Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1 .

ყოველივე რასაც ჩვენ აღვიქვამთ და ვხედავთ სამყაროს


შემადგენელი ნაწილია, მაგრამ სად არის თვით სამყარო? ფილოსოფიის
წარმოშობიდან დღემდე არის კითხვები იმაზე, აქვს თუ არა სამყაროს
დასაბამი. გვიან შუა საუკუნეებსა და რენესანსის ეპოქაში მეტაფიზიკურ
კვლევებში დიდ ადგილს იკავებს სუბსტანცია, რაც ნიშნავს ქვემდებარეს, ანუ
რაც საფუძვლად უდევს მრავალგვარობას.ის არის ყოველივეს
მამოძრავებელი. ახალ დროში ის იცვლება სუბიექტის პრინციპით.

მონიზმი - ეს არის ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ერთ საწყის


აცხადებს ყოველი არსებულის საფუძვლად. ეს ტერმინი სათავეს დასავლური
ფილოსოფიიდან იღებს და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა რელიგიებში.
მატერიალიზმი ასეთ საწყისად მატერიას მიიჩნევს, ხოლო იდეალიზმი
ღმერთს.

დუალიზმი - ეს ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროს საფუძვლად


აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყის - მატერიალურსა და
იდეალურს.

პლურალიზმი - საწყისად მიიჩნევს მრავალს.

2 .ემპირიული შემეცნების ფორმებს წარმოაგდენს შეგრძნება, აღქმა


და წარმოდგენა.

შეგრძნება - არის ცოდნის პირველწყარო. მისი საშუალებით ჩვენ


ვიღებთ არა საგნებს, არამედ საგნის თვისებებს. ეს არის ადამიანის უშუალო
კავშირი სინამდვილესთან. ადამიანი ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს
მხედველობისა და შეხების შეგრძნებებიდან. შეგრძნებით მიღებულ საგანს
აკლია მთლიანობა. ამიტომაც შესაძლოა შეგძნებები იყოს სუბიექტური ან
დამახინჯებული.

აღქმა - ეს არის შემეცნების მეორე საფეხური. აღქმის მეშვეობით ,


შეგძნებისგან განსხვავებით, ვიღებთ მთლიან საგანს და არა ცალკეულს,
თუმცა აღქმა შეზღუდულია დროსა და სივრცის ჩარჩოებით.

წარმოდგენა - მესამე საფეხური, როდესაც ადამიანს აღქმისაგან


განსხვავებით შეუძლია დაივიწოს დრო-სივრცითი ჩარჩოები. მას შეუძლია
წარმოიდგინოს ყვეკაფერი, თუნდაც ის, რაც თვალწინ არ აქვს.

3. არსებობს მარტივი და რთული მსჯელობა. ის შეიძლება იყოს


განსაზღვრებითი, მიმართებითი და ეგზისტენციალური. განსაზღვრებითში
გამოითქმება კავშირი საგანსა და ნიშანს შორის . ეს კავშირი დასტურდება
ან უარიყოფა. ხოლო მიმართბითი მსჯელობები გამოხატავენ მიმართებას
საგნებს შორის. ასევე მსჯელობა შეიძლება იყოს თვისობრიობის და
რაოდენობის მიხედვით. თვისობრიობის მიხედვით არის დადებიბითი და
უარყოფითი. არსებობს ზოგადი, კერძო და ერთეული მსჯელობები. ზოგდში
რაიმე დასტურდება. კერძო მსჯელობაში რაიმე დასტურდება ან უარიყოფა.
ხოლო ერთეული მსჯელობა დასტურდება ან უარიყოფა რაიმე ერთი საგნის
შესახებ.

You might also like