ხ ჯ

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ხ-ჯ

ხაბანერა - იხ. ჰაბანერა.

ხავბეკ-ი, ხავტაიმ-ი - იხ. ჰავბეკი, ჰავტაიმი.

ხაკი [ინდ. Khaki მიწისფერი, ტალახისფერი] – 1. მოყავისფრო მწვანე. 2. ამ


ფერის ტანისამოსი (უპირატესად სამხედრო ფორმა) ან ქსოვილი.

ხალვა - იხ. ჰალვა.

ხალიფა [არაბ. Chalifa ნაცვალი, მოადგილე] – (ისტ.). უმაღლესი ტიტული


მუსლიმანთა ფეოდალური მმართველისა, რომელსაც ეპყრა სასულიერო და
საერო ხელისუფლება; ამ ტიტულის მქონე პირი.

ხალიფატ-ი - (ისტ.). 1. ფეოდალურ მუსლიმანურ ქვეყნებში: სახელმწიფო


წყობილების სისტემა, სადაც თეოკრატიული ხელისუფლება იყო. 2. არაბების
დაპყრობათა შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო, რომლის სათავეშიც
ხალიფა იდგა; სახალიფო.

ხალტურა (საუბ.). 1. ძირითად ხელფასს ზევით, დამატებით, ფარულად


ნაშოვნი ფული. 2. უხეირო, არაკეთილსინდისიერი მუშაობა. 3. ასეთი მუშაობის
პროდუქტი; ამ გზით გაკეთებული ნივთი.

ხან-ი [თურქ.] – აღმოსავლეთის ქვეყნებში შუა საუკუნეებში: მთავართა


ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

ხარაკირი - იხ. ჰარაკირი.

ხარონ-ი - იხ. ქარონი.

ხარცერებ-ი - იხ. ჰარცერები.

ხედივ-ი [თურქ.- სპარს.] – ეგვიპტის მმართველთა მემკვიდრეობითი ტიტული


1867-1914 წწ.-ში (ნიშნავს „ხელმწიფეს», „მბრძანებელს») ანიჭებდა თურქეთის
სულთანი, რომელსაც ეგვიპტე ნომინალურად ექვემდებარებოდა.

ხერეს-ი - ერთგვარი მაგარი ღვინო [ესპანეთის ქალაქ ხერეს-დე-ლა-


ფრონტერას სახელის მიხედვით] –.

ხილიაზმ-ი - იხ. ქილიაზმი.

ხიმუს-ი - (უმართებ.). იხ. ქიმუსი.

ხირაგანა [იაპ.] – იაპონური ანბანის ერთ-ერთი გრაფიკული ფორმა


(ორიდან); თითოეული ასო წარმოადგენს ომონიმური იეროგლიფის შემოკლებას
გაკრული ხელისათვის; იყენებენ ხელით წერის დროს (იხ. კანა).

ხირომანტ-ი, ხირომანტია - იხ. ქირომანტი, ქირომანტია.


ხიტონ-ი - იხ. ქიტონი.

ხოკეი, ხოკეისტ-ი - იხ. ჰოკეი, ჰოკეისტი.

ხოლ-ი - იხ. ჰოლი.

ხოლერა - იხ. ქოლერა.

ხოპერ-ი - იხ. ჰოპერი.

ხორალ-ი, ხორო - იხ. ქორალი, ქორო.

ხორუნჟი [რუს. Хорунж < პოლონ.] – 1. პოლონეთში: დაბალი ჩინის ოფიცერი.


2. კაზაკთა ჯარში: ოფიცრის პირველი ჩინი; შეესაბამებოდა პოდპორუჩიკსა და
კორნეტს; ან ჩინის მქონე პირი.

ხოტა [ესპ. Jota] – ესპანური ხალხური ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

ხუაციაო [ჩინ.] – ჩინური წარმოშობის პირნი, რომლებიც კომპაქტურად


ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში; „ზღვასგაღმელი ჩინელები».

ხულიგან-ი [ინგლ. Hooligan < საკუთ. სახ.] – ადამიანი, რომელიც


საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

ხუნტა [ესპ. Junta] – 1. ესპანეთსა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში:


სხვადასხვაგვარი გაერთიანებების, კავშირების და მისთ. სახელწოდება. 2.
უწოდებენ აგრეთვე სამხედრო ხროვას, რაიმე დაჯგუფებას და სხვ.

ხუნხუზ-ი [ჩინ.] – მე-19 - 20 სს.-ში: მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში


მოქმედი შეიარაღებული ბანდების მონაწილე (სახალხო რევოლუციის
გამარჯვებამდე).

ხურალ-ი [მონღ.] – მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში: სახელმწიფო


ხელისუფლების

ორგანოების სახელწოდება. დიდი ხურალი - სახელმწიფო ხელისუფლების


უმაღლესი ორგანო.

ხუტორ-ი [რუს. Хутор < უკრ.] – 1. განცალკავებული მიწის ნაკვეთი,


რომელზედაც მისი პატრონის კარ-მიდამოა. 2. კაზაკთა სტანიცებიდან გამოსულთა
ახალშენი, სოფელი.

ჯა - ბირმის ფულის ერთეული (სხვანაირად: კიატი).

ჯაზ-ი [ინგლ. Jazz] – 1. შერეული შემადგენლობის ორკესტრი, რომელშიც


სჭარბობს ჩასაბერი და სარტყმელი საკრავები. 2. ასეთი ორკესტრისათვის
განკუთვნილი გასართობი მუსიკა (უპირატესად საცეკვაო).

ჯაზ-ბანდ-ი [ინგლ. Jazz-band] – (მოძვ.). იგივეა, რაც ჯაზი (მნიშვ. 1).


ჯამე - საკრებულო მეჩეთი.

ჯეზვე [თურქ. Cezve ყავადანი] – ყავის ასადუღებელი პატარა ტარიანი


ჭურჭელი.

ჯემ-ი [ინგლ. Jam] – ხილის სქელი მურაბა, რომელიც წარმოადგენს მთლიან


მასას.

ჯემპრ-ი და (მოძვ.) ჯემპერი [ინგლ. Jumper] – ნაქსოვი ზედატანი, სათბურა,


რომელსაც არა აქვს საყელო და შესაკრავები.

ჯენტლმენ-ი [ინგლ. Gentleman] – 1. ინგლისში: კაცი, რომელიც ზუსტად იცავს


ბურჟუაზიულ-არისტოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებსა და
ნორმებს. 2. ითქმის ზრდილობიან, თავაზიან მამაკაცზე, აგრეთვე იმაზე, ვინც
გამოირჩევა დახვეწილი მანერებითა და ჩაცმა-დახურვით (ზოგჯერ ირონიით).

ჯენტლმენურ-ი შეთანხმება - (დიპლ.). საერთაშორისო ხელშეკრულება,


რომელსაც დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, დაუწერლად
(ზეპირად).

ჯენტრი [ინგლ. getry] – ინგლისში მე-17-18 სს.-ში: წვრილფეხა მემამულეები.

ჯენ-ძიუ [ჩინ.] – ჩინური ხალხური კლასიკური მედიცინის მეთოდი - ნემსით


ჩხვლეტა და მოწვა (შდრ. აკუპუნქტურა).

ჯენ-ძიუ-თერაპია - ჯენ-ძიუს მეთოდით მკურნალობა.

ჯერსე და ჯერსი [ინგლ. Jersey < გეოგრ. სახ.] – მატყლის ან აბრეშუმის


ტრიკოტაჟული ქსოვილი.

ჯიგა [ინგლ. Jig] – ირლანდიური ეროვნული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

ჯინ-ი1 [არაბ. diinn] – არაბულ ფოლკლორში: გონიერი ფანტასტიკური არსება,


რომელიც შედგება ცეცხლისა და ჰაერისაგან და რომელსაც აქვს უნარი
გადაიქცეს ადამიანად ან ცხოველად; სული, დემონი.

ჯინ-ი2 [ინგლ. Jin] – ინგლისური არაყი; გავრცელებულია ევროპასა და


ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჯინგო [ინგლ. Jingo] – ინგლისელი მებრძოლი შოვინისტების,


კოლონიზატორების, რეაქციონერების მეტსახელი.

ჯინგოიზმ-ი [ინგლ. Jingoism] – ინგლისელი იმპერიალისტების უკიდურესი


შოვინიზმი.

ჯინს-ი [ინგლ. Jeans (მრ.)] – გარკვეული სახის ბამბის ქსოვილისაგან


შეკერილი შარვალი (ჩვეულებრივ ვიწროდ მორგებული). ჯინსის კაბა (კურტაკი და
სხვ.) - ამ ქსოვილისაგან შეკერილი კაბა (კურტაკი და სხვ.).

ჯიპ-ი [ინგლ. Jeep] – ყველგანმავალი სამხედრო მსუბუქი ავტომობილი.


ჯირგა [ავღ.] – ავღანელი ტომების უხუცესთა საბჭო. ლოია ჯირგა [ავღ.] –
ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრება; იწვევენ ხოლმე
საგანგებო საკითხების გადასაჭრელად.

ჯიუ-ჯიცუ [იაპ.] – უიარაღოდ თავდაცვის (აგრეთვე შეტევის) თავისებური


ილეთების სისტემა - ხელებისა და ფეხების სახსრებში გადაგრეხა, სასუნთქი
გზების შეხუთვა და სხვ.

ჯიჯიფუ [იაპ.] – (მოძვ.) იხ. ჯიუ-ჯიცუ.

ჯოკერ-ი [ინგლ. Joker] – ბანქოს ზოგიერთ თამაშში (უპირატესად პოკერში):


დამატებითი კარტი, რომლითაც შეიძლება ყველა სხვა კარტის შეცვლა.

ჯოლტ-ი [ინგლ. Jolt] – კრივში: მოკლე პირდაპირი დარტყმა სხეულში.

ჯონ-ბულ-ი - ინგლისელი ბურჟუის მეტსახელი [მე-18 ს.-ის ინგლისელი


მწერლის არბეტნოტის პოლიტიკური პამფლეტის გმირის ჟონნ Bულლ-ის სახელის
მიხედვით] –.

ჯონკა [ესპ.-პორტუგ. Junko < მალაიურიდან] – ჩინური მსუბუქი იალქნიანი


გემი.

ჯოულ-ი - (ფიზ.). მუშაობის (ენერგიის) საზომი ერთეული [ინგლისელი


ფიზიკოსის ჟოულე-ის (1818-1889 წწ.) სახელის მიხედვით] –.

ჯულეპ-ი [ინგლ. Julep] – კონიაკი ან ვისკი, რომელსაც დამატებული აქვს


პიტნა; სვამენ ყინულიანს.

ჯუნგლ-ი [ინგლ. Jungle < სანსკრ.] – ტროპიკული და სუბტროპიკული უღრანი


ტყე (უპირატესად ინდოეთში).

ჯუნტა [იტალ. Giunta კრება] –: მუნიციპალური ჯუნტა - იტალიაში: ქალაქის


მმართველობა.

ჯუს-ი [ინგლ. Juice წვენი] – ხილის წვენი (სასმელად მომზადებული).

ჯუტ-ი [ინგლ. Jute] – ტროპიკული ბალახოვანი მცენარე, რომლის


ბოჭკოსაგანაც ამზადებენ უხეშ ქსოვილებს, თოკებს.

You might also like