Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ლუარსაბის დახასიათება

(ნაწარმოების ,,კაცია-ადამიანი?!” მიხედვით)

ილია ჭავჭვაძის ნაწარმოები ,,კაცია-ადამიანი?!”


კახეთის ერთ-ერთი სახლ-კარის აღწერით იწყება,
ხოლო შემდგომ მისი მეპატრონეების გამოჩენასთან
ერთად ვითარდებაა მოვლენები.
ტერიტორიის სიმცირე იმ ეზოს არ ახასიათებდა, თუმცა
მისი მოუვლელობა მაინც გვაფიქრებინებდა, რომ ეს
ყველაფერი შეუძლებელ ადამიანს ეკუთვნოდა და
სწორედ გაჭირვებულობის გამო ვერ უვლიდა მას,
თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. სახლის ბატონ-
პატრონი კარგად ჩასუქებული თავადი ლუარსაბ
თათქარიძე გახლდათ. კარ-მიდამოს ასეთ ცუდ
მდგომარეობას კი ერთი მიზეზი აქვს: ,,იმიტომ, რომ
ქართველია,- მოგიგებთ სრულიად დარწმუნებული,
რომ კაი საბუთი გითხარით”. აქ ვხედავთ, რომ ავტორი
კიდევ ერთხელ წარმოგვიდგენს სიტყვას ,,ქართველი”
ზარმაცი, უმოქმედო ადამიანის მნიშვნელობით.
ილია ჭავჭავაძის მოვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი
განათლებას ეთმობა. ზუსტად ამ პრობლემის მიმართ
იკვეთება იმდროინდელი ქართველების
დამოკიდებულება ლუარსაბის მსჯელობიდან
გამომდინარე. ,,ეგ ახლანდელი ჭირიაო”. ის ტიპიური
მამაკაცი იყო, რომელიც ადამიანის პიროვნებად
ჩამოყალიბების გზაზე არსებულ უდიდეს ეტაპს
უხეიროდ თვლიდა, ასევე მიიჩნევდა, რომ კაცს
მხოლოდ თოფის სროლა და ცხენის ჭენება
აყალიბებდა კაცად, ხოლო ყოველივე სხვა- ქალის
საქმე იყო. პრობლემა კი იმაშია, რომ: ,,უწინ კაცი
აშვენებდა ცხენსაც და თოფსაც, ეხლა კი ცხენი და
თოფი კაცს აშვენებს”.
ლუარსაბი, როგორც ქართველი საზოგადოების
ნაწილი, წარსულით ცხოვრობდა. მის საუბარში არ
ილვეთებოდა არანაირი უკეთესობისკენ სწრაფვა.
აკმაყოფილებდა ის, რაც ჰქონდა და არ გააჩნდა
განვითარების სურვილი, არადა ,,ერთი ,,მაქვს” სჯობს
ათასს ,,მქონდას”.
ლუარსაბი თვლიდა, რომ ადამიანი ძირგავარდნილი
ქვევრივით იყო,რომელშიც ყოველდღე საჭმელი და
სასმელი უნდა ჩაგეყარა. ამ მოვალეობას კი იგი
პირნათლად ასრულებდა, ყოველგვარი დაძალების
გარეშე. თავადს ღვთის სახელი მხოლოდ საყვარელი
საქმიანობის- ჭამის დასრულების შემდეგ
ახსენდებოდა და მადლობას უხდიდა მას
,,გაძღომისთვის”, მაგრამ ავტორი ლუარსაბზე
ამბობს: ,,შენ სცხოვრობ- რომ სვა და სჭამო, და არა
იმისთვის სჭამ და სვამ- რომ იცხოვრო, ესე იგი ეცადო-
რომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრული”.
ასევე ჩასუქებული თავადის დიდი დრო მიჰქონდა
მომდევნო დღის კვებაზე ფიქრსაც, თუმცა ცოლ-ქმრის
მთავარ გასართობს კი სულ უბრალო რამ,- ბუზების
თვლა წარმოადგენდა. მათ სურვილი უჩნდებოდათ,
უსაქმურობა არა ადგომით და მუშაობით, არამედ
ტახტზე წამოწოლით და ისევ უსაქმურად ყოფნით
გაექარწყლებინათ. ,,დაიწყეს ცოლმა და ქმარმა
ბუზების თვლა”.
ამრიგად, ამ ერთი შეხედვით კომედიური
ნაწარმოებით, მწერალი ჩვენს გაღიმებას კი არა, ჩვენს
ჩაფიქრება ცდილობს საკუთარ ქმედებებსა თუ
შესაძლებლობებზე იმ ადამიანის ფონზე, ვინც თავის
ვალდებულებებს არ ასრულებს. სათაურიც კი
ზედმიწევნით გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ყველა
კაცი ადამიანი არ იყოს,ან პირიქით.
ნაწარმოებს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს
მრავალჯერ გამოყენებული მხატვრული ხერხები:
მეტაფორა: ,,დაიწყეს ცოლმა და ქმარმა ბუზების
თვლა”, რაც მათ უსაქმურობას ხაზგასმით
წარმოგვიჩენს; ეპითეტი: ,,ჩასუქებული”, ,,გაბერილი”,
რომლითაც ილია ჭავჭავაძე თავადის გარეგნობას
აღწერს, ასევე შედარება: ,,ვითა მამა
ზეცის”,რომლითაც სულიერ ცხოვრებაზე საუბარს
აძლიერებს მწერალი.

You might also like