Professional Documents
Culture Documents
სპეკალი №7 2014- konstantine bregadze
სპეკალი №7 2014- konstantine bregadze
35
ტრადიციული ლირიკა ძირითადად ორიენტირებულია ლირიკული გმირის/ლირიკული
"მე"-ს მკვეთრად გამოხატულ სუბიექტურობასა და მის მსოფლმხედველობრივ და ემოციურ
წიაღსვლებზე (მაგ. სენტიმენტალური, რომანტიკული ან რეალისტური პოეზია), რომელსაც
შემდგომ ეფუძნება ტრადიციული ლირიკული ტექსტის მთელი იდეურ-
მსოფლმხედველობრივი, სახისმეტყველებითი და სტრუქტურულ-კომპოზიციური სისტემა.
მოდერნისტულ ლირიკაში ამის საპირისპიროდ უკანა პლანზე გადადის ან სრულიად
გაუქმებეულია ე. წ. ლირიკული გმირი/ლირიკული "მე" და მისი მკვეთრად გამოხატული
სუბიექტურობა. შესაბამისად, მოდერნისტული ლირიკის ლირიკული "მე" ტექსტში უკვე
აღარ ფუძნდება უმთავრეს საბაზისო სტრუქტურულ ერთეულად, ანუ ავტორისა და ტექსტის
ძირითადი მსოფლმხედველობრივი და ემოციური მთლიანობის მედიუმად, რომლის
გარშემოც ტრადიციულ ლირიკაში შემდგომ იგება ხოლმე ლირიკული ტექსტის მთლიანი
სტრუქტურულ-ფორმალური სისტემა (ტროპიკა, რიტორიკა, ვერსიფიკაცია) [Andreotti, 2009:
306-329]. შედეგად, მოდერნისტულ ლირიკულ ტექსტში ე. წ. ლირიკული "მე" და მისი
სუბიექტურობა ან სრულიად "განეიტრალებულია", უკანა პლანზე გადადის, ან სულაც
გაუქმებული და უარყოფილია (მაგ., ექსპრესიონისტულ ლირიკაში).
36
დისჰარმონიულობით, უსაზრისობითა და მიზანსმოკლებულობით, რასაც იგი იმთავითვე
ვერ ცვლის და ვერ უპირისპირდება. პირიქით, მოდერნისტული ტექსტის ლირიკული გმირი
ყოფიერების ამ დისჰარმონიულობასა და აპოკალიფსურობას სრულად ექვემდებარება.
"ლურჯა ცხენების" "განპიროვნებული", დესუბიექტივირებული ლირიკული გმირიც სწორედ
ასეთ დისჰარმონიულ, დისოცირებულ, დაშლილ სამყაროში არსებობს და საბოლოოდ
ინთქმება და ქრება არარაში.[1]
37
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
38
დიონისურ, ირაციონალურ, ყოველგვარ მიზანსა და საზრისმოკლებულ პირველსაწყისს -
აბსოლუტურ ნებას, რომელიც სამყაროში ვლინდება, როგორც დაბადებისა და კვდომის
უსასრულო და საზრისმოკლებული ციკლი, როგორც უსასრულო, თავისთავადი წარმოქმნა
და გაქრობა. [2]
დასკვნები
39
პოეტიკა. ამის საპირისპიროდ, "ლურჯა ცხენების" ლირიკული გმირი ავლენს სრულ
პიროვნულ რღვევას, რაც გამოიხატება მსოფლმხედველობრივ სკეპსისსა ("არ ჩანდა შენაპირი,
ვერ ვნახე ვერაფერი") და თვითიდენტობის შუძლებლობაში ("რომელი სცნობს შენს სახეს, ან
ვინ იტყვის შენს სახელს?"). ამიტომაც, ლირიკული გმირის ცნობიერებასა და
მსოფლგანცდაში ყოფიერება აღიქმება, როგორც იმთავითვე დისჰარმონიული მოცემულობა.
შედეგად, "ლურჯა ცხენების" დეპერსონალიზებული ლირიკული გმირი
"განეიტრალებულია", ანუ უკანა პლანზე გადადის, სრულიად "იხსნება" და ქრება ტექსტის
ქსოვილში. "ლურჯა ცხენების" ლირიკული გმირის თხრობა მიმდინარეობს პირველ და
მეორე გრამატიკულ პირებში. ეს ტრადიციული ლირიკისათვის დამახასიათებელი
აპრიორული რიტორიკული ხერხია. მისი საშუალებით ტრადიციულ ლირიკაში
ინტენცირებულია ლირიკული გმირის მყარი, მონოლითური სუბიექტურობა და
სამყაროსთან მისი სრული ჰარმონია, მაგრამ ეს ტრადიციული რიტორიკული ხერხი
გალაკტიონთან უკვე იღებს საპირისპირო მსოფლმხედველობრივ დატვირთვას, ანუ
სუბიექტისა და სამყაროს ჰარმონიულობის რღვევისა და დაშლის ინტენსიურად წარმოჩენის
რიტორიკულ ფუნქციას. შესაბამისად, ლირიკული გმირის სუბიექტურობის ნაცვლად,
ლირიკული ტექსტის მთავარ სტრუქტურულ ბაზისად უკვე ფუძნდება წმინდად
ობიექტური, "საგნობრივი", მეტასუბიექტური განზომილება - ლურჯა ცხენები.
40
[1] იდეურ-ფილოსოფიური და სტრუქტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ
უკვე თავად ლირიკული ტექსტის სათაური - „ლურჯა ცხენები", ერთი მხრივ, სწორედ
ყოფიერების „ბრმა" ნებით, და არა გონით,დეტერმინებულობაზე მიანიშნებს და ამ
ონტოლოგიური მოცემულობის კოდირებაა, მეორე მხრივ, სათაური მთლიანი ლირიკული
ტექსტის ნებისეული დისკურსით დეტერმინებულობაზე მინიშნებაცაა. მთელ ლექსს
ლაიტმოტივად გასდევს ლურჯა ცხენების ქროლვა („ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის
ტრიალი, // ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!"), რაც ამავდროულად მთელი
ტექსტისათვის დამახასიათებელი სუგესტიური პოეტურიმეტყველებითაა ინტენცირებული.
ლიტერატურა
41
8. სირაძე, რ. გალაკტიონის “ლურჯა ცხენები” და ვ. კანდინსკის “ლურჯი მხედარი”
(ინტერტექსტუალური წაკითხვისათვის) // გალაკტიონოლოგია IV. - თბილისი,
2008
9. ტაბიძე, გ. ფრაგმენტები // გალაკტიონოლოგია. III. - თბილისი, 2004
10. ტაბიძე, გ. რჩეული: “ქართული მწერლობა”, ტ. 36, თბილისი, 2011
11. შათირიშვილი, ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა. - თბილისი : გამ.-ობა
„ლოგოს პრესი“, 2004
42