11. პირველადი სამედიცინო დახმარება დამხ სახელმ PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 18

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

სასაზღვრო პოლიციის ფაკულტეტი

პირველადი სამედიცინო დახმარება

დამატებითი საკითხავი მასალა

2017 წელი
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

სარჩევი

მოწამვლა..................................................................................................................................................... 3
პირველადი სამედიცინო დახმარება მოწამვლის დროს ................................................................ 4
საკვებით მოწამვლა ............................................................................................................................... 6
ბოტულიზმი .......................................................................................................................................... 6
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ............................................................................................................. 7
ნარკოტიკებით მოწამვლა .................................................................................................................... 8
ნახშირჟანგით მოწამვლა: მხუთავი გაზი - CO ................................................................................ 10
ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი (Crush syndrome) ......................................................................... 13
მოქმედების ზოგიერთი ასპექტი მდინარეებსა და წყალსატევებზე მომხდარი უბედური
შემთხვევების დროს ............................................................................................................................... 16

2
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

მოწამვლა

მოწამვლა ანუ ინტოქსიკაცია ეწოდება პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც


ცოცხალი ორგანიზმისა და შხამის ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება. შხამის
როლში შესაძლოა მოგვევლინოს ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც
შეუძლია გამოიწვიოს სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა და ამით საფრთხე
შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.

შხამი - ეს არის ნივთიერების ის უმცირესი რაოდენობა რომელიც იწვევს ცოცხალი


ორგანიზმის ცხოველმყოფელობის დარღვევას ან მის სიკვდილს.

ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედება და შედეგი დამოკიდებულია


მრავალ ფაქტორზე. კერძოდ: შხამის კონცენტრაციაზე, ორგანიზმში მისი მოხვედრის
გზაზე, ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის დროზე, მოწამლულის სქესზე, ასაკზე,
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარემო ტემპერეტურაზე და სხვა.

არჩევენ საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოწამვლებს. ადამიანი შეიძლება მოიწამლოს


ალკოჰოლური პროდუქტებით, მცენარეული ან კვებითი სახის მომწამლავი
ნივთიერებებით.

უამრავი ადამიანი იღუპება მოწამვლის შედეგად, მაგრამ დროულად და სწორად


ჩატარებული პირველი დახმარების შემთხვევაში ბევრი მოწამლულის სიცოცხლის
გადარჩენა შესაძლებელია. გადაუდებელი დახმარების ფორმა დამოკიდებულია
ორგანიზმში შხამის მოხვედრის გზაზე და მის კონცენტრაციაზე.

შხამები ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ:

 გადაყლაპვით (პირიდან);
 ინჰალაციით (შესუნთქვით);
 ინექციით (სისხლიდან);
 კანიდან.

3
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

მოწამვლისათვის ზოგადი ნიშნებია:

 პირის სიმშრალე ან ნერწვის დენის გაძლიერება;


 ცვლილებები ქცევაში (უეცარი ძილიანობა, აგზნებადობა, შენელებული
აზროვნება, არაადექვატური რეაქცია გარემო პირობებზე, კიდურების
ტრემორი(ცახცახი), კრუნჩხვა და სხვ.);
 გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
 ტკივილი ეპიგასტრიუმუს (კუჭის) არეში;
 კანის ფერის შეცვლა;
 სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაკლება;
 გულის მუშაობის დარღვევა (გულის რითმისა და/ან არტერიული წნევის
ცვლილებები);
 სუნთქვის დარღვევა.

პირველადი სამედიცინო დახმარება მოწამვლის დროს


მოწამვლის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია სუნთქვისა და სისხლის
მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მომწამლავი
ნივთიერების დადგენა, მისი შეღწევის და ზემოქმედების შეჩერება.

აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

 შემთხვევის ადგილის დათვალიერება;


 თუ მოწამვლა გამოწვეულია მავნე ნივთიერებების ან აირების გამოყოფით
გარემოში, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს პირად უსაფრთხოებაზე;
 დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზებული
სამსახურები;
 ეცადეთ დაადგინოთ მომწამლავი ნივთიერების ტიპი, რაოდენობა, მიღების დრო
და მისი ორგანიზმში მოხვედრის გზები. საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს
შემთხვევის ადგილზე მოსულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
 შეამოწმეთ ცნობიერების დონე და ჩაატარეთ DRABC კონტროლი;
4
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

 თუ კოროზიული ან აქროლადი (მჟავეები, ტუტეები, კაუსტიკური სოდა, მძიმე


მეტალები, ბენზინი, ფენოლები) მოქმედების მომწამვლავი ნივთიერება
გადაყლაპულია, არ გამოიწვიოთ ღებინება. სხვა შემთხვევებში თუ
დაზარალებული გონზეა კუჭის ამორეცხვა ხდება 1-1,5 ლ თბილი წლით,
რომელსაც დამატებული აქვს ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. დაუშვებელია
კუჭის ამორეცხვა უგონო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის;
 კუჭის ამორეცხვა სახიფათოა კუჭიდან სისხლის დენის, გულის კუნთის
ინფარქტის, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევისა დროს;
 თუ მომწამლავი ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში კანის
ზედაპირიდან, ჩამობანეთ წყლით დაზიანებული არე;
 თუ დაზარალებულმა შეისუნთქა მომწამლავი ნივთიერება, დაუყოვნებლივ
გადაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას;
 თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ სუნთქვა და ცირკულაციის
ნიშნები არის, დააწვინეთ იგი უსაფრთხო პოზაში;
 გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე მუდმივად აკონტროლეთ
ცნობიერების დონე, სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა, და ცირკულაციის
ნიშნები.

გახსოვდეთ!

 მოწამლულის სიცოცხლის გადარჩენისა და მისი შემდგომი მკურნალობისათვის


გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომწამლავი ნივთიერებების დროულ და სწორ
იდენტიფიკაციასა და მისი შემდგომი ზემოქმედების აღკვეთას;
 გარემოს დათვალიერებისას მიაქციეთ ყურადღება ცარიელ ან გახსნილ ბოთლებს,
კონტეინერებს, წამლის ქილებსა და მოწყვეტილ მცენარეებს. თუ შესაძლებელია,
თვით დაზარალებულისაგან მიიღეთ საჭირო ინფორმაცია;
 დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

5
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

 იმოქმედეთ გონივრულად და იყავით გულისხმიერნი (განსაკუთრებით


სუიციდური მცდელობის შემთხვევაში).

გაუწყლოების ნიშნები: პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, ჩაცვენილი თვალები,


გამომშრალი და მომწვანო, მონაცრისფრო კანი.

საკვებით მოწამვლა
მოწამვლის პირველმა სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს საკვების ან სასმლის
მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ: ღებინება, ფაღარათი, ძლიერი სისუსტე,
მუცლის ტკივილი. საკვებით მოწამვლა განსაკუთრებით ზაფხულობით ხშირდება,
რასაც სიცხე და მაღალ ტემპერატურაზე კვების პროდუქტების გაფუჭება განაპირობებს

საკვებით მოწამვლას ამოიცნობთ კუჭის ტკივილით, პირის გაშრობით, ღებინებით,


ფაღარათით, გონების დაკარგვით, ხელ-ფეხის გაცივებით, ნევროლოგიური
დარღვევებით, კრუნჩხვით.

მოწამვლის პირველი ნიშნებისთანავე ავადმყოფს (თუ გონზეა) დაუყოვნებლივ უნდა


ამოვურეცხოთ კუჭი და გავუთავისუფლოთ ნაწლავები, მივცეთ გააქტიურებული
ნახშირი და სასწრაფოდ გადავიყვანოთ სტაციონარში.

ბოტულიზმი
ბოტულიზმი მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ყველაზე ძლიერი
ბაქტერიული ტოქსინი - ბოტულოტოქსინი. მას, წესისამებრ, კონსერვები, შაშხი,
შებოლილი თევზი შეიცავს.

ბოტულიზმით დაავადების დასაწყისშივე იპყრობს ყურადღებას მხედველობის


დარღვევები: ავადმყოფი ბუნდოვნად, გაორებულად ხედავს, თითქოს ბურუსშია,
კითხვისას ასოები ეფანტება, თვალების მოძრაობა შეზღუდული აქვს ან საერთოდ არ
შეუძლია. მხედველობის მოშლასთან ერთად ირღვევა ყლაპვისა და მეტყველების
6
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

ფუნქციაც: ავადმყოფი საკვებს ვერ ყლაპავს, უჭირს ენის მოძრაობა, ლაპარაკი,


შეცვლილი აქვს ხმა და გაურკვევლად ლუღლუღებს. დაავადების დროული და
სათანადო მკურნალობის გარეშე მდგომარეობა ძალიან მძიმდება და ავადმყოფი
სუნთქვისა და გულის გაჩერებით იღუპება.

ბოტულიზმზე ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფს, თუ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ყლაპვისა


და ხველების უნარი, უნდა ამოერეცხოს კუჭი, დაუყოვნებლივ მოთავსდეს
საავადმყოფოში. ხოლო იმ პირებს, რომელთაც ავადმყოფთან ერთად მიიღეს საეჭვო
საკვები, უკეთებენ ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატს.

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
ალკოჰოლის მინიმალური სასიკვდილო დოზა სხვადასხვაა, გააჩნია მინარევს და
ინდივიდუალურ მგრძნობელობას. ალკოჰოლის ტოქსიკურმა დოზამ შესაძლოა
სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ეთილის სპირტი (ღვინის სპირტი, არაყი, ჭაჭა და სხვა) მოქმედებს გულზე,


სისხლძარღვებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, ყველაზე მეტად
კი თავის ტვინზე.

ეთანოლი (ღვინის სპირტი) ახდენს ფსიქოტროპულ მოქმედებას, აქვს ნარკოტიკული


ეფექტი, იწვევს ფსიქომოტორულ აგზნებას. მძიმე ხარისხის თრობის დროს ადამიანი
იძინებს, ძილიდან კი გადადის უგონო მდგომარეობაში - კომაში (სასიცოცხლო
ცენტრების დათრგუნვა). ხშირია პირღებინება და პირნაღები მასების სასუნთქ გზებში
გადაცდენა, რაც სუნთქვის შეფერხებას და სიკვდილს იწვევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებია

 წამოწითლებული, ციანოზური (მოლურჯო) სახე;


 ცივი, წებოვანი კანი;

7
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

 უგონო, უკონტაქტო მდგომარეობა;


 წყვეტილი, ხმაურიანი სუნთქვა;
 წნევისა და პულსის ცვალებადობა.

ალკოჰოლური მოწმლის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება


 თუ მოწამლული უგონოდ არის ან გონება აქვს დაბინდული, დაუყოვნებლივ
დააწვინეთ გვერდზე, რათა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სახე
მიქცეული უნდა იყოს ოდნავ ქვემოთ, რათა პირნაღები მასა არ მოხვდეს სასუნთქ
გზებში. რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
 სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოწამლული უყურადღებოდ არ დატოვოთ.
ალკოჰოლი აფართოებს კანის სისხლძარღვებს, ამიტომ ალკოჰოლით
გაბრუებული ადამიანი სწრაფად კარგავს სითბოს. ამან შესაძლოა გადაცივება
გამოიწვიოს, ამიტომ თბილად დაახურეთ.
 თუ მოწამლულს შეუძლია ყლაპვა და ხველება, გონება კი დაბინდული არ არის
ამოურეცხეთ კუჭი - მიეცით ცივი სოდიანი წყალი (1-1,5 ლ) და ენის ძირზე თითის
დაჭერით გამოიწვიეთ პირღებინება, ასუნთქეთ ნიშადურის სპირტი, დაალევინეთ
აღმგზნები საშუალება (ჩაი, ყავა);
 მიეცით გააქტიურებული ნახშირი - 2 ტაბლეტი 2 საათში ერთხელ;
 თუ მდგომარეობა დამძიმდა, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

ნარკოტიკებით მოწამვლა
ნარკოტიკის დოზის გადაჭარბება არღვევს სასიცოცხლო ორგანოების - თავის ტვინის,
ღვიძლის, გულის, ფილტვების, თირკმელების მუშაობას. მოსალოდნელია გონების
დაკარგვა, სუნთქვის შეწყვეტა, გულის გაჩერება, ნარკოტიკებით მოწამვლის რისკი,
უწინარეს ყოვლისა, ნარკოტიკის რაოდენობასა და ხარისხთან არის დაკავშირებული.

სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ნარკოტიკების აღრევა - როგორც


ერთ შპრიცში რამდენიმე ნარკოტიკის კოქტეილი, ასევე სხვადასხვა საშუალების -

8
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

ოპიატების, დიმედროლის, ბარბიტურატების, ალკოჰოლის - ერთდროული


გამოყენება. ერთმანეთთან კომბინირებისას ნარკოტიკების ტოქსიკური ზემოქმედება
ძლიერდება. ოპიატები და ალკოჰოლი მომაკვდინებელი კომბინაციაა. რაც უფრო
მეტია ალკოჰოლი ორგანიზმში, მით უფრო ნაკლები ოპიატია საჭირო დოზის
გადასაჭარბებლად.

ნარკოტიკების ერთ-ერთი თავისებურებაა მიჩვევა. მიჩვევისას ადამიანი


იძულებულია, მოსალოდნელი ეფექტის - ეიფორიის, „კაიფის“ მისაღწევად ყოველ
ჯერზე გამოიყენოს უფრო და უფრო მეტი დოზა. დოზის უწყვეტი გაზრდა აძლიერებს
ნარკოდამოკიდებულებას და ძალიან მალე იწვევს მოწამვლას. შუალედის
(მკურნალობა, თავშეკავება, დეტოქსიკაცია და სხვა) შემდეგ ჩვეული დოზის მიღებაც
ზრდის მოწამვლის რისკს.

ნარკოტიკებით (მორფინი, ოპიუმი, კოდეინი და სხვა) საშიში მოწამვლის ნიშნებია:

 ნელი, გაიშვიათებული სუნთქვა;


 არტერიული წნევის დაცემა;
 გულისცემის გახშირება;
 გუგების შევიწროება (წერტილოვანი გუგები);
 ტუჩებისა და თითის წვერების გალურჯება (ციანოზი);
 კუნთების ჰიპერტონუსი (დაჭიმულობა), კრუნჩხვები;
 ცნობიერების დარღვევა (ძილად მივარდნიდან უგონობამდე);
 მეტყველების დარღვევა (გაუგებარი საუბარი).

ნარკოტიკებით მოწამვლის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება


თუ მოწამლული გონზეა, ახველებს და შეუძლია ყლაპვა, განურჩევლად ნარკოტიკის
მიღების გზისა, მიეცით ნებისმიერი საფაღარათო საშუალება, შემდეგ კი
გააქტიურებული ნახშირი. ძლიერი ღებინების შემდეგ რეკომენდებულია

9
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

დაალევინოთ 2-4 ჭიქა წყალი. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადგან


ასეთი მდგომარეობა კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

გაარკვიეთ, გონზეა თუ არა მოწამლული: ხმამაღლა ესაუბრეთ და რამდენჯერმე


მიმართეთ სახელით; თუ არ რეაგირებს, უჩქმიტეთ ყურის ბიბილოზე - ეს ადგილი
საკმაოდ მგრძნობიარეა და თუ ადამიანი გონზეა, აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.
თუ რეაქცია არც ამაზე აქვს, დაუზილეთ ყურები, დაუტრიალეთ ყურის ბიბილოები,
დაასველეთ ბამბა ან ქსოვილი ნიშადურის სპირტით და მიუტანეთ ნესტოებთან.
შეუხსენით მჭიდროდ შეკრული ტანსაცმელი, რათა მსუბუქად ისუნთქოს.

თუ სუნთქვის აღდგენა ვერ მოხერხდა, არ ჩანს გულმკერდის ყაფაზის სუნთქვითი


მოძრაობები, გუგები გაფართოებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწამლულის სიცოცხლე
საფრთხეშია, მაგრამ მისი გადარჩენა შესაძლებელია.

დააწვინეთ მოწამლული მაგარ ზედაპირზე (იატაკზე, ტროტუარზე), არამც და არამც


რბილ საწოლზე, ჩაატარეთ პირველადი დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში
განახორციელეთ CPR - კარდიო-პულმონალური რეანიმაცია.

ნახშირჟანგით მოწამვლა: მხუთავი გაზი - CO


ნახშირჟანგით მოწამვლა საკმაოდ ხშირია უკანასკნელ წლებში. ნახშირჟანგი
გამოიყოფა ნებისმიერი საწვავის არასრული წვის შედეგად. იგი უსუნო, უფერო ჰაერზე
მსუბუქი გაზია, რომლის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის
სიკვდილი რამდენიმე წუთში. ახალშობილები, ბავშვები, მოზრდილები და ის
ადამიანები, რომლებსაც აქვთ ანემია, გულ-სისხლძარღვთა ან რესპირატორული
სისტემის დაავადებები, უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ნახშირჟანგით
ინტოქსიკაციის მიმართ.

10
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

ნახშირჟანგით მოწამვლის სიმპტომები

მსუბუქი მოწამვლა:

 თავის ტკივილი (თავი თითქოს მარწუხში გაქვთ მოქცეული), ტკივილი შუბლის,


საფეთქლების მიდამოში;
 ყურებში შუილი;
 თავბრუხვევა;
 სისუსტე;
 გულისცემის გახშირება;
 გულისრევა და პირღებინება;
 ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს:

 მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;


 სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები;
 ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და
კომური მდგომარეობა, კრუნჩხვები;
 გუგები მკვეთრად გაფართოებულია;
 ირღვევა სუნთქვა;
 მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

პირველი დახმარება ნახშირჟანგით მოწამვლის დროს

 თუ ფიქრობთ, რომ საქმე გაქვთ ნახშირჟანგით გამოწვეულ მოწამვლასთან,


იხელმძღვანელეთ შემდეგი მითითებებით:
 სასწრაფოდ გაანიავეთ ოთახი: გააღეთ ოთახის კარებები და ფანჯრები გამორთეთ
საწვავზე მომუშავე ნებისმიერი მოწყობილობა და დატოვეთ სახლი;
11
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

 ვასუნთქოთ ჟანგბადი;
 თუ გონზეა, დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი;
 გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
 თუ ადამიანი კომაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩაუტარეთ
რეანიმაციული ღონისძიებები;
 თუ დაზარალებული გონზეა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.

გახსოვდეთ!

 არ უგულებელყოთ ნახშირჟანგით მოწამვლისათვის დამახასიათებელი


სიმპტომები, მით უმეტეს თუ ისინი აღენიშნება ერთზე მეტ ადამიანს!
 ნახშირჟანგით მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
 ნახშირჟანგით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დაიცავით
უსაფრთხოების წესები!

12
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი (Crush syndrome)

მდგომარეობა, როდესაც კიდურებზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე ხანგრძლივი


ზეწოლის (ჭყლეტვის)შედეგად ვითარდება რბილი ქსოვილების ადგილობრივი
დაზიანებები ან ზოგადი პათოლოგიური ცვლილებები.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი ვითარდება შენობა - ნაგებობების ნგრევის,


სტიქიური/ბუნებრივი კატასტროფების,ავტოსაგზაო შემთხვევების დროს.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს ვითარდება დამახასიათებელი


ცვლილებები ლოკალურად ტრამვის ადგილას.

ზეწოლის შედეგად მიმდინარეობს სისხლის მიმოქცევის მოშლა ზეწოლის


ქვეშმდებარე ქსოვილებში, რაც იწვევს ქსოვილების ნეკროზს ანუ კვდომას. ნეკროზის
შედეგად გამოყოფილი ქსოვილების დაშლის პროდუქტები ორგანიზმში გავრცელების
შედეგად იწვევენ ინტოქსიკაციას, ანუ ტრავმულ ტოქსიკოზს. ასევე ირღვევა თირკმლის
ფუნქციები, რაც დაზარალებულის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმეს. ვითარდება
ტრავმული შოკი.
13
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

კლინიკური ნიშნები:

 ძლიერი ტკივილი;
 ზოგადი სისუსტე;
 თავბრუსხვევა;
 გულის რევა, ღებინება;
 სისხლჩაქცევები კანზე;
 მოძრაობის შეზღუდვა.
შოკის ნიშნები:

 სიფერმკრთალე;
 ცივი ოფლი;
 პულსის აჩქარება 100-120;
 დაბალი არტერიული წნევა 80-60 მმ/ვ.წ. ს.

ადგილობრივი სიმპტომები

ზეწოლის მოშორების შემდგომ ყველაზე ადრე ხდება დაზიანებილი არის შეშუპება და


ზომაში მატება. 4-6 საათში შეშუპება ძლერად არის გამოხატული.

კანი დაზიანების ადგილზე არის მოწითალო-მოლურჯო ფერის, შეხებით ცივი, ჩნდება


უფერული ან სისხლიანი სისხლით სავსე ბუშტუკები. კიდურებზე პულსი არის სუსტი
ან საერთოდ არ შეიგრძნობა. ძლიერ ქვეითდება მგრძნობელობა.

14
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

პირველი დახმარება

 პირადი უსაფრთროების წესების დაცვა;


 თავისა და სხეულის ზედა ნაწილის გათავისუფლება ზეწოლისგან;
 პირისა და ცხვირის ღრუების გათავისუფლება უცხო სხეულებისგან;
 DRABC კონტროლის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში CPR;
 კიდურზე დაზიანების ზემოთ ლახდის დადება და შემდგომ კიდურის
გათავისუფლება;
 კიდურის ელასტიური ბინტით შეხვევა და მისი იმობილიზაცია;
 საწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

15
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

მოქმედების ზოგიერთი ასპექტი მდინარეებსა და წყალსატევებზე


მომხდარი უბედური შემთხვევების დროს

წყალში დახრჩობის ფაზები:

I. ჩაყვინთვის წინ ჩასუნთქვა;

II. სუნთქვის შეჩერება ჩაყვინთვის დროს;

III. დომინანტური სუნთქვა, ნახშირორჟანგის გავლენით ხდება სუნთქვის ცენტრის


აგზნება, ამასთან ჩასუნთქვასთან ერთად სასუნთქ გზებში ხვდება წყალი, რის
გამოც წარმოიქმნება ქაფი;

IV. კრუნჩხვები;

V. სუნთქვის გაჩერება.

ასეთ მოვლენას ეწოდება „ჭეშმარიტი“ დახრჩობა ანუ ლურჯი ასფიქსია, ამ დროს


წყალი ხვდება ბრონქებში, ფილტვებში, ვითარდება ასფიქსია (მოხრჩობა, ხუთვა), რის
შედეგადაც სუნთქვა ჩერდება. კანი არის მკვეთრად ციანოზური ანუ მოლურჯო
ფერის, კისრისა და კიდურების ვენები გაგანიერებულია. პირიდან და ცხვირიდან

16
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

გადმოდის ქაფიანი გამონადენი, რომელიც ხშრად ვარდისფერია. ასეთი სიტუაციები


უფრო ხშირია. დაზარალებული ამ დროს იძირება ნელა.

არსებობს მეორე ტიპი დახრჩობისა, როდესაც ასფიქსია ხდება უფრო სწრაფად. ამ


შემთხვევაში წყალი (ცივი) ხვდება ხმოვან იოგებს და ხორხის მკვეთრი სპაზმი
ვითარდება, რასაც სუნთქვის გაჩერება მოჰყვება. 2-3 წთ-ში კი გულიც ჩერდება. ამ
ტიპის დახრჩობის დროს წყალი ფილტვებში არ ხვდება, ქაფი არ წარმოიქმნება, კანი
არის ფერმკრთალი. ასეთ დახრჩობას უწოდებენ „მშრალ“ დახრჩობას ანუ „თეთრი“
ასფიქსია.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დახრჩობის დროს სუნთქვის ცენტრის დამბლა


შეიძლება მოხდეს 4-5 წუთში, გულის გაჩერება 5-15 წუთში.

წყლიდან გამოყვანის ხერხები:

პირველადი სამედიცინო დახმარება

პირველადი სამედიცინო დახმარება ამ დროს იგივე პრინციპებს ეყრდნობა, რაც


პირველად დათვალიერების, გასინჯვის შემთხვევაშია რეკომენდირებული. ტარდება
DRABC კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში CPR. მაგრამ, აქ მაშველი სუნთვის
არქონის ან დარღვევის დროს პირველ რიგში ზრუნავს სასუნთქი გზებიდან სითხის
გამოდევნაზე, რათა აცილებულ იქნეს ხელოვნური სუნთქვისა და გულის

17
პირველადი სამედიცინო დახმარება: დამატებითი საკითხავი მასალა ნოდარ გაბუნია

არაპირდაპირი მასაჟის დროს სითხის ჩასვლა ზემო სასუნთქი გზებიდან ფილტვებში.


ამ მანიპულაციაზე დიდი დრო არ იხარჯება - დაახლოებით: 20-40 წამი.

სითხის გამოდევნა ხორციელდება შემდეგნაირად:

დაზარალებულს ვაწვენთ მუცლით მუხლზე ისე, რომ თავი გულმკერდზე დაბლა


იყოს. ბეჭებს შორის ენერგიული ბიძგებით, ან გულმკერდზე ენერგიული მოძრაობით
ვდევნით სითხეს 20-40 წმ-ის განმავლობაში.

როდესაც სუნთქვა შენარჩუნებულია, მაგრამ დაზარალებული იმყოფება უგონო


მდგომარეობაში, სითხის გამოდევნის შემდგომ საჭიროა ნიშადურის სპირტის
შესუნთქება, გვერდულად დაწვენა (უსაფრთხო პოზა) და ჩათბუნება.

უსაფრთხო პოზა

18

You might also like