როსტევან მეფის დახასიათება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

როსტევან მეფის დახასიათება

ვეფხისტყაოსნის პირველ თავში მოთხრობილია ამბავი როსტევან არაბთა მეფისა.


როგორც ავტორი ამბობს- „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი.“
ღვთისაგან სვიანი დალოცვილს ნიშნავს, რაც იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი
რამ იყო, რადგანაც ყველა მეფე ღვთის სახედ მიიჩნეოდა. შოთა რუსთველი
როსტევან მეფის დასახასიათებლად 12 ეპითეტს იყენებს, 12 საკრალური რიცხვი და
12 მოციქულის სიმბოლოა. თვისებები, რომლითაც როსტევანი ხასიათდება
განვითარებული და მტკიცე სახელმწიფოს სამართავად აუცილებელია. როგორც ჩანს,
როსტევანი ღირსეული ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უფლებები და
დიდძალი ქონება გააჩნია, იგი მაინც თავმდაბალი, სამართლიანი და მოწყალეა,
რომელიც სახელმწიფოს გონივრულად განაგებს და ამასთან ერთად დიდებული,
უბადლო მეომარია.

არაბეთის მეფე კარგად მოსაუბრე, მჭერმეტყველი პიროვნებაა და ამის


დამადასტურებელი უამრავი მაგალითი გვაქვს პირველ თავში. დავიწყოთ იმით რომ
იგი ვეზირებს მოიხმობს და ტკბილად ესაუბრება, საკუთარ სათქმელს კი ხატოვნად
გამოხატავს- „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა
ტურფასა საბაღნაროსა“ აქ მეფე შეფარვით ამბობს რომ ერთ ადამიანს ყოველთვის
ჩაანაცვლებს მეორე, ესაა წუთისოფლის კანონი. შემდეგ მოდის მეორე მომენტი, როცა
ერთადერთ ასულს ესაუბრება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი.
ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან როსტევანის საუბრის მიხედვითაც კი
შეგვიძლია გავიგოთ როგორ მართავდა იგი ქვეყანას. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან
მზე სწორად მოეფინების“ ხალხის მეფე მზეს უნდა ბაძავდეს, როდესაც
სახელმშიფოში ყველა ფინისთვის ერთნაირად მოწყალე იქნები და სიმდიდრეს
გასცემ უგუნურნიც მარტივად დაგემორჩილებიანო. „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი
თვით ების, ვინ ების“ და ბოლოს „სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!“ მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ
დაგხვდება.

ანი ქობალია

You might also like