Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 34

წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“
სამართლებრივი მდგომარეობა
კნუტ დორმანი*

მიუხედავად იმისა, რომ უკანონო კომბატანტების სამართლებრივი მდგომარეობის


თაობაზე მსჯელობა არც ისე ახალია, ეს თემა ინტენსიური დებატების მიზეზი გახდა,
ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში, განცხადებებსა და ანგარიშებში, რომლებიც გამოქვეყნდა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში წამოწყებულს სამხედრო კამპანიას. ეს
სტატია მიზნად ისახავს ცოტაოდენი ნათელი მოჰფინოს უკანონო/არაპრივილეგირებული
კომბატანტის” სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს საერთაშორისო ჰუმანიტარული
1
სამართლის მიხედვით , ხსენებული შეიარაღებული კონფლიქტის სპეციფიკის განხილვის
გარეშე. უფრო და უფრო გახშირებული მტკიცების გათვალისწინებით, რომ ეს პირები არ
სარგებლობენ არანაირი დაცვით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით,
სტატია განიხილავს კონკრეტულად არიან თუ არა ისინი იმ კატეგორიის პირები,
რომლებზეც არ ხვდებიან ჟენევის მესამე კონვენციის (ჟკIII) 2 თუ ჟენევის მეოთხე კონვენციის
(ჟკIV)3 მოქმედების სფეროში. ამ შეფასების საფუძველზე მოხდება დაცვის შესაბამისი
მექანიზმების გაანალიზება. ვიდრე დავიწყებდეთ ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემას, უპრიანია
ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნის გაკეთება.

ტერმინოლოგია

საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში ტერმინი “კომბატანტები” გულისხმობს


საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობის უფლებას. 4 როგორც ინტერ ამერიკულმა
კომისიამ განაცხადა “კომბატანტის პრივილეგია (...) თავისი არსით მოწინააღმდეგე მხარის
კომბატანტების დაჭრისა და მკვლელობის და მოწინააღმდეგე მხარის სხვა სამხედრო
5
ობიექტების განადგურების ლიცენზიაა. შესაბამისად, (კანონიერი) კომბატანტი ვერ მიეცემა
პასუხისგებაში ომის კანონიერი ქმედებებისათვის რომლებიც განხორციელდა სამხედრო
ოპერაციების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქციელი სერიოზული დანაშაული
იქნებოდა მშვიდობიანობისას. მათი პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისათვის, კერძოდ კი ომის
დანაშაულისათვის. მათი შეპყრობის შემთხვევაში, კომბატანტებს უფლება აქვთ ისარგებლონ

1
ეს სტატია არ შეეხება სამართლის სხვა დარგებიდან, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა სამართლიდან
გამომდინარე დაცვას.
2
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია (III) სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.
3
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია (IV) ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ.
4
იხ. მუხლი 43 (2), ჟენევის 1949 წლის 23 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის დამატებითი ოქმი.
5
ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული კომისია, ანგარიში ტერორიზმისა და ადამიანის უფლებათა შესახებ,
OEA/Ser.L/- V/II.116 Doc. 5 rev. 1 corr., 22 ოქტომბერი 2002, პარა. 68.

1
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

სამხედრო ტყვის სტატუსითა და ჟენევის მესამე კონვენციით გათვალისწინებული დაცვით.


კომბატანტები კანონიერი სამხედრო სამიზნეები არიან. ზოგადად, შეიარაღებული ძალების
შემადგენლობაში მყოფი პირები (გარდა სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა)
კომბატანტები არიან. კომბატანტის/სამხედრო ტყვის სტატუსის განმსაზღვრელი ფაქტორები
გამომდინარეობს ჟენევის მესამე კონვენციის მე-4 მუხლიდან და პირველი დამატებითი
ოქმის 43-ე და 44-ე მუხლებიდან, რომელთაც განავითარეს ზემოხსენებული მე-4 მუხლი. 6

ზოგადად, სამოქალაქო პირი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ განეკუთვნება


ჟკIII-ის მე-4 მუხლის (1), (2), (3) და (6) პუნქტებში და პირველი დამატებითი ოქმის 43-ე
მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას (იხ. პირველი დამატებითი ოქმი, მუხლი 50).
საბრძოლო მოქმედებების წარმოების მარეგულირებელი სამართლის მიხედვით,
განსაკუთრებით, როგორც ეს მოცემულია პირველი დამატებითი ოქმის 48-ე და მომდევნო
მუხლებში, ასევე საერთაშორისო ჩვეულებით სამართალში, სამოქალაქო პირები ზოგადად
სარგებლობენ სამხედრო ოპერაციებისგან წარმოშობილი საფრთხეებისაგან დაცვის
უფლებით; კერძოდ კი, ისინი არ შეიძლება გახდნენ თავდასხმის ობიექტი. გარდა levée en
masse-ის იშვიათი შემთხვევებისა, სამოქალაქო პირებს არ აქვთ საბრძოლო მოქმედებებში
უშუალო მონაწილეობის უფლება. თუკი ისინი მაინც მიიღებენ უშუალო მონაწილეობას,
ისინი რჩებიან სამოქალაქო პირებად, მაგრამ ხდებიან თავდასხმის კანონიერი სამიზნეები
ვიდრე ისინი აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. მათი სამართლებრივი
მდგომარეობა მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში წარმოადგენს ქვემორე
ანალიზის ქვაკუთხედს.

მაშინ როდესაც ტერმინები „კომბატანტი“, „სამხედრო ტყვე“ და „სამოქალაქო პირი“


ზოგადად გამოყენებული და განმარტებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
ხელშეკრულებებში, ტერმინი „უკანონო კომბატანტი“, „არაპრივილეგირებული
კომბატანტი/მებრძოლი“ მათში არ ფიგურირებს. ამ ტერმინებისადმი მინიჭებული
შინაარსობრივი დატვირთვა და მისი შედეგები დაცვის გამოყენებადი რეჟიმის
თვალსაზრისით, ყოველთვის ნათელი არ არის.

ამ სტატიის მიზნებისათვის, ტერმინი „უკანონო/არაპრივილეგირებული


კომბატანტი/მებრძოლი“ გამოყენებულია იმ მნიშვნელობით, რომელიც მოიცავს ყველა
ადამიანს, რომელიც უშუალოდ იღებს მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში მაშინ
როდესაც საამისოდ უფლება არ გააჩნია და რომელიც, შესაბამისად, ვერ დაკვალიფიცირდება
სამხედრო ტყვედ მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩენის შემთხვევაში. როგორც
ჩანს ეს საყოველთაოდ მიღებული მოსაზრებაა. 7 ეს დეფინიცია მოიცავს, მაგალითად,

6
პირველი დამატებითი ოქმის 44-ე მუხლი აწესებს სტანდარტებს ოქმის წევრი სახელმწიფოებისათვის. მისი
სტატუსი საერთაშორისო ჩვეულებით სამართალში საკმაოდ სადავოა.
7
მაგალითისთვის იხილეთ გ. ოლდრიჩი, „ტალიბანი, ალ-ქაედა და უკანონო კომბატანტის განსაზღვრება“.
American Journal of International Law, Vol. 96, 2002, p. 892; ანგარიში ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების
შესახებ. იხ. სქოლიო №5, პარა 69.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

სამოქალაქო პირებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში, ისევე


როგორც შეიარაღებული ფორმირებებისა და მოხალისეთა სხვა დაჯგუფებების წევრებს, მათ
შორის წინააღმდეგობის ორგანიზებული მოძრაობებისას, რომლებიც არ არიან
ინტეგრირებულნი ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებში, თუმცაღა განეკუთვნებიან
კონფლიქტის მონაწილე მხარეს, იმ პირობით, თუკი ისინი არ აკმაყოფილებენ ჟკIII-ის 4ა (2)
მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. შემდგომ ტექსტში, მოხერხებულობის
თვალსაზრისით, მხოლოდ ტერმინი „უკანონო კომბატანტი“ იქნება გამოყენებული.

თუკი პირი, რომელიც იღებდა უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში,


ტყვედ ჩავარდება ბრძოლის ველზე, შესაძლებელია ცალსახად ნათელი არც იყოს თუ რომელ
კატეგორიას ეკუთვნის ეს პირი. ამგვარი სიტუაციებისათვის ჟკIII-ის მე-5 მუხლი (პირველი
დამატებითი ოქმი, მუხლი 45) ითვალისწინებს განსაკუთრებულ პროცედურას (სპეციალური
ტრიბუნალი), რომლის მიზანია დაკავებულის სტატუსის დადგენა.

ცნებას „უკანონო კომბატანტი“ შესაძლებელია ადგილი მოეძებნოს მხოლოდ იმ


სამართლის ნორმების კონტექსტში, რომელიც გამოყენებადია საეთაშორისო ხასიათის
შეიარაღებული კონფლიქტების მიმართ, როგორც ეს განმარტებულია ჟენევის 1949 წლის
ჟენევის კონვენციებში და პირველ დამატებით ოქმში. არასაერთაშორისო ხასიათის
შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციებში გამოყენებადი სამართალი არ ითვალისწინებს
კომბატანტის პრივილეგიას (ე.ი. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების უფლება
და დაუსჯელობა ბრძოლისას კანონიერი ქმედებებისათვის).8 დაკავების ან დატყვევების
შემთხვევაში, ყველა პირი, რომელიც არ იღებს აქტიურ/უშუალო მონაწილეობას საბრძოლო
მოქმედებებში, ან ის პირები რომელთაც შეწყვიტეს ამგვარი მონაწილეობა, ექცევიან
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი ნორმების მოქმედების ქვეშ (ე.ი.
ჟენევის კონვენციების მე-3 საერთო მუხლი, და მეორე დამატებითი ოქმი, კერძოდ მე-4-მე-6
მუხლები), ისევე როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შესაბამისი ნორმები. 9

8
ანგარიში ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების შესახებ. იხ. სქოლიო №5, პარა 70.
9
ეს შესაძლოა ნათლად დავინახოთ შემდგომ ამონარიდებში (ხაზგასმა დამატებულია):
ჟკ1-4, საერთო მე-3 მუხლი: „(1) პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ,
შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი და რომლებიც
ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერები სხვა მიზეზის გამო აღარ მონაწილეობენ საომარ
მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის
ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერ სხვა მსგავს კრიტერიუმზე
დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. (...)“
მეორე დამატებითი ოქმი, მუხლი 2: „1. წინამდებარე ოქმი გამოიყენება ყველა პირის მიმართ, რომელსაც შეეხო
პირველ მუხლში განმარტებული შეიარაღებული კონფლიქტი, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან
აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი
მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან რომელიმე სხვა მსგავს კრიტერიუმებზე (შემდგომში
„არაკეთილსასურველი/საზიანო განსხვავება“) დამყარებული არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე.
2. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისას ყველა პირი, რომელთაც ასეთ კონფლიქტთან დაკავშირებული
მიზეზით აღკვეთილი ან შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლება, აგრეთვე ის პირები, რომელთაც ამავე მიზეზით
შეეზღუდათ ან აღეკვეთათ თავისუფლება კონფლიქტის შემდეგ, ისარგებლებენ მე-5 და მე-6 მუხლებით

3
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

დამცავი დებულებები გამოყენებადია მიუხედავად იმისა თუ რა ფორმით იღებდნენ ეს


პირები მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში (მაგალითად, საეთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად თუ არა; შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის შესაბამისად თუ არა; და ა.შ.) არც იმას აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა ეს
პირი აჯანყებულთა შეიარაღებული ჯგუფის თუ სახელმწიფოს სამხედრო ძალების წევრი,
თუ სამოქალაქო პირი, რომელიც (დროებით) იღებდა უშუალო/აქტიურ მონაწილეობას
საბრძოლო მოქმედებებში.

უკანონო კომბატანტების სამართლებრივი დაცვა ჟენევის მე–4 კონვენციის მიხედვით

თუკი დავეთანხმებით უკანონო კომბატანტის დეფინიციას როგორც ის მოცემულია წინა


ნაწილში, ეს პირები არ აკმაყოფილებენ სამხედრო ტყვის სტატუსის მისაღებად საჭირო
პირობებს, შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობენ ჟკIII-ით გათვალისწინებული დაცვით.
შემდგომი ანალიზი პირველ რიგში განიხილავს ხვდებიან თუ არა უკანონო კომბატანტები
ჟკIV-ის მოქმედების პერსონალური სფეროში. შემდგომი განხილვა შეეხება თუ დაცვის
რომელი მექანიზმებით სარგებლობის უფლება აქვთ მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენის
შემთხვევაში მოხვედრის შემთხვევაში. ხოლო საბოლოო ჯამში, მოკლედ განხილულ იქნება
საბრძოლო მოქმედებების წარმოების სამართლის იმპლიკაციები.

საერთაშორისო ხელშეკრულებების ინტერპრეტაციის წესების თანახმად, უპირველეს


ყოვლისა ყურადღება უნდა მიექცეს „ხელშეკრულების პირობებისათვის მინიჭებულ
ჩვეულებრივ მნიშვნელობას მათი კონტექსტიდან და ობიექტიდან და მიზნიდან
10
გამომდინარე.“ დამატებით, უნდა მოხდეს მოსამზადებელი სამუშაოების – travaux
préparatoires და სამართლის დარგში ნარკვევების გაანალიზება.

ჟენევის მეოთხე კონვენციის მოქმედების პერსონალური სფერო ამავე კოვნენციის მე–4


მუხლის მიხედვით

ჟკIV-ის მოქმედების პერსონალური სფერო განსაზღვრულია ამ კონვენციის პირობებში.


კონვენციის მე–4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს:

გათვალისწინებული დაცვით თავისუფლების ამგვარი აღკვეთის ან შეზღუდვის პერიოდის დასრულებამდე.“


მეორე დამატებითი ოქმი, მუხლი 4 (1): „ ყველა პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს ან რომელმაც
შეწყვიტა მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, (...)“
მეორე დამატებითი ოქმი, მუხლი 5 (1): „(...) იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიარაღებულ კონფლიქტთან
დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლება შეეზღუდათ, მიუხედავად იმისა ინტერნირებულნი არიან თუ
დაკავებულნი, დაცული იქნება, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი“
მეორე დამატებითი ოქმი, მუხლი 6 (1): „ეს მუხლი გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული
სისხლისსამართლებრივი დანაშაულების სასამართლო წესით დევნისას და დამნაშავეთა დასჯისას.“
10
მუხლი 31, ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

„ამ კონვენციის დაცვით სარგებლობენ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში


და მიუხედავად გარემოებებისა, შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის
შემთხვევაში აღმოჩნდებიან ოკუპანტის ან კონფლიქტის იმ მხარის ხელში, რომლის
მოქალაქეებიც ისინი არ არიან.“

დეფინიცია საკმაოდ ყოვლისმომცველია. ამ პუნქტის მიხედვით ნებისმიერ პირს


შეუძლია ისარგებლოს კონვენციით გათვალისწინებული დაცვით, როდესაც ის ჩავარდება
მოწინააღმდეგე მხარის თუ ოკუპანტის ხელში. ამ კონვენციის მოქმედება არ ვრცელდება
კონფლიქტის ამ მხარის მოქალაქეებზე.11 ამ პუნქტის ძალიან ფართო ფორმულირება, თუკი
მას განცალკევებით განვიხილავთ, მოიცავს არა მარტო სამოქალაქო პირებს, არამედ
შეიარაღებული ძალების წევრებსაც.12

თუმცაღა, კონვენციის გამოყენების სფერო შეზღუდულია კონკრეტული


გამონაკლისებით. მე–4 მუხლის შემდგომი პუნქტები გამორიცხავენ ქვემოთ ჩამოთვლილი
პირებზე კონვენციის მოქმედების გავრცელებას:

მეორე პუნქტის თანახმად:

 „იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც არ არის კონვენციის მხარე“ არ არიან


დაცულნი (ფაქტობრივად, ეს თეორიული შეზღუდვაა, ვინაიდან 1949 წლის
კონვენციები თითქმის უნივერსალურად რატიფიცირებულია);
 „ნეიტრალური სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან
კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან ამ სახელმწიფოსთან
ალიანსში მყოფი სახელმწიფოს მოქალაქეები“ ასევე არ სარგებლობენ დაცვით,
„ვიდრე სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან ინარჩუნებს
ჩვეულებრივ დიპლომატიურ წარმომადგენლობას იმ სახელმწიფოსთან, რომლის
ძალაუფლებაშიც ისინი აღმოჩნდნენ.“

ბოლო გამონაკლისის შემთხვევაში, ფორმულირება საკმარისად ნათელი არ ჟკIV-ს მე–4


მუხლთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომენტარის თანახმად,
რომელსაც ასევე ადასტურებს travaux préparatoires, უნდა დადგინდეს შემდეგი განსხვავება:

კონვენციის მოქმედების სფეროდან გამორიცხულნი არიან შეიარაღებულ კონფლიქტში


ჩართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი თანამებრძოლი და ნეიტრალური
სახელმწიფოების მოქალაქეები, ვიდრე ეს სახელმწიფო ინარჩუნებს ჩვეულებრივ
დიპლომატიურ წარმომადგენლობას იმ სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაზეც არიან
მისი მოქალაქეები. ოკუპირებული ტერიტორიებზე ყოფნისას, კონვენციის მოქმედების

11
მიუხედავად ამისა, მეორე ნაწილის დებულებები უფრო ფართო გამოყენებისაა, როგორც ეს განსაზღვრულია მე–
13 მუხლით.
12
ჟ. პიკტე (რედ.), კომენტარი: ჟენევის მეოთხე კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტების პორობებში სამოქალაქო
პირების დაცვის შესახებ, ICRC ჟენევა, 1958 (შემდგომში – კომენტარი IV), გვ. 46.

5
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

სფეროდან გამოირიცხებიან თანამებრძოლი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვიდრე ეს


სახელმწიფო ინარჩუნებს ჩვეულებრივ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ოკუპანტ
სახელმწიფოსთან. თუმცაღა, ამ სიტუაციაში ნეიტრალური ქვეყნის მოქალაქეები ხვდებიან
დაცვის ქვეშ და კონვენცია გამოყენებადია მათ მიმართ. ამ შემთხვევაში კონვენციის
გამოყენება არ არის დამოკიდებული დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობა–
არარსებობაზე.13

მე–4 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, ჟკIV-ი არ იცავს პირებს, რომლებიც სარგებლობენ
ჟენევის პირველი, მეორე და მესამე კონვენციების დაცვით.

კონვენციების ტექსტუალური განმარტება მიგვიყვანს მხოლოდ იმ დასკვნამდე, რომ


ყველა პირი, რომელიც არ სარგებლობს ჟენევის პირველი, მეორე და მესამე კონვენციებით
გათვალისწინებული დაცვით, მათ შორის ის პირებიც, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ყველა
პირობას, რათა უფლება ქონდეთ ისარგებლონ სამხედრო ტყვის სტატუსით/მოპყრობით,
ექცევიან ჟკIV-ის დაცვის ქვეშ, იმ პირობით თუ ისინი არ არიან:

 იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც არ არის კონვენციის მხარე;


 კონფლიქტის იმ მხარის/სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელთა ძალაუფლებაშიც
არიან ეს პირები; ან
 ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი
იმყოფებიან კონფლიქტში მონაწილე მხარის ტერიტორიაზე) ან იმ თანამებრძოლი
სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც ინარჩუნებს ჩვეულებრივ დიპლომატიურ
წარმომადგენლობას (შემდგომი დეტალებისათვის იხილეთ ზემორე ციტატა
წჯსკ–ს კომენტარიდან)

ის ფაქტი, რომ პირმა უკანონოდ მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, არ არის


ჟკIV-ის მოქმედებიდან მისი გამორიცხვის კრიტერიუმი. პირიქით, ჟკIV-ის მე–5 მუხლი,
რომელიც საუბრობს განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევებში ჟკIV-იდან გამომდინარე
დაცვის მექანიზმების მოქმედებიდან გადახვევებზე, ჯაშუშობის ან საბოტაჟის ეჭვით
დაკავებული პირების მისამართი, ასევე იმ პირების მისამართით, რომლებიც
მონაწილეობდნენ ან რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი
მონაწილეობდნენ კონფლიქტის მხარის/ოკუპანტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის
საფრთხის შემცველ ქმედებებში, იყენებს ტერმინს „დაცვის ქვეშ მყოფი პირები“. ორივე ცნება
– „კონფლიქტის მხარის/ოკუპანტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი
ქმედება“ და „საბოტაჟი“14 ცალსახად მოიცავს საბრძოლო მოქმედებებში უშუალო
მონაწილეობას (საამისო უფლების გარეშე). შესაბამისად, ეს მუხლი გამოყენებადი იქნება

13
კომენტარი IV, იხ. სქოლიო №12, გვ 46. კომენტარები კონვენციის პროექტთან დაკავშირებით, 1949 წლის
დიპლომატიური კონფერენციის საბოლოო ჩანაწერები (შემდგომში – საბოლოო ჩანაწერები). ტომი IIა, გვ. 814.
იხილეთ ასევე შვეიცარიის მომხსენებლის მიერ დიპლომატიურ კონფერენციაზე წარმოდგენილი განმარტება,
რომელმაც დაადასტურა ამგვარი ინტერპრეტაცია, საბოლოო ჩანაწერები, ტომი IIა, გვ. 793. იხ. ასევე აშშ–ს
განცხადება, იქვე, გვ. 794.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

კონკრეტულად იმ პირების მიმართ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ჟენევის პირველი, მეორე


და მესამე კონვენციებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და უშუალოდ იღებენ
მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, ე.ი. პირები, რომელთაც ეწოდათ „უკანონო
კომბატანტები.“15

კიდევ ერთი არგუმენტი ჟკIV-ის „უკანონო კომბატანტების“ მიმართ გამოყენების


სასარგებლოდ გამომდინარეობს პირველი დამატებითი ოქმის 45–ე მუხლის მე–3 პუნქტიდან.
ეს დებულება შემდეგნაირად არის ფორმულირებული:

„3. ნებისმიერ პირს, რომელიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა, რომელსაც არ


აქვს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება და მეოთხე კონვენციის შესაბამისად
უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობს, ყველა შემთხვევაში აქვს წინამდებარე
ოქმის 75-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება. ნებისმიერ
ასეთ პირს, თუ ის ჯაშუშობისათვის არ არის დაკავებული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ყოფნისას შეუძლია ისარგებლოს მეოთხე კონვენციის მე-5 მუხლისაგან
დამოუკიდებლად ამ კონვენციით მინიჭებული კავშირის დამყარების უფლებით.“

პირველი დამატებითი ოქმის ეს დებულება, რომელიც მიღებულ იქნა კონსენსუსის


გზით16, შეიცავს არაპირდაპირ დადასტურებას ჟკIV-ის ჩვენეული ინტერპრეტაციისა,
რომლის მიხედვითაც „უკანონო კომბატანტები“ სარგებლობენ კონვენციით
გათვალისწინებული დაცვით თუკი ისინი აკმაყოფილებენ ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს
მოქალაქეობასთან დაკავშირებით. პირველი დამატებითი ოქმის 45–ე მუხლის მე–3 პუნქტში
იმის დაფიქსირებით რომ „ნებისმიერი პიროვნება, რომელიც იღებდა მონაწილეობას
საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს სამხედრო ტყვის
სტატუსით და რომელიც არ სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით მეოთხე
კონვენციის მიხედვით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს ისარგებლოს ამ ოქმის 75–ე მუხლით
გათვალისწინებული დაცვით“, ხდება იმის აღიარება, რომ ფაქტობრივად, ჟკIV-ი
გამოყენებადია უკანონო კომბატანტების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ; წინააღმდეგ

14
იხ. ე. როსენბლადი, „პარტიზანული ომი და საერთაშორისო სამართალი“, Revue de droit pénal militaire et de droit
de la guerre, 1973, გვ. 110 და მომდევნო. როსენბლადი აცხადებს: „საბოტაჟის ჩამდენი, რომელიც არის უკანონო
კომბატანტი, ერთის მხრივ ექვემდებარება დასჯას სამოქალაქო პირთა კონვენციის მიხედვით. თუკი
მოცემულობად ავიღებთ იმას, რომ ის არის „დაცვის ქვეშ მყოფი პირი“ (მუხლი 4) და სწორედ ამ სტატუსიდან
გამომდინარე მას უპირობოდ „ჰუმანურად უნდა მოექცნენ“ (მე–5 მუხლის მესამე პუნქტი). ამავდროულად,
დაცვის ქვეშ მყოფი პირი შესაძლებელია განთავსდეს კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილზე ან ინტერნირებულ
იქნას, თუკი ამის აუცილებლობა გამომდინარეობს ‘უსაფრთხოების იმპერატიული მოსაზრებებიდან’ (მუხლი 78).
უფრო მეტიც, ოკუპანტ სახელმწიფო, გარკვეული გარემოებების არსებობისას, უფლებამოსილია დააკავოს
საბოტაჟის აქტის ჩამდენი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე (მე–5 მუხლის მეორე პუნქტი), ხოლო
ბრალდების შემთხვევაში, მიუსაჯოს მას სასიკვდილო განაჩენი (68–ე მუხლის მეორე პუნქტი)“
15
იხ. ფ. კალშოვენი, „პარტიზანი მებრძოლების მდგომარეობა ომის კანონების მიხედვით“, Revue de droit pénal
militaire et de droit de la guerre , 1972, გვ. 72, სადაც პარტიზანი განმარტებულია როგორც პირი (რომელიც უშუალო
მონაწილეობას იღებს საბრძოლო მოქმედებებში) რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამხედრო ტყვედ, იქვე,
გვ. 65, 69.
16
CDDH/SR.41, O.R. ტომი. VI, გვ. 155.

7
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

შემთხვევაში სიტყვები „რომელიც არ სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით მეოთხე


კონვენციის მიხედვით“ აზრს დაკარგავდა. ამავე პუნქტის მეორე წინადადება („ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, ნებისმიერი პირი, თუკი ის არ არის დაკავებული როგორც ჯაშუში, ასევ უნდა
სარგებლობდეს კომუნიკაციის უფლებით მეოთხე კონვენციის შესაბამისად, მიუხედავად
ამავე კონვენციის მე–5 მუხლის დებულებებისა“) არაპირდაპირ აღიარებს, რომ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე განსაკუთრებით კი უკანონო კომბატანტები (ე.ი. დაცვის ქვეშ მყოფი პირები,
რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, და ამავე დროს არ იყვნენ უფლებამოსილნი ესარგებლათ სამხედრო ტყვის
სტატუსით) ხვდებიან ჟკIV-ის მოქმედების სფეროში. იმ შემთხვევაში თუ უკანონო
კომბატანტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ისარგებლებდნენ ჟკIV-ით
გათვალისწინებული დაცვით, არ იარსებებდა ამავე კონვენციის მე–5 მუხლის მოქმედების
სფეროს შესაზღუდად.17

ჩვენი ინტერპრეტაციის შემდგომი დადასტურება შეიძლება ასევე აღმოვაჩინოთ


სამხედრო სახელმძღვანელოებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო
სახელმძღვანელოში 27–10, სახმელეთო ომის სამართალი, 1956, გვ. 31, 98 და მომდევნო,
სამართლის ეს ნორმა შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული (ხაზგასმა დამატებულია
ავტორის მიერ):

„72. პირთა გარკვეული კატეგორიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ის პირები, რომლებიც ვერ ხვდებიან [ჟენევის მესამე


კონვენციის] მე–4 მუხლით განსაზღვრულ კატეგორიებში, და რომლებიც სჩადიან მტრულ
ქმედებებს ოკუპანტის ან მისი უსაფრთხოების მიმართ, ექცევიან სპეციალურ რეჟიმში
[მითითება ჟკIV-ის მესამე ნაწილის მესამე განყოფილებაზე]...

73. პირები, რომლებიც სჩადიან მტრულ აქტებს და რომელთაც არ აქვთ უფლება


ისარგებლონ სამხედრო ტყვისათვის განკუთვნილი მოპყრობით

თუკი კომპეტენტური ტრიბუნალის მიერ განსაზღვრული პიროვნება, რომელიც


მოქმედებდა [ჟენევის მეოთხე კონვენციის] მე–5 მუხლის შესაბამისად, არ ხვდება [ჟენევის
მესამე კონვენციის] მე–4 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიაში, მას უფლება არ
აქვს ისარგებლოს სამხედრო ტყვისათვის განკუთვნილი მოპყრობით. თუმცაღა ის არის
„დაცვის ქვეშ მყოფი პირი [ჟენევის მეოთხე კონვენციის] მე–4 მუხლის მნიშვნელობით.“

247. დაცვის ქვეშ მყოფი პირის განსაზღვრება

[ჟენევის მეოთხე კონვენციის მე–4 მუხლის ციტირება]

17
ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. მ. ბოთი, კ. პარტჩი და ს. სოლფი, ახალი წესები შეიარაღებული კონფლიქტის
მსხვერპლისათვის: 1949 წლის ჟენევის კონვენციების 1977 წლის ორი დამატებით ოქმის კომენტარი. მარტინუს
ნიიჰოფი, ჰააგა, 1982, გვ. 261 და მომდევნო.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

ინტერპრეტაცია. 248–ე პუნქტში მოცემული შეზღუდვების გათვალისწინებით, ცნება


[ჟენევის მეოთხე კონვენციით] დაცული პირები ასევე მოიცავს ყველა პიროვნებას, რომელიც
მონაწილეობდა მტრულ ან საბრძოლო ქმედებებში, მაგრამ რომლებიც არ არიან
უფლებამოსილნი ისარგებლონ სამხედრო ტყვისათვის განკუთვნილი მოპყრობით.

248. გადახვევები

ა. საკუთარი და ოკუპირებული ტერიტორიები

[მითითება ჟენევის მეოთხე კონვენციის მე–5 მუხლზე]

ბ. სხვა ტერიტორიები. თუკი ნებისმიერ ადგილზე, გარდა „ა“ პუნქტში მითითებული


ტერიტორიებისა, კონფლიქტის მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ კონკრეტული დაცვის ქვეშ
მყოფი პირი ნამდვილად მონაწილეობდა ან ეჭვმიტანილია სახელმწიფოს
უსაფრთხოებისათვის მტრული ქმედებების ჩადენაში, და რომ ამავდროულად ეს პირი არ
არის უფლებამოსილი მოითხოვოს ისეთ უფლებები და პრივილეგიები [ჟენევის მეოთხე
კონვენციის] მიხედვით, რომლებიც გამოყენებადი იქნებოდა ამ პირის მიმართ, ამ
სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ.“

იხილეთ ასევე ბრიტანული სამხედრო სახელმძღვანელოს მესამე ნაწილი – სახმელეთო


ომის სამართალი, 1957, #96: „თუკი ჩვეულებრივი კომბატანტი ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს
[ჟენევის მესამე კონვენციის მე–4 მუხლის] ოთხივე პირობა, ისინი გარკვეულ შემთხვევებში
შესაძლებელია გახდნენ უკანონო მებრძოლები. ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან
უფლებამოსილნი მოითხოვონ სამხედრო ტყვის სტატუსი ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში.
ამრიგად, ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც დაკავებულნი არიან
როგორც ჯაშუშები, არ სარგებლობენ სამხედრო ტყვისათვის განკუთვნილი მოპყრობით.
მაგრამ როგორც მინიმუმ, ისინი უფლებამოსილნი იქნებიან ისარგებლონ იმ შეზღუდული
პრივილეგიებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ სამოქალაქო ჯაშუშებსა თუ საბოტაჟის
აქტების ჩამდენებს სამოქალაქო პირთა კონვენციის მე–5 მუხლის მიხედვით. შეიარაღებული
ძალების წევრები, რომლებიც დაკავებულ იქნენ სამოქალაქო ჩაცმულობით მაშინ როდესაც
ახდენდნენ საბოტაჟის აქტებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, არიან ჯაშუშების მსგავს
სიტუაციაში.“

Travaux préparatoires

იმ პირებთან დაკავშირებული პრობლემატიკა, რომლებიც ამ სტატიის მიზნებისათვის


მიიჩნევიან არალეგალურ/უკანონო კომბატანტებად განხილულ იქნა ასევე იმ ორი
კომიტეტის მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებზე.
საბოლოო ჩანაწერების საფუძველზე რთულია ცალსახა გადაწყვეტილებამდე მისვლა, თუმცა
შესაძლოა საკმაო საფუძველი გვქონდეს ვიფიქროთ რომ „უკანონო კომბატანტები,“
რომლებიც აკმაყოფილებენ მოქალაქეობის კრიტერიუმ ჟენევის მეოთხე კონვენციის

9
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

მიხედვით, დაცულნი არიან ამ კონვენციით (და რომ ეს დაცვა ექვემდებარება გარკვეულ


გადახვევებს). დადებითი დასკვნის მიღწევასთან დაკავშირებული სირთულე უპირველეს
ყოვლისა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ჩანაწერებში არსებული განცხადებები ძნელია
მიჩნეულ იქნეს საყოველთაო აზრის გამომხატველად, ვინაიდან ისინი ასახავენ კონკრეტული
დელეგაციების მოსაზრებებს. მეორე, მათი დეკლარირება მოხდა სხვადასხვა კომიტეტზე და
მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე; კერძოდ, ჟენევის მესამე კონვენციასთან
დაკავშირებული განცხადებები გაკეთებულია მანამდე, ვიდრე შემოთავაზებულ იქნებოდა
ჟენევის მეოთხე კონვენციის მე–5 მუხლი. მესამე, ტერმინი „უკანონო
კომპატანტი“/„არაპრივილეგირებული მებრძოლი“ ზოგადად არ იყო გამოყენებული.
ნაცვლად ამისა, მითითება კეთდებოდა პირებზე, რომლებიც არღვევდნენ ომის კანონებს,
საბოტაჟის ჩამდენებსა და ჯაშუშებზე. მეორე კომიტეტზე, რომელიც განიხილავდა ჟენევის
მესამე კონვენციას, შეფარული, მაგრამ ამოცნობადი მოსაზრება სავარაუდოდ იყო ის, რომ
„უკანონო კომბატანტები“ არ უნდა იყვნენ უფლებამოსილნი ისარგებლონ იგივე დაცვით, რაც
განკუთვნილია სამხედრო ტყვეებისათვის, ისევე როგორც „მშვიდობიანი“ სამოქალაქო
პირებისათვის18 განკუთვნილი ყველა დაცვით, თუმცაღა, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება
ჰუმანური მოპყრობისა და არ უნდა დაექვემდებარონ კოლექტიურ სასჯელს. 19

წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციის მიერ სტოკჰოლმში დამტკიცებული და


1949 წლის ჟენევის დიპლომატიურ კონფერენციაზე წარდგენილი ჟენევის მესამე კონვენციის
პროექტის მე–3 მუხლი, რომელიც განმარტავდა სამხედრო ტყვეს, შეიცავდა შემდეგი
შინაარსის პუნქტს:

„წინამდებარე კონვენცია ასევე აწესებს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს პირთა


ნებისმიერი სხვა კატეგორიისთვის, რომელიც დაკავებული ან ტყვედ იქნა აყვანილი

18
მაგალითისთვის იხილეთ პოლკოვნიკი ჰოდჯსონი (ავსტრალია): „მისი აზრით, სახელმწიფოს უფლებები იმ
პირების მიმართ, როგორებიც არიან ჯაშუშები, საბოტაჟის ჩამდენნი, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და
მოღალატეები, არასათანადოდაა განსაზღვრული. (...) სასურველი იქნებოდა კონვენციის წესებით
გათვალისწინებული დაცვის მექანიზმებიდან აუცილებელი გამონაკლისების გათვალისწინება.“ (მესამე
კომიტეტი (სამოქალაქო პირები), მეორე შეხვედრა, 26.4.1949), საბოლოო ჩანაწერები, ტომი IIა, გვ. 622.
19
ვილჰელმი (წჯსკ), კონი (დანია), საბოლოო ჩანაწერები, ტომი IIა, გვ. 433. ბრიგადის გენერალი პეიჯი
(გაერთიანებული სამოფო): „სამოქალაქო პირთა შესახებ კონვენციის მთელი კონცეფცია ომის სამოქალაქო
მსხვერპლის დაცვა იყო, და არა იარაღის უკანონო მატარებელთა დაცვა, რომლებიც არ უნდა სარგებლობდნენ
სრული დაცვით ომის წესების მიხედვით, რომელთაც ისინი არ ემორჩილებოდნენ. ამგვარი პირებს უდაოდ უნდა
ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ მოპყრობის გარკვეული სტანდარტით, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ უფლება
ისარგებლონ ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა შეღავათით. (...) საბოლოო ჯამში, გაერთიანებული
სამეფოს დელეგაციას მიაჩნია, რომ (...) სამოქალაქო პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ეს წესები უნდა შეუწყდეთ
კანონმორჩილი მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული მოპყრობით სარგებლობის უფლება. ამავდროულად,
გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია არ შეეწინააღმდეგება ნებისმიერ დასაბუთებულ შემოთავაზებას ამგვარი
სამოქალაქო პირებისათვის ჰუმანური მოპყრობის უზრუნველყოფის თაობაზე.“ (მესამე კომიტეტი (სამოქალაქო
პირები), მე–2 შეხვედრა, 26.4.1949), საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 621; გენერალი დილონი (აშშ): „ცალსახაა,
პირებს, რომლებიც არ არიან მოხსენიებული მე–3 მუხლში [მუხლი 4, მესამე კონვენცია] არ უნდა ჩამოერთვათ
ყველა უფლება. საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 409.“
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და რომელთა დაცვაც არ არის გათვალისწინებული


რომელიმე სხვა კონვენციით.“

წჯსკ–ს დელეგატმა ბატონმა ვილჰელმმა შემდეგნაირად განმარტა ეს დებულება:

„წჯსკ თავდაპირველად ვერ ჩამოყალიბდა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა


კატეგორიის პირების დაცვას ისახავდა მიზნად ეს დებულება. ეს კონფერენცია მუშაობდა
იმგვარი კონვენციის შექმნაზე, რომელიც დაიცავდა შეიარაღებული ძალების წევრებსა და
მსგავსი კატეგორიის პირებს, როგორებიც არიან ორგანიზებული წინააღმდეგობის
მოძრაობების წევრები, ასევე სხვა კონვენციაზე, რომელიც დაიცავს სამოქალაქო პირებს.
თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ორი კონვენცია ფარავს ყველა
სავარაუდო კატეგორიას, სინამდვილეში უკანონო მებრძოლები არ არიან დაცულები. ღიად
რჩებოდა საკითხი სასურველი იყო თუ არა დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფა იმ
პირებისათვის, რომლებიც არ სცემდნენ პატივს ომის კანონებსა და ჩვეულებებს; თუმცაღა, იმ
ფაქტის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია არსებობდეს განცალკევებული შემთხვევები,
რომლებიც მხედველობაში უნდა იქნან მიღებულნი, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს
დაცვის ზოგადი დებულება, იმის მგავსი, რასაც მოიცავს ჰააგის 1907 წლის კონვენცია,
რომელზეც მიგვითითა საბჭოთა კავშირის დელეგატმა. თუმცაღა, არ მიგვაჩნია
მიზანშეწონილად ამ ცნების იმ მუხლში შეტანა, რომლის მთავარი მიზანია ნათლად
განსაზღვრა ყველა იმ კატეგორიისა, რომელიც უნდა იყოს დაცული წინამდებარე
კონვენციით (მესამე).“20

ამ განცხადებიდან შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი პუნქტი:

პირველი, ბატონმა ვილჰელმმა განმარტა ჟკIII და IV–ის სტოკჰოლმის პროექტი


იმგვარად, რომ ის არ იცავდა უკანონო მებრძოლებს, ანუ „პირებს, რომლებიც არ იცავდნენ
ომის კანონებსა და ჩვეულებებს.“ ეს საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ ჟკIV–
ის მოქმედების ინდივიდუალური სფერო საკმაოდ ფართედ იყო განსაზღვრული, 21 თუკი რა
თქმა უნდა ის არ მიიჩნევდა, რომ ეს პირები შესაძლოა მოქცეულიყვნენ გამოყენების
პერსონალური სფეროს დაფარვის ქვეშ, მიუხედავად იმისა რომ მატერიალური დებულებები
სინამდვილეში არ ანიჭებდნენ ამგვარ დაცვას (თუკი ის თავის განცხადებას შეზღუდავდა
უკანონო კომბატანტებით ბრძოლის ველზე, რასაც მხარს უჭერს თანამედროვე
სამართლებრივი ლიტერატურა, მაგალითად, ბაქსტერი, დრაპერი და კალშოვენი).

20
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 433;
21
„ამ კონვენციით დაცული პირები არიან ისინი, ვინც მოცემულ მომენტში და ნებისმიერი სახით, კონფლიქტისა
თუ ოკუპაციის შემთხვევაში, აღმოჩნდებიან იმ ძალის ხელში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არ არიან; (...) პირები,
მაგალითად სამხედრო ტყვეები, ავადმყოფები და დაჭრილები, სამედიცინო კონტინგენტის წევრები, რომლებიც
სხვა საერთაშორისო კონვენციების საგანს წარმოადგენენ, ინარჩუნებენ ამ კონვენციებით გათვალისწინებულ
დაცვას.“ მუხლი 3, ომის მსხვერპლის დაცვის კონვენციების გადამუშავებული და ახალი პროექტი, წითელი
ჯვრის XVII საერთაშორისო კონფერენციის მიერ დამტკიცებული და შესწორებული ტექსტები, ჟენევა, 1948, გვ.
114–115.

11
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

მეორე, ის აღიარებდა ამ პირებისათვის მაქსიმალური დაცვის საჭიროებას, რომელიც


შესაძლოა მარტენსის დათქმიდან გამომდინარეობდეს.

მესამე, ეს დაცვა არ უნდა ჩაიდოს კონვენციაში, რომელიც შეეხება სამხედრო ტყვეებს.

დანიის დელეგატმა შემდეგნაირად უპასუხა – „საკითხი არ შეეხებოდა იმას,


მიენიჭებოდათ თუ არა ამ პუნქტში ნახსენებ პირებს იგივე უფლებები და პრივილეგიები რაც
სამხედრო ტყვეებს, არამედ მათთვის „მინიმალოური დაცვის“ მინიჭებას,“ „და ამ პირების
მიმართ არაჰუმანური მოპყრობისა და მასიური დახვრეტის თავიდან აცილება.“ 22

სხვა დელეგატებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ მინიმალური დაცვის უზრუნველყოფას,


მაგრამ ვერ ეთანხმებოდნენ ამგვარი დაცვის დებულების ჟკIII–ში გათვალისწინებას.
შესაბამისად, მე–3 მუხლის პროექტის მე–3 პუნქტის შემოთავაზებული ვერსია [ჟკIII, მუხლი
4] არ იქნა შენარჩუნებული. 23 სამაგიეროდ, კონფერენცია არსობრივად შეთანხმდა იმაზე, რაც
ჩაიდო ჟკIII–ის მე–5 მუხლში (ანუ კომპეტენტური ტრიბუნალის მიერ მათი სტატუსის
განსაზღვრამდე, სამხედრო ტყვეებისათვის გათვალისწინებული დაცვით უზრუნველყოფა
„იმ ადამიანებისა, ვინც მტერს წინააღმდეგობა გაუწია“). ამ შემოთავაზების მეორე ნაწილში
ვკითხულობთ: „იმ შემთხვევებშიც კი, როცა ზემოხსენებული ხელისუფლების
გადაწყვეტილება არ მიანიჭებს ამ პირებს მოცემული კონვენციით სარგებლობის საშუალებას,
ისინი უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის წესებისა და პრინციპების დაცვის ქვეშ,
როგორც ამას უმეტესად ადგილი აქვს ხოლმე ცივილიზებული ერების პრაქტიკაში,
ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი თვითშეგნების მოთხოვნების შესაბამისად,“
ასევე არ იქნა შენარჩუნებული. 24 საბოლოოდ, დანიის დელეგატმა მოითხოვა, როგორც
ქვემოთ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ შემაჯამებელ ჩანაწერში შეტანილიყო რომ მისი
მოსაზრება მე–3 მუხლის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა
25
გაპროტესტებული. საკომიტეტო განხილვები შეჯამდა იმ სახით, როგორც მოცემული
ქვემოთ პლენარული ასამბლეის ანგარიშში:

„ზოგიერთ დელეგაციას სურდა გაეფართოებინა კონვენციების მოქმედება რათა მას


მოეცვა ასევე სხვა კატეგორიის პირებიც. სახელდობრ, მათ მხედველობაში ჰყავდათ ის
სამოქალაქო პირები, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს თავიანთი სიცოცხლის,
ჯანმრთელობის, ახლობლების, საოჯახო მეურნეობის დასაცავად იმ შეტევისაგან,
რომელიც განხორციელდა ომის წესებისა და პირობების დარღვევით და მიზნად
ისახავდა ამ მოქალაქეების მტრის ხელში აუცილებელ ჩავარდნას, არ უნდა იქნენ
დახვრეტილნი ჯგუფური გასამართლების შედეგად, არამედ მათდამი მოპყრობა უნდა

22
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 433;
23
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 480;
24
საბოლოო ჩანაწერი, ტომი III, გვ. 63;
25
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 481;
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

განხორციელდეს კონვენციის დებულებების ან როგორც მინიმუმ მისი ჰუმანიტარული


პრინციპების შესაბამისად. ამ პრობლემის უამრავი შესაძლო გადაწყვეტა იქნა
ყურადღებით განხილული, მაგრამ საბოლოოდ კომიტეტის უმრავლესობა მივიდა იმ
დასკვნამდე, რომ რთული იქნებოდა შემოთავაზებული მიმართულების აღება, მე–3
მუხლით [ჟკIII, მუხლი 4] გათვალისწინებული პირებისათვის მინიჭებული დაცვის
ირიბად შესუსტების რისკის გარეშე. ერთ–ერთმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა
კერძოდ იმაზე, რომ შემოთავაზებული გავრცელების მიღება ჰააგაში ზოგადად
მიღებული და სამხედრო ტყვეების შესახებ ამ კონვენციის პრინციპების უარყოფის
ტოლფასი იქნებოდა. ამ დელეგაციის თვალსაზრისით, აუცილებელი იყო რომ ომი,
თუნდაც უკანონო ომი, ამ პრინციპებით უნდა ყოფილიყო მართული. მიუხედავად ამისა,
სხვა დელეგაციამ მოითხოვა, რომ შემაჯამებელ ჩანაწერს აესახა, რომ სპეციალურ
კომიტეტზე განხილვისას, პროტესტი არ ყოფილა გამოთქმული იმ თვალსაზრისის
მიმართ, რომ მე–3 მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ის პირები,
რომლებიც არ ხვდებიან მესამე მუხლის დებულებების მოქმედების სფეროში, კარგავენ
თავიანთ ადამიანის უფლებებს ან მათი თავდაცვის უფლებას უკანონო ქმედებების
წინაშე“26

პლენარულ სხდომაზე ჟკIII–ის მე–5 მუხლის განხილვისას (ეჭვის შემთხვევაში


კომპეტენტური ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღება) ისევ წამოიჭრა იმ პირების
საკითხი, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ პირობებს სამხედრო ტყვის კვალიფიკაციის
მისაღებად, მაგრამ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში (ანუ უკანონო
კომბატანტები). კაპიტანი მოტონი (ჰოლანდია), რომელიც ასაბუთებდა სასამართლოს
გადაწყვეტილების აუცილებლობას „ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს“
გადაწყვეტილების ნაცვლად, ამტკიცებდა რომ ეს მიდგომა „პრაქტიკულად გულისხმობდა
(...) რომ სამხედრო ხელმძღვანელი ადგილზე ... იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ
პირი, რომელიც აღმოჩნდა მის ხელში, ხვდება მე–3 [ჟკIII] მუხლის მოქმედების ქვეშ ან არ
ექვემდებარება მე–3 მუხლს. (...) ეს ნიშნავს, რომ თუკი ხელმძღვანელი გადაწყვეტს რომ
ესათუ ის პირი არ ექვემდებარება მე–3 მუხლს, ის მიჩნეულ იქნება თავისუფალ მებრძოლად
(franc tireur) და მას კედელთან დააყენებენ და ადგილზე დახვრეტენ.“ ბატონი მოროზოვი
(სსრკ) ამგვარად პასუხობდა: „სად წერია რომ ყველა პირი, რომელიც არ არის დაცული მე–3
მუხლით უნდა დაიხვრიტოს? მე არ ვიცი ამგვარი კანონის არსებობის შესახებ, და მე არ ვიცი
ვის შეიძლება სურდეს ამგვარი დებულების შექმნა. ... თუკი პირი არ იქნა აღიარებული
სამხედრო ტყვედ მე–3 მუხლის პირობების შესაბამისად, ამ შემთხვევაში იგი იქნება
სამოქალაქო პირი და ისარგებლებს სამოქალაქო პირების კონვენციით გათვალისწინებული
სრული დაცვით.“ ჰოლანდიელი დელეგატი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას და განაცხადა: „ის
რომ პირები, რომლებიც არ ხვდებიან მე–3 მუხლის მოქმედების სფეროში ავტომატურად

26
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 562; პლენარული ასამბლეის ანგარიშის ბოლო ორი წინადადება, რომელიც
შეეხება ცალკეულ საკითხებს, მაგრამ ამის მიუხედავად ორივე იქნა შეტანილი, გახდა პლენარული განხილვისას
წინააღმდეგობრივი დაპირისპირების მიზეზი. იხ. საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIბ, გვ. 268;

13
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

არიან დაცულები სხვა კონვენციებით, ნამდვილად არასწორია. სამოქალაქო პირთა


კონვენცია, მაგალითად, ეხება მხოლოდ სამოქალაქო პირებს კონკრეტულ გარემოებებში;
როგორიცაა სამოქალაქო პირები ოკუპირებულ სახელმწიფოში, ან სამოქალაქო პირები,
რომლებიც ცხოვრობენ მებრძოლ სახელმწიფოში, მაგრამ ის ნამდვილად არ იცავს
სამოქალაქო პირებს ბრძოლის ველზე და ხელში იარაღს იღებენ მოწინააღმდეგე მხარის
საზიანოდ. ეს ხალხი, თუკი ისინი არ განეკუთვნებიან მე–3 მუხლით გათვალისწინებულ
კატეგორიას, და ისინი მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდებიან, შესაძლოა დახვრეტილ იქნენ
(...).“27

დასკვნის სახით, ჟკIII–ის განხილვისას გამართულ დებატებზე გაკეთებული ერთი


განცხადება (რუსეთის) ამტკიცებს, რომ ჟკIV ავტომატურად გამოყენებადია მაშინ როცა ჟკIII–
ის მე–4 მუხლით გათვალისწინებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული. დანიის
დელეგაციის მცდელობები კონცენტრირებული იყო იმ სამოქალაქო პირებისათვის
მინიმალური დაცვის უზრუნველყოფაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აგრესორს და
ახორციელებენ თავდაცვის უფლებას, მაშინ როცა არ აკმაყოფილებენ levée en masse
პირობებს. ჰოლანდიის დელაგაციამ უარყო რუსეთის თვალსაზრისი იმ სამოქალაქო
პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრძოლის ველზე იარაღს იღებენ ხელში
მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ. მათი განცხადება შესაძლებელია ინტერპრეტირებულ
იქნეს იმგვარად, თითქოს გულისხმობს, რომ სამოქალაქო პირები, რომლებმაც იარაღი აიღეს
ხელში მტრის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე
დაცულნი არიან ჟკIV–ის შესაბამისად.

ჟკIV–სთან დაკავშირებული დისკუსია ამ ფონზე უნდა იქნას განხილული. ჟკIV–ის


შედგენის ისტორია თითქოს მხარს უჭერს იმ მოსაზრებას რომ „უკანონო კომბატანტები,“
რომლებიც აკმაყოფილებენ მოქალაქეობის კრიტერიუმს მე–4 მუხლის მიხედვით დაცულნი
არიან, თუმცაღა შესაძლებელია გადახვევა ამ დაცვიდან. მაშინ როცა ზოგიერთმა
დელეგაციამ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ ჟკIV არ უნდა იცავდეს პირებს, რომლებიც
არღვევენ ომის კანონებს, საბოტაჟის ჩამდენთ და ჯაშუშებს (რომლებიც უკანონო
კომბატანტები არიან28– მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი არასოდეს ყოფილა

27
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIბ, გვ. 271, და მომდევნო.
28
ტერმინი „საბოტაჟი“ სამხედრო კონტექსტში, სავარაუდოდ აღნიშნავს ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია
მოწინააღმდეგის მატერიალური ინფრასტრუქტურის, „კომუნიკაციის საშუალებების,“ და „სამხედრო
ნაგებობების“ დაზიანების ან განადგურების მიზნით (ჟკIV, მუხლები 64 და 68). იხ. როსენბლადი, იხ. სქოლიო 14,
გვ. 109.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

გამოყენებულა საბოლოო ჩანაწერებში),29 სხვა დელეგაციები მათ არ ეთანხმებოდნენ. 30


როგორც ავსტრალიელმა დელეგატმა განაცხადა, „ამ დისკუსიისას ნათელი გახდა
აზროვნების ორი სკოლის არსებობა – იმ დელეგაციების მიმართულება, რომლებიც
ისურვებდნენ ფართე და ‘ელასტიურ’ კონვენციას, და მათი მიმართულება, ვისაც სურდათ
შეზღუდული კონვენცია.“31

იმისათვის, რათა დაძლეულ ყოფილიყო ეს განსხვავებები დელეგაციების შეხედულებებს


შორის, კომიტეტმა, კომპრომისის სახით მიიღო მუხლი 3ა–ს პროექტი (რომელიც შემდგომში
გახდა ჟკIV–ის მუხლი 5). ეს დებულება ომის კანონების დამრღვევ პირებს, საბოტაჟის
ჩამდენთ და ჯაშუშებს განიხილავდა როგორც დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, მაგრამ გარკვეულ
პირობებში სახელმწიფოებს აძლევდა უფლებას ჩამოერთმიათ ამ პირებისათვის ჟკIV–ით

29
კომენტარი IV, იხ. სქოლიო 12, გვ. 52 („ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კონვენცია გამონაკლისის გარეშე უნდა
შეეხებოდეს ყველა პიროვნებას, რომელსაც ის მოიხსენიებს, მაშინ როდესაც სხვებისთვის ნათელია, რომ პირები,
რომლებიც არღვევდნენ ომის კანონებს, არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ ამ კანონებით
გათვალისწინებული შეღავათებით. თუმცაღა, ეს განსხვავებული მოსაზრებები არ იქნა გამოთქმული [წინასწარი
განხილვების დროს], და პრობლემაც არ დამდგარა ვიდრე სტოკჰოლმის კონფერენციის დასრულებამდე. ამ
შემთხვევაშიც ეს საკითხი წარმოიშვა, რადგან კონფერენციამ დაამტკიცა დაცვის ქვეშ მყოფი პირების დეფინიცია,
რომელიც მოიცავდა იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს მტრული მოქმედებები მაშინ როდესაც ისინი არ იყვნენ
დაპირისპირებული რეგულარული ძალების წევრები.“).
30
ბატონი კასტბერგი (ნორვეგია): „საბოტაჟის აქტების ჩამდენნი რა თქმა უნდა ვერ მოითხოვენ დაცვას სამხედრო
ტყვეების კონვენციით გათვალისწინებულ დაცვას; მიუხედავად ამისა ისინი დაცულნი უნდა იყვნენ
დანაშაულებრივი მოპყრობისა და წამებისაგან.“ ბატონი სოდერბოლმი (შვედეთი) და ბატონი დალი (დანია) მხარს
უჭერდნენ ამ მოსაზრებას. პოლკოვნიკი დე პასკიე (შვეიცარია) ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა როდესაც აცხადებდა
„იმ პირების სამართლებრივი სტატუსთან დაკავშირებით, რომლებმაც დაარღვიეს ომის კანონები, უნდა
აღინიშნოს, რომ კონვენცია რა თქმა უნდა ვერ მოიცავს დამნაშავეებსა და საბოტაჟის ჩამდენებს. უფრო მეტიც,
მუხლი 55, [მუხლი 64, ჟკIV] და მომდევნო მუხლები ადგენენ პრინციპს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო
უფლებამოსილია დააწესოს სანქციები და თავისი ჯარების დასაცავად. მეორეს მხრივ, მუხლი 29 [მუხლი 31/32
ჟკIV] და მომდევნო მუხლები ადგენენ ლიმიტებს ამგვარი სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის, კეძოდ კი
კრძალავენ წამებასა და მძევლად აყვანას.“ იგი ემხრობოდა მუხლი 3–ის გადამუშავებულ ვერსიას, რომელიც
შედგენილ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ [რომელიც მოიცავდა უკანონო კომბატაბტებს!
შესაბამისად, იტალიელი დელეგატი ბატონი მარესკა, გამოხატავდა რა მხარდაჭერას წჯსკ–ს წინადადების მიმართ,
აყენებდა წინადადებას, რომ დამატებული ყოფილიყო დებულება, რომელიც დაადგენდა რომ დაცვის ქვეშ მყოფი
პირები ვალდებულნი იყვნენ არ ემოქმედათ იმგვარად, რომ დაერღვიათ ომის წესები.]. გენერალი შეპერსი
(ჰოლანდია) ეთანხმებოდა სკანდინავიელ დელგატებს (მესამე კომიტეტი (სამოქალაქო პირები), მე–2 შეხვედრა,
26.4.1949), საბოლოო ჩანაწერები, ტომი IIა, გვ. 621 და მომდევნო.
31
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 622.

15
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

გათვალისწინებული ზოგიერთი დაცვა.32 ეს კომპრომისული გადაწყვეტილება საბოლოოდ


უმრავლესობის მიერ იქნა მიღებული დიპლომატიურ კონფერენციაზე.33

თუკი გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის 34 მიერ გაკეთებული ინტერპრეტაცია


ჟკIV–ის მე–4 მუხლის საწყის პროექტთან დაკავშირებით 35 სწორია („[ა]მჟამინდელი ფორმით,
მუხლი 3 ნიშნავს, რომ პირები, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ
სამხედრო ტყვეების კონვენციით გათვალისწინებული დაცვით, მიიღებენ ზუსტად იგივე
დაცვას სამოქალაქო პირთა კონვენციის ძალით, შესაბამისად, ყველა პირი, რომელიც
მონაწილეობას იღებს საბრძოლო მოქმედებებში დაცული იქნება, მიუხედავად იმისა
მოქმედებდა თუ არა ის ომის კანონების შესაბამისად“), და ვინაიდან არანაირი
ფუნდამენტური ცვლილება პროექტის ტექსტს არ განუცდია, არსებობს საფუძვლიანი
მიზეზები იმის სარწმუნებლად, რომ საბოლოო ჯამში დელეგაციებმა აღიარეს, რომ ჟკIV
გამოყენებადია უკანონო კომბატანტების მიმართ, თუკი ისნი აკმაყოფილებენ ამავე
კონვენციის მე–4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. ამ პირების მიმართ
გარკვეულწილად შეზღუდული დაცვის რეჟიმის დაწესების მიზანი მიღწეულია მე–5
მუხლის საშუალებით, რომელიც ჩამატებულ იქნა შემდგომ ეტაპზე და რომელიც იძლევა
გადახვევების საშუალებას იმ კატეგორიის პირების შემთხვევებში, რომელთაც ხშირად
უკანონო კომბატანტებად მოიხსენიებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჟკIV–ის შექმნის ისტორია,
კერძოდ კი გაერთიანებული სამეფოს ზემოთ მოყვანილი განცხადება – ასაბუთებს იმ

32
იხ. საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 796; კონვენციის პროექტთან დაკავშირებული კომენტარები, იქვე, გვ. 814:
„თანამედროვე საბრძოლო მოქმედებები არ არის შეზღუდული მხოლოდ ბრძოლის ველით; ის ასევე იჭრება
მებრძოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში; მტრის საიდუმლო აგენტები აღწევენ იმის მანქანის შიდა სამუშაო
მექანიზმში, იმისთვის რათა იჯაშუშონ ან რათა დააზიანონ ეს მექანიზმი. [...] შესაბამისად, ბევრი დელეგაცია
განიცდიდა შიშს, რომ კონვენციით შეთავაზებული დაცვის საფარქვეშ ჯაშუშებმა, საბოტაჟის ჩამდენმა ან სხვა
პირებმა, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ სახელმწიფოსთვის, შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ ის უფლებები
რაც მათთვის არის დადგენილი. დელეგაციებმა თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს არ დაეშვათ კონვენციით
დადგენილი გარანტიების იმგვარი გამოყენება რაც ხელს შეუწყობდა ფარულ მოქმედებებს. შესაბამისად, გაჩნდა
იდეა, რომ იმ პირებთან დაკავშირებით რომლებიც წარმოადგენენ საიდუმლო საფრთხეს სახელმწიფოსთვის,
კონვენციით გათვალისწინებული შეღავათები გარკვეულწილად შეზღუდული უნდა იყოს. ამ იატაკქვეშა
საქმიანობის აღმოჩენასთან დაკავშირებული ძალიან დიდი სირთულიდან გამომდინარე, დებულების მიზანია
სახელმწიფოს მისცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება თავდაცვის მიზნით მიღებული ზომების
თვალსაზრისით, და არ დააკისროს მას დამატებითი ვალდებულებები ამ კონვენციის მიხედვით, გარდა
ჰუმანური და სამართლებრივი მოპყრობის ვალდებულებისა. სწორედ ამ მოსაზრებების შედეგია მუხლი 3ა
[მუხლი 5, ჟკIV] (...).“
33
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIბ, გვ. 377, 384: 31 მხარდამჭერი, 9 თავი შეიკავა (ჟკ IV, მუხლი 4); 25 მხარდამჭერი, 9
წინააღმდეგი, 6 თავი შეიკავა (ჟკ IV, მუხლი 5).
34
ბრიგადის გენერალი პეიჯი (გაერთიანებული სამეფო), (მესამე კომიტეტი (სამოქალაქო პირები), მეორე
შეხვედრა, 26.4.1949, საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 621).
35
„ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან ის პირები, რომლებიც მოცემულ მომენტსა და ნებისმიერი
გზით, კონფლიქტის ან ოკუპაციის შემთხვევაში, აღმოჩნდნენ იმ ძალის ხელში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არ
არიან; (...) თუმცაღა, ნაწილი II–ის დებულებები უფრო ფართე გამოყენებისაა, როგორც ეს განმარტებულია II
მუხლში. პირები, მაგალითად სამხედრო ტყვეები, ავადმყოფები და დაჭრილები, სამედიცინო კონტინგენტის
წევრები, რომლებიც სხვა კონვენციების საგანს წარმოადგენენ, რჩებიან ამ კონვენციების დაცვის ქვეშ.“ მუხლი 3,
მუხლი 3, ომის მსხვერპლის დაცვის კონვენციების გადამუშავებული და ახალი პროექტი, წითელი ჯვრის XVII
საერთაშორისო კონფერენციის მიერ დამტკიცებული და შესწორებული ტექსტები, ჟენევა, 1948, გვ. 114–115.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

დასკვნას, რომ კონვენცია გამოყენებადია უკანონო კომბატანტების მიმართ და


ამავდროულად გამოყენების ეს სფერო ექვემდებარება კონვენციის მე–5 მუხლით
გათვალისწინებულ შეზღუდვებს. მთლიანად კონვენციის შექმნის ისტორია – კერძოდ კი
ჟკIII და IV – ცხადყოფს, რომ იმ პირების საკითხი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ პირობებს
სამხედრო ტყვის სტატუსის მისაღებად დადგენილ პირობებს, მაგრამ მიუხედავად ამისა
მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში, იმ დროისათვის სადაოდ რჩებოდა. არ
არსებობს მინიშნება იმაზე, რომ – საბოლოოდ მიღებული მე–4 მუხლის ფორმულირების
საპირისპიროდ – არსებობდა ზოგადი შეთანხმება რომ ჟკIV–ს არ უნდა მოეცვა „უკანონო
კომბატანტები.“ მისი გამოყენების ფართე პერსონალური სფერო, მიუხედავად აშკარა
ყოყმანისა, საბოლოოდ მიღებულ იქნა დიპლომატიური კონფერენციის მიერ. ეს მოხდა მე–5
მუხლის ჩამატების ფასად.

სამართლებრივი ლიტერატურა

სამართლებრივ ტექსტებში ჟკIV–ეს უკანონო კომბატანტების მიმართ გამოყენების


თაობაზე განსხვავებული აზრებია გამოთქმული. ავტორთა გარკვეული რიცხვი ცალსახად
იზიარებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ჟკIV ნამდვილად მოიცავს უკანონო კომბატანტებს თუკი
ისინი აკმაყოფილებენ მოქალაქეობის კრიტერიუმებს.36 როგორც ჩანს ბაქსტერი ზღუდავს
ჟკIV–ის გამოყენების სფეროს მხოლოდ იმ უკანონო კომბატანტებით, რომლებიც მოქმედებენ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე.37 ის ფაქტი, რომ ის არ ავრცელებს დაცვას იმ უკანონო
კომბატანტებზე, რომლებიც მოქმედებენ კონფლიქტის მხარეების ტერიტორიებზე (ნაწილი
III, განყოფილება 1) და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე (ნაწილი III, განყოფილება 2) არ არის

36
კ. იპსენი, დ. ფლეკი (რედ.), შეიარაღებული კონფლიქტების ჰუმანიტარული სამართლის სახელმძღვანელო,
Oxford University Press, 1995, გვ. 301; ჰ. მაკკუბრი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი: თანამედროვე
პროგრესი ომის წარმოების შეზღუდვის მიმართულებით, დარტმუთი, ალდერშოტი, მე–2 გამოშვება, 1999, გვ 397
და მომდევნო; მ. ბოთი, კ. პარტჩი და ს. სოლფი, იხ. სქოლიო №17, გვ. 361 და მომდევნო.; ოლდრიჩი, იხ. სქოლიო
№7, გვ. 893, სქოლიო 12; ჯ. ი. ა. დ. დრაპერი, „კომბატანტის სტატუსი და პარტიზანული ომის საკითხი.“ British
Yearbook of International Law, 1971, გვ. 197 (აღიარებს ჟკIV–ის გამოყენებადობას წინააღმდეგობის ორგანიზებული
მოძრაობების იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ჟკIII–ის მუხლი 4–ის პირობებს, ჟკIV–ის მე–5
მუხლით დადგენილ ფარგლებში); კალშოვენი, იხ. სქოლიო 15, გვ. 71 (აღიარებს ჟკIV–ის გამოყენებადობას
წინააღმდეგობის ორგანიზებული მოძრაობების იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ჟკIII–ის
მუხლი 4–ის პირობებს, თუმცა მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში მოწინააღმდეგის ან ოკუპირებულ
ტერიტორიაზე. იმ სიტუაციებში, რომლებიც არც მოწინააღმდეგის არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბრძოლო
მოქმედებებია, „პარტიზანი მებრძოლი, რომელიც ჩავარდება მოწინააღმდეგის ხელში ისარგებლებს სრული
დაცვით, რაც განკუთვნილია დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს პრინციპი
გავრცობილია მე–3 მუხლში არა საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებთან მიმართებაში, რომელიც
ამავდროულად წარმოადგენს მინიმუმს, რომელზე დაბლა ჩასვლის უფლება არ აქვთ მებრძოლ მხარეებს, სხვა
სიტუაციებში, იქნება ეს (...) ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი არგუმენტი ამ თეზისის სასარგებლოდ ჩადებულია
სწორედ უცხოურ მოქალაქეობაში, და შესაბამისად, იმ მხარისაგან განსხვავებული მხარი მიმართ
ლოიალურობაში, რომლის ძალაუფლებაშიც ისინი აღმოჩნდნენ.“
37
რ. რ. ბაქსტერი, „ეგრეთწოდებული ‘უკანონო მებრძოლები’ – ჯაშუშები, პარტიზანები, და საბოტაჟის ჩამდენნი“
British Yearbook of International Law , 1951, გვ. 328 და მომდევნო., რ. რ. ბაქსტერი, „კომბატანტების მოვალეობები და
საბრძოლო მოქმედებების წარმოება (ჰააგის სამართალი)“, ანრი დიუნანის ინსტიტუტი და UNESCO ( რედ)
ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო განზომილებები, მარტინუს ნიიჰოფი, ჰააგა, 1988, გვ. 105 და
მომდევნო

17
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

თანმიმდევრული, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის ქვეშ მყოფი პირების დეფინიცია


ერთი და იგივეა. მიუხედავად ცალსახა ინდიკაციების არსებობისა ჟკIV–ის
ფორმულირებებში, ზოგიერთი კომენტატორი როგორც ჩანს საერთოდ არ აღიარებს ჟკIV–ის
გამოყენებადობას უკანონო კომბატანტების მიმართ.38 თუმცაღა, ისინი არ გვაძლევენ
თავიანთი პოზიციის არანაირ სამართლებრივ არგუმენტაციას. უბრალოდ ხდება მტკიცება,
რომ ჟკIV არ მოიცავს უკანონო კომბატანტებს; ამ კონვენციის მე–4 მუხლის ანალიზი არ არის
მოცემული. როდესაც ეს წყაროები მოიშველიებენ პრეცედენტებს (კერძოდ კი ex parte
ქვირინს39), ეს ის პრეცედენტებია, რომლებიც ჟკIV–ზე ძველია. იმის გათვალისწინებით, რომ
ეს საკითხი უბრალოდ არ იყო სპეციფიურად რეგულირებული საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის რომელიმე ინსტრუმენტში ჟენევის მეოთხე კონვენციის
მიღებამდე, ეს მიდგომა ცოტა არ იყოს საეჭვოა. უფრო ახალი პრეცედენტული სამართალი
სამართლიანად აღიარებს საკმაოდ განსხვავებულ მოსაზრებას. დელალიჩის საქმეში,
ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორის ტრიბუნალმა (ICTY) დაადგინა:

„271. [...] თუკი პიროვნება არ არის უფლებამოსილი მესამე კონვენციით (ან პირველი და
მეორე კონვენციებით) გათვალისწინებულ დაცვის მიღებაზე როგორც სამხედრო ტყვე, იგი
აუცილებლად ხვდება IV კონვენციის მოქმედების სფეროში, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის
აკმაყოფილებს ამ კონვენციის მე–4 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.“40

1949 წელს, ჟკIV მიღებულ იქნა უკანონო კომბატანტებთან დაკავშირებული


პრობლემების გააზრებით (იხილეთ მსჯელობა დიპლომატიურ კონფერენციაზე).
შესაბამისად, ჩვენი აზრით, იმის მტკიცება, რომ უკანონო კომბატანტები გამორიცხულ იქნენ
ჟკIV–ის მოქმედების სფეროდან, საკმაოდ რთულად დასაცავია, მე–4 მუხლის საკმაოდ
ყოვლისმომცველი ფორმულირების საწინააღმდეგოდ. იგივე შეიძლება ითქვას
პარალელურად მოქმედი ჩვეულებითი სამართლის მიმართაც, რომელიც სრულყოფილად
ფარავს უკანონო კომბატანტებს და გარკვეულწილად წარმოადგენს lex specialis ( სპეციალურ
ნორმას) (აშშ სახელმძღვანელო, რომელიც ციტირებულია ზემოთ, ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ამ ნორმას!). ამასთან დაკავშირებით ასევე უნდა
გავიხსენოთ, რომ პირველი დამატებითი ოქმის შემდგენლებს, როგორც ჩანს, ჰქონდათ ჟკIV–
ის მოქმედების სფეროს იმგვარი გაგება, რომელიც მოიცავდა უკანონო კომბატანტების
გარკვეულ კატეგორიებს მაინც.

38
მაგალითად ი. დიტერი, ომის სამართალი, Cambridge University Press, 2000, გვ. 136; რ. კ. გოლდმანი/ბ. დ.
ტიტმორი, „არაპრივილეგირებული კომბატანტები და საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში: მათი სტატუსი და
უფლებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალში.“
http://asil.org/taskforce/goldman.pdf გვ. 38. ქ. გრინვუდი „საერთაშორისო სამართალი და „ომი ტერორიზმის
წინააღმდეგ“ International Affairs 2002, გვ. 316; ანგარიში ტერორიზმსა და ადამიანის უფლებების შესახებ, იხ.
სქოლიო №5, პარაგრაფი 74.
39
317 U.S. 1, 63 S.Ct. 2 (1942).
40
ICTY, გადაწყვეტილება, პროკურორი დელალიჩისა და სხვების წინააღმდეგ, IT-96-21-T, 16 ნოემბერი, 1998
წელი, პარაგრაფი 271 (ხაზგასმა დამატებულია.).
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

უკანონო კომბატანტების დაცვა ჟკIV–ის შინაარსიდან გამომდინარე

დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოპყრობის თვალსაზრისით, ჟკIV ითვალისწინებს დაცვის


სხვადასხვა სტანდარტს იმ სიტუაციების მიხედვით, რომლებშიც ისინი აღმოჩნდნენ
მოწინააღმდეგე მხარის/ძალაუფლების ხელში. მისი III ნაწილი განსაზღვრავს ჟკIV–ის მე–4
მუხლით განსაზღვრული დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის მატერიალურ ფარგლებს. ამ
მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს დებულებებს, რომლებიც საერთოა კონფლიქტის
მხარეების ტერიტორიებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისათვის. ეს დებულებები
მოიცავს:

ჰუმანური მოპყრობის წესებს; განსაკუთრებულ დაცვას ქალებისათვის; დისკრიმინაციის


აკრძალვას; დაცვის ქვეშ მყოფი პირების ცოცხალ ფარად გამოყენების აკრძალვას;
იძულების, ფიზიკური სასჯელის, წამებისა და ა.შ. აკრძალვას; პირად
პასუხისმგებლობას; და კოლექტიური სასჯელის, ძარცვის, რეპრესალიებისა და მძევლად
აყვანის აკრძალვას.

ამ ნაწილს მოყვება სპეციფიური დებულებების კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე


უცხოელების მოპყრობასთან დაკავშირებით (განყოფილება II), რომლებიც სხვა საკითხებთან
ერთად შეეხება:

ტერიტორიის დატოვების უფლებას; თავისუფლება შეზღუდული პირების მოპყრობას;


ინდივიდუალური/კოლექტიური დახმარების, სამედიცინო მზრუნველობისა და
რელიგიური რიტუალების ჩატარების უფლებას; დასაქმებას; კონტროლის ზომებს, ე.ი.
დადგენილი საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას და ინტერნირებას, და მათი
გამოყენების პროცედურა; და მეორე მხარისათვის გადაცემას.

განყოფილება III, რომელიც შეეხება დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ოკუპირებულ


ტერიტორიაზე, მოიცავს წესებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

დეპორტირება და გადაცემა; ბავშვები; შრომა; საკვები და სამედიცინო მარაგები


მოსახლეობისათვის; ჰიგიენა და საზოგადოებრივი თავდაცვა; დახმარების ოპერაციები;
სისხლის სამართლის კანონმდებლობა; სისხლის სამართლის პროცესი; დაკავებული
პირების მოპყრობა; და უსაფრთხოების ზომები.

IV განყოფილება შეიცავს რეგულაციებს ინტერნირებული პირების მოპყრობასთან


დაკავშირებით, სხვა საკითხებთან ერთად შემდეგზეც:

ინტერნირების ადგილები; საკვები და ტანსაცმელი; ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება;


რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური აქტივობები; პირადი ნივთები და
ფინანსური რესურსები; ადმინისტრირება და დისციპლინა; გარე სამყაროსთან
ურთიერთობა; სისხლის სამართლის და დისციპლინური სანქციები; ინტერნირებულ

19
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

პირთა გადაცემა; გარდაცვალება; და გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ


ქვეყნებში გასახლება.

ამ განყოფილების 79–ე მუხლი აცხადებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ შეიძლება
იქნენ ინტერნირებულნი, გარდა 41–43 მუხლების (უცხოელები კონფლიქტის მხარის
ტერიტორიაზე) და 68–ე და 78–ე მუხლების (დაცვის ქვეშ მყოფი პირები ოკუპირებულ
ტერიტორიებზე) დებულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ვინაიდან უკანონო კომბატანტები იმყოფებიან ჟკIV–ის დაცვის ქვეშ თუკი ისინი


აკმაყოფილებენ ამ კონვენციის მე–4 მუხლით გათვალისწინებულ მოქალაქეობის
კრიტერიუმებს, დაცვის ზემოთხსენებული ფორმები ასევე გამოყენებადია მათ მიმართ. III
ნაწილის პირველი განყოფილებით გათვალისწინებულ ზოგად დაცვასთან ერთად, რომელიც
გამოყენებადია კონფლიქტის მხარეების ტერიტორიებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე,
დაცვის სპეციფიური დებულებებია გათვალისწინებული უკანონო კომბატანტებისათვის,
რომლებიც მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლებიც მოქმედებენ
მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. თუმცაღა, დაცვის ეს დებულებები შესაძლებელია
დაექვემდებარონ გადახვევებს ჟკIV–ის მე–5 მუხლის შესაბამისად (იხ. ქვემოთ).

ის ფაქტი, რომ ჟკIV ითვალისწინებს განსხვავებულ – სპეციფიურ – დაცვებს


უცხოელებისათვის კონფლიქტის მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე და პირებისათვის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლებიც არიან მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლებაში,
შესაძლოა ზოგიერთ ექპერტს აძლევს საშუალებას დაასკვნან, რომ უკანონო კომბატანტების
საკითხი საბრძოლო მოქმედებების ზონაში (წინა ხაზზე/ბრძოლის ველზე საკუთარ ქვეყანაში,
რომელიც ოკუპირებულია) არ იქნა მხედველობაში მიღებული ჟკIV–ის, განსაკუთრებით კი
მე–4 და მე–5 მუხლების შედგენისას.41

თუმცაღა, თუკი ჟ. ს. პიკტეს მიერ რედაქტირებულ კომენტარებში ჟკIV–ის მე–6 მუხლის


ინტერპრეტაცია მისაღებია, ეს მიდგომა საკმაოდ რთული დასაცავია:

„სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს სიტყვა „ოკუპაცია“, როგორც ის


გამოყენებულია ამ მუხლში, ატარებს უფრო ფართე მნიშვნელობას, ვიდრე ჰააგის 1907
მეოთხე წლის კონვენციის თანდართული რეგულაციების 42–ე მუხლში. რაც შეეხებათ
პიროვნებებს, ჟენევის მეოთხე კონვენციის გამოყენება არ არის დამოკიდებული
ოკუპაციის მდგომარეობის არსებობაზე ზემოთხსენებული 42–ე მუხლის მნიშვნელობით.
კონკრეტული ტერიტორიის მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობასა და მტრის
მოახლოებულ ჯარებს შორის ურთიერთობები ამ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა
მიმდინარეობს თუ არა საბრძოლო მოქმედებები, არ რეგულირდება ამ კონვენციით. არ
არსებობს შუალედური პერიოდი იმას, რასაც შეიძლება ვუწოდოთ შეჭრის ფაზა და

41
იხ. ა. როსასი, სამხედრო ტყვეების სამართლებრივი მდგომარეობა, ჰელსინკი, Suomalainen Tiedeakatemia, 1976,
გვ. 411; ბაქსტერი, „არაპრივილეგირებული მებრძოლი“ იხ. სქოლიო 37. გვ. 329 და მომდევნო.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

ოკუპაციის სტაბილური რეჟიმის ჩამოყალიბებას შორის. თვით პატრულიც კი, რომელიც


შეიჭრება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე იქ დარჩენის ყოველგვარი განზრახვის გარეშე,
ვალდებულია პატივი სცეს კონვენციებს სამოქალაქო პირებთან ურთიერთობისას
როდესაც მათ შეხვდება. [...] კონვენცია საკმაოდ ცალსახაა ამ საკითხთან დაკავშირებით:
ყველა პირი, რომელიც აღმოჩნდება კონფლიქტში მოწინააღმდეგე მხარის ან ოკუპანტის
ძალაუფლებაში, რომლის მოქალაქეც ის არ არის, არის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. ხარვეზი
არ არის დარჩენილი.“

წინამდებარე ინტერპრეტაციის მიხედვით ყველა ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს


ზემოთ გადმოცემულ მოქალაქეობის კრიტერიუმს და რომელიც დაკავებულია
მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების თანდასწრებით (შეჭრის დაწყებიდან უკანდახევამდე)
იმყოფება ჟკIV–ის დებულებების დაცვის ქვეშ (ნაწილი III, განყოფილება I, III, IV).

მიუხედავად ამისა, ოკუპაციის ცნების ეს ინტერპრეტაცია, არ არის უნივერსალურად


გაზიარებული. მაგალითად, გერმანული სამხედრო სახელმძღვანელო აცხადებს:
„ოკუპირებული ტერიტორია არ მოიცავს საბრძოლო მოქმედების არეალს, ანუ იმ არეალს
რომელიც ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების ადგილია, და არ არის ხანგრძლივი
ოკუპაციის ქვეშ (შეჭრის ადგილი, უკანდახევის ადგილი).“ ამ დებულების
სახელმძღვანელოსეული კომენტარი დამატებით განმარტავდა: „ოკუპაციის სამართალი არ
არის გამოყენებადი ვიდრე შიარაღებული ძალები, რომლებიც შეიჭრნენ სხვა სახელმწიფოში
არ დაამყარებენ რეალურ კონტროლს გარკვეულ ტერიტორიაზე (შეჭრის შემდეგ) და წყვეტს
მოქმედებას მაშინ, როდესაც ასეთი კონტროლი აღარ არსებობს (უკანდახევის შემდეგ). წესები
გამიზნულია სტაბილური სიტუაციების მიმართ გამოყენებისათვის.“42 ანალოგიურად,
დრაპერის, ბაქსტერისა და კალშოვენის43 მიერ შემოთავაზებული განსხვავებაც შესაძლოა
მნიშვნელოვანი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი მათ ოკუპაციის განსხვავებული გაგება გააჩნიათ,
რომელიც მათთვის მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ტერიტორიაზე მინიმალური
კონტროლის დამყარებას გარკვეული დროით.

ამ ინტერპრეტაციის შედეგად, ის პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მოქალაქეობის


ზემოთ განხილულ კრიტერიუმებს და რომლებიც აღმოჩნდებიან მოწინააღმდეგის ხელში
საბრძოლო მოქმედებების არეალში, სადაც რეალურად კონტროლი არ არის დამყარებული,
არ მოხვდებიან ჟკIV–ის III ნაწილის III და IV განყოფილებების მოქმედების სფეროში. ისინი

42
ჰ. პ. გასერი, ფლეკი (რედ.) იხ. სქოლიო №36, გვ. 528.
43
იხილეთ სქოლიო 30 და 31.

21
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

დაცულები იქნებიან ჟკIV–ის მეორე ნაწილის44 საკმაოდ ზოგადი დებულებებით, და ასევე


მოექცევიან III ნაწილის I განყოფილებით45 გათვალისწინებული მექანიზმების დაცვის ქვეშ.

მაგრამ რა იქნება მათი დაცვა, როდესაც ისინი მოწინააღმდეგის მიერ შეპყრობილნი


იქნებიან საბრძოლო მოქმედებების ზონაში და შემდგომში მათ გადააადგილებენ
მოწინააღმდეგის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან როდესაც თვით საბრძოლო
მოქმედებების არეალი გახდება ოკუპირებული ტერიტორია (ანუ უცხო ქვეყნის ჯარები
ამყარებენ რეალურ კონტროლს)? აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ ეს პირები არ
იმყოფებოდნენ მოწინააღმდეგის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი დაკავების მომენტში?
ალბათ, ნორმალური რეფლექსი იქნებოდა გამოგვეყენებინა იმ ადგილის მიმართ
გამოყენებადი სამართალი, სადაც ეს პირები იმყოფებიან, ანუ:

 ჟკIV–ის ნაწილი III, განყოფილება I, III და IV, ოკუპირებულ ტერიტორიაზე


მყოფი პირების მიმართ;
 ჟკIV–ის ნაწილი III, განყოფილება I, III და IV, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე
მყოფი პირების მიმართ;

ჟკIV–ის მე–4 მუხლის საკმაოდ ვრცელი ფორმულირება მიუთითებს ამ მიმართულებით


როდესაც აკონკრეტებს რომ კონვენცია იცავს „იმ პირებს, რომლებიც კონკრეტულ
მომენტისათვის და ნებისმიერი გზით, კონფლიქტისა თუ ოკუპაციის შემთხვევაში,
აღმოჩნდნენ კონფლიქტის მხარის ან ოკუპანტი ძალაუფლების ხელში.“46 ჩვენი პოზიციის

44
დებულებები შემდეგ საკითხებზე:
- ჰოსპიტალების, უსაფრთხოებისა და ნეიტრალური ზონების დაარსება;
- განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიებს მიკუთვნებული პირების ევაკუაციის თაობაზე შეთანხმებების
დადება;
- სამოქალაქო საავადმყოფოების დაცვა;
- სამედიცინო პერსონალის დაცვა;
- ავადმყოფი და დაჭრილი სამოქალაქო პირებისა და სხვა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას
მიკუთვნებული პირების გადამყვანი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დაცვა;
- დახმარისათვის განკუთვნილი ტვირთების თავისუფალი გატარება;
- უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრების მოძიებასთან დაკავშირებული შეკითხვების ხელშეწყობა;
ამ სტატიის მიზნებისათვის ზემოთჩამოთვლილი დებულებები არ არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ისინი არ
არეგულირებენ დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოპყრობას/დაკავებას/ბრალდებას.
45
ჟკI-IV-ის საერთო მე-3 მუხლთან ერთად, რომლის გამოყენებადობა, როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი
სამართლის ნორმისა, აღიარებულია ნებისმიერი ხასიათის შეირაღებულ კონფლიქტში (იხ. მართლმსაჯულების
საერთაშორისო სასამართლო (ICJ), სამხედრო და გასამხედროებული მოქმედებები ნიკარაგუაში და მის
წინააღმდეგ (ნიკარაგუა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ), გადაწყვეტილება არსებითი განხილვის
შედეგად, ICJ ანგარიშები, 1986, გვ. 14-იდან 114-ამდე, პარაგრაფი 218), ასევე გამოყენებადია, ისევე როგორც სხვა
მინიმალური გარანტიები, რომლებიც განხილული იქნება ქვემოთ.
46
რაჯიჩის საქმესთან დაკავშირებით (მიმოხილვა და საბრალდებო დასკვნა, პროკურორი ივიკა რაჯიჩის
წინააღმდეგ IT-95-12-R61, პარაგრაფები 35-37) ICTY-მ დაადგინა: „ჟენევის IV კონვენციის წითელი ჯვრის
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

მხარდასაჭერი არგუმენტი შესაძლებელია აღმოვაჩინოთ პიკტეს მიერ რედაქტირებულ


კომენტარებში, რომელიც ამტკიცებს: „ეს მუხლი მოიცავს ორივეს, პირებს, რომლებიც
იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე ომის დაწყებამდე (ან ოკუპაციის დაწყებამდე) ასევე იმ
პირებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ ან ჩაყვანილ იქნენ გარკვეული
გარემოებების შედეგად: მოგზაურები, ტურისტები, პირები რომლებმაც განიცადეს გემის
კატასტროფა, და შეიძლება ასევე იყვნენ ჯაშუშები ან საბოტაჟის ჩამდენნი.“ 47

ამასთანავე, ის ავტორები, რომლებიც ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ჟკIV გამოყენებადია


უკანონო კომბატანტების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მოწინააღმდეგის
ტერიტორიაზე, არ განავრცობენ აზრის განვითარების ამ მიმართულებას. ისინი ზღუდავენ
ჟკIV-ით გათვალისწინებული დაცვების მოქმედებას იმ უკანონო კომბატანტების მიმართ
რომლებიც მათი დაკავების მომენტში მოქმედებდნენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ან
ოკუპირებულ ტერიტორიაზე.48 დრაპერის სიტყვებით: „თუკი ისინი არ მოქმედებენ
რომელიმე ტიპის ტერიტორიაზე, მათი მდგომარეობა ძალიან შორსაა სიცხადისაგან და მათი
დაცვა საკმაოდ საკამათო.“49

თუკი დავეთანხმებით ამ მიდგომას, ეჭვი აღარ უნდა არსებობდეს, რომ როგორც მინიმუმ
პირველი დამატებითი ოქმის 75 მუხლი და ჟენევის I-IV კონვენციებისათვის საერთო მესამე
მუხლი, როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმები, უზრუნველყოფენ
მინიმალურ დაცვას.

გადახვევები

საერთაშორისო კომიტეტის კომენტარი ამტკიცებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ დაყენებული
მოთხოვნები იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული რათა უზრუნველყოს ფართო წრეზე გავრცელება. კომენტარი
აცხადებს რომ სიტყვები „მოცემულ მომენტში და ნებისმიერი გზით“ „მიზნად ისახავდა ყველა სიტუაციისა და
ყველა შემთხვევის დაფარვის უზრუნველყოფას.“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, კომენტარი: ჟენევის
IV კონვენცია ომის პირობებში სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით 47 (ჟენევა 1958) (...). 47-ე გვერდზე
ასევე აღნიშნულია რომ გამოთქმა ‘მოწინააღმდეგის ხელში’ გამოყენებულია ზედმეტად ზოგადი მნიშვნელობით.
საკითხი ნამდვილად არ შეეხება უბრალოდ მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნას, როგორც ტყვის შემთხვევაში...
სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოთქმა ‘მოწინააღმდეგის ხელში’ არ უნდა იქნას გაგებული მხოლოდ ფიზიკურად
მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის მნიშვნელობით; ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ პირი იმყოფება ტერიტორიაზე,
რომელსაც აკონტროლებს ეს კონკრეტული ძალაუფლება.“
47
კომენტარი IV, იხ. სქოლიო №12, გვ.47.
48
დრაპერი, იხ. სქოლიო №36, გვ.197; ბაქსტერი, „არაპრივილეგირებული მებრძოლი“, იხ. სქოლიო №37, გვ. 328 და
343 და მომდევნო; ბაქსტერი, „კომბატანტის მოვალეობები“, იხ. სქოლიო №37, გვ. 105 და მომდევნო; კალშოვენი,
იხ. სქოლიო №15, გვ.70 და მომდევნო, გვ.73; როსასი, იხ. სქოლიო №41, გვ. 411 და მომდევნო. ერთ-ერთ თავის
პუბლიკაციაში წჯსკ-მაც აირჩია იმგვარი ფორმულირება, რომელიც შესაძლოა ამ ინტერპრეტაციის
მიმართულებით მიუთითებდეს: „შესაბამისად, პარტიზანები რომლებიც არ აკმაყოფილებენ [ჟკIII, მუხლი 4-ის] ამ
პირობებს და რომლებიც მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმყოფებიან ჟენევის IV კონვენციის დაცვის
ქვეშ.“ პარტიზანულ ომში გამოყენებადი წესები, სამთავრობო ექსპერტთა კონფერენცია შეიაღებული
კონფლიქტების შემთხვევებში გამოყენებადი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და
განვითარების შესახებ, ჟენევა, 24 მაისი - 12 ივნისი, 1971, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ
წარმოდგენილი ნარკვევი, ჟენევა, 1971 წლის იანვარი, გვ.19.
49
დრაპერი, იხ. სქოლიო № 36, გვ.197.

23
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

უფლებები და პრივილეგიები, რომლებიც კონკრეტულად განსაზღვრულია ჟკIV-ის III


ნაწილით სულაც არ არის აბსოლუტური. ჟკIV-ის მე-5 მუხლი იძლევა გადახვევების
საშუალებას კონკრეტული გარემოებების არსებობისას:

„როდესაც კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე, ეს უკანასკნელი დარწმუნდება, რომ


კონკრეტული დაცვის ქვეშ მყოფი პირი ნამდვილად ეჭვმიტანილია ან მონაწილეობს ამ
სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველ ქმედებებში, ეს პირი აღარ
იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს იმგვარი უფლებები და პრივილეგიები ამ
კონვენციის მიხედვით, რომელთა გამოყენება ამ კონკრეტული პირის მიმართ საფრთხის
შემცველი იქნებოდა ამ სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.

როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონკრეტული დაცვის ქვეშ მყოფი პირი


დაკავებულია ჯაშუშობის ან საბოტაჟის აქტის ჩადენისას, ან როგორც პირი რომლის
მიმართაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი ოკუპანტი ძალაუფლების უსაფრთხოების
მიმართ საფრთხის შემცველი ქმედების ჩადენის თაობაზე, ჩაითვლება, რომ ამ პირმა
დაკარგა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლება კომუნიკაციაზე, მხოლოდ იმ
შემთხვევებში, როდესაც აბსოლუტური სამხედრო უსაფრთხოების საჭიროება ამას
მოითხოვს.

ამ შემთხვევაშიც კი, ამ პირების მიმართ მოპყრობა უნდა იყოს ჰუმანური, და მათი


გასამართლების შემთხვევაში, არ უნდა ჩამოერთვათ სამართლიანი და რეგულარული
სასამართლოს უფლება, რასაც ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია. მათ ასევე უნდა
მიენიჭოთ ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის
განსაზღვრული სრული უფლებები და პრივილეგიები, რაც შეიძლება მალე, როდესაც ეს
შეესაბამება, კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფოსა თუ ოკუპანტი ძალაუფლების
უსაფრთხოებას.“ (ხაზგასმა დამატებულია)

ამ მუხლის წაკითხვისას, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის გამოიყენება კონკრეტულად იმ


პირების მიმართ, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში და
ამავდროულად არ აკმაყოფილებენ ჟკI-III-ით დადგენილ კრიტერიუმებს, ანუ იმ პირების
მიმართ, რომლებსაც უწოდებენ „უკანონო კომბატანტებს“. 50 როგორც ზემოთ აღინიშნა, ორივე
ცნება, როგორც „სახელმწიფოს/ოკუპანტი ძალაუფლების უსაფრთხოებისათვის საფრთხის
შემცველი ქმედება“, ასევე „საბოტაჟი“51 ნამდვილად არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ
საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას (საამისო უფლების ქონის გარეშე).

მუხლი 5 შეიცავს შემდეგ განსხვავებებს:

50
იხ. კალშოვენი, იხ. სქოლიო №15, გვ. 72, პარტიზან მებრძოლებთან დაკავშირებით, რომელთაც ის განსაზღვრავს
როგორც პირებს, რომლებიც (უშუალო მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში)არ მიიჩნევიან სამხედრო
ტყვეებად, იქვე., გვ. 65, 69.
51
იხილეთ სქოლიო №10-ში ჩამოთვლილი მითითებები.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

 კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე ეს პირები არ არიან უფლებამოსილნი


მოითხოვონ ჟკIV-ით გათვალისწინებული ის უფლებები და პრივილეგიები,
რომლებიც, ამ კონკრეტული პირების სასარგებლოდ განხორციელების
შემთხვევაში, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ამ სახელმწიფოს
52
უსაფრთხოებაზე;
 ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიიჩნევა, რომ ამ პირებმა დაკარგეს ჟკIV-ით
გათვალისწინებული კომუნიკაციის უფლება მხოლოდ იმ შემთვევაში როდესაც
აბსოლუტური სამხედრო უსაფრთხოების საჭიროებები ამას მოითხოვს.

გარდა ისეთი ცნებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა,


53
როგორებიცაა „ნამდვილად ეჭვმიტანილია,“ „სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის
საფრთხის შემცველი,“ „იმგვარი უფლებები და პრივილეგიები, ... რომელთა
განხორციელებაც საფრთხის შემცველი იქნებოდა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის,“
„აბსოლუტური სამხედრო საჭიროების მოთხოვნა.“ მუხლი 5(2)-ის მნიშვნელობა, რომელიც
იძლება გადახვევის უფლებას მხოლოდ კომუნიკაციასთან დაკავშირებული
დებულებებიდან, ბუნდოვანებას იძენს იგივე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე,
რომელიც აცხადებს რომ „ყველა შემთხვევაში“ (ანუ როგორც პირველი, ასევე მეორე პუნქტით
გათვალისწინებულ სიტუაციებში) დაცვის ქვეშ მყოფ პირს „უნდა მოეპყრონ ჰუმანურად, და
მისი გასამართლების შემთხვევაში, არ უნდა ჩამოერთვას სამართლიანი და რეგულარული
სასამართლოს უფლება, რომელსაც ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია.“ 54 თუკი

52
პირველი პუნქტიდან დასაშვები გადახვევების შესაძლო ვარიანტებად, კომენტარი IV, იხ. სქოლიო №12, გვ. 55,
მიუთითებს შემდეგს: „ხსენებული უფლებები არ არის ძალიან ყოვლისმომცველი იმ შემთხვევაში როდესაც
დაცვის ქვეშ მყოფი პირი იმყოფება პატიმრობაში; ეს ძირითადად მოიცავს მიმოწერის უფლებას,
ინდივიდუალური თუ ჯგუფური დახმარების მიღების უფლებას, სულიერი დახმარების მიღების უფლებას
მისივე აღმსარებლობის სასულიერო პირებისაგან და პროტექტორი ძალაუფლებისა და წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების მიერ მონახულების უფლებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ
სახელმწიფოს უსაფრთხოების მოსაზრებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ამ პირებისათვის სხვა დებულებებით
გათვალისწინებული უფლებების შესაზღუდად - მაგალითად, 37-ე მუხლით გათვალისწინებული დებულება,
რომ როდესაც ისინი ექვემდებარებიან შეზღუდვას სასამართლო პროცესის მოლოდინში ან დაექვემდებარნენ
სასჯელს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების დაკარგვას, ამ პირებს ჰუმანურად უნდა მოეპყრონ; ან
თუნდაც 38-ე მუხლის მიერ დადგენილი პრინციპი, რომ ამ პირებმა უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება როცა
ამას საჭიროებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უფრო მეტიც, ნამდვილად არაჰუმანური იქნებოდა
სასულიერო პირისათვის სერიოზულად ავადმყოფი დაკავებული პირის მონახულებაზე უარის თქმა. წამება და
რეპრესალიები რა თქმა უნდა აკრძალულია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დებულება არ ათავისუფლებს
დამკავებელ ძალაუფლებას მეორე მხარის მიმართ არსებული ვალდებულებებისაგან. ეს ძალაუფლება სრულად
რჩება იმ ვალდებულებების ქვეშ, რომელიც დაწესებულია 136-ე მუხლით, და რომელიც გულისხმობს
ოფიციალური საინფორმაციო ბიუროსათვის დაცვის ქვეშ მყოფი ნებისმიერი იმ პირის შესახებ მონაცემების
გადაცემას, რომელიც დაკავებულია ორ კვირაზე მეტი ვადით. ეს უკანასკნელი, სინამდვილეში, დაცვის ქვეშ
მყოფი პირის არც უფლებაა და არც პრივილეგია, არამედ, დამკავებელი ძალაუფლების ვალდებულება.“
53
ეჭვის ცნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „ეჭვი არ შეიძლება
უკავშირდებოდეს პირთა მთელ კლასს; ამ მუხლის მიხედვით კოლექტიური ზომების მიღება არ ხდება; ყველა
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საფუძვლები, რომლებიც ამართლებს ქმედებას.“ კომენტარი IV, იხ.
სქოლიო №12, გვ. 55. იხილეთ ასევე საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 815 (III კომიტეტის ანგარიში პლენარული
განხილვისთვის).
54
როსასი, იხ. სქოლიო №41, გვ, 412.

25
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ დებულებებიდან, რომლებიც შეეხება კომუნიკაციას,


რატომ არის საჭიროება ცალკე მითითება ჰუმანურ მოპყრობასა და სამართლიანი
სასამართლოს უფლებაზე, როგორც დაცვის მინიმალურ მექანიზმებზე? 55

დაცვის მექანიზმების ის ორი კატეგორია, რომელთაგანაც გადახვევა დაუშვებელია


მოიცავს: „ჰუმანური მოპრყრობის“ უფლებას როგორც ეს განმარტებულია 27-ე და 37-ე
მუხლებში, და შესაბამისად რომელიც კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას; 56 ასევე
მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც დაცულია 71-76 57 მუხლებით,
რომლებიც, 126-ე მუხლის ძალით ასვე გამოყენებადი ხდება არა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ინტერნირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცესის
წარმოებისას.58

მინიმალური გარანტიები საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით

როგორც დავინახეთ ჟკIV-ის მიერ უკანონო კომბატანტების დაცვის საკითხი


დამოკიდებულია მე-4 მუხლით დაწესებული მოქალაქეობის კრიტერიუმის
დაკმაყოფილებაზე. რჩება კითხვა თუ რამდენად ავსებს საერთაშორისო სამართლის სხვა
ნორმები ჟკIV-ით გათვალისწინებულ დაცვას და რამდენად გამოყენებადია ეს ნორმები
უკანონო კომბატანტების მიმართ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს.

ის მინიმალური გარანტიები, რომლებიც გამოყენებადია მოწინააღმდეგის ხელში


აღმოჩენილი ნებისმიერი პირის მიმართ, დღეისათვის განსაზღვრულია პირველი
დამატებითი ოქმის 75-ე მუხლით. ამ მუხლის გამოყენების სფერო შემდეგნაირად არის
განმარტებული:

„1. იმდენად, რამდენადაც კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლებაში მყოფ


პირებს, რომლებიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად უფრო

55
იხილეთ სსრკ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების დებატები დიპლომატიურ კონფერენციაზე,
საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIბ, გვ. 379 და მომდევნო.
56
ჟკIV, მუხლი 32. იხილეთ ასევე საბოლოო ჩანაწერი, ტომი IIა, გვ. 815 (III კომიტეტის ანგარიში პლენარული
განხილვისთვის): „მესამე პუნქტი განმარტავს იმას, რაც თითქოს ბუნდოვნად დატოვა პირველმა ორმა პუნქტმა. ის
ადასტურებს სახელმწიფოს ვალდებულებებს ჰუმანურ მოპყრობასა და სწორ სისხლისსამართლებრივ
პროცედურასთან მიმართებაში; ის არაფერს აკეთებს იმგვარს, რაც შეასუსტებდა წამებისა და სასტიკი მოპყრობის
აკრძალვის სავალდებულო ძალას.“ იხილეთ ასევე ICTY-ს დასკვნები დელალიჩის საქმეზე, რომლებიც მიღებულ
იქნა „[ჟენევის კონვენციების მიხედვით] არაადამიანური მოპყრობის არსის დადგენის მიზნით, რადგან შესაბამისი
ტერმინოლოგია განხილულ უნდა იქნეს ჟენევის კონვენციებისა და დამატებითი ოქმების შესაბამისი
დებულებების კონტექსტში.“ ეს გადაწყვეტილება განიხილავს არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას ჟკII-ის მე-12
მუხლის, ჟკIII-ის მე-13, მე-20 და 46-ე მუხლების, ჟკIV-ის 27-ე და 32-ე მუხლების, ჟკI-IV-ის საერთო მე-3 მუხლის,
პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლის და მეორე დამატებითი ოქმის მე-4 და მე-7 მუხლების კონტექსტში,
რომელთა მიხედვითაც „დაკავებულ პირებს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად.“ ყველა ამ დებულებით დადგენილი
მოქმედების საწინააღმდეგო საქციელი წარმოადგენს არაჰუმანურ მოპყრობას.
57
კომენტარი IV, იხ. სქოლიო №12, გვ.58.
58
იქვე., მუხლი 126, გვ. 497; კალშოვენი, იხ. სქოლიო №15, გვ. 72. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთო მე-3 მუხლი
საკმარისი საფუძველი იქნებოდა, კომენტარი IV, იხ. სქოლიო №12, მუხლი 5, გვ. 58
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობენ, წინამდებარე ოქმის პირველ მუხლში


მითითებული ვითარება ეხებათ, ნებისმიერ გარემოებაში მათ ადამიანურად
მოეპყრობიან. ისინი, სულ მცირე, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაცვის
უფლებით ისარგებლებენ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან
აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური
წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის ან რომელიმე
სხვა მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე დამყარებული არაკეთილსასურველი
განსხვავების გარეშე. თითოეული მხარე პატივისცემით უნდა მოეპყროს ყველა ასეთი
პირის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ წეს-ჩვეულებებს.“

ეს მუხლი ცალსახად უზრუნველყოფს იმას, რომ არც ერთი პიროვნება, რომელიც


იმყოფება საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის მხარის ძალაუფლებაში, არ
დარჩეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის გარეშე. 59 ეს მუხლი
განსაზღვრავს მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც გამოყენებადია ნებისმიერი ამგვარი
პირის მიმართ და შესაბამისად აფართოებს იმ უკვე არსებულ დაცვას, რომელიც
განხილულია ჟკIV-ის მე-5 მუხლში განსაზღვრულ სიტუაციებში. როგორც ზემოთ აღინიშნა,
პირველი დამატებითი ოქმის მუხლი 45(3) ცალსახად აღიარებს 75-ე მუხლის გამოყენებას
უკანონო კომბატანტების მიმართ.

ხსენებული 45-ე მუხლი60 პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლთან ერთად, შეიცავს
ჟკIV-ის გამოყენების პერსონალური სფეროს ჩვენეული ინტერპრეტაციის არა მხოლოდ
ნაგულისხმევ დადასტურებას, ის სრულყოფს უკანონო კომბატანტების დაცვას. ეს
უკანასკნელი ხორციელდება ორი გზით:

პირველი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი 75-ე მუხლთან ერთად ითვალისწინებს მინიმალურ
დაცვას იმ უკანონო კომბატანტებისათვის, რომლებიც არ არიან მოცულნი ჟკIV-ით რადგანაც
ისინი არ აკმაყოფილებენ ჟკIV-ის მე-4 მუხლის მოქალაქეობის კრიტერიუმს და რომლებიც,
თუკი მივემხრობით ბაქსტერის, დრაპერისა და კალშოვენის მიერ მხარდაჭერილ
ინტერპრეტაციას, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ საბრძოლო მოქმედებების არეალში. 61

59
იხ. წჯსკ-ს განცხადება 1974-1977 წლების დიპლომატიურ კონფერენციაზე CDDH/III/SR.43, OR ტომი XV, გვ. 25
და მომდევნო, ფინეთი, იქვე, გვ. 27, ბელგია, იქვე, გვ. 31, ვატიკანი, იქვე, გვ. 34.
60
ეს მუხლი არ შეეხება კომბატანტებს, რომლებსაც ჩამოერთვათ სამხედრო ტყვის სტატუსი 44-ე მუხლის მეოთხე
პუნქტის საფუძველზე (ანუ, სამხედრო ძალების წევრები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ განსხვავების მინიმალურ
სტანდარტებს). ეს უკანასკნელი შემთხვევა მაინც ხვდება მესამე კონვენციით გათვალისწინებული საპროცესო
გარანტიების მოქმედების სფეროში, ვინაიდან, განსახილველი დებულება შეეხება პირებს, რომლებსაც უარი
ეთქვათ ამ გარანტიებზე.
61
იხ. ასევე წჯსკ-ს კომენტარი ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს დამატებითი ოქმების პროექტებთან დაკავშირებით
(1973 წლის, ოქტომბერი), კერძოდ მუხლი 65 [პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლი]: „ამ პროექტის მიზანია
გამოასწოროს მოქმედ სახელშეკრულებო სამართალში არსებული ნაკლი; ერთის მხრივ, პირები, რომლებიც
ხვდებიან პირველი, მეორე და მესამე კონვენციის დაცვის ქვეშ, ყოველთვის არ ხვდებიან მეოთხე კონვენციის
დაცვის სფეროში, როგორც ამას ამ კონვენციის მე-4 მუხლი ცხადყოფს; მეორეს მხრივ, მეოთხე კონვენციის მე-5
მუხლი, რომელიც გადახვევებს შეეხება, საკმაოდ რთულია ინტერპრეტაციის თვალსაზრისით და არასათანადოდ

27
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

თავდაპირველად, ამ კატეგორიის უკანონო კომბატანტები დაცულნი იყვნენ მხოლოდ


საერთო მე-3 მუხლის, როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ან მარტენსის
დათქმის საფუძველზე.

მეორე, იმ უკანონო კომბატანტებისათვის, რომლებიც არ იმყოფებიან ჟკIV-ის დაცვის


ქვეშ, ეს მუხლი სრულყოფს დაცვას, ვინაიდან ის აწესებს მინიმალურ გარანტიებს, რომლებიც
დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოებებში. უფრო კონკრეტულად:

(1) უკანონო კომბატანტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან მოწინააღმდეგის


ძალაუფლების ქვეშ ამავე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, პირველი დამატებითი ოქმის 75-ე
მუხლი კონკრეტულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სასამართლო გარანტიების დაცვას
(პუნქტი 4). პირველი დამატებითი ოქმის მიღებამდე ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მე-3
საერთო მუხლის,62 როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ან ჟკIV-ის 126-ე
მუხლის63 საფუძველზე. გარდა ამისა, პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლი აწესებს სხვა
სახის დაცვის მექანიზმებსაც, რომლებიც შეეხება მოპყრობას (პუნქტები 1 და 2) და დაკავებას,
დაპატიმრებას და ინტერნირებას (პუნქტი 3), რომლებიც გარკვეულ სიტუაციებში, კიდევ
უფრო ზრდის ჟკIV-ის III ნაწილის I, II და IV განყოფილებებით გათვალისწინებულ დაცვის
მექანიზმებს.
(2) იმ უკანონო კომბატანტებისათვის, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლი დამატებით
ითვალისწინებს რამდენიმე სასამართლო გარანტიას, როგორიცაა, მაგალითად,
უდანაშაულობის პრეზუმფცია. დაცვის მექანიზმები, რომლებიც შეეხება მოპყრობას,
დაკავებას, დაპატიმრებას და ინტერნირებას ასევე გაუმჯობესებულია. გარდა ამისა, პირველი
დამატებითი ოქმის 45 მუხლის მე-3 პუნქტი ზღუდავს ჟკIV-ის მე-5 მუხლის მიხედვით
გადახვევების შესაძლებლობას.

ამგვარი ინტერპრეტაცია დიდ წილად დადასტურებულია ბოთის, პარტშისა და სოლფის


მიერ პირველი დამატებითი ოქმის მათეულ კომენტარში:

„მე-3 პუნქტი იძლევა 75-ე მუხლით გათვალისწინებული გარანტიებისა და დაცვის


მექანიზმების გამოყენების საშუალებას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც
მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ არ არის უფლებამოსილი
მიიღოს სამხედრო ტყვის სტატუსი ან გათვალისწინებული მოპყრობა, და რომლებიც არ
აკმაყოფილებენ სტანდარტს მეოთხე კონვენციით გათვალისწინებული უფრო

ზღუდავს დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებებს.“. გვ. 81 და მომდევნო.


62
„ქვემოთჩამოთვლილი ქმედებები აკრძალულია და აკრძალული უნდა დარჩეს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ
ადგილზე (...) (დ) პასუხისმგებლობის დაკისრება და სასჯელის განხორციელება ჩვეულებრივად შედგენილი
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ აუცილებლად
აღიარებული ყველა სასამართლო გარანტიის გამოყენებას (...)“
63
„71-ედან 76 მუხლის ჩათვლით დებულებები, ანალოგიის ძალით, გამოყენებულ უნდა იქნეს დამკავებელი
სახელმწიფოს ტერიტორიაზე ინტერნირებული პირების მიმართ.“
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

ხელსაყრელი მოპყრობის მისაღებად. პირთა ეს კლასი მოიცავს: შეიარაღებული ძალების


წევრებს, რომლებმაც დაკარგეს უფლება როგორც სამხედრო ტყვის სტატუსსა და
მოპყრობაზე [მაგალითად, ჯაშუშობა პირველი დამატებითი ოქმის 46-ე მუხლის
საფუძველზე, ან არ განასხვავეს საკუთარი თავი სამოქალაქო მოსახლეობისაგან, როგორც
ამას მოითხოვს პირველი დამატებითი ოქმის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი], ისევე როგორც
იმ სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან მიერთებულნი მეოთხე კონვენციას,
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეებს, და ნეიტრალური და თანამებრძოლი
სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებთანაც ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ინარჩუნებს
ჩვეულებრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს [იხილეთ მოქალაქეობაზე დაფუძნებული
გამონაკლისები, ჟკIV, მუხლი 4], ჯაშუშებს, და დაქირავებულებს. მიუხედავად ჟკIV-ის
მე-5 მუხლით გათვალისწინებული გადახვევებისა, ეს პუნქტი შესაძლებელს ხდის 75-ე
მუხლით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების - მინიმალური ჰუმანიტარული
სტანდარტები რომლებიც გამოყენებადია მეოთხე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი იმ
პირების მიმართ, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო
მოქმედებებში კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა სივრცეში გარდა
ოკუპირებული ტერიტორიისა. ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტორი თითქმის
სავსებით ანეიტრალებს მეოთხე მუხლის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ გადახვევებს,
გარდა ჯაშუშობისათვის დაკავებული პირების შემთხვევებისა.“ 64

იხილეთ ასევე წჯსკ-ს კომენტარი პირველი დამატებითი ოქმის 45-ე მუხლთან


დაკავშირებით:

„საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ პირი, რომელიც არის


კონფლიქტში,
მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქე და რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს
სამხედრო ტყვის სტატუსით, პრინციპში არის სამოქალაქო პირი, რომელსაც იცავს
მეოთხე კონვენცია, რათა არ დარჩეს დაუფარავი სფერო დაცვის მექანიზმებში. თუმცაღა,
საკითხი ყოველთვის ასე ცალსახად არ დგას შეიარაღებული კონფლიქტების
კონტექსტში, რადგანაც პირველი (ზოგადი პრინციპები და გამოყენების სფერო) მუხლის
მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგეებს შესაძლოა ერთი და იგივე
მოქალაქეობა ჰქონდეთ. უფრო მეტიც, უცხო ქვეყნის მიერ ოკუპაციის ცნება საკმაოდ
არამდგრადია პარტიზანული ომის პირობებში, ვინაიდან არ არსებობს დაფიქსირებული
სამართლებრივი ზღვარი რომელიც ერთმანეთისგან გაყოფდა თითოეული მხარის მიერ
დაკავებულ ტერიტორიას, და სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს დაუძლეველი
ტექნიკური სირთულეები მეოთხე კონვენციის ზოგიერთი დებულების გამოყენებასთან
დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომელთა გამოც ჩვენს მიერ
განსახილველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ მეოთხე კონვენციის თანახმად უფრო
ხელსაყრელი მოპყრობის არარსებობის შემთხვევაში, ბრალდებული უფლებამოსილია
ნებისმიერ დროს ისარგებლოს ოქმის 75-ე მუხლით (ძირითადი გარანტიები)

64
ბოთი, პარტში და სოლფი, იხ. სქოლიო №17. გვ. 261 და მომდევნო.

29
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

გათვალისწინებული დაცვით. ეს წესი კიდევ ერთხელ არის გამყარებული ამავე 75-ე


მუხლის მე-7 პუნქტში. თუმცაღა, შესაძლებელია, რომ ბრალდებულს არ ჩამოერთვას
მეოთხე კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები, მაგრამ ამავდროულად
მოხვდეს ამავე კონვენციის მე-5 მუხლის მოქმედების სფეროში, რომელიც აწესებს
რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადახვევის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში 75-ე
მუხლით (ძირითადი გარანტიები) გათვალისწინებული გარანტიები სრულფასოვნად
აგრძელებენ მოქმედებას. და ბოლოს, ეს უკანასკნელი მოქმედებს შესაბამისი პირების
მიმართ მაშინაც, როცა მთლიანად მეოთხე კონვენცია როგორც ასეთი, გამოყენებადია მათ
მიმართ, მიუხედავად იმისა აქედან გამომდინარე მოპყრობა მათ მიმართ იქნებოდა
უფრო ხელსაყრელი, თუ ისინი ბრალდებულნი არიან კონვენციებისა და ოქმების
სერიოზულ დარღვევებში (მუხლი 75 - ძირითადი გარანტიები, პუნქტი 7 (ბ)). ეს მუხლი
ასევე გამოყენებადია, მაგალითად, კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე მყოფი
უცხოელების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო მოქმედებებში ამ
მხარის წინააღმდეგ, ვინაიდან მეოთხე კონვენცია არ მიუთითებს თუ რა სასამართლო
გარანტიებზე აქვთ მათ უფლება.“65 (ხაზგასმა დამატებულია)

პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლის დაცვის ეს მექანიზმები ამჟამად


66
საერთაშორისო ჩვეულებით სამართალს განეკუთვნება. უმეტესობა იმ ავტორებისა,
რომლებიც არ აღიარებენ ჟკIV-ის გამოყენებას უკანონო კომბატანტების მიმართ, იზიარებენ
მოსაზრებას, რომ პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლი გამოყენებადია უკანონო
კომბატანტების მიმართ.67 ავტორები, რომლებიც შეზღუდულად განმარტავენ ჟკIV-ის
გამოყენებას უკანონო კომბატანტების გარკვეული ტიპების მიმართ, ანალოგიურად
აღიარებენ ხსენებული 75-ე მუხლის გამოყენებას ყველა უკანონო კომბატანტთან
68
მიმართებაში. ავტორები, რომლებიც წერდნენ პირველი დამატებითი ოქმის მიღებამდე,
აღიარებდნენ, რომ გარკვეული მინიმალური ჰუმანიტარული გარანტიები გამოყენებადი იყო
ყველა უკანონო კომბატანტის მიმართ. მათი აზრით, ეს გარანტიები გამომდინარეობდა ჟკI-
IV-ის საერთო მე-3 მუხლიდან, ჟკIV-ის მე-5 მუხლის მესამე პუნქტიდან, ან მარტენსის

65
45-ე მუხლის კომენტარი, ი. სანდოზი, ჩ. სვინარსკი და ბ. ზიმერმანი (რედ.), 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის
კონვენციების 1977 წლის 8 აგვისტოს დამატებითი ოქმების კომენტარი, წჯსკ, Martinus Nijhoff, ჟენევა, 1987,
ნომერი 1761; იხ. ასევე, 51-ე მუხლის კომენტარი, იქვე, ნომერი 1942.
66
იხ. გრინვუდი, იხ. სქოლიო №38, გვ. 316; ანგარიში ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების შესახებ, იხ.
სქოლიო №5, პუნქტი 76; ოლდრიჩი, იხ. სქოლიო №7, გვ. 893.
67
ანგარიში ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების შესახებ, იხ. სქოლიო №5, პუნქტი 74; ი. დინსტეინი,
„განსხვავება უკანონო კომბატანტებსა და ომის დამნაშავეებს შორის,“ ი. დინსტეინი (რედ.) საერთაშორისო
სამართალი გაუგებრობის ჟამს, 1989, გვ. 112.
68
იპსენი, ფლეკი (რედ.), იხ. სქოლო №36, გვ. 301; მაკკუბრი, იხ. სქოლიო №36, გვ. 137; დავიდი, იხ. სქოლიო 36, გვ.
297 და მომდევნო; ბოთი, პარტში და სოლფი, იხ. სქოლიო №17, გვ. 261 და მომდევნო; ოლდრიჩი, იხ. სქოლიო №7,
გვ. 893, სქოლიო №12.
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

დათქმიდან, იმის მიხედვით ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი უკანონო კომბატანტების მიმართ


ჟკIV-ის გამოყენებას.69

უკანონო კომბატანტების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

საზოგადოდ აღიარებულია, რომ საბრძოლო მოქმედებებში უბრალო მონაწილეობა


საკმარისია უკანონო კომბატანტების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად,
თუნდაც ისინი პატივს სცემდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა წესს. 70
ამავდროულად, ქვეყნის კანონმდებლობა უპირველეს ყოვლისა უნდა ითვალისწინებდეს
ამგვარ შესაძლებლობას.71 თუკი, უფრო მეტიც, უკანონო კომბატანტები ჩაიდენენ
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებს, მათ შესაძლოა პასუხი აგონ
ომის დანაშაულისათვის.72 ზემოთჩამოთვლილი შემთხვევებით განსაზღვრულ პროცესში,
მატ უფლება აქვთ ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით, როგორც ეს
განსაზღვრულია ჟკIV-ით, თუკი ეს უკანასკნელი გამოყენებადია (ანუ თუკი ისინი
აკმაყოფილებენ ამ კონვენციის მე-4 მუხლით დადგენილ მოქალაქეობის კრიტერიუმს), ან
უფლება აქვთ ისარგებლონ სულ მცირე პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლით
დადგენილი გარანტიებით, რომელიც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნაწილია.
არსებობს ზოგადი თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ისინი აღმოჩნდებიან
მოწინააღმდეგის ხელში, ისინი არ უნდა იქნენ დახვრეტილნი/დასჯილნი შესაბამისი
სასამართლოს გარეშე.73 საინტერესოა აღინიშნოს, რომ დინსტეინი საგრძნობლად ზღუდავს
დამკავებელი სახელმწიფოს სასამართლოების კომპეტენციას უკანონო კომბატანტებისათვის
მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის სასჯელის დაკისრების საკითხში,
როდესაც ის აცხადებს: „უკანონო კომბატანტი შეიძლება გასამართლებულ იქნას მხოლოდ იმ
ქმედებებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა იმ ოპერაციის მიმდინარეობისას, რომლის
დასასრულსაც ის დააკავა მოწინააღმდეგე მხარემ. (...) შესაბამისად, თუკი მტერი მას
დააკავებს მოგვიანებით, ის უფლებამოსილი არ იქნება გაასამართლოს იგი წარსულში
ჩადენილი გადაცდომებისათვის.“74 შესაბამისად, დინსტეინი უკანონო კომბატანტების
მიმართ იყენებს ჰააგის რეგულაციების იმ წესებს, რომლებიც შეეხებათ ჯაშუშებს. ეს

69
გ. შვარცენბერგერი, საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების
პრაქტიკაში, ტომი II, Stevens, ლონდონი, 1968, გვ. 115 და მომდევნო; დრაპერი, იხ. სქოლიო №36, გვ. 197;
როსენბლადი, იხ. სქოლიო №14, გვ. 98; კალშოვენი, იხ. სქოლიო №15, გვ. 71.
70
ჩ. რუსო, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, A. Pedone, პარიზი, 1983, გვ. 68; დინსტეინი, იხ. სქოლიო
№67, გვ. 105; კომენტარი IV, იხ. სქოლიო №12, გვ. 50; კალშოვენი, იხ. სქოლიო №15, გვ. 73 და მომდევნო.
71
დინსტეინი, იხ. სქოლიო #67, გვ. 114; კალშოვენი, იხ. სქოლიო №15, გვ. 73.
72
ბაქსტერი, „არაპრივილეგირებული მებრძოლი“ იხ. სქოლიო #37, გვ. 344.
73
დრაპერი, იხ. სქოლიო #36, გვ. 197-198; ბაქსტერი, არაპრივილეგირებული მებრძოლი“ იხ. სქოლიო #37, გვ. 336,
337, 340; ბაქსტერი, „კომბატანტების მოვალეობები“, იხ. სქოლიო #37, გვ. 105 და მომდევნო; შვარცენბერგერი, იხ.
სქოლიო #69, გვ. 115 და მომდევნო. მ. ჰ. ფ. კლარკი, თ. გლინი და ე. პ. ვ. როჯერსი, „კომბატანტები და სამხედრო
ტყვის სტატუსი,“
74
დინსტეინი, იხ. სქოლიო #67, გვ. 112.

31
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

შეზღუდვა შესულია პირველი დამატებითი ოქმის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტში (რომელიც
ითვალისწინებს, რომ „მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი ნებისმიერი კომბატანტი,
რომელიც მოწინააღმდეგის ხელში ხვდება მაშინ, როცა არ მონაწილეობს თავდასხმაში ან
სამხედრო ოპერაციაში, რომელიც თავდასხმისათვის მზადებას წარმოადგენს, მანამდე
ჩადენილი ქმედებების გამო არ კარგავს უფლებას ითვლებოდეს კომბატანტად და სამხედრო
ტყვედ.“), რომელიც შეეხება შეიარაღებული ძალების წევრებს, რომლებმაც არ განასხვავეს
საკუთარი თავი სამოქალაქო მოსახლეობისაგან, როგორც ამას მოითხოვს ამ მუხლის მე-3
პუნქტი.75

უკანონო კომბატანტების „დაცვის მექანიზმები“ საბრძოლო მოქმედებები წარმოებისას

მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობა ან ცალკეული სამოქალაქო პირი სარგებლობს


სამხედრო ოპერაციებიდან გამომდინარე საფრთხისაგან ზოგადი დაცვით. ისინი დაცულნი
არიან პირდაპირი თავდასხმებიდან, გარდა იმ შემთხვევისა და მხოლოდ იმ დროის
განმავლობაში, როდესაც ისინი უშუალო მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში.

75
44-ე მუხლის კომენტარი, სანდოზი, სვინარსკი და ზიმერმანი (რედ.) იხ. სქოლიო #65, ნომერი 1721 და მომდევნო
(სქოლიო გამოტოვებულია):
„მომხსენებელი ამ დებულებას შემდეგნაირად განმარტავს:
„მე-5 პუნქტი მნიშვნელოვანი ნოვაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფის მიერ. ის უზრუნველყოფს,
რომ ნებისმიერი კომბატანტი, რომელიც დაკავებულია მაშინ, როდესაც ის არ მონაწილეობს იერიშსა თუ
იერიშის მოსამზადებელ სამხედრო ოპერაციაში, ინარჩუნებს თავის უფლებებს როგორც კომბატანტი და
როგორც სამხედრო ტყვე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წარსულში მას დაერღვია მე-3 ნაწილის მეორე
წინადადებით დადგენილი წესი. ამ წესმა, სავარაუდოდ უმეტეს შემთხვევებში, უნდა მოიცვას ტყვეების დიდი
უმრავლესობა, და დაიცვას ისინი წარსული ისტორიების გამოძებნის ან გაყალბების ნებისმიერი
მცდელობისაგან, რომელთაც შეეძლოთ ჩამოერთმიათ მისთვის განკუთვნილი დაცვა.“
შესაბამისად, შეიარაღებული ძალების მხოლოდ იმ წევრს, რომელიც დაკავებულ იქნა უშუალოდ ქმედების
ჩადენისას, შესაძლებელია ჩამოერთვას კომბატანტის სტატუსი და მისი უფლება სამხედრო ტყვის სტატუსზე.
იმისათვის რათა მე-4 პუნქტი გამოყენებადი იყოს, აუცილებელია, რომ დარღვევები ხდებოდეს დაკავების
მომენტში ან უშუალოდ დაკავებამდე. კავშირი დარღვევასა და დაკავებას შორის იმდენად მჭიდრო უნდა იყოს,
რომ იძლეოდეს დამკავებელების მიერ უშუალოდ ამ ფაქტის დაფიქსირების საშუალებას. შესაბამისად, ეს არის
დამნაშავის ადგილზე აყვანის შემთხვევა. უდავოა, რომ ეს შემთხვევა mutatis mutandis, ანალოგიურია ჯაშუშის
სიტუაციისა, და აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ურთიერთმიმართება არაპრივილეგირებული
კომბატანტის კონცეფციასთან. ჯაშუშის მსგავსად, კომბატანტი, რომელიც ღიად არ ატარებს იარაღს დაკავებულ
უნდა იქნეს უშუალოდ ამ ქმედების მომენტში, იმისათვის რათა სანქცია გამოყენებადი იყოს მის მიმართ.
ანალოგიურად, კომბატანტსაც, რომელიც დაკავებულია მაშინ, როცა ის არ სჩადის ამგვარ დარღვევას, არ
დაეკისრება არანირი პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისათვის, რომელიც მან წარსულში ჩაიდინა. ამავდროულად,
უნდა აღინიშნოს, რომ შპიონაჟის სიტუაციის საპირისპიროდ, რომელიც არ არის აკრძალული შეიარაღებული
კონფლიქტების სამართლით, და მხოლოდ და მხოლოდ დასჯადია, პროტოკოლი კომბატანტებისათვის ცალსახად
კრძალავს იარაღის ღიად არ ტარებას, და პრინციპში ოქმი კომბატანტს პასუხისმგებლად აცხადებს ამ
ქმედებისათვის. თუმცაღა, პრაქტიკული თვალსაზრისით, მოწინააღმდეგე ვერაფერს გააწყობს მის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, თუკი ის მოულოდნელად არ შეიპყრობს მას
დარღვევის ჩადენის მომენტში. აკრძალვა არსებობს, თუმცაღა სანქციის გამოყენება მხოლოდ ამ პირობითაა
შესაძლებელი. კომბატანტი, რომელმაც ჩაიდინა დარღვევა, ინარჩუნებს, თუნდაც დროებით, კომბატანტის
სტატუსს, და მის უფლებას სამხედრო ტყვის სტატუსზე. თუკი კომბატანტი დაკავებულია მაშინ, როდესაც ის არ
სჩადის დარღვევას, არის სამხედრო ტყვე და მას სასჯელი შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მე-2 პუნქტის
შესაბამისად.“
წჯსკ, მარტი 2003 ტომი 85 No 849

სამოქალაქო პირი, არის ნებისმიერო პიროვნება, რომელიც არ განეკუთვნება „რომელიმეს


პირთა იმ კატეგორიებიდან, რომლებიც განსაზღვრულია მესამე კონვენციის მე-4 (ა) (1), 76 (2),77
(3),78 (6)79 მუხლით და ამ ოქმის 43-ე მუხლით“ (ანუ შეიარაღებული ძალების წევრები).
შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებების წარმოების სამართლის მიზნებისათვის, დაუფარავი
სფერო არ რჩება.80 პირი ან კომბატანტია ან სამოქალაქო პირია. იმის გათვალისწინებით, რომ
უკანონო კომბატანტები, მათი არსიდან გამომდინარე, არ აკმაყოფილებენ ჟკIII-ის მე-4
მუხლის (ა)1, 2, 3, და 6 პუნქტებით ან პირველი დამატებითი ოქმის 43-ე მუხლით დადგენილ
კრიტერიუმებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი სამოქალაქო პირები არიან. იმ პერიოდის
განმავლობაში, როდესაც ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში,
ისინი იერიშის კანონიერი სამიზნეები არიან. როდესაც ისინი არ იღებენ უშუალო
მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, ისინი დაცულნი არიან როგორც სამოქალაქო
პირები და არ შეიძლება გახანდნენ თავდასხმის ობიექტი. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას,
რომ ის ფაქტი, რომ სამოქალაქო პირებმა ოდესღაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო
მოქმედებებში, სამუდამოდ არ აკარგვინებს მათ იმუნიტეტს უშუალო თავდასხმისაგან. 81

თუკი უკანონო კომბატანტი, რომელმაც დაყარა იარაღი ან უკვე აღარ ფლობს თავდაცვის
საშუალებებს, ნებაყოფლობით ჩაბარდება მოწინააღმდეგეს, არ შეიძლება მათი მოკვლა ან
დაჭრა.82 ანალოგიურად, აკრძალულია გამოცხადება რომ ცოცხალი არავინ დატოვონ. 83

დასკვნა

76
რეგულარული შეიარაღებული ძალების წევრები.
77
დაჯგუფებებისა და მოხალისეთა კორპუსის წევრები, მათ შორის წინააღმდეგობის ორგანიზებული
მოძრაობებისა, რომლებიც არ წარმოადგენენ რეგულარული სამხედრო ძალების ნაწილს.
78
არაღიარებული სახელმწიფოს/მთავრობის რეგულარული შეიარაღებული ძალების წევრები.
79
Levée en masse.
80
ჟკIV-ისა და პირველი დამატებითი ოქმის მიმართ განსხვავებული მიდგომების თვალსაზრისით, იხ. 50-ე
მუხლის კომენტარი, სანდოზი, სვინარსკი და ზიმერმანი (რედ.) იხ. სქოლიო #65, ნომერი 1908: „ჟენევის 1949 წლის
მეოთხე კონვენციის მუხლი 4, რომელიც შეეხება ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვას, შეიცავს ამ კონვენციის
დაცვის ქვეშ მყოფი პირების განსაზღვრებას, რომლებიც დაცულნი არიან მოწინააღმდეგის განზრახი და
არაკეთილსინდისიერი ქმედებებისაგან, როდესაც ეს პირები მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან; ეს
კონვენციის მთავარი მიზანია. თუმცაღა, კონვენციის II ნაწილს, რომლის სათაურია „მოსახლეობის ზოგადი დაცვა
ომის გარკვეული შედეგებისაგან,“ გააჩნია გამოყენების უფრო ფართე სფერო; მე-13 მუხლის თანახმად, ის მოიცავს
„კონფლიქტში ჩართული ქვეყნების მთელ მოსახლეობას“. ეს დეფინიცია ახლოსაა სამოქალაქო მოსახლეობის იმ
განსაზღვრებასთან, რომელიც შესულია ჩვენს მიერ განსახილველი ოქმის 50-ე მუხლში.“
81
იხ. მუხლი 51 (3) პირველი დამატებითი ოქმი: „სამოქალაქო პირები უნდა სარგებლობდნენ ამ განყოფილებით
გათვალისწინებული დაცვით, თუკი და იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ისინი უშუალო მონაწილეობას
იღებენ საბრძოლო მოქმედებებში“ (ხაზგასმა დამატებულია). 51-ე მუხლის კომენტარი, სანდოზი, სვინარსკი და
ზიმერმანი (რედ.) იხ. სქოლიო #65, ნომერი 1944; ბოთი, პარტში და სოლფი, იხ. ციტატა #17, გვ. 301.
82
მუხლი 23 (დ), 1907 წლის ჰააგის რეგულაციები. იხ. ასევე წჯსკ, პარტიზანულ ომში გამოყენებადი წესები, იხ.
სქოლიო #48, გვ. 19.

83
მუხლი 23 (დ), 1907 წლის ჰააგის რეგულაციები. იხ. ასევე წჯსკ, პარტიზანულ ომში გამოყენებადი წესები, იხ.
სქოლიო #48, გვ. 19; კალშოვენი, იხ. სქოლიო #15, გვ. 67 და მომდევნო.

33
„უკანონო/არაპრივილეგირებული კომბატანტების“ სამართლებრივი მდგომარეობა

როგორც ამ სტატიამ აჩვენა, საკმაოდ რთულია იმის მტკიცება, რომ უკანონო


კომბატანტები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ რაიმე სახის დაცვით საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. თუკი ისინი აკმაყოფილებენ მოქალაქეობის
კრიტერიუმს ჟკIV-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ისინი უკვე დაცულნი არიან ამ კონვენციით.
ის ფაქტი, რომ პირმა უკანონოდ მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში არ არის
საკმარისი კრიტერიუმი ჟკIV-ის გამოყენებადობის გამოსარიცხად, თუმცა ეს შესაძლოა იყოს
გარკვეული უფლებების გამოყენებისაგან გადახვევის მიზეზი ამავე კონვენციის მე-5 მუხლის
მიხედვით. ჟკIV-ით განსაზღვრული დაცვის კონკრეტული მექანიზმების გამოყენება
დამოკიდებულია იმ სიტუაციაზე, რომელშიც პირები აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგის ხელში.
ეს უკანასკნელი ყველაზე ყოვლისმომცველია როდესაც უკანონო კომბატანტები
მოწინააღმდეგის ძალაუფლებაში აღმოჩნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათთვის, ვინც
მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა მტრის ტერიტორიაზევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები ასევე საკმაოდ განვითარებულია,
მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებების ველზე, სადაც არ არის დამყარებული რეალური
კონტროლი - რაც დამოკიდებულია ოკუპაციის ცნების ინტერპრეტაციაზე - ისინი შესაძლოა
ყველაზე ნაკლებად განვითარებული იყოს. პირველი დამატებითი ოქმის 75-ე მუხლით
განსაზღვრული გარანტიები ქმნიან მინიმალურ დაცვას, რომელიც გამოყენებადია ყველა
პირის მიმართ, უკანონო კომბატანტების ჩათვლით, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო
შეიარაღებული კონფლიქტის მხარის ძალაუფლებაში, მიუხედავად იმისა ხვდებიან თუ არა
ისინი ჟკIV-ის მოქმედების სფეროში.

You might also like