Professional Documents
Culture Documents
12141II Tavi Korporaciuli Finansebi
12141II Tavi Korporaciuli Finansebi
ამავე
დროს, ამორტიზაციის მეთოდი კლებადი ნარჩენი ღირებულებით ითვალისწინებს
ყოველწლიურ გადარიცხვებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ წლის დასაწყისში
შესაბამისი აქტივების სუფთა საბალანსო ღირებულებიდან (აქტივების შეძენის
ღირებულება მინუს დარიცხული ამორტიზაცია) ამორტიზაციის გარკვეულ ნორმას,
რომელშიც გაანგარიშებულია შესაბამისი საამორტიზაციო გადარიცხვები.
მაგალითად, ორმაგი ამორტიზაციის მეთოდის გამოყენებისასკლებადი ნარჩენი ღირ
ებულებით, საჭირო კოეფიციენტი იანგარიშება ერთეულის ამორტიზაციის ვადაზე
გაყოფის გზით. ამგვარად გაანგარიშებული კოეფიციენტი შემდეგ ორზე მრავლდება.
(ამორტიზაციის სხვა მეთოდები კლებადი ნარჩენი ღირებულებით ითვალისწინებენ
სხვა მამრავლების გამოყენებას).
m(1/n)NBV(1)
2(1/5) $10 000=$4 000.
ჩვენს მაგალითში წარმოებული 2(1/5) განსაზღვრავს „ამორტიზაციის ფიქსირებულ
ნორმა“ (40%), რომელიც ყოველწლიურად გამოიყენება კლებადი ნარჩენი
ღირებულების მიმართ. მეორე წელს საამორტიზაციო გადარიცხვები ბაზირებული
ხდება ნარჩენ ღირებულებაზე, რაც შეადგენს 6 000 დოლარს. 6 000 დოლარის
ოდენობას ჩვენ ვიღებთ პირველ წელს საამორტიზაციო გადარიცხვების (4 000
დოლარი) შესაბამისი აქტივების შეძენის თავდაპირველი ღირებულებიდან
გამოკლების გზით. ამგვარად, მეორე წელს საამორტიზაციო გადარიცხვები შედაგენს:
2(1/5) $6 000=$2 400
2(1/5) $3 600=$1 440
და ა.შ.
ზარალის გადატანა უფრო ადრეულ ან მომავალ პერიოდზე. თუ კორპორაცია
განიცდის ზარალს ძირითადი საქმიანობისგან, მისი გადატანა შეიძლება ორი წლით
უკან და 20 წლის წინ, რათა დაქვითულ იქნეს ის გადასახადით დასაბეგრი
მოგებიდან, ამ წლების განმავლობაში. ნებისმიერი ზარალი, რომლის გადატანაც
ხდება უფრო ადრეულ პერიოდზე, საჭიროა თავიდან გამოყენებულ იქნეს თავად
ადრეული წინამორბედი წლისათვის. თუ ფირმას განიცადა 2004 წელს ზარალი 400
ათასი დოლარის ოდენობით თავისი ძირითადი საქმიანობისგან, მან ეს ზარალი
უნდა გადაიტანოს ორი წლით უკან ე.ი. 2002 წელზე. თუ კომპანიის სუფთა მოგებამ
შეადგინა 400 ათასი დოლარი და მან გადაიხადა გადასახადები 136 ათასი დოლარის
ოდენობით, მას მოუწევს თავისი გადასახადების გადაანგარიშება 2002 წ, რათა
აჩვენოს ნულოვანი მოგება გადასახადით დაბეგვრისათვის. ამგვარად, კომპანიას
შეუძლია იქონიოს მის მიერ 136 ათასი დოლარის ოდენობით გადახდილი
გადასახადის ანაზღაურების იმედი. თუ 2004 წელს ზარალი ფირმის ძირითადი
საქმიანობიდან აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე მოგება მისი ძირითადი საქმიანობიდან
2002 წელს, ნაშთის გადატანა შეიძლება 2003 წელზე და გადასახადების
გადაანგარიშება ამ წელიწადზე. თუმცა, თუ სუფთა წაგება ფირმის ძირითადი
საქმიანობიდან აღმოჩნდება უფრო მეტი, ვიდრე სუფთა მოგება სამი წლის მანძილზე
მისი ძირითადი საქმიანობიდან, შესაბამისი ნაშთი შესაბამისად გადატანილი
იქნებოდა მოგებაზე 2005-2024 წლებში. თითოეულ ამ წელს მოგება გადასახადით
დაბეგვრის მიზნით შემცირდება მომავალზე გადატანილი გამოუყენებელი ზარალის
ოდენობით. საგადასახადო კანონების ეს თავისებურება მიზნად ისახავს კომპანიების
მიერ ზარალის თავიდან აცილებას, რომელთა სუფთა მოგების ოდენობა ძირითადი
საქმიანობიდან მოქცეულია მკვეთრი ცვლილებების ქვეშ.
კაპიტალის ნამატი და დანაკარგები. როცა იყიდება რომელიმე აქტივი, რომელიც
შედის საწარმოს ძირითადი კაპიტალის შემადგენლობაში,
იქმნება კაპიტალის ნამატი ან დანაკარგი. ხშირად, აშშ ისტორიაში აღინიშნებოდა
სხვადასხვა მიდგომა კაპიტალის ნამატიდან მოგების და ფირმის ძირითადი
საქმიანობიდან მოგების და ფირმის ძირითადი საქმიანობიდან მოგების
გადასახადით დაბეგვრის მიმართ, ამასთან, შეღავათური გადასახადით დაბეგვრა
დგინდებოდა კაპიტალის ნამატისათვის. თუმცა, შემოსავლების შეთანხმების შესახებ
კანონის შესაბამისად, კაპიტალის ნამატი იბეგრება კორპორაციებისათვის
(ჩვეულებრივი საშემოსავლო განაკვეთის გადასახადით (მაქსიმუმ 35%)). კაპიტალის
დანაკარგები ექვემდებარება გამოქვითვას გადასახადით დაბეგვრისაგან მხოლოდ
მათი კაპიტალის ნამატთან შეჯერების დროს.