Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 28

ნაბათ-ი [არაბ. Naubat დოლის კვრა] – (ძვ.). 1. ხალხის შესაგროვებელი


ნიშანი, ზარის რეკვა ან დოლის ცემა, რომელსაც მიმართავდნენ ხოლმე რაიმე
უბედურების დროს. 2. დიდი დოლი.

ნაბლა [ბერძ. Nabla არფა] – გადაბრუნებული ბერძნული ასო დელტა (н);


იყენებენ მატემატიკურ ფორმულებში.

ნაბობ-ი [ურდუ ენაზე < არაბ. Nabob (იხ. ნაიბი)] – ინდოეთის ამ პროვინციების
მმართველთა ტიტული, რომლებიც ჩამოსცილდნენ დიდი მოგოლების იმპერიას ;
მე-18 ს.-ში უწოდებდნენ (ირონიით) ოსტ-ინდოეთის კომპანიის უმაღლეს
მოსამსახურეებს, რომლებიც გამდიდრებული დაბრუნდნენ ინგლისში.

ნაგან-ი - ერთგვარი სისტემის რევოლვერი [ბელგიელი კონსტრუქტორის


Nაგანტ-ის სახელის მიხედვით] –.

ნაგთოუზ-ი [ჰოლანდ. Nagthuis] – (ზღვ.). ცილინდრული ან პრიზმული ფორმის


ხის პატარა კარადა, რომლის თავზედაც მოთავსებულია გემის კომპასი.

ნადელ-ი (ისტ.). რევოლუციამდელი რუსეთის სოფელში: მიწის პატარა


ნაკვეთი, რომელსაც აძლევდნენ გლეხის ოჯახს სარგებლობისათვის;
ნაწყალობევი მიწა.

ნადირ-ი [არაბ.] – (ასტრ.). ცის სფეროს წარმოსახვითი წერტილი, რომელიც


მოთავსებულია ჰორიზონტის ქვეშ, ზენიტის პირდაპირ.

ნავ-ი [ბერძ. Navis გემი] – (არქიტ.) . ბაზილიკის, ეკლესიის ერთ-ერთი გრძივი


ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგით.

ნავარქოს-ი [ბერძ. Nauarchos < Naus გემი და archos უფროსი] – ძველ


საბერძნეთში: ფლოტის სარდალი.

ნავახა [ესპ. Navaja] – ცივი იარაღი ერთგვარი - გრძელი დასაკეცი დანა (იციან
ესპანეთში).

ნავიგაცია [ლათ. Navigatio ] – 1. გემთა მიმოსვლა; ნაოსნობა, ზღვაოსნობა. 2.


წლის ისეთი დრო, როდესაც ადგილობრივი კლიმატური პირობების მიხედვით
შესაძლებელია ნაოსნობა. 3. მეცნიერება, რომელიც სწავლობს გემის გზის
გამოანგარიშებასა და ზღვაში გემის ადგილის განსაზღვრის პრაქტიკულ ხერხებს .
საჰაერო ნავიგაცია - იხ. აერონავიგაცია.

ნავმაქია [ბერძ. Naumachia] – 1. ძველ საბერძნეთში: საზღვაო ბრძოლა. 2.


ძველი რომის თეატრში: საზღვაო ბრძოლის ინსცენირება.

ნაზალიზაცია [ფრანგ. Nasalisation < Nasal ცხვირისა, ცხვირისმიერი] – (ლინგვ.).


ნაზალურად, ცხვირისმიერად ქცევა (ბგერისა); ნაზალური ელფერის მიცემა
(ბგერისათვის).
ნაზალურ-ი [ფრანგ. Nasal] – (ლინგვ.). ცხვირისმიერი (ბგერა); მაგ., ნაზალური
ბგერებია: მ, ნ.

ნაიადა [ბერძ. Naias (Naiados)] – ბერძნულ მითოლოგიაში: წყლის (მდინარის,


ნაკადულის, წყაროს) ნიმფა.

ნაიბ-ი [არაბ. Naib] – 1. ზოგ მუსლიმანურ ქვეყანაში: რომელიმე უფროსის ან


სასულიერო პირის მოადგილე. 2. ამიერკავკასიის სახანოებში (აზერბაიჯანში)
რუსეთთან შეერთებამდე: უბნის უფროსი. 3. შამილის საიმამოში:
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მმართველი.

ნაივ-ი [ფრანგ. Naif გულუბრყვილო (ადამიანი)] – ხელოვნებაში: ნაივური


მხატვრობა.

ნაივურ-ი [იხ. ნაივი] – ხელოვნებაში ზოგჯერ ასე უწოდებენ თვითნასწავლი


მხატვრის (მაგ., ფიროსმანის) შემოქმედებას.

ნაილონ-ი და ნეილონი [ინგლ. Nylon] – ერთგვარი ხელოვნური ბოჭკო; ამ


ბოჭკოს ქსოვილი.

ნაიტოვ-ი [ჰოლანდ. Naaitouw] – (ზღვ.). 1. რანჰოუტის ორი ძელის, ორი


გვარლის ან ძელისა და გვარლის შეერთება წვრილი გვარლის შემოჭერით. 2.
გვარლი, რომლითაც სხვადასხვა საგანს ამაგრებენ გემზე.

ნამაზ-ი [სპარს. Namaz] – მუსლიმანთა ლოცვა, რომელსაც დღეში ხუთჯერ


ასრულებენ.

ნანდუ [ესპ. Nandu] –ერთგვარი სირაქლემა; გავრცელებულია სამხრეთ


ამერიკაში.

ნანიზმ-ი [ < ბერძ. Nannos ქონდრისკაცი] – არანორმალურად პატარა


სიმაღლე (მოზრდილი ადამიანისა 130 სმ-ზე ნაკლები), რაც გამოწვეულია შინაგანი
სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლით.

ნანორელიეფ-ი [ბერძ. Nanos ქონდრისკაცი და რელიეფი] – (გეოგრ.).


რელიეფის ფორმები რამდენიმე ათეულ სანტიმეტრამდე სიმაღლისა
(სხვანაირად: ქონდარა რელიეფი, ჯუჯა რელიეფი).

ნანსუკ-ი [ფრანგ. Nansouk < ჰინდი ენიდან] – ბამბის წმინდა ქსოვილი


ერთგვარი, ტილოს მსგავსი; იყენებენ თეთრეულისათვის.

ნაოს-ი [ბერძ. Naos] – და ცელა [ლათ. Cella] – ანტიკური ტაძრის მთავარი


სადგომი (სამლოცველო), სადაც მოთავსებული იყო ღვთაების ქანდაკება.

ნაპალმ-ი [ინგლ. Napalm] – ლაბისებრი საწვავი პროდუქტი, რომელსაც


ამზადებენ ბენზინის სპეციალური ქიმიური დამუშავებით; იყენებენ ცეცხლგამჩენ
ბომბებსა და ცეცხლსატყორცნებში.

ნაპოლეონდორ-ი [ფრანგ. Napoléon d-or] – 20-ფრანკიანი ოქროს ფული


საფრანგეთში ნაპოლეონ I-ისა და ნაპოლეონ III-ის დროს.
ნარატიულ-ი [ლათ. Narrativus] – თხრობითი, მოთხრობითი. მაგ., ისტორიის ნ.
წყაროები.

ნარგილე [სპარს. Nargile] – აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული


თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა, რომელიც შედგება წყლის ჭურჭლისა, ტყავის
გრძელი მილისა და ჩიბუხისაგან.

ნარდ-ი [ბერძ. Nardos] – 1. სურნელოვანი ბალახოვანი მცენარე ერთგვარი. 2.


ამ მცენარის ფესვებისაგან მიღებული სურნელოვანი ნივთიერება.

ნარვალ-ი [შვედ. Narval] – ზღვის იშვიათი არქტიკული ცხოველი დელფინების


ოჯახისა; აქვს გრძელი ეშვი ზედა ყბაში (სხვანაირად: ზღვის მარტორქა).

ნარზან-ი [რუს. Нарзан - „ნართების სასმელი»] – ნახშირმჟავა მინერალური


სამკურნალო წყალი.

ნართებ-ის ეპოსი - ყაბარდოელების, ჩერქეზების, ადიღეელების, ოსების


ეპოსი (იცნობენ აგრეთვე აფხაზები, ბალყარლები, ყარაჩაელები, ჩაჩნები);
ტერმინი „ნართი» საერთო სახელწოდებაა ეპოსის გმირებისა, რომლებიც
თავისებურ დასს ქმნიან.

ნართექს-ი [გვიანდ. ლათ. Nathex] – ქრისტიანული ტაძრის შესასვლელი


სათავსი, რომელიც მას აკრავს, ჩვეულებრივ, დასავლეთის მხარეზე;
განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც მლოცველთა მთავარ სადგომში შესვლის
უფლება არა ჰქონდა.

ნარკოდისპანსერ-ი - ნარკოლოგიური დისპანსერი.

ნარკოზ-ი [ბერძ. Narkosis გაშეშება] – (მედიც.).

ნარკოტიკული საშუალებებით ხელოვნურად გამოწვეული ძილი, რასაც თან


ახლავს ცნობიერებისა და მგრძნობელობის დაკარგვა.

ნარკოლეფსია [ბერძ. Narko გაშეშება და lepsis შეტევა] – დაავადება, რომლის


ძირითადი ნიშანია დაუძლეველი ძილის ხანმოკლე შეტევები; ძილად მივარდნა.

ნარკოლოგ-ი - ნარკოლოგიის სპეციალისტი ექიმი.

ნარკოლოგია [(იხ. ნარკომანია) და ბერძ. logos მოძღვრება] – მედიცინის


დარგი, რომლის საქმეცაა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ
ბრძოლა.

ნარკოლოგიურ-ი - ნარკოლოგიასთან დაკავშირებული. მაგ., ნ. დისპანსერი,


ნ. მკურნალობა.

ნარკომან-ი - ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანი.

ნარკომანია [ბერძ. Narkosis გაშეშება და mania მისწრაფება; სიგიჟე] –


ნარკოტიკების ხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება.
ნარკოტიზაცია და ნარკოტიზება - (მედიც.). ნარკოზის მდგომარეობაში
მოქცევა.

ნარკოტიზატორ-ი - იგივეა, რაც ნარკოტიკი.

ნარკოტიკ-ი [ბერძ. Narkotikos გამაბრუებელი] – ნივთიერება, რომელსაც


მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და ძილისმომგვრელ საშუალებად .

ნარკოტიკულ-ი - ნარკოზის გამომწვევი. ნ. საშუალებანი - ნარკოტიკები.

ნაროდნიკებ-ი [რუს. Народники < Народ ხალხი] – (ისტ.). რუსეთის


ხალხოსნები.

ნარტა [რუს. Нарта (მრ.)] – გრძელი და ვიწრო მარხილი, რომელშიც აბამენ


ირმებს ან ძაღლებს; დიდი გამოყენება აქვს უკიდურეს ჩრდილოეთში.

ნასტიებ-ი [< ბერძ. Nastos გამკვრივებული] – (ბოტან.). ფოთლების, ყვავილის


ფურცლების და მცენარის სხვა ორგანოების გარკვეული მიმართულების არმქონე
მოძრაობანი გამღიზიანებლის (სინათლის, ტემპერატურის და სხვ.) ზემოქმედების
პასუხად.

ნასტურან-ი [ბერძ. ნასტოს გამკვრივებული და ლათ. ურანიუმ ურანი] –


ძლიერ რადიოაქტიური მინერალი, ურანინიტის სახესხვაობა, ერთ-ერთი
ძირითადი მადანი ურანის მისაღებად.

ნატო [ინგლ. NATO (შემოკლ.) < North Atlantic Treaty Organization -


ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია] – ამერიკის შეერთებული
შტატების, ინგლისისა და სხვა კაპიტალისტური სახელმწიფოების სამხედრო-
პოლიტიკური კავშირი, რომელიც მიმართულია სოციალისტური ქვეყნებისა და
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ; მისი შტაბ-ბინა
ბრიუსელშია.

ნატრ-ი: მწვავე ნატრი - იგივეა, რაც კაუსტიკური სოდა.

ნატრიუმ-ი [ლათ. Natrium] – ქიმიური ელემენტი, თეთრი ფერის რბილი


ტუტოვანი ლითონი. ნატრიუმის სულფიტი - გოგირდოვანი მინერალი; იყენებენ
ფოტოგრაფიაში (შედის გამამჟღავნებელი ხსნარის შემადგენლობაში).

ნატურა [ლათ. Natura] – 1. (მოძვ.). ბუნება. 2. ბუნებრივი, ცოცხალი ნიმუში,


რომელსაც ხატავენ, იღებენ და სხვ. 3. ბუნებრივი პირობები, ადგილი (პავილიონის
გარეშე), სადაც წარმოებს კინოგადაღება. 4. საქონელი, პროდუქტები და მისთ.
როგორც ფულის ნაცვლად გადასახდელი საშუალება. 5. (წიგნ.) ადამიანის
ხასიათი, ტემპერამენტი.

ნატურალიზაცია [< ლათ. Naturalis ბუნებრივი] – სახელმწიფოს მიერ


უცხოელის მიღება მოქალაქედ, ქვეშევრდომად; სხვა სახელმწიფოს
მოქალაქეობის მიღება.

ნატურალიზმ-ი [< ლათ. Naturalis ბუნებითი] – ბურჟუაზიულ ხელოვნებასა და


ლიტერატურაში: ანტირეალისტური მეთოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია
სინამდვილის ზერელე გამოხატვა, მხატვრული განზოგადების შეუფასებლობა და
უარის თქმა იმის სოციალურ-პოლიტიკურ, მორალურ და ესთეტიკურ შეფასებაზე,
რასაც იგი გამოხატავს.

ნატურალისტ-ი - 1. პირი, რომელიც ბუნებას სწავლობს; ბუნებისმეტყველი. 2.


ნატურალიზმის მიმდევარი.

ნატურალურ-ი - 1. ბუნებრივი. 2. რასაც ნატურით (მნიშვ. 4) იხდიან.


ნატურალური რიცხვები - (მათემ.). მთელი დადებითი რიცხვები: 1, 2, 3, 4, 5 და ა. შ.

ნატურალური მეურნეობა - მეურნეობა, სადაც პროდუქტებს აწარმოებენ


პირადი მოხმარებისათვის და არა გასაყიდად.

ნატურმორტ-ი [ფრანგ. Nature morte] – ნახატი, სურათი, რომელზედაც


გამოსახულია უსულო საგნები: ყვავილები, ხილი, ნანადირევი, გაწყობილი სუფრა
და სხვ.

ნატურულ-ი 1. ნატურიდან ხატვასთან დაკავშირებული. 2. პავილიონის (იხ.


პავილიონი, მნიშვ. 3) გარეშე წარმოებული (კინოგადაღება).

ნატურფილოსოფია [გერმ. Naturphilosophie] – ბუნების ფილოსოფია;


მოძღვრება, რომელიც ცდილობდა ბუნების შესახებ ცოდნის დასრულებული
სისტემა მოეცა ფილოსოფიის განყენებულ პრინციპებზე (და არა ცდისეულ
მეცნიერებათა გამოკვლევებზე) დამყარებით; განსაკუთრებული განვითარება
ჰპოვა მე-16 - 18 სს.

ნატურფილოსოფოს-ი - ნატურფილოსოფიის მიმდევარი.

ნაუს-ი [არაბ. Naus აკლდამა, სარკოფაგი] – 1. არაბულენოვანი ავტორების


შრომებში: არამუსლიმანური ხალხების სამარხი ნაგებობანი შუა და წინა აზიაში. 2.
საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნეობისა და არქეოლოგიურ ლიტერატურაში: თიხის
ან ქვის აკლდამები, რომლებსაც ზოროასტრის მიმდევრები აგებდნენ.

ნაუტილუს-ი [ბერძ. Nautilus პატარა გემი] – (ზოოლ.). ერთგვარი თავფეხიანი


მოლუსკების სახელწოდება; ეს მოლუსკები იცის ინდოეთის ოკეანეში.

ნაუტოფონ-ი [ბერძ. Nautes მეზღვაური და plone ბგერა] – (ზღვ.). შუქურაზე


გამართული ელექტროაკუსტიკური აპარატი გემებისათვის მკვეთრი ხმოვანი
სიგნალის მისაცემად ნისლის ან ღრუბლიანი ამინდის დროს.

ნაფთალინ-ი [< ბერძ. Naphtha ნავთობი] – თეთრი კრისტალური ნივთიერება


მძაფრი სუნისა; იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში, აგრეთვე შალეულის ან
ბეწვეულის დასაცავად ჩრჩილისაგან.

ნაფთიზინ-ი - სამკურნალო პრეპარატი, სისხლძარღვების შემავიწროებელი;


იყენებენ ცხვირში ჩასაწვეთებლად სურდოს და ზოგი სხვა ალერგიული
დაავადების დროს.

ნაფთოლ-ი [ბერძ. Naphtha ნავთობი და ol(eum) ზეთი] – ქიმიური ნაერთი,


რომელსაც იღებენ ნაფთალინისაგან; იყენებენ საღებრების წარმოებაში.
ნაცია [ლათ. Natio] – (მოძვ.). ერი.

ნაციზმ-ი - გერმანული ფაშიზმი.

ნაციონალიზაცია [ფრანგ. Nationalisation] – და ნაციონალიზება - კერძო


საკუთრების (მიწის, მსხვილი წარმოების, სახალხო მეურნეობის ცალკეული
დარგების) უსასყიდლოდ გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად.

ნაციონალიზმ-ი - 1. რეაქციული ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული


იდეოლოგია და პოლიტიკა, რომლის მიზანია ეროვნული შუღლის გაღვივება და
ერთი ეროვნების წაკიდება სხვა ეროვნებასთან. 2. მოძრაობა დამონებულ
ქვეყნებში უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ - ეროვნული
დამოუკიდებლობისათვის.

ნაციონალისტ-ი - 1. ნაციონალიზმის (მნიშვ. 1) მიმდევარი. 2. ნაციონალიზმის


(მნიშვ. 2) მომხრე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე.

ნაციონალურ-ი - ეროვნული.

ნაცისტ-ი - ნაციზმის მიმდევარი; გერმანიის ფაშისტური („ნაციონალ-


სოციალისტური») პარტიის წევრი.

ნეანდერტალელ-ი ადამიანი - თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი ;


ცხოვრობდა ადრინდელ და შუა პალეოლითში [ხეობა Neandertal-ის სახელის
მიხედვით (გერმანიაში, ქ. დიუსელდორფის ახლოს), სადაც 1856 წ. პირველად
აღმოაჩინეს ასეთი ადამიანის ჩონჩხის ნაწილები] –.

ნებულა [ლათ. Nebula ნისლი] – ჰოპოთეზური ქიმიური ელემენტი, რომელიც


ეგულებოდათ აიროვანი ნისლეულების შემადგენლობაში.

ნებულარულ-ი [< ლათ. Nebula ნისლი] – ნისლთან, ნისლოვანებასთან


დაკავშირებული. ნებულარული ჰიპოთეზა - კანტ-ლაპლასის (ძველი)
კოსმოგონიური ჰიპოთეზა, რომელიც დედამიწისა და სხვა პლანეტების
წარმოქმნას გულისხმობს გაუხშოებული ნისლოვანებისაგან.

ნეგატივ-ი [ლათ. Negativus უარყოფითი] – შუქმგრძნობიარე ფირზე ან


ფირფიტაზე გადაღებული საგნის უკუღმა გამოსახულება, რომელზედაც თეთრი
ნაწილები შავადაა გამოსახული და შავი კი - თეთრად; თვით ფირი ან ფირფიტა,
რომელზედაც მიღებულია ასეთი გამოსახულება.

ნეგატივიზმ-ი [< ლათ. Negativus უარყოფითი] – (მედიც.). ფსიქიკურად


დაავადებული ადამიანის უაზრო წინააღმდეგობა ყოველგვარი გარეშე
ზემოქმედებისადმი.

ნეგატიურ-ი - 1. ნეგატივთან დაკავშირებული. 2. უარყოფითი (საპირისპ.


პოზიტიური).

ნეგატოსკოპ-ი [ნეგატ(ივი) და ბერძ. skopeo ვუყურებ] – აპარატი


რენტგენოგრამების (რენტგენით გადაღებული სურათების) გასასინჯად .

ნეგლიჟე [ფრანგ. Négligé] – საშინაოდ, შილიფად ჩაცმული.


ნეგოციანტ-ი [ლათ. Negotians (Negotiantis)] – დიდი ვაჭარი, რომელიც ბითუმად
ვაჭრობას აწარმოებს უპირატესად უცხო ქვეყნებში; სოვდაგარი.

ნეგრიტოსებ-ი [ესპ. Negritos (კნინ.) < negro ზანგი] – (ანთროპ.). საერთო


სახელწოდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა,
რომლებიც ნეგროიდულ რასას (იხ. ნეგროიდები) განეკუთვნებიან.

ნეგროიდებ-ი [ესპ. Negro შავი და ბერძ. eidos სახე] – (ანთროპ.). შავკანიანთა


რასის წარმომადგენლები.

ნეგუს-ი [ეთიოპ. Negus Negesti მეფეთა მეფე] – ეთიოპიის (აბისინიის)


იმპერატორების ტიტული (მე-19 ს.-ის დასასრულსა და მე-20 ს.-ის დასაწყისში).

ნევმებ-ი [გვიანდ. ლათ. Neuma (მხ.) < ბერძ. pneuma სუნთქვა] – ძველი სანოტო
ნიშნები; იყენებდნენ შუა საუკუნეების დასაწყისში ევროპის მუსიკალურ
ხელოვნებაში, განსაკუთრებით კათოლიკურ საგალობლებში.

ნევრალგია [ბერძ. Neuron ნერვი და algos ტკივილი] – რაიმე ნერვის ტკივილი,


რომელიც ვითარდება ამ ნერვისა და მისი გარსის დასნებოვნების ან ანთების
შედეგად.

ნევრასთენია [ბერძ. Neuron ნერვი და astheneia სისუსტე] – ნერვული სისტემის


მოშლილობა.

ნევრასთენიკ-ი - ნევრასთენიით შეპყრობილი ადამიანი.ნევრილემა [ბერძ.


ნეურონ ნერვი და ლემმა კანი, გარსი] – ნერვული ბოჭკოების გარსი.

ნევრინომა [ბერძ. Neuron ნერვი, is(inos) ხოჭკო და oma (დაბოლოება,


რომელიც სიმსივნეებს აღნიშნავს)] – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
გამოდის ნერვული ღეროების გარსებიდან; ყველაზე ხშირია სასმენ ნერვში.

ნევრიტ-ი [< ბერძ. Neuron ნერვი] – 1. (მედიც.). ნერვის ანთება. 2. (ანატ.).


ნერვული უჯრედის დანამატი, რომელიც ნერვულ იმპულსს ატარებს უჯრედის
სხეულიდან პერიფერიისაკენ; აქსონი (შდრ. დენდრიტი, მნიშვ. 3).

ნევრო- [< ბერძ. Neuron ნერვი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს ნერვულს. მაგ., ნევროპათია.

ნევროგლია - იხ. ნეიროგლია.

ნევროზ-ი [< ბერძ. Neuron ნერვი] – (მედიც.). ცენტრალური ნერვული სისტემის


დაავადება, რომელსაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა,
ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა და სხვ.

ნევროლოგ-ი - ნევროლოგიის სპეციალისტი.

ნევროლოგია [ბერძ. Neuron ნერვი და logos მოძღვრება] – მეცნიერება,


რომელიც სწავლობს ნერვულ სისტემას და მის დაავადებებს.

ნევრომა [< ბერძ. Neuron ნერვი] – (მედიც.). სიმსივნე, რომელიც უპირატესად


შედგება ნერვული ქსოვილისაგან.
ნევრონ-ი [< ბერძ. Neuron ნერვი] – ნერვული უჯრედი მისგან გამომავალი
ყველა დანამატითურთ.

ნევროპათ-ი - ნევროპათიით შეპყრობილი ადამიანი.

ნევროპათია [ბერძ. Neuron ნერვი და pathos ტანჯვა] – (მედიც.). საერთო


სახელწოდება ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის მოშლილობისა.

ნევროპათოლოგ-ი - ნევროპათოლოგიის სპეციალისტი ექიმი.

ნევროპათოლოგია [ბერძ. Neuron ნერვი, pathos ტანჯვა და logos მოძღვრება] –


მეცნიერება ნერვული სისტემის დაავადებათა შესახებ.

ნევროფიბრილებ-ი - იხ. ნეიროფიბრილები.

ნეიზილბერ-ი - (უმართებ.). იხ. ნოიზილბერი.

ნეილონ-ი - იხ. ნაილონი.

ნეირიტ-ი - (ანატ.). იხ. ნევრიტი (მნიშვ. 2).

ნეირო- [< ბერძ. Neuron ნერვი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; იგივეა, რაც ნევრო-. მაგ., ნეიროქირურგია.

ნეირობიონიკა - ბიონიკის ერთ-ერთი მიმართულება.

ნეიროგლია [ბერძ. Neuron ნერვი და glia წებო] – ცენტრალურ ნერვულ


სისტემაში: ქსოვილი, რომლითაც შევსებულია სივრცე ნერვულ უჯრედებსა, მათ
დანამატებსა და სისხლძარღვებს შორის (სინონ. გლია).

ნეიროლოგია - იგივეა, რაც ნევროლოგია.

ნეირონ-ი - იგივეა, რაც ნევრონი.

ნეიროსეკრეტებ-ი [ბერძ. Neuron ნერვი და ლათ. secrttus (იხ. სეკრეტი1)] –


(ფიზიოლ.) იგივეა, რაც ნეიროჰორმონები.

ნეიროსეკრეცია [ბერძ. Neuron ნერვი და ლათ. secrttio (იხ. სეკრეცია)] –


(ფიზიოლ.). ნერვული უჯრედების თვისება - წარმოქმნან ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებანი - ნეიროსეკრეტები ანუ ნეიროჰორმონები.

ნეიროფიბრილებ-ი [ბერძ. Neuron ნერვი და ლათ. fibrilla პაწაწა ბოჭკო] –


ნერვული უჯრედებისა (ნეირონებისა) და მათი დანამატების უწვრილესი
(მიკროსკოპული) ბოჭკოები.

ნეიროფიზიოლოგია - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის


ნერვული სისტემის ფუნქციებს.

ნეიროფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის


ფსიქიკური პროცესების ტვინისმიერ საფუძველს და მათ კავშირს თავის ტვინის
ცალკეულ სისტემებთან.
ნეიროქიმია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნერვული ქსოვილის
ქიმიურ შემადგენლობასა და მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის
თავისებურებებს.

ნეიროქირურგ-ი - ნეიროქირურგიის სპეციალისტი ექიმი.

ნეიროქირურგია - ქირურგიის დარგი - ცენტრალური და პერიფერიული


ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობა.

ნეიროჰორმონებ-ი [ბერძ. Neuron ნერვი და hormon (იხ. ჰორმონი)] –


ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი, რომლებსაც გამოიმუშავებენ
განსაკუთრებული ნეირონები (სინონ. ნეიროსეკრეტები).

ნეირულა [გვიანდ. ლათ. Neurula (კნინ. < ბერძ. Neuron ნერვი)] – (ბიოლ.).
ქორდიანი ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახოვანი განვითარების სტადია,
გასტრულის მომდევნო.

ნეისტონ-ი [<ბერძ. Neustos მცურავი] – ერთობლიობა ორგანიზმებისა,


რომლებიც მიმაგრებული არიან წყლის ზედაპირულ აფსკაზე და ისე მოძრაობენ;
ასეთებია: უმარტივესი ერთუჯრედიანი წყალმცენარეები, წყლისმზომელა
ბაღლინჯოები, ბზრიალა ხოჭოები, კოღოს მატლები და სხვ.

ნეიტრალიზაცია და ნეიტრალიზება - 1. ნეიტრალურად (იხ. ნეიტრალური,


მნიშვ. 1. 2) ქცევა, ნეიტრალურად გამოცხადება რაიმე ტერიტორიისა. 2. ვისიმე ან
რისამე ძალის გავლენის შეკვეცა, მოსპობა. 3. მჟავას და ტუტის
ურთიერთმოქმედების ქიმიური რეაქცია, რის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს
არა აქვს არც მჟავას, არც ტუტის თვისებები.

ნეიტრალიტეტ-ი [გერმ. Neutralität] – საერთაშორისო სამართალში


სახელმწიფოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც იგი არ მონაწილეობს ომში და
მეომარი სახელმწიფოების მიმართ ერთნაირი პოზიცია უკავია.

ნეიტრალურ-ი [ლათ. Neutralis საშუალო] – 1. ისეთი (სახელმწიფო), რომელიც


ნეიტრალიტეტს იცავს მეომარ მხარეთა მიმართ. 2. ისეთი (ქვეყანა, ტერიტორია),
სადაც საერთაშორისო შეთანხმებით არ შეიძლება ომის წარმოება, სამხედრო
ძალების განლაგება. 3. ვინც არ ემხრობა არც ერთ მხარეს (დავაში, ბრძოლაში და
მისთ.). 4. ისეთი (ნივთიერება, წამალი), რომელიც არც რგებს, არც ვნებს
ორგანიზმს. 5. (ქიმ.). რაც არ იძლევა არც ტუტის, არც მჟავას დამახასიათებელ
რეაქციას.

ნეიტრინო [იტალ. Neutrino (კნინ.) < Neutrone ნეიტრონი] – (ფიზ.).


ელექტრულად ნეიტრალური ელემენტარული ნაწილაკი, რომლის უძრაობის მასა
გაცილებით ნაკლებია ელექტრონის მასაზე (შესაძლოა უდრის ნულს);
განეკუთვნება ლეპტონების ჯგუფს.

ნეიტრინულ-ი ასტრონომია - ასტრონომიის ნაწილი, რომელიც


დაკავშირებულია დედამიწის გარეშე წყაროებიდან წარმოშობილი ნეიტრინოთა
ნაკადების ძებნასა და გამოკვლევასთან; შეიქმნა მე-20 ს.-ის 60-იან წლებში.
ნეიტრონ-ი [ინგლ. Neutron < ლათ. Neutrum არც ერთი, არც მეორე] – (ფიზ.).
ატომის ბირთვში შემავალი ნაწილაკი, რომელსაც არა აქვს ელექტრული მუხტი.

ნეიტრონოგრაფია [ინგლ. Neutron ნეიტრონი და ბერძ. grapho ვწერ] – (ფიზ.).


კრისტალებისა და სითხეების მოლეკულათა აგებულების შესწავლის მეთოდი
ნეიტრონების საშუალებით.

ნეიტროფილებ-ი [ლათ. Neutrum - არც ერთი, არც მეორე და ბერძ. Philes


მიყვარს] – ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სისხლის თეთრი უჯრედების
(ლეიკოციტების) ერთ-ერთი ფორმა (სინონ. მიკროფაგები).

ნეკროგიოზ-ი [ბერძ. Nekros მკვდარი და Bios სიცოცხლე] – (ბიოლ.). უჯრედის


ან ქსოვილის ნელი კვდომის პროცესი.

ნეკროზ-ი [< ბერძ. Nekros მკვდარი] – (ბიოლ.). უჯრედთა ჯგუფის, მთელი


ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა ცოცხალ ორგანიზმში.

ნეკროლატრია [ბერძ. Nekrolatreia] – გარდაცვლილთა გაღმერთება.

ნეკროლოგ-ი [ბერძ. Nekros მკვდარი და logos სიტყვა] – ვისიმე


გარდაცვალების გამო

გამოქვეყნებული წერილი, სტატია, რომელიც შეიცავს ცნობებს


მიცვალებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ნეკრომანტია [ბერძ. Nekros მკვდარი და manteia მკითხაობა,


წინასწარმეტყველება] – ძველად საბერძნეთში, რომში და ზოგ სხვა ქვეყანაში
მკითხაობა გვამებზე (ან მკვდრების სულის გამოძახების გზით).

ნეკროპოლ-ი [ბერძ. Nekros მკვდარი და polis ქალაქი] – ძველი


აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ანტიკურ სამყაროში: სასაფლაო, სამარხი.

ნელსონ-ი [ინგლ. Nelson] – (სპორტ.). კლასიკურ ჭიდაობაში: ერთ-ერთი


ილეთი - უკანიდან მოწინააღმდეგის იღლიებს ქვეშ ხელების ამოტარება და მათი
კისერზე შემოჭდობა.

ნემატოდებ-ი [< ბერძ. Nema (Nematos) ძაფი] – მრგვალი ჭიები, რომელთა


უმეტესობა პარაზიტებია (ასკარიდები, ანკილოსტომები, ტრიქინები და სხვ.);
ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყალსაცავებსა და ნიადაგში (5. 000-მდე სახისაა).

ნემატოციდებ-ი და ნემატიციდებ-ი [(იხ. ნემატოდები) და ლათ. Caedo ვკლავ,


ვსპობ] – ქიმიური ნივთიერებანი მავნებელი, მცენარისმჭამელი ნემატოდების
მოსასპობად.

ნემერტინებ-ი - უხერხემლო ცხოველების ტიპი: ზოგჯერ განიხილავენ


როგორც უდაბლესი ჭიების ქვეტიპს; ნ. ბინადრობენ უპირატესად ზღვის ფსკერზე
[ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ნერეიდის Nდმერტდს-ის სახელის
მიხედვით] –.

ნემესიდა და ნემეზიდა [ბერძ. Nemesis] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში:


შურისძიების ქალღმერთი. 2. (გადატ.). შურისძიება.
ნენია [ლათ. Nenia მიცვალებულის დატირება] – ბევრ ხალხში: საგალობელი,
რომელსაც მიცვალებულის ნათესავები (უპირატესად ქალები) ან სპეციალური
მოტირლები (როგორც მამაკაცები, ისე ქალები) მღერიან დასაფლავების დროს .

ნეო- [< ბერძ. Neos ახალი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;
ნიშნავს ახალს. მაგ., ნეოლითი. ნეორეალიზმი.

ნეოანთროპებ-ი [ბერძ. Neos ახალი და anthropos ადამიანი] – თანამედროვე


სახის ადამიანთა (როგორც განათხართა, ისე დღეს მცხოვრებთა)
განზოგადებული სახელი (შდრ. არქანთროპები, პალეოანთროპები).

ნეოგეა [ბერძ. Neos ახალი და ge მიწა, დედამიწა] – ხმელეთის


ზოოგეოგრაფიული დანაყოფი, რომელიც მოიცავს სამხრეთ და ცენტრალურ
ამერიკას (შდრ. არქტოგეა და ნოტოგეა).

ნეოგენ-ი [ბერძ. Neos ახალი და genos დაბადება, წარმოშობა] – (არქეოლ.).


დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის მეორე ნახევარი.

ნეოგველფიზმ-ი - ლიბერალურ-კათოლიკური მოძრაობა იტალიაში მე-19 ს.-


ის პირველ ნახევარში, რისორჯიმენტოს პერიოდში, რომელმაც აიტაცა შუა
საუკუნეების გველფების იდეა: პაპის ხელისუფლება - იტალიის დამცველი.

ნეოგლობალიზმ-ი [ბერძ. Neos ახალი და ფრანგ. global საერთო, მთლიანი,


გლობალური] – ამერ. შეერთ. შტატების იმპერიალისტური წრეების დოქტრინა -
გადააქციონ აზია - წყნარი ოკეანის რეგიონი საბჭოთა კავშირთან, სხვა
სოციალისტურ ქვეყნებთან და ეროვნული განთავისუფლების ძალებთან
სამხედრო-პოლიტიკური კონფრონტაციის კიდევ ერთ ასპარეზად.

ნეოდარვინიზმ-ი - იგივეა, რაც ვაისმანიზმი.

ნეოდიმ-ი [ბერძ. Neos ახალი და (di)dimos ორმაგი] – ქიმიური ელემენტი,


მოვერცხლისფრო თეთრი ლითონი, რომლის ნაერთებს იყენებენ მინისა და
ფაიფურის წარმოებაში და სხვ.

ნეოთომიზმ-ი - ფილოსოფიური სკოლა კათოლიციზმში - თომიზმის


თანამედროვე ეტაპი; 1879 წლიდან ოფიციალურად არის აღიარებული ვატიკანის
მიერ.

ნეოიმპრესიონიზმ-ი [ფრანგ. Néoimpressionisme] – მიმდინარეობა ფერწერაში;


წარმოიშვა საფრანგეთში დაახლოებით 1885 წ. (მთავარი წარმომადგენლები: ჟ.
სერა და პ. სინიაკი) და გავრცელდა ბელგიაში, იტალიაში იმპრესიონიზმის
ტენდენციებმა.

ნეოკანტიანელობა - იდეალისტური ფილოსოფიის მიმდინარეობა მე-19 ს.-ის


ბოლოს და მე-20 ს.-ის პირველ მესამედში; ცდილობდა ფილოსოფიის ძირითადი
პრობლემები გაეაზრებინა კანტის მოძღვრების განახლებული ინტერპრეტაციის
საფუძველზ
ნეოკოლონიალიზმ-ი - იმპერიალისტური ქვეყნების კოლონიური პოლიტიკის
ახალი ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობა იმპერიალიზმის კოლონიური
სისტემის მარცხის პირობებში.

ნეოლამარკიზმ-ი - ერთობლიობა ევოლუციური მოძღვრების სხვადასხვა


მიმართულებისა, რომლებიც შეიქმნა მე-19 ს.-ის მეორე ნახევარში და პრეტენზიას
აცხადებს ლამარკიზმის ამა თუ იმ დებულების განვითარებაზე; ნ.-ის
წარმომადგენელთა უმეტესობა ან არსებითად ჩამოსცილდა ლამარკის
მოძღვრებას, ან არადა გააყალბა იგი.

ნეოლით-ი [ბერძ. Neos ახალი და lithos ქვა] – (არქეოლ.). ახალი ქვის ხანა;
ქვის ხანის უკანასკნელი ეპოქა.

ნეოლოგიზმ-ი [ბერძ. Neos ახალი და logos სიტყვა] – (ლინგვ.). ენაში ახლად


გაჩენილი სიტყვა ან გამოთქმა.

ნეონ-ი [< ბერძ. Neos ახალი] – ქიმიური ელემენტი, უფერო და უსუნო გაზი;
იყენებენ სასიგნალო და სარეკლამო გასანათებელი ხელსაწყოების გასავსებად .

ნეონტოლოგია [ბერძ. Neos ახალი, on(ontos) არსება და logos მოძღვრება] –


ბიოლოგიურ მეცნიერებათა კომპლექსი, რომლებიც შეისწავლის თანამედროვე
ორგანულ სამყაროს (ამჟამად მცხოვრებ ორგანიზმებს). შდრ. პალეონტოლოგია .

ნეოპლატონიზმ-ი - ანტიკური ფილოსოფიის იდეალისტური მიმართულება


(მე-3 - 6 სს.), რომელიც მიზნად ისახავდა პლატონის ფილოსოფიის
წინააღმდეგობრივი ელემენტების სისტემატიზაციას და მათ შეერთებას
არისტოტელეს მთელ რიგ იდეებთან; დამაარსებელია პლოტინე (204-270 წწ.).

ნეოპოზიტივიზმ-ი - მე-20 ს.-ის ბურჟუაზიული ფილოსოფიის ერთ-ერთი


ძირითადი მიმართულება; წარმოადგენს პოზიტივიზმის თანამედროვე ფორმას .

ნეორეალიზმ-ი - 1. მიმართულება თანამედროვე ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში


- იდეალიზმის ერთ-ერთი სახესხვაობა. 2. მიმართულება იტალიის კინოსა და
ლიტერატურაში მე-20 ს.-ის 40-50-იან წლებში, რეალიზმის ახალი ფორმა,
რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიფაშისტური და
დემოკრატიული ეროვნული ხელოვნებისათვის ბრძოლაში.

ნეოსქოლასტიკა - ერთობლიობა თანამედროვე კათოლიკური ფილოსოფიის


სხვადასხვა მიმდინარეობისა, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ შუა საუკუნეების
სქოლასტიკა, განსაკუთრებით თომა აკვინელის მოძღვრება; წარმოიშვა მე-19 ს.-ის
დასაწყისში.

ნეოტენია [ფრანგ. Néoténie < ბერძ.] – (ბიოლ.). ზოგი ორგანიზმის უნარი


სქესობრივ სიმწიფეს მიაღწიოს და გამრავლდეს განვითარების ადრეულ
საფეხურზე; ახასიათებს წყალხმელეთების, ფეხსახსრიანების, ჭიების ნაწილს,
აგრეთვე ბევრ მცენარეს.

ნეოტექტონიკა - ტექტონიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის დედამიწის


ნეოგენის და ანთროპოგენისდროინდელ ტექტონიკურ მოძრაობას; ეს მოძრაობა
განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს თანამედროვე რელიეფის წარმოქმნაში.
ნეოფაშიზმ-ი - თანამედროვე მემარჯვენე რადიკალური მოძრაობა ზოგ
კაპიტალისტურ ქვეყანაში; მისი მონაწილეები წარმოადგენენ პოლიტიკურ და
იდეურ მემკვიდრეებს მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წწ.) შემდეგ დაშლილი
ფაშისტური ორგანიზაციებისას.

ნეოფიტ-ი [ბერძ. Neophytos] – 1. რაიმე რელიგიის ახალი მიმდევარი; ახლად


რჯულმიღებული. 2. (გადატ.). რაიმე მოძღვრების, საზოგადოებრივი მოძრაობის
და მისთ. ახალი მიმდევარი.

ნეოფობია [ბერძ. Neos ახალი და phobos შიში] – (წიგნ.). შიში ყოველგვარი


სიახლისა.

ნეოცერატოდუს-ი [ბერძ. Neos ახალი, keras (kearatos) რქა და odus კბილი] –


ავსტრალიური თევზი, რომელიც სუნთქავს ლაყუჩებითაც და ფილტვებითაც
(ორმაგად მსუნთქავი); სხვანაირად: რქაკბილა.

ნეოჰეგელიანელობა - მე-19 - 20 სს.-ის იდეალისტური ფილოსოფიის


მიმდინარეობა; ცდილობდა შეექმნა მთლიანი მსოფლმხედველობა ჰეგელის
ფილოსოფიის განახლებული ინტერპრეტაციის საფუძველზე.

ნეპმან-ი [რუს. НЭП (შემოკლება სიტყვებისა Новая экономическая политика -


ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) და გერმ. Mann ადამიანი] – ახალი ეკონომიკური
პოლიტიკის პირველ პერიოდში: კერძო მეწარმე, ვაჭარი, სპეკულანტი.

ნეპოტიზმ-ი [< ლათ. Nepos (Nepotis) შვილიშვილი, შთამომავალი] – 1. რომის


პაპების მიერ შემოსავლიან ან გავლენიან თანამდებობათა დარიგება თავიანთი
ნათესავებისათვის. 2. (გადატ.). თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი
ნათესავების, ახლობლების მფარველობა; „ნათლიმამობა», „მამიდაშვილობა».

ნეპტუნ-ი [ლათ. Neptunus] – 1.რომაულ მითოლოგიაში: ზღვის ღმერთი


(ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება პოსეიდონი). 2. მზიდან რიგით მერვე
დიდი პლანეტა მზის სისტემისა.

ნეპტუნიზმ-ი - გეოლოგიური მოძღვრება ქანების (მათ შორის - ამოფრქვეული


ქანების) წარმოშობის შესახებ წყლიდან დალექვის გზით; გავრცელებული იყო მე-
18 ს.-ის ბოლოს - მე-19 ს.-ის დასაწყისში; ნეპტუნისტებსა და პლუტონისტებს (იხ.
პლუტონიზმი) შორის წარმოებული დისკუსიის შედეგად ნ.-მა დაკარგა
მნიშვნელობა [რომაული მითოლოგიის ზღვის ღმერთის - ნეპტუნის - სახელის
მიხედვით] –.

ნეპტუნიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება


აქტინიდებს; ხელოვნურად მიიღეს 1940 წ.; უმნიშვნელო რაოდენობით შედის
ურანის მადანში; რადიოაქტიური დაშლის შედეგად გადაიქცევა პლუტონიუმად
[პლანეტა ნეპტუნის სახელის მიხედვით] –.

ნერეიდა - პლანეტა ნეპტუნის თანამგზავრი; ერთადერთი თანამგზავრი მზის


სისტემაში, რომელსაც ძლიერ წაგრძელებული ორბიტა აქვს; აღმოაჩინა
ამერიკელმა ასტრონომმა ჯ. ჰ. კოიპერმა 1949 წ. [ბერძნული მითოლოგიის
ნერეიდების სახელის მიხედვით] –.
ნერეიდებ-ი [ბერძ. Nereis (Nereidos)] – ბერძნულ მითოლოგიაში: ზღვის
ნიმფები, ზღვის ღვთაებანი (ნერვესის ქალიშვილები).

ნერვ-ი [ლათ. Nervus] – 1. წარმონაქმნი ადამიანისა და ცხოველის


ორგანიზმში; წარმოადგენს ბოჭკოების ერთობლიობას, რომელიც გაღიზიანებას
გადასცემს პერიფერიიდან თავისა და ზურგის ტვინს ან თავისა და ზურგის
ტვინიდან - პერიფერიას. 2. ნერვები (მრ.)- ასეთი წარმონაქმნების სისტემა,
რომლის მდგომარეობაზედაც არის დამოკიდებული ადამიანის საერთო
მდგომარეობა, ქცევა.

ნერვაცია [< ლათ. Nervus ნერვი, ძარღვი] – (ბოტან.). ძარღვების განაწილება,


განლაგება ფოთლებზე, ყვავილებზე, ნაყოფზე.

ნერვიურა [ფრანგ. Nervure] – 1. (არქიტ.). თაღის გამობურცული წიბო;


ნერვიურათა სისტემა ქმნის კარკასს; დამახასიათებელია გოტიკურ
ნაგებობათათვის. 2. თვითმფრინავის ფრთის დეტალი; წარმოადგენს წვრილ
მოღუნულ კოჭს, რომელიც მოთავსებულია ლონჟერონის პერპენდიკულარულად.

ნერვულ-ი - 1. ნერვებთან (იხ. ნერვი, მნიშვ. 1) დაკავშირებული. მაგ., ნერვული


სისტემა. 2. ნერვების გაღიზიანებით გამოწვეული. მაგ., ნერვული მდგომარეობა. 3.
ზედმეტად მგრძნობიარე, ადვილად აღგზნებადი, მეტად ფიცხი. მაგ., ნერვული
ადამიანი.

ნერიტულ-ი [< ბერძ. Nerites ზღვის მოლუსკი] – : ნერიტული ზონა - ზღვის


სანაპირო არე, რომელიც ვრცელდება საშუალოდ 200 მეტრ სიღრმემდე.
ნერიტული ნალექები - ნერიტული ზონის ნალექები (ნატეხი ქანები, ქვიშები,
კენჭნარები, ფსკერული ორგანიზმების ნარჩენები და სხვ.). ნერიტული ცხოველები
- წყლის სიზრქეში თავისუფლად მცურავი ზღვის ცხოველები, რომლებიც
ბინადრობენ სანაპირო წყლებში (განსხვავებით იმ ორგანიზმებისაგან, რომლებიც
გავრცელებული არიან გაშლილ ოკეანეში).

ნერპა [ფინ.] – სელაპის სახეობა; ბინადრობს არქტიკაში, ლადოგის ტბაში,


ბაიკალში, კასპიის ზღვაში და სხვ.

ნესესერ-ი [ფრანგ. Nécessaire] – 1. საგზაო ფუტლარი, რომელშიც ათავსებენ


თავის მოვლისათვის, ტუალეტისათვის საჭირო ნივთებს. 2. ხელსაქმისათვის, ჭრა-
კერვისათვის საჭირო წვრილ-წვრილი ნივთების შესანახი კოლოფი.

ნეტო [იტალ. Netto] – საქონლის წონა უჭურჭლოდ, შეუფუთავად; წმინდა წონა


(საპირისპ. ბრუტო).

ნეტო-ბალანს-ი [იტალ. Netto წმინდა და ფრანგ. balance (იხ. ბალანსი)] – 1.


საგარეო ვაჭრობაში: ექსპორტისა და იმპორტის თანასწორობა, თანაბრობა. 2.
ანგარიშწარმოებაში: სალდოს ბალანსი ბრუნვის ბალანსთან შეფარდებით.

ნეფელინ-ი [< ბერძ. Nephele ღრუბელი] – ღია ნაცრისფერი ან მომწვანო


მინერალი; იყენებენ სასუქების წარმოებაში და სხვ.
ნეფელომეტრ-ი [ბერძ. Nephele ღრუბელი და metreo ვზომავ] – ხელსაწყო
სითხეების (ემულსიების და სხვ.) ან კოლოიდური ხსნარების ამღვრეულობის
(მეტეოროლოგიაში- ნისლის სიმკვრივის) ხარისხის გასაზომად.

ნეფოსკოპ-ი [ბერძ. Nephos ღრუბელი და skopeo ვუყურებ] – ხელსაწყო,


რომლითაც განსაზღვრავენ ღრუბელთა მოძრაობის სიჩქარეს და მიმართულებას.

ნეფრ- და ნეფრო- [< ბერძ. Nephros თირკმელი] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს თირკმელთან დაკავშირებულს. მაგ., ნეფრიტი.
ნეფროლოგია.

ნეფრალგია [ბერძ. Nephros თირკმელი და algos ტანჯვა, ტკივილი] – (მედიც.).


თირკმლის ტკივილი კენჭოვანი დაავადების დროს.

ნეფრიდიებ-ი [< ბერძ. Nephros თირკმელი] – უხერხემლო ცხოველების


ორგანოები, რომლებითაც გარეთ გამოიყოფა, გამოიდევნება ნივთიერებათა
ცვლის მავნე პროდუქტები და ზოგჯერ სასქესო პროდუქტებიც.

ნეფრიტ-ი [< ბერძ. Nephros თირკმელი] – 1. (მედიც.). თირკმლების ანთება. 2.


მომწვანო ან თეთრი მინერალი; იყენებენ სხვადასხვა სამკაულის გასაკეთებლად .

ნეფროზ-ი [< ბერძ. Nephros თირკმელი] – ნეფროზული სინდრომის


მოძველებული სახელწოდება.

ნეფროზ-ნეფრიტ-ი [< ბერძ. Nephros თირკმელი] – მოძველებული ტერმინი;


აღნიშნავდა ნეფრიტისა და ნეფროზული სინდრომის შეხამებას.

ნეფროზულ-ი სინდრომი - თირკმლების დაავადება, რომლისთვისაც


დამახასიათებელია ცილოვან-ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და, ხშირად, შეშუპება
(ამ სახელწოდებამ მე-20 ს.-ის 50-იანი წლებიდან დაიკავა ტერმინ ნეფროზის
ადგილი).

ნეფროლითიაზ-ი [ბერძ. Nephros თირკმელი და lithos ქვა] – თირკმლების


ქრონიკული დაავადება - მათში კენჭების წარმოქმნა (სინონ. თირკმელკენჭოვანი
დაავადება).

ნეფროლოგია [ბერძ. Nephros თირკმელი და logos მოძღვრება] –მედიცინის


დარგი, რომელიც თირკმლების დაავადებას სწავლობს.

ნეფრომა [ბერძ. Nephros თირკმელი და oma (დაბოლოება, რომელიც


სიმსივნეს აღნიშნავს)] – თირკმლის პარენქიმის ნათელუჯრედოვანი კიბო.

ნეფრონ-ი [< ბერძ. Nephros თირკმელი] – ხერხემლიანი ცხოველებისა და


ადამიანის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული.

ნეფროპათია [ბერძ. Nephros თირკმელი და pathos ავადმყოფობა, ტანჯვა] –


თირკმლების სხვადასხვა არაანთებითი დაავადების სახელწოდება.

ნეფროპტოზ-ი [ბერძ. Nephros თირკმელი და ptosis დაწევა, დაცემა,


ჩამოვარდნა] – თირკმლის დაწევა; პათოლოგიურად მოძრავი თირკმელი.
ნეფროსკლეროზ-ი [ბერძ. Nephros თირკმელი და sklerosis (იხ. სკლეროზი)] –
თირკმლების დაზიანება ჰიპერტონიული დაავადების ბოლო სტადიაზე;
დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილის გადიდება; გადაიზრდება ხოლმე
ურემიაში.

ნექტარ-ი [ბერძ. Nektar] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ღმერთების სასმელი,


რომელიც უკვდავებას, მარადიულ სიახალგაზრდავესა და სილამაზეს ანიჭებს
მათ. 2. (პოეტ., გადატ.). სიამოვნების მომგვრელი, მეტისმეტად კარგი რამ. 3.
(ბოტან.). შაქროვანი წვენი, რომელსაც გამოყოფს ზოგი მცენარე.

ნექტონ-ი [< ბერძ. Nekton მცურავი, მოცურავე] – წყლის ცხოველები (ვეშაპები,


დელფინები, თევზები და თავფეხიანი მოლუსკები) ერთობლივ, რომელთაც
შეუძლიათ აქტიურად გადაადგილება, ცურვა დინების საწინააღმდეგო
მიმართულებით (დრ. პლანქტონი).

ნიაია [სანსკრ.] – ინდური ფილოსოფიის ერთ-ერთი ორთოდოქსული


სისტემა, ე. ი. ისეთი, რომელიც ცნობს ვედების (იხ. ვედა) ავტორიტეტს.

ნიაცინ-ი - იგივეა, რაც ნიკოტინმჟავა.

ნიგროზინ-ი [ფრანგ. Nigrosine < ლათ. Niger შავი] – ხელოვნური ორგანული


საღებავი მუქი ლურჯი ფერისა; იყენებენ ტყავის შესაღებავად და სხვ.

ნიგროლ-ი [ლათ. Niger შავი და ol(eum) ზეთი] – ავტომობილის, ტრაქტორის


და მისთ. ძრავას საზეთი ზეთი; იღებენ ნავთობის გადამუშავებით.

ნიელო [იტალ. Niello სევადი] – 1. ოქროზე ან ვერცხლზე ამოკვეთილი და


სევადით (ვერცხლის, სპილენძის, გოგირდისა და ბორაკის შავი შენადნობით)
ამოვსებული ნახატი. 2. ასეთი მოსევადების ტექნიკა.

ნივალურ-ი [< ლათ. Nivalis თოვლიანი, ცივი] – კლიმატოლოგიაში: დიდ


სიცივეებთან დაკავშირებული. ნივალური ჰავა- ისეთი ჰავა, რომლის დროსაც
თოვლი ჭარბად მოდის და ვერ ასწრებს დნობასა და აორთქლებას; იწვევს
მყინვარების წარმოქმნას (მაგ., ანტარქტიდაში, გრენლანდიაში).

ნივალური სარტყელი - მთების ყველაზე მაღალი ბუნებრივი სარტყელი,


რომელიც ჩვეულებრივ მოთავსებულია თოვლის საზღვარს ზევით (სხვანაირად:
მუდმივი თოვლის სარტყელი).

ნიველირ-ი [ფრანგ. Niveleur] – გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც


ნიველირებას ახდენენ.

ნიველირება [< ფრანგ. Niveler] – 1. (გეოდ.). დედამიწის ზედაპირის


წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის
დონესთან შედარებით. 2. (გადატ.). განსხვავების მოსპობა; გათანაბრება.

ნივოზ-ი [ფრანგ. Nivose < ლათ. Nivosus თოვლიანი] – (ისტ.). საფრანგეთის


რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მეოთხე თვე (21-23 დეკემბრიდან 19-
21 იანვრამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და მოქმედებდა 1806 წ.-მდე.
ნიკე [ბერძ. Nike] – ბერძნულ მითოლოგიაში: გამარჯვების ქალღმერთი;
გამოხატავდნენ ფრთებიანი ქალის სახით, რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას და
ხელში პალმის ტოტი უჭირავს (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება
ვიქტორია).

ნიკელ-ი [გერმ. Nickel] – 1. ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი


ძნელდნობადი ლითონი. 2. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე უწოდებენ
ხუთცენტიან მონეტას.

ნიკელინ-ი - 1. ნიკლის ერთ-ერთი მადანი, ნიკლის წითელი ალმადანი. 2.


სპილენძისა და ნიკლის შენადნობი.

ნიკოლ-ი [< საკუთ. სახ.] – ისლანდიური შპატისაგან დამზადებული პრიზმა;


იყენებენ სინათლის პოლარიზაციისათვის.

ნიკოტინ-ი [ფრანგ. Nicotine < საკუთ. სახ.] – ნარკოტიკული ნივთიერება,


რომელსაც შეიცავს თამბაქო.

ნიკოტინმჟავა - ვიტამინი PP; მოიპოვება ბრინჯისა და ხორბლის ქატოს


შემადგენლობაში, საფუარში, ღვიძლში და სხვ.; ადამიანის ორგანიზმში მისი
შემცირება იწვევს პელაგრის (ერთ-ერთი ავიტამინოზის) განვითარებას.

ნიმფალიდებ-ი [< ბერძ. Nymphe ნიმფა] – დღის პეპლების ოჯახი;


გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით კი ტროპიკებში.ნიმფებ-ი [ბერძ .
ნყმპჰდ] – ბერძნულ მითოლოგიაში: მეორეხარისხოვანი ქალღმერთები,
რომლებიც ბუნების ამა თუ იმ ძალას განასახიერებენ.

ნიმფეონ-ი [ბერძ. Nymphaion] – ანტიკურ არქიტექტურაში: ნიმფების


სახელობაზე აგებული ტაძარი.

ნიმფომანია [ბერძ. Nymphe ქალი და mania მისწრაფება; სიგიჟე] – (მედიც.).


ქალის ავადმყოფურად აწეული სქესობრივი აგზნებადობა.

ნიობიუმ-ი [ლათ. Niobium] – ქიმიური ელემენტი, მაგარი, ჭედადი


მონაცრისფრო ლითონი.

ნიპელ-ი [ინგლ. Nipple] – (ტექ.). ლითონის მილაკი, რომელსაც ორივე


ბოლოზე ხრახნი აქვს; იყენებენ მილების, მილსადენებისა და მისთ.
გადასაბმელად.

ნირვანა [სანსკრ. Nirvana გაქრობა] – ბუდისტების მისტიკური მოძღვრების


მიხედვით: უდიდესი ნეტარება, რომელსაც აღწევენ ადამიანური ზრუნვისა და
მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით.

ნისტაგმ-ი [ბერძ. Nystagmos თვლემა] – (მედიც.). თვალების უნებური სწრაფი


მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით (აქეთ-იქით, ზევით-ქვევით); შეინიშნება
ცენტრალური ნერვული სისტემის, შიგნითა ყურის (ლაბირინთის) ზოგიერთი
დაავადების დროს.
ნისტატინ-ი - სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი
ანტიბიოტიკების ჯგუფისა.

ნიტ-ი [< ლათ. Niteo ვბრწყინავ] – სინათლის სიკაშკაშის ერთეული; უდრის 10-
4 სტილბს.

ნიტრატებ-ი [< ბერძ. Nitron გვარჯილა] – (ქიმ.). აზოტმჟავას მარილები.

ნიტრილებ-ი - ორგანული ნაერთები, რომლებიც შეიცავენ აზოტს და


წარმოადგენენ სინილმჟავას წარმოებულებს; ზოგ მათგანს იყენებენ ხელოვნური
ფისების წარმოებაში.

ნიტრიტებ-ი - (ქიმ.). აზოტოვან მჟავათა მარილები.

ნიტრიფიკაცია [ლათ. Nitro(genium) აზოტი და facio ვაკეთებ] – (ქიმ.). ამიაკის


ჟანგვის პროცესი აზოტმჟავას მიღებამდე; მიმდინარეობს ნიადაგში
განსაკუთრებული ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად; უდიდესი მნიშვნელობა
აქვს მიწათმოქმედებისათვის.

ნიტრო- [< ბერძ. Nitron გვარჯილა] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს ამ სიტყვების კავშირს აზოტთან, აზოტმჟავასთან. მაგ.,
ნიტრობენზოლი. ნიტროგლიცერინი.ნიტრობაქტერია - მიკროორგანიზმი,
რომელიც ჟანგავს აზოტოვან მარილებსა და აზოტმჟავას მარილებს.

ნიტრობენზოლ-ი [ბერძ. Nitron გვარჯილა და ფრანგ. Benzol (იხ. ბენზოლი)] –


ორგანული ნაერთი არომატული რიგისა; აქვს მწარე ნუშის სუნი; ძალიან
შხამიანია; მიიღება ბენზოლზე აზოტმჟავას და გოგირდმჟავას მოქმედებით;
იყენებენ ანილინის და სხვ. წარმოებაში.

ნიტროგენ(იუმ)-ი [ლათ. Nitrogenium < ბერძ.] – აზოტის (ქიმიური ელემენტის)


ლათინური სახელწოდება; გამოიყენება მისი ნაერთების, მისი მონაწილეობით
მიმდინარე პროცესების და სხვ. სახელწოდებებში. მაგ., ნიტრატები,
ნიტრიფიკაცია.

ნიტროგლიცერინ-ი - თხევადი ზეთოვანი ნივთიერება, აზოტმჟავას და


გოგირდმჟავას ნაერთი გლიცერინთან; იყენებენ როგორც ფეთქებად
ნივთიერებას, აგრეთვე (უმცირესი დოზებით) როგორც სამკურნალო პრეპარატს -
სისხლძარღვების გასაფართოებლად.

ნიტრომეტრ-ი [ბერძ. Nitron აზოტმჟავას მარილი და metreo ვზომავ] –


ხელსაწყო აზოტის შემცველობის გასარკვევად მის ჟანგეულებში.

ნიტრონ-ი - ხელოვნური ბოჭკო, მატყლის შემცვლელი.

ნიტროფოს-ი და ნიტროფოსფატ-ი - აზოტ-ფოსფორის რთული მინერალური


სასუქი; უშვებენ გრანულების სახით; იყენებენ როგორც ძირითად სასუქს ყველა
კულტურისათვის.
ნიტროფოსკა - აზოტ-ფოსფორ-კალიუმის რთული მინერალური სასუქი;
უშვებენ გრანულების სახით; იყენებენ როგორც ძირითად სასუქს ყველა
კულტურისათვის.

ნიტროცელულოზა - ცელულოზის ნიტრატები (იხ. ნიტრატები).

ნიუ [ფრანგ. Nu - შიშველი] – ხელოვნებაში: შიშველი სხეულის გამოსახულება.

ნიუანს-ი [ფრანგ. Nuance] – სულ მცირე განსხვავება რამეში; რისამე ელფერი.

ნიუტონ-ი - ძალის ერთეული; უდრის იმ ძალას, რომელიც 1კგ. მასას


მიანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას [ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის (Newton,
1643-1727) სახელის მიხედვით] –.

ნიუფაუნდლენდ-ი [< გეოგრ. სახ.] – დიდი გრძელბეწვიანი სასამსახურო


ძაღლების ჯიში; იყენებენ მძიმე სათევზაო ბადის ნაპირზე გამოსათრევად,
წყალწაღებულთა გადასარჩენად და სხვ.

ნიქრომ-ი - ნიკლისა და ქრომის ცეცხლგამძლე შენადნობი; იყენებენ


ელექტროღუმლებისა და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გასახურებელი
ელემენტების დასამზადებლად.

ნიქსებ-ი [გერმ. Nixen] – ძველი გერმანელების მითოლოგიაში: წყლის


სულები.

ნიქტინასტია [ბერძ. Nyx (Nyktos) ღამე და (იხ. ნასტიები)] – (ბოტან.). უმაღლესი


მცენარეების ფოთლების, (ყვავილის) ფურცლების და სხვა ორგანოების
მოძრაობა, რომელიც განპირობებულია დღისა და ღამის მონაცვლეობით და
უპირატესად დამოკიდებულია ტემპერატურისა და სინათლის სადღეღამისო
ცვლილებებზე.

ნიღილიზმ-ი, ნიღილისტ-ი - (მოძვ.). იხ. ნიჰილიზმი, ნიჰილისტი.

ნიშ-ი [ფრანგ. Niche] – 1. (არქიტ.). კედელში შეღრმავებული სათავსი,


ჩვეულებრივ, რისამე (მაგ., ვაზის, ქანდაკების...) დასადგმელად. 2. (სამხ.).
ტრანშეებსა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებში: ტყვიებისა და ჭურვის
ნამსხვრევებისაგან დაცული ღრმული; ჩვეულებრივ განკუთვნილია მცირე
რაოდენობის ტყვია-წამლის შესანახად.

ნიცშეანელობა - იმპერიალიზმის ეპოქის რეაქციული, ფილოსოფიური


მიმართულება, რომელიც ქადაგებს უკიდურეს ინდივიდუალიზმს, „ზეკაცის»
კულტს; ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი წყარო [მე-19 ს.-ის გერმანელი
ფილოსოფოსის ფრ. ნიცშეს (Fr. Nietzsche) სახელის მიხედვით] –.

ნიძიუბასი [იაპ.] – იაპონიის იმპერატორის სასახლე.

ნიჰილიზმ-ი [< ლათ. Nihil არაფერი] – 1. ყველაფრის ხელაღებით უარყოფა,


საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობა. 2. მე-19 საუკ. მესამოცე
წლებში რუსეთში: რაზნოჩინული ინტელიგენციის (იხ. რაზნოჩინელები) წრეში
გაჩენილი მიმართულება, რომელიც უარყოფითად ეკიდებოდა თავადაზნაურული
საზოგადოების ტრადიციებს.

ნიჰილისტ-ი - ნიჰილიზმის მიმდევარი.

ნო [იაპ.] – მე-12 - 16 სს. იაპონური თეატრი, რომლისთვისაც


დამახასიათებელია მუდმივი პერსონაჟები და რომელსაც აუცილებლად ახლავს
გუნდი და ორკესტრი; როლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ; თანამედროვე
იაპონიაში აღდგენილია ნოს წარმოდგენები.

ნობელიუმ-ი - ხელოვნურად მიღებული ქიმიური ელემენტი აქტინიდების


ჯგუფისა; აღმოაჩინეს შვედმა მეცნიერებმა 1957 წ. [ეწოდა შვედი გამომგონებლისა
და მრეწველის ა. ნობელის (Nobel, 1833-1896 წწ.) - ცნობილი საერთაშორისო
პრემიების (ნობელის პრემიების) დამაარსებლის - პატივსაცემად] –.

ნობილებ-ი [< ლათ. Nobilis, დიდებული, კეთილშობილი] – 1. ძველ რომში:


დიდებულები, რომლებიც ნობილიტეტს ეკუთვნოდნენ. 2. ვენეციის რესპუბლიკაში
მე-8 - 18 სს.-ში: უმაღლესი წოდების პირნი. ნობილების გვარდია - რომის პაპის
საპატიო გვარდია.

ნობილიტეტ-ი [< ლათ. Nobilitas (Nobilitatis) დიდებულები] – ძველ რომში:


მონათმფლობელური კლასის მმართველი წოდება, რომელიც შედგებოდა
პატრიციებისა და მდიდარი პლებეებისაგან.

ნოვატორ-ი [ლათ. Novator განმაახლებელი] – ადამიანი, რომელსაც სიახლე


შეაქვს რაიმე დარგში.

ნოვაცია [გვიანდ. ლათ. Novatio განახლება, ცვლილება] – სამოქალაქო


სამართალში: მხარეების შეთანხმება მათ მიერ ნაკისრი ერთი ვალდებულების
მეორით შეცვლის შესახებ.

ნოველა1 [იტალ. Novella] – პატარა მოთხრობა.

ნოველა2 [< ლათ. Novellae leges ახალი კანონები] – (სამართ.). გვიანდელი


დანართი კანონისა, კანონთა კრებულისა, წესდებისა და მისთ.

ნოველისტ-ი - ნოველების (იხ. ნოველა1) ავტორი.

ნოვოკაინ-ი [ლათ. Novus ახალი და (ko)kaini] – კოკაინის შემცვლელი ქიმიური


პრეპარატი, ტკივილების გამაყუჩებელი და სამკურნალო საშუალება.

ნოზემატოზ-ი - ფუტკრის დაავადება ერთგვარი.

ნოზოგეოგრაფია (უფრო სწორია: ნოსოგეოგრაფია) [ბერძ. Nosos დაავადება


და გეოგრაფია] – სამედიცინო გეოგრაფიის (იხ. გეოგრაფია) დარგი, რომელიც
შეისწავლის ადამიანის ცალკეულ დაავადებათა და პათოლოგიურ
მდგომარეობათა გავრცელებას.

ნოზოლოგია და ნოსოლოგია [ბერძ. Nosos დაავადება და logos მოძღვრება] –


პათოლოგიის (იხ. პათოლოგია. მნიშვ. 1) ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი -
მოძღვრება დაავადებათა შესახებ.
ნოიზილბერ-ი [გერმ. Neusilber „ახალი ვერცხლი»] – სპილენძის, ნიკლისა და
თუთიის შენადნობი; ჰგავს ვერცხლს; იყენებენ ელექტროტექნიკაში (რელეს
ბრტყელი ზამბარების გასაკეთებლად), მოვერცხლილი ჭურჭლისა და მხატვრულ
ნაკეთობათა, ზუსტი და სამედიცინო ხელსაწყოების დასამზადებლად, აგრეთვე
მონეტების მოსაჭრელად.

ნოინ-ი [მონღ.] – (ისტ.). მონღოლების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების


გარკვეული ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი.

ნოკ-ი [ჰოლანდ. Nok] – რანჰოუტის ყოველგვარი ჰორიზონტალური ან


დახრილი ძელის დაბოლოება.

ნოკაუტ-ი [ინგლ. Knock-out] – (სპორტ.). კრივში: მდგომარეობა, როდესაც


მოკრივე მოწინააღმდეგის დარტყმისაგან ძირს არის დავარდნილი, 10 წამის
განმავლობაში ვერ დგება ბრძოლის გასაგრძელებლად და ითვლება
დამარცხებულად.

ნოკდაუნ-ი [ინგლ. Knock-down] – (სპორტ.). კრივში: მდგომარეობა, როდესაც


მოკრივე მოწინააღმდეგის დარტყმისაგან ძირს არის დავარდნილი, მაგრამ 10
წამის განმავლობაში შეუძლია ადგეს ბრძოლის გასაგრძელებლად.

ნოლ-ი - იხ. ნული.

ნომ-ი [ბერძ. Nomos] – 1. ძველ ეგვიპტეში: ოლქი. 2. თანამედროვე


საბერძნეთში: ადმინისტრაციული ერთეული.

ნომა [ბერძ. Nome წყლული] – სახის, პირის ღრუს, სასქესო ორგანოების და


სხვ. განგრენული ანთება; უპირატესად უჩნდებათ კვებადაქვეითებულ ბავშვებს
ინფექციურ დაავადებათა (წითელას, ქუნთრუშის, დიზენტერიის და მისთ.)
შედეგად.

ნომადებ-ი [ბერძ. Nomades] – მომთაბარე ტომების, ხალხების ძველი


ბერძნული სახელი.

ნომადიზმ-ი - (წიგნ.). მომთაბარეობა.

ნომარქოს-ი [ბერძ. Nomarches] – ძველ ეგვიპტეში: ნომის მმართველი.

ნომენკლატორ-ი [ლათ. Nomenclator] – 1. რომის პაპის მრჩეველი


კეთილმოწყალების საქმეებში - ქვრივოხრებისა და ობლების, საერთოდ, ყველა
ჩაგრულის ქომაგი. 2. ძველ რომში: მონა, რომლის მოვალეობაც იყო სცოდნოდა
და სათანადო დროს მოეხსენებინა თავისი ბატონისათვის მოქალაქეებისა და
სახლში მყოფი მონების სახელები, აგრეთვე, წარმოეთქვა სუფრაზე შემოსული
კერძების სახელები.

ნომენკლატურა [ლათ. Nomenclatura სია] – სია ტერმინთა და სახელწოდებათა,


რომლებიც იხმარება მეცნიერების, ხელოვნების, წარმოების და სხვათა ამა თუ იმ
დარგში.
ნომენკლატურულ-ი - ნომენკლატურასთან დაკავშირებული.
ნომენკლატურული მუშაკი - მუშაკი. რომელსაც პერსონალურად ნიშნავს ან
ამტკიცებს უმაღლესი ინსტანცია.

ნომერ-ი [ლათ. Numerus რიცხვი] – 1. ერთგვაროვანი საგნების რიგის


მაჩვენებელი რიცხვი (ხშირად წინ უძღვის ნიშანი ზ). 2. თამასა, იარლიყი, ჟეტონი,
რომელზედაც გამოსახულია რაიმე ციფრი (როგორც საბუთი, რეგისტრაციის
ნიშანი და მისთ.). 3. ცალკე ოთახი ან ბინა (სასტუმროში); ცალკე განყოფილება
(აბანოში). 4. რაიმე სანახაობის, (კონცერტის, წარმოდგენის და მისთ.) ნაწილი,
რომელიც ცალკე სრულდება. 5. გარკვეულ დროს (დღეს, თვეს...) გამოსული
გაზეთი ან ჟურნალი. მაგ., „კომუნისტის» ახალი ნ. 6. (საუბ.). ხრიკი, ოინი. მაგ., ეს
რა ნ. გააკეთა!? 7. (სამხ.). ქვემეხის, ტყვიამფრქვევისა და მისთ. გუნდის ჯარისკაცი.

ნომერატორ-ი - შტემპელი, რომლითაც ნომრავენ რასმე (მაგ., ბილეთებს).

ნომინალ-ი [< ლათ. Nominalis სახელობითი] – ღირებულება, რომელიც


აღნიშნულია ფასიან ქაღალდებზე, ქაღალდის ფულის ნიშნებზე, საქონელზე.

ნომინალიზმ-ი [< ლათ. Nomen (Nominis) სახელი, სახელწოდება] – შუა


საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში: მიმართულება, რომლის მიხედვითაც
ზოგადი ცნებები (ე. წ. უნივერსალიები) არის ადამიანის გონების მიერ შექმნილი
სახელები, ხოლო რეალურად არსებობენ მხოლოდ ცალკეული საგნები.

ნომინალისტებ-ი - ნომინალიზმის მიმდევრები.

ნომინალურ-ი [ლათ. Nominalis სახელობითი] – 1. რაც გამოხატულია ამა თუ იმ


ფულადი ღირებულებით, რაც აღნიშნულია რამეზე. მაგ., ნომინალური ფასი.
ნომინალური ხელფასი- ფულით გამოხატული ხელფასი (რეალურ ხელფასთან
შეპირისპირებით). 2. რასაც ან ვისაც მხოლოდ სახელი ჰქვია, მაგრამ არ
ასრულებს თავის დანიშნულებას, მოვალეობას. მაგ., ნომინალური რედაქტორი.

ნომინატივ-ი [ლათ. (Casus) Nominativus] – (გრამატ.). სახელობითი ბრუნვა.

ნომინატიურ-ი - (გრამატ.). სახელობით ბრუნვასთან დაკავშირებული. მაგ.,


წინადადების ნ. კონსტრუქცია.

ნომინაცია [ლათ. Nominatio] – სახელის დარქმევა; დასახელება.

ნომოგენეზ-ი [ბერძ. Nomos კანონი და genesis წარმოშობა, განვითარება] –


ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ორგანიზმების ევოლუცია ხდება შინაგან
კანონზომიერებათა საფუძველზე; წამოაყენეს იგი 1922 წ. და დაუპირისპირეს
დარვინიზმს (იხ., აგრეთვე, ორთოგენეზი).

ნომოგრამა [ბერძ. Nomos კანონი და gramma ნაწერი] – (მათემ.). გეომეტრიულ


სიდიდეთა გრაფიკი, რ ომელსაც იყენებენ სხვადასხვა გაანგარიშების დროს.

ნომოგრაფია [ბერძ. Nomos კანონი და grapho ვწერ] – მათემატიკის ნაწილი,


რომელიც აერთიანებს ნომოგრამების აგების თეორიასა და პრაქტიკულ
მეთოდებს.
ნომოკანონ-ი [ბერძ. Nomikanon] – მართლმადიდებელი ეკლესიის წესების
კრებული.

ნონა [ლათ. Nona (მდედრ.) მეცხრე] – 1. (მუს.). ცხრასაფეხურიანი ინტერვალი;


მუსიკალური გამის მეცხრე საფეხური. 2. (ლიტ.). ცხრასტრიქონიანი სტროფი.

ნონებ-ი [ლათ. Nonae < nonus მეცხრე, ე. ი. მეცხრე დღე იდებამდე (იხ. იდები)] –
ძველ რომაულ კალენდარში: მარტის, მაისის, ივლისისა და ოქტომბრის მე-7 დღე,
ხოლო დანარჩენი თვეების მე-5 დღე.

ნონეტ-ი [იტალ. Nonetto] – 1. ცხრა შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი.


2. მუსიკალური ნაწარმოები ცხრა ხმისა ან საკრავისათვის.

ნონიუს-ი - იგივეა, რაც ვერნიერი (მნიშვ. 1).

[პორტუგალიელი პ. ნუნიშის (Nunes, ლათინიზებული Nonius) სახელის


მიხედვით] –.

ნონკომბატანტებ-ი [ფრანგ. Non-combattants] – საერთაშორისო სამართალში:


ყველა ის პიროვნება, ვინც არ შედის ამა თუ იმ მეომარი ქვეყნის შეიარაღებული
ძალების შემადგენლობაში, აგრეთვე ის პირები, რომლებიც თუმცა შედიან მასში
(მომსახურე პერსონალის სახით), მაგრამ საომარ მოქმედებაში არ მონაწილეობენ
(მაგ., მედიცინის მუშაკები, ინტენდანტები). შდრ. კომბატანტები.

ნონპარელ-ი [ფრანგ. Nonpareille] – პეტიტზე წვრილი სასტამბო შრიფტი,


რომლის ზომა (კეგელი) უდრის ექვს პუნქტს (2, 25 მმ.).

ნონსენს-ი [ინგლ. Nonsense] – უაზრობა, სისულელე.

ნორდ-ი [გერმ. Nord, ჰოლანდ. Noord] – 1. ჩრდილოეთი. 2. ჩრდილოეთის


ქარი.

ნორდ-ვესტ-ი [გერმ. Nordwest, ჰოლანდ. Noordwest] – 1. ჩრდილო-დასავლეთი.


2. ჩრდილო-დასავლეთის ქარი.

ნორდიზმ-ი - რასიზმის სახესხვაობა, ცრუმეცნიერული თეორია, რომელსაც


საფუძვლად უდევს მტკიცება ჩრდილოეთის (ნორდული) ან „არიული» (იხ.
არიელები) რასის უპირატესობის შესახებ კაცობრიობის სხვა რასებთან
შედარებით; წარმოადგენდა ჰიტლერული გერმანიის ოფიციალურ იდეოლოგიას.

ნორდ-ოსტ-ი [გერმ. Nordost, ჰოლანდ. Noordoost] – 1. ჩრდილო-


აღმოსავლეთი. 2. ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი.

ნორია [ესპ. Noria < არაბ.] – განუწყვეტლივ მოქმედი ამწევი მოწყობილობა -


დაუსრულებელი ჯაჭვი ან ლენტი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჩამჩები;
იყენებენ სითხეებისა და ფხვიერი მასალების გადასაზიდად 25 მ.-მდე სიმაღლეზე.

ნორიტ-ი [ნორვეგ. Norit < Norge ნორვეგია] – ქანი გაბროს ჯგუფისა; იყენებენ
სამშენებლო მასალად.
ნორმა [ლათ. Norma] – 1. რისამე დაწესებული რაოდენობა. 2. დაკანონებული
რამ. მაგ., სამართლის ნორმები. 3. საყოველთაოდ აღიარებული, აუცილებელი
წესი, მდგომარეობა რისამე. მაგ., ქცევის ნორმები. სალიტერატურო ენის ნორმები.
4. (პოლიგრ.). წიგნის სახელწოდება (ჩვეულებრივ, შემოკლებით) ან ავტორის
გვარი, რომელიც წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი ყოველი თაბახის პირველი
გვერდის ბოლოში.

ნორმალ-ი [< ლათ. Normalis სწორხაზოვანი] – 1. (მათემ.). შემხები სწორი


ხაზის ან სიბრტყის პერპენდიკულარი, რომელიც გადის შეხების წერტილზე. 2.
(ტექ.). დადგენილი ნიმუშის დეტალი.

ნორმალიზაცია და ნორმალიზება - ნორმასთან მიახლოება, ნორმისადმი


დაქვემდებარება.

ნორმალურ-ი [ლათ. Normalis სწორხაზოვანი] – 1.

ნორმის შესაბამისი; ისეთი, როგორიც უნდა იყოს; ჩვეულებრივი, ბუნებრივი.


2. ფსიქიკურად ჯანსაღი (ადამიანი).

ნორმანებ-ი [< სკანდინ. Northman ჩრდილოეთის ადამიანი] –


ჩრდილოეთგერმანელი ტომები, რომლებიც მე-8 - 11 სს.-ში არბევდნენ ევროპის
ქვეყნებს.

ნორმატივ-ი [< ლათ. Normatio მოწესრიგება] – ეკონომიკური ან ტექნიკური


მაჩვენებელი ნორმებისა, რომელთა შესაბამისადაც წარმოებს რაიმე მუშაობა .
მაგ., ტექნიკური ნორმატივები.

ნორმატიულ-ი - 1. რასაც ნორმატივის საშუალებით ადგენენ. მაგ., დეტალების


ნორმატიული მარაგი. 2. რაც რისამე ნორმას (ნორმებს) განსაზღვრავს. მაგ.,
ნორმატიული გრამატიკა.

ნორმირება - რისამე ნორმის დადგენა.

ნორნ-ი [ნორვეგ. Norne, შვედ Norna] – სკანდინავიურ მითოლოგიაში:


ბედისწერის ერთ-ერთი ქალღმერთი (სამიდან).

ნორსულფაზოლ-ი - (ფარმაკ.): სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც


იყენებენ კოკებით (იხ. კოკი2) გამოწვეულ დაავადებათა წინააღმდეგ.

ნორტროპ-ი [< საკუთ. სახ.] – ავტომატური საქსოვი დაზგა ერთგვარი.

ნოსოლოგია - იხ. ნოზოლოგია.

ნოსტალგია [ბერძ. Nostos შინ დაბრუნება და algos ტანჯვა, ტკივილი] –


„სამშობლოს სევდა»: სევდა, გამოწვეული სამშობლოში დაბრუნების
შეუძლებლობის გამო.

ნოსტრადამუს-ი - (ძვ., ირონ.). წინასწარმეტყველი [ფრანგი ასტროლოგისა


და ექიმის Nostradame-ის (1505-1566 წწ.) ლათინიზებული გვარის მიხედვით] –.
ნოსტრატულ-ი ენები [< ლათ. Nostras (Nostratis) ჩვენი, ჩვენებური, აქაური] –
ენათა ჰიპოტეზური დიდი ოჯახი, რომელშიც თავს უყრიან ევროპის, აზიისა და
აფრიკის სხვადასხვა ოჯახის ენებს; მასში შეჰყავთ ქართველური ენებიც.

ნოსტრო-კონტო [იტალ. Nostro conto „ჩვენი ანგარიში»] – ბანკის


საკორესპონდენტო ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც სრულდება ყველა
ოპერაცია ბანკის დავალებათა შესასრულებლად კორესპონდენტის (რომელიმე
საწარმოს) მიერ.

ნოტ-ი [ლათ. Nota ნიშანი] – 1. მუსიკალური ბგერის პირობითი გრაფიკული


ნიშანი. ნოტები - ასეთი ნიშნებით ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი;
ასეთი ტექსტების შემცველი რვეული, წიგნი. 2. თვით ბგერა მუსიკაში, სიმღერაში.

ნოტა [ლათ. Nota ნიშანი, შენიშვნა] – ერთი ქვეყნის მთავრობის წერილობითი


დიპლომატიური მიმართვა მეორე ქვეყნის მთავრობისადმი. ვერბალური ნოტა -
იხ. ვერბალური.

ნოტაბენე [ლათ. Nota bene „შენიშნე კარგად!»] – შენიშვნა ტექსტში იმ


ადგილას, რომელზედაც სურთ ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება
(ხშირად სიტყვის მაგივრად იწერება ასოები NB ან ერთი ლიტერის ნოტაბლებ-ი
[ფრანგ. Notables] – საფრანგეთში მე-14 - 18 სს.- ში: უმაღლეს სასულიერო პირთა,
თავად-აზნაურთა და ქალაქის მცხოვრებთა ზედა ფენების წარმომადგენლები,
წოდებრივი ორგანოს - ნოტაბლების კრების - წევრები; ინიშნებოდნენ მეფის მიერ .

ნოტარიატ-ი - ორგანო, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვაგვარი


იურიდიული აქტების (ხელშეკრულებათა, მინდობილობათა, ანდერძთა და მისთ.)
დამოწმება, დოკუმენტების ხელმოწერათა ნამდვილობისა და დოკუმენტის
პირების ნამდვილობის დადასტურება.

ნოტარიულ-ი - 1. ნოტარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებული; სანოტარო.


მაგ., ნ. კანტორა. 2. ნოტარიუსის მიერ დამოწმებული.

ნოტარიუს-ი [ლათ. Notarius მწერალი, მდივანი] – თანამდებობის პირი,


რომლის მოვალეობაა სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების
(ხელშეკრულებათა, მინდობილობათა, ანდერძთა და მისთ.) დამოწმება,
გაფორმება.

ნოტაცია [ლათ. Notatio შენიშვნა, აღნიშვნა] – 1. წერილობითი პირობითი


ნიშნების სისტემა, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ დარგში. მაგ., საჭადრაკო ნ.
მუსიკალური ნ. 2. (საუბ.). დარიგება, ჭკუის სწავლება.

ნოტებ-ი - იხ. ნოტი.

ნოტის-ი [ინგლ. Notice] – (ზღვ.). წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, რომ


გემი მზად არის დატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის.

ნოტიფიკაცია [< ლათ. Notifico ვაუწყებ, ვაცხადებ] – 1. საერთაშორისო


სამართალში: ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისათვის რისამე შეტყობინება
ნოტის საშუალებით. 2. (ფინანს.). შეტყობინება თამასუქის გაპროტესტების შესახებ.
ნოტოგეა [ბერძ. Notos სამხრეთი და ge მიწა, დედამიწა] – ხმელეთის
ზოოგეოგრაფიული დანაყოფი, რომელიც მოიცავს ავსტრალიის არეს;
დამახასიათებელია ჩანთოსანი ძუძუმწოვრების სიჭარბე და სხვ. (შდრ. არქტოგეა
და ნეოგეა).

ნოტოთენია (და არა: ნოტოტენია) [ლათ. Notothenia] – თევზი ერთგვარი;


გავრცელებულია ანტარქტიკაში და სხვ.; საჭმელად იყენებენ უპირატესად
შებოლილი და მზეზე გამოყვანილის (ზურგიელის) სახით.

ნოტოტრემ-ი [ბერძ. ნotos ზურგი და trema ნახვრეტი] – ბაყაყი ერთგვარი;


დედალს ზურგზე აქვს ჯიბისმაგვარი ჩანთა, რომელშიც ვითარდებიან კვერცხები
და თავკომბალები; გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში (სხვანაირად:
ჩანთოსანი ბაყაყი).

ნოუმენ-ი [ბერძ. Noumenon ჩასაწვდომი, მისახვედრი] – კანტის იდეალისტურ


ფილოსოფიაში: „ნივთი თავისთავად»; ნივთის არსი, რომელიც ცდით არ
შეიცნობა, შეგრძნებით არ აღიქმება.

ნოუ-ჰაუ [ინგლ. Know-how] – თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობაში


მიღებული ტერმინი; აღნიშნავს ტექნიკურ ცოდნას, რომელიც გამოხატულია
პირველ ყოვლისა ტექნიკური დოკუმენტაციის, საწარმოო გამოცდილებისა და
პროფესიული ჩვევების ფორმით; სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში „ნოუ-
ჰაუს გაცვლაში» იგულისხმება სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა ,
საწარმოო კადრების ურთიერთგაგზავნა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად
და სხვ.

ნოქტამბულიზმ-ი [ლათ. Nox (Noctis) ღამე და ambulo ვსეირნობ] – იგივეა, რაც


სომნამბულიზმი.

ნოქტიურნ-ი [ფრანგ. Nocturne] – მცირე ლირიკული მუსიკალური ნაწარმოები.

ნუგა [ფრანგ. Nougat] – საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც მზადდება შაქრიანი


ნიგვზის მასისაგან.

ნუგულა [ჩინ.] – ჩინური სარტყმელი მუსიკალური საკრავი, ალტავრის


მსგავსი.

ნუდიზმ-ი [< ლათ. Nudus შიშველი] – დასავლეთ ევროპასა და ამერიკის


შეერთებულ შტატებში: 1. ბურჟუაზიული მიმართულება, რომელიც ქადაგებს
შიშველი სხეულის კულტს. 2. კინოფილმები, რომლებშიც აჩვენებენ სხეულის
გაშიშვლებას.

ნუდისტებ-ი - ნუდიზმის (მნიშვ. 1) მიმდევრები.

ნუვორიშ-ი [ფრანგ. Nouveau riche „ახალი მდიდარი»] – კაპიტალისტურ


ქვეყნებში: სავაჭრო სპეკულაციების შედეგად გამდიდრებული ადამიანი.

ნუკერ-ი [მონღ. Noker ამხანაგი] – (ისტ.). აღმოსავლეთის ზოგიერთ ხალხში:


ხანის, მხედართმთავრის პირადი დაცვის მებრძოლი; მსახური.
ნუკლეინმჟავებ-ი [< ლათ. Nucleus ბირთვი] – ბიოლოგიური წარმოშობის
მაღალმოლეკულური პოლიმერები, რომლებიც აგებულია დიდი რაოდენობის
ნუკლეოტიდებისაგან (იხ. ნუკლეოტიდები); წარმოადგენენ ყველა ცოცხალი
სისტემის მუდმივ და აუცილებელ კომპონენტებს; მთავარ როლს ასრულებენ
ცილის ბიოსინთეზში და ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნუკლეოლ-ი [ლათ.
Nucleolus (კნინ.) < Nucleum ბირთვი და oleum ზეთი] – (ბიოლ.). მცენარეული და
ცხოველური უჯრედების ბირთვის მუდმივი შემადგენელი ნაწილი; ბირთვაკი.

ნუკლეოპროტეიდებ-ი [ლათ. Nucleum ბირთვი და (იხ. პროტეიდები)] –


ფართოდ გავრცელებული რთული ცილები - ნუკლეინმჟავების ნაერთები მარტივ
ცილებთან; წარმოადგენს უჯრედის ბირთვების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ
ნაწილს.

ნუკლეოტიდებ-ი - რთული ორგანული ნივთიერებანი - ნუკლეინმჟავების


შემადგენელი ნაწილი; დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველური და მცენარეული
ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლაში.

ნუკლეუს-ი [ლათ. Nucleus ბირთვი] – 1. მეფუტკრეობაში: ფუტკრის პატარა


ოჯახი, რომელშიც ახალგაზრდა გაუნაყოფიერებელი ან სათადარიგო ნაყოფიერი
დედაა; 2. (არქეოლ.). კაჟის ან სხვა ქანის ნატეხი, რომლისგანაც პირველყოფილი
ადამიანები ახლეჩდნენ ხოლმე დანისმაგვარ ფირფიტებს ქვის იარაღის
დასამზადებლად.

ნუკლიდებ-ი - ატომები, რომლებიც განსხვავდება ბირთვში ნუკლონების


რიცხვით ანდა, ნუკლონების თანაბარი რიცხვის პირობებში, შეიცავს პროტონების
ან ნეიტრონების სხვადასხვა რიცხვს.

ნუკლონებ-ი [< ლათ. Nucleus ბირთვი] – საერთო სახელწოდება პროტონებისა


და ნეიტრონებისა, ე. ი. ნაწილაკებისა, რომლებიც ქმნის ატომის ბირთვს.

ნულ-ი და ნოლ-ი [ლათ. Nullus არავითარი] – 1. ციფრობრივი ნიშანი 0,


რომელიც ცალკე აღნიშნავს სიდიდის არარსებობას, ხოლო თუ რაიმე რიცხვს
მიუწერეს მარჯვნივ, ზრდის მას ათჯერ. 2. პირობითი სიდიდე, რომელთან
მიმართებითაც იანგარიშება რისამე ტემპერატურა. აბსოლუტური ნული - იხ.
აბსოლუტური.

ნულიფიკაცია [ლათ. Nullificatio მოსპობა < Nullus არავითარი] – ძალის,


მნიშვნელობის დაკარგვა რამესათვის,გაუქმება რისამე. ფულის ნულიფიკაცია -
სახელმწიფოს მიერ ფულის ნიშნებისათვის კანონიერი საგადასახადო
საშუალების ძალის მოსპობა.

ნულ-პუნქტ-ი - ოპტიკურ-მექანიკურ საზომ ხელსაწყოებში, მიკროსკოპის


სკალაზე და სხვ.: ნულის მდგომარეობა ან ათვლის რაიმე სისტემის საწყისი
მდგომარეობა.

ნუმერ-ი - (მოძვ.). იხ. ნომერი.

ნუმერატორ-ი [ლათ. Numerator აღმრიცხველი] – 1. აპარატი, რომლითაც


მიყოლებით იბეჭდება რიგითი ნომრები ბილეთებზე, კუპონებზე და მისთანებზე. 2.
ელექტროზართან არსებული მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს ნომერს იმ
ადგილისას, საიდანაც ზარს იძლევიან. 3. პატარა სატელეფონო კომუტატორი .

ნუმერაცია [ლათ. Numeratio] – 1. ნომრების დასმა მიყოლებით; დანომვრა. 2.


არითმეტიკის ნაწილი, რომელშიც აღწერილია რიცხვების დასახელებისა და
აღნიშვნების წესების ერთობლიობა.

ნუმიზმატ-ი - 1. ნუმიზმატიკის სპეციალისტი. 2. პირი, რომელიც აგროვებს


ძველ მონეტებს (ლითონის ფულს) და მედლებს და მათ კოლექციას ადგენს.

ნუმიზმატიკა [< ლათ. Numisma (Numismatis) ლითონის ფული] – ისტორიის


დამხმარე დისციპლინა; სწავლობს ძველ მონეტებს (ლითონის ფულს), აგრეთვე
მედლებს, ორდენებს და მისთ.

ნუნატაკ-ი [ინგლ. Nunatak < ესკიმ.] – (გეოგრ.). გრენლანდიაში, ანტარქტიკაში


და სხვ.: იზოლირებული კლდოვანი მწვერვალი, რომელიც ამოშვერილია
მყინვარის ზედაპირზე (შედარებით მცირე სისქის ყინულებში).

ნუნციუს-ი და ნუნცი [ლათ. Nuntius] – რომის პაპის წარმომადგენელი


რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასთან.

ნურაგებ-ი [იტალ. Nuraghi] – კუნძულ სარდონიაზე: ქვის ძველი ნაგებობანი -


წაკვეთილი კონუსის ფორმის კოშკები; უპირატესად განეკუთვნება ბრინჯაოს
ხანას.

ნუს-ი [ბერძ. Nus აზრი, გონება] – ანტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი


ძირითადი კატეგორია; წარმოადგენს ყველა იმ აზრობრივ, გონივრულ და
აზროვნების კანონზომიერებათა განზოგადებას, რომლებიც გამეფებულია
კოსმოსში და ადამიანში.

ნუტაცია [ლათ. Nutatio რხევა] – (ბოტან.). მზარდ ორგანოთა წვეროების


ბრუნვითი მოძრაობა, რაც ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ხვიარა
მცენარეებში.

ნუტრია [ესპ. Nutria] – მღრღნელი ცხოველი წავისებრთა ოჯახისა, რომელიც


სანახევროდ წყალში ცხოვრობს; აქვს ძვირფასი მუქი ყავისფერი ბეწვი.

ნუჩ-ფილტრ-ი [გერმ. Nutschfilter < nutschen წოვა] – ფილტრი ერთგვარი;


დაფუძნებულია სითხის გაჟონვაზე ფოროვან კერამიკულ ფილებში ან ისეთ
ბადურაზე რომლის ქვეშიდანაც გამოიწოვება ჰაერი.

ნუცელუს-ი [< ლათ. Nucella თხილი] – (ბოტან.). თესლოვანი მცენარეების


თესლკვირტი.

You might also like