6.პრედიკატები და კვანტორები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სალექციო მასალა მე-11 ლექციისათვის

თემები: მარტივი წინადადების სტრუქტურა; ბჭობის საგნები; საგანთა ნიშან-თვისებები


(პრდიკატები); საწინადადებო ფორმები; კვანტორები.

§1. მარტივი წინადადების სტრუქტურა.

წინადადებათა (პროპოზიციურ) ლოგიკაში მარტივ წინადადებას ერთიან , დაუნაწევრებელ


მთლიანობად განვიხილავდით. ეს გარკვეული მოსაზრებით იყო ნაკარნახევი : ჩვენ
ვცდილობდით, ერთის მხრივ, საწინადადებო მაკავშირებლების როლი წარმოგვეჩინა ,
მეორეს მხრივ, სრულად გვენახა რთული წინადადების სტრუქტურიდან გამომდინარე
ლოგიკისათვის საინტერესო მიმართებები და შეძლებისდაგვარად აღგვეწერა ისინი .

ახლა, ანალოგიური ამოცანა მარტივ წინადადებებეთან მიმართებაში დგება . რას


წარმოადგენს მარტივი წინადადება სტრუქტურულად? რა ლოგიკური მიმართებები
შეიძლება დამყარდეს მარტივი წინადადების კომპონენეტებს , ანდა თავად მარტივ
წინადადებებს შორის, თუ კი მათ სტრუქტურას დავეყრდნობით? როგორ არის
შესაძლებელი ამ მიმართებათა ფორმალიზაცია და რას მოგვცემს ეს?

ამ კითხვებზე პასუხი იქნება კურსის შენდეგი ნაწილის ძირითადი შინაარსი .

1.1. ცნობილია, რომ ნებისმიერი წინადადება, რომელიც რაიმე ვითარებას აღწერს


(თხრობითი წინადადება), სულ ცოტა, ორ კომპონენტს მაინც შეიცავს: ესენია ის, რასაც
აღვწერთ (როგორც მომქმედს, ანდა მოქმედების ობიექტე, და რასაც გრამატიკაში
ქვემდებარეს ეძახიან), და ის, რისი საშუალებითაც მის (ქვემდებარის), ანდა მასზე
(ქვემდებარეზე) განხორციელებულ მოქმედებას აღვწერთ (და რასაც შემასმენელს
უწოდებენ). მეტიც, როდესაც გვაქვს ქვემდებარე და შემასმენელი , ამბობენ, რომ
ვითარება პრაქტიკულად აღწერილია და რომ სხვა სიტყვისა, ან სიტყვათა ჯგუფის
დამატება მხოლოდ „აფერადებს“ შინაარსს. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მარტივი თხრობითი წინადადების სტრუქტურის ღერძი არის შემდეგი :

ქვემდებარე შემასმენელი

სხვა სიტყვებით, აქ გვაქვს ის, რაზედაც რაიმე გამოითქმის და ისიც, რაც


გამოითქმის. პირველი მიუთითებს საგანს, ხოლო მეორე - ამ საგნის დახასიათებას
იძლევა.

1.2. ყოველ თხრობით წინადადებაში დადასტურებულია ან უარყოფილია , რომ ესა და ეს


საგნები არის ასეთი და ასეთი. სხვა სიტყვებით, წინადადადებაში საგანს (საგნებს )
მიეწერება გარკვეული ნიშან-თვისებები, ანდა უარყოფილია , რომ მათ ეს ნიშან -
თვისებები გააჩნია. საგნები, რომელთა შესახებ წინადადებებს გამოვთქვამთ ,
სხვადასხვა ბუნებისაა: სულიერი არსებები, უსულო საგნები, წარმოსახვითი ობიექტები ,
აბსტრატქტული ობიქტები, მოკლედ, ყველაფერი, რასაც შესაძლოა ჩვენი აზროვნების
თვალსაწიერი გაწვდეს, რაც შესაძლოა ჩვენი მსჯელობის ობიექტად იქცეს და
რაზედაც, საერთოდ, შეგვიძლია რამე გამოვთქვათ, ანდა ის რაც შიძლება გარკვეული
სიზუსტით აღიწეროს.
ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ცნობიერებისათვის, მაგალითად , პეგასი
არსებითად იგივე საგანია, რაც ბუცეფალი და რომ პირველზე ისევე შესაძლებელია
მსჯელობა (ანუ, მისი მსჯელობის საგნად ქცევა), როგორც მეორეზე. სხვა სიტყვებით, თუ
კი გააზრებული გვაქვს პეგასის ნიშან-თვისებები, მასზე შეიძლება ჭეშმარიტი ან
მცდარი მოსაზრებების გამოთქმა, მიუხედავად იმისა, რომ არავის არსად არ შევედრია
ფრთოსანი ცხენი.

საგანთა ამ უნივერსალურ ერთობას, საიდანაც ჩვენი აზროვნების ობიექტების შერჩევა


ხდება, უნივერსუმს ეძახიან, ხოლო განსჯისათვის შერჩეულ საგანთა ერთობლიობას -
განსჯის (ბჭობის) არეს.

ზოგჯერ, განსჯის არე ბუნებრივადაა მოცემული, როგორც, მაგალითად, გეომეტრიაში


წერტილები, მათემატიკაში - რიცხვები, ბიოლოგიაში - ცხოველები და ა.შ. ზოგჯერ კი
ბჭობის არეს ჩვენ თვითონ ვსაზღვრავთ გამომდინარე იქიდან, თუ რა არის ჩვენი
ინტერესი.

1.3. საგანთა ნიშან-თვისებები: საგნები ხასიათდება თვისებებისა და მიმართებების


მეშვეობით. თვისებებსა და მიამრთებებს, როგორც საგანთა შესაძლო
მახასიათებლებს, პრედიკატებს უწოდებენ.

1.3.1. თვისება ისეთი პრედიკატია, რომლითაც ხასიათდება ცალკე არებული საგანი . ის


შეიძლაება გამოხატავდეს იმას, თუ რა არის, როგორია, ანდა რა
მდგომარეობაშია საგანი.

1.3.2. მიმართება ისეთი პრედიკატია, რომლის საშუალებით ხასიათდება მხოლოდ


ერთად აღებული ორი ან მეტი საგანი. მასში მჟღავნდება საგანთა შორის
კავშირი, დამოკიდებულება, ურთიერთქმედება. მიმართება, რომლითაც
ხასიათდება მხოლოდ ორი საგანი, ბინარული, ან ორადგილიანი მიმართება
ქვია.

1.3.3. თვისებებსა და მიმართებებს გააჩნია თავიანთი გამოყენებისა და


გახორციელების არე: პირველი ისეთ საგანთა ერთობლიობას წარმოადგენს,
რომლებისთვისაც აღნიშნული პრედიკატების გამოყენება აზრიანია , თუმცა
ჭეშმარიტი შესაძლოა არც იყოს. ხოლო მეორე იმ საგნთა ერთობლიობაა,
რომლებსაც ეს პრედიკატი რეალურად (ჭეშმარიტად) მიეწერება.

§2. საწინადადებო ფორმები

2.1. წინადადებებს, რომლებიც შეიცავენ ერთეულოვან (ერთი ობიეწტის) აღმნიშვნელ


სახელებს (ტერმინებს), სინგულარულ წინადადებს ვუწოდებთ. მაგალითად,

„ქუთაისი დიდი ქალაქია“

სინგულარული წინადადებაა, ვინაიდან სიტყვა ქუთაისი არის ერთეულოვანი ტერმინი.


2.2. სინგულარული წინადადების მსგავს გამოსახულებას, სადაც ერთეულოვანი ტერმინის
ნაცლად (ერთ, ან რამოდენიმე ადგილას) გვხვდება სპეციალურად შერჩეული
სიმბოლოები (ე.წ. ცვლადები ) ვეძახით საწინადადებო ფორმას. მაგალითად,

„x დიდი ქალაქია“

არის საწინადებო ფორმა, ვინაიდან ერთეულოვანი სახელის (ტერმინის ) „ქუთაისის“


ნაცვლად შეიცავს სპეციალურად შერჩეულ სიმბოლოს „x“-ს.

2.3. აღნიშნული გამოსახულება, მიუხედავად წინადადებასთან (გრამატიკული )


მსგავსებისა, წინადადება არ არის, ვინაიდან, თუ კი „x“-ის მნიშვნელობა დადგენილი არა
გვაქვს, შეუძლებელია იმის თქმა, არის ჭეშმარიტი თუ არა.

ცვლადები მნიშვნელობას განსაზღვრის არიდან იღებენ და იმ მნიშვნელობებისთვის ,


რომლებისთვისაც საწინადადებო ფორმა ჭეშმარიტ წინადადებად იქცევა , ვამბობთ რომ
ისინი (მნიშვნელობები) აკმაყოფილებენ მოცემულ ფორმას.

2.4. N.B. თუ კარგად დავაკვირდებით, საწინადადებო ფორმები იგივე პრედიკატებია.

§3. კვანტორები

3.1. როგორც ვხედავთ, საწინადადებო ფორმაში ცვლადის ნაცხლად ერთეულოვანი


ტერმინის ჩასმა ამ ფორმას წინადადებად გარდაქმნის. თუმცა, არსებობს სხვა გზაც და მას
ე.წ. კვანტორების შემოტანას უკავშირებენ. ჩვეულებრივ სიტყვახმარებაში კავანტორები
შეესატყვისება ისეთ ფრაზებს, როგორიცაა ყველა და ზოგიერთი.

მართლაც, თუ გავაქვს რაიმე საწინადადებო ფორმა, მაგალითად „x ≥ 7“, შემდეგი ორი


გამოსახულება უკვე დასრულებულ წინადადებას წარმოადგენს:

ა) ყველა x-თვის, x ≥ 7;

ბ) ზოგიერთი x-თვის, x ≥ 7.

ამათგან, პირველი მცდარია, ხოლო მეორე - ჭეშმარიტი. პირველ წინადადებაში სიტყვას


„ყველა“ ზოგადობის კვანტორი ეწოდება და აღინიშნება „ “ სიმბოლოთი იმ
ცვლადის მითითებით, რომელსაც ეს კვანტორი ეხება. მეორე წინადადებაში სიტყვას
„ზოგიერთი“ არსებობის კვანტორი ეწოდება და აღინიშნება „“ სიმბოლოთი იმ
ცვლადის მითითებით, რომელსაც ეს კვანტორი ეხება.

თუ საწინადადებო ფორმაში ერთზე მეტი სხვადასხვა ცვლადი გვხვდება , მაშინ მის


წინადადებად გარდასაქმნელად იმდენი კვანტორი გვჭირდება , რამდენის ასხვადასხვა
ცვლადიცაა.

3.2. ცვლადები, რომელთა მიმართაც კვანტორია გამოყენებული, ბმული ცვლადები


ცვლადები ეწოდება. უკვანტორი ცვლადს თავისუფალ ცვლადს ვეძახით.

ამრიგად, საწინადადებო ფორმა ერთ თავისუფალ ცვლადს მაინც შეიცავს


3.3. ზოგადობის კვანტორის შეცველ წინადადებას ზოგადი წინადადება ქვია, ხოლო
არსებობის კვანტორის შემცველს - კერძოობითი.

განვსაზღვროთ მათი ჭეშმარიტების პირობები:

3.3.1. ზოგადი წინადადება x A(x) (იკითხება როგორც „ყოველი x ისეთია, რომ A(x) )
ჭეშმარიტია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც A(x) საწინადადებო ფორმას
აკმაყოფილებს x ცვლადის ყოველი მნიშვნელობა.

3.3.2. კერძოობითი წინადადება x A(x) (იკითხება როგორც „არსებობს x ისეთი, რომ A(x)
) ჭეშმარიტია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც A(x) საწინადადებო ფორმას
აკმაყოფილებს x ცვლადის ერთი მაინც(ზოგიერთი) მნიშვნელობა.

3.4. როდესაც საწინადადებო ფორმა ერთზე მეტ ცვლადს შეიცავს, მაშინ შესაძლოა
კვანტორები თავსართის სახით დაჯგუფდნენ. ძალაინ მნიშვნელოვანია შერეულ კვანტორთა
წყვილები. ასეთი წყვილები ორგვარია და ისინი კარგად უნდა განვასხვავოთ
ერთმანეთისაგან:

xy „ყოველი x-თვის არსებობს y ისეთი, რომ~ და


xy ~არსებობს ისეთი x, რომ ყოველი y-თვის~.

3.5. სხვათაშორის, მარტივი კატეგორიული წინადადებები, რომლებსაც განვიხილავდით


SaP, SeP, SiP და SoP, კვანტორების გამოყენებით შესაძლოა შემდეგნაირად ჩავწეროთ :

SaP x(S(x) P(x))


SeP  x(S(x)  P(x))
SiP x(S(x)  P(x))
SoP x(S(x)P(x))

სავარჯიშო

1. კვანტორების გამოყენებით ჩაწერეთ ლოგიკური კვადრატის შემადგენელი


დებულებები და მათი მიმართებები.

2. კვანტორების გამოყენებით ჩაწერეთ უკუქცევის ფორმები

You might also like