Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

პითაგორა და პითაგორელები

პითაგორა ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. 570 – 490 წლებში. წარმოშობით იყო კუნძულ
სამოსიდან1, სადაც მან ცხოვრების ადრეული წლები გაატარა. ტრადიციის მიხედვით იგი
ანაქსიმანდრეს მოწაფე ყოფილა. დაახლოებით 40 წლის ასაკში გადასახლდა კროტონეში
(სამხრეთ იტალია). იქ დააარსა რელიგიური ერთობა. ამ ერთობის წევრებთან ერთად
ცხოვრობდა მკაცრად განსაზღვრული ცხოვრების წესის მიმხედვით (ერთობის წევრები იყვნენ
ვეგეტარიანელები; უარს ამბობდნენ კერძო საკუთრებაზე, სულ მცირე, მანამდე მაინც, ვიდრე
ამ საძმოს წევრები იყვნენ; სწავლების დროს იცავდნენ სამარისებურ სიჩუმეს (მათ შორის
მსმენლებიც); მკაცრად იცავდნენ გარკვეული ზნეობრივი იდეალის შესატყვის ნორმებს და ა.
შ.)2.

პითაგორას წერილობითი ნაშრომი არ შეუქმნია3. მის შესახებ მისი თანამედროვეების მიერ


დაწერილი დეტალური ცნობებიც არ მოღწეულა ჩვენამდე.4 ცნობები პითაგორას ცხოვრებისა
და შეხედულებების შესახებ მისი მოღვაწეობიდან დაახლოებით საუკუნენახევრის შემდეგ
ჩნდება. რაც მეტი დრო გადიოდა პითაგორას გარდაცვალებიდან, მით მეტად ეხვეოდა
პითაგორა მითიურ საბურველში და მრავლდებოდა ლეგენდები მის შესახებ5. რადგან
პითაგორელები მასწავლებელს მიიჩნევდნენ ურყევ ავტორიტეტად, მოგვიანო პერიოდში
იქმნებოდა ნაშრომები, რომლის ავტორადაც თავად პითაგორა სახელდებოდა. ეს გარემოება
ართულებს იმის გაგებას, თუ პითაგორას ცხოვრების სხვა და სხვა ეპიზოდების შესახებ
ცნობებიდან, რომელი შეესაბამება სინამდვილეს და რომელი - არა; ასევე, რთული
განსასაზღვრია ისიც, პითაგორას სახელთან დაკავშირებული თეორიებიდან რომელი
ეკუთვნის პირადად პითაგორას და რომელი მის რომელიღაც მოწაფესა თუ მიმდევარს6. [ჩვენს
მიზანს არ წარმოადგენს პირადად პითაგორას მოსაზრებების გამოცალკევება მისი
მიმდევრების მოსაზრებებისგან. ამიტომ პითაგორაზე ვსაუბრობთ როგორც კრებით

1
სხვა პირველფილოსოფოსთა (თალესი, ანაქსიმანდრე, ანაქსიმენი, ჰერაკლიტე) მსგავსად პითაგორაც
ბერძნული სამყაროსი პერიფერიიდან იყო. კუნძული სამოსი მდებარეობდა მცირე აზიის
ნახევარკუნძულთან: მაშინდელი იონიის (დღევანდელი თურქეთის დასავლეთის) სანაპიროს
სიახლოვეს.
2
ამის კვალად, ბერძნულ სამყაროში არსებობდა ასეთი ტერმინი ‘პითაგორული ცხოვრება’
3
ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე არ არის მოღწეული არც ტექსტი პითაგორას მიერ დაწერილი და არც
სარწმუნო ცნობა იმის შესახებ, რომ პითაგორა წერდა ტექსტებს.
4
არავის გაუკეთებია პითაგორას მიმართ ის, რაც პლატონმა (ან თუნდაც ქსენოფონემ) სოკრატეს მიმართ
გააკეთეს.
5
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით პითაგორა სასწაულმოქმედი იყო და, მაგალითად, შეეძლო ერთსა
და იმავე დროს ორ სხვა და სხვა ადგილას ყოფილიყო. ამ ‘სასწაულს’ თუ ფიგურალურად გავიგებთ,
მაშინ ძნელი იქნება მის სიმართლეში ეჭვის შეტანა.
6
გვიანანტიკური ტრადიცია პითაგორას სახელს უკავშირებს სიტყვა ‘ფილოსოფიის’ გამოგონებასაც,
მაგრამ ეს ცნობა, რომლის წყაროც პლატონის აკადემიის ერთ-ერთი წევრის, ჰერაკლიდეს ტექსტია,
დიდი შანსია, რომ არ იყოს კორექტული, რადგან ჰერაკლიდე პითაგორას ფილოსოფიის იმ
განმარტებით გამოყენებას მიაწერს, რომელი განმარტებაც პლატონს ეკუთვნის (ფილოსოფიის ეს
განსაზღვრება განსაკუთრებით მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული პლატონის დიალოგში ‘ნადიმი’).
პერსონაზე და არ გავითვალისწინებთ იმის ალბათობას, რომ მის სახელთან დაკავშირებული
რომელიმე კონცეფცია შესაძლოა მის რომელიმე მოწაფეს (მაგალითად, ფილოლაოსს)
ეკუთვნოდეს].

პითაგორა მიიჩნევდა, რომ სული უკვდავია და სჯეროდა სულის გადასახლების, ანუ


‘მეტემფსიქოზის’: ადამიანის სული მოგზაურობს სხეულიდან სხეულში. შესაძლოა ცხოველის
სხეულიდან სული ადამიანის სხეულში მოხვდეს და პირიქითაც, შესაძლოა ადამიანის
სხეულიდან ცხოველის სხეულში მოხვდეს, - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ,
რამდენად ზნეობრივად იცხოვრა სულმა ამა თუ იმ სხეულში.

პითაგორამ მათემატიკა თეორიულ მეცნიერებად აქცია7. ამისაგან განსხვავებით, ეგვიპტელი


და ბაბილონელი მათემატიკოსები გამოდიოდნენ პრაქტიკული საჭიროებებიდან8. მათემატიკა
მათ ხელში არ ქცეულა ისეთ დარგად, რომელსაც თავისთავადი ღირებულება აქვს მისგან
გამომდინარე სარგებლისდა მიუხედავად. პითაგორელებმა მათემატიკა თვისობრივად ახალ
საფეხურზე აიყვანეს და ამით შექმნეს აზროვნების ახალი მოდუსი, რომელსაც არსებულის
კვლევისა და ზოგადად ცოდნის სფეროში შემოჰქონდა დამტკიცების საჭიროება9. მკაცრი
მეთოდის გამომუშავება/დახვეწის საქმეში პითაგორელებს უთუოდ დიდი წვლილი აქვთ.

პითაგორასთვის რიცხვების შესახებ თეორია არ იყო მხოლოდ ‘მათემატიკური’, იგი ამ


თეორიას მთელს კოსმოსზე ავრცელებდა. რიცხვები და რაოდენობრივი თანაფარდობებია
სამყაროს წესრიგისა და ჰარმონიის ძირში. საწყისი (‘არხე’) არა რომელიმე ერთი ნივთიერებაა,
არამედ უბრალოდ - ერთი. არა რაიმე გრძნობადია გრძნობად საგანთა საწყისი, არამედ -
არაგრძნობადი. ამდენად, რიცხვების დამოკიდებულებების ცოდნა საგანთა წესრიგის ცოდნას
ნიშნავს. ხილულისა თუ გრძნობადის უხილავი, არაგრძნობადი საფუძვლით ახსნაც
მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო აზროვნების თავგადასავალში10.

საკითხავია, როგორ უკავშირდება რიცხვი გრძნობად საგანს? პითაგორა მიიჩნევდა, რომ ერთი
არის რიცხვთა საწყისი და, ასევე, წერტილი არის ხაზის საწყისი. წერტილი ერთია და
განუყოფელი. ორ წერტილს შორის დამოკიდებულება არის ხაზი, სამ წერტილს შორის -
სიბრტყე, ხოლო ოთხ წერტილს შორის - ფიგურა. ანუ გეომეტრიული ფიგურება იგივე
რიცხვებია, რაოდენობრივი მიმართებებია. ფიზიკური საგნები კი, პითაგორას მიხედვით,
გეომეტრიულ ფიგურებად იშლება.

7
მაგალითად, ‘პითაგორას თეორემის’ შინაარსს პითაგორამდე ასწლეულებით ადრე იცნობდნენ
ბაბილონელი მათემატიკოსები, მაგრამ დამტკიცება პირველად პითაგორამ მოახერხა.
8
არის ცნობები, რომ პითაგორა ეგვიპტეშიც იყო ნამყოფი და - ბაბილონშიც. მაგრამ შესაძლოა ამ ორი
ცნობიდან ერთი მაინც ან არცერთი სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. ამ ცნობების სანდოობის მყარი
საფუძველი არ მოიპოვება.
9
ალბათ ამ ინტელექტუალური მოძრაობის ლოგიკური შედეგია ის, რომ უკვე პარმენიდე, რომელიც
გადმოცემის მიხედვით, რაღაც პერიოდი პითაგორელი იყო, ზოგადად არსებობა-არარსებობაზე (ანუ
რიცხვებზე უფრო აბსტრაქტულ სფეროზე) მსჯელობს ‘დამტკიცების ენით’, ავითარებს მკაცრ და ზუსტ
დასაბუთებებს.
10
ეს განწყობა პლატონის ფილოსოფიის (რომელშიც თავს იყრის პლატონამდელი ფილოსოფიის
მნიშვნელოვანი მონაპოვრები) ძირითადი წარმმართველია.

You might also like