Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 2

კანონი ურთიერთობათა მოწესრიგების ერთადერთი საშუალებაა

კანონი არ შექმნილა ლოგიკით, ის შეიქმნა გამოცდილებით. - ოლივერ ჰოლმსი.


საუკუნეების წინათ, როცა ადამიანი მიხვდა, რომ კონკრეტული მოქმედება არ იყო
მისაღები დააწესა კანონი ამის ასაკრძალვად და მას შემდეგ ასე ვცხვრობთ , ეს
სისტემა არავის შეუცვლია, რადგან რეალურად ლოგიკურია, თუ ადამიანს სურს
საზოგადოებაში თანაცხოვრება უნდა დაემორჩილოს შესაბამის წესებს . მას შემდეგ
დიდი დრო გავიდა, ხალხი განვითარდა, გაიზარდა, უფრო მეტს აზროვნებს და ჩნდება
კითხვა კვლავ ერთადერთი გზაა კანონი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ?
ადამიანს თავისი ღირსება და მორალი ამოძრავებს. ამ შემთხვევაში რელიგიას
დიდი გავლენა აქვს. ყოველთვის აიტერესებდა კაცს “როგორ ვიცხოვრო?” ან “რა უნდა
გავაკეთო?” ამისთვის ქრიტიანებს ბიბლია და ათი მცნება აქვთ, მაჰმადიანებს ყურანი
და ა.შ. კონკრეტულად ქრისტინობაში ასეა, “ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს , თუ
ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე.” რასაც კანონი
სრულიად ეწინააღმდეგება. ის მოითხოვს დამნაშავის ციხეში გამოკეტვას ან
დაჯარიმებას. ზოგ შემთხვევაში საჭიროა ბოროტზე მაღლა დავდგეთ და ჩვენივე
მორალით “დავამარცხოთ” ის. გიყვარდეს მტერი შენი. კანონით დასჯისგან
გაბოროტებული ადამიანი, არავინ იცის რისი ჩამდენია, ხოლო შენივე სულგრძელობამ
შეიძლება თვალიც კი აუხილოს. საუბედუროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც
არასწორად ესმით ზოგიერთი დარიგება წმინდა წიგნებით. ჩვეულებრივ , კაცის კვლა
რომ არასწორია ეგ ფაქტია და არც არის საჭირო ამის კანონში ჩაწერა, თითქოს
პირდაპირ ჭეშმარიტებაა და გამორიცხულია საღად მოაზროვნე ადამიანს ამან
გონებაშიც კი გაუვლოს, თუმცა ზოგიერთი მაჰმადიანი თვლის, რომ ვიღაცის
სიცოცხლის ხელყოფა ერთადერთი გზაა სასუფევლის დასამკვიდრებლად, ხოლო
მსგავს შემთხვევაში, რელიგიური ფანატიზმისას, აუცილებელია კანონით რეგულაცია.
რეალურად, თუ რაიმეზე შეიძლება ვისმჯელოთ, განათლება ყველგან
აღსანიშნავია. აუცილებელია, სკოლის ასაკიდანვე ჩავუნერგოთ ბავშვებს აზროვნების
უნარი, ვაჩვენოთ რა არის სწორი და რა არასწორი. იგივე ლოგიკით, უკვე ზრდასრულ
განათლებულ ადამიანებს შეეძლებათ თავადვე მოაგვარონ კონფლიტები ცივილურად ,
ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე. ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს
აუხსნან და რაღაც კონსენსუსამდეც დავიდნენ. შესაბამისად , არაა საჭირო ნებისმიერი
სახის ურთიერთობა მოწესრიგდეს კანონით.
ადამიანს თავისი თავი ყოველთვის მართალი ჰგონია, მისი მორალია სწორი და
თუ ვინმე ეწინააღმდეგება ის არის არასწორი. სწორედ ამიტომ, რადგან ზოგ
შემთხვევაში ოპონენტებს სხვადასხვა სიმართლე და განსხვავებული შეხედულება აქვთ
იმასთან დაკავშირებით თუ რა არის სწორი და არასწორი, საჭიროა რაღაც ერთი ,
ზოგადი, რომელიც მსგავს სიტუაციებში გამოსავალის პოვნაში დაგვეხმარება . ეს არის
კანონი, ის არის ჩვეგანვე აღიარებული უზენაესი, ჭეშმარიტება. ხშირ შემთხვევაში ეს
საჭიროა განსხვავებული რელიგიისა თუ კულტურის მქონდე ადამიანებს შორის
დაპირისპირებისას. კანონი ყველა სახელმწიფოს განსხვავებული აქვს, სწორედ ამიტომ
ხშირად ვერ ეგუებიან სხვადასხვა ქვეყნის ხალხები განსხვავებულ საზოგადოებებს ,
თუმცა ავიწყდებათ, რომ “სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.” მათი წესები
როგორი აბსურდულიც უნდა იყოს, უნდა დაემორჩილო. თუ შენ სხვა სიმართლე გაქვს
არ ნიშნავს, რომ არასწორი ხარ, უბრალოდ არა სათანადო საზოგადოებასთან
ცხოვრობ.
ზოგადად კანონს ძალიან მწირი შეზღუდვები აქვს. არის შემთხვევები , სადაც
კანონი ჩუმადაა, როცა მორალს და ეთიკას ბევრი აქვს სათქმელი. მაგალითად, თუ
გავიგონე, რომ ვიღაც რასისტულ ან სექსისტურ კომენტარებს აკეთებს, კანონის ძალით
არაფრის უფლება მაქვს, თუმცა მორალურად შენზეა დამოკიდებული მისცემ თუ არა
მას უფლებას განაგრძოს ეს საქციელი, უბრალოდ ყურს აავლებ და მშვიდად
გააგრძელებ გზას, როცა იცი, რომ შენს ირგვლივ არსებობს ადამიანი, რომელი კვლავ
ასე აზროვნებს. შეგნებული და განათლებული ადამიანი მიუბრუნდება და აუხსნის მას
მის დანაშაულს და შეეცდება დაანახოს ჭეშმარიტება, თუმცა კანონიერად ამას
მოვალეობა არ ქონდა.
ჩემი აზრით, კანონი ერთე-ერთი საშუალებაა, ის უკიდურესი გასაჭირის დროსაა
საჭირო. მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მხარეები თავისით ვერ აგვარებენ
საკითხს. სხვა შემთხვევაში კონპლიქტის აღმოფხვრა მარტივად, საუბრით შეიძლება.
საკითხის აწონ-დაწონვით და მორალური, ეთიკური თუ რელიგიური მრწამსის
გათვალისწინებით საერთო მოსაზრებაზე დასვლა, პატიების თხოვნა და მიტევების
უნარი. ხოლო იდეალურ სამყაროში, რისკენაც მუდმივად მივისწრაფვით, შესაბამისი
განათლებით და აღზრდით თუ იმდენად გავუღვივებთ შეგნებას ბავშვებს ადრეულ
ასაკშივე და ვასწავლით, რომ შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება ,
კანონი საჭიროებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

You might also like