გოეთე ფაუსტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

გოეთე - „ფაუსტი’’

„ მიძღვნა’’ , „ პროლოგი თეატრში’’ , „ პროლოგი ცაში’’.

პერიფრაზი

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832)


მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა.
მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული
ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და `მშვენიერი ადამიანის ~
იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით
ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად
წარმოაჩენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ
ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის
განმავლობაში წერდა.

„ფაუსტის“ პირველი ნაწილი ( „ფაუსტი. ტრაგედია“) 1808 წელს გამოქვეყნდა და


დღემდე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლეს ქმნილებად ითვლება.
გოეთეს ეს უდიდესი თხზულება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც
ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა
მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული.

ტრაგედია იხსნება სამი შესავალი ტექსტით. პირველი — ლირიკული მიძღვნაა


ახალგაზრდობის მეგობრებისადმი, რომლებთანაც ავტორი დაკავშირებული იყო
„ფაუსტზე“ მუშაობის დასაწყისში და რომლებიც ან უკვე გარდაიცვალნენ ან შორს
არიან. „ისევ დგებიან საყვარელნი აჩრდილნი მკვდრეთით“

მიძღვნას მოჰყვება მეორე შესავალი ტექსტი — „პროლოგი თეატრში’’, თეატრის


დირექტორს, პოეტსა და კომიკოსს შორის საუბარში განიხილება მხატვრული
შემოქმედების პრობლემები. უნდა ემსახუროს თუ არა ხელოვნება უბირ ბრბოს , თუ
უნდა იყოს თავისი მაღალი და მარადიული დანიშნულების ერთგული? როგორ
შევაერთოთ ჭეშმარიტი პოეზია და წარმატება? აქაც, ისევე როგორც მიძღვნაში,
ისმის დროის წარმავალობისა და უკან მოუბრუნებლად შემოქმედებით შთაგონების
მკვებავი დაკარგული სიყმაწვილის მოტივი. დასკვნაში დირექტორი რჩევას აძლევს
ავტორს, უფრო გადამწყვეტად მიუდგეს საქმეს და ამატებს, რომ პოეტისა და
მსახიობის გამგებლობაშია მისი თეატრის ყველა საშუალება.

„მთელი სამყარო აქ ამ ათიოდ

ფიცრის წრეგანში უნდა ჩატიოთ.

ციდან დაჰყევით, სიზმრით თუ ცხადით,

და მიწის ჩავლით ჯოჯოხეთს ჩადით!“

ერთ სტრიქონში ჩამოყალიბებული „ცის, მიწისა და ჯოჯოხეთის“ პრობლემატიკა


ვითარდება მესამე შესავალ ტექსტში, რომელსაც ეწოდება „პროლოგი ცაში“, სადაც
უკვე მოქმედებენ უფალი, სამი მთავარანგელოზი (რაფაელი, გაბრიელი და
მიქაელი) და მეფისტოფელი. მთავარანგელოზები უფალს დიდებას უმღერიან,
მაგრამ დუმდებიან, როგორც კი გამოჩნდება მეფისტოფელი, რომელიც პირველივე
რეპლიკით — „მოხვალ, უფალო, რომ წესის და რიგის თანახმად გაუწყოთ ჩვენი
საქმეები“ — თითქოს გვაჯადოებს თავისი სკეპტიკური მომხიბვლელობით. საუბარში
პირველად ისმის ფაუსტის სახელი, რომელიც უფალს მოჰყავს თავისი ერთგული და
გულმოდგინე მონის მაგალითად. მეფისტოფელიც აღიარებს, რომ ეს „დოქტორი“
„მიწიერ საზრდოს არ სჯერდება, სურს არნახული, სადღაც სულ სხვაგან მიაბორგებს
ფიქრი ჩმახური... ცისგან სხვა არა, უნათლესი ვარსკვლავი ნებავს, მიწისგან ყველა
უამესი სიამე სოფლის“, — ასე აღწერს მეფისტოფელი მეცნიერის წინააღმდეგობრივ
ორმხრივ ბუნებას. უფალი ნებას რთავს მეფისტოფელს, ნებისმიერი ცდუნებით
გამოსცადოს ფაუსტი, ჩაიყვანოს ნებისმიერ უფსკრულში, რადგან სჯერა, რომ
ფაუსტი „ნათლამდე გამოაღწევს თვის დროისთვის“. მეფისტოფელი, როგორც
უარყოფის ჭეშმარიტი სული, მიიღებს სანაძლეოს და პირობას დებს, რომ აიძულებს
ფაუსტს მუცელზე იხოხოს, „მიწას დამიღრნის, თან ისეთი სიამით სავსე, პაპიდაჩემიც
უკან დარჩეს, განთქმული გველი“. სიკეთისა და ბოროტების, დიდებულისა და
არარაობის, ამაღლებულისა და მდაბლის არნახული, გრანდიოზული მასშტაბის
ბრძოლა იწყება.

You might also like