Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

აღმოსავლეთის რომაული ქალაქის-დურა-ევროპოსის

არქეოლოგია.

ქალაქი ტერიტორიულად დღევანდელი სირიისა და ერაყის საზღვარზე,


მდ.ევფრატის ნაპირთან, შედარებით დაბლობ ადგილზე მდებარეობდა და,
რიგორც იმპერიის სასაზღვრო ციხე-სიმაგრემ, განსაკუთრებულ
აღმავლობას სწორედ რომაულ ხანაში მიაღწია. ამასთან,იგი
მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქური დასახლება ტიპიური დაგეგმარებითა
და შესაბამისი საზოგადოებრივი ნაგებობებით. უფრო ძველი ცხოვრების
ამსახველი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ბერძნული ხანის დასახლების,
ნაშთებიც არის აქ დადასტურებული და მის დაარსებას სელევკიდებსაც
უკავშირებენ. მაგრამ, როგორც ითქვა მთავარი აღმავლობა რომაულ-
პართულ ხანას უკავშირდება. როცა იგი რომის იმპერიის
ადმინისტრაციულ_პოლიტიკური და მნიშნელოვანი სასაზღვრო ციხეა.
მაგრამ მალე, ახ.წ. 256-257წწ იგი დანგრეულ იქნა მოწინააღმდე ძალების,
კერძოდ სასანიდების მიერ. 273 წლიდან, ქალაქი საბოლოოდ იქნა
დატოვებული მოსახლეობის მიერ. სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ
ნაშთები თითქმის ჩვენს დრომდე შემორჩა. მიუთითებენ იმაზეც, რომ
უდაბნოს მშრალი კლიმატის გამო მნიშნელოვნად დაუზიანებლად შემორჩა
ორგანული ნაშთებიც. ინტერესს იწვევს ასევე, წარმართულ, ებრაულ და
ქრისტიანულ ნაგებობების კედლებზე კარგად შემორჩენილი უაღრესად
საინტერესო ფრესკები. ყოველივე ამის გამო ამ ნაქალაქარს ხშირად
„აღმოსავლეთის პომპეი“-ის სახელით მოიხსენიებენ.

ქალაქი მნიშვნელოვაწილად ევფრატისპირა, შემაღლებულ, მაგრამ


პლატოდ გაშლილ ადგილზე იყო აშენებული, რომლის ჩრდილო და
სამხრეთი მონაკვეთები ბუნებრივი ხევებითაც იყო შემოსაზღვრული.
ქალაქის ფარგლებში შეინიშნება მცირე კანიონებიც, სადაც
დადასტურებულია წყაროების არსებობაც, რასაც დიდი მნიშვნელობა
ექნებოდა ქალაქის არესებობისთვის. დასავლეთიდან მას აკრავდა
გაუდაბნოებული ვაკე, სწორედ ამ მხრიდან იყო გამაგრებული იგი,
შედარებით უფრო მძლავრი ზღუდით, თუმცა ზღუდის კედლები თითქმის
მთელ პერიმეტრზეა დადასტურებული. უძველესი მონაპოვრები
ნაქალაქარისა ბაბილონურ და ასირიულ ხანას უკავშირდება, მაგრამ
ელინისტურ ხანამდე აქ ძველ ნასახლართა ნაშთები (განაშენიანება)
დადასტურებული არ არის. რომაული ხანის ეს გამაგრებული ციხე-ქალაქი
ჰიპოდამის წესით არის დაგეგმარებული ანუ, შიდა ფართობის ქუჩებსა
და შესაბამისად ნაგებობებს ურთიერთპარალელური, ანუ კვარტალური
დაგეგმარება აქვთ. ამგვარი დაგეგმარება ადრევე სწორედ აღმოსავლეთში,
კერძოდ მილეტში გვხვდება და მის ავტორად არქიტექტორი ჰიპოდამი
მიიჩნევა, მას შენდეგ მისივე მეშვეობით,ეს მეთოდი ქალაქების კანონური
დაგეგმარებისა ტიპად იქცა და ანტიკური სამყაროს დასავლეთ ნაწილშიც
გავრცელდა.

განვითარების მომდევნო ეტაპზე, როცა დურა-ვროპოსი ჰკარგავს


სამხედრო ხასიათს, მდიდარ მოქალაქეთა საქმიანობა განსაზღვრავდა
ქალაქის არქიტექტურულ ხასიათს. შენდებოდა და ფართოვდებოდა
ძველი, მრავალრიცხოვანი, უპირატესად სატაძრო ნაგებობები, მორთულნი
სხვადასხვა სკულპტურებითა და მოხატულობებით. ძირითად
სამშენებლო მასალას ალიზი წარმოადგენდა. მხოლოდ სოციალურად
განსხვავებული ფენის ნაგებობები და სხვა ხასიათის შენობათა
ცალკეული არქიტექტურული მონაკვეთები იყო ნაშენი ქვით. ქალაქის
ცენტრში მოზრდილი აგორაა (საზოგადოებრივი ცენტრი)
დადასტურებული. სელევკიდური ხანის დურას ცენტრალურ ნაწილში და
შესაბამისად აგორის ფარგლებში, აღმართული იყო არტემიდესა და
აპოლონის ტაძრები. ქალაქის აღმოსავლეთით აკროპოლისი, ანუ
ციტადელია გამოყოფილი. სტრატეგიული რელიეფის (ბორცვის) არ
არსებობის გამო, იგი ირგვლივი გარემოსგან წყლით შევსებული არხით
იყო გამოყოფილი. აქვე იყო სასახლე და ტაძარი, სავარაუდოდ ზევსისა.
ადრეული ხანის დურას ევფრატის სანაპიროსთანაც ჰქონდა გამაგრებული
ადგილი–ციტადელი, ასევე ზღუდშემოვლებული. იგი ცხადია, მთავარი
ციხის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც ქალაქის სტრატეგოსის
(მმართველის) რეზიდენციაც იგულისხმება. პართულ ხანაში , გეგმარების
თვალსაზრისით, აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ამასთან
დადასტურებულია ბერძნული სტილის ნაგებობების პართულად
გადაკეთებების (შემკობის) შემთხვევები.მომრავლდა ტაძრები, რომლებიც
სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს განეკუთვნებოდა. ამ მხრივ აქ დიდი
მრავალფეროვნებაა. პართულ ხანას განეკუთვნება, ასევე, ისეთი
მნიშვნელოვანი ტაძარი ,როგორიც იყო ადონისის სახელობის ტაძარი. იქვე
იყო გამოვლენილი საცხოვრებელი ნაგებობებიც. დიდ და მნიშვნელოვან
ტაძრებს გარდა ნაქალაქარის ფარგლებში სხვადასხვა რელიგიურ
კონფესიებთან დაკავშირებული უფრო მცირე სამლოცველოებიც იყო
გამოვლენილი. წარმართული მითრას კულტი აღევლინებოდა
მითრაეუმში. ამ კულტის დურაზე გამოჩენას უფრო რომაელ ჯარისკაცებს
უკავშირებენ, ვიდრე პართელებს. გათხრებით გამოვლენილია, აგრეთვე,
მდიდრულად მორთული სინაგოგა, რაც ამ ქალაქში ებრაული თემის
მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. ამ ნაგებობის ცენტრალურ დარბაზში
არსებულმა კედლის მოხატულობათა მთელმა სერიამ აღმოჩენისთანავე
მიიპყრო დიდი ყურადღება, რადგან ისინი დღემდე შემონახულ ამგვარ
მოხატულობათა უძველეს ნიმუშებს წარმოადგენენ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ე.წ. „სახლის ეკლესია“ აღმოჩენა. იგი


ქრისტიანულ სალოცავს წარმოადგენ, ჩართულს საცხოვრებელ
ნაგებობაში-კერძო სახლში. საინტერესოა, როგორც გეგმარებით ასევე,
უნიკალური ადრეული ქრისტიანული თემატიკის შემცველი ფრესკებით. ამ
სალოცავის, ისევე როგორც დურა-ევროპოსის სხვა, უპირატესად საკულტო
ნაგებობების მნიშვნელობას, გარდა აღნიშნულისა, ზრდის ის მონაცემები
(წარწერები და სხვ.), რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ, პირველ რიგში,
საკულტო ნაგებობათა თარიღებს. ამ მონაცემების მიხედვით აქაური
ქრისტიანული „სახლის ეკლესია“ ახ.წ. 230 წ. ფარგლებშია დათარიღებული
(აქ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში,
სოფ. ნასტაკისთან ასევე გამოვლენილია ადრეული (სავარაუდოდ 2-3სს)
ე.წ.სახლის ეკლესია (ა. ბოხოჩაძის გათხრები), რომელიც ახ.წ. პირველი და
მომდევნო საუკუნეების ნაგებობების ფარგლებშია დადასტურებული;
თუმცა ეს თარიღი დაზუსტებას საჭიროებს).
დურას ნაქალაქარის ფარგლები უშუალოდ ზღუდის შიგნით მოქცეული
ფართობით განისაზღვრება. მის გარეთ საცხოვრებელი ნაგებობები
დადასტურებული არ არის; გათხრილია მხოლოდ რამდენიმე ტაძარი და
საკმაოდ ვრცელი სამაროვანი. დურა-ევროპოსზე გამოვლენილი მასალები,
აღდგენილი ფრესკებიც კი, დაცულია იელის (აშშ) უნივერსიტეტში
სპეციალურ მეზეუმში ,რომელიც აქ წლების მანძილზე აწარმოებდა
ფართო გათხრებს. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, სხვადასხვა დროს
აქ გათხრებს ატარებდნენ ინგლისელი და ფრანგი არქეოლოგები. მათ
შორის საგანგებო აღნიშვნას საჭიროებს მ.როსტოვცევი. სულ ბოლოს აქ
გათხრებს აწარმოებდა ფრანგული ექსპედიცია პროფ. მიშელ ლერიშის
ხელმძღვანელებით, რომელსაც ამ გათხრების შესახებ თბილისშიც, ოთარ
ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო
სიმპოზიუმზეც ჰქონდა წარმოდგენილი მოხსენება, ამ გათხრების ახალი
მონაცემების შესახებ.

ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციას დურა-ევროპოსის შესახებ წარმოადგენს


პალმირასა და სხვა ძეგლების ბედის გაზიარება, რაც სამოქალაქო ომის
ვითარებაში მოჯახედების მხრივ აქ არსებული სიძველეების ნგრევაში
გამოიხატა.

You might also like