Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

სოფიკო ქურასბედიანი

ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია

მეორე ვარიანტი

დაწერეთ ორი თემა მითითებული მასალის მიხედვით; ორივე ტექსტის წინ მითითებულია
საკითხები, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება გაანალიზებისას.

თითოეული თემა ფასდება 20 ქულით.

1. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა

1. ტარიელის, როგორც პერსონაჟის, თხრობა და მისი მნიშვნელობა;


2. ინდოეთის სამეფო - პარალელი არაბეთთან; მე-12 საუკუნის საქართველოს ვითარება,
სამეფოს შედგენილობა და მისი ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“;
3. ფარსადანისა და სარიდანის სახეთა ინტერპრეტაცია: გარეგნობა, თვისებები,
მებრძოლი ბუნება, გმირობა-ვაჟკაცობა;
4. სამეფო ტახტის მემკვიდრის პრობლემა ინდოეთში და მისი შედარება არაბეთთან;
5. ტარიელის ჩამომავლობა და მის მიერ თავისი თავგადასავლის თხრობის
მნიშვნელობა; ბავშვობა, გარეგნობა, ძალგულოვნება, ფიზიკური სიძლიერე,
თვისებები, მხატვრული ხერხები მისი სახის წარმოსაჩენად;
6. ნესტან-დარეჯანი, როგორც ტახტის მემკვიდრე, მისი აღზრდა, აღმზრდელი;
გარეგნობა, ცოდნასა და განათლებულობაზე აქცენტირება, მხატვრული საშუალებები
მისი სახის საჩვენებლად;
7. სარიდანის გარდაცვალება, გლოვის წესი და მისი გენეზისი; ტარიელის გლოვა.
8. ფარსადანისა და ტარიელის ნადირობა და მისი მხატვრული ფუნქცია; ტარიელის
გამიჯნურება და გამიჯნურების ტარიელისეული გააზრება

უნდა აღინიშნოს , რომ ტარიელი თავისი თავგადასავლის მოყოლას შემდეგი ამბით


იწყებს , რომ ინდოეთი შვიდ სამეფოდ იყო დაყოფილი , აქედან კი ექვსი ფარსადანს
ეკუთვნოდა , ტარიელის მამის - სარიდანის განკარგულებაში კი მეშვიდე სამეფო იყო.
მას შემდეგ , რაც სარიდანი ხანში შევიდა გადაწყვეტილება მიიღო თავისი სამეფოს
ფარსადანის სამეფოსთან შეერთების შესახებ , რის გამოც იგი ჩამოვიდოდა
მთავარსარდლობის სტატუსამდე მეფობის სტატუსიდან . საყურადღებოა თუ რა
მნიშვნელობისაა პერსონაჟის , ამ შემთხვევაში ტარიელის თხრობა . ტარიელისთვის ,
რომელიც ადამიანურ ყოფას ნესტანის დაკარგვის გამო განშორებულია, ძალიან
რთული და სამძიმოა თავისი წარსულის გახსენება , ვინაიდან ამით მან კვლავ უნდა
გაიხსენოს ჭრილობები და განიახლოს სულიერი ტკივილების შემოტევა . ეს
ყოველივე შეიძლება ითქვას თითქოს მივიწყებულია გმირისთვის , თუმცა ამბის
თხრობით იგი ავთანდილის გამო გარკვეულ მსხვერპლზე მიდის და ძმობისა და
მეგობრობისათვის თავის თავდადებას ავლენს . მთელი ეს ეპოზოდი შეიძლება
მივიჩნიოთ ერთიან აღსარებად რომელციც ნათლად მჟღავნდება . გარკვეული
მხატვრული ფუნქცია აკისრია სიუჟეტის შემადგენელ ცალკეულ ეპიზოდებს.
დავუბრუნდეთ ტარიელის მიერ ამბის თხრობის თავისებურებას . მისი საუბრიდან,
გამომდინარე უნდა ითქვას რომ ფარსადანის სამეფოსთვის ძალიან დიდი პრობლემა
იყო მემკვიდრეობის საკითხი , იმის გამო რომ მეფეს შვილი არ ჰყავდა . შემდგომ
ეტაპზე ტარიელი ყველაზე მძლავრ კანდიდატად გვევლინება , ვინაიდან იყო სამეფო
გვარის და სახელმწიფოს მეორე პირის შვილი . ტარიელი ამირბარია . სწორედ ამ
მომენტიდან მას ნესტანის მოულოდნელად შეხვედრის შემდგომ უჩნდება მისადმი
სიყვარული, რითაც დასნეულდა კიდეც . რაც შეეხება მე12 საუკუნის ვითარების
აღწერას , რუსთაველი აღმოსავლური ტიპის ამბავს ქართული სამეფო კარის
ისტორიულ დატვირთვას სძენს , რაც გამოხატულია ტახტის მემკვიდრეობის
პრობლემის გადმოცემაში , მაშასადამე აქ ვხედავთ ორი მემკვიდრის მტრობის
ნაცვლად მათი სიყვარულის ქადაგებას . ეს ორიგინალური ქართული ფაბულა
მოაზრებულია მე12 საუკუნის ქართული სამეფო კარის ისტორიული რეალობის
საფუძველზე . უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , რომ მე12 საუკუნის უკანასკნელი
მეოთხედის საქართველოს სამეფო კარზე გიორგი მე3 , თავის ერთადერთ ასულ -
თამარს დუდებულებით თანხმობით ამეფებს , როგორც ვეფხისტყაოსანში ამავე
ნაბიჯს დგამს არაბეთის მეფე. პოემის ორივე ჩარჩო ( ფაბულური ) აგებულია
ქართული ისტორიული რეალობის თემაზე . ორიგინალურ ქართულს მიემართება -
არაბეთის ამბავი , ხოლო აღმოსავლურს ინდოეთის ამბავი . საჭიროა აქაც გავავლოთ
პარალელები . როგორც ვიცით , გიორგი მე-3ს თამარი მოგვიანებით შეეძინა , ამავე
სიტუაციას ვხვდებით ვეფხისტყაოსანში , ვინაიდან ინდოეთის მეფე ფარსადანსაც
გვიან შეეძინა ასული . აქვე , როგორც ფარსადანმა თავისი ასულისთვის საქმრო
უცხოეთიდან მოიწვია , ისე მეფე გიორგიმაც უცხოეთიდან მოიწვია თამარის
საქმრო . ეს ყოველივე გვევლინება როგორც ერთი პრობლემის ორი გზით
გადაწყვეტა , რომელიც ინდოეთისა და არაბეთის ამბებშია გამოხატული . სწორედ
ამგვარად არის გამოკვეთილი რუსთველისეული ხედვა პრობლემისადმი , ტახტის
მემკვიდრეენის სიყვარულით ჩანაცვლებული დაპირისპირება, მტრობა , რასაც ისევ
მე12 საუკუნის საქართველოსთან მივყავართ. კონკრეტულად რაც შეეხება ფარსადანსა
და სარიდანს . როგორც ვიცით ინდოეთის შვიდი სამეგოთაგან ექვსი იყო
ფარსადანის შემადგრნლობაში , რომელიც გვევლინება როგორც უხვი და მდიდარი
ხელმწიფე : ,, ტანად ლომსა და პირად მზეს ‘ ‘ , ამაყი და ამავე დროს უძლეველი
მეომარი, რომელსაც მთელი რაზმის გამკლავება შეეძლო ,, უხვი , მდიდარი ,
უკადრი , მეფეთა ზედა მფლობელი , ტანად ლომი და პირად მზე , ომად მძლე ,
რაზმთა მწყობელი ‘’. ხოლო სარიდანი მეშვიდე სამეფის მფლობელი იყო , რომელიც
წარმოდგენილია მტრის შემმუსრავად , რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა , მისი
ამგვარი ბუნების გამო ვერავინ ვერაფერს ჰკადრებდა და უბედავდა , ვერც აშკარად
და ვერც დაფარულად . : ,, სარიდან ერქვა სახელად , მტერთა სრვად დაუფარავი,
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა , ვერ ცხადი ვერცა მპარავი ‘’ . ეს გარკვეული დეტალები
მეფე პერსონაჟთა დახასიათებაში არ არის შემთხვევითი , რადგან რუსთაველს
ყველაზე იდიალური მეფის დახასიათებაშიც შემოაქვს თავისი დეტალები. რაც
შეეხება ტარიელს - ტარიელი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ,
წარმოშობით ინდოელი , სარიდანის ვაჟი ( ფარსადანის მიერ მთელი ინდოეთის
სამეფოს გაერთიანების შემდგომ მისი შვილობილი და ამირბარი) . ჩვენთვის
ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც ფარსადანმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს
ტარიელის აღზრდა, ისინი ტარიელს ტახტის მემკვიდრედ ზრდიდნენ , ბრძენს
მიაბარეს იგი რათა შეესწავლა ხელმწიფური წეს ჩვეულებანი . შემდგომში როცა 5
წლის შეიქმნა ტარიელი და დედოფალს ქალიშვილი შეეძინა , მათ ერთად დაუწყეს
აღზრდა , თანაბარი ყურადღებითა და სიყვარულით . ტარიელს ვხვდენით როგორც
მეფეთა შვილისთვის საკადრის ახალგაზრდას . მას სახე მზეს უგავდა , ტანი საროს
მსგავსი ჰქონდა, მკლავები კი ლომივით ღონიერი და ძლიერი . ტარიელი როგორც
ფიზიკურად ასებე სულიერადაც ძალიქნ ლამაზკ და ძლიერი ვაჟკაცი იყო . ამაში
გამოიხატება მისი სიმამაცე , ვაჟკაცობა, გულადობა , ერთგულება და უშიშარი
ბუნება, ამასთან იგი ძალიან კარგი მონადურე იყო რაც მის ფიზიკურ თვისებებზე
თვალნათლივ მეტყველებს . მის ხასიათში იკვეთება აგრეთვე სენტიმენტალიზმიც ,
რადგან იგი ძალიან მგრძნობიარეა და თავის გრძნიბებს დაუფარავად გამოხატავს , ეს
მჟღავნდება მაშინ როდესაც თავის სიყვარულის ამბავს ჰყვება : ,, ასმათმან წყალი
დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა,
დარია;დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,“ მას მგრძნობიარე
ხასიათის გამო ბნედა ემართება და თავის მიჯნურობას დაუფარავად ამჟღავნებს . ,,
მისი ვერ გაძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი;
ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი,მის ხასიათში ასევე იკვეთება
მორიდება და მოწიწება აღმზრდელისადმი , ხოლო ერთგულება თავისი
მიჯნურუსადმი . ტარიელის პიროვნება გამოირჩევა სიტყვისა და ფიცის
ერთგულებითაც, გაუტეხლობით . ნესტან- დარეჯამს რაც შეეხება- ნესტან -
დარეჯანი ფარსადანის , ინდოეთის მეფის ერთადერთი ასულია . იგი საოცარი , ენით
აღუწერელი სილამაზის მფლობელია, რაც შემდეგიდანაც ჩანს :,,  მას ქალსა ნესტან-
დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
 და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!”
ფარსადანმა იგი დავარს მიაბარა, დას რომელსაც უნდა ესწავლებინა ნესტანისთვის
სიბრძნე, როგორც ძმისწულისათვის . ნესტანის განათლებისადმი ინტერესს ხაზს
უსვამს სწორედ ეს აქტიური ჩართულობა მის აღზრდასა და განათლებაში მშიბლების
მხრიდან . ნესტანი უდიდესი ნიჭითაა დაჯილდოვებული , რაც მის მიერ
გამოხატულ სიყვარულს ეხმიანება, ვინაიდან იგი დიდ მიჯნურობას შეეპყრო .
ნესტანის სახე მზესავით მბრწყინვალეა . დახასიათებისას თავს იჩენს
ვეფხისტყაოსნის პოეტიკის ერთი თვისება- მეტაფორების თვალსაჩინოდ გამოყენება
და გამოხატვა . ნესტანის ბაგე ვარდის კონას ედარება , მარგალიტებს კი მისი
კბილები . ნესტან - დარეჯანის დახასიათებაში ყურადღებას იქცევს ისეთი
ნიუანსები , რაც მის სილამაზეს ესადაგება, ტარიელს მისი დანახვისას გული მისდის
, მისი სილამაზით აღფრთოვანებულია : ,, “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ
მოფარდაგულსა;
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.“. ახლა ვისაუბროთ სარიდანის
გარდაცვალების შესახებ - სარიდანი თავის გეგმის აღსრულებას, ტარიელის
გამეფებას ვერ მოესწრო ისე გარდაიცვალა .,,  მამა მომიკვდა, მოვიდა დღე
სიკვდილისა მისისა;
 ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
 მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა;
 და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.’’
ტარიელი მამის გარდაცვალებას მთელი წლის განმავლობაში გლოვობდა . მას მეფემ
დიდგვაროვნები გაუგზავნა , რომელთაც მას სთხივეს ( მეფის დაბარებით) გლოვის
დასრულება და ამავე დროს უბოძეს ამირბარობა . გადავიდეთ ფარსადანისა და
სარიდანის ნაზდირობის მნიდვნეკობაზე-,, კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი
მოიტირა:
“დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
მიბრძანა, თუ: «ქალი ვნახოთ», ხელი ხელსა დამიჭირა.
მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!
საინტერესოა , რომ სწორედ ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ იწყება
მნიშვნეკოვანი ეპიზოდის განვითარება . სწორედ მაშინ როდესაც ტარიელმა ნესტანი
იხილა ბნედა დაემართა ( თავისი გამიჯნურების ამბის მოყოლის დროსაც ჭაბუკმა
დიდხანს ვერ გაიღო სიტყვა, გული წაუვიდა და წყლით მოასულიერეს) , მუხლები
მოეკვეთა და როცა გონს მოვიდა ტირილისა და ვაების ხმა ჩაესმოდა . თუ კი სადმე
შემლოცველი იყო ყველა თავს დაახვიეს ტარიელს , სიყვარულით შეპყრობილი სამი
დღე იყო უგონოდ . მკურნალებმა ვერაფერი არგეს სიყვარულით დასნეულებულ
ჭაბუკს , ვერავინ შეატყო თუ რა ცეცლით იწვოდა ,, “აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი
რაგვარია?
სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია“ . ეს არის პირველი
შეხვედრისთანავე გამიჯნურების ერთგვარი ისტორია . ტარიელის სიყვარული არის
როგორც ნაზი ამავე დროს ბობოქარიც , იგი საცრად სპეტაკი და წმინდაა , ერთი
შეხედვაც კი კმარა სატრფოსთვის რომ ტარიელმა გონება დაკარგოს . იგი გადის
საოცარ განსაცდელს მიჯნურობისას და ღამეებს ცრემლების ღვრაში ატარებს .

2. თეიმურაზ პირველი, „წამება ქეთევან დედოფლისა“ - განხილვა


1. თხზულების დაწერის ისტორია; შეხედულებანი დაწერის თარიღის შესახებ; ავტორი -
თეიმურაზ პირველი და მისი სახე თხზულებაში;
2. თეიმურაზ პირველის ქრისტიანული მსოფლმხედველობა და საღვთო სახელთა
სიმბოლიკა არეოპაგიტული თხზულებების მიხედვით;
3. სოფელი და ზესთასოფელი, წუთისოფლის თეიმურაზისეული ინტერპრეტაცია,
სოფლის სამდურავის თემის განვითარება;
4. თხზულების პერსონაჟები: ქეთევან დედოფალი, თეიმურაზის შვილები - ალექსანდრე
და ლევანი, როგორც მსხვერპლნი;
5. ქეთევან დედოფალი - ისტორიული პირი და მხატვრული სახე პოემის მიხედვით;
მისი თვისებები, ფსიქოლოგიური პორტრეტი, ქრისტიანული მრწამსი; მისი
გარემოცვა, წამების ასახვა;
6. დედოფლის წამების მნიშვნელობა ქართველი ერისათვის, მისი საერთაშორისო
მნიშვნელობა;
7. მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები ქეთევან დედოფლის სახის
საჩვენებლად;
8. თხზულების სიახლოვე ჰაგიოგრაფიასთან და მისგან განმასხვავებელი ნიშნები;
9. თხზულების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები: მეტაფორა, სიმბოლო,
შედარება, ჰიპერბოლა; სალექსო საზომი, რითმა და რიტმი, მაჯამა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქეთევან დედოფალი აწამეს 1624 წლის 12 სექტემბერს ,


აქედან გამომდინარე უნდა ითქვას ისიც რომ თეიმურაზს საქართველო 1625 წელს
დაუკავებია . რაც შეეხება თხზულების დაწერილს თარიღს , უნდა მივიჩნიოთ 1625 წელი .
მეფე თეიმურაზ პირველი დედოფლის შვილი იყო , რომელმაც ჩვენი ისტორიის ეს ეპიზოდი
გალექსა. საინტერესოა თხზულებაში ასახული ისტპრიული სინამდვილე რომელიც
ოსტატურად გადმოსცემს ასევე ტანჯული დედოფლის სულიერ განცდებს . აქვე ვხედავთ
ავტორის , თეიმურაზის აღშოთეფას , რაც მტარვალთა მოქმედებითაა გამოწვეული . ავტორს
დანახული აქვს ქეთევანის ღვაწლი , როგორც ერთგვარი მსხვერპლი , რომელიც მან გაიღო
კახეთისათვის . მისი მწუხარება ძალიან დიდია , რაშიც იგი სამშობლოს ულმობელ ბედს
უსვამს ხაზს . თეიმურაზი იყო პირველი , რომელმაც ქართულ ლიტერატურაში პირველმა
გადაწყვიტა დაემუშავებინა ნაციონალური თემატიკის მნიშვნელობა . უნდა აღინიშნოს
თეიმურაზუს დამოკიდებულება წუთისოფლისადმი . იგი სოფლის სიცოცხლეს
ფათერაკებით აღსავსედ მიიჩნებს. სადაც ცილისწამება ერთგვარი წესია. სოფელს შეუძლია
სიხარულის ჭირად გადაქცება და მან შესაძლოა ნებისმიერ დროს გიმტყუნოს,
გიმუხთლოს : ,, ღმერთო ცისა და ქვეყნისა, საბრუნავითა მაქცეო,
ზე ამართულთა ყოველთა დამცემო, გარდამაქცეო,
ზოგჯერ ჭირს ლხინად, ლხინს ჭირად შემცვლელო, გარდამაქცეო,
არამცა მიმცე სოფელსა, მტყუანია და მაქცეო.’’
საინტერესოა, ასევე ის რომ თეიმურაზი ძალიან დუდ ყურადღებას აქცევს ქრისტიანულ
მრწამსს. მაშინ როდესაც ის ჭეშმარიტად მხოლოდ იმას მიიჩნევს, ვინც ერთ რჯულს
გაითავისებს და იესო ქრისტეს მიმართ მოწიწებას გამოხატავს , რათა ამბის გადმოსაცემად
გამძლეობა მიეცეს . ქეთევან დედოფლის სახე თხზულებაში შემდეგნაირადაა გამოხატული ,
როგორც მარგალიტი და უსასყიდლო თვალი , რომლის მსგავსიც ჯერ არავინ არ
დაბადდბულა . ,, ვით მარგალიტი უსახო და უსასყიდლო თვალია,
ადრითგან ქებით შემკული, ნათქვამი ბროლფიქალია,
მისთანა არვინ შობილა არცა ყმა, არცა ქალია“ . ჩვენ ვიცით , რომ როდესაც შაჰ აბასი
კახეთისაკენ გამოემართა , ქეთევანმა მას უძღვნა ძენი : ალექსანდრე და ლევანი (მან უძღვნა
ძენი ტურფანი ალექსანდრე და ლევანი,
კვლა ძენი თავადებისა, მზეს მათგან ატყდეს ლევანი,
რომ შეეწყნარა კახეთი, არ ექნა მათზე ძლევანი,
არ გაუგონა, ეწადა მათი სისხლისა ლევანი.)
„ . რის შედეგადაც შაჰმა ესენი განჯას გააგდო თავად კი კახეთი ააოხრა . სწორედ ამ
დროიდან იწყება შაჰის მიმართვა ქეთევანისადმი რათა მას დაეგმო ქრისტეს დჯული და
მიეღო მაჰმადიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქეთევანს წამება ელოდა . შჰმა თავისთან
გაიწვია ალექსანდრე და ლევანი . ქეთევანი ამ წამებიდან უკვე გრძნობს მოსალოდნელ
ვითარებას, რადგან მან თავისი შვილები ცოცხლად გამოიტირა . შემდგომში ნათლადაა
გამოხატული რწმენისადმი ქეთევან დედოფლის დამოკიდებულება . როდესაც
ყოველიმხრიდან უიმედობაა , იგი ლოცვასა და მარხვას მიმართავს . ,, ილოცვიდა,
იმარხვიდა, მოიჭირვა რჯულის ნახვა,
ღვაწლი გარე მოიზღუდა, ეშმაკისა არ ჰყო ზრახვა“ . უფალს მინდობილი ითმებდა მოწევნულ
განსაცდელს ქეთევან დედოფალი , რომელმაც სულ ათი წელიწადი დაჰყო ტყვეობაში .
ქეთევან დედოფლის სახე ნათლად ჩანს როგორც რჯულისა და უფლის ერთგულის. მაშინ
როდესაც იგი გრძნობს მოახლოებულ ტანჯვას, ეზიარა და დაიწყო მზადება ამიერი
სოფლიდან გასვლისათვის . მიუხედავად იმისა რომ დედოფალს სთხოვდნენ თავს ნუ
გაწირავო , თავდადებულად შეხვდა ქალფათინებს, ბარებს, შამფურებს . დედოფლის
სულიერ სიმტკიცეზე მიუთითებს ის გაქტიც რომ , მოძღვარ გიორგის ( როდესაც ქეთევანის
დანახვისას შედრკება ) იგი ამხნევებს. ფსიქოლოგიურად დედოფალს ძლიან დიდი ტანჯვის
გადატანა უწევს : ,, ჯიღად ქვაბი, ყამჩად ბარი, ამბარჩებად საჯებია,
ვარდად ცეცხლი, ქინძისთვებად შამფურებით ირჯებია,
ჩქიფად გაზი, ბუნბულ-საბნად ლურსმის წვერი ჯაჯებია,
ყოლ ბაღებად გაძაბული თოკით ჰქონდა მაჯებია.’’ . ქეთევან დედოფალი სიმბოლოა
ქართველთა გაუტეხელობისა და ქრისტიანობისა . ქართველი ერისთვის სჯულის
ერთგულების მაგალითია. საოცარია დედოფლის სულიერი გაუტეხლობა და
წსარწმუნოებრივი სიმტკიცე . ისტორიულ სინამდვილეს ძალიან კარგად ერწყმის ტანჯული
დედოფლოს სულიერი ამაღლებული განცდა . თეიმურაზი სწუხს რომ სამშობლოს
ულმობელი ბედი სწორედ ასეთ დიდ მსხვერპლს ითხოვს . თხზულებაში ვხვდებით
მხატვრულ საშუალებებს რომლებიც კიდევ უფრო დიდი სიცხადით წარმოგვიჩენს როგორც
პერსონაჟთა სახეებს ასევე თვალნათლივ გვიხატავს არსებულ ვითარებასაც . როგორებიცაა :
შედარება : ,, ვით მარგალიტი უსახო და უსასყიდლო თვალია „ , ვითა მეყვისსა შეყროდეს ,
არ ხანი დანაყოფითა „ . მე ვითა ვთქვა უებრომა“ და სხვა . თხზულება დაწერილია
რუსთველისეური 16 მარცვლიანი შაირით .

You might also like