Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 1

როდესაც დავით კლდიაშვილმა შეჰქმნა თავისი ცნობილი მოთხრობა “როსტომ

მანველიძე”, მორალურად და სოციალურად ეს თითქოს დასკვნითი აკორდი იყო


იმ “საბრალდებო აქტისა”, რომელიც ისტორიამ “მანველიძეთა” კლასს
გამოუტანა. მოთხრობის მთავარ გმირს აზნაურ მანველიძეს და ახალ დროს,
ახალ ცხოვრების შინაარსს ერთმანეთისა უკვე არა გაეგებათ რა, და ეს
გულგრილობა და ურთიერთაპატია საოცარ მიზანთროპად აქცევს მომაკვდავი
კლასის წარმომადგენელს.

მართლით და ღრმა სოციალური აზრით აღბეჭდილი სახე, რომელიც


თავადაზნაურული კლასის დრომოჭმულობას, მის სასიკვდილო განწირულებას,
მისი ცხოვრების უაზრობას, უშინაარსობას და უფერულობას განასახიერებს .
მოთხრობის გმირი, ოდესღაც დიდებული და წარჩინებული გვარის
შთამომავალი როსტომ მანველიძე მთელი დღეობით ბუხართან ზის, სთვლემს
და შემდეგ, თუ მისმა ერთადერთმა მოხუცმა მსახურმა რაიმე საჭმელი უშოვნა
და მოუმზადა, ჭამს და ტახტზე მიეგდება დასაძინებლად. იგი იმასაც კი აღარ
კითხულობს, თუ სად დადიან და რით არიან გართული მისი ცოლ-შვილი. ასე
დაუკარგავს სიცოცხლის ყოველგვარი ინტერესი და აზრი როსტომ მანველიძეს ,
როგორც ისტორიის სარბიელიდან მიმავალი აზნაურობის ტიპიურ
წარმომადგენელს.

You might also like