ჯოშუა გოლდშტეინის გრძელი ციკლების თეორია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჯოშუა გოლდშტეინის გრძელი ციკლების თეორია; გვ.

108-
110.

ამერიკელ ჯოშუა გოლდსტაინს ეკუთვნის ე.წ „გრძელი ციკლების თეორია“,


სადაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული ჰეგემონი სახელმწიფოების
აღზევება, დაცემა, დიდი ომები, ეკონომიკური აღმავლობისა და
სტაგნაციის გრძელი ტალღები. (50 წლიანი ეკონომიკური „ტალღები“.)
გოლდსტაინის თეორიის მთავარი აზრია რომ ეკონომიკური აღორძინება
წარმოების გაფართოებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ ზრდის
რესურსებზე მოთხოვნილებას. რესურსების გამო მეტოქეობამ კი შეიძლება
დიდ ომამდე მიგვიყვანოს.. ეს საკითხი უკუპროპორციული და მეტად
კომპლექსური შეიძლება გახდეს, აი მაგალითად როცა ეკონომიკა ძლიერია,
აღმავლობის გზაზე დგას, მაშინ სახელმწიფოს სამხედრო ძლიერებასა და
შესაძლებლობებს ზრდის და მისთვის ომი მისაღები ინსტრუმენტი ხდება,
ხოლო თავის მხრივ ომი მაინც ზიანს აყენებს ეკონომიკას, აკნინებს და
აფერხებს ეკონომიკურ აღმავლობას. შემდეგ კვლავ იწყება მშვიდობიანი
განვითარება, რომელიც ხელახალ ბიძგს აძლევს ეკონომიკას და იწყება
აღმავლობის ახალი, 50–წლიანი ციკლი.
გოლდსტაინი თავისი თეორიის მიხედვით ამბობს, რომ ეკონომიკური
აღმავლობის პროცესი დაემთხვევა აშშ–ს როგორც მსოფლიო ჰეგემონის
დაკნინების პროცესს, ხოლო 2000–2030 წლები იქნება სუსტი ჰეგემონებისა
და ეკონომიკურად ძლიერი ეპოქა, როცა უამრავი პოტენციური მეტოქე
შეძლებს საკმაოდ დიდი სამხედრო ძალების დაგროვებას.
თავის მხრივ გოლდსტაინის თეორია საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
კრიტიკოსთა უმრავლესობა იხსენებდა მეორე მსოფლიო ომს – ის დაიწყო
უდიდესი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და არა ეკ.აღმავლობის
„ტალღის“ მიწურულს. ეს ყოველივე რა თქმა უნდა საყურადღებოა და
უამრავმა დაიწყო ამის შესახებ ფიქრი, დაიწყო ეკონიმიკური აღმავლობისა
და ომების ციკლების შესწავლა და დაისვა რიგი საკითხები და
საყურადღებო კითხვები. მაგალითად – წარმოების ზრდამ აუცილებლად
უნდა მოიტანოს რესურსებისთვის ბრძოლა?
თანამედროვე ეკონომიკაში აღმავლობის მიღწევა შიდა რესურსების
ინტენსიური გამოყენების გზითაც შეიძლება მოხდეს, გამოიყენონ
საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმები. გასათვალისწინებელია ასევე,
გილპინის და სხვათა მოსაზრებები, რომელთა თანახმადაც სახელმწიფოები
ომებს იწყებენ როცა მათი „გამოთვლებით“, „შემოსავალი“ „ხარჯებს“
გადაფარავს. დღევანდელ პირობებში კი უამრავ სახელმწიფოს არ ეჩვენება
ეს მიზანშეწონილ ან ლოგიკურ საქციელად.
აღსანიშნავია, რომ უამრავი თეორია სკეპტიკურად უყურებს
საერთაშორისო მშვიდობის დამყარების შესაძლებლობებს და ომს როგორც
ტრაგიკულ თუმცა ლოგიკურ მოვლენად აღიქვამს.

You might also like