Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 1

განჩინება

(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)


2010 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე,
სხდომის მდივანი ანი მეშველიანი

შპს ,,ჟინერის“ კრედიტორთა პირველი კრება

სხდომა დაიწყო 10 საათსა 30 წუთზე სხდომა დამთავრდა 11 საათსა და 00 წუთზე

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის


პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის განცხადებით მოითხოვს
გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება
გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-16
პუნქტით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ
კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’
საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-16 პუნქტით, 37-ე
მუხლის მე-2 პუნქტით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა გადაწყვეტილებით შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს
გიორგი ზედელაშვილი (პირადი №01027005212);
2. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის
ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე

You might also like