Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 11

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სილაბუსი

სასწავლო კურსის დასახელება


ბიზნესის მართვის აქტუალური პრობლემები, კვლევა და ანალიზი

სასწავლო კურსის კოდი - DBUS006

სასწავლო კურსის ფაკულტეტი ბიზნესის


სტატუსი სწავლების საფეხური დოქტორანტურა
პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო
პროგრამა
არჩევითი სასწავლო კურსი

ინფორმაცია სასწავლო გვარი, სახელი კახაბერ ჯაყელი


კურსის სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
განმახორციელებლ(ებ)ის დაკავებული აკადემიური თანამდებობა ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი
შესახებ ტელ.: 577 544 007
E-mail: kakhaberjayeli@ciu.edu.ge
კონსულტაციის დღე: ყოველ დღე, 12. 00 -18.00 სთ.

ECTS 5 კრედიტი – 125 სთ. (5X25)


ლექცია 15 სთ.
სემინარი 14 სთ.
საკვლევ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია 1 სთ
შუალედური და დასკვნითი გამოცდა 6 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა 89 სთ.

სწავლების სემესტრი I
დაშვების წინაპირობები წინაპირობა არ გააჩნია

სასწავლო კურსის მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია დოქტორანტებს, სწავლების სასემინარო, დისკუსიური მეთოდებით და ამავე


დროს ქეისების განხილვით - შევუქმნათ სწრაფად ცვლადი ბიზნესის სწორი გაგებისა და მისი
სხვადასხვა ფორმების განვითარების საიდუმლოს შეცნობის, ბაზრის შექმნის და დაპყრობისათვის
საჭირო ცოდნა.

ჩვენი მიზანია დოქტორანტმა თანამედროვე ქეისების საფუძველზე შეიძინოს ცოდნა:

1. მართვის ახალი ფორმებით მენეჯმენტის ძველი მეთოდების ჩანაცვლების ხასიათისა და


მნიშვნელობის შესახებ - ციფრული ტექნოლოგიების რევოლუციით მენეჯმენტის განვითარების
საკითხებზე;
2. მარკეტინგის ახალ მზარდ მნიშვნელობაზე ბიზნესის სფეროში და თავად მარკეტინგში
აქტუალურ ცვლილებებზე, რომელსაც ბიზნესის სცენაზე მთავარ აქტორად შემოჰყავს
პროგრამატიკული მარკეტინგი, რომელიც კომერციის ყველა სფეროში დიდ როლს ასრულებს.
ამავე დროს ყურადღებას ვამახვილებთ ტრადიციულ და ახალ მედია მარკეტინგზე, ბიზნესის
ინტერაქტიურ ფორმებზე;
3. ფინანსებში აქტუალურ მნიშვნელობას ასრულებს გაციფროვნება, ძველი სისტემების გვერდით
ახალი ფაქტორების გაჩენა, ბაზრების დერეგულირება და უაღრესად გამწვავებული
კონკურენცია, რომლის დროსაც თუნდაც ჩვეულებრივი ჰეჯირების ფონდი კონკურენციას უწევს
დიდ ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას;
4. ბუღალტერია თავისი ახალი და თანამედროვე აღრიცხვის სტანდარტებით, რომელიც უფრო
მორგებულია ბიზნესის სტრატეგიებზე, გლობალური და ლოკალური ფაქტორების არსებით
მნიშვნელობაზე, მათ დადებით და უარყოფით ეფექტებზე.

შესაბამისად, სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს ჩამოუყალიბოს ბიზნესის მართვის სტრატეგიული


ანალიზისა და მოდელირების კომპეტენციები მისი ძირითადი ნაწილების გათვალისწინებით და ასევე
ყველა სხვა მომიჯნავე სფეროში შეღწევის უნარით;

გააცნოს დოქტორანტს ბიზნესის მართვის აქტუალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
კურსის დასრულების შემდეგ დოქტორანტებს შეეძლებათ გამოიყენონ ბიზნესის განვითარებასთან
დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციების შეფასების ობიექტური კრიტერიუმები. დოქტორანტებს
ექნებათ თეორიული ცოდნა, პრაქტიკული ჩვევები და ანალიტიკურ აზროვნებაზე დაფუძნებული
შემდეგი დარგობრივი და ზოგადი უნარები.
დოქტორანტს ექნება ბიზნესის თანამედროვე პრობლემატიკის მათ შორის მენეჯმენტის , მარკეტინგის,
ფინანსების, ბუღალტერიის აქტუალური საკითხების ცოდნა და მათი სწორი გააზრებისა და ამოცანის
დასმის მეშვეობით წარმატებული გაცნობიერების უნარი.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


დოქტორანტს ექნება სათანადო ინფორმაციული რესურსებისა და დასახული მიზნების შესაბამისად,
პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ბიზნეს-პროგრამებისა და ბიზნეს-პროექტების დაგეგმვისა და
წარმართვის უნარი.

დასკვნის უნარი
დოქტორანტს ექნება ბიზნესის მართვის თანამედროვე ტენდენციებზე მოპოვებული მონაცემებისა და
ბიზნეს-პროცესების განვითარების მოსალოდნელ შედეგებზე დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
ბიზნესის მართვის თანამედროვე ტენდენციების, მასთან დაკავშირებული ინფორმაციების ანალიზის
უნარი.

კომუნიკაციის უნარი
დოქტორანტი შეძლებს გლობალურ და ლოკალურ ბიზნეს-პროექტებზე, როგორც წერილობითი ისე
ზეპირი ფორმით დასაბუთებული ანგარიშების მომზადებას და მის მიწოდებას დაინტერესებული
სუბიექტებისათვის, თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწავლის უნარი

დოქტორანტს ექნება ბიზნესის მართვის თანამედროვე პრობლემების, ახალი პროექტებისა და


გამოწვევების, დამოუკიდებლად და ინტენსიურად სწავლის უნარი.

2
სწავლებისა და სწავლის მეთოდები
სწავლებისა და სწავლის მეთოდები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. სალექციო კურსის
თეორიული მასალა ინტერაქტიული სწავლების ძირითად სტრატეგიებს ეყრდნობა. სწავლების
მეთოდების აქტივიზაციისთვის საჭიროა ადრე მიღებული ცოდნის გამოყენება. საგნის შესასწავლად
გამოყენებული იქნება ზეპირი (სიტყვიერი-ვერბალური) და წერითი მეთოდი. განსაკუთრებული
ყურადღება მიექცევა პირდაპირი (ინდივიდუალური) სწავლებისა და ჯგუფური (მცირე ჯგუფები)
შესწავლის მეთოდებს. დოქტორანტებს ჩაუტარდებათ ლექციები, სემინარები, საკონტროლო სამუშაოები,
შუალედური და დასკვნითი გამოცდები, მიეცემათ საშინაო დავალებები.

სწავლების პროცესში კონკრეტული საკითხის შესწავლა მოხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით,


როგორიცაა:

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);

ხშირ შემთხვევაში ადგილი ექნება მეთოდთა შერწყმას, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში
გადადიან;

ლექციაზე სალექციო მასალის ვიზუალურ პრეზენტაციას თან ახლავს ზეპირი განმარტება;

დოქტორანტს დამოუკდიებელი მუშაობის შესასრულებლად ეძლევა დავალება, რომელსაც იგი


ასრულებს წიგნზე მუშაობის, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ.

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული პრაქტიკა

საკურსო სამუშაო/პროექტი ინდივიდუალური საშინაო დავალება დამოუკიდებელი მუშაობა

სავალდებულო ლიტერატურა

1. ე. ბარათაშვილი, ნ. ბაკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ბ. გეჩბაია, დ. მესხიშვილი - თანამედროვე ბიზნეს


სტრატეგიები, თბ., 2011.
2.https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/reimagining-the-bank-branch-for-the-
digital-era;

3.https://www.mckinsey.com/global-themes/future-of-organizations-and-work/what-the-future-of-work-will-
mean-for-jobs-skills-and-wages;

4.https://www.mckinsey.com/global-themes/future-of-organizations-and-work/future-of-work-quiz;

5.https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/driving-business-growth-by-
zeroing-in-on-the-consumer-decision-journey;
6.https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/reimagining-the-bank-branch-for-the-
digital-era;
7.https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/how-the-mall-business-can-
reinvent-itself;
8.https://www.mckinsey.com/business-functions/strategy-and-corporate-finance/our-insights/the-case-for-
behavioral-strategy;
9.https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/how-we-help-clients/branding;
10.https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/global-payments-2017-amid-rapid-

3
change-an-upward-trajectory;
11.https://www.mckinsey.com/business-functions/risk/our-insights/the-future-of-risk-management-in-the-digital-
era;
12.https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/a-consumer-centric-approach-to-retail-
banking-sales;
13.https://www.mckinsey.com/global-themes/leadership/citigroup-on-engaging-the-digital-customer;
14.https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/how-to-unlock-growth-in-
the-largest-accounts;
15.https://www.mckinsey.com/business-functions/organization/our-insights/how-to-identify-the-right-spans-of-
control-for-your-organization;
16.https://www.mckinsey.com/global-themes/performance-transformation/the-yin-and-yang-of-organizational-
health.

დამხმარე ლიტერატურა

web რესურსები:

1. www.statistics.ge;
2. www.economy.ge;
3. www.nbg.gov.ge;
4. www.mof.ge;
5. http://myphlip.pearsoncmg.com/cw/mpbookhome.cfm?vbookid=388;

შეფასების კომპონენტები
ლექცია-სემინარებზე აქტივობები 40 ქულა
1
მათ შორის
აქტიურობა 20 ქულა

საკვლევ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია 20 ქულა

2 შუალედური შეფასება (გამოცდა) 30 ქულა


2 დახურული ტესტი 10 ქულა

2 თეორიული საკითხი 20 ქულა

3 დასკვნითი გამოცდა 30 ქულა


2 დახურული ტესტი 10 ქულა

2 თეორიული საკითხი 20 ქულა

შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ჯამური ქულა 100 ქულა

შეფასების სისტემა
შემოთავაზებული სასწავლო კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ
მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით

4
ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას, რომელიც მოიცავს ყოველკვირეულ, პრეზენტაციისა და შუალედური


გამოცდის შეფასებებს;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა, საიდანაც 40 ქულა


ყოველკვირეული შუალედური შეფასებების ჯამია (მათ შორის პრეზენტაციის) ხოლო 20 ქულა
შუალედური გამოცდის შეფასებაა.

დასკვნითი გამოცდა სავალდებულოა, შეფასების სისტემაში მისი ხვედრითი წილი 40 ქულას შეადგენს.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში


შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ
ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16 ქულა.

დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის ქულების ჯამით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას.

ლექცია-სემინარებზე აქტივობები მოიცავს 40 ქულას.


აქტიურობა - 20 ქულა, რეფერატის მომზადება/პრეზენტაცია -20 ქულა.

შუალედური გამოცდის მაქსიმალური ქულაა 30 ქულა. 2 დახურული ტესტი - 5-5 ქულა მაქსიმუმ (10
ქულა), 2თეორიული საკითხი- 10 ქულა.

დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა. 2 დახურული ტესტი - 5-5 ქულა მაქსიმუმ (10
ქულა), 2 თეორიული საკითხი- 10 ქულა, მაქსიმუმ (20 ქულა).

კურსის განმავლობაში დოქტორანტის მიერ მიღებული ცოდნა მოწმდება სააუდიტორიო აქტივობებითა


და შუალედური გამოცდით.

ლექცია-სემინარზე აქტივობები -მაქსიმუმ 20 ქულა.

 სულ ჩატარდება თითოეული დოქტორანტის 10 ზეპირი გამოკითხვა. ერთი გამოკითხვა ფასდება


მაქსიმუმ 2 ქულით, რაც მთლიანობაში შეადგენს 20 ქულას, ანუ საბოლოო შეფასების 20%-ის.
 რეფერატის მომზადება/პრეზენტაცია - 20 ქულა.
დოქტორანტს ეძლევა დავალება მოამზადოს სამეცნიერო ნაშრომი წერილობით, რეფერატის სახით
და ახდენს მის ზეპირ პრეზენტაციას. რეფერატი ფასდება 20 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 20%-ის
ტოლია.

საკვლევ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს 7-10 გვერდის ფარგლებში
(სტანდარტული შრიფტებით: sylfaen), ზომით 12, ინტერვალი 1,5.

დოქტორანტი ვალდებულია წერითი დავალება წარუდგინოს ლექტორს პრეზენტაციამდე მინიმუმ


ერთი კვირით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორანტი პრეზენტაციაზე არ დაიშვება.

საპრეზენტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

 ნაშორმის შინაარსი: თანმიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებული დასკვნები - მაქსიმუმ 4


ქულა;
 ინფორმაციის მოძიება, მისი შესწავლის სიღრმისეულობა, კრიტიკული და შედარებითი ანალიზი
- მაქსიმუმ 4 ქულა;

5
 პრობლემების ხედვა და შეფასება - მაქსიმუმ 4 ქულა;
 ნაშრომის ენა და სტილი, ბიბლიოგრაფიის მითითების სისწორე - მაქსიმუმ 2 ქულა.
 ზეპირი პრეზენტაციის ხარისხი - მაქსიმუმ 2 ქულა;
 დასმულ კითხვებზე, შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე გაცემული პასუხების სიზუსტე და
სიღრმისეულობა - მაქსიმუმ 4 ქულა.

შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული;


ტერმინოლოგია დაცულია. დოქტორანტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას. ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი ისე დამხმარე
ლიტერატურა.

7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი


ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; დოქტორანტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითდი ლიტერატურა;

5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია


ნაკლოვანია; დოქტორანტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება
მცირეოდენი შეცდომები;

3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა


გადმოცემულია ნაწილობრივ; დოქტორანტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითდი ლიტერატურა;
აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.

1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი;


პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები.

0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შუალედური და დასკვნით გამოცდის თითოეული ტესტის შეფასების კრიტერიუმებია:

5-4 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია
დაცულია. დოქტორანტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. მსჯელობა მაღალ
დონეზეა.

3-4 ქულა: პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი


შეცდომა არ არის. დოქტორანტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითდი ლიტერატურა.

2-3 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია ნაკლოვანია. დოქტორანტი ფლობს პროგრამით


გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული მსჯელობა.

1-2 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა


გადმოცემულია ნაწილობრივ. დოქტორანტს არასკმარისად აქვს ათვისებული ძირითდი ლიტერატურა.
აღინიშნება რამდნეიმე არსებითი შცდომა.

0,1-1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია. ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად


მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.

6
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

დადებით შეფასებად ითვლება:

 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91ქულა და მეტი - სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის
მოთხოვნა ზედმიწევნით არის შესრულებული. სტუდენტი ავლენს საგნის ღრმა ცოდნას,
ერუდირებულია, გააჩნია გამორჩული ლოგიკური და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა - სასწავლო კურსის ყველა კომპონენტების
მოთხოვნა კარგად არის შესრულებული (მცირე ხარვეზებით) სტუდენტი ავლენს საგნის კარგ ცოდნას,
ლოგიკურად და დამოუკიდებლად მსჯელობს;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა - სასწავლო კურსის კომპონენტების მოთხოვნები
ძირითადად შესრულებულია. სტუდენტი ავლენს საგნის საკმაოდ კარგ ცოდნას, უნიშვნელო
შეცდომებს უშვებს დამოუკიდებლად მსჯელობისას;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა - სასწავლო კურსის მოთხოვნების
შესრულების ხარისხი დამაკმაყოფილებელია (მნიშვლელოვანი ხარვეზებით). სტუდენტი ავლენს
საგნის საშუალო დონის ცოდნას შეზღუდულია შესაბამისი თემატიკის ირგვლივ დამოუკიდებელი
მსჯელობისას;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა- სასწავლო კურსის მოთხოვნები
შესრულებულია მინიმალურად. სტუდენტი ავლენს საგნის ცოდნას საკმაოდ შეზღუდულ ფარგლებში.
დამოუკიდებლად მსჯელობისას უშვებს ბევრ უზუსტობებს.

უარყოფით შეფასებად ითვლება:

 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შენიშვნა: სტუდენტს, რომელმაც ვერ ჩააბარა დასკვნითი გამოცდა და დაიმსახურა FX შეფასება,


დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, ძირითადი გამოცდების შედეგების
გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სასწავლო კურსის შინაარსი


კვირა №

მეცადინეობის
ფორმა და თემის დასახელება და შინაარსი
საკონტაქტო
დრო (სთ)
1 ლექცია სილაბუსის პრეზენტაცია
1 სთ თანამედროვე ბიზნესის განვითარების ძირითადი თავისებურებები და
გამოწვევები.
სავალდებულო ლიტერატურა

ე. ბარათაშვილი, ნ. ბაკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ბ. გეჩბაია, დ. მესხიშვილი -


თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიები, თბ., 2011.

მაკკინსის სტატია: https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-


insights/reimagining-the-bank-branch-for-the-digital-era

7
სამუშაო ცვლილებები მენეჯმენტის სისტემაში - რა სჭირდება ყოველ მენეჯერს
ჯგუფში იმისათვის, რომ განახორციელოს სწორი ლიდერობა.
მუშაობა
1 სთ მაკკინსის სტატია: https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-
insights/reimagining-the-bank-branch-for-the-digital-era

ლექცია ბიზნესის უნარების ახალი გაცნობიერება - მენეჯმენტის უნარების და


1 სთ ანაზღაურების საკითხების ხელახალი გააზრება მსოფლიო მენჯმენტის
სისტემაში.

სავალდებულო ლიტერატურა

ე. ბარათაშვილი, ნ. ბაკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ბ. გეჩბაია, დ. მესხიშვილი -


2
თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიები, თბ., 2011.

სამუშაო როგორია ბიზნესის სამყაროში უნარებისა და ანაზღაურების მექანიზმების


ჯგუფში შეთანხმება ახალი დროის მოთხოვნების გათვალისწინებით - სტატიის
მუშაობა დისკუსია საკონსულტაციო სააგენტოს მკკინსის მიხედვით
1 სთ https://www.mckinsey.com/global-themes/future-of-organizations-and-work/what-
the-future-of-work-will-mean-for-jobs-skills-and-wages
ლექცია როგორ არის მოწყობილი თანამედროვე შრომა - აქტუალური საკითხები
1 სთ ევროპისა და იაპონიის გამოცდილების შესწავლით.

სავალდებულო ლიტერატურა

ე. ბარათაშვილი, ნ. ბაკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ბ. გეჩბაია, დ. მესხიშვილი -


3
თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიები, თბ., 2011.

სამუშაო მენეჯმენტი / შრომა, სამუშაო ადგილის მენეჯმენტის ცოდნა


ჯგუფში
მუშაობა https://www.mckinsey.com/global-themes/future-of-organizations-and-work/future-
1 სთ of-work-quiz

ლექცია მარკეტინგის როლი თანამედროვე ბიზნესის აქტუალურ საკითხებში.


1 სთ

სავალდებულო ლიტერატურა

4 https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-
insights/driving-business-growth-by-zeroing-in-on-the-consumer-decision-journey
სამუშაო სემინარი: მოხმარებელი და მარკეტინგის ხელახალი გააზრება:
ჯგუფში https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-
მუშაობა insights/driving-business-growth-by-zeroing-in-on-the-consumer-decision-journey.
1 სთ
ლექცია ფინანსების სისტემაში განხორციელებული აქტუალური ცვლილებები და მათი
1 სთ როლი.
სავალდებულო ლიტერატურა

5 https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/reimagining-the-
bank-branch-for-the-digital-era.
სამუშაო გაციფროვნების მდგომარეობა საბანკო სისტემაში.
ჯგუფში მაკკინსის ქეისი:
მუშაობა https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/reimagining-the-
1 სთ bank-branch-for-the-digital-era
8
ლექცია თბილისი მოლის - ბიზნესის აქტუალური საკითხების განხილვა ასევე
1 სთ გუდვილისა და ქარფურის შედარება მარკეტინგის თვალსაზრისით.

სავალდებულო ლიტერატურა

6 https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/how-
the-mall-business-can-reinvent-itself
სამუშაო მოლის ბიზნესის ხელახალი გააზრება მაკკინსის საკონსულტაციო კომპანიის
ჯგუფში შრომების საფუძველზე:
მუშაობა https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/how-
1 სთ the-mall-business-can-reinvent-itself
7 3 სთ შუალედური გამოცდა

ლექცია გადაწყვეტილების მიღების მენეჯმენტი ქცევით სტრატეგიებზე დაყრდნობით.


1 სთ
სავალდებულო ლიტერატურა

8 https://www.mckinsey.com/business-functions/strategy-and-corporate-finance/our-
insights/the-case-for-behavioral-strategy.
სამუშაო მაკკინსის საკონსულტაციო კომპანიის ქეისი: ქცევითი სტრატეგიის ქეისი
ჯგუფში https://www.mckinsey.com/business-functions/strategy-and-corporate-finance/our-
მუშაობა insights/the-case-for-behavioral-strategy.
1 სთ
ლექცია ბრენდინგის აქტუალური საკითხები - პროფესორ ჯეიმს დევიდ ააკერის
1 სთ კვლევების საფუძველზე - ვიდეო ლექციის კრიტიკული ანალიზი:
https://www.youtube.com/watch?v=rvGOPuYW534
სავალდებულო ლიტერატურა:

9 https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/how-we-help-
clients/branding.
სამუშაო ბრენდინგის ახლებური დანახვა მაკკინსის საკონსულტაციო კომპანიის
ჯგუფში ქეისის განხილვის საშუალებით:
მუშაობა https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/how-we-help-
1 სთ clients/branding
ლექცია გლობალური ფინანსები და მათი აქტუალური საკითხები.
1 სთ

სავალდებულო ლიტერატურა:

10 https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/global-payments-
2017-amid-rapid-change-an-upward-trajectory.

სამუშაო ქეისი: გლობალური გადახდები - მაკკინსის საკონსულტაციო კომპანიის


ჯგუფში სტატიის განხილვა:
მუშაობა https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/global-payments-
1 სთ 2017-amid-rapid-change-an-upward-trajectory
11 ლექცია რისკ მენეჯმენტის მომავალი და მისი მთავარი მიმართულებები
1 სთ
სავალდებულო ლიტერატურა:

ე. ბარათაშვილი, ნ. ბაკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ბ. გეჩბაია, დ. მესხიშვილი -


თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიები, თბ., 2011.

9
სამუშაო სემინარი რისკ მენეჯმენტის შესახებ მაკკინსის მიხედვით
ჯგუფში https://www.mckinsey.com/business-functions/risk/our-insights/the-future-of-risk-
მუშაობა management-in-the-digital-era.
1 სთ
ლექცია სამომხმაებლო ცენტრიზმი მსოფლიო საბანკო სისტემაში.
1სთ

სავალდებულო ლიტერატურა:

12 https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/a-consumer-
centric-approach-to-retail-banking-sales
სამუშაო სემინარი დისკუსია სტატიის წაკითხვის შემდეგ:
ჯგუფში https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/a-consumer-
მუშაობა centric-approach-to-retail-banking-sales
1 სთ
ლექცია სტრატეგია და კორპორაციული ფინანსები - როგორც ბიზნესის აქტუალური
1 სთ საკითხები და მათი განხილვა.

სავალდებულო ლიტერატურა
13 https://www.mckinsey.com/global-themes/leadership/citigroup-on-engaging-the-
digital-customer.
სამუშაო CITIGROUP სითიგრუპის ქეისი მაკკინსის საკონსულტაციო კომპანიის
ჯგუფში სამეცნიერო სტატიის გათვალისწინებით
მუშაობა https://www.mckinsey.com/global-themes/leadership/citigroup-on-engaging-the-
1 სთ digital-customer.
ლექცია მსოფლიო ბუღალტერიის აქტუალური მიმართულებები როგორც ბიზნესის
1 სთ განვითარების გამოცდილება.
სავალდებულო ლტერატურა:
https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/how-
14
to-unlock-growth-in-the-largest-accounts.
სამუშაო სადისკუსიო სემინარი: ბიზნესი და მისი ბუღალტერია
ჯგუფში მაკკინსის საკონსულტაციო კომპანიის სამეცნიერო სტატიის განხილვა:
მუშაობა https://www.mckinsey.com/business-functions/marketing-and-sales/our-insights/how-
1 სთ to-unlock-growth-in-the-largest-accounts.
ლექცია როგორ აღმოვაჩინოთ კომპანიის გაკონტროლებისათვის სწორი ბერკეტები
1 სთ - აღრიცხვისა და ბუღალტერიის საკითხების გათვალისწინებით:

სავალდებულო ლტერატურა:
15 https://www.mckinsey.com/business-functions/organization/our-insights/how-to-
identify-the-right-spans-of-control-for-your-organization.
სამუშაო ქეისი აღრიცხვისა და ბუღალტერიის საკითხების გათვალისწინებით:
ჯგუფში https://www.mckinsey.com/business-functions/organization/our-insights/how-to-
მუშაობა identify-the-right-spans-of-control-for-your-organization.
1 სთ
ლექცია კომპანია და სამომავლო გამოწვევები;
1 სთ
მაკკინსის სტატია: ორგანიზაციული ჯანმრთელობის გამოწვევები კომპანიის
მდგრადობის მისაღწევად
16 სავალდებულო ლტერატურა:
https://www.mckinsey.com/global-themes/performance-transformation/the-yin-and-
yang-of-organizational-health
1 სთ საკვლევ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია

10
17-18 3 სთ დასკვნითი გამოცდა

19 3 სთ დასკვნითი გამოცდის გადაბარება

პროფესორი კახაბერ ჯაყელი

პროგრამის ხელმძღვანელები, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ სვანაძე

პროფესორი კახაბერ ჯაყელი

2017-2018 სასწავლო წელი

11

You might also like