რეფერატიი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

შესავალი

სამოქალაქო სამართალის რეგულირების სფერო მოიცავს კერძო ხასიათის


ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართალი
ძირითადად მაინც აწესრიგებს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს, ანუ განსაზღვრავს წესებს პირების მიერ ქონების განკარგვასთან
დაკავშირებით.

სამართლის წყარო
კონტინენტური ევროპის სამართალი სამოქალაქო სამართლის ორ ძირითად
წყაროს განამტკიცებს: კანონსა და ჩვეულებას. კონსტიტუციისა და საერთაშორისო
ხელშეკრულებების შემდეგ საფეხურზე დგას კანონი. ამასთან, ერთმანეთისაგან
იმიჯნება ჩვეულებრივი და ე.წ. ორგანული კანონები. ორგანული კანონები ნორმათა
იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, ვიდრე ჩვეულებრივი კანონები და
მიიღება კონსტიტუციის კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად. მაგ: შრომის
კოდექსი.

სსკ-ის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ერთი და იმავე დონის კანონების


(სამართლის ნორმათა) კოლიზიის დროს გამოიყენება უფრო სპეციალური და უფრო
ახალი კანონი.კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მიღებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სსკის მე-2 (III) მუხლის თანახმად, მხოლოდ
მაშინ არის დასაშვები, თუ იგი ავსებს კანონის ნორმას. კანონთან წინააღმდეგობის
შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ გამოიყენება.

დაწერილი კანონმდებლობისაგან (კონსტიტუცია, საერთაშორისო


ხელშეკრულება, კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) უნდა განვასხვაოთ
ჩვეულებები.სსკ არ მოიცავს ჩვეულების განმარტებას, თუმცა კონტინენტური ევროპის
სხვა სამართლებრივ სისტემებშიც გამოიყენება ცნება „ჩვეულება“ მისი განმარტების
გარეშე.ჩვეულება არ არის სამართლის ნორმა. იგი წარმოიშობა ხანგრძლივი და
ერთგვაროვანი გამოყენების საფუძველზე და შესაძლებელია შეზღუდული იყოს
ტერიტორიული პრინციპისა თუ პირთა წრის მიხედვით მოქმედებით. უშუალო
სამართლებრივი შედეგები გამომდინარეობს მისგან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას
დაწერილი სამართლის ნორმები უშუალოდ მიუთითებენ (მაგალითად, სსკ-ის 339-ე
მუხლი მიუთითებს სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინების
შესაძლებლობაზე, ასევე 878-ე მუხლი ასევე მიუთითებს ჩვეულებებზე).ჩვეულებების
მოქმედება მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულების დებულებების, ნების გამოვლენისა და
ცალკეული ქმედების განმარტებისას. თუმცა სსკ-ის მე-2 IV მუხლის საფუძველზე ისინი
გამოიყენებიან მხოლოდ მაშინ, თუ არ ეწინააღმდეგებიან სამართლისა და ზნეობის
საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.
კანონი
კანონი — სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს
უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე
გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-
სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც
მიიღება კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპების საფუძველზე და მათ
განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით,
იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად. ჩვეულებრივი
კანონები, თავის მხრივ, იყოფა საკოდიფიკაციო და მიმდინარე კანონებად.
კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოების ან სახელმწიფოებრივი
ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და
მიღების წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური
კანონით მოქმედ კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები ან დამატებები, რის
შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას.
ორგანული კანონი საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციფიკური
წყაროა. ორგანული კანონის მიღება პირდაპირ არის გათვალისწინებული
კონსტიტუციაში. ორგანული კანონის არსი ისაა, რომ იგი ასე ავსებს კონსტიტუციას,
არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს და არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს.
ჩვეულებრივი კანონები არეგულირებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
ცხოვრების ცალკეულ სფეროებს.

სამოქალაქო კანონმდებლობა
სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ
ურთიერთობებს ზოგადად, ან საზოგადოებრივი ურთიერთობების ერთ რომელიმე სახეს
(მაგალითად, სამოქალაქო კ., სისხლის სამართლის კ. და ა.შ.). სახელმწიფოს მიერ თავისი
ფუნქციების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, რაც სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონების გამოცემით გამოიხატება.საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. ნორმატიული აქტების შესახებ
საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის (მუხლი 5) თანახმად, საქართველოს
კანონმდებლობას ქმნიან საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს
კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს
პრეზიდენტის დეკრეტი) და კანონქვემდებარე აქტები (საქართველოს პარლამენტის
დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრის და აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული
ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის აქტები).საქართველოს სამოქალაქო კოდესქი
შეიქმნა 1997წლის 26ივნისს.ამ მოვლენას უმნიშვნელოვანესი დანიშნულება ჰქონმდა
მთელი საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის,რასაც წინ უძღოდა
თავდაუზოგავი შრომა სერგო ჯორბენიძის მეთაურობით , საქართველოს უნდა
გაეკეთებინა არჩვანი დსთ ს ქვეყნებთან ]დახმარებით შეექნმნათ სამოქალაქო კოდესი
ან ევროპელი კოლეგების დახმარებით , აღსანიშნავია, რომ საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი შეიქმნა გერმანული სამოქალაქო კოდექსის მოდელის
მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა 1997 წლის 25
ნოემბრიდან.

კოდექსი და კერძო სამართლის სხვა წყაროები


საქართველოს სამოქალაქო კოდესქი შეიქმნა 1997წლის 26ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემა შეესაბამება პანდექტური სამართლის
სისტემას. მას აქვს ზოგადი ნაწილი, რომელიც საერთოა მთელი კერძო სამართლისთვის.
სამოოქალაქო კოდექსი შედგება 6წიგნისგან:
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზოგადი ნაწილის ცალკე გამოყოფა ხელსაყრელი და
გამართლებულია. ზოგადი ნაწილი იძლევა იმ ფუნდამენტს, რომელზეც აიგება სამართლის
დარგის მთელი სამართლებრივი სხეული. არსებობს ზოგადი ნაწილის რამდენიმე სახე:
1.ზოგადი ნაწილი, რომელიც საერთოა მთელი კერძო სამართლისთვის და მნიშვნელობით
ყველაზე დიდ როლს თამაშობს.
2.სამოქალაქო კოდექსი იცნობს ზოგადი ნაწილის მეორე სახესაც, რომელიც გვხვდება
კოდექსის ცალკეულ წიგნებში. მაგ:ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი და
მემკვიდრეობითი სამართლის ზოგადი ნაწილი
3.ზოგადი ნაწილის მესამე სახე დამახასიათებელია მხოლოდ კონკრეტული
ინსტიტუტებისთვის და მისი მნიშვნელიბა შემოიფარგლება მხოლოდ ამ ინსტიტუტებით.
მართალია, ზოგადი ნაწილი საერთოა ყველა ურთიერთობისთვის, მაგრამ არსებობს
გამონაკლისებიც, როცა ზოგადი ნაწილის ნორმა ეწინააღმდეგება სპეციალურ ნორმას. ასეთ
შემთხვევას ეწოდება ნორმათა კოლაზია და გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი
სამართლის ნორმა.

კოდიფიკაცია, როგორც კანონების მიღების ხერხი.


1997წლის 26ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დამოუკიდებელი
საქართველოს პირველი სამოქალაქო კოდექსი. აღსანიშნავია პროფესორ სერგო ჯორბენაძის
როლი. სამოქალაქო კოდექსი მიიჩნეოდა არა მხოლოდ კანონად, არამედ ახალი ეპოქის
დასაწყისად, რომელიც დაგვაახლოვებდა დასავლეთ ევროპის სამართლებრივ
კულტურასთან.
საქართველოს არჩევანი უნდა გაეკეთებინა დსთ-ს მოდელური კოდექსის შემმუშავებელ
ჯგუფში მონაწილეობასა და გერმანელებთან თანამშრომლობას შორის. საქართველომ
გერმანიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ამ მხრივ გადამწყვეტი სიტყვა სერგო
ჯორბენაძემ თქვა.
სამოქალაქო კოდექსის ცალკეული ნაწილები ითარგმნა გერმანულად და გერმანელი
კოლეგების მიერ შემუშავდა კოდექსის ახალი ვარიანტი, რომელზე მუშაობაც 4წელი
მიმდინარეობდა. მასზე მუშაობა გაგრძელდა პარლამენტშიც დაახლოებით 1წელი.
სამოქალაქო კოდექსმა უდავოდ დადებითი გავლენა იქონია ქართული სამოქალაქო
სამართლის განვითარებაზე:
საქართველოში ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი თაობის ქართველი იურისტებ, რომლესაც
განათლება დას ევროის ქვეყნებში ჰქონდათ მიღებული.
სამოქალაქო კოდექსმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ცივილისტიკის(იურისპრუდენციის
დარგი, რომელიც შეისწავლის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს) განვითარებას.
მომზადდა მრავალი სახელმძღვანელო, რამაც შესაძლებელი გახადა სამოქალაქო კოდექსის
ფართომასშტაბიანი სწავლება უნივერსიტეტებში.
სამოქალაქო კოდექსმა დიდი გავლენა მოახდია სასამართლო პრაქტიკაზეც.
სამოქალაქო კოდექსმა შესაძლებელი გახადა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა,
სამეცნიერო კვლევების ერთად წარმოება...
სამოქალაქო კოდექსმა უარი თქვა საკუთრების დაყოფაზე ფორმებად, ასევე სრულყოფილად
მოაწესრიგა იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსი(იურიდიული პირების დაყოფა
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად).
ცვლილებები შევიდა ინტელექტუალური საკუთრების, გირავნობის, არაკომერციული
იურიდიული პირების, უძრავ ქონებაზე საკუთრების გადასვლისა და ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არის პანდექტური(გერმანიის მსგავსად), ანუ მას აქვს
ზოგადი ნაწილი, რომელიც საერთოა მთელი კერძო სამართლისთვის.

კოდიფიკაციის სისტემები
თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება
დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის
სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და
ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც .
კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ
სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ
ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე.
კონტინენტური ევროპის სამართლის ჩამოყალიბებას ხელი
შეუწყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა. კონტინენტური ევროპის
სამართლის გავრცელებას ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა
მმართველობამ აფრიკასა და აზიაში. ზოგ ქვეყანაში ევროპული სამართლის რეცეფცია
ნებაყოფლობით წარიმართა.
ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო
სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც
მოიცავს ინგლისს, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი
კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის
გავრცელებას მსოფლიოში დაკავშირებულია ინგლისის კოლონიურ სისტემასთან და ინგლისური
ენის საყოველთაო გავრცელებასთან.
ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური და ამერიკული სამართლის
ქვეყნებს.
რელიგიური სამართალი აყალიბებს სამართლის განსაკუთრებულ ჯგუფს. ამ ჯგუფს
განეკუთვნება ისლამის (შარია), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლე
სიო სამართალი. რელიგიური სამართლის მოქმედება, ძირითადად,
შემოიფარგლება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის


ტექსტის ორგანიზაცია (პრეამბულა, პირველი
მუხლი)
კონტინენტური ევროპის სამართალი სამართალს ორ ნაწილად ყოფს: კერძო და
საჯარო სამართლად.
თავად კერძო სამართალიც იყოფა ორ ნაწილად: ზოგადი კერძო სამართალი, ანუ სამოქალაქო
სამართალი და სამართლის სპეციალური დარგები(მეწარმეთა, ინტელექტუალური
საკუთრების, შრომის, საკორორაციო, გაკოტრების სამართალი და ა.შ.)
კერძო (სამოქალაქო) სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო
ხასიათის ირად, ქონებრივ და საოჯახო ურთიერთობებს. (ს.ს.კ-ის 1-ლი მუხლი)
ა. პირთა თანასწორობა ნიშნავს ნების თავისუფლად, სხვისი იძულების გარეშე გამოხატვის
უნარს. ითვლება, რომ პირთა თანასწორობა არსებითად კერძო ავტონომიის სინონიმია.
ბ. კერძო ხასიათის ურთიერთობები გულისხმობს კერძო პირებს, ინდივიდებს შორის
წარმოშობილ ურთიერთობებს. კერძო პირად კი მიიჩნევა ურთიერთობის მონაწილე ყველა
სუბიექტი, რომელიც არასაჯარო ფუნქციის შესასრულებლად იყენებს სამოქალაქო-
სამართლებრივ ინსტიტუტებს. მაგ: ნასყიდობის, ნარდობის ხელშეკრულება...
გ. ქონებრივი ურთიერთობები წარმოიშობა ქონებრივ სიკეთეებთან დაკავშირებით,
მიუხედავად ეს ქონებრივი სიკეთე მატერიალურია თუ არამატერიალური. აღსანიშნავია, რომ
კერძო სამართალი არ აწესრიგებს საჯარო სამართალში წარმოშობილ ქონებრივ
ურთიერთობებს, მაგ: სახელმწიფო საბიუჯეტო ურთიერთობებს. თუმცა სახელმწიფოს
ყოველგვარი მონაწილეობა ქონებრივ ურთიერთობებში არ იწვევს ამ ურთიერთობის
გადაქცევას საჯარო-სამართლებრივ ქონებრივ ურთიერთობებად. მაგ:სახელმწიფოს მიერ
მანქანის შეძენა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით. მანქანის ყიდვის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ხოლო მისი ყიდვა-
კერძოს. იგივეა პრივატიზაციის შემთხვევაშიც, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი
საჯარო სამართლის ნაწილია, ხოლო სახელმწიფო ქონების მიყიდვა შემძენზე ფორმდება
კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებით.დ.საოჯახი ურთიერთობები შესაძლოა იყოს
პირადიცა და ქონებრივიც. საბჭოთა ტრადიციის მიხედვით საოჯახო სამართალი ცალკე იყო
მოწესრიგებული საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსებში. ქართული სამართალი კი
გაემიჯნა ამ პრაქტიკას.
ე.პირადი ურთიერთობები წესრიგდება ასევე სამოქალაქო სამართლით. პირად
ურთიერთობებში იგულისხმება სახელის, პატივის, ღირსების, რეპუტაციის და ა.შ. დაცვა.
პირად უფლებებს მიეკუთვნება საავტორო უფლებები და მისგან წარმოშობილი
ურთიერთობებიც.

კოდექსის წიგნები, თავები, მუხლები, კარები

სამოოქალაქო კოდექსი შედგება 6წიგნისგან:


1.ზოგადი დებულებები
2.სანივთო სამართალი
3.ვალდებულებითი სამართალი
4.ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
5.საოჯახი სამართალი
6.მემკვიდრეობითი სამართალი

სამართლის ნორმის სტრუქტურა


სამართლის ნორმის ლოგიკური სტრუქტურა შედგება ორი
ნაწილისგან:

1) დესკრიფციული ნაწილი – მოცემულია ფაქტობრივი ურთიერთობა,


რომელსაც არეგულირებს;
2) ნორმატიული ნაწილი – ამბობს ეს ფაქტობრივი ურთიერთობა აკრძალულია,
ნებადართულია თუ მოთხოვნილია.თუ ნორმატიული შინაარსი კანონის
ტექსტში მკაფიოდაა გამოხატული, მაშინ ნორმა ექსპლიციტურია, ხოლო, თუ
არა - იმპლიციტური. სამართლის ნორმებს განსაზღვრული შინაარსი, მაგრამ
საერთო სტრუქტურა აქვთ. ლოგიკური თვალსაზრისით ნორმა შედგება ორი
ნაწილისაგან: დესკრიფციული ნაწილი და ნორმატიული ნაწილი.
დესკრიფციული ნაწილი - არის ფაქტობრივი ურთიერთობები, რომლებიც
ნებადართულია, აკრძლულია ან მოთხოვნილია. ნორმატიული ნაწილი ამბობს
ეს აკრძალულია, ნებადართულია თუ მოთხოვნილია. სამართლის ნორმა
ჩვეულებრივ მოცემულია, მოთხოვნის, აკრძალვის და ნებართვის სახით.
მავალდებულებელი ნორმაფორმულირდება. სიტყვა „უნდა“-თი, ამკრძალავი
ნორმა- გამოიხატება სიტყვით „აკრძალულია“. აღმჭურველი ნორმა-
„პარლამენტის წევრები შეიძლება გაწევრიანდნენ, საპარლამენტო ფრაქციებში“.

ნორმათა კოლიზია
ერთსა და იმავე საკითხზე გაცემული ორი ან მეტი ნორმატიული აქტის
წინააღმდეგობა. კოლიზია წყდება იმ ნორმატიული აქტის არჩევის გზით, რომელიც
მიესადაგება კონკრეტულ შემთხვევას. ერთსა და იმავე ორგანოს მიერ გაცემულ
აქტებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება უფრო გვიანდელი აქტი.
სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის დროს უპირატესობა ენიჭება
სპეციალურ ნორმას. თუ ნორმები მიღებულია სხვადასხვა ორგანოს მიერ გამოიყენება
ზემდგომი ორგანოს ნორმა. კოლიზია წარმოიშობა აგრეთვე სხვადასხვა
სახელმწიფოს სამართლებრივ აქტებს შორის, კერძოდ, უცხოელი მოქალაქეების
მიმართ, რომელთა სამართლებრივი სტატუსი შეიძლება განისაზღვროს როგორც
მათი ქვეყნის კანონით, ასევე იმ ქვეყნის, სადაც იმყოფებიან. ასეთი კოლიზია წყდება
კოლიზიური ნორმების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რომელი
ქვეყნის კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ შემთხვევაში. ამ ნორმების
ერთობლიობა ქმნის საკოლიზიო სამართალს.

ნორმის სახეები
სამარლის ნორები შეიძლება დაიყოს:

1) ნორმის ადრესატებისა და
2) ნორმატიული მოქმედების მიხედვით ადრესატების მიხედვით
განასხვავებენ ზოგად და ინდივიდუალურ ნორმებს. ინდივიდუალური
ნორმა მიმართულია კონკრეტულად განსაზღვრული პირისაკენნორმა
შეიძლება იყოს უპირობო და განპირობებული.უპირობო ნორმის
შესრულება სავალდებულოა ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე,
მაგალითად მოთხოვნა ,,მოწევა აკრძალულია!“ არის ინდივიდუალური
უპირობო ნორმა. განპირობებული ნორმა მოქმედებს გაშუალებულად. ე.ი
მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას.დეფინიციური ნორმა
მოქმედებს მხოლოდ სხვა ნორმებთან კავშირში. ლეგალური დეფინიციები
ემსახურებიან სამართლებრივ უსაფრთხოებას, რადგანაც ესწრაფვიან
ცნებების დაზუსტებასა და ერთმნიშვნელოვან გაგებას. დეფინიციური
ნორმა მოქმედებს მხოლოდსხვა ნორმებთან კავშირში. ლეგალური
დეფინიციები დამხმარე ფუნქციას ასრულებენ და გვეხმარებიან უკეთესად
გავიგოთ ნორმის შინაარსი სამართლის შეფარდების პროცესში.სამართლის
ნორმა წარმოადგენს სოციალური ნორმის ერთ-ერთ სახეს. სამართლის
გარდა სოციალური ნორმების სისტემა მოიცავს,მორალს, ჩვეულებას,
მოდას და ა.შ.

You might also like