Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 35

‫بسم هللا الرحمن الرحيم‬

სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობლისა!

მთარგმნელის წინასიტყვა
ქება დიდება ალლაჰს სამყაროთა უფალს, ლოცვა და სალამი მუჰამმადს (

‫ )ﷺ‬მის სახლეულს და თანამოღვაწენთ მისას. ალლაჰის


მშვიდობა ყველა მუსლიმს.

თქვენს წინაშეა წიგნი "ალ-'აყიდა ალ ვასიტიია". წიგნის ავტორი გახლავთ შეიხულ


ისლამი იბნი თაიმია (ალლაჰმა შეიწყალოს ის).მისი ეს ნაშრომი არის აჰლ ას სუნნას
(სუნნას მიმდევართა) მრწამსი.

წიგნში მითითებული აიათები გახლავთ გიორგი ლობჟანიძის ქართულ ენაზე


ნათარგმნი ყურანიდან.

შევთხოვ ალლაჰს ამ ნაშრომმა სარგებელი მოუტანოს მკითხველს და მისცეს


რელიგიის სწორი გაგება. ამიინ!

იბნ თაიმია (რაჰიმაჰულლაჰ)


ბიოგრაფია
___________________________________________________________________

ტაყი ად-დინ აბუ ალ-'აბბას აჰმად იბნ 'აბდ-ალ-ჰალიმ იბნ 'აბდ-ას-სალამ იბნ თაიმია
ალ ჰარრანი ალ-ჰანბალი დაიბადა ჰიჯრით 661 წელს რაბი' ალ-ავვალის თვის
ორშაბათს 10 რიცხვში ჰარრანში. ჰიჯრით 667 წელს მამამისი მის ოჯახთან ერთად
გაექცა თათარ მონღოლებს დამასკუსში, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს
შემოესივნენ და ჰარრანს უახლოვდებოდნენ. დამასკუსში, რომელიც იყო იმ დროის
ისლამის სწავლების ცენტრი, აჰმად იბნ თაიმიაჰ გაჰყვა მამამისის გზას, რომელიც
თვით ისლამის სწავლული იყო. იგი სწავლობდა მაშინდელ დიდ სწავლულებთან. მათ
შორის იყო ერთი სწავლული ქალი სახელად ზაინაბ ბინთ მაქქი, რომელმაც ჰადისების
მეცნიერება შეასწავლა.

19 წლის ასაკში მან დაამთავრა მისი სასწავლებელი და გახდა 'ალიმი სწავლული.


საუკეთესო ცოდნას ფლობდა ყურ'ანზე, ჰადისებზე, ფიყჰზე, არაბულ გრამატიკაზე და
აკადემიურ ისლამურ სწავლებებზე. იგი იყო მზად იურიდიულ საკითხებზე ფათვები
გამოეცა, როცა ამ დროს არც კი მიჰყვებოდა ტრადიციულ ჰანაფის, მალიქის, შაფი 'ის
ან ჰანბალის სკოლას. სიტყვის თავისუფლებამ მას ბევრი მტერი გაუჩინა
ტრადიციული სკოლების სწავლულებში. ისინი მას მკრეხელობას აბრალებდნენ. მათ
შორის იყო ერთი ცნობილი შუასაუკუნის მოგზაური სახელად იბნ ბათუთა, რომელიც
დამასკუსს ეწვია, როცა იბნ თაიმია ციხეში იჯდა. მან დაიფიცა რომ იბნ თაიმია
მიმბარზე(კათედრაზე) დაინახა, როცა ის ამბობდა: "ალლაჰი ყოველ ღამით ყველაზე
დაბალ ზეცაზე ისე ჩამოდის როგორც მე ჩამოვდივარ", ამ დროს ერთი საფეხურით
ჩამოვიდა კიბეზე.1 ამ 'აყიდის-წიგნის წაკითხვის დროს ვხედავთ რომ იბნ თაიმია
ალლაჰის თვისებებს უდავოდ ეთანხმებოდა. (ბი-ლა-ქაიფა2)

1
იბნ ბათუთა - რიჰია ტომი 1, გვერდი 110, 1
2
იხილეთ წიგნის 37 გვერდზე
1
იგი ებრძოდა ახალ შემოტანილ მკრეხელობებს (ბიდ'ა) რელიგიაში, რომელიც იმ
დროისთვის მთელს ისლამურ სამყაროში იყო გავრცელებული. განსაკუთრებით
სუფისტების ქმედებები, როგორიც იყო წმინდანებზე თაყვანისცემა , წმინდანების
საფლავების მონახულება და მათზე მომლოცველობა. ამით ისინი საკუთარ თავს
ცეცხლში იგდებნენ. სუფისტებზე დაპირისპირებამ მოუტანა მას უამრავი სიძნელეები
ავტორიტეტებთან, რომლებიც სუფისტ-მართველების ზეგავლენის ქვეშ იყვნენ.

იბნ თაიმიას "თავდასხმა" არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სუფისტებზე, და იმ


ადამიანებზე, რომლებიც ახალ მკრეხელობებს იგონებდნენ და მიყვებოდნენ (ბიდ 'ას ).
იგი ასევე მონღოლ თათრებს ებრძოდა, რომლებიც ისლამურ სამყაროოს ესეოდნენ
და დამასკუსს უახლოვდებოდნენ. სირიის ხალხმა გაგზავნა იბნ თაიმია ეგვიპტეში
მამლუქების სულთანთან, რომელიც ეგვიპტისა და სირიის სულთანი იყო. მათ სურდათ
რომ სულთანს ჯარი სირიისაკენ გამოეყვანა რადგან თათრებისგან დაეცვა . როცა
შენიშნა რომ სულთანი თავს იკავებდა მან დაემუქრა: "თუ სირიას ზურგს აქცევ, მაშინ
იქ ავირჩევთ ახალ სულთანს, რომელიც დაიცავს და მშვიდობით მართავს მას!". იგი
ასევე დამასკუსთან ახლოს თათრების წინააღმდეგ შაყაბის ბრძოლაშიც გახლდათ .
ბრძოლა მარხვის თვის რამადანში მიმდინარეობდა და მან გასცა მებრძოლ ჯარს
ფათვა, გაეტეხათ მარხვა, რომ დახმარებოდნენ მტრის წინააღმდეგ. როგორც

შუამავალი მუჰამმადი (‫ﷺ‬ ) მაქქის განთავისუფლების


ბრძოლაში მოიქცა. მუსლიმანებმა მოიგეს თათრების წინააღმდეგ ბრძოლა და
გაყარეს ისინი დამასკუსიდან და მთლიანი სირიიდან.
იბნ თაიმიას ვაჟკაცობამ ასევე გამოიჩინა თავი, როცა იგი ყაზანთან, თათრების ხანთან
მოლაპარაკებებზე 'ულამას (სწავლულების) დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა .
მიზანი იყო შეეჩერებინა იგი მუსლიმანებზე თავდასხმისგან. ვერც ერთმა
'ულამათაგანმა გაბედა ამოეღო ხმა, იბნ თაიმიას გარდა. მან თქვა: "შენ ამტკიცებ, რომ
მუსლიმანი ხარ და შენს ირგვლივ მუ'აზინები, ყადები, იმამები, და შეიუხები გყავს. და
მაინც დაგვესხი თავს და აიღე ჩვენი ქვეყანა, რატომ? მამაშენი და ბაბუაშენი ჰულაგო
ურწმუნოები იყვნენ, და მათ არ დაესხნენ ისლამურ ქვეყანას თავს. პირიქით მათ
ჰქონდათ დაპირება, რომ არ დაესხმოდნენ თავს და შეასრულეს დანაპირები . შენ
დაგვპირდი მაგრამ გატეხე შენი დაპირება."3

ყოველმა ჯიჰადმა მტრის წინააღმდეგ დაეხმარა იბნ თაიმიას და 'ულამას.


სახელმწიფომ კი ბევრჯერ ჩააგდო ციხეში სანამ იქ არ მოკვდა. მიზეზი მისი ვაჟკაცობა ,
გამბედაობა და მისი თავისუფალი აზრები იურიდიულ და სოციალურ საკითხებზე
გახდა, რომელიც მის მტრებს ტრადიციული სკოლების მიმდევრებს აღიზიანებდათ.

მუსლიმმა ისტორიკოსებმა: როგორც აზ-ზაჰაბმა, იბნ ქასირმა, იბნ ალ-'იმად ალ-


ჰანბალმა და სხვებმა შეაქეს იბნ თაიმია და უყურებდნენ მას ყველა დროის ერთ ერთ
დიდ ისლამის სწავლულად.
იბნ თაიმია გარდაიცვალა ციხეში ყავმ ალ-ისნაინის ღამეს, ზუ ალ-ყა'დას 20 რიცხვში
ჰიჯრით 728 წელს.

დამასკუს ხალხმა, რომლებიც მას დიდ პატივს სცემდნენ, დიდი დასაფლავება


მოაწყვეს. დაახლოებით 200 000 კაცი და 15 000 ქალი დაესწრო მის ჯანაზას. იგი
დაასაფლავეს სუფისტების სასაფლაოზე დამასკუსში 4, სადაც დედამისიც
დასაფლავებულია.

მისი ძნელი ცხოვრების მიუხედავად, როგორც ზემოთ აღნიშნული, იბნი თაიმიამ


შეძლო უამრავი წიგნის დაწერა ყველა ისლამის ცოდნის საკითხზე. მისი მოსწავლე
იბნ ალ-ყაიმ ალ ჯაუზიმ შეადგინა კრებული იბნ თაიმიას წიგნებისა , სადაც 350
ნამუშევარია აღწერილი.

3
იბნ ქასირ, ალ-ბიდაია ვან-ნიჰაია, ტომი 7, ნაწილი 14, გვერდი 91-92
4
იბნ თაიმიას დასაფლავების დეტალებზე იხილეთ იბნ ქასირის აღწერა , გვერდი 141-
145
2
3
ამ ნამუშევრის დაწერის მიზეზი

იმამ იბნ თაიმიამ თქვა: "შაფი'იტი მოსამართლე სახელად რადი ად-დინ ალ-ვასითი
ვასითიდან (ერაყი) მესტუმრა იმ დროს როდესაც იგი მიემგზავრებოდა ჰაჯჯობაზე . ეს
შეიხი იყო ლმობიერი და რწმენით სავსე კაცი. იგი სჩიოდა მის ქვეყანაში (ერაყში )
ხალხის არსებულ მდგომარეობაზე. რომლებიც თათრების (მონღოლების) უმეცრულ ,
უსამართლო და მკრეხელური მართველობის ქვეშ იყვნენ.
მან მთხოვა დამეწერა მისთვის და მისი ოჯახისთვის 'აყიდაზე წიგნი. მე უარი ვუთხარი:
"ბევრი წიგნია 'აყიდაზე დაწერილი. სჯობს სუნნათის სწავლულებს მიმართო." მაგრამ
მან არ დაკმაყოფილდა ჩემი პასუხით და მაინც მთხოვდა: "მე არ მინდა რომელიღაც
'აყიდა, არამედ ის რომელიც შენგან არის დაწერილი." ამიტომაც დავწერე ეს მისთვის
ერთ სამხრობას.

ნამუშევრის ბევრი ასლია მისრ, ერაყში და სხვა ადგილებში განაწილებული .


[მაჯმუ' ფათავა იბნ თაიმია, ტომი 8, გვერდი 164]

4
ალ-'აყიდა ალ-ვასიტიია
წინა სიტყვა
__________________________________________________________________________

სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა. ქება დიდება ალლაჰს ეკუთნის,


რომელმაც მისი შუამავლები სწორი გზით და ჭეშმარიტი რელიგიით წარგზავნა
(ისლამით) და ყველა (სხვა) რელიგიაზე აამაღლა. ალლაჰი არის საუკეთესო მოწმე და
მე ვამოწმებ რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და მას
თანაზიარი არ ჰყავს. მე მწამს ალლაჰის ერთადერთობის. და მე ვამოწმებ რომ

მუჰამმადი ( ‫ )ﷺ‬მისი მონა და შუამავალია, ალლაჰმა დალოცოს


იგი, მისი ოჯახი და მიმდევრები.

ეს არის გადარჩენილთა ხალხის რწმენა. სუნნათის და ჯამა'ათის ხალხი არიან


გამარჯვებულნი განკითხვის დღეს.
ეს არის რწმენა (იმანი) ალლაჰისა, მისი ანგელოზებისა (მალაიქა), მისი წიგნებისა
(ქუთუბ), მისი შუამავლებისა (რუსულ), სიკვდილის შემდეგ გაცოცხლებისა (ალ-ყიამა),
კარგის და ავის წინგანსაზღვრულისა, ბედისწერისა (ალ-ყადრ ).

ალლაჰის რწმენის ნაწილი არის დაჯერება იმისა თუ როგორც აღწერს საკუთარ თავს
მის წიგნში (ალ-ყურ'ან) და როგორც მისმა შუამავალმა მუჰამმადმა (

‫ )ﷺ‬აღწერა. რწმენა ყოველგვარი დინის შეცვლის, დინის


საკითხების უარყოფის და დინის განკითხვის გარეშე, არამედ რწმენა უზენაესი
ალლაჰისა:

...არ არის რამე მისი მსგავსი. და იგი ყოვლისგამგონეა, ყოვლისმხედი.


(სურა აშ-შურა:11)

არ უარყო, უზენაესი ალლაჰი რითაც თავის თავს აღწერს, არ შეცვალო სიტყვები


კონტექსტიდან, არ უარყო ალლაჰის დიადი სახელები და მისი ნიშნები. არ შეადარო
მისი ქმნილებიბის თვისებები მის თვითებებს. არ არსებობს ვინმე ან რაიმე რაც მას
ჰგავს. ყოვლადმაღალი, ყოვლისშემძლე არ აიღწერება მისი ქმნილებების მიერ , იგი
თავის თავს და სხვებს ყველაზე უკეთ იცნობს. იგი ყოვლადმართალია და მისი სიტყვა
მის ქმნილებების სიტყვას უთუოდ აჭარბებს.

ასევე მისი შუამავლები არიან მართალნი და საუბრობენ ჭეშმარიტებას და ამას


ეწინააღმდეგება იმათი სიცრუე ვინც თხზავს უცოდინრად ალლაჰზე რაც არ გაეგებათ.
უზენაესმა, ყოვლადმაღალმა ალლაჰმა ამაზე ბრძანა:

დიდ არს უფალი შენი, უფალი ძალისა, იმაზე, რასაც მიაწერენ. მშვიდობა
წარმოგზავნილთ! და ქება ალლაჰს-უფალს სამყაროთა! (სურა ას-საფფათ:180-
182)

მან აიმაღლა თავი იმაზე, რასაც შუამავლების ურჩები მასზე თხზავდნენ. და მან მიესალმა
შუამავლებს, რადგან მათი სიტყვები გაწმენდილია სიავისაგან.

სუნნას და ჯამა'ას ხალხმა მყარად უნდა მიყვნენ შუამავლების გზას, და არ უნდა გადაუხვიონ
მას. უეჭვლად, ეს ჭეშმარიტი გზაა. გზა მათი, ვისზეც ალლაჰის წყალობაა. გზა შუამავლების,
ღვთისმოშიშების, წამებულების (შაჰიდების) და ღვთისმოსავების.

5
ალლაჰის სახელები და თვისებები ყურ'ანში
ნაწილი 1
__________________________________________________________

შემდეგში აღნიშნულია როგორ აღწერს უზენაესი თავის თავს სურა ალ-


იხლასში -რომელიც ყურ'ანის მესამედის ტოლფასია. ალლაჰმა ბრძანა:

თქვი: იგია ალლაჰი ერთადერთი, ალლაჰი მარადი, არცა უშვია და არცა შობილა,
არცა მოზიარედ ჰყოლია არავინ. (სურა ალ-იხლას:1-3)

და იგი აღწერს თავის თავს მის წიგნის ერთერთ შთამბეჭდავ აიათში:

ალლაჰი - არა არს ღმერთი, თვინიერ მისისა, მარად ცოცხლისა,


მიწყივარსებულისა. არასდროს წაართმევს მას თვალს თვლემა, არცა ძილი.
მისია ყოველი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ვინ არის, ვინც მის
წინაშე შუამდგომლობას გაბედავს, ისე თუ მისი ნება არ იქნა, რომელმაც იცის
ყველაფერი, რაც მათზე უწინ იყო და რაც იქნება მათ შემდგომ. ხოლო ისინი
ვერაფერს მისწვდებიან მისი ცოდნისაგან ამის გარდა, რასაც თვით ინებებს.
გაშლილი მისი ტახტი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის დაცვა.
ჭეშმარიტად, იგი მაღალია, დიდებული.
(სურა ალ-ბაყარა:255)

ალლაჰი იცავს იმ მორჩილებს ვინც ღამით წაიკითხავს ამ აიათს. და ვერც სატანა


მიუახლოვდება მას გათენებამდე. ალლაჰმა ასევე ბრძანა:

და სასობდე მარადის ცოცხალს, რომელიც არ კვდება... (სურა ალ-ფურყან:58)

და მან, ქებულმა, უზენაესმა ბრძანა:

იგია პირველი და უკანასკნელი, გარსი და არსი, და იგი ჭეშმარიტად,


ყოვლისმცოდნეა. (სურა ალ-ჰადიდ:3)

ცოდნა
იცის, რა შეყუჟულია მიწაში და რა ამოდის მისგან; რა გარდმოდის ზეციდან და
რა მაღლდება მასში. და იგი მწყალობელია, სულგრძელი.
(სურა ალ-საბა:2)

მის ხელთაა დაფარულის გასაღებნი და არავინ იცის ისინი მის თვინიერ. უწყის,
რაც ხმელზეა და რაც ზღვაშია და ერთი ფოთოლიც კიარ ჩამოვარდება, მან რომ
არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არაა დედამიწის წყვდიადში, და ერთი ნესტი და
მშრალიც კი არ არის ისე, რომ (ალლაჰის) ცხად წიგნში არ იყოს (ნახსენები).
(სურა ალ-ან'ამ: 59)

მან უზენაესმა ბრძანა:

...და არ ორსულდება არცერთი ქალი და არ შობს, თუ არა მისი ცოდნით...(სურა


ალ-ფათირ:11)

და მან უზენაესმა ბრძანა:

6
...რათა იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა და რომ ალლაჰს გარემოუცავს
ყოველი ნივთი მეცნიერებით.
(სურა ალ-ტალაყ:12)

ძლევამოსილება
მან უზენაესმა ასევე ბრძანა:

ჭეშმარიტად, ალლაჰია მარჩენალთ მარჩენალი, ძალოვანი, ძლევამოსილი.


(სურა აზ-ზარიათ: 58)

სმენა და ხედვა

და მან ბრძანა:

.არაფერია მსგავსი მისი, რამეთუ იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!


(სურა აშ-შურა:11)

და მან ბრძანა:

რა მშვენიერია რასაც იგი შეგაგონებთ! ალლაჰი ყოვლისგამგონეა,


ყოვლისმხედი!
(სურა ან-ნისა:58)

ნება
და მან ბრძანა:

და ნეტავ, როს შეხვიდოდი ბაღში, გეთქვა: რაც ნებავს ალლაჰს! არა არს ძალი
თვინიერ ალლაჰისა თანა...(სურა ალ-ყაფ:39)

და მან ბრძანა:

ხოლო რომ ენება ალლაჰს, არ იბრძოლებდნენ ისინი, ვინც იყვნენ მათ შემდგომ,
მას მერე რაც ებოძათ ცხადი მტკიცებანი; მაგრამ უთანხმოებდნენ და მათგან
იყვნენ ისინი, ვინც ირწმუნა, და ისინიც ვინც არ ირწმუნა, ხოლო რომ ინებებინა
ალლაჰს, არ იბრძოლებდნენ, მაგრამ ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს.
(სურა ალ-ბაყარა:253)

და მან ბრძანა:

...ნებადართულია თქვენთვის ბალახის მჭამელი საქონელი; გარდა იმისა, რაც


ჩამოგეთვლებათ. ნებადართული არაა ნადირობა როცა იმყოფებით იჰრამის
მდგომარეობაში. ალლაჰი ბრძანებს იმას რასაც ინებებს.
(სურა ალ-მაიდა:1)

და მან ბრძანა:

მას, ვინც ნებავს ალლაჰს, რომ წრფელი გზით ურინამძღვროს, გაუღებს გულის
კარს ისლამისათვის, ხოლო ვინც ნებავს, რომ გზას ააცდინოს, გულს შეუხუთავს
ისე, თითქოს, ცაში ადიოდეს. (სურა ალ-ან'ამ:125)

7
სიყვარული
მან ბრძანა:

...და ჰქმენით სიკეთე, რადგან ალლაჰს უყვარს კეთილნი.


(სურა ალ-ბაყარა:195)

და მან ბრძანა:

...მოარიგეთ მათ შორის სამართალთ და უანგაროდ მოიქეცით. ჭეშმარიტად


ალლაჰს უყვარს უანგარონი. (სურა ალ-ჰუჯურათ:9)
და მან ბრძანა:

და თუ ისინი პირუთვნელნი არიან თქვენთან თქვენც პირუთვნელნი იყავით


მათთან. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი! (სურა ალ-თაუბა:7)

და მან ბრძანა:

ალლაჰს უყვარს მონანულნი და განწმენდილნი. (სურა ალ-ბაყარა:222)

მან შემდგომ ბრძანა:

უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით და შეგიყვარებთ ალლაჰიც...


(სურა ალ-იმრან: 31)
მან ბრძანა:

..მას ვინც უღალატებს თავის რწმენას (ახსოვდეს), - ალლაჰი მოიყვანს (სხვა)


ხალხს, რომელიც ეყვარება და რომელსაც ეყვარება იგი... (სურა ალ-მაი'და:54)

მან აგრეთვე ბრძანა:

ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ისინი, რომელნიც იბრძვიან მის გზაზე


მწკრივებად,თითქოს იყვნენ ნაგებობა, მყარად ჩამოსხმული.
(სურა ას-საფ:4)

მწყალობლობა
მისი ბრძანება:

სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა. (სურა ალ-ფათიჰა)


მან თქვა:

...ღმერთო ჩვენო! შენ გარემოიცავ ყველაფერს წყალობითა და ცოდნით...


(სურა ალ-გაფირ:7)

მან ბრძანა:

...და არის მორწმუნეთა მიმართ მწყალობელი!


(სურა ალ-აჰზაბ:43)
მან შემდგომ ბრძანა:

...ხოლო წყალობა ჩემი გარემოიცავს ყველაფერს...

8
(სურა ალ-ა'რაფ:156)
მან ბრძანა:

...დააწესა თქვენმა უფალმა თავისათვის მოწყალება...


(სურა ალ-ან'ამ:54)
მან აგრეთვე ბრძანა:

... და იგი შემწყნარებელია, მწყალობელი.


(სურა ალ-იუნუს:107)
მან ბრძანა:

ალლაჰი საუკეთესოდ იცავს და მწყალობელთა მწყალობელია! (სურა ალ-


იუსუფ:64)

კმაყოფილება და რისხვა

მან ბრძანა:

...ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი; ...


(სურა ალ-მაიდა:119)

და მან ბრძანა:

ხოლო ვინც მოკლავს მორწმუნეს განზრახ, მოვზღუდავთ მას ჯოჯოეთით. იქნება


იქ მარადიული. ალლაჰი შერისხავს, დასწყევლის მას და მოუმზადებს სასჯელს
უდიდესს. (სურა ან-ნისა:93)
მან ასევე ბრძანა:

ეს იმის გამო, რომ მიჰყვებოდნენ იმას, რაც განარისხებდა ალლაჰს, და არ


ისურვეს მისი კმაყოფილება. და მან ჩაფარცხა მათი საქმენი. (სურა ალ-
მუჰამმად:28)

მან ბრძანა:

და როს განგვარისხეს, ჩვენ შური ვიძიეთ მათზე და დავახვრჩეთ ერთიანად.


(სურა აზ-ზუხრუფ:55)

მან ბრძანა:

...მაგრამ ალლაჰმა არ ინება მათი გამგზავრება, დააკავა ისინი ...


(სურა ათ-თაუბა:46)

მან ასევე ბრძანა:

დიდია სიძულვილი ალლაჰის წიაღ იმისა, რომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ!
(სურა ას-საფ:3)

მოსვლა
მან ბრძანა:

9
განა შესცქერიან ისინი ახლა, რომ მოვა ალლაჰი მათთან ღრუბელთა
საჩრდიოლობიდან და ანგელოზები; და გადამწყდარია საქმე. (სურა ალ-
ბაყარა:210)
მან ასევე ბრძანა:

განა (მოლოდინით) შეჰყურებენ სხვა რამეს იმის გარდა, რომ მოვლენ


ანგელოსები მათთან, ან მივა შენი უფალი, ანდა მიუვათ ზოგი სასწაული შენი
უფლისა?... (სურა ალ-ან'ამ:158)

მან ბრძანა:

არა! როს დაიფლითება ქვეყანა ნაჭერ-ნაჭერ, და მოვლენ უფალი შენი და


ანგელოზნი მწკრივ-მწკრივ.. (სურა ალ-ფაჯრ:21-22)

მან ბრძანა:

დღეს, როცა გაიპობა ცა ღრუბლებით და გარდმოხდებიან ანგელოსნი


ზეგარდმოვლენით. (სურა ალ-ფურყან:25)

სახე და ხელები
მან ბრძანა:

და დარჩება სახე უფლისა შენისა, ბრწყინვალე, დიდებული.


(სურა არ-რაჰმან:27)

მან აგრეთვე ბრძანა:

...ყველაფერი გაცამტვერდება, გარდა მისი სახისა... (სურა ალ-ყასას:88)

მან ბრძანა:

უთხრა: ო, იბლის, რამ შეგაკავა შენ, რომ დაგეჩოქა იმისათვის, ვინც შევქმენი
ჩემი ხელებით. (სურა ას-სად:75)

მან ბრძანა:

თქვეს იუდეველებმა: ხელი ალლაჰისა შეკრულიაო. შეეკრათ ხელები და


დაწყევლილ იქნენ, იმისთვის, რაც თქვეს. არამედ: გაშლილია მისი ორივე ხელი
და გასცემს (წყალობას), როგორც თვით ინებებს.
(სურა ალ-მაიდა:64)

თვალები
მან თქვა:

და მოითმინე მსჯავრი შენი უფლისა; შენ ხარ ჩვენს თვალწინ.


(სურა ათ-თურ:48)

10
მან ბრძანა:

და გადავზიდეთ იგი დაფებისა და ლურსმნების მქონეთი, რომელიც მიცურავდა


ჩვენს თვალწინ. საზღაურად იმისათვის, ვინც უარყოფილ-იქნა. (სურა ალ-
ყამარ:13-14)

მან ასევე ბრძანა:

და მე გადმოვფინე შენზე ჩემი სიყვარული, რათა ჩამოყალიბებულიყავი ჩემს


თვალწინ. (სურა ატ-ტაჰა:39)

სმენა
მან თქვა:

ისმინა ალლაჰმა სიტყვა იმ ქალისა, რომელიც შემოგჩივის შენ თავისი ქმრის


შესახებ და შეჰღაღადებს ალლაჰს. და ალლაჰი ისმენს თქვენს ურთიერთ ბაასს.
ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონეა, ყოვლისმხედი!
(სურა ალ-მუჯადილა:1)

მან ბრძანა:

დიახ, გაიგონა ალლაჰმა იმათი სიტყვები, ვინც ამბობდა, ალლაჰი ღატაკია, ჩვენ
კი მდიდრებიო!...
(სურა ალ-იმრან:181)

მან ასევე ბრძანა:

ან ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვისმენთ მათ საიდუმლოსა და იდუმალ თათბირს?


არა! დიახ ჩვენი მოციქულნი მათთან არიან და იწერენ.
(სურა აზ-ზუხრუფ:80)

სმენა და თვალთახედვა
მან ბრძანა:

მიუგო: „ნუ გეშინიათ! (მუსა და ჰარუნ)მე თქვენთანა ვარ. ვისმენ და ვხედავ.


(სურა ატ-ტაჰა:46)

მან ბრძანა:
ნუთუ არ შეუტყვია, რომ ალლაჰი ხედავს. (სურა ალ-'ალაყ:14)

მან ასევე ბრძანა:

რომელიც გხედავს შენ, როცა დგახარ, და შენს ქცევას მუხლმოყრილთა შორის.


ჭეშმარიტად იგი ყოვლისგამგონეა, ყოვლისმეცნიერი.
(სურა აშ-შუ'არა:218-220)
მან ბრძანა:
უთხარი: გააკეთეთ და ალლაჰიც დაინახავს თქვენს საქმეს, მისი მოციქულიცა და
მორწმუნეებიც. (სურა ათ-თაუბა:105)

11
მოხერხებული განკარგვის ძალა
მან ბრძანა:

იგი ხომ სასტიკია ბრძოლაში.


(სურა არ-რა'დ:13)
მან ბრძანა:

ხერხი იხმარეს, და მოიხმარა ხერხი ალლაჰმა და ალლაჰია ყველაზე უფრო


მოხერხებული.
(სურა ალ-იმრან:54)

მან ბრძანა:

ჩაიფიქრეს ცბიერება და ჩვენც ჩავიფიქრეთ ცბიერება; ხოლო ისინი ვერ


გრძნობდნენ! (სურა ან-ნამლ:50)
მან ბრძანა:

ჭეშმარიტად, ისინი ხერხს იხმარებენ. და მეც ვიხმარ ხერხს!


(სურა ატ-ტარიყ:15-16)

პატიება
და მან ბრძანა:

სიკეთეს ცხადად იქმთ თუ ფარულად, აპატიებთ თუ არა სიავეს, ალლაჰი


ძლევამოსილია, მიმტევებელი. (სურა ან-ნისა:149)

მან ბრძანა:

აპატიონ და მხარში ამოუდგნენ. არ გინდათ, რომ ალლაჰმა თქვენც მოგიტევოთ?


ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელი!
(სურა ან-ნურ:22)

სიდიადე
მან ბრძანა:

პატივი კი ალლაჰისაა, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა. (სურა ალ-


მუნაფიყუნ:8)

მან ბრძანა:

უთხრა(იბლისმა): „ვფიცავ, შენს ძლევამოსილებას, უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად.


(სურა ას-სად:82)

მან შემდგომ ბრძანა:

რაოდენ დიადია სახელი შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა და დიდებულისა!


(სურა არ-რაჰმან:78)

ერთადერთობა
12
მან ბრძანა:

მაშ, თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში! განა იცი ვინმე
მისი თანამოსახელე?
(სურა ალ-მარიამ:65)

მან ბრძანა:

არცა მოზიარედ ჰყოლია არავინ.


(სურა ალ-იხლას:4)

მან ბრძანა:

...ნუ შეუქმნით ალლაჰს თანაზიართ, მაშინ როცა თქვენ უკვე იცით.


(სურა ალ-ბაყარა:22)

მან ასევე ბრძანა:

და ამ ხალხისგანაა ისინი, ვინც თვინიერ ალლაჰისა ირჩევენ მის თანასწორთ და


უყვართ ისინი სწორედ ისე, როგორც უნდა უყვარდეთ ალლაჰი. მაგრამ იმათ,
ვინც ირწმუნეს, უფრო მეტად უყვართ ალლაჰი. (სურა ალ-ბაყარა:165)

მან ბრძანა:

უთხარი: დიდება ალლაჰს, ვისაც ძე არ შეუძენია; ვისაც ზიარი არა ჰყოლია


მეუფებაში და არა ჰყოლია მეოხი დამცირებისაგან; მაშ, განადიდე იგი
უსაზღვრო თაყვანისცემით! (სურა ალ-'ისრა:111)

მან ბრძანა:

განადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, მისია მეუფება
და მისია დიდება და იგი, ჭეშმარიტად, ყოვლისმცოდნეა.
(სურა ალ-თაღაბუნ:1)

მან ბრძანა:

კურთხეულია იგი, რომელმაც გარდმოავლინა განსხვავება თავის მონაზე, რათა


ყოფილიყო სამყაროთა შემგონებელი. იგია, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა
და ქვეყნისა; არ აურჩევია ძე და არ ჰყოლია მოზიარე მეუფებაში. შექმნა ყოველი
ნივთი და რიგიანად დაანაწილა. (სურა ალ-ფურყან:1-2)

მან აგრეთვე ბრძანა:

არ აურჩევია ალლაჰს არავინ შვილად; არავინ ყოფილა ღვთაება მასთან ერთად.


თუკი (ამგვარად იქნებოდა), წაიღებდა ყოველი ღმერთი იმას, რაც მან შექმნა და
ამაღლდებოდნენ ერთი მეორეზე. დიდ არს ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ!
მცოდნე დაფარულისა და გაცხადებულისა. მაღალიმც არს იმაზე, რასაც
ზიარუქმნიან.
(სურა ალ-მუ'მინუნ:91-92)

მან ბრძანა:

და ნუ მოუყვანთ ალლაჰს მაგალითებს, რამეთუ ალლაჰმა უწყის, ხოლო თქვენ არ


იცით.
(სურა ან-ნაჰლ:74)

13
მან ბრძანა:

უთხარი: არამედ აკრძალა ჩემმა უფალმა გარყვნილებანი - გინდ ხილული, გინდ


დაფარული - ცოდვა და ურჩობა უსამართლო; რომ მოზიარედ არ უქმნათ
ალლაჰს ის, რისთვის არ უბოძბია მეუფება და არ თქვათ ალლაჰზე ის, რაც არ
იცით!
(სურა ალ-ა'რაფ:33)

ტახტრევანზე ამაღლება (ალ-ისთივა 'ალა ალ-'არშ)


მან ბრძანა:

აჰა, მოწყალე ტახტრევანზე ამაღლებულია. (სურა ატ-ტაჰა:5)

მან ბრძანა:

...მერმე ამაღლდა ტახტრევანზე... (სურა ალ-ჰადიდ:4)

მან ბრძანა:
ჭეშმარიტად, თქვენი უფალი არის ალლაჰი, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა
ექვს დღეში, ხოლო მერე ამაღლდა ტახტრევანზე... (სურა ალ-ა'რაფ:54)

მან ასევე ბრძანა:

ჭეშმარიტად, თქვენი უფალი არის ალლაჰი, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა


ექვს დღეში, ხოლო მერე ამაღლდა ტახტრევანზე და განაგებს თავის საქმეს.
(სურა ალ-იუნუს:3)

მან ბრძანა:

ალლაჰია იგი, ვინც აღამაღლა ცანი, მაგრამ არა იმ საყრდენებზე, თქვენც რომ
დაინახოთ; შემდგომ ამაღლდა ტახტრევანზე.
(სურა არ-რა'დ:2)

მან ბრძანა:

...მერე კი ამაღლდა ტახტრევანზე მოწყალე..


(სურა ალ-ფურყან:59)

მან ბრძანა:

ალლაჰია იგი, ვინც შექმნა ცანი და ქვეყანა და რაც მათ შორისაა ექვს დღეში.
შემდგომ ამაღლდა ტახტრევანზე..
(სურა ას-საჯდა:4)

მან ასევე ბრძანა:

იგია, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა


ტახტრევანზე.. (სურა ალ-ჰადიდ:4)

ყოვლადმაღლობა

14
მან ბრძანა:

და აი, უთხრა ალლაჰმა: 'ისა, მე შენ მოგცვლი, ამოგამაღლებ ჩემთან...


(სურა ალ-იმრან:55)

მან ბრძანა:

...ერთიანად მისკენ მაღლდებიან კეთილი სიტყვა და მართალი საქმე, და იგი


ამაღლებს მას... (სურა ალ-ფათირ:10)

მან ბრძანა:

თქვა ფარაონმა: ო, ჰამან, ამიგე მე კოშკი, რათა ეგებ შევწვდე საბელებს,


საბელებს ცათა, და შევწვდე მუსას უფალს, თუმცაღა მე მას ცრუდ მივიჩნევო.
(სურა ალ-ღაფირ:36-37)
მან ბრძანა:

იგია, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერმე ამაღლდა


ტახტრევანზე, იცის, რაც მიძვრება მიწაში და რაც მისგან ამოდის, რაც
გარდმოედინება ზეცით და რაც მაღლდება მასში და იგი თქვენთანაა, სადაც
უნდა იყოთ და რასაც აკეთებთ, ხედავს. (სურა ალ-ჰადიდ:4)

ყველგან ყოფნა
მან ბრძანა:

განა არ გიფიქრია, რომ ალლაჰმა უწყის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა
ზედაა, და არ იქნება რაიმე საიდუმლო თათბირი სამთა, რომ იგი არ იყოს
მეოთხე მათი და არც ხუთთა, რომ იგი არ იყოს მეექვსე მათი, და არც უმცირესი
ამისა და არც უმეტესი, რომ იგი არ იყოს მათთან, (ყველგან) სადაც კი იქნებიან.
მერმე კი, აღდგომის დღეს, აცნობებს მათ იმას, რაც გააკეთეს. ჭეშმარიტად,
ალლაჰია ყოვლისმეცნიერი. (სურა ალ-მუჯადილა:7)

მან ბრძანა:
...ნუ დაღონდები, ალლაჰი ჩვენთანაა!
(სურა ათ-თაუბა:40)

მან ბრძანა:

მიუგო: ნუ გეშინიათ. მე თქვენთანა ვარ, ვისმენ და ხვედავ.


(სურა ატ-ტაჰა:46)

მან ბრძანა:

ჭეშმარიტად, ალლაჰი იმათთანაა, ვისაც ღვთის შიში აქვს და ვინც არის


მადლისმქმნელი. (სურა ან-ნაჰლ:128)

მან ბრძანა:

მოითმინეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენთა თანაა.


(სურა ალ-ანფალ:46)

15
მან ბრძანა:

მათ კი, რომლებიც ფიქრობდნენ, ალლაჰს შევხვდებითო, განაცხადეს: რამდენ


მცირერიცხოვან გუნდს უძლევია მრავალრიცხოვანი გუნდი ალლაჰის ნებითო! -
და ალლაჰი მომთმენთა თანაა. (სურა ალ-ბაყარა:249)

საუბარი
მან ბრძანა:

...და ვინ არის ალლაჰზე უფრო მართალი თქმულით?


(სურა ან-ნისა:87)
მან ბრძანა:

და ვინ არის ალლაჰზე უფრო ჭეშმარიტი თქმულით?!


(სურა ან-ნისა:122)
მან ბრძანა:

და აი, ჰკითხა ალლაჰმა 'ისა იბნ მარიამს:...


(სურა ალ-მაიდა:116)
მან ბრძანა:

აღსრულდა შენი უფლის სიტყვები - სიწრფელითა და ჭეშმარიტებით. (სურა ალ-


ან'ამ:115)
მან ბრძანა:

და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას დალაპარაკებით.


(სურა ან-ნისა:164)

მან ბრძანა:

აი ისინიც - მოციქულნი. ვამჯობინეთ ზოგიერთი ზოგიერთს, მათგან იყო ის, ვისაც


დაელაპარაკა ალლაჰი და აღამაღლა ზოგიერთი ხარისხებით. (სურა ალ-
ბაყარა:253)

მან ბრძანა:

და როცა მუსა მოვიდა ჩვენგან დათქმულ დროსა და ადგილს და დაელაპარაკა


მას თავისი უფალი...(სურა ალ-ა'რაფ:143)

მან ბრძანა:

მოვუხმეთ მას ატ-ტურის მარჯვენა მხრით და დავიახლოვეთ იგი საიდუმლო


თათბირისთვის.
(სურა ალ-მარიამ:52)

მან ბრძანა:

და აჰა, დაუძახა შენმა უფალმა მუსას: მიდი უსამართლო ხალხთან;


(სურა აშ-შუ'არა:10)
მან ბრძანა:

და დაუძახათ მათმა უფალმა: - განა არ შეგაკავეთ ამ ხისგან და (არ) გითხარით,


რომ შაითანი თქვენი აშკარა მტერია?!
(სურა ალ-ა'რაფ:22)
მან ბრძანა:

16
იმ დღეს, როცა დაუძახებს მათ და ეტყვის: სად არიან ჩემი თანაზიარნი,
რომელთა შესახებაც ჰყვებოდით?!
(სურა ალ-ყასას:62)

მან ბრძანა:

და იმ დღეს, მოუხმობს იგი და ჰკითხავს: „რა უპასუხეთ წარგზავნილებსო?“


(სურა ალ-ყასას:65)
მან ბრძანა:

თუ კი რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, თავშესაფარი მიეცი, ვიდრე


შეისმენდეს ალლაჰის სიტყვას...
(სურა ათ-თაუბა:6)
მან ბრძანა:

განა გსურთ, რომ მათ თქვენი ირწმუნონ, მაშინ როცა მათი ნაწილი ისმენდა
ალლაჰის სიტყვას, მერე კი ამახინჯებდა მას, შემდგომ ამისა, რაც გაიაზრეს და
მათ (ეს) იცოდნენ.
(სურა ალ-ბაყარა:75)
მან ბრძანა:

უთხარი: თქვენ არასოდეს გამოგყვებით ჩვენ. ამგვარად თქვა ალლაჰმა უწინ.


(სურა ალ-ფათჰ:15)
მან ბრძანა:

და წაიკითხე ის, რაც ზეშთაგეგონა შენი უფლის შიგნიდან. არ არსებობს


შემცვალებელი მისი სიტყვისა და ვერავის იპოვნი მის გარეშე შემფარებულს .
(სურა ალ-ქაჰფ:27)

მან ბრძანა:

ჭეშმარიტად, ეს ყურანი მოუთხრობს ისრაელის ძეთ უმეტეს რამეს, რაზეც ისინი


ვერ თანხმდებიან. (სურა ალ-ნამლ:76)

მან ბრძანა:

ეს წიგნია. ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი - კურთხეული...


(სურა ალ-ან'ამ:92)

მან ბრძანა:

რომ ზეგარდმოგვევლინა ყურანი მათზე, ნახავდი მას შეშინებულს, გადაპობილს


ალლაჰის შიშით.
(სურა ალ-ჰაშრ:21)

მან ბრძანა:

და როს ვცვლით ერთ აიას მეორე აიათი - ალლაჰმა კი ყველაზე უკეთ იცის, რაც
გარმოავლინა - ამბობენ: შენ თხზავო! დიახ, მათ უმეტესობას არ ესმის! უთხარი:
სიწმინდის სულმა გარდმოავლინა იგი შენი უფლის წიაღიდან ჭეშმარიტებით,
რათა განემტკიცებინა ისინი, რომელთაც ირწმუნეს და, სახელმძღვანელოდ და
სამახარობლოდ (ღვთის) მორჩილებისთვის. ვიცით, რასაც ამბობენ - მას ერთი

17
ადამიანი ასწავლესო. ენა მისი, ვისზეც ისინი მიუთითებენ, უცხოურია. ხოლო ესაა
მკაფიო არაბული.
(სურა ალ-ნაჰლ:101-103)

ალლაჰის ხილვა
მან ბრძანა:

სახენი იმ დღეს ბრწყინვალენი, თავიანთი უფლისკენ მაცქერალნი.


(სურა ალ-ყიამა:22-23)
მან ბრძანა:

სავარძლებზე (მსხდომნი) გამოიხედავენ...


(სურა ალ-მუთაფიფინ:35)
მან ბრძანა:

იმათთვის, ვინც თესა სიკეთე, უფრო უკეთესი და მეტიც...


(სურა ალ-იუნუს:26)

მან ბრძანა:

მათ-იქ , რასაც ისურვებენ და ჩვენ წიაღაა დასამატებელი. (სურა ალ-ყაფ:35)

ყურანში უამრავი აითები არსებობს, რომელიც ამტკიცებს ზემოთ ხსნებულს. ვინც


ყურ'ანს ყურადღებით შეისწავლის და მიზნად დაისახავს სწორ გზაზე დადგომას , ის
აუცილებლად დაინახავს ჭეშმარიტ გზას.

18
ალლაჰის სახელები და თვისებები სუნნაჰ-ში
ნაწილი 2
__________________________________________________________

შუამავლის ( ‫ﷺ‬ ) სუნნაჰ ხსნის ყურ'ანს და განმარტავს მას. იგი


ყურ'ანისკენ მიმავალია და მის მნიშვნელობას გამოაშკარავებს. სანდო ჰადისები,

სადაც მოციქული ( ‫ﷺ‬ ) უზეანეს, ყოვლადძლიერ ალლაჰს


აღწერს, ვალდებულნი ვართ
უდავოდ დავიჯეროთ. მაგალითად შემდეგი ჰადისი:

,,ჩვენი ბატონი ღამის ბოლო მესამედში ჩამოდის ყველაზე დაბალ ცაზე და


ბრძანებს: ,,არის ვინმე ვინც მეძახის, რომ ვუპასუხო მას? არის ვინმე ვინც რაიმეს
მთხოვს, რომ ვუბოძო რაც სურს? არის ვინმე ვინც პატიებას მთხოვს, რომ
ვაპატიო?"
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და ჰადისი:

,,უეჭვლად ალლაჰი ბევრად კმაყოფილი თაყვანისმცემლის ('აბდ) სინანულით,


ვიდრე რომელიმე თქვენთანგანი როცა ის დაკარგულ აქლემს იპოვის."
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და ჰადისი:

,,ალლაჰი იცინის ორ კაცზე, რომლებიც ერთმანეთს კლავენ, მაგრამ ორივე


სამოთხეში მოხვდებიან."5
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და ჰადისი:

,,ალლაჰს უკვირს მისი მონების ('იბად) სასოწარკვეთილების, როცა


მდგომარეობის შეცვლა ცუდიდან კარგამდე ახლოა. იგი გიყურებთ თქვენ, როცა
სასოწარკვეთილებაში ხართ და იგი იცინის, რათა იცის რომ ხსნა ძალიან
ახლოსაა."
(კარგი (ჰასსან) გადმოცემის ჯაჟვი (ისნად) - გადმოცემულია აჰმად იბნ ჰანბალის
მიერ და სხვების)

და ჰადისი:

,,(განკითხვის დღეს) როდესაც ურწმუნოების ჯგუფს ჩააგდებენ ჯოჯოხეთში, მაშინ


ჯოჯოხეთი მოითხოვს მეტს, სანამ ბატონი (რაბბ), ყოვლისშემძლე, მის ქუსლს
დააჭერს. ამის შემდეგ იგი შეიკუმშება და იტყვის: 'კმარა, კმარა.'"
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

5
ჰადისის მნიშვნელობა არის, რომ მორწმუნე (მუ'მინ) ურწმუნოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიდის
და ურწმუნო მორწმუნეს კლავს. მორწმუნე შევა სამოთხეში, რათა მისი სიცოცხლე დათმო
ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად. ხოლო, ურწმუნო როცა ისლამს მიიღებს, მორწმუნე
გახდება და ჭეშმარიტ მორწმუნედ მოკვდა, ის ასევე სამოთხეში შევა. ამით მკვლელი და
მოკლულიც სამოთხეში შევლენ. ეს ნათელ ჰყოფს ალლაჰის მიერ მოწყალებას მისი
ქმნილებების მიმართ.

19
და ჰადისი:

ალლაჰი, უზენაესი, ბრძანებს: 'ადამ! და ადამი უპასუხებს: აქ ვარ, შენს


მსახურებაში!' მაშინ ხმა მოისმება: 'უეჭვლად! ალლაჰი გიბრძანებს შენ
შთამომავალთა ერთი ნაწილი ჯოჯოხეთში გაგზავნო.'.
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და ჰადისი:

,,ალლაჰი, უზენაესი, ყველას დაელაპარაკება პირისპირ ყოველგვარი


შუამდგომლის გარეშე".
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და შუამავლის (‫ )ﷺ‬გამონათქვამი , ავადმყოფის განკურვნის


შესახებ:

,,ჩვენო ბატონო (რაბბ), ალლაჰ, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი
შენი, შენი ბრძანებით ხდება ყოველივე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. შენი
წყალობა როგორც ცაშია, ისე ამყოფე ქვეყანასა ზედა. მოგვიტევე ჩვენი
შეცდომები და ცოდვები. შენ ხარ ბატონი (რაბბ) კეთილი ხალხისა. გვიბოძე შენი
წყალობიდან, შენი განკურნებიდან ამ ტკივილზე, დაე გამოჯანმრთელდეს
ავადმყოფი."
(კარგი (ჰასსან) გადმოცემის ჯაჟვი (ისნად) - გადმოცემულია აბუ დავუდის მიერ
და სხვები)

და ჰადისი:

,,მე არ მენდობით? როცა იმის ნდობა მაქვს, ვინც ცათა შინაა?"


(სანდო (საჰიჰ) ჰადისი; გადმოცემულია ალ-ბუხარში და მუსლიმში)

და ჰადისი:

,,ტრონი იმყოფება წყლის ზემოთ და ალლაჰი არის ტრონის ზემოთ. და იგი უწყის
თქვენს განზრახვებს."
(სანდო (ჰასსან) ჰადისი; გადმოცემულია აბუ დავუდის მიერ და სხვები)

და შუამავლის (‫ )ﷺ‬ნათქვამი ერთ მოსამსახურე ქალზე:


,,სად არის ალლაჰი?" და მან უპასუხა: ,,ცის ზემოთ." მან ჰკითხა: ,,მე ვინ ვარ?"
მან უპასუხა: ,,შენ ალლაჰის შუამავალი ხარ." შემდგომ მიუგო მან:
,,გაანთავისუფლეთ ის მორწმუნეა (მუ'მინა)!"
(გადმოცემულია მუსლიმის მიერ)

და ჰადისი:

,,რომელიმე თქვენთაგანი თუ დგას ლოცვაზე, არ იფურთხოს მის წინ ან მის


მარჯვენა მხარეს, რადგან ალლაჰი მის წინაა. მაგრამ შეუძლია მის მარცხნივ ან
ფეხებ ქვეშ იფურთხოს."
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და ჰადისი:

20
,,ჩემო ბატონო (რაბბ)! ღმერთო შვიდკეცა ზეცისა და ღმერთო ძლევამოსილი
ტრონისა, ჩვენო ღმერთო და ღმერთო ყოველივესა, გამჩენო მცენარების და
ხეებისა. გარდმომვლენელო თავრას (თორა), ინჯილის (სახარება) და ყურანისა;
მე მიგეკედლები ჩემი თავის სიავისგან და სხვა ქმნილებების სიავისაგან. შენ
პირველი ხარ (ალ-ავვალ), შენამდე არაფერი ყოფილა. შენ ხარ ბოლო
(ალ-'ახირ), შენს მერე არაფერი იქნება. შენ ხარ საცნაური (აზ-ზაჰირ), არაფერია
შენზედა. შენ ხარ მალული (ალ-ბათინ), არაფერია შენს შორის. დამეხმარე ჩემი
ვალის გადახდაში და მაშორე სიღარიბე."
(გადმოცემულია მუსლიმის მიერ)

და შუამავლის (‫ﷺ‬ ) ნათქვამი, როდესაც მის მიმდევრებმა


ალლაჰის ხსენებაში (ზიქრ) ხმას აუწიეს:

,,ო ადამიანებო, თავი შეიკავეთ. უეჭვლად, თქვენ არ ეძახით ვინმეს, ვინც ყრუა,
ან აქ არ იმყოფება. არამედ ეძახით მსმენელს, ახლოს მყოფს. თქვენ ვისაც
ეძახით, იმაზე ახლოსაა თქვენთან ვიდრე თქვენი საჯირითე ცხოველის კისერი."
(ალ-ბუხარი და მუსლიმი)

და შუამავლის (‫ )ﷺ‬ნათქვამი:
,,ისე იხილავთ თქვენს ბატონს (რაბბ) როგორც სავსე მთვარეს ხედავთ.
ვერაფერი შეუშლის თქვენს მისდამი ცქერას ხელს. თუ გაქვთ შესაძლებლობა
რომ აღავლინოთ თქვენი ლოცვები გამთეენისას და სამხრობისას, მაშ
შეასრულეთ."
(ალ-ბუხარი და მუსლიმ)

და კიდევ უამრავი ჰადისი, რომელშიც ალლაჰის მოციქული (

‫ )ﷺ‬მის ბატონის (რაბბ) შესახებ საუბრობს.


გადარჩენილი ჯგუფს(ალ-ფიქრათ ან-ნაჯიია), სუნნას და ჯამაათის (აჰლ ას-სუნნა ვალ-
ჯამა'ა) წევრებს სწამთ ამის, ასევე მათ სწამთ რაც გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის
ძვირფას წიგნში (ყურ'ან). მათ სწამთ დამახინჯების (ტაჰრიფ) და უარყოფის (ტა 'ტილ )
და განკითხვის (ტაქიფ) ან შეცვლის (თამთილ) გარეშე. აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა
შუაწერტილში მოიცავს ამ უმმათის ჯგუფებს, როგორც უმმათი მოიცავს ყველა ჯგუფის
შუაწერტილს.

ქებული ალლაჰის თვისებების შესახებ, აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა მდებარეობს


ჯაჰმიების უარყოფის და მათ შორის ვინც ცვლის (თამთილ) და სიცრუეს თხზავენ (აჰლ
ათ-თამთილ ალ-მუშაბბიჰა). რაც შეეხება ალლაჰის ქმედებებს, ამის შესახებ ის დგას
ყადარიას და ჯაბრიებს შორის. მისი შეხედულებით ალლაჰის სასჯელზე აჰლ ას -სუნნა
ვალ-ჯამა'ა დგას ვა'იდიას ყადარიას და მურჯი'ას შორის, ასევე ჰარურიას და
მუ'ტაზილას შორის. იმანის, რწმენის და რელიგიის სახელების საკითხში იგი დგას

‫ﷺ‬
მურჯი'ას და ჯაჰმიას შორის. შუამავლის ( ) მიმდევრების
შესახებ აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა დგას რაფიდას და ხავარიჯების შორის.

ალლაჰი ყველაფერზე მაღლა იმყოფება


როგორც აღინიშნა, ალლაჰის რწმენა არის რაც მან მის წიგნში გარდმოავლინა ,

შემდეგ მისი შუმავლის (‫ﷺ‬ ) მიერ გადმოცემულია და რაზეც


წინაპრები (სალაფები) ერთსულოვნად შეთანხმდნენ: რომ ალლაჰი, უზენაესი, ზეცაში

21
მის ტრონის ზემოთ იმყოფება, დიდებული, მის ქმნილებებზე; და რომ, უზენაესი,
მათთანაა სადაც არ უნდა იყვნენ, მან იცის რასაც სჩადიან ისინი. მან ბრძანა:

იგია, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა


ტახტრევანზე, იცის რაც მიძრვრება მიწაში და რაც მისგან ამოდის, რაც
გარმოედინება ზეცით და რაც მაღლდება მასში და იგი თქვენთანაა, სადაც უნდა
იყოთ და რასაც აკეთებს, ხედავს.
(სურა ალ-ჰადიდ:4)

მისი ბრძანება: ,,იგი თქვენთანაა" არ ნიშნიავს, რომ ქმნილებებთან გაიგივებულია .


(შერწყმულია) ენათმეცნიერულად ასეთი აზრისკენ არ მიუთითებს და სრულიად
ეწინააღმდეგება ღვთისმოსავი წინაპრების (სალაფების) ერთსულოვან აზრს. ასევე
ეწინააღმდეგება ალლაჰის ქმნილებების შექმნას. მაგალითად მთვარე , არის
ალლაჰის ერთ ერთი ყველაზე პატარა ქმნილებათა შორის. იგი ცაშია, ასევე
მოგზაურებთან და არამოგზაურებთანაა ერთდროულად, სადაც არ უნდა იყვნენ. და
იგი, დიდებული, ტრონზე სუფევს და ბრძანებს მის ქმნილებებზე. ეს არის ერთ ერთი
ნიშანი მისი ხელმწიფობისა.

ალლაჰმა, უზენაესმა, გვამცნო რომ იგი ტრონზე მაღლა (ალ-'არშ) იმყოფება და


ჩვენთან ერთადაც იმყოფება - უეჭვლად ეს ჭეშმარიტებაა და დაცულია დამახინჯების
და შეცვლისგან. აზრი, რომ თითქოს ალლაჰი ცაშია და ცა შეიცავს მას არის სრულიად
მცდარი. ეს ყველა მცდონე ხალხის ('ულამა) ერთსულოვან აზრს (იჯმა')
ეწინააღმდეგება.

გაშლილია მისი ტახტი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის


დაცვა. (სურა ალ-ბაყარა:255)

და იჭერს ზეცას, რომ ქვეყანას თავს არ დაემხოს...


(სურა ალ-ჰაჯჯ:65)

და მისი სასწაულებიდანაა, რომ დგას ცა და ქვეყანა მისი ბრძანებით...


(სურა არ-რუმ:25)

ალლაჰის სიახლოვე მის მონებთან


ამ რწმენაში ისიც ითვლიება რომ ალლაჰი ძალიან ახლოსაა მის მონებთან. მან
ბრძანა:

და თუ ჩემი მონები ჩემს შესახებ გკითხავენ, მე ახლოს ვიქნები და ვუპასუხებ


მლოცველის ლოცვას, როცა მომიხმობს... (სურა ალ-ბაყარა:186)

და შუამავლმა ( ‫ﷺ‬ ) უთხრა მის მიმდევრებს როცა ხსენებაში


(ზიქრ) ხმას აუწიეს:
,,ო ადამიანებო, თავი შეიკავეთ. უეჭვლად, თქვენ არ მიმართავთ ვინმეს, ვინც
ყრუ არის ან აქ არ იმყოფება. არამედ მიმართავთ მსმენელს, ახლოს მყოფს.
თქვენ ვისაც მიმართავთ, იმაზე ახლოსაა თქვენთან ვიდრე თქვენი საჯირითე
ცხოველის კისერი."

რაც წიგნში და სუნნაჰში მის სიახლოვეზე ნახსენებია, არ ეწინააღმდეგება მის


უზენაესობას და მეუფობას. უეჭვლად, ქება დიდება მას, არ არსებობს ვინმე მისი
თვისებების მქონე და იგია მაღალი მის სიახლოვეში და ახლო მის უზენაესობაში .

ყურ'ანი არის ალლაჰის სიტყვა

22
ალლაჰის და მისი წიგნების რწმენაში იმის დაჯერებაც შედის, რომ ყურ 'ანი ალლაჰის
გარდმოვლენილი სიტყვაა და არ არის შექმნილი; რომ მისგან აქვს დასაწყისი და
მიბრუნებული იქნება მასთან; რომ ალლაჰმა ჭეშმარიტად ისაუბრა ; რომ ყურ 'ანი
უეჭვლად ალლაჰის სიტყვაა და სხვა არავის; რომ არ არის დაშვებული, მასზე თქმა
რომ ის მხოლოდ მოთხრობაა ან ალლაჰის სიტყვის ინტერპრეტაცია; ის ვინც
ალლაჰის სიტყვათაგან ან წაიკითხავს ან გადაიწერს ეს არ ნიშნავს იმას რომ სიტყვა
ეკუთვნის მას . არამედ სიტყვა ეკუთვნის მას (ალლაჰს ('ავჯ). ვინც თავდაპირველად
ბრძანა, და არა მას ვინც გადმოსცა. ის (ალ-ყურ'ან), მისი ასოები და მისი მნიშვნელობა
არის ალლაჰის სიტყვა. ალლაჰის ბრძანება არამხოლოდ სიტყვებია მნიშნველობის
გარეშე, ასევე მნიშვნელობა არაა სიტყვების გარეშე.

ალლაჰის ხილვა განკითხვის დღეს

ალლაჰის, მისი წიგნების და შუმავლების რწმენის შემდეგ შედის რწმენა იმისა რომ
მათ ვისაც სწამთ დაინახავენ მას საკუთარი თვალით, ისე როგორც მზეს ხედავენ
უღრუბლო ცაზე, და ასევე ისე როგორც ხედავენ მთვარეს დაბრკოლების გარეშე.
ისინი მას დაინახავენ უზენაეს და ამავდროულად იქნებიან განკითხვის ადგილას .ისინი
დაინახავენ მას სამოთხეში შესვლის შემდგომ. როგორც უზენაესი ალლაჰი, ქებული
ინებებს.

23
რწმენა იმიერი ცხოვრებისა
3 ნაწილი
__________________________________________________________

საფლავის გამოცდა და მკვდრეთით აღდგომა

განკითხვის დღის რწმენაში შედის ის ყოველივე, რაც შამავალმა (

‫ )ﷺ‬გვიამბო სიკვდილის შემდეგ მოსახდენის შესახებ. რწმენა,


საფლავის გამოცდაზე, დასჯაზე და სიამოვნებაზე (ნეტარებაზე).
რაც შეეხება გამოცდას, ადამიანები გამოიცდებიან თავიანთ საფლავებში და
ჰკითხავენ მათ: ,,ვინ არის შენი ბატონი (რაბბ)? რა არის შენი რელიგია (დინ)? ვინ
არის შენთან წარგზავნილი შუამავალი (რასულ)? ალლაჰი მორწმუნენთ გაამტკიცებს
ჭეშმარიტი სიტყვით ამ და იმ ცხოვრებაშიც და მორწმუნე იტყვის: ,,ალლაჰი არის ჩემი

ბატონი, ისლამი არის ჩემი რელიგია და მუჰამმად (‫ﷺ‬ ) არის


ჩემთან წარგზავნილი შუამავალი." ხოლო ეჭვით სავსე იტყვის: ,,რა? როგორ? არ ვიცი.
მე გავიგე ადამიანები ამბობდნენ რაიმეს, ამიტომ მეც ვიმეორებდი ." ამის შემდეგ
სცემენ მას სასტიკად რკინით, საშინლად იყვირებს ის, ხოლო მის ხმას ყველა
ქმნილება გაიგებს ადამიანების გარდა, რადგან რომ გაეგოთ ადამიანებს ეს , ისინი
გონებას დაკარგავდნენ.

გამოცდას მოჰყვება ნეტარება ან დასჯა, დიდი განკითხვის დღემდე (ალ-ყიამა ალ -


ქუბრა). სულები ისევ თავიანთ სხეულებში იქნება დაბრუნებული და განკითხვა,

რომელსაც ალლაჰი მის წიგნში და მისი შუამავალის ( ‫ﷺ‬ )


მეშვეობით გვამცნობს, და რაშიც ყველა მუსლიმანი თანხმდება, მაშინ დაიწყება .
ადამიანები გამოვლენ მათი საფლავებიდან
შიშვლები, ფეხშიშველი და წინდაუცვეთელნი, რათა წარსდგნენ სამყაროთა ბატონის
წინაშე. ამ დროს მზე მიუახლოვდება და საკუთარი ოფლი დაახრჩობს მათ. ამის
შემდეგ სასწორი ამაღლდება, რათა ადამიანის საქმენი აიწონოს.

და ვისი სასწორიც პინებიც დამძიმდება, ისინი ნეტარ-იქნებიან. ხოლო ვისი


სასწორის პონებიც იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც წააგეს თავიანთი
სიცოცხლე; გეენიაში იქნებიან მარადიულნი.
(სურა ალ-მუ'მინუუნ:102-103)

აღნუსხული საქმენი იქნება განაწილებული. ზოგიერთი მარჯვენა მხრიდან მიიღებს


ზოგიერთი მარცხნიდან ან უკნიდან.

როგორც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

და ყოველ ადამიანს ყელზე გამოვაბით თავისი ბედის ჩიტი და მოვუვლენთ მას


აღდგომის დღეს წიგნს, რომელიც დახვდება გადაშლილი.
(სურა ალ-'ისრა:13-14)

ალლაჰი ადამიანებს გაახსენებს მათ ქმედებებს, პირადად ისაუბრებს მის მონებთან


('აბდ) და ყველა მის ცოდვას შეახსენებს. ამგვარად აიღწერა ეს ყოველივე წიგნში

(ალ-ყურ'ან) და მოციქულის (‫ )ﷺ‬სუნნაჰში.


რაც შეეხება ურწმუნოს მათი შეცდომების გახსენება არ იქნება მსგავსი იმის
შეცდომების გახსენებისა რომლის კეთილი და ავი საქმენი თანაბარია. რადგან მათ

24
საერთოდ არ ექნებათ კეთილი საქმენი. არამედ საშინელ ქმედებებს ჩამოუთვლიან,
განკითხავენ და წინ დაუდებენ, რათა დაამოწმონ და შემდგომ დაისაჯონ.

ალ-ჰავდ (შუამავლის წყლისგუბე)

განკითხვის ადგილას არის შუამავლის ( ‫ﷺ‬ ) წყლისგუბე (ალ-


ჰავდ) წყლით რომელიც რძეზე თეთრი და თაფლზე ტკბილია. მისი სასმისები
აღემატება ვარსკვლავების რაოდენობას, მისი სიგრძე არის ერთი თვის სავალი
მგზავრობა და მისი სიგანი არის ერთი თვის სავალი მგზავრობა. ვინც დალევს მისგან
არასდროს მოსწყურდება.

ას-სირატ (ხიდი ჯოჯოხეთზე)

ას-სირატ (ხიდი, გზა) მდებარეობს ჯოჯოხეთის თავზე. ის არის სამოთხის და


ჯოჯოხეთის შორის ხიდი. ადამიანები გადაკვეთავენ მას მათი ქმედებების მიხედვით .
ზოგიერთი თვალის დახამხამებასავით სწრაფად, ზოგი ელვის სისწრაფით , ზოგი
როგორც ქარი, ზოგი როგორც ძვირფას ცხენზე, ზოგი როგორც აქლემზე, ზოგი
სირბილით, ზოგი სიარულით, სხვები ფოთხვით. ხიდს აქვს კლანჭები, რადგან
ადამიანებს მათი ქმედებების მიხედვით სტაცოს. ვინც გადაკვეთავს ხიდს შევა
სამოთხეში. ას-სირათს როდესაც გადაივლიან, კიდევ ერთ ხიდზე გააჩერებენ
ჯოჯოხეთისა და სამოთხის შორის, რადგან ერთმანეთის მიმართ ვალები მოიხადონ.
როცა ამისგან განთავისუფლდებიან და განიწმინდებიან, სამოთხეში შესვლის უფლება
მიეცემათ.

აშ-შაფა'ა (შუამავლის შუამდგომლობა)

პირველი ვინც სამოთხის კარიბჭეზე დააკაკუნებს იქნება მუჰამმად (

‫ )ﷺ‬და პირველი უმმა რომელიც სამოთხეში შევა მისი უმმა


იქნება.

‫ )ﷺ‬განკითხვის დღეს სამგვარ


და იგი (მუჰამმად ) (
შუამდგომლობას განახორციელებს:

პირველი შუამდგომლობა იქნება მომთმენთა სასარგებლოდ. როცა ყველა შუამავალი


მაგალითად 'ადამ, ნუჰ, იბრაჰიმ, მუსა, 'ისა იბნ მარიამ (ას) მათთვის შუამდგომლობაზე

უარს იტყვიან, ამ დროს შუამავალ მუჰამმადს ( ‫ )ﷺ‬გადაეცემა ეს


დავალება.

მისი მეორე შუამდგომლობა ეკუთვნის სამოთხეთა მკვიდრებს, რათა შევიდნენ


სამოთხეში. ორივე შუამდგომლობა მხოლოდ მას შეუძლია.

მესამე შუამდგომლობა იქნება ყოველივე ცოდვილის სასარგებლოდ, ვისაც ებრძანა

‫ )ﷺ‬და ასევე ყველა


ცეცხლი. ამ შუამდგომლობას მუჰამმადი (

სხვა შუამავალი (‫ )ﷺ‬, ღვთისმოსავი და სხვები გააკეთებენ.


ისინი იშუამდგომლებენ სასარგებლოს მათთვის ვინც: ცეცლი (ან-ნარ ) დაიმსახურეს;
რათა არ ჩააგდონ მასში; და მათ სასარგებლოდ ვინც ცეცლში შევიდა, რათა
გამოიყვანონ.
უზენაესი ალლაჰი, მისი მოწყალებით გამოიყვანს რამოდენიმე ცოდვილს განკითხვის
გარეშე ცეცხლიდან. სამოთხეში იქნება დაუსახლებელი ადგილები , და ალლაჰი
ხალხს შეიყვანს მანდ.
25
ის ქვეყანა შეიცავს სასამართლოს, დაჯილდოვებას, დასჯას, სამოთხეს და ჯოჯოხეთს.
ეს ყოველივე არის დეტალურად აღწერილი წიგნებში რომელიც ციდან არიან

‫ )ﷺ‬სუნნაჰს
გარდმოვლენილნი და ასევე შუამავალის (

გადმოცემებში სადაც მუჰამმადი (‫ )ﷺ‬მიცემული ცოდნით


ახსენებს, რა არის საჭირო ამისათვის. ყველა ვინც ეძიებს მას, იპოვის.

ალ-ყადრ (წინგანსაზღვრული)

გადარჩენილ ჯგუფს -სუნნას და მუსლიმთა ერთობის ხალხს (აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა)


- სწამთ ალ-ყადრის (წინგანსაზღვრულის), ჭირშიც და ლხინშიც. წინგანსაზვრულის
რწმენა იყოფება ორ ნაწილად, თითეული ნაწული ორი რამისგან შედგება:

პირველი ნაწილი არის რწმენა იმისა, რომ უზენაესმა ალლაჰმა იცოდა რასაც მისი
ქმნილებები გააკეთებდნენ. ეს მისი ყოვლისმცოდნეობიდან გამომდინარეობს ,
რომელსაც მარადიული უწოდა. მან იცოდა მორჩილების და ურჩების მდგომარეობა ,
მათი სარჩო და სიცოცხლის ვადა.

ალლაჰმა ქმნილებისათვის მოსახდენი განსაზღვრა ალ-ლავჰ ალ-მაჰფუზში (სანდოთ


შენახული გრაგნილი). პირველი რაც მან შექმნა იყო კალამი. მან უბრძანა მას:
,,დაწერე!" მან ჰკითხა: ,,რა დავწერო?" მან მიუგო: ,,დაწერე ის რაც მოსახდენია
განკისთვის დღემდე!" რაც უნდა შეემთხვას ადამიანს, არასდროს ასცდება ის და რაც
უნდა ასცდეს, არასდროს შეემთხვევა მას. კალამი გამშრალია და გრაგნილი
შეხვეულია, როგორც უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:

განა არ იცი, რომ ალლაჰმა უწყის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა.
ჭეშმარიტად, ეს არის წიგნში. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის იოლია.
(სურა ალ-ჰაჯჯ:70)

არ მომხდარა მოსახდენი ქვეყანაზე და თქვენს სულებში, რომ არ ყოფილიყო


წიგნში იმაზე უწინ, ვიდრე ჩვენ მას მოვახდენდით. ჭეშმარიტად, ეს იოალია
ალლაჰისთვის.
(სურა ალ-ჰადიდ:22)

ეს წინასწარ განსაზღვრა, რომელიც მის ცოდნაში შედის -ქება დიდება მას- არის
ზოგიერთ ადგილას დეტალურად აღნუსხული. მან მის სანდოთ შენახულ წიგნში
აღწერა რაც მოისურვა. სანამ ემბრიონს სხეულში შექმნის და სანამ სული ჩაიბერება
მასში, წარგზავნის ანგელოზს მასთან და უბრძანებს ოთხი სიტყვის დაწერას - მის
სარჩოს, მის სიცოცხლის ვადას, მის ქმედებებს და ბედნიერი იქნება თუ უბედური და
ასე შემდეგ. მსგავს წინგანსაზღვრას უწინ ექსტრემი ყადარიიები უარყოფდნენ ,
დღესდღეობით მცირედი არიან რომელიც უარყოფენ მას.

მეორე ნაწილი არის ალლაჰის ნების შესრულება, რაც შეიცავს მის შესაძლებლობას .
რწმენა იმისა, რომ ალლაჰს რაც სურს, აუცილებლად მოხდება და რაც მას არ სურს,
არასდროს მოხდება. ყველა მოძრაობა რომელიც ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ხდება
უეჭვლად ქებული ალლაჰის ნებაა. არაფერი მოხდება მის სამეფოში, გარდა რაც მას
სურს, ქებულს და დიდებულს. იგი ყოვლისშემძლეა. ყველაფერი ძალუძს, არსებულის
თუ არარსებულის.

არ არსებობს ქმნილება ქვეყანასა ზედა ან ცათა შინა რომ, უზენაესი ალლაჰის გარდა
მას შემქმნელი ვინმე ჰყოლოდა. არ არსებობს შემქნელი მის გარდა და არ არსებობს
ბატონი მის გარდა.

26
აქედან გამომდინარე ებრძანა მის მონებს, მისდამი და შუამავლისადმი მორჩილება
და აუკრძალა მათ ურჩობა მის მიმართ.

მას, უზენაესს, უყვარს ღვთისმოსავები (მუტტაყინ), კეთილის მქმნელნი (მუჰსინინ) და


სამართლიანები (მუყსიტინ). იგი კმაყოფილია მათით, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეს
ასრულებენ. მას არ უყვარს ურწმუნოები (ქააფირინ). მას სძულს ზღვარსგადასულები
(ფასიყინ). იგი არ ბრძანებს ცუდს, მას არ სურს მისი ქმნილებებისთვის ურწმუნოება და
მას არ უყვარს სიავე.

ქმნილებები არიან საქმის შემსრულებლები, მაგრამ ალლაჰი მათი ქმედებების


შემქნელია. 'აბდ (მონა) არის მორწმუნე, ურწმუნო, ღვთისმოსავი და უზნეო,
მლოცველი და მმარხველი. 'იბად ('აბდ-ის მრავლობითი) აქვთ თავიანთ ქმედებებზე
კონტროლი და თავისუფალი არჩევანის უფლება. მაგრამ ალლაჰი არის მათი
შემქმნელი, და ასევე შემქმნელი მათი კონტროლის და არჩევანის უფლების. როგორც
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

იმისათვის, ვისაც სურს თქვენგან წრფელ გზას დაადგეს. თუმცა თქვენ ამას არ
ისურვებთ, თუკი არ ინებებს ალლაჰი, უფალი სამყაროთა.
(ათ-თაქვირ:28-29)

ამ წინგანსაზღვრულის ეტაპს, "ყადარიას" უმეტესობა უარყოფს - რომლებსაც

შუამავალმა (‫ﷺ‬ ) უწოდა ისლამის უმმათის "მაჯუს"


(ცეცხლთაყვანისმცემლები). სხვები (ალ-ჯაბირია), რომლებიც ამ ალლაჰის თვისებას
აღიარებენ, იმდენად აჭარბებენ, რომ ადამიანზე (ალლაჰის მიცემულ) თავისუფალი
არჩვევნის უფლებას ართმევენ და ალლაჰის სიბრძნეს, ქმედებებს და განაჩენს
უარყოფენ მათი ამდაგვარი გაგებით.

იმან (მტკიცე რწმენა)


სუნნას ხალხის ერთ ერთი ფუნდამენტია, რომ რელიგია (დინ) და რწმენა (იმან)
გამოხატვა და ქმედება. - გამოხატვა გულით და ენით და ქმედებები გულით, ენით და
სხეულის კიდურებით - ხოლო იმანი მორჩილებით მაღლდება და ურჩობით
დააბლდება.

მიუხედავად ამისა აჰლ ალ-ყიბლა (მუსლიმანები) მათი შეცდომებიდან და


ცოდვებიდან (მა'ასი და ქაბა'ირ) გამომდინარე არ უნდა ჩაითვალონ ურწმუნოებად -
როგორც ამას ხავარარიჯები აკეთებენ. ისლამის ძმობა რწმენაში (იმანში ) ნარჩუნდება ,
მიუხედავად ალლაჰის ურჩობისა, როგორც ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

ხოლო იმას, ვისაც მიეტევება თვისი მოძმისაგან, (რაიმე) სიკეთის ქმნა და


სიკეთით გადახდა (ევალება).
(სურა ალ-ბაყარა:178)

და თუ მორწმუნეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს შეებრძოლება, მოარიგეთ ისინი; და


თუ რომელიმე მათგანი დაჩაგრავს მეორეს, შეებრძოლეთ იმას, რომელიც
ჩაგრავს, ვიდრე იგი არ დამორჩილდება ალლაჰის ბრძანებას; ხოლო თუ
დამორჩილდა, მაშინ მოარიგეთ მათ შორის სამართალით და უანგაროდ
მოიქეცით. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს უანგარონი.
(სურა ალ-ჰუჯურათ:9)

სუნნას ხალხი ზღვარგადასულებს (ფასიყ) არ ართმევენ მთლიან ისლამის რწმენის


წოდებას და არც სწამთ რომ, სამუდამოდ ჯოჯოხეთი ცეცხლში იქნებიან, როგორც
მუ'ტაზილას სწამთ. არამედ სწამთ რომ ზღვარგადასულნი მიეკუთვნებიან რწმენას.
(ალ-იმან ალ-მუტლაყ), როგორც ალლაჰმა ბრძანა:

27
დაევალოს განთავისუფლება მორწმუნე მონისა... (სურა ან-ნისა: 92)

იგი შესაძლოა არ მიეკუთვნებოდეს სრულყოფილი რწმენის(ალ-იმან ალ-ქამილ)


ხალხს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
მორწმუნენი სწორედ ისინი არიან, ვისაც, როს იხსენება ალლაჰი, გული
უკრთებათ; ხოლო თუკი მისი აიები ეკითხებათ, რწმენა ემატებათ და თავიანთ
უფალს სასოებენ.
(სურა ალ-ანფალ:2)

შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬თქვა:
,,მრუში გადის რწმენიდან როდესაც მრუშობს. ქურდი გადის რწმენიდან როცა ის
ქურდობს. მსმელი რწმენიდან გადის როცა ის სვამს. და ის ვინც დიდგულობს, რომ
სხვა ხალხის თვალი მიიქვიოს, უეჭვლად ამ დროს იგი რმწნიდან გადის.

ეს ნიშნავს: იგი არის მორწმუნე არასრულყოფილი რწმენით; ან: იგი არის მორწმუნე
მისი რმენით და ზღვარგადასული მისი ცოდვის გამო. ამიტომ მას არ ენიჭება სრული
რწმენა, ასევე არ ართმევენ მას სრულ რწმენას.

28
აჰლ ალ-ბაით - უმმაჰათ ალ-მუ'მინინ - ას-საჰაბა
(სახლის ხალხი - მორწმუნეების დედები - თანხლები)
ნაწილი 4
__________________________________________________________

ას-საჰაბა (შუამავლის თანხლები)

სუნნას და მუსლიმთა ერთობის ხალხის ფუნდამენტში ითვლება შუამავლის (

‫ )ﷺ‬თანხლების მიმართ გულის და ენის სიწმინდე. როგორც


უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:

და რომელნიც მოვიდნენ მათ შემდგომ, ამბობენ: უფალო ჩვენო! მოგვიტევე


ჩვენც და ჩვენს ძმებსაც; მათ რომლებიც წინ გვისწრებდნენ რწმენით, და ნუ
დაადგენ ჩვენს შორის ბოღმას იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს. ჩვენო
უფალო, ჭეშმარიტად, შენ ხარ შემწყნარებელი, მწყალობელიო.
(სურა ალ-ჰაშრ:10)

შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬თქვა:
,,არ გაკიცხოთ ჩემი თანხლები. ვფიცავ მას ვის ხელთაა ჩემი სული.
თქვენთაგანმა რომ გაიღოს უჰუდის მთის ხელა ოქრო, ის არ შეედრება ერთ
მუდდ (მუჭს) მათთგანს, არც მის ნახევარს."
(ალ-ბუხარი, მუსლიმ, აბუ დავუდ, ათ-თირმიზი, იბნ მაჯა, იბნ ჰანბალ)

სუნნას ხალხი (აჰლ ას-სუნნა) იღებენ იმას რაც ყურ'ანიდან, სუნნადან, და საჰაბააბის
ერთსულოვანი აზრიდან გამომდინარეობს. ისინი უპირატეს ჰყოფენ მათ ვინც გასცეს
ქონება, იბრძოლეს გამარჯვებამდე, რომელიც ჰუდაბიიას მოლაპარაკება იყო -
მოწყალება გაიღეს. ისინი მუჰაჯირუნს (გადასახლებულებს) უპირატესჰყოფენ ანსარს
(დამხმარეებს). მათ სწამთ რომ, ალლაჰმა ბადრის ხალხს -(ისინი 300ზე მეტნი იყვნენ)-
უთხრა:
,,როგორც გსურთ ისე მოიქეცით. მე თქვენ უკვე გაპატიეთ." (აბუ დავუდ)

და მათ (აჰლ ას-სუნნა) სწამთ, რომ შუამავლის ნაბრძანების

,,არავინ შევა ჯოჯოხეთში, ვინც შუამავალს ( ‫ﷺ‬ ) ხის ქვეშ


ერთგულება შეჰფიცა." (მუსლიმ).
ალლაჰი იყო მათით კმაყოფილი და ისინი იყვნენ მისით კმაყოფილი - ისინი 1400 ზე
მეტნი იყვნენ.

ისინი (აჰლ ას-სუნნა) ამოწმებენ სამოთხეს ყველას, ვისაც ახარა შუამავალმა (

‫ )ﷺ‬სამოთხე. მათ შორის ათნი (აბუ ბაქრ, 'უმარ, 'უსმან, 'ალი,


ტალჰა, აზ-ზუბაირ, სა'დ იბნ ვაყყას, სა'იდ ბინ ზაიდ, 'აბდ არ-რაჰმან იბნ 'ავფ და აბუ
'უბაიდა იბნ ალ-ჯარრა) თაბით იბნ ყაის იბნ შამმას და სხვა საჰაბა.

მათ (აჰლ ას-სუნნა) სწამთ, რაც მართლმორწმუნე მართველის 'ალი იბნ აბი ტალიბ

(რა) და სხვებისგან გადმოცემულია, რომ შუამავლის ( ‫ﷺ‬ )


შემდეგ საუკეთესო ადამიანები ამ უმმათის არიან: აბუ ბაქრ, შემდეგ 'უმარ , შემდეგ
'უსმან და 'ალი იბნ აბი ტალიბ (რა). ყველა გადმოცემა მიუთითებს იმაზე, და ყველა
საჰაბა (რა) შეთანხმდა იმაში, რომ ფიცი (ალ-ბაი'ა) მიეცათ 'უსმანს (რა). მიუხედავად
იმისა, რომ თავდაპირველად ზოგიერთი სუნნას ხალხი ვერ თანხმდება იმაში, რომ
'უსმანს თუ ალის ეკუთვნოდა უპირატესობა, შემდგომ აბუ ბაქრის და 'უსმანის

29
უპირატესობაზე შეთანხმდნენ. ზოგიერთმა 'უსმანს მისცა უპირატესობა , დუმდა და 'ალი
მეოთხეთ მიაჩნდათ. სხვებს კი 'ალი ერჩივნათ და სხვები კი ნეიტრალურად იყვნენ
განწყობილნი. ხოლო აჰლ ას-სუნნას ხალხმა საბოლოოდ შეთანხმდა იმაში რომ
'უსმანისთვის მიეცათ უპირატესობა. ეს ('უსმანის და 'ალის საქმე) არ ითვლება
ფუნდამენტებში. აჰლ ას-სუნნას უმეტესობა შეუთანმხლობას ამ საქმეში არ თვლის
გადამწყვეტად.

‫ﷺ‬
აჰლ ას-სუნნას სწამს, რომ შუამავლის ( ) შემდეგ ალ-ხალიფა
იყო აბუ ბაქრი, შემდეგ 'უმარ, შემდეგ 'უსმან, და შემდეგ 'ალი. და მათ სწამთ ვინც
უარყოფს ამ ოთხიდან ერთი იმამის ხალიფობას ის ვირზე დიდ გზააბნევაში იმყოფება .
აჰლ ას-სუნნამ არ უნდა დაკავდეს საჰაბეების უთანხმოებებით და ვალდებულები
არიან თქვან: ,,ზოგი გადმოცემა (საჰაბეების) შეცდომებზე არ შეესამება სიმართლეს
და ზოგ (გამდმოცემას) მიამატეს ან გამოაკლეს რაიმე. ის ნაწილი რომელიც
სიმართლეს შეესაბამება, მათ ეპატიათ მათი შეცდომები, რომც სწორი ან მცდარი აზრი
ჰქონოდათ.

აჰლ ას-სუნნას არ სწამს, რომ ყველა საჰაბე იყო უცოდველი და დიდი ცოდვების და
ასევე პატარა ცოდვების ჩადენისგან დაცულები. არამედ ისინი პასუხისმგებელნი
არიან მათი ნამოქმედარისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად მათ აქვთ უპირატესობა
და იმ დონემდე კეთილი საქმის მკეთებელნი არიან, რომ რაც თუ ცუდი გაუკეთებიათ
ეპატიათ. იგივე დანაშაულები არ ეპატიებათ მათ შემდგომ მყოფებს, რადგან საჰაბეებს
იმდენად ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, რომ ისინი ცუდ საქმეებს აბათილებენ.
ეს არის უპიატესობა რომელიც მათ შემდგომ თაობებს არ გააჩნიათ. შუამავლის (

‫ )ﷺ‬ნათქვამი ადასტურებს ამას:


,,რადგან ისინი თაობათა შორის საუკეთესონი არიან"
(ალ-ბუხარი, მუსლიმ)

,,რადგან მათი ერთი მუდდ (მუჭა) გაღებული მოწყალება უკეთესია მათ შემდგომ
მყოფების გაღებულ უჰუდის მთისოდენა მოწყალებაზე."
(ალ-ბუხარი, მუსლიმ)

ასავე მათი ცუდი ქმედებები ვერასდროს შეედრება მათ ზნეობას. მათი ნამოქმედარი
აისახება ალლაჰზე და მის შუამავლის იმანზე (რწმენა) , მის გზაზე ჯიჰადში
(ბრძოლაში), მათ გადასახლებაში მაქქადან მადინაში და შუამავლის (

‫ )ﷺ‬გვერდში დგომაში და რწმენაში, უნიკალურ ცოდნაში და


მათ კეთილ საქმეებში.
ვინც საჰაბეების ცხოვრებას ობიექტიურად განიხილავს, ალლაჰის ბოძებულ ზნეობის
დაჯილდოვების გათვალისწინებით, უეჭლად მიხვდება რომ ისინი იყვნენ შუამავლის (

‫ )ﷺ‬შემდეგ ადამიანთა შორის საუკეთესონი. რომ მათნაირნი


არ არსებობნენ და არც იარსებებენ და უეჭვლად ამ უმმას უპირატესი თაობა არიან ,
რომელიც თვით უზენაესი ალლაჰის თვალში საუკეთესო და ჩინებულია ყველა უმმათა
შორის.

აჰლ ალ-ბაით (სახლის ხალხი - შუამავლის ოჯახი)

‫ )ﷺ‬ოჯახი უყვარდეს,
აჰლ ას-სუნნა ვალდებულია შუამავლის (

გვერდში დაუდგეს და შუამავლის (‫ )ﷺ‬ანდერძში ნახსნები


ბრძნაბა შეასრულოს. როცა მან ღადირ ალ-ხუმში თქვა:

30
,,ვფიცავ ალლაჰს! გიბრძანებთ ჩემ ოჯახს მიაქციეთ ყურადღება - ვფიცავ
ალლაჰს, გიბრძანებთ ჩემ ოჯახს მიაქციოთ ყურადღება." (მუსლიმ)

შუამავალმა ( ‫ﷺ‬ ) უთხრა მის ბიძას ალ-'აბბას, როცა იგი სჩიოდა


ყურაიშების ზოგიერთი კაცის აგრესიაზე ბანუ ჰაშიმის (შუამავლის ტომი ) მიმართ .

,,ვფიცავ ალლაჰს, ვის ხელთაა ჩემი სული! ისინი მანამ არ იქნებიან მორწმუნეები
(მუ'მინინ), სანამ ისინი ჩემი ნათესაური კავშირის მიზნით არ შეგიყვარებენ შენ."
(აჰმად იბნ ჰანბალ და სხვები)

შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬ასევე თქვა:


,,უეჭვლად, ალლაჰმა აირჩია ისმაილის შვილები და მათ შორის აირჩა ქინანა და
მათ შორის ყურაიში და ყურაიშებიდან აირჩია ბანუ ჰაშიმ და ბანუ ჰაშიმიდან
ამირჩია მე."
(მუსლიმ, იბნ ჰანბალ)

უმმაჰათ ალ-მუ'მინინ (მართლმორწმუნეთა დედები)

აჰლ ას-სუნნა ვალდებულია შუამავლის ცოლებს, მართლმორწმუნეთა დედებს,


გვერდში დაუდგნენ და მათ სწამთ, რომ სამოთხეში ისინი შუამავლის (

‫ )ﷺ‬ცოლები იქნებიან. განსაკუთრებით ხადიჯა (რა) მან შობა


უმეტესი მის შვილთაგან და პირველი ადამიანი იყო, რომელსაც მისი შუამავლობის
სწამდა და მას გვერდში ედგა და იგი დიდ პატივს სცემდა ხადიჯას.

და 'აიშა ას-სიდდიყა (რა) აბუ ბაქრ ას-სიდდიყის (რა) ქალიშვილი, რომელზეც

შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬თქვა:
,,'აიშას უპირატესობა ქალთა შორის ჰგავს ათ-თარიდის (საუკეთესო კერძი
ხორცით და პურით) სხვა კერძებზე."
(ალ-ბუხარი, მუსლიმ)

აჰლ ას-სუნნამ უნდა განერიდოს რავაფიდების დოკტრინებს, რომლებსაც შუამავლის (

‫ )ﷺ‬თანხლები სძულთ და სიცრუეს თხზავენ მათზე.


აჰლ ას-სუნნა ვალდებულია განერიდოს ნავასიბის 6 (რომლებიც შუამავლის

( ‫ )ﷺ‬ოჯახს სიტყვიერად ან სხვაგვარად შეურაწყოფენ)


დოკტრინებს.

ალ-კარამათ ალ-ავლია (ალლაჰთან ახლომყოფთა სასწაულები)

ალლაჰთან ახლომყოფების სასწაულების დაჯერება (კარამათ ალ-ავლია ) არის აჰლ


ას-სუნნა ვალ-ჯამა'ათის ფუნდამენტი: ალლაჰმა ყველა მათ ცხოვრებისეულ ნაწილში
უბოძა ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგალითად წინასწარმეტყველობა
(მუკშაფათ), ძალა და შტაბეჭტილებები. ეს ყოველივე არის ძველი ტომებიდან სურათ
ალ-ქაჰფში და ასევე სხვა ყურანის ნაწილებში, სადაც საუბარია უწინდელი უმმათის

6
ნავასიბ არის ადამინთა ჯგუფი, რომლებსაც არც 'ალი და არც მისი ოჯახი უყვარს, ისინი
რავაფიდების საპირისპირო არიან.

31
ადამიანებზე და უმმათის პირველ თაობაშიც საჰაბეთა, თაბინთა და უმმათის სხვა
თაობათა შორის ცნობილი არიან.

32
აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ას გზა
ნაწილი 5
__________________________________________________________

აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ას გზა არის შინაგანად ასევე გარეგნულად შუამავლის (

‫ )ﷺ‬ქმედებების მიყოლა. და მიყოლა ძველ მუსლიმანების


ნაკვალებზე, როგორც მუჰაჯირუნ (გადასახლებულები) ასევე ანსარ (დამხმარეები )

ასევე შუამავლის ( ‫ )ﷺ‬რჩევაზე მიყოლა.


,,მიჰყევით ჩემს სუნნას და მართლმორწმუნეთა ხულაფას (ხალიფას
მრავლობითი) სუნნას. ჩაეჭიდეთ მას და უფრთხილდით ახალ შემოტანილ
მკრეხელობებს (ბიდა'), რადგან ყველა ახალი შემოტანილი (ბიდა') არის
სიმცდარე და ყველა სიმცდარე არის სწორი გზიდან აბნევა."
(აჰმად იბნ ჰანბალ, აბუ დავუდ, ათ-თირმიზი (რომელმაც თქვა რომ კარგი და
სანდო ჰადისია), იბნ მაჯა)

აჰლ ას-სუნნამ იცის რომ საუკეთესო და ჭეშმარიტი სიტყვები ალლაჰისა დგას ყველა

‫ﷺ‬
ადამიანის სიტყვაზე მაღლა. ისინი აყენებენ მუჰამმად ( )
მართველობას ყველა სხვა ადამიანების მართველობაზე მაღლა. ამიტომ ეწოდებათ
მათ წიგნის და სუნნას ხალხი. მათ ეწოდებათ ჯგუფი(ჯამა'ა), ჯგუფი ნიშნავს ერთობას
და ამის საპირისპირო არის არაერთობა. სახელწოდება ჯამა'ა შეიქმნა ერთიანი
ხალხისთვის და ალ-იჯმა'ა (ერთსულოვანი აზრი, კონსესუსი) არის მესამე საფუძველი
რაზეც სუნნას ხალხი 'ილმზე (ცოდნა) და დინზე (რელიგია) დაყრდნობით ეყრდნობიან.

ამ სამ საფუძველზე (ყურ'ან, სუნნა და 'იჯმა'ა) იზომება ყველაფერი დინთან


დაკავშირებით, რასაც ადამიანები შინაგანად ასრულებენ, გარეგნულად , სიტყვიერად
და ქმედებებით ამტკიცებენ. ალ-იჯმა'ა არის გადამოწმებული ერთსულოვანი აზრი ,
რომელიც მართლმორწმუნე წინაპრებიდან სალაფებიდან (პირველი სამი თაობა )
მოდის, რადგან მათ შემდგომ შეუთანმხლობამ მოიმატა და უმმათი გაიყო.

33
მუსლიმანებთა შორის ძმობა
ნაწილი 6
__________________________________________________________
ზემოთ აღწერილი ფუნდამენტების შემდეგ არის კიდევ ერთი, რომ შარიათის კანონის
თანამხად აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა კეთილს ბრძანებენ და ავს კრძალავენ. მათ სწამთ
ჰაჯის შესრულების ვალდებულების, ჯიჰადის, პარასკევობით ერთობლივად
შესრულებული ლოცვის და დღესასწაულების ('აიდ) - მართველებთან ერთად, თუნდაც
ისინი იყვნენ ღვთისმოსავნი, ან უსამართლონი.
მათ ამასთანავე სწამთ ერთობლივად შესრულებული ლოცვის ვალდებულების და რომ
უმმათში უნდა ნახონ მათი ადგილი, გვერდში რჩევით დადგნენ, როგორც შუამავალი (

‫ )ﷺ‬ამბობს:
,,მორწმუნე (მუ'მინ) არის მორწმუნესთვის როგორც სხეული, ერთი ნაწილი
მეორეს იკავებს."
(ალ-ბუხარი, მუსლიმ)

შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬ჩაფსკვნა თითები, როდესაც ამას ამბობდა.


შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬თქვა:
,,მორწმუნეების (მუ'მინინ) მაგალითი სიყვარულში, შეცოდებაში და
კეთილშობილობაში არის სხეული. როდესაც ერთი ნაწილი ავად არის, მთლიანი
მეორე ნაწილი მოდის სიცხით და უძილობით რომ უშველოს იმ ერთ ნაწილს ."
(ალ-ბუხარი, მუსლიმ)

აჰლ ას-სუნნა მოუწოდებს ხალხს სიმყარისკენ, როცა მათ უბედურობა ეწევათ და


მადლიერებისაკენ, როცა მათ საფიქრალი არ აქვთ. ისინი ამოწმებენ ალლაჰის
შეუცვლელ დაპირებას. ისინი მოუწოდებენ ხალხს ძვირფასი ზნეობისაკენ, კეთილი

‫ )ﷺ‬მოწოდებისაკენ:
საქმეების და შუამავლის (

,,სრულყოფილი რწმენა ეკუთვნის მორწმუნეს რომელიც საუკეთესოა ზნეობით


(ხულუყ)."
(იბნ ჰანბალ, ათ-თირმიზი (რომელმაც თქვა, რომ კარგი და სანდო ჰადისია).

აჰლ ას-სუნნა მოუწოდებს ხალხს გააუმჯობესონ ურთიერთობა მათთან, ვისთანაც


გაწყვიტეს; იმათ მისცენ, რომლებაც გაქურდეს; იმათ აპატიონ ვინც სიავე მოუტანა მათ .
ხალხს უბრძანებენ უფროსებს პატივი სცენ; კეთილად მოეპყრონ სანათესაოს; კარგად
მოექცნენ მეზობელს; ობლებს, მგზავრებს და ღარიბების მიმართ კეთილშობილობა
გამოიჩინონ და იყვნენ ლმობიერნი მონა მსახურთა მიმართ. ისინი კრძალავენ
ამპარტავნობას, ქედმაღლობას და ალლაჰის კანონებზე ზღვარს გადასვლას. ისინი
აკავებენ ხალხს ეგონოთ მათი თავი სხვაზე მაღალი, გინდ გამართლებულად ან
გაუმართლებელად. ისინი მოიპატიჟებენ ადამიანებს კარგი უნარჩვევებისაკენ და
კრძალავენ ცუდ მოპყრობას ზემოთ ჩამოთვლილში და რასაც ისინი ამბობენ ან
აკეთებენ, ყოველთვის წიგნს (ალ-ყურ'ან) და სუნნას ეყრდნობა. მათი გზა არის

ისლამის რელიგია, რისთვისაც ალლაჰმა მუჰამმადი ( ‫)ﷺ‬


წარგზავნა.

როგორც შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬იწინასწარმეტყველა:


34
,,ჩემი უმმა გაიყოფა 73 ჯგუფად, ყველა მათგანი შევა ჯოჯოხეთში, გარდა ერთისა,
ჯამა'ა (ერთობა)."
(აჰმად იბნ ჰანბალ)

‫ )ﷺ‬სხვა ჰადისში თქვა:


და შუამავალმა (

,,ისინი არიან, რომლებიც გაჰყვებიან იმ გზას, რომელზეც დღეს მე და ჩემი


თანხლები ვადგავართ. "
(ათ-თირმიზი)

აქ არის საუბარი მათზე ვინც შეუცვლელ ისლამს არიან ჩაჭიდებულნი. ისინი გახდნენ
აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა. მათ შორის არიან მართლები (ას-სიდდიყუნ), წამებულები
(აშ-შუჰადა), ღვთისმოსავები (ას-სალიჰუნ). მათ შორის არიან სწორ გზაზე მდგარი
კლდეები, სიბნელის ლამპიონები (სინათლე), დაუვიწყარი გმირობის ოსტატები . მათ
შორის არიან აბდაალ7, იმამები, მათ განაჩენებზე მუსლიმანები თანხმდებიან. ისინი

არიან გამარჯვებულნი. შუამავალმა ( ‫ )ﷺ‬თქვა მათზე:


,,ჩემი ჯგუფიდან ერთი უმმა გააგრძელებს სიმართლეზე (ალ-ჰაყყ) გაყოლას. თუ
ვინმე ზურგს აქცევს მათ, ან შეეწინაღმდეგება, განკითხვის დღემდე ვერ
შეძლებენ მათზე უბედურების მოტანას."
(ალ-ბუხარი, მუსლიმ)

ამიტომ შევთხოვთ უზენაეს ალლაჰს რომ გვამყოფოს მათ შორის და ჩვენი გულები არ
ააცდინოს, იმის შემდეგ რაც სწორ გზაზე დაგვაყენა და ჩვენ შევთხოვოთ რომ მისი
წყალობა მოიღოს ჩვენზე. უეჭვლად, იგია დიდებული.
და ალლაჰმა უკეთ იცის.

ალლაჰის მშვიდობა და სალამი შუამავალს ( ‫)ﷺ‬, მის ოჯახსა და


მიმდევრებს.

7
ალ-აბდაალ არიან ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებსაც დუნია არასდროს
კარგავს. როცა მოკვდება, ალლაჰი სხვას ჩაანაცვლებს მის ნაცვლად.
35

You might also like