლკსბანკის“ ნაცნობ ფასადს ვხედავ, დარბაზში შევდივარ, იქაურობაც მეცნობა და
დახლთან ვეკითხები, შემთხვევით აქ ანგარიში ხომ არ მაქვს გახსნილი-მეთქი;
პასპორტს ვუჩვენებ. მართლაც მქონია: 20000 ფრანკი, თავის დროზე შემინახავს იმის
შიშით, რომ ერთ დღესაც ყოველთვიურ ალიმენტებს ვერ გადავიხდიდი; ამასობაში
23000 ფრანკი გამხდარა. მადლობას ვუხდი. როცა თხუთმეტი წუთის შემდეგ მეორე
ბანკიც მეცნობა და შევდივარ, იქაც იმავეს ვარკვევ: 174,30 ფრანკი, თანხის ბოლო
გატანა 1938 წელს.

მოპირდაპირე მხარეს კანტონის ბანკია, იქაც ვეკითხები და პასპორტს მინის ქვეშ


ვუცურებ, მოხელე დიდხანს უნდება გარკვევას, მერე ბრუნდება და მეუბნება: არა,
სამწუხაროდ არ გქონიათო. ბოდიშს ვიხდი. რამ გამამდიდრა? ჩემი გასავალი
გაოთხმაგდა და ძრწოლა მიტანს, ციფრებს რომ ვხედავ; გული რომ არ გამისკდეს,
ხანდახან ვამოწმებ, ხომ არ მეშლება-მეთქი და მართლაც ასეა: უფრო მეტი მქონია,
ვიდრე მეგონა. მალე ქონება მიგროვდება; თანხის რაოდენობა მნიშვნელობას კარგავს,
სულერთი ხდება, მას აღარაფერი აქვს საერთო არც ხელფასთან, არც შემოსავალთან –
ლატარიას უფრო ჰგავს. თუ ირგვლივ ვინმეს უჭირს და ას ან ათას ფრანკს მესესხება,
მავიწყდება ხოლმე. შეუმჩნევლად მიყალიბდება ალმაცერი დამოკიდებულება არა
მხოლოდ მათ მიმართ, ვისაც ფულის ზედმიწევნით ანგარიში უწევს, არამედ საკუთარ
წარსულთანაც: სასაცილოა, რასაკვირველია, შემეძლო 1955 წელს მოპედი მეყიდა,
როცა ქალაქგარეთ ვცხოვრობდი. გარკვეულწილად, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ
თავი გავინებივრო. თუ ფირსაკრავს ვყიდულობ, რატომ საუკეთესო არ უნდა
შევიძინო და უმაღლესი ხარისხის გამაძლიერებლებიც ზედ არ მივაყოლო? თან
რაღაცის გადალახვა მიხდება, ადრეული ზნის: ჩემთვის იაფიც ხომ საკმარისია!
მფლანგველი ვხდები მეგობრების წრეში; მდიდარი კი არ ვარ, არამედ
ახალგამდიდრებული. მეგობრებს შურის ნატამალს ვერ ვამჩნევ, მაგრამ რაღაც მაინც
შეიცვალა. ახლა უფრო იშვიათად წუწუნებენ ფულზე. იციან, რომ უკვე რამდენიმეს
დავეხმარე. მხოლოდ მდიდრებთან ურთიერთობა შეიცვალა საგრძნობლად, მათი
დამოკიდებულება ჩემ მიმართ. უცებ დაიწყეს შეუბოჭავად ლაპარაკი არა მხოლოდ

ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, არამედ მიწის ნაკვეთების ფასზეც, მსჯელობენ,


მსოფლიოში სად უფრო ხელსაყრელია მამულების, სამკაულების, ანტიკვარიატის და
ა.შ. შეძენა. ბუნებრივია, ადრეც ვხედავდი, რა ჰქონდათ; პოლიაკოვზე საუბრობდნენ,
კუნო ამიეტზე, ჰოდლერზე, ჯიაკომეტიზე – ჯერ არა. ტაქტს უნდა მივაწეროთ, რომ
ძვირფასეულობებზე არ ლაპარაკობდნენ, სანამ მათ სტუმარს ასეთებზე ხელი არ
მიუწვდებოდა, და უკვე მოსმენილი მქონდა აფრიკაში ლომებზე ნადირობის ამბავი
და იახტის შესახებაც, რომელსაც პალერმოში ჩაეშვა ღუზა, ოღონდ ფასების
დაუსახელებლად. მეგონა, რომ მდიდრებისთვის ფული არანაირ როლს არ
თამაშობდა. ახლა მესმის: მდიდრობა მათთვის პროფესიისმაგვარი რამ არის,
ცხოვრების ამოცანაა და არცთუ უმნიშვნელო და არცთუ უზრუნველი. უხარიათ ჩემი

102
წარმატება, ამას ვგრძნობ, ფრიდრიხ დიურენმატისაც, რომელსაც ნოიენბურგში
შესანიშნავი სახლი ჰქონია. მეუბნებიან, ჩვენი ქალიშვილები აღტაცებულები
კითხულობენ შენს წიგნებსო. რასაკვირველია, მათ თვალში მე მდიდარი არ ვარ,
თუმცა იაგუარი 420-ით დავდივარ და ეს გვაახლოვებს, ასე ჰგონიათ; მათ ეჭვი არ
ეპარებათ, რომ ქონება პოლიტიკურ განწყობასაც ცვლის. მილიონერი სოციალისტი
იყოს და მეტიც, ანტიკაპიტალისტი? რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ სოციალიზმი
შურის იდეოლოგიაა, მათ თვალში დამაჯერებლობას ვკარგავ; ვიძლევი ამგვარი
შურის საფუძველს? როცა ასეთ ხალხთან დავდიოდი სტუმრად ღარიბი მწერლის
რანგში, ნაკლებად იბნეოდნენ. რა ვერ გავიგე ვერასდროს საკუთარი თავის
შემთხვევაში: ფული, როგორც ძალაუფლება, ჩემთვის იგივე დარჩა: ფული, როგორც
გაცვლის საშუალება. ამ დროს,

რაღაც არასწორია და, ბუნებრივია, ვიცი, რაც. ერთი უმცროსი მეგობარი, რომელსაც
დიდ პატივს ვცემ, სესხს კი არ მთხოვს, უბრალოდ, ვიცი, რომ დიდი სესხი სჭირდება
და შემიძლია, მივცე: უპროცენტოდ, აბა, სხვანაირად როგორ იქნება, იგი, ჩემი
მეგობარი, ჩემთვის ხომ არ იმუშავებს, ჩემთვის, მდიდრისთვის. ოღონდ ზუსტად ამას
აკეთებენ მუშა-მოსამსახურეები, რომელთაც მე არ ვიცნობ; თორემ მაშინ ხომ
პროცენტები არ იარსებებდა. არ არის ეს სწორი. ერთ მხატვარს, რომელსაც ღვინის სმა
უყვარს და ბედი არ სწყალობს ნახატების გაყიდვაში, სამოცი წლის რომ ხდება,
დაბადების დღეზე თავისი საყვარელი ღვინის სამოც ბოთლს ვუგზავნი. მოგვიანებით
მეუბნება, ყველა ბოთლი გავტეხე ან გავაჩუქეო. ვერნისაჟი რომ მოაწყო, უცხოეთში
ვიყავი და ვერ მივედი, მაგრამ წერილიც არ მიმიწერია. სამოცი ბოთლი –
მილიონრისთვის ეს ერთი გადაფურთხებაა! მესმის მისი სიბრაზე. ფული რომ არ
მქონოდა, შეიძლება მაშინაც არ მიმეწერა; მაგრამ მაშინ არ ეწყინებოდა. ახლა მეც იმავე
შეცდომებს ვუშვებ, რასაც ვ.?.. ინგებორგზე ვფიქრობ და მის დამოკიდებულებაზე
ფულის მიმართ; მთელი ბღუჯა ბანკნოტები უჭირავს, ჰონორარი, ბავშვივით უხარია,
მერე მეკითხება, რას ისურვებდიო. ფული სახარჯადაა. როგორ ფლანგავს: არა
როგორც თავის სამუშაოში მიღებულ გასამრჯელოს, არამედ როგორც ჰერცოგინიას
ზარდახშაში ნაპოვნს, ხანდახან გაღატაკებული ჰერცოგინიასი. მიჩვეულია რაღაცებზე
უარის თქმას; ფული ბედის ამბავია. მისი ფული, ჩემი ფული, ჩვენი ფული? ან გაქვს
და ან არ გაქვს და როცა არ გვყოფნის, მართლა გაოგნებულია, რა ხდება ამ ქვეყანაზეო.
მაგრამ არ წუწუნებს. ვერ ხვდება, რომ რადიო, რომელიც აქეთ ეხვეწება
თანამშრომლობას, ძალიან ცუდად უხდის; დაბნეული სახითაწერს ხელს
ხელშეკრულებას, რომელიც გამომცემელს მაინცდამაინც კარგად ვერ ახასიათებს. არ
თვლის, რომ სხვები ფულს ითვლიან. იმდენ ფეხსაცმელს ყიდულობს, თითქოს
მრავალფეხა იყოს. არ ვიცი, როგორ ახერხებს. არ მახსენდება, რომ რაიმე დანახარჯი
ენანოს, მაღალი ქირა, ხელჩანთა პარიზიდან, რომელიც პლაჟზე ფუჭდება. ფული
ხელიდან მაინც გადის, ასე თუ ისე. თუკი ვინმე, ვინც მას უყვარს, თავისთვის ვერ
იმეტებს, მას აწყენინებს. კაცმა რომ თქვას, ერთ პატარა სასახლეს, ან დიდს, ორივე
ვიმსახურებდით, მაგრამ არ აღაშფოთებს, რომ სასახლეები სხვებს აქვთ. მისი
დასაჩუქრება ერთი სიხარულია; თვალები უბრწყინავს. ფუფუნებას არ ითხოვს; თუ
არის, არ ეუცხოება. წარმოშობით ისიც პატარა ბიურგერული ოჯახიდანაა, ჩემსავით;
ოღონდ ამ ტვირთისგან გათავისუფლებულია. იდეოლოგიის გარეშე; საკუთარი

103
ტემპერამენტის ძალით. თუ რამეს ანგარიშობს, ანგარიშობს, რომ სასწაული მოხდება.
ზოგიერთი ქალივით: ფული ჩანთაში ჩაკუჭული აქვს, ეს ფული ან უნდა დაიკარგოს
ან მშვენიერ რამედ იქცეს. ორმოცდაათი წლის რომ ვხდები, დაბადების დღეზე
საბერძნეთში მპატიჟებს.
White Horse:

პირქუში ბარი, სადაც დილან თომასმა სმაში ჩაიხრჩო თავი, დიდი სარკეები,
რომლებიც გვამცნობენ: გარეთ ალბათ დღე არის, მზიანი არა, ნაცრისფერი და ხისტი
კვირადღე. სატვირთოების გრუხუნის გარეშე; ამით გამოირჩევა კვირადღე. დრო
ექნებოდა, რომ კიდევ ერთხელ წასულიყო ჰადსონზე და არ წავიდოდა. სამაგიეროდ
თავის პატარა, 1974 წლის კალენდარში იფურცლება: მაისი, ივნისს, ივლისი, აგვისტო,
სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, რამდენი თავისუფალი დღეა, კვირის
დღეები თეთრია: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. შემდეგ იხდის
ლუდისას, რომელიც არ დაულევია... რამდენი წლის გსურთ, რომ გახდეთ? გიყვართ
ვინმე? და როგორ ხვდებით ამას?

ერთხელ უყურებს: სახანძრო რაზმი მოქმედებისას, ბევრი წითელი ლაპლაპა მანქანა,


სირენები,

მბრუნავი ლურჯი ციმციმები; ერთი მეხანძრე სამ ფანჯარას ამსხვრევს, ბოლი


გამოდის. შემდეგ გზას აგრძელებს. ჯერ კიდევ კვირადღეა; ზომიერად წვიმს.
პალტოგაღეღილი მიდის, ხელები შარვლის ჯიბეებში უწყვია. გზაჯვარედინიდან
გზაჯვარედინამდე იგივე თამაშდება: Walk/Don’t Walk. ავიწყდება, რომ თამბაქოს
ყიდვა უნდოდა. არავითარი მოთხოვნილება არ აქვს, იცოდეს, სად იმყოფება, ისე
კითხულობს ქუჩის წარწერებს: Canal Street. ამ სიშორეზე წამოსულა. აქა-იქ ჭიდან
ორთქლი ამოდის, ნაცნობი სურათია; ორთქლის მოთეთრო ოხშივარი. დღის სამი
საათია და კვირა. აქ, ამ მოცარიელებულ ქუჩებზე შეგიძლია, სადაც გინდა, იქ
გადახვიდე; ქუჩების დასვრეტილი ასფალტი. ერთ მომენტში ვერტმფრენის რაკრაკი
ისმის, თვითონ ვერტმფრენი არ ჩანს, ჰაერის ძლიერი ტლაშუნი. ხედავს, როგორ
მიცურავენ ნაცრისფერი ღრუბლები სახურავების თავზე. შემდეგ ისევ სიმშვიდეა
უკაცრიელ გრძელ ქუჩაზე; მხოლოდ ნაგვის ყუთები, ნაგვის ყუთები ჯარად. წვიმას
გრძნობს კისერზე. არ ჩერდება, თითქოს რაიმე მიზნისკენ მიიწევდეს, იყურება:
ყვითელი მილები შუა ავენიუზე, მშენებლობა მესრებითა და ვიმპელებით, ისეთი
ოხშივარი ამოდის, გეგონება, ასფალტში გემი ჩაძირულაო. რაღაც სიამოვნებს, ოღონდ
არ იცის, რა. ჯერ კიდევ გრძნობს ქვიშას ფეხსაცმელებში. უცებ გისოსებიდან
გრუხუნის ხმა ამოდის, უმეტესად გისოსებიდან მჟავე სუნი ამოდის ხოლმე, Subway,
მეტროთი არ სარგებლობს; არა აქვს მოთხოვნილება, ჰქონდეს მიზანი. კაცმა რომ
თქვას, ფიქრობდა, სასტუმროში ერთ საათს დავისვენებო; მიაბიჯებს, ხელები
შარვლის ჯიბეებში უწყვია. ამასობაში წვიმამ გადაიღო. ერთგან ჩერდება: რამდენიმე
მოზარდი გორგოლაჭებზე,

ჰოკეის თამაშობენ ასფალტზე; ნამდვილი ბურთი აქვთ, მაგრამ ასფალტზე არ


სრიალებს, დაგორავს. უცებ უნდება, მასაც ჯოხი ეჭიროს ხელში. მერე გზას

104
აგრძელებს. ხედავს: ისევ დაგოფრილი თუნუქის ნაგვის ყუთები, იქვე შავი
პოლიეთილენის ტომრების გროვა, ორშაბათს ელოდებიან, მათი პრიალა სიშავე.
Count Down:

48 საათში მივფრინავ... ლინი არ ელის, რომ ბილეთს გადაცვლის და არც ის ელის, რომ
ლინი ამას მოსთხოვს. ერთმანეთს გაუგეს. საღამოს ლინი სასტუმროში მოვა. მისი
თვითმფრინავის ბილეთი ყვითელი სანათის ქვეშ დევს.
Tell me!

ამბობს ხშირად, თითქოს ადამიანს შეეძლოს საკუთარი ამბის მოყოლა და უსმენს,


მართლა უსმენს; ლინს ბოლომდე არ სჯერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, სულერთი
არ არის, ვინ იყო ლინი.

(რამდენიმე თვის შემდეგ, 1975 წლის იანვარში, შეთანხმებას ვარღვევ. ოღონდ,


დარეკვას ვერ ვბედავ: როგორც ხმა წარსულიდან. მაგრამ შემდეგ ვდგავარ
სარეგისტრაციო დახლთან და საქმიანი იერით ვეკითხები. Lynn is no longer with us.

ენა მივარდება. მოკვდა? ასე ჟღერს. დახლთან მდგომი შავკანიანი ხედავს ჩემს
შეწუხებას, ლინის შემცვლელთან არ მაგზავნის, არამედ მეუბნება: I liked her very much
indeed. სად იყო იმ დღეებში, წერილიდან ვიგებ, რომელიც ევროპაში ჩამომდის,
გრძელი წერილი, სადღაც გემბანზე ნაჩხაპნი; უმუშევარი ყოფილა და საერთოდ, სხვა
პროფესია მინდა და ბავშვის ყოლაცო, ხშირად ვთამაშობ პინგ-პონგს და სწორედ ახლა
შენს წიგნს ვკითხულობ, მაშინ რომ მომეციო; ეტყობა, მარტო მოგზაურობს, თავის
მომავალზე ფიქრობს.)

ეს არ არის მისი ღილი, რომელსაც ლინი თავის ჭუჭყიან ქურთუკს აკერებს, ეს ღილი
კაცის პიჯაკისაა. უფრო მუქია და ცოტა უფრო დიდიც; თვალში მოსახვედრი იქნება.
ინგლისური

პიჯაკია, თერთმეტი წლის წინ ციურიხში, ბანჰოფშტრასეზე ნაყიდი; არ დავიწყებია:


ქალმა უპოვა, ალბათ პირველი შემთხვევა იყო, რომ ტანსაცმლის ყიდვაში დაეხმარა.
კიდევ ერთხელ მოუხდა სარჩულის გამოცვლა. ასეთ პიჯაკს (მანჩესტერი) მერე
ვეღარსად წააწყდა, ვერც ლონდონში. უკვდავი პიჯაკი, ასჯერ გაწმენდილი; გაიქექა
და ამიტომაცაა, რომ შიგ ისე გრძნობ თავს, როგორც შინ. სხვათა შორის, მარჯვენა
სახელოზეც აქვს ღილი, თვალში მოსახვედრად და სწორედ ამ მიზნით: პატარა,
ძალიანპატარა, თითქმის წითელი ღილი. ვინ დაუკერა ეს ღილი? ლინმა გამოიცნო:
Your wife? ამ ღილის გარეშეც არ დაივიწყებდა. ეს ორშაბათს ხდება. მეგობარი წყვილი,
რომელიც ლინმა ბოლო საღამოს დაპატიჟა, შუაღამისას წავიდა; პირველად მოხდა,
რომ მან და ლინმა მარტოებმა არ ისადილეს. ლინის სურვილი იყო და მისმა
სურვილმა იგი გაახარა; ლინი მას არ მალავს. მეგობრები წასასვლელად რომ
წამოდგნენ, ისიც ადგა და პიჯაკი ჩაიცვა: უღილოდ. მეგობრებმა გაუგეს: ბოლო
შესაძლებლობაა, რომ ლინმა დანაპირები შეუსრულოს და ღილი დაუკეროს. მას მერე,
რაც თქვა, Your wife, კაცს მოუნდა, რომ ცოლი ჩუმად შეაქოს, სანამ ლინი ჯერ კიდევ
ღილს უკერებს და ამ დროს აღმოაჩენს: ზედსართავი სახელები ვინმეს შესაქებად
არაფრად გამოდგება. მათი საშუალებით მხოლოდ მოკლე დახასიათებას

105
მივიღებდით: მიმზიდველი გარეგნობის ქალი, 35 წლის. ამჯერად იმყოფება
ბერლინში, სადაც ახლა დილის ხუთი საათია; ლინი ამბობს: You love her. არადა, კაცს
სიტყვა არ დასცდენია, მხოლოდ ჭურჭელი ჩაალაგა სარეცხ მანქანაში. ლინი რომ
მორჩება, იცინის: Your dirty jacket! დილის ოთხი საათია, როცა პიჯაკს იცვამს. ლინმა
უნდა დაიძინოს. უკვე სძინავს,

როცა ის კარს გარედან გაიკეტავს, რაც შეიძლება ჩუმად. უკაცრიელ ავენიუზე


სიამოვნებს იმის წარმოდგენა, როგორ ეტყვის ლინს, ერთ საათს ვიარე ქუჩაში და თავს
არავინ დამსხმიაო. აღარ ბნელა. ორთქლი ამოდის ჭებიდან, ასფალტში ჩაჭედებული
გისოსებიდან. ათი წუთის შემდეგ უკვე ყვითელ ტაქსიში ზის, No Smoking და არ იცის,
რა აკეთოს. მათი ბოლო ღამე მელანქოლიური არ ყოფილა, მაგრამ სხეულმა უმტყუნა.
ცდილობს, ტაქსისტ ბერძენს გამოელაპარაკოს, აღარ უსმენს, რადგან უცბად
ახსენდება, რომ არ შეუმოწმებია, ნამდვილად დაუკეტა თუ არა ლინს საკეტით კარი
გარედან, თუ სახელურის ჩამოწევით გაიღება, ვინმემ თუ მოინდომა ბინაში შეჭრა,
მკვლელობა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც კი მივა სასტუმროში, მაშინვე
დაურეკავს; შეშინებულს უკეთესი არაფერი აფიქრდება. მძღოლს ოცდოლარიანს
აძლევს, ხურდას არ ელოდება და მერე რამდენიმე წუთს იცდის, სანამ ღამის მორიგე
აღირსებს გამოსვლას, ისეთი ნამძინარევია, გასაღებს მაშინვე ვერ პოულობს; სამჯერ
უწევს გამეორება: 1112 A (სინამდვილეში 1113, მაგრამ ესენი 13-ს ხომ ერიდებიან).
როცა ბოლოს და ბოლოს ოთახში დგას, არ რეკავს; ლინმა უნდა იძინოს. ცოტა ხანს
ზის, პიჯაკგაუხდელად და კლიტეებზე ფიქრობს, ამასობაში კი გარეთ თენდება,
სახურავებზე მდგარ წყლის რეზერვუარებს მზის პირველი სხივები ეფინება. მერე
ამჩნევს, რომ არაფერზე არ ფიქრობს; არც გუშინდელ დღეზე, არც ხვალინდელზე, არც
დღევანდელზე. მაგრამ არ სძინავს; ზუსტად ხედავს, რაც ღია ფანჯრიდან მოჩანს, წინა
სახლის ფასადს. არც დაღლილია ან არც იმდენად დაღლილი, რომ დაწვეს. არანაირი
გრძნობა; თვალებს რომ ხუჭავს, სულ ახლოს ხედავს მის მძინარე სახეს.

შემთხვევით ახსენდება, მაგრამ ფიზიკურ მარცხს არ უღრმავდება. წინა სახლის


ფასადი: აგური, რკინის ჩარჩოიანი ფანჯრები, ზოგს ფარდა უკიდია, ლურჯი, ან
წითელი, ან ყვითელი, ყველა ფანჯარაზეა კონდიციონერის ყუთი. ერთ ერკერში
ფოთლებიანი მცენარე დგას; რაფაზე კატა წევს. თუ ფეხზე ადგები, მეტს დაინახავ,
ვიდრე ამ ფასადს: ქვევით გზაჯვარედინი ყვითელია ქუჩის ლამპიონების შუქზე,
უფრო დაბალი სახლების სახურავებიც მოჩანს; აქა-იქ ორთქლი ან კვამლი ადის
დილის ცაში, ეს იმის ნიშანია, რომ სახლებში ხალხი ცხოვრობს. მათ ჯერ სძინავთ.
უცებ გემის საყვირის ხმა გაისმის; სამჯერ. მოჩანს ეზოები, ბაღებიანი შახტები.
დაავიწყდა, რომ წყალი აქვს მოშვებული აბაზანის გასავსებად, რადგან დიდხანს
უნდებატელეფონით დაკავშირებას, სანამ იქიდან ხმა ეტყვის: Operator, და სანამ
მეორე ბოლოში დაირეკება. პასუხი არ არის. ლინი ან მკვდარია, ან სძინავს. აბაზანა
ახსენდება და ონკანს კეტავს, საცობს აძრობს და დერეფანში გადის, რომ ტექნიკური
მხარე შეისწავლოს: სასტუმროში ოთახის კარი, თუ ისე გაიკეტავ გარედან, როგორც
მან გაიხურა ლინის კარი, უგასაღებოდ არ იღება. ეს ამშვიდებს. საბედნიეროდ,
შემთხვევით ხელში უჭირავს ოთახის გასაღები და თავის ოთახში ბრუნდება; შემდეგ
გაუხდელად წვება ლოგინზე გარდიგარდმო... ლინის სახელი არ დაერქმევა
დანაშაულს.

106
აღსაწერია ქვის მაგიდა... სახლი ბერცონაში, რომელსაც გზად ვათვალიერებთ,
კოკისპირულ წვიმაში: სოფლური სახლი, კედლები ჩამოფხავებულია, ხის დირეები –
დამპალი. რომიდან მოვდივართ, Via Margutta, ქვემდგმურები ვართ იქ; მთელი ჩემი
ცხოვრება ან მდგმური ვიყავი, ან მდგმურის მდგმური. ახლა მინდა, სახლი მქონდეს
შენთან ერთად. ქოლგებს შეფარებულები დავაბოტებთ გაველურებულ ეზოში;
ჭინჭრის და მაყვლის ჯუნგლებში, გვიმრაც ბევრია; ამ მხარისთვის
დამახასიათებელია: უხეში ქვის მშრალი კედლები იჭერს ტერასებს. სიარულისას
თითქმის არაფერს ამბობს, მე კაკლის ლამაზ ხეებს გაჩვენებ. დიდი ეზოა. ბევრი
წაბლის ხეც დგას. შიგნით, სახლში შმორის სუნია, აქა-იქ ობი მოჰკიდებია კედლებს.
გარწმუნებ, სახლი შეიძლება გადაკეთდეს და გაფართოვდეს-მეთქი, ეს ჩემი
მოვალეობაა, როგორც გაჯანჯლებული მოლაპარაკებები ფასის შესახებ. ერთი რამ
ჩემთვის თავიდანვე ცხადია: მარტო, როგორც მარტოხელა, ამ ხეობაში ვერ
დავსახლდებოდი. ვხედავ დირეს, რომელზედაც ჩამოვეკიდებოდი; არ
გამიჭირდებოდა მიწვდენა პატარა ფანჯრიდან. მაგრამ მე შენთან ერთად ვცხოვრობ,
უკვე სამი წელია; არასდროს გვილაპარაკია ცოლქმრობაზე. რაც მომწონს: გრანიტის
მძიმე სახურავი და როგორ დგას სახლი ფერდობზე, რკინის გომური, თითქოს კოშკს
რომ ჰგავს. ყველა არქიტექტორი ვერ შეძლებდა სივრცითი ურთიერთობის
დამყარებას ორ გალავანს შორის; გაუაზრებელი და სრულყოფილია. აღტაცებული
ვარ. მიუხედავად იმისა, რომ წვიმს. არასოდეს მიოცნებია, მქონოდა სახლი; ახლა
მინდა. ჩვენ მაინც ვიმოგზაურებთ; სახლი ციხედ კი არ უნდა გვექცეს, მხოლოდ
კერად, თუ შენ ამისთვის მზად ხარ: ჩვენი სახლისთვის. მაინც ვფრთხილობ,

მარტო იმიტომ არა, რომ იმაზე ძვირია, ვიდრე ველოდი და შობას, როცა შენ
დედაშენთან ხარ, კიდევ ერთხელ მივდივარ იქ. ამ ხეობებში ხანდახან ისეც ხდება,
რომ ზამთარში საერთოდ ვერ ხედავ მზეს ან მხოლოდ ერთი საათით თუ გამოაჭყეტს.
მთელ დღეს ვატარებ მარტო ამ ეზოში; ზამთრის ხასხასა ლურჯი, უთოვლო დღეა. წინ
მაღალი მწვერვალი ჩანს, მზე ახლა ზუსტად ამ მწვერვალზე გადმოგორდება და
სახლს ექვს-ნახევარი საათის განმავლობაში გაანათებს. ბედნიერებაა. შიგნით
ყველაფერი კიდევ უფრო დაფეხვილი მეჩვენება; კიდევ კარგი, აქ არ ხარ. ბოლოს აქ
ერთი მოიჯარე ბინადრობდა, შეშლილი. აღარ იგრძნობა სალაფავის სუნი, რომელსაც
თურმე თავის სამ ღორს უთხიპნიდა. სამაგიეროდ, დამპალი ლეიბი ყარს და უამრავი
ძონძი, რომელიც უნდა წარმოიდგინო, რომ ვითომ არ არის. ვზომავ. ოთახები პატარაა,
კედლები სქელი და ძველი ტიხრების მთლიანად მოშლა არ გამოვა; მაინც მგონია, რომ
საცხოვრებლად სასიამოვნოს გავხდი აქაურობას. გარეთ, ტესინისთვის ტიპურ
გრანიტის მაგიდაზე ჩანახაზებს ვაკეთებ. რომში გაჩვენებ, გიხსნი სახლის ხარვეზებს
და შენ ხედავ, რომ მინდა. მეტისმეტად ხშირად ვიცვლიდი ბინებს. აქ იქნებოდა
ადგილი ბიბლიოთეკისთვის, რომელიც მუდამ იზრდება; ჩვენი ბიბლიოთეკისთვის.
აქ შენისამუშაო ოთახი ბაღში გასასვლელით. აქ სტუმრების ოთახი. ერთ ახალგაზრდა
არქიტექტორს ვიშველიებ რჩევისთვის, იქვე ცხოვრობს და გადაკეთებას
უხელმძღვანელებდა და ყიდვას ვწყვეტ, 1964 წელს. ჩვენი ცხოვრება რომში:
ყოველდღე საზეიმო და რაღაცნაირად უადგილო, რაც დრო გადის, დღითიდღე სულ
უფრო და უფრო სასიამოვნო. Valle Onsernone, სადღაც დასაქცევში კი არ არის;
მაგალითად, თუ

107
მოისურვებ, შეგიძლია ციურიხში ისწავლო. დროგამოშვებით გაჭიანურებულ
რეკონსტრუქციას ვათვალიერებთ. ერთხანს სიგიჟეს ჰგავს: ნანგრევები, გამომპალი
იატაკი გამოშიგნულია, მხოლოდ მძიმე კედლები დგას, რომლებიც სახურავს იჭერენ.
გარეთ ფუტურო ხის მასალაა დახორავებული. ბეტონია ჩასასხმელი, რომ სახლი
დაიკავოს. საბჯენების და ძელების ჯუნგლებში ბორძიკით დავდივართ. სახლის
გადაკეთება, რომელსაც ახალგაზრდა არქიტექტორი სიხარულითა და მონდომებით
ხელმძღვანელობს, მთელ წელს გრძელდება. მასთან ერთად მივდივართ ფილების
ასარჩევად, სამზარეულოსა და აბაზანების არმატურისთვის; შეგიძლია, შენ ამოირჩიო.
ამასობაში პროექტი იცი და ნდობას გვიცხადებ – ახალგაზრდა არქიტექტორს და
ყოფილ არქიტექტორს ერთად. ხედავ, როგორ ბავშვივით მიხარია, სახლი რომ
შენდება, ხედავ ჩემს მამაკაცურ სიხარულს. ესა თუ ის, მაგალითად, კიბე, შენთვის ჯერ
ძნელი წარმოსადგენია; შენ მხოლოდ დიდ ხვრელს ხედავ და შეშინებული დგახარ
ხარაჩოს ფიცრებზე, ხელს გიჭერ. ახლა იმხელა არჩევანია, იმდენი ნიმუშია.
ტექნიკური მხარეები ნაკლებად გაინტერესებს: ზეთის რეზერვუარის სიდიდე, ზეთის
ღუმელის მარკა, საქვაბე და ა.შ. მაგრამ მენდობი და გიხარია, ეზოს შემოდგომის
ლურჯი სინათლე რომ ეფინება. არქიტექტორს ტრავერტინი სურს ბუხრისთვის და
შენ წინააღმდეგი ხარ, სხვათა შორის, მეც; ჩვენ ვილა ხომ არ გვინდა. მერე სანათები
გვჭირდება და ეს ყოველთვის რთული საკითხია. ადრე მომიწია რჩევების მიცემა
სხვებისთვის, ვინც სახლს აშენებდა; ვინც იხდის, ის განსაზღვრავს გემოვნებას. ახლა
ჩვენ ვწყვეტთ, შენ და მე. ზოგი რამ არ მოგწონს, როცა უკვე

შესრულებულია, მაგალითად, იატაკი სასტუმრო ოთახში; პატარასახეებიანმა ნახატმა


შეგვიყვანა შეცდომაში. მაგრამ შენ გესმის, რომ მე ონასისი არ ვარ და არ ვცვლით;
ასეთი მნიშვნელოვანიც არ არის. სამაგიეროდ, აღტაცებაში მოჰყავხარ ლოჯიის ახალ
იატაკს, აგურის ფილები ისეა დაგებული, როგორც იტალიურ მონასტრებში იციან;
სასადილო ოთახის ციურიხული წითელი აგურიც მოგწონს თანდათან, ლაქს რომ
გადავუსვამთ და როგორც შეგპირდი, დროთა განმავლობაში ჩამუქდება. შენთვის ეს
პატარ-პატარა სიახლეებია. გიხარია. ეს სახლი შენი პირმშოც არის. ვთანხმდებით:
ყველა კედელი თეთრი იქნება. როგორც სპერლონგაში. სანამ რომს დავტოვებთ,
იერუსალიმში ვართ მიწვეულები, 1965 წელს, ესეც მოგწონს და როდესაც რომიდან
მივდივართ, ბევრი ბარგი არ გვაქვს დასაბინავებელი: ცოტა ჭურჭელი, სამი რომაული
სანათი, ტოსკანური მაგიდა ხუთი სკამით, წიგნები (მხოლოდ ის წიგნები, რაც რომში
დაგვიგროვდა; დანარჩენი საწყობიდან ჩამოგვივა) და რამდენიმე ფირფიტა (უკეთესი
ფირსაკრავისთვის) და შენი პატარა საწერი მაგიდა (ცუდი ანტიკვარიატი, ვიცი) და
სარწეველა სავარძელი, ტაფები, სკივრი (Mille sette cento) და ცოტა ტანსაცმელი,
რომაული თეთრეული და ჩემი საბეჭდი მანქანა. ჩვენ არ ვართ ოჯახური მეურნეობა,
ჩვენ წყვილი ვართ. სახლში რომ გადავდივართ, მუშები ჯერ კიდევ აქ არიან,
ბეტონსარევი მანქანაც ეზოში დგას. სოფლის გზიდან ჩამავალი კიბე ჯერ არ
გაუკეთებიათ, სლიპინა ფიცრებზე გვიწევს სიარული. გომურის შიდა სართული,
რომელიც ღორებს თხებისგან აცალკევებდა, ახლახან მოანგრიეს, ჩემი სახელოსნო ჯერ
კიდევ შენდება. ხუთი იტალიელი მუშა ყოველდღე გადმოდის საზღვარზე

და საღამოს ისევ ნოვარაში ბრუნდება. კიდევ რამდენიმე კვირის სამუშაო აქვთ


დარჩენილი. გულის სიღრმეში გვახარებს მათი იქ ყოფნა. შენ ამბობ, მუშების მოხუცი

108
ბრიგადირი სემიუელ ბეკეტის გლეხურ ვარიანტს ჰგავსო. თავიანთი საგზალი
ზურგჩანთებით მოაქვთ, შუადღისას ქვის მაგიდასთან სხედან ან მინდორში; შენ
რკინის ჭურჭლით უცხელებ მათ მოტანილ საჭმელს ან ხანდახან ყველას ერთად
გვიკეთებ წვნიანს. ეს მომწონს. ლუდზე და ღვინოზე მე ვზრუნავ. სახლის
რეკონსტრუქციისას ყველაფერი არ არის აღნიშნული პროექტში; როგორი იქნება
კედელი, როცა დასრულდება, როგორი იქნება გრანიტის ფილების იატაკი, მათ
გემოვნებაზეა დამოკიდებული. მათი ძალიან მადლიერები ვართ. არა მგონია,
სახელოსნოში ბუხარი მჭირდებოდეს; თუმცა არის და შეიძლებოდა გაგველამაზებინა;
მე ვამბობ: შევეშვათ. ბეკეტი მეწინააღმდეგება, un scrittore, ბევრი ქაღალდი გექნება
დასაწვავიო. ვეთანხმები. Bella ciao, bella ciao, ფირფიტა, რომელიც რომიდან
ჩამოვიტანეთ, ღია ფანჯრებიდან გუგუნებს, როცა მუშაობენ. თუ წვიმს, სარდაფში
ჯახირობენ. მღებავიც აქ არის; ხანდახან ორი საათით გაქრება ხოლმე და
ნაკადულებში თევზაობს. წიგნების სტელაჟი, რომელიც ჩემი პროექტით დამზადდა,
მერე შენც მოგწონს. შენ აწყობ ჩვენს ბიბლიოთეკას, მე ვხსნი დალურსმულ ყუთებს.
ხანდახან საქმე ჩერდება, რადგან შენ ჯდები და კითხულობ. ეს პატივია
წიგნებისთვის. მწვანილის კვლებს აკეთებ. მერე ვაზის სამ ძირსაც ვრგავთ, რომლის
ფოთოლიც ცხრა წლის შემდეგ ტალავრად გადაეფარება ქვის მაგიდას... რატომ ვყვები
ამას? ვის ვუყვები? – ერთხელ ორი მძიმე ყუთი ჩამოაქვთ სოფლის გზიდან; ერთ-
ერთში, როგორც ვვარაუდობდით, ფინური საუნის ღუმელი

აღმოჩნდება, მეორე კი ამ ღუმლისთვის საჭირო ქვითაა სავსე: გრანიტი, რომელიც ამ


მიდამოებშიც საკმარისზე მეტი მოიპოვება. შემდეგ ღვინის სარდაფსაც ვაწყობ. საბეჭდ
მანქანას რომ ვუზივარ, მუშების კაკუნი ხელს არ მიშლის, პირიქით: ჩვენ ყველანი
ვმუშაობთ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მთელ თავიანთ ხელსაწყოებს კრეფენ; შენ
რიზოტოს და შემწვარ ხორცს ამზადებ. კარგი წელი იყო აქ, ამბობენ ისინი. Augiri.
ასობით სტუმარი მოდის, შენი მეგობრები, ჩემი მეგობრები. შენ ხარ მასპინძელი და მე
ვფიქრობ, რომ კარგად გამოგდის, თავდაჯერებულად და დაუძაბავად (ასე ჩანს)
საზეიმოდ. ხანდახან შიშის მომგვრელი ჭექა-ქუხილი იცის, ოცდაათ საათს
გრძელდება ხოლმე, ანდა გადასათოვლი ხდება იქაურობა ზამთარში. მე ვჩეხ შეშას და
ბუხარს ვანთებ. მაგრამ სხვა რაღაცებსაც ვაკეთებ იმ ზამთარს. შენ სხვა საქმეებით ხარ
დაკავებული. დილაადრიან, ცულითა და წალდით ვცდილობ ჯუნგლების გაკაფვას,
შემდეგ კი ნათხოვარი ელექტროხერხით. ქალაქელებად ვრჩებით. სოფლის
მცხოვრებლები არ გეძახიან Signora-ს, რადგან დაქორწინებულები არ ვართ; ისინი
გეუბნებიან: Marianne, და როცა იქ არ ხარ: La Marianne, მაგრამ არასდროს: La signorina.
ერთხელ მოისურვებ, რომ ჩვენს ეზოში ცხვრებიც დაბაკუნებდნენ და მხოლოდ
შემოჩვეული უპატრონო კატები არ დარბოდნენ; ღობეს ვაგებ და ოთხ ცხვარს
ვყიდულობ, მათ შორის ერთი შავია. ეზოში რომ გახედავ, ყველა ერთ მხარეს იყურება,
ოთხივე, სულ ერთსა და იმავეს აკეთებენ ან არ აკეთებენ. სამ მათგანს გაველურებული
ძაღლი დაგვიგლეჯს, მერე მეოთხეს გავაჩუქებთ. ნელ-ნელა ყველა ზაფხული
ერთმანეთს ემსგავსება სოფელში... შეიძლებოდა, აღმეწერა ესა თუ ის კერძი,

რომელიც შენ გამოიგონე / როგორ ხიბლავ მოხუცს თუ ახალგაზრდას, როგორ


სიამოვნებთ ჩვენთან სტუმრობა / როცა ცივ ნაკადულში ვბანაობთ, წყალში ჩაციებულ
ბოთლს რომ ვხსნი: შენი გულის გამახარებელი იქ ყოფნა / წიგნების გროვა

109
(ძირითადად გერმანული, მაგრამ ინგლისურიც, ფრანგულიც, იტალიურიც) იატაკზე
შენს ლოგინთან / როგორ ასაჩუქრებ ბევრ ადამიანს / შენი ბავშვური აღელვება
დაბადების დღის წინ / როგორ ზიხარ შენ, ქალი, ველოსიპედზე და თვალნათელს ხდი
ყმაწვილქალობას / შენი სამუშაო მაგიდა, მძიმე ლექსიკონების და ნაწერი ფურცლების
და თეთრი ფურცლების და ლიტერატურული ავანგარდის ჟურნალების და საფოსტო
მარკების და მოდის ჟურნალების – ამ მოდაზე არასდროს გცმია – და პასუხგაცემული
წერილებისგან /შემდგარი ქაოსი, შენი დედობრივი ზრუნვა ჩემს სამუშაოზე / შენი
ტყავის, წვიმისგან შელანძღული ტეხასური ქუდი, რომელსაც სადგურში უამრავ
ხალხში გამოვარჩევ და ადგილები, რომლებიც უშენოდ სხვანაირია: პრაღა, ვარშავა,
ავინიონი, პარიზი, ლენინგრადი, ოდესა, ვენეცია, ლონდონი, იერუსალიმი, მანჰეტენი
და სხვ. და პატარა ქვის მაგიდა ტესინში... ეს გულწრფელი წიგნია, მკითხველო და რას
გვიმალავს იგი და რატომ? Fifth Avenue

თეთრ გრძელ კაბაში და თეთრ ქუდში გამოწყობილი მანდილოსანი, საუკუნეების


გასაყარის მოდა; შეშლილი ქალი: ხელებით ეპოტინება ფასადის ქვებს თუ ფოლადს,
თითქოს ამოწმებს, ხომ ყველაფერი ადგილზეაო. ხელები გრძნობის ორგანოა. ბრმა არ
უნდა იყოს, რადგან წითელ შუქნიშანზე ჩერდება. მოსიარულეთა უმრავლესობა ვერც
კი ამჩნევს; სხვებზე ნელა მიდის, მაგრამ გზას არავის უღობავს. ფასადებს მიუყვება.
სადაც შუშა შეხვდება, თითქოს სათუთად თავის ანარეკლს ეფერებაო; ბედნიერი ჩანს.
ერთხელაც წინ ვუსწრებ, რომ მერე ვითომდა რაღაც მიზეზით შემოვბრუნდე და მისი
სახე დავინახო. ბედნიერია. ხანდახან ჩერდება, თითქოს სიცარიელეში შეაბიჯაო და
რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს. თითები ძლივს ეხება ზედაპირს, ხანდახან საერთოდ
არ ეხება; თითქოს ლოცავს, რომ იყოს, ეს მახინჯი ზედაპირიც იყოს. ნეტავ ადამიანებს
თუ ხედავს? მისი სამოსელი სასაცილოა, მაგრამ საზეიმო სამოსლადაა ჩაფიქრებული.
ჰო, მართლა, ფეხშიშველაა, მერეღა ვამჩნევ. ხანდახან ლაპარაკობს. და თან
შეუმჩნეველ და უაღრესად ნაზ ჟესტებს აკეთებს. ეტყობა, განსაკუთრებული დღეა
მისთვის, დღე, რომელიც მას ავსებს, ნამდვილი აწმყო.

ჰელენ ვოლფი, გამომცემელი, საბოლოო ჯამში კმაყოფილია პრესის გამოხმაურებით.


ყვავილები, რომელიც ახლა მის მაგიდაზე ლარნაკში აწყვია, პატივცემულ ქალბატონს
სიხარულს ჰგვრის. მოკითხვა ევროპას, მოკითხვა საერთო მეგობრებს ბერლინში, უვეს,
გიუნტერს... უსიტყვოდ ვემშვიდობები:
Washington Square:

ჭადრაკის მოხუც მოთამაშეებს ქვის მაგიდებთან ახლა უკვე ზაფხულის გაფოთლილ


ხეებს ქვეშ.
Sheridan Square:

გამწვანებული სპილენძის ქანდაკებას კაცისას, რომელსაც შერიდანი ერქვა და ქუდზე


ორი მოღუღუნე მტრედი აზის.

Bigolow: საუზმის მკვირცხლ

მომმზადებლებს.
8TH Street:

110
თამბაქოს კაცს, რომელმაც უკვე იცის, რას ვეწევი და ყოველ ჯერზე, როცა კარგი
ამინდია, ზრდილობიანად მიმანიშნებს, კარგი ამინდიაო.
Chinese Laundry:

გაწლიკულ ჩინელს, რომელმაც პინგ-პონგის თამაშით გაოფლილი პერანგი გამირეცხა


და გამიუთოვა.
Balducci:

შესანიშნავი ხილის ვიტრინას.


Trattoria da Alfredo:

მის მეგობარს, რომელსაც უკვირს, რომ პირველად ვარ ამ პატარა ტრატორიაში. თავის
დროზე გამაფრთხილეს, იქ ფეხი არ შეადგაო და პირობა შევასრულე. ჩვენ შორის
გულწრფელობა უკვე შესაძლებელია, მაგრამ ზომიერების ფარგლებს არ სცდება. სხვა
თემები გვაქვს. მართალია: საჭმელი ამ ტრატორიაში ძვირი არ არის და გემრიელია;
ინტერიერი იტალიურია ყოველგვარი გადამეტების გარეშე, კლიენტურა –
ინტელიგენტური, პატრონი კი, ალფრედო, ძალიან აფასებს, თუ ვინმე იტალიურად
გამოელაპარაკება. რადგან იქ არაყი არა აქვთ, მერე მეგობრის ბინაში მივდივართ:
აქედან შორს არ არის. შვიდი წუთი უნდა ფეხით. მეგობარი ცოლს გაშორებია, ბინა
ხელუხლებელი დაუტოვებია, ცოტა ხნის წინ შეუთეთრებია; ინგრესის პლაკატი იმავე
ადგილას კიდია. როცა მისი ახალი მეგობარი ქალი შინ ბრუნდება, საათს დახედავს:
სად იყო ნეტავ ამდენ ხანს? ქალზე ამბობენ (სხვებისგან გავიგე), არაჩვეულებრივიაო;
დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მხვდება, ოდნავ შებოჭილი, მაგრამ ფხიზელი
თვალით მაკვირდება, თითქოს ჩემ შესახებ გაგონილ მოკლე საანკეტო მონაცემებს
იმას ადარებდეს, რასაც ხედავს. ქერა

თმა აქვს, ზევით ავარცხნილი. დიდხანს არ ვრჩები; საჩუქარი მაქვს საყიდელი,


ვესტერნული ქუდი: A brown campaign hat. ნეტავ სად იშოვი ასეთ ქუდსო? ვითომ
მეხუმრებიან. სამი საათია; ქალი თერთმეტზე გასულა სახლიდან. რაღაცას ვყვები.
მგონი, დასავლეთ ბერლინზე და აღმოსავლეთ ბერლინზე. კაცს მართლა აინტერესებს,
სად დადიოდა თერთმეტი საათიდან. ქალი იცინის და ნავაჭრს აჩვენებს;
მაინცდამაინც უხვი არ არის. ამას მოუნდა ოთხი საათი? ქალს დასავლეთ ბერლინი
აინტერესებს და აღმოსავლეთ ბერლინიც. პარიზს იცნობს საკმაოდ კარგად.
სიამოვნებით გვიდუღებს ყავას. კაცი ისევ ხუმრობს: ოფისში რომ რეკავ, გეუბნებიან,
საყიდლებზეა ან ბიბლიოთეკაში, ანუ იქ, სადაც ვერ დაურეკავ და თუ ოფისში არ
დაგირეკავს, თურმე მთელი დღე იქ მჯდარაო. ქალი იცინის, კაცი არა.

Swiss Bank Corporation: ჩემს

საბანკო ანგარიშს.
Hotel lobby:

მარკს და ინგერს, რომელთაც ნათხოვარ ჭურჭელს და დანა-ჩანგალს ვუბრუნებ,


მადლობით, მარცხენა და მარჯვენა ლოყაზე კოცნით.
Senator Lounge:
111
ტონი ცვიკერს, ხალისიან თანამემამულეს, რომელსაც არაერთხელ წავუყვანივარ
აეროპორტში, ლოყაზე კოცნით – მარჯვნივ და მარცხნივ.

დროა, სიკვდილზე მხოლოდ კი არ ვიფიქრო, არამედ ვილაპარაკო კიდეც. არც


ამაღლებულად და არც აგდებულად. ზოგადად სიკვდილზე კი არა, საკუთარ
სიკვდილზე. ასაკის კვალობაზე საკმაოდ ჯანმრთელი ვარ. ექიმი ვერაფერს პოულობს.
ზედმეტი ალკოჰოლის შემდეგ უღონობა, ფიონის ქროლის დროს თავის ტკივილი და
ა.შ. ავადმყოფობად არ ითვლება. მიუხედავად ცხოვრების გაუფრთხილებელი
სტილისა, ღვიძლის ციროზი არ დამმართნია. ხანდახან გული მაწუხებს. უკვე ოცი
წელია. ტკივილი არ მაქვს. ექიმს რომ უნდა ავუხსნა, ვეუბნები ხოლმე: შებოჭილობის,
სისუსტის განცდა, სუნთქვის მოთხოვნილება; სუნთქვა მიჭირს, თითქოს

გულზე ხელი მოგიჭერია, ოღონდ ბრჭყალებს არ მასობს, თითქმის არ


მჩხვლეტსმეთქი. ორ საათში გამივლის ხოლმე, ან თხუთმეტ წუთში, უმეტესად
ვახერხებ, რომ ვერავინ შენიშნოს. როცა მარტო ვარ, შიშს მგვრის; ეს სიკვდილის შიში
არ არის. წოლა უარესია; ჯდომისას სავარძლიდან წამოდგომის შიში მეძალება; ასეთ
დროს ვერ წარმომიდგენია, რომ რამეს შევძლებ, მაგალითად, ქუჩას გადავჭრი.
დროდადრო ჩატარებული გამოკვლევები სულ ერთსა და იმავეს აჩვენებს: იდეალური
კარდიოგრამა. წამლები? ექიმის რჩევა: კონიაკი დალიეთ. თირკმელები წესრიგშია,
ფილტვებიც. ნაკლებს თუ მოწევთ, აჯობებს. კიბოზე ეჭვი, რომელიც ბევრს აქვს
ყოველი წამოხველებისას ან მუცლის ტკივილისას, მე არ მდევს თან. იშვიათად
გავმხდარვარ ავად. ხშირად მესიზმრება სიკვდილი. გინდაც სიზმარი არ
მაფრთხილებდეს, ხანდახან შეშინებულს მეღვიძება: მე ახლა 61, 62, 63 წლის ვარ.
საათს რომ დახედავ და რომ გაგიკვირდება: რა დრო გასულა! ასაკის შიში
მელანქოლიურია, სიკვდილის ცნობიერება სხვა რამეა; სიხარულის ცნობიერებაც.
როგორც ყველას, მეც მეშინია ტანჯვით სიკვდილის. როდესაც მოგზაურობის წინ ჩემი
ნივთების მოწესრიგებას ვცდილობ, ამას ცივი გონებით ვაკეთებ. მე ახლა უფრო მეტი
ხნის ვარ, ვიდრე მამაჩემი და ვიცი, რომ საშუალო სტატისტიკური სიცოცხლის
მოლოდინს მალე მივუახლოვდები. არ მინდა, ძალიან დავბერდე. უმეტესად
ახალგაზრდებთან მიწევს ყოფნა; ყველაფერში ვხედავ სხვაობას, ისინი სადაც ალბათ
ვერ ხედავენ, იქაც და ზოგიერთი რამ აუხსნელია; მერე სამუშაო გეგმებზე ვიწყებ
ლაპარაკს. სხვათა შორის, ვიცი, რომ დაუშვებელია, ახალგაზრდა ქალი მივაჯაჭვო
საკუთარ უმომავლობას.

ამასობაში ინტერვიუც დაიბეჭდა იმ უბადრუკ გაზეთში. ზოგი რამ სწორია:


მოქალაქეობა, შვილების რაოდენობა, სათვალიანი და ჩასკვნილი, ჰობი – პინგ-პონგი.

საღამოს, თვითმფრინავიდან, ღვედების შეხსნის უფლების რომ გვაძლევენ, მერე,


მარცხენა მხარეს უნდა გამოჩნდეს მიწის მონაცრისფრო-მომწვანო-მოყავისფრო ზოლი
შუქურით, ყვითელ თავთხელ წყალს ტალღების მაქმანიანი არშია ჰყოფს
ხმელეთისგან; უსასრულო ზღვა მარჯვენა მხრიდანაც მოჩანს: როგორც გლუვი
ხალიჩა, მერე კი ქვასავით (კვარციტივით) მაგარი... ბოლო დღეს ლინი პირველად
ვნახე თავის ოფისში, მანამდე დერეფანში, სადაც მომაცდევინეს. მხიარულად

112
შემეგება. მისი კაბინეტი პატარაა, ხედი გასაგიჟებელი. ცოტა დაცდა მოგვიხდა, სანამ
თორმეტი საათი შესრულდა; ლინი ფანჯრის რაფაზე; ამჯერად ნაკლებად უნდინე,
მისი ქცევა ამერიკული (რას ნიშნავს ეს?) და სამუშაო დღის შესაფერი. კაბინეტის კარი
ღია დატოვა; ერთმა კოლეგამ რომ შემოიხედა, ლინმა ჩემი თავი წარუდგინა. მთხოვა,
წიგნზე მომიწერე ხელი და მერე შეგვიძლია წავიდეთო, Lunchtime, ლიფტი გაძეძგილი
იყო და ვიღაც გამოელაპარაკა ლინს, ჩემზე ნაკლებად გარუჯული; ეტყობა,
გონებამახვილურად უპასუხა, ბევრი ვერ გავიგე. მარტო გავედი მოქანავე კარში და
გარეთ დაველოდე. ლინი რომ არ გამოჩნდა, ასეთი შემთხვევებისთვის მოფიქრებული
შეთანხმების თანახმად, მარტო წავედი რესტორანში და ბართან ჩამოვჯექი. ეტყობა,
ხრიკი დასჭირდა, რომ ის კაცი თავიდან მოეშორებინა; ლინი ოცი

წუთის შემდეგ მოვიდა. ფრანგული რესტორანი, ორადგილიანი მაგიდები


გვერდიგვერდ; წესიერად ვერ დაილაპარაკებ, არ გვწყენია, უფრო გაგვიხარდა, რომ
ასეა. რომ შევუკვეთეთ, საჩუქარი გადმომცა; გავხსენი. თამბაქოს ქისა, ჩემი ქისის
მსგავსი, ლინმა ერთხელ რომ მოსინჯა ხელით და მერე შაბათ-კვირის განმავლობაში
სადღაც რომ მივაკარგე; ზედ ჩემი ინიციალები. Very nice, ვუთხარი მე, but unfair,
რადგან ლინმა რაიმეს ჩუქება ამიკრძალა, გარდა ჩემი Olivetti Lettera 32-ისა, ეს
გამომადგებაო. Today I have got my period, მითხრა მან. მე მხოლოდ ბარგი უნდა
ჩამელაგებინა სასტუმროში, ბევრი არა; ანუ დრო საკმაოდ მქონდა; ლინს – ნაკლები,
ზუსტად ერთი საათი. შემომთავაზა, პარკში გავისეირნოთო, შორს არ იყო. United
Nations. საკმაოდ სწრაფად მივედით. I am going to miss you, მითხრა აწეული
წარბებით, თითქოს გაკვირვებით აღიარებს, რაღაც შემეშალაო, შუქნიშანთან, თითქმის
იმავე ამოსუნთქვას მოაყოლა: Come on, come on. სხვათა შორის, პირველად ვიყავი იმ
პარკში. ჭახჭახა დღე იდგა, უმზისსათვალოდ – აუტანელი. წყალი ბრჭყვიალებდა.
პარკი ხალხით იყო სავსე, თავს გაჩვენებდნენ, ზაფხულის მზით ვტკბებითო. მზე კი
ისე აბრმავებდა თვალს, რომ კაცმა რომ თქვას, ფიქრიც ჭირდა და განცდაც. წყალი
ლურჯი კი არ იყო, არამედ შავი; ვერცხლისწყალივით ულაპლაპებდა ზედაპირი.
მოაჯირს მივეყრდენით. თოლიების სითეთრეც კი ჭრიდა თვალს. ცოტა დავლიეთ,
ამის ბრალი ვერ იქნებოდა. ასეთი რამ მაღალ მთებში ხდება; თეთრი თოვლი, კლდე კი
შავი და რომ გახედავ – შუადღის ღამე უვარსკვლავებოდ. არ ცხელოდა: მაგარი ქარი
უბერავდა წყლიდან. შავი ნავები და ამ ნავებთან ტალღის მბრწყინავი ქაფი. იქით
საბუხრე მილის თეთრი

კვამლი. ფიონის ქროლის დროს რომ იცის, ისეთი შუქი; მხოლოდ წყალზე არ
ბრჭყვიალებდა მზე, ფოთლებიც ბრწყინავდა. ადამიანები ჩრდილში რომ შედიოდნენ,
ქრებოდნენ. შუშის ფასადები ჩრდილის მოპირდაპირე ბნელ მხარეს მოქცეულ
კედლებს ირეკლავდნენ; არქიტექტურული ფორმების ანარეკლი ცოტა დაბრეცილი
ჩანდა. ჩუმად არ ვყოფილვართ, ოღონდ არ ვიცი, რას ვამბობდით. მოაჯირის თუთიის
ზედაპირი, რომელსაც იდაყვებით ვეყრდნობოდით, ნაპერწკალივით ელვარებდა.
ცაზე თვითმფრინავმა გაიბრჭყვიალა. მერე ლინმა საათს დახედა; ცოტა დრო კიდევ
გვქონდა, მაგრამ ვეღარაფერს ვუზამდით ამ დარჩენილ დროს. ქვის ამაღლებულზე
ჩამოვსხედით, სადაც წყვილები ისხდნენ; თავზე დაგვყურებდა ათასობით ფანჯრის
პრიალა მეტალის ჩარჩო. საითაც არ გაიხედავდი, შუქი, სიბრჭყვიალე და სიკაშკაშე.
უხაროდა, რომ თამბაქოს ქისა გამიხარდა; ზუსტად ის იყო, ნაზი მუქი ტყავის. გული

113
არ გვწყდებოდა, რომ დღეს მივფრინავდი. მხოლოდ ვიყურებოდით: თოლიები, შავი,
ქაფში აქეთ-იქით მოქანავე ნავები. ლინმა საათს დახედა, მე ხელი ჩამოვიღე მისი
მხრიდან. ავდექით, რომ ერთმანეთისთვის გვეკოცნა. უფრო მსუბუქად სიარული,
ვიდრე ახლა, მზედაფრქვეულ კიბეზე რომ ჩავდიოდით, შეუძლებელია. ახლა ისღა
დაგვრჩენოდა, ზუსტად ამოგვერჩია ადგილი, სადაც ერთმანეთს დავშორდებოდით
და თან მოძრაობისთვის გვედევნებინა თვალი; ხელი ხელს ჩავკიდეთ, რომ ავენიუ
გადაგვეჭრა და გავიქეცით. First Ave / 46TH Street, როგორც ჩანს, ეს იყო ის ადგილი.
ერთმანეთს ვუთხარით: Bye, უკოცნელად, შემდეგ კიდევ ერთხელ, ხელის აწევით: Hi.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკან დავბრუნდი იმ კუთხესთან, დავინახე,
მიმავალი; არ მოტრიალებულა, გაჩერდა და საკმაო ხანი გავიდა, სანამ ქუჩაზე
გადავიდოდა.

114

You might also like