Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

„მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!

და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!“

გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკასთან .


იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, 1960 წელი.

ფრესკა, რომელიც საღებავით იყო დაფარული, ქართველმა მეცნიერებმა 1960 წელს


იერუსალიმში ექსპედიციისას აღმოაჩინეს.

“მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით . სად


უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?� შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ ,
შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად :
„მაქსიმე აღმსარებელი“, „იოანე დამასკელი“. სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველიც , –
ვამბობთ ჩვენ. წმინდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად ლურჯი , შავი
საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი აქ, ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ
შეგნებულად წაუშლიათ. კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს : ერთგან , საღებავის ქვეშ ,
რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული. ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს ,
აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება . სასწრაფოდ სანთელს
ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. ამობურცული ადგილები
სინათლის შუქზე გარკვეულ ჩრდილს გვაძლევენ. დაბეჯითებით, თვალმუშორებლად
ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა , დაფარული
მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: „ამსა დამხატ“� „ამისა დამხატავსა “,
უსათუოდ „ამისა დამხატავსა“ – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი
წარწერა, მივაგენით, მე აღფრთოვანებული ვახალისებ ჩვენს მეცნიერებს ახალი და
ახალი სიტყვების ამოსაკითხავად. ისინიც თვალმოუშორებლად ჩაჰკირკიტებენ სვეტს .
მერე მე წარწერის ქვემოთ, მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდები , აქ კიდევ რაღაც
არის ამობურცული. ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს , თითების კვალს. აგერ
თვალიც, ნამდვილად თვალი� აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს
თითებისა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს. თითების კვალია, თვალის
კვალია, – ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერიც დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ
ქუდი, ესეც მეორე ხელი� ნამდვილად მეორე ხელი.

მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!


და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!“

You might also like