Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ტოტალური ომი და ბირთვული მუქარა; გვ.

56-60;

ომები, ისტორიული გარემოებების ევოლუციისა და პოლიტიკური სივრცის


ნაწილია. მაშასადამე, ისინი განიცდიან ტრანსფორმაციას საზოგადოების
განვითარებასთან ერთად. მაგალითად : მე–19 საუკუნში სტრატეგების
გამოთვლებში დიდ ადგილს იკავებს ლოჯისტიკის პრობლემები. რომელთა
სწორად გამოთვლამაც აშშ–ს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის მომხრეებს
გამარჯვება მოაპოვებინა. ანუ ფაქტობრივად ომმა სოციალურ–
პოლიტიკური განზომილება შეიძინა, ხოლო ლოჯისტიკის კარგი
ფუნქციონირებისვის აუცილებელი გახდა სტრატეგის მიერ წინასწარ
მობილიზებული მატერიალი და ადამიანური რესურსები. მეოცე საუკუნის
ომებს დამატებითი სპეციფიკურობა დაემატა : ისინი ცდილობენ თავიდან
აიცილონ მათი გამომწვევი მოვლენები და განმსაზღვრელი პოლიტიკები.
ეს ყოველივე არონმა გვიჩვენა 1951 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში
„ტექნიკური სიურპრიზი“.
პირველ მსოფლიო ომში შეიარაღების მხრივ ინდუსტრიული
ექსპერიმენტების ახალი არე იყო. ომი დიდი დანაკარგებით წარიმართა,
ტრანშეებით, არამობილური ფრონტით, ფორტიფიკაციებით. სამხედრო
ტექნიკით ომის წარმოებას ასევე თან ახლავს დაძაბულობა სამოქალაქო
პირებსა და მებრძოლებს შორის.
1920-იან წლებში ინგლისელი სამხედრო თეორეტიკოსი ბეზილ ლიდელ
ჰარტი აკრიტიკებს კლაუზევიცის ზოგიერთ მოსაზრებას, რომელიც
„ბრძოლის ველზე მტრის ძირითადი ჯარების განადგურებას“ მოითხოვს.
ჰარტი მხარს უჭერს არაპირდაპირი სტრატეგიის გამოყენებას, რომელიც
ტანკებისა და ავიაციის ერთობლივ მოქმედებაზეა დამყარებული,
საკომუნიკაციო ხაზების გაწყვეტით, კავშირების დისლოკაციით, ფრონტის
უკანა ხაზზე შეტევით.
1940 წელს გერმანელებმა საფრანგეთის ჯარებს უკან დაახევინეს.
დაბობვებმა და საავიაციო რეიდებმა, სამრეწველო ცენტრებისკენ
მიმართულმა მოსახლეობის მორალის შესარყევად, ომს ტოტალური
ხასიათი შესძინა. რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომს, იქ ერთვება
ხელმძღვანელობის ხარისხი და ჯარების მორალური სიმტკიცე,
ბრიტანელების სტრატეგია ადამიანური რესურსების დაზოგვის მიზნით.
კლაუზევიცი კი მართალია დიდი ხნით არა, თუმცა იაპონიის წინააღმდეგ
ატომური ბომბების აფეთქებით სრულდება.

1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურების შემდეგ, ინგლისის


პრემიერ–მინისტრი კლიმენტ ეტლი წინასწარ ჭვრეტს ატომური ბომბის
სტრატეგიულ მასშტაბურობას და მის შედეგებს საერთაშორისო
ურთიერთობების ევოლუციაზე. პოსტდამის კონფერენციის შემდეგ შედგა
მემორანდუმიც და ბრიტანეთს შესთავაზეს პოლიტიკისა და სტრატეგიების
გადახედვა. სხვადასხვა მძიმე დაბომბვების შემდეგ დაიწყო იმაზე ფიქრიც
რომ ატომური იარაღის შესახებ საიდუმლო დიდხანს ვერ შეინახებოდა,
უნდა დაწყებულიყო იმაზე ფიქრი რომ ერებს ექსპანსიონისტური ოცნებები
დაევიწყებინათ. ეტლმა 25 სექტემბერს მისწერა პრეზიდენტ ტრუმენს ამ
საკითხთან დაკავშირებული შეხვედრის შეთავაზების შესახებ.
სანამ სხვა საკითხებს შევეხებოდეთ საჭიროა ბირთვული იარაღების
გამოყენების შედეგებს გავეცნოთ – ჰიროსიმაში 66000 ადამიანი თითქმის
მაშინვე გარდაიცვალა, ქალაქი 80 პროცენტით დაინგრა, ნაგასაკიში კი 40 00
ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვას. მომდევნო თვეებსა და წლებში ამ
აფეთქებას კიდევ ათი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
1946 წელს ბერნარდ ბროდმა გამოაქვეყნა ნაშრომი „აბსოლუტური იარაღი“,
სადაც საუბარი იყო ატომური ბომბის შესახებ და თუ როგორი
მნიშვნელოვანია მომავალში ატომური ომების თავიდან აცილება. ამაზე
საუბრობს 1950 წელს ჯორჯ ქენანიც. შემდგომში ლუსიენ პუარიერი
აღნიშნავს რომ ატომური იარაღი უნდა იყოს გავრცელებული არა ბრძოლის
საწარმოებლად, არამედ მტრის დასარწმუნებლად ომზე უარის სათქმელად.
ესაა ფუნდამენტური ცვლილების დასაწყისი საერთაშორისო
ურთიერთობებში. ანუ ხდება სტრატეგიების რეკონცეპტუალიზაცია.
მას შემდეგ რაც 1949 წელს საბჭოთა კავშირმა მსოფლიოს პირველი
ატომური ბომბის აფეთქების შესახებ აუწყა ამერიკული ბირთვული
არსენალი საგრძნობლად გაიზარდა. ანუ ისინი უპირისპირდებოდნენ
სამხედრო შესაძლებლობებით ერთმანეთს, 1953 წელს ამ საკითხთან
დაკავშირებით, ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი ოპერჰაიმერი აშშ–სა და
სსრკ–ს სტრატეგიული ურთიერთობების დასახასიათებლად ბოთლში
მომწყვდეული ორი მორიელის სურათს იხსენებს.

You might also like