Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

საგანი:ფიზიკა

კლასი:IX

სახელი,გვარი:

1.სინათლის წრფივი გავრცელებით აიხსნება:

ა)ცისარტელას წარმოქმნა; ბ)ბრილიანტის ბზვინვარება;

გ)ნათურას ნათება; დ)ჩრდილის წარმოქმნა.

2.როდესაც მინის ზედაპირთან სინათლის სხივის არეკვლის კუთხეა


60°,მაშინ დაცემულ და არეკლილ სხივებს შორის კუთხეა:

ა)120°; ბ)60°; გ)30°; დ)150°.

3.ბრტყელ სარკეში წერტილის გამოსახულება:

ა)ნამდვილია და იგივე ზომის; ბ)წარმოსახვითია და გადიდებული;

გ)წარმოსახვითია და იგივე ზომის; დ)ნამდვილია და შემცირებული.

4.თუ საგანი ბრტყელ სარკეს უახლოვდება 2მ/წმ სიჩქარით,მაშინ


გამოსახულება საგანს:

ა)უახლოვდება 2მ/წმ სიჩქარით; ბ)უახლოვდება 4მ/წმ სიჩქარით;

გ)უახლოვდება 1მ/წმ სიჩქარით; დ)შორდება 1მ/წმ სიჩქარით.

5.როცა სინათლე ჰაერიდან წყალში გადადის და დაცემის კუთხე 30°-


ია,მაშინ გარდატეხის კუთხეა:

ა)22°; ბ)30°; გ)60°; დ)45°.


6.მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური სხივი თხელ შემკრებ ლინზაში
გარდატეხის შემდეგ:

ა)მიმართულებას არ შეიცვლის;

ბ)გაივლის მთავარ ფოკუსში;???

გ)გაივლის მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურად;

დ)გაივლის ორმაგ ფოკუსში.

7.შემკრებ ლინზაში წარმოსახვითი გამოსახულება მიიღება,როდესაც საგანი


მოთავსებულია:

ა)ლინზიდან ორმაგ ფოკუსურ მანძილზე შორს;

ბ)ლინზის ფოკუსსა და ორმაგ ფოკუსს შორის;

გ)ლინზასა და ფოკუსს შორის;

დ)ორმაგ ფოკუსში.

8.გამბნევ ლინზაში საგნის გამოსახულება:

ა)ნამდვილია და გადიდებული;

ბ)ნამდვილია და შემცირებული;

გ)წარმოსახვითია და შემცირებული;

დ)წარმოსახვითია და გადიდებული.

9.თუ თვალის ბროლიდან გამოსული სხივები ბადურის ნაცვლად მის წინ


იკრიბება,მაშინ ამ ნაკლოვანებას ჰქვია:

ა) ახლომხედველობა და იყენებენ სათვალეს გამბნევი ლინზებით;

ბ)ახლომხედველობა და იყენებენ სათვალეს შემკრები ლინზებით;

გ)შორსმხედველობა და იყენებენ სათვალეს გამბნევი ლინზებით;


დ)შორსმხედველობა და იყენებენ სათვალეს შემკრები ლინზებით.

10)სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არის:

ა)300 000მ/წმ; ბ)3000კმ/წმ; გ)30 000კმ/წმ; დ)300 000 000მ/წმ

You might also like