Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 164

ქალი ხავერდის ყელსაბამით

I - ჰოფმანის ოჯახი

რაინის ნა​პირ​ზე, კრიალოს​ნის მძი​ვე​ბი​ვით აქა-​იქ გა​ფან​ტულ თვალ​წარ​მტაც ქა​ლა​ქებს შო​რის,


რო​მელ​თათ​ვი​საც მდი​ნა​რე შე​იძ​ლე​ბო​და ძა​ფად მიგ​ვეჩ​ნია, არის მან​ჰაიმი, ბა​დე​ნის დი​დი
სა​ჰერ​ცო​გოს​(ბა​დე​ნის დი​დი სა​ჰერ​ცო​გო – მრა​ვალ​რიც​ხო​ვა​ნი მცი​რე გერ​მა​ნუ​ლი სა​ხელ​მწი​ფოები​დან
ერთ-​ერთი, რო​მე​ლიც გერ​მა​ნე​ლი ერის საღ​ვთო რო​მის იმ​პე​რი​ის საზ​ღვრებ​ში შე​დიოდა. 1871
წლი​დან სა​ნა​ხევ​როდ ავ​ტო​ნო​მიური სა​ხელ​მწი​ფო გერ​მა​ნი​ის იმ​პე​რი​ის ფარ​გლებ​ში მო​ექ​ცა.
1806-​1918 წლებ​ში კი დი​დი სა​ჰერ​ცო​გოს სა​ხით არ​სე​ბობ​და.) მეორე დე​და​ქა​ლა​ქი; მან​ჰაიმი – დი​დი
ჰერ​ცო​გის მეორე რე​ზი​დენ​ცია.

დღეს, რო​დე​საც რა​ინ​ზე აღმა-​დაღმა მცუ​რა​ვი გე​მე​ბი მან​ჰაიმის ნავ​სად​გურ​ში შე​დი​ან; დღეს,
რო​დე​საც მან​ჰა​იმ​ში რკი​ნიგ​ზით შე​იძ​ლე​ბა ჩას​ვლა; დღეს, მას შემ​დეგ, რაც მან​ჰა​იმ​მა – გა​ხუ​რე​ბუ​ლი
სრო​ლი​სას, თმა​გა​წე​წილ​მა, სის​ხლით მოს​ვრი​ლი პე​რან​გის ამა​რამ – დი​დი ჰერ​ცო​გის
სა​წი​ნა​აღ​მდე​გო აჯან​ყე​ბის(1848 წლის აპ​რილ​სა და ოქ​ტომ​ბერ​ში ბა​დენ​ში აჯან​ყე​ბა მოხ​და, რაც
მთავ​რო​ბის ჯა​რებ​მა ჩა​ახ​შეს. 1849 წლის მა​ის​ში ბა​დე​ნი მო​ნა​წი​ლე​ობ​და გერ​მა​ნი​ის ერ​თიანო​ბის
და​სა​ცა​ვად წა​მოწ​ყე​ბულ აჯან​ყე​ბა​ში, რო​მელ​საც პრუ​სი​ის, ვი​ურ​ტემ​ბერ​გი​სა და ბა​ვა​რი​ის არ​მიები
გა​უს​წორ​დნენ.) დრო​შა ააფ​რიალა, უკ​ვე აღარ ვი​ცი, რა არის მან​ჰაიმი. მაგ​რამ იმ დროს, რო​დე​საც
ეს ამ​ბა​ვი და​იწ​ყო, ანუ და​ახ​ლოებით ორ​მოც​და​თექ​ვსმე​ტი წლის წინ, შე​მიძ​ლია გით​ხრათ, რას
წარ​მო​ად​გენ​და ის.

ეს იყო შე​სა​ნიშ​ნა​ვი გერ​მა​ნუ​ლი ქა​ლა​ქი, მშვი​დი და იმავ​დროულად პო​ლი​ტი​კუ​რად აქ​ტიური, ცო​ტა​თი


მოწ​ყე​ნი​ლი ან, შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, ცო​ტა​თი მე​ოც​ნე​ბე; ეს იყო ავ​გუსტ ლა​ფონ​ტე​ნი​სა​(ავ​გუსტ ჰა​ინ​რიხ
იული​უს ლა​ფონ​ტე​ნი (1758-​1831) – გერ​მა​ნე​ლი მწე​რა​ლი, 200-​ზე მე​ტი რო​მა​ნი​სა და ნო​ვე​ლის
ავ​ტო​რი, სენ​ტი​მენ​ტა​ლუ​რი „ო​ჯა​ხუ​რი რო​მა​ნე​ბის“ ჟან​რის ფუ​ძემ​დე​ბე​ლი.) და გოეთეს​(იოჰან
ვოლ​ფგანგ გოეთე (1749-​1832) – გერ​მა​ნე​ლი პოეტი, მო​აზ​როვ​ნე, გან​მა​ნათ​ლებ​ლო​ბის ეპო​ქის
წარ​მო​მად​გე​ნე​ლი გერ​მა​ნიაში; ახა​ლი გერ​მა​ნუ​ლი ლი​ტე​რა​ტუ​რის ერთ-​ერთი ფუ​ძემ​დე​ბე​ლი.)
რო​მა​ნე​ბის, ჰენ​რიეტა ბელ​მა​ნი​სა(​ბელ​მა​ნი – ავ​გუსტ ლა​ფონ​ტე​ნის ამა​ვე სა​ხელ​წო​დე​ბის რო​მა​ნის
პერ​სო​ნა​ჟი. ) და ვერ​ტე​რის​(ვერ​ტე​რი – გოეთეს რო​მა​ნის – „ა​ხალ​გაზ​რდა ვერ​ტე​რის ვნე​ბა​ნი“
(დაიბეჭ​და 1774 წელს) – პერ​სო​ნა​ჟი. ) ლექ​სე​ბის ქა​ლა​ქი.

და მარ​თლაც, საკ​მა​რი​სია თვა​ლი შე​ავ​ლოთ მან​ჰა​იმს – მის მიჯ​რით ჩამ​წკრი​ვე​ბულ სახ​ლებს, მის
ოთხ უბანს, მის ფარ​თო და ლა​მაზ ქუ​ჩებს, სა​დაც გა​ზო​ნე​ბი იზ​რდე​ბა, მის მი​თო​ლო​გი​ურ შად​რე​ვანს,
აკა​ციების ორი რი​გით დაჩ​რდი​ლულ სა​სე​ირ​ნო ად​გილს – და მიხ​ვდე​ბით, რამ​დე​ნად სა​სიამოვ​ნო და
ად​ვი​ლი იქ​ნე​ბო​და ცხოვ​რე​ბა ასეთ მი​წი​ერ სა​მოთ​ხე​ში, სა​სიყ​ვა​რუ​ლო ან​და პო​ლი​ტი​კურ ვნე​ბებს
ვერ​ტე​რის​თვის ხელ​ში პის​ტო​ლე​ტი, ხო​ლო ზან​დის​თვის​(კარლ ლუდ​ვიგ ზან​დი (1795-​1820) – იენის
უნი​ვერ​სი​ტე​ტის სტუ​დენ​ტი, რო​მელ​მაც 1819 წელს მან​ჰა​იმ​ში სი​ცოც​ხლეს გა​მოასალ​მა რე​აქ​ციონე​რი
მწე​რა​ლი ავ​გუსტ ფრიდ​რიხ ფერ​დი​ნანდ კო​ცე​ბუ (1761-​1819), რის​თვი​საც სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს.)
ხან​ჯა​ლი რომ არ მიეცა.

ქა​ლაქ​ში არის ერ​თი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ად​გი​ლი, მოედა​ნი, სა​დაც გვერ​დიგ​ვერდ აუგი​ათ ეკ​ლე​სია და
თე​ატ​რი.

ეკ​ლე​სიაცა და თე​ატ​რიც ერ​თსა და იმა​ვე დროს აშენ​და, სა​ვა​რაუდოდ, ორი​ვე ნა​გე​ბო​ბას ერ​თი
არ​ქი​ტექ​ტო​რი ჰყავ​და. რო​გორც ჩანს, იმ საუკუ​ნის შუა წლებ​ში აიგო, რო​დე​საც ფა​ვო​რი​ტი ქა​ლის
კაპ​რი​ზე​ბი ისეთ გავ​ლე​ნას ახ​დენ​და ხე​ლოვ​ნე​ბა​ზე, რომ ხე​ლოვ​ნე​ბის მთელ დარგს მი​სი სა​ხე​ლი
ეწო​დე​ბო​და – ეკ​ლე​სიიდან დაწ​ყე​ბუ​ლი და უმ​ნიშ​ვნე​ლო სახ​ლით დას​რუ​ლე​ბუ​ლი, ათი წყრთის
სი​დი​დის ქან​და​კე​ბი​დან საქ​სო​ნუ​რი ფაიფუ​რის ნა​კე​თო​ბამ​დე.

მა​შა​სა​და​მე, მან​ჰაიმის ეკ​ლე​სია და თე​ატ​რი პომ​პა​დუ​რის სტი​ლი​თა​ა(​ჟან ან​ტუანეტ პუასო​ნი მარ​კი​ზა


დე პომ​პა​დუ​რი, იგი​ვე მა​დამ დე პომ​პა​დუ​რი (1721-​1764) – მე​ფე ლუი XV-​ის ფა​ვო​რი​ტი ქა​ლი,
რო​მელ​მაც დი​დი ზე​გავ​ლე​ნა მო​ახ​დი​ნა XVIII საუკუ​ნის შუა წლებ​ში ევ​რო​პულ ხე​ლოვ​ნე​ბა​ში
დამ​კვიდ​რე​ბულ რო​კო​კოს სტილ​ზე, რა​საც მე​ტის​მე​ტი ფუ​ფუ​ნე​ბა გა​მო​არ​ჩევ​და.) აგე​ბუ​ლი.

ეკ​ლე​სი​ის ფა​სად​ზე ორი ნი​ში მო​ჩანს: ერ​თში მი​ნერ​ვას​(მი​ნერ​ვა – რო​მა​ულ მი​თო​ლო​გიაში


ხე​ლოს​ნე​ბის, მხატ​ვრე​ბის, მო​ქან​და​კეების, მას​წავ​ლებ​ლე​ბის, პოეტე​ბის, მუ​სი​კო​სე​ბის მფარ​ვე​ლი. )
ქან​და​კე​ბა დგას, მეორე​ში კი – ჰე​ბეს​(ჰე​ბე – ბერ​ძნულ მი​თო​ლო​გიაში მა​რა​დიული სი​ჭა​ბუ​კის
ქალ​ღმერ​თი, რო​მე​ლიც ღმერ​თებს ახალ​გაზ​რდო​ბის შე​მა​ნარ​ჩუ​ნე​ბელ ნექ​ტარ​სა და ამ​ბრო​ზი​ას
აწ​ვდის. ბერ​ძნუ​ლი მი​თო​ლო​გი​ის თა​ნახ​მად, ის ცო​ლად შერ​თეს ცად ამაღ​ლე​ბულ ჰე​რაკ​ლეს.
ტრა​დი​ციულად, მო​ნა, რო​მე​ლიც მდე​ვარს ჰე​ბეს სა​ხელ​ზე აგე​ბულ ტაძარში შე​ას​წრებ​და,
თა​ვი​სუფ​ლე​ბას იღებ​და.) ქან​და​კე​ბა.

თე​ატ​რის კარს ორი სფინ​ქსი იცავს. ერ​თი სფინ​ქსი კო​მე​დი​ას გა​მო​ხა​ტავს, მეორე – ტრა​გე​დი​ას.
პირ​ველ სფინქსს კლან​ჭებ​ში ნი​ღა​ბი ჩა​უბ​ღუ​ჯავს, მეორეს – ხან​ჯა​ლი. ორი​ვეს თით​ქოს
პუდ​რმოყ​რი​ლი ში​ნიონი(​ში​ნიონი – ქა​ლის ვარ​ცხნი​ლო​ბა: კე​ფა​ზე დაწ​ყო​ბი​ლი ნაწ​ნა​ვე​ბი, კუ​ლუ​ლე​ბი.
ხში​რად ში​ნიონი სხვი​სი თმის​გა​ნაა დამ​ზა​დე​ბუ​ლი.) ადევს, რაც შე​სა​ნიშ​ნა​ვად ეხა​მე​ბა მათ ეგ​ვიპ​ტურ
ბუ​ნე​ბას.

მოედან​ზე, ამ ორი შე​ნო​ბის გარ​შე​მო, ყვე​ლა​ფე​რი იმა​ვე სტილ​ში​ა: სახ​ლე​ბი, ტო​ტებ​ჩახ​ლარ​თუ​ლი


ხეები, გირ​ლან​დე​ბიანი გა​ლავ​ნე​ბი და, სა​ერ​თოდ, მთე​ლი არ​ქი​ტექ​ტუ​რუ​ლი ან​სამ​ბლი თვალს
ახა​რებს.

მაშ, ასე! ახ​ლა მკით​ხვე​ლი უნ​და წა​ვიყ​ვა​ნოთ იმ სახ​ლის მეორე სარ​თუ​ლის ერთ-​ერთი ოთა​ხის
ფან​ჯრის​კენ, რო​მე​ლიც იეზუიტე​ბის​(იეზუიტე​ბი – იგ​ნა​ტი​უს ლოიოლას მი​ერ ჩა​მო​ყა​ლი​ბე​ბუ​ლი „იესოს
სა​ზო​გა​დოების“ სა​ხე​ლით ცნო​ბი​ლი კა​თო​ლი​კუ​რი ეკ​ლე​სი​ის ყვე​ლა​ზე რე​აქ​ციული ორ​დე​ნი. პა​პის​გან
კურ​თხე​ვა მიიღო 1540 წელს.) ეკ​ლე​სი​ას უყუ​რებს და მხო​ლოდ ის​ღა დაგ​ვრჩე​ნია, ორ​მოც​დაათიოდე
წლით გა​ვა​ხალ​გაზ​რდავ​დეთ, რად​გან მოქმედება, სა​ბედ​ნიეროდ თუ საუბე​დუ​როდ, 1793 წელს
იწ​ყე​ბა, მაისის 10 რიც​ხვში, კვი​რა დღეს. გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი ყვა​ვის: წყალ​მცე​ნა​რეები მდი​ნა​რის
ნა​პირ​ზე, ზი​ზი​ლე​ბი მინ​დვრებ​ში, კუ​ნე​ლი ღო​ბე​ებს მიღ​მა, ვარ​დი ბა​ღებ​ში, სიყ​ვა​რუ​ლი გუ​ლებ​ში.
ესეც და​ვა​მა​ტოთ: გუ​ლი, რო​მე​ლიც ყვე​ლა​ზე ძა​ლუ​მად ფეთ​ქავ​და ქა​ლაქ მან​ჰა​იმ​სა და მის
შე​მო​გა​რენ​ში, იმ ვა​ჟი​სა იყო, ზე​მოთ ნახ​სე​ნებ პა​ტა​რა ოთახ​ში რომ ცხოვ​რობ​და; საც​ხოვ​რებ​ლის
ფან​ჯრე​ბი კი იეზუიტე​ბის ეკ​ლე​სი​ის ჭიშ​კარს უყუ​რებ​და.

ცალ-​ცალკე აღ​წე​რას იმ​სა​ხუ​რებს რო​გორც ოთა​ხი, ისე მი​სი ბი​ნა​და​რი.

ოთა​ხი თვალ​წარ​მტა​ციც იყო და კაპ​რი​ზის აღ​სრუ​ლე​ბის კვა​ლიც ემ​ჩნეოდა, რად​გან ერ​თდროულად


მიაგავ​და სა​ხე​ლოს​ნოს, მუ​სი​კა​ლურ მა​ღა​ზიასა და სა​მუ​შაო კა​ბი​ნეტს.

აქ იყო პა​ლიტ​რა, ფუნ​ჯე​ბი, მოლ​ბერ​ტი, მოლ​ბერ​ტზე კი დაწ​ყე​ბუ​ლი ეს​კი​ზი მო​ჩან​და.

ასე​ვე თვალ​ში მოგ​ხვდე​ბო​დათ გი​ტა​რა, ვიოლა(​ვიოლა – ძვე​ლე​ბუ​რი ხე​მიანი მუ​სი​კა​ლუ​რი საკ​რა​ვი.)


და პიანი​ნო, ხო​ლო პიუპიტ​რზე – სო​ნა​ტის​(სო​ნა​ტა – ერ​თი ან ორი საკ​რა​ვის​თვის და​წე​რი​ლი
მუ​სი​კა​ლუ​რი ნა​წარ​მოები. რო​გორც წე​სი, სა​მი ან ოთ​ხი ნა​წი​ლის​გან შედ​გე​ბა.) გა​დაშ​ლი​ლი ნო​ტე​ბი.

გარ​და ამი​სა, მა​გი​და​ზე იდო კა​ლა​მი, სა​მელ​ნე და ფურ​ცე​ლი, რო​მელ​ზეც ბა​ლა​დის და​საწ​ყი​სი ეწე​რა.

კედ​ლის გა​ყო​ლე​ბა​ზე ჩა​ემ​წკრი​ვე​ბი​ნათ მშვილ​დე​ბი, ის​რე​ბი, XV საუკუ​ნის არ​ბა​ლე​ტე​ბი, XVII


საუკუ​ნის მუ​სი​კა​ლუ​რი ინ​სტრუ​მენ​ტე​ბი, ყვე​ლა დრო​ის ზან​დუ​კე​ბი, სხვა​დას​ხვა ფორ​მის სას​მი​სე​ბი,
ყვე​ლა სა​ხეობის დო​ქე​ბი, და კი​დევ: მი​ნის ყელ​სა​ბა​მე​ბი, ბუმ​ბუ​ლის მა​რაოები, გა​მო​შიგ​ნუ​ლი
ხვლი​კე​ბი, გამ​ხმა​რი ყვა​ვი​ლე​ბი, მოკ​ლედ უამ​რა​ვი რამ. მაგ​რამ ეს ყვე​ლა​ფე​რი, სი​ნამ​დვი​ლე​ში, ხუ​თი
ტა​ლე​რიც​(ტა​ლე​რი – XVI საუკუ​ნის და​საწ​ყის​ში ჩე​ხეთ​ში მოჭ​რი​ლი დი​დი ღი​რე​ბუ​ლე​ბის ვერ​ცხლის
ფუ​ლი, რო​მე​ლიც მი​მოქ​ცე​ვა​ში იყო გერ​მა​ნიაში, სკან​დი​ნა​ვიაში, ჰო​ლან​დიაში, იტა​ლიასა და სხვა
ქვეყ​ნებ​ში. XVI საუკუ​ნის შუა წლე​ბი​დან, ჩრდი​ლო​გერ​მა​ნუ​ლი სა​ხელ​მწი​ფოების შემ​დეგ კი, პრუ​სი​ის
ფუ​ლის ერ​თეული გახ​და. მი​მოქ​ცე​ვი​დან ამოიღეს 1908 წელს.) კი არ ღირ​და.

ამ ოთა​ხის ბი​ნა​და​რი მხატ​ვა​რი იყო, მუ​სი​კო​სი თუ პოეტი? არ ვიცით.

მაგ​რამ იგი ნამ​დვი​ლად ეწეოდა – ყვე​ლა​ზე სა​პა​ტიო, გა​მო​სა​ჩენ და ხე​ლის გა​საწ​ვდენ ად​გილ​ზე,
ძვე​ლი კა​ნა​პეს​(კა​ნა​პე – პა​ტა​რა დი​ვა​ნი, რომ​ლის ცა​ლი მხა​რე ცო​ტა​თი აწეული​ა.) თავ​ზე,
გა​მოეფი​ნათ ჩი​ბუ​ხე​ბის კო​ლექ​ცია.

თუმ​ცა ვინც უნ​და ყო​ფი​ლი​ყო ოთა​ხის ბი​ნა​და​რი – პოეტი, მუ​სი​კო​სი თუ მწე​ვე​ლი – იმ​წუ​თას ის არ
ეწეოდა, არ ხა​ტავ​და, არ წერ​და, არ თხზავ​და.

არა, ის უყუ​რებ​და.

უყუ​რებ​და უძ​რა​ვი, ფეხ​ზე მდგა​რი, კე​დელს აკ​რუ​ლი, სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლი; ღია ფან​ჯა​რა​ში იყუ​რე​ბო​და,
თუმ​ცა თა​ვად ფარ​დას ეფა​რე​ბო​და; უყუ​რებ​და ისე, რო​გორც მხო​ლოდ მა​შინ იყუ​რე​ბი​ან, რო​დე​საც
თვა​ლე​ბი გუ​ლის სათ​ვა​ლე​დაა ქცეული!

რას უყუ​რებ​და?
მო​ცე​მუ​ლი წუ​თის​თვის სრუ​ლი​ად უკა​ცურ ად​გილს – იეზუიტე​ბის ეკ​ლე​სი​ის ჭიშ​კარს.

ჭიშ​კარ​თან არა​ვინ მო​ჩან​და, რად​გან იმ დროს ყვე​ლა ეკ​ლე​სიაში იყო.

ახ​ლა კი რო​გორ გა​მოიყუ​რე​ბო​და ის, ვინც ამ ოთახ​ში ცხოვ​რობ​და, ფარ​დის მიღ​მა გუ​ლაძ​გე​რე​ბუ​ლი
იდ​გა და ფან​ჯრი​დან იყუ​რე​ბო​და?

ვა​ჟი დიდი-​დიდი თვრა​მე​ტი წლი​სა უნ​და ყო​ფი​ლი​ყო – ტან​და​ბა​ლი, გამ​ხდა​რი; ერ​თი შე​ხედ​ვით –
უკა​რე​ბა. გრძე​ლი შა​ვი თმა შუბ​ლზე ჰქონ​და ჩა​მოყ​რი​ლი და თვა​ლებ​შიც ეფ​ხა​ტე​ბო​და, თუ ხე​ლით არ
გა​დაიწევ​და. თმის ვუალის მიღ​მა მი​სი და​ჟი​ნე​ბუ​ლი და მტა​ცებ​ლუ​რი გა​მო​ხედ​ვა ჩან​და, რაც იმ
ადა​მიანი​სას ჰგავ​და, რომ​ლის გო​ნებ​რი​ვი წო​ნას​წო​რო​ბა ეჭვს ბა​დებს.

ეს ვა​ჟი არც მხო​ლოდ პოეტი იყო, არც მხო​ლოდ მხატ​ვა​რი, არც მხო​ლოდ მუ​სი​კო​სი – მას​ში სა​მი​ვეს:
მხატ​ვრო​ბას, მუ​სი​კა​სა და პოეზი​ას მოეყა​რა თა​ვი. იყო ერ​თდროულად უც​ნაური, ფან​ტას​ტი​კუ​რი,
კე​თი​ლი და ბო​რო​ტი, მა​მა​ცი და მორ​ცხვი, აქ​ტიური და ზარ​მა​ცი. მოკ​ლედ, ეს ვა​ჟი გახ​ლდათ ერ​ნესტ
თეოდორ ვილ​ჰელმ ჰოფ​მა​ნი​(ერ​ნესტ თეოდორ ვილ​ჰელმ (ა​მა​დე​უს) ჰოფ​მა​ნი (1776-​1822) –
გერ​მა​ნე​ლი რო​მან​ტი​კო​სი მწე​რა​ლი და კომ​პო​ზი​ტო​რი, მხატ​ვა​რი, იურის​ტი. რო​გორც მო​ცარ​ტის
თაყ​ვა​ნის​მცე​მელ​მა, მე​სა​მე სა​ხე​ლად ამა​დეუსი და​ირ​ქვა. მრა​ვა​ლი ნა​წარ​მოების ავ​ტო​რია, მაგ​რამ
მი​სი უმ​თავ​რე​სი ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი ქმნი​ლე​ბე​ბია „კა​ტა მუ​რის ცხოვ​რე​ბი​სეული ფი​ლო​სო​ფი​ა“,
„ცი​ნო​ბე​რად წო​დე​ბუ​ლი პა​ტა​რა ცა​ხე​სი“, „მაკ​ნა​ტუ​ნა და თაგ​ვე​ბის ხელ​მწი​ფე“. არის აგ​რეთ​ვე ორი
ოპე​რის ავ​ტო​რი. მი​სი ნა​წარ​მოებე​ბი სხვა კომ​პო​ზი​ტო​რე​ბის ოპე​რე​ბი​სა და ბა​ლე​ტე​ბის
ლიბ​რე​ტოება​დაა გა​მო​ყე​ნე​ბუ​ლი.).

იგი 1776 წლის მკაც​რი ზამ​თრის ცივ ღა​მეს დაიბა​და, რო​დე​საც ქა​რი ქრო​და, თოვ​და; და რო​დე​საც
ყვე​ლა ღა​რი​ბი წვა​ლობს. დაიბა​და კე​ნიგ​სბერ​გში(​კე​ნიგ​სბერ​გი – 1525-​1618 წლებ​ში პრუ​სი​ის
სა​ჰერ​ცო​გოს დე​და​ქა​ლა​ქი, შემ​დეგ აღ​მო​სავ​ლეთ პრუ​სი​ის მთა​ვა​რი ქა​ლა​ქი გახ​და. ჰოფ​მა​ნი ამ
ქა​ლაქ​ში დაიბა​და 1776 წლის 24 იან​ვარს. მეორე მსოფ​ლიო ომის შემ​დეგ ქა​ლა​ქი საბ​ჭო​თა კავ​შირს
გა​დაეცა, დღეს კა​ლი​ნინ​გრა​დი ეწო​დე​ბა.), ძვე​ლი პრუ​სი​ის შუაგულ​ში; დაიბა​და ისე​თი სუს​ტი,
უძ​ლუ​რი და გამ​ხდა​რი, რომ, ყვე​ლას აზ​რით, უმ​ჯო​ბე​სი იყო კუ​ბო შე​ეკ​ვე​თათ, ვიდ​რე მის​თვის აკ​ვა​ნი
ეყი​დათ; დაიბა​და იმ წელს, რო​დე​საც ში​ლე​რი​(იოჰან კრის​ტოფ ფრიდ​რიხ ფონ ში​ლე​რი (1759-​1805) –
გერ​მა​ნე​ლი პოეტი, დრა​მა​ტურ​გი და ის​ტო​რი​კო​სი.) წერ​და დრა​მას „ყა​ჩა​ღე​ბი“​(„ყა​ჩა​ღე​ბი“ – ში​ლე​რის
დრა​მა გა​მოიცა 1781 წელს, ხო​ლო სცე​ნა​ზე პირ​ვე​ლად და​იდ​გა მან​ჰაიმის თე​ატ​რში 1782 წელს.) და
ხელს აწერ​და რო​გორც ში​ლე​რი, კლოპ​შტო​კის​(ფრიდ​რიხ გოტ​ლიბ კლოპ​შტო​კი (1724-​1803) –
გერ​მა​ნე​ლი პოეტი, გერ​მა​ნუ​ლი სა​მო​ქა​ლა​ქო პოეზი​ის ფუ​ძემ​დე​ბე​ლი.) მო​ნა; დაიბა​და იმ​გვარ
ძირ​ძველ ოჯახ​ში, რო​გო​რიც საფ​რან​გეთ​ში ფრონ​დის​(ფრონ​და – 1648-​1653 წლებ​ში საფ​რან​გეთ​ში
მე​ფის აბ​სო​ლუ​ტუ​რი ხე​ლი​სუფ​ლე​ბის შეზ​ღუდ​ვის მოთ​ხოვ​ნით მიმ​დი​ნა​რე სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი
მოძ​რაობა.) დროს არ​სე​ბობ​და და ის ჯერ კი​დევ შე​მორ​ჩა გერ​მა​ნიაში, მაგ​რამ სულ მა​ლე არ​სად
აღარ იქ​ნე​ბო​და. შვა მტკი​ცე ნე​ბის​ყო​ფის, მაგ​რამ სუს​ტი ჯან​მრთე​ლო​ბის მქო​ნე დე​დამ​(ლუიზა
ალ​ბერ​ტა დერ​ფე​რი (1748-​1796) – ჰოფ​მა​ნის დე​და ზღვარ​გა​და​სუ​ლი ნერ​ვიულო​ბით გა​მო​ირ​ჩეოდა.),
რომ​ლის ტან​ჯულ არ​სე​ბა​ზე ეს სი​სუს​ტე წარ​მტა​ცი მე​ლან​ქო​ლი​ის დაღს ტო​ვებ​და; დაიბა​და მკაც​რი
მა​ნე​რე​ბი​სა და გო​ნე​ბის მამისგან(კრისტოფ-​ლუდვიგ ჰოფ​მა​ნი (1736-​1797) – ჰოფ​მა​ნის მა​მა, პოეტი,
კომ​პო​ზი​ტო​რი; მუ​შა​ობ​და ად​ვო​კა​ტად. ცოლს გაეყა​რა, რო​დე​საც ჰოფ​მა​ნი სა​მი წლის იყო.),
რო​მე​ლიც პრო​ვინ​ცი​ის უზე​ნაესი სა​სა​მარ​თლოს სის​ხლის სა​მარ​თლის საქ​მეების მრჩე​ვე​ლი და
მარ​თლმსა​ჯუ​ლე​ბის კო​მი​სა​რი გახ​ლდათ. ამ დე​დი​სა და მა​მის გარ​და იყ​ვნენ კი​დევ მო​სა​მარ​თლე
ბი​ძე​ბი, ბა​ლის სა​სა​მარ​თლოს მო​სა​მარ​თლე ბი​ძე​ბი, ბურ​გო​მის​ტრი ბი​ძე​ბი; ბი​ძე​ბი და
დეიდა/​მა​მი​და/​ბი​ცო​ლე​ბი – ყვე​ლა​ნი მუ​სი​კო​სე​ბი, ხე​ლო​ვა​ნე​ბი, ენერ​გიულე​ბი, სი​ცოც​ხლით
აღ​სავ​სე​ნი. ჰოფ​მა​ნი ამ​ბობ​და, რომ ყვე​ლა ნა​ნა​ხი ჰყავ​და; ახ​სოვ​და, რო​დე​საც ექ​ვსი, რვა, ათი წლის
იყო, მი​სი თან​დას​წრე​ბით უჩ​ვეულო კონ​ცერ​ტე​ბი იმარ​თე​ბო​და, რომ​ლებ​ზე​დაც თი​თოეული ნა​თე​სა​ვი
იმ უც​ნა​ურ მუ​სი​კა​ლურ ინ​სტრუ​მენ​ტებ​ზე უკ​რავ​და, რო​მელ​თა სა​ხე​ლე​ბიც დღეს აღარც კი ახ​სოვთ:
გუს​ლე​ბი(​გუს​ლი – ძვე​ლე​ბუ​რი რუ​სუ​ლი სი​მე​ბიანი ინ​სტრუ​მენ​ტი.), სამ​სი​მიანი ვიოლი​ნოები,
კი​თა​რე​ბი(​კი​თა​რა – ძვე​ლი ბერ​ძნე​ბის სი​მე​ბიანი მუ​სი​კა​ლუ​რი საკ​რა​ვი.), ციტ​რე​ბი(​ციტ​რა –
სი​მე​ბიანი მომ​ცრო მუ​სი​კა​ლუ​რი საკ​რა​ვი, რო​მე​ლიც ბრტყე​ლი ყუ​თია ზედ გა​და​ჭი​მუ​ლი 36-​42
სი​მით.), ვიოლე​ბი, ვიოლა და გამ​ბე​ბი(​ვიოლა და გამ​ბა – ხე​მიანი მუ​სი​კა​ლუ​რი საკ​რა​ვის ერთ-​ერთი
სა​ხეობა ვიოლა​თა ოჯა​ხი​დან. შემ​სრუ​ლე​ბელს მუხ​ლებ​ზე ედო, ან ფე​ხებს შო​რის ეჭი​რა. ვიოლას
ტე​ნო​რის ტო​ნა​ლო​ბა აქვს. ). თუმ​ცა უნ​და აღი​ნიშ​ნოს, რომ თა​ვად ჰოფ​მა​ნის გარ​და თვა​ლით არა​ვის
უნა​ხავს ეს მუ​სი​კო​სი ბი​ძე​ბი და მუ​სი​კო​სი დეიდე​ბი/​მა​მი​დე​ბი/​ბი​ცო​ლე​ბი. ისი​ნი თით​ქოს სა​თი​თა​ოდ
ქრე​ბოდ​ნენ, თავ-​თავიანთი პიუპიტ​რე​ბის თავ​ზე სან​თლის ჩაქ​რო​ბას​თან ერ​თად.

ამ ბი​ძე​ბი​დან მა​ინც დარ​ჩა ერ​თი. დეიდე​ბი/​მა​მი​დე​ბი/​ბი​ცო​ლე​ბი​და​ნაც ერ​თი დარ​ჩა.

და სწო​რედ ამ დეიდას უკავ​შირ​დე​ბო​და ჰოფ​მა​ნის ყვე​ლა​ზე არაჩ​ვეულებ​რი​ვი მო​გო​ნე​ბე​ბი.

სახ​ლში, სა​დაც ჰოფ​მან​მა ბავშვობა გაატა​რა, ცხოვ​რობ​და დე​და​მი​სის და​(იოჰა​ნა სო​ფი დერ​ფე​რი
(1745-​1803) – ჰოფ​მა​ნის დეიდა.), ახალ​გაზ​რდა ქა​ლი და​მატ​ყვე​ვე​ბე​ლი მზე​რით, სუ​ლის სიღ​რმე​ში
რომ სწვდე​ბო​და ადა​მი​ანს; ალერ​სიანი, სუ​ლიერე​ბით აღ​სავ​სე, დახ​ვე​წი​ლი ქა​ლი, რო​მე​ლიც ბიჭ​ში –
ყვე​ლა გი​ჟად, მა​ნიაკად, შეურაც​ხა​დად რომ მი​იჩ​ნევ​და – გა​მორ​ჩე​ულ გო​ნე​ბას ხე​დავ​და. მხო​ლოდ ის
იყო მი​სი დამ​ცვე​ლი, რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ბავ​შვის დე​დას​თან ერ​თად. უწი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლებ​და
გე​ნიოსო​ბას, დი​დე​ბას. წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე​ბა ჰოფ​მა​ნის დე​დას თვა​ლებს ცრემ​ლე​ბით უვ​სებ​და,
რად​გან კარ​გად იცო​და, რომ გე​ნიისა და დი​დე​ბის გა​ნუყ​რე​ლი თა​ნამ​გზავ​რი უბე​დუ​რე​ბაა.

ეს დეიდა გახ​ლდათ დეიდა სო​ფია.

ოჯა​ხის და​ნარ​ჩე​ნი წევ​რე​ბის მსგავ​სად, ისიც მუ​სი​კო​სი იყო და ბარ​ბით​ზე უკ​რავ​და. აკ​ვან​ში
გაღ​ვი​ძე​ბულ ჰოფ​მანს ჰარ​მო​ნიული ბგე​რე​ბი აფ​ხიზ​ლებ​და. თვა​ლებს რომ ახელ​და, ინ​სტრუ​მენ​ტთან
შერ​წყმუ​ლი ახალ​გაზ​რდა ქა​ლის დახ​ვე​წილ სხე​ულს ხე​დავ​და. ვარ​დის​ფე​რი ბაფ​თე​ბით მორ​თუ​ლი
მწვა​ნე კა​ბა ეც​ვა ხოლ​მე, თან ახ​ლდა დაგ​რე​ხილ​ფე​ხე​ბიანი და თეთ​რპა​რი​კიანი მო​ხუ​ცი მუ​სი​კო​სი,
რო​მე​ლიც თა​ვის​ზე დიდ ინ​სტრუ​მენტს ჩას​ჭი​დე​ბო​და, გე​გო​ნე​ბო​და, მას​ზე ადიოდა და ჩა​მო​დიოდა,
რო​გორც ხვლი​კი დაცოცავს გოგ​რა​ზე. ჰარ​მო​ნი​ის ამ მო​რევს ემა​ტე​ბო​და ლა​მა​ზი ევ​ტერ​პეს​(ევ​ტერ​პე
– ძველ სა​ბერ​ძნეთ​ში ლი​რი​კუ​ლი პოეზი​ის მუ​ზად მი​იჩ​ნევ​დნენ და გა​მო​სა​ხავ​დნენ ახალ​გაზ​რდა
ქა​ლად, რო​მელ​საც ორ​მა​გი ფლეიტა უჭი​რავს.) თი​თე​ბის მოძ​რაობა მარ​გა​ლი​ტი​სე​ბუ​რი კას​კა​დის
სა​ხით; და ჰოფ​მან​მა პა​ტა​რაობი​დან​ვე შეს​ვა ეს ჯა​დოს​ნუ​რი სიყ​ვა​რუ​ლის წა​მა​ლი, რი​სი წყა​ლო​ბი​თაც
თა​ვა​დაც მუ​სი​კო​სი გახ​და.

რო​გორც უკ​ვე აღ​ვნიშ​ნეთ, სწო​რედ დეიდა სო​ფია იყო ჰოფ​მა​ნის საუკე​თე​სო მო​გო​ნე​ბა.
იმა​ვეს ვერ ვიტ​ყვით ბი​ძა​მის​ზე​(ო​ტო ვილ​ჰელმ დერ​ფე​რი (1741-​1811) – ჰოფ​მა​ნის ბი​ძა, დე​დის ძმა.).

მა​მის გარ​დაც​ვა​ლე​ბამ და დე​დის ავად​მყო​ფო​ბამ ჰოფ​მა​ნი ამ ბი​ძის ანა​ბა​რა და​ტო​ვა.

იგი გახ​ლდათ იმ​დე​ნად ჩა​მო​ყა​ლი​ბე​ბუ​ლი და ძა​ლი​ან მო​წეს​რი​გე​ბუ​ლი ადა​მიანი, რამ​დე​ნა​დაც


დაბ​ნეული და მე​ტის​მე​ტად გო​ნე​ბა​გა​ფან​ტუ​ლი იყო საბ​რა​ლო ჰოფ​მა​ნი. ბი​ძის სიყ​ვა​რუ​ლი წეს​რი​გი​სა
და სი​ზუს​ტის მი​მართ მუ​დამ მძი​მე ტვირ​თად აწ​ვა დის​წულს. თუმ​ცა ამ ყვე​ლა​ფერს ისე​თი​ვე შე​დე​გი
მოს​დევ​და, რო​გო​რიც ექნებოდა კარლ V-​ის(კარლ V (1500-​1558) – გერ​მა​ნე​ლი ერის საღ​ვთო
რო​მის იმ​პე​რი​ის იმ​პე​რა​ტო​რი 1519-​1556 წლებ​ში, ეს​პა​ნე​თის მე​ფე კარ​ლოს I-​ის სა​ხე​ლით
1516-​1556 წლებ​ში, ჰაბ​სბურ​გთა დი​ნას​ტიიდან. ) გო​ნე​ბის ზე​მოქ​მე​დე​ბას მის კედ​ლის საათებ​ზე: ბი​ძა
სა​ათს მო​მარ​თავ​და, მაგ​რამ ის მა​შინ და​რე​კავ​და, რო​დე​საც დის​წულს მოესურ​ვე​ბო​და.

თუმ​ცა სი​ზუს​ტი​სა და სიმ​კაც​რი​სად​მი პა​ტი​ვის​ცე​მის მიუხე​და​ვად, ჰოფ​მა​ნის ბი​ძა ხე​ლოვ​ნე​ბის და


წარ​მო​სახ​ვის დაუძი​ნე​ბე​ლი მტე​რი სრუ​ლე​ბით არ გახ​ლდათ; მის​თვის მი​სა​ღე​ბი იყო მუ​სი​კაც,
პოეზიაცა და მხატ​ვრო​ბაც, მაგ​რამ ფიქ​რობ​და, რომ ადა​მი​ანს ამ ყვე​ლაფ​რის​თვის ხე​ლი უნ​და
მოეკი​და მხო​ლოდ სა​დი​ლო​ბის შემ​დეგ, საჭ​მლის მო​ნე​ლე​ბის გა​სა​ად​ვი​ლებ​ლად. სწო​რედ ამ
თვალ​საზ​რი​სით გან​საზ​ღვრა ბი​ძამ ჰოფ​მა​ნის ცხოვ​რე​ბა: ამ​დე​ნი საათი ძი​ლის​თვის, ამ​დე​ნი საათი
მე​ცა​დი​ნეობის​თვის ვე​ქი​ლის გა​მოც​დის ჩა​სა​ბა​რებ​ლად, ამ​დე​ნი საათი სა​დი​ლო​ბის​თვის, ამ​დე​ნი წუ​თი
მუ​სი​კის​თვის, ამ​დე​ნი წუ​თი მხატ​ვრო​ბის​თვის, ამ​დე​ნი წუ​თი პოეზი​ის​თვის.

ჰოფ​მანს კი სურ​და, ეს ყვე​ლა​ფე​რი გა​დაეკე​თე​ბი​ნა და ეთ​ქვა: ამ​დე​ნი წუ​თი სა​მე​ცა​დი​ნოდ ვე​ქი​ლის


გა​მოც​დის​თვის და ამ​დე​ნი საათი პოეზი​ის​თვის, ამ​დე​ნი საათი მხატ​ვრო​ბის​თვის და ამ​დე​ნი საათი
მუ​სი​კის​თვის. მაგ​რამ ჰოფ​მა​ნი არ იყო ბატონ-​პატრონი, ამი​ტომ მან შეიძუ​ლა ვე​ქი​ლო​ბა და ბი​ძა​მი​სი.
ერთ მშვე​ნი​ერ დღეს კი კე​ნიგ​სბერ​გი​დან გა​იქ​ცა ჯი​ბე​ში რამ​დე​ნი​მე ტა​ლე​რით და
ჰაიდელ​ბერ​გში(​ჰაიდელ​ბერ​გი – ქა​ლა​ქი და​სავ​ლეთ გერ​მა​ნიაში. XIV საუკუ​ნე​ში ამ ქა​ლაქ​ში
გერ​მა​ნი​ის ერთ-​ერთი უძ​ვე​ლე​სი უნი​ვერ​სი​ტე​ტი გა​იხ​სნა.) ჩა​ვი​და, სა​დაც დი​დი ხნით დარ​ჩე​ნა ვე​ღარ
შეძ​ლო, რად​გან თე​ატ​რში მე​ტის​მე​ტად უგე​მოვ​ნო მუ​სი​კას უკ​რავ​დნენ.

ბო​ლოს ჰოფ​მა​ნი მან​ჰა​იმ​ში აღ​მოჩ​ნდა და იმ თე​ატ​რის სი​ახ​ლო​ვეს დაიდო ბი​ნა, რო​მე​ლიც


საფ​რან​გე​თი​სა და იტა​ლი​ის ლი​რი​კუ​ლი თე​ატ​რე​ბის მე​ტო​ქედ მი​იჩ​ნეოდა. საფ​რან​გეთ​სა და იტა​ლი​ას
ვახ​სე​ნებთ იმი​ტომ, რომ არ უნ​და დაგ​ვა​ვიწ​ყდეს, ამ წიგ​ნში მო​ყო​ლილ ამ​ბამ​დე ხუ​თი თუ ექ​ვსი წლით
ად​რე მუ​სი​კის სა​მე​ფო აკა​დე​მიაში(​სა​მე​ფო აკა​დე​მია – პა​რიზ​ში 1671 წელს გახ​სნი​ლი საოპე​რო
თე​ატ​რი.) ლა​მის ხელ​ჩარ​თუ​ლი ჩხუ​ბი და​იწ​ყო გლუ​კი​სა და პი​ჩი​ნის მომ​ხრე​ებს შო​რის.

მა​შა​სა​და​მე, ჰოფ​მა​ნი გა​ჩერ​და მან​ჰა​იმ​ში, სა​დაც თე​ატ​რის ახ​ლოს ცხოვ​რობ​და და მი​სი შე​მო​სავ​ლის
წყარო მხატ​ვრო​ბა, მუ​სი​კა და პოეზია იყო, აგ​რეთ​ვე რამ​დე​ნი​მე ოქ​როს ფრიდ​რი​ხი​(ოქ​როს
ფრიდ​რი​ხი – პრუ​სიული ოქ​როს მო​ნე​ტა. პირ​ვე​ლად მო​იჭ​რა 1741 წელს პრუ​სი​ის მე​ფე ფრიდ​რიხ II
დი​დის (1712-​1786) დროს – მე​ფობ​და 1740-​1786 წლებ​ში. მო​ნე​ტის მოჭ​რა გა​ნაგ​რძეს მის​მა
მემ​კვიდ​რე​ებ​მაც 1855 წლამ​დე. ერ​თი ფრიდ​რი​ხი ხუთ ტა​ლერს (ვერ​ცხლის მო​ნე​ტას) უდ​რი​და.
(ფრანგ. – frédéric)), რო​მელ​საც დრო​დად​რო გულ​კე​თი​ლი დე​და​მი​სი უგ​ზავ​ნი​და.

ახ​ლა კი, კოჭ​ლი ეშ​მა​კის​(კოჭ​ლი ეშ​მა​კი – ფრან​გი მწერ​ლი​სა და დრა​მა​ტურ​გის, ალენ რე​ნე ლე​სა​ჟის
(1668-​1747) რო​მა​ნის – „კოჭ​ლი ეშ​მა​კი“ – პერ​სო​ნა​ჟია ეშ​მა ას​მო​დეი, რო​მე​ლიც სახ​ლებს
სა​ხუ​რა​ვებს ხდის და სტუ​დენტ კლეოფასს დი​დი ქა​ლა​ქის მცხოვ​რებ​თა ყო​ფას უჩ​ვე​ნებს.)
დახ​მა​რე​ბით, მი​სი ოთა​ხის ჭე​რი ავ​ხა​დოთ და და​ვი​ნა​ხავთ, რო​გორ მიყ​რდნო​ბია კე​დელს უძ​რა​ვად,
ფარ​დას ამო​ფა​რე​ბუ​ლი, და და​ჟი​ნე​ბით მის​ჩე​რე​ბია იეზუიტე​ბის ეკ​ლე​სი​ის ჭიშ​კარს.

II - შეყვარებული და შეშლილი

შუა წირ​ვის დროს იეზუიტე​ბის ეკ​ლე​სიიდან რამ​დე​ნი​მე ადა​მიანი გა​მო​ვი​და და მათ ჰოფ​მა​ნის
არ​ნა​ხუ​ლი ინ​ტე​რე​სი გა​მო​იწ​ვი​ეს. სწო​რედ იმ​წუ​თას ოთა​ხის კარ​ზე დააკა​კუ​ნეს. ახალ​გაზ​რდამ თა​ვი
გა​და​აქ​ნია და მო​უთ​მენ​ლო​ბის ნიშ​ნად ფე​ხი დააბა​კუ​ნა, თუმ​ცა პა​სუ​ხი არ გაუცია.

მეორედ დააკა​კუ​ნეს.

კა​რის​კენ ამ​ჯე​რად ალ​მა​ცე​რად გაიხე​და და სცა​და, გა​მო​ეც​ნო, ვინ შე​იძ​ლე​ბო​და ყო​ფი​ლი​ყო.

მე​სა​მე​დაც დააკა​კუ​ნეს.

ამ​ჯე​რად ჰოფ​მა​ნი არ გან​ძრეულა. რო​გორც ჩანს, გა​დაწ​ყვი​ტა, კა​რი არ გაეღო.

მაგ​რამ ხე​ლახ​ლა და​კა​კუ​ნე​ბის ნაც​ვლად სტუ​მარ​მა ჰოფ​მა​ნის ერთ-​ერთი სა​ხე​ლი დაიძა​ხა:

– თეოდორ.

– აჰ! ეს შენ ხარ, ზა​ქა​რია ვერ​ნერ​(ზა​ქა​რია (ცა​ქა​რიასი) ვერ​ნე​რი (1768-​1823) – გერ​მა​ნე​ლი


დრა​მა​ტურ​გი, რო​მან​ტი​კოს​თა სკო​ლის წარ​მო​მად​გე​ნე​ლი; გერ​მა​ნულ ლი​ტე​რა​ტუ​რა​ში „ბე​დის​წე​რის
ტრა​გე​დიების“ ჟან​რის ფუ​ძემ​დე​ბე​ლია. სი​ცოც​ხლის მი​წუ​რულს კა​თო​ლი​კე მღვდე​ლი გახ​და და თა​ვი​სი
ნა​წარ​მოებე​ბის ნა​წი​ლი დაგ​მო.), – წაიჩურ​ჩუ​ლა ჰოფ​მან​მა.

– ჰო, მე ვარ; მარ​ტო გინ​და ყოფ​ნა?

– არა, მოიცა.

და ჰოფ​მან​მა კა​რი გააღო.

ოთახ​ში ტან​მა​ღა​ლი ახალ​გაზ​რდა კა​ცი შე​ვი​და, ფერ​მკრთა​ლი, გამ​ხდა​რი და ქე​რა, ცო​ტა​თი


და​ში​ნე​ბუ​ლი. ჰოფ​მან​ზე სა​მი ან ოთ​ხი წლით უფ​რო​სი იქ​ნე​ბო​და. კა​რის გა​ღე​ბის​თა​ნა​ვე, უფ​რო​სი ძმის
და​რად, ჰოფ​მანს მხარ​ზე ხე​ლი დაადო და შუბ​ლზე აკო​ცა.
იგი ჰოფ​მა​ნის​თვის მარ​თლაც ძმა​სა​ვით იყო. ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი იმა​ვე სახ​ლში დაიბა​და, რო​მელ​შიც
ჰოფ​მა​ნი და „მარ​ტინ ლუ​თე​რის“, „ა​ტი​ლას“, „24 თე​ბერ​ვლის“, „ბალ​ტი​ის ზღვის ჯვრის“ მო​მა​ვა​ლი
ავ​ტო​რი დე​და​მი​სი​სა და ჰოფ​მა​ნის დე​დის მეთ​ვალ​ყუ​რეობის ქვეშ იზრდებოდა.

ნერ​ვიული აღ​გზნე​ბით დაავა​დე​ბულ​მა ორი​ვე ქალ​მა სი​ცოც​ხლე ფსი​ქი​კუ​რი აშ​ლი​ლო​ბით და​ას​რუ​ლა.


მათ ეს დაავა​დე​ბა შვი​ლებს გა​დას​ცეს, რაც ჰოფ​მა​ნის შემ​თხვე​ვა​ში ფან​ტას​ტი​კუ​რი წარ​მო​სახ​ვით
გა​მოიხა​ტე​ბო​და, ხო​ლო ვერ​ნერს მე​ლან​ქო​ლიურო​ბა ახა​სიათებ​და. ამ უკა​ნას​კნე​ლის დე​დას თა​ვი
ღვთა​ებ​რი​ვი მი​სი​ის აღ​მსრუ​ლე​ბელ ღვთის​მშო​ბე​ლად მი​აჩ​ნდა. მი​სი შვი​ლი, მი​სი ზა​ქა​რია, უნ​და
ყო​ფი​ლი​ყო ახა​ლი ქრის​ტე, წმინ​და წე​რი​ლით და​პი​რე​ბუ​ლი მო​მა​ვა​ლი სი​ლოამი(​სი​ლოამი – იოანეს
სა​ხა​რე​ბის მი​ხედ​ვით (9:7), იესომ ბრმად​შო​ბილს ურ​ჩია, მოეძებ​ნა სი​ლოამის სა​ბა​ნე​ლი, იქ გა​ნე​ბა​ნა
თვა​ლე​ბი და მხედ​ვე​ლო​ბა და​უბ​რუნ​დე​ბო​და. „სი​ლოამი“ ღვთის წარ​მოგ​ზავ​ნილს, მოვ​ლი​ნე​ბულს
ნიშ​ნავს.). ვიდ​რე ვაჟს ეძი​ნა, ღი​ღი​ლოების გვირ​გვი​ნებს წნავ​და მი​სი შუბ​ლის შე​სამ​კო​ბად; მის წინ
და​ჩო​ქი​ლი, ლუ​თე​რის ყვე​ლა​ზე ლა​მაზ სა​გა​ლობ​ლებს თა​ვი​სი ტკბი​ლი და ჰარ​მო​ნიული ხმით
უმ​ღე​რო​და; თი​თოეული სტრი​ქო​ნის დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ იმე​დოვ​ნებ​და, რომ ღი​ღი​ლოების
გვირ​გვი​ნი შა​რა​ვან​დე​დით შე​იც​ვლე​ბო​და.

ბავ​შვე​ბი ერ​თად იზ​რდე​ბოდ​ნენ; ბი​ძის სახ​ლი​დან გაქ​ცეული ჰოფ​მა​ნი პირ​ველ რიგ​ში ჰაიდელ​ბერ​გში
იმი​ტომ ჩა​ვი​და, რომ იქ ვერ​ნე​რი სწავ​ლობ​და. თა​ვის მხრივ, ზა​ქა​რი​ამ ჰოფ​მანს მე​გობ​რო​ბის ხე​ლი
გაუწო​და და რო​დე​საც იგი მან​ჰა​იმ​ში ჩა​მო​ვი​და იმა​ზე უკე​თე​სი მუ​სი​კის სა​ძებ​ნე​ლად, ვიდ​რე
ჰაიდელ​ბერ​გში იყო, ვერ​ნე​რიც ამ ქა​ლაქ​ში ჩა​მოჰ​ყვა მე​გო​ბარს.

ალერ​სიანი დე​დის მზრუნ​ვე​ლო​ბას მოკ​ლე​ბულ​მა, მან​ჰა​იმ​ში აღ​მო​ჩე​ნილ​მა ორ​მა ახალ​გაზ​რდამ გე​მო


გაუგო მოგ​ზაურო​ბას, გერ​მა​ნე​ლი სტუ​დენ​ტის გა​ნათ​ლე​ბის​თვის აუცი​ლე​ბელ ერთ-​ერთ ელე​მენტს, და
მათ პა​რიზ​ში გამ​გზავ​რე​ბა გა​დაწ​ყვი​ტეს.

ვერ​ნერს გამ​გზავ​რე​ბა სურ​და იმის გა​მო, რომ ტე​რო​რის პე​რიოდის საფ​რან​გე​თი მე​ტად უც​ნა​ურ
ქვეყ​ნად იქ​ცა. ჰოფ​მანს კი იზი​დავ​და ფრან​გუ​ლი მუ​სი​კის იტა​ლი​ურ​თან შე​და​რე​ბა და,
გან​სა​კუთ​რე​ბით, ფრან​გუ​ლი ოპე​რის რე​სურ​სე​ბის შეს​წავ​ლა მი​ზან​სცე​ნი​სა და დე​კო​რა​ციების
თვალ​საზ​რი​სით, რად​გან იგი მთე​ლი თა​ვი​სი ცხოვ​რე​ბა ელო​ლიავე​ბო​და ოც​ნე​ბას, თე​ატ​რის
დი​რექ​ტო​რი გამ​ხდა​რი​ყო.

ვერ​ნე​რი – თა​ვაშ​ვე​ბუ​ლი, მაგ​რამ რე​ლი​გიური გა​ნათ​ლე​ბის მქო​ნე – ცდი​ლობ​და, ესარ​გებ​ლა 1793


წლი​დან დაშ​ვე​ბუ​ლი ქცე​ვის თა​ვი​სუფ​ლე​ბით, რაც პა​რიზ​ში მოგ​ზაურო​ბი​დან დაბ​რუ​ნე​ბულ​მა
ერთ-​ერთმა მე​გო​ბარ​მა ისე ხა​ტოვ​ნად აღუ​წე​რა, რომ ავ​ხორც სტუ​დენტს თავ​ბრუ დაახვია.

ჰოფ​მანს მუ​ზეუმე​ბის დათ​ვა​ლიერე​ბა სწყუ​რო​და, რო​მელ​თა სა​გან​ძუ​რის შე​სა​ხებ ბევ​რი რამ სმე​ნო​და
და თა​ვი​სე​ბუ​რად, მუ​ზეუმებ​ში ნება-​ნება ხე​ტიალი​სას, იტა​ლიური ფერ​წე​რის გერ​მა​ნულ ფერ​წე​რას​თან
შე​და​რე​ბას აპი​რებ​და.

რაც უნ​და ყო​ფი​ლი​ყო საფ​რან​გე​თის მო​ნა​ხუ​ლე​ბის საიდუმ​ლო მიზ​ნე​ბი, ორი​ვე მე​გო​ბარს ერ​თნაირად
სურ​და იქ გამ​გზავ​რე​ბა.
ამ სურ​ვი​ლის ასას​რუ​ლებ​ლად მხო​ლოდ ფუ​ლი აკ​ლდათ. მაგ​რამ, გა​საოცა​რი შემ​თხვე​ვი​თო​ბის
წყა​ლო​ბით, ზა​ქა​რიამაც და ჰოფ​მან​მაც ერ​თსა და იმა​ვე დღეს დე​დე​ბის​გან ხუთ-​ხუთი ოქ​როს
ფრიდ​რი​ხი მიიღეს.

ათი ფრიდ​რი​ხი და​ახ​ლოებით ორას ლივრს შე​ად​გენ​და, საკ​მაო თან​ხას ორი სტუ​დენ​ტის​თვის,
რომ​ლებ​საც თვე​ში ბი​ნის ქი​რის​თვის, გათ​ბო​ბი​სა და საკ​ვე​ბის​თვის ხუ​თი ტა​ლე​რი სჭირ​დე​ბო​დათ.
მაგ​რამ ეს თან​ხა საკ​მა​რი​სი არ იყო სა​სურ​ვე​ლი მოგ​ზაურო​ბის​თვის.

ორ ახალ​გაზ​რდას ერ​თდროულად გაუელ​ვა ერ​თმა და იმა​ვე აზ​რმა, რაც მათ ზე​ცი​ურ ნიშ​ნად მი​იჩ​ნი​ეს
– აზარ​ტულ თა​მაშ​ში ფსო​ნად ხუთ-​ხუთი ოქ​როს ფრიდ​რი​ხი დაედოთ.

ათი ოქ​როს ფრიდ​რი​ხით ვერ იმოგ​ზაურებ​დნენ, მაგ​რამ თუ გა​რის​კავ​დნენ და ათ ფრიდ​რიხ​ზე


ითა​მა​შებ​დნენ, შე​იძ​ლე​ბო​და იმ​დე​ნი ფუ​ლი მოეგოთ, მსოფ​ლი​ოს გარ​შე​მო მოგ​ზაურო​ბა​საც რომ
ჰყოფ​ნო​და.

თქვეს და გააკე​თეს კი​დე​ვაც. თერ​მულ კუ​რორ​ტებ​ზე სე​ზო​ნის გახ​სნა ახ​ლოვ​დე​ბო​და და პირ​ველ


მა​ისს კა​ზი​ნო​მაც გაუღო კა​რი მო​თა​მა​შე​ებს. ვერ​ნე​რი და ჰოფ​მა​ნი შე​ნო​ბა​ში შე​ვიდ​ნენ.

ბე​დი პირ​ვე​ლად ვერ​ნერ​მა სცა​და და ხუ​თი ხე​ლის შემ​დეგ თა​ვი​სი ხუ​თი ფრიდ​რი​ხი ქარს გაატა​ნა.

ჰოფ​მა​ნის რი​გიც მო​ვი​და.

ხე​ლის კან​კა​ლით და​დო სა​თა​მა​შო მა​გი​და​ზე თა​ვი​სი პირ​ვე​ლი ოქ​როს ფრიდ​რი​ხი და მოიგო.

ამ წარ​მა​ტე​ბით გამ​ხნე​ვე​ბულ​მა ფსო​ნი გააორ​მა​გა. ჰოფ​მა​ნი სუ​ლის სიღ​რმე​ში მო​თა​მა​შე იყო –


ხუ​თი​დან ოთხ ხელს იგებ​და და იმათ რიცხვს ეკუთ​ვნო​და, ვი​საც ფორ​ტუ​ნის სწამს. ყოყ​მა​ნის
ნაც​ვლად ფსონს ფსონ​ზე ჩა​დიოდა. შე​იძ​ლე​ბო​და ადა​მი​ანს ეფიქ​რა, რომ ზე​ბუ​ნებ​რი​ვი ძა​ლა ედ​გა
გვერ​დით: ყო​ველ​გვა​რი წი​ნას​წარ მო​ფიქ​რე​ბუ​ლი კომ​ბი​ნა​ციების, ყო​ველ​გვა​რი გათ​ვლე​ბის გა​რე​შე
ოქ​როს ფრიდ​რიხს ბან​ქოს ქა​ღალ​დზე სდებ​და და მი​სი ფსო​ნი ორ​მაგ​დე​ბო​და, სამ​მაგ​დე​ბო​და,
ოთ​ხმაგ​დე​ბო​და. ციები​ან​ზე მე​ტად აკან​კა​ლე​ბუ​ლი ზა​ქა​რია, აჩ​რდილ​ზე უფ​რო ფერ​მკრთა​ლი ზა​ქა​რია
და​უს​რუ​ლებ​ლად ლუღ​ლუ​ღებ​და: „გე​ყო​ფა, თეოდორ, გე​ყო​ფა“. მაგ​რამ მო​თა​მა​შეს შიშ​თან შე​რეული
მო​რი​დე​ბუ​ლო​ბა უკ​ვე დაძ​ლეული ჰქონ​და. ოქ​როს ოქ​რო მოჰ​ყვე​ბო​და, ოქ​რო ოქ​როს ამ​დიდ​რებ​და.
ბო​ლოს შუაღა​მის ორი საათის მა​უწ​ყე​ბელ​მა ზარ​მა და​რე​კა – და​წე​სე​ბუ​ლე​ბა იხუ​რე​ბო​და, თა​მა​ში
შეწ​ყდა. ორ​მა ახალ​გაზ​რდამ მო​გე​ბუ​ლი თან​ხის თავ-​თავისი წი​ლი აიღო. ზა​ქა​რია, რო​მელ​საც ვერ
წარ​მო​ედ​გი​ნა, რომ მთე​ლი ეს სიმ​დიდ​რე მას ეკუთ​ვნო​და, შე​ნო​ბი​დან პირ​ვე​ლი გა​ვი​და; ჰოფ​მა​ნი უკან
მიჰ​ყვე​ბო​და, რო​დე​საც ზღურ​ბლთან მი​სულს მო​ხუ​ცი ოფი​ცე​რი მიუახ​ლოვ​და, მთე​ლი თა​მა​შის
გან​მავ​ლო​ბა​ში მას თვალს რომ არ აცი​ლებ​და.

– ყმაწ​ვი​ლო, – ოფი​ცერ​მა მხარ​ზე ხე​ლი დაადო და თვა​ლი თვალ​ში გაუყა​რა, – თუ ასე გა​აგ​რძე​ლებთ,
შე​საძ​ლე​ბე​ლია იმ​დე​ნი თან​ხა მოიგოთ, ბან​კი გააკოტ​როთ; მაგ​რამ რო​დე​საც ბან​კი გა​კოტ​რდე​ბა,
ეშ​მა​კის​თვის უფ​რო ად​ვი​ლი ლუკ​მა გახ​დე​ბით, – უთ​ხრა და ისე შეტ​რი​ალ​და და გაუჩი​ნარ​და,
ჰოფ​მა​ნის პა​სუ​ხის​თვის არ და​უც​დია. ჰოფ​მა​ნიც გა​ვი​და შე​ნო​ბი​დან, მაგ​რამ თა​ვის თავს აღარ
ჰგავ​და. მო​ხუ​ცის წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე​ბამ ძარ​ღვებ​ში სის​ხლი გაუყი​ნა და არ​ნა​ხუ​ლად და​უმ​ძი​მა
მო​ნე​ტე​ბით სავ​სე ჯი​ბეები. ასე ეგო​ნა, ყვე​ლა უსა​მარ​თლო​ბის ტვირ​თი მას აჰ​კი​დეს.

გა​ხა​რე​ბუ​ლი ვერ​ნე​რი გა​რეთ ელო​დე​ბო​და. ორი​ვე ერ​თად დაბ​რუნ​და ჰოფ​მა​ნის ბი​ნა​ში – ერ​თი
სიმ​ღე​რი​თა და ცეკვა-​ცეკვით, მეორე კი ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი, შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, ნირ​წამ​ხდა​რიც კი.

ის, ვინც მღე​რო​და და ცეკ​ვავ​და, ვერ​ნე​რი იყო; ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი და ნირ​წამ​ხდა​რი კი ჰოფ​მა​ნი.

ორი​ვემ გა​დაწ​ყვი​ტა, მეორე დღეს​ვე საფ​რან​გეთ​ში გამ​გზავ​რე​ბუ​ლი​ყო.

ერ​თმა​ნე​თი გა​მომ​შვი​დო​ბე​ბის ნიშ​ნად გა​და​კოც​ნეს.

მარ​ტო დარ​ჩე​ნი​ლი ჰოფ​მა​ნი მო​ნე​ტე​ბის თვლას შე​უდ​გა.

ხუ​თი ათა​სი ტა​ლე​რი იყო, ანუ ოც​და​სა​მი ან ოც​და​ოთ​ხი ათა​სი ფრან​კი.

დიდ​ხანს ფიქ​რობ​და და მე​რე, რო​გორც ჩანს, გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბა მიიღო.

ვიდ​რე ფიქ​რობ​და სპი​ლენ​ძის ლამ​პით გა​ნა​თე​ბულ ოთახ​ში, სა​ხე გა​ფით​რე​ბო​და და შუბ​ლი ოფ​ლით
დაც​ვა​რო​და.

ყო​ველ​გვარ ხმა​ურ​ზე ხტე​ბო​და, ქინ​ქლის ფრთის აქ​ნე​ვა​ზეც კი კან​კა​ლებ​და, უკან და გარ​შე​მო


დამ​ფრთხა​ლი იხე​დე​ბო​და.

მო​ხუ​ცი ოფიც​რის წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე​ბა გო​ნე​ბი​დან ვერ ამო​ეგ​დო და ჩურ​ჩუ​ლით იმეორებ​და


„ფა​უს​ტის“ სტრი​ქო​ნებს; ეჩ​ვე​ნე​ბო​და, თით​ქოს კა​რის ზღურ​ბლზე უზარ​მა​ზა​რი ვირ​თხა გა​რინ​დუ​ლი​ყო,
ოთა​ხის კუთ​ხე​ში კი შა​ვი პუ​დე​ლი(​ვირ​თხა და შა​ვი პუ​დე​ლი ნახ​სე​ნე​ბია გერ​მა​ნე​ლი მწერ​ლის, იოჰან
ვოლ​ფგანგ გოეთეს ნა​წარ​მო​ებ​ში – „ფა​უს​ტი“.).

ბო​ლოს გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბა მიიღო.

გვერ​დით გა​და​დო ათა​სი ტა​ლე​რი, რაც, მი​სი აზ​რით, მოგ​ზაურო​ბის​თვის სჭირ​დე​ბო​და. დარ​ჩე​ნი​ლი
ოთ​ხი ათა​სი ტა​ლე​რი პა​კეტ​ში შე​ახ​ვი​ა; პა​კეტ​ზე ცვი​ლით და​აკ​რა ბა​რა​თი და ზედ და​წე​რა:

„ბა​ტონ კე​ნიგ​სბერ​გის ბურ​გო​მისტრს, რა​თა გაუნა​წილ​დეს ქა​ლა​ქის ღა​ტაკ მო​სახ​ლეობას“.

იმ გა​მარ​ჯვე​ბით კმა​ყო​ფილ​მა, სა​კუ​თარ თავ​ზე რომ მოიპო​ვა და ნა​მოქ​მე​და​რით გულ​მო​ცე​მულ​მა


გაიხა​და, და​სა​ძი​ნებ​ლად დაწ​ვა და მეორე დი​ლის შვიდ საათამ​დე ეძი​ნა.

შვიდ სა​ათ​ზე გაღ​ვი​ძე​ბულს თვალ​ში მოხ​ვდა ჯერ ათა​სი ტა​ლე​რი, შემ​დეგ კი პა​კეტ​ში გახ​ვეული ოთ​ხი
ათა​სი ტა​ლე​რი. ეგო​ნა, რომ დაესიზ​მრა.
მაგ​რამ გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი იმას მოწ​მობ​და, რომ წი​ნა სა​ღა​მოს მომ​ხდა​რი სრუ​ლი​ად
შეესა​ბა​მე​ბო​და რეალო​ბას.

ჰოფ​მა​ნის​თვის კი ნამ​დვი​ლი რეალო​ბა მო​ხუ​ცი ოფიც​რის წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე​ბა იყო, თუმ​ცა მი​სი


და​მა​დას​ტუ​რე​ბე​ლი არა​ვი​თა​რი მა​ტე​რიალუ​რი ნივ​თი არ არ​სე​ბობ​და.

ყო​ველ​გვა​რი სი​ნა​ნუ​ლის გა​რე​შე კოს​ტი​უმ​ში გა​მო​ეწ​ყო; პა​კეტ​ში გახ​ვეული ოთ​ხი ათა​სი ტა​ლე​რი
თა​ვად​ვე მიიტა​ნა კე​ნიგ​სბერ​გამ​დე მი​მა​ვა​ლი დი​ლი​ჟან​სის სად​გურ​ზე, მა​ნამ​დე კი დარ​ჩე​ნი​ლი ათა​სი
ტა​ლე​რი კო​მო​დის უჯ​რა​ში შეინა​ხა.

შემ​დეგ, რა​კი იმა​ვე სა​ღა​მოს საფ​რან​გეთ​ში გამ​გზავ​რე​ბა​ზე იყ​ვნენ შე​თან​ხმე​ბულ​ნი, ჰოფ​მა​ნი


მგზავ​რო​ბის​თვის მზა​დე​ბას შე​უდ​გა.

ოთახ​ში მი​მო​დიოდა, სა​მო​სი​დან მტვერს ფერ​თხავ​და, პე​რან​გებს კე​ცავ​და და ცხვირ​სა​ხო​ცებს


არ​ჩევ​და; ამ დროს შემ​თხვე​ვით თვა​ლი ქუ​ჩის​კენ გა​ექ​ცა და გა​შეშ​და.

თექვსმეტი-​ჩვიდმეტი წლის გო​გო​ნა, მომ​ხიბ​ლა​ვი, ქა​ლაქ მან​ჰაიმის​თვის სრუ​ლი​ად უც​ხო, იმი​ტომ,


რომ ჰოფ​მა​ნი მას არ იც​ნობ​და, ქუ​ჩის მეორე ბო​ლო​დან მოაბი​ჯებ​და და ეკ​ლე​სი​ის​კენ მი​დიოდა.

ჰოფ​მანს, რო​გორც პო​ეტს, მხატ​ვარ​სა და მუ​სი​კოსს, ასე​თი არ​სე​ბა ზმა​ნე​ბა​შიც კი არ ენა​ხა.

ის აღე​მა​ტე​ბო​და არა მხო​ლოდ იმ ყვე​ლა​ფერს, რაც აქამ​დე თვა​ლით ჰქონ​და ნა​ნა​ხი, არა​მედ იმა​საც,
რის სა​მო​მავ​ლოდ ნახ​ვა​საც იმე​დოვ​ნებ​და.

და მა​ინც, იმ მან​ძი​ლის გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბით, საიდა​ნაც უმ​ზერ​და, ხე​დავ​და მხო​ლოდ


თვა​ლის​მომ​ჭრე​ლად მშვე​ნი​ერ ერ​თობ​ლიობას, დე​ტა​ლებს ვერ არ​ჩევ​და.

გო​გო​ნას თან ახ​ლდა მო​ხუ​ცი მსა​ხუ​რი ქა​ლი.

ორი​ვემ ნე​ლა აიარა იეზუ​იტ​თა ეკ​ლე​სი​ის კი​ბე და ჭიშ​კარ​ში გაუჩი​ნარ​და.

ჰოფ​მან​მა თა​ვი ანე​ბა სა​ნა​ხევ​როდ ჩა​ლა​გე​ბულ ჩე​მო​დანს, სა​ნა​ხევ​როდ და​კე​ცილ ბორ​დოს​ფერ


მო​სას​ხამს, ბრან​დენ​ბურ​გულ რე​დინ​გოტ​ს(ბრან​დენ​ბურ​გუ​ლი რე​დინ​გო​ტი – თას​მე​ბით, სირ​მე​ბით ან
სხვა​დას​ხვა ზო​მის ღილ-​კილოებით გა​ფორ​მე​ბუ​ლი სამ​ხედ​რო ყაიდის გრძე​ლი სერ​თუ​კი.) და ფარ​დის
უკან გა​შეშ​და.

სწო​რედ ამ მდგო​მა​რეობა​ში მყო​ფი ვი​პო​ვეთ, რო​დე​საც ეკ​ლე​სიიდან იმის გა​მოს​ვლას ელო​და, ვის
შეს​ვლა​საც თვალს ადევ​ნებ​და.

მხო​ლოდ ერ​თი რა​მის ეში​ნო​და: ან​გე​ლო​ზი არ აღ​მო​ჩე​ნი​ლი​ყო, რო​მე​ლიც კი​ბე​ზე დაშ​ვე​ბის


სა​ნაც​ვლოდ ზე​ცა​ში აიჭ​რე​ბო​და ეკ​ლე​სი​ის ფან​ჯრი​დან.
ასეთ მდგო​მა​რეობა​ში ვი​ხი​ლეთ და ასე​თი​ვე მდგო​მა​რეობა​ში იხი​ლა მის​მა მე​გო​ბარ​მა ზა​ქა​რია
ვერ​ნერ​მაც.

რო​გორც უკ​ვე აღ​ვნიშ​ნეთ, ოთახ​ში შე​სულ​მა ვერ​ნერ​მა ჰოფ​მანს მხარ​ზე ხე​ლი დაადო და შუბ​ლზე
აკო​ცა.

შემ​დეგ კი ღრმად ამოიოხ​რა.

ზო​გა​დად ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი ფერ​მკრთა​ლი იყო, მაგ​რამ ახ​ლა ჩვეულებ​რივ​ზე მე​ტად გა​ფით​რე​ბუ​ლი​ყო.

– რა და​გე​მარ​თა? – ჰკით​ხა შეშ​ფო​თე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა.

– ოჰ! მე​გო​ბა​რო... – წა​მოიძა​ხა ვერ​ნერ​მა, – ავა​ზა​კი ვარ! არა​რაობა ვარ! სიკ​ვდილს ვიმ​სა​ხუ​რებ...
მი​დი, ნა​ჯა​ხი მოიტა​ნე და თა​ვი გა​მი​ხეთ​ქე... გულ​ში ისა​რი გა​მი​ყა​რე. აღარ ვარ დღის სი​ნათ​ლის
ხილ​ვის ღირ​სი.

– ოჰო! – ჰოფ​მანს ბედ​ნიერი ადა​მიანის ხუმ​რო​ბა​ნა​რე​ვი კი​ლო ჰქონ​და, – არ მეტ​ყვი, რა მოხ​და,


ძვირ​ფა​სო მე​გო​ბა​რო?

– რა მოხ​და... რა მოხ​დაო, ასე მკით​ხე?.. მე​კით​ხე​ბი, რა მოხ​და?.. ჰო​და იცო​დე! ეშ​მაკ​მა გა​მომ​ცა​და!

– რას ნიშ​ნავს?

– იმას, რომ რო​ცა დი​ლით ჩემს ოქ​როს შევ​ხე​დე, ასე მე​გო​ნა, სიზ​მა​რი იყო.

– რო​გორ თუ სიზ​მა​რი?

– მთე​ლი მა​გი​და ოქ​რო​თი იყო და​ფა​რუ​ლი, სულ მთლიანად, – გა​ნაგ​რძო ვერ​ნერ​მა, – ჰო​და,
და​ვი​ნა​ხე ნამ​დვი​ლი სიმ​დიდ​რე, ათა​სი ოქ​როს ფრიდ​რი​ხი, ჩე​მო მე​გო​ბა​რო. ჰო​და, რო​ცა და​ვი​ნა​ხე
მზის სხი​ვებ​ზე თი​თოეული მო​ნე​ტა რო​გორ აბ​რჭყვი​ალ​და, მრის​ხა​ნე​ბამ დამ​რია ხე​ლი, თავს ვე​ღარ
მო​ვე​რიე, ავი​ღე თან​ხის მე​სა​მე​დი და სა​თა​მა​შოდ წა​ვე​დი.

– და წააგე?

– ბო​ლო კრეიცე​რამ​დე(​კრეიცე​რი – XIX საუკუ​ნის ბო​ლომ​დე ავსტრია-​უნგრეთსა და სამ​ხრეთ


გერ​მა​ნიაში გაც​ვლის​თვის გა​მო​ყე​ნე​ბუ​ლი წვრი​ლი ფუ​ლი.) ყვე​ლა​ფე​რი.

– მე​რე რა მოხ​და, ორი მე​სა​მე​დი ხომ ისევ დაგ​რჩა.

– ჰო, ორი მე​სა​მე​დი! მეორე მე​სა​მე​დის ასა​ღე​ბად დავ​ბრუნ​დი და...

– ისიც პირ​ვე​ლი​ვით წააგე?


– იმა​ზე უფ​რო სწრა​ფად, მე​გო​ბა​რო, იმა​ზე უფ​რო სწრა​ფად.

– და მე​რე მე​სა​მე მე​სა​მე​დის ასა​ღე​ბად დაბ​რუნ​დი?

– არ დავ​ბრუ​ნე​ბულ​ვარ, მი​ვე​პა​რე: თხუთ​მე​ტი ათა​სი ტა​ლე​რი წი​თელ​ზე დავ​დე.

– და შა​ვი ამო​ვი​და, – თქვა ჰოფ​მან​მა, – ასე იყო?

– ოჰ! ჩე​მო მე​გო​ბა​რო, შა​ვი, სა​ზა​რე​ლი შა​ვი, უყოყ​მა​ნოდ, შე​უბ​რა​ლებ​ლად, თით​ქოს უკა​ნას​კნე​ლი
იმე​დიც წა​მარ​თვა! ჰო, მე​გო​ბა​რო, შა​ვი ამო​ვი​და, შა​ვი!

– და მოგ​ზაურო​ბის​თვის გან​კუთ​ვნილ ათას ფრიდ​რიხ​ზე ნაღ​ვლობ?

– მეტ​ზე არა​ფერ​ზე. ოჰ, რა იქ​ნე​ბო​და ხუ​თა​სი ტა​ლე​რი გა​და​მე​დო, იმის​თვის, რომ პა​რიზ​ში
გამ​გზავ​რე​ბა შემ​ძლე​ბო​და!

– და​ნარ​ჩე​ნის და​კარ​გვა​ზე აღარ ინაღ​ვლებ​დი?

– არც ერ​თი წა​მით.

– ძა​ლი​ან კარ​გი! თუ სულ ეს არის, ჩე​მო ძვირ​ფა​სო ზა​ქა​რია, – ამ სიტ​ყვე​ბით ჰოფ​მა​ნი კო​მოდს
მიუახ​ლოვ​და და უჯ​რა გა​მოს​წია, – აჰა, აიღე ხუ​თა​სი ტა​ლე​რი და გა​ემ​გზავ​რე.

– რო​გორ! რას ნიშ​ნავს „გა​ემ​გზავ​რე“?! – წა​მო​იყ​ვი​რა ვერ​ნერ​მა, – შენ?

– ოჰ! მე აღარ მოვ​დი​ვარ.

– რას ამ​ბობ! რო​გორ თუ აღარ მო​დი​ხარ?!

– არა, ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ახ​ლა არა.

– კი მაგ​რამ, რა​ტომ? რა მი​ზე​ზით? ხელს რა გიშ​ლის? მან​ჰა​იმ​ში რა დაგ​რჩე​ნია?

ჰოფ​მან​მა მე​გო​ბა​რი ფან​ჯა​რას​თან მი​იყ​ვა​ნა. ეკ​ლე​სიიდან ხალ​ხი გა​მო​დიოდა, წირ​ვა დას​რულ​და.

– შე​ხე​დე, შე​ხე​დე, – თი​თით მიანიშ​ნა ვერ​ნერს.

და მარ​თლაც, სწო​რედ ამ დროს უც​ნო​ბი გო​გო​ნა ჭიშ​კარ​ში გა​მოჩ​ნდა და ნე​ლა და​ეშ​ვა კი​ბე​ზე,
ლოც​ვა​ნი გულ​ში ჩა​ეკ​რა, თავ​დახ​რი​ლი მო​დიოდა, თავ​მდა​ბა​ლი და ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი, რო​გორც გოეთეს
მარ​გა​რე​ტი(​მარ​გა​რე​ტი – იგი​ვე გრეტ​ხე​ნი, გოეთეს „ფა​უს​ტის“ პერ​სო​ნა​ჟი.).

– ხე​დავ? – წაიჩურ​ჩუ​ლა ჰოფ​მან​მა, – ხე​დავ?


– რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ვხე​დავ.

– მე​რე რას იტ​ყვი?

– რას და ამ​ქვეყ​ნად არც ერ​თი ქა​ლი არ არის იმი​სი ღირ​სი, პა​რიზ​ში მოგ​ზაურო​ბა მსხვერ​პლად რომ
შეს​წი​რო, თუნ​დაც ეს იყოს ლა​მა​ზი ან​ტო​ნია, თუნ​დაც ეს იყოს მან​ჰაიმის თე​ატ​რის ორ​კეს​ტრის
ბე​ბე​რი დი​რი​ჟო​რის, გოტ​ლიბ მუ​რის ქა​ლიშ​ვი​ლი.

– ესე იგი, იც​ნობ?

– რა​საკ​ვირ​ვე​ლია.

– მა​მა​მისს იც​ნობ?

– ფრან​კფურ​ტის თე​ატ​რის დი​რი​ჟო​რი იყო.

– მის სა​ხელ​ზე სა​რე​კო​მენ​და​ციო წე​რილს და​წერ?

– რა თქმა უნ​და.

– და​ჯე​ქი და და​წე​რე.

ზა​ქა​რია მა​გი​დას მი​უჯ​და და წე​რა და​იწ​ყო.

საფ​რან​გეთ​ში გამ​გზავ​რე​ბის წინ თა​ვი​სი ახალ​გაზ​რდა მე​გო​ბა​რი თეოდორ ჰოფ​მა​ნი დი​დი ხნის
მო​ხუც მე​გო​ბარ გოტ​ლიბ მურს მი​ან​დო.

ჰოფ​მან​მა წე​სიერად წე​რი​ლის დას​რუ​ლე​ბაც კი არ დააცა​და, ხე​ლის მო​წე​რის​თა​ნა​ვე ფურ​ცე​ლი


ჩა​მო​არ​თვა, ვერ​ნე​რი გა​და​კოც​ნა და ოთა​ხი​დან ტყვიასა​ვით გა​ვარ​და.

– ამას მნიშ​ვნე​ლო​ბა არა აქვს, – მიაძა​ხა ზა​ქა​რი​ამ, – აი, თა​ვად ნა​ხავ, არ არ​სე​ბობს დე​და​მი​წის
ზურ​გზე ქა​ლი, რო​მე​ლიც პა​რიზ​ში მოგ​ზაურო​ბას გა​და​გა​ფიქ​რე​ბი​ნებს.

ჰოფ​მან​მა მე​გობ​რის სიტ​ყვე​ბი გაიგო​ნა, მაგ​რამ აზ​რა​დაც არ მოს​ვლია პა​სუ​ხის გა​სა​ცე​მად უკან
მიბ​რუ​ნე​ბა, ან თა​ვი​სი თან​ხმო​ბის თუ უთან​ხმოების გა​მო​ხატ​ვა რაიმე სა​ხით.

ზა​ქა​რია ვერ​ნერს რაც შეეხე​ბა, ხუ​თა​სი ტა​ლე​რი ჯი​ბე​ში ჩაიდო და აზარ​ტუ​ლი თა​მა​შის წე​რას კი​დევ
რომ არ აეტა​ნა, სად​გუ​რის​კენ გა​იქ​ცა. ჰოფ​მა​ნი კი ორ​კეს​ტრის მო​ხუ​ცე​ბუ​ლი დი​რი​ჟო​რის სახ​ლის​კენ
გარ​ბო​და.

ჰოფ​მან​მა მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ მუ​რის სახ​ლის კარ​ზე სწო​რედ იმ​წამს დააკა​კუ​ნა, რო​დე​საც ზა​ქა​რია
ვერ​ნე​რი სტრას​ბურ​გის​კენ მი​მა​ვალ დი​ლი​ჟან​სში ავი​და.
III - მაესტრო გოტლიბ მური

ჰოფ​მანს კა​რი თა​ვად ორ​კეს​ტრის დი​რი​ჟორ​მა გაუღო.

მას არა​სო​დეს ენა​ხა მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი, მაგ​რამ მა​შინ​ვე იც​ნო.

ეს ადა​მიანი, რაოდენ გრო​ტეს​კუ​ლიც უნ​და მოს​ჩვე​ნე​ბო​და მნახ​ველს, აუცი​ლებ​ლად ხე​ლო​ვა​ნი უნ​და


ყო​ფი​ლი​ყო, თა​ნაც დი​დი ხე​ლო​ვა​ნი.

ორმოცდათხუთმეტი-​სამოცი წლის მო​ხუ​ცი ფეხ​მრუ​დე იყო, თუმ​ცა კორ​პსაძ​რო​ბის მსგავ​სი,


და​ზიანე​ბუ​ლი ფე​ხით თვალ​ში სა​ცე​მად არ კოჭ​ლობ​და. ნაბიჯ-​ნაბიჯ, უფ​რო სწო​რად, ხტუნვა-​ხტუნვით
– და ამ დროს ძა​ლი​ან ჰგავ​და ბო​ლო​ქან​ქა​რას – წინ მი​უძ​ღო​და სახ​ლში შე​სულ სტუ​მარს.
დრო​დად​რო ჩერ​დე​ბო​და, მრუ​დე ფეხ​ზე პი​რუ​ეტს ას​რუ​ლებ​და, რაც ისე გა​მოიყუ​რე​ბო​და, თით​ქოს
მი​წის გა​ბურ​ღვას აპი​რებ​და, მე​რე კი გზას აგ​რძე​ლებ​და.

ჰოფ​მა​ნი უკან მიჰ​ყვე​ბო​და, აკ​ვირ​დე​ბო​და და გო​ნე​ბა​ში სა​მუ​და​მოდ იბეჭ​დავ​და ერთ-​ერთს იმ


ფან​ტას​ტი​კუ​რი და არაჩ​ვეულებ​რი​ვი პორ​ტრე​ტე​ბი​დან, რომ​ლე​ბიც მი​სი ასე​თი სრულ​ყო​ფი​ლი
გა​ლე​რეიდან შე​მოგ​ვრჩა.

მო​ხუ​ცე​ბულს ენ​თუ​ზი​ას​ტის სა​ხე ჰქონ​და, ერ​თდროულად დახ​ვე​წი​ლი და სუ​ლიერე​ბით დაღ​დას​მუ​ლი,


პერ​გა​მენ​ტი​ვით კა​ნი, წი​თე​ლი და შა​ვი წერ​ტი​ლე​ბით და​ფა​რუ​ლი, რო​გორც სა​ეკ​ლე​სიო
სა​გა​ლობ​ლე​ბის წიგ​ნის გვერ​დი. ამ უც​ნაური პი​რი​სა​ხის შუაგულ​ში ციმ​ცი​მებ​და ორი მკვირ​ცხლი
თვა​ლი, რო​მელ​თა მახ​ვილ მზე​რას კი​დევ უფ​რო ხაზს უს​ვამ​და ის ფაქ​ტი, რომ სათ​ვა​ლე, რო​მელ​საც
მო​ხუ​ცი ძი​ლის დრო​საც კი არ იშო​რებ​და, მუ​დამ შუბ​ლზე ჰქონ​და აწეული ან ცხვი​რის წვერ​ზე ედო. ამ
პა​ტა​რა ნივთს, მის შემ​თხვე​ვა​ში უფ​რო ფუ​ფუ​ნე​ბის საგ​ნად რომ ქცეული​ყო, ვიდ​რე აუცი​ლე​ბელ
ხელ​საწ​ყოდ, არ იყე​ნებ​და მხო​ლოდ ვიოლი​ნო​ზე დაკ​ვრი​სას და შორს ყუ​რე​ბი​სას.

სრუ​ლი​ად მე​ლოტ თავს მი​სი პერ​სო​ნის გა​ნუ​ყო​ფელ ნა​წი​ლად ქცეული შა​ვი თავ​სა​ბუ​რა​ვი ფა​რავ​და.
დღი​სით თუ ღა​მით მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი სტუმ​რებს მხო​ლოდ ამ თავ​სა​ბუ​რა​ვით წა​რუდ​გე​ბო​და.
სახ​ლი​დან გას​ვლი​სას კი იხუ​რავ​და ჟან-​ჟაკის(ჟან-ჟაკი – იგუ​ლის​ხმე​ბა ჟან-​ჟაკ რუ​სო (1712-​1778),
ფრან​გი ფი​ლო​სო​ფო​სი და გან​მა​ნათ​ლე​ბე​ლი.) სტი​ლის პა​ტა​რა პა​რიკს. ასეთ შემ​თხვე​ვა​ში
თავ​სა​ბუ​რა​ვი მე​ლოტ თავ​სა და პა​რიკს შო​რის იყო მოქ​ცეული. ისიც უნ​და აღი​ნიშ​ნოს, რომ მა​ეს​ტრო
მურს არა​სო​დეს აწუ​ხებ​და ხა​ვერ​დის ნა​ჭე​რი, რო​მე​ლიც მი​სი ყალ​ბი თმის ქვეშ მო​ჩან​და, ეს თმა კი
უფ​რო მე​ტად მის ქუდს ერ​გე​ბო​და, ვიდ​რე თავს – თან მიჰ​ყვე​ბო​და ჰა​ერ​ში აწე​ულ ქუდს ყო​ველ ჯერ​ზე,
რო​დე​საც მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი ქუ​ჩა​ში ვინ​მეს ესალ​მე​ბო​და.

ჰოფ​მა​ნი აქეთ-​იქით იხე​დე​ბო​და, მაგ​რამ არა​ვინ ჩან​და.


ამი​ტომ მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს მიჰ​ყვე​ბო​და იქ, სა​დაც მა​ეს​ტროს მი​სი მიყ​ვა​ნა სურ​და.

მას​პინ​ძე​ლი დი​დი კა​ბი​ნე​ტის კარ​თან შე​ჩერ​და. ოთა​ხი სავ​სე იყო გა​დაშ​ლი​ლი პარ​ტი​ტუ​რე​ბი​თა და
ნო​ტე​ბის ფურ​ცლე​ბით, მა​გი​და​ზე ათი თუ თორ​მე​ტი ყუ​თი იდო, რო​მელ​თა ფორ​მა არც ერთ მუ​სი​კოს​ში
ეჭვს არ ბა​დებ​და – ისი​ნი ვიოლი​ნოს ჩა​სა​დე​ბე​ბი იყო.

იმ​ჟა​მად მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი მან​ჰაიმის თე​ატ​რის ორ​კესტრს ხელ​მძღვა​ნე​ლობ​და და სურ​და,


იტა​ლიური მუ​სი​კის დაკ​ვრა ეცა​და, კერ​ძოდ კი ჩი​მა​რო​ზას ნა​წარ​მოების Matrimonio
Segreto(Matrimonio segreto – „საიდუმ​ლო ქორ​წი​ნე​ბა“ ორ​მოქ​მე​დე​ბიანი ოპერა-​ბუფია, რო​მე​ლიც
პირ​ვე​ლად და​იდ​გა 1792 წელს; ლიბ​რე​ტოს ავ​ტო​რია ჯო​ვა​ნი ბერ​ტა​ტი (1735-​1815), სა​ფუძ​ვლად
უდევს ინ​გლი​სე​ლი დრა​მა​ტურ​გის, ჯორჯ კოლ​მენ უფ​რო​სი​სა (1732-​1794) და ინ​გლი​სე​ლი
მსა​ხიობის, დეივიდ გა​რი​კის (1717-​1779) იმა​ვე სა​ხელ​წო​დე​ბის პიესა.).

ხე​მი, არ​ლე​კი​ნოს ჩა​ქუ​ჩის მსგავ​სად, ქა​მარ​ში ჰქონ​და ჩა​მაგ​რე​ბუ​ლი, ან, უფ​რო ზუს​ტად რომ ვთქვათ,
მას ამაგ​რებ​და შარ​ვლის ღი​ლე​ბით შეკ​რუ​ლი უბე; ყურს უკან ამა​ყად გაეჩა​რა ბა​ტის ფრთა, ხო​ლო
ხე​ლის თი​თე​ბი მელ​ნით ჰქონ​და მოს​ვრი​ლი.

მელ​ნით მოთ​ხუპ​ნი​ლი თი​თე​ბით გა​მო​არ​თვა ჰოფ​მანს გაწ​ვდი​ლი წე​რი​ლი, შემ​დეგ მი​სა​მართს და​ხე​და
და ხელ​წე​რა იც​ნო:

– აჰ! ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი, – თქვა მან, – პოეტი, ის პოეტი, რო​მე​ლიც ბან​ქო​საც თა​მა​შობს, – მე​რე,
თით​ქოს ამ ნაკ​ლის ხაზ​გას​მის​თვის მო​ბო​დი​შე​ბა სურ​დაო, დაამა​ტა, – მო​თა​მა​შე, მო​თა​მა​შე, მაგ​რამ
პოეტი.

შემ​დეგ წე​რილს ბე​ჭე​დი ახ​სნა:

– წა​ვი​და, ასეა? წა​ვი​და!

– მი​დის, მე​სიე, ახ​ლა, ამ წუ​თებ​ში.

– ღმერ​თმა მშვი​დო​ბით ამ​გზავ​როს! – გოტ​ლიბ​მა თვა​ლე​ბი ცის​კენ აღ​მარ​თა, თით​ქოს თა​ვის


მე​გო​ბარს ღმერთს ავედ​რებ​და, – კარ​გად მო​იქ​ცა, რომ წა​ვი​და. მოგ​ზაურო​ბა ახალ​გაზ​რდას
აწ​რთობს და თა​ვის დრო​ზე რომ არ მე​მოგ​ზაურა, ვერ გა​ვიც​ნობ​დი უკ​ვდავ პაიზიელოს​(ჯო​ვა​ნი
პაიზიელო (1740-​1816) – იტა​ლიელი კომ​პო​ზი​ტო​რი, ნეაპო​ლი​ტა​ნუ​რი საოპე​რო სკო​ლის
წარ​მო​მად​გე​ნე​ლი.), ღვთი​ურ ჩი​მა​რო​ზას.

– მაგ​რამ, – ჩა​ურ​თო ჰოფ​მან​მა, – თქვენ მა​თი ნა​წარ​მოებე​ბი გე​ცო​დი​ნე​ბო​დათ.

– ჰო, ნა​წარ​მოებე​ბი, რა​საკ​ვირ​ვე​ლია. მაგ​რამ რა არის ნა​წარ​მოების ცოდ​ნა, თუ მის შე​მოქ​მედს არ


იც​ნობ? ეს უსუ​ლო სხე​ულს ჰგავს; ნა​წარ​მოები სპექ​ტრია, ასახ​ვა; ნა​წარ​მოები ის არის, რაც ჩვე​ნი
სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ რჩე​ბა. მაგ​რამ, იცით, სხეული ისაა, რა​მაც იც​ხოვ​რა, ვე​რა​სო​დეს აღიქ​ვამთ
სრულ​ყო​ფი​ლად ადა​მიანის შე​მოქ​მე​დე​ბის ნა​ყოფს, თუ თა​ვად ადა​მიანი არ გი​ნა​ხავთ.
ჰოფ​მან​მა თა​ვი და​უქ​ნია.

– მარ​თა​ლია, – თქვა მან, – ვე​რა​სო​დეს და​ვა​ფა​სებ​დი სრუ​ლად მო​ცარტს, თა​ვად რომ არ


შევ​ხვედ​რო​დი მას.

– დი​ახ, დი​ახ, – გა​ნაგ​რძო გოტ​ლიბ​მა, – მო​ცარ​ტი ძა​ლი​ან კარ​გია, მაგ​რამ რა​ტომ არის ასე​თი
კარ​გი? იმი​ტომ, რომ იტა​ლიაში იმოგ​ზაურა. გერ​მა​ნუ​ლი მუ​სი​კა, ყმაწ​ვი​ლო, მა​მა​კა​ცე​ბის მუ​სი​კა​ა;
მაგ​რამ კარ​გად და​იხ​სო​მეთ, იტა​ლიური მუ​სი​კა – ღმერ​თე​ბის.

– თუმ​ცა, – გაიღი​მა ჰოფ​მან​მა, – მო​ცარტს „ფი​გა​როს ქორ​წი​ნე​ბა“ და „დონ ჟუანი“ იტა​ლიაში არ


დაუწე​რია, ერ​თი ვე​ნა​ში იმ​პე​რა​ტო​რის​თვის შექ​მნა და მეორე პრა​ღა​ში – იტა​ლიური თე​ატ​რის​თვის.

– მარ​თა​ლია, ყმაწ​ვი​ლო, მარ​თა​ლი, და მი​ხა​რია, ასე​თი ეროვ​ნუ​ლი სო​ლი​და​რო​ბით რომ უჭერთ


მხარს მო​ცარტს. დი​ახ, რა თქმა უნ​და, ამ პა​ტა​რა ეშ​მა​კის ფეხს კი​დევ დიდ​ხანს რომ ეც​ხოვ​რა და
კი​დევ ერთი-​ორჯერ ემოგ​ზაურა იტა​ლიაში, ნამ​დვი​ლად უდი​დე​სი ხე​ლო​ვა​ნი გახ​დე​ბო​და. მაგ​რამ
ახ​ლა​ხან რომ ახ​სე​ნეთ „ფი​გა​როს ქორ​წი​ნე​ბა“ და „დონ ჟუანი“, რის​გან შე​იქ​მნა ეს ნა​წარ​მოებე​ბი?
იტა​ლიური ლიბ​რე​ტოებით, იტა​ლიური სიტ​ყვე​ბით, ბო​ლო​ნი​ის, რო​მი​სა და ნეაპო​ლის მზის
ანა​რეკ​ლით. და​მი​ჯე​რეთ, ყმაწ​ვი​ლო, ეს მზე უნ​და ნა​ხო, უნ​და იგ​რძნო, უნ​და შეაფა​სო მი​სი
მნიშ​ვნე​ლო​ბა. მის​მი​ნეთ, უკ​ვე ოთ​ხი წე​ლია, რაც იტა​ლიიდან წა​მო​ვე​დი; უკ​ვე ოთ​ხი წე​ლია,
სი​ცი​ვის​გან ვკან​კა​ლებ იმ წუ​თე​ბის გარ​და, რო​დე​საც იტა​ლიაზე ვფიქ​რობ; ფიქ​რიც კი მათ​ბობს;
რო​დე​საც იტა​ლიაზე ვფიქ​რობ, პალ​ტოც კი არ მჭირ​დე​ბა; სა​მო​სიც კი აღარ არის სა​ჭი​რო, არც ქუ​დი.
მო​გო​ნე​ბა მა​ცოც​ხლებს: ოჰ, ბო​ლო​ნი​ის მუ​სი​კა! ოჰ, ნეაპო​ლის მზე! ოჰ!..

მო​ხუ​ცის მთე​ლი სხეული იმ​წუ​თას უზე​ნა​ეს ნე​ტა​რე​ბას გა​მო​ხა​ტავ​და, თით​ქოს უკი​დე​გა​ნო სი​ხა​რულ​მა
ააკან​კა​ლა, თით​ქოს სამ​ხრე​თის მზის მცხუნ​ვა​რე სხი​ვე​ბი ეფი​ნე​ბო​და მის თავს, მხრებს, მხრე​ბი​დან
კი სხეულის და​ნარ​ჩენ ნა​წილს.

ჰოფ​მან​მა ექ​სტა​ზის ამ რამ​დე​ნი​მე წა​მით ისარ​გებ​ლა, რა​თა გარ​შე​მო თვა​ლი მო​ევ​ლო, ან​ტო​ნი​ას
და​ნახ​ვის იმე​დით. მაგ​რამ კა​ბი​ნე​ტის კა​რი და​კე​ტი​ლი იყო, მის მიღ​მა კი ჩქა​მიც არ ის​მო​და, ცოც​ხა​ლი
არ​სე​ბის ყოფ​ნას არა​ფე​რი მოწ​მობ​და.

ისევ მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს მი​უბ​რუნ​და, რომ​ლის მღელ​ვა​რე​ბა თან​და​თან დაც​ხრა და ნე​ტა​რე​ბის


მდგო​მა​რეობას შეჟ​რჟო​ლე​ბით და​აღ​წია თა​ვი.

– ბრრრრ! ყმაწ​ვი​ლო, – თქვა მო​ხუც​მა, – აბა, რას ამ​ბობ​დით?

ჰოფ​მანს ააკან​კა​ლა.

– იმას ვამ​ბობ​დი, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ, რომ ჩე​მი მე​გობ​რის, ზა​ქა​რია ვერ​ნე​რის რჩე​ვით მო​ვე​დი,
რო​მე​ლიც თქვე​ნი კე​თილ​გან​წყო​ბის შე​სა​ხებ მე​სა​უბ​რა, გან​სა​კუთ​რე​ბით ახალ​გაზ​რდე​ბის მი​მართ; და
მე კი მუ​სი​კო​სი ვარ!

– აჰ! მუ​სი​კო​სი ხართ!


გოტ​ლი​ბი გაიმარ​თა, თა​ვი უკან გა​დას​წია და მა​შინ​ვე ცხვი​რის წვერ​ზე დას​კუ​პე​ბუ​ლი სათ​ვა​ლის
მი​ნე​ბის მიღ​მი​დან შე​ხე​და ჰოფ​მანს.

– დი​ახ, დი​ახ, – დაამა​ტა მე​რე, – მუ​სი​კო​სის თა​ვი, მუ​სი​კო​სის შუბ​ლი, მუ​სი​კო​სის თვა​ლი; და ვინ
ხართ? კომ​პო​ზი​ტო​რი თუ ინ​სტრუ​მენ​ტა​ლის​ტი?

– ერ​თი​ცა და მეორეც, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ.

– ერ​თი​ცა და მეორეც! – წა​მოიძა​ხა გოტ​ლიბ​მა, – ერ​თი​ცა და მეორეც! ამ ახალ​გაზ​რდებს არა​ფე​რი


აეჭ​ვებთ! ერ​თი, სუ​ლაც ორი, სა​მი ადა​მიანის ცხოვ​რე​ბაა სა​ჭი​რო, რომ ან ერ​თი გახ​დე, ან მეორე! და
ისი​ნი კი აც​ხა​დე​ბენ, რომ ერ​თიც არი​ან და მეორეც!

ხე​ლე​ბი ზე​მოთ აღ​მარ​თა და წრე​ზე დატ​რი​ალ​და, მარ​ჯვე​ნა ფე​ხი კი, კორ​პსაძ​რო​ბის და​რად, თით​ქოს
იატაკ​ში ჰქონ​და ჩა​მაგ​რე​ბუ​ლი.

პი​რუეტის დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ კი ჰოფ​მანს მი​უბ​რუნ​და:

– აბა, მე​დი​დუ​რო ყმაწ​ვი​ლო, რას თხზავთ?

– სო​ნა​ტებს, სა​გა​ლობ​ლებს, კვინ​ტე​ტებს.

– სო​ნა​ტებს იოჰან სე​ბას​ტიანის შემ​დეგ! სა​გა​ლობ​ლებს პერ​გო​ლე​ზის შემ​დეგ! კვინ​ტე​ტებს


ფრანც-​იოსებ ჰა​იდ​ნის შემ​დეგ! ოჰ! ახალ​გაზ​რდო​ბა! ახალ​გაზ​რდო​ბა!

მე​რე დი​დად მო​წი​წე​ბუ​ლი ხმით შეეკით​ხა:

– და რო​გორც ინ​სტრუ​მენ​ტა​ლის​ტი, რო​მელ საკ​რა​ვებ​ზე უკ​რავთ?

– ცოტ-​ცოტა თით​ქმის ყვე​ლა​ზე, სამ​სი​მიანი ვიოლი​ნო​თი დაწ​ყე​ბუ​ლი კლა​ვე​სი​ნის ჩათ​ვლით, ასე​ვე


ვიოლა​სა და თე​ორ​ბზე; მაგ​რამ ყვე​ლა​ზე მე​ტად ვიოლი​ნო მი​ტა​ცებს.

– რაც მარ​თა​ლია, მარ​თა​ლია, – მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​მა დამ​ცი​ნა​ვად გა​ნაგ​რძო, – დი​დი პა​ტი​ვი დას​დე
ვიოლი​ნოს! ნამ​დვი​ლად!
რო​გორ მი​ხა​რია, საბ​რა​ლო ვიოლი​ნო! მაგ​რამ, უბე​დუ​რო! – დაამა​ტა და ცალ ფეხ​ზე შეხ​ტო​მის
შემ​დეგ სწრა​ფად​ვე მი​უბ​რუნ​და ჰოფ​მანს, – ვიოლი​ნო​სი რა გეს​მის? ვიოლი​ნო! – მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბის
სხეული ქა​ნა​ობ​და ამ ერ​თა​დერთ ფეხ​ზე, რომ​ლის შე​სა​ხე​ბაც უკ​ვე მო​გახ​სე​ნეთ, მეორე კი ჰა​ერ​ში იყო
გა​მო​კი​დე​ბუ​ლი, ამ​წე​სა​ვით, – ადა​მიანის და​სამ​ცი​რებ​ლად თა​ვად სა​ტა​ნამ გა​მოიგო​ნა ვიოლი​ნო, და
ეს მა​შინ, რო​დე​საც სა​ტა​ნამ იმა​ზე მე​ტი ადა​მიანის სუ​ლი და​ღუ​პა, ვიდ​რე ერ​თად აღე​ბულ​მა შვი​დი​ვე
ძი​რი​თად​მა ცოდ​ვამ. არ​სე​ბობს მხო​ლოდ ერ​თი უკ​ვდა​ვი ტარ​ტი​ნი(​ჯუ​ზე​პე ტარ​ტი​ნი (1692-​1770) –
იტა​ლიელი მე​ვიოლი​ნე, კომ​პო​ზი​ტო​რი, მუ​სი​კის თეორე​ტი​კო​სი, პა​დუ​ის სა​ვიოლი​ნო სკო​ლის
ხელ​მძღვა​ნე​ლი.), ტარ​ტი​ნი, ჩე​მი მოძ​ღვა​რი, ჩე​მი გმი​რი, ჩე​მი ღმერ​თი! ის ერ​თა​დერ​თია, ვინც
ვიოლი​ნოს დაკ​ვრა​ში სრულ​ყო​ფი​ლე​ბას მი​აღ​წი​ა; მაგ​რამ მხო​ლოდ მან იცის, ეს რად და​უჯ​და ამ
ქვე​ყა​ნა​ზე და საიქიოში, რა​თა ღამ-​ღამობით თა​ვად ეშ​მა​კის​თვის და​ეკ​რა და თა​ვი​სი ხე​მი არ
დაეკარ​გა. ოჰ! ვიოლი​ნო! შენ რა იცი, უბე​დუ​რო არა​რაობავ! რა გა​გე​გე​ბა იმის, რომ ეს ინ​სტრუ​მენ​ტი
თა​ვი​სი თით​ქმის უბად​რუ​კი უბ​რა​ლოების მიღ​მა ჰარ​მო​ნი​ის ამოუწუ​რავ სა​გან​ძურს მა​ლავს, მაგ​რამ
გა​ნა ადა​მი​ანს ძა​ლუძს ღმერ​თე​ბის თა​სი​დან და​ლი​ოს? გა​ნა შე​ის​წავ​ლე ეს ხე, ეს სი​მე​ბი, ეს ხე​მი, ეს
ძუა, გან​სა​კუთ​რე​ბით ძუა? რო​გორ გგო​ნია, შე​გიძ​ლია შენს თი​თებ​ში გააერ​თიანო, შე​აგ​რო​ვო,
დაიმორ​ჩი​ლო ეს მშვე​ნიერე​ბა, რო​მე​ლიც ორ საუკუ​ნე​ზე მე​ტია წი​ნა​აღ​მდე​გო​ბას უწევს ყვე​ლა​ზე
გა​მოც​დი​ლებს, რო​მე​ლიც წუ​წუ​ნებს, კვნე​სის, ჩი​ვის მა​თი თი​თე​ბის ქვეშ და რო​მელ​მაც მხო​ლოდ
უკ​ვდა​ვი ტარ​ტი​ნის, ჩე​მი მას​წავ​ლებ​ლის, თი​თე​ბის წყა​ლო​ბით შეძ​ლო ამ​ღე​რე​ბა? რო​დე​საც ვიოლი​ნო
პირ​ვე​ლად დაიკა​ვე ხელ​ში, იმას თუ დაუფიქ​რდი, რას სჩა​დიოდი, ყმაწ​ვი​ლო? მაგ​რამ შენ პირ​ვე​ლი
არ ხარ, – ამოიოხ​რა მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​მა, – და არც უკა​ნას​კნე​ლი იქ​ნე​ბი, ვინც ვიოლი​ნომ და​ღუ​პა;
ვიოლი​ნო, მა​რა​დიული მაც​დუ​ნე​ბე​ლი! სხვებ​საც შენ​სა​ვით სჯე​რო​დათ სა​კუ​თა​რი მო​წო​დე​ბის და
ცხოვ​რე​ბა მშიერ-​მწყურვალებმა გა​ლი​ეს; შენც იმათ რი​გებს შეემა​ტე​ბი, იმ უბე​დუ​რე​ბის, ასე​თი
მრა​ვალ​რიც​ხო​ვან​ნი, სა​ზო​გა​დოების​თვის გა​მოუსა​დე​გარ​ნი, მათ მსგავ​სთათ​ვის ასე​თი აუტან​ლე​ბი
რომ არი​ან.

მე​რე, უეც​რად, ყო​ველ​გვა​რი გა​დას​ვლის გა​რე​შე, ხე​ლი სტა​ცა ვიოლი​ნო​სა და ხემს, რო​გორც
ცხე​ნოს​ნო​ბის მას​წავ​ლე​ბელ​მა აღ​ვირს, და ჰოფ​მანს გაუწო​და:

– მი​დი! – უთ​ხრა გა​მომ​წვე​ვად, – რა​მე და​მი​კა​რი. ვნა​ხოთ, დაუკა​რი, და მე​რე გეტ​ყვი, ვინ ხარ. და
თუ კი​დევ არის დრო, უფ​სკრულ​ში გა​და​ჩეხ​ვის​გან გიხ​სნა, ამას გა​ვა​კე​თებ ისე, რო​გორც იქი​დან
ამო​ვიყ​ვა​ნე საბ​რა​ლო ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი. ისიც უკ​რავ​და ვიოლი​ნო​ზე; უკ​რავ​და გან​რის​ხე​ბუ​ლი,
გა​ვე​შე​ბუ​ლი. სას​წაულე​ბის სჯე​რო​და, მაგ​რამ გო​ნიერე​ბის თვა​ლი ავუ​ხი​ლე. თა​ვი​სი ვიოლი​ნო
ნამ​სხვრე​ვე​ბად აქ​ცია და ცეცხლს მის​ცა. მე​რე ხე​ლებ​ში კლა​ვე​სი​ნი ჩა​ვუ​დე და ამან და​აწ​ყნა​რა. მი​სი
გრძე​ლი, თხე​ლი თი​თე​ბის​თვის ამ ინ​სტრუ​მენ​ტზე საკ​მა​რი​სი ად​გი​ლი იყო. თა​ვი​დან დღე​ში ათ სა​ათს
უკ​რავ​და; ახ​ლა, ახ​ლა კი უკ​ვე ასა​ტა​ნად უკ​რავს, რაც საკ​მა​რი​სია იმის​თვის, რომ ბი​ძა​მისს
დღე​სას​წაული თა​ვი​სი დაკ​რუ​ლით მიულო​ცოს. ხო​ლო ვიოლი​ნო​ზე დაკ​ვრი​სას მხო​ლოდ ეშ​მაკს
აამებ​და. მი​დით, მი​დით, ყმაწ​ვი​ლო, აი, ვიოლი​ნო, მაჩ​ვე​ნეთ, რა შე​გიძ​ლი​ათ.

ჰოფ​მან​მა ვიოლი​ნო ჩა​მო​არ​თვა და ყუ​რად​ღე​ბით და​აც​ქერ​და.

– დი​ახ, დი​ახ, – თქვა მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​მა, – ისე ათ​ვა​ლიერებ, რო​გორც გურ​მე ყნო​სავს ღვი​ნოს
ყლუ​პის მოს​მამ​დე. ჩა​მოჰ​კა​რი სიმს და თუ ყურ​მა არ გით​ხრა, ვინ არის ამ ვიოლი​ნოს შემ​ქმნე​ლი,
მა​შინ მი​სი შე​ხე​ბის ღირ​სიც არ ყო​ფილ​ხარ.

ჰოფ​მან​მა სიმს ჩა​მოჰ​კრა და გრძე​ლი, ათ​რთო​ლე​ბუ​ლი, მო​ცახ​ცა​ხე ბგე​რა გა​ის​მა.

– ეს ან​ტო​ნიო სტრა​დი​ვა​რიუსია.

– ჰმ, არც ისე ცუ​დი​ა; მაგ​რამ სტრა​დი​ვა​რიუსის ცხოვ​რე​ბის რო​მელ პე​რი​ოდ​შია დამ​ზა​დე​ბუ​ლი?
1698-​1728 წლებ​ში მან ბევ​რი ვიოლი​ნო და​ამ​ზა​და.

– ოჰ! ამას რაც შეეხე​ბა, – თქვა ჰოფ​მან​მა, – ვა​ღიარებ ჩემს უცო​დინ​რო​ბას და, ჩე​მი აზ​რით,
შე​უძ​ლე​ბე​ლი​ა...
– შე​უძ​ლე​ბე​ლიაო, რა სი​სუ​ლე​ლეა! შე​უძ​ლე​ბე​ლია! ეს, უბე​დუ​რო, იმა​ვეს ნიშ​ნავს, რომ მით​ხრა,
თით​ქოს ღვი​ნის ასა​კის გა​მოც​ნო​ბა შე​უძ​ლე​ბე​ლია მი​სი გა​სინ​ჯვის შემ​დეგ. ყუ​რი მიგ​დე, ეს ისე​თი​ვე
სი​მარ​თლეა, რო​გორც ის ფაქ​ტი, რომ დღეს 1793 წლის 10 მაისია, ეს ვიოლი​ნო კი დამ​ზა​დე​ბუ​ლია
1705 წელს, უკ​ვდა​ვი ან​ტო​ნი​ოს მოგ​ზაურო​ბი​სას კრე​მო​ნა​დან მან​ტუაში, სა​დაც თა​ვის მოს​წავ​ლეს
დაუტო​ვა სა​ხე​ლოს​ნო. გარ​და ამი​სა, ეს სტრა​დი​ვა​რიუსი, ამის თქმაც შე​მიძ​ლია, მხო​ლოდ მე​სა​მე
ხა​რის​ხი​სა​ა; მაგ​რამ იმას ვფიქ​რობ, შენ​ნაირი უბად​რუ​კი მოს​წავ​ლის​თვის ესეც კი მე​ტის​მე​ტად კარ​გი
ხომ არ არის. მი​დი, მი​დი!

ჰოფ​მან​მა ვიოლი​ნო მხარ​ზე მო​ირ​გო და გუ​ლის ფან​ცქა​ლით წა​მო​იწ​ყო ვა​რიაციები „დონ ჟუანის“
თე​მა​ზე.

Là ci darem’ la mano...(Là ci darem’ la mano – „ხე​ლი მო​მე​ცი, ლა​მა​ზო“. არიაა მო​ცარ​ტის „დონ
ჟუანი​დან“ (III, 1).)

მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი ჰოფ​მა​ნის ახ​ლოს იდ​გა, თა​ვი​თა და მრუ​დე ფე​ხით რიტმს ით​ვლი​და. დაკ​ვრი​სას
ჰოფ​მა​ნის სხეული გა​მო​ცოც​ხლდა, მი​სი თვა​ლე​ბი ელ​ვა​რებ​და, ზე​და ყბამ ქვე​და ტუჩს უკ​ბი​ნა და ამ
გაბ​რტყე​ლე​ბუ​ლი ტუ​ჩი​დან გა​მოჩ​ნდა ორი კბი​ლი, რომ​ლე​ბიც ჩვეულებ​რივ მდგო​მა​რეობა​ში
და​მა​ლუ​ლი იყო, ახ​ლა კი ტა​ხის ღო​ჯე​ბი​ვით გა​მოიჩარ​ნენ. ბო​ლოს, ალეგ​როს დაკ​ვრი​სას, რო​მე​ლიც
ჰოფ​მან​მა საკ​მა​ოდ მძლავ​რად შე​ას​რუ​ლა, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​მა თა​ვის დაქ​ნე​ვით უპა​სუ​ხა, რაც მი​სი
მხრი​დან შე​იძ​ლე​ბო​და მო​წო​ნე​ბად ჩათ​ვლი​ლი​ყო.

ჰოფ​მან​მა ბო​ლო ნა​წი​ლი, თა​ვი​სი აზ​რით, ბრწყინ​ვა​ლედ და​უკ​რა, თუმ​ცა მო​ხუც მუ​სი​კოსს სა​ხე
უსიამოვ​ნოდ დაემან​ჭა. მაგ​რამ მე​რე მო​ხუ​ცის სხეული ნელ-​ნელა დაწ​ყნარ​და და ახალ​გაზ​რდას
მხარ​ზე ხე​ლი დაჰ​კრა:

– არც ისე ცუ​დია, რო​გორც ვფიქ​რობ​დი; რო​დე​საც დაივიწ​ყებ ყვე​ლა​ფერს, რაც აქამ​დე ის​წავ​ლე,
რო​დე​საც ასე მო​დუ​რად ქცე​ულ ნახ​ტო​მებს მო​ეშ​ვე​ბი, რო​დე​საც მყვი​რა​ლა და სუ​ლე​ლურ
დე​მან​შებ​ს(დე​მან​შე – სი​მე​ბი​ან ინ​სტრუ​მენ​ტზე მარ​ცხე​ნა ხე​ლის ერ​თი​დან მეორე პო​ზი​ციაზე სწრა​ფი
გა​დას​ვლა.) აღარ მი​მარ​თავ, მა​შინ შენ​გან შე​საძ​ლე​ბე​ლია რა​ღაც ღი​რე​ბუ​ლი დად​გეს.

ამ ხოტ​ბამ ისე​თი რთუ​ლი ხა​სიათის ადა​მიანის​გან, რო​გო​რიც მო​ხუ​ცი მუ​სი​კო​სი გახ​ლდათ, ჰოფ​მა​ნი
გაახა​რა, თუმ​ცა მუ​სი​კის ოკეანე​ში ჩა​ძი​რულს არ და​ვიწ​ყე​ბია, რომ მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი ლა​მა​ზი
ან​ტო​ნი​ას მა​მა იყო.

მა​შინ​ვე გა​მოედევ​ნა იმ სიტ​ყვებს, რომ​ლე​ბიც მო​ხუ​ცის ბა​გე​ებს დას​ცდა:

– და ვინ აიღებს თა​ვის თავ​ზე, რომ ჩემ​გან რაიმე ღი​რე​ბუ​ლი დად​გეს? – იკით​ხა მან, – ნუ​თუ თქვენ,
მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ?

– რა​ტო​მაც არა, ყმაწ​ვი​ლო? რა​ტო​მაც არა, თუ მოისურ​ვებ ყუ​რი უგ​დო მო​ხუც მურს?

– მო​გის​მენთ, მა​ეს​ტრო, და იმ​დენ ხანს, რამ​დენ​საც თქვენ მოისურ​ვებთ.


– ოჰ! – დარ​დიანად წაიჩურ​ჩუ​ლა მო​ხუც​მა, რად​გან მზე​რა წარ​სულს მი​აპ​ყრო, მის ხსოვ​ნა​ში
ჩავ​ლი​ლი წლე​ბი გა​ცოც​ხლდა, – რამ​დენ ვირ​ტუ​ოზს ვიც​ნობ​დი! ვიც​ნობ​დი კო​რე​ლის​(არ​ქან​ჯე​ლო
კო​რე​ლი (1653-​1713) – იტა​ლიელი მე​ვიოლი​ნე და კომ​პო​ზი​ტო​რი; იტა​ლიური სა​ვიოლი​ნო სკო​ლის
ფუ​ძემ​დე​ბე​ლი.), ის ტრა​დი​ცი​ულ შემ​სრუ​ლებ​ლა​დაა მიჩ​ნეული, ეს მართალია. მაგ​რამ მან გაჭ​რა გზა,
პირ​ველ​მა უჩ​ვე​ნა გე​ზი – ტარ​ტი​ნის მა​ნე​რით უნ​და და​უკ​რა ან მას​ზე უარი თქვა. ის იყო პირ​ვე​ლი,
ვინც მიხ​ვდა, რომ ვიოლი​ნო თუ ღმერ​თი არა, ის ტა​ძა​რი მა​ინც არის, საიდა​ნაც ღმერთს სურს
გა​მოს​ვლა. შემ​დეგ პუ​ნიანის​(გაეტა​ნო პუ​ნიანი (1731-​1798) – იტა​ლიელი მე​ვიოლი​ნე, კომ​პო​ზი​ტო​რი,
დი​რი​ჟო​რი და პე​და​გო​გი. კო​რე​ლის და ტარ​ტი​ნის საქ​მის გამ​გრძე​ლე​ბე​ლი. ) რი​გი მო​ვი​და, სა​შუალო
მე​ვიოლი​ნის, ჭკვიანის, მაგ​რამ მე​ტის​მე​ტად რბი​ლის, ძა​ლი​ან რბი​ლის, გან​სა​კუთ​რე​ბით ზო​გი​ერ​თი
appoggiamenti(appoggiamenti – მუ​სი​კა​ლუ​რი ნომ​რის შეს​რუ​ლე​ბი​სას მუდ​მი​ვი ტემ​პის შე​ნარ​ჩუ​ნე​ბა
(მრ. რიც​ხვის ფორ​მა ტერ​მი​ნი​სა appoggiamento)) -ის შეს​რუ​ლე​ბი​სას; მე​რე ჯე​მი​ნიანი(​ფრან​ჩეს​კო
ჯე​მი​ნიანი (1687-​1762) – იტა​ლიელი მე​ვიოლი​ნე და კომ​პო​ზი​ტო​რი, მუ​სი​კის თეორიაში მრა​ვა​ლი
ნაშ​რო​მის ავ​ტო​რი.), რომ​ლის ბუ​ტა​დე​ბი(​ბუ​ტა​და – იმ​პრო​ვი​ზა​ცია, მუ​სი​კა​ლუ​რი ფან​ტა​ზი​ა.) უხე​ში,
ზედ​მე​ტად უხე​ში იყო, გარ​და​მა​ვალ მდგო​მა​რეობას არც იც​ნობ​და. პა​რიზ​ში სპე​ციალუ​რად მის
მო​სას​მე​ნად ჩა​ვე​დი, ისე, რო​გორც შენ გინ​და პა​რიზ​ში ჩას​ვლა და იქაური ოპე​რის მო​ნა​ხუ​ლე​ბა;
მა​ნიაკი იყო, მე​გო​ბა​რო, მთვა​რეული, მე​გო​ბა​რო, ადა​მიანი, რო​მე​ლიც თით​ქოს ძილ​ში
ჟეს​ტი​კუ​ლი​რებ​და, საკ​მა​ოდ კარ​გად ეს​მო​და tempo rubato(Tempo rubato – იტა​ლიური მუ​სი​კა​ლუ​რი
ტერ​მი​ნია და სიტ​ყვა​სიტ​ყვით „მო​პა​რულ ტემპს“ ნიშ​ნავს. ბა​რო​კოს ეპო​ქის მუ​სი​კა​ში აღ​მო​ცენ​და და
მუ​სი​კა​ლუ​რი ნა​წარ​მოების თა​ვი​სუ​ფალ ტემ​პში შეს​რუ​ლე​ბას აღ​ნიშ​ნავს. ), ფა​ტა​ლუ​რი tempo rubato,
რო​მე​ლიც იმა​ზე მეტ ინ​სტრუ​მენტს კლავს, ვიდ​რე ჩუტ​ყვა​ვი​ლა, ციებ-​ცხელება, შა​ვი ჭი​რი! მა​შინ ჩე​მი
მას​წავ​ლებ​ლის, უკ​ვდა​ვი ტარ​ტი​ნის მა​ნე​რით, მის​თვის ჩე​მი სო​ნა​ტე​ბი და​ვუ​კა​რი და მან თა​ვი​სი
შეც​დო​მა აღიარა. საუბე​დუ​როდ, მი​სი დაკ​ვრის მა​ნე​რა ისევ მო​წა​ფი​სე​ბუ​რი იყო. და ეს საბ​რა​ლო
ბავ​შვი უკ​ვე სა​მოც​და​თერ​თმე​ტი წლის გახ​ლდათ! თოთ​ხმე​ტი წლით ად​რე გა​და​ვარ​ჩენ​დი, ისე
რო​გორც ჯარ​დი​ნი(​ფე​ლიქს ჯარ​დი​ნი (1716-​1796) – იტა​ლიელი ვირ​ტუოზი შემ​სრუ​ლე​ბე​ლი და
კომ​პო​ზი​ტო​რი.) გა​და​ვარ​ჩი​ნე; ამ უკა​ნას​კნელს სულ​ზე მი​ვუს​წა​რი, თუმ​ცა, საუბე​დუ​როდ,
გა​მო​უს​წო​რე​ბე​ლი იყო; მის მარ​ცხე​ნა ხელ​ში თა​ვად ეშ​მაკ​მა ჩაიბუ​და, მიერე​კე​ბო​და, მიერე​კე​ბო​და,
მიერე​კე​ბო​და ისე, რომ მარ​ჯვე​ნა ვე​ღარ ეწეოდა. ეს ისე​თი​ვე უც​ნაურო​ბე​ბი, ნახ​ტო​მე​ბი და დე​მან​შე​ბი
იყო, რო​გორც ან​დერ​ლეხ​ტე​ლი გვი​დოს დაავა​დე​ბა​შეყ​რი​ლის „ცეკ​ვა“​(გვი​დო ან​დერ​ლეხ​ტე​ლის ცეკ​ვა
– ქა​ლაქ ან​დერ​ლეხ​ტის მფარ​ვე​ლად მიჩ​ნეული წმინ​და​ნის, გვი​დოს (და​ახლ. 950-​1012) სა​ხე​ლი
ეწო​და ინფექციურ-​ტოქსიკურ დაავა​დე​ბას, რო​მელ​საც ახა​სიათებს ავად​მყო​ფის კი​დუ​რე​ბის უნე​ბუ​რი
და მოუწეს​რი​გე​ბე​ლი მოძ​რაობა და ცახ​ცა​ხი, სა​ერ​თო მო​უს​ვენ​რო​ბა, მეტ​ყვე​ლე​ბის გაძ​ნე​ლე​ბა,
ჰა​ლუ​ცი​ნა​ციები და ზოგ შემ​თხვე​ვა​ში, ცრუ დამ​ბლა. დაავა​დე​ბა პირ​ვე​ლად 1646 წელს აღ​წე​რა
ინ​გლი​სელ​მა ექიმ​მა თ. სი​დენ​გამ​მა.). ერთ დღეს, იომე​ლის​(ნი​კო​ლო იომე​ლი (1714-​1774) –
იტა​ლიელი კომ​პო​ზი​ტო​რი, ნეაპო​ლუ​რი სკო​ლის წარ​მო​მად​გე​ნე​ლი. მის​მა შე​მოქ​მე​დე​ბამ მო​ამ​ზა​და
გლუ​კის საოპე​რო რე​ფორ​მა. )თან​დას​წრე​ბით, არაჩ​ვეულებ​რი​ვი მო​ნაკ​ვე​თი გააფუ​ჭა და კე​თილ​მა
იომე​ლიმ, რო​მე​ლიც მსოფ​ლიოში ყვე​ლა​ზე მა​მა​ცი ადა​მიანი გახ​ლდათ, ისე​თი სი​ლა გა​აწ​ნა, ჯარ​დი​ნის
ერ​თი თვე ლო​ყა გა​სიებუ​ლი ჰქონ​და, იომე​ლის კი ხე​ლის მტე​ვა​ნი. ეს იგი​ვეა, რაც ლუ​ლი(​ჟან ბა​ტისტ
ლუ​ლი (ჯო​ვა​ნი ბა​ტის​ტა) (1632-​1687) – წარ​მო​შო​ბით იტა​ლიელი, ფრან​გი კომ​პო​ზი​ტო​რი. ის
ფრან​გუ​ლი კლა​სი​კუ​რი ოპე​რის ფუ​ძემ​დე​ბე​ლი​ა.), შე​რე​კი​ლი, ნამ​დვი​ლი გი​ჟი, თოკ​ზე მო​ცეკ​ვა​ვე,
სა​ში​ში ნახ​ტო​მე​ბის ოს​ტა​ტი, რო​მელ​საც ხე​მის ნაც​ვლად ეკ​ვი​ლიბ​რის​ტის ჯოხს აძ​ლე​ვენ.
სამ​წუ​ხა​როა! სამ​წუ​ხა​როა! სა​ვა​ლა​ლოა! – და​ნა​ნე​ბით წა​მოიძა​ხა მო​ხუც​მა, – ჩე​მი და
ნარ​დი​ნის​(პი​ეტ​რო ნარ​დი​ნი (1722-​1793) – იტა​ლიელი მე​ვიოლი​ნე და კომ​პო​ზი​ტო​რი.)
გარ​დაც​ვა​ლე​ბას​თან ერ​თად მოკ​ვდე​ბა ვიოლი​ნო​ზე დაკ​ვრის ლა​მა​ზი ხე​ლოვ​ნე​ბა; ის ხე​ლოვ​ნე​ბა,
რო​მე​ლიც ჩვენ, ყვე​ლას, გვას​წავ​ლა ორ​ფე​ოს​მა; იგი თა​ვი​სი დაკ​ვრით იზი​დავ​და ცხო​ვე​ლებს, ქვებს
ად​გილს უც​ვლი​და და ქა​ლა​ქებს აშე​ნებ​და. იმის ნაც​ვლად, რომ ღვთიური ვიოლი​ნო​თი ავა​შე​ნოთ,
დაწ​ყევ​ლი​ლი საყ​ვი​რე​ბით ვან​გრევთ. თუ ოდეს​მე ფრან​გე​ბი გერ​მა​ნიაში შე​მოვ​ლენ
ფი​ლიპ​სბურ​გის​(ფი​ლიპ​სბურ​გი – ქა​ლა​ქი და სი​მაგ​რე და​სავ​ლეთ გერ​მა​ნიაში. XVII-​XVIII საუკუ​ნე​ებ​ში
ფრან​გებ​მა არა​ერ​თხელ სცა​დეს მი​სი აღე​ბა.) გა​ლავ​ნის და​სან​გრე​ვად, რო​მელ​საც უკ​ვე ამ​დენ​ჯერ
შე​მო​არ​ტყეს ალ​ყა, ოთ​ხი ვიოლი​ნო​თი კონ​ცერ​ტის გა​მარ​თვა საკ​მა​რი​სი იქ​ნე​ბა.

მო​ხუც​მა სუ​ლი მო​ით​ქვა და უფ​რო დამ​შვი​დე​ბუ​ლი ტო​ნით გა​ნაგ​რძო:

– კარ​გად ვი​ცი, რომ არ​სე​ბობს ვიოტი(​ჯო​ვა​ნი ბა​ტის​ტა ვიოტი (1755-​1824) – იტა​ლიელი მე​ვიოლი​ნე
და კომ​პო​ზი​ტო​რი. ცხოვ​რობ​და ავ​სტრიასა და საფ​რან​გეთ​ში. ფრან​გუ​ლი სა​ვიოლი​ნო სკო​ლის
ფუ​ძემ​დე​ბე​ლი​ა.), ჩე​მი ერთ-​ერთი შე​გირ​დი, შე​სა​ნიშ​ნა​ვი მიდ​რე​კი​ლე​ბის მქო​ნე, მაგ​რამ მო​უთ​მე​ნე​ლი,
მაგ​რამ უტი​ფა​რი, მაგ​რამ დაუმორ​ჩი​ლე​ბე​ლი. ჯარ​ნო​ვიც​კის​(ჯო​ვა​ნი მა​ნე ჯარ​ნო​ვიც​კი (1747-​1804) –
მე​ვიოლი​ნე, რო​მე​ლიც წარ​მა​ტე​ბით მარ​თავ​და კონ​ცერ​ტებს ევ​რო​პა​ში; იყო იმ​პე​რატ​რი​ცა ეკა​ტე​რი​ნე
II-​ის კა​რის მუ​სი​კო​სი. მას უკავ​შირ​დე​ბა სა​ვიოლი​ნო მუ​სი​კა​ში მთე​ლი რი​გი სი​ახ​ლეების შე​მო​ტა​ნა.)
რაც შეეხე​ბა, ის ფუქ​სა​ვა​ტი და რეგ​ვე​ნი​ა; და პირ​ვე​ლი, რაც ვუთ​ხა​რი ჩემს მო​ხუ​ცე​ბულ ლის​ბეთს, თუ
ოდეს​მე ჩე​მი სახ​ლის კარ​თან მის სა​ხელს გაიგო​ნებ​და, კა​რი გულ​დას​მით უნ​და ჩაეკე​ტა. უკ​ვე
ოც​და​ათ წელ​ზე მე​ტია ლის​ბე​თი ჩემ​თან ცხოვ​რობს და მა​ინც გე​უბ​ნე​ბით, ყმაწ​ვი​ლო, ლის​ბეთ​საც კი
დაუფიქ​რებ​ლად და​ვით​ხოვ​დი, თუ ჩემ​თან ამ ჯარ​ნო​ვიც​კის ფეხს შე​მო​ად​გმე​ვი​ნებ​და. სარ​მა​ტი,
უელ​სე​ლი, აი, რას იტ​ყო​და მას​ზე ყვე​ლა​ზე უარესს მოძ​ღვარ​თა მოძ​ღვა​რი, უკ​ვდა​ვი ტარ​ტი​ნი. ოჰ! ის,
ვინც ჯარ​ნო​ვიც​კის თავს მო​მი​ტანს, ვპირ​დე​ბი, იმ​დენ გაკ​ვე​თილს ჩა​ვუ​ტა​რებ და იმ​დენ რჩე​ვას მივ​ცემ,
რამ​დე​ნიც მოესურ​ვე​ბა. შენ რაც შე​გე​ხე​ბა, ჩე​მო ბი​ჭო, – მო​ხუ​ცე​ბუ​ლი ჰოფ​მანს მი​უბ​რუნ​და, – არც ისე
ძლიერი ხარ, ეს მარ​თა​ლია, მაგ​რამ ჩე​მი შე​გირ​დე​ბი, რო​დე(​პი​ერ რო​დე (1774-​1830) – ფრან​გი
კომ​პო​ზი​ტო​რი, რო​მე​ლიც ვიოლი​ნოს​თვის წერ​და ნა​წარ​მოებებს, მას​წავ​ლე​ბე​ლი.) და
კრეიცე​რიც​(რო​დოლფ კრეიცე​რი (1766-​1831) – ფრან​გი კომ​პო​ზი​ტო​რი, რო​მე​ლიც ვიოლი​ნოს​თვის
წერ​და, დი​რი​ჟო​რი; XIX საუკუ​ნის ფრან​გუ​ლი სა​ვიოლი​ნო სკო​ლის ფუ​ძემ​დე​ბე​ლი.) არ იყ​ვნენ შენ​ზე
ძლიერე​ბი. შენ რაც შე​გე​ხე​ბა, იმის თქმა შე​მიძ​ლია, რომ, რა​კი მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი მო​ძებ​ნე, რა​კი
მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​თან შე​სახ​ვედ​რად მოხ​ვე​დი, რა​კი რე​კო​მენ​და​ცია გა​გი​წია ისეთ​მა ადა​მი​ან​მა,
რო​გო​რიც ზა​ქა​რია ვერ​ნე​რია, ესე იგი მაგ მკერ​დში ხე​ლო​ვა​ნის გუ​ლი ძგერს. ახ​ლა კი, ყმაწ​ვი​ლო,
აღარ მოგ​ცემ და​საკ​რა​ვად ან​ტო​ნიო სტრა​დი​ვა​რიუსის ინ​სტრუ​მენტს, არც გრა​მუ​ლოს, ძვე​ლი
ოს​ტა​ტის, ნა​კე​თო​ბას, რო​მელ​საც დი​დად აფა​სებ​და უკ​ვდა​ვი ტარ​ტი​ნი და ყო​ველ​თვის მხო​ლოდ
გრა​მუ​ლო​ზე უკ​რავ​და; არა, ეს იქ​ნე​ბა ან​ტო​ნიო ამა​ტი​(ან​ტო​ნიო ამა​ტი (და​ახ. 1540-​1600) – ხე​მიანი
ინ​სტრუ​მენ​ტე​ბის დამ​ზა​დე​ბის ოს​ტა​ტი. მა​მა​მი​სი კლა​სი​კუ​რი ტი​პის ვიოლი​ნო​ებს ამ​ზა​დებ​და.), მი​სი
წი​ნა​პა​რი, წი​ნა​მორ​ბე​დი, სწო​რედ მის სა​ფუძ​ველ​ზე დამ​ზად​და ყვე​ლა და​ნარ​ჩე​ნი ვიოლი​ნო, სწო​რედ
ეს ინ​სტრუ​მენ​ტი იქ​ნე​ბა ჩე​მი ქა​ლიშ​ვი​ლის, ან​ტო​ნი​ას მზით​ვი და სწო​რედ მას​ზე მინ​და, დაკ​ვრა
გას​წავ​ლო. ეს არის ული​სეს მშვილ​დი, და ის, ვი​საც შე​უძ​ლია, ული​სეს მშვილ​დი მო​ზი​დოს,
პე​ნე​ლო​პეს ღირ​სიც იქ​ნე​ბა.

მო​ხუც​მა ოქ​რომ​კე​დით ნა​ქარ​გი, ხა​ვერ​დგა​დაკ​რუ​ლი ყუ​თი გახ​სნა და იქი​დან ვიოლი​ნო ამოიღო,


რო​მე​ლიც არ ჰგავ​და არც ერთ სხვა ვიოლი​ნოს და ჰოფ​მანს გა​ახ​სენ​და, რომ მსგავ​სი ინ​სტრუ​მენ​ტი
მხო​ლოდ ერ​თხელ ნა​ხა თა​ვი​სი ბი​ძე​ბი​სა და დეიდა-​მამიდა-ბიცოლების ერთ-​ერთი ფან​ტას​ტი​კუ​რი
კონ​ცერ​ტი​სას.
შემ​დეგ მო​ხუ​ცი ინ​სტრუ​მენ​ტის​კენ მო​წი​წე​ბით დაიხა​რა და ის ჰოფ​მანს გაუწოდა:

– აიღე და მის​თვის მე​ტის​მე​ტად შეუფე​რე​ბე​ლი ნუ იქ​ნე​ბი.

ჰოფ​მან​მა თა​ვი და​უკ​რა, ინ​სტრუ​მენ​ტი მოკ​რძა​ლე​ბით აიღო და იოჰან-​სებასტიან ბა​ხის ძვე​ლი


ეტიუდის დაკ​ვრა და​იწ​ყო.

– ბა​ხი, ბა​ხი, – წაილუღ​ლუ​ღა გოტ​ლიბ​მა, – ორ​გა​ნის​თვის კი​დევ გა​მოდ​გე​ბა, მაგ​რამ ვიოლი​ნოს​თან


არა​ფე​რი ესაქ​მე​ბა. თუმ​ცა რა მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს.

პირ​ვე​ლი​ვე ბგე​რის გა​გო​ნე​ბა​ზე, რო​მე​ლიც ინ​სტრუ​მენტს გა​მოაცე​მი​ნა, ჰოფ​მანს შე​აჟ​რჟო​ლა,


რად​გან, რო​გორც გა​მოც​დილ მუ​სი​კოსს, კარ​გად ეს​მო​და, ჰარ​მო​ნი​ის რო​გო​რი სა​გან​ძუ​რი მო​ექ​ცა
მის ხელ​ში.

ხე​მი ისე​თი მოხ​რი​ლი იყო, მარ​თლაც მშვილდს ჰგავ​და და ინ​სტრუ​მენ​ტა​ლისტს ოთ​ხი​ვე სიმ​ზე
ერ​თდროულად შე​ხე​ბის სა​შუალე​ბას აძ​ლევ​და, ამ სი​მე​ბი​დან უკა​ნას​კნე​ლი ისეთ და​მატ​ყვე​ვე​ბელ
ზე​ცი​ურ ბგე​რებს გა​მოს​ცემ​და, რომ ჰოფ​მა​ნი ვე​რა​სო​დეს წარ​მო​იდ​გენ​და, თუ შე​იძ​ლე​ბა ადა​მიანის
ხე​ლებ​მა ინ​სტრუ​მენ​ტი მსგავ​სი ზე​ციური ხმით ააჟ​ღე​როს.

ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში მო​ხუ​ცი მის გვერ​დით იდ​გა, თა​ვი უკან გა​დაეწია, თვა​ლე​ბი მოეჭუ​ტა და
თა​ვის​თვის ლუღ​ლუ​ღებ​და:

– არც ისე ცუ​დია, ყმაწ​ვი​ლო, არც ისე ცუ​დი; მარ​ჯვე​ნა ხე​ლი, მარ​ჯვე​ნა ხე​ლი! მარ​ცხე​ნა მხო​ლოდ
მოძ​რაობაა, მარ​ჯვე​ნა კი სუ​ლია. მაშ, სუ​ლი! სუ​ლი! სუ​ლი!!!

ჰოფ​მა​ნი კარ​გად გრძნობ​და, მო​ხუ​ცი გოტ​ლი​ბი მარ​თა​ლი იყო, და ისიც ეს​მო​და, პირ​ვე​ლი მოს​მე​ნის
შემ​დეგ რა​ტომ უთ​ხრა, დაევიწ​ყე​ბი​ნა ყვე​ლა​ფე​რი, რაც აქამ​დე ის​წავ​ლა; და უხი​ლა​ვი, მაგ​რამ
თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლი, მზარ​დი დარ​წმუ​ნე​ბუ​ლო​ბით გა​და​დიოდა პიანი​სი​მო​დან ფორ​ტი​სი​მომ​დე,
ალერ​სი​დან მრის​ხა​ნე​ბამ​დე, ელ​ვი​დან ქუ​ხი​ლამ​დე, იკარ​გე​ბო​და ჰარ​მო​ნი​ის მო​რევ​ში, რო​მელ​საც
ღრუ​ბე​ლი​ვით წარ​მოქ​მნი​და, რო​მელ​საც სა​შუალე​ბას აძ​ლევ​და, დაშ​ლი​ლი​ყო მო​ჩურ​ჩუ​ლე
შად​რევ​ნე​ბად, წვე​თე​ბად, ნეს​ტი​ან მტვრად. მთლიანად მო​იც​ვა ამ ახალ​მა მდგო​მა​რეობამ, თით​ქმის
ექ​სტაზ​მა, რო​დე​საც უეც​რად მარ​ცხე​ნა ხე​ლი სი​მებ​ზე და​უშ​ვა, ხელ​ში ხე​მი გაუშეშ​და, ვიოლი​ნო
მკერ​დზე ჩა​მოუცურ​და, თვა​ლე​ბი ერთ წერ​ტილს გა​უშ​ტე​რა.

ის-​ის იყო კა​რი გაიღო და ჰოფ​მან​მა თა​ვის წინ და​კი​დე​ბულ სარ​კე​ში თით​ქოს ციური ჰარ​მო​ნი​ის
წყა​ლო​ბით გა​მო​ძა​ხე​ბუ​ლი ლა​მა​ზი ან​ტო​ნია დაინა​ხა, რო​მელ​საც ბა​გეები ოდ​ნავ გა​პო​ბო​და, მკერ​დი
აუდ-​ჩაუდიოდა, თვა​ლე​ბი და​ნა​მუ​ლი ჰქონ​და.

ჰოფ​მანს სი​ხა​რუ​ლის შე​ძა​ხი​ლი აღ​მოხ​და და მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​მა ის​ღა მოახერ​ხა, დრო​ზე დაეჭი​რა
სა​ხელ​გან​თქმუ​ლი ან​ტო​ნიო ამა​ტის ვიოლი​ნო, რო​მე​ლიც ახალ​გაზ​რდა მუ​სი​კოსს ხე​ლი​დან
გაუცურ​და.
IV - ანტონია

ან​ტო​ნი​ამ კა​რი გააღო და ოთახ​ში შეაბი​ჯა – ჰოფ​მანს ახ​ლა ათას​ჯერ უფ​რო ლა​მა​ზი მო​ეჩ​ვე​ნა
გო​გო​ნა, ვიდ​რე ეკ​ლე​სი​ის კი​ბე​ზე ჩავ​ლი​სას.

ამ​ჯე​რად ვაჟ​მა სარ​კე​ში თვა​ლის ერ​თი შევ​ლე​ბით ახ​ლო​დან დაინა​ხა მთე​ლი სი​ლა​მა​ზე, რაც შო​რი​დან
კარ​გად არ ჩან​და.

ან​ტო​ნია ჩვიდ​მე​ტიოდე წლის იქ​ნე​ბო​და; ტან​მორ​ჩი​ლი არ ეთ​ქმო​და, ოდ​ნავ სრუ​ლი იყო და სა​შუალო
სი​მაღ​ლის; ამას​თან – ძვალ​წვრი​ლი, თუმ​ცა – არა გამ​ხდა​რი; ვერც იმას იტ​ყო​დით, სუს​ტიაო, მაგ​რამ
ისე​თი მოქ​ნი​ლი იყო, რომ ვე​რაფ​რით შეადა​რებ​დით ვერც თვით ღე​რო​ზე მო​ქა​ნა​ვე შრო​შან​თან, ვერც
ქარ​ში მოხ​რილ პალ​მის ხეს​თან ან იტა​ლი​ურ morbidezza(Morbidezza (იტ. ფერწ.) – სირ​ბი​ლე,
სი​ნა​ზე, ბუ​ნებ​რიობა (ა​და​მიანის სხეულის გამოსახვისას).)-​სთან – ამ ერ​თა​დერთ სიტ​ყვას​თან,
რო​მე​ლიც მეტ-​ნაკლები სი​ზუს​ტით გა​მო​ხა​ტავ​და მი​სი და​ნახ​ვი​სას მოგ​ვრილ შთა​ბეჭ​დი​ლე​ბას.
დე​და​მი​სი, ჯუ​ლიეტას და​რად, ვე​რო​ნის ერთ-​ერთი ულა​მა​ზე​სი გა​ზაფ​ხუ​ლის ყვა​ვი​ლი იყო. ან​ტო​ნიაში
ერ​თმა​ნეთს ეხ​ლე​ბო​და, თუმ​ცა ერ​თმა​ნეთ​ში არ ირეოდა, გა​მარ​ჯვე​ბის​თვის მო​და​ვე ორი რა​სის
სი​ლა​მა​ზე და სწო​რედ ეს ქმნი​და მის გან​სა​კუთ​რე​ბულ მომ​ხიბ​ვლე​ლო​ბას. ასე მა​გა​ლი​თად,
ჩრდი​ლოეთე​ლი ქა​ლე​ბის კა​ნის დახ​ვე​წი​ლო​ბას ეხა​მე​ბო​და სამ​ხრე​თე​ლი ქა​ლე​ბის მუ​ქი ფე​რის კა​ნი;
ქე​რა, სქე​ლი და იმავ​დროულად მსუ​ბუ​ქი თმა ქა​რის ყო​ველ და​ბერ​ვა​ზე ოქ​როს​ფე​რი კვამ​ლი​ვით რომ
იშ​ლე​ბო​და, შა​ვი ხა​ვერ​დის სა​დარ თვა​ლებ​სა და წარ​ბებს ეფა​რე​ბო​და. და კი​დევ, სრუ​ლი​ად
გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი იყო მი​სი ხმა, ორი ენის ჰარ​მო​ნიული შერ​წყმის ნი​მუ​ში – რო​დე​საც ან​ტო​ნია
გერ​მა​ნუ​ლად სა​უბ​რობ​და, გერ​მა​ნუ​ლი ენის სიტ​ლან​ქეს არ​ბი​ლებ​და იმ ენის სილ​ბო, რო​მელ​შიც
დან​ტეს სიტ​ყვე​ბით, გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლად ჟღერს სი, ხო​ლო მე​ტას​ტა​ზიოსა(​პი​ეტ​რო მე​ტას​ტა​ზიო
(პი​ეტ​რო ბო​ნა​ვენ​ტუ​რა ტრა​პა​სი) (1698-​1782) – იტა​ლიელი პოეტი და დრამატურგი-​ლიბრეტისტი.) და
გოლ​დო​ნის​(კარ​ლო გოლ​დო​ნი (1707-​1793) – იტა​ლიელი დრა​მა​ტურ​გი, 267 პიესის ავ​ტო​რი,
იტა​ლიური დრა​მა​ტურ​გიისა და თე​ატ​რის სფე​რო​ში სა​გან​მა​ნათ​ლებ​ლო რე​ფორ​მა გა​ნა​ხორ​ციელა.)
ცო​ტა​თი რბილ ენას ში​ლე​რი​სა და გოეთეს ენა მის​თვის და​მა​ხა​სიათე​ბელ ძლი​ერ აქ​ცენტს ანი​ჭებ​და.

მაგ​რამ ეს აღ​რე​ვა მხო​ლოდ ფი​ზი​კუ​რი არ იყო. მო​რა​ლის თვალ​საზ​რი​სი​თაც, ან​ტო​ნია იმ იშ​ვი​ათ,


არაჩ​ვეულებ​რივ ტიპს მიეკუთ​ვნე​ბო​და, რო​მელ​საც შე​უძ​ლია გააერ​თიანოს ერ​თმა​ნე​თის
სა​პი​რის​პი​რო იტა​ლი​ის მზე და გერ​მა​ნი​ის ნის​ლი. თით​ქოს ერ​თდროულად ფე​რი​აც იყო და მუ​ზაც,
ბა​ლა​დის ლო​რე​ლე​ი(​ლო​რე​ლეი – შუა საუკუ​ნეების გერ​მა​ნუ​ლი ბა​ლა​დე​ბის პერ​სო​ნა​ჟი, მშვე​ნიერი
ქალ​წუ​ლი, რო​მე​ლიც რაინის ნა​პირ​თან ცხოვ​რობს და თა​ვი​სი სიმ​ღე​რით იზი​დავს მე​თევ​ზე​ებს, მე​რე
ღუ​პავს მათ.) და „ღვთა​ებ​რი​ვი კო​მე​დი​ის“ ბე​ატ​რი​ჩე.

საქ​მე ის იყო, რომ ან​ტო​ნია შე​სა​ნიშ​ნა​ვი ხე​ლო​ვა​ნი და დი​დი შე​მოქ​მე​დის ქა​ლიშ​ვი​ლი გახ​ლდათ.
იტა​ლი​ურ მუ​სი​კას შეჩ​ვეული დე​და​მი​სი ერთ დღე​საც პი​რის​პირ შეეჯა​ხა გერ​მა​ნულ მუ​სი​კას. მას
ხელ​ში ჩაუვარ​და გლუ​კის „ალ​ცეს​ტეს​“(„ალ​ცეს​ტე“ – გლუ​კის ოპე​რა პირ​ვე​ლად 1767 წელს ვე​ნა​ში
და​იდ​გა. სიუჟე​ტი ეყ​რდნო​ბა ძველ​ბერ​ძნულ მითს დე​დო​ფალ ალ​ცეს​ტეს შე​სა​ხებ, რო​მე​ლიც და​თან​ხმდა
ნა​ად​რე​ვი სიკ​ვდი​ლის​თვის გან​წი​რუ​ლი ქმა​რი შე​ეც​ვა​ლა.) პარ​ტი​ტუ​რა, იმ​დე​ნი ქნა, რომ გოტ​ლიბს ის
იტა​ლიურად ათარ​გმნი​ნა და მე​რე იტა​ლიურად თარ​გმნი​ლი ოპე​რა ვე​ნა​ში იმ​ღე​რა. მაგ​რამ სა​კუ​თა​რი
ძა​ლე​ბი გა​და​ჭარ​ბე​ბით შეაფა​სა, უფ​რო ზუს​ტად, არაჩ​ვეულებ​რივ​მა მომ​ღე​რალ​მა, საკუთარი
მგრძნო​ბე​ლო​ბის სიღ​რმე არ იცო​და. ოპე​რას დი​დი წარ​მა​ტე​ბა ხვდა წი​ლად, თუმ​ცა მე​სა​მე
წარ​მოდ​გე​ნის დროს, ალ​ცეს​ტეს გა​საოცა​რი სო​ლოს მღე​რი​სას:

„სტიქ​სის ღმერ​თე​ბო, სიკ​ვდი​ლის მბრძა​ნებ​ლე​ბო,

თქვენ​გან შებ​რა​ლე​ბას არ ვით​ხოვ.

საყ​ვა​რელ მე​უღ​ლეს სა​ბე​დის​წე​რო ხვედრს გა​მოვ​ტა​ცებ,

სა​ნაც​ვლოდ კი მის ცოლს გი​ტო​ვებთ...“

რო​დე​საც გულ​მკერ​დი​დან მთე​ლი ძა​ლით ამო​ხეთ​ქა რე-მ, ქა​ლი გა​ფით​რდა, წა​ბარ​ბაც​და და


გულ​წა​სუ​ლი დაეცა. ასეთ ლა​მაზ მკერ​დში საყ​რდე​ნი გატ​ყდა, ღმერ​თე​ბი​სად​მი მსხვერ​პლშე​წირ​ვა
მარ​თლაც აღ​სრულ​და – ან​ტო​ნი​ას დე​და გარ​და​იც​ვა​ლა.

საბ​რა​ლო მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი წარ​მოდ​გე​ნას დი​რი​ჟო​რობ​და; თა​ვი​სი სა​ვარ​ძლი​დან დაინა​ხა, რო​გორ


წა​ბარ​ბაც​და, გა​ფით​რდა და წა​იქ​ცა ის, ვინც ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე მე​ტად უყ​ვარ​და; მე​ტიც, გაიგო​ნა მის
გულ​მკერ​დში ჩამ​წყდა​რი სი​მის ხმა, რო​მელ​საც ქა​ლის სი​ცოც​ხლე ეჭი​რა, და სა​ზარ​ლად და​იღ​რიალა,
რა​საც სულ​თმობ​რძა​ვის უკა​ნას​კნე​ლი კვნე​სა შეუერ​თდა.

იქ​ნებ სწო​რედ ამის გა​მო სძულ​და მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს გერ​მა​ნე​ლი კომ​პო​ზი​ტო​რე​ბი – ეს იყო რა​ინ​დი
გლუ​კი, თუმ​ცა სრუ​ლი​ად უდა​ნა​შაულო, რო​მელ​მაც სი​ცოც​ხლე მო​უს​წრა​ფა მის ტე​რე​ზას – და სურ​და,
იგი​ვე ბე​დი სწეოდა გლუკ​საც. ეს გრძნო​ბა მხო​ლოდ დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში მი​ნელ​და. და რაც უფ​რო
იზ​რდე​ბო​და ან​ტო​ნია, მას​ზე გა​დაიტა​ნა ის სიყ​ვა​რუ​ლი, რო​მე​ლიც საყ​ვა​რელ ქალ​თან აკავ​ში​რებ​და.

ჩვიდ​მე​ტი წლის ან​ტო​ნია მო​ხუ​ცის​თვის ყვე​ლა​ფე​რი იყო. იგი ან​ტო​ნიათი ცოც​ხლობ​და, ან​ტო​ნიათი
სუნ​თქავ​და; გო​ნე​ბა​შიც კი არ გა​უვ​ლია ან​ტო​ნი​ას სიკ​ვდი​ლის აზ​რი; და თუნ​დაც აზ​რად მოს​ვლო​და,
წარ​მო​უდ​გენ​ლად მი​აჩ​ნდა, ქა​ლიშ​ვი​ლის გარ​დაც​ვა​ლე​ბას მოს​წრე​ბო​და.

ამი​ტო​მაც ისე​თი​ვე აღ​ტა​ცე​ბით შეხ​ვდა კა​რის ზღურ​ბლზე ან​ტო​ნი​ას გა​მო​ჩე​ნას, რო​გორც ჰოფ​მა​ნი,
თუმ​ცა ვა​ჟის გრძნო​ბა გან​სხვა​ვე​ბუ​ლად წმინ​და იყო.

ახალ​გაზ​რდა ქა​ლი ნე​ლა მოაბი​ჯებ​და; მის წამ​წა​მებ​ზე ცრემ​ლი კიაფობ​და; და ჰოფ​მა​ნის​კენ სა​მი
ნა​ბი​ჯის გა​დად​გმის შემ​დეგ, ვაჟს ხე​ლი გაუწო​და.

მე​რე უბი​წო ში​ნაურუ​ლო​ბით, თით​ქოს ჰოფ​მანს უკ​ვე ათი წე​ლია იც​ნობ​და, უთ​ხრა:

– გა​მარ​ჯო​ბა, ჩე​მო ძმაო.


მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი ქა​ლიშ​ვი​ლის გა​მო​ჩე​ნის შემ​დეგ უძ​რა​ვად, და​მუნ​ჯე​ბუ​ლი იდ​გა; მის​მა სულ​მა,
რო​გორც ყო​ველ​თვის, სხეული და​ტო​ვა და გო​გო​ნას გარ​შე​მო ტრიალებ​და, ან​ტო​ნი​ას სიყ​ვა​რუ​ლი​სა
და ბედ​ნიერე​ბის ყვე​ლა იმ მე​ლო​დი​ას უმ​ღე​რო​და, რაც კი შე​უძ​ლია მა​მის სულს საყ​ვა​რელ
ქა​ლიშ​ვილს უმ​ღე​როს.

მის​თვის ასე​თი ძვირ​ფა​სი ან​ტო​ნიო ამა​ტის ინ​სტრუ​მენ​ტი მა​გი​და​ზე და​დო, ხე​ლე​ბი შე​ატ​ყუ​პა, თით​ქოს
ღვთის​მშობ​ლის ქან​და​კე​ბის წინ იდ​გა და ისე ადევ​ნებ​და თვალს თა​ვის ქა​ლიშ​ვილს.

რაც შეეხე​ბა ჰოფ​მანს, არ იცო​და, ძილ​ში იყო თუ ღვი​ძილ​ში, მი​წა​ზე თუ ზე​ცა​ში, მის​კენ ქა​ლი
მოემარ​თე​ბო​და თუ ცი​დან მოვ​ლე​ნი​ლი ან​გე​ლო​ზი.

რო​დე​საც ან​ტო​ნია მიუახ​ლოვ​და, ძმა დაუძა​ხა და ხე​ლი გაუწო​და, ჰოფ​მან​მა ერ​თი ნა​ბი​ჯით უკან
დაიხია.

– თქვენ! ჩე​მი და! – წა​მოიძა​ხა მო​გუ​დუ​ლი ხმით.

– დი​ახ, – მიუგო ან​ტო​ნი​ამ, – ოჯა​ხი სის​ხლით ნა​თე​საობა არ არის, არა​მედ – სუ​ლით. ყვე​ლა
ყვა​ვი​ლი, თა​ვი​ან​თი სურ​ნე​ლის წყა​ლო​ბით, ერ​თმა​ნე​თის და​ა; ყვე​ლა ხე​ლო​ვა​ნი ერ​თმა​ნე​თის ძმაა
შე​მოქ​მე​დე​ბის გა​მო. არა​სო​დეს მი​ნა​ხი​ხართ, ეს მარ​თა​ლია, მაგ​რამ გიც​ნობთ; თქვენ​მა ხემ​მა ეს-​ესაა
თქვე​ნი ცხოვ​რე​ბა მო​მიყ​ვა. პოეტი ხართ, ცო​ტა​თი შე​რე​კი​ლი, საბ​რა​ლო მე​გო​ბა​რი! საუბე​დუ​როდ, ის
ნა​პერ​წკა​ლი, რო​მელ​საც ღმერ​თი ჩვენს თავ​ში ან მკერ​დში აღ​ვი​ვებს, ტვინს გვიწ​ვავს ან გულს
გვიღ​რღნის.

მე​რე მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს მი​უბ​რუნ​და:

– გა​მარ​ჯო​ბა, მა​მა. ჯერ რა​ტომ არ გი​კოც​ნი​ათ თქვე​ნი ან​ტო​ნი​ას​თვის? ოჰ! ახ​ლა კი მეს​მის,
Matrimonio segreto, Stabat mater(Stabat mater – „იდ​გა ღვთის​მშო​ბე​ლი“ ცნო​ბი​ლი კა​თო​ლი​კუ​რი
სა​სუ​ლიერო ჰიმ​ნი​ა.). ჩი​მა​რო​ზა, პერ​გო​ლე​ზი? პორ​პო​რა(​ნი​კო​ლო ან​ტო​ნიო პორ​პო​რა (1686-​1768)
– იტა​ლიელი კომ​პო​ზი​ტო​რი, ნეაპო​ლუ​რი საოპე​რო სკო​ლის წარ​მო​მად​გე​ნე​ლი.)! რას გახ​დე​ბა
ან​ტო​ნია ამ გე​ნიოსებ​თან, საბ​რა​ლო ბავ​შვი, რო​მელ​საც უყ​ვარ​ხართ, მაგ​რამ მათ გა​მო
და​გა​ვიწ​ყდათ.

– მე და​მა​ვიწ​ყდა! – წა​მოიძა​ხა გოტ​ლიბ​მა, – ბე​ბერ მურს ან​ტო​ნია დაავიწ​ყდა! მა​მამ ქა​ლიშ​ვი​ლი


დაივიწ​ყა! რა​ტომ! რამ​დე​ნი​მე სუ​ლე​ლუ​რი მუსიკალური ნო​ტის გა​მო, წრეები​სა და კაუჭე​ბის, შა​ვე​ბი​სა
და თეთ​რე​ბის, დიეზე​ბი​სა და ბე​მო​ლე​ბის ერ​თობ​ლიობის​თვის! ჰო, რო​გორ არა! აბა, შე​მომ​ხე​დე,
რო​გორ და​მა​ვიწ​ყდა!

მე​რე და​სა​ხიჩ​რე​ბუ​ლი ფე​ხით სა​ოც​რად მკვირ​ცხლად შე​მოტ​რი​ალ​და, ორი​ვე ხე​ლი ორ​კეს​ტრის


მუ​სი​კო​სე​ბის​თვის და​სა​რი​გებ​ლად გამ​ზა​დე​ბულ Del Matrimonio segreto-ს პარ​ტი​ტუ​რებს და​ავ​ლო.

– მა​მა! მა​მა! – წა​მოიძა​ხა ან​ტო​ნი​ამ.


– ცეც​ხლში! ცეც​ხლში! – ყვი​რო​და მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი, – ცეც​ხლი სად არის, ამ ყვე​ლა​ფერს დავ​წვავ;
ცეცხლს მივ​ცემ პერ​გო​ლე​ზის! ცეც​ხლი, ჩი​მა​რო​ზას დავ​წვავ! ცეც​ხლი, პა​სიელო​საც დავ​წვავ! ცეც​ხლი
მაჩ​ვე​ნეთ, ჩემს ან​ტო​ნიო ამა​ტი​საც მანდ გა​და​ვუ​ძა​ხებ! გა​ნა ჩე​მი გო​გო​ნა, ჩე​მი ან​ტო​ნია არ ამ​ბობს,
რომ უფ​რო მიყ​ვარს სი​მე​ბი, ხე, ქა​ღალ​დი, ვიდ​რე ჩე​მი სის​ხლი და ხორ​ცი! ცეც​ხლი! ცეც​ხლი!
ცეც​ხლი!!!

და მო​ხუ​ცი გი​ჟი​ვით დახ​ტო​და, კოჭ​ლი ეშ​მა​კი​ვით; ხე​ლებს კი ქა​რის წის​ქვი​ლი​ვით აქეთ-​იქით


ატ​რიალებ​და.

ან​ტო​ნია მის ამ​გვარ სი​გი​ჟეს კმა​ყო​ფი​ლი, ამა​ყი შვი​ლის ნა​ზი ღი​მი​ლით უც​ქერ​და. მა​მის წი​ნა​შე
სი​კეკ​ლუ​ცე არ სჩვეოდა, თუმ​ცა კარ​გად იცო​და, რომ მო​ხუ​ცე​ბულ​ზე სრულ ძა​ლა​უფ​ლე​ბას ფლობ​და –
მშობ​ლის​თვის ის ერ​თა​დერ​თი, აბ​სო​ლუ​ტუ​რი მბრძა​ნე​ბე​ლი გახ​ლდათ. ამი​ტომ მა​მას მიუახ​ლოვ​და,
შეაჩე​რა, გულ​ში ჩა​იკ​რა და შუბ​ლზე აკო​ცა.

მო​ხუც​მა სი​ხა​რუ​ლით წა​მო​იყ​ვი​რა, შვილს მკლა​ვე​ბი მოხ​ვია, ბუმ​ბუ​ლი​ვით აიტა​ცა, სამ-​ოთხჯერ


და​ატ​რიალა და მას​თან ერ​თად დიდ დი​ვან​ზე და​ეშ​ვა, მე​რე ქა​ლიშ​ვილს რწე​ვა და​უწ​ყო, რო​გორც
ბავშვს.

ჰოფ​მა​ნი მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს ჯერ ში​შით უმ​ზერ​და – რო​დე​საც ხე​დავ​და, რო​გორ მი​მო​ფან​ტა იატაკ​ზე
პარ​ტი​ტუ​რე​ბი, რო​გორ და​ავ​ლო ხე​ლი ქა​ლიშ​ვილს... შეშ​ლი​ლად მი​იჩ​ნია. მაგ​რამ ან​ტო​ნი​ას მშვიდ​მა
ღი​მილ​მა და​აწ​ყნა​რა, და​ფან​ტუ​ლი ფურ​ცლე​ბის წა​მოკ​რე​ფას და მა​გი​დებ​სა და პიუპიტ​რებ​ზე
და​ლა​გე​ბას შე​უდ​გა, თან ცა​ლი თვა​ლით უყუ​რებ​და ამ უც​ნა​ურ დუ​ეტს, რო​მელ​შიც მო​ხუ​ცე​ბულს
თა​ვი​სე​ბუ​რი პოეტუ​რო​ბა ახა​სიათებ​და.

უეც​რად რა​ღაც სა​თუ​თი, ნა​ზი, ჰაერო​ვა​ნი გა​ის​მა ჰა​ერ​ში, ეს იყო ორ​თქლი, ეს იყო მე​ლო​დია, ეს იყო
რა​ღაც ღვთა​ებ​რივ​ზე მე​ტი – ეს ან​ტო​ნი​ას ხმა იყო. იგი ხე​ლო​ვა​ნის ფან​ტა​ზი​ით უტევ​და სტრა​დე​ლას
არაჩ​ვეულებ​რივ ნა​წარ​მო​ებს, Pieta, Signore(Pieta, Signore, di me dolente – ცნო​ბი​ლი არიაა,
რო​მე​ლიც იტა​ლი​ელ კომ​პო​ზი​ტორ ალე​სან​დრო სტრა​დე​ლას მიეწე​რე​ბა, თით​ქოს ამ ნა​წარ​მო​ებ​მა მას
სი​ცოც​ხლე შეუნარ​ჩუ​ნა; თუმ​ცა მკვლე​ვარ​თა უმე​ტე​სო​ბა მი​იჩ​ნევს, რომ სი​ნამ​დვი​ლე​ში სტრა​დე​ლა არ
არის ავტორი.)-ს, რო​მელ​მაც ავ​ტორს სი​ცოც​ხლე შეუნარ​ჩუ​ნა.

ამ ან​გე​ლო​ზის ხმის პირ​ვე​ლი​ვე ბგე​რე​ბის გა​გო​ნე​ბის​თა​ნა​ვე ჰოფ​მა​ნი გა​შეშ​და, ხო​ლო მო​ხუც​მა


გოტ​ლიბ​მა შვი​ლი მუხ​ლე​ბი​დან ფრთხი​ლად აიყ​ვა​ნა და დი​ვან​ზე მი​აწ​ვი​ნა; შემ​დეგ ან​ტო​ნიო ამა​ტის
ინ​სტრუ​მენ​ტის​კენ გა​იქ​ცა და ხე​მი აამოძ​რა​ვა – სიტ​ყვებს აკომ​პა​ნე​მენ​ტად მუ​სი​კა და​ურ​თო, რო​მე​ლიც
ან​ტო​ნი​ას ხმას ერ​წყმო​და, იმ ან​გე​ლო​ზი​ვით, სულს რომ ზე​ცის​კენ მიაცი​ლებს.

ან​ტო​ნი​ას ღმერ​თის​გან მი​მად​ლე​ბუ​ლი ისე​თი ფარ​თო დიაპა​ზო​ნის სოპ​რა​ნო ჰქონ​და, რო​გო​რიც ქალს
კი არა, ან​გე​ლოზს უნ​და ეკუთ​ვნო​დეს. იგი ხუთ​ნა​ხე​ვარ ოქ​ტა​ვას იღებ​და. ან​ტო​ნი​ას ერ​თნაირად
ად​ვი​ლად შე​ეძ​ლო აეღო ყვე​ლა​ზე მა​ღა​ლი დო – ეს ზე​ციური ნო​ტი, რო​მე​ლიც თვით ან​გე​ლო​ზე​ბის
კონ​ცერ​ტზე თუ გა​იჟ​ღე​რებს მხო​ლოდ – და ასე​ვე დო ხუ​თი ოქ​ტა​ვით ქვე​მოთ. ჰოფ​მანს აქამ​დე
არა​ფე​რი სმე​ნო​და ისე​თი ხა​ვერ​დო​ვა​ნი, რო​გორც აკომ​პა​ნე​მენ​ტის გა​რე​შე ნამ​ღე​რი პირ​ვე​ლი ოთ​ხი
ტაქ​ტი Pieta, Signore, di me dolente-​ისა. ეს იყო ღმერ​თის​კენ მსწრა​ფი ტან​ჯუ​ლი სუ​ლის ძა​ხი​ლი,
მხურ​ვა​ლე ლოც​ვა, რომ შე​იბ​რა​ლოს მა​ვედ​რე​ბე​ლი. ხო​ლო ან​ტო​ნი​ას პი​რით გა​მოთ​ქმუ​ლი
ღვთი​სად​მი პა​ტი​ვის​ცე​მა რა​ღაც წი​ნათ​გრძნო​ბას იწ​ვევ​და, რაც სა​ში​შიც კი იყო. აკომ​პა​ნე​მენ​ტი კი,
რო​მელ​მაც ცა​სა და მი​წას შო​რის გა​მო​კი​დე​ბუ​ლი მუ​სი​კა​ლუ​რი ფრა​ზა აიტა​ცა, თით​ქოს სა​კუ​თარ
მკლა​ვებ​ში მო​იმ​წყვდია მი​სი დას​რუ​ლე​ბის​თა​ნა​ვე და რო​მე​ლიც ექო​სა​ვით იმეორებ​და ჩი​ვილს –
Piano, Piano. აკომ​პა​ნე​მენ​ტი მარ​თლაც ღირ​სი იყო ან​ტო​ნი​ას მა​ვედ​რე​ბე​ლი, ტკი​ვი​ლიანი ხმი​სა. ის
გა​მო​ით​ქმო​და არა იტა​ლიურად, არა გერ​მა​ნუ​ლად, არა ფრან​გუ​ლად, არა​მედ იმ უნი​ვერ​სა​ლურ
ენა​ზე, რო​მელ​საც მუ​სი​კა ეწო​დე​ბა:

„შე​მიბ​რა​ლე, ღმერ​თო, შე​მიბ​რა​ლე მე უბე​დუ​რი! შე​მიბ​რა​ლე, ღმერ​თო, და თუ ჩე​მი ვედ​რე​ბა შე​ნამ​დე


მო​აღ​წევს, ნუ გან​მი​რის​ხდე​ბი, შე​ნი მზე​რა მო​მაპ​ყა​რი, ნუ გან​მი​რის​ხდე​ბი, შე​მიბ​რა​ლე!“

აკომ​პა​ნე​მენ​ტი ხმას მის​დევ​და და, იმავ​დროულად, სრულ თა​ვი​სუფ​ლე​ბას, სრულ სივ​რცეს უტო​ვებ​და.
ეს იყო ალერ​სი და არა ჩა​ხუ​ტე​ბა, მხარ​და​ჭე​რა და არა შე​წუ​ხე​ბა; და პირ​ველ sforzando(sforzando
(დი​ნა​მი​კა) – სიტ​ყვა​სიტ​ყვით „და​ძაბ​ვას“ ნიშ​ნავს და ბგე​რის ან აკორ​დის უფ​რო ხმა​მაღ​ლა დაკ​ვრას
გულისხმობს.)-​ზე ცას რომ ვერ შეს​წვდა – ანუ რო​დე​საც თით​ქოს ძა​ლის​ხმე​ვით დაღ​ლი​ლი ხმა
მი​ჩუმ​და – აკომ​პა​ნე​მენტს შეეშინ​და, ზედ​მე​ტად არ შეერია მი​წიერე​ბა და რწმე​ნის ფრთებს შეატო​ვა
იგი; მხო​ლოდ მი-​ბეკარით უმაგ​რებ​და ზურგს, ანუ diminuendo(iminuendo (დი​მი​ნუ​ენ​დო) – ბგე​რის
თან​და​თა​ნო​ბით შე​სუს​ტე​ბას გულისხმობს.)-ს მი​მარ​თა, რო​დე​საც ძა​ლის​ხმე​ვით არა​ქათ​გა​მოც​ლი​ლი
ხმა დო-​ზე დაეცა, მე​რე წა​მოდ​გო​მა სცა​და რე-​სა და ორ ფა-​ზე. კა​ნო​ვას​(ან​ტო​ნიო კა​ნო​ვა
(1757-​1822) – იტა​ლიელი მო​ქან​და​კე, კლა​სი​ციზ​მის წარ​მო​მად​გე​ნე​ლი.) მა​დო​ნას ჰგავ​და –
და​ჩო​ქილს, მუხ​ლებ​ზე მდგომს – რო​მელ​შიც ყვე​ლა​ფე​რი მოეხა​რა, სუ​ლი​ცა და სხეულიც, იმ სა​ზა​რელ
ეჭვს, რომ იქ​ნებ შე​მოქ​მე​დის გულ​მოწ​ყა​ლე​ბა ისე​თი უსაზ​ღვროა, სა​კუ​თა​რი ქმნი​ლე​ბის შეც​დო​მა
დაავიწ​ყდა.

შემ​დეგ აკან​კა​ლე​ბუ​ლი ხმით ან​ტო​ნი​ამ გა​ნაგ​რძო: „დაე, არა​სო​დეს მოვ​ხვდე მა​რა​დი​ულ ცეც​ხლში,
ოჰ, დი​დო ღმერ​თო!“ აკომ​პა​ნე​მენ​ტმა კი გა​ბე​და, თა​ვი​სი ხმა შეეერ​თე​ბი​ნა აკან​კა​ლე​ბუ​ლი ხმის​თვის,
რო​მე​ლიც მა​რა​დი​ულ ნა​პერ​წკლებს ის​რო​და, ღმერთს ემუ​და​რე​ბო​და, ჯო​ჯო​ხეთ​ში მოხ​ვედ​რის​გან
ეხ​სნა. თა​ვის მხრივ, აკომ​პა​ნე​მენ​ტიც ლო​ცუ​ლობ​და, კვნე​სო​და, ხმას​თან ერ​თად ფა-​მდე ადიოდა,
დო-​მდე ჩა​მო​დიოდა – თან ახ​ლდა სი​სუს​ტი​სას; რო​გორც კი ში​ში შე​იპ​ყრობ​და, მხარ​ში ედ​გა. ხო​ლო,
რო​დე​საც ძა​ლა​და​კარ​გუ​ლი და მფეთ​ქა​ვი ხმა ინავ​ლე​ბო​და და ან​ტო​ნი​ას მკერ​დის სიღ​რმე​ში
იკარ​გე​ბო​და, აკომ​პა​ნე​მენ​ტი მარ​ტო აგ​რძე​ლებ​და, უკ​ვე ზე​ცის​კენ მი​მა​ვალ გზა​ზე შემ​დგა​რი,
გაფ​რე​ნი​ლი სუ​ლის და​რად, აგ​რძე​ლებ​და ცოც​ხლად დარ​ჩე​ნილ​თა მო​ჩურ​ჩუ​ლე და საწ​ყა​ლო​ბელ
ლოც​ვას.

მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბის ვიოლი​ნოს კვნე​სას მოულოდ​ნე​ლი ჰარ​მო​ნია შეერია, მშვი​დი და,


იმავ​დროულად, მძლავ​რი, თით​ქმის ზე​ციური. ან​ტო​ნი​ამ იდაყ​ვზე წა​მოიწია, მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი
სა​ნა​ხევ​როდ შებ​რუნ​და და ვიოლი​ნოს სი​მებ​ზე ხე​მი გაუშეშ​და. ჰოფ​მა​ნი – ჯერ გა​ოგ​ნე​ბუ​ლი, შემ​დეგ
მო​ნუს​ხუ​ლი, თით​ქოს ციებ-​ცხელებით ატა​ნი​ლი – მიხ​ვდა, რომ სუ​ლის ამ მოძ​რაობას ცო​ტაოდე​ნი
იმე​დი სჭირ​დე​ბო​და; გა​იბ​ზა​რე​ბო​და, თუ მას ღვთიური სხი​ვი ზე​ცამ​დე არ აამაღ​ლებ​და და ისიც
ორ​გა​ნის​კენ გაეშუ​რა, ათი​ვე თი​თით შეეხო მო​ცახ​ცა​ხე სი​მებს და ორ​გან​მაც ამოიოხ​რა, შემ​დეგ
მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბის ვიოლი​ნო​სა და ან​ტო​ნი​ას ხმებს შეუერ​თდა.

ეს იყო Pieta, Signore-ს მო​ტი​ვის არაჩ​ვეულებ​რი​ვი დაბ​რუ​ნე​ბა – რო​მელ​საც ახ​ლდა იმე​დის ხმა –
შიშ​ნა​რე​ვი ლოც​ვის შემ​დეგ. და რო​დე​საც რწმე​ნით აღ​სავ​სე ლოც​ვი​სას ან​ტო​ნია თა​ვი​სი ხმის მთე​ლი
ძლიერე​ბით შეეჭი​და ფა-ს, ჰოფ​მანს ვე​ნებ​ში ჟრუ​ან​ტელ​მა დაუარა. მი​სი ორ​გა​ნი​დან გად​მო​სულ​მა
ჰარ​მო​ნი​ის გრი​გალ​მა და​ფა​რა ან​ტო​ნიო ამა​ტის ხმა, გა​აგ​რძე​ლა ან​ტო​ნი​ას ხმა, მი​სი უკ​ვე
და​დუ​მე​ბუ​ლი მღე​რა გაიტა​ცა თა​ვი​სი ფრთე​ბით – არა ან​გე​ლო​ზის, არა​მედ ქა​რიშ​ხლის ფრთე​ბით –
თით​ქოს სურ​და, ამ სუ​ლის უკა​ნას​კნე​ლი კვნე​სა ყოვ​ლის​შემ​ძლე და ყოვ​ლად​მოწ​ყა​ლე შე​მოქ​მე​დის
ფერ​ხთით დაედო.

ერ​თხანს დუმ​დნენ. სა​მი​ვე ერ​თმა​ნეთს უყუ​რებ​და, მე​რე ერ​თმა​ნეთს ძმუ​რი სიყ​ვა​რუ​ლის გრძნო​ბით
ჩას​ჭი​დეს ხე​ლე​ბი, თით​ქოს მა​თი სუ​ლე​ბი ჰარ​მო​ნიულად გა​ერ​თი​ან​და.

ამ წუ​თი​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი, არა მხო​ლოდ ან​ტო​ნია ეძახ​და ჰოფ​მანს ძმას, არა​მედ მო​ხუ​ცი მა​ეს​ტრო
გოტ​ლი​ბიც „შვი​ლო​თი“ მო​იხ​სე​ნი​ებ​და ვაჟს!

V - ფიცი

შე​საძ​ლოა მკით​ხველს შე​კით​ხვა დაება​დოს, ან ჩვენ დაგ​ვის​ვას, რა​კი ან​ტო​ნი​ას დე​და სიმ​ღე​რის
დროს გარ​და​იც​ვა​ლა, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ მურ​მა რა​ტომ დარ​თო ნე​ბა თა​ვის ქა​ლიშ​ვილს, ანუ თა​ვი​სი
სუ​ლის სულს, იმ სა​შიშ​როების წი​ნა​შე დამ​დგა​რი​ყო, რო​მელ​მაც დე​და​მი​სი იმ​სხვერ​პლა.

რა​ტომ და... რო​დე​საც ან​ტო​ნია პირ​ვე​ლად ცდი​ლობ​და, ემ​ღე​რა, საბ​რა​ლო მა​მა უს​მენ​და და იმ
ფო​თო​ლი​ვით ცახ​ცა​ხებ​და, რომ​ლის სი​ახ​ლო​ვე​საც ჩი​ტი გა​ლობს. ან​ტო​ნია მარ​თლაც ჩიტს ჰგავ​და და
მო​ხუც​მა მუ​სი​კოს​მა მა​ლე შე​ნიშ​ნა, რომ მღე​რა მის​თვის ბუ​ნებ​რი​ვი ენა იყო, რად​გან ღმერ​თმა მას
ისე​თი ფარ​თო დიაპა​ზო​ნის ხმა უბო​ძა, რო​გო​რიც შე​საძ​ლოა არა​ვის ჰქო​ნო​და მსოფ​ლიოში და ამით
მიანიშ​ნა მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს, რომ არაფ​რის არ უნ​და ში​ნე​ბო​და. მარ​თლაც, ამ ბუ​ნებ​რივ ნიჭს
მუ​სი​კა​ში მე​ცა​დი​ნეობაც და​ერ​თო – გო​გო​ნა სოლ​ფე​ჯი​ოს ყვე​ლა​ზე რთულ სა​ვარ​ჯი​შო​ებ​საც კი
უად​ვი​ლე​სად უმ​კლავ​დე​ბო​და: მანჭვა-​გრეხის გა​რე​შე, თვა​ლის დაუხამ​ხა​მებ​ლად, ძალ​დაუტა​ნებ​ლად;
მის კი​სერ​ზე არც ერ​თი სახ​მო სი​მი არ იბურ​ცე​ბო​და; ჩას​წვდა ინ​სტრუ​მენ​ტის დახ​ვე​წი​ლო​ბას;
ან​ტო​ნი​ას​თვის ყვე​ლა​ზე მა​ღა​ლი ხმის​თვის გან​კუთ​ვნი​ლი ნა​წარ​მოებე​ბის მღე​რაც კი არ
წარ​მო​ად​გენ​და შე​საძ​ლებ​ლო​ბის ზღვარს; ამ​დე​ნად, მა​მა​მი​სი დარ​წმუნ​და, რომ სა​ში​ში არა​ფე​რი იყო
– შე​ეძ​ლო საყ​ვა​რე​ლი ბულ​ბუ​ლი გა​ლიიდან გა​ეშ​ვა და მი​სი მუ​სი​კა​ლუ​რი ნი​ჭი არ ჩა​ეხ​შო.

მაგ​რამ მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს დაავიწ​ყდა, რომ გო​გო​ნე​ბის გულ​ში მხო​ლოდ მუ​სი​კის სი​მი კი არ ჟღერს,
არა​მედ სხვაც, ბევ​რად უფ​რო მყი​ფე, ბევ​რად უფ​რო მჟღე​რი, ზოგ​ჯერ სა​სიკ​ვდი​ლოც – სიყ​ვა​რუ​ლის!

ეს იყო ის სი​მი, რო​მელ​მაც საბ​რა​ლო ქა​ლიშ​ვილ​ში გა​იღ​ვი​ძა ჰოფ​მა​ნის ვიოლი​ნოს ხმის გა​გო​ნე​ბა​ზე
– სა​ქარ​გავს დას​ჩე​რე​ბო​და, რო​ცა გვერ​დი​თა ოთახ​ში, სა​დაც მა​მა​მი​სი და ახალ​გაზ​რდა
იმ​ყო​ფე​ბოდ​ნენ, პირ​ვე​ლი სი​მი შე​ირ​ხა. გო​გო​ნამ თა​ვი ას​წია და მო​უს​მი​ნა. მე​რე რა​ღაც უც​ნაური
გრძნო​ბა დაეუფ​ლა, კან​კა​ლით დაუარა ვე​ნებ​ში. ნე​ლა წა​მოდ​გა, ცა​ლი ხე​ლით სკა​მის სა​ზურ​გეს
ეყ​რდნო​ბო​და, მეორე ხე​ლის გაშ​ლი​ლი მტევ​ნი​დან სა​ქარ​გა​ვი გაუვარ​და. მცი​რე ხანს უმოძ​რა​ოდ
იდ​გა. შემ​დეგ ნელ-​ნელა კა​რის​კენ გაემარ​თა და, რო​გორც უკ​ვე ვთქვით, სრუ​ლი​ად ხორ​ცშეს​ხმუ​ლი,
ცოც​ხა​ლი არ​სე​ბა, პოეტუ​რი ზმა​ნე​ბის და​რად, გა​მოჩ​ნდა მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ მუ​რის კა​ბი​ნე​ტის
ზღურ​ბლზე.

უკ​ვე ვნა​ხეთ, მუ​სი​კამ თა​ვის მხურ​ვა​ლე ტი​გელ​ში ეს სა​მი სუ​ლი რო​გორ გა​და​ად​ნო და გააერ​თიანა,
რის შემ​დე​გაც ჰოფ​მა​ნი მა​თი ოჯა​ხის წევ​რად იქ​ცა.

ის დრო იყო, რო​დე​საც მო​ხუ​ცი გოტ​ლი​ბი სა​დი​ლობ​და ხოლ​მე. ჰოფ​მა​ნი სუფ​რას​თან მი​იწ​ვია და ვა​ჟიც
ისე​თი​ვე გუ​ლი​თა​დო​ბით და​თან​ხმდა შე​თა​ვა​ზე​ბას, რო​გორც შეს​თა​ვა​ზეს.

რამ​დე​ნი​მე წა​მით ღვთიური კან​ტა​ტის შემ​სრუ​ლე​ბე​ლი ლა​მა​ზი და პოეტუ​რი ქალ​წუ​ლი კარგ


დიასახ​ლი​სად იქ​ცა. ან​ტო​ნი​ამ ჩაი კლა​რი​სა ჰარ​ლოუსა​ვით​(კლა​რი​სა ჰარ​ლოუ – ინ​გლი​სე​ლი
მწერ​ლის, სე​მიუელ რი​ჩარ​დსო​ნის (1689-​1761) რო​მა​ნის – „კლა​რი​სა, ანუ ახალ​გაზ​რდა ლე​დის
ამ​ბა​ვი“ – მთა​ვა​რი პერ​სო​ნა​ჟი.) და​ას​ხა, შარ​ლო​ტე​სა​ვით​(შარ​ლო​ტე – გოეთეს ნა​წარ​მოების –
„ა​ხალ​გაზ​რდა ვერ​ტე​რის ვნე​ბა​ნი“ – პერ​სო​ნა​ჟი; ვერ​ტე​რის შეყ​ვა​რე​ბუ​ლი. ) და​ამ​ზა​და კა​რა​ქიანი
ტარ​ტი​ნე​ბი და ბო​ლოს სუფ​რას თა​ვა​დაც მი​უჯ​და, უბ​რა​ლო მოკვდავივით.

გერ​მა​ნე​ლებს პოეზია ჩვენ​გან გან​სხვა​ვე​ბუ​ლად ეს​მით. ჩვე​ნი მა​ნე​რუ​ლი სა​ზო​გა​დოების​თვის, ქა​ლი,


რო​მე​ლიც ჭამს და სვამს, პოეტუ​რო​ბის ხიბლს კარ​გავს. თუ ახალ​გაზ​რდა და ლა​მა​ზი ქა​ლი სუფ​რას
მი​უჯ​დე​ბა, მხო​ლოდ იმის​თვის, რომ მას​ზე ხელ​თათ​მა​ნე​ბი და​დოს, იმ შემ​თხვე​ვა​შიც კი, თუ
ხელ​თათ​მა​ნებს არ უფ​რთხილ​დე​ბა; თუ მის წინ თეფ​შია, ეს იმი​ტომ, რომ სა​დი​ლის ბო​ლოს მას​ზე
ყურ​ძნის მტე​ვა​ნი გა​დაიღოს და ყვა​ვილ​ზე მჯდა​რი ფუტ​კა​რი​ვით ყვე​ლა​ზე ოქ​როს​ფე​რი მარ​ცვლე​ბი
გა​მო​წუწ​ნოს.

ად​ვი​ლი მი​სახ​ვედ​რია, რომ იმ გულ​ღიაობის წყა​ლო​ბით, რომ​ლი​თაც ჰოფ​მა​ნი მიიღეს, იგი მა​ეს​ტრო
გოტ​ლი​ბის სახ​ლში მეორე დღე​საც მი​ვი​და, იმის მომ​დევ​ნო დღე​საც და ასე გაგ​რძელ​და ყო​ველ
მომ​დევ​ნო დღეს. მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს ჰოფ​მა​ნის ხში​რი სტუმ​რო​ბა სრუ​ლე​ბით არ აწუ​ხებ​და – ან​ტო​ნია
მე​ტის​მე​ტად უმან​კო და უცოდ​ვე​ლი იყო, მა​მა ენ​დო​ბო​და და ეჭ​ვა​დაც კი არ გა​ივ​ლებ​და, თით​ქოს მის
ქა​ლიშ​ვილს შეც​დო​მის ჩა​დე​ნა შე​ეძ​ლო. ან​ტო​ნია იყო წმინ​და ცე​ცი​ლი​ა(​წმინ​და ცე​ცი​ლია (კი​კი​ლი​ა) –
წა​მე​ბით მოკ​ლუ​ლი და შემ​დეგ წმინ​და​ნად შე​რაც​ხუ​ლი, რო​მე​ლიც მუ​სი​კის მფარ​ვე​ლად მი​იჩ​ნე​ვა.),
ქალ​წუ​ლი მა​რიამი, ციური ან​გე​ლო​ზი. ზე​ციური საწ​ყი​სი იმ​დე​ნად ჯაბ​ნი​და მას​ში მი​წი​ერს, მო​ხუცს
არა​სო​დეს შე​ეძ​ლო, დარ​წმუ​ნე​ბით ეთ​ქვა, ორი სხეულის ურ​თი​ერ​თო​ბა უფ​რო სა​ში​შია, თუ ორი
სუ​ლის კავ​ში​რი.

მა​შა​სა​და​მე, ჰოფ​მა​ნი ბედ​ნიერი იყო, ბედ​ნიერი იმ ზო​მით, რამ​დე​ნა​დაც ეს მოკ​ვდავს შე​უძ​ლია.


სი​ხა​რუ​ლის მზე გუ​ლის ყვე​ლა კუნ​ჭულს არ ანა​თებს, დარ​ჩე​ნი​ლი ლა​ქა ადა​მი​ანს შე​ახ​სე​ნებს, რომ
ამ​ქვეყ​ნად სრუ​ლი ბედ​ნიერე​ბა არ არ​სე​ბობს, ის მხო​ლოდ ზე​ცა​შია.

მაგ​რამ ჰოფ​მანს, და​ნარ​ჩე​ნე​ბის​გან გან​სხვა​ვე​ბით, ერ​თი უპი​რა​ტე​სო​ბა ჰქონ​და. ხში​რად ადა​მი​ანს არ


შე​უძ​ლია გან​საზ​ღვროს, რა არის იმ ტკი​ვი​ლის მი​ზე​ზი, მი​სი კე​თილ​დღეობი​სას რომ იჩენს თავს – იმ
ჩრდი​ლის, ბნე​ლი​სა და შა​ვის, რო​მე​ლიც მის მო​კაშ​კა​შე ბედ​ნიერე​ბა​ზე აისა​ხე​ბა.

ჰოფ​მან​მა კი კარ​გად იცო​და, რა​ტომ გრძნობ​და თავს უბე​დუ​რად.


ამის მი​ზე​ზი ზა​ქა​რია ვერ​ნე​რის​თვის მი​ცე​მუ​ლი პი​რო​ბა იყო პა​რიზ​ში ჩას​ვლას​თან და​კავ​ში​რე​ბით.
საფ​რან​გე​თის მო​ნა​ხუ​ლე​ბის უც​ნაური სურ​ვი​ლი ან​ტო​ნი​ას გვერ​დით ყოფ​ნის​თა​ნა​ვე ქრე​ბო​და, მაგ​რამ
მარ​ტო დარ​ჩე​ნილს მა​შინ​ვე გა​ნუ​ახ​ლდე​ბო​და ხოლ​მე; მე​ტიც, რაც უფ​რო გა​დიოდა დრო და ზა​ქა​რია
თა​ვის წე​რი​ლებ​ში სულ უფ​რო და​ჟი​ნე​ბით ით​ხოვ​და მე​გობ​რის​გან და​ნა​პი​რე​ბის შეს​რუ​ლე​ბას,
ჰოფ​მა​ნი მით მე​ტად სევ​დი​ან​დე​ბო​და.

მარ​თლაც, მის გვერ​დით ან​ტო​ნი​ას ყოფ​ნა საკ​მა​რი​სი არ იყო იმ მოჩ​ვე​ნე​ბის და​საფ​რთხო​ბად,


რო​მე​ლიც ნელ-​ნელა უკ​ვე ქა​ლის სი​ახ​ლო​ვე​საც კი თან სდევ​და ჰოფ​მანს. ხში​რად, ან​ტო​ნი​ას
გვერ​დით, ჰოფ​მა​ნი სა​ოც​ნე​ბო ზმა​ნე​ბას ხე​დავ​და. რა​ზე ოც​ნე​ბობ​და? თით​ქოს ზა​ქა​რია ვერ​ნე​რის ხმა
ეს​მო​და. ხში​რად მო​უს​ვე​ნარ თვალს ჰო​რი​ზონ​ტზე ერთ წერ​ტილს უშ​ტე​რებ​და. რას ხე​დავ​და ეს
თვა​ლი, ან, უფ​რო სწო​რად, რა ეგო​ნა, რას ხე​დავ​და? პა​რი​ზის​კენ მი​მა​ვალ გზას, გზის ბო​ლო​ში
მდგომ ზა​ქა​რი​ას, რო​მე​ლიც ელო​დე​ბო​და და ხე​ლით ანიშ​ნებ​და, უკან გაჰ​ყო​ლო​და.

მოჩ​ვე​ნე​ბა ჰოფ​მანს ჯერ იშ​ვიათად ევ​ლი​ნე​ბო​და, მე​რე უფ​რო ხში​რად და ბო​ლოს მუ​დამ თან სდევ​და.

ვაჟს სულ უფ​რო და უფ​რო მე​ტად უყ​ვარ​დე​ბო​და ან​ტო​ნია. გრძნობ​და, რომ ამ ქა​ლის გა​რე​შე
სი​ცოც​ხლე აღარ შე​ეძ​ლო, ის იყო მი​სი სა​მო​მავ​ლო სი​ცოც​ხლის ბედ​ნიერე​ბა; მაგ​რამ იმა​საც
გრძნობ​და, რომ ამ ბედ​ნიერე​ბა​ში ვიდ​რე გა​და​ეშ​ვე​ბო​და, ვიდ​რე ეს ბედ​ნიერე​ბა მდგრა​დი
გახ​დე​ბო​და, მას და​ნა​პი​რე​ბი უნ​და შე​ეს​რუ​ლე​ბი​ნა – გამ​გზავ​რე​ბუ​ლი​ყო. თო​რემ გულ​ში ჩა​ბუ​დე​ბუ​ლი,
გა​ნუ​ხორ​ციელე​ბე​ლი სურ​ვი​ლი ჰოფ​მანს შიგ​ნი​დან ღრღნი​და.

ერთ დღეს – რო​დე​საც ჰოფ​მა​ნი ან​ტო​ნი​ას გვერ​დით იჯ​და, ხო​ლო მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი თა​ვის
კა​ბი​ნეტ​ში პერ​გო​ლე​ზის შტაბატ-ს იწერ​და, რო​მე​ლიც ფრან​კფურ​ტის ფი​ლარ​მო​ნი​ულ სა​ზო​გა​დოება​ში
უნ​და შე​ეს​რუ​ლე​ბი​ნა – ვა​ჟი ჩვე​ულ​მა მე​ოც​ნე​ბე ზმა​ნე​ბამ შე​იპ​ყრო. ან​ტო​ნი​ამ დიდ​ხანს უყუ​რა, მე​რე
მი​სი ხე​ლე​ბი თა​ვი​სა​ში მო​იქ​ცია.

– უნ​და წახ​ვი​დეთ, მე​გო​ბა​რო, – უთ​ხრა ქალ​მა.

გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა შე​ხე​და.

– სად? სად უნ​და წა​ვი​დე?

– საფ​რან​გეთ​ში, პა​რიზ​ში.

– ან​ტო​ნია, ვინ გა​გიმ​ხი​ლათ ჩე​მი გუ​ლის ეს საიდუმ​ლო, რო​მელ​საც სა​კუ​თარ თავ​საც კი არ


ვუმ​ჟღავ​ნებ?

– შე​მეძ​ლო მეთ​ქვა, რომ თქვენ გვერ​დით ყოფ​ნი​სას ფე​რი​ის ძა​ლა მე​მა​ტე​ბა, თეოდორ, და თქვე​ნი
ფიქ​რე​ბის გა​გე​ბა, თქვენს თვა​ლებ​სა და თქვენს გულ​ში ამო​კით​ხვა შე​მიძ​ლია, მაგ​რამ
მო​გატ​ყუ​ებ​დით. არა, უბ​რა​ლოდ, რა​ღაც გა​მახ​სენ​და.

– რა გა​გახ​სენ​დათ, ჩე​მო საყ​ვა​რე​ლო ან​ტო​ნია?


– გა​მახ​სენ​და, რომ მა​მა​ჩემ​თან თქვენ გა​მო​ჩე​ნამ​დე ერ​თი დღით ად​რე, ჩვენ​თან მო​სუ​ლი იყო
ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი, რო​მელ​მაც მოგ​ვიყ​ვა პა​რიზ​ში თქვე​ნი მოგ​ზაურო​ბის გეგ​მის, თქვე​ნი ძლიერი
სურ​ვი​ლის შე​სა​ხებ; სურ​ვი​ლის, რო​მე​ლიც ერთ წე​ლი​წად​ზე მე​ტია მოს​ვე​ნე​ბას არ გაძ​ლევთ და მის
აღ​სას​რუ​ლებ​ლად ყვე​ლა​ფე​რი მზა​დაა. მე​რე მით​ხა​რით, რამ შე​გი​შა​ლათ გამ​გზავ​რე​ბა​ში ხე​ლი.
თქვე​ნი სიტ​ყვე​ბით, რო​დე​საც და​მი​ნა​ხეთ, ისეთ​მა და​უძ​ლე​ველ​მა გრძნო​ბამ შე​გიპ​ყროთ, რო​გო​რიც
თა​ვად გან​ვი​ცა​დე თქვე​ნი დაკ​რუ​ლის მოს​მე​ნი​სას და ახ​ლა ის​ღა დაგ​რჩათ სათ​ქმე​ლი, რომ
ძვე​ლე​ბუ​რად გიყ​ვარ​ვართ.

ჰოფ​მა​ნი შე​ირ​ხა.

– არაფ​რის თქმა არ არის სა​ჭი​რო, ისე​დაც ვი​ცი, – გა​ნაგ​რძო ან​ტო​ნი​ამ, – მაგ​რამ არის ამ
სიყ​ვა​რულ​ზე უფ​რო ძლიერი რა​ღაც, ეს საფ​რან​გეთ​ში წას​ვლის, ზა​ქა​რი​ას​თან შეხ​ვედ​რის, ბო​ლოს და
ბო​ლოს, პა​რი​ზის მო​ნა​ხუ​ლე​ბის სურ​ვი​ლია.

– ან​ტო​ნია! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – რაც თქვით, ყვე​ლა​ფე​რი მარ​თა​ლია ერ​თის გარ​და; არა​ფე​რია
ამ​ქვეყ​ნად ჩემს სიყ​ვა​რულ​ზე ძლიერი! არა, გე​ფი​ცე​ბით, ან​ტო​ნია, ეს სურ​ვი​ლი, ეს უც​ნაური სურ​ვი​ლი,
რომ​ლი​საც არა​ფე​რი გა​მე​გე​ბა, ჩემს გულ​ში მქონ​და ჩა​მარ​ხუ​ლი, ვიდ​რე იქი​დან თქვენ ამო​იყ​ვან​დით.
არც ცდე​ბით. ან​ტო​ნია! დი​ახ, პა​რი​ზის​კენ ხმა მიხ​მობს, უფ​რო ძლიერი ხმა, ვიდ​რე ჩე​მი ნე​ბის​ყო​ფაა
და მა​ინც, გი​მეორებთ, არ დავ​ნებ​დი. ეს ბე​დის​წე​რის ხმაა!

– თუ ასეა, ავას​რუ​ლოთ ბე​დის​წე​რის სურ​ვი​ლი, ჩე​მო მე​გო​ბა​რო. ხვალ გა​ემ​გზავ​რე​ბით. რამ​დე​ნი


დრო გჭირ​დე​ბათ?

– ერთ თვე, ან​ტო​ნი​ა; ერთ თვე​ში დავ​ბრუნ​დე​ბი.

– ერ​თი თვე არ გე​ყო​ფათ, თეოდორ; ერთ თვე​ში ვე​რაფ​რის დათ​ვა​ლიერე​ბას ვერ მო​ას​წრებთ; ორ
თვეს გაძ​ლევთ; სამ თვეს; სუ​ლაც იმ​დენ ხანს, რამ​დე​ნიც დაგ​ჭირ​დე​ბათ; მაგ​რამ თქვენ​გან ერთ, არა,
ორ რა​მეს ვით​ხოვ.

– რას, ჩე​მო ძვირ​ფა​სო ან​ტო​ნია, რას? სწრა​ფად მით​ხა​რით.

– ხვალ კვი​რა​ა; ხვალ წირ​ვის დღე​ა; ფან​ჯა​რას​თან და​დე​ქით, რო​გორც იმ დღეს, რო​დე​საც ზა​ქა​რია
ვერ​ნე​რი გა​ემ​გზავ​რა, და, რო​გორც იმ დღეს, დაინა​ხავთ, რო​გორ ავივ​ლი ეკ​ლე​სი​ის კი​ბეს, ოღონდ
უფ​რო მოწ​ყე​ნი​ლი; შე​მო​მი​ერ​თდით, ჩე​მი ჩვეული ად​გი​ლის გვერ​დით მო​კა​ლათ​დით და რო​დე​საც
მღვდე​ლი ევ​ქა​რის​ტი​ის საიდუმ​ლოს ჩაატა​რებს, ორი ფი​ცი და​დეთ: რომ ჩე​მი ერ​თგუ​ლი იქ​ნე​ბით და
ბან​ქოს აღარ ითა​მა​შებთ.

– ოჰ! რა​საც მეტ​ყვით, ახ​ლა​ვე შე​მოგ​ფი​ცავთ, ჩე​მო ან​ტო​ნია! გე​ფი​ცე​ბით...

– ჩუ​მად, თეოდორ, ხვალ შე​მომ​ფი​ცავთ.

– ან​ტო​ნია, ან​ტო​ნია, ან​გე​ლო​ზი ხართ!


– ვიდ​რე ერ​თმა​ნეთს გა​მო​ვემ​შვი​დო​ბე​ბით, თეოდორ, ხომ არ გინ​დათ, მა​მა​ჩემს რაიმე უთ​ხრათ?

– დი​ახ, მარ​თლი ხართ. მაგ​რამ, უნ​და გა​გიმ​ხი​ლოთ, ან​ტო​ნია, რომ ვყოყ​მა​ნობ, ში​შით ვკან​კა​ლებ,
ღმერ​თო! გა​ნა ვინ ვარ, რომ რაიმეს იმე​დი მქონ​დეს?

– ის ადა​მიანი ხართ, თეოდორ, რო​მე​ლიც მიყ​ვარს. მი​დით, მა​მა​ჩემ​თან მი​დით.

ჰოფ​მანს ხე​ლით ანიშ​ნა და პა​ტა​რა ოთა​ხის კა​რი შეაღო, რო​მე​ლიც სამ​ლოც​ვე​ლოდ ჰქონ​და
გა​და​კე​თე​ბუ​ლი.

ჰოფ​მან​მა თვა​ლი გააყო​ლა იქამ​დე, ვიდ​რე კა​რი დაიხუ​რე​ბო​და და მე​რე, კა​რის მიღ​მი​დან, გუ​ლი​დან
ამო​ხეთ​ქი​ლი ყვე​ლა კოც​ნა გა​უგ​ზავ​ნა.

შემ​დეგ ჰოფ​მა​ნი მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბის კა​ბი​ნეტ​ში შე​ვი​და.

მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი ისე შე​ეჩ​ვია ჰოფ​მა​ნის ფე​ხის ხმას, რომ თა​ვიც არ აუწე​ვია პიუპიტ​რი​დან,
რო​მელ​ზე​დაც Stabat-ს იწერ​და. კა​ბი​ნეტ​ში შე​სუ​ლი ვა​ჟი მის ზურგს უკან დად​გა.

მცი​რე ხანს მა​ეს​ტრო გოტ​ლიბს არა​ფე​რი ეს​მო​და, ვა​ჟის სუნ​თქვაც კი, მე​რე შეტ​რი​ალ​და.

– აჰ! შენ ხარ ჩე​მო ბი​ჭო, – გა​ხე​და სათ​ვა​ლის ზე​მო​დან, – რის სათ​ქმე​ლად მოხ​ვე​დი?

ჰოფ​მან​მა პი​რი გააღო, მაგ​რამ ხმის ამო​ღე​ბა ვერ გა​ბე​და.

– და​მუნ​ჯდი? – შეეკით​ხა მო​ხუ​ცი, – ჯან​და​ბა! თუ ასეა, ეს დი​დი უბე​დუ​რე​ბა იქ​ნე​ბა; შე​ტე​ვა​ზე


გა​და​სულ​მა შენ​ნა​ირ​მა ახალ​გაზ​რდამ მეტ​ყვე​ლე​ბის უნა​რი არ უნ​და და​კარ​გოს, თუ, რა​საკ​ვირ​ვე​ლია,
ის ბო​რო​ტად არ გა​მოუყე​ნე​ბია.

– არა, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ, მეტ​ყვე​ლე​ბის უნა​რი არ და​მი​კარ​გავს, მად​ლო​ბა ღმერთს! მაგ​რამ ის, რაც
უნ​და გით​ხრათ...

– მე​რე!

– მე​რე ის, რომ... რაც უნ​და გით​ხრათ, ძნე​ლი სათ​ქმე​ლი​ა...

– ოჰო! ნუ​თუ ასე ძნე​ლია მით​ხრა: მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ, თქვე​ნი ქა​ლიშ​ვი​ლი მიყ​ვარს?

– ეს იცით, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ?

– რა თქმა უნ​და! გი​ჟი უნ​და ვი​ყო, ან, უფ​რო სწო​რად, ყე​ყე​ჩი, რომ შე​ნი სიყ​ვა​რუ​ლი ვერ შევ​ნიშ​ნო.

– და მა​ინც, ნე​ბას მრთავთ, მიყ​ვარ​დეს?


– რა​ტო​მაც არა? მას ხომ უყ​ვარ​ხარ?

– მაგ​რამ, მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ, კარ​გად იცით, რომ არა​ვი​თა​რი ქო​ნე​ბა არ გა​მაჩ​ნია.

– მე​რე რა! გა​ნა ჩი​ტე​ბი მდიდ​რე​ბი არი​ან? მღე​რი​ან, წყვილ​დე​ბი​ან, ბუ​დეს აშე​ნე​ბენ და ღმერ​თი მათ​ზე
ზრუ​ნავს. ჩვენც, ხე​ლო​ვა​ნე​ბი, ჩი​ტებს ვგა​ვართ; ვმღე​რით და ღმერ​თი გვეხ​მა​რე​ბა. რო​დე​საც სიმ​ღე​რა
საკ​მა​რი​სი არ იქ​ნე​ბა, მუ​სი​კო​სი გახ​დე​ბი. რო​ცა ჩე​მი საბ​რა​ლო ტე​რე​ზა ცო​ლად შე​ვირ​თე, გა​ნა შენ​ზე
მდი​და​რი ვი​ყა​ვი? და რა მე​რე! არც პუ​რი, არც თავ​შე​სა​ფა​რი ჩვენ​თვის პრობ​ლე​მა არა​სო​დეს
ყო​ფი​ლა. ფუ​ლი მუ​დამ მჭირ​დე​ბო​და და არა​სო​დეს მაკ​ლდა. სიყ​ვა​რუ​ლით ხომ ხარ მდი​და​რი?
მხო​ლოდ ერთ რა​მეს გკით​ხავ: იმ​სა​ხუ​რებ იმ სა​გან​ძურს, რა​საც ელ​ტვი? მხო​ლოდ ამის გა​გე​ბა
მსურს. ან​ტო​ნია შენს სი​ცოც​ხლე​ზე, შენს სულ​ზე მე​ტად გიყ​ვარს? თუ ასეა, მშვი​დად ვარ, ან​ტო​ნი​ას
არა​სო​დეს არა​ფე​რი მო​აკ​ლდე​ბა. საკ​მა​რი​სად არ გიყ​ვარს? ეს უკ​ვე სხვა საქ​მე​ა: თუნ​დაც ასი ათა​სი
ლივ​რი გქონ​დეს შე​მო​სა​ვა​ლი, ის მუ​დამ შე​ჭირ​ვე​ბუ​ლი იქ​ნე​ბა.

ჰოფ​მა​ნი მზად იყო, ხე​ლო​ვა​ნის ამ უც​ნაური ფი​ლო​სო​ფი​ის წი​ნა​შე მუხ​ლი მოეყა​რა. სა​კოც​ნე​ლად
დაიხა​რა მო​ხუ​ცის ხე​ლის​კენ, რო​მელ​მაც გულ​ში ჩა​იკ​რა იგი.

– გე​ყო​ფა, გე​ყო​ფა, ყვე​ლა​ფე​რი მოგ​ვა​რე​ბუ​ლი​ა; გა​ემ​გზავ​რე, იმი​ტომ, რომ მოს​ვე​ნე​ბას არ გაძ​ლევს


მე​სიე მეიული​სა​(ე​ტი​ენ ნი​კო​ლა მეიული (1763-​1817) – ფრან​გი კომ​პო​ზი​ტო​რი და საფ​რან​გე​თის
კონ​სერ​ვა​ტო​რი​ის და​მა​არ​სე​ბე​ლი, კო​მი​კუ​რი ოპე​რე​ბის ავ​ტო​რი, რე​ვო​ლუ​ცი​ის პე​რი​ოდ​ში მა​სობ​რი​ვი
ზეიმე​ბის მომ​წყო​ბი.) და მე​სიე და​ლეირა​კის​(ნი​კო​ლა და​ლეირა​კი (1753-​1809) – ფრან​გი
კომ​პო​ზი​ტო​რი, სა​მოც​ზე მე​ტი კო​მი​კუ​რი ოპე​რის ავ​ტო​რი. ) სა​ზა​რე​ლი მუ​სი​კის მოს​მე​ნის
დაუოკე​ბე​ლი წა​დი​ლი. ეს ახალ​გაზ​რდო​ბის ავად​მყო​ფო​ბაა, რომ​ლის​გა​ნაც მა​ლე გა​ნი​კურ​ნე​ბი.
მშვი​დად ვარ. იმოგ​ზაურე, მე​გო​ბა​რო, და მე​რე დაბ​რუნ​დი. აქ დაგ​ხვდე​ბა მო​ცარ​ტი, ბეთ​ჰო​ვე​ნი,
ჩი​მა​რო​ზა, პერ​გო​ლე​ზი, პაიზიელო, ლე პორ​პო​რა და კი​დევ – მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი და მი​სი
ქა​ლიშ​ვი​ლი, ანუ მა​მა და ცო​ლი. წა​დი, ჩე​მო ბი​ჭო, წა​დი.

მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ​მა კი​დევ ერ​თხელ გა​და​კოც​ნა ჰოფ​მა​ნი, რო​მელ​მაც დაინა​ხა, რომ ღამ​დე​ბო​და და
და​სა​კარ​გი დრო აღარ ჰქონ​და, ამი​ტომ გამ​გზავ​რე​ბის​თვის მო​სამ​ზა​დებ​ლად შინ წას​ვლა არ​ჩია.

მეორე დღეს, დი​ლი​დან, ჰოფ​მა​ნი თა​ვი​სი ოთა​ხის ფან​ჯა​რას​თან იდ​გა.

რაც უფ​რო ახ​ლოვ​დე​ბო​და ან​ტო​ნი​ას​თან გან​შო​რე​ბის წა​მი, მით უფ​რო აუტა​ნე​ლი ეჩ​ვე​ნე​ბო​და ეს
გან​შო​რე​ბა. მი​სი სი​ცოც​ხლის უმ​შვე​ნიერე​სი პე​რიოდი, მთე​ლი შვი​დი თვე, თით​ქოს ერთ დღე​ში
დას​რულ​და. ეს დრო მის გო​ნე​ბა​ში ხან ვრცელ ჰო​რი​ზონტს ჰგავ​და, თვა​ლის ერ​თი შევ​ლე​ბი​თაც რომ
აღიქ​ვამ​და, ხან მხიარუ​ლი, ღი​მი​ლიანი, ყვა​ვი​ლე​ბით დაგ​ვირ​გვი​ნე​ბუ​ლი დღეების წყე​ბად
წარ​მო​ედ​გი​ნა. ან​ტო​ნი​ას ტკბი​ლი სიმ​ღე​რე​ბი მის​თვის ჰა​ერ​საც კი მე​ლო​დიებით ავ​სებ​და. ამ
ყვე​ლა​ფერს ისე​თი ძა​ლა​უფ​ლე​ბა ჰქონ​და, რომ თით​ქმის უძა​ლი​ან​დე​ბო​და იმ უც​ნობს, იმ მიმ​ზიდ​ველ
მაც​დუ​ნე​ბელს, რო​მე​ლიც თა​ვის​კენ ეწე​ვა ყვე​ლა​ზე ძლი​ერ გუ​ლებს, ყვე​ლა​ზე ცივ სუ​ლებს.

ათ სა​ათ​ზე ქუ​ჩის კუთ​ხე​ში ან​ტო​ნია გა​მოჩ​ნდა, იქ, სა​დაც შვი​დი თვის წინ ჰოფ​მან​მა პირ​ვე​ლად
მოჰ​კრა თვა​ლი. ჩვეულე​ბი​სა​მებრ მას მოს​დევ​და გულ​კე​თი​ლი ლის​ბე​თი. ორი​ვემ ეკ​ლე​სი​ის კი​ბე
აიარა. ბო​ლო სა​ფე​ხურ​ზე ან​ტო​ნია შე​მობ​რუნ​და, ჰოფ​მა​ნი შე​ამ​ჩნია, ხე​ლი და​უქ​ნია და ეკ​ლე​სიაში
შე​ვი​და.

ჰოფ​მა​ნი სახ​ლი​დან კის​რის​ტე​ხით გა​ვარ​და და ეკ​ლე​სიაში ან​ტო​ნი​ას მიჰ​ყვა.

ან​ტო​ნი​ას უკ​ვე მუხ​ლი მოეყა​რა და ლო​ცუ​ლობ​და.

ჰოფ​მა​ნი პრო​ტეს​ტან​ტი იყო და სხვა ენა​ზე შეს​რუ​ლე​ბუ​ლი ეს სა​გა​ლობ​ლე​ბი მუ​დამ სა​სა​ცი​ლოდ


ეჩ​ვე​ნე​ბო​და; მაგ​რამ რო​დე​საც ან​ტო​ნი​ას ნამ​ღე​რი სა​გა​ლო​ბე​ლი მო​ის​მი​ნა – ასე​თი ალერ​სიანი,
ასე​თი სიღ​რმი​სეული – ინა​ნა, რომ სიტ​ყვე​ბი არ ეს​მო​და, რა​თა თა​ვი​სი ხმა ან​ტო​ნი​ას ხმის​თვის
შე​ერ​წყა, რო​მე​ლიც კი​დევ უფ​რო ნა​ზი გამ​ხდა​რი​ყო იმ მე​ლან​ქო​ლი​ის წყა​ლო​ბით, ქა​ლიშ​ვი​ლი რომ
მო​ეც​ვა.

მთე​ლი წირ​ვის გან​მავ​ლო​ბა​ში ახალ​გაზ​რდა ქა​ლი ისე​თი ხმით გა​ლობ​და, რო​გო​რიც, ალ​ბათ,
მხო​ლოდ ზე​ცი​ურ ან​გე​ლო​ზებს აქვთ; შემ​დეგ, რო​დე​საც ქო​როს წევ​რი ბავ​შვის ზარ​მა ძღვე​ნის
კურ​თხე​ვა ანიშ​ნა, რო​მე​ლიც მღვდელს მათ თავს ზე​მოთ აღე​მარ​თა, რო​დე​საც მორ​წმუ​ნე​ებ​მა
ღმერ​თის წი​ნა​შე ქე​დი მო​იდ​რი​კეს, მხო​ლოდ ან​ტო​ნი​ამ ას​წია თა​ვი:

– დაიფი​ცეთ.

– ვფი​ცავ, – აკან​კა​ლე​ბუ​ლი ხმით წარ​მოთ​ქვა ჰოფ​მან​მა, – ვფი​ცავ უარი ვთქვა ბან​ქოს თა​მაშ​ზე.

– მხო​ლოდ ეს გსურთ შე​მომ​ფი​ცოთ, მე​გო​ბა​რო?

– ოჰ! არა, და​მა​ცა​დეთ. ვფი​ცავ, რომ თქვე​ნი ერ​თგუ​ლი დავ​რჩე​ბი გუ​ლი​თა და გო​ნე​ბით, სხეული​თა
და სუ​ლით.

– და რა​ზე იფი​ცებთ?

– ოჰ! – წა​მო​იყ​ვი​რა აღელ​ვე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა, – იმა​ზე, რაც ჩემ​თვის ყვე​ლა​ზე ძვირ​ფა​სია, იმა​ზე, რაც
ყვე​ლა​ზე წმინ​და გა​მაჩ​ნია, თქვენს სი​ცოც​ხლეს ვფი​ცავ!

– გმად​ლობ! – წა​მოიძა​ხა ან​ტო​ნიამაც, – რად​გან თუ ფიცს გას​ტეხთ, მოვ​კვდე​ბი.

ჰოფ​მა​ნი აკან​კალ​და, სხე​ულ​ში ჟრუ​ან​ტელ​მა დაუარა, სიტ​ყვის უკან წა​ღე​ბას არ აპი​რებ​და, მხო​ლოდ
შე​შინ​და.

მღვდე​ლი სა​კურ​თხევ​ლის კი​ბე​ზე ჩა​მო​დიოდა, რომ ჯვარ​ცმა ეკ​ლე​სი​ის სა​ცავ​ში გაეტა​ნა.

იმ​წუ​თას, რო​დე​საც მათ გვერ​დით მაც​ხოვ​რის სხეული ჩაატა​რეს, ან​ტო​ნი​ამ ჰოფ​მანს ხე​ლი სტა​ცა.

– ღმერ​თო, შენ გაიგო​ნე მი​სი ფი​ცი, ხომ ასეა? – წარ​მოთ​ქვა ან​ტო​ნი​ამ.


ჰოფ​მანს რა​ღა​ცის თქმა სურ​და.

– არც ერ​თი სიტ​ყვა, აღარც ერ​თი; მინ​და, თქვე​ნი ფი​ცი იყოს ის უკა​ნას​კნე​ლი სიტ​ყვე​ბი, რაც თქვენ​გან
გა​ვი​გო​ნე, რომ ისი​ნი მუ​დამ ყურ​ში მედ​გას. ნახ​ვამ​დის, ჩე​მო მე​გო​ბა​რო, ნახ​ვამ​დის.

ან​ტო​ნია ჩრდი​ლი​ვით გას​ხლტა და შეყ​ვა​რე​ბულს ხე​ლის​გულ​ზე მე​და​ლიონი დაუტო​ვა.

ჰოფ​მა​ნი უყუ​რებ​და, რო​გორ შორ​დე​ბო​და; უმ​ზერ​და, რო​გორც ორ​ფეოსი გაქ​ცე​ულ ევ​რი​დი​კეს;


შემ​დეგ, რო​დე​საც ან​ტო​ნია გაქ​რა, მე​და​ლიონი გახ​სნა.

მე​და​ლი​ონ​ში ან​ტო​ნი​ას პორ​ტრე​ტი იყო, ახალ​გაზ​რდო​ბი​თა და სი​ლა​მა​ზით თვა​ლის​მომ​ჭრე​ლი.

ორი საათის შემ​დეგ ჰოფ​მა​ნი იმა​ვე დი​ლი​ჟან​სში იჯ​და, რომ​ლი​თაც ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი გა​ემ​გზავ​რა,
თან იმეორებ​და:

– არ იდარ​დო, ან​ტო​ნია, ოჰ, არ იდარ​დო! არა, ბან​ქოს არ ვი​თა​მა​შებ! ოჰ! ჰო, შე​ნი ერ​თგუ​ლი
დავ​რჩე​ბი!

VI - პარიზის ბარიერი 1793 წელს

ჰოფ​მა​ნის მოგ​ზაურო​ბა საფ​რან​გეთ​ში, რო​მელ​ზე​დაც ასე ოც​ნე​ბობ​და, ნაღ​ვლიანი გა​მოდ​გა.


სიძ​ნე​ლეები, საზ​ღვრის გა​და​ლახ​ვი​სას რომ შეხ​ვდა, ცენ​ტრთან მი​ახ​ლოები​სას კვლავ გან​მე​ორ​და.

არა, საფ​რან​გე​თის რეს​პუბ​ლი​კა უფ​რო გულ​ღი​ად ხვდე​ბო​და ჩა​მო​სუ​ლებს, ვიდ​რე აცი​ლებ​და


წამ​სვლე​ლებს. თუმ​ცა მმარ​თვე​ლო​ბის აღ​ნიშ​ნულ, ძვირ​ფას ფორ​მას მოგ​ზაურე​ბი მხო​ლოდ მას
შემ​დეგ ამ​ჩნევ​დნენ, რაც რამ​დე​ნი​მე, საკ​მა​ოდ მკაცრ ფორ​მა​ლურ მოთ​ხოვ​ნას ას​რუ​ლებ​დნენ.

ეს ის დრო იყო, რო​დე​საც ფრან​გებ​მა ყვე​ლა​ზე ცუ​დად იცოდ​ნენ წე​რა, მაგ​რამ ყვე​ლა​ზე მეტს წერ​დნენ.
ყვე​ლა ახალ​გა​მომ​ცხვა​რი სა​ხელ​მწი​ფო მო​ხე​ლე მი​იჩ​ნევ​და, რომ სას​წრა​ფოდ უნ​და ეთ​ქვა უარი
საოჯა​ხო თუ მწარ​მო​ებ​ლურ საქ​მიანო​ბა​ზე და მთე​ლი დრო და​ეთ​მო პას​პორ​ტე​ბის ხელ​მო​წე​რით
და​დას​ტუ​რე​ბის​თვის, გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ნიშ​ნე​ბის ჩა​მოთ​ვლი​სა თუ ვი​ზე​ბი​სა და რე​კო​მენ​და​ციების
გა​ცე​მის​თვის – ერ​თი სიტ​ყვით, ნამ​დვი​ლი პატ​რიოტის მო​ვა​ლეობის​თვის.

ქა​ღალ​დო​მა​ნი​ას არა​სო​დეს მი​უღ​წე​ვია იმ მას​შტა​ბის​თვის, რაც მა​შინ შეიძი​ნა. ფრან​გუ​ლი


ად​მი​ნის​ტრა​ცი​ის ამ ენ​დე​მურ​მა დაავა​დე​ბამ, ტე​რორ​თან ერ​თად, გრო​ტეს​კუ​ლი კა​ლიგ​რა​ფი​ის ისე​თი
შე​სა​ნიშ​ნა​ვი ნი​მუ​შე​ბი დაგ​ვი​ტო​ვა, დღე​საც რომ სა​ლა​პა​რა​კოა.
ჰოფ​მანს მოგ​ზაურო​ბის​თვის სა​ჭი​რო უაღ​რე​სად ეკო​ნო​მიური დო​კუ​მენ​ტი ჰქონ​და. მა​შინ​დელ ეპო​ქა​ში
მომ​ჭირ​ნეობას იჩენ​დნენ, ამი​ტომ გა​ზე​თე​ბის, წიგ​ნე​ბი​სა თუ მო​ხე​ტიალე გამ​ყიდ​ვლე​ბის მი​ერ
შე​მო​თა​ვა​ზე​ბუ​ლი პრო​დუქ​ცი​ის ფორ​მა​ტი, რო​გორც წე​სი, in octavo(in octavo – პო​ლიგ​რა​ფიაში
ეწო​დე​ბა სა​მად გა​კე​ცილ ფურ​ცელს, რო​მე​ლიც იძ​ლე​ვა თექ​ვსმეტ გვერდს. ფორ​მა​ტი წააგავს
თა​ნა​მედ​რო​ვე A5-​ს.)-ზე დი​დი არ იყო. ელ​ზა​სი​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი, ჩვე​ნი მოგ​ზაურის დო​კუ​მენ​ტი
აჭ​რელ​და ჩი​ნოვ​ნი​კე​ბის ხელ​მო​წე​რე​ბით, რომ​ლე​ბიც იმ ლო​თის მარ​შრუტს ჰგავ​და, ზიგ​ზა​გი​სე​ბუ​რად
რომ კვეთს ქუ​ჩას და ხან ერთ კე​დელს ეჯა​ხე​ბა, ხან მეორეს.

ჰოფ​მა​ნი იძუ​ლე​ბუ​ლი გახ​და, პას​პორ​ტში ერ​თი ფურ​ცე​ლი ჩაემა​ტე​ბი​ნა; ლო​თა​რინ​გიაში ჩა​სულ​მა


კი​დევ ერ​თი ჩაამა​ტა, სა​დაც ხელ​ნა​წე​რე​ბის პრო​პორ​ცი​ებ​მა კო​ლო​სა​ლუ​რი ზო​მე​ბი მიიღო. იქ, სა​დაც
პატ​რიოტიზ​მი გან​სა​კუთ​რე​ბით იგ​რძნო​ბო​და, მწერ​ლე​ბი უფ​რო მიამი​ტე​ბი იყ​ვნენ. მა​გა​ლი​თად,
ერთ-​ერთი ქა​ლა​ქის მერ​მა ფურ​ცლის ორი​ვე მხა​რე გა​მოიყე​ნა იმის​თვის, რომ შემ​დე​გი ჩა​ნა​წე​რი
დაეტო​ვე​ბი​ნა:

„ოფ​მა​ნი, ღერ​მა​ნე​ლი კმაც​ვი​ლი, თა​ვი​სუპ​ლე​ბის მე​გო​ბა​რი პა​რი​ში პე​ხიტ მი​დის.

ხელ​მო​წე​რა: გო​ლი​ე.“

სამ​შობ​ლოს, ასა​კის, პრინ​ცი​პე​ბის, სა​ბო​ლოო და​ნიშ​ნუ​ლე​ბის ად​გი​ლი​სა და სატ​რან​სპორ​ტო


სა​შუალე​ბე​ბის ჩა​სა​წე​რად გან​კუთ​ვნი​ლი ამ უნი​კა​ლუ​რი დო​კუ​მენ​ტით აღ​ჭურ​ვი​ლი ჰოფ​მა​ნის მთა​ვა​რი
საზ​რუ​ნა​ვი ბიუროკ​რა​ტიული ცხოვ​რე​ბის ნაფ​ლე​თე​ბის თავ​მოყ​რა იყო; ასე რომ, პა​რიზ​ში ჩა​სუ​ლი
უკ​ვე საკ​მა​ოდ სქელ პას​პორტს ფლობ​და; და რო​გორც თა​ვად ამ​ბობ​და, თუ ოდეს​მე კი​დევ
გა​დაწ​ყვეტ​და საფ​რან​გეთ​ში გამ​გზავ​რე​ბას, ფურ​ცლებს აუცი​ლებ​ლად ლი​თო​ნის ყდა​ში ჩას​ვამ​და,
რად​გან უბ​რა​ლო მუ​ყაოში ჩას​მუ​ლი ქა​ღალ​დე​ბი, სა​ვალ​დე​ბუ​ლოდ თან სა​ტა​რე​ბე​ლი, შე​იძ​ლე​ბო​და
ად​ვი​ლად დაეკარ​გა.

სა​დაც უნ​და მოხ​ვედ​რი​ლი​ყო, ყველ​გან ეუბ​ნე​ბოდ​ნენ:

– ჩე​მო ძვირ​ფა​სო მოგ​ზაურო, პრო​ვინ​ციაში ცხოვ​რე​ბა ჯერ კი​დევ შე​იძ​ლე​ბა, პა​რიზს რაც შეეხე​ბა, იქ
ყვე​ლა​ფე​რი თავ​და​ყი​რაა. გან​სა​კუთ​რე​ბით ერი​დე პო​ლი​ცი​ას; ყვე​ლა მო​ქა​ლა​ქე ძა​ლი​ან პე​დან​ტუ​რია
და თუ თქვენს გერ​მა​ნე​ლო​ბას გა​ვით​ვა​ლის​წი​ნებთ, ალ​ბათ, არ მო​გეპ​ყრო​ბი​ან ისე, რო​გორც კარგ
მო​ქა​ლა​ქეს შეჰ​ფე​რის.

ამას ჰოფ​მა​ნი ამა​ყი ღი​მი​ლით პა​სუ​ხობ​და. ეს იყო იმ სპარ​ტე​ლე​ბის სიამა​ყის გა​მო​ძა​ხი​ლი,


რომ​ლი​თაც ისი​ნი სპარ​სე​ლე​ბის მე​ფის, ქსერ​ქსეს, საომა​რი ძა​ლე​ბის შე​სა​ხებ თე​სა​ლიელი
მზვე​რა​ვე​ბის მო​ტა​ნილ და​მა​ხინ​ჯე​ბულ ცნო​ბებს ხვდე​ბოდ​ნენ​(თე​სა​ლიელი მზვე​რა​ვე​ბის ცნო​ბე​ბი
ქსერ​ქსეს ლაშ​ქრის რიც​ხოვ​ნო​ბის შე​სა​ხებ – ჰე​რო​დო​ტეს „ის​ტო​რი​ის“ VII წიგ​ნში მოთ​ხრო​ბი​ლია ძვ.
წ. 480-​479 წლე​ბის ბერძენ-​სპარსელთა ომე​ბის მი​წუ​რუ​ლის ერ​თი ეპი​ზო​დი: სპარ​სე​ლებ​მა ბერ​ძენ​თა
მზვე​რა​ვე​ბი დაიჭი​რეს, თუმ​ცა ქსერ​ქსემ მა​თი გაშ​ვე​ბა ბრძა​ნა, რა​თა თა​ნა​მებ​რძო​ლე​ბის​თვის
მოეყო​ლათ მტრის ურიც​ხვი ჯა​რის შე​სა​ხებ.).

რო​გორც იქ​ნა, პა​რიზ​ში ჩა​ვი​და, თუმ​ცა სა​ღა​მოს პირ​ზე ქა​ლაქ​ში შე​სას​ვლე​ლი ბა​რიერე​ბი უკ​ვე
და​კე​ტი​ლი იყო.
ჰოფ​მა​ნი ფრან​გუ​ლად ასა​ტა​ნად სა​უბ​რობ​და, მაგ​რამ ან ხარ გერ​მა​ნე​ლი, ან – არა. თუ გერ​მა​ნე​ლი არ
ხარ, შე​ნი აქ​ცენ​ტი შე​საძ​ლოა საფ​რან​გე​თის პრო​ვინ​ციაში მცხოვ​რე​ბი​სას მი​ამ​სგავ​სონ; თუ
გერ​მა​ნე​ლი ხარ, ყო​ველ​თვის გერ​მა​ნე​ლად ჩაგ​თვლი​ან.

თავ​და​პირ​ვე​ლად ის ავ​ხსნათ, რას საქ​მიანობ​და პო​ლი​ცია ქა​ლაქ​ში შე​სას​ვლელ ბა​რიერებ​ზე.

ჯერ ერ​თი, ბა​რიერე​ბი და​კე​ტი​ლი იყო. ბა​რი​ერ​ზე მდგო​მი შვი​დი თუ რვა – ჭკუა-​გონებით აღ​სავ​სე და
უსაქ​მოდ დარ​ჩე​ნი​ლი – ლა​ვა​ტე​რის მოყ​ვა​რუ​ლი მიმ​დე​ვა​რი​(იოჰან კას​პარ ლა​ვა​ტე​რი (1741-​1801) –
შვეიცა​რიელი მწე​რა​ლი, ფი​ზი​ოგ​ნო​მი​კის შე​სა​ხებ რამ​დე​ნი​მე ნაშ​რო​მის ავ​ტო​რი. მი​სი ნაშ​რო​მე​ბი
მე​ტად პო​პუ​ლა​რუ​ლი გახ​და მე-​18-მე-19 საუკუ​ნე​ებ​ში.) სექ​ციონე​რი(​სექ​ციონე​რი – სექ​ცი​ის წევ​რი.
სექ​ცია – რე​ვო​ლუ​ცი​ის ეპო​ქის პა​რიზ​ში ტე​რი​ტო​რიული და​ყო​ფის უმ​ცი​რე​სი ერ​თეული. სექ​ცია
ეწო​დე​ბო​და 1791 წელს სა​კა​ნონ​მდებ​ლო ორ​გა​ნოს არ​ჩევ​ნე​ბის​თვის შექ​მნილ ამ​რჩევ​თა პირ​ვე​ლად
შეკ​რე​ბებს. არ​ჩევ​ნე​ბის დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ თვით​მოქ​მედ ად​გი​ლობ​რი​ვი ხე​ლი​სუფ​ლე​ბის
ორ​გა​ნოებად გა​და​კეთ​და. პა​რიზ​ში 48 სექ​ცია იყო. სექ​ცი​ის საქ​მიანო​ბის წარ​მარ​თვის​თვის
ირ​ჩევ​დნენ კო​მის​რებს, კო​მის​რე​ბი ე. წ. სა​მო​ქა​ლა​ქო კო​მი​ტე​ტებ​ში ერ​თი​ან​დე​ბოდ​ნენ.) ჩი​ბუხს
აბო​ლებ​და და მუ​ნი​ცი​პა​ლუ​რი პო​ლი​ცი​ის ორი-​სამი აგენ​ტის გარ​შე​მო ჯგუფ-​ჯგუფად დაძ​რწო​და.

ეს კე​თილ​შო​ბი​ლი ადა​მიანე​ბი ყვე​ლა დე​პუ​ტა​ცი​ის წევ​რე​ბი იყ​ვნენ; ასე​ვე – ყვე​ლა კლუ​ბის, ყვე​ლა
სა​ოლ​ქო ბიურო​სა და, სა​ერ​თოდ, ყვე​ლა იმ ად​გი​ლის ფეხ​მო​უც​ვლე​ლი სტუმ​რე​ბი, სა​დაც პო​ლი​ტი​კას
გა​ნი​ხი​ლავ​დნენ აქ​ტიურად თუ პა​სიურად. ამ ადა​მიანებს ნა​ნა​ხი ჰყავ​დათ ასამ​ბლეისა​(ა​სამ​ბლეა –
1791 წლის კონ​სტი​ტუ​ცი​ის სა​ფუძ​ველ​ზე შექ​მნი​ლი ეროვ​ნუ​ლი ასამ​ბლეა, რო​მელ​მაც საფ​რან​გე​თი
კონ​სტი​ტუ​ცი​ურ მო​ნარ​ქი​ად გა​მო​აც​ხა​და და იმა​ვე წლის 1-​ელ ოქ​ტომ​ბერს შე​უდ​გა ფუნ​ქციონი​რე​ბას.
კრე​ბა არ​ჩეული იყო ცენ​ზიანი სა​არ​ჩევ​ნო უფ​ლე​ბის მქო​ნე​თა, ანუ ქვეყ​ნის მო​სახ​ლეობის მე​ხუ​თე​დის
მი​ერ. მოქ​მე​დებ​და 1792 წლის 10 აგ​ვის​ტოს მომ​ხდარ სა​ხალ​ხო აჯან​ყე​ბამ​დე, რის შემ​დე​გაც ის
კონ​ვენ​ტმა შეც​ვა​ლა.) თუ კონ​ვენ​ტის( კონ​ვენ​ტი – მამ​რო​ბი​თი სქე​სის მო​ქა​ლა​ქეების სა​ყო​ველ​თაო
ხმის მი​ცე​მით არ​ჩეული დამ​ფუძ​ნე​ბე​ლი კრე​ბა, რო​მე​ლიც მოქ​მე​დებ​და 1792 წლის 21 სექ​ტემ​ბრი​დან
1795 წლის 26 ოქ​ტომ​ბრამ​დე. კონ​ვენ​ტმა 21 სექ​ტემ​ბერს გა​მო​აც​ხა​და საფ​რან​გე​თის პირ​ვე​ლი
რეს​პუბ​ლი​კა, მიიღო ახა​ლი, რე​ვო​ლუ​ციური კა​ლენ​და​რი და კონ​სტი​ტუ​ციაზე მუ​შაობას შე​უდ​გა.
1792-​1793 წლებ​ში კონ​ვენ​ტში წამ​ყვა​ნი პო​ზი​ცია ეკა​ვათ ჟი​რონ​დის​ტებს (ბრი​სო, ვერ​ნიო,
კონ​დორ​სე, რო​ლა​ნი...). 1793-​1794 წლებ​ში – მონ​ტა​ნიარებს (რო​ბეს​პიერი, დან​ტო​ნი, მა​რა​ტი,
დე​მუ​ლე​ნი...), ხო​ლო 1794-​1795 წლებ​ში – თერ​მი​დო​რე​ლებს (ფუ​შე, ბა​რა​სი, ფრე​რიონი,
ტა​ლიენი...).) ყვე​ლა დე​პუ​ტა​ტი, ტრი​ბუ​ნებ​ზე – ყვე​ლა არის​ტოკ​რა​ტი მა​მა​კა​ცი თუ ქალ​ბა​ტო​ნი,
სა​სე​ირ​ნო ად​გი​ლებ​ზე – ყვე​ლა სა​ხელ​გან​თქმუ​ლი პრან​ჭია, თე​ატ​რებ​ში – ყვე​ლა ცნო​ბი​ლი
ეჭ​ვმი​ტა​ნი​ლი, სა​სა​მარ​თლოების სხდო​მებ​ზე – ყვე​ლა ბრალ​დე​ბუ​ლი, რო​მე​ლიც მეტ-​ნაკლებად
გა​თა​ვი​სუფ​ლდა ბრალ​დე​ბის​გან, ცი​ხე​ებ​ში – ყვე​ლა შეწ​ყა​ლე​ბუ​ლი მღვდე​ლი(1792 წლის 2-5
სექ​ტემ​ბერს ომ​ში წა​რუ​მა​ტებ​ლო​ბით აღ​შფო​თე​ბულ​მა, ცი​ხე​ებ​ში შეჭ​რილ​მა პა​რი​ზე​ლებ​მა, რო​მელ​თა
მრის​ხა​ნე​ბას იწ​ვევ​და ასე​ვე ქა​ლაქ​ში გავ​რცე​ლე​ბუ​ლი ხმე​ბი კონ​ტრრე​ვო​ლუ​ციური გა​დატ​რიალე​ბის
შე​სა​ხებ, და​ხო​ცეს და​პა​ტიმ​რე​ბუ​ლი არის​ტოკ​რა​ტე​ბი და ის სა​სუ​ლიერო პი​რე​ბი, რომ​ლებ​მაც
რეს​პუბ​ლი​კის ერ​თგუ​ლე​ბის ფი​ცი არ და​დეს.). ისი​ნი ისე კარ​გად იც​ნობ​დნენ მშობ​ლი​ურ პა​რიზს, რომ
ყო​ვე​ლი უც​ნო​ბი სა​ხის გა​მო​ჩე​ნას მათ​ზე წა​რუშ​ლე​ლი შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა უნ​და მო​ეხ​დი​ნა და ახ​დენ​და
კი​დეც.
იმ ეპო​ქა​ში გა​დაც​მით თა​ვის შე​ნიღ​ბვა საძ​ნე​ლო საქ​მეს წარ​მო​ად​გენ​და: მე​ტის​მე​ტად მდიდ​რუ​ლი
სა​მო​სი ყუ​რად​ღე​ბას იქ​ცევ​და, ღა​რი​ბუ​ლი კი ეჭვს აღ​ძრავ​და. რა​კი ყვე​ლა​ზე გავ​რცე​ლე​ბულ ნი​შან​თა
შო​რის უსუფ​თაობა იყო, ნე​ბის​მიერი წყლის მზი​და​ვი თუ მზა​რეულის თა​ნა​შემ​წე სი​ნამ​დვი​ლე​ში
შე​საძ​ლოა არის​ტოკ​რა​ტი ყო​ფი​ლი​ყო. მაგ​რამ რო​გორ უნ​და დაემა​ლათ მოვ​ლი​ლი თეთ​რკა​ნიანი ხე​ლი
ლა​მა​ზი ფრჩხი​ლე​ბით? არის​ტოკ​რა​ტუ​ლო​ბა აღარ იქ​ცევს ყუ​რად​ღე​ბას დღეს, რო​დე​საც ყვე​ლა​ზე
თავ​მდა​ბა​ლი ადა​მიანე​ბი ყვე​ლა​ზე მა​ღალ​ქუს​ლიანი ფეხ​საც​მლით დაიარე​ბი​ან; მაგ​რამ რო​გორ
შე​იძ​ლე​ბო​და, ფით​ქი​ნა ხე​ლი დაემა​ლათ ოცი წყვი​ლი თვა​ლის​გან, რო​მე​ლიც და​გე​ში​ლი მწე​ვა​რი​ვით
დაუღა​ლა​ვად მსხვერ​პლის ძიება​ში იყო?

ჩას​ვლის​თა​ნა​ვე მოგ​ზა​ურს ელო​და ჩხრე​კა, და​კით​ხვა, გა​შიშ​ვლე​ბა – ზნეობას რაც შეეხე​ბა, ეს


პრო​ცე​დუ​რა ისე​თი სიიოლით ტარ​დე​ბო​და, რო​გორც მი​ღე​ბუ​ლი იყო და ისე​ვე თა​ვი​სუფ​ლად, რო​გორც
ამას ით​ხოვ​და... თა​ვი​სუფ​ლე​ბა.

ჰოფ​მა​ნი აღ​ნიშ​ნუ​ლი ტრი​ბუ​ნა​ლის წი​ნა​შე 7 დე​კემ​ბერს, სა​ღა​მოს შვიდ სა​ათ​ზე წარ​დგა.


მოღ​რუბ​ლუ​ლი, ცი​ვი ამინ​დი იყო, ნის​ლიანი და ჭირ​ხლიანი; მაგ​რამ დათ​ვი​სა და წა​ვის ბეწ​ვის
ქუ​დე​ბის წყა​ლო​ბით, პატ​რიოტებს ყუ​რებ​ში საკ​მა​რი​სად შერ​ჩე​ნო​დათ ცხე​ლი სის​ხლი, რომ
ყუ​რად​ღე​ბა არ მოედუ​ნე​ბი​ნათ და და​კით​ხვის მე​ტად ძვირ​ფა​სი უნა​რი არ დაჰ​კარ​გო​დათ.

ჰოფ​მა​ნი შეაჩე​რა ხელ​მა, რო​მე​ლიც მის მკერ​დზე და​ეშ​ვა.

ახალ​გაზ​რდა მოგ​ზა​ურს ფო​ლა​დის​ფე​რი ფრა​კი და რუ​ხი, სქე​ლი რე​დინ​გო​ტი ეც​ვა, გერ​მა​ნუ​ლი


ჩექ​მე​ბი საკ​მა​ოდ მოხ​დე​ნი​ლად აჩენ​და მის ფე​ხებს, თა​ნაც უკა​ნას​კნე​ლი ეტა​პის უკან მო​ტო​ვე​ბის
შემ​დეგ, ტა​ლა​ხიანი გზა აღარ შეხ​ვედ​რია. მო​ყი​ნულ გზებ​ზე ეტ​ლე​ბი ვერ და​დიოდა, ამი​ტომ ჰოფ​მან​მა
ფე​ხით გაიარა ექ​ვსი ლიე, გზა დატ​კეპ​ნი​ლი თოვ​ლით იყო და​ფა​რუ​ლი.

– სა​ით გა​გი​წე​ვია ამ ლა​მა​ზი ჩექ​მე​ბით, მო​ქა​ლა​ქევ? – შეეკით​ხა აგენ​ტი ჰოფ​მანს.

– პა​რიზ​ში მივ​დი​ვარ, მო​ქა​ლა​ქევ.

– ჩანს, რომ იმედ​გაც​რუებუ​ლი არ ხარ, ახალ​გაზ​რდა პრუს​სსსსიელო, – უპა​სუ​ხა პო​ლი​ცი​ელ​მა და


სიტ​ყვა „პრუ​სიელი“ ისე​თი ხმით წარ​მოთ​ქვა, მა​შინ​ვე ათიოდე ცნო​ბის​მოყ​ვა​რემ მოიყა​რა თა​ვი.

მა​შინ პრუ​სიელი არა​ნაკ​ლებ დი​დი მტე​რი იყო საფ​რან​გე​თის, ვიდ​რე ფი​ლის​ტი​მე​ლი(​ფი​ლის​ტი​მე​ლე​ბი


– პა​ლეს​ტი​ნის ტე​რი​ტო​რიაზე მცხოვ​რე​ბი ეგეოსუ​რი წარ​მო​შო​ბის ხალ​ხი, ძვე​ლი აღ​თქმის მი​ხედ​ვით,
ებ​რა​ელ​თა, ანუ ის​რაელი​ან​თა, ყვე​ლა​ზე დი​დი მტრე​ბი.) – ის​რაელიანი სო​ლო​მო​ნის
თა​ნა​მოძ​მეების​თვის.

– დიახაც! ჰო, პრუ​ზიელი ვარ, – ჰოფ​მან​მა პო​ლი​ციელის ხუ​თი „ს“ „ზ“-დ აქ​ცია, – მე​რე რა?

– მე​რე ის, რომ თუ პრუს​სიელი ხარ, ესე იგი, იმავ​დროულად პი​ტი​სა​(უილი​ამ პი​ტი (1759-​1806) –
ინ​გლი​სე​ლი სა​ხელ​მწი​ფო მოღ​ვა​წე, დი​დი ბრი​ტა​ნე​თის პრემიერ-​მინისტრი 1783-​1801 და 1804-​1806
წლებ​ში; საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის შეური​გე​ბე​ლი მო​წი​ნა​აღ​მდე​გე და ან​ტიფ​რან​გუ​ლი კოალი​ცი​ის
ერთ-​ერთი სუ​ლის​ჩამ​დგმე​ლი იყო.) და კო​ბურ​გის​(კო​ბურ​გი – ბა​ვა​რი​ის ჩრდი​ლოეთით, ზე​მო
ფრან​კო​ნიაში მდე​ბა​რე ქა​ლა​ქი; საქსონ-​კობურგ-ზაალფელდის სა​ჰერ​ცო​გოს დე​და​ქა​ლა​ქი. საქ​სო​ნი​ის
პრინ​ცი ფრიდ​რიხ იოსია კო​ბურგ ზა​ალ​ფელ​დი (1737-​1817) ავ​სტრიელი ფელ​დმარ​შა​ლი იყო,
რო​მე​ლიც 1793-​1794 წლებ​ში ნი​დერ​ლან​დებ​ში მე​თაურობ​და საფ​რან​გე​თის წი​ნა​აღ​მდეგ მეომარ
ავ​სტრი​ელ​თა არ​მი​ას.) წვრილ​ფე​ხა აგენ​ტიც ხარ, გაიგე?

– ჩე​მი პას​პორ​ტი წაიკით​ხეთ, – ჰოფ​მან​მა მოზ​რდი​ლი დო​კუ​მენ​ტი ამოიღო და ბა​რი​ერ​თან მდგომ


წერა-​კითხვის მცოდ​ნეს გაუწო​და.

– წა​მო​დი, – ეს უკა​ნას​კნე​ლი ქუს​ლებ​ზე შეტ​რი​ალ​და და სა​ყა​რაულოს შე​ნო​ბის​კენ გა​უძ​ღვა.

ჰოფ​მა​ნი შე​სა​შუ​რი სიმ​შვი​დით გაჰ​ყვა მეგ​ზურს.

სან​თლე​ბის შუქ​ზე პატ​რიოტებ​მა თვა​ლი შე​ავ​ლეს ენერ​გი​ულ მოგ​ზა​ურს, რო​მელ​საც გამ​ჭო​ლი მზე​რა
და აბურ​დუ​ლი თმა ჰქონ​და და არ რცხვე​ნო​და დამ​ტვრეული ფრან​გუ​ლით საუბა​რი. მათ​გან
ერთ-​ერთმა წა​მოიძა​ხა:

– ვე​რაფ​რით უარ​ყოფს, რომ არის​ტოკ​რა​ტი​ა; მის ხე​ლებ​სა და ფე​ხებს შე​ხე​დეთ!

– უტ​ვი​ნო ბრძან​დე​ბით, მო​ქა​ლა​ქევ, – უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა, – თქვენ​ნაირი პატ​რიოტი ვარ და ამას


გარ​და, ხე​ლო​ვა​ნიც.

ამ სიტ​ყვებ​ზე ჯი​ბი​დან ამოიღო ერთ-​ერთი ჩი​ბუ​ხი, რომ​ლის შე​მაძ​რწუ​ნებ​ლად ღრმა ფსკე​რის​თვის


მხო​ლოდ ჯი​უტ გერ​მა​ნელს თუ შე​ეძ​ლო მი​ეღ​წია.

ჰოფ​მა​ნის ჩი​ბუხ​მა შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა მო​ახ​დი​ნა პო​ლი​ციელებ​ზე, რომ​ლე​ბიც თამ​ბა​ქოს პა​წა​წი​ნა


ჩი​ბუ​ხე​ბით ეწე​ოდ​ნენ.

ყვე​ლა​ნი მიაჩერ​დნენ ახალ​გაზ​რდას, რო​მელ​მაც ხე​ლის ჩვეული მოძ​რაობით ჩი​ბუხ​ში ერ​თი კვი​რის
სამ​ყო​ფი თამ​ბა​ქო ჩა​ცა​ლა. შემ​დეგ დაჯ​და, თამ​ბა​ქოს მოუკი​და და იქამ​დე დაიცა​და, ვიდ​რე ცეც​ხლი
მთელ ზე​და​პირს მოედე​ბო​და, მე​რე, დრო​ის თა​ნა​ბარ შუალე​დებ​ში, ნეს​ტოები​დან და პი​რი​დან
მო​ცის​ფრო კვამ​ლის გა​მოშ​ვე​ბას შე​უდ​გა.

– კარ​გად ეწე​ვა, – და​ას​კვნა ერთ-​ერთმა.

– და ეტ​ყო​ბა, რომ მწე​ვე​ლია. მი​სი სა​ბუ​თე​ბი ნა​ხე.

– პა​რიზ​ში რის​თვის ჩა​მოხ​ვე​დი? – შეეკით​ხა მე​სა​მე.

– მეც​ნიერე​ბი​სა და თა​ვი​სუფ​ლე​ბის შე​სას​წავ​ლად, – უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა.

– კი​დევ რის? – ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობა ვერ და​მა​ლა ამ გმი​რუ​ლი სიტ​ყვე​ბით აღ​ფრთო​ვა​ნე​ბულ​მა


ფრან​გმა, შე​საძ​ლოა იმი​ტო​მაც, რომ მა​ღალ​ფარ​დო​ვან სიტ​ყვებს დი​დი ხა​ნია შეეგუა.
– და კი​დევ მხატ​ვრო​ბის, – დაამა​ტა ჰოფ​მან​მა.

– აჰა! ესე იგი, მო​ქა​ლა​ქე და​ვი​დი​ვით მხატ​ვა​რი ხარ?

– ასეა.

– მა​სა​ვით შიშ​ველ პატ​რი​ოტ რო​მაელებს ხა​ტავ?

– არა, ჩაც​მუ​ლებს, – თქვა ჰოფ​მან​მა.

– ეგ ნაკ​ლე​ბად ლა​მა​ზია.

– ვის​თვის რო​გორ, – აუღელ​ვებ​ლად უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა.

– აბა, დამ​ხა​ტე, – სთხო​ვა აღ​ფრთო​ვა​ნე​ბულ​მა პო​ლი​ცი​ელ​მა.

– სიამოვ​ნე​ბით.

ჰოფ​მან​მა ღუმ​ლი​დან ნახ​ში​რის ნა​ტე​ხი გა​მოიღო, ცეც​ხლწა​კი​დე​ბუ​ლი ბო​ლო ჩა​აქ​რო და


შე​ბათ​ქა​შე​ბულ კე​დელ​ზე გა​მო​სა​ხა ერთ-​ერთი ყვე​ლა​ზე მა​ხინ​ჯი სა​ხე, რო​მელ​საც ოდეს​მე
შეურაც​ხყვია ცი​ვი​ლი​ზე​ბუ​ლი დე​და​ქა​ლა​ქი.

მე​ლი​ის​კუ​დიანი დათ​ვის ბეწ​ვის ქუ​დი, დორ​ბლიანი პი​რი, სქე​ლი ბა​კენ​ბარ​დე​ბი, მოკ​ლე ჩი​ბუ​ხი,
მოღ​რე​ცი​ლი ნი​კა​პი – ეს ყვე​ლა​ფე​რი ისე ზუს​ტად იყო და​ჭე​რი​ლი და ასა​ხუ​ლი, რომ მა​ლე
სა​ყა​რაულო​ში მყო​ფე​ბი​დან ყვე​ლა სთხოვ​და პორ​ტრე​ტის და​ხატ​ვას.

ჰოფ​მან​მა კე​თილ​გან​წყო​ბით შე​ას​რუ​ლა მა​თი სურ​ვი​ლი და სულ მა​ლე სა​ყა​რაულოს კე​დე​ლი


პატ​რი​ოტ​თა სა​ხეებით დაიფა​რა. ამ პორ​ტრე​ტებს, რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ნაკ​ლე​ბად კე​თილ​შო​ბი​ლუ​რი იერი
დაჰ​კრავ​და, ვიდ​რე რემ​ბრან​დტის „ღა​მის მზი​რე​ბის“ გმი​რე​ბად ქცეული ბურ​ჟუაზი​ის
წარ​მო​მად​გენ​ლე​ბის სა​ხე​ებს.

გა​ხა​ლი​სე​ბუ​ლი პატ​რიოტე​ბი უკ​ვე აღა​რა​ფერს ეჭ​ვობ​დნენ – გერ​მა​ნელს პა​რი​ზის ქვე​შევ​რდო​მის


სტა​ტუ​სი მიანი​ჭეს და მას​თან ერ​თად სა​პა​ტიო ლუ​დის კათ​ხაც შეს​ვეს. ჰოფ​მან​მა კი, ასეთ​მა გო​ნი​ერ​მა
ახალ​გაზ​რდამ, მას​პინ​ძლებს სა​ნაც​ვლოდ ბურ​გუნ​დიული ღვი​ნო შეს​თა​ვა​ზა, რაც ბა​ტო​ნებ​მა
სი​ხა​რუ​ლით მიიღეს.

ამ დროს ერთ-​ერთმა, ყვე​ლა​ზე ცბი​ერ​მა, ცხვი​რის წვერ​ზე მო​კაკ​ვუ​ლი საჩ​ვე​ნე​ბე​ლი თი​თი მიიდო,
ჰოფ​მანს მარ​ცხე​ნა თვა​ლი ჩა​უკ​რა და უთ​ხრა:

– ერ​თი რამ გაგ​ვიმ​ხი​ლე, გერ​მა​ნე​ლო მო​ქა​ლა​ქევ.

– რა, ჩე​მო მე​გო​ბა​რო?


– შე​ნი მოგ​ზაურო​ბის მი​ზა​ნი.

– უკ​ვე გით​ხა​რით: პო​ლი​ტი​კა და მხატ​ვრო​ბა.

– არა, არა, კი​დევ სხვა.

– გარ​წმუ​ნებ, მო​ქა​ლა​ქევ...

– კარ​გად გა​მი​გე, ბრალს არა​ფერ​ში გდებთ; ძა​ლი​ან მოგ​ვწონ​ხარ და და​გი​ცავთ კი​დეც; მაგ​რამ აქ
არის კორ​დე​ლი​ერ​თა კლუ​ბის​(კორ​დე​ლი​ერ​თა კლუ​ბი – „ა​და​მიანი​სა და მო​ქა​ლა​ქის უფ​ლე​ბე​ბის
მე​გო​ბარ​თა კლუ​ბი“, პო​ლი​ტი​კუ​რი სა​ზო​გა​დოება, რო​მე​ლიც 1790 წლის 27 აპ​რილს და​არ​სდა.
სა​ხე​ლი ეწო​და იმ ად​გი​ლის მი​ხედ​ვით, სა​დაც კლუ​ბის წევ​რე​ბი იკ​რი​ბე​ბოდ​ნენ – ეს იყო
კორ​დე​ლიერე​ბად წო​დე​ბუ​ლი ფრან​ცის​კე​ლე​ბის კუთ​ვნი​ლი დი​დი სა​მო​ნას​ტრო კომ​პლექ​სი პა​რიზ​ში,
შუა საუკუ​ნე​ებ​ში მე​ფე ლუი IX-​ის შემ​წეობით და​არ​სე​ბუ​ლი. 1790 წელს დან​ტო​ნის ბრძა​ნე​ბით, ბე​რებს
სა​მო​ნას​ტრო კომ​პლექ​სი ჩა​მო​არ​თვეს. სა​ხელ​წო​დე​ბა „კორ​დე​ლიერი“ (Cordelier) მო​დის ფრან​გუ​ლი
სიტ​ყვი​დან „corde“, რაც „თოკს“ ნიშ​ნავს – ფრან​ცის​კე​ლი ბე​რე​ბი უბ​რა​ლოებით გა​მო​ირ​ჩე​ოდ​ნენ, ეს
მათ სა​მო​სელ​საც ეტ​ყო​ბო​და, რო​მელ​ზე​დაც ქამ​რის ნაც​ვლად თო​კი ჰქონ​დათ შე​მო​ჭე​რი​ლი.) ორი
წევ​რი, ორიც იაკო​ბი​ნე​ლი​(იაკო​ბი​ნელ​თა კლუ​ბი – კორ​დე​ლი​ერ​თა კლუ​ბის მე​ტო​ქე გა​ერ​თიანე​ბა,
რომ​ლის წევ​რე​ბიც 1789 წლი​დან იკ​რი​ბე​ბოდ​ნენ დო​მი​ნი​კელ​თა (ფრან​ცის​კელ​თა მო​წი​ნა​აღ​მდე​გეები)
კუთ​ვნი​ლი მო​ნას​ტრის დარ​ბაზ​ში. იაკო​ბი​ნელ​თა კლუბ​მა ყვე​ლა​ზე დი​დი გავ​ლე​ნა მო​ახ​დი​ნა
რე​ვო​ლუ​ცი​ურ მოვ​ლე​ნებ​ზე. ის იყო ტე​რო​რის სუ​ლის ჩამ​დგმე​ლი და გან​მა​ხორ​ციელე​ბე​ლი. კლუ​ბი
1794 წელს, კონ​ვენ​ტის ბრძა​ნე​ბით, დაიხუ​რა. ); მე თვი​თონ ძმე​ბი​სა და მე​გობ​რე​ბის
კლუ​ბი​დან​(ძმე​ბი​სა და მე​გობ​რე​ბის კლუ​ბი – მრა​ვალ​რიც​ხო​ვა​ნი პო​ლი​ტი​კუ​რი კლუ​ბე​ბი​დან
ერთ-​ერთის სა​ხელ​წო​დე​ბა.) ვარ; ამო​ირ​ჩიე, ამ კლუ​ბე​ბი​დან რო​მე​ლი იქ​ნე​ბა შე​ნი პა​ტი​ვის ღირ​სი.

– რა პა​ტი​ვის? – გა​იკ​ვირ​ვა ჰოფ​მან​მა.

– ოჰ! ნუ მორ​ცხვობ. რა სა​ნა​ხაობა იქ​ნე​ბა, ყვე​ლა კლუბ​ში რომ გა​მოჩ​ნდე.

– მის​მი​ნე, მო​ქა​ლა​ქევ, ნუ მარ​ცხვენ. ძა​ლი​ან გთხოვ, ამიხ​სე​ნი, რას გუ​ლის​ხმობ.

– ამას და​ხე​დე და აღიარე, რომ ყვე​ლა​ფე​რი სწო​რად გა​მო​ვი​ცა​ნი, – უთ​ხრა პატ​რი​ოტ​მა.

მე​რე პას​პორ​ტი გა​და​შა​ლა და თა​ვი​სი სქე​ლი თი​თი დაადო ფურ​ცელს, რო​მელ​ზე​დაც სტრას​ბურ​გში
დას​მუ​ლი ბეჭ​დის ქვე​მოთ შემ​დე​გი სტრი​ქო​ნე​ბი იკით​ხე​ბო​და:

„ჰოფ​მა​ნი, მოგ​ზაური, მო​დის მან​ჰაიმი​დან, სტრას​ბურ​გში აიღო ყუ​თი ინი​ციალე​ბით ო. ბ.“

– მარ​თა​ლია, – უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა.

– და მე​რე რა არის მაგ ყუთ​ში?

– სა​თა​ნა​დო დეკ​ლა​რა​ცია სტრას​ბურ​გში უკ​ვე შე​ვავ​სე.


– ნა​ხეთ, მე​გობ​რე​ბო, ამ პა​ტა​რა თვალ​თმაქ​ცმა რა ჩა​მოიტა​ნა... გახ​სოვთ, ოსე​რე​ლი​(ო​სე​რი
(Auxerre) – კო​მუ​ნა ბურგუნდია-​ფრანშ-კონტეს რე​გი​ონ​ში, იონის პრე​ფექ​ტუ​რა​ში, საფ​რან​გეთ​ში.)
პატ​რიოტე​ბის ძღვე​ნი?

– ჰო, – უპა​სუ​ხა ერთ-​ერთმა, – ერ​თი ყუ​თი ქო​ნი.

– რის​თვის?

– გი​ლიოტი​ნის მჭრე​ლი პი​რის და​სა​მუ​შა​ვებ​ლად, – ერ​თხმად უპა​სუ​ხეს კმა​ყო​ფილ​მა პატ​რიოტებ​მა.

– გა​სა​გე​ბია! – თქვა ოდ​ნავ გა​ფით​რე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა, – მაგ​რამ ჩემს ყუთს რა სა​ერ​თო აქვს
ოსე​რე​ლი პატ​რიოტე​ბის ძღვენ​თან?

– წაიკით​ხე, – პა​რი​ზელ​მა მას პას​პორ​ტი გაუწო​და, – წაიკით​ხე, ყმაწ​ვი​ლო, აქ წე​რი​ა: „მოგ​ზაურო​ბის


მი​ზა​ნია პო​ლი​ტი​კა და ხე​ლოვ​ნე​ბა“. ასე წე​რია!

– ოჰ, რეს​პუბ​ლი​კავ! – ამოიოხ​რა ჰოფ​მან​მა.

– აბა, ახ​ლა კი აღიარე, თა​ვი​სუფ​ლე​ბის ახალ​გაზ​რდა მე​გო​ბა​რო, – უთ​ხრა პატ​რი​ოტ​თა​გან იმან,


მფარ​ვე​ლად რომ აჩ​ვე​ნებ​და თავს.

– აზ​რი არა აქვს, თა​ვი მო​ვი​წო​ნო იმით, რაც გულ​შიც კი არ გა​მივ​ლია, – უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა, –
ტყუილი დი​დე​ბა არა​ფერს მარ​გებს; ყუთ​ში, რო​მე​ლიც სტრას​ბურ​გში ავი​ღე და რო​მელ​საც პა​რიზ​ში
სა​ფოს​ტო ეტ​ლით ჩა​მო​მი​ტა​ნენ, დევს ვიოლი​ნო, რამ​დე​ნი​მე ყუ​თი სა​ღე​ბა​ვი და რუ​ლო​ნად დახ​ვეული
და​სამ​თავ​რე​ბე​ლი ტი​ლოები.

ამ სიტ​ყვებ​მა მნიშ​ვნე​ლოვ​ნად გა​უც​რუა იმე​დი იქ მყო​ფებს. პას​პორ​ტი და​უბ​რუ​ნეს, მის ნა​ჩუ​ქარ


ღვი​ნოს სა​თა​ნა​დო პა​ტი​ვი მიაგეს, თუმ​ცა თა​ვად ჰოფ​მა​ნი და​მო​ნე​ბულ​თა მხსნე​ლად აღარ მი​აჩ​ნდათ.

ერთ-​ერთმა პატ​რი​ოტ​მა ესეც კი თქვა:

– სენ-​ჟიუსტს(ლუი სენ-​ჟიუსტი (1767-​1794) – კონ​ვენ​ტის დე​პუ​ტა​ტი, სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი ხსნის


კო​მი​ტე​ტი​სა და იაკო​ბი​ნელ​თა კლუ​ბის წევ​რი, რო​ბეს​პიერის თა​ნა​შემ​წე. სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს 9
თერ​მი​დო​რის გა​დატ​რიალე​ბის (1794 წლის 27 ივ​ლისს მაქ​სი​მი​ლი​ან რო​ბეს​პიერი​სა და მი​სი
მომ​ხრეების დამ​ხო​ბა, რე​ვო​ლუ​ციური ტე​რო​რის და​სას​რუ​ლი) შემ​დეგ.) ჰგავს, მაგ​რამ მე ნამ​დვი​ლი
სენ-​ჟიუსტი უფ​რო მომ​წონს.

ფიქ​რებ​ში ჩა​ძი​რუ​ლი ჰოფ​მა​ნი, თბი​ლი ღუმ​ლის, თამ​ბა​ქო​სა და ღვი​ნის გავ​ლე​ნით, მცი​რე ხანს დუმ​და.
მე​რე მოულოდ​ნე​ლად თა​ვი ას​წია და იკით​ხა:

– გი​ლიოტი​ნა​ზე ბევ​რი ხალ​ხი აჰ​ყავთ?


– არ​ცთუ ცო​ტა, არ​ცთუ ცო​ტა; ბრი​სო​ტი​ნე​ლე​ბის​(ბრი​სო​ტი​ნე​ლე​ბი – ჟაკ პი​ერ ბრი​სოს (1754-​1793)
გვა​რის მი​ხედ​ვით ჟი​რონ​დის​ტე​ბის​თვის შერ​ქმეული სა​ხე​ლი. ჟი​რონ​დის​ტე​ბის უმ​რავ​ლე​სო​ბას
ჟი​რონ​დის დე​პარ​ტა​მენ​ტის დე​პუ​ტა​ტე​ბი შე​ად​გენ​დნენ, რომ​ლე​ბიც მრეწ​ვე​ლე​ბის, ვაჭ​რე​ბი​სა და
მი​წის​მფლო​ბე​ლე​ბის ინ​ტე​რე​სებს იცავ​დნენ. 1793 წელს პო​ლი​ტი​კუ​რი გავ​ლე​ნის​თვის ბრძო​ლა​ში
იაკო​ბი​ნე​ლებ​თან და​მარ​ცხდნენ.) შემ​დეგ, მარ​თა​ლია, მო​იკ​ლო, მაგ​რამ მა​ინც საკ​მაო რაოდე​ნო​ბით.

– მე​გობ​რე​ბო, კარ​გი ბი​ნა სად შე​იძ​ლე​ბა ვი​შო​ვო?

– ყველ​გან.

– მაგ​რამ ისე​თი, ყვე​ლაფ​რის ნახ​ვა რომ შევ​ძლო.

– აჰა! მა​შინ ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო​ზე(​ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო – სა​ნა​პი​რო პა​რი​ზის მე-4 უბან​ში,


იწ​ყე​ბა სენ-​ლუის ხიდ​თან და მთავ​რდე​ბა არ​კო​ლის ხიდ​თან. სა​ხე​ლი ეწო​და ახ​ლომ​დე​ბა​რე
ყვა​ვი​ლე​ბის ბაზ​რო​ბის გა​მო. სა​ნა​პი​როს 1ა ნო​მერ სახ​ლში ცხოვ​რობ​და ფი​ლო​სო​ფო​სი ვლა​დი​მირ
იან​კე​ლე​ვი​ჩი; ნო​მერ 5-​ში – საფ​რან​გე​თის პრე​ზი​დენ​ტი რე​ნე კო​ტი (1936-​1954 წლებ​ში); იმა​ვე
სახ​ლში 1941 წლის 17 ნო​ემ​ბერს გარ​და​იც​ვა​ლა ფრან​გი პოეტი ედ​მონ არო​კუ​რი. დღე​ვან​დელ ნო​მერ
მე-9 სახ​ლში ცხოვ​რობ​დნენ პი​ერ აბე​ლა​რი და ელო​იზ დ’არ​ჟან​ტეი (შუა საუკუ​ნე​ებ​ში). მე-​13 ნო​მერ
სახ​ლში ცხოვ​რობ​და ახალ​ზე​ლან​დიელი პოეტი და მწე​რა​ლი ქეთ​რინ მენ​სფილ​დი მწე​რალ ფრან​სის
კარ​კოს​თან ერ​თად.) უნ​და და​ბი​ნავ​დე.

– გა​სა​გე​ბია.

– ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო სად არის, თუ იცი?

– არა, მაგ​რამ სიტ​ყვა ყვა​ვი​ლე​ბი მომ​წონს. უკ​ვე ვხე​დავ, რო​გორ დავ​ბი​ნავ​დი ყვა​ვი​ლე​ბის
სა​ნა​პი​რო​ზე. იქამ​დე რო​გორ უნ​და მი​ვი​დე?

– ჯო​ჯო​ხე​თის ქუ​ჩას​(ჯო​ჯო​ხე​თის ქუ​ჩა – 1652 წელს პუასო​ნიერი​დან გაყ​ვა​ნი​ლი ქუ​ჩა სე​ნის


სა​ნა​პი​რომ​დე მი​დის. სა​ხე​ლი ეწო​და გვერ​დით მდე​ბა​რე სა​მოთ​ხის ქუ​ჩის სა​პი​რის​პი​როდ. 1789 წელს
ქუ​ჩის მცხოვ​რებ​თა თხოვ​ნით, სა​ხე​ლი შე​უც​ვა​ლეს და ლურ​ჯი ქუ​ჩა უწო​დეს.) პირ​და​პირ გა​უყ​ვე​ბი და
სა​ნა​პი​რო​ზე გახ​ვალ.

– სა​ნა​პი​როო, ესე იგი, წყალ​თან ახ​ლო​საა! – თქვა ჰოფ​მან​მა.

– ასეა.

– და ეს წყა​ლი სე​ნაა?

– ნამ​დვი​ლად სე​ნაა.

– ესე იგი, ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო სე​ნას ესაზ​ღვრე​ბა?


– პა​რიზს ჩემ​ზე უკეთ იც​ნობ, გერ​მა​ნე​ლო მო​ქა​ლა​ქევ.

– გმად​ლობ. ნახ​ვამ​დის; შე​მიძ​ლია წა​ვი​დე?

– მარ​ტო ერ​თი ფორ​მა​ლო​ბა​ღა დაგ​რჩა შე​სას​რუ​ლე​ბე​ლი.

– მით​ხა​რი, რო​მე​ლი.

– პო​ლი​ცი​ის კო​მი​სა​რი​ატ​ში უნ​და მიხ​ვი​დე ბი​ნად​რო​ბის უფ​ლე​ბის ასა​ღე​ბად.

– ძა​ლი​ან კარ​გი! ნახ​ვამ​დის.

– მოიცა. კო​მი​სა​რი​ატ​ში აღე​ბუ​ლი ნე​ბარ​თვით პო​ლი​ცი​ის გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში მიხ​ვალ.

– აჰა! აჰა!

– და შენს მი​სა​მართს ჩააწე​რი​ნებ.

– გა​სა​გე​ბია! დამ​თავ​რდა?

– არა, მე​რე სექ​ცი​ას მიაკით​ხავ.

– რის​თვის?

– უნ​და დაადას​ტუ​რო, რომ არ​სე​ბო​ბის​თვის სა​ჭი​რო ფი​ნან​სუ​რი სახ​სრე​ბი გა​გაჩ​ნია.

– სიამოვ​ნე​ბით.

– კი​დევ ფი​ცი უნ​და და​დო, რომ გე​ზიზ​ღე​ბა ყვე​ლა ტი​რა​ნი: ფრან​გი​ცა და უც​ხოელიც.

– მთე​ლი სუ​ლი​თა და გუ​ლით. დი​დი მად​ლო​ბა ასე​თი შე​სა​ნიშ​ნა​ვი ცნო​ბე​ბის მო​წო​დე​ბის​თვის.

– და კი​დევ, არ და​გა​ვიწ​ყდეს, ბი​ნის კარ​ზე შე​ნი გვარ-​სახელი გარ​კვე​ვით მიაწე​რე.

– ასეც მო​ვიქ​ცე​ვი.

– ახ​ლა წა​დი, მო​ქა​ლა​ქევ, ხელს გვიშ​ლი.

ბოთ​ლე​ბი დაიცა​ლა.

– ნახ​ვამ​დის, მო​ქა​ლა​ქეებო; დი​დი მად​ლო​ბა თა​ვა​ზიანი დახ​ვედ​რის​თვის.


ჰოფ​მა​ნი გზას გა​უდ​გა. მი​სი თა​ნამ​გზავ​რი ან​თე​ბუ​ლი ჩი​ბუ​ხი იყო, რო​მე​ლიც ისე გიზ​გი​ზებ​და,
რო​გორც არას​დროს.

აი, ეს სიძ​ნე​ლეები ახ​ლდა თან რეს​პუბ​ლი​კუ​რი საფ​რან​გე​თის დე​და​ქა​ლაქ​ში მის შეს​ვლას.

ამ მომ​ხიბ​ლავ​მა სიტ​ყვებ​მა – „ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო“ – მოაჯა​დო​ვა. ჰოფ​მან​მა უკ​ვე წარ​მო​იდ​გი​ნა


პა​ტა​რა ოთა​ხი, რომ​ლის აივა​ნი უმ​შვე​ნიერეს ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​როს გა​დაჰ​ყუ​რებ​და.

დაავიწ​ყდა დე​კემ​ბე​რი და სუს​ხიანი ქა​რი, დაავიწ​ყდა თოვ​ლი და დროებით ჩამ​კვდა​რი ბუ​ნე​ბა.


პი​რი​დან გა​მო​სუ​ლი ორ​თქლი მის წარ​მო​სახ​ვა​ში ყვა​ვი​ლე​ბად იშ​ლე​ბო​და; მხო​ლოდ ჟას​მი​ნებ​სა და
ვარ​დებს ხე​დავ​და, ჩამ​ყა​ყე​ბუ​ლი გა​რე​უბ​ნის სა​ნაც​ვლოდ.

ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​როს სა​ღა​მოს ცხრა საათის​თვის მი​აღ​წია. იქაურო​ბა ჩაბ​ნე​ლე​ბუ​ლი და


და​ცა​რიელე​ბუ​ლი დახ​ვდა, რო​გორც ჩრდი​ლოეთის ქა​ლა​ქე​ბის უმ​რავ​ლე​სო​ბა​შია ზამ​თრო​ბით. მაგ​რამ
ეს სი​ცა​რიელე ბევ​რად უფ​რო დამ​თრგუნ​ვე​ლი იყო და სიბ​ნე​ლეც უკუ​ნე​თად ქცეული​ყო.

გზა​ში ჰოფ​მანს ფი​ლო​სო​ფო​სო​ბის​თვის არ ეცა​ლა, მე​ტის​მე​ტად შიოდა და სციოდა; არც ერ​თი


სას​ტუმ​როს​თვის არ მო​უკ​რავს თვა​ლი.

სა​ნა​პი​რო​სა და მე​კას​რეების ქუ​ჩის კუთ​ხე​ში თა​ვი ას​წია და მოზ​რდი​ლი წი​თე​ლი ფა​რა​ნი დაინა​ხა,
რომ​ლის მი​ნის მიღ​მა ქო​ნის ნა​ჭე​რი იწ​ვო​და.

ფა​რა​ნი რკი​ნის მსხვილ ბოძ​ზე ეკი​და და ქა​ნა​ობ​და. ეს ბო​ძი სა​ჭი​როების შემ​თხვე​ვა​ში პო​ლი​ტი​კუ​რი
მო​წი​ნა​აღ​მდე​გის ჩა​მო​სა​კონ​წიალებ​ლა​დაც ივარ​გებ​და.

მაგ​რამ ჰოფ​მან​მა მხო​ლოდ ის სიტ​ყვე​ბი გა​არ​ჩია, რომ​ლე​ბიც წი​თელ მი​ნა​ზე მწვა​ნე ასოებით ეწე​რა:

სას​ტუმ​რო ჩა​მო​სუ​ლე​ბის​თვის – ოთა​ხე​ბი ავე​ჯით.

კარს მა​შინ​ვე ხე​ლი ჰკრა – გაიღო და მოგ​ზა​ურ​მა ხე​ლის ცე​ცე​ბით შეაბი​ჯა.

ვი​ღა​ცის ხმამ უხე​შად იყ​ვი​რა:

– კა​რი და​ხუ​რეთ!

დიდ​მა ძაღ​ლმა დაიყე​ფა, თით​ქოს ეუბ​ნე​ბო​და:

– ფე​ხებს გა​უფ​რთხლდი!

ჰოფ​მა​ნი გულ​კე​თილ დიასახ​ლისს ფას​ზე მოურიგ​და და ოთა​ხი აირ​ჩია. მის გან​კარ​გუ​ლე​ბა​ში


აღ​მოჩ​ნდა სიგ​რძით თხუთ​მე​ტი ნა​ბი​ჯი​სა და სი​გა​ნით რვა ნა​ბი​ჯის ფარ​თი – ერ​თდროულად
სა​ძი​ნე​ბე​ლიც რომ იყო და სა​მუ​შაო კა​ბი​ნე​ტიც, რაც დღე​ში ოც​დაათი სუ ღირ​და. თან​ხა ყო​ველ
დი​ლით, ად​გო​მის​თა​ნა​ვე უნ​და გა​დაეხა​და.
ჰოფ​მა​ნი ისე​თი გა​ხა​რე​ბუ​ლი იყო, თხუთ​მე​ტი დღის სა​ფა​სუ​რი მა​შინ​ვე გა​დაიხა​და, თით​ქოს ეში​ნო​და,
რომ ვინ​მე ამ ძვირ​ფას ბი​ნას წა​არ​თმევ​და.

შემ​დეგ ძა​ლი​ან ნეს​ტი​ან სა​წოლ​ში ჩაწ​ვა – თუმ​ცა თვრა​მე​ტი წლის მოგ​ზაურის​თვის ყვე​ლა​ნაირი
სა​წო​ლი სა​წო​ლია.

გარ​და ამი​სა, გა​სა​ჭი​რი რა მო​სა​ტა​ნი იყო, რო​დე​საც ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო​ზე ბი​ნად​რო​ბის


ბედ​ნიერე​ბა ხვდა წი​ლად?

ჰოფ​მანს ან​ტო​ნია გა​ახ​სენ​და და სა​მოთ​ხეც გა​ნა იქ არ არის, სა​დაც ან​გე​ლო​ზი მოაგონ​დე​ბათ?

VII - როგორ იყო დაკეტილი მუზეუმები და


ბიბლიოთეკები, ხოლო რევოლუციის მოედანი –
გახსნილი

ოთახ​ში, რო​მე​ლიც თხუთ​მე​ტი დღის გან​მავ​ლო​ბა​ში ჰოფ​მა​ნის მი​წიერი სა​მოთ​ხე უნ​და ყო​ფი​ლი​ყო,
რო​გორც უკ​ვე ვი​ცით, იდ​გა სა​წო​ლი, ასე​ვე – მა​გი​და და ორი სკა​მი. იყო ბუ​ხა​რიც, რომ​ლის თა​როს
ხე​ლოვ​ნუ​რი ყვა​ვი​ლე​ბით სავ​სე მი​ნის ორი ლარ​ნა​კი ამ​შვე​ნებ​და. მი​ნის ზარ​ხუ​ფის ქვეშ თავს
იწო​ნებ​და შა​ქარ​ყი​ნუ​ლის​გან დამ​ზა​დე​ბუ​ლი თა​ვი​სუფ​ლე​ბის მფარ​ვე​ლი, ზარ​ხუ​ფის კედ​ლე​ბი კი მის
სამ​ფე​რო​ვან დრო​შა​სა და წი​თელ ჩაჩს ირეკ​ლავ​და.

დი​ლის მზის პირ​ველ სხი​ვებ​ზე გა​მოჩ​ნდა სპი​ლენ​ძის სა​სან​თლე, კუთ​ხე​ში მდგა​რი ვარ​დის ხის
ძვე​ლე​ბუ​რი კა​რა​და და XII საუკუ​ნის კედ​ლის ხა​ლი​ჩა ფარ​დის სა​ნაც​ვლოდ – სულ ამის​გან შედ​გე​ბო​და
ოთა​ხის მორ​თუ​ლო​ბა.

კედ​ლის ხა​ლი​ჩა​ზე გა​მო​სა​ხუ​ლი იყო ორ​ფეოსი, რო​მე​ლიც ვიოლი​ნო​ზე უკ​რავ​და ევ​რი​დი​კეს


მო​სა​ხიბ​ლად, ვიოლი​ნომ კი ჰოფ​მანს, ბუ​ნებ​რი​ვია, ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი მოაგო​ნა.

„ძვირ​ფა​სი მე​გო​ბა​რი პა​რიზ​შია, მეც აქ ვარ“, – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა, – „ერ​თად ვართ და დღეს ან
ხვალ ერ​თმა​ნეთს შევ​ხვდე​ბით. რით და​ვიწ​ყო? რო​გორ მო​ვა​ხერ​ხო, რომ გულ​კე​თი​ლი ღმერ​თის
ბო​ძე​ბუ​ლი დრო არ დავ​კარ​გო და საფ​რან​გეთ​ში ყვე​ლაფ​რის ნახ​ვა მო​ვა​ხერ​ხო? რამ​დე​ნი​მე დღეა,
მხო​ლოდ ცოც​ხალ მა​ხინჯ ტი​ლო​ებს ვხე​დავ, ყო​ფი​ლი ტი​რა​ნის კუთ​ვნილ ლუვ​რში წა​ვალ და იქ ყვე​ლა
მშვე​ნი​ერ ნა​ხატს და​ვათ​ვა​ლიერებ – რუ​ბენ​სის, პუ​სე​ნის ტი​ლო​ებს. წა​ვე​დით“.

წა​მოდ​გა, რომ თა​ვი​სი უბ​ნის​თვის თვა​ლი მო​ევ​ლო.


მო​ქუფ​რუ​ლი რუ​ხი ცა, და​თოვ​ლი​ლი ხეების ქვეშ შა​ვი ტა​ლა​ხი, აფუს​ფუ​სე​ბუ​ლი ადა​მიანე​ბი,
რო​მელ​თაც ერ​თი სუ​ლი ჰქონ​დათ, სად​ღაც გაქ​ცეულიყ​ვნენ, და რა​ღაც ყრუ ხმაური, რო​მე​ლიც წყლის
მდი​ნა​რე​ბას ჰგავ​და. აი, სულ ეს იყო, რაც აღ​მოაჩი​ნა.

ამ ყვე​ლა​ფერს ყვა​ვი​ლებ​თან ნაკ​ლე​ბი სა​ერ​თო ჰქონ​და. ჰოფ​მან​მა ფან​ჯა​რა და​ხუ​რა, ისა​უზ​მა და


ში​ნი​დან გა​ვი​და, თა​ვის მე​გო​ბარს, ზა​ქა​რია ვერ​ნერს რომ შეხ​ვედ​რო​და.

მაგ​რამ მარ​შრუ​ტი შე​არ​ჩია თუ არა, გა​ახ​სენ​და, ვერ​ნერს მის​თვის მი​სა​მარ​თი არა​სო​დეს უც​ნო​ბე​ბია
და ამის გა​რე​შე მე​გობ​რის ნახ​ვა შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო.

ჰოფ​მანს გუ​ლი დას​წყდა.

თუმ​ცა მა​შინ​ვე მოეგო გონს.

„რა სუ​ლე​ლი ვარ!“, – გაიფიქ​რა, – „ზა​ქა​რიასაც ის უყ​ვარს, რაც მე. ფერ​წე​რის შე​დევ​რე​ბის ნახ​ვა
მინ​და, მა​შა​სა​და​მე, მა​საც ენ​დო​მე​ბა ტი​ლოების დათ​ვა​ლიერე​ბა. ლუვ​რში ვი​პო​ვი მის კვალს. ლუვ​რში
წა​ვე​დით“.

ლუვ​რი ხი​დის გა​დაღ​მა გა​მოჩ​ნდა. ჰოფ​მა​ნი იქით​კენ გაეშუ​რა.

მაგ​რამ კარ​თან მი​სულს იმე​დი გა​უც​რუვ​და – გაიგო​ნა, რომ მას შემ​დეგ, რაც თა​ვი​სუფ​ლე​ბი გახ​დნენ,
ფრან​გე​ბი თავს აღარ იწუ​ხებ​დნენ ტი​რან​თა მო​ნე​ბის მი​ერ შექ​მნილ ფერ​წე​რის ნი​მუ​შებ​ზე თვა​ლის
შევ​ლე​ბით და რად​გან პა​რი​ზის კო​მუ​ნას​(პა​რი​ზის კო​მუ​ნა – 1789-​1784 წლებ​ში დე​და​ქა​ლა​ქის
თვით​მმარ​თვე​ლო​ბის ორ​გა​ნო. მას ქმნიდ​ნენ ქა​ლა​ქის სექ​ციების წარ​მო​მად​გენ​ლე​ბი. 1792 წლის
პირ​ველ ნა​ხე​ვარ​ში კო​მუ​ნა​ზე ჟი​რონ​დის​ტებს ჰქონ​დათ გავ​ლე​ნა, ხო​ლო აგ​ვის​ტო​ში, მო​ნარ​ქი​ის
დამ​ხო​ბის შემ​დეგ – უკი​დუ​რე​სად მე​მარ​ცხე​ნე იაკო​ბი​ნე​ლებს. კო​მუ​ნის გან​კარ​გუ​ლე​ბა​ში იყო
სამ​ხედ​რო ძა​ლაც და ის კონ​ტრრე​ვო​ლუ​ცი​ის ამო​ძირ​კვას ცდი​ლობ​და. და​შა​ლეს 9 თერ​მი​დო​რის
გა​დატ​რიალე​ბის შემ​დეგ.) ჯერ კი​დევ არ გაეცა გან​კარ​გუ​ლე​ბა, რომ ტი​ლოები იარა​ღის გა​და​სად​ნობ
ღუმ​ლე​ბის გა​სა​ხუ​რებ​ლად გა​მოეყე​ნე​ბი​ნათ, ნა​ხა​ტებს კვლავ იცავ​დნენ, მათ ზეთს საჭ​მე​ლად არ
ანე​ბებ​დნენ ვირ​თხებს, რომ​ლე​ბიც პრუ​სიელე​ბის ალ​ყის შემ​თხვე​ვა​ში, პა​რი​ზე​ლე​ბის ძი​რი​თად
საკ​ვე​ბად იქ​ცე​ოდ​ნენ.

ჰოფ​მან​მა იგ​რძნო, ოფ​ლმა რო​გორ და​უც​ვა​რა შუბ​ლი; ამ მო​ნო​ლო​გის წარ​მომ​თქმე​ლი ისე


სა​უბ​რობ​და, რომ სა​კუ​თა​რი მჭევ​რმეტ​ყვე​ლე​ბის მნიშ​ვნე​ლო​ბა აშ​კა​რად კარ​გად ჰქონ​და გა​აზ​რე​ბუ​ლი.

მის გა​მოს​ვლას აღ​ფრთო​ვა​ნე​ბით შეხ​ვდნენ.

იქ მყოფ​თა​გან ერთ-​ერთმა ჰოფ​მანს უთ​ხრა, რომ მას წი​ლად ხვდა პა​ტი​ვი, ესა​უბ​რა მო​ქა​ლა​ქე
სი​მონ​თან​(ან​ტუ​ან სი​მო​ნი (1736-​1794) – პა​რი​ზე​ლი იაკო​ბი​ნე​ლი მე​ჩექ​მე, რო​მელ​საც აღ​საზ​რდე​ლად
მიაბა​რეს „საფ​რან​გე​თის შვი​ლი“ – ლუი შარ​ლი (1785-​1795), ლუი XVI-​ისა და მა​რი ან​ტუანე​ტის ვა​ჟი,
საფ​რან​გე​თის ტახ​ტის მემ​კვიდ​რე. 9 თერ​მი​დო​რის გა​დატ​რიალე​ბის შემ​დეგ სი​მო​ნი სიკ​ვდი​ლით
და​სა​ჯეს, ხო​ლო ლუი შარ​ლი დააპა​ტიმ​რეს და ცი​ხე​ში გარ​და​იც​ვა​ლა.), „საფ​რან​გე​თის შვი​ლე​ბის“
აღ​მზრდელ​თან და სა​მე​ფო მუ​ზეუმე​ბის მცველ​თან.

„ე​სე იგი, ტი​ლოების ნახ​ვა არ მი​წე​რი​ა“, – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა და ამოიოხ​რა, – „ოჰ! რა სამ​წუ​ხა​როა!
მაგ​რამ მე​ფის ბიბ​ლიოთე​კა​ში წა​ვალ, მარ​თა​ლია, იქ ნა​ხა​ტე​ბი არ არის, თუმ​ცა და​ვათ​ვა​ლიერებ
ეს​ტამ​პებს, მედ​ლებ​სა და ხელ​ნა​წე​რებს; კი​დევ ვნა​ხავ ხლოდ​ვი​გის მა​მის, შილ​დე​რი​კის საფ​ლავს და
მა​მა კო​რო​ნე​ლის ცი​სა და დე​და​მი​წის გლო​ბუ​სებ​ს(მა​მა კო​რო​ნე​ლის გლო​ბუ​სე​ბი – სა​მეც​ნიერო
შრო​მე​ბის ავ​ტო​რის, გე​ოგ​რა​ფი​სა და ის​ტო​რი​კო​სის, მარკ ვინ​სენტ კო​რო​ნე​ლის (1650-​1718) მი​ერ
მე​ფე ლუი XIV-​ისთვის 1695 წელს დამ​ზა​დე​ბუ​ლი ორი უზარ​მა​ზა​რი გლო​ბუ​სი. ინა​ხე​ბა ეროვ​ნულ
ბიბ​ლიოთე​კა​ში. )“.

ად​გილ​ზე მი​სულ​მა ჰოფ​მან​მა გუ​ლის​ტკი​ვი​ლით შე​იტ​ყო, რომ ფრან​გე​ბი მეც​ნიერე​ბა​სა და


ლი​ტე​რა​ტუ​რას კო​რუფ​ცი​ის წყა​როდ, სა​მო​ქა​ლა​ქო მო​ვა​ლეობის უგუ​ლე​ბელ​ყო​ფის მი​ზე​ზად
მი​იჩ​ნევ​დნენ, ამი​ტომ და​ხუ​რეს ყვე​ლა და​წე​სე​ბუ​ლე​ბა, სა​დაც, ეგ​რეთ წო​დე​ბუ​ლი, მეც​ნიერე​ბი და
ლი​ტე​რა​ტო​რე​ბი შეთ​ქმუ​ლე​ბებს ხლარ​თავ​დნენ; და​ხუ​რეს ჰუ​მა​ნუ​რო​ბის მო​საზ​რე​ბით, რომ ყო​ვე​ლი
მათ​გა​ნი გი​ლიოტი​ნა​ზე არ გა​ეს​ტუმ​რე​ბი​ნათ. თა​ნაც, ტი​რა​ნის დრო​საც კი, ბიბ​ლიოთე​კა კვი​რა​ში
მხო​ლოდ ორ დღეს მუ​შა​ობ​და.

ჰოფ​მა​ნი ისე გაბ​რუნ​და, რომ ვე​რა​ფე​რი და​ათ​ვა​ლიერა; მე​გო​ბარ ზა​ქა​რი​ას შე​სა​ხებ ამ​ბის კით​ხვა
გა​დაავიწ​ყდა კი​დეც.

მაგ​რამ რა​კი ჯიუტი იყო, სენ-​აბუას მუ​ზეუმის ნახ​ვა მა​ინც გა​დაწ​ყვი​ტა.

ად​გილ​ზე მი​სულს აც​ნო​ბეს, რომ მუ​ზეუმის მფლო​ბე​ლი ორი დღის წინ გი​ლიოტი​ნა​ზე აიყ​ვა​ნეს.

ლუქ​სემ​ბურ​გის ბა​ღამ​დე მი​ვი​და; მაგ​რამ ლუქ​სემ​ბურ​გის სა​სახ​ლე(​ლუქ​სემ​ბურ​გის სა​სახ​ლე –


1615-​1620 წლებ​ში არ​ქი​ტექ​ტორ სა​ლო​მონ დე ბრო​სის მი​ერ აგე​ბუ​ლი ერთ-​ერთი სა​მე​ფო სა​სახ​ლე
პა​რიზ​ში. რე​ვო​ლუ​ცი​ის პე​რი​ოდ​ში ცი​ხედ იყე​ნებ​დნენ, 1795 წლი​დან მთავ​რო​ბის რე​ზი​დენ​ცია იყო;
XIX საუკუ​ნის და​საწ​ყი​სი​დან სე​ნა​ტის, საფ​რან​გე​თის პარ​ლა​მენ​ტის ზე​და პა​ლა​ტის, სა​მუ​შაო
ად​გი​ლი​ა.) ცი​ხედ გა​დაეკე​თე​ბი​ნათ.

ძა​ლა​გა​მოც​ლი​ლი და იმედ​გაც​რუებუ​ლი, სას​ტუმ​როს​კენ გა​უდ​გა გზას, რომ ცო​ტა​თი და​ეს​ვე​ნა, ხან


ან​ტო​ნიაზე ფიქ​რობ​და, ხან ზა​ქა​რიაზე და სი​მარ​ტო​ვე​ში იმ​დე​ნი თუ​თუ​ნი მოს​წია, ორი საათის
გან​მავ​ლო​ბა​ში რომ ეყო​ფო​და.

მაგ​რამ, ჰოი, სა​ოც​რე​ბავ! ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​რო, ასე​თი წყნა​რი, ცა​რიელი, ახ​ლა ხალ​ხის​გან
გა​და​შა​ვე​ბუ​ლი​ყო, ყვე​ლა ღრიალებ​და და სრუ​ლი​ად დაუჯე​რე​ბელ ხმებს გა​მოს​ცემ​და.

ტან​და​ბა​ლი ჰოფ​მა​ნი ბრბოს შუაგულ​ში აღ​მოჩ​ნდა და ვე​რა​ფერს ხე​დავ​და; წვე​ტიანი იდაყ​ვე​ბი


აამუ​შა​ვა გზის გა​საკ​ვა​ლად და თა​ვის ოთახ​ში დაბ​რუნ​და.

მა​შინ​ვე ფან​ჯა​რას მიაშუ​რა.


ყვე​ლამ მის​კენ მი​აბ​რუ​ნა თა​ვი – ჰოფ​მან​მა შე​ნიშ​ნა, რომ ირ​გვლივ სახ​ლე​ბის ფან​ჯრე​ბი და​კე​ტი​ლი
იყო და შეც​ბა – მაგ​რამ ქუ​ჩა​ში მყოფ​თა ყუ​რად​ღე​ბა ჰოფ​მა​ნის ფან​ჯა​რამ კი არა, სრუ​ლი​ად სხვა რამ
მიიზი​და და ვაჟ​მაც მათ მი​ბა​ძა – წაწ​ვე​ტე​ბუ​ლი შე​ნო​ბის გა​მო​ღე​ბულ შავ ჭიშ​კარს მიაჩერ​და;
სქელ​კედ​ლე​ბიანი კოშ​კის თავ​ზე სამ​რეკ​ლო აღე​მარ​თათ.

ჰოფ​მან​მა დიასახ​ლისს დაუძა​ხა.

– მო​ქა​ლა​ქევ, ეს რა შე​ნო​ბაა, თუ შე​იძ​ლე​ბა მით​ხა​რით?

– სა​სახ​ლეა, მო​ქა​ლა​ქევ.

– რის სა​სახ​ლე?

– მარ​თლმსა​ჯუ​ლე​ბის​(მარ​თლმსა​ჯუ​ლე​ბის სა​სახ​ლე, იგი​ვე კონ​სი​ერ​ჟის სა​სახ​ლე – კუნ​ძულ სი​ტე​ზე


აგე​ბუ​ლი ძვე​ლი სა​მე​ფო სა​სახ​ლე, სა​დაც XIV საუკუ​ნის შუა წლე​ბამ​დე იკ​რი​ბე​ბო​და პა​რი​ზის
პარ​ლა​მენ​ტი – საფ​რან​გე​თის უზე​ნაესი სა​სა​მარ​თლო. მი​სი გა​და​კე​თე​ბა და​იწ​ყო XVII საუკუ​ნე​ში და
გაგ​რძელ​და რე​ვო​ლუ​ცი​ის პე​რი​ოდ​შიც.), მო​ქა​ლა​ქევ. იქ ასა​მარ​თლე​ბენ.

– მე​გო​ნა, სა​სა​მარ​თლოები აღარ არ​სე​ბობ​და.

– რო​გორ არა, ახ​ლა რე​ვო​ლუ​ციური სა​სა​მარ​თლოებია.

– აჰა! რა თქმა უნ​და... და ამ ადა​მიანებს რა​ტომ მო​უყ​რი​ათ თა​ვი?

– ური​კე​ბის გა​მოს​ვლას ელო​დე​ბი​ან.

– რა ური​კე​ბის? არა​ფე​რი მეს​მის; მა​პა​ტი​ეთ, მო​ქა​ლა​ქევ, უც​ხოელი ვარ.

– მო​ქა​ლა​ქევ, ური​კე​ბი იგი​ვეა, რაც მო​მაკ​ვდა​ვის გა​და​საყ​ვა​ნი სა​ზი​და​რი.

– ოჰ! ღმერ​თო!

– ჰო, დი​ლაობით შე​ნო​ბა​ში პა​ტიმ​რე​ბი მოჰ​ყავთ, რომ​ლებ​საც რე​ვო​ლუ​ციური სა​სა​მარ​თლო


ასა​მარ​თლებს.

– გა​სა​გე​ბია.

– ოთხ სა​ათ​ზე ყვე​ლა პა​ტი​მა​რი უკ​ვე გა​სა​მარ​თლე​ბუ​ლია. ისი​ნი გა​დაჰ​ყავთ ური​კებ​ში, რო​მელ​თა
რეკ​ვი​ზი​ცი​აც ამ მიზ​ნის​თვის მო​ქა​ლა​ქე ფუ​კი​ემ​(ან​ტუ​ან კენ​ტენ ფუ​კიე (1746-​1795) – 1793 წლი​დან
იყო რე​ვო​ლუ​ციური სა​სა​მარ​თლოს სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი ბრალ​მდე​ბე​ლი. მი​სი უშუალო მო​ნა​წი​ლეობით
მომ​ზად​და მე​ფის მომ​ხრეები​სა და ყვე​ლა რე​ვო​ლუ​ციური დაჯ​გუ​ფე​ბის წარ​მო​მად​გენ​ლის
(რო​ბეს​პიერი​სა და მი​სი მომ​ხრეების ჩათ​ვლით) სიკ​ვდი​ლით დას​ჯა; 9 თერ​მი​დო​რის გა​დატ​რიალე​ბის
შემ​დეგ სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს იმ სა​ბა​ბით, თით​ქოს ან​ტი​სამ​თავ​რო​ბო გა​დატ​რიალე​ბას ამ​ზა​დებ​და.)
ბრძა​ნა.

– მო​ქა​ლა​ქე ფუ​კიე ვინ არის?

– სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი ბრალ​მდე​ბე​ლი.

– ძა​ლი​ან კარ​გი, და შემ​დეგ?

– შემ​დეგ პა​ტიმ​რე​ბიანი ური​კე​ბი ნელ-​ნელა მი​დის რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ედ​ნის​კენ​(რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედა​ნი –


დღე​ვან​დე​ლი თან​ხმო​ბის მოედა​ნი, სა​დაც იდ​გა გი​ლიოტი​ნა. ), სა​დაც მუდ​მი​ვად დგას გი​ლიოტი​ნა.

– მარ​თლაც!

– რო​გორ! გა​სუ​ლი იყა​ვით და გი​ლიოტი​ნა არ გი​ნა​ხავთ?! ჩა​მო​სუ​ლი უც​ხოელე​ბი პირ​ველ რიგ​ში მის
სა​ნა​ხა​ვად გარ​ბი​ან; რო​გორც ჩანს, მხო​ლოდ ჩვენ, ფრან​გებს, გვაქვს გი​ლიოტი​ნა.

– მო​მი​ლო​ცავს, ქალ​ბა​ტო​ნო.

– მო​ქა​ლა​ქე და​მი​ძა​ხეთ.

– უკაც​რა​ვად.

– აი, ნა​ხეთ, ური​კე​ბიც გა​მოჩ​ნდა...

– თქვენ მი​დი​ხართ, მო​ქა​ლა​ქევ?

– დი​ახ. აღარ მომ​წონს ამის ყუ​რე​ბა.

და დიასახ​ლი​სი კა​რის​კენ გაემარ​თა.

ჰოფ​მან​მა ალერ​სიანად მოჰ​კი​და ხე​ლი.

– მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ ერ​თი შე​კით​ხვა მინ​და და​გის​ვათ.

– გის​მენთ.

– რა​ტომ თქვით, აღარ მომ​წონ​სო? მე რომ ვყო​ფი​ლი​ყა​ვი, ვიტ​ყო​დი, რომ ეს არ მომ​წონს.

– აქ ასე​თი ამ​ბა​ვია, მო​ქა​ლა​ქევ. და​საწ​ყის​ში გი​ლიოტი​ნა​ზე, რო​გორც ჩანს, ბო​რო​ტი არის​ტოკ​რა​ტე​ბი


აჰ​ყავ​დათ. ისი​ნი ისე ამა​ყად თა​ვა​წეულე​ბი მი​დი​ოდ​ნენ, ისე​თი მე​დი​დუ​რე​ბი, ისე​თი გა​მომ​წვე​ვე​ბი
იყ​ვნენ, რომ მა​თი სიკ​ვდი​ლის გა​მო სი​ნა​ნულს არა​ვინ გრძნობ​და. ამი​ტომ თა​ვის მოკ​ვე​თას
სიამოვ​ნე​ბი​თაც კი ვუ​ყუ​რებ​დით. კარ​გი სა​ნა​ხაობა იყო, რო​გორ ებ​რძოდ​ნენ სიკ​ვდილს ხალ​ხის ეს
მა​მა​ცი მტრე​ბი. მაგ​რამ ერთ დღე​საც ური​კა​ში მო​ხუ​ცი და​ვი​ნა​ხე, რო​მე​ლიც ფეხ​ზე ძლივს იდ​გა და
თა​ვით ეხ​ლე​ბო​და ური​კის კედ​ლებს. მძი​მე სა​ნა​ხა​ვი იყო. მეორე დღეს, დი​ლით, მო​ნაზ​ვნე​ბი
და​ვი​ნა​ხე. ერთ-​ერთ დღეს ური​კა​ში თოთ​ხმე​ტი წლის ბავ​შვიც იჯ​და, კი​დევ ვნა​ხე გო​გო​ნა ერთ
ური​კა​ში და დე​და​მი​სი – მეორე​ში, ერ​თმა​ნეთს ჰაერო​ვან კოც​ნას უსიტ​ყვოდ უგ​ზავ​ნიდ​ნენ. ისე​თი
ფერ​მკრთა​ლე​ბი, ისე​თი ნაღ​ვლიანე​ბი იყ​ვნენ, ისე​თი სა​ბე​დის​წე​რო ღი​მი​ლი აღ​ბეჭ​დო​დათ ბა​გე​ებ​ზე,
მხო​ლოდ მა​თი თი​თე​ბი მოძ​რა​ობ​და, რა​თა აკან​კა​ლე​ბუ​ლი ტუ​ჩე​ბი​დან კოც​ნა გა​ეგ​ზავ​ნათ; ისე​თი
გა​ფით​რე​ბუ​ლე​ბი იყ​ვნენ. ეს სა​ზა​რე​ლი სა​ნა​ხაობა არა​სო​დეს და​მა​ვიწ​ყდე​ბა. მა​შინ და​ვი​ფი​ცე, რომ
ამას აღა​რა​სო​დეს შევ​ხე​დავ​დი.

– ოჰ! ოჰ! – აღ​მოხ​და ჰოფ​მანს და ფან​ჯა​რას მო​შორ​და, – რო​გორც დღეს, მა​ში​ნაც ისე ხდე​ბო​და?

– დი​ახ, მო​ქა​ლა​ქევ. რას აკე​თებთ?

– ფან​ჯა​რას ვკე​ტავ.

– რა​ტომ?

– რომ არ და​ვი​ნა​ხო.

– თქვენ ხომ მა​მა​კა​ცი ხართ!

– იცით რა, მო​ქა​ლა​ქევ, პა​რიზ​ში ჩა​მო​ვე​დი ხე​ლოვ​ნე​ბის შე​სას​წავ​ლად და თა​ვი​სუფ​ლე​ბის ჰა​ერ​თან


ზიარე​ბის​თვის. ჰო​და თუ​კი, საუბე​დუ​როდ, ისეთ სა​ნა​ხაობას შე​ვეს​წრე​ბი, რის შე​სა​ხე​ბაც თქვენ
მო​მი​ყე​ვით, თუ და​ვი​ნა​ხავ, ური​კით რო​გორ მიჰ​ყავთ სა​სიკ​ვდი​ლოდ გან​წი​რუ​ლი გო​გო​ნა ან ქა​ლი,
მო​ქა​ლა​ქევ, მა​შინ​ვე ჩე​მი და​ნიშ​ნუ​ლი გა​მახ​სენ​დე​ბა, რო​მე​ლიც მიყ​ვარს, და კი​დევ, შე​საძ​ლო​ა... არა,
მო​ქა​ლა​ქევ, დიდ​ხანს ამ ოთახ​ში გა​ჩე​რე​ბა არ შე​მიძ​ლი​ა; სხვა ოთა​ხი არ გაქვთ, სახ​ლის უკა​ნა
მხა​რეს?

– ჩუ! ძა​ლი​ან ხმა​მაღ​ლა ლა​პა​რა​კობთ, საბ​რა​ლოვ; ჩემ​მა ოფიც​რებ​მა რომ გა​გი​გონ...

– თქვენ​მა ოფიც​რებ​მა! ვინ არი​ან ეს ოფიც​რე​ბი?

– რეს​პუბ​ლი​კე​ლის ენა​ზე მსა​ხუ​რის სი​ნო​ნი​მია.

– გა​სა​გე​ბია! და რა მოხ​დე​ბა, თქვენ​მა რეს​პუბ​ლი​კელ​მა მსა​ხუ​რებ​მა რომ გაიგონ ჩე​მი ნათ​ქვა​მი?

– ის მოხ​დე​ბა, რომ სამ ან ოთხ დღე​ში ამ ფან​ჯრი​დან და​გი​ნა​ხავთ, ნა​შუ​ად​ღე​ვის ოთხ სა​ათ​ზე
ური​კით რო​გორ ჩა​გა​ტა​რე​ბენ, – მიუგო დიასახ​ლის​მა იდუ​მა​ლი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით და სწრა​ფად
ჩა​უყ​ვა კი​ბეს; მას ჰოფ​მა​ნიც მიჰ​ყვა.

სას​ტუმ​რო​დან შე​უმ​ჩნევ​ლად გაიძურ​წა, გა​დაწ​ყვი​ტა, რა​დაც უნ​და დას​ჯდო​მო​და, სა​ხალ​ხო


სა​ნა​ხაობა​ზე დას​წრე​ბის​თვის თა​ვი აერი​დე​ბი​ნა.
სა​ნა​პი​როს კუთ​ხემ​დე რომ მი​აღ​წია, ჟან​დარ​მის ხმალ​მა იელ​ვა, ხალ​ხი აჩოჩ​ქოლ​და, ყვე​ლამ
ერ​თხმად იხუვ​ლა და ერ​თი მი​მარ​თუ​ლე​ბით გა​იქ​ცა.

ჰოფ​მა​ნი სენ-​დენის ქუჩისკენ(სენ-​დენის ქუ​ჩა – ძვე​ლი პა​რი​ზის ერთ-​ერთი მა​გის​ტრა​ლუ​რი ქუ​ჩა,


რო​მე​ლიც VIII საუკუ​ნი​დან არ​სე​ბობს.) და​ეშ​ვა და გი​ჟი​ვით ჩა​ირ​ბი​ნა. გზა​აბ​ნეული შვლის ნუკ​რი​ვით
ხან ერთ კე​დელს მი​აწ​ყდა, ხან მეორეს; იმ პა​ტა​რა შუ​კე​ბის ლა​ბი​რინ​თში ჩაიკარ​გა, რო​მე​ლიც
რკი​ნეულო​ბის სა​ნა​პი​რო​სა(​რკი​ნეულო​ბის სა​ნა​პი​რო – ერთ-​ერთი უძ​ვე​ლე​სია პა​რიზ​ში; ცნო​ბი​ლია
1369 წლი​დან. მი​უყ​ვე​ბა სე​ნის ჩრდი​ლო​ეთ მკლა​ვის მარ​ჯვე​ნა ნა​პირს კუნ​ძულ სი​ტეს სა​პი​რის​პი​როდ.
1529 წლამ​დე ტყა​ვეულო​ბის სა​ნა​პი​როს სა​ხე​ლი ერ​ქვა, რად​გან იქ იყო ტყა​ვის და​სა​მუ​შა​ვე​ბუ​ლი
სა​ხე​ლოს​ნოები. 1529-​1769 წლებ​ში რკი​ნეულო​ბის სა​ნა​პი​რო და​არ​ქვეს, რად​გან ვაჭ​რე​ბი აქ
რკი​ნეულო​ბას ჰყიდ​დნენ. დღეს ისევ თავ​და​პირ​ვე​ლი სა​ხე​ლი ეწო​დე​ბა.) და ბა​ზარ​ს(ბა​ზა​რი –
იგუ​ლის​ხმე​ბა ცენ​ტრა​ლუ​რი ბა​ზა​რი, რო​მე​ლიც ძვე​ლი პა​რი​ზის ცენ​ტრში მდე​ბა​რე​ობ​და, სა​მე​ფო
სა​სახ​ლის აღ​მო​სავ​ლე​თით. დღეს აღარ არ​სე​ბობს.) შო​რის მდე​ბა​რე​ობ​და.

რო​დე​საც კა​ვეულო​ბის ქუ​ჩას​(კა​ვეულო​ბის ქუ​ჩა – ძვე​ლი პა​რი​ზის ერთ-​ერთი ცენ​ტრა​ლუ​რი ქუ​ჩა,


რო​მე​ლიც აღ​მო​სავ​ლე​თის გა​რე​უბ​ნებს ქა​ლა​ქის ცენ​ტრთან აკავ​ში​რებ​და და აგ​რძე​ლებ​და
სენტ-​ონორეს ქუ​ჩას. კა​ვეულო​ბის ქუ​ჩის თავ​ში 1610 წლის 14 მა​ისს ფა​ნა​ტი​კოს​მა კა​თო​ლი​კემ
ფრან​სუა რა​ვაიაკ​მა (1578-​1610) მე​ფე ან​რი IV მოკ​ლა, იმ დროს, რო​ცა მე​ფის ეტ​ლი ფორ​ნებს შო​რის
გაიჭე​და.) მოჰ​კრა თვა​ლი, შვე​ბით ამოისუნ​თქა, მწე​რალ​მა და მხატ​ვარ​მა ამო​იც​ნო ის მოედა​ნი,
სა​დაც ან​რი IV მოკ​ლეს.

სიარუ​ლი არ შე​უწ​ყვე​ტია, ისევ რა​ღა​ცას ეძებ​და და ბო​ლოს სენტ-​ონორეს ქუჩაზე(სენტ-​ონორეს ქუ​ჩა


– პა​რი​ზის ერთ-​ერთი ცენ​ტრა​ლუ​რი ქუ​ჩა, რო​მე​ლიც ლუვ​რი​სა და სა​მე​ფო სა​სახ​ლი​დან ქა​ლა​ქის
და​სავ​ლეთ გა​რე​უბ​ნე​ბის​კენ მიემარ​თე​ბა.) ამო​ყო თა​ვი. უკ​ვე ყვე​ლა სა​ვაჭ​რო ჯი​ხუ​რი იკე​ტე​ბო​და.
ჰოფ​მა​ნი ამ უბ​ნის სიმ​შვი​დით ტკბე​ბო​და; იკე​ტე​ბო​და არა მხო​ლოდ ჯი​ხუ​რე​ბი, არა​მედ საც​ხოვ​რე​ბე​ლი
სახ​ლე​ბის ფან​ჯრე​ბიც, თით​ქოს რა​ღაც ნი​შა​ნი მიიღე​სო.

ჰოფ​მა​ნი მა​ლე მიხ​ვდა ამ მა​ნევ​რის მნიშ​ვნე​ლო​ბას – დაინა​ხა, რო​გორ გა​უხ​ვი​ეს ეტ​ლებ​მა მე​ზო​ბე​ლი
ქუ​ჩე​ბის​კენ; შემ​დეგ ცხე​ნე​ბის თქა​რათ​ქუ​რის ხმა მო​ეს​მა და ჟან​დარ​მე​ბი იც​ნო. მათ უკან, სა​ღა​მოს
პირ​ველ ნის​ლში, შე​ნიშ​ნა ერ​თმა​ნეთ​ში არეული სა​ზა​რე​ლი ძონ​ძე​ბი, აღ​მარ​თუ​ლი მუშ​ტე​ბი, შუ​ბე​ბი და
ან​თე​ბუ​ლი თვა​ლე​ბი.

და ამ ყვე​ლაფ​რის ცენ​ტრში – ური​კა.

ეს გრი​გა​ლი მის​კენ მიიწევ​და, ისე, რომ ვერ​სად დაემა​ლე​ბო​და, ვერც გა​იქ​ცეოდა. ჰოფ​მან​მა ისე​თი
გამ​ყი​ნა​ვი, საწ​ყა​ლო​ბე​ლი ყვი​რი​ლი გაიგო​ნა, რომ​ლის მსგავ​სი არა​სო​დეს სმე​ნო​და.

ური​კა​ზე იდ​გა თეთ​რებ​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლი ქა​ლი. ყვი​რი​ლი მი​სი ბა​გეების, სუ​ლის, ამ ქა​ლის მთე​ლი
სხეულის ამო​ძა​ხი​ლი იყო.

ჰოფ​მან​მა იგ​რძნო, რო​გორ აუკან​კალ​და ფე​ხე​ბი, სა​და​ცაა წა​იქ​ცეოდა. ნერ​ვებ​მა უმ​ტყუ​ნა, მოწ​ყვე​ტით
დაჯ​და ქვის სა​მიჯ​ნო ტუმ​ბა​ზე, თა​ვი მი​აყ​რდნო ჯი​ხუ​რის და​რა​ბას, რო​მე​ლიც სიჩ​ქა​რე​ში წე​სიერად
ვერ ჩა​კე​ტეს.
ური​კას მოს​დევ​დნენ მი​სი ჩვეული თა​ნამ​გზავ​რე​ბი, ავა​ზა​კის სა​ხიანი მა​მა​კა​ცე​ბი და სა​ზა​რე​ლი
შე​სა​ხე​დაობის ქა​ლე​ბი; მაგ​რამ, რა საოცა​რია! ამ ნა​ძირ​ლე​ბი​დან არა​ვინ ღრიალებ​და, არა​ვინ
ყი​ყი​ნებ​და, მხო​ლოდ ქა​ლი – ორ მა​მა​კაცს რომ ეჭი​რა – მთე​ლი სხეულით იგ​რი​ხე​ბო​და,
სა​სო​წარ​კვე​თი​ლი შეჰ​ყვი​რო​და ცას, მი​წას, ადა​მიანებ​სა და საგ​ნებს.

უეც​რად ჰოფ​მანს და​რა​ბის სი​ახ​ლო​ვი​დან მო​ეს​მა უც​ნო​ბი ახალ​გაზ​რდის ნაღ​ვლიანი ხმა:

– საბ​რა​ლო დიუ ბა​რი! შე​ნი რი​გიც მო​ვი​და!

– მა​დამ დიუ ბა​რი(​მა​დამ დიუ ბა​რი (ჟან ბე​კი​უ) (1743-​1793 წლის 8 დე​კემ​ბე​რი) – მე​ფე ლუი XV-​ის
ფა​ვო​რი​ტი ქა​ლი, ტე​რო​რის ერთ-​ერთი პირ​ვე​ლი მსხვერ​პლი.)! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – მაშ ეს
ქა​ლი, ური​კა​ზე, სწო​რედ ის არის.

– დი​ახ, მე​სიე, – ხმა​დაბ​ლა და ნაღ​ვლიანად უპა​სუ​ხა იმა​ვე ხმამ ზედ ყურ​თან; ისე ახ​ლოს იყო, რომ
და​რა​ბის ჭრი​ლის მიღ​მი​დან თა​ნა​მო​სა​უბ​რის თბი​ლი სუნ​თქვაც იგ​რძნო​ბო​და.

საბ​რა​ლო დიუ ბა​რი გა​მარ​თუ​ლი იდ​გა, ური​კის წი​ნა ნა​წილს ჩას​ჭი​დე​ბო​და; გრძე​ლი წაბ​ლის​ფე​რი
თმა, მი​სი სიამა​ყე, კე​ფამ​დე შე​ეჭ​რათ, სა​ფეთ​ქლებ​ზე გა​ოფ​ლიანე​ბუ​ლი კუ​ლუ​ლე​ბი მიჰ​კვრო​და;
საბ​რა​ლო ქა​ლი – ლა​მა​ზი დი​დი თვა​ლე​ბით, აქეთ-​იქით რომ აცე​ცებ​და და პა​ტა​რა პი​რით, მე​ტის​მე​ტად
პა​ტა​რით იმ სა​ზა​რე​ლი ყვი​რი​ლის​თვის, რო​მე​ლიც იქი​დან ამოს​დიოდა – თავს დრო​დად​რო უნე​ბუ​რად
აქ​ნევ​და, რა​თა სა​ხე​ზე ჩა​მოშ​ლი​ლი თმა გა​დაეწია.

რო​დე​საც ქვის სა​მიჯ​ნო ტუმ​ბას გა​უს​წორ​და, რო​მელ​ზე​დაც ჰოფ​მა​ნი იჯ​და, ქალ​მა და​იყ​ვი​რა:
„მიშ​ვე​ლეთ! გა​და​მარ​ჩი​ნეთ! ცუ​დი არა​ფე​რი ჩა​მი​დე​ნია! მიშ​ვე​ლეთ!“ და კი​ნა​ღამ წა​აქ​ცია ური​კა​ში
მყო​ფი ჯა​ლა​თის თანაშემწე.

ქა​ლის ეს ყვი​რი​ლი – „მიშ​ვე​ლეთ!“ – და​ნარ​ჩე​ნე​ბის სრულ მდუ​მა​რე​ბა​ში მკვეთ​რად ის​მო​და. ური​კის


თა​ნამ​დე​ვი ფუ​რიები, რომ​ლე​ბიც შეჩ​ვე​ულ​ნი იყ​ვნენ მსხვერ​პლის ხმა​მაღ​ლა და​ცინ​ვა​სა და
შეურაც​ხყო​ფას, შე​აძ​რწუ​ნა ამ ქა​ლის სა​სო​წარ​კვე​თი​ლე​ბამ; გრძნობ​დნენ, მა​თი ყვი​რი​ლი ვერ
გა​და​ფა​რავ​და სი​გი​ჟემ​დე მი​სულ გო​დე​ბას, ეს ყვე​ლა​ფე​რი უკ​ვე ტრა​გე​დი​ის უზე​ნა​ეს მდგო​მა​რეობას
გა​ნე​კუთ​ვნე​ბო​და.

ჰოფ​მა​ნი წა​მოდ​გა, მკერ​დში გულს ვე​ღარ გრძნობ​და; სხვე​ბი​ვით ური​კას გაეკი​და, კი​დევ ერ​თი
შეუერ​თდა მე​ფის ფა​ვო​რი​ტის უკა​ნას​კნე​ლი ეს​კორ​ტის აჩ​რდი​ლებს.

მა​დამ დიუ ბა​რიმ დაინა​ხა და ისევ იყ​ვი​რა:

– სი​ცოც​ხლე!.. სი​ცოც​ხლე!.. მთელ ქო​ნე​ბას ერს ვუთ​მობ! მე​სი​ე!.. გა​და​მარ​ჩი​ნეთ!

„ოჰ! მე მომ​მარ​თა!“, – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა, – „საბ​რა​ლო ქა​ლი, რომ​ლის მზე​რა ად​რე ასე​თი ძვი​რი
იყო, ხო​ლო სიტ​ყვე​ბი ფას​დაუდე​ბე​ლი, მე და​მე​ლა​პა​რა​კა!“
ჰოფ​მა​ნი შე​ჩერ​და. ური​კამ რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედანს მი​აღ​წია. ცივ წვი​მა​სა და ჩა​მო​წო​ლილ სიბ​ნე​ლე​ში
მხო​ლოდ ორ სი​ლუ​ეტს არ​ჩევ​და: ერ​თი, თეთ​რი, მსხვერ​პლი​სა იყო, ხო​ლო მეორე, წი​თე​ლი –
ეშა​ფო​ტის.

დაინა​ხა, თეთ​რი კა​ბა რო​გორ აათ​რი​ეს ჯა​ლა​თებ​მა კი​ბე​ზე. დაინა​ხა, ეს ტან​ჯუ​ლი სხეული რო​გორ
ცდი​ლობ​და თა​ვის დახ​სნას, ყვი​რო​და, საბ​რა​ლო ქალ​მა წო​ნას​წო​რო​ბა და​კარ​გა და სა​ბე​დის​წე​რო
ფი​ცარ​ნაგ​ზე წა​იქ​ცა.

ჰოფ​მანს კვლავ შე​მო​ეს​მა მი​სი ყვი​რი​ლი: „შე​მიბ​რა​ლეთ, მე​სიე ჯა​ლა​თო, კი​დევ ერ​თი წუ​თი, მე​სიე
ჯა​ლა​თო...“ და მორ​ჩა, და​ნა და​ეშ​ვა, მის​მა ბას​რმა პირ​მა მტა​ცებ​ლის თვა​ლი​ვით გაიელ​ვა.

ჰოფ​მა​ნი მო​ედ​ნის სი​ახ​ლო​ვეს თხრილ​ში ჩა​ვარ​და.

ახა​ლი შთა​ბეჭ​დი​ლე​ბე​ბი​სა და იდეების სა​ძი​ებ​ლად საფ​რან​გეთ​ში ჩა​მო​სუ​ლი ხე​ლო​ვა​ნის​თვის ეს


მარ​თლაც შე​სა​ნიშ​ნა​ვი სა​ნა​ხაობა იყო.

თით​ქოს ღმერ​თმა ინე​ბა, დას​წრე​ბო​და იმ ადა​მიანის ყვე​ლა​ზე სა​ზა​რელ სას​ჯელს, ვინც წვლი​ლი
შეიტა​ნა მო​ნარ​ქი​ის დამ​ხო​ბა​ში.

დიუ ბა​რის ლაჩ​რუ​ლი სიკ​ვდი​ლი საბ​რა​ლო ქა​ლის ცოდ​ვა​თა მი​ტე​ვე​ბად მი​იჩ​ნია. მა​შა​სა​და​მე,
არა​სო​დეს ყო​ფი​ლა ამ​პარ​ტა​ვა​ნი, რად​გან სა​თა​ნა​დოდ სიკ​ვდი​ლიც ვერ შეძ​ლო! იცო​დე, რო​გორ
მოკ​ვდე, სა​ვა​ლა​ლოდ, იმ ეპო​ქა​ში ეს იმა​თი უზე​ნაესი გმი​რო​ბა იყო, ვი​საც ბი​წიერე​ბა არა​სო​დეს
გა​უვ​ლია აზ​რად.

იმ დღეს ჰოფ​მა​ნი იმა​ზე ფიქ​რობ​და, რომ რა​კი საფ​რან​გეთ​ში ჩა​მო​ვი​და არაჩ​ვეულებ​რი​ვი ამ​ბე​ბის
სა​ნა​ხა​ვად, მა​შა​სა​და​მე, მი​სი მოგ​ზაურო​ბა ამაო არ ყო​ფი​ლა.

თა​ვის ცო​ტა​თი და​სამ​შვი​დებ​ლად ის​ტო​რი​ის ფი​ლო​სო​ფია მო​იშ​ვე​ლი​ა:

„თე​ატ​რი დარ​ჩა. წა​ვი​დეთ თე​ატ​რში. კარ​გად მეს​მის, ახ​ლა​ხან ნა​ნა​ხი მსა​ხიობის შემ​დეგ ოპე​რის ან
ტრა​გე​დი​ის მო​ნა​წი​ლეები ჩემ​ზე შთა​ბეჭ​დი​ლე​ბას ვე​ღარ მო​ახ​დე​ნენ, მაგ​რამ შემ​წყნა​რე​ბე​ლი ვიქ​ნე​ბი.
ბევრს ვე​რა​ფერს მოს​თხოვ ქა​ლებს, რომ​ლე​ბიც გა​სარ​თო​ბად იხო​ცე​ბი​ან.

თუმ​ცა, კარ​გად და​ვი​მახ​სოვ​რებ ამ მოედანს, რომ ცხოვ​რე​ბა​ში აქ აღა​რა​სო​დეს მოვ​ხვდე“.

VIII - „პარისის სამსჯავრო“


ჰოფ​მანს ხა​სიათი და გან​წყო​ბა მკვეთ​რად და მოულოდ​ნე​ლად ეც​ვლე​ბო​და ხოლ​მე. რე​ვო​ლუ​ცი​ის
მო​ედ​ნი​სა და ეშა​ფო​ტის გარ​შე​მო თავ​მოყ​რი​ლი ბრბოს, ბნე​ლი ცი​სა და სის​ხლის შემ​დეგ კაშ​კა​შა
ჭა​ღე​ბის, მხიარუ​ლი სა​ხეების, ყვა​ვი​ლე​ბი​სა და სი​ცოც​ხლის და​ნახ​ვა სწყუ​რო​და. რა​საკ​ვირ​ვე​ლია,
წარ​მოდ​გე​ნა, რო​მელ​საც ნა​ხავ​და, მი​სი გო​ნე​ბი​დან დღის მოვ​ლე​ნას ვერ წაშ​ლი​და, მაგ​რამ სურ​და,
თვა​ლებს მა​ინც და​ეს​ვე​ნა, იმის სა​ბუ​თი ენა​ხა, რომ ამ​ქვეყ​ნად ჯერ კი​დევ არ​სე​ბო​ბენ ცოც​ხა​ლი
ადა​მიანე​ბი, რომ​ლე​ბიც იღი​მე​ბი​ან.

ოპე​რის​კენ გაემარ​თა. მაგ​რამ იქამ​დე ისე მი​აღ​წია, ვერც კი მიხ​ვდა, რო​გორ გაიარა გზა. წინ
მი​უძ​ღო​და სი​ჯიუტე, თა​ვად კი მას ისე მის​დევ​და, რო​გორც ბრმა – გამ​ყოლ ძაღლს, ამა​სო​ბა​ში მი​სი
გო​ნე​ბა სრუ​ლი​ად სა​წი​ნა​აღ​მდე​გო მი​მარ​თუ​ლე​ბით მოძ​რა​ობ​და, სრუ​ლი​ად გან​სხვა​ვე​ბუ​ლი
შთა​ბეჭ​დი​ლე​ბე​ბის ტყვეობა​ში იყო.

რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ედ​ნის მსგავ​სად, ბრბო ირეოდა ბულ​ვარ​ზეც, სა​დაც იმ დროს მდე​ბა​რე​ობ​და ოპე​რის
თე​ატ​რი, რო​მელ​საც დღეს პორტ-​სენ-მარტენის თე​ატ​რი ეწო​დე​ბა.

ჰოფ​მა​ნი ბრბოს წინ შე​ჩერ​და და აფი​შას შე​ავ​ლო თვა​ლი.

„პა​რი​სის სამ​სჯავ​როს“ წარ​მო​ად​გენ​დნენ, სამ​მოქ​მე​დე​ბი​ან ბალეტ-​პანტომიმას, რომ​ლის ავ​ტო​რი იყო


მე​სიე გარდელი-​უმცროსი, მა​რი ან​ტუანე​ტის ცეკ​ვის მას​წავ​ლე​ბე​ლი, მოგ​ვიანე​ბით, იმ​პე​რა​ტო​რის
დროს, ოპე​რის მთა​ვა​რი ბა​ლეტ​მა​ის​ტე​რი.

– „პა​რი​სის სამ​სჯავ​რო“, – ჩაიბურ​ტყუ​ნა პო​ეტ​მა და აფი​შას მიაჩერ​და, თით​ქოს რა​საც ხე​დავ​და,


სურ​და, სა​მუ​და​მოდ აღე​ბეჭ​დი​ლი​ყო გო​ნე​ბა​ში მხედ​ვე​ლო​ბი​სა და სმე​ნის მეშ​ვეობით – ამ სიტ​ყვე​ბის
ჟღე​რა​დო​ბა „პა​რი​სის სამ​სჯავ​რო“.

და​უს​რუ​ლებ​ლად იმეორებ​და ბა​ლე​ტის სა​ხელ​წო​დე​ბას, რო​მე​ლიც ში​ნა​არ​სის​გან სრუ​ლი​ად დაც​ლი​ლი


ეჩ​ვე​ნე​ბო​და, ასე ცდი​ლობ​და მი​სი გო​ნე​ბა გან​ცდი​ლი სა​ზა​რე​ლი მო​გო​ნე​ბე​ბის და​ვიწ​ყე​ბას, რომ
ად​გი​ლი გა​მოეთა​ვი​სუფ​ლე​ბი​ნა მე​სიე გარდელი-​უმცროსის მი​ერ ჰო​მე​რო​სის „ი​ლიადა​დან“ ნა​სეს​ხე​ბი
სიუჟე​ტის​თვის.

რა უც​ნაური ეპო​ქა იყო – ერ​თსა და იმა​ვე დღეს დი​ლით შე​იძ​ლე​ბო​და დას​წრე​ბო​დი სას​ჯე​ლის
გა​მო​ტა​ნას, ნა​შუ​ად​ღე​ვის ოთხ სა​ათ​ზე სიკ​ვდი​ლით დას​ჯას, სა​ღა​მოს ცეკ​ვა გე​ნა​ხა, ან, ვინ იცის,
და​გა​პა​ტიმ​რებ​დნენ და თა​ვად მო​გი​წევ​და ყვე​ლაფ​რის გან​ცდა!

ჰოფ​მა​ნი მიხ​ვდა, რომ თუ ვინ​მე სხვა არ ეტ​ყო​და, რა წარ​მოდ​გე​ნა იმარ​თე​ბო​და იმ სა​ღა​მოს


თე​ატ​რში, თა​ვად ვე​რა​სო​დეს გაიგებ​და და ამ აფი​შას შე​იძ​ლე​ბო​და ჭკუიდან გა​და​ეყ​ვა​ნა.

მსუ​ქან კაცს მიუახ​ლოვ​და, რო​მე​ლიც რიგ​ში ცოლ​თან ერ​თად იდ​გა – მსუ​ქან კა​ცებს მუ​დამ ჰქონ​დათ
რიგ​ში ცო​ლებ​თან ერ​თად დგო​მის მა​ნია – და ჰკით​ხა:

– მე​სიე, ამ სა​ღა​მოს რა წარ​მოდ​გე​ნა იმარ​თე​ბა?


– აფი​შა​ზე თა​ვა​დაც კარ​გად ხე​დავთ, მე​სიე, – უპა​სუ​ხა მსუ​ქან​მა კაც​მა, – „პა​რი​სის სამ​სჯავ​როს“
თა​მა​შო​ბენ.

– პა​რი​სის სამ​სჯავ​რო... – გაიმეორა ჰოფ​მან​მა, – ოჰ! დი​ახ, პა​რი​სის სამ​სჯავ​რო, ვი​ცი, ეს რაც არის.

მსუ​ქან​მა კაც​მა შე​ხე​და ამ უც​ნა​ურ შემ​კით​ხველს, მხრე​ბი აიჩე​ჩა ვა​ჟის მი​მართ სრუ​ლი ზიზ​ღის
ნიშ​ნად, რო​მელ​საც ასეთ მი​თო​ლო​გი​ურ დრო​ში შე​იძ​ლე​ბო​და ერ​თი წა​მით და​ვიწ​ყე​ბო​და, რა არის
პა​რი​სის სამ​სჯავ​რო.

– ბა​ლე​ტის ში​ნა​არ​სის გაც​ნო​ბა გნე​ბავთ, მო​ქა​ლა​ქევ? – ჰოფ​მანს პროგ​რა​მე​ბის გამ​ყიდ​ვე​ლი


მიუახ​ლოვ​და.

– დი​ახ, მო​მე​ცით!

ეს ჩვე​ნი წიგ​ნის მთა​ვა​რი პერ​სო​ნა​ჟის​თვის კი​დევ ერ​თი და​მა​დას​ტუ​რე​ბე​ლი ნი​შა​ნი იყო, რომ
აუცი​ლებ​ლად და​ეს​წრე​ბო​და წარ​მოდ​გე​ნას.

პროგ​რა​მა მშვე​ნი​ერ თეთრ ფურ​ცელ​ზე დაებეჭ​დათ და ავ​ტო​რის წი​ნა​სიტ​ყვაობა ახ​ლდა.

„რა მშვე​ნიერი ქმნი​ლე​ბაა ადა​მიანი!“ – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა, რო​დე​საც პროგ​რა​მის წი​ნა​სიტ​ყვაობის


რამ​დე​ნი​მე წი​ნა​და​დე​ბას და​ხე​და; იმ წინ​და​დე​ბებს, რომ​ლე​ბიც ჯერ არ წაეკით​ხა, მაგ​რამ
წაიკით​ხავ​და, – „და​ნარ​ჩე​ნი ადა​მიანე​ბის მსგავ​სად, მიაბი​ჯებს მარ​ტო, ეგო​ის​ტი და გულ​გრი​ლი –
მხო​ლოდ სა​კუ​თა​რი ინ​ტე​რე​სე​ბი​სა და ამ​ბი​ციების​გან წარ​მოქ​მნილ გზა​ზე! ასე​თია მე​სიე
გარდელი-​უმცროსი, რო​მელ​მაც ეს ბა​ლე​ტი პირ​ვე​ლად წარ​მო​ად​გი​ნა 1793 წლის 5 მარტს, ანუ
მსოფ​ლიოში მომ​ხდა​რი ყვე​ლა​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი მოვ​ლე​ნი​დან სულ რა​ღაც ექ​ვსი კვი​რის შემ​დეგ. მაშ
ასე! იმ დღეს, რო​დე​საც მა​ყუ​რე​ბელს პირ​ვე​ლად უჩ​ვე​ნეს ეს ბა​ლე​ტი, სა​ზო​გა​დო მღელ​ვა​რე​ბას მე​სიე
გარდელი-​უმცროსის ფო​რიაქიც დაემა​ტა; ტა​შის ხმა​ზე გუ​ლი გა​მა​ლე​ბით უცემ​და; და თუ ამ დროს
მას​თან ვინ​მე საფ​რან​გეთ​ში მომ​ხდარ​ზე და​იწ​ყებ​და საუბარს ან მე​ფე ლუი XVI-ს ახ​სე​ნებ​და, ის
წა​მოიძა​ხებ​და: „ლუი XVI, კი მაგ​რამ, ვის შე​სა​ხებ ლა​პა​რა​კობთ?“ და კი​დევ, თით​ქოს
ქო​რე​ოგ​რა​ფი​ის ის​ტო​რიაში ყვე​ლა​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი მი​სი ბა​ლე​ტის დად​გმა იყო, სა​კუ​თა​რი
პან​ტო​მი​მის​თვის წი​ნა​სიტ​ყვაობაც თა​ვად და​წე​რა. კარ​გი! წა​ვი​კით​ხოთ წი​ნა​სიტ​ყვაობა და ვნა​ხოთ,
მი​სი და​წე​რის თა​რი​ღის მიჩ​ქმალ​ვის მიუხე​და​ვად, ვი​პო​ვი თუ არა იმ მოვ​ლე​ნე​ბის კვალს, რო​მელ​თა
გან​მავ​ლო​ბა​შიც იწე​რე​ბო​და“.

ჰოფ​მა​ნი თე​ატ​რის ბა​ლუს​ტრა​დას მი​ეყ​რდნო და აი, რა წაიკით​ხა:

„ბა​ლე​ტე​ბის ცქე​რი​სას ყო​ველ​თვის ვამ​ჩნევ​დი, რომ მა​ყუ​რე​ბელს ყვე​ლა​ზე მე​ტად იზი​დავ​და და


ყვე​ლა​ზე მეტ ტაშს იმ​სა​ხუ​რებ​და ეფექ​ტუ​რი დე​კო​რა​ციები და მხიარუ​ლი დი​ვერ​ტის​მენ​ტე​ბი“.

„უნ​და ვა​ღიარო, რომ ძა​ლი​ან უც​ნაური შე​ნიშ​ვნა​ა“, – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა ამ პირ​ვე​ლი​ვე მიამი​ტო​ბის
წა​კით​ხვი​სას და უნე​ბუ​რად გაეღი​მა, – „რო​გორ შე​ნიშ​ნა, რომ ბა​ლეტ​ში მა​ყუ​რე​ბელს ყვე​ლა​ზე მე​ტად
დე​კო​რა​ცია და მრა​ვალ​ფე​რო​ვა​ნი, სა​სიამოვ​ნო დი​ვერ​ტის​მენ​ტე​ბი იზი​დავს. რა სა​სიამოვ​ნო
კომ​პლი​მენ​ტია ბა​ტო​ნე​ბის: ჰა​იდ​ნის, პლეიელი​სა და მეიულის მი​სა​მარ​თით, რომ​ლებ​საც „პა​რი​სის
სამ​სჯავ​როს​თვის“ მუ​სი​კა აქვთ და​წე​რი​ლი. ვნა​ხოთ, შემ​დეგ რა ხდე​ბა“.

„მას შემ​დეგ, რაც აღ​ნიშ​ნუ​ლი შევ​ნიშ​ნე, იმ სიუჟე​ტის ძებ​ნას შე​ვუ​დე​ქი, რო​მე​ლიც პა​რი​ზის ოპე​რის
დი​დი ნი​ჭის მქო​ნე მო​ცეკ​ვა​ვე​ებს შეეფე​რე​ბო​დათ და იმ იდეების გან​ვრცო​ბის სა​შუალე​ბას მომ​ცემ​და,
შემ​თხვე​ვით რომ გახ​და ჩემ​თვის ნა​თე​ლი. პოეზი​ის ის​ტო​რია ნა​ყო​ფიერი ნაიდა​გია, რო​მე​ლიც
ბა​ლეტ​მა​ის​ტერ​მა უნ​და დაამუ​შა​ოს; ამ ნიადაგ​ზე ნარ-​ეკალიც იზ​რდე​ბა, მაგ​რამ მი​სი მო​შო​რე​ბა უნ​და
შე​გეძ​ლოს, თუ ვარ​დის მოწ​ყვე​ტა გსურს“.

– ოჰ! აი, ეს წი​ნა​და​დე​ბა ოქ​რო​თი მო​ვა​რა​ყე​ბულ ჩარ​ჩო​შია ჩა​სას​მე​ლი, – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, –


მხო​ლოდ საფ​რან​გეთ​ში შე​უძ​ლი​ათ მსგავ​სი რა​მის და​წე​რა.

პროგ​რა​მა გა​და​ათ​ვა​ლიერა, კით​ხვის გაგ​რძე​ლე​ბა სურ​და, ტექ​სტი სულ უფ​რო იზი​დავ​და; მაგ​რამ
სრუ​ლი​ად სხვა საზ​რუ​ნა​ვით და​კა​ვე​ბულ გო​ნე​ბა​ში ად​რინ​დე​ლი აზ​რე​ბი ამოუტივ​ტივ​და; მე​ოც​ნე​ბეს
თვა​ლე​ბი აუჭ​რელ​და, ასოები ერ​თმა​ნეთ​ში აირია, ხე​ლი​დან გაუვარ​და პროგ​რა​მა, მი​წას და​აც​ქერ​და
და წაილუღ​ლუ​ღა:

– საბ​რა​ლო ქა​ლი!

ჰოფ​მა​ნის გო​ნე​ბა​ში ისევ მა​დამ დიუ ბა​რის აჩ​რდილ​მა გაიელ​ვა.

თა​ვი გა​აქ​ნია, თით​ქოს უსიამოვ​ნო მო​გო​ნე​ბის და​ვიწ​ყე​ბა სურ​და, მე​სიე გარდელი-​უმცროსის


წი​ნა​სიტ​ყვაობიანი პროგ​რა​მა ჯი​ბე​ში ჩაიდო, ბი​ლე​თი იყი​და და თე​ატ​რში შე​ვი​და.

დარ​ბა​ზი სავ​სე იყო ყვა​ვი​ლე​ბით, ძვირ​ფა​სი ქვე​ბით, აბ​რე​შუ​მით, შიშ​ვე​ლი მხრე​ბით. ის​მო​და
ხმა​მა​ღა​ლი ზუ​ზუ​ნი – სუ​ნა​მო​მიპ​კუ​რე​ბუ​ლი ქა​ლე​ბის ზუ​ზუ​ნი, არაფ​რის მთქმე​ლი წი​ნა​და​დე​ბე​ბის
ზუ​ზუ​ნი, რაც ყუთ​ში გა​მომ​წყვდეული ათა​სი ბუ​ზის ბზუ​ილს ჰგავ​და; ხო​ლო სიტ​ყვე​ბი გო​ნე​ბა​ში
ისე​თი​ვე კვალს ტო​ვებ​და, რო​გორ​საც პეპ​ლის ფრთე​ბი ბავ​შვის თი​თებ​ზე, რო​მელ​მაც ის ჯერ დაიჭი​რა,
ორი წუ​თის შემ​დეგ კი აღარ იცო​და, რა ექ​ნა მის​თვის, ამი​ტომ ხე​ლე​ბი მაღ​ლა ას​წია და პე​პე​ლა
გა​უშ​ვა.

ჰოფ​მა​ნის ად​გი​ლი პარ​ტერ​ში იყო. დარ​ბა​ზის მღელ​ვა​რე​ბა გა​დაედო და ერ​თი წუ​თით ისე გა​ნეწ​ყო,
თით​ქოს დი​ლი​დან აქ იმ​ყო​ფე​ბო​და, სიკ​ვდი​ლის ის ბნე​ლი აჩ​რდი​ლი, მის გო​ნე​ბას მოს​ვე​ნე​ბას რომ არ
აძ​ლევ​და, მხო​ლოდ კოშ​მა​რი იყო და არა რეალო​ბა. ჰოფ​მა​ნის ხსოვ​ნას, ნე​ბის​მიერი სხვა ადა​მიანის
ხსოვ​ნის მსგავ​სად, ორი ამ​რეკ​ლა​ვი მი​ნა ანა​თებ​და, გუ​ლი​სა და გო​ნე​ბის, და მი​სი მხიარუ​ლი
ფიქ​რე​ბის მდი​ნა​რე​ბამ ძა​ლაუნე​ბუ​რად გა​ახ​სე​ნა იქ, თა​ვის ქვე​ყა​ნა​ში და​ტო​ვე​ბუ​ლი მომ​ხიბ​ლა​ვი
ქა​ლიშ​ვი​ლი. მის არ​სე​ბო​ბას გრძნობ​და მე​და​ლიონით, რო​მე​ლიც გუ​ლი​ვით ფეთ​ქავ​და და მის
გუ​ლის​ცე​მას უერ​თდე​ბო​და. ახ​ლო​მახ​ლო მსხდომ ქა​ლებს და​აკ​ვირ​და – მათ მო​შიშ​ვლე​ბულ თეთრ
მხრებს, ქე​რა და წაბ​ლის​ფერ თმას, ნაზ ხე​ლებს, რომ​ლე​ბი​თაც მა​რაოების ტა​რებს ატ​რიალებ​დნენ და
მოხ​დე​ნი​ლად ის​წო​რებ​დნენ ვარ​ცხნი​ლო​ბა​ში ჩა​მაგ​რე​ბულ ვარ​დებს. შემ​დეგ ღი​მი​ლით წარ​მოთ​ქვა
სა​ხე​ლი ან​ტო​ნია, გე​გო​ნე​ბო​და, ეს სა​ხე​ლიც კი საკ​მა​რი​სი იყო იმის​თვის, რომ გამ​ქრა​ლი​ყო
ყო​ველ​გვა​რი შე​და​რე​ბა ან​ტო​ნიასა და მის გვერ​დით მსხდომ ქა​ლებს შო​რის, რა​თა ვა​ჟი სა​სიამოვ​ნო
მო​გო​ნე​ბებ​ში გა​და​ეტ​ყორ​ცნა, რომ​ლე​ბიც ათას​ჯერ მომ​ხიბ​ლა​ვი იყო, ვიდ​რე თუნ​დაც ლა​მა​ზი
რეალო​ბა. მე​რე – თით​ქოს ეს საკ​მა​რი​სი არ აღ​მოჩ​ნდა; თით​ქოს შეეშინ​და, რომ მის გო​ნე​ბა​ში
შე​მო​ნა​ხუ​ლი, შო​რეული გა​მო​სა​ხუ​ლე​ბა იდე​ალ​ში არ გა​დაზ​რდი​ლი​ყო, რო​გო​რა​დაც ისე​დაც
ეჩ​ვე​ნე​ბო​და – ჰოფ​მან​მა ხე​ლი უბის​კენ წაიღო, მე​და​ლიონი ამოიღო ისე, რო​გორც შე​ში​ნე​ბულ
გო​გო​ნას ამოჰ​ყავს ბუ​დი​დან ჩი​ტი; და რო​ცა დარ​წმუნ​და, ყუ​რად​ღე​ბას არა​ვინ აქ​ცევ​და, ხე​ლის​გულ​ში
ჩა​ტე​ულ ძვირ​ფას სუ​რათს და​აც​ქერ​და, ქა​ლიშ​ვი​ლის გა​მო​სა​ხუ​ლე​ბას ტუ​ჩე​ბით დაეკო​ნა და ისევ
გულ​თან ახ​ლოს და​მა​ლა მე​და​ლიონი. ვე​რა​ვინ მიხ​ვდე​ბო​და, რამ გა​მო​იწ​ვია ასე​თი სი​ხა​რუ​ლი ამ
ახალ​გაზ​რდა, შავ​თმი​ან და ფერ​მკრთალ მა​ყუ​რე​ბელ​ში მა​შინ, რო​ცა უბე​ში ხე​ლი ჩაიყო.

სწო​რედ ამ დროს მის​ცეს სპექ​ტაკ​ლის დაწ​ყე​ბის ნი​შა​ნი და ორ​კეს​ტრმა უვერ​ტიურის პირ​ვე​ლი,


ბუჩ​ქებ​ში მი​მა​ლუ​ლი სკვინ​ჩე​ბის კა​მა​თის მსგავ​სი, მხიარუ​ლი ნო​ტე​ბი და​უკ​რა.

ჰოფ​მა​ნი დაჯ​და და თა​ვი აიძუ​ლა, და​ნარ​ჩე​ნებს დამ​სგავ​სე​ბო​და, ანუ ყუ​რად​ღე​ბიანი მსმე​ნე​ლი


გამ​ხდა​რი​ყო, ამი​ტომ სმე​ნად იქ​ცა.

მაგ​რამ ხუ​თიოდე წუ​თის შემ​დეგ აღარ უს​მენ​და და არც არაფ​რის გა​გო​ნე​ბა სურ​და – ამ​გვა​რი მუ​სი​კა
მის ყუ​რად​ღე​ბას ვერ მი​იპ​ყრობ​და; თა​ნაც ორ​ჯერ უწევ​და მოს​მე​ნა, რად​გან მი​სი მე​ზო​ბე​ლი –
აშ​კა​რად ოპე​რის ხში​რი სტუ​მა​რი და ბა​ტო​ნე​ბის: ჰა​იდ​ნის, პლეიელი​სა და მეიულის მოყ​ვა​რუ​ლი –
ხმა​დაბ​ლა, ნა​ხე​ვა​რი ტო​ნით დაბ​ლა, შე​სა​შუ​რი სი​ზუს​ტით იმეორებ​და ორ​კეს​ტრის დაკ​რულ
მე​ლო​დი​ებს. არაპ​რო​ფე​სიონა​ლი მა​ყუ​რე​ბე​ლი ხმას აყო​ლებ​და თი​თებ​საც და მარ​ცხე​ნა ხელ​ში
ჩაბ​ღუ​ჯულ სა​თუ​თუ​ნე​ზე გრძე​ლი, წა​მა​ხუ​ლი ფრჩხი​ლე​ბით მო​ხერ​ხე​ბუ​ლად გა​მოჰ​ყავ​და ტაქ​ტი.

ჰოფ​მა​ნი ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობით – ყო​ვე​ლი დამ​კვირ​ვებ​ლის​თვის და​მა​ხა​სიათე​ბე​ლი ბუ​ნებ​რი​ვი


თვი​სე​ბით – შე​უდ​გა ამ უც​ნაური პერ​სო​ნა​ჟის შეს​წავ​ლას, რო​მე​ლიც ძი​რი​თა​დი ორ​კეს​ტრის​გან
გა​მო​ყო​ფილ, გან​სა​კუთ​რე​ბულ ორ​კესტრს ქმნი​და.

სი​მარ​თლე ით​ქვას, ეს ადა​მიანი ნამ​დვი​ლად იმ​სა​ხუ​რებ​და ყუ​რად​ღე​ბას.

წარ​მო​იდ​გი​ნეთ პა​ტა​რა ტა​ნის მა​მა​კა​ცი, რო​მელ​საც შა​ვი სერ​თუ​კი, ჟი​ლე​ტი, შარ​ვა​ლი და თეთ​რი
პე​რან​გი აც​ვია, ასე​ვე თეთ​რი ჰალ​სტუ​ხი უკე​თია. მაგ​რამ თეთ​რიც არის და თეთ​რიც, ეს იყო ისე​თი
თვა​ლის დამ​ღლე​ლი, კაშ​კა​შა თეთ​რი, რო​გო​რი​ცაა მზის​გან აბ​რჭყვიალე​ბუ​ლი თოვ​ლი. შავ შარ​ვალ​ზე
დაწ​ყო​ბი​ლი, გამ​ხდა​რი და ცვი​ლი​ვით გამ​ჭვირ​ვა​ლე ხე​ლე​ბი თით​ქოს ქვე​მო​დან სა​გან​გე​ბოდ
გა​ნა​თე​ბულს ჰგავ​და და სა​ნა​ხევ​როდ და​ფა​რუ​ლი იყო ნა​ტი​ფი, შრო​შა​ნას ფურ​ცე​ლი​ვით რბი​ლი, დი​დი,
გულ​დას​მით ანაოჭე​ბუ​ლი მან​ჟე​ტე​ბით. მთლიანო​ბა​ში ასე გა​მოიყუ​რე​ბო​და მი​სი სხეული. ახ​ლა თავს
და​აკ​ვირ​დით, ჰოფ​მა​ნი​ვით გაკ​ვირ​ვე​ბა​ნა​რე​ვი ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობით. წარ​მო​იდ​გი​ნეთ ოვა​ლუ​რი სა​ხე,
სპი​ლოს ძვლის ნა​კე​თო​ბა​სა​ვით გა​დატ​კე​ცი​ლი შუბ​ლი, კე​ფა​ზე აქა-​იქ, მინ​დორ​ში გა​ფან​ტუ​ლი ბუჩ​ქე​ბის
მსგავ​სად ამოზ​რდი​ლი თმა. გა​მო​ტო​ვეთ ის ად​გი​ლი, სა​დაც წე​სით წარ​ბე​ბი უნ​და იზ​რდე​ბო​დეს და
ქვე​მოთ, ორ ფო​სო​ში მი​ნა​სა​ვით ცივ, თით​ქმის უმოძ​რაო, გამ​ჭვირ​ვა​ლე თვა​ლებს შე​ხე​დეთ. ეჭ​ვი
შე​გე​პა​რე​ბო​დათ, ცოც​ხა​ლი იყო თუ არა ეს თვა​ლე​ბი, მათ​ში ამა​ოდ და​უწ​ყებ​დით ძებ​ნას იმ
ნა​პერ​წკალს, რო​მელ​საც ღმერ​თი ყო​ვე​ლი არ​სე​ბის თვალს ანი​ჭებს და თით​ქოს სწო​რედ იქ კიაფობს
სი​ცოც​ხლე. თვა​ლე​ბი სა​ფი​რო​ნის​ფე​რი ჰქონ​და – თუმ​ცა არც ალერ​სიანი, არც მკაც​რი. ისი​ნი
ხე​დავ​დნენ, ეს უდა​ვო იყო, მაგ​რამ არ იყუ​რე​ბოდ​ნენ. ჰქონ​და თხე​ლი, გრძე​ლი, წვე​ტიანი ცხვი​რი,
პა​ტა​რა პი​რი, გულ​დას​მით გა​პარ​სუ​ლი წვე​ტიანი ნი​კა​პი, წა​მო​წეული ყვრი​მა​ლე​ბი, ისე​თი ჩაც​ვე​ნი​ლი
ლო​ყე​ბი, რომ თი​თოეულის ღრმულ​ში კა​კა​ლი ჩაეტეოდა. კბი​ლებს, ხე​ლე​ბის მსგავ​სად, ცვი​ლის​ფე​რი
დაჰ​კრავ​და და გე​გო​ნე​ბო​და, ფერ​და​კარ​გუ​ლი სის​ხლი შე​რე​ვიაო. ასე​თი გახ​ლდათ ჰოფ​მა​ნის
გვერ​დით მჯდა​რი პი​როვ​ნე​ბა.

ეს ადა​მიანი ორ​მოც​დაათი წლი​საც შე​იძ​ლე​ბო​და ყო​ფი​ლი​ყო და ოც​დაათი​საც. შე​იძ​ლე​ბო​და


გე​ვა​რაუდათ, რომ ოთ​ხმო​ცი წლი​საა და არც ეს იქ​ნე​ბო​და გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლად გა​საკ​ვი​რი; თორ​მე​ტი
წლი​საც შე​იძ​ლე​ბო​და გგო​ნე​ბო​დათ და არც ამით გა​აკ​ვირ​ვებ​და ვინ​მეს. გე​გო​ნე​ბა, ამ​ქვეყ​ნად
სწო​რედ ასე​თი დაიბა​და. არა​სო​დეს ყო​ფი​ლა უფ​რო ახალ​გაზ​რდა და უფ​რო ხან​დაზ​მულ​საც სხვაგ​ვა​რი
იერი ვერ ექ​ნე​ბო​და.

მის კან​ზე თუ ხელს დაადებ​დით, ალ​ბათ, ისე​თი​ვე სი​ცი​ვეს იგ​რძნობ​დით, რო​გორც გვე​ლის ან
მიც​ვა​ლე​ბუ​ლის სხე​ულ​ზე შე​ხე​ბი​სას.

მაგ​რამ, მა​გა​ლი​თად, მუ​სი​კა, ძა​ლი​ან უყ​ვარ​და.

დრო​დად​რო, მუ​სი​კით გა​ტა​ცე​ბუ​ლი, პირს ფარ​თოდ აღებ​და – ასეთ დროს ტუ​ჩე​ბის კუთ​ხე​ებ​ში
გა​ჩე​ნი​ლი სა​მი ერ​თნაირი ნაოჭი და​ახ​ლოებით ხუ​თი წუ​თი რჩე​ბო​და და შემ​დეგ ქრე​ბო​და. ასე
წარ​მო​იქ​მნე​ბა წყალ​ში ქვის ჩაგ​დე​ბის შემ​დეგ წრეები – ისი​ნი ნელ-​ნელა ფარ​თოვ​დე​ბა და ბო​ლოს ისე
შეერე​ვა ზე​და​პირს, რომ სრუ​ლე​ბით ქრე​ბა.

ჰოფ​მა​ნი ამ ადა​მი​ანს თვალს ვერ აცი​ლებ​და. ისიც გრძნობ​და, რომ აკ​ვირ​დე​ბოდ​ნენ, თუმ​ცა არც კი
გან​ძრეულა. ისე უძ​რა​ვად იჯ​და, რომ ჩვენ​მა მწე​რალ​მა – რომ​ლის გო​ნე​ბა​შიც უკ​ვე მწიფ​დე​ბო​და
წარ​მო​სახ​ვის მარ​ცვა​ლი, საიდა​ნაც მოგ​ვიანე​ბით უნ​და ამოზ​რდი​ლი​ყო კო​პე​ლიუსი(​კო​პე​ლიუსი –
ჰოფ​მან​მა 1816 წელს და​წე​რა მოთ​ხრო​ბა „ქვი​შის ადა​მიანი“, რომ​ლის ერთ-​ერთი მთა​ვა​რი
პერ​სო​ნა​ჟია კო​პე​ლიუსი, შემ​ზა​რა​ვი მკვლე​ლი, ად​ვო​კა​ტი, რო​მე​ლიც ოპ​ტი​კის ოს​ტა​ტად იქ​ცა.) –
ორი​ვე ხე​ლი წი​ნა რი​გის სა​ვარ​ძლის სა​ზურ​გეს და​აყ​რდნო, მთე​ლი სხეულით წინ გა​დაიწია, თა​ვი
მარ​ჯვნივ მი​აბ​რუ​ნა და შეეცა​და, იმ ადა​მიანის სა​ხე დაენა​ხა, რო​მელ​საც აქამ​დე მხო​ლოდ პრო​ფილ​ში
უმ​ზერ​და.

ჩია კაც​მა გაკ​ვირ​ვე​ბის გა​რე​შე შე​ხე​და ჰოფ​მანს, გაუღი​მა და მე​გობ​რუ​ლად მიესალ​მა, მე​რე თვა​ლე​ბი
იმა​ვე წერ​ტილს მი​აპ​ყრო, რო​მელ​საც აქამ​დე უყუ​რებ​და და, სა​ვა​რაუდოდ, ორ​კეს​ტრის​თვის ხმის
აყო​ლე​ბა კვლავ გა​ნაგ​რძო.

– რა უც​ნაურია! – სკამ​ზე გას​წორ​და ჰოფ​მა​ნი, – სა​ნაძ​ლე​ოს და​დე​ბა შე​იძ​ლე​ბა, რომ ცოც​ხა​ლი არ


არის.

თუმ​ცა მის​მა მე​ზო​ბელ​მა თა​ვი გა​აქ​ნია, ჰოფ​მა​ნი მა​ინც არ იყო დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი, რომ და​ნარ​ჩე​ნი
სხეული ცოც​ხლობ​და. ისევ ამ ადა​მიანის ხე​ლებს და​ხე​და და გააკვირვა სა​თუ​თუ​ნემ, რო​მელ​ზე​დაც
მე​ლო​მანს ხე​ლე​ბი და​ეწ​ყო – აბა​ნო​ზის ხის სა​თუ​თუ​ნეს ბრი​ლი​ან​ტე​ბით გაწ​ყო​ბი​ლი თა​ვის ქა​ლა
ამ​შვე​ნებ​და.

ჰოფ​მა​ნის თვალ​ში იმ დი​ლი​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი ყვე​ლა​ფერ​მა ფან​ტას​ტი​კუ​რი ელ​ფე​რი შეიძი​ნა.


გა​დაწ​ყვი​ტა, მიზ​ნის​თვის მი​ეღ​წია და მოხ​რი​ლი და​აშ​ტერ​და სა​თუ​თუ​ნეს, ისე დაიხა​რა, რომ ბა​გეებით
ლა​მის ეხე​ბო​და გვერ​დით მჯდო​მის ხე​ლებს, რომ​ლე​ბიც სა​თუ​თუ​ნე​ზე ეწ​ყო.
რო​დე​საც მა​მა​კაც​მა შე​ამ​ჩნია, რამ​ხე​ლა ინ​ტე​რესს იწ​ვევ​და მი​სი სა​თუ​თუ​ნე, ხმის ამოუღებ​ლად
გა​დას​ცა მე​ზო​ბელს, რა​თა მას გულ​დას​მით და​ეთ​ვა​ლიერე​ბი​ნა.

ჰოფ​მან​მა ჩა​მო​არ​თვა, ხელ​ში კარ​გა​ხანს ატ​რიალა, მე​რე გახ​სნა.

შიგ​ნით თუ​თუ​ნი იყო!

IX - არსენი

ჰოფ​მან​მა სა​თუ​თუ​ნე ყუ​რად​ღე​ბით და​ათ​ვა​ლიერა და მე​რე პატ​რონს და​უბ​რუ​ნა, თან მად​ლო​ბა


გა​დაუხა​და თა​ვის დაქ​ნე​ვით. ნივ​თის მფლო​ბელ​მაც ასე​თი​ვე თა​ვა​ზიანი ჟეს​ტით, ხმის ამოუღებ​ლად
უპა​სუ​ხა.

„ახ​ლა ვნა​ხოთ, თუ ლა​პა​რა​კობს“, – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა, მე​ზო​ბელს მი​უბ​რუნ​და და უთ​ხრა:

– მე​სიე, მა​პა​ტი​ეთ ჩე​მი მოური​დე​ბე​ლი საქ​ციელი, მაგ​რამ თქვენს სა​თუ​თუ​ნე​ზე გა​მო​სა​ხულ​მა


ბრი​ლი​ან​ტე​ბით მო​ოჭ​ვილ​მა თა​ვის ქა​ლამ ძა​ლი​ან გა​მაკ​ვირ​ვა, ასე​თი მო​სარ​თა​ვი სა​თუ​თუ​ნე​ზე
იშ​ვიათია ხოლ​მე.

– მარ​თალს ბრძა​ნებთ, ჩე​მი ფიქ​რით, ასე​თი სა​თუ​თუ​ნე ერ​თა​დერ​თია, – უპა​სუ​ხა მა​მა​კაც​მა, რომ​ლის
ხმა ისე ჟღრიალებ​და, რო​გორც ვერ​ცხლის ჭურ​ჭე​ლი ერ​თმა​ნეთ​თან შე​ხე​ბი​სას, – იმ ადა​მიანის
მემ​კვიდ​რე​ებ​მა მა​ჩუ​ქეს, რო​მელ​საც ვმკურ​ნა​ლობ​დი.

– ექი​მი ბრძან​დე​ბით?

– დი​ახ, მე​სიე.

– და ახალ​გაზ​რდა მემ​კვიდ​რეების მა​მა მო​არ​ჩი​ნეთ?

– პი​რი​ქით, მე​სიე, საუბე​დუ​როდ, ხე​ლი​დან გა​მოგ​ვე​ცა​ლა.

– ახ​ლა კი კარ​გად მეს​მის, რას ნიშ​ნავს მად​ლიერე​ბა.

ექიმ​მა გაიცი​ნა.

კით​ხვებ​ზე პა​სუ​ხის გა​ცე​მა ღი​ღინ​ში ხელს არ უშ​ლი​და და ღი​ღი​ნით​ვე წარ​მოთ​ქვა:


– დი​ახ. ჩე​მი აზ​რით, ის მო​ხუ​ცი მე მოვ​კა​ლი.

– რას ნიშ​ნავს, მო​კა​ლით?

– მას​ზე ახა​ლი წა​მა​ლი გა​მოვ​ცა​დე. ოჰ, ღმერ​თო ჩე​მო! ერ​თი საათის შემ​დეგ სუ​ლი გა​ნუ​ტე​ვა. არა,
მარ​თლაც ძა​ლი​ან სა​ხა​ლი​სოა.

და ღი​ღი​ნი გა​აგ​რძე​ლა.

– გეტ​ყო​ბათ, მუ​სი​კა გიყ​ვართ, ხომ ასეა, მე​სიე? – შეეკით​ხა ჰოფ​მა​ნი.

– ეს გან​სა​კუთ​რე​ბით; მარ​თალს ამ​ბობთ, მე​სიე.

„ეშ​მაკ​მა და​ლახ​ვროს!“ – გაიფიქ​რა ჰოფ​მან​მა, – „ეს კა​ცი მუ​სი​კა​შიც ისე​ვე ვერ ერ​კვე​ვა, რო​გორც
მე​დი​ცი​ნა​ში“.

სწო​რედ ამ დროს ას​წი​ეს ფარ​და.

უც​ნა​ურ​მა ექიმ​მა სა​თუ​თუ​ნი​დან თამ​ბა​ქოს მწიკ​ვი ამოიღო და შეისუნ​თქა, შემ​დეგ სა​ზურ​გეს


მი​ეყ​რდნო და რაც შე​იძ​ლე​ბო​და მო​ხერ​ხე​ბუ​ლად მო​კა​ლათ​და, რომ მთე​ლი არ​სე​ბით დამ​ტკბა​რი​ყო
სპექ​ტაკ​ლით.

მცი​რე ხნის ფიქ​რის შემ​დეგ ჰოფ​მანს ჰკით​ხა:

– მე​სიე, გერ​მა​ნე​ლი ხართ?

– ასეა.

– აქ​ცენ​ტით ვი​ცა​ნი თქვე​ნი ქვე​ყა​ნა. ქვე​ყა​ნა კარ​გია, აქ​ცენ​ტი სა​ძა​გე​ლი.

ჰოფ​მან​მა ამ სა​ნა​ხევ​როდ კომ​პლი​მენ​ტი​სა და კრი​ტი​კის სა​პა​სუ​ხოდ მხო​ლოდ თა​ვი და​უკ​რა.

– საფ​რან​გეთ​ში რის​თვის

ჩა​მობ​რძან​დით?

– სა​ნა​ხა​ვად.

– და რის ნახ​ვა მო​ას​წა​რით?

– გი​ლიოტი​ნა​ზე სიკ​ვდი​ლით დას​ჯის, მე​სიე.

– დღეს რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედან​ზე იყა​ვით?


– ვი​ყა​ვი.

– მა​დამ დიუ ბა​რის სიკ​ვდილს და​ეს​წა​რით?

– დი​ახ, – ამოიოხ​რა ჰოფ​მან​მა.

– კარ​გად ვიც​ნობ​დი, – გა​ნაგ​რძო ექიმ​მა შეთ​ქმუ​ლის მზე​რით და გან​სა​კუთ​რე​ბით გა​წე​ლა სიტ​ყვა


„ვიც​ნობ​დი“, რომ მი​სი მნიშ​ვნე​ლო​ბა თა​ნა​მო​სა​უბ​რეს აღექ​ვა, – ლა​მა​ზი გო​გო​ნა იყო, ვა​ღიარებ!

– მა​საც მკურ​ნა​ლობ​დით?

– არა, მაგ​რამ მი​სი ზან​გი მსა​ხუ​რის, ზა​მო​რის​თვის​(ზა​მო​რი (1762-​1820) – ბენ​გა​ლე​ლი მო​ნა. 11


წლი​სა საფ​რან​გეთ​ში ჩა​მო​იყ​ვა​ნეს. იყი​და მე​ფე ლუი XV-მ და თა​ვი​სუფ​ლე​ბა მიანი​ჭა. ქრის​ტიანუ​ლად
მო​ნათ​ლუ​ლი ლუი-​ბენუას სა​ხე​ლით. მადამ დიუ ბა​რის სახ​ლში იზ​რდე​ბო​და, რო​მე​ლიც მის
გა​ნათ​ლე​ბა​ზე ზრუ​ნავ​და. ზა​მო​რი მა​დამ დიუ ბა​რის პა​ჟი გახ​და. ბიჭს გან​სა​კუთ​რე​ბით უყ​ვარ​და
ლი​ტე​რა​ტუ​რა, გა​მორ​ჩეული შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა კი ჟან-​ჟაკ რუ​სოს ნა​წარ​მოებებ​მა მო​ახ​დი​ნა.
რე​ვო​ლუ​ცი​ის დაწ​ყე​ბი​სას ზა​მო​რი იაკო​ბი​ნელ​თა კლუ​ბის წევ​რი გახ​და, დიუ ბა​რი დააბეზ​ღა, რად​გან
მი​სი ქალ​ბა​ტო​ნი სულ უფ​რო ხში​რად მი​ემ​გზავ​რე​ბო​და ხოლ​მე ინ​გლის​ში. დიუ ბა​რიმ ზა​მო​რი
სახ​ლი​დან გააძე​ვა. ზა​მორ​მა თა​ვი​სას მი​აღ​წია – მი​სი ცნო​ბე​ბის სა​ფუძ​ველ​ზე, დიუ ბა​რი
დააპა​ტიმ​რეს, გაასა​მარ​თლეს და სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს. ზა​მო​რიც ერ​თხანს და​პა​ტიმ​რე​ბუ​ლი იყო,
მაგ​რამ მე​რე გაათა​ვი​სუფ​ლეს, საფ​რან​გე​თი​დან წა​ვი​და და უკან მხო​ლოდ 1815 წლის შემ​დეგ
დაბ​რუნ​და. სახ​ლი იყი​და ლა​თი​ნურ კვარ​ტალ​ში, მეტრ ალ​ბე​რის ქუ​ჩა​ზე და თავს მას​წავ​ლებ​ლო​ბით
ირ​ჩენ​და.) კი მიმ​კურ​ნა​ლია.

– ნა​ძი​რა​ლა! რო​გორც მით​ხრეს, მან დააბეზ​ღა თა​ვი​სი ქალ​ბა​ტო​ნი.

– ეს პა​ტა​რა ზან​გი მარ​თლაც ნამ​დვი​ლი პატ​რიოტი აღ​მოჩ​ნდა.

– მა​საც ისე​ვე უნ​და მოქ​ცეოდით, რო​გორც იმ მო​ხუცს, სა​თუ​თუ​ნის მე​პატ​რო​ნეს.

– და რა​ტომ? მას ხომ მემ​კვიდ​რეები არ ჰყავ​და.

ისევ გა​ის​მა ექი​მის ჟღრიალა​ნა​რე​ვი სი​ცი​ლი.

– თქვენ, მე​სიე, არ ეს​წრე​ბო​დით სიკ​ვდი​ლით დას​ჯას დღეს? – შეეკით​ხა ჰოფ​მა​ნი, რო​მელ​საც


სა​შინ​ლად სურ​და, ვინ​მეს​თან ესა​უბ​რა საბ​რა​ლო არ​სე​ბის შე​სა​ხებ, რომ​ლის სის​ხლით მოთ​ხვრი​ლი
ხილ​ვა მოს​ვე​ნე​ბას არ აძ​ლევ​და.

– არა. გამ​ხდა​რი იყო?

– ვინ?
– გრა​ფი​ნია.

– ვერ გეტ​ყვით, მე​სიე.

– რა​ტომ?

– იმი​ტომ, რომ ცხოვ​რე​ბა​ში პირ​ვე​ლად ვნა​ხე, ეშა​ფოტ​ზე მი​მა​ვალ ური​კა​ში.

– მით უარე​სი. მინ​დო​და მცოდ​ნო​და, იმი​ტომ, რომ, რო​ცა მე ვიც​ნობ​დი, ძა​ლი​ან მსუ​ქა​ნი იყო; მაგ​რამ
ხვალ ცხედ​რის სა​ნა​ხა​ვად წა​ვალ. ოჰ! ამას შე​ხე​დეთ.

ექიმ​მა თა​ვით ანიშ​ნა სცე​ნის​კენ, სა​დაც ამ დროს მე​სიე ვეს​ტრი​სი​(ო​გი​უსტ ვეს​ტრი​სი (მა​რი ჟან
ოპოს​ტერ​ნი) (1760-​1842) – პა​რი​ზის ოპე​რის ცნო​ბი​ლი მოეცეკ​ვა​ვე, რო​მელ​საც ვირ​ტუოზუ​ლი
ტექ​ნი​კა გა​მო​არ​ჩევ​და.), პა​რი​სის პარ​ტი​ის შემ​სრუ​ლე​ბე​ლი, იდას მთა​ზე გა​მოჩ​ნდა და ნიმ​ფა ენონს
გა​ლან​ტუ​რად აწო​ნებ​და თავს.

ჰოფ​მან​მა შე​ხე​და, რა​ზეც მე​ზო​ბე​ლი მიუთი​თებ​და, მაგ​რამ რა​კი დარ​წმუნ​და, რომ ამ უც​ნა​ურ ექიმს
მთე​ლი ყუ​რად​ღე​ბა მარ​თლაც სცე​ნის​კენ ჰქონ​და მიპ​ყრო​ბი​ლი, მის გო​ნე​ბა​ზე კი ნა​ნახ​მა და
გა​გო​ნილ​მა ვე​რა​ვი​თა​რი კვა​ლი ვერ და​ტო​ვა, გაიფიქ​რა, – „სა​ინ​ტე​რე​სო იქ​ნე​ბო​და იმის ნახ​ვა, ეს
კა​ცი რო​გორ ტი​რის“.

– პიესის სიუჟე​ტი თუ იცით, მე​სიე? – შეეკით​ხა რამ​დე​ნი​მე წუ​თის შემ​დეგ ექი​მი.

– არა, მე​სიე.

– ოჰ! ძა​ლი​ან სა​ინ​ტე​რე​სოა. გუ​ლის ამა​ჩუ​ყე​ბე​ლი მო​მენ​ტე​ბიც კი არის. ერ​თხელ მე და ჩემს ერთ
მე​გო​ბარს თვა​ლებ​ზე ცრემ​ლიც კი მოგ​ვად​გა.

– ჩემს ერთ მე​გო​ბარს, – წაილუღ​ლუ​ღა ჰოფ​მან​მა, – ვინ უნ​და იყოს ამ კა​ცის მე​გო​ბა​რი? ალ​ბათ,

– ოჰ! ბრა​ვო, ბრა​ვო, ვეს​ტრის! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მა​ნის ჩია მე​ზო​ბელ​მა და ტა​ში დას​ცხო.

ექი​მი იმ მო​მენ​ტით აღ​ფრთო​ვან​და, რო​დე​საც პა​რი​სი – წარ​მოდ​გე​ნის დაწ​ყე​ბამ​დე ოპე​რის


შე​სას​ვლელ​თან ჰოფ​მა​ნის ნა​ყი​დი პროგ​რა​მის თა​ნახ​მად – შუბს იშიშ​ვლებს ლო​მით და​ში​ნე​ბუ​ლი
მეც​ხვა​რეების და​სა​ცა​ვად: „ცნო​ბის​მოყ​ვა​რე არა ვარ, მაგ​რამ ლო​მის ნახ​ვას ვი​სურ​ვებ​დი“.

ასე დას​რულ​და პირ​ვე​ლი მოქ​მე​დე​ბა.

ექი​მი წა​მოდ​გა, წი​ნა რი​გის სა​ვარ​ძლის სა​ზურ​გეს და​ეყ​რდნო, სა​თუ​თუ​ნეს ნაც​ვლად პა​ტა​რა
ლორ​ნე​ტი მოიმარ​ჯვა და დარ​ბაზ​ში მსხდო​მი ქალ​ბა​ტო​ნე​ბის თვა​ლიერე​ბას შე​უდ​გა.

ჰოფ​მა​ნი გა​უც​ნო​ბიერებ​ლად იქით​კენ ატ​რიალებ​და თავს, სა​ით​კე​ნაც ლორ​ნე​ტი იყო მი​მარ​თუ​ლი და,
თა​ვის​და გა​საკ​ვი​რად, შე​ნიშ​ნა, რომ ქალს, რო​მელ​საც ექი​მი ლორ​ნე​ტით აშ​ტერ​დე​ბო​და,
ძა​ლაუნე​ბუ​რად აჟ​რჟო​ლებ​და; გე​გო​ნე​ბო​და, უხი​ლავ​მა ძა​ლამ აიძუ​ლაო, იგი ექი​მის​კენ იხე​დე​ბო​და და
ასეთ მდგო​მა​რეობა​ში რჩე​ბო​და იქამ​დე, ვიდ​რე ლორ​ნე​ტი სხვა სა​მიზ​ნეს ამო​ირ​ჩევ​და.

– ეს ლორ​ნე​ტიც მემ​კვიდ​რეობით გერ​გოთ?

– არა, მე​სიე დე ვოლ​ტე​რის​გან​(ვოლ​ტე​რი (1694-​1778) – ფრან​გი მწე​რა​ლი, ფი​ლო​სო​ფო​სი და


ის​ტო​რი​კო​სი. მი​სი ნამ​დვი​ლი სა​ხე​ლი და გვა​რია მა​რი ფრან​სუა არუ​ე.).

– მა​საც იც​ნობ​დით?

– ძა​ლი​ან კარ​გად. ერ​თმა​ნეთ​თან ახ​ლოს ვი​ყა​ვით.

– მა​შა​სა​და​მე, მი​სი ექი​მიც იყა​ვით.

– მას მე​დი​ცი​ნის არ სწამ​და. თუმ​ცა, არც ბევ​რი სხვა რა​მის.

– მარ​თა​ლია, რომ სიკ​ვდი​ლის წინ ეზიარა?

– რაო, მე​სიე ვოლ​ტერ​ზე ამ​ბობთ?! არუეზე! გე​ყო​ფათ! არა მხო​ლოდ ზიარე​ბა არ მიუღია, არა​მედ მის
მო​სა​ნა​ხუ​ლებ​ლად მი​სუ​ლი მოძ​ღვა​რი კარ​გა​დაც შე​ამ​კო. იქ ვი​ყა​ვი და ყვე​ლა​ფე​რი შე​მიძ​ლია
მო​გიყ​ვეთ.

– მაშ, რა მოხ​და?

– არუე კვდე​ბო​და; ად​გი​ლობ​რი​ვი კიურე(​კიურე – კა​თო​ლი​კუ​რი ეკლესიის მღვდე​ლი საფ​რან​გეთ​ში,


ბელ​გიასა და ზოგ სხვა ქვე​ყა​ნა​ში. ტერ​მი​ნი შუა საუკუ​ნე​ებ​ში წარ​მო​იშ​ვა.) ტერ​სა​კი ეს​ტუმ​რა და
პირ​ველ რიგ​ში, რა​კი და​სა​კარ​გი დრო არ იყო, ეს ჰკით​ხა:

– მე​სიე, აღიარებთ თუ არა სა​მე​ბას?

– მე​სიე, ძა​ლი​ან გთხოვთ, მშვი​დად სიკ​ვდი​ლი და​მა​ცა​დეთ, – უპა​სუ​ხა ვოლ​ტერ​მა.

– და მა​ინც, მე​სიე, აუცი​ლე​ბე​ლია ვი​ცო​დე, – არ იშ​ლი​და ტერ​სა​კი, – მი​იჩ​ნევთ თუ არა იესო ქრის​ტეს
ღვთის ძედ.

– ეშ​მაკ​მა და​ლახ​ვროს! – იყ​ვი​რა ვოლ​ტერ​მა, – ნუ​ღარ მე​ლა​პა​რა​კე​ბით ამ ადა​მი​ან​ზე.

– მე​რე ის მცი​რე​დი ძალ-​ღონე მო​იკ​რი​ბა, რაც შე​მორ​ჩე​ნო​და და მოძ​ღვარს თავ​ში მუშ​ტი ჩას​ცხო, და
მოკ​ვდა. რამ​დე​ნი ვი​ცი​ნე, ღმერ​თო ჩე​მო! რამ​დე​ნი ვი​ცი​ნე!

– ჰო, მარ​თლაც ძა​ლი​ან სა​სა​ცი​ლოა, – ზიზ​ღნა​რე​ვი ხმით წარ​მოთ​ქვა ჰოფ​მან​მა, – სწო​რედ ასე უნ​და
მომ​კვდა​რი​ყო „ქალ​წუ​ლის​“(„ორ​ლეანე​ლი ქალ​წუ​ლი“ – ვოლ​ტე​რის სა​ტი​რუ​ლი პოემა.) ავ​ტო​რი.
– ოჰ, დი​ახ, „ქალ​წუ​ლი“! – წა​მოიძა​ხა შავ​სა​მო​სი​ან​მა ჩია კაც​მა, – ნამ​დვი​ლი შე​დევ​რია! მე​სიე,
არაჩ​ვეულებ​რი​ვი ნა​წარ​მოებია! მხო​ლოდ ერთ წიგნს შე​უძ​ლია მე​ტო​ქეობა გაუწი​ოს.

– რო​მელს?

– მე​სიე დე სა​დის „ჟი​უს​ტინ​ს“(„ჟი​უს​ტი​ნი“ („ჟი​უს​ტი​ნი, ანუ სათ​ნოების უბე​დუ​რე​ბა​ნი“) – მარ​კიზ დე


სა​დის (1740-​1814) ნა​წარ​მოები.). წა​გი​კით​ხავთ „ჟი​უს​ტი​ნი“?

– არა, მე​სიე.

– და მარ​კიზ დე სა​დი თუ იცით?

– არა.

– იცით, მე​სიე, – გა​ნაგ​რძო ექიმ​მა აღ​ფრთო​ვა​ნე​ბით, – „ჟი​უს​ტი​ნი“ არის ყვე​ლა​ზე ამო​რა​ლუ​რი რამ,
რაც კი შე​იძ​ლე​ბა წაიკით​ხო, აღ​ვი​რახ​სნი​ლი კრებიონ-​უმცროსია(კლოდ პროს​პერ ჟო​ლიო კრე​ბიონი
(1707-​1777) – ფრან​გუ​ლი ფრი​ვო​ლუ​რი მხატ​ვრუ​ლი ნა​წარ​მოებე​ბის ავ​ტო​რი. ), არაჩ​ვეულებ​რი​ვია.
ერთ გო​გო​ნას ვმკურ​ნა​ლობ​დი, რო​მელ​მაც წაიკით​ხა.

– ისიც მო​ხუ​ცი​ვით მოკ​ვდა?

– დი​ახ, მე​სიე, მაგ​რამ ძა​ლი​ან ბედ​ნიერი მოკ​ვდა.

და ექიმს ეშ​მა​კუ​რად აუციმ​ციმ​და თვა​ლე​ბი გო​გო​ნას გარ​დაც​ვა​ლე​ბის მი​ზე​ზის გახ​სე​ნე​ბი​სას.

მეორე მოქ​მე​დე​ბის დაწ​ყე​ბის ნი​შა​ნი მის​ცეს. ჰოფ​მანს გუ​ლი არ დას​წყვე​ტია, მე​ზო​ბე​ლი ში​შის ზარს
სცემ​და.

– ოჰ! – თქვა ექიმ​მა დაჯ​დო​მი​სას კმა​ყო​ფი​ლი ღი​მი​ლით, – ახ​ლა არ​სენს ვნა​ხავთ.

– არ​სე​ნი ვინ არის?

– არ იცით?

– არა, მე​სიე.

– მაშ, არა​ფე​რი იცით, ყმაწ​ვი​ლო? არ​სე​ნი არ​სე​ნია, ამით ყვე​ლა​ფე​რია ნათ​ქვა​მი; თუმ​ცა თა​ვა​დაც
ნა​ხავთ.

და ვიდ​რე ორ​კეს​ტრი და​უკ​რავ​და, ექიმ​მა მეორე მოქ​მე​დე​ბის შე​სა​ვა​ლი წაიღი​ღი​ნა.

ფარ​და გა​იხ​სნა.
სცე​ნა ყვა​ვი​ლე​ბი​თა და ბა​ლა​ხით და​ფა​რულ მინ​დორს ჰგავ​და; მინ​დორ​ში ნა​კა​დუ​ლი მიედი​ნე​ბო​და,
რო​მე​ლიც სა​თა​ვეს კლდი​დან იღებ​და.

ჰოფ​მან​მა თა​ვი ხე​ლებ​ში ჩარ​გო.

რა​საც ხე​დავ​და და ეს​მო​და, სრუ​ლე​ბით არ ეხ​მა​რე​ბო​და იმ სა​ზა​რე​ლი მო​გო​ნე​ბის და​ვიწ​ყე​ბა​ში,


რა​მაც აქამ​დე მო​იყ​ვა​ნა.

„რა შე​იც​ვლე​ბო​და?“ – გაიფიქ​რა, რო​დე​საც დღის მწა​რე მო​გო​ნე​ბე​ბი შე​მო​აწ​ვა, – „რა შე​იც​ვლე​ბო​და
ამ​ქვეყ​ნად, ის საბ​რა​ლო ქა​ლი ცოც​ხა​ლი რომ დაეტო​ვე​ბი​ნათ? რა ბო​რო​ტე​ბა დატ​რი​ალ​დე​ბო​და
ისე​თი, მის გულს ძგე​რა, ხო​ლო პირს სუნ​თქვა რომ გა​ეგ​რძე​ლე​ბი​ნა? რა მოხ​დე​ბო​და ასე​თი
გა​მო​უს​წო​რე​ბე​ლი? რა​ტომ უნ​და შეწ​ყვი​ტო ეს ყვე​ლა​ფე​რი ასე უხე​შად? რა უფ​ლე​ბით უნ​და მოს​პო
ძალ-​ღონით აღ​სავ​სე სი​ცოც​ხლე? შე​იძ​ლე​ბო​და ამ ქა​ლე​ბის გვერ​დით მჯდა​რი​ყო. ახ​ლა კი მი​სი
საბ​რა​ლო სხეული, სხეული, რო​მე​ლიც ასე უყ​ვარ​და მე​ფეს, სა​საფ​ლა​ოს ტა​ლახ​ში გდია, ყვა​ვი​ლე​ბის,
ჯვრის, თა​ვის გა​რე​შე. ღმერ​თო, რო​გორ ყვი​რო​და! რო​გორ ყვი​რო​და! და მე​რე, უეც​რად...“

ჰოფ​მან​მა სა​ხე​ზე ხე​ლე​ბი აიფა​რა.

„აქ რას ვა​კე​თებ? ოჰ! ახ​ლა​ვე წა​ვალ...“

თა​ვი ას​წია და სცე​ნა​ზე მო​ცეკ​ვა​ვე დაინა​ხა, რო​მე​ლიც პირ​ველ მოქ​მე​დე​ბა​ში არ ჩან​და და რომ​ლის
ყო​ველ მოძ​რაობას დარ​ბა​ზი სულ​გა​ნა​ბუ​ლი, გა​სუ​სუ​ლი ადევ​ნებ​და თვალს.

– ოჰ! რა ლა​მა​ზია ეს ქა​ლი! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა ხმა​მაღ​ლა; ეს წა​მო​ძა​ხი​ლი გაიგო​ნეს არა


მხო​ლოდ ახ​ლო​მახ​ლო მსხდო​მებ​მა, არა​მედ მო​ცეკ​ვა​ვე​მაც.

იმან, ვინც ვა​ჟის მოულოდ​ნე​ლი და უნე​ბუ​რი აღ​ტა​ცე​ბის წა​მო​ძა​ხი​ლი გა​მო​იწ​ვია, გა​მოიხე​და და


ჰოფ​მანს მო​ეჩ​ვე​ნა, რომ მზე​რით მად​ლო​ბა გა​დაუხა​და.

ვა​ჟი გა​წით​ლდა და აკან​კალ​და, თით​ქოს ელექ​ტრო​ნის ნა​პერ​წკა​ლი მოხ​ვდა.

არ​სე​ნი – მო​ცეკ​ვა​ვე სწო​რედ ის იყო, ვი​სი სა​ხე​ლიც ჩია მე​ზო​ბელ​მა წარ​მოთ​ქვა – მარ​თლაც
ღვთა​ებ​რი​ვი არ​სე​ბა გახ​ლდათ, რომ​ლის სი​ლა​მა​ზეს ბა​ნა​ლურ სი​ლა​მა​ზეს​თან სა​ერ​თო არა​ფე​რი
ჰქონ​და.

ტან​მა​ღა​ლი იყო; თავს იწო​ნებ​და ჩა​მოქ​ნი​ლი სხეული​თა და გამ​ჭვირ​ვა​ლე, ფერ​მკრთა​ლი კა​ნით,


რო​მელ​საც ლო​ყებ​ზე წი​თე​ლი ფე​რუ​მა​რი​ლი ამ​შვე​ნებ​და. პა​ტა​რა ტერ​ფე​ბი ჰქონ​და და რო​დე​საც
წვე​რით ეხე​ბო​და სცე​ნას, გე​გო​ნე​ბო​და, ღრუ​ბელ​ზე დააბი​ჯებ​სო, რად​გან დარ​ბაზ​ში პუ​ან​ტე​ბის
მცი​რე​დი ხმაურიც კი არ ის​მო​და. ისე​თი წვრილ​წე​ლიანი, ისე​თი მოქ​ნი​ლი იყო, ამ ქა​ლი​ვით გვე​ლიც
კი ვერ და​იკ​ლაკ​ნე​ბო​და. ყო​ველ​თვის, რო​დე​საც უკან იხ​რე​ბო​და, შე​იძ​ლე​ბო​და გე​ფიქ​რათ, რომ
კორ​სე​ტი სა​და​ცაა გა​დას​კდე​ბაო. თუმ​ცა ცეკ​ვის დროს გა​მო​ჩე​ნი​ლი ენერ​გიულო​ბი​სა და სხეულის
თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლად ფლო​ბის, სა​კუ​თარ სი​ლა​მა​ზე​ში დარ​წმუ​ნე​ბუ​ლო​ბი​სა და მჩქე​ფა​რე ბუ​ნე​ბის გა​მო,
რაც მას ან​ტი​კუ​რი ეპო​ქის მე​სა​ლი​ნას ამ​სგავ​სებ​და, გა​სა​გე​ბი იყო, დრო​დად​რო შე​საძ​ლოა დაღ​ლა
ეგ​რძნო, მაგ​რამ არა​სო​დეს იქ​ნე​ბო​და დაკ​მა​ყო​ფი​ლე​ბუ​ლი. და​ნარ​ჩე​ნი მო​ცეკ​ვა​ვეები​ვით არ
იღი​მე​ბო​და. ალის​ფე​რი ტუ​ჩე​ბი მო​კუ​მუ​ლი ჰქონ​და, არა იმი​ტომ, რომ ასე მო​უვ​ლელ კბი​ლებს
ფა​რავ​და; არა, პი​რი​ქით – რო​დე​საც ჰოფ​მა​ნის მიამი​ტურ წა​მო​ძა​ხილ​ზე გაიღი​მა, ჩვენ​მა პო​ეტ​მა
ისე​თი ქათ​ქა​თა, ისე​თი წმინ​და მარ​გა​ლი​ტე​ბის ორი წყე​ბა დაინა​ხა, გე​გო​ნე​ბო​და, ქა​ლი მათ ბა​გეებით
იფა​რავ​და, ჰა​ერს რომ არ წა​ეხ​დი​ნა. მის შავ და პრიალა თმას მო​ლურ​ჯო ელ​ფე​რი დაჰ​კრავ​და და
მას​ში აკან​თოს ფოთ​ლე​ბი ჩა​ეწ​ნა, ხო​ლო შიშ​ველ მხრებ​ზე ყურ​ძნის მტევ​ნე​ბი ეფი​ნა. მი​სი დი​დი,
ნა​თე​ლი, შა​ვი, კაშ​კა​შა თვა​ლე​ბი კი გარ​შე​მო ყვე​ლა​ფერს ანა​თებ​და და არ​სენს ღა​მის უკუ​ნეთ​შიც
რომ ეცეკ​ვა, სცე​ნა მა​ინც გა​ნა​თე​ბუ​ლი იქ​ნე​ბო​და. ამ ქა​ლის თა​ვი​სე​ბუ​რე​ბა კი​დევ ის იყო, რომ ნიმ​ფას
რო​ლის შეს​რუ​ლე​ბი​სას – სპექ​ტაკ​ლში სწო​რედ ნიმ​ფას პარ​ტი​ას ცეკ​ვავ​და – ყელ​ზე ეკე​თა შა​ვი
ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მი – არა​და აუცი​ლებ​ლო​ბას არ წარ​მო​ად​გენ​და – რო​მე​ლიც ერ​თგვა​რი ბალ​თით
იკ​ვრე​ბო​და, ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, რაც ყელ​სა​ბამ​ზე ეკე​თა, ბალ​თას ჰგავ​და, ბრი​ლი​ან​ტის​გან
დამ​ზა​დე​ბულს, და​მაბ​რმა​ვებ​ლად რომ კაშ​კა​შებ​და.

ექი​მი ქალს თვალს არ აცი​ლებ​და. და მი​სი სუ​ლი – შე​საძ​ლოა სუ​ლი მა​საც ჰქონ​და – ახალ​გაზ​რდა
მო​ცეკ​ვა​ვის ჰა​ერ​ში ფრე​ნას მის​დევ​და. ცხა​დი იყო, რო​დე​საც ქა​ლი ცეკ​ვავ​და, ექი​მი სუნ​თქვის
უფ​ლე​ბა​საც კი არ აძ​ლევ​და თავს.

ჰოფ​მან​მა უც​ნაური რამ შე​ნიშ​ნა: მარ​ჯვნივ უნ​და წა​სუ​ლი​ყო თუ მარ​ცხნივ, წინ თუ უკან, არ​სე​ნის
თვა​ლე​ბი ექი​მის თვა​ლებს ეძებ​და – ამ ორ მზე​რას შო​რის აშ​კა​რა კავ​ში​რი იგ​რძნო​ბო​და. მე​ტიც,
ჰოფ​მა​ნი თვალ​ნათ​ლივ ხე​დავ​და, არ​სე​ნის ყელ​სა​ბა​მის ბალ​თის და​მაბ​რმა​ვე​ბელ სხი​ვებს შუა გზა​ზე
რო​გორ ეგე​ბე​ბო​და ექი​მის სა​თუ​თუ​ნი​დან არეკ​ლი​ლი სხი​ვე​ბი; ისი​ნი ერ​თმა​ნეთს ხვდე​ბოდ​ნენ და
შემ​დეგ თეთ​რი, წი​თე​ლი, ოქ​როს​ფე​რი სი​ნათ​ლის კო​ნებს ის​როდ​ნენ.

– მე​სიე, შე​გიძ​ლი​ათ თქვე​ნი ლორ​ნე​ტი მათ​ხო​ვოთ? – შეეკით​ხა აღელ​ვე​ბუ​ლი ჰოფ​მა​ნი, რო​მელ​საც


მე​ზობ​ლის​კენ თა​ვი არც კი მი​უბ​რუ​ნე​ბია, რად​გან თა​ვა​დაც ვერ სწყვეტ​და თვალს არ​სენს.

ექიმ​მა ხე​ლი ჰოფ​მა​ნის​კენ გა​იწ​ვდი​ნა, თა​ვი არც მას მი​უბ​რუ​ნე​ბია, ასე რომ, რამ​დე​ნი​მე წამს მა​თი
ხე​ლე​ბი ჰა​ერ​ში ერ​თმა​ნეთს ეძებ​და.

ჰოფ​მან​მა ლორ​ნეტს ხე​ლი და​ავ​ლო და თვა​ლებ​თან მიიტა​ნა.

– რა უც​ნაურია, – ჩაილუღ​ლუ​ღა.

– რა არის უც​ნაური? – ჰკით​ხა ექიმ​მა.

– არა​ფე​რი, არა​ფე​რი, – ჰოფ​მა​ნის მთე​ლი ყუ​რად​ღე​ბა იმა​ზე იყო მიპ​ყრო​ბი​ლი, რა​საც იმ წამს
ხე​დავ​და; და მარ​თლაც, რა​საც ხე​დავ​და, ძალ​ზედ უც​ნაური იყო.

ლორ​ნე​ტი საგ​ნებს ისე აახ​ლო​ებ​და, რომ ჰოფ​მან​მა ორ-​სამჯერ გა​იწ​ვდი​ნა ხე​ლი, ეგო​ნა, სა​და​ცაა
არ​სენს შე​ვე​ხე​ბიო, რო​მე​ლიც ლორ​ნე​ტის მი​ნის მიღ​მა კი არა, მი​ნებს შო​რის ეცეკ​ვე​ბო​და. ჩვენს
გერ​მა​ნელ ნაც​ნობს არ გა​მოჰ​პარ​ვია მო​ცეკ​ვა​ვის სი​ლა​მა​ზის უმ​ცი​რე​სი დე​ტა​ლიც კი; და ქა​ლის მზე​რა,
შო​რი​და​ნაც კაშ​კა​შა, ვა​ჟის შუბლს ცეც​ხლო​ვან რკა​ლად ევ​ლე​ბო​და, ვე​ნებ​სა და სა​ფეთ​ქლებ​ში სისხლს
უჩუხ​ჩუ​ხებ​და.
ჰოფ​მა​ნის სხე​ულ​ში სუ​ლი შე​მაძ​რწუ​ნებ​ლად ხმაურობ​და.

– ვინ არის ეს ქა​ლი? – მი​სუს​ტე​ბუ​ლი ხმით იკით​ხა მან. ლორ​ნე​ტი ისევ ხელ​ში ეჭი​რა და
გა​უნ​ძრევ​ლად იჯ​და.

– ხომ გით​ხა​რით, არ​სე​ნი, – უპა​სუ​ხა ექიმ​მა, რო​მელ​საც მხო​ლოდ ბა​გე​ებ​ზე ეტ​ყო​ბო​და სი​ცოც​ხლე,
გა​ყი​ნუ​ლი მზე​რით კი მო​ცეკ​ვა​ვეს მიშ​ტე​რე​ბო​და.

– ამ ქალს, უეჭ​ვე​ლია, საყ​ვა​რე​ლი ჰყავს.

– რა ბრძა​ნეთ?

– და ის კა​ცი უყ​ვარს?

– ასე ამ​ბო​ბენ.

– კა​ცი მდი​და​რია?

– ძა​ლი​ან მდი​და​რი.

– ვინ არის?

– მარ​ცხნივ, სცე​ნის სი​ახ​ლო​ვეს, ლო​ჟას შე​ხე​დეთ.

– თა​ვის მიბ​რუ​ნე​ბა არ შე​მიძ​ლია.

– თავს ძა​ლა დაატა​ნეთ.

ჰოფ​მა​ნის​თვის ეს ძა​ლის​ხმე​ვა ისე​თი მტკივ​ნეული აღ​მოჩ​ნდა, რომ წა​მო​იყ​ვი​რა, თით​ქოს კის​რის


ნერ​ვე​ბი მარ​მა​რი​ლო​სი ჰქონ​და და თა​ვის მიბ​რუ​ნე​ბის​თა​ნა​ვე და​იმ​სხვრა.

მი​თი​თე​ბულ ლო​ჟას შე​ხე​და.

ლო​ჟა​ში მხო​ლოდ ერ​თი ადა​მიანი იჯ​და, ლო​მი​ვით გა​და​ფოფ​რი​ლი ხა​ვერ​დის ბა​ლუს​ტრა​და​ზე,


იქაურო​ბას მთლიანად ავ​სებ​და.

მა​მა​კა​ცი ოცდათორმეტი-​ოცდაცამეტი წლის იქ​ნე​ბო​და, ვნე​ბე​ბით და​ღა​რუ​ლი სა​ხით; თით​ქოს მის


სა​ხე​ზე კვა​ლი და​ტო​ვა არა გა​და​ტა​ნილ​მა ყვა​ვილ​მა, არა​მედ ვულ​კა​ნის ამოფ​რქვე​ვამ, ხო​ლო ლა​ვის
ღა​რე​ბი ერ​თმა​ნეთს კვეთ​და ლო​ყებ​ზე. პა​ტა​რა თვა​ლე​ბი უნ​და ჰქო​ნო​და, რო​მელ​თა ფარ​თოდ
გა​ხე​ლა​საც რო​მე​ლი​ღაც სუ​ლიერი ტკი​ვი​ლი გა​ნა​პი​რო​ბებ​და. ხან ჩამ​ქრა​ლი კრა​ტე​რი​ვით უფე​რო და
გა​მო​ცა​რიელე​ბუ​ლი იყო, ხა​ნაც ლა​ვის მფრქვე​ვე​ლი ვულ​კა​ნის ყე​ლი​ვით კაშ​კა​შებ​და. ტაშს ხე​ლის
ხელ​ზე დაკ​ვრით კი არ გა​მოს​ცემ​და, არა​მედ ლო​ჟის ბა​ლუს​ტრა​დას ურ​ტყამ​და და თით​ქოს მთელ
დარ​ბაზს აზან​ზა​რებ​და.

– ოჰ! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – ეს კა​ცია, ახ​ლა რომ ვხე​დავ?

– დი​ახ, დი​ახ, ეს კა​ცია, – უპა​სუ​ხა შავ​სა​მო​სი​ან​მა ჩია მე​ზო​ბელ​მა, – ეს კა​ცია, თა​ნაც ძა​ლი​ან ამა​ყი.

– რა ჰქვია?

– ვერ ცნობთ?

– ვე​რა, მე ხომ გუ​შინ ჩა​მო​ვე​დი.

– გა​სა​გე​ბია. ეს დან​ტო​ნია.

– დან​ტო​ნი! – ჰოფ​მანს ააკან​კა​ლა, – ოჰ! ოჰ! ის არის არ​სე​ნის საყ​ვა​რე​ლი?

– მი​სი საყ​ვა​რე​ლია.

– და უჭ​ვე​ლია, უყ​ვარს?

– სი​გი​ჟემ​დე. და სას​ტი​კად ეჭ​ვიანია.

მაგ​რამ რო​გო​რი სა​ინ​ტე​რე​სოც უნ​და ყო​ფი​ლი​ყო დან​ტო​ნი, ჰოფ​მან​მა მზე​რა ისევ არ​სენ​ზე გა​დაიტა​ნა,
რომ​ლის მდუ​მა​რე ცეკ​ვას ფან​ტას​ტი​კუ​რი ელ​ფე​რი დაჰ​კრავ​და.

– კი​დევ ერ​თი რამ, მე​სიე.

– თქვით.

– მი​სი ყელ​სა​ბა​მი რი​თია შეკ​რუ​ლი?

– გი​ლიოტი​ნით.

– გი​ლიოტი​ნით?!

– დი​ახ. მშვე​ნი​ერ ნი​მუ​შებს ამ​ზა​დე​ბენ და ჩვენს ყვე​ლა კეკ​ლუც ქალ​ბა​ტონს ერ​თი მა​ინც აქვს. არ​სე​ნი
დან​ტო​ნის ნა​ჩუ​ქარს ატა​რებს.

– გი​ლიოტი​ნა, გი​ლიოტი​ნა მო​ცეკ​ვა​ვის ყელ​ზე! – გაიმეორა ჰოფ​მან​მა, რო​მე​ლიც გრძნობ​და, მი​სი


ტვი​ნი თა​ვის ქა​ლა​ში ვე​ღარ ეტეოდა, – გი​ლიოტი​ნა, რა​ტომ?..
და ჩვენ​მა ნაც​ნობ​მა გერ​მა​ნელ​მა ხე​ლე​ბი შეშ​ლი​ლი​ვით წინ გა​იშ​ვი​რა, თით​ქოს სხე​ულს უნ​და
შე​ხე​ბო​და, რად​გან უც​ნაური ოპ​ტი​კუ​რი ეფექ​ტის წყა​ლო​ბით, მა​სა და არ​სენს შო​რის მან​ძი​ლი
დრო​დად​რო იშ​ლე​ბო​და. ეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ შუბ​ლზე ქა​ლის მწველ სუნ​თქვას გრძნობ​და, ეს​მო​და მი​სი
მკერ​დის მოძ​რაობა, სა​ნა​ხევ​როდ მო​შიშ​ვლე​ბუ​ლი ძუ​ძუები ისე იბურ​ცე​ბო​და, რო​გორც სა​სიყ​ვა​რუ​ლო
გან​ცხრო​მი​სას. აღელ​ვე​ბუ​ლი ჰოფ​მა​ნი ისეთ მდგო​მა​რეობა​ში იყო, თით​ქოს ცო​ტაც და ცეც​ხლში უნ​და
და​ინ​თქა​სო ან მო​ჭარ​ბე​ბუ​ლი გრძნო​ბე​ბის გა​მო სხეული ნაფ​ლე​თე​ბად უნ​და ექ​ცე​სო.

– საკ​მა​რი​სია! საკ​მა​რი​სია! – თქვა მან.

მაგ​რამ ცეკ​ვა გრძელ​დე​ბო​და, ჰა​ლუ​ცი​ნა​ცია კი ისე​თი იყო, რომ დღის ორი უძ​ლიერე​სი
შთა​ბეჭ​დი​ლე​ბის აღ​რე​ვით, ჰოფ​მა​ნის გო​ნე​ბა​ში სცე​ნა​ზე ნა​ნახს უერ​თდე​ბო​და რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედან​ზე
მომ​ხდა​რის მო​გო​ნე​ბა; ხა​ნაც ეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ არ​სე​ნის ნაც​ვლად მო​ცეკ​ვა​ვე მა​დამ დიუ ბა​რის
ხე​დავ​და – ფერ​მკრთალს, თავ​მოკ​ვე​თილს; ხა​ნაც არ​სე​ნი მი​დიოდა ცეკვა-​ცეკვით გი​ლიოტი​ნამ​დე და
სა​ჯა​ლა​თო კუნ​ძამ​დე.

ჰოფ​მა​ნის აფო​რიაქე​ბულ გო​ნე​ბა​ში ერ​თმა​ნეთ​ში ირეოდა ყვა​ვი​ლე​ბი და სის​ხლი, ცეკ​ვა და


სა​სიკ​ვდი​ლო აგო​ნია, სი​ცოც​ხლე და სიკ​ვდი​ლი.

მაგ​რამ ამ ყვე​ლა​ფერს კი​დევ ემა​ტე​ბო​და ქა​ლის მი​მართ ლა​მის მაგ​ნი​ტუ​რი მი​ზი​დუ​ლო​ბა. ყო​ველ
ჯერ​ზე, რო​დე​საც ორი ჩა​მოქ​ნი​ლი ფე​ხი მოხ​ვდე​ბო​და თვალ​ში, ყო​ველ ჯერ​ზე, რო​დე​საც გამ​ჭვირ​ვა​ლე
ქვე​და​კა​ბა ოდ​ნავ ზე​მოთ იწეოდა, მთელ სხე​ულ​ში ჟრუ​ან​ტე​ლი უვ​ლი​და, პი​რი უშ​რე​ბო​და, სუნ​თქვა
უჭირ​და და სურ​ვი​ლი ისე ახ​სე​ნებ​და თავს, რო​გორც ეს ოციოდე წლის ვაჟს შეჰ​ფე​რის.

ასეთ მდგო​მა​რეობა​ში ჰოფ​მა​ნის ერ​თა​დერ​თი თავ​შე​სა​ფა​რი ან​ტო​ნი​ას პორ​ტრე​ტი იყო, მე​და​ლიონი,


რო​მელ​საც გულ​თან ახ​ლოს ატა​რებ​და, ხორ​ციელი სიყ​ვა​რუ​ლის​თვის უმან​კო სიყ​ვა​რუ​ლი უნ​და
დაეპი​რის​პი​რე​ბი​ნა; მომ​თხოვ​ნი რეალო​ბის​თვის უბი​წო მო​გო​ნე​ბის ძა​ლას უნ​და ეჯობ​ნა.

პორ​ტრე​ტი ტუ​ჩებ​თან მიიტა​ნა და სა​კოც​ნე​ლად მო​ემ​ზა​და, მაგ​რამ სწო​რედ იმ​წამს მო​ეს​მა მე​ზობ​ლის
ამაზ​რზე​ნი ხით​ხი​თი და იგ​რძნო მი​სი დამ​ცი​ნა​ვი მზე​რა.

– გა​მიშ​ვით, – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – გა​მიშ​ვით; აქ გა​ჩე​რე​ბა აღარ შე​მიძ​ლია!

შეშ​ლი​ლი​ვით წა​მო​ვარ​და, ბორძიკ-​ბორძიკით ჩაიარა რი​გი და ფე​ხებ​ზე გა​დაუარა მშვი​დად მსხდომ


მა​ყუ​რებ​ლებს, რომ​ლე​ბიც აბუზ​ღუნ​დნენ ამ შე​ქა​ნე​ბუ​ლის გა​მო, შუა წარ​მოდ​გე​ნის დროს რომ მო​უნ​და
დარ​ბა​ზი​დან გას​ვლა.

X - „პარისის სამსჯავროს“ მეორე წარმოდგენა


თუმ​ცა ჰოფ​მა​ნი შე​მარ​თე​ბამ შორს ვერ წა​იყ​ვა​ნა. სენ-​მარტენის ქუჩის(სენ-​მარტენის ქუ​ჩა – ძვე​ლი
პა​რი​ზის ერთ-​ერთი მთა​ვა​რი მა​გის​ტრა​ლი, რო​მე​ლიც სენ-​დენის ქუ​ჩის პა​რა​ლე​ლუ​რია და სე​ნი​დან
დიდ ბულ​ვა​რე​ბამ​დე მი​დის.) კუთ​ხე​ში შე​ჩერ​და.

გუ​ლი გა​მა​ლე​ბით უცემ​და, შუბ​ლი ოფ​ლით და​ეც​ვა​რა.

მარ​ცხე​ნა ხე​ლი შუბ​ლზე გა​და​ის​ვა, მარ​ჯვე​ნა მკერ​დზე დაიდო და მშვი​დად სუნ​თქვა სცა​და.

ამ დროს ვი​ღაც მხარ​ზე შეეხო.

ჰოფ​მანს შე​აჟ​რჟო​ლა.

– ოჰ! ღმერ​თო, ის არის! – წა​მოიძა​ხა ვი​ღა​ცამ.

ჰოფ​მა​ნი შებ​რუნ​და და უნე​ბუ​რად შეჰ​ყვი​რა.

მის წინ ზა​ქა​რია ვერ​ნე​რი იდ​გა.

მე​გობ​რე​ბი ერ​თმა​ნეთს გა​და​ეხ​ვივ​ნენ.

შემ​დეგ კით​ხვე​ბი დააყა​რეს:

– აქ რას აკე​თებ?

– სად მი​დი​ხარ?

– გუ​შინ ჩა​მო​ვე​დი, – უთ​ხრა ჰოფ​მან​მა, – მა​დამ დიუ ბა​რის თა​ვის მოკ​ვე​თას და​ვეს​წა​რი
გი​ლიოტი​ნა​ზე და გა​სარ​თო​ბად ოპე​რა​ში წა​მო​ვე​დი.

– მე კი უკ​ვე ნა​ხე​ვა​რი წე​ლია აქ ვარ, ბო​ლო ხუ​თი თვეა ყო​ველ​დღე ოცი ან ოც​და​ხუ​თი ადა​მიანის
სიკ​ვდი​ლით დას​ჯას ვუ​ყუ​რებ და გა​სარ​თო​ბად აზარ​ტუ​ლი თა​მა​შე​ბის სახ​ლში მი​ვი​დი​ვარ.

– ოჰ!

– არ წა​მოხ​ვალ?

– არა, გმად​ლობ.

– ცდე​ბი, მი​მარ​თლებს; შენ​თვის და​მა​ხა​სიათე​ბე​ლი იღ​ბლის წყა​ლო​ბით, ქო​ნე​ბას და​აგ​რო​ვებ​დი.


ოპე​რა​ში სა​შინ​ლად მო​იწ​ყენ​დი, შენ ხომ ნამ​დვილ მუ​სი​კას ხარ ჩვეული; ჩემ​თან ერ​თად წა​მო​დი,
მუ​სი​კას მე მო​გას​მე​ნი​ნებ.

– მუ​სი​კას?
– ჰო, ოქ​როს ჩხრიალი​სას; რომ არა​ფე​რი ვთქვათ სხვა და​ნარ​ჩენ სიამოვ​ნე​ბა​ზე, რაც იქ გე​ლო​დე​ბა:
მშვე​ნიერი ქა​ლე​ბი, უგემ​რიელე​სი ვახ​შა​მი, უმოწ​ყა​ლო თა​მა​ში!

– გმად​ლობ, მე​გო​ბა​რო, მაგ​რამ ეს შე​უძ​ლე​ბე​ლია. პი​რო​ბა დავ​დე, მე​ტიც, ფი​ცი მი​ვე​ცი.

– ვის?

– ან​ტო​ნი​ას.

– მაშ, შეხ​ვდი?

– მიყ​ვარს, ჩე​მო მე​გო​ბა​რო, ვაღ​მერ​თებ.

– ოჰ! ახ​ლა კი გა​სა​გე​ბია, რა​ტომ აგ​ვიანებ​დი ჩა​მოს​ვლას... და ფი​ცი მიეცი?

– და​ვი​ფი​ცე, რომ არ ვი​თა​მა​შებ​დი, და...

ჰოფ​მა​ნი შე​ყოყ​მან​და.

– კი​დევ რა?

– რომ მი​სი ერ​თგუ​ლი დავ​რჩე​ბო​დი, – წაილუღ​ლუ​ღა ჰოფ​მან​მა.

– მა​შინ 113-​ში არა​ფე​რი გე​საქ​მე​ბა.

– 113 რა არის?

– იმ სახ​ლის ნო​მე​რი, რო​მელ​ზე​დაც ახ​ლა გი​ამ​ბობ​დი; რა​კი ფი​ცი არა​ვის​თვის მი​მი​ცია, მივ​დი​ვარ.
ნახ​ვამ​დის, თეოდორ.

– ნახ​ვამ​დის, ზა​ქა​რია.

ვერ​ნერ​მა გზა გა​ნაგ​რძო, ჰოფ​მა​ნი კი ერთ ად​გილ​ზე გა​შე​შე​ბუ​ლი იდ​გა.

ვერ​ნე​რი ასი ნა​ბი​ჯით მა​ინც იქ​ნე​ბო​და და​შო​რე​ბუ​ლი, რო​დე​საც ჰოფ​მან​მა მოისაზ​რა, რომ
მე​გობ​რის​თვის საც​ხოვ​რებ​ლის მი​სა​მარ​თი არ უკით​ხავს; ერ​თა​დერ​თი, რაც ზა​ქა​რი​ამ გა​უმ​ხი​ლა,
აზარ​ტუ​ლი თა​მა​შე​ბის სახ​ლის ნო​მე​რი იყო.

მაგ​რამ აღ​ნიშ​ნუ​ლი ნო​მე​რი ჰოფ​მა​ნის​თვის ცეც​ხლო​ვა​ნი ციფ​რე​ბით ამო​ეტ​ვიფ​რათ მის​თვის


აკ​რძა​ლუ​ლი, სა​ბე​დის​წე​რო სახ​ლის ჭიშ​კარ​ზე!
თუმ​ცა მომ​ხდარ​მა ჰოფ​მა​ნის სინ​დი​სი ცო​ტა​თი და​ამ​შვი​და. ასე​თია ადა​მიანის ბუ​ნე​ბა, იგი მუ​დამ
გულ​მოწ​ყა​ლეა სა​კუ​თა​რი თა​ვის მი​მართ, იმი​ტომ, რომ ეს გულ​მოწ​ყა​ლე​ბა სხვა არა​ფე​რია, თუ არა
ეგო​იზ​მი.

აზარ​ტუ​ლი თა​მა​ში მსხვერ​პლად შეს​წი​რა ან​ტო​ნი​ას და ასე ეგო​ნა, რომ ფი​ცის ერ​თგუ​ლი დარ​ჩა.
თუმ​ცა დაავიწ​ყდა, ფი​ცის მეორე, ყვე​ლა​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი ნა​წი​ლის გა​სა​ტე​ხად მზად რომ იყო და
ამი​ტო​მაც იდ​გა გა​უნ​ძრევ​ლად სენ-​მარტენის ქუ​ჩი​სა და ბულ​ვა​რის კუთ​ხე​ში.

მაგ​რამ, რო​გორც აღ​ვნიშ​ნე, ზა​ქა​რი​ას​თვის გა​წეული წი​ნა​აღ​მდე​გო​ბა არ​სე​ნი​სად​მი სი​სუს​ტის


გა​მოვ​ლე​ნის სა​ბა​ბი გახ​და. ბო​ლოს გა​მო​სა​ვა​ლი მო​ნა​ხა, და იმის მიუხე​და​ვად, რომ შე​მაც​დე​ნე​ლი
დე​მო​ნი მთე​ლი ძა​ლით უბიძ​გებ​და ოპე​რა​ში დაბ​რუ​ნე​ბის​კენ, გა​დაწ​ყვი​ტა, მსა​ხიობე​ბის
გა​მო​სას​ვლელ​თან მი​სუ​ლი​ყო.

ამ სამ​სა​ხუ​რებ​რივ შე​სას​ვლელს მა​ლე​ვე მი​აგ​ნო, რად​გან მე​ტის​მე​ტად კარ​გად იც​ნობ​და თე​ატ​რე​ბის


ტო​პოგ​რა​ფი​ას. ბონ​დის ქუ​ჩა​ზე(​ბონ​დის ქუ​ჩა – სენ-​მარტენის ქუ​ჩის პა​რა​ლე​ლუ​რი, პა​რი​ზის
ჩრდი​ლოეთით, ქა​ლა​ქის ძვე​ლი გა​ლავ​ნის გა​რეთ მდე​ბა​რე​ობ​და და ქა​ლა​ქის ერთ-​ერთი უძ​ვე​ლე​სი
ქუ​ჩა იყო.) გრძე​ლი, სა​ნა​ხევ​როდ ჩაბ​ნე​ლე​ბუ​ლი დე​რე​ფა​ნი დაინა​ხა, საიდა​ნაც მოს​ვრილ​სა​მო​სიანი
მა​მა​კა​ცე​ბი ჩრდი​ლე​ბი​ვით გა​მო​დი​ოდ​ნენ, და მიხ​ვდა, რომ თე​ატ​რში სწო​რედ ამ ჭიშ​კრით შე​დი​ოდ​ნენ
და გა​მო​დი​ოდ​ნენ უბ​რა​ლო მოკ​ვდა​ვე​ბი, რომ​ლე​ბიც წი​თე​ლი და თეთ​რი ფე​რის სა​ღე​ბა​ვის, ლი​ლას,
ღა​ზი​სა(​ღა​ზის ქსო​ვი​ლი – თხე​ლი, გამ​ჭვირ​ვა​ლე ქსო​ვი​ლი. სა​ხე​ლი და​ერ​ქვა ქა​ლაქ ღა​ზის მი​ხედ​ვით,
სა​დაც აწარ​მო​ებ​დნენ.) და აბ​რე​შუ​მის ქსო​ვი​ლე​ბის, ბრჭყვიალა მორ​თუ​ლო​ბე​ბის წყა​ლო​ბით,
ღმერ​თე​ბად და ქალ​ღმერ​თე​ბად იქ​ცე​ოდ​ნენ. დრო გა​დიოდა, წა​მო​თო​ვა, მაგ​რამ ჰოფ​მა​ნი ისე​თი
აღელ​ვე​ბუ​ლი იყო მომ​ხდა​რი უც​ნაური მოვ​ლე​ნით, რაც ზე​ბუ​ნებ​რი​ვა​დაც ეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ სრუ​ლე​ბით
ვერ გრძნობ​და სი​ცი​ვეს, გამ​ვლე​ლებს ასე ძა​ლი​ან რომ აწუ​ხებ​დათ. პი​რი​დან ამო​სუ​ლი სუნ​თქვა
ორ​თქლის ღრუბ​ლე​ბად გროვ​დე​ბო​და, მაგ​რამ მი​სი ხე​ლე​ბი გა​ვარ​ვა​რე​ბუ​ლი რჩე​ბო​და, შუბ​ლი კი
ოფ​ლით დაც​ვა​რუ​ლი. მე​ტიც, კე​დელ​თან უმოძ​რა​ოდ მდგარს თვა​ლე​ბი დე​რეფ​ნის​თვის მი​ეშ​ტე​რე​ბი​ნა
და თოვ​ლის ფიფ​ქე​ბი ნელ-​ნელა ფა​რავ​და ვაჟს, თეთრ სუ​და​რა​სა​ვით ეფი​ნე​ბო​და მის სხე​ულს; და
თოვ​ლმა ქუ​დი​თა და გერ​მა​ნუ​ლი რე​დინ​გო​ტით შე​მო​სი​ლი ახალ​გაზ​რდა მოგ​ზაური თან​და​თან
მარ​მა​რი​ლოს ქან​და​კე​ბად აქ​ცია. ბო​ლოს ამ გუ​ლი​სამ​რე​ვი დე​რეფ​ნი​დან გა​მოს​ვლა და​იწ​ყეს იმათ,
ვინც სპექ​ტაკ​ლის დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ პირ​ვე​ლი გა​თა​ვი​სუფ​ლდა – დარ​ბა​ზის ზე​დამ​ხედ​ვე​ლებ​მა,
სცე​ნის მე​მან​ქა​ნე​ებ​მა და იმ უთ​ვა​ლავ​მა უსა​ხე​ლო ადა​მი​ან​მა, თე​ატ​რთან რომ არის და​კავ​ში​რე​ბუ​ლი.
მათ მოჰ​ყვნენ მა​მა​კა​ცი მსა​ხიობე​ბი, რომ​ლე​ბიც უფ​რო მა​ლე იც​ვლიდ​ნენ; მე​რე ქა​ლე​ბიც გა​მოჩ​ნდნენ
და ბო​ლოს – ლა​მა​ზი მო​ცეკ​ვა​ვე, რო​მე​ლიც ჰოფ​მან​მა იც​ნო არა მხო​ლოდ მომ​ხიბ​ლა​ვი სა​ხით, არა​მედ
მის​თვის და​მა​ხა​სიათე​ბე​ლი თე​ძოების ნარ​ნა​რი რხე​ვით, ასე​ვე – ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მით,
რო​მელ​ზე​დაც ტე​რო​რის დროს მო​დად ქცეული უც​ნაური მო​სარ​თა​ვი ბრჭყვიალებ​და.

ის იყო არ​სე​ნი ზღურბლს მოუახ​ლოვ​და – ჰოფ​მან​მა გან​ძრე​ვაც კი ვერ მო​ას​წრო – რომ ეტ​ლი
თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში ჩა​მოდ​გა, კა​რი გაიღო და ქა​ლი მსუ​ბუ​ქად შეს​რი​ალ​და, თით​ქოს ისევ სცე​ნა​ზე
იდ​გა. მი​ნებს მიღ​მა ჩრდი​ლი გა​მოჩ​ნდა, ჰოფ​მანს მო​ეჩ​ვე​ნა, რომ სცე​ნის სი​ახ​ლო​ვეს, ლო​ჟა​ში
მჯდა​რი მა​მა​კა​ცი ამო​იც​ნო, რო​მელ​მაც ლა​მაზ ნიმ​ფას მკლა​ვე​ბი შე​მოხ​ვია. მე​ეტ​ლის​თვის მი​სა​მარ​თი
არა​ვის უთ​ქვამს, ეტ​ლი ად​გი​ლი​დან მოწ​ყდა და გა​ქან​და.
ეს ყვე​ლა​ფე​რი, რის მო​ყო​ლა​საც ათიოდე სტრი​ქო​ნი მო​ვან​დო​მეთ, სი​ნამ​დვი​ლე​ში ელ​ვის უს​წრა​ფე​სად
მოხ​და.

რო​დე​საც გა​ქა​ნე​ბუ​ლი ეტ​ლი დაინა​ხა, ჰოფ​მან​მა რა​ღაც უც​ნაურად წა​მო​იყ​ვი​რა, კე​დელს მოს​ცილ​და
ნი​ში​დან გა​მო​სუ​ლი ქან​და​კე​ბის მსგავ​სად, თოვ​ლი ჩა​მოიბერ​ტყა და ეტლს გაეკი​და.

მაგ​რამ ეტ​ლში ორი უს​წრა​ფე​სი ცხე​ნი იყო შებ​მუ​ლი, ჰოფ​მა​ნის​ნა​ირ ვაჟ​საც კი არ შე​ეძ​ლო, მათ
დას​წეოდა.

ვიდ​რე ეტ​ლი ბულ​ვარ​ზე მი​დიოდა, კი​დევ არა უშავ​და; იგი​ვე გრძელ​დე​ბო​და ბურბონ-​ვილნევის
ქუჩაზეც(ბურბონ-​ვილნევის ქუ​ჩა – მდე​ბა​რე​ობ​და ძვე​ლი პა​რი​ზის ცენ​ტრში. დღეს აბუ​კი​რის ქუ​ჩა
ეწო​დე​ბა.), რო​მელ​საც სა​ხე​ლი გა​და​არ​ქვეს და ნევ-​ეგალიტეს უწო​დებ​დნენ; მაგ​რამ გა​მარ​ჯვე​ბე​ბის
მოედან​ზე(​გა​მარ​ჯვე​ბე​ბის მოედა​ნი – იგუ​ლის​ხმე​ბა მოედა​ნი, რო​მე​ლიც ძვე​ლი პა​რი​ზის ცენ​ტრში
მდე​ბა​რე​ობ​და, სა​მე​ფო სა​სახ​ლის ჩრდილო-​აღმოსავლეთით.), რო​მე​ლიც ეროვ​ნუ​ლი გა​მარ​ჯვე​ბის
მო​ედ​ნად მო​იხ​სე​ნიებო​და, ეტ​ლმა მარ​ჯვნივ შე​უხ​ვია და გაუჩი​ნარ​და.

ჰოფ​მა​ნი ეტლს ვე​ღარც ხე​დავ​და, აღარც ხმა ეს​მო​და, ამი​ტომ სირ​ბი​ლი შეანე​ლა. ნევ-​ეუსტაშის
ქუჩის(ნევ-​ეუსტაშის ქუ​ჩა – ძვე​ლი პა​რი​ზის ჩრდი​ლო​ეთ ნა​წილ​ში მდე​ბა​რე ქუ​ჩა, რო​მე​ლიც
მოგ​ვიანე​ბით აბუ​კი​რის ქუ​ჩას შეუერ​თდა.) კუთ​ხე​ში შე​ჩერ​და, სუ​ლის მო​სათ​ქმე​ლად კე​დელს მიეყუ​და
და ბო​ლოს, რა​კი მის​თვის სა​ინ​ტე​რე​სო ობი​ექ​ტი თვალს მიეფა​რა, შინ დაბ​რუ​ნე​ბა გა​დაწ​ყვი​ტა.

ჰოფ​მა​ნის​თვის სრუ​ლე​ბით არ იყო ად​ვი​ლი, თა​ვი და​ეღ​წია ქუ​ჩე​ბის იმ ლა​ბი​რინ​თის​თვის, რო​მე​ლიც


წმინ​და ეუს​ტა​შის ეკ​ლე​სიიდან​(წმინ​და ეუს​ტა​შის ეკ​ლე​სია – არ​სე​ბობ​და XIII საუკუ​ნი​დან.
ამ​ჟა​მინ​დე​ლი ნა​გე​ბო​ბის მშე​ნებ​ლო​ბა XVII საუკუ​ნე​ში დას​რულ​და.) ჯარ​თის სა​ნა​პი​რომ​დე იყო
გა​და​ჭი​მუ​ლი. ბო​ლოს, თა​ვი​სი მო​წეს​რი​გე​ბუ​ლი პას​პორ​ტის წყა​ლო​ბი​თა და პა​რი​ზის ბა​რი​ერ​ზე
დას​მუ​ლი ბეჭ​დის თა​ნახ​მად, რომ ის გუ​შინ ჩა​მო​ვი​და, ასე​ვე, ქუ​ჩებ​ში მრა​ვალ ად​გილ​ზე შემ​ხვედ​რი
პო​ლი​ციელე​ბის დახ​მა​რე​ბით, სას​ტუმ​რო​ში დაბ​რუნ​და, თა​ვის პა​ტა​რა ოთახს მიაშუ​რა და ჩაიკე​ტა.
უც​ხო ადა​მიანის​თვის იგი მარ​ტო​ხე​ლა იყო, სი​ნამ​დვი​ლე​ში მოს​ვე​ნე​ბას არ აძ​ლევ​და მწვე​ლი
მო​გო​ნე​ბა იმა​ზე, რაც მოხ​და.

ამიერი​დან ჰოფ​მა​ნი ორი ჩვე​ნე​ბის ტყვეობა​ში იმ​ყო​ფე​ბო​და: ერ​თი თან​და​თან იშ​ლე​ბო​და მი​სი
გო​ნე​ბი​დან, მეორე კი ხორცს ის​ხამ​და.

იშ​ლე​ბო​და კონ​სი​ერ​ჟის სა​სახ​ლი​დან გი​ლიოტი​ნამ​დე ური​კით გა​დაყ​ვა​ნი​ლი მა​დამ დიუ ბა​რის


ფერ​მკრთა​ლი და გა​ნა​წა​მე​ბი სა​ხე.

ხორცს ის​ხამ​და ლა​მა​ზი მო​ცეკ​ვა​ვის ცოც​ხა​ლი და მო​ღი​მა​რი სა​ხე, სცე​ნის სიღ​რმი​დან რამ​პის​კენ რომ
მოქ​რო​და, შემ​დეგ ხან მარ​ჯვე​ნა, ხან მარ​ცხე​ნა ლო​ჟას​თან მირ​ბო​და.

ჰოფ​მა​ნი ძალ-​ღონეს არ იშუ​რებ​და ამ ჩვე​ნე​ბის და​სა​ვიწ​ყებ​ლად. ჩე​მოდ​ნი​დან ფუნ​ჯე​ბი ამოალა​გა და


ხატ​ვას შე​უდ​გა. ვიოლი​ნო ამოიღო და და​უკ​რა. კალ​მის​ტა​რი და მე​ლა​ნი მო​ით​ხო​ვა და ლექ​სე​ბი
და​წე​რა, მაგ​რამ ამ ლექ​სებ​ში არ​სენს ხოტ​ბას ას​ხამ​და. უკ​რავ​და იმ მე​ლო​დი​ას, რომ​ლის
თან​ხლე​ბი​თაც სცე​ნა​ზე დაინა​ხა, რომ​ლის მა​ღალ ნო​ტებ​ზეც ქა​ლი ჰა​ერ​ში ხტე​ბო​და, თით​ქოს ფრთე​ბი
გა​მო​ეს​ხაო. და​ხა​ტუ​ლი ეს​კი​ზე​ბიც მი​სი პორ​ტრე​ტი​სა იყო, ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მით, ასე უც​ნაურად რომ
ევ​ლე​ბო​და არ​სე​ნის ყელს, ასე​თი უც​ნაური მო​სარ​თა​ვით.

მთე​ლი ღა​მე, მთე​ლი მომ​დევ​ნო დღე, შემ​დეგ კი​დევ ერ​თი ღა​მე და დღე ჰოფ​მა​ნი ხე​დავ​და მხო​ლოდ
ორ ჩვე​ნე​ბას: ერ​თი ეს იყო ფან​ტას​ტი​კუ​რი მო​ცეკ​ვა​ვე და მეორე – არა​ნაკ​ლებ ფან​ტას​ტი​კუ​რი ექი​მი.
ამ ორს შო​რის ისე​თი მჭიდ​რო კავ​ში​რი არ​სე​ბობ​და, რომ ერთს მეორის გა​რე​შე ვერც კი აღიქ​ვამ​და.
რო​დე​საც ჰა​ლუ​ცი​ნა​ცია სცე​ნა​ზე მო​ცეკ​ვა​ვე არ​სე​ნის გა​მო​სა​ხუ​ლე​ბას სთა​ვა​ზობ​და, ყუ​რებ​ში ედ​გა არა
ორ​კეს​ტრის ხმა, არა​მედ ექი​მის ღი​ღი​ნი, აბა​ნო​ზის ხის სა​თუ​თუ​ნე​ზე მი​სი თი​თე​ბის კა​კუ​ნი. ხან​და​ხან
თვა​ლებს ელ​ვა​სა​ვით უბ​რმა​ვებ​და სი​ნათ​ლის ნა​პერ​წკლე​ბი. ეს ორ​მა​გი სხი​ვი იყო, სა​თუ​თუ​ნის
ბრი​ლი​ან​ტის თა​ვის ქა​ლი​დან და მო​ცეკ​ვა​ვის ყელ​სა​ბა​მი​დან არეკ​ლი​ლი. ბრი​ლი​ან​ტის გი​ლიოტი​ნა
ბრი​ლი​ან​ტის თა​ვის ქა​ლას იზი​დავ​და; და ამ ყვე​ლა​ფერს აბო​ლო​ებ​და ექი​მის და​ჟი​ნე​ბუ​ლი მზე​რა,
რო​მე​ლიც თით​ქოს სურ​ვი​ლი​სა​მებრ წარ​მარ​თავ​და მო​ცეკ​ვა​ვის მოძ​რაობებს, რო​გორც გვე​ლი
იზი​დავს და უკუ​აგ​დებს მო​ნუს​ხულ ფრინ​ველს.

ოც​ჯერ, ას​ჯერ, ათას​ჯერ გაუელ​ვა ოპე​რა​ში დაბ​რუ​ნე​ბის აზ​რმა, მაგ​რამ რა​კი ჯერ ად​რე იყო,
ჰოფ​მან​მა თავს პი​რო​ბა მის​ცა, ცდუ​ნე​ბას არ აჰ​ყო​ლო​და. ყვე​ლა სა​შუალე​ბით სცა​და, წა​დი​ლი
და​ეძ​ლია, პირ​ველ რიგ​ში, მე​და​ლიონის მოშ​ვე​ლიებით, შემ​დეგ ან​ტო​ნი​ას​თვის წე​რი​ლის მი​წე​რით.
მაგ​რამ ან​ტო​ნი​ას სუ​რათ​ზე ისე​თი ნაღ​ვლიანი სა​ხე ჰქონ​და, რომ ჰოფ​მან​მა მე​და​ლიონი
გახ​სნის​თა​ნა​ვე და​ხუ​რა. წე​რი​ლის წე​რა რამ​დენ​ჯერ​მე და​იწ​ყო, მაგ​რამ ისე​თი არეულ-​დარეული
წი​ნა​და​დე​ბე​ბი გა​მოს​დიოდა, წამ​კით​ხვე​ლი გვერ​დის მე​სა​მე​დი​დან თუ გა​მოიტან​და აზრს. ათი
ფურ​ცე​ლი და​ხია.

ბო​ლოს დას​რულ​და საკ​ვირ​ვე​ლი მე​სა​მე დღე. თე​ატ​რის გახ​ნის საათი მო​ახ​ლოვ​და. რო​გორც იქ​ნა,
შვიდ​მა სა​ათ​მა და​რე​კა და ჰოფ​მა​ნი, მის​და უნე​ბუ​რად, სირ​ბი​ლით გა​ქან​და ქვე​მოთ, მე​რე
სირ​ბი​ლით​ვე მიაშუ​რა სენ-​მარტენის ქუ​ჩას.

ამ​ჯე​რად – ისე, რომ გზის კით​ხვა არც კი დას​ჭირ​ვე​ბია, თით​ქოს უხი​ლა​ვი მეგ​ზუ​რი მი​უძ​ღო​და –
თხუთ​მეტ წუთ​ზე ნაკ​ლებ დრო​ში, სად​ღაც ათ წუთ​ში, უკ​ვე ოპე​რის თე​ატ​რთან იყო.

მაგ​რამ, რა სა​ოც​რე​ბაა! თე​ატ​რის კარ​თან, ორი დღის წი​ნან​დე​ლი მდგო​მა​რეობის​გან გან​სხვა​ვე​ბით,


მა​ყუ​რე​ბე​ლი არ ირეოდა. შე​საძ​ლოა, ჰოფ​მა​ნის​თვის უც​ნო​ბი მი​ზე​ზის გა​მო, სპექ​ტაკ​ლი ნაკ​ლე​ბად
მიმ​ზიდ​ვე​ლი აღ​მოჩ​ნდა ხალ​ხის​თვის, ან იქ​ნებ ყვე​ლა უკ​ვე დარ​ბაზ​ში იყო შე​სუ​ლი.

ჰოფ​მან​მა ექ​ვსლივ​რიანი ეკიუ(ექ​ვსლივ​რიანი ეკიუ – ვერ​ცხლის ეკიუ, რო​მე​ლიც 1580 წლი​დან


იჭე​დე​ბო​და და ოქ​როს ეკი​უს მე​ოთ​ხედს უდ​რი​და. ამ ნო​მი​ნა​ლის ფუ​ლი გა​მო​დიოდა ლუი XIV-​ის
გა​მე​ფე​ბამ​დე. 1641 წლის 23 დე​კემ​ბრი​დან ოქ​როს ლუიდო​რის მოჭ​რა და​იწ​ყეს (5-​ლივრიანი მო​ნე​ტა,
3.3 გ ოქ​რო), რის შემ​დე​გაც ვერ​ცხლის ეკი​უს სა​ფა​სუ​რი 3 ლივრს გაუტოლ​და. 1689 წელს ფა​სი
გაიზარ​და და გახ​და 3 ლივ​რი და 6 სო​ლი, 1709 წელს კურ​სი უკ​ვე 5 ლივრს უტოლ​დე​ბო​და, ხო​ლო
1734 წლის ფუ​ლის რე​ფორ​მის შემ​დეგ 6 ლივრს გაუტოლ​და.) მე​ბი​ლე​თეს გა​და​უგ​დო, მუ​ყა​ოს ბი​ლე​თი
აიღო და დარ​ბაზ​ში შე​ვარ​და.

მაგ​რამ იქაურო​ბა სრუ​ლი​ად შეც​ვლი​ლი დახ​ვდა – მხო​ლოდ სა​ნა​ხევ​როდ იყო სავ​სე. გარ​და ამი​სა,
მომ​ხიბ​ლა​ვი ქალ​ბა​ტო​ნე​ბი​სა და ელე​გან​ტუ​რი მა​მა​კა​ცე​ბის ნაც​ვლად, რო​მელ​თა ხილ​ვა​საც ელო​და,
კა​ზა​კი​ნებ​ში(​კა​ზა​კი​ნი – მოკ​ლე, წელ​ზე მომ​დგა​რი ჟა​კე​ტი, რო​მელ​საც ზურ​გზე ნაოჭე​ბი აქვს.)
გა​მოწ​ყო​ბი​ლი ქა​ლე​ბი და კარ​მა​ნიოლიანი(​კარ​მა​ნიოლა – ბევ​რი ღი​ლით გაწ​ყო​ბი​ლი მოკ​ლე
ქურ​თუ​კი, რო​მე​ლიც ძა​ლი​ან პო​პუ​ლა​რუ​ლი იყო საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის ეპო​ქა​ში. ერთ-​ერთ
ყვე​ლა​ზე ცნო​ბილ რე​ვო​ლუ​ცი​ურ სიმ​ღე​რას „კარ​მა​ნიოლა“ ეწო​დე​ბა. პა​რიზ​ში კარ​მა​ნიოლე​ბის
ტა​რე​ბის მო​და მარ​სე​ლი​დან ჩა​მო​სულ​მა გვარ​დიელებ​მა შეიტა​ნეს, მარ​სე​ლე​ლებ​მა კი ჩრდი​ლო​ეთ
იტა​ლი​ის ქა​ლაქ კარ​მა​ნიოლის მუ​შე​ბის სა​მო​სი​დან გა​დაიღეს ქურ​თუ​კის თარ​გი.) კა​ცე​ბი შერ​ჩა
ხელთ. არ​სად ჩან​და სამ​კაულე​ბი, ყვა​ვი​ლე​ბი, არის​ტოკ​რა​ტუ​ლი თე​ატ​რის მდიდ​რულ ატ​მოს​ფე​რო​ში
მღელ​ვა​რე​ბის​გან მთრთოლ​ვა​რე, სა​ნა​ხევ​როდ მო​შიშ​ვლე​ბუ​ლი მკერ​დე​ბი; იყო მხო​ლოდ მრგვა​ლი
ჩა​ჩე​ბი და წი​თე​ლი ჩა​ჩე​ბი, ყვე​ლა ეროვ​ნუ​ლი კო​კარ​დით მორ​თუ​ლი; მუ​ქი ფე​რის სა​მო​სი, მოწ​ყე​ნი​ლი
სა​ხეები; და კი​დევ, სცე​ნის ორი​ვე მხა​რეს სა​ზა​რე​ლი ქან​და​კე​ბე​ბი დაღ​რე​ჯი​ლი სა​ხეებით: ერ​თი –
სი​ცი​ლის​გან, მეორე – ტკი​ვი​ლის​გან, ერ​თი ვოლ​ტე​რის ქან​და​კე​ბა და მეორე – მა​რა​ტი​სა(​ჟან პოლ
მა​რა​ტი (1743-​1793) – საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის ერთ-​ერთი წი​ნამ​ძღო​ლი. ).

და​ბო​ლოს – ავან​სცე​ნას​თან, თით​ქმის ჩაბ​ნე​ლე​ბუ​ლი ლო​ჟა, მღვი​მის მსგავ​სი, მაგ​რამ ამ​ჯე​რად


კაცი-​ლომის გა​რე​შე.

პარ​ტერ​ში, ერ​თმა​ნე​თის გვერ​დიგ​ვერდ, ორი თა​ვი​სუ​ფა​ლი ად​გი​ლი მო​ჩან​და. ჰოფ​მან​მა ერთ-​ერთი


დაიკა​ვა, ეს ის ად​გი​ლი იყო, რო​მელ​ზეც წი​ნა წარ​მოდ​გე​ნის დროს იჯ​და. მა​შინ ექი​მი ემე​ზობ​ლე​ბო​და,
მაგ​რამ ამ​ჯე​რად მეორე სა​ვარ​ძე​ლი არა​ვის ეკუთ​ვნო​და.

პირ​ველ​მა მოქ​მე​დე​ბამ ისე ჩაიარა, ჰოფ​მა​ნის ყუ​რად​ღე​ბა ვერც მუ​სი​კამ მი​იპ​ყრო და ვერც
მსა​ხიობებ​მა.

ამ ორ​კესტრს ერ​თხელ უკ​ვე მო​უს​მი​ნა და მი​სი შეს​რუ​ლე​ბის ხა​რის​ხი კარ​გად იცო​და.

მსა​ხიობე​ბის თა​მა​ში არ აინ​ტე​რე​სებ​და, ის თე​ატ​რში მხო​ლოდ არ​სე​ნის სა​ნა​ხა​ვად მო​ვი​და.

მეორე მოქ​მე​დე​ბის და​საწ​ყის​ში ფარ​და ას​წი​ეს და ბა​ლე​ტიც დაიწყო.

ჰოფ​მა​ნის მთე​ლი გო​ნე​ბა, სუ​ლი, გუ​ლი სცე​ნის​კენ იყო მიპ​ყრო​ბი​ლი.

არ​სე​ნის გა​მო​ჩე​ნას ელო​და.

უეც​რად ყვი​რი​ლი აღ​მოხ​და.

ფლო​რას პარ​ტი​ას არ​სე​ნი არ ცეკ​ვავ​და.

უც​ხო ქა​ლი იყო, და​ნარ​ჩე​ნე​ბი​ვით ჩვეულებ​რი​ვი.

სხეულის ყვე​ლა და​ჭი​მუ​ლი კუნ​თი მოუდუნ​და; ჰოფ​მა​ნი მო​ეშ​ვა და ამოიოხ​რა, მე​რე გარ​შე​მო
მი​მოიხე​და.
შავ​სა​მო​სიანი ჩია კა​ცი მის გვერ​დით იჯ​და, მაგ​რამ ჰოფ​მა​ნი ვე​ღარ ხე​დავ​და მის ბრი​ლი​ან​ტის
სა​კინ​ძე​ებს, ბრი​ლი​ან​ტის ბეჭ​დებს, ბრი​ლი​ან​ტის თა​ვის ქა​ლას სა​თუ​თუ​ნე​ზე.

კაცს ფეხ​საც​მელ​ზე სპი​ლენ​ძის ბალ​თე​ბი ეკე​თა, მი​სი ბეჭ​დე​ბი მო​ოქ​რუ​ლი ვერ​ცხლი​სა იყო, სა​თუ​თუ​ნე
კი – მქრქა​ლი სპი​ლენ​ძის.

აღარ ღი​ღი​ნებ​და, თი​თე​ბით არც მუ​სი​კის ტაქ​ტი გა​მოჰ​ყავ​და სა​თუ​თუ​ნის სა​ხუ​რავ​ზე.

აქ რო​გორ გაჩ​ნდა? ჰოფ​მანს წარ​მოდ​გე​ნა არ ჰქონ​და: არც დაუნა​ხავს, არც უგ​რძნია მი​სი მოს​ვლა.

– ოჰ, მე​სიე! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა.

– თუ შე​იძ​ლე​ბა, „მო​ქა​ლა​ქე“ და​მი​ძა​ხეთ... და შე​ნო​ბით მე​ლა​პა​რა​კეთ, თო​რემ თავს მომ​კვე​თენ და


არც თქვენ და​გინ​დო​ბენ.

– კი მაგ​რამ, სად არის? – შეეკით​ხა ჰოფ​მა​ნი.

– აჰა! აი, თურ​მე რა​შია საქ​მე... სად არის? რო​გორც ჩანს, მის​მა მო​და​რა​ჯე ვეფ​ხვმა, თვალს რომ არ
აშო​რებ​და, გუ​შინ​წინ შე​ნიშ​ნა, თით​ქოს ნიშ​ნე​ბით რო​გორ ესა​უბ​რე​ბო​და პარ​ტერ​ში მჯდომ ვი​ღაც
ახალ​გაზ​რდას. ის ყმაწ​ვი​ლი შემ​დეგ ეტლს გაეკი​და. ასე რომ, გუ​შინ​დელს მე​რე თე​ატ​რმა არ​სენ​თან
ხელ​შეკ​რუ​ლე​ბა გაწ​ყვი​ტა, არ​სე​ნი თე​ატ​რში აღარ მუ​შა​ობს.

– დი​რექ​ტო​რი წი​ნა​აღ​მდე​გი არ წა​სუ​ლა?..

– ჩე​მო ახალ​გაზ​რდა მე​გო​ბა​რო, დი​რექ​ტორს ყვე​ლა​ზე მე​ტად თა​ვის მხრებ​ზე შე​ნარ​ჩუ​ნე​ბა სურს,
იმის მიუხე​და​ვად, რომ თავ​ში არა​ფე​რი უყ​რია. მაგ​რამ რა ქნას, შეჩ​ვეულია ამ თავს და მას​თან
გან​შო​რე​ბა უჭირს, თუნ​დაც ახა​ლი თა​ვი შეს​თა​ვა​ზონ, ბევ​რად მომ​ხიბ​ლა​ვი; ვერ შეეგუება.

– ოჰ! ღმერ​თო ჩე​მო! აი, თურ​მე რა​ტომ არის ეს დარ​ბა​ზი ასე​თი მო​საწ​ყე​ნი! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, –
აი, თურ​მე რა​ტომ აღარ არის ყვა​ვი​ლე​ბი, არც ბრი​ლი​ან​ტე​ბი, არც სამ​კაულე​ბი! აი, თურ​მე რა​ტომ
გაქ​რა თქვე​ნი ბრი​ლი​ან​ტის ბალ​თე​ბი და სა​თუ​თუ​ნის მორ​თუ​ლო​ბა! და სცე​ნის ორი​ვე მხა​რეს
აპო​ლო​ნი​სა და ტერ​ფსი​ქო​რას​(ტერ​ფსი​ქო​რა (მი​თოლ.) – ცეკ​ვი​სა და გუნ​დუ​რი გა​ლო​ბის მუ​ზა.
წარ​მოდ​გე​ნი​ლია ქა​ლის ფი​გუ​რად, რო​მელ​საც ხელ​ში ლი​რა უჭი​რავს.) ქან​და​კე​ბე​ბის ნაც​ვლად ეს
სა​ზა​რე​ლი ბი​უს​ტე​ბია! ფუჰ!

– ოჰ! აბა, რას ამ​ბობთ! სად ნა​ხეთ ისე​თი დარ​ბა​ზი, რაც ახ​ლა აღ​წე​რეთ? რო​დის ნა​ხეთ ჩე​მი
ფეხ​საც​მლის ბრი​ლი​ან​ტის ბალ​თე​ბი და ბრი​ლი​ან​ტის მორ​თუ​ლო​ბა სა​თუ​თუ​ნე​ზე? ან აპო​ლო​ნი​სა და
ტერ​ფსი​ქო​რას ქან​და​კე​ბას რო​დის მოჰ​კა​რით თვა​ლი? უკ​ვე ორი წე​ლია, ყვა​ვი​ლე​ბი აღარ
ყვა​ვი​ლობს, ბრი​ლი​ან​ტე​ბი ასიგ​ნა​ციებად იქ​ცა, სამ​კაულე​ბი სამ​შობ​ლოს სამ​სხვერ​პლო​ზე მიიტა​ნეს და
გა​და​ად​ნეს. მე რაც შე​მე​ხე​ბა, ღმერ​თმა და​მი​ფა​როს! სპი​ლენ​ძის ამ ბალ​თე​ბის გარ​და სხვა არც
არა​სო​დეს მქო​ნია, არც ამ გა​სა​ცო​და​ვე​ბუ​ლი მო​ოქ​რუ​ლი ვერ​ცხლის ბეჭ​დის მე​ტი; არა​სო​დეს მჭე​რია
რაიმე სხვა სა​თუ​თუ​ნე ამ უბ​რა​ლო სპი​ლენ​ძის სა​თუ​თუ​ნის გარ​და; აპო​ლო​ნი​სა და ტერ​ფსი​ქო​რას
ქან​და​კე​ბე​ბი წარ​სულ​ში იდ​გა დარ​ბაზ​ში, მაგ​რამ კა​ცობ​რიობის მე​გობ​რე​ბი მო​ვიდ​ნენ და
და​ამ​სხვრი​ეს აპო​ლო​ნის ქან​და​კე​ბა, მის ნაც​ვლად კი წი​ნას​წარ​მეტ​ყველ ვოლ​ტე​რის ბი​უს​ტი დად​გეს;
და​ამ​სხვრი​ეს ტერ​ფსი​ქო​რას ქან​და​კე​ბა და ის ღვთაება მა​რა​ტის ბი​უს​ტით შეც​ვა​ლეს.

– ოჰ! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – ეს შე​უძ​ლე​ბე​ლია. ხომ გით​ხა​რით, გუ​შინ​წინ ვნა​ხე დარ​ბა​ზი,


რო​მელ​შიც ყვა​ვი​ლე​ბის სურ​ნე​ლი იდ​გა, მომ​ხიბ​ლა​ვი მდიდ​რე​ბი თვა​ლის​მომ​ჭრელ სა​მოს​ში იყ​ვნენ
გა​მოწ​ყო​ბილ​ნი, ყო​ველ კუთ​ხე​ში ბრი​ლი​ან​ტი ელავ​და, ელე​გან​ტუ​რი ქალ​ბა​ტო​ნე​ბი და მა​მა​კა​ცე​ბი
ის​ხდნენ ამ კა​ზა​კი​ნიანი ან​ჩხლი დე​და​კა​ცე​ბი​სა და კარ​მა​ნიოლი​ნიანი ხეპ​რეების ნაც​ვლად.
გე​უბ​ნე​ბით, ბრი​ლი​ან​ტის ბალ​თე​ბი და ბრი​ლი​ან​ტის ბეჭ​დე​ბი გქონ​დათ, სა​თუ​თუ​ნეს ბრი​ლი​ან​ტის​გან
დამ​ზა​დე​ბუ​ლი თა​ვის ქა​ლა ამ​შვე​ნებ​და; გე​უბ​ნე​ბით...

– მე კი, ყმაწ​ვი​ლო, – შე​აწ​ყვე​ტი​ნა ჩია კაც​მა, – გე​უბ​ნე​ბით, რომ გუ​შინ​წინ ის აქ იყო; გე​უბ​ნე​ბით, რომ
მი​სი ყოფ​ნა ას​ხი​ვოს​ნებ​და ყვე​ლა​ფერს; გე​უბ​ნე​ბით, რომ მის სუნ​თქვა​ზე ვარ​დე​ბი იშ​ლე​ბო​და,
სამ​კაულე​ბი ელ​ვა​რებ​და, თქვე​ნი წარ​მო​სახ​ვის ბრი​ლი​ან​ტე​ბი ბრჭყვიალებ​და. თქვენ ის გიყ​ვართ,
ყმაწ​ვი​ლო, და დარ​ბა​ზიც თქვე​ნი სიყ​ვა​რუ​ლის პრიზ​მი​დან დაინა​ხეთ. არ​სე​ნი აქ აღარ არის, თქვე​ნი
გუ​ლი მკვდა​რია, თვა​ლე​ბი​დან ჯა​დო მო​გეხ​სნათ და ხე​დავთ მო​ტო​ნის, ინ​დუ​რი ჩი​თის, უხე​ში დრა​ფის
ქსო​ვი​ლებს, წი​თელ ჩა​ჩებს, ჭუჭ​ყი​ან ხე​ლებ​სა და გა​ქო​ნილ თმას. რო​გორც იქ​ნა, ქვე​ყა​ნას ისეთს
ხე​დავთ, რო​გო​რიც არის; საგ​ნებს – ისეთს, რო​გო​რიც რეალუ​რად არ​სე​ბობს.

– ოჰ! ღმერ​თო ჩე​მო! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა და თა​ვი ხე​ლებ​ში ჩარ​გო, – ნუ​თუ ეს მარ​თა​ლია და ასე
ახ​ლოს ვარ ჭკუიდან შეშ​ლას​თან?

XI - სამიკიტნო

ჰოფ​მა​ნი ლე​თარ​გიული მდგო​მა​რეობი​დან მხარ​ზე ხე​ლის შე​ხე​ბამ გა​მო​იყ​ვა​ნა.

თა​ვი ას​წია. მის გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი შა​ვი და ჩაბ​ნე​ლე​ბუ​ლი იყო – შუ​ქებ​ჩამ​ქრა​ლი თე​ატ​რი იმ
თე​ატ​რის გვა​მად მო​ეჩ​ვე​ნა, რო​მე​ლიც ცოც​ხა​ლი ენა​ხა. და​რა​ჯი ჯა​რის​კა​ცი და​სე​ირ​ნობ​და,
მარ​ტო​სუ​ლი და მდუ​მა​რე, რო​გორც სიკ​ვდი​ლის და​რა​ჯი. არც ჭა​ღე​ბი იყო, აღარც ორ​კეს​ტრი, არც
სხი​ვი, არც ხმაური.

მის ყურ​თან ვი​ღაც ჩურ​ჩუ​ლებ​და:

– მო​ქა​ლა​ქევ, კი მაგ​რამ, მო​ქა​ლა​ქევ, აქ რას აკე​თებთ? მარ​თა​ლია, სპექ​ტაკ​ლის დროს სძი​ნავთ


ხოლ​მე, მაგ​რამ და​წო​ლა არ შე​იძ​ლე​ბა.

ჰოფ​მან​მა, რო​გორც იქ​ნა, იმ მხა​რეს გაიხე​და, საიდა​ნაც ხმა ეს​მო​და და ტან​და​ბა​ლი მო​ხუ​ცი ქა​ლი
დაინა​ხა, რო​მე​ლიც რე​დინ​გო​ტის სა​ყე​ლო​ზე ექა​ჩე​ბო​და.
კა​პელ​დი​ნე​რი იყო, არ იცო​და ამ ჯიუტი მა​ყუ​რებ​ლის გან​ზრახ​ვა, მას​ზე ად​რე დარ​ბა​ზის და​ტო​ვე​ბას
რომ არ აპი​რებ​და.

გა​მოფ​ხიზ​ლე​ბულ ჰოფ​მანს წი​ნა​აღ​მდე​გო​ბა არ გაუწე​ვია, წა​მოდ​გა და ჩაიჩურ​ჩუ​ლა:

– არ​სე​ნი!

– აჰა! არ​სე​ნი, – გაიმეორა მო​ხუც​მა, – არ​სე​ნი! თქვენც, ყმაწ​ვი​ლო, სხვე​ბი​ვით თქვენც შე​გიყ​ვარ​დათ.
ეს ოპე​რის​თვის დი​დი და​ნა​კარ​გია, გან​სა​კუთ​რე​ბით ჩვენ​ნაირი კა​პელ​დი​ნე​რე​ბის​თვის.

– თქვენ​ნაირი კა​პელ​დი​ნე​რე​ბის​თვის? – შეეკით​ხა ჰოფ​მა​ნი, რო​მელ​საც გაუხარ​და, ვი​ღაც


მო​ცეკ​ვა​ვე​ზე რომ ესა​უბ​რე​ბო​და, – რა​ტომ არის და​ნა​კარ​გი არ​სე​ნის თე​ატ​რში ყოფ​ნა ან არ​ყოფ​ნა?

– ოჰ! ეს ხომ ასე​თი იოლად მი​სახ​ვედ​რია. ჯერ ერ​თი, რო​დე​საც არ​სე​ნი ცეკ​ვავ​და, იმ დღეს დარ​ბა​ზი
სავ​სე იყო; ეს ხომ ტა​ბუ​რე​ტე​ბის, და​სა​კე​ცი სკა​მე​ბი​სა და ჯორ​კოების გა​ქი​რა​ვე​ბა​საც ად​გე​ბა;
ოპე​რა​ში ყვე​ლა​ფე​რი ფუ​ლი ღირს. ფუ​ლი ღირს ჯორ​კო, და​სა​კე​ცი სკა​მი, ტა​ბუ​რე​ტი, რომ​ლებ​საც
რი​გებს შო​რის დგა​მენ, ჩვენ ჩვე​ნი მცი​რე წი​ლი გვე​კუთ​ვნო​და. რო​გორც გით​ხა​რით, ეს მცი​რე წი​ლი
იყო, – ეშ​მა​კუ​რი ღი​მი​ლით დაამა​ტა მო​ხუც​მა, – იმი​ტომ, რომ იყო დი​დიც.

– მო​გე​ბის დი​დი წი​ლი?

– ჰო, – მო​ხუც​მა თვა​ლი ჩა​უკ​რა.

– და რა სა​ხის იყო ეს დი​დი მო​გე​ბა?

– დი​დი მო​გე​ბა იმათ​გან მო​დიოდა, ვი​საც მის შე​სა​ხებ მე​ტის შეტ​ყო​ბა სურ​და: მი​სა​მარ​თის გა​გე​ბა,
მის​თვის ბა​რა​თის გა​და​ცე​მა. ყვე​ლა​ფერს თა​ვი​სი ფა​სი ჰქონ​და: მე​ტის გა​გე​ბას, მი​სა​მართს, სა​ჩუქ​რის
გა​და​ცე​მას. ეს ჩვე​ნი უმ​ნიშ​ვნე​ლო სარ​ფიანი საქ​მე იყო და ყვე​ლა ასე პა​ტი​ოს​ნად ცხოვ​რობ​და.

მო​ხუც​მა ამოიოხ​რა და ეს ოხ​ვრა თა​ვი​სუფ​ლად შე​იძ​ლე​ბო​და შეგ​ვე​და​რე​ბი​ნა იმის​თვის, რომ​ლი​თაც


ჰოფ​მა​ნი​სა და კა​პელ​დი​ნე​რის დიალო​გი და​იწ​ყო.

– აჰა! აჰა! მაშ, შე​გიძ​ლი​ათ სა​ჭი​რო ცნო​ბე​ბის მო​წო​დე​ბა, მი​სა​მარ​თის გამ​ხე​ლა, მის​თვის ბა​რა​თის
გა​და​ცე​მა; ისევ შე​გიძ​ლი​ათ ეს ყვე​ლა​ფე​რი?

– სამ​წუ​ხა​როდ, მე​სიე, ჩე​მი ცნო​ბა აღა​რა​ფერ​ში გა​მო​გად​გე​ბათ; არა​ვინ იცის, ახ​ლა სად ცხოვ​რობს
არ​სე​ნი, და ბა​რა​თი, რო​მელ​საც გად​მომ​ცემთ, დაიკარ​გე​ბა. იქ​ნებ სხვა მოგ​წონთ? მა​დამ ვეს​ტრი​სი,
მად​მუაზელ ბი​გო​ტი​ნი, მად​მუაზელ...

– მად​ლო​ბე​ლი ვარ, კე​თი​ლო ქა​ლო, მად​ლო​ბე​ლი; მად​მუაზელ არ​სე​ნის გარ​და სხვა არა​ვინ
მა​ინ​ტე​რე​სებს.

შემ​დეგ ჯი​ბი​დან ეკიუ ამოიღო და ქალს გაუწო​და:


– აიღეთ, – უთ​ხრა ჰოფ​მან​მა, – ეს იმის​თვის, რომ შე​წუხ​დით და გა​მაღ​ვი​ძეთ.

მო​ხუცს და​ემ​შვი​დო​ბა და ნე​ლი ნა​ბი​ჯით გა​უყ​ვა ბულ​ვარს, სურ​და, იმა​ვე გზით ევ​ლო, რო​მე​ლიც
ორიოდე დღის წინ გაიარა; ინ​სტინ​ქტი, გეზს რომ აძ​ლევ​და, აღარ არ​სე​ბობ​და. ახ​ლან​დე​ლი
შთა​ბეჭ​დი​ლე​ბე​ბი სრუ​ლი​ად გან​სხვა​ვე​ბუ​ლი იყო და ეს მი​სი სიარუ​ლის მა​ნე​რა​საც ეტ​ყო​ბო​და.

იმ სა​ღა​მოს მი​ზან​მი​მარ​თუ​ლი ადა​მიანის ნა​ბი​ჯით გაედევ​ნა თვალ​მოკ​რულ იმედს, თუმ​ცა არც კი


და​ფიქ​რე​ბუ​ლა, რა​ტომ უბო​ძა ღმერ​თმა იმედს ლაჟ​ვარ​დის​ფე​რი ფრთე​ბი – იმი​ტომ, რომ ადა​მიანე​ბი
ვე​რა​სო​დეს დაეწი​ონ მას. პირ​და​ღე​ბუ​ლი ქო​ში​ნებ​და, თა​ვი ამა​ყად აეწია, ხე​ლე​ბით ჰა​ერს მიაპობ​და –
ასე იყო მა​შინ, ახ​ლა კი ნე​ლა მიაბი​ჯებ​და, რო​გორც ის ადა​მიანი, რო​მელ​მაც ხან​გრძლი​ვი დევ​ნის
შემ​დეგ მი​ზა​ნი თვალ​თა​ხედ​ვის არე​დან და​კარ​გა. მიაბი​ჯებ​და პირ​მო​კუ​მუ​ლი, თავ​დახ​რი​ლი,
მხრებ​ჩა​მოყ​რი​ლი. მა​შინ სენ-​მარტენის ჭიშ​კრი​დან მონ​მარ​ტრის ქუ​ჩამ​დე მის​ვლას ხუ​თიოდე წუ​თი
მო​ან​დო​მა; ახ​ლა კი ერ​თი საათი დას​ჭირ​და იმა​ვე გზის გა​სავ​ლე​ლად და კი​დევ სა​ათ​ზე მე​ტი –
მონ​მარ​ტრის ქუ​ჩი​დან თა​ვის სას​ტუმ​რომ​დე მი​სას​ვლე​ლად. ამ​ჯე​რად იმედ​გაც​რუების ისე​თი ტალ​ღა
უტევ​და, რომ მის​თვის სრუ​ლე​ბით არ ჰქონ​და მნიშ​ვნე​ლო​ბა, ად​რე დაბ​რუნ​დე​ბო​და თუ გვი​ან; ან
სა​ერ​თოდ დაბ​რუნ​დე​ბო​და თუ არა.

ამ​ბო​ბენ, ღმერ​თი ლო​თე​ბი​სა და შეყ​ვა​რე​ბუ​ლე​ბის მფარ​ვე​ლიაო; სწო​რედ ეს ღმერ​თი თვალს არ


აშო​რებ​და ჰოფ​მანს. მან იზ​რუ​ნა, რომ გზად პო​ლი​ცი​ას არ გა​დაჰ​ყრო​და; მან​ვე აპოვ​ნი​ნა სა​ჭი​რო
სა​ნა​პი​როები, ხი​დე​ბი და ბო​ლოს სას​ტუმ​რო, სა​დაც შუაღა​მის პირ​ველ სა​ათ​ზე დაბ​რუნ​და და
დიასახ​ლი​სი აღაშ​ფო​თა.

და მა​ინც, ჰოფ​მა​ნის წარ​მო​სახ​ვა​ში პა​ტა​რა ოქ​როს​ფე​რი სხი​ვი კიაფობ​და, რო​გორც სიბ​ნე​ლე​ში


მო​ციმ​ცი​მე ცეც​ხლი. ექიმ​მა რო​გორც უთ​ხრა – თუ, რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ეს ექი​მი ნამ​დვი​ლად არ​სე​ბობ​და
და მი​სი წარ​მო​სახ​ვის ნა​ყო​ფი, მი​სი გო​ნე​ბის ჰა​ლუ​ცი​ნა​ცია არ იყო – არ​სე​ნი თე​ატ​რი​დან საყ​ვა​რელ​მა
გაიტა​ცა, რად​გან იეჭ​ვიანა დარ​ბაზ​ში მჯდარ ახალ​გაზ​რდა​ზე, რო​მელ​საც ქა​ლი მე​ტის​მე​ტად
ალერ​სიანად უმ​ზერ​და.

ექიმ​მა ისიც დაამა​ტა – ტი​რა​ნის ეჭ​ვიანო​ბა გა​ამ​ძაფ​რა იმა​ნაც, რომ ყმაწ​ვი​ლი თე​ატ​რის
გა​მო​სას​ვლელ​თან ელო​დე​ბო​და მსა​ხიობე​ბის გა​მოს​ვლა​სო; იგი​ვე ყმაწ​ვი​ლი უიმე​დოდ მის​დევ​და მათ
ეტ​ლსო. მაშ, ის ახალ​გაზ​რდა, რო​მელ​საც არ​სე​ნი სცე​ნი​დან ალერ​სით უმ​ზერ​და, თა​ვად იყო –
ჰოფ​მა​ნი; მსა​ხიობე​ბის გა​სას​ვლელ კარ​თან ატუ​ზუ​ლი ახალ​გაზ​რდა თა​ვად იყო – ჰოფ​მა​ნი.
მა​შა​სა​და​მე, არ​სენ​მა ყუ​რად​ღე​ბა მი​აქ​ცია და ამის​თვის დაისა​ჯა; მა​შა​სა​და​მე, არ​სე​ნი მის გა​მო
იტან​ჯე​ბო​და. ლა​მა​ზი მო​ცეკ​ვა​ვე ქა​ლის ცხოვ​რე​ბა​ში შე​იჭ​რა, მარ​თა​ლია, ტკი​ვი​ლი მიაყე​ნა, მაგ​რამ
მთა​ვა​რი ის იყო, რომ მი​სი ცხოვ​რე​ბის ნა​წი​ლი გახ​და. მო​პო​ვე​ბუ​ლი ად​გი​ლი არ უნ​და დაეკარ​გა.
მაგ​რამ რო​გორ? რა სა​შუალე​ბით? რო​გორ მი​ეწ​ვდი​ნა ხმა არ​სე​ნის​თვის, თა​ვი​სი ამ​ბა​ვი
გაეგე​ბი​ნე​ბი​ნა, ეთ​ქვა, რომ უყ​ვარ​და? ამ უზარ​მა​ზარ ქა​ლაქ​ში გაუჩი​ნა​რე​ბუ​ლი არ​სე​ნის პოვ​ნა
ძირ​ძვე​ლი პა​რი​ზე​ლის​თვი​საც კი გა​და​უჭ​რე​ლი ამო​ცა​ნა იქ​ნე​ბო​და.

ჰოფ​მანს ქა​ლის ძებ​ნით თა​ვი არ შეუწუ​ხე​ბია. კარ​გად ეს​მო​და, მხო​ლოდ შემ​თხვე​ვი​თო​ბა თუ


და​ეხ​მა​რე​ბო​და. ორ დღე​ში ერ​თხელ ოპე​რის აფი​შას კით​ხუ​ლობ​და და ყო​ველ ჯერ​ზე რწმუნ​დე​ბო​და,
რომ პა​რისს თა​ვი​სი გა​ნა​ჩე​ნი გა​მოჰ​ქონ​და, მაგ​რამ სამ​სჯავ​როს არ ეს​წრე​ბო​და ის, ვინც ვე​ნე​რა​ზე
მე​ტად იყო ვაშ​ლის მი​ღე​ბის ღირ​სი.

ამის შემ​დეგ ოპე​რა​ში წას​ვლა აღარც უფიქ​რია.

ერ​თხელ მოისაზ​რა, კონ​ვენ​ტი მოენა​ხუ​ლე​ბი​ნა, ან კორ​დე​ლიერე​ბის კლუ​ბი, დან​ტო​ნის კვალ​ზე ევ​ლო


და მის​თვის დღე და ღა​მე ეთ​ვალ​თვა​ლა, რომ გაეგო, სად მა​ლავს ლა​მაზ მო​ცეკ​ვა​ვეს. კონ​ვენ​ტშიც
წა​ვი​და და კორ​დე​ლი​ერ​თა კლუბ​შიც, მაგ​რამ დან​ტო​ნი ვერც ერ​თგან ნა​ხა და ვერც მეორე​გან.
ორ​წლიანი ბრძო​ლით დაღ​ლი​ლი, მოწ​ყე​ნი​ლო​ბით და​ჯაბ​ნი​ლი დან​ტო​ნი პო​ლი​ტი​კურ არე​ნას
ჩა​მო​შორ​და.

ამ​ბობ​დნენ, რომ სოფ​ლის სახ​ლში გა​და​ვი​და. სად მდე​ბა​რე​ობ​და ეს სახ​ლი? ზუს​ტად არა​ვინ არა​ფე​რი
იცო​და; ზო​გი რიუეის ასა​ხე​ლებ​და, ზო​გი – ოტე​ის.

დან​ტო​ნიც ისე​ვე გაუჩი​ნარ​და, რო​გორც არ​სე​ნი.

შე​იძ​ლე​ბო​და ვა​რაუდი, რომ არ​სე​ნის გა​და​კარ​გვამ ჰოფ​მანს ან​ტო​ნია გა​ახ​სე​ნა; მაგ​რამ ძა​ლი​ან
უც​ნაურია – მსგავ​სი არა​ფე​რი მომ​ხდა​რა! ჰოფ​მა​ნი თავს ძა​ლას ატან​და, რომ მან​ჰაიმის ორ​კეს​ტრის
დი​რი​ჟო​რის საბ​რა​ლო ქა​ლიშ​ვილ​ზე ეფიქ​რა. სულ ერ​თი წა​მით ნე​ბის​ყო​ფა მო​იკ​რი​ბა და შეეცა​და,
მა​ეს​ტრო გოტ​ლიბ მუ​რის კა​ბი​ნეტ​თან და​კავ​ში​რე​ბუ​ლი ყვე​ლა მო​გო​ნე​ბა გა​ეღ​ვი​ძე​ბი​ნა, მაგ​რამ
ყვე​ლა​ფე​რი – მა​გი​დებ​სა და როიალ​ზე დახ​ვა​ვე​ბუ​ლი წიგ​ნე​ბი და პარ​ტი​ტუ​რე​ბი, პიუპიტ​რის წინ ფე​ხით
მო​ბა​კუ​ნე მა​ეს​ტრო გოტ​ლი​ბი, დი​ვან​ზე მი​წო​ლი​ლი ან​ტო​ნია – ქრე​ბო​და და ად​გილს უთ​მობ​და დიდ
გა​ნა​თე​ბულ ჩარ​ჩოს, რო​მელ​შიც ჩრდი​ლე​ბი მოძ​რა​ობ​დნენ – მე​რე ჩრდი​ლე​ბი გან​სხე​ულ​დე​ბოდ​ნენ;
სხეულე​ბი მი​თურ არ​სე​ბე​ბად გარ​და​იქ​მნე​ბოდ​ნენ; ბო​ლოს მი​თუ​რი არ​სე​ბე​ბი, გმი​რე​ბი, ნიმ​ფე​ბი,
ღმერ​თე​ბი და ნა​ხე​ვარ​ღმერ​თე​ბი ქრე​ბოდ​ნენ და ად​გილს უთ​მობ​დნენ ერ​თა​დერთ ქალ​ღმერთს,
ბა​ღე​ბის ქალ​ღმერთს, ლა​მაზ ფლო​რას, ანუ ღვთა​ებ​რივ არ​სენს – ქალს ბრი​ლი​ან​ტის შე​საკ​რა​ვიანი
ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მით. ჰოფ​მა​ნის​თვის დგე​ბო​და არა ოც​ნე​ბის, არა​მედ ერ​თგვა​რი ექ​სტა​ზის
მდგო​მა​რეობა, საიდა​ნაც თა​ვის დაღ​წე​ვას მხო​ლოდ რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში შე​ბი​ჯე​ბით ახერ​ხებ​და,
ნამ​დვი​ლი გლე​ხე​ბის გვერ​დით მიაბი​ჯებ​და ქუ​ჩებ​ში, ხმა​ურ​სა და ბრბოს შუაგულ​ში.

რო​დე​საც ზე​მოთ აღ​წე​რი​ლი ჰა​ლუ​ცი​ნა​ცია მე​ტის​მე​ტად იკ​რებ​და ძა​ლას, ჰოფ​მა​ნი სას​ტუმ​რო​დან


გა​რეთ გა​დიოდა, სა​ნა​პი​როს მი​უყ​ვე​ბო​და, პონ-​ნევზე გა​და​დიოდა და მხო​ლოდ ფუ​ლის ქუ​ჩის​(ფუ​ლის
ქუ​ჩა – ძველ პა​რიზ​ში XII საუკუ​ნი​დან არ​სე​ბუ​ლი ქუ​ჩა, რო​მელ​მაც სა​ხელ​წო​დე​ბა მიიღო აქ
გან​თავ​სე​ბუ​ლი ზა​რაფ​ხა​ნის გა​მო. პონ-​ნევიდან ბაზ​რის მი​მარ​თუ​ლე​ბით მი​უყ​ვე​ბო​და.) კუთ​ხე​ში
ჩერ​დე​ბო​და. აქ მო​ძებ​ნა ჰოფ​მან​მა სა​მი​კიტ​ნო, სა​დაც დე​და​ქა​ლა​ქის ყვე​ლა​ზე თავ​გა​და​დე​ბუ​ლი
მწე​ვე​ლე​ბი იკ​რი​ბე​ბოდ​ნენ. აქ ჰოფ​მანს თა​ვი რო​მე​ლი​მე ინ​გლი​სურ ტა​ვერ​ნა​ში, ჰო​ლან​დი​ურ დუ​ქან​ში
ან გერ​მა​ნულ სა​სა​დი​ლო​ში ეგო​ნა, სა​დაც ჩი​ბუ​ხის კვამ​ლში სუნ​თქვა მხო​ლოდ პირ​ვე​ლი კლა​სის
მწე​ველს შე​უძ​ლია.

ერ​თხე​ლაც სა​მი​კიტ​ნო „ძმო​ბა​ში“ შე​სუ​ლი ჰოფ​მა​ნი ყვე​ლა​ზე შო​რე​ულ კუთ​ხე​ში დაჯ​და და მე​სიე
სან​ტე​რის​(ან​ტუ​ან ჟო​ზეფ სან​ტე​რი (1752-​1809) – საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ნა​წი​ლე, პა​რი​ზის
სენტ-​ანტუანის გა​რეუბან​ში ლუდ​სა​ხარშს ფლობ​და, ახ​ლოს იყო ჟი​რონ​დის​ტებ​თან. 1792-​1793
წლებ​ში პა​რი​ზის ეროვ​ნულ გვარ​დი​ას ხელ​მძღვა​ნე​ლობ​და; 1793 წელს, გე​ნერ​ლის ჩი​ნის მქო​ნე,
მო​ნა​წი​ლე​ობ​და ვან​დე​ის ომ​ში. 9 თერ​მი​დო​რის გა​დატ​რიალე​ბის შემ​დეგ პო​ლი​ტი​კას ჩა​მო​შორ​და.)
ლუდ​სა​ხარ​შის ლუ​დი მო​ით​ხო​ვა. მე​სიე სან​ტე​რი პა​რი​ზის ეროვ​ნუ​ლი გვარ​დი​ის გე​ნერ​ლის
თა​ნამ​დე​ბო​ბი​დან ახა​ლი გა​დამ​დგა​რი იყო მე​სიე ან​რი​ოს​(ფრან​სუა ან​რიო (1761-​1794) – 1793-​1794
წლებ​ში პა​რი​ზის ეროვ​ნუ​ლი გვარ​დი​ის მე​თაური, იაკო​ბი​ნელ​თა კლუ​ბის წევ​რი, რო​ბეს​პიერის
მომ​ხრე; 9 თერ​მი​დო​რის გა​დატ​რიალე​ბი​სას რო​ბეს​პი​ერ​თან ერ​თად სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს.)
სა​სარ​გებ​ლოდ. ჰოფ​მან​მა, ჩვენ​თვის უკ​ვე კარ​გად ნაც​ნო​ბი, თა​ვი​სი უზარ​მა​ზა​რი ჩი​ბუ​ხი თამ​ბა​ქო​თი
გა​ავ​სო და რამ​დე​ნი​მე წამ​ში ისეთ სქელ კვამ​ლში გა​ეხ​ვია, რო​გორ​შიც ვე​ნე​რა მა​ლავ​და თა​ვის ვაჟს,
ენე​ასს, რო​დე​საც მას მტრის რის​ხვა ელო​და.

ოპე​რა​ში თავს გა​დახ​დე​ნი​ლი​დან და ლა​მა​ზი მო​ცეკ​ვა​ვის გაუჩი​ნა​რე​ბი​დან შვი​დი თუ რვა დღე იყო
გა​სუ​ლი. ჰოფ​მა​ნი სა​მი​კიტ​ნო​ში ნა​შუ​ად​ღე​ვის პირ​ველ სა​ათ​ზე შე​ვი​და და ნა​ხე​ვა​რი საათის
გან​მავ​ლო​ბა​ში ფილ​ტვებს მთე​ლი ძა​ლით ამუ​შა​ვებ​და, რომ იქ მყო​ფებს კვამ​ლის ფარ​დის მიღ​მა
და​მალ​ვო​და. უეც​რად კვამ​ლში ადა​მიანის სი​ლუეტი შე​ნიშ​ნა; ცო​ტა ხნის შემ​დეგ კი ყვე​ლა​ნაირი
ხმაური შავ​სა​მო​სიანი კა​ცის ღი​ღი​ნი​სა და თი​თე​ბით აჟ​ღე​რე​ბუ​ლი რიტ​მის ხმამ გა​და​ფა​რა; მე​ტიც,
შუაგულ კვამ​ლში მო​ეჩ​ვე​ნა მო​ციმ​ცი​მე წერ​ტი​ლი. მშვიდ ბუ​რან​ში წა​სულ​მა, სა​ნა​ხევ​როდ და​ხუ​ჭუ​ლი
თვა​ლე​ბი გაახი​ლა, ქუ​თუ​თოები ძლივს მოს​წყვი​ტა ერ​თმა​ნეთს და წინ ჩა​მომ​ჯდა​რი სტუ​მა​რი იც​ნო
ოპე​რი​დან. ამ გა​საოცარ ექიმს ჰქონ​და – ან ისე ჩან​და, თით​ქოს ჰქონ​და – ბრი​ლი​ან​ტის ბალ​თე​ბი
ფეხ​საც​მელ​ზე, ბრი​ლი​ან​ტის​თვლიანი ბეჭ​დე​ბი თი​თებ​ზე და ბრი​ლი​ან​ტის თა​ვის ქა​ლა სა​თუ​თუ​ნე​ზე.

– კარ​გი, ეტ​ყო​ბა ჭკუიდან ვიშ​ლე​ბი, – წარ​მოთ​ქვა ჰოფ​მან​მა.

და თვა​ლე​ბი სწრა​ფად და​ხუ​ჭა.

მაგ​რამ ლა​მის ჰერ​მე​ტუ​ლად და​ხუ​ჭუ​ლი თვა​ლე​ბის მიუხე​და​ვად, ჰოფ​მანს ეს​მო​და სიმ​ღე​რის


აკომ​პა​ნე​მენ​ტი თი​თე​ბით და ღი​ღი​ნი; თან ძა​ლი​ან კარ​გად ეს​მო​და, იმ​დე​ნად კარ​გად, რომ ჰოფ​მა​ნი
მიხ​ვდა, ყვე​ლა​ფე​რი ცხად​ში ხდე​ბო​და, თუმ​ცა მე​ტად დაუჯე​რე​ბე​ლი იყო. ესაა და ეს.

ჯერ ერ​თი თვა​ლი გაახი​ლა, მე​რე მეორე; შავ​სა​მო​სიანი კა​ცი ისევ იქ იჯ​და.

– გა​მარ​ჯო​ბა, ყმაწ​ვი​ლო, – მიესალ​მა ჰოფ​მანს, – ვფიქ​რობ, გძი​ნავთ; აი, ეს მი​ირ​თვით და მა​შინ​ვე


გა​მო​გაფ​ხიზ​ლებთ.

სა​თუ​თუ​ნე გახ​სნა და თამ​ბა​ქო შეს​თა​ვა​ზა.

ჰოფ​მან​მა უნე​ბუ​რად ხე​ლი გაიწო​და, თამ​ბა​ქოს მწიკ​ვი გა​მო​არ​თვა და შეისუნ​თქა.

მა​შინ​ვე მო​ეჩ​ვე​ნა, რომ მი​სი დახ​შუ​ლი გო​ნე​ბის ყვე​ლა კა​რი ერ​თბა​შად გა​იხ​სნა.

– ოჰ! ეს თქვენ ხართ, ძვირ​ფა​სო ექი​მო? რო​გორ მინ​დო​და თქვენ​თან შეხ​ვედ​რა?!

– თუ ჩემ​თან შეხ​ვედ​რა გსურ​დათ, რა​ტომ არ მომ​ძებ​ნეთ?

– თქვე​ნი მი​სა​მარ​თი არ ვი​ცო​დი!


– ოჰ! დი​დი საქ​მე! ნე​ბის​მი​ერ სა​საფ​ლაოზე გეტ​ყოდ​ნენ.

– თქვე​ნი სა​ხე​ლიც კი არ ვი​ცი.

– ექი​მი თა​ვის ქა​ლით, ყვე​ლა ასე მე​ძა​ხის. გარ​და ამი​სა, არის ერ​თი ად​გი​ლი, სა​დაც აუცი​ლებ​ლად
მომ​ნა​ხავ​დით.

– სად? ოპე​რა​ში, – ჰოფ​მან​მა თა​ვი და​ხა​რა და ამოიოხ​რა.

– დი​ახ. იქ აღარ და​დი​ხართ?

– აღარ დავ​ბრუნ​დე​ბი, არა.

– მას შემ​დეგ, რაც არ​სე​ნი ფლო​რას პარ​ტი​ას აღარ ცეკ​ვავს?

– მარ​თალს ბრძა​ნებთ და თუ ის არ იცეკ​ვებს, ოპე​რა​ში აღარ წა​ვალ.

– თქვენ ის გიყ​ვართ, ყმაწ​ვი​ლო, გიყ​ვართ.

– არ ვი​ცი, ჩემს ავად​მყო​ფო​ბას სიყ​ვა​რუ​ლი ჰქვია თუ არა, მაგ​რამ ის კი კარ​გად ვი​ცი, თუ არ ვნა​ხე,
მოვ​კვდე​ბი ან ჭკუიდან შე​ვიშ​ლე​ბი.

– ჯან​და​ბა! რა სა​ჭი​როა ჭკუიდან შეშ​ლა! ჯან​და​ბა! არც სიკ​ვდი​ლია სა​ჭი​რო! გი​ჟის​თვის წამ​ლე​ბით
ცო​ტა​თი შვე​ლა კი​დევ შე​იძ​ლე​ბა, სიკ​ვდილს კი არა​ფე​რი შვე​ლის.

– მაშ, რო​გორ მო​ვიქ​ცე!

– ეშ​მაკ​მა დას​წყევ​ლოს! უნ​და ნა​ხოთ.

– რო​გორ თუ, ვნა​ხო?

– აუცი​ლებ​ლად!

– იცით, რა გზით?

– შე​საძ​ლოა.

– რო​გორ?

– მოიცათ.

ექი​მი ჩა​ფიქ​რდა, თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა და თი​თე​ბით ისევ მე​ლო​დი​ას აჟ​ღე​რებ​და.


რამ​დე​ნი​მე წა​მის შემ​დეგ თვა​ლე​ბი გაახი​ლა, აბა​ნო​ზის ხის ზე​და​პირ​ზე მი​სი თი​თე​ბი გა​შეშ​და.

– თქვენ მით​ხა​რით, რომ მხატ​ვა​რი ხართ, ასეა?

– დი​ახ, მხატ​ვა​რი, მუ​სი​კო​სი, პოეტი.

– ამ​ჯე​რად მხატ​ვა​რი გვჭირ​დე​ბა.

– მე​რე!

– მე​რე ის, რომ არ​სენ​მა მხატ​ვრის მო​ძებ​ნა და​მა​ვა​ლა.

– რის​თვის?

– ჯან​და​ბა, მხატ​ვა​რი რის​თვის სჭირ​დე​ბათ ხოლ​მე?! პორ​ტრე​ტის და​სა​ხა​ტად.

– არ​სე​ნის პორ​ტრე​ტი! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა და წა​მოხ​ტა, – აქ ვარ! აქ ვარ!

– ჩუ! იცო​დეთ, ძა​ლი​ან მკაც​რი ვარ.

– ჩე​მი მხსნე​ლი ხართ! – წა​მო​იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა და შავ​სა​მო​სი​ან ჩია კაცს კი​სერ​ზე ხე​ლე​ბი შე​მოხ​ვია.

– ახალ​გაზ​რდო​ბა, ახალ​გაზ​რდო​ბა! – წაიბურ​ტყუ​ნა ამ უკა​ნას​კნელ​მა და ისე ჩაიხით​ხი​თა, რო​გორც


ჩაიხით​ხი​თებ​და მის სა​თუ​თუ​ნე​ზე გა​მო​სა​ხუ​ლი თა​ვის ქა​ლა, ნა​ტუ​რა​ლუ​რი სი​დი​დის რომ ყო​ფი​ლი​ყო.

– წა​ვე​დით! წა​ვე​დით! – იმეორებ​და ჰოფ​მა​ნი.

– კი მაგ​რამ სა​ღე​ბა​ვე​ბი, ფუნ​ჯე​ბი, ტი​ლო დაგ​ჭირ​დე​ბათ.

– ყვე​ლა​ფე​რი მაქვს ჩემს ნო​მერ​ში, წა​ვე​დით!

– წა​ვე​დით! – გაიმეორა ექიმ​მა.

და სა​მი​კიტ​ნო​დან გა​ვიდ​ნენ.

XII - პორტრეტი
სა​მი​კიტ​ნო​დან გა​სულ​მა ჰოფ​მან​მა ეტ​ლის და​ძა​ხე​ბა დააპი​რა, მაგ​რამ ექიმ​მა გაძ​ვალ​ტყა​ვე​ბუ​ლი
ხე​ლე​ბი ერ​თმა​ნეთს შე​მოჰ​კრა, თით​ქოს ძვლე​ბის ჩხა​რუ​ნი გა​ის​მა, და მოულოდ​ნე​ლად საიდან​ღაც
გაჩ​ნდა შა​ვი ეტ​ლი – მას​ში შებ​მუ​ლი ორი შა​ვი ცხე​ნით – რო​მელ​საც თა​ვით ფე​ხამ​დე შა​ვად შე​მო​სი​ლი
მე​ეტ​ლე მარ​თავ​და. მა​ნამ​დე ეს ეტ​ლი სად იდ​გა? საიდან წა​მო​ვი​და? ამ კით​ხვებ​ზე პა​სუ​ხის გა​ცე​მა
ჰოფ​მანს ისე​ვე გაუჭირ​დე​ბო​და, რო​გორც კონ​კი​ას იმის თქმა, საიდან გაჩ​ნდა ეტ​ლი, რომ​ლი​თაც
პრინც მირ​ლიფ​ლო​რის მეჯ​ლის​ზე მი​დიოდა.

პა​ტა​რა გრუმ​მა(​გრუ​მი – მე​ჯი​ნი​ბე, ასე​ვე მსა​ხუ​რი, რო​მე​ლიც ეტ​ლის უკან, სა​ფე​ხურ​ზე იდ​გა
მგზავ​რო​ბი​სას.), არა მხო​ლოდ შავ​სა​მო​სი​ან​მა, არა​მედ ასე​ვე შავ​კა​ნი​ან​მაც, ეტ​ლის კა​რი გა​მოაღო.
ჰოფ​მა​ნი და ექი​მი ავიდ​ნენ, ერ​თმა​ნე​თის გვერ​დით დას​ხდნენ და ეტ​ლი მა​შინ​ვე უხ​მაუროდ და​იძ​რა იმ
სას​ტუმ​როს​კენ, სა​დაც ჰოფ​მა​ნი ცხოვ​რობ​და.

სას​ტუმ​როს​თან შე​ჩე​რე​ბუ​ლი ეტ​ლი​დან გა​დას​ვლამ​დე ვა​ჟი შე​ყოყ​მან​და, ღირ​და თუ არა ნო​მერ​ში


ას​ვლა? ასე ეგო​ნა, ზურგს რო​გორც კი შე​აქ​ცევ​და, ეტ​ლი, ცხე​ნე​ბი, ექი​მი და ორი​ვე მსა​ხუ​რი ისე​ვე
მოულოდ​ნე​ლად გაქ​რე​ბოდ​ნენ, რო​გორც გა​მოჩ​ნდნენ. მაგ​რამ თუ ასეა, ფუ​ლის ქუ​ჩი​დან ყვა​ვი​ლე​ბის
სა​ნა​პი​რომ​დე რა​ტომ მო​იყ​ვა​ნეს? თა​ვის შე​წუ​ხე​ბად არ ღირ​და.

ამ ლო​გი​კუ​რი დას​კვნის შემ​დეგ ცო​ტა​თი დამ​შვი​დე​ბუ​ლი ჰოფ​მა​ნი ეტ​ლი​დან გა​და​ვი​და, სას​ტუმ​რო​ში


შე​სულ​მა კი​ბე სწრა​ფად აირ​ბი​ნა, ოთახ​ში მა​შინ​ვე მო​ძებ​ნა პა​ლიტ​რა, ფუნ​ჯე​ბი, სა​ღე​ბა​ვე​ბის ყუ​თი,
ყვე​ლა​ზე დი​დი ტი​ლო და თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში უკან დაბ​რუნ​და.

ეტ​ლი ისევ კარ​თან იდ​გა.

ფუნ​ჯე​ბი, პა​ლიტ​რა და სა​ღე​ბა​ვე​ბის ყუ​თი ეტ​ლში და​აწ​ყვეს, გრუმს კი ტი​ლოს წა​ღე​ბა დაავა​ლეს.

ეტ​ლმა გზა გა​აგ​რძე​ლა, ისე​ვე სწრა​ფად და უხ​მაუროდ. ათი წუ​თის შემ​დეგ ჰა​ნო​ვე​რის
ქუ​ჩის​(ჰა​ნო​ვე​რის ქუ​ჩა – ძვე​ლი პა​რი​ზის ჩრდი​ლო​ეთ ნა​წილ​ში, დი​დი ბულ​ვა​რე​ბის სი​ახ​ლო​ვეს
მდე​ბა​რე ქუ​ჩა. სა​ხე​ლი ეწო​და XVIII საუკუ​ნის 50-​იან წლებ​ში მარ​შალ რი​შე​ლი​ეს (1696-​1788) მი​ერ
აგე​ბუ​ლი ჰა​ნო​ვე​რის პა​ვი​ლიონის სახელის მი​ხედ​ვით.) 15 ნო​მერ​ში მდე​ბა​რე მომ​ხიბ​ლა​ვი, პა​ტა​რა
სახ​ლის წინ გა​ჩერ​და.

ჰოფ​მან​მა კარ​გად დაიმახ​სოვ​რა ქუ​ჩი​სა და სახ​ლის ად​გილ​მდე​ბა​რეობა, რა​თა სხვა დროს ექი​მის
და​უხ​მა​რებ​ლად მო​სუ​ლი​ყო.

კა​რი გაიღო. ექიმს, უეჭ​ვე​ლია, იც​ნობ​დნენ და კონ​სი​ერჟს მის​თვის ისიც კი არ უთ​ქვამს, სა​ით უნ​და
წა​სუ​ლი​ყო. ჰოფ​მა​ნი ექიმს მის​დევ​და, ხელ​ში ეჭი​რა ფუნ​ჯე​ბი, პა​ლიტ​რა, ტი​ლო და სა​ღე​ბა​ვე​ბის ყუ​თი.
ორი​ვე​ნი კი​ბეს აუყ​ვნენ.

მეორე სარ​თულ​ზე ასუ​ლე​ბი ვეს​ტი​ბი​ულ​ში მოხ​ვდნენ, რო​მე​ლიც პომ​პეიში მცხოვ​რე​ბი პოეტის სახ​ლის
შე​სას​ვლელს წააგავ​და. არ უნ​და დაგ​ვა​ვიწ​ყდეს, რომ მო​ცე​მულ ეპო​ქა​ში ბერ​ძნუ​ლი სტი​ლი იყო
მო​დუ​რი – არ​სე​ნის ვეს​ტი​ბიულის კედ​ლებ​ზე ფრეს​კე​ბი მოეხა​ტათ და იქაურო​ბა კან​დე​ლაბ​რე​ბი​თა და
ბრინ​ჯა​ოს ქან​და​კე​ბე​ბით მო​ერ​თოთ. ექიმ​მა და ჰოფ​მან​მა ვეს​ტი​ბიული​დან მი​სა​ღებ ოთახ​ში შეაბი​ჯეს.
მი​სა​ღე​ბი ოთა​ხიც ბერ​ძნულ სტილ​ში გაეფორ​მე​ბი​ნათ მაუდის ქსო​ვი​ლით, რომ​ლის ერ​თი წყრთა
სა​მოც​დაათი ფრან​კი ღირ​და; მხო​ლოდ ხა​ლი​ჩის ღი​რე​ბუ​ლე​ბა ექ​ვსი ათა​სი ლივ​რი იყო; ექიმ​მა
ჰოფ​მანს ხა​ლი​ჩა​ზე მიუთი​თა, რო​მელ​ზეც არ​ბე​ლას ბრძო​ლა​(არ​ბე​ლას ბრძო​ლა – ბრძო​ლა
ალექ​სან​დრე მა​კე​დო​ნელ​სა და სპარ​სე​თის მე​ფე და​რი​ოს III-ს შო​რის გავ​გა​მე​ლას მახ​ლობ​ლად,
ქა​ლაქ არ​ბე​ლას​თან მოხ​და ძვ. წ. 331 წელს. ალექ​სან​დრემ გაანად​გუ​რა სპარ​სე​თის არ​მია და ამით
და​ემ​ხო სპარ​სე​თის მა​ნამ​დე არ​სე​ბუ​ლი მო​ნარ​ქი​ა.) გა​მოესა​ხათ, პომ​პე​ის ცნო​ბი​ლი ფრეს​კის ას​ლი.

მსგავ​სი ფუ​ფუ​ნე​ბით თავ​ბრუ​დახ​ვე​ულ ჰოფ​მანს ვერ წარ​მო​ედ​გი​ნა, თუ შე​საძ​ლე​ბე​ლი იყო ასე​თი


ხა​ლი​ჩე​ბის დამ​ზა​დე​ბა მხო​ლოდ იმის​თვის, რომ ადა​მიანებს მათ​ზე გა​ევ​ლოთ.

მი​სა​ღე​ბი ოთა​ხი​დან ბუ​დუ​არ​ში გა​ვიდ​ნენ. ბუ​დუარის კედ​ლე​ბი ქაშ​მი​რის ქსო​ვი​ლით იყო მორ​თუ​ლი.
სიღ​რმე​ში, შე​მოზ​ღუ​დულ სივ​რცე​ში, მო​ჩან​და დი​ვა​ნი – და​ახ​ლოებით ისე​თი, რო​გორ​ზეც მე​სიე
გე​რენ​მა(​პი​ერ ნარ​სის გე​რე​ნი (1774-​1833) – კლა​სი​კუ​რი სტი​ლის მხატ​ვა​რი, რომ​ლის ნა​მუ​შევ​რე​ბი
მი​თო​ლო​გი​ურ და ის​ტო​რი​ულ თე​მებ​ზეა შექ​მნი​ლი. 1817 წელს და​ხა​ტულ​მა ტი​ლომ – „დი​დო​ნა და
ენეასი“ – ავ​ტორს დი​დი პო​პუ​ლა​რო​ბა მოუტა​ნა.) და​ხა​ტა დი​დო​ნა, ენეასის საგ​მი​რო საქ​მე​ებს რომ
ის​მენს. სწო​რედ აქ უნ​და და​ლო​დე​ბოდ​ნენ არ​სენს.

– ახ​ლა კი, ყმაწ​ვი​ლო, – მი​მარ​თა ექიმ​მა ჰოფ​მანს, – უკ​ვე ამ სახ​ლში წარ​გად​გი​ნეს ისე, რო​გორც
ამას წე​სი მო​ით​ხოვს. თქვენ​ზეა და​მო​კი​დე​ბუ​ლი შე​სა​ბა​მი​სად მოქ​ცე​ვა. ალ​ბათ, ზედ​მე​ტია იმის თქმა,
თუ საყ​ვა​რელ​მა აქ მო​გის​წროთ, თავს და​კარ​გავთ.

– ოჰ! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – ოღონდ ერ​თხელ კი​დევ ვნა​ხო, მხო​ლოდ თვა​ლი შე​ვავ​ლო და...

ჰოფ​მანს სიტ​ყვე​ბი ბა​გე​ზე შეეყი​ნა, თვა​ლებ​გაშ​ტე​რე​ბუ​ლი და ხე​ლებ​გაშ​ლი​ლი გა​შეშ​და, მკერ​დმა


გა​მა​ლე​ბით და​უწ​ყო ცე​მა – კედ​ლებ​ზე აკ​რულ ხის პა​ნე​ლებ​ში შე​მა​ლუ​ლი კა​რი ის-​ის იყო გაიღო და
ტრიალა სარ​კის უკან არ​სე​ნი გა​მოჩ​ნდა, ნამ​დვი​ლი ქალ​ღმერ​თი ტა​ძარ​ში, სა​დაც თაყ​ვა​ნის​მცე​მელს
უფ​ლე​ბა მის​ცა, მის​თვის ემ​ზი​რა.

ას​პა​სი​ას​(ას​პა​სია – ძველ ათენ​ში მცხოვ​რე​ბი ქა​ლი, რო​მე​ლიც სი​ლა​მა​ზი​თა და გან​სწავ​ლუ​ლო​ბით


იყო სა​ხელ​გან​თქმუ​ლი.) სა​მო​სი ეც​ვა, ბერ​ძნუ​ლი ფუ​ფუ​ნე​ბის ყვე​ლა ნიშ​ნით შემ​კუ​ლი: თმა​ში
მარ​გა​ლი​ტე​ბით; ოქ​რომ​კე​დით ნა​ქარ​გი მე​წა​მუ​ლი წა​მო​სას​ხა​მით; გრძელ, თეთრ კა​ბა​ზე
მარ​გა​ლი​ტე​ბის ქამ​რით; ფე​ხებ​სა და ხე​ლებ​ზე ბეჭ​დე​ბით; და ამ ყვე​ლა​ფერს აგ​ვირ​გვი​ნებ​და უც​ნაური
მო​სარ​თა​ვი, ადა​მიანის​გან გა​ნუ​ყო​ფე​ლი, ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მი, სი​გა​ნით ოთ​ხი თი​თის და​დე​ბაც რომ
არ იყო და რო​მე​ლიც სა​ზა​რე​ლი ბრი​ლი​ან​ტის შე​საკ​რა​ვით იკ​ვრე​ბო​და.

– აჰ! ეს თქვენ ხართ, მო​ქა​ლა​ქევ, ვინც ჩე​მი პორ​ტრე​ტი უნ​და და​ხა​ტოს? – იკით​ხა არ​სენ​მა.

– დი​ახ, – წაილუღ​ლუ​ღა ჰოფ​მან​მა, – დი​ახ, მა​დამ, და ექიმ​მა პა​ტი​ვი დამ​დო, რე​კო​მენ​და​ცია გაეწია.

მან მიიხედ-​მოიხედა, ექი​მის​გან მხარ​და​ჭე​რას ელო​და, მაგ​რამ ის გამ​ქრა​ლი​ყო.

– კი მაგ​რამ! – წა​მოიძა​ხა გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა, – მაგ​რამ!..


– რას ეძებთ, რა გა​ღელ​ვებთ, მო​ქა​ლა​ქევ?

– მაგ​რამ, მა​დამ, ვე​ძებ... ექიმს ვე​ძებ, რო​მელ​მაც თქვენ​თან მო​მიყ​ვა​ნა.

– რა​ღად გჭირ​დე​ბათ ის, ვინც მო​გიყ​ვა​ნათ, თუ უკ​ვე აქ ხართ? – გა​იკ​ვირ​ვა არ​სენ​მა.

– ჰო მაგ​რამ, ექი​მი... ექი​მი... – სიტ​ყვებს თავს ვერ უყ​რი​და ჰოფ​მა​ნი.

– გე​ყო​ფათ! – წა​მოიძა​ხა მოთ​მი​ნე​ბა​და​კარ​გულ​მა არ​სენ​მა, – დროს რა​ტომ კარ​გავთ მის ძებ​ნა​ზე?


ექიმს თა​ვი​სი საქ​მე აქვს, ჩვენ კი – ჩვე​ნი.

– თქვენს სამ​სა​ხურ​ში მი​გუ​ლეთ, მა​დამ, – წარ​მოთ​ქვა აკან​კა​ლე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა.

– კარ​გი. მა​შა​სა​და​მე, ჩე​მი პორ​ტრე​ტის და​ხატ​ვას და​თან​ხმდით?

– დე​და​მი​წა​ზე უბედ​ნიერე​სი ადა​მიანი ვარ, ამ​გვა​რი პა​ტი​ვის ღირ​სად რომ ჩამ​თვა​ლეთ; თუმ​ცა,
ვა​ღიარებ, მე​ში​ნია.

– გე​ყო​ფათ! არ არის სა​ჭი​რო ზედ​მე​ტი თავ​მდაბ​ლო​ბა. თა​ნაც, თუ თქვე​ნი ნა​მუ​შე​ვა​რი არ მო​მე​წო​ნა,


სხვას მოვ​ძებ​ნი. მას სურს, ჩე​მი პორ​ტრე​ტი და​ხა​ტონ. შევ​ნიშ​ნე, ისე მი​ყუ​რებ​დით, რო​გორც
ადა​მიანი, რო​მელ​მაც გო​ნე​ბა​ში აღ​ბეჭ​და, რა​საც ხე​დავ​და და არ​ჩე​ვა​ნი თქვენ​ზე ამი​ტო​მაც შე​ვა​ჩე​რე.

– მად​ლო​ბე​ლი ვარ, ას​გზის მად​ლო​ბე​ლი! – ჰოფ​მა​ნი თვა​ლე​ბით ჭამ​და არ​სენს, – ოჰ! დი​ახ, დი​ახ!
თქვე​ნი ხა​ტე​ბა ჩემს ხსოვ​ნა​ში შე​მო​ვი​ნა​ხე: აქ, აი, აქ!

და ხე​ლი გულ​ზე დაიდო.

უეც​რად იგი წა​ბარ​ბაც​და და გა​ფით​რდა.

– რა გე​მარ​თე​ბათ? – უდარ​დე​ლად ჰკით​ხა არ​სენ​მა.

– არა​ფე​რი, არა​ფე​რი. და​ვიწ​ყოთ.

ჰოფ​მან​მა გულ​ზე ხე​ლი რომ დაიდო, ან​ტო​ნი​ას მე​და​ლიონი შე​იგ​რძნო.

– და​ვიწ​ყოთ, – გაიმეორა არ​სენ​მა, – სათ​ქმე​ლად ად​ვი​ლია. პირ​ველ რიგ​ში, მას არ სურს, რომ ამ
კოს​ტი​უმ​ში დამ​ხა​ტოთ.

სიტ​ყვა „მას“, რო​მე​ლიც უკ​ვე ორ​ჯერ გაიგო​ნა, ჰოფ​მა​ნის გულს ისე ჩაესო, თით​ქოს ის ოქ​როს
სარ​ჭე​ბი გაუყა​რეს, თა​ნა​მედ​რო​ვე ას​პა​სი​ას ვარ​ცხნი​ლო​ბას რომ ამაგ​რებ​და.

– მაშ, ვი​სი სა​ხით სურს მას თქვე​ნი გა​მო​სახ​ვა? – ჰკით​ხა შე​სამ​ჩნე​ვად გულ​დაწ​ყვე​ტილ​მა ჰოფ​მან​მა.
– ერი​გო​ნეს​(ე​რი​გო​ნე – იკა​რო​სის ქა​ლიშ​ვი​ლი. ამ იკა​როსს დიონი​სემ ღვი​ნო აჩუ​ქა, რომ​ლი​თაც
იკა​რო​სი მას​თან მო​მუ​შა​ვე მეც​ხვა​რე​ებს გაუმას​პინ​ძლდა. მეც​ხვა​რე​ებ​მა ღვი​ნო პირ​ვე​ლად გა​სინ​ჯეს,
დათ​ვრნენ და ეგო​ნათ, რომ იკა​როს​მა ისი​ნი მო​წამ​ლა, ამი​ტომ მოკ​ლეს. რო​დე​საც ეს ამ​ბა​ვი
ერი​გო​ნემ შე​იტ​ყო, მა​მის საფ​ლა​ვი მო​ძებ​ნა და თა​ვი ჩა​მო​იხ​რჩო. გან​რის​ხე​ბულ​მა დიონი​სემ ათე​ნის
მცხოვ​რებ​ლებს სიშ​ლე​გე შეჰ​ყა​რა, ხო​ლო ზევ​სმა ერი​გო​ნე ქალ​წუ​ლის თა​ნა​ვარ​სკვლა​ვედ​ში,
ერთ-​ერთ ვარ​სკვლა​ვად აქ​ცი​ა.).

– მშვე​ნიერია! ყურ​ძნის მტევ​ნე​ბით მორ​თუ​ლი ვარ​ცხნი​ლო​ბა ძა​ლი​ან მო​გიხ​დე​ბათ.

– ასე გგო​ნი​ათ? – გა​იპ​რან​ჭა არ​სე​ნი, – მგო​ნი არც ავა​ზის ტყა​ვი​(ა​ვა​ზის ტყა​ვი – ღმერთ დიონი​სეს
ერთ-​ერთი ატ​რი​ბუ​ტი იყო.) და​მა​უშ​ნო​ებს.

და ქალ​მა ზა​რი და​რე​კა.

მო​სამ​სა​ხუ​რე შე​მო​ვი​და.

– ევ​ქა​რის, ბაკ​ქის​(ბაკ​ქი (ბაკ​ქო​სი, ბაკ​ხუ​სი – მყვი​რა​ლა, ხმაურიანი) – ასე უწო​დებ​დნენ დიონი​სეს


იმის გა​მო, რომ მთვრა​ლი ღმერ​თი და მი​სი ამა​ლა ღრე​ობ​დნენ და ხმაურობ​დნენ.) კვერ​თხი, ყურ​ძნის
მტევ​ნე​ბი და ავა​ზის ტყა​ვი შე​მოიტა​ნეთ.

შემ​დეგ არ​სენ​მა ორი თუ სა​მი სარ​ჭი თმი​დან გა​მო​იძ​რო, თა​ვი გა​და​აქ​ნია და შა​ვი თმა შად​რე​ვა​ნი​ვით
ჩა​მოიშა​ლა ჯერ მის მხრებ​ზე, შემ​დეგ წელს მის​წვდა და ბო​ლოს ხა​ლი​ჩა​ზე გაიშა​ლა.

აღ​ფრთო​ვა​ნე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა უნე​ბუ​რად წა​მო​იყ​ვი​რა.

– რა მოხ​და? – გა​იკ​ვირ​ვა არ​სენ​მა.

– ის, რომ ასეთ სი​ლა​მა​ზეს პირ​ვე​ლად ვხე​დავ, – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა.

– მა​საც სწო​რედ ამის წარ​მო​ჩე​ნა უნ​და, ამი​ტომ გა​დავ​წყვი​ტეთ ორი​ვემ, უპი​რა​ტე​სო​ბა ერი​გო​ნეს
კოს​ტიუმის​თვის მიგ​ვე​ნი​ჭე​ბი​ნა – ასეთ შემ​თხვე​ვა​ში ნა​ხატ​ზე გაშ​ლი​ლი თმით ვიქ​ნე​ბი.

„მა​საც“ და „ო​რი​ვემ“ ჰოფ​მა​ნის გულს ორ​მა​გი სიძ​ლიერით ჩაესო.

ამა​სო​ბა​ში ევ​ქა​რის​მა მტევ​ნე​ბი, კვერ​თხი და ავა​ზის ტყა​ვი შე​მოიტა​ნა.

– სულ ეს არის, რაც დაგ​ვჭირ​დე​ბა? – ჰკით​ხა მხატ​ვარს არ​სენ​მა.

– დი​ახ, დი​ახ, ვფიქ​რობ, საკ​მა​რი​სია, – წაიბუტ​ბუ​ტა ჰოფ​მან​მა.

– ძა​ლი​ან კარ​გი. ახ​ლა კი მარ​ტო დაგ​ვტო​ვეთ და სა​ნამ ზარს არ დავ​რე​კავ, არ შეგ​ვა​წუ​ხოთ.

მად​მუაზელ ევ​ქა​რი​სი გა​ვი​და და კა​რი გაიხუ​რა.


– აბა, მო​ქა​ლა​ქევ, და​მეხ​მა​რეთ თმის სა​თა​ნა​დოდ მორ​თვა​ში, ეს ხომ თქვენ გე​ხე​ბათ. ჩემ
გა​ლა​მა​ზე​ბას მხატ​ვარს მი​ვან​დობ.

– მარ​თა​ლი ბრძან​დე​ბით!.. ღმერ​თო! ღმერ​თო! რა ლა​მა​ზი იქ​ნე​ბით! – თა​ვი ვერ შეიკა​ვა და


წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა.

მან მტევ​ნე​ბიანი ყლორ​ტი აიღო და არ​სენს თავ​ზე შე​მო​ავ​ლო მხატ​ვრის ისე​თი ოს​ტა​ტო​ბით, რო​მე​ლიც
თი​თოეულ სა​განს თა​ვის მნიშ​ვნე​ლო​ბა​სა და ანა​რეკლს მა​ტებს; შემ​დეგ აკან​კა​ლე​ბუ​ლი თი​თე​ბით
ცოც​ხა​ლი აბა​ნო​ზის ხის მსგავს სურ​ნე​ლო​ვან თმას შეეხო და ტო​პა​ზის მარ​ცვლებს, ზურ​მუხ​ტის
ფოთ​ლებ​სა და შე​მოდ​გო​მა​ზე დამ​წი​ფე​ბუ​ლი ყურ​ძნის სა​დარ ლა​ლის მტევ​ნებს შო​რის მიუჩი​ნა
ად​გი​ლი. რო​გორც დაჰ​პირ​და, მის​მა ხელ​მა, ხელ​მა პოეტის, მხატ​ვრი​სა და შეყ​ვა​რე​ბუ​ლის, მო​ცეკ​ვა​ვე
ისე გაალა​მა​ზა, რომ, სარ​კე​ში სა​კუ​თა​რი გა​მო​სა​ხუ​ლე​ბის და​ნახ​ვი​სას, ქალ​მა სი​ხა​რუ​ლი​თა და
სიამა​ყით წა​მო​იყ​ვი​რა.

– ოჰ! მარ​თალს ამ​ბობ​დით! დი​ახ, ლა​მა​ზი ვარ, ძა​ლი​ან ლა​მა​ზი. ახ​ლა კი გა​ვაგ​რძე​ლოთ.

– რა თქვით? რა გა​ვაგ​რძე​ლოთ? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა,

– რო​გორ თუ რა! ბაკ​ქი ქა​ლის​(ბაკ​ქი ქა​ლე​ბი – ღვი​ნის ღმერთ დიონი​სეს თაყ​ვა​ნის​მცე​მე​ლი ქა​ლე​ბი.)
კოს​ტიუმი ხომ სა​ჭი​როა?

ჰოფ​მა​ნი, რო​გორც იქ​ნა, მიხ​ვდა.

– ღმერ​თო ჩე​მო! ღმერ​თო ჩე​მო!

არ​სენ​მა ღი​მი​ლით შე​იხ​სნა მე​წა​მუ​ლი წა​მო​სას​ხა​მი, რო​მელ​საც ერ​თა​დერ​თი გა​ჯიუტე​ბუ​ლი სარ​ჭი​ღა


ამაგ​რებ​და და ქა​ლი ამა​ოდ ცდი​ლობ​და, მის​წვდო​მო​და.

– მო​მეხ​მა​რეთ, რა​ღას უც​დით! – მო​უთ​მენ​ლად მი​მარ​თა ჰოფ​მანს, – თუ ევ​ქა​რისს და​ვუ​ძა​ხო?

– არა, არა! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა.

არ​სენ​თან მი​იჭ​რა და გა​ჯიუტე​ბუ​ლი სარ​ჭი ამო​აძ​რო. წა​მო​სას​ხა​მი ბერ​ძნუ​ლად გა​მოწ​ყო​ბი​ლი ლა​მა​ზი


ქა​ლის ფე​ხებ​თან დაეცა.

– ასე! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა.

– ოჰ! რო​გორ გგო​ნი​ათ, მუს​ლი​ნის ამ გრძელ კა​ბას ავა​ზის ტყა​ვი მო​უხ​დე​ბა? მე​ეჭ​ვე​ბა; თა​ნაც იმას
ნამ​დვი​ლი ბაკ​ქი ქა​ლის პორ​ტრე​ტი სურს და არა თე​ატ​რის სცე​ნა​ზე მსა​ხიობე​ბის კოს​ტი​უმ​ში
გა​მოწ​ყო​ბი​ლის, ისე​თის, რო​გორ​საც კა​რა​ჩი​სა(​ლო​დო​ვი​კო კა​რა​ჩი (1555-​1619), ანი​ბა​ლე კა​რა​ჩი
(1560-​1609), აგოს​ტი​ნო კა​რა​ჩი (1557-​1602) – ბო​ლო​ნი​ის აკა​დე​მიური მხატ​ვრუ​ლი სკო​ლის
წარ​მო​მად​გენ​ლე​ბი, რომ​ლე​ბიც აღორ​ძი​ნე​ბის ოს​ტა​ტე​ბის ხატ​ვის მა​ნე​რის ეკ​ლეკ​ტუ​რად
გა​ერ​თიანე​ბით, ბა​რო​კოს სტი​ლის მონუმენტურ-​დეკორატიულ ნა​მუ​შევ​რებს ქმნიდ​ნენ.
გან​სა​კუთ​რე​ბით სა​ხელ​გან​თქმუ​ლი იყო ანი​ბა​ლე, რო​მე​ლიც პორ​ტრე​ტებს, რე​ლი​გიური თე​მა​ტი​კის
კომ​პო​ზი​ცი​ებს, ფრეს​კებ​სა და პეიზა​ჟებს ხა​ტავ​და.) და ალ​ბა​ნის​(ფრან​ჩეს​კო ალ​ბა​ნი (1578-​1660) –
ბო​ლო​ნი​ის სკო​ლის წარ​მო​მად​გე​ნე​ლი, იტა​ლიელი მხატ​ვა​რი; ძი​რი​თა​დად ხა​ტავ​და ან​გე​ლო​ზე​ბის
გუნ​დებს კომ​პო​ზი​ციურად რთუ​ლი პეიზა​ჟე​ბის ფონ​ზე.) ტი​ლო​ებ​ზე ვხე​დავთ.

– მაგ​რამ კა​რა​ჩი​სა და ალ​ბა​ნის ტი​ლო​ებ​ზე ბაკ​ქი ქა​ლე​ბი ხომ შიშ​ვლე​ბი არი​ან! – წა​მოიძა​ხა
ჰოფ​მან​მა.

– ჰო​და, მა​საც ასე სურს. მხო​ლოდ ავა​ზის ტყა​ვი უნ​და მი​ფა​რავ​დეს სხე​ულს, რო​მელ​საც ისე
აანაოჭებთ, რო​გორც სა​ჭი​როდ მი​გაჩ​ნი​ათ.

ამის თქმის​თა​ნა​ვე ქალ​მა მო​იხ​სნა ქა​მა​რი, ყელ​თან კა​ბის შე​საკ​რა​ვი გა​იხ​სნა და ქსო​ვი​ლის
ჩა​მოს​რიალე​ბას​თან ერ​თად მი​სი ლა​მა​ზი, შიშ​ვე​ლი სხეულიც თან​და​თან გა​მოჩ​ნდა.

– ოჰ! – ჰოფ​მა​ნი მუხ​ლებ​ზე დაეცა, – ეს მოკ​ვდა​ვი კი არა, ქალ​ღმერ​თია!

არ​სენ​მა წა​მო​სას​ხა​მი და კა​ბა ფე​ხით გას​წია. მე​რე ავა​ზის ტყავს დას​წვდა:

– ამას რა მო​ვუ​ხერ​ხოთ? მო​მეხ​მა​რეთ, მო​ქა​ლა​ქე მხატ​ვა​რო, და​უხ​მა​რებ​ლად ჩაც​მას შეჩ​ვეული არა


ვარ.

მიამი​ტი მო​ცეკ​ვა​ვე ამას ჩაც​მას ეძახ​და.

ჰოფ​მა​ნი ბარ​ბა​ცით მიუახ​ლოვ​და, მთვრა​ლი​ვით გო​ნე​ბაარეული, დაბ​რმა​ვე​ბუ​ლი; ტყავს დას​წვდა,


ოქ​როს კაუჭე​ბით ბაკ​ქი ქა​ლის მხარ​ზე დაამაგ​რა და მო​ცეკ​ვა​ვე წი​თე​ლი ქაშ​მი​რის ქსო​ვი​ლით
და​ფა​რულ დი​ვან​ზე დას​ვა, უფ​რო სწო​რად, წა​მო​აწ​ვი​ნა – ქა​ლი პა​რო​სის მარ​მა​რი​ლოს​გან
გა​მო​ქან​და​კე​ბულს ჰგავ​და. ცოც​ხა​ლი რომ იყო, ამას მოწ​მობ​და მხო​ლოდ სუნ​თქვი​სას მკერ​დის
მოძ​რაობა და ღი​მი​ლით გა​პო​ბი​ლი ბა​გეები.

– ლა​მა​ზად გა​მო​ვი​ყუ​რე​ბი? – ჰკით​ხა და თავ​ზე​მოთ აწე​ულ ხელ​ში მტე​ვა​ნი დაიჭი​რა, თით​ქოს


სა​და​ცაა, მარ​ცვალს მოაწიწ​კნი​სო.

– ოჰ! დი​ახ, ლა​მა​ზი, ლა​მა​ზი, ლა​მა​ზი! – წაიჩურ​ჩუ​ლა ჰოფ​მან​მა.

შეყ​ვა​რე​ბულ​მა მხატ​ვარს სძლია, თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში დაიჩო​ქა და ფიქ​რზე უს​წრა​ფე​სად მის​წვდა


არ​სე​ნის ხელს, რო​მე​ლიც კოც​ნით დაუფა​რა.

არ​სენ​მა სწრა​ფად გა​მოს​ტა​ცა ხე​ლი, უფ​რო მე​ტად გაკ​ვირ​ვე​ბუ​ლი ჩან​და, ვიდ​რე გან​რის​ხე​ბუ​ლი.

– რას სჩა​დით? – ჰკით​ხა მხატ​ვარს.


შე​კით​ხვა ისე​თი მშვი​დი და ცი​ვი ტო​ნით წარ​მოთ​ქვა, რომ ჰოფ​მა​ნი უნე​ბუ​რად უკან გა​და​ქან​და და
ორი​ვე ხე​ლი შუბ​ლზე მიიდო.

– არა​ფე​რია, არა​ფე​რია, – ალუღ​ლუღ​და იგი, – მგო​ნი, ჭკუიდან ვიშ​ლე​ბი.

– მეც ასე მგო​ნია.

– მის​მი​ნეთ, აქ რა​ტომ მო​აყ​ვა​ნი​ნეთ ჩე​მი თა​ვი? მით​ხა​რით, მით​ხა​რით!

– მხო​ლოდ და მხო​ლოდ ჩე​მი პორ​ტრე​ტის და​სა​ხა​ტად, სხვა არაფ​რის​თვის.

– ოჰ! რა​საკ​ვირ​ვე​ლია, დი​ახ, მარ​თალს ბრძა​ნებთ; თქვე​ნი პორ​ტრე​ტის და​სა​ხა​ტად, სხვა


არაფ​რის​თვის.

ჰოფ​მან​მა თავს ძა​ლა დაატა​ნა, მოლ​ბერ​ტზე ტი​ლო გა​და​ჭი​მა, პა​ლიტ​რა​ზე სა​ღე​ბა​ვე​ბი გააზა​ვა და იმ
უმ​შვე​ნიერე​სი გა​მო​სა​ხუ​ლე​ბის ეს​კი​ზის შექ​მნას შე​უდ​გა, რაც თვალ​წინ ედ​გა.

მაგ​რამ ხე​ლო​ვან​მა მე​ტის​მე​ტად გა​და​ჭარ​ბე​ბით შეაფა​სა სა​კუ​თა​რი შე​საძ​ლებ​ლო​ბე​ბი – რო​დე​საც


მწველ და რეალურ, პო​ზი​რე​ბის​თვის მზად​მყოფ ავ​ხორც მო​დელს შე​ავ​ლო თვა​ლი, რო​მელ​საც
ბუ​დუარის ათა​სო​ბით სარ​კე ირეკ​ლავ​და; რო​დე​საც ერი​გო​ნეს ნაც​ვლად ათი ბაკ​ქი ქა​ლის
გა​რე​მოც​ვა​ში აღ​მოჩ​ნდა; რო​დე​საც თვა​ლი ჰკი​და თი​თოეულ სარ​კე​ში არეკ​ლილ და​მათ​რო​ბელ
ღი​მილ​სა და იმ მკერ​დის მოძ​რაობას, რო​მელ​საც ძლივს ფა​რავ​და ავა​ზის ტყა​ვი, მიხ​ვდა, მის​გან
მე​ტის​მეტს ით​ხოვ​დნენ. ხე​ლი​დან გა​აგ​დო პა​ლიტ​რა, ფუნ​ჯი... ლა​მა​ზი ბაკ​ქი ქა​ლის​კენ გა​ქან​და და
მხარ​ზე აკო​ცა. კოც​ნა​ში ერ​თდროულად შე​რეული​ყო სიშ​მა​გე და სიყ​ვა​რუ​ლი.

იმა​ვე წამს კა​რი გაიღო და ბუ​დუ​არ​ში ყვი​რი​ლით შე​მო​ვარ​და ნიმ​ფა​სა​ვით მშვე​ნიერი ევ​ქა​რი​სი:

– ის! ის! ის!

ვიდ​რე გონს მო​ვი​დო​და, ორი​ვე ქალ​მა ვა​ჟი ხე​ლის კვრით ბუ​დუარი​დან გა​აგ​დო და კა​რი მოუკე​ტა.
ჰოფ​მან​მა – სიყ​ვა​რუ​ლით, სიშ​მა​გი​თა და ეჭ​ვიანო​ბით გონ​და​კარ​გულ​მა – ბარ​ბა​ცით გა​დაჭ​რა
მი​სა​ღე​ბი ოთა​ხი; რომ არ წაქ​ცეული​ყო, კი​ბის მოაჯირს სრიალით ჩა​უყ​ვა. ვერც კი გაიგო, რო​გორ
ჩაათა​ვა კი​ბე და ქუ​ჩა​ში აღ​მოჩ​ნდა. არ​სე​ნის ბუ​დუ​არ​ში და​ტო​ვა ფუნ​ჯე​ბი, სა​ღე​ბა​ვე​ბი, პა​ლიტ​რა და ეს
კი​დევ არა​ფე​რი, რაც ყვე​ლა​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია – თა​ვი​სი ქუ​დიც.

XIII - მაცდუნებელი
ჰოფ​მა​ნის მდგო​მა​რეობას კი​დევ უფ​რო სა​ვა​ლა​ლოს, და​მამ​ცი​რე​ბელ​სა და მტკივ​ნე​ულს ხდი​და ის
ფაქ​ტი, რომ მის​თვის ნა​თე​ლი გახ​და – არ​სენ​თან მი​იწ​ვი​ეს არა რო​გორც მა​მა​კა​ცი, რო​მე​ლიც ქალ​მა
ოპე​რის სცე​ნი​დან პარ​ტერ​ში დაინა​ხა, არა​მედ რო​გორც უბ​რა​ლო მხატ​ვა​რი, ერ​თგვა​რი
პორ​ტრე​ტე​ბის შემ​ქმნე​ლი მოწ​ყო​ბი​ლო​ბა; რო​გორც სარ​კე, რო​მე​ლიც მის​თვის წარ​დგე​ნი​ლი სხეულის
ანა​რეკლს აჩ​ვე​ნებს. ამით აიხ​სნე​ბო​და არ​სე​ნის უდარ​დე​ლო​ბა, რო​ცა მის წინ ერ​თი მეორის
მი​ყო​ლე​ბით მოიშო​რა სა​მო​სი; ასე​ვე გაკ​ვირ​ვე​ბა, რომ​ლი​თაც ხელ​ზე ამ​ბორს შეხ​ვდა; შემ​დეგ კი
გან​რის​ხე​ბა, რო​დე​საც ჰოფ​მა​ნი მის შიშ​ველ მხარს ტუ​ჩე​ბით და​აკ​ვდა და გა​უმ​ხი​ლა, მიყ​ვარ​ხა​რო.

და მარ​თლაც, ეს ხომ ნამ​დვილ სი​გი​ჟედ ჩან​და – ერ​თი ჩვეულებ​რი​ვი გერ​მა​ნე​ლი სტუ​დენ​ტი, პა​რიზ​ში
ჩა​მო​სუ​ლი სა​მი თუ ოთ​ხი ტა​ლე​რის იმე​დად, არ​სე​ნის ვეს​ტი​ბი​ულ​ში და​ფე​ნი​ლი ხა​ლი​ჩის სა​ყიდ​ლა​დაც
რომ არ არის საკ​მა​რი​სი, ოც​ნე​ბობ​დეს ქა​ლა​ქის ყვე​ლა​ზე მო​დურ მო​ცეკ​ვა​ვე ქალ​ზე, რო​მელ​საც
მფლან​გვე​ლი და ავ​ხორ​ცი დან​ტო​ნი ინა​ხავს! ამ ქალს მი​სი სიტ​ყვე​ბი კი არ ხიბ​ლავ​და, არა​მედ ოქ​როს
მო​ნე​ტე​ბის წკრიალი; მი​სი საყ​ვა​რე​ლი ის კი არ იყო, ვი​საც ყვე​ლა​ზე მე​ტად უყ​ვარ​და, არა​მედ ვინც
ყვე​ლა​ზე მეტს უხ​დი​და. ჰოფ​მანს ამ კაც​ზე მე​ტი ქო​ნე​ბა რომ ჰქო​ნო​და, არ​სე​ნი მას დაიტო​ვებ​და და
დან​ტონს სახ​ლი​დან გა​აგ​დებ​და.

ამა​სო​ბა​ში კი სრუ​ლი​ად ცხა​დად გა​მოჩ​ნდა, ვინ გა​მო​აგ​დეს – ჰოფ​მა​ნი, და არა – დან​ტო​ნი.

ჰოფ​მა​ნი სას​ტუმ​როს​კენ, თა​ვი​სი პა​ტა​რა ოთა​ხის​კენ, გა​უდ​გა გზას – ის ოთა​ხი აქამ​დე არა​სო​დეს
მოს​ჩვე​ნე​ბია ასე​თი ბე​ჩა​ვი და მო​საწ​ყე​ნი.

ვიდ​რე არ​სე​ნის პი​რის​პირ აღ​მოჩ​ნდე​ბო​და, უმ​ცი​რეს იმედს მა​ინც ებ​ღაუჭე​ბო​და; მაგ​რამ რო​გორც კი
შეხ​ვდა, თა​ვად გახ​და მოწ​მე მი​სი უგუ​ლის​ყუ​რო და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბის; სა​კუ​თა​რი თვა​ლით იხი​ლა ის
ფუ​ფუ​ნე​ბა, რო​მელ​შიც მო​ცეკ​ვა​ვე ცხოვ​რობ​და, რაც ქა​ლის არა მხო​ლოდ ფი​ზი​კურ, არა​მედ მო​რა​ლურ
ცხოვ​რე​ბას შეეხე​ბო​და. ნა​თე​ლი გახ​და – არ​ნა​ხუ​ლი რაოდე​ნო​ბის ქო​ნე​ბის ხელ​ში ჩაგ​დე​ბის გა​რე​შე,
რა​საც, რა​საკ​ვირ​ვე​ლია, უფ​რო სას​წაული ეთ​ქმო​და, ვაჟს ქა​ლის და​უფ​ლე​ბის უმ​ცი​რე​სი იმე​დიც კი არ
უნ​და ჰქო​ნო​და.

სას​ტუმ​რო​ში დათ​რგუნ​ვი​ლი დაბ​რუნ​და. ერ​თა​დერ​თი გრძნო​ბა, რა​საც არ​სე​ნის მი​მართ გა​ნიც​დი​და,


ფი​ზი​კუ​რი ლტოლ​ვა, ჟი​ნი იყო. ამ გრძნო​ბას სა​ერ​თო არა​ფე​რი ჰქონ​და გულ​თან და აქამ​დე მას
შე​იძ​ლე​ბო​და რქმეოდა წა​დი​ლი, აგ​ზნე​ბა, ციებ-​ცხელება.

ამიერი​დან წა​დი​ლი, აგ​ზნე​ბა, ციებ-​ცხელება შეც​ვა​ლა უკი​დე​გა​ნო დათ​რგუნ​ვი​ლო​ბამ.

ჰოფ​მა​ნის​თვის ერ​თა​დერთ იმე​დად რჩე​ბო​და შავ​სა​მო​სიანი ექი​მის პოვ​ნა და მის​გან რჩე​ვის მოს​მე​ნა,
რო​გორ მოქ​ცეული​ყო, რა მოემოქ​მე​დე​ბი​ნა, და ეს იმის მიუხე​და​ვად, რომ მას​ში იგ​რძნო​ბო​და რა​ღაც
უც​ნაური, ფან​ტას​ტი​კუ​რი, ზეადა​მიანუ​რი. მას​თან ურ​თი​ერ​თო​ბი​სას გე​გო​ნე​ბო​და, რეალურ ცხოვ​რე​ბას
ტო​ვებ​დი და ოც​ნე​ბე​ბის სა​მე​ფო​ში გა​და​დიოდი, კარ​გავ​დი სურ​ვი​ლის, თა​ვის გან​კარ​გვის უფ​ლე​ბას,
სა​თა​მა​შოდ იქ​ცეოდი იმ სამ​ყა​რო​ში, რო​მე​ლიც არა სხვე​ბის​თვის, არა​მედ მხო​ლოდ ექი​მის​თვის
არ​სე​ბობ​და.
მეორე დღეს ჩვეულე​ბი​სა​მებრ მიაშუ​რა ფუ​ლის ქუ​ჩა​ზე მდე​ბა​რე სა​მი​კიტ​ნოს. ამა​ოდ გა​ეხ​ვია
თამ​ბა​ქოს სქელ კვამ​ლში, მის მიღ​მა არა​ვის სა​ხე არ მოაგო​ნებ​და ექი​მი​სას. თვა​ლე​ბიც კი და​ხუ​ჭა,
თუმ​ცა რო​დე​საც გაახი​ლა, მა​გი​დის მეორე მხა​რეს სკა​მი ისევ ცა​რიელი იყო.

ასე ჩაიარა რვა დღემ.

მერ​ვე დღეს მოთ​მი​ნე​ბა​და​კარ​გუ​ლი ჰოფ​მა​ნი ჩვეულებ​რივ​ზე ერ​თი საათით ად​რე, ანუ ნა​შუ​ად​ღე​ვის
ოთ​ხი საათის​თვის, გა​ვი​და ფუ​ლის ქუ​ჩის სა​მი​კიტ​ნო​დან და
სენ-​ჟერმენ-ოსერუასა(სენ-ჟერმენ-ოსერუა – ლუვ​რის მო​პირ​და​პი​რე მხა​რეს მდე​ბა​რე ეკ​ლე​სია
პა​რიზ​ში, რო​მე​ლიც საფ​რან​გე​თის მე​ფეების სა​სახ​ლის კა​რის ეკ​ლე​სია იყო. მის​მა ზარ​მა ნი​შა​ნი მის​ცა
ბარ​თლო​მეს ღა​მეს ჰუ​გე​ნო​ტე​ბის ჟლე​ტის დაწ​ყე​ბას.) და ლუვ​რის გავ​ლით სენტ-​ონორეს ქუ​ჩის​კენ
ან​გა​რიშ​მიუცემ​ლად გაემარ​თა. ის იყო, ქუ​ჩას მიუახ​ლოვ​და, რომ უცოდ​ველ​თა
სა​საფ​ლა​ოს​თან​(უ​ცოდ​ველ​თა სა​საფ​ლაო – ძველ პა​რიზ​ში ბაზ​რის გვერ​დით მდე​ბა​რე ეს სა​საფ​ლაო
ქა​ლაქ​ში ყვე​ლა​ზე დი​დი იყო. IX საუკუ​ნე​ში გახ​სნეს და რვა საუკუ​ნე იარ​სე​ბა. იქ და​იკ​რძა​ლა ორ
მი​ლი​ონ​ზე მე​ტი პა​რი​ზე​ლი. დღეს აღარ არ​სე​ბობს.) უჩ​ვეულო გა​მო​ცოც​ხლე​ბა შე​ნიშ​ნა, რაც სა​მე​ფო
სა​სახ​ლის​(სა​მე​ფო სა​სახ​ლე (Palais-​Royal) – სა​სახ​ლე ააგეს 1619-​1639 წლებ​ში, კარ​დი​ნალ
რი​შე​ლი​ეს დაკ​ვე​თით. შემ​დეგ იგი ორ​ლეანელ​თა სა​კუთ​რე​ბა გახ​და. საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის
წლებ​ში ამ შე​ნო​ბას ეწო​დე​ბო​და "თანასწორობის სა​სახ​ლე“ (Palais-​Égalité). სა​ხე​ლი შე​უც​ვა​ლეს
იმის გა​მო, რომ ორ​ლეანელ​თა ოჯა​ხის მა​შინ​დე​ლი უფ​რო​სი, ლუი ფი​ლიპ ჟო​ზეფ ორ​ლეანე​ლი
(1747-​1793) მე​ფე ლუი XVI-​ის მო​წი​ნა​აღ​მდე​გე არის​ტოკ​რა​ტუ​ლი ოპო​ზი​ცი​ის მე​თაური გახ​და,
ხაზ​გას​მით მიესალ​მა რე​ვო​ლუ​ცი​ას, უარი თქვა ყვე​ლა ტი​ტულ​ზე და გვა​რად მიიღო „ე​გა​ლი​ტე“ (ფრ.
თა​ნას​წო​რო​ბა). 1793 წელს, მი​სი სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ, სა​სახ​ლე სა​ხელ​მწი​ფოს სა​კუთ​რე​ბა გახ​და.)
მოედან​თან უფ​რო იზ​რდე​ბო​და. გა​ახ​სენ​და, რაც მოხ​და პა​რიზ​ში მი​სი ჩა​მოს​ვლის მეორე დღეს ამა​ვე
ად​გილ​ზე, იც​ნო იგი​ვე ხმაური და ყა​ყა​ნი, რა​მაც თავ​ზა​რი დას​ცა მა​დამ დიუ ბა​რის სიკ​ვდი​ლით
დას​ჯის დღეს. და მარ​თლაც, კონ​სი​ერ​ჟის სა​სახ​ლი​დან გა​მო​სუ​ლი სიკ​ვდილ​მის​ჯი​ლე​ბით სავ​სე
ური​კე​ბი რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ედ​ნის​კენ მიემარ​თე​ბოდ​ნენ.

უკ​ვე ვი​ცით, რო​გორ სძულ​და ჰოფ​მანს მსგავ​სი სა​ნა​ხაობა; ამი​ტომ რა​კი დაინა​ხა, რა სწრა​ფად
მოძ​რა​ობ​დნენ ური​კე​ბი, მა​შინ​ვე კა​ნო​ნის ქუ​ჩის​(კა​ნო​ნის ქუ​ჩა – 1793-​1806 წლებ​ში ეს სა​ხე​ლი ერ​ქვა
რი​შე​ლი​ეს ქუ​ჩას, რო​მე​ლიც სენტ-​ონორეს ქუ​ჩი​დან გრძელ​დე​ბა და სა​მე​ფო სა​სახ​ლის
პა​რა​ლე​ლუ​რად, ჩრდი​ლოეთით, დი​დი ბულ​ვა​რე​ბის​კენ მი​დის.) კუთ​ხე​ში მდე​ბა​რე კა​ფეს შეაფა​რა
თა​ვი, ზურ​გი შე​აქ​ცია ქუ​ჩას, თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა და ყუ​რებ​ზე ხე​ლე​ბი აიფა​რა, რომ ჩა​ეხ​შო მა​დამ დიუ
ბა​რის ყვი​რი​ლი, მის გო​ნე​ბა​ში ჯერ ისევ რომ ხმიანობ​და. შემ​დეგ, რო​ცა ჩათ​ვა​ლა, რომ ური​კე​ბი
უკ​ვე ჩაატა​რეს, შე​მობ​რუნ​და და, თა​ვის​და გა​საკ​ვი​რად, ერ​თი ახალ​გაზ​რდა დაინა​ხა, რო​მე​ლიც
სა​ნა​ხაობის უკეთ სა​ყუ​რებ​ლად სკამ​ზე ასუ​ლი, იქი​დან ჩა​მო​დიოდა. ვაჟ​ში თა​ვი​სი მე​გო​ბა​რი ზა​ქა​რია
ვერ​ნე​რი ამო​იც​ნო.

– ვერ​ნერ! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა და მის​კენ გა​ქან​და, – ვერ​ნერ!

– ოჰო, შენ ხარ? – გა​იკ​ვირ​ვა პო​ეტ​მა, – სად იყა​ვი?

– აქ, აქ, მაგ​რამ ყუ​რებ​ზე ხე​ლე​ბი ავი​ფა​რე, ამ უბე​დურ​თა ყვი​რი​ლი რომ არ გა​მე​გო​ნა, თვა​ლე​ბი
დავ​ხუ​ჭე, რომ არ და​მე​ნა​ხა.
– სი​მარ​თლე გით​ხრა, მე​გო​ბა​რო, ძა​ლი​ან ცდე​ბი. შენ ხომ მხატ​ვა​რი ხარ! რომ და​გე​ნა​ხა,
უმ​შვე​ნიერეს ტი​ლოს სიუჟე​ტად გა​მო​გად​გე​ბო​და. რომ იცო​დე, მე​სა​მე ური​კით ქა​ლი მიჰ​ყავ​დათ,
ულა​მა​ზე​სი იყო, მი​სი ყე​ლი, მხრე​ბი, თმა! მარ​თა​ლია, კე​ფა​ზე ბო​ლომ​დე შე​ეჭ​რათ, მაგ​რამ
სა​ფეთ​ქლებ​ზე და​ტო​ვე​ბუ​ლი თმა მი​წამ​დე ეშ​ვე​ბო​და.

– მის​მი​ნე, ამ თე​მას​თან და​კავ​ში​რე​ბით რაც სა​ჭი​როა, საუკე​თე​სო ნი​მუ​ში უკ​ვე ვი​ხი​ლე; მა​დამ დიუ
ბა​რი ვნა​ხე და სხვი​სი აღა​რა​ვის ნახ​ვა აღარ მჭირ​დე​ბა. თუ ოდეს​მე ტი​ლოს და​ხატ​ვას გა​დავ​წყვეტ,
და​მი​ჯე​რე, ესეც მე​ყო​ფა; თა​ნაც, ხატ​ვას აღარ ვა​პი​რებ.

– და რა​ტომ? – ჰკით​ხა ვერ​ნერ​მა.

– მხატ​ვრო​ბა შემ​ძულ​და.

– კი​დევ ერ​თი იმედ​გაც​რუება.

– ჩე​მო ძვირ​ფა​სო ვერ​ნერ, პა​რიზ​ში ისევ თუ დავ​რჩი, ჭკუიდან შე​ვიშ​ლე​ბი.

– სა​დაც უნ​და იყო, ჭკუიდან მა​ინც შე​იშ​ლე​ბი, ჩე​მო ძვირ​ფა​სო ჰოფ​მან; ამი​ტომ, ჯო​ბია, პა​რიზ​ში
დარ​ჩე, ვიდ​რე ეს სხვა​გან მოხ​დეს. მა​ნამ​დე კი, მო​მი​ყე​ვი, რა გშლის ჭკუიდან.

– ოჰ! ჩე​მო ძვირ​ფა​სო ვერ​ნერ, შეყ​ვა​რე​ბუ​ლი ვარ.

– ან​ტო​ნიაზე, ვი​ცი, უკ​ვე მით​ხა​რი.

– არა; ან​ტო​ნი​ა... – ჰოფ​მა​ნი აცახ​ცახ​და, – ან​ტო​ნია, ეს სულ სხვა რა​მაა, მე ის მიყ​ვარს!

– ეშ​მაკ​მა დას​წყევ​ლოს! ძა​ლი​ან რთუ​ლი გა​სარ​ჩე​ვი​ა; იქ​ნებ მო​მიყ​ვე ყვე​ლა​ფე​რი. მოქალაქე


ოფი​ცი​ან​ტო, ლუ​დი და ჭი​ქე​ბი!

მე​გობ​რებ​მა ჩი​ბუ​ხე​ბი თამ​ბა​ქო​თი გა​ტე​ნეს და ყვე​ლა​ზე შო​რე​ულ კუთ​ხე​ში მა​გი​დას მი​უს​ხდნენ.

ჰოფ​მან​მა ვერ​ნერს ყვე​ლა​ფე​რი უამ​ბო, რაც თავს გა​დახ​და – ოპე​რის მო​ცეკ​ვა​ვის პირ​ვე​ლად ნახ​ვის
დღი​დან არ​სე​ნის ბუ​დუარი​დან გა​მოგ​დე​ბის ჩათ​ვლით.

– ესეც ასე! – თქვა ვერ​ნერ​მა, რო​დე​საც ჰოფ​მან​მა თხრო​ბა და​ას​რუ​ლა.

– ესეც ასე! – გაიმეორა ჰოფ​მან​მა, რო​მელ​საც უკ​ვირ​და, მე​გო​ბა​რი მა​სა​ვით თავ​ზარ​და​ცე​მუ​ლი


რა​ტომ არ იყო.

– ვერ ვხვდე​ბი, რა​ტომ არის ყვე​ლა​ფე​რი ასე​თი უიმე​დო, – წა​მო​იწ​ყო ვერ​ნერ​მა.


– იმი​ტომ, ჩე​მო კარ​გო, რომ ახ​ლა ვი​ცი, ამ ქა​ლის გუ​ლის დაპ​ყრო​ბა მხო​ლოდ ფუ​ლით შე​იძ​ლე​ბა, მე
კი ფუ​ლის შოვ​ნის ყო​ველ​გვა​რი იმე​დი გა​და​მე​წუ​რა.

– რა​ტომ გა​და​გე​წუ​რა იმე​დი?

– იმი​ტომ, რომ არა​სო​დეს მექ​ნე​ბა ხუ​თა​სი ლუიდო​რი(​ლუიდო​რი (ლუი, „ოქ​როს ლუ​დო​ვი​კო“) –


ფრან​გუ​ლი ოქ​როს მო​ნე​ტა, რო​მე​ლიც 1640 წლი​დან იჭ​რე​ბო​და. თავ​და​პირ​ვე​ლად 20 ლივ​რის
ღი​რე​ბუ​ლე​ბი​სა იყო, XVIII საუკუ​ნის და​საწ​ყის​ში – 24 ლივ​რის. ლუიდო​რის, ანუ „დემი-​ლუის“, გარ​და
მი​მოქ​ცე​ვა​ში იყო ორ​მა​გი ნო​მი​ნა​ლის ლუიდო​რე​ბი, რომ​ლებ​საც უწო​დებ​დნენ „ლუ​ის“ და ოთ​ხმა​გი
ნო​მი​ნა​ლის „დუბლ-​ლუი“. 1795 წელს ლუიდო​რი შეც​ვა​ლა 20-​ფრანკიანმა და 40-​ფრანკიანმა
მო​ნე​ტებ​მა.), რო​მელ​საც მის ფე​ხებ​თან მი​მოვ​ფან​ტავ.

– რა​ტომ არ გექ​ნე​ბა? მე მაგ თან​ხას, ხუ​თას ლუიდორს, გინ​დაც ათასს ან ორი ათასს, თვა​ლის
და​ხამ​ხა​მე​ბა​ში ვი​შო​ვი​დი.

– კი მაგ​რამ, საიდან მო​ვი​ტა​ნო ეს ფუ​ლი, ღმერ​თო ჩე​მო! – წა​მო​იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა.

– იმ ელ​დო​რა​დო​დან, რო​მელ​ზეც უკ​ვე გე​სა​უბ​რე, მდი​ნა​რი​დან, რო​მელ​საც სა​ხე​ლად


პაქ​ტო​ლი(​პაქ​ტო​ლი – მდი​ნა​რე მცი​რე აზიაში, რო​მელ​საც გად​მო​ცე​მით, ოქ​როს ქვი​შა მოჰ​ქონ​და. აქ:
სიმ​დი​დი​რის წყა​როს სი​ნო​ნი​მი.) ეწო​დე​ბა, მე​გო​ბა​რო – თა​მა​ში​დან.

– თა​მა​ში​დან! – წარ​მოთ​ქვა აცახ​ცა​ხე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა, – მაგ​რამ ძა​ლი​ან კარ​გად იცი, ან​ტო​ნი​ას ფი​ცი
მი​ვე​ცი, რომ აღარ ვი​თა​მა​შებ​დი.

– ოჰ! – გაიცი​ნა ვერ​ნერ​მა, – შენ ხომ ერ​თგუ​ლე​ბაც შეჰ​ფი​ცე!

ჰოფ​მან​მა ამოიოხ​რა და მე​და​ლიონი გულ​ში ჩა​იკ​რა.

– თა​მა​ში, ჩე​მო მე​გო​ბა​რო! – გა​ნაგ​რძო ვერ​ნერ​მა, – ოჰ, რომ იცო​დე, სა​თა​მა​შო სახ​ლიც ამას ჰქვია!
მან​ჰაიმის ან ჰამ​ბურ​გი​სას კი არ ჰგავს, სა​დაც რა​ღაც საწ​ყა​ლო​ბე​ლი ათა​სიოდე ლივ​რი შე​იძ​ლე​ბა
მოიგო. მი​ლიონი! ჩე​მო მე​გო​ბა​რო, მი​ლიონი! ოქ​როს ზვი​ნე​ბია! ასე მგო​ნია, მთე​ლი საფ​რან​გე​თის
ფუ​ლი იქა​ა: ვერ შეხ​ვდე​ბი სა​ზიზ​ღარ ბან​კნო​ტებს, გაუფა​სუ​რე​ბულ ასიგ​ნა​ცი​ებს, რომ​ლებ​მაც
ღი​რე​ბუ​ლე​ბის სა​მი მე​ოთ​ხე​დი უკ​ვე და​კარ​გეს... მხო​ლოდ უმ​შვე​ნიერე​სი ლუიდო​რე​ბი, ჩი​ნე​ბუ​ლი
ორ​მა​გი ლუიდო​რე​ბი, ოთ​ხმა​გი ლუიდო​რე​ბი! რას იტ​ყვი, არ გინ​და?

ვერ​ნერ​მა ჯი​ბი​დან ლუიდო​რე​ბის ბღუ​ჯა ამოიღო და ჰოფ​მანს აჩ​ვე​ნა, მო​ნე​ტებ​ზე არეკ​ლილ​მა


სი​ნათ​ლის სხი​ვებ​მა, გე​გო​ნე​ბო​და, ახალ​გაზ​რდის თვა​ლე​ბი გაიარა და თა​ვის ტვინ​ში შე​აღ​წია.

– ოჰ, არა! არა! არა​სო​დეს! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა და ერ​თდროულად გა​ახ​სენ​და რო​გორც მო​ხუ​ცი
ოფიც​რის წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე​ბა, ისე ან​ტო​ნი​ას ვედ​რე​ბა, – არა, აღა​რა​სო​დეს ვი​თა​მა​შებ!

– ძა​ლი​ან ცდე​ბი; თუ გა​ვით​ვა​ლის​წი​ნებთ, რო​გო​რი იღ​ბლიანი ხარ თა​მაშ​ში, მთელ ბანკს მოხ​სნი​დი.
– მაგ​რამ ან​ტო​ნია! ან​ტო​ნია!

– ოჰ, ჩე​მო კარ​გო, ან​ტო​ნი​ას ვინ ეტ​ყვის, რომ ითა​მა​შე, რომ მი​ლიონი მოიგე? ვინ შე​ატ​ყო​ბი​ნებს,
რომ ოც​და​ხუ​თი ათა​სი ლუიდო​რით შე​ნი ლა​მა​ზი მო​ცეკ​ვა​ვე მო​ხიბ​ლე? და​მი​ჯე​რე, დაბ​რუნ​დი
მან​ჰა​იმ​ში ცხრა​ას სა​მოც​დათ​ხუთ​მე​ტი ათა​სი ლივ​რით და ან​ტო​ნია არ გკით​ხავს, საიდან გაქვს
ორ​მოც​დარ​ვაათას ხუ​თა​სი ლივ​რის შე​მო​სა​ვა​ლი, არც ის დააინ​ტე​რე​სებს, სად წაიღე ნაკ​ლუ​ლი
ოც​და​ხუ​თი ათა​სი ლივ​რი.

ეს თქვა და ვერ​ნე​რი წა​მოდ​გა.

– სად მი​დი​ხარ? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა.

– ჩემს საყ​ვა​რელ​თან, ქალ​ბა​ტონ​თან „კო​მე​დი ფრან​სე​ზი​დან“, რო​მე​ლიც ჩემ​თვის წყა​ლო​ბას არ


იშუ​რებს, მე კი ჩე​მი მო​გე​ბის ნა​ხე​ვარს ვუ​ნა​წი​ლებ. ჯან​და​ბა! პოეტი ვარ და ამი​ტომ ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი
თე​ატ​რი მხიბ​ლავს, შენ კი, მუ​სი​კოსს, მომ​ღერ​ლე​ბი​თა და მო​ცეკ​ვა​ვეებით სავ​სე თე​ატ​რი. იღ​ბლი​ან
თა​მაშს გი​სურ​ვებ, ძვირ​ფა​სო მე​გო​ბა​რო, ჩე​მი პა​ტი​ვის​ცე​მა გა​დაეცი მად​მუაზელ არ​სენს. არ
და​გა​ვიწ​ყდეს სა​თა​მა​შო სახ​ლის მი​სა​მარ​თი – 113 ნო​მერ​შია. კარ​გად იყა​ვი.

– ოჰ! – წაიბუტ​ბუ​ტა ჰოფ​მან​მა, – ერ​თხელ უკ​ვე მით​ხა​რი და არ დამ​ვიწ​ყე​ბია.

ვერ​ნე​რი ისე წა​ვი​და, რო​გორც პირ​ვე​ლი შეხ​ვედ​რი​სას, საც​ხოვ​რებ​ლის მი​სა​მარ​თი არც ახ​ლა
უთ​ქვამს.

იმის მიუხე​და​ვად, რომ მე​გო​ბა​რი თან​და​თან შორ​დე​ბო​და, ჰოფ​მა​ნი თავს მარ​ტოდ მა​ინც არ
გრძნობ​და. მე​გობ​რის ყო​ვე​ლი სიტ​ყვა თვალ​ში სა​ცე​მი გახ​და და გე​გო​ნე​ბო​და, ფეთ​ქავ​და – ისი​ნი მის
თვალ​წინ ბრჭყვიალებ​დნენ, ეჩურ​ჩუ​ლე​ბოდ​ნენ.

და მარ​თლაც, სად შე​იძ​ლე​ბო​და ჰოფ​მანს ოქ​რო ეშო​ვა, თუ არა ოქ​როს წყა​როს​თან! ნუ​თუ
აუს​რუ​ლე​ბე​ლი ოც​ნე​ბის წარ​მა​ტე​ბით ახ​დე​ნის სა​შუალე​ბას მი​აგ​ნო? ეჰ! ღმერ​თო ჩე​მო! ვერ​ნერ​მა
სწო​რედ ასე თქვა. გა​ნა ჰოფ​მან​მა ნა​წი​ლობ​რივ უკ​ვე არ უღა​ლა​ტა ფიცს? ახ​ლა რა​ღა მნიშ​ვნე​ლო​ბა
ჰქონ​და, კი​დევ ერ​თხელ გა​ტეხ​და თუ არა მი​ცე​მულ სიტ​ყვას? თა​ნაც, ვერ​ნერს თუ დაეჯე​რე​ბო​და,
შე​იძ​ლე​ბო​და მოეგო არა ოც​და​ხუ​თი ათა​სი ლივ​რი, არა​მედ – ორ​მოც​დაათი ათა​სი, ასი ათა​სი
ლივ​რი. მინ​დვრებს, ტყე​ებს, ზღვა​საც კი საზ​ღვა​რი აქვს, მწვა​ნე​მაუდი​ან​მა მა​გი​დამ კი საზ​ღვრე​ბი არ
იცის.

თა​მა​შის დე​მო​ნი სა​ტა​ნას ჰგავს. მას შე​უძ​ლია მო​თა​მა​შე დე​და​მი​წის ყვე​ლა​ზე მა​ღა​ლი მთის
მწვერ​ვალ​ზე აიყ​ვა​ნოს, იქი​დან დაანახ​ვოს მსოფ​ლი​ოს ყვე​ლა სა​მე​ფო.

თა​ნაც, რო​გო​რი ბედ​ნიერი, რო​გო​რი გა​ხა​რე​ბუ​ლი, რო​გო​რი ამა​ყი დაბ​რუნ​დე​ბა არ​სენ​თან, იმა​ვე
ბუ​დუ​არ​ში, საიდა​ნაც გააძე​ვეს! რო​გო​რი უკი​დუ​რე​სი ზიზ​ღით გაანად​გუ​რებს ამ ქალ​სა და მის
სა​ზა​რელ საყ​ვა​რელს, რო​დე​საც პა​სუ​ხად კით​ხვა​ზე: „აქ რას აკე​თებთ?“, ახა​ლი
იუპი​ტე​რი​ვით​(იუპი​ტე​რი – რო​მა​ელ​თა ზევ​სი, ცი​სა და შუ​ქის უზე​ნაესი ღვთაება. ) ოქ​როს წვი​მას
თავ​ზე და​აყ​რის ახალ და​ნა​ეს​(და​ნაე – არ​გო​სის მე​ფე აკ​რი​სიოსი​სა და ევ​რი​დი​კეს ქა​ლიშ​ვი​ლი,
პერ​სევ​სის დე​და. მე​ფეს უწი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლეს, რომ თა​ვი​სი შვი​ლიშ​ვი​ლის ხე​ლით დაიღუ​პე​ბო​და,
შე​ში​ნებ​მულ​მა ასუ​ლი კოშ​კში ჩა​კე​ტა, რომ კა​ცი ვერ მიჰ​კა​რე​ბო​და. შეყ​ვა​რე​ბულ​მა ზევ​სმა
გა​მო​სა​ვა​ლი მო​ნა​ხა, ოქ​როს წვი​მად იქ​ცა და ისე შეუკავ​შირ​და. ასე დაიბა​და პერ​სევ​სი. ეს მი​თი
ფარ​თოდ აისა​ხა ხე​ლოვ​ნე​ბა​ში – ლი​ტე​რა​ტუ​რა​სა და მხატ​ვრო​ბა​ში.)!

და ეს ყვე​ლა​ფე​რი მი​სი გო​ნე​ბის ჰა​ლუ​ცი​ნა​ცია, წარ​მო​სა​ხუ​ლი ოც​ნე​ბა კი არა, რეალო​ბა იყო,


გან​სა​ხორ​ციელებ​ლად სავ​სე​ბით შე​საძ​ლე​ბე​ლი.

თა​ნა​ბა​რი შან​სე​ბი არ​სე​ბობ​და რო​გორც მო​გე​ბის, ისე წა​გე​ბის; უფ​რო მე​ტად კი მო​გე​ბის, რად​გან,
რო​გორც ვი​ცით, ჰოფ​მანს ბან​ქოს თა​მაშ​ში უმარ​თლებ​და.

ოჰ, ეს ნო​მე​რი 113, ეს ნო​მე​რი 113, მწვე​ლი რიც​ხვი, რო​გორ ეძახ​და ჰოფ​მანს, ჯო​ჯო​ხე​თის
ლამ​პა​რი​ვით წინ მი​უძ​ღო​და, მი​უძ​ღო​და უფ​სკრუ​ლის​კენ, რომ​ლის ძირ​ში, ოქ​როს სა​რე​ცელ​ზე,
და​ბინ​დუ​ლი გო​ნე​ბა და​გო​რავ​და!

ჰოფ​მა​ნი ერ​თი საათის გან​მავ​ლო​ბა​ში ეწი​ნა​აღ​მდე​გე​ბო​და ყვე​ლა​ზე მძაფრ ვნე​ბებს. შემ​დეგ, რო​ცა
მიხ​ვდა, რომ აზ​რი აღარ ჰქონ​და, თხუთ​მე​ტიოდე სუ მა​გი​და​ზე და​აგ​დო, ხურ​და ოფი​ცი​ანტს დაუტო​ვა
და ყვა​ვი​ლე​ბის სა​ნა​პი​როს​კენ გა​იქ​ცა, თა​ვის ოთახ​ში აირ​ბი​ნა, დარ​ჩე​ნი​ლი სა​მა​სი ტა​ლე​რი აიღო და
დაუფიქ​რებ​ლად პირ​ველ​სა​ვე შემ​ხვედრ ეტლს მო​ახ​ტა ამ სიტ​ყვე​ბით:

– თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლის​კენ!

XIV - ნომერი 113

სა​მე​ფო სა​სახ​ლე – მა​შინ თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლეს, ასე​ვე ეროვ​ნულ სა​სახ​ლეს უწო​დებ​დნენ,


რად​გან ჩვენ​თან რე​ვო​ლუ​ციონე​რე​ბი პირ​ველ რიგ​ში ქუ​ჩებ​სა და მო​ედ​ნებს გა​და​არ​ქმე​ვენ ხოლ​მე
სა​ხე​ლებს, რეს​ტავ​რა​ცი​ის დროს კი ძვე​ლი სა​ხე​ლე​ბი ბრუნ​დე​ბა. მაგ​რამ მო​დით, სა​მე​ფო სა​სახ​ლედ
მო​ვიხ​სე​ნი​ოთ, რად​გან ამას უფ​რო ვართ შეჩ​ვეული – იმ დროს ისე​თი არ იყო, რო​გო​რიც დღეს,
მაგ​რამ თვალ​წარ​მტა​ცო​ბა​სა და უც​ნაურო​ბას მოკ​ლე​ბუ​ლი სრუ​ლე​ბით არ ეთ​ქმო​და, გან​სა​კუთ​რე​ბით
სა​ღა​მოობით, სწო​რედ იმ დროს, რო​დე​საც ჰოფ​მან​მა იქამ​დე მი​აღ​წია.

შე​ნო​ბის გან​ლა​გე​ბა დღე​ვან​დე​ლის​გან ნაკ​ლე​ბად გან​სხვავ​დე​ბო​და, თუ არ ჩავ​თვლით იმას, რომ


ამ​ჟა​მინ​დე​ლი ორ​ლეანის გა​ლე​რე​ის ად​გილ​ზე ორ​მა​გი ხა​რა​ჩოები იყო აღ​მარ​თუ​ლი, რად​გან
მოგ​ვიანე​ბით იქ სა​სე​ირ​ნო ად​გი​ლი მო​ეწ​ყო დო​რიული სვე​ტე​ბის ექ​ვსი რი​გით. ბაღ​ში ცაც​ხვის
ნაც​ვლად წაბ​ლის ხეები ხა​რობ​და და იქ, სა​დაც ახ​ლა აუზია, მდე​ბა​რე​ობ​და ცირ​კი – მეს​რით
შე​მოზ​ღუ​დუ​ლი ვრცე​ლი ნა​გე​ბო​ბა, ფი​ლე​ბით შემ​კუ​ლი კედ​ლე​ბით, რომ​ლის თავს და​კი​დე​ბუ​ლი
ბუჩ​ქე​ბი და ყვა​ვი​ლე​ბის გა​ზო​ნე​ბი ამ​შვე​ნებ​და. არ გე​გო​ნოთ, თა​ვი​სი სა​ხე​ლის გა​მო იმა​ვე
და​წე​სე​ბუ​ლე​ბას შეესატ​ყვი​სე​ბო​და, რო​მელ​საც მსგავ​სი სა​ხე​ლით დღეს ვიც​ნობთ. არა,
თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლე​ში თავ​მოყ​რი​ლი აკ​რო​ბა​ტე​ბი და მე​ფო​კუ​სეები სრუ​ლი​ად სხვა​ნაირე​ბი
იყ​ვნენ, სა​ერ​თო არა​ფე​რი ჰქონ​დათ იმ ინ​გლი​სელ აკ​რო​ბატ​თან, მე​სიე პრა​ის​თან, რო​მელ​მაც
რამ​დე​ნი​მე წლით ად​რე მთე​ლი საფ​რან​გე​თი გააოცა და მი​სი წყა​ლო​ბით გაჩ​ნდნენ
მაზიურიეები(შარლ-​ფრანსუა მა​ზიურიე (1798-​1828) – ცნო​ბი​ლი ფრან​გი მო​ცეკ​ვა​ვე და მი​მი.) და
ორიოლები(ჟან-​ბატისტი ორიოლი (1808-​1858) – სა​ხელ​გან​თქმუ​ლი ფრან​გი ჯამ​ბა​ზი.).

იმ დღე​ებ​ში ცირ​კი და​კა​ვე​ბუ​ლი ჰქონ​დათ „ჭეშ​მა​რი​ტე​ბის მე​გობ​რებ​ს(„ჭეშ​მა​რი​ტე​ბის მე​გობ​რე​ბი“ –


1790 წელს და​არ​სე​ბუ​ლი „ჭეშ​მა​რი​ტე​ბის მე​გობ​რე​ბის ფე​დე​რა​ცი​ა“ მა​სობ​რი​ვი სა​ხალ​ხო ორ​გა​ნი​ზა​ცია
იყო, რო​მე​ლიც საქ​მიანობ​და პა​რი​ზის ღა​რი​ბი ხე​ლოს​ნე​ბი​თა და მუ​შე​ბით და​სახ​ლე​ბულ უბ​ნებ​ში.)“,
რომ​ლე​ბიც წარ​მოდ​გე​ნებს მარ​თავ​დნენ და მათ​ზე დას​წრე​ბა შე​ეძ​ლო გა​ზეთ „რკი​ნის პი​რის​(„რკი​ნის
პი​რი“ – ფრან​გუ​ლი გა​ზე​თი, გა​მო​დიოდა პა​რიზ​ში, კვი​რა​ში სამ​ჯერ; ში​ნა​არ​სით ახ​ლოს იყო
კორ​დე​ლიერე​ბის კლუ​ბის პო​ლი​ტი​კურ შე​ხე​დუ​ლე​ბებ​თან, თუმ​ცა ძი​რი​თა​დად
კომუნისტურ-​უტოპისტური იდეების პრო​პა​გან​დას ეწეოდა.)“ ყვე​ლა ხელ​მომ​წერს. დი​ლით მი​ღე​ბუ​ლი
გა​ზე​თი მფლო​ბელს სა​შუალე​ბას აძ​ლევ​და, სა​ღა​მოს სწვეოდა სიტ​კბოების ამ ად​გილს, მო​ეს​მი​ნა
ერ​თად შეკ​რე​ბი​ლი ყვე​ლა გა​ერ​თიანე​ბის წევ​რე​ბის​თვის, რო​მელ​თა უმ​თავ​რე​სი კე​თილ​შო​ბი​ლუ​რი
მი​ზა​ნი, რო​გორც თა​ვად აც​ხა​დებ​დნენ, იყო მმარ​თვე​ლე​ბი​სა და მარ​თუ​ლე​ბის დაც​ვა, კა​ნო​ნე​ბის
უგუ​ლე​ბელ​ყო​ფა, მსოფ​ლი​ოს ყვე​ლა კუთ​ხე უნ​და შე​მო​ევ​ლოთ და ეპო​ვათ ჭეშ​მა​რი​ტე​ბის მე​გო​ბა​რი,
ნე​ბის​მიერი ქვეყ​ნის მცხოვ​რე​ბი, ნე​ბის​მიერი კა​ნის ფე​რი​სა და მო​საზ​რე​ბის მქო​ნე, შემ​დეგ კი
და​ნარ​ჩე​ნი ადა​მიანე​ბის​თვის უნ​და ეს​წავ​ლე​ბი​ნათ აღ​მო​ჩე​ნი​ლი ჭეშ​მა​რი​ტე​ბა.

რო​გორც ხვდე​ბით, საფ​რან​გეთ​ში ადა​მიანე​ბი ყო​ველ​თვის დარ​წმუ​ნე​ბუ​ლე​ბი იყ​ვნენ, რომ მა​თი


მი​სიაა მა​სე​ბის გა​ნათ​ლე​ბა და რომ და​ნარ​ჩე​ნი კა​ცობ​რიობა მხო​ლოდ და მხო​ლოდ უგუ​ნურ​თა
ერ​თობ​ლიობაა. სად გა​აქ​რო ჩა​მოქ​რო​ლილ​მა ქარ​მა ამ ადა​მიანე​ბის სა​ხე​ლე​ბი, იდეები და
პა​ტივ​მოყ​ვა​რეობა?

ამას​თან, ცირ​კის ხმაურიც უერ​თდე​ბო​და თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლე​ში გა​მე​ფე​ბულ სა​ყო​ველ​თაო


აურ​ზა​ურს, ყვი​რილს თა​ვი​სი წი​ლი შეჰ​ქონ​და იმ ყა​ყა​ნის დიდ კონ​ცეტ​რში, რო​მე​ლიც სა​სახ​ლის ბაღ​ში
ყო​ველ სა​ღა​მოს იმარ​თე​ბო​და.

უნ​და ით​ქვას, რომ სი​ღა​ტა​კის, გა​და​სახ​ლე​ბის, ტე​რო​რი​სა და გა​ძე​ვე​ბის ეპო​ქა​ში სა​მე​ფო სა​სახ​ლე
იქ​ცა ცენ​ტრად, სა​დაც ცხოვ​რე​ბა – მთე​ლი დღის გან​მავ​ლო​ბა​ში და​ძა​ბუ​ლო​ბი​თა და ბრძო​ლით
შე​ვიწ​როებუ​ლი – ღა​მის დად​გო​მის​თა​ნა​ვე ოც​ნე​ბის სა​ძი​ებ​ლად მიეშუ​რე​ბო​და და თავს ძა​ლას ატან​და,
რა​თა დაევიწ​ყე​ბი​ნა ის ჭეშ​მა​რი​ტე​ბა, რომ​ლის ძიება​საც ეს​წრა​ფოდ​ნენ სო​ციალუ​რი წრის წევ​რე​ბი და
ცირ​კის აქ​ციონე​რე​ბი.

მა​შინ, რო​დე​საც პა​რი​ზის ყვე​ლა უბა​ნი ჩაბ​ნე​ლე​ბუ​ლი და და​ცა​რიელე​ბუ​ლი იყო; მა​შინ, რო​დე​საც
ქუ​ჩებ​ში მსხვერ​პლის ხელ​ში მო​საგ​დე​ბად გა​რეული ცხო​ვე​ლი​ვით დაძ​რწო​და დღე​ვან​დე​ლი
მე​დი​ლე​გეები​სა და ხვა​ლინ​დე​ლი ჯა​ლა​თე​ბის​გან შემ​დგა​რი ამაზ​რზე​ნი პატ​რუ​ლი; მა​შინ, რო​დე​საც
და​ღუ​პუ​ლი და ემიგ​რა​ციაში წა​სუ​ლი მე​გობ​რის თუ ნა​თე​სა​ვის კე​რა​ზე დარ​ჩე​ნი​ლე​ბი ნაღ​ვლიანი
ჩურ​ჩუ​ლით ერ​თმა​ნეთს უზიარებ​დნენ თა​ვი​ანთ შიშ​სა თუ ტკი​ვილს; სწო​რედ მა​შინ ბო​რო​ტე​ბის
ღმერ​თი​ვით სხი​ვებს აფ​რქვევ​და სა​მე​ფო სა​სახ​ლე. მი​სი ას ოთ​ხმო​ცი​ვე თა​ღე​დი გაბ​რდღვიალე​ბუ​ლი
იყო, ოქ​რომ​ჭედ​ლებს მა​ღა​ზიების ვიტ​რი​ნებ​ში სამ​კაულე​ბი გა​მოეფი​ნათ. ხალ​ხუ​რი კარ​მა​ნიოლე​ბი​სა
და სა​ყო​ველ​თაო სი​ღა​ტა​კის ფონ​ზე, გზას აც​დე​ნი​ლი გო​გო​ნე​ბი ბრი​ლი​ან​ტას​ხმუ​ლე​ბი და თეთრ და
წი​თელ ფე​რუ​მა​რი​ლით სა​ხე​დამ​შვე​ნე​ბუ​ლე​ბი დაიარე​ბოდ​ნენ; სა​მო​სიც შე​სა​ფე​რი​სი ეც​ვათ –
ხა​ვერ​დი​სა და აბ​რე​შუ​მის ქსო​ვი​ლის. ისი​ნი თვა​ლის​მომ​ჭრე​ლი უსირ​ცხვი​ლო​ბით და​სე​ირ​ნობ​დნენ
ხე​ებს შო​რის და გა​ლე​რე​ებ​ში. პროს​ტი​ტუ​ცი​ის მსგავ​სი ფუ​ფუ​ნე​ბა წარ​სუ​ლის უკა​ნას​კნე​ლი ირო​ნია,
მო​ნარ​ქი​ის უკა​ნას​კნე​ლი შეურაც​ხყო​ფა იყო.

სა​მე​ფო სა​მოს​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლი ამ არ​სე​ბე​ბის გა​მო​ფე​ნა ნიშ​ნავ​და ტა​ლა​ხის სრო​ლას დაღ​ვრი​ლი


სის​ხლის შემ​დეგ, თა​ნაც ისე​თი დი​დე​ბუ​ლი ქა​ლე​ბის ჩი​ნე​ბუ​ლი სა​მე​ფო კა​რის​თვის, რომ​ლის
დე​დო​ფა​ლი მა​რი ან​ტუანე​ტი იყო და რო​მე​ლიც რე​ვო​ლუ​ცი​ურ​მა გრი​გალ​მა ტრიანო​ნი​დან​(ტრიანო​ნი –
ვერ​სალ​ში აგე​ბუ​ლი სა​სახ​ლეების კომ​პლექ​სი. ავ​ტო​რი გუ​ლის​ხმობს მა​რი ან​ტუანე​ტის საყ​ვა​რელ
სა​სახ​ლეს, არ​ქი​ტექ​ტორ ჟაკ ანჟ გაბ​რიელის (1698-​1782) მი​ერ 1762-​1764 წლებ​ში აშე​ნე​ბულ მცი​რე
ტრიანონს.) გი​ლიოტი​ნის მო​ედ​ნამ​დე გაიტა​ცა – რო​გორც მთვრალ​მა კაც​მა, თა​ვი​სი პა​ტარ​ძლის
თეთ​რი კა​ბა ტა​ლა​ხი​ან გუ​ბე​ში რომ ამოს​ვა​რა.

ფუ​ფუ​ნე​ბას ყვე​ლა​ზე უსირ​ცხვი​ლო ქა​ლე​ბი დაეპატ​რონ​ნენ; ღვთის​მო​საობას ის​ღა დარ​ჩე​ნო​და, თა​ვი​სი


სი​შიშ​ვლე ძონ​ძე​ბით დაეფა​რა.

ასე​თი იყო სო​ციალუ​რი წრის მი​ერ ნა​პოვ​ნი ჭეშ​მა​რი​ტე​ბე​ბი​დან ერთ-​ერთი. და ამის მიუხე​და​ვად, ეს
ხალ​ხი – ეს პა​რი​ზე​ლი ხალ​ხი, რო​მელ​მაც მსოფ​ლიო გააოგ​ნა სი​სას​ტი​კით; რო​მე​ლიც, საუბე​დუ​როდ,
ჯერ ენ​თუ​ზი​აზმს აყო​ლი​ლი მოქ​მე​დებს და მე​რე უგ​დებს ყურს გო​ნე​ბას, რად​გან არა​სო​დეს ჰყოფ​ნის
მოთ​მი​ნე​ბა, ჩა​დე​ნი​ლი სი​სუ​ლე​ლეები გა​იხ​სე​ნოს; რო​მე​ლიც, გუ​ლახ​დი​ლად რომ ვთქვათ, ღა​ტა​კი და
ჩაუცმელ-​დაუხურავია – წე​სიერად ვერც კი ხვდე​ბო​და აღ​ნიშ​ნუ​ლი ან​ტი​თე​ზის ფი​ლო​სო​ფი​ურ არსს და
არა ზიზ​ღით, არა​მედ წა​დი​ლით მის​ჩე​რე​ბო​და სა​როს​კი​პოების დე​დოფ​ლებს, ცოდ​ვის ამაზ​რზენ
მბრძა​ნებ​ლებს. შემ​დეგ, რო​დე​საც, თვა​ლებ​ში ცეც​ხლჩამ​დგარ​ნი და აგ​ზნე​ბულ​ნი, მო​ინ​დო​მებ​დნენ,
ხე​ლით შე​ხე​ბოდ​ნენ სხეულებს, რომ​ლე​ბიც ყვე​ლას ეკუთ​ვნო​და, მათ ოქ​როს სთხოვ​დნენ და თუ ოქ​რო
არ ჰქონ​დათ, კინ​წის​კვრით აგ​დებ​დნენ – ნა​ჯა​ხით გა​მოც​ხა​დე​ბუ​ლი და სის​ხლით და​წე​რი​ლი
თა​ნას​წო​რო​ბის დიადი პრინ​ცი​პი ასე ილა​ხე​ბო​და და მას სა​მე​ფო სა​სახ​ლის მე​ძა​ვე​ბი ფეხ​ქვეშ
ღი​მი​ლით თე​ლავ​დნენ.

მსგავს დღე​ებ​ში იმ​დე​ნად მა​ღა​ლია მო​რა​ლუ​რი აგ​ზნე​ბა​დო​ბა, რომ რეალო​ბას ამის მაგ​ვა​რი უც​ნაური
წი​ნა​აღ​მდე​გო​ბე​ბი სჭირ​დე​ბა. ვულ​კან​ზე კი აღარ ცეკ​ვავ​დნენ, არა​მედ ვულ​კან​ში; გო​გირ​დსა და
ლა​ვას შეჩ​ვეული ფილ​ტვე​ბი აღარ კმა​ყო​ფილ​დე​ბოდ​ნენ წარ​სუ​ლის რბი​ლი სურ​ნე​ლე​ბით.

ამ​რი​გად, ყო​ველ სა​ღა​მოს სა​მე​ფო სა​სახ​ლე ცეც​ხლო​ვან გვირ​გვინს იდ​გამ​და. ქვის მა​ჭან​კა​ლი მუ​მი​ად
ქცე​ულ დიდ ქა​ლაქს ურ​ცხვად გას​ძა​ხო​და:

– და​ღამ​და, მო​დით! აქ, ჩემ​თან, ყვე​ლა​ფე​რია, სიმ​დიდ​რე და სიყ​ვა​რუ​ლი, ბან​ქო და ქა​ლე​ბი!


ყვე​ლა​ფერს ვყი​დი, თვით​მკვლე​ლო​ბი​სა და მკვლე​ლო​ბის ჩათ​ვლით. გუ​შინ​დე​ლი​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი
მშივ​რე​ბი ხართ, იტან​ჯე​ბით, ტი​რით, ჩემ​თან მო​დით. თქვე​ნი თვა​ლით ნა​ხავთ, რა მდიდ​რე​ბი ვართ,
რო​გორ ვხარ​ხა​რებთ. გა​სა​ყი​დი გო​ნე​ბა გაქვთ ან გო​გო​ნა გყავთ? მო​დით! იმ​დე​ნი ოქ​რო გექ​ნე​ბათ,
მი​სი ციმ​ცი​მი და​გაბ​რმა​ვებთ, ბილ​წსიტ​ყვაობა და​გაყ​რუ​ებთ; ჩა​ეფ​ლო​ბით ცოდ​ვა​ში, კო​რუფ​ციასა და
თავ​და​ვიწ​ყე​ბა​ში. მო​დით აქ ამ სა​ღა​მოს, იმი​ტომ, რომ ხვალ შე​იძ​ლე​ბა დაიხო​ცოთ.

ეს იყო უმ​თავ​რე​სი არ​გუ​მენ​ტი. უნ​და გეც​ხოვ​რა ისე, გე​გო​ნე​ბო​და, სიკ​ვდი​ლია ჩა​საფ​რე​ბუ​ლი.


და მო​დი​ოდ​ნენ.

ამ ყვე​ლა​ფე​რის შუაგულ​ში ყვე​ლა​ზე მე​ტად, ბუ​ნებ​რი​ვია, იმ ად​გილს ეტა​ნე​ბოდ​ნენ, სა​დაც ბან​ქოს


თა​მა​შობ​დნენ. იქ შე​იძ​ლე​ბო​და იმის მი​ღე​ბა, რი​თაც სხვა და​ნარ​ჩენს იყიდ​დი.

მო​ელ​ვა​რე სი​ნათ​ლე​ებ​ში ყვე​ლა​ზე ძლიერად სწო​რედ თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლის 113-ე ნომ​რის


წი​თე​ლი ფა​რა​ნი ანა​თებ​და, შემ​თვრა​ლი ციკ​ლო​პის​(ციკ​ლო​პი (კიკ​ლო​პი) – ვე​ლუ​რი კა​ცი​ჭა​მია
ბუმ​ბე​რა​ზი, ერ​თა​დერ​თი თვა​ლით შუბ​ლზე.) უზარ​მა​ზა​რი თვა​ლის და​რად.

თუ ჯო​ჯო​ხეთს ნო​მე​რი აქვს, ის 113 უნ​და იყოს.

ოჰ! იქ ყვე​ლა​ფე​რი გა​ეთ​ვა​ლათ.

პირ​ველ სარ​თულ​ზე რეს​ტო​რა​ნი გა​ეხ​სნათ, მეორე​ზე – სა​თა​მა​შო დარ​ბა​ზი. შე​ნო​ბის შუაგულ​ში ეზო
იყო, რაც სრუ​ლე​ბით ბუ​ნებ​რი​ვი​ა; მე​სა​მე სარ​თულ​ზე კი უკ​ვე შე​იძ​ლე​ბო​და და​ხარ​ჯვა პირ​ველ
სარ​თულ​ზე მი​ღე​ბუ​ლი ღო​ნი​სა და მეორე სარ​თულ​ზე მო​გე​ბუ​ლი ფუ​ლის.

ვი​მეორებთ, ყვე​ლა​ფე​რი გა​ეთ​ვა​ლათ იმის​თვის, რომ ფულს შე​ნო​ბა არ დაეტო​ვე​ბი​ნა.

სწო​რედ ამ შე​ნო​ბის​კენ მი​იჩ​ქა​რო​და ჰოფ​მა​ნი, ან​ტო​ნი​ას ხე​ლო​ვა​ნი შეყ​ვა​რე​ბუ​ლი.

113-ე ნო​მე​რი იყო იმ შე​ნო​ბის სი​ახ​ლო​ვეს, სა​დაც დღეს გახ​სნი​ლია კორ​სე​ლეს სა​ვაჭ​რო სახ​ლის
მა​ღა​ზიები(1791 წლი​დან თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლე​ში გახ​სნი​ლი იყო კა​ფე „ბო​რე​ლი“, აზარ​ტუ​ლი
თა​მა​შე​ბის​თვის გან​კუთ​ვნი​ლი ყვე​ლა​ზე სა​ხელ​გან​თქმუ​ლი და​წე​სე​ბუ​ლე​ბა, სა​დაც იყო რვა დარ​ბა​ზი
„ოც​დაათი და ორ​მო​ცის“ სა​თა​მა​შოდ და ექ​ვსი მა​გი​და რუ​ლე​ტის და​სატ​რიალებ​ლად. კორ​სე​ლეს
მა​ღა​ზიები 104-ე ნო​მერ​ში მდე​ბა​რე​ობ​და.).

ის იყო, ჰოფ​მა​ნი ეტ​ლი​დან ჩა​მოხ​ტა და სა​სახ​ლის გა​ლე​რეაში შედ​გა ფე​ხი, რომ იქაურო​ბის
ქალ​ღმერ​თე​ბი შე​მო​ეხ​ვივ​ნენ, რად​გან უც​ხოელის ჩაც​მუ​ლო​ბა, რო​გორც დღეს, ისე მა​ში​ნაც, უფ​რო
მეტ ნდო​ბას იწ​ვევ​და, ვიდ​რე ად​გი​ლობ​რი​ვის. არა​ვის სძულს ქვე​ყა​ნა ისე ძა​ლი​ან, რო​გორც თა​ვად
მას სა​კუ​თა​რი თა​ვი.

– 113-ე ნო​მე​რი სად არის? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა ერთ-​ერთ გო​გო​ნას, რო​მელ​მაც მკლავ​ზე წა​ავ​ლო
ხელი.

– აჰ! ესე იგი, მანდ მი​დი​ხარ, – ზიზ​ღით უპა​სუ​ხა ას​პა​სი​ამ, – ძა​ლი​ან კარ​გი, ჩე​მო პა​ტა​რა, იქით,
წი​თელ ფა​რან​თან. მაგ​რამ კე​თი​ლი ინე​ბე, ორი ლუიდო​რი შეინა​ხე და არ და​გა​ვიწ​ყდეს 115-ე
ნო​მე​რი.

ჰოფ​მა​ნი მი​თი​თე​ბუ​ლი ხე​ივ​ნის​კენ ისე გაექა​ნა, რო​გორც კურ​ციუსი(​მარ​კუს კურ​ციუსი (ძვ. წ. IV ს.) –
ლე​გენ​დის თა​ნახ​მად, ძვ. წ. 362 წელს რო​მის ფო​რუმ​ზე მი​წამ პი​რი დააღო. ქუ​რუმ​თა გან​მარ​ტე​ბით,
ეს ნი​შა​ნი სა​ხელ​მწი​ფოს წი​ნა​შე მდგარ საფ​რთხე​ზე მიუთი​თებ​და და მას თა​ვი​დან აიცი​ლებ​დნენ
მხო​ლოდ მა​შინ, თუ რო​მი თა​ვის საუკე​თე​სო მიღ​წე​ვას შეელეოდა. კურ​ცი​უს​მა გა​ნაც​ხა​და, რომ
რო​მის საუკე​თე​სო მიღ​წე​ვა მი​სი შვი​ლე​ბის სი​მა​მა​ცე და იარა​ღია, რის შემ​დე​გაც სრუ​ლი საბ​რძო​ლო
აღ​ჭურ​ვი​ლო​ბით, ცხენ​ზე ამ​ხედ​რე​ბუ​ლი გა​და​ეშ​ვა უფ​სკრულ​ში. მი​წამ მარ​თლაც შეკ​რა პი​რი.)
უფ​სკრუ​ლის​კენ და წუ​თის შემ​დეგ უკ​ვე სა​თა​მა​შო დარ​ბაზ​ში აღ​მოჩ​ნდა. იქ ისე​თი ზუ​ზუ​ნი ის​მო​და,
რო​გო​რიც აუქ​ციონებ​ზეა ხოლ​მე. თუმ​ცა მარ​თლაც ბევრ რა​მეს ჰყიდ​დნენ.

დარ​ბა​ზე​ბი გა​ფორ​მე​ბუ​ლი იყო მო​ოქ​რუ​ლი ჩუ​ქურ​თმე​ბით, ჭა​ღე​ბი​თა და ყვა​ვი​ლე​ბით. აქ თავს


იწო​ნებ​დნენ ღრმა​დე​კოლ​ტი​ან კა​ბებ​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლი დი​დე​ბუ​ლი მან​დი​ლოს​ნე​ბი, ქვე​მოთ შემ​ხვედრ
ქა​ლებ​ზე ბევ​რად უფ​რო ლა​მა​ზე​ბი. ყვე​ლა​ფერს ფა​რავ​და ოქ​როს ფუ​ლის ჩხრიალი და სწო​რედ ეს იყო
ამ ად​გი​ლის გუ​ლის​ფეთ​ქვა.

ჰოფ​მან​მა ჩაუარა ხელ​მარ​ჯვნივ მდე​ბა​რე დარ​ბაზს, სა​დაც „ოც​და​ათ​სა და ორ​მოცს“ თა​მა​შობ​დნენ და


რუ​ლე​ტის სა​თა​მა​შო სა​ლონ​ში შე​ვი​და.

მწვა​ნე​მაუდიანი დი​დი მა​გი​დის გარ​შე​მო მო​თა​მა​შეები შეკ​რე​ბი​ლიყ​ვნენ. ყვე​ლას ერ​თი მი​ზა​ნი


აერ​თიანებ​და; თუმ​ცა ერ​თმა​ნე​თის​გან იერით გან​სხვავ​დე​ბოდ​ნენ.

იქ იყ​ვნენ ახალ​გაზ​რდე​ბი​ცა და ისე​თი მო​ხუ​ცე​ბიც, რო​მელ​თა სა​მო​სის სა​ხე​ლოების იდაყ​ვე​ბი ამ


მა​გი​დას გაეხე​ხა. ამ მა​მა​კაც​თა შო​რის ზო​გი​ერთს წი​ნა დღეს, ან დი​ლით, ან, სუ​ლაც, სა​ღა​მო​თი მა​მა
გარ​დაც​ვლო​და; მაგ​რამ მა​თი ფიქ​რე​ბი მხო​ლოდ მოხ​ტუ​ნა​ვე ბურ​თუ​ლას დას​ტრიალებ​და. მო​თა​მა​შე​ში
მარ​ტოოდენ ერ​თი გრძნო​ბა ცოც​ხლობს, ესაა სურ​ვი​ლი და სწო​რედ ის კვე​ბავს მას, ჯაბ​ნის ყვე​ლა
და​ნარ​ჩენს. რო​გორც ამ​ბო​ბენ, მე​სიე ბა​სომ​პი​ერ​მა ის იყო, სა​ცეკ​ვა​ოდ გა​იწ​ვია მა​რია მე​დი​ჩი, რომ
მიუახ​ლოვ​დნენ და შე​ატ​ყო​ბი​ნეს: „დე​დათ​ქვე​ნი გარ​და​იც​ვა​ლა“, რა​ზე​დაც მიუგო: „დე​და​ჩე​მი მხო​ლოდ
მას შემ​დეგ მოკ​ვდე​ბა, რო​დე​საც ცეკ​ვას და​ვას​რუ​ლებ“. სწო​რედ ეს მე​სიე ბა​სომ​პიერი, ბან​ქოს
მო​თა​მა​შეს​თან შე​და​რე​ბით, ნამ​დვი​ლი ღვთის​მო​სა​ვია. ბან​ქოს სა​თა​მა​შო მა​გი​დას​თან მჯდა​რი
მო​თა​მა​შე მარ​კი​ზის ამ სიტ​ყვებ​საც კი არ იტ​ყო​და – ჯერ ერ​თი იმი​ტომ, რომ დრო​ის და​კარ​გვად
მი​იჩ​ნევ​და და ესეც არ იყოს, თა​მა​შის დროს მას არც გუ​ლი აქვს და აღარც გო​ნიერე​ბა შერ​ჩე​ნია.

რო​დე​საც არ თა​მა​შობს, არა​ფე​რი იც​ვლე​ბა, მო​თა​მა​შე მხო​ლოდ თა​მაშ​ზე ფიქ​რობს.

მო​თა​მა​შე ყვე​ლა ღირ​სე​ბას ფლობს – თავ​შე​კა​ვე​ბუ​ლია, მომ​თმე​ნი, დაუღა​ლა​ვი. კე​თილ​შო​ბი​ლუ​რი


მიზ​ნის​თვის, დიადი გრძნო​ბის​თვის რომ და​ხარ​ჯოს ის დაუჯე​რე​ბე​ლი ენერ​გია, რო​მელ​საც თა​მაშს
ახ​მარს, უეჭ​ვე​ლად მსოფ​ლი​ოს ერთ-​ერთი გა​მო​ჩე​ნი​ლი ადა​მიანი გახ​დე​ბა. არც კეისარს, არც
ჰა​ნი​ბალ​სა და არც ნა​პო​ლე​ონს თა​ვი​ან​თი გრან​დიოზუ​ლი გეგ​მე​ბის გან​ხორ​ციელე​ბის დრო​საც კი არ
ჰქო​ნი​ათ იმ ძა​ლის ტოლ​ფა​სი, რა​საც ყვე​ლა​ზე გა​მოც​დი​ლი მო​თა​მა​შე ფლობს. ამ​ბი​ცია, სიყ​ვა​რუ​ლი,
გრძნო​ბე​ბი, გუ​ლი, გო​ნე​ბა, სმე​ნა, ყნოს​ვა, შე​ხე​ბა – ადა​მიანის ყვე​ლა სა​სი​ცოც​ხლო ძა​ლა მის​თვის
ერ​თი​ან​დე​ბა ერთ სიტ​ყვა​ში და ერ​თი მიზ​ნით: თა​მა​ში. არ გე​გო​ნოთ, რომ თა​მა​შობს მო​სა​გე​ბად. რა
თქმა უნ​და, ყვე​ლა​ფე​რი ამით იწ​ყე​ბა, მაგ​რამ მე​რე მთავ​რდე​ბა იმით, რომ თა​მა​შობს თა​მა​შის​თვის,
ბან​ქოს​კენ თვა​ლის გა​სა​პა​რებ​ლად, ოქ​რო​თი მა​ნი​პუ​ლი​რე​ბის​თვის, იმ უც​ნაური გრძნო​ბე​ბის
გან​საც​დე​ლად, რომ​ლე​ბიც მის ცხოვ​რე​ბა​ში სხვას არა​ფერს შე​ედ​რე​ბა. მა​თი წყა​ლო​ბით, მო​გე​ბა​სა
თუ წა​გე​ბას – ამ ორ პო​ლუსს – შო​რის მო​თა​მა​შე ქა​რის სის​წრა​ფით მოძ​რა​ობს, ერ​თი პო​ლუ​სი
ცეც​ხლი​ვით წვავს, მეორე კი ყი​ნუ​ლი​ვით აცი​ვებს. ერ​თი სიტ​ყვით, მი​სი გუ​ლი ფეთ​ქავს სურ​ვი​ლის ან
რეალო​ბის კარ​ნა​ხით, რო​გორც ცხე​ნი დე​ზე​ბის დაკ​ვრის შემ​დეგ; ღრუ​ბე​ლი​ვით იწოვს სუ​ლის ყვე​ლა
შე​საძ​ლებ​ლო​ბას, აკა​ვებს მათ, იზო​გავს და სვლის შემ​დეგ შვე​ბით სუნ​თქავს, მე​რე ისევ ძა​ბავს ამ
შე​საძ​ლებ​ლო​ბებს.

თა​მა​შის ვნე​ბა ყვე​ლა და​ნარ​ჩენ​ზე ძლიერია, იმი​ტომ, რომ მი​სი დაკ​მა​ყო​ფი​ლე​ბა შე​უძ​ლე​ბე​ლია, არც
მო​საწ​ყე​ნია. ის საყ​ვა​რე​ლია, რო​მე​ლიც მუ​დამ გპირ​დე​ბა და სა​ნაც​ვლოდ არა​სო​დეს არა​ფერს
გაძ​ლევს. გკლავს, თა​ვად კი არ იღ​ლე​ბა.

თა​მა​შის ვნე​ბა ადა​მიანის ის​ტე​რიაა.

მო​თა​მა​შის​თვის ყვე​ლა​ფე​რი მკვდა​რია, ოჯა​ხიც, მე​გობ​რე​ბიც, სამ​შობ​ლოც. მი​სი ჰო​რი​ზონ​ტი ბან​ქოს


ქა​ღალ​დი​თა და რუ​ლე​ტის ბურ​თუ​ლით შე​მოიფარ​გლე​ბა. მის​თვის სამ​შობ​ლო ის სკა​მია, რო​მელ​ზე​დაც
ზის და მწვა​ნე მაუდი, რო​მელ​საც იდაყ​ვით ეყ​რდნო​ბა. წმინ​და ლავ​რენ​ტის და​რად, კო​ცონ​ზე დაწ​ვა
რომ მიუსა​ჯონ და თან თა​მა​შის სა​შუალე​ბა დაუტო​ვონ, ნაძ​ლევს ჩა​მო​ვალ, ვერც კი იგ​რძნობს
ცეც​ხლის სიმ​ხურ​ვა​ლეს, მის​კენ არც კი გაიხე​დავს.

მო​თა​მა​შე დუმს. სიტ​ყვა არა​ფერ​ში სჭირ​დე​ბა, თა​მა​შობს, იგებს, აგებს. ადა​მიანიც აღარ არის –
მან​ქა​ნაა. რა​ტომ​ღა უნ​და ილა​პა​რა​კოს?

მა​შა​სა​და​მე, სა​თა​მა​შო დარ​ბა​ზებ​ში ხმაურობ​დნენ არა მო​თა​მა​შეები, არა​მედ კრუ​პიეები, რომ​ლე​ბიც


ოქ​როს აგ​რო​ვებ​დნენ და დუდ​ღუ​ნით წა​მო​იყ​ვი​რებ​დნენ:

– თქვე​ნი სვლაა.

იმ მო​მენ​ტში ჰოფ​მანს დამ​კვირ​ვებ​ლის რო​ლი სრუ​ლე​ბით არ სურ​და, ვნე​ბამ ისე და​რია ხე​ლი, რომ
დაკ​ვირ​ვე​ბე​ბის დრო არ ჰქონ​და.

სწრა​ფად შეერია მო​თა​მა​შე​ებს და მა​გი​დას მიუახ​ლოვ​და. ფეხ​ზე მდგომ, კარ​მა​ნი​ოლ​ში გა​მოწ​ყო​ბილ


მა​მა​კაც​სა და სკამ​ზე მჯდარ მო​ხუ​ცე​ბულს შო​რის აღ​მოჩ​ნდა, რო​მე​ლიც ფან​ქრით ფურ​ცელ​ზე რა​ღა​ცას
ან​გა​რი​შობ​და. ამ მო​ხუც​მა მთე​ლი ცხოვ​რე​ბა შეს​წი​რა წა​გე​ბი​სას ფსო​ნის გა​ორ​მა​გე​ბის საუკე​თე​სო
სტრა​ტე​გი​ის ძიება​სა და გა​მო​ყე​ნე​ბას, უკა​ნას​კნელ მო​ნე​ტებს კარ​გავ​და. ასე​თი სტრა​ტე​გი​ის მო​ძებ​ნა
ისე​ვე შე​უძ​ლე​ბე​ლია, რო​გორც სუ​ლის პოვ​ნა.

ფეხ​ზე მდგარ და ჩა​მომ​ჯდარ მა​მა​კა​ცებს შო​რის მო​ჩან​და ქა​ლე​ბის თა​ვე​ბი, რომ​ლე​ბიც მათ მხრებს
ეყ​რდნო​ბოდ​ნენ. ისი​ნი კა​ცე​ბის ოქ​რო​ში ცუ​რავ​დნენ და, შეუდა​რე​ბე​ლი მო​ხერ​ხე​ბუ​ლო​ბის წყა​ლო​ბით,
ერ​თნაირად სარ​გებ​ლობ​დნენ რო​გორც მა​თი წა​გე​ბით, ისე მო​გე​ბით.

რო​დე​საც ოქ​რო​თი სავ​სე თა​სებ​სა და პი​რა​მი​დე​ბად დაწ​ყო​ბილ მო​ნე​ტებს ხე​დავ​დი, ძნე​ლი


და​სა​ჯე​რე​ბე​ლი იყო ქვე​ყა​ნა​ში გა​მე​ფე​ბუ​ლი სი​ღა​ტა​კე და ოქ​როს მე​ტის​მე​ტად ძვი​რი ფა​სი.

კარ​მა​ნიოლი​ან​მა მა​მა​კაც​მა ქა​ღალ​დის დას​ტა ნო​მერ​ზე და​აგ​დო.

– ორ​მოც​დაათი ლივ​რი, – თქვა მან თა​მა​შის დაწ​ყე​ბის ნიშ​ნად.


– ეს რა არის? – კრუ​პი​ემ დას​ტა ნიჩ​ბით ახ​ლოს მიიწია და თი​თის წვე​რე​ბით ას​წია.

– ასიგ​ნა​ციებია, – უპა​სუ​ხა მა​მა​კაც​მა.

– ამის გარ​და სხვა ფუ​ლი არ გაქვთ? – ჰკით​ხა კრუ​პი​ემ.

– არა, მო​ქა​ლა​ქევ.

– რა​კი ასეა, თქვე​ნი ად​გი​ლი სხვას და​უთ​მეთ.

– რა​ტომ?

– იმი​ტომ, რომ ამას ფსო​ნად არ ვი​ღებთ.

– მთავ​რო​ბის გა​მოშ​ვე​ბუ​ლი ფუ​ლია.

– მით უკე​თე​სი მთავ​რო​ბის​თვის, თუ მას იყე​ნებს! ჩვენ ასე მოქ​ცე​ვა არ გვსურს.

– აჰა! გა​სა​გე​ბია! – კაც​მა ასიგ​ნა​ციების დას​ტა აიღო. მარ​თლაც უც​ნაური ფუ​ლი იყო, რომ​ლის
ბან​ქო​ში წა​გე​ბაც კი შე​უძ​ლე​ბე​ლი ჩან​და.

კა​ცი მა​გი​დას მო​შორ​და და ასიგ​ნა​ცი​ებს ხე​ლებ​ში ატ​რიალებ​და.

– ფსონს ჩა​მო​დით! – დაიძა​ხა კრუ​პი​ემ.

რო​გორც ვი​ცით, ჰოფ​მა​ნი მო​თა​მა​შე იყო, მაგ​რამ ამ​ჯე​რად სა​თა​მა​შოდ კი არა, ფუ​ლის​თვის მი​ვი​და.

ცხე​ლე​ბამ აიტა​ნა, რო​მე​ლიც სხე​ულ​ში გა​მომ​წყვდე​ულ მის სულს ჩაიდან​ში მო​თუხ​თუ​ხე წყა​ლი​ვით
ადუ​ღებ​და.

– ასი ტა​ლე​რი ნო​მერ 26-​ზე! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა.

კრუ​პიე გერ​მა​ნულ ფულ​საც ისე და​აც​ქერ​და, რო​გორც ცო​ტა ხნის წინ ასიგ​ნა​ციების დას​ტას.

– წა​დით, გა​დაც​ვა​ლეთ, – უთ​ხრა ჰოფ​მანს, – ჩვენ მხო​ლოდ ფრან​გულ ფულს ვი​ღებთ.

ჰოფ​მა​ნი შლე​გი​ვით გა​იქ​ცა, ფუ​ლის გა​დამ​ცვლელს მიაშუ​რა, რო​მე​ლიც გერ​მა​ნე​ლი აღ​მოჩ​ნდა და


სა​მა​სი გერ​მა​ნუ​ლი ტა​ლე​რი ოქ​რო​ზე, ანუ ორ​მოც ლუიდორ​ზე, გა​უც​ვა​ლა.

ამა​სო​ბა​ში რუ​ლე​ტი სამ​ჯერ და​ატ​რიალეს.


– თხუთ​მე​ტი ლუიდო​რი 26-​ზე! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა, თან მა​გი​დის​კენ გარ​ბო​და. მო​თა​მა​შის​თვის
და​მა​ხა​სიათე​ბელ ცრურ​წმე​ნას აეტა​ნა – ის რიც​ხვი გაიმეორა, რო​მე​ლიც შემ​თხვე​ვით ამო​ირ​ჩია და ამ
რიც​ხვზე სურ​და ფსო​ნის და​დე​ბა კარ​მა​ნიოლი​ან მა​მა​კაც​საც.

– ფსო​ნი აღარ მიიღე​ბა! – და​იყ​ვი​რა კრუ​პი​ემ.

ბურ​თუ​ლა დატ​რი​ალ​და.

ჰოფ​მა​ნის მე​ზო​ბელ​მა ორი მუ​ჭით მოხ​ვე​ტა ოქ​როს მო​ნე​ტე​ბი და მუხ​ლებ​ზე და​დე​ბულ ქუდ​ში ჩა​ყა​რა,
კრუ​პი​ემ კი ჰოფ​მა​ნის თხუთ​მე​ტი ლუიდო​რი სხვე​ბის ფულ​თან ერ​თად ნიჩ​ბით აიღო.

ეს იმი​ტომ, რომ ბურ​თუ​ლა 16-​ზე გა​ჩერ​და.

ჰოფ​მან​მა იგ​რძნო, ცივ​მა ოფ​ლმა რო​გორ და​უც​ვა​რა შუბ​ლი, გე​გო​ნე​ბო​და, ლი​თო​ნის ბა​დე აეკ​რა.

– თხუთ​მე​ტი ლუიდო​რი 26-​ზე! – გაიმეორა მან.

და​ნარ​ჩე​ნე​ბი სხვა ნომ​რებს იძახ​დნენ და ბურ​თუ​ლა კი​დევ ერ​თხელ დატ​რი​ალ​და.

ამ​ჯე​რად ყვე​ლა​ფე​რი კა​ზი​ნოს დარ​ჩა, რად​გან ბურ​თუ​ლა ნულ​ზე შე​ჩერ​და.

– ათი ლუიდო​რი 26-​ზე! – ჩამ​წყდა​რი ხმით წაიჩურ​ჩუ​ლა ჰოფ​მან​მა; მე​რე სუ​ლი მო​ით​ქვა და
გა​ნაგ​რძო, – არა, მხო​ლოდ ცხრა, – ერ​თი ლუიდო​რი უკა​ნას​კნე​ლი ფსო​ნის​თვის, უკა​ნას​კნელ იმე​დად
დაიტო​ვა.

30 ამო​ვი​და.

მა​გი​დი​დან ოქ​როს უკუქ​ცე​ვა ტალ​ღის მიქ​ცე​ვას ჰგავ​და.

ჰოფ​მან​მა, რო​მელ​საც გუ​ლი ამო​ვარ​დნა​ზე ჰქონ​და და გუ​ლის​ცე​მის რიტ​მის შე​სა​ბა​მი​სად მის


გო​ნე​ბა​ში ერ​თმა​ნეთს ცვლი​და არ​სე​ნის დამ​ცი​ნა​ვი და ან​ტო​ნი​ას სევ​დიანი სა​ხეები, ხე​ლის კან​კა​ლით
და​დო უკა​ნას​კნე​ლი ლუიდო​რი 26 ნო​მერ​ზე.

თა​მა​ში ერთ წუთ​ში დას​რულ​და.

– ფსო​ნი აღარ მიიღე​ბა! – და​იყ​ვი​რა კრუ​პი​ემ.

ჰოფ​მა​ნი ან​თე​ბუ​ლი თვა​ლე​ბით მის​ჩე​რე​ბო​და მოტ​რიალე ბურ​თუ​ლას, გე​გო​ნე​ბო​და, თვალ​წინ


გა​ელ​ვე​ბულ სა​კუ​თარ ცხოვ​რე​ბას უყუ​რებ​და.

უეც​რად უკან გა​და​ქან​და, სა​ხე​ზე ხე​ლე​ბი აიფა​რა.


არა მხო​ლოდ თა​მა​ში წააგო, უკა​ნას​კნე​ლი დე​ნი​ეც​(დე​ნიე – ძვე​ლე​ბუ​რი ფრან​გუ​ლი სპი​ლენ​ძის
მო​ნე​ტა.) კი აღარ დარ​ჩა, არც ჯი​ბე​ში, არც სას​ტუმ​როს ნო​მერ​ში.

იქ​ვე ახ​ლოს ქა​ლი იჯ​და, რო​მელ​საც მა​გი​დას​თან მყო​ფი ნე​ბის​მიერი მა​მა​კა​ცი წუ​თის წინ ოც ფრან​კად
აიყ​ვან​და; ახ​ლა კი ქალ​მა მო​გე​ბუ​ლი ოქ​როს მო​ნე​ტე​ბი ხე​ლით მოხ​ვე​ტა და სი​ხა​რუ​ლის ვე​ლუ​რი
ყი​ჟი​ნა აღ​მოხ​და.

ჰოფ​მა​ნი სი​ცოც​ხლის ათ წელს დათ​მობ​და, ოღონდ ქა​ლის კუთ​ვნი​ლი ერ​თი ლუიდო​რი მა​ინც
ჰქო​ნო​და.

გა​ფიქ​რე​ბა​ზე უფ​რო სწრა​ფი მოძ​რაობით მო​იჩ​ხრი​კა ჯი​ბეები, თით​ქოს ამოწ​მებ​და, სი​ნამ​დვი​ლე​ში რა


მდგო​მა​რეობა​ში იმ​ყო​ფე​ბო​და.

ჯი​ბეები ცა​რიელი იყო, მაგ​რამ მკერ​დთან რა​ღაც მრგვა​ლი, ეკი​უს მსგავ​სი იგ​რძნო და მა​შინ​ვე ხე​ლი
წა​ავ​ლო.

ან​ტო​ნი​ას მე​და​ლიონი აღ​მოჩ​ნდა, რო​მე​ლიც აღარც კი ახ​სოვ​და.

– გა​დავ​რჩი! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა, მე​რე ოქ​როს მე​და​ლიონი 26-ე ნო​მერ​ზე და​დო.

XV - მედალიონი

კრუ​პი​ემ ოქ​როს მე​და​ლიონი აიღო და დაკ​ვირ​ვე​ბით შე​ათ​ვა​ლიერა:

– მე​სიე, – უთ​ხრა ჰოფ​მანს. 113-ე ნო​მერ​ში ისევ „მე​სიეთი“ მი​მარ​თავ​დნენ, – თუ გნე​ბავთ, გა​ყი​დეთ
და შემ​დეგ მი​ღე​ბუ​ლი ფუ​ლით ითა​მა​შეთ. გი​მეორებთ, ჩვენ მხო​ლოდ ოქ​როს ან ვერ​ცხლის ფულს
ვი​ღებთ.

ჰოფ​მან​მა მე​და​ლიონი აიღო და სიტ​ყვის უთ​ქმე​ლად გა​ვი​და დარ​ბა​ზი​დან.

ვიდ​რე კი​ბე​ზე ჩა​დიოდა, ბევ​რი ნა​ფიქ​რა​ლი, ბევ​რი რჩე​ვა, ბევ​რი გაფ​რთხი​ლე​ბა ის​მო​და მის გარ​შე​მო,
მაგ​რამ ჰოფ​მანს არაფ​რის გა​გო​ნე​ბა არ უნ​დო​და და სწრა​ფი ნა​ბი​ჯით შე​ვი​და იმა​ვე ფუ​ლის
გა​დამ​ცვლელ​თან, რო​მელ​მაც ცო​ტა ხნის წინ გერ​მა​ნუ​ლი ტა​ლე​რე​ბის სა​ნაც​ვლოდ ლუიდო​რე​ბი მის​ცა.

ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლი, პა​ტიოსა​ნი ადა​მიანი, უდარ​დე​ლად გა​და​წო​ლი​ლი​ყო ტყა​ვის დიდ სა​ვარ​ძელ​ში,


სათ​ვა​ლე ედო ცხვი​რის წვერ​ზე, რო​მელ​საც მა​გი​დის ნა​თუ​რის მკრთა​ლი სი​ნათ​ლე ანა​თებ​და, რა​საც
სპი​ლენ​ძის თა​სებ​ში ჩაყ​რილ ოქ​როს მო​ნე​ტებ​ზე არეკ​ლი​ლი სხი​ვე​ბი უერ​თდე​ბო​და. უკან მო​ჩან​და
მავ​თუ​ლის ბა​დე და მას​ზე ჩა​მო​ფა​რე​ბუ​ლი მწვა​ნე აბ​რე​შუ​მის ფარ​დე​ბი. მა​გი​დის სი​მაღ​ლე​ზე
გა​მოჭ​რილ კარ​ში მხო​ლოდ ხე​ლის შე​ყო​ფა შე​იძ​ლე​ბო​და.

ჰოფ​მა​ნი ოქ​როს ასე ძა​ლი​ან მა​ნამ​დე არ მოუხიბ​ლავს.

მო​ჯა​დოებუ​ლი იყო და მზე​რას ვერ აცი​ლებ​და, გე​გო​ნე​ბო​და, მზის სხი​ვი დაინა​ხა. მარ​თა​ლია,
სა​თა​მა​შო დარ​ბაზ​ში იმა​ზე მე​ტი ოქ​როს მო​ნე​ტა ნა​ხა, ვიდ​რე ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​თან, თუმ​ცა,
ფი​ლო​სო​ფიური თვალ​საზ​რი​სით, აქ თით​ქოს გან​სხვა​ვე​ბუ​ლი ოქ​რო იყო. არ​სე​ბობ​და 113-ე ნომ​რის
ხმაურიანი, სწრა​ფი, მღელ​ვა​რე ოქ​რო და ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლის წყნა​რი, მტკი​ცე, მუნ​ჯი ოქ​რო. მათ
შო​რის გან​სხვა​ვე​ბა ისე​თი​ვე იყო, რო​გო​რიც უტ​ვი​ნო ყბე​დებ​სა და მო​კირ​კი​ტე მო​აზ​როვ​ნე​ებს
შო​რი​საა.

რუ​ლე​ტის დატ​რიალე​ბი​თა და ბან​ქოს თა​მა​შით მო​გე​ბუ​ლი ოქ​რო​თი სი​კე​თეს ვერ ჩაიდენ, რად​გან ის
არ ეკუთ​ვნის იმას, ვის ხელ​შიც მოხ​ვდა, არა​მედ პი​რი​ქით, ოქ​რო ბა​ტო​ნობს მას​ზე. უწ​მინ​დუ​რი
წყა​რო​დან წა​მო​სუ​ლი ოქ​რო უწ​მინ​დურ მი​ზანს მოხ​მარ​დე​ბა. მას თა​ვი​სი ცხოვ​რე​ბა აქვს, მაგ​რამ
ცუ​დი ცხოვ​რე​ბა და სწრა​ფად​ვე ბრუნ​დე​ბა იქ, საიდა​ნაც მო​ვი​და. ის მხო​ლოდ ბი​წი​ერ რჩე​ვას იძ​ლე​ვა,
სი​კე​თეს არ ხმარ​დე​ბა; და თუ ასე მა​ინც მოხ​და – შემ​თხვე​ვი​თო​ბაა. მფლო​ბე​ლებს ჩას​ჩურ​ჩუ​ლებს
ოთ​ხჯერ, ოც​ჯერ მეტ სურ​ვილს, ვიდ​რე მო​გე​ბულ ფულს შე​უძ​ლია გა​დაიხა​დოს და რო​ცა ხელ​ში
უვარ​დე​ბათ, ხვდე​ბი​ან, რომ ოქ​როს სა​ფა​სუ​რი არც ისე დი​დი ყო​ფი​ლა, რო​გორც ეგო​ნათ. ერ​თი
სიტ​ყვით, თა​მაშ​ში მო​გე​ბუ​ლი თუ ნა​ოც​ნე​ბა​რი, წა​გე​ბუ​ლი თუ ხელ​ში ჩაგ​დე​ბუ​ლი მუ​დამ მოჩ​ვე​ნე​ბი​თი
ღი​რე​ბუ​ლე​ბი​საა.

ზოგ​ჯერ ერ​თი მუ​ჭა ოქ​რო არა​ფე​რი ღირს, ხან​და​ხან კი ერ​თა​დერთ მო​ნე​ტას შე​უძ​ლია ადა​მიანის
სი​ცოც​ხლის გა​დარ​ჩე​ნა. ოქ​რო, რო​მე​ლიც ვაჭ​რო​ბა​ში ტრიალებს და ოქ​რო, რო​მე​ლიც ფუ​ლის
გა​დამ​ცვლელს აქვს, რის​თვი​საც ჰოფ​მა​ნი თა​ნა​მე​მა​მუ​ლეს​თან მო​ვი​და, სწო​რედ იმ ფასს შეესა​ბა​მე​ბა,
რაც მო​ნე​ტა​ზეა ამოტ​ვიფ​რუ​ლი. თა​ვის სპი​ლენ​ძის ბუ​დეს ტო​ვებს თა​ნა​ბა​რი ან, სუ​ლაც, აღ​მა​ტე​ბუ​ლი
ღი​რე​ბუ​ლე​ბის თან​ხის სა​ფა​სუ​რად. ხე​ლი​დან ხელ​ში გა​დას​ვლით არ ირ​ყვნე​ბა, რო​გორც მე​ძა​ვი,
უსირ​ცხვი​ლოდ, გა​ნურ​ჩევ​ლად, უსიყ​ვა​რუ​ლოდ. ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლის ხე​ლი​დან გა​სუ​ლი კი
შე​იძ​ლე​ბა წაიბილ​წოს, ცუდ სა​ზო​გა​დოება​ში მოხ​ვდეს, შე​საძ​ლოა ასე იყო კი​დე​ვაც, ვიდ​რე
გა​დამ​ცვლე​ლის ხელ​ში მოხ​ვდე​ბო​და, მაგ​რამ პა​ტი​ვის​ცე​მას იმ​სა​ხუ​რებს და მას შე​სა​ბა​მი​სად უნ​და
მო​ეპ​ყრან. ის სა​ჭი​როებას ემ​სა​ხუ​რე​ბა და არა კაპ​რიზს. მას თა​მაშ​ში კი არ იგე​ბენ, არა​მედ იძე​ნენ.
ის არ არის კრუ​პი​ეს ხე​ლით სა​თა​მა​შო მა​გი​და​ზე დაყ​რი​ლი ჟე​ტო​ნე​ბი. მას მე​თო​დუ​რად, ნე​ლა
ით​ვლის ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლი, ით​ვლის თი​თოეულ მო​ნე​ტას და ფულს სა​კად​რი​სი პა​ტი​ვის​ცე​მით
ეპ​ყრო​ბა. ეს ფუ​ლი მდუ​მა​რეა, მაგ​რამ ეს მდუ​მა​რე​ბაც მრავ​ლის​მეტ​ყვე​ლია – სწო​რედ ამა​ზე
ფიქ​რობ​და ჰოფ​მა​ნი. ამ ფიქ​რებ​მა წუთ​ზე უს​წრა​ფე​სად გაუელ​ვა თავ​ში და აცახ​ცახ​და, რო​დე​საც
წარ​მო​იდ​გი​ნა, რომ ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლი ასეთ ხელ​შე​სა​ხებ ოქ​როს არ მის​ცემ​და მე​და​ლიონის
სა​ნაც​ვლოდ. მარ​თა​ლია, დრო​ის ამაო ხარ​ჯვად მი​იჩ​ნევ​და, მაგ​რამ თავს ძა​ლა დაატა​ნა და
ხან​გრძლივ ახსნა-​განმარტებას შე​უდ​გა, თა​ნაც ისიც გა​სათ​ვა​ლის​წი​ნე​ბე​ლია, რომ ფუ​ლის
გა​დამ​ცვლელს ხელ​საყ​რელ გა​რი​გე​ბას კი არ სთა​ვა​ზობ​და, მი​სი დახ​მა​რე​ბა სჭირ​დე​ბო​და.

– მე​სიე, ისევ მე ვარ, ცო​ტა ხნის წინ ტა​ლე​რე​ბი მო​გი​ტა​ნეთ ოქ​როს ფულ​ზე გა​და​საც​ვლე​ლად.

– დი​ახ, მე​სიე, გი​ცა​ნით, – უპა​სუ​ხა ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა.


– გერ​მა​ნე​ლი ბრძან​დე​ბით, მე​სიე?

– ჰაიდელ​ბერ​გე​ლი.

– მაგ ქა​ლაქ​ში ვსწავ​ლობ​დი.

– რა მშვე​ნიერი ქა​ლა​ქია!

– მარ​თლაც.

მთე​ლი ამ სა​უბ​რის გან​მავ​ლო​ბა​ში ჰოფ​მანს სხე​ულ​ში სის​ხლი უდუღ​და. ასე ეგო​ნა, თი​თოეული
და​კარ​გუ​ლი წუ​თი სი​ცოც​ხლის ერთ წელს არ​თმევ​და.

მე​რე ღი​მი​ლით გა​ნაგ​რძო:

– ვი​ფიქ​რე, რო​გორც თა​ნა​მე​მა​მუ​ლე, და​მეხ​მა​რე​ბით.

– რა სა​ხის სამ​სა​ხუ​რის გა​წე​ვას გუ​ლის​ხმობთ? – სა​ხე მოექუფ​რა ფუ​ლის გა​დამ​ცვლელს, რად​გან


ფუ​ლის გა​სეს​ხე​ბა ჭი​რის დღე​სა​ვით ეჯავ​რე​ბო​და.

– ოქ​როს ამ მე​და​ლიონის​თვის სა​მი ლუიდო​რი მა​სეს​ხეთ, – ჰოფ​მან​მა მე​და​ლიონი ფუ​ლის


გა​დამ​ცვლელს გაუწო​და, რო​მელ​მაც ჩა​მო​არ​თვა და სას​წორ​ზე და​დო.

– არ გა​ყი​დით? – ჰკით​ხა ვაჟს.

– ოჰ! არა! – წა​მო​იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა, – არა, ისიც მე​ტის​მე​ტია, რომ ასე ვიქ​ცე​ვი, მე​სიე, მე​ტიც, მინ​და
გთხო​ვოთ, ეს მე​და​ლიონი ჩემ​თვის სა​თუ​თად შეინა​ხოთ, სი​ცოც​ხლე​ზე მე​ტად ძვირ​ფა​სია, ხვალ​ვე
გა​მო​ვის​ყი​დი. მხო​ლოდ გან​სა​კუთ​რე​ბულ​მა მდგო​მა​რეობამ მაიძუ​ლა ამ​გვა​რად მოქ​ცე​ვა.

– რა​კი ასეა, სამ ლუიდორს გა​სეს​ხებთ, მე​სიე.

ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა რაც შე​იძ​ლე​ბო​და მკაც​რი სა​ხე მიიღო, რო​გო​რიც, მი​სი აზ​რით, ამ​გვარ
ვი​თა​რე​ბას შეესა​ბა​მე​ბო​და და ჰოფ​მანს სა​მი ლუიდო​რი გაუწო​და.

– ოჰ! მად​ლო​ბე​ლი ვარ, მე​სიე, ათას მად​ლო​ბას გიხ​დით! – წა​მოიძა​ხა მან და რო​გორც კი სა​მი
ლუიდო​რი მიიღო, გაუჩი​ნარ​და.

ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა მე​და​ლიონი მა​გი​დის უჯ​რა​ში შეინა​ხა და კით​ხვა გა​ნაგ​რძო. მას აზ​რა​დაც არ
მოუვი​დო​და, თა​ვი​სი ოქ​რო 113-ე ნომ​რის სახ​ლში წაეღო და მე​ტი ოქ​როს მი​სა​ღე​ბად გაერის​კა.
მო​თა​მა​შე ისე ახ​ლოს არის მკრე​ხე​ლო​ბას​თან, რომ რო​დე​საც ჰოფ​მან​მა ერ​თი ლუიდო​რი 26 ნო​მერ​ზე
და​დო – გა​რის​კვა არ სურ​და, სა​თი​თა​ოდ აპი​რებ​და ლუიდო​რე​ბის ჩა​მოს​ვლას – ან​ტო​ნი​ას სა​ხე​ლი
წარ​მოთ​ქვა.

ვიდ​რე ბურ​თუ​ლა და​გო​რავ​და, იგი უგ​რძნობ​ლად შეს​ცქე​რო​და – რა​ღაც კარ​ნა​ხობ​და, მოიგებ​და.

მარ​თლაც 26 ამო​ვი​და.

გა​ხა​რე​ბულ​მა ჰოფ​მან​მა ოც​და​თექ​ვსმე​ტი ლუიდო​რი მო​აგ​რო​ვა. პირ​ვე​ლი რაც გააკე​თა, სა​მი


ლუიდო​რი საათის ჯი​ბე​ში შეინა​ხა, რომ ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლის​თვის გა​მო​ერ​თმია და​ნიშ​ნუ​ლის
კუთ​ვნი​ლი მე​და​ლიონი, რომ​ლის სა​ხე​ლის ხსე​ნე​ბი​თაც ეს პირ​ვე​ლი მო​გე​ბა მიიღო. ოც​და​ცა​მე​ტი
ლუიდო​რი იმა​ვე რიც​ხვზე და​დო და კვლავ 26 ამო​ვი​და. ამ​რი​გად, ოც​და​თექ​ვსმეტ​ჯერ ოც​და​ცა​მე​ტი
ლუიდო​რი, ანუ ათას ას ოთ​ხმოც​დარ​ვა ლუიდო​რი, ოც​და​ხუ​თი ათას ფრან​კზე მე​ტი.

ჰოფ​მა​ნი ორი​ვე ხე​ლით ხა​პავ​და ამ და​უს​რუ​ლე​ბე​ლი პაქ​ტო​ლიიდან, ორი​ვე მუ​ჭით იღებ​და ოქ​როს,
ფსონს ბრმად, ან​გა​რიშ​მიუცემ​ლად დებ​და. თი​თოეული სვლის შემ​დეგ მი​სი მო​გე​ბუ​ლი თან​ხა
მა​ტუ​ლობ​და და წყლი​დან უეც​რად ამოზ​რდილ მთას ემ​სგავ​სე​ბო​და.

ფუ​ლი ეყა​რა ჯი​ბე​ებ​ში, ტან​საც​მლის კალ​თა​ში, ჟი​ლეტ​ში, ქუდ​ში, მუ​ჭებ​ში, მა​გი​და​ზე – ყველ​გან.
კრუ​პიეების ხე​ლით ოქ​რო მის​კენ მოედი​ნე​ბო​და, გე​გო​ნე​ბო​და, ღრმა ჭრი​ლო​ბამ პი​რი გახ​სნა და
იქი​დან სის​ხლი მოჩ​ქეფ​და. იქ მყო​ფი ყვე​ლა და​ნა​ეს იუპი​ტე​რად, ყვე​ლა უიღ​ბლო მო​თა​მა​შის
ხა​ზი​ნა​და​რად იქ​ცა. თა​ვა​დაც წააგო და​ახ​ლოებით ოცი ათა​სი ფრან​კი.

ბო​ლოს მთე​ლი ოქ​რო, რაც კი მის წინ იყო, მო​აგ​რო​ვა, რად​გან მიხ​ვდა, თა​მა​ში უნ​და შე​ეწ​ყვი​ტა და
დარ​ბა​ზი​დან გა​იქ​ცა, იქ და​ტო​ვა მი​სით აღ​ფრთო​ვა​ნე​ბუ​ლე​ბი და შუ​რით აღ​სავ​სე​ნი. გა​იქ​ცა არ​სე​ნის
სახ​ლის​კენ.

უკ​ვე ღა​მის პირ​ვე​ლი საათი იყო, თუმ​ცა ამას რა მნიშ​ვნე​ლო​ბა ჰქონ​და. თუ გა​ვით​ვა​ლის​წი​ნებთ, რა
რაოდე​ნო​ბის ოქ​როს ფლობ​და, მი​სი აზ​რით, ღა​მით ნე​ბის​მი​ერ დროს შე​ეძ​ლო მის​ვლა და სი​ხა​რუ​ლით
მიიღებ​დნენ. აღ​ფრთო​ვა​ნე​ბულ​მა წარ​მო​იდ​გი​ნა, ოქ​როს მო​ნე​ტე​ბის, ამ​ხე​ლა სიმ​დიდ​რის და​ნახ​ვა​ზე
რო​გორ გა​ცოც​ხლდე​ბო​და მი​სი სიყ​ვა​რუ​ლი​სად​მი მარ​მა​რი​ლო​სა​ვით ცი​ვი, ულა​მა​ზე​სი სხეული,
პრო​მე​თეს სულ​ჩად​გმუ​ლი ქან​და​კე​ბის და​რად.

არ​სენ​თან მი​ვი​დო​და, ჯი​ბე​ებს დაც​ლი​და უკა​ნას​კნელ მო​ნე​ტამ​დე და ეტ​ყო​და: „ახ​ლა კი სიყ​ვა​რულს


მი​ვე​ცეთ“. მეორე დი​ლით წა​მო​ვი​დო​და, რა​თა თუ​კი შეძ​ლებ​და, ამ მგზნე​ბა​რე და მღელ​ვა​რე ოც​ნე​ბის
მო​გო​ნე​ბაც კი უნ​და დაევიწ​ყე​ბი​ნა.

არ​სე​ნის სახ​ლის კარ​ზე ისე დააკა​კუ​ნა, თით​ქოს იქაურო​ბის ბატონ-​პატრონი იყო.

კა​რი გააღეს.

ჰოფ​მა​ნი ზღურ​ბლი​დან კი​ბის​კენ გა​იქ​ცა.


– ვინ არის? – იკით​ხა მე​კა​რემ.

ჰოფ​მანს არ უპა​სუ​ხე​ბია.

– სად მი​დი​ხართ, მო​ქა​ლა​ქევ? – გაიმეორა იმა​ვე ხმამ და თა​ვი​სი ჯი​ხუ​რი​დან გა​მო​სუ​ლი, ღა​მის
და​ნარ​ჩე​ნი ჩრდი​ლე​ბის მსგავ​სად ჩაც​მუ​ლი ფი​გუ​რა ჰოფ​მანს დაედევ​ნა.

ეს ის ეპო​ქა იყო, რო​დე​საც ძა​ლი​ან აინ​ტე​რე​სებ​დათ, სახ​ლში ვინ მო​დიოდა და ვინ მი​დიოდა.

– მად​მუაზელ არ​სენ​თან მივ​დი​ვარ, – უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა და მე​კა​რეს სა​მი თუ ოთ​ხი ლუიდო​რი


გა​და​უგ​დო; საათის წინ მათ​თვის თა​ვად სულ​საც არ დაიშუ​რებ​და.

ამ​გვარ​მა პა​სუხ​მა მე​კა​რე აშ​კა​რად გაახა​რა.

– მად​მუაზელ არ​სე​ნი აქ აღარ არის, მე​სიე, – უთ​ხრა მე​კა​რემ და გო​ნივ​რუ​ლად და​ას​კვნა, რა​კი ასეთ
გუ​ლუხვ ადა​მი​ან​თან დაიჭი​რა საქ​მე, მარ​თე​ბუ​ლი იყო, სიტ​ყვა „მო​ქა​ლა​ქე“ აღარ გა​მოეყე​ნე​ბი​ნა.
ადა​მი​ანს, რო​მე​ლიც რაიმეს მო​ით​ხოვს, შე​უძ​ლია თქვას: მო​ქა​ლა​ქევ; მაგ​რამ ადა​მი​ან​მა, რო​მე​ლიც
იღებს, უნ​და თქვას: მე​სიე.

– რო​გორ! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა, – არ​სე​ნი აქ არ არის?

– არა, მე​სიე.

– იმის თქმა გსურთ, რომ სა​ღა​მოს შინ არ დაბ​რუ​ნე​ბუ​ლა?

– იმას მო​გახ​სე​ნებთ, რომ აქ აღარ დაბ​რუნ​დე​ბა.

– მაშ, სად არის?

– არა​ფე​რი ვი​ცი.

– ღმერ​თო ჩე​მო! ღმერ​თო! – ჰოფ​მან​მა ხე​ლე​ბი თავ​ზე იტა​ცა, თით​ქოს ეში​ნო​და, სა​და​ცაა გო​ნე​ბას
და​კარ​გავ​და. ის ყვე​ლა​ფე​რი, რაც ამ მოკ​ლე დრო​ში გა​დახ​და, მე​ტის​მე​ტად უც​ნაურად ეჩ​ვე​ნე​ბო​და,
ყო​ველ წამს შე​ეძ​ლო ეთ​ქვა: აი, ახ​ლა კი ნამ​დვი​ლად ჭკუიდან შე​ვიშ​ლე​ბიო!

– ესე იგი, ახა​ლი ამ​ბა​ვი არ გა​გი​გი​ათ? – ჰკით​ხა მე​კა​რემ.

– რა ამ​ბა​ვი?

– მე​სიე დან​ტო​ნი დააპა​ტიმ​რეს​(ჟორჟ ჟაკ დან​ტო​ნი 1794 წლის 30-​31 მარ​ტის ღა​მეს დააპა​ტიმ​რეს და
5 აპ​რილს გი​ლიოტი​ნა​ზე თა​ვი მოჰ​კვე​თეს.).

– რო​დის?
– გუ​შინ. მე​სიე რო​ბეს​პი​ერ​მა(​მაქ​სი​მი​ლი​ან რო​ბეს​პიერი (1758-​1794) – საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის
მოღ​ვა​წე, ეროვ​ნუ​ლი ხსნის კო​მი​ტე​ტის თავ​მჯდო​მა​რე. სი​ცოც​ხლე გი​ლიოტი​ნა​ზე და​ას​რუ​ლა. მი​სი
სიკ​ვდი​ლით დას​ჯის შემ​დეგ დას​რულ​და რე​ვო​ლუ​ციური ტე​რო​რის ეპო​ქა.) ბრძა​ნა. ნამ​დვი​ლად დიადი
ადა​მიანია მო​ქა​ლა​ქე რო​ბეს​პიერი!

– ნუ​თუ!

– დი​ახ, ნუ​თუ! მად​მუაზელ არ​სენს, რო​გორც დან​ტო​ნის საყ​ვა​რელს, თა​ვის გა​დარ​ჩე​ნა​ზე უნ​და
ეზ​რუ​ნა, ისიც რომ არ გაერი​ათ საქ​მე​ში.

– მარ​თა​ლია. მაგ​რამ თა​ვი რო​გორ გა​და​ირ​ჩი​ნა?

– ისე, რო​გორც ცდი​ლო​ბენ თა​ვის გა​დარ​ჩე​ნას, რო​ცა ეში​ნი​ათ, ის არ მოჰ​კვე​თონ. ყვე​ლა


სა​შუალე​ბას იყე​ნე​ბენ.

– გმად​ლობ, მე​გო​ბა​რო, გმად​ლობ, – უთ​ხრა ჰოფ​მან​მა. მე​კა​რეს კი​დევ რამ​დე​ნი​მე ლუიდო​რი ჩაუდო
მუჭ​ში და იქაურო​ბას მო​შორ​და.

ქუ​ჩა​ში გა​მო​სუ​ლი ფიქ​რობ​და, რო​გორ მოქ​ცეული​ყო, რის​თვის სჭირ​დე​ბო​და ამ​დე​ნი ოქ​რო. აზ​რა​დაც
არ მოს​ვლია, არ​სე​ნი მოეძებ​ნა ან სას​ტუმ​რო​ში დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი​ყო და ცო​ტა ხნით და​ეს​ვე​ნა.

ქუ​ჩას გა​უყ​ვა, არ​სად გა​და​უხ​ვე​ვია, პირ​და​პირ მი​დიოდა, და​ცა​რიელე​ბუ​ლი ქუ​ჩე​ბის ქვა​ფე​ნილ​ზე


მხო​ლოდ მი​სი ჩექ​მე​ბის ხმა ის​მო​და. მი​დიოდა და მტან​ჯვე​ლი ფიქ​რე​ბი მოს​ვე​ნე​ბას არ აძ​ლევ​და.

ცი​ვი ღა​მე იდ​გა. ღა​მით ამო​ვარ​დნი​ლი ქა​რი ხის ტო​ტებს ისე არ​ხევ​და, თით​ქოს სა​წო​ლი​დან
წა​მომ​დგა​რი ავად​მყო​ფე​ბი იყ​ვნენ, ციებ-​ცხელებით ატა​ნილ​ნი გაძ​ვალ​ტყა​ვე​ბულ კი​დუ​რებს რომ ვე​ღარ
იმორ​ჩი​ლე​ბენ.

აქა-​იქ შემ​ხვედრ გამ​ვლე​ლებს ქა​რი სა​ხე​ში აყ​რი​და თოვ​ლის ფან​ტე​ლებს. ბნე​ლი ცის ფონ​ზე იშ​ვიათად
თუ მო​ჩან​და სახ​ლის გა​ნა​თე​ბუ​ლი ფან​ჯა​რა.

სი​ცი​ვემ ჰოფ​მან​ზე კარ​გად იმოქ​მე​და. რად​გან სწრა​ფად და​დიოდა, დაიღა​ლა და მი​სი აგ​ზნე​ბა
თან​და​თან დაც​ხრა. ოთახ​ში მყოფს სუ​ლი შეეხუ​თე​ბო​და. ესეც არ იყოს, იქ​ნებ სიარულ​ში არ​სენს
გა​დაჰ​ყრო​და. ვინ იცის? შე​საძ​ლოა, თა​ვის გა​და​სარ​ჩე​ნად სახ​ლი​დან გაქ​ცეული ქა​ლიც იმა​ვე ქუ​ჩებს
მი​უყ​ვე​ბო​და, რო​მელ​ზე​დაც ჰოფ​მა​ნი მიაბი​ჯებ​და.

და​ცა​რიელე​ბუ​ლი ბულ​ვა​რი გაიარა, გა​დაჭ​რა სა​მე​ფო ქუ​ჩა და ის ად​გი​ლი, სა​დაც იმ​ყო​ფე​ბო​და,


ფე​ხე​ბით იც​ნო, რად​გან თვა​ლე​ბით ვე​რა​ფერს არ​ჩევ​და. თა​ვი ას​წია და რო​ცა შე​ნიშ​ნა, რომ პირ​და​პირ
რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ედ​ნის​კენ მიემარ​თე​ბო​და – იმ ად​გი​ლის​კენ, სა​დაც დაიფი​ცა, აღა​რა​სო​დეს
მოხ​ვედ​რი​ლი​ყო – შედ​გა. მარ​თა​ლია, ბნე​ლო​და, მაგ​რამ უკუ​ნეთ​ში ჰო​რი​ზონ​ტზე მელ​ნის მუქ
ლა​ქა​სა​ვით რა​ღაც ჩან​და. ეს იყო სა​ზა​რე​ლი მოწ​ყო​ბი​ლო​ბის სი​ლუეტი, რომ​ლის პი​რიც – სის​ხლით
მოთ​ხვრი​ლი – ღა​მის ქარს გა​ეშ​რო და რო​მელ​საც ღა​მის ძი​ლით ეძი​ნა, მსხვერ​პლთა ყო​ველ​დღიური
რი​გის მო​ლო​დინ​ში.

ამ მო​ედ​ნის ნახ​ვა ჰოფ​მანს დღის სი​ნათ​ლე​ზე არ სურ​და. იქ დაღ​ვრი​ლი სის​ხლის გა​მო თავს
არი​დებ​და. მაგ​რამ ღა​მით სულ სხვა საქ​მე იყო. ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად, მის არ​სე​ბა​ში ჩა​ბუ​დე​ბუ​ლი
ხე​ლო​ვა​ნის ინ​სტინ​ქტი უბიძ​გებ​და, იქაურო​ბა და​ეთ​ვა​ლიერე​ბი​ნა, სიბ​ნე​ლე​სა და სი​ჩუ​მე​ში შე​ხე​ბო​და
სა​ზა​რელ ფი​ცარ​ნაგს, რომ​ლის სის​ხლის​მსმელ​მა გა​მო​სა​ხუ​ლე​ბამ, ვა​ჟის მდგო​მა​რეობის
გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბით, მას​ზე სა​სი​კე​თოდ იმოქ​მე​და.

საოცა​რი კონ​ტრას​ტი იყო – სა​თა​მა​შო სახ​ლის ხმაურიანი დარ​ბა​ზი​დან აღ​მოჩ​ნდა და​ცა​რიელე​ბულ


მოედან​ზე, სა​დაც სიკ​ვდი​ლის, სა​სო​წარ​კვე​თი​ლე​ბი​სა და უგ​რძნო​ბე​ლო​ბის მო​ნა​წი​ლეობით
თა​მაშ​დე​ბო​და ხოლ​მე წარ​მოდ​გე​ნა და სა​დაც იდ​გა მა​რა​დიული მას​პინ​ძე​ლი – გი​ლიოტი​ნა!

ჰოფ​მა​ნი პირ​და​პირ გი​ლიოტი​ნის​კენ მიაბი​ჯებ​და, თით​ქოს მი​სი ძა​ლა მაგ​ნი​ტი​ვით იზი​დავ​და.

უეც​რად, ისე, რომ ვერც კი მიხ​ვდა, ეს რო​გორ მოხ​და, მოწ​ყო​ბი​ლო​ბის პი​რის​პირ აღ​მოჩ​ნდა.

ფი​ცარ​ნა​გი ქა​რის ყო​ველ დაქ​რო​ლა​ზე ჭრიალებ​და.

გულ​ხელ​დაკ​რე​ფი​ლი ჰოფ​მა​ნი იდ​გა და გი​ლიოტი​ნას უმ​ზერ​და. რამ​დე​ნი ფიქ​რი ტრიალებ​და ამ კა​ცის


გო​ნე​ბა​ში, რო​მელ​საც ჯი​ბეები ოქ​რო​თი ჰქონ​და სავ​სე და ღა​მის ვნე​ბიანად გა​ტა​რე​ბას აპი​რებ​და,
თუმ​ცა სა​ბო​ლო​ოდ სიბ​ნე​ლე​ში აღ​მოჩ​ნდა, მო​მაკ​ვდი​ნე​ბე​ლი მან​ქა​ნის პი​რის​პირ, სულ მარ​ტო!

უეც​რად მო​ეჩ​ვე​ნა, რომ ქა​რის კვნე​სას ადა​მიანის ხმაც აჰ​ყვა.

თა​ვი წინ გა​და​ხა​რა და ყუ​რი მი​უგ​დო.

კვნე​სა გან​მე​ორ​და, სულ ახ​ლო​დან ის​მო​და, სად​ღაც ქვე​მო​დან.

ჰოფ​მან​მა მი​მოიხე​და, თუმ​ცა გარ​შე​მო არა​ვინ ჩან​და.

ვი​ღა​ცამ მე​სა​მე​დაც და​იკ​ვნე​სა.

– ქა​ლის ხმას ჰგავს, – ჩაიბუტ​ბუ​ტა ჰოფ​მან​მა. ასე ეგო​ნა, კვნე​სა ფი​ცარ​ნა​გის ქვე​მო​დან მო​ეს​მა.

უკეთ რომ და​ეთ​ვა​ლიერე​ბი​ნა იქაურო​ბა, დაიხა​რა და გი​ლიოტი​ნას შე​მოუარა. რო​დე​საც სა​ზა​რელ


კი​ბეს ჩაუარა, ფე​ხი რა​ღა​ცას წა​მოჰ​კრა. ხე​ლე​ბი გა​იშ​ვი​რა და პირ​ვე​ლი​ვე სა​ფე​ხუ​რებ​ზე გარ​თხმულ,
მუქ​სა​მო​სი​ან არ​სე​ბას შეეხო.

– ვინ ხართ? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა, – ღა​მით გი​ლიოტი​ნას​თან რა​ტომ გძი​ნავთ?


იმავ​დროულად დაიხა​რა, იმის სა​ხე რომ დაენა​ხა, ვი​საც ელა​პა​რა​კე​ბო​და. მაგ​რამ ქა​ლი არ
გან​ძრეულა, იდაყ​ვე​ბი მუხ​ლებ​ზე დაედო, თა​ვი მკლა​ვებ​ში ჩა​ერ​გო. ღა​მის სი​ცი​ვის მიუხე​და​ვად,
შიშ​ვე​ლი მხრე​ბი უჩან​და და ჰოფ​მან​მა თეთრ კი​სერ​ზე შა​ვი ზო​ლი შე​ნიშ​ნა.

ეს ზო​ლი ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მი იყო.

– არ​სენ! – იყ​ვი​რა მან.

– ასეა! დი​ახ, არ​სე​ნი! – უც​ნაური ხმით ჩაიბუტ​ბუ​ტა და​ჩო​ქილ​მა ქალ​მა, თა​ვი ას​წია და ჰოფ​მანს
შე​ხე​და.

XVI - სასტუმრო სენტ-ონორეს ქუჩაზე

თავ​ზარ​და​ცე​მულ​მა ჰოფ​მან​მა უკან დაიხია. ნაც​ნო​ბი ხმის, ნაც​ნო​ბი სა​ხის მიუხე​და​ვად, მა​ინც
ეჭ​ვობ​და. მაგ​რამ არ​სენ​მა თა​ვი ას​წია, ხე​ლე​ბი მუხ​ლებ​ზე ჩა​მოუვარ​და და კი​სერ​ზე გა​მო​უჩ​ნდა
ბრი​ლი​ან​ტის უც​ნაური შე​საკ​რა​ვი, რო​მე​ლიც ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მის ორ ბო​ლოს აერ​თებ​და და ღა​მის
სიბ​ნე​ლე​ში ბრჭყვი​ნავ​და.

– არ​სენ! არ​სენ! – გაიმეორა ჰოფ​მან​მა.

არ​სე​ნი წა​მოდ​გა.

– რას აკე​თებთ აქ, ამ დროს? – ჰკით​ხა ვაჟ​მა, – რო​გორ! თან ამ უბ​რა​ლო, ნაც​რის​ფერ კა​ბა​ში!
მო​შიშ​ვლე​ბუ​ლი მხრე​ბით!

– გუ​შინ დააპა​ტიმ​რეს, – უპა​სუ​ხა არ​სენ​მა, – ჩემს და​სა​პა​ტიმ​რებ​ლა​დაც მო​ვიდ​ნენ, რაც მეც​ვა, იმით
გა​მო​ვი​ქე​ცი და დღეს ღა​მით, თერ​თმეტ სა​ათ​ზე, რა​კი ჩე​მი სა​ძი​ნე​ბე​ლი მე​ტის​მე​ტად პა​ტა​რა, ხო​ლო
სა​წო​ლი ცი​ვი იყო, დავ​ტო​ვე იქაურო​ბა და აქ მო​ვე​დი.

სიტ​ყვებს გულ​გრი​ლად წარ​მოთ​ქვამ​და, ჟეს​ტე​ბის მოშ​ვე​ლიების გა​რე​შე, თა​ნა​ბა​რი ხმით; სიტ​ყვე​ბი


ამო​დიოდა ფერ​მკრთა​ლი ბა​გეები​დან, რომ​ლე​ბიც თით​ქოს ზამ​ბა​რის დახ​მა​რე​ბით იხ​სნე​ბო​და და
იხუ​რე​ბო​და, გე​გო​ნე​ბო​და, ავ​ტო​მა​ტი ლა​პა​რა​კობ​და.

– მაგ​რამ აქ თქვე​ნი დარ​ჩე​ნა შე​უძ​ლე​ბე​ლია! – წა​მო​იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა.

– სად შე​მიძ​ლია წას​ვლა? იქ, საიდა​ნაც წა​მო​ვე​დი, დაბ​რუ​ნე​ბა რაც შე​იძ​ლე​ბა გვი​ან მსურს; ძა​ლი​ან
მციოდა.
– რა​კი ასეა, წა​მომ​ყე​ვით, – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა.

– თქვენ წა​მოგ​ყვეთ! – აღ​მოხ​და არ​სენს.

ვაჟს მო​ეჩ​ვე​ნა, რომ ვარ​სკვლა​ვე​ბის ციმ​ცი​მის ფონ​ზე მას კი​დევ ერ​თხელ შე​ხე​დეს ისე​თი​ვე აგ​დე​ბუ​ლი
მზე​რით, რო​გო​რი​თაც ერ​თხელ უკ​ვე გაუმას​პინ​ძლდნენ ჰა​ნო​ვე​რის ქუ​ჩის ბუ​დუ​არ​ში.

– მდი​და​რი ვარ, ოქ​როს ფუ​ლი მაქვს, – შეს​ძა​ხა ჰოფ​მან​მა.

მო​ცეკ​ვა​ვის თვა​ლებ​მა იელ​ვა.

– წა​ვი​დეთ, – დაეთან​ხმა ქა​ლი, – მაგ​რამ სად?

– სად?!

და მარ​თლაც, სად შე​იძ​ლე​ბო​და ჰოფ​მანს წა​ეყ​ვა​ნა ფუ​ფუ​ნე​ბა​სა და გან​ცხრო​მა​ში მცხოვ​რე​ბი ქა​ლი,


რო​მე​ლიც ოპე​რის ჯა​დოს​ნუ​რი სა​სახ​ლეები​დან და მო​ჯა​დოებუ​ლი ბა​ღე​ბი​დან გა​მო​სუ​ლი, სპარ​სულ
ხა​ლი​ჩა​ზე სიარულ​სა და ინ​დუ​რი ქაშ​მი​რის წა​მო​სას​ხამ​ში გახ​ვე​ვას იყო მიჩ​ვეული.

რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ვერ წა​იყ​ვან​და თა​ვის პა​ტა​რა, სტუ​დენ​ტის​თვის შე​სა​ფე​რის ოთახ​ში; იქაც ისე​თი​ვე
სი​ვიწ​რო​ვე და სი​ცი​ვე დახ​ვდე​ბო​და, რო​გორც იმ უც​ნობ ად​გილ​ზე, რო​მელ​ზე​დაც წა​მის წინ ქა​ლი
სა​უბ​რობ​და და სა​დაც დაბ​რუ​ნე​ბის ასე ძა​ლი​ან ეში​ნო​და.

– მაშ, სად? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა, – პა​რიზს სრუ​ლე​ბით არ ვიც​ნობ.

– მე გა​გიძ​ღვე​ბით, – უპა​სუ​ხა არ​სენ​მა.

– ოჰ! დი​ახ, დი​ახ, – აღ​მოხ​და ჰოფ​მანს.

– წა​მომ​ყე​ვით.

ქა​ლი მის წინ მი​დიოდა, ავ​ტო​მა​ტი​ვით მოძ​რა​ობ​და, რა​საც არა​ფე​რი ჰქონ​და სა​ერ​თო სცე​ნა​ზე ნა​ნა​ხი
მო​ცეკ​ვა​ვის მოქ​ნი​ლო​ბას​თან, ჰოფ​მანს ასე რომ აღაფ​რთო​ვა​ნებ​და. ვაჟს აზ​რა​დაც არ მოს​ვლია,
სიარუ​ლი​სას ხე​ლი შე​ეშ​ვე​ლე​ბი​ნა; უბ​რა​ლოდ, უკან მის​დევ​და.

არ​სე​ნი გა​ვი​და სა​მე​ფო ქუ​ჩა​ზე(​სა​მე​ფო ქუ​ჩა – მდე​ბა​რე​ობ​და დი​დი ბულ​ვა​რე​ბის უკი​დუ​რეს და​სავ​ლეთ
ნა​წილ​ში და გა​დიოდა რე​ვო​ლუ​ცი​ის (დღე​ვან​დელ თან​ხმო​ბის) მოედან​ზე. არა​ერ​თხელ შე​იც​ვა​ლა
სა​ხელ​წო​დე​ბა.), რო​მელ​საც მა​შინ რე​ვო​ლუ​ცი​ის ქუ​ჩა ეწო​დე​ბო​და, მარ​ჯვნივ შე​უხ​ვია, სენტ-​ონორეს
ქუ​ჩა​ზე, შე​მოკ​ლე​ბით ონო​რეს ქუ​ჩად რომ მო​იხ​სე​ნი​ებ​დნენ, და მდიდ​რულ​ფა​სა​დიანი სას​ტუმ​როს წინ
შე​ჩერ​და, მე​რე დააკა​კუ​ნა.

კა​რი გააღეს.
– თქვენ დაელა​პა​რა​კეთ, თო​რემ არ შეგ​ვიშ​ვე​ბენ და იძუ​ლე​ბუ​ლი ვიქ​ნე​ბი, ისევ გი​ლიოტი​ნის ძირ​ში
ჩა​მო​საჯ​დო​მად დავ​ბრუნ​დე, – უთ​ხრა ქალ​მა ჰოფ​მანს.

– მე​გო​ბა​რო, – ჰოფ​მა​ნი ქალ​სა და კონ​სი​ერჟს შო​რის ჩად​გა, – ელი​სეს მინ​დვრებს მო​ვუყ​ვე​ბო​დი,


რო​დე​საც გა​ვი​გო​ნე, ვი​ღაც შვე​ლას რო​გორ ით​ხოვ​და. მა​შინ​ვე გა​ვი​ქე​ცი და ეს ქალ​ბა​ტო​ნი,
მარ​თა​ლია, სიკ​ვდი​ლის​გან ვიხ​სე​ნი, მაგ​რამ და​ვაგ​ვიანე და გა​ქურ​დვის​გან ვერ გა​და​ვარ​ჩი​ნე.
სას​წრა​ფოდ გვჭირ​დე​ბა თქვე​ნი საუკე​თე​სო ნო​მე​რი: ბუ​ხა​რი და​ან​თეთ, მდიდ​რუ​ლი ვახ​შა​მი
მოგ​ვარ​თვით. აი, ერ​თი ლუიდო​რი აიღეთ.

და ჰოფ​მან​მა ლუიდო​რი მა​გი​და​ზე და​აგ​დო, სა​დაც ლამ​პა იდო, რომ​ლის სი​ნათ​ლის სხი​ვებ​მა თით​ქოს
სწო​რედ მო​ნე​ტა​ზე გა​მო​სა​ხულ ლუი XV-​ის სა​ხე​ზე მოიყა​რა თა​ვი.

ერ​თი ლუიდო​რი იმ ეპო​ქა​ში მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი თან​ხა იყო, ასიგ​ნა​ციებით ცხრა​ას ოც​და​ხუთ ფრანკს
უტოლ​დე​ბო​და.

კონ​სი​ერ​ჟმა გა​ქო​ნი​ლი ქუ​დი მოიხა​და და ზა​რი და​რე​კა. საიდან​ღაც მე​კო​რი​დო​რე ბიჭ​მა მო​ირ​ბი​ნა.

– სწრა​ფად! სწრა​ფად! ნო​მე​რი მო​ამ​ზა​დე! სას​ტუმ​როს საუკე​თე​სო ნო​მე​რი მე​სიესა და მა​და​მის​თვის.

– მე​სიესა და მა​და​მის​თვის, – გა​იკ​ვირ​ვა ბი​ჭუ​ნამ, რო​მე​ლიც რიგ​რი​გო​ბით ათ​ვა​ლიერებ​და ჰოფ​მა​ნის


უბ​რა​ლო და არ​სე​ნის ში​ლიფ სა​მოსს.

– დი​ახ, – დაუდას​ტუ​რა ჰოფ​მან​მა, – საუკე​თე​სო, ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი; გან​სა​კუთ​რე​ბით, ძა​ლი​ან კარ​გად


გამ​თბა​რი და გა​ნა​თე​ბუ​ლი უნ​და იყოს. აჰა, ეს ერ​თი ლუიდო​რი თქვენ​თვი​საა.

ბიჭ​ზე ოქ​როს მო​ნე​ტამ ისე​თი​ვე შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა მო​ახ​დი​ნა, რო​გორც კონ​სი​ერ​ჟზე. ჰოფ​მა​ნის წი​ნა​შე
მოიხა​რა და ხე​ლი გა​იშ​ვი​რა დი​დი კი​ბის​კენ, რო​მე​ლიც სა​ნა​ხევ​როდ ჩა​ებ​ნე​ლე​ბი​ნათ, რად​გან ძა​ლი​ან
გვიანი იყო. კი​ბე​ზე იმ დრო​ის​თვის უჩ​ვეულო ფუ​ფუ​ნე​ბის ნი​შა​ნი, ხა​ლი​ჩა ეფი​ნა:

– აბ​რძან​დით, – დაიძა​ხა ბიჭ​მა, – მე​სა​მე ნომ​რის კარ​თან და​მე​ლო​დეთ, – მე​რე სად​ღაც სირ​ბი​ლით
გაუჩი​ნარ​და.

არ​სე​ნი პირ​ველ​სა​ვე სა​ფე​ხურ​ზე შე​ჩერ​და; მსუ​ბუ​ქი სილ​ფი​დე​ბის​(სილ​ფი​დე​ბი – ჰაერის სუ​ლე​ბი


კელ​ტურ და გერ​მა​ნულ მი​თო​ლო​გიაში, ასე​ვე შუა საუკუ​ნეების ევ​რო​პულ ფოლ​კლორ​ში.) და​რად,
თით​ქოს ფე​ხის გა​დად​გმა უჭირ​და; სა​ტი​ნის თხელ ფეხ​საც​მელს, გე​გო​ნე​ბო​და, ტყვი​ის ქუს​ლი ჰქონ​და.

ჰოფ​მან​მა მკლა​ვი გაუწო​და. არ​სე​ნი მას და​ეყ​რდნო და თუმ​ცა ვა​ჟი მო​ცეკ​ვა​ვის მა​ჯის და​წო​ლას ვერ
გრძნობ​და, ქა​ლის სხეული​დან სი​ცი​ვე გა​დაეცა.

შემ​დეგ, არ​ნა​ხუ​ლი ძა​ლის​ხმე​ვით, არ​სე​ნი პირ​ველ სა​ფე​ხურ​ზე ავი​და, და​ნარ​ჩე​ნე​ბიც აიარა, თუმ​ცა
თი​თოეულის დაძ​ლე​ვი​სას კვნე​სო​და.

– ოჰ! საბ​რა​ლო ქა​ლი, – წაიბუტ​ბუ​ტა ჰოფ​მან​მა, – ალ​ბათ, რო​გორ დაიტან​ჯეთ!


– დი​ახ, დი​ახ, – უპა​სუ​ხა არ​სენ​მა, – ძა​ლი​ან... ძა​ლი​ან და​ვი​ტან​ჯე.

მე​სა​მე ნომ​რის კარ​თან შე​ჩერ​დნენ.

ბი​ჭიც გა​მოჩ​ნდა, რო​მელ​საც ნაკ​ვერ​ჩხლე​ბი მოჰ​ქონ​და. ოთა​ხის კა​რი გააღო. რამ​დე​ნი​მე წამ​ში
ბუ​ხარ​ში ცეც​ხლიც გააჩა​ღა და სან​თლე​ბიც აან​თო.

– ალ​ბათ, გში​ათ? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა.

– არ ვი​ცი, – უპა​სუ​ხა არ​სენ​მა.

– ბი​ჭუ​ნა, საუკე​თე​სო ვახ​შა​მი მოგ​ვი​ტა​ნე, რი​სი შე​საძ​ლებ​ლო​ბაც კი აქ არის, – უთ​ხრა ჰოფ​მან​მა.

– მე​სიე, „ბი​ჭუ​ნას“ აღარ ამ​ბო​ბენ, არა​მედ „მო​სამ​სა​ხუ​რეს“. მაგ​რამ მე​სიე ისე კარ​გად იხ​დის, რომ
რაც სურს, ის შე​უძ​ლია და​მი​ძა​ხოს.

თა​ვი​სი​ვე მახ​ვილ​სიტ​ყვაობით გა​ხა​რე​ბუ​ლი, ცეკვა-​ცეკვით გა​ვი​და ნომ​რი​დან და დაამა​ტა:

– ვახ​შამს ხუთ წუთ​ში მო​გარ​თმევთ!

მო​სამ​სა​ხუ​რემ კა​რი და​ხუ​რა თუ არა, ჰოფ​მა​ნი არ​სენს მი​უბ​რუნ​და და ხარ​ბად მი​აშ​ტერ​და.

ქა​ლი ისე ეშუ​რე​ბო​და ცეცხლს, რომ ბუ​ხარ​თან სა​ვარ​ძლის მი​წე​ვა​ზე დროც არ დაუკარ​გავს. ბუხ​რის
კუთ​ხე​ში, იატაკ​ზე ჩა​მოჯ​და, იმა​ვე მდგო​მა​რეობა​ში, რო​გორ​შიც ჰოფ​მან​მა გი​ლიოტი​ნას​თან იხი​ლა –
იდაყ​ვე​ბი მუხ​ლებ​ზე და​დო და თით​ქოს ორი​ვე ხე​ლით თა​ვის შე​მაგ​რე​ბას ცდი​ლობ​და.

– არ​სენ, არ​სენ! ხომ გით​ხა​რი, რომ მდი​და​რი ვარ? შე​ხე​დე და დაინა​ხავ, რომ არ მო​მიტ​ყუები​ხარ, –
ჰოფ​მან​მა ქუ​დი მა​გი​დის თავ​ზე დააპირ​ქვა​ვა; ქუ​დი გა​ტე​ნი​ლი იყო ნა​ხე​ვარ​ლუიდო​რე​ბი​თა და
ლუიდო​რე​ბით, მარ​მა​რი​ლო​ზე მო​ნე​ტე​ბი კარ​გა ხანს ცვიოდა ისე​თი ხმაურით, რო​მე​ლიც ად​ვი​ლად
გა​მო​საც​ნო​ბია ყვე​ლა და​ნარ​ჩენ ხმა​ურს შო​რის: ასე წკრიალებს ოქ​როს ფუ​ლი.

მე​რე ხე​ლი ჯი​ბე​ებ​ში ჩაიყო და თა​მა​შით მო​გე​ბუ​ლი დიდ​ძა​ლი თან​ხა მუ​ჭე​ბით ამოიღო. მა​გი​დის
შუაგულ​ში ოქ​როს მთა ელავ​და.

ხმა​ურ​მა არ​სე​ნი თით​ქოს გა​მოაცოც​ხლა – თა​ვი მი​აბ​რუ​ნა და მხედ​ვე​ლო​ბამ, სმე​ნას​თან ერ​თად,


გა​მო​ცოც​ხლე​ბა გა​ნაგ​რძო.

წა​მოდ​გა, კვლა​ვინ​დე​ბუ​რად მო​უქ​ნე​ლი, გა​შე​შე​ბუ​ლი კი​დუ​რე​ბით მოძ​რა​ობ​და, თუმ​ცა ფერ​მკრთა​ლი


ტუ​ჩე​ბით იღი​მე​ბო​და, შუ​შის თვა​ლე​ბი უბ​რწყი​ნავ​და და სხი​ვებს ის​რო​და, რომ​ლე​ბიც ოქ​როს
მო​ნე​ტებ​ზე არეკ​ლილ სხი​ვებს ჰა​ერ​ში კვეთ​და.

– ოჰ! ეს სულ შე​ნია?


– არა, ჩე​მი არა, შე​ნია, არ​სენ.

– ჩე​მია! – წა​მოიძა​ხა მო​ცეკ​ვა​ვემ.

ლი​თო​ნის გრო​ვა​ში ფერ​მკრთა​ლი ხე​ლე​ბი ჩა​ყო. მი​სი მკლა​ვე​ბი იდაყ​ვე​ბამ​დე და​ფა​რა მო​ნე​ტებ​მა.
ქალს, რომ​ლის​თვი​საც ოქ​რო სი​ცოც​ხლის სი​ნო​ნი​მი იყო, მას​თან შე​ხე​ბით თით​ქოს სუ​ლი თა​ვი​დან
ჩა​უდ​გეს.

– ჩე​მია! ჩე​მია! – ამ სიტ​ყვებს ისე​თი აქ​ცენ​ტი​თა და ლი​თო​ნი​სე​ბუ​რი ჟღე​რა​დო​ბით წარ​მოთ​ქვამ​და,


რო​მე​ლიც ლუიდო​რე​ბის წკრი​ალს შეესა​ბა​მე​ბო​და.

ორ​მა ბიჭ​მა საჭ​მლით დატ​ვირ​თუ​ლი მა​გი​და შე​მოიტა​ნა. და კი​ნა​ღამ ხე​ლი​დან გაუვარ​დათ იმ


სიმ​დიდ​რის და​ნახ​ვა​ზე, რო​მე​ლიც ქა​ლის თი​თე​ბი​დან ცვიოდა.

– ეს კარ​გია, შამ​პა​ნუ​რი, – თქვა ჰოფ​მან​მა, – ახ​ლა კი, დაგ​ვტო​ვეთ.

ბი​ჭებ​მა შამ​პა​ნუ​რის კი​დევ რამ​დე​ნი​მე ბოთ​ლი შე​მოიტა​ნეს და გა​ვიდ​ნენ.

მა​თი გას​ვლის​თა​ნა​ვე ჰოფ​მან​მა კა​რი ურ​დუ​ლით ჩა​კე​ტა.

შემ​დეგ მწვე​ლი სურ​ვი​ლით აღ​სავ​სე მზე​რა არ​სენ​ზე გა​დაიტა​ნა – ქა​ლი მა​გი​დას​თან იდ​გა და
სი​ცოც​ხლეს იღებ​და არა იუვენ​სის​(ნიმ​ფა იუვენ​სი (ა​ხალ​გაზ​რდო​ბის ქალ​ღმერ​თი იუვენ​ტა) იუპი​ტერ​მა
წყა​როდ აქ​ცი​ა; რო​მაული მი​თო​ლო​გი​ის თა​ნახ​მად, ვინც იუვენ​სის წყა​რო​ში გა​ნი​ბა​ნე​ბო​და,
ახალ​გაზ​რდო​ბას და​იბ​რუ​ნებ​და.), არა​მედ პაქ​ტო​ლის წყა​რო​დან.

– რას იტ​ყვი? – ჰკით​ხა ჰოფ​მან​მა.

– ოქ​რო კარ​გია! – უპა​სუ​ხა მან, – დი​დი ხა​ნია, არ შევ​ხე​ბი​ვარ.

– მო​დი, ვი​ვახ​შმოთ და მე​რე, თა​ვი ისე იგ​რძე​ნი, რო​გორც გა​გი​ხარ​დე​ბა, და​ნაე, თუ გინ​და, ოქ​რო​ში
იბა​ნა​ვე.

ქა​ლი გაწ​ყო​ბი​ლი მა​გი​დის​კენ წა​იყ​ვა​ნა.

– მცი​ვა! – თქვა მო​ცეკ​ვა​ვემ.

ჰოფ​მან​მა იქაურო​ბა მო​ათ​ვა​ლიერა – სა​წო​ლის გა​და​სა​ფა​რე​ბე​ლი და ფარ​დე​ბი წი​თე​ლი აბ​რე​შუ​მის


ნაყ​შიანი ქსო​ვი​ლის იყო. ერ​თი ფან​ჯრი​დან ფარ​და ჩა​მოგ​ლი​ჯა და არ​სენს გაუწო​და.

ქა​ლი გა​ეხ​ვა ფარ​და​ში, რო​მე​ლიც მი​სი სხეულის გარ​შე​მო თა​ვი​სით და​ლაგ​და ნაოჭე​ბად, ან​ტი​კუ​რი
წა​მო​სას​ხა​მის და​რად, და წი​თე​ლი ქსო​ვი​ლის ფონ​ზე არ​სე​ნის სა​ხე კი​დევ უფ​რო ფერ​მკრთა​ლი
გა​მოჩ​ნდა.
ჰოფ​მა​ნი ცო​ტა არ იყოს, შე​შინ​და კი​დეც.

მა​გი​დას მი​უჯ​და, ორი თუ სა​მი ჭი​ქა შამ​პა​ნუ​რი სულ​მო​უთ​ქმე​ლად გა​მო​ცა​ლა. მო​ეჩ​ვე​ნა, რომ
არ​სე​ნის თვა​ლებ​მა ფე​რი იც​ვა​ლა.

ქალ​საც და​უს​ხა და მა​ნაც და​ლია.

საჭ​მე​ლი შეს​თა​ვა​ზა, მაგ​რამ არ​სენ​მა იუარა.

რა​კი არ მო​ეშ​ვა, ბო​ლოს უთ​ხრა:

– ლუკ​მის გა​დაყ​ლაპ​ვა არ შე​მიძ​ლია.

– მა​შინ დავ​ლი​ოთ.

ქალ​მა ჭი​ქა გაუწო​და:

– ჰო, დავ​ლი​ოთ.

ჰოფ​მანს ერ​თდროულად კი​დეც შიოდა და კი​დეც სწყუ​რო​და, ამი​ტომ სვამ​და და ჭამ​და.


გან​სა​კუთ​რე​ბით ბევრს სვამ​და. გრძნობ​და, გამ​ბე​დაობა სჭირ​დე​ბო​და, არა იმი​ტომ, რომ არ​სე​ნი,
რო​მე​ლიც შინ აღარ იყო, მის​თვის წი​ნა​აღ​მდე​გო​ბის გა​წე​ვას დააპი​რებ​და ან ამ​რე​ზით მოეკი​დე​ბო​და,
არა​მედ იმი​ტომ, რომ ლა​მა​ზი თა​ნა​მეინა​ხის სხეულის​გან ენით აუხ​სნე​ლი ყი​ნუ​ლი​ვით სი​ცი​ვე
მო​დიოდა.

რაც მეტს სვამ​და, მის თვალ​ში არ​სე​ნი უფ​რო და უფ​რო ცოც​ხლდე​ბო​და; თუმ​ცა რო​დე​საც ქალ​მა ჭი​ქა
გა​მო​ცა​ლა, რამ​დე​ნი​მე ვარ​დის​ფე​რი წვე​თი ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მის ში​გა პი​რი​დან მო​ცეკ​ვა​ვის მკერ​დზე
ჩა​მო​იღ​ვა​რა, ჰოფ​მა​ნი დაბ​ნეული მის​ჩე​რე​ბო​და, რა​ღაც სა​ზა​რე​ლი და იდუ​მა​ლე​ბით აღ​სავ​სე გრძნო​ბა
ეუფ​ლე​ბო​და, ში​ნა​გა​ნი ცახ​ცა​ხის და​საც​ხრო​ბად სად​ღეგ​რძე​ლო​ებს მოუმა​ტა, ად​ღეგ​რძე​ლებ​და
მო​ცეკ​ვა​ვე ქა​ლის ლა​მაზ თვა​ლებს, ლა​მაზ ტუ​ჩებს, ლა​მაზ ხე​ლებს.

ქა​ლიც არ ჩა​მორ​ჩე​ბო​და, იმ​დე​ნი​ვეს სვამ​და, რამ​დენ​საც ჰოფ​მა​ნი; გა​მო​ცოც​ხლე​ბა ემ​ჩნეოდა, მაგ​რამ


არა იმის გა​მო, რა​საც თა​ვად სვამ​და, არა​მედ ჰოფ​მა​ნის და​ლეულის გა​მო.

უეც​რად ბუხ​რი​დან მუ​გუ​ზა​ლი გად​მო​ვარ​და.

ვაჟ​მა თვა​ლი გაადევ​ნა და შე​ნიშ​ნა, რომ ის არ​სე​ნის შიშ​ველ ტერ​ფამ​დე მი​გორ​და.

იმის​თვის, რომ გამ​თბა​რი​ყო, არ​სენს წინ​და და ფეხ​საც​მე​ლი გახ​დი​ლი ჰქონ​და. პა​ტა​რა ტერ​ფი,
მარ​მა​რი​ლო​სა​ვით თეთ​რი, ბუხ​რის პი​რის მარ​მა​რი​ლო​ზე ედო. მო​სა​პირ​კე​თე​ბელ მარ​მა​რი​ლოს მი​სი
ტერ​ფი თით​ქოს შერ​წყმო​და, მა​თი ერ​თმა​ნე​თის​გან გარ​ჩე​ვა შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო.
ჰოფ​მან​მა წა​მო​იყ​ვი​რა:

– არ​სენ! არ​სენ! ფრთხი​ლად იყა​ვით!

– რა​ტომ? – ჰკით​ხა მო​ცეკ​ვა​ვემ.

– ეს მუ​გუ​ზა​ლი... თქვენს ფეხს ეხე​ბა...

და მარ​თლაც, მუ​გუ​ზა​ლი არ​სე​ნის ტერ​ფის ნა​ხე​ვარს ფა​რავ​და.

– მო​მა​ცი​ლეთ, – მშვი​დად უთ​ხრა ქალ​მა.

ჰოფ​მა​ნი დაიხა​რა, მუ​გუ​ზა​ლი აიღო და თავ​ზარ​და​ცე​მულ​მა შე​ნიშ​ნა, რომ მას ქა​ლის ფე​ხი კი არ
და​ეწ​ვა, არა​მედ ქა​ლის ტერფს ჩა​ექ​რო ის.

– დავ​ლი​ოთ! – შეს​თა​ვა​ზა ჰოფ​მან​მა.

– დავ​ლი​ოთ! – გაიმეორა არ​სენ​მა და ჭი​ქა გაუწო​და.

მეორე ბოთ​ლიც და​ცა​ლეს.

ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად, ჰოფ​მა​ნი გრძნობ​და, რომ ალ​კო​ჰო​ლი არ ეკი​დე​ბო​და.

უეც​რად პიანი​ნო შე​ნიშ​ნა.

– კარ​გია! – წა​მოიძა​ხა ვაჟ​მა.

მიხ​ვდა, რომ მუ​სი​კა მოუტან​და სა​ჭი​რო თრო​ბას.

იგი პიანი​ნოს​კენ გაექა​ნა.

მი​სი თი​თე​ბის​გან ბუ​ნებ​რი​ვად დაიბა​და მე​ლო​დია, რო​მელ​ზე​დაც არ​სე​ნი პა-​დე-ტრუას ცეკ​ვავ​და


ოპე​რის სცე​ნა​ზე, ბა​ლეტ „პა​რი​სის სამ​სჯავ​რო​ში“ და მა​შინ ჰოფ​მან​მა პირ​ვე​ლად იხი​ლა იგი.

თუმ​ცა ჰოფ​მანს ეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ პიანი​ნოს სი​მე​ბი ფო​ლა​დი​სა იყო. ინ​სტრუ​მენ​ტი ისეთ ხმას
გა​მოს​ცემ​და, მთე​ლი ორ​კეს​ტრი​სას უტოლ​დე​ბო​და.

– ოჰ! ჩი​ნე​ბუ​ლია! – წა​მო​იყ​ვი​რა ვაჟ​მა. სა​სურ​ვე​ლი თრო​ბა, რო​მელ​საც ეძებ​და, სწო​რედ პიანო​ნის
ხმა​ში იპო​ვა.

პირ​ვე​ლი​ვე აკორ​დე​ბის გა​გო​ნე​ბის​თა​ნა​ვე, არ​სე​ნი წა​მოდ​გა. თით​ქოს აკორ​დე​ბი ცეც​ხლო​ვან


ფარ​და​სა​ვით შე​მოვ​ლე​ბო​და მის არ​სე​ბას.
ქალ​მა წი​თე​ლი აბ​რე​შუ​მის ფარ​და მო​ის​რო​ლა და უც​ნაურია, მაგ​რამ აუხ​სნე​ლი, ჯა​დოს​ნუ​რი
გარ​და​სახ​ვა გან​ხორ​ცი​ელ​და – ნაც​რის​ფე​რი კა​ბი​სა და მორ​თუ​ლო​ბის გა​რე​შე და​ტო​ვე​ბუ​ლი
მო​შიშ​ვლე​ბუ​ლი მხრე​ბის ნაც​ვლად, არ​სე​ნი გა​მოჩ​ნდა ფლო​რას კოს​ტი​უმ​ში, ყვა​ვი​ლებ​ში ჩაფ​ლუ​ლი,
ღა​ზის ჰაერო​ვა​ნი ქსო​ვი​ლის კა​ბა​ში, ავ​ხორ​ცო​ბით ატა​ნი​ლი.

ჰოფ​მან​მა წა​მო​იყ​ვი​რა, დაკ​ვრა გა​ორ​მა​გე​ბუ​ლი ძა​ლით გა​ნაგ​რძო, კლა​ვე​სი​ნის მკერ​დი​დან


ჯო​ჯო​ხე​თუ​რი სიძ​ლიერის ხმა ამო​უშ​ვა, ინ​სტრუ​მენ​ტის ყვე​ლა სი​მი ზან​ზა​რებ​და.

იმა​ვე მი​რაჟ​მა ჰოფ​მანს გო​ნე​ბა და​უბ​ნე​ლა. მო​ცეკ​ვა​ვე ქა​ლი, რო​მე​ლიც თან​და​თან გა​მო​ცოც​ხლდა,
და​უძ​ლე​ვე​ლად იზი​დავ​და. ცეკ​ვის​თვის მთე​ლი სივ​რცე და​იპ​ყრო პიანი​ნო​სა და სა​წოლს შო​რის,
წი​თე​ლი ფარ​დის ფონ​ზე ჯო​ჯო​ხე​თი​დან ამო​სულს ჰგავ​და. ყო​ველ ჯერ​ზე, რო​გორც კი ჰოფ​მანს
უახ​ლოვ​დე​ბო​და, ვა​ჟი წა​მოდ​გე​ბო​და ხოლ​მე; რო​გორც კი მო​შორ​დე​ბო​და, ჰოფ​მა​ნი თავს ძლივს
იკა​ვებ​და, უკან არ გას​დევ​ნე​ბო​და.

ბო​ლოს, ისე, რომ თა​ვა​დაც ვერ მიხ​ვდა, ჰოფ​მა​ნის თი​თე​ბის მოძ​რაობა შე​იც​ვა​ლა, ბა​ლე​ტის
მე​ლო​დი​ის ნაც​ვლად, ვალსს უკ​რავ​და – ეს იყო ბეთ​ჰო​ვე​ნის „სურ​ვი​ლი“. თი​თე​ბის წყა​ლო​ბით თა​ვის
ნამ​დვილ ფიქრს გად​მოს​ცემ​და. არ​სენ​მაც შეც​ვა​ლა მოძ​რაობე​ბი – ჯერ ად​გილ​ზე ტრიალებ​და, შემ​დეგ
თან​და​თან გააფარ​თო​ვა წრე და ჰოფ​მანს მიუახ​ლოვ​და.

ჰოფ​მა​ნი ქა​ლის მი​ახ​ლოებას გრძნობ​და და სუ​ლი ეხუ​თე​ბო​და, კარ​გად ხვდე​ბო​და, ბო​ლო წრის
შე​მოვ​ლი​სას, მო​ცეკ​ვა​ვე შეეხე​ბო​და, თა​ვა​დაც იძუ​ლე​ბუ​ლი იქ​ნე​ბო​და, წა​მომ​დგა​რი​ყო და მგზნე​ბა​რე
ვალ​სის ცეკ​ვა და​ეწ​ყო. ერ​თდროულად ეს სურ​და, თან ეში​ნო​და კი​დეც. ბო​ლოს არ​სენ​მა ჩაუარა,
ხე​ლი გა​იშ​ვი​რა და თი​თის წვე​რე​ბით ოდ​ნავ შეეხო. ჰოფ​მან​მა წა​მო​იყ​ვი​რა, ისე შე​ქან​და,
გე​გო​ნე​ბო​და, სხე​ულ​ში ელექ​ტრონ​მა დაუარა. მო​ცეკ​ვა​ვეს გაეკი​და, დაეწია, მკლა​ვებ​ში მო​იქ​ცია –
მე​ლო​დია უკ​ვე მის გო​ნე​ბა​ში ხმიანობ​და – გულ​ში ჩა​იკ​რა მოქ​ნი​ლო​ბა​დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი სხეული. იწოვ​და
მი​სი თვა​ლე​ბის მზე​რას, მი​სი ბა​გეების სუნ​თქვას, თვა​ლე​ბით ჭამ​და ქა​ლის კი​სერს, მხრებს,
მკლა​ვებს. ტრიალებ​დნენ ოთახ​ში, სა​დაც სუნ​თქვა შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო. ჰაერის ნაც​ვლად ცეც​ხლი
გიზ​გი​ზებ​და და ორი​ვე მო​ცეკ​ვა​ვის მკერ​დში აღ​წევ​და, რა​მაც ბო​ლოს ისი​ნი – აქო​ში​ნე​ბუ​ლე​ბი და
ვნე​ბას და​ნე​ბე​ბუ​ლე​ბი – აიძუ​ლა, სა​წოლ​ზე და​ცე​მუ​ლიყ​ვნენ.

ჰოფ​მან​მა გა​იღ​ვი​ძა. პა​რი​ზუ​ლი ზამ​თრის მო​ქუფ​რუ​ლი დი​ლა გა​თე​ნე​ბუ​ლი​ყო, რაც უფარ​დოდ


დარ​ჩე​ნი​ლი ფან​ჯრი​დან მო​ჩან​და. მი​მოიხე​და, ვერ მიხ​ვდა, სად იყო, მარ​ცხე​ნა ხელ​ზე რა​ღაც სიმ​ძი​მე
დას​წო​ლო​და. გა​დაბ​რუნ​და, რად​გან სიმ​ძი​მე თით​ქოს გულ​ზეც აწ​ვე​ბო​და და მიხ​ვდა, რომ იწ​ვა არა
ოპე​რის ლა​მა​ზი მო​ცეკ​ვა​ვის, არა​მედ რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედან​ზე შეხ​ვედ​რი​ლი ფერ​მკრთა​ლი
ახალ​გაზ​რდა ქა​ლის გვერ​დით.

მა​შინ​ვე ყვე​ლა​ფე​რი გა​ახ​სენ​და, გა​შე​შე​ბუ​ლი სხეულის ქვე​მო​დან ხე​ლი გა​მოს​წია და რა​კი ქა​ლი არ
გან​ძრეულა, კან​დე​ლაბ​რი აიღო, რო​მელ​შიც ჯერ კი​დევ ენ​თო ხუ​თი სან​თე​ლი; დღი​სა და სან​თლე​ბის
სი​ნათ​ლე​ზე შე​ნიშ​ნა, რომ არ​სე​ნი არ მოძ​რა​ობ​და, უჩ​ვეულოდ ფერ​და​კარ​გულს თვა​ლე​ბი დაეხუ​ჭა.

თა​ვი​დან ეგო​ნა, დაღ​ლი​ლო​ბამ სიყ​ვა​რულს, ვნე​ბა​სა და სურ​ვილს სძლია, ქალ​მა, უბ​რა​ლოდ, გო​ნე​ბა
და​კარ​გაო. ხე​ლი აიღო, რო​მე​ლიც ყი​ნუ​ლი​ვით ცი​ვი მო​ეჩ​ვე​ნა; გუ​ლის​ცე​მას და​აკ​ვირ​და, თუმ​ცა
მო​ცეკ​ვა​ვე ქა​ლის გუ​ლი აღარ ძგერ​და.
ჰოფ​მანს გო​ნე​ბა​ში სა​ზა​რელ​მა აზ​რმა გაუელ​ვა; ზა​რის თო​კი ჩა​მო​ქა​ჩა, რო​მე​ლიც ჩა​მოწ​ყდა, მე​რე
კა​რის​კენ გა​ქან​და, გა​მოაღო და კი​ბე​ზე ყვი​რი​ლით და​ეშ​ვა:

– მიშ​ვე​ლეთ! და​მეხ​მა​რეთ!

იმა​ვე კი​ბე​ზე, რო​მელ​ზე​დაც ჰოფ​მა​ნი ჩარ​ბო​და, შავ​სა​მო​სიანი ჩია კა​ცი ამო​დიოდა. მან თა​ვი ას​წია.
ჰოფ​მანს გაკ​ვირ​ვე​ბის ყვი​რი​ლი აღ​მოხ​და. ოპე​რა​ში შეხ​ვედ​რი​ლი ექი​მი იც​ნო.

– აჰა! ეს თქვენ ხართ, ძვირ​ფა​სო მე​სიე, – ექიმ​მაც იც​ნო ჰოფ​მა​ნი, – რა მოხ​და, რა სა​ჭი​როა ასე​თი
ხმაურის ატე​ხა?

– ოჰ! წა​მო​დით, წა​მო​დით, – ჰოფ​მანს არც კი აუხ​სნია ექი​მის​თვის, მის​გან რას ელო​და და იმე​დი
ჰქონ​და, უსუ​ლო არ​სე​ნის ხილ​ვა საკ​მა​რი​სი იყო ყვე​ლაფ​რის მი​სახ​ვედ​რად, – გა​მომ​ყე​ვით!

და ნომ​რის​კენ წა​იყ​ვა​ნა.

მე​რე სა​წო​ლის​კენ უბიძ​გა, მეორე ხელ​ში კან​დე​ლაბ​რი ეჭი​რა, რო​მე​ლიც არ​სე​ნის სა​ხეს მიუახ​ლო​ვა.

– აჰა, შე​ხე​დეთ, – უთ​ხრა ჰოფ​მან​მა.

მაგ​რამ ექიმს არა​ფე​რი გაჰ​კვირ​ვე​ბი​ა:

– ოჰ! ესე იგი, ეს თქვენ იყა​ვით, – თქვა მან, – გა​საკ​ვი​რი არ არის, რომ გვა​მი გა​მო​ის​ყი​დეთ და
სა​ერ​თო ორ​მო​ში და​მარ​ხვას გა​და​არ​ჩი​ნეთ... ძა​ლი​ან კარ​გი, ყმაწ​ვი​ლო! ძა​ლი​ან კარ​გი!

– ეს გვა​მი... – წაიბუტ​ბუ​ტა ჰოფ​მან​მა, – გა​მო​ვის​ყი​დე... სა​ერ​თო ორ​მო... რას ბო​დავთ? ღმერ​თო


ჩე​მო!

– იმას ვამ​ბობ, რომ ჩვე​ნი საბ​რა​ლო არ​სე​ნი გუ​შინ დი​ლის რვა სა​ათ​ზე დააპა​ტიმ​რეს, ნა​შუ​ად​ღე​ვის
ორ სა​ათ​ზე გაასა​მარ​თლეს და ოთ​ხზე სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს.

ჰოფ​მანს ეგო​ნა, ჭკუიდან იშ​ლე​ბო​და. ექიმს ყელ​ში ეცა.

– სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს ოთხ სა​ათ​ზე! – ყვი​რო​და და თან სუ​ლი ეხუ​თე​ბო​და, – არ​სე​ნი სიკ​ვდი​ლით
და​სა​ჯეს!

მე​რე გა​დაიხარ​ხა​რა, მაგ​რამ ეს იყო ისე​თი უც​ნაური, ძარ​ღვებ​ში სის​ხლის გამ​ყი​ნა​ვი, სრუ​ლი​ად
არაადა​მიანუ​რი სი​ცი​ლი, რომ ექი​მი თით​ქმის დამ​ფრთხა​ლი თვა​ლე​ბით მიაჩერ​და:

– ჩე​მი არ გჯე​რათ? – ჰკით​ხა ვაჟს.


– რო​გორ! რას ნიშ​ნავს, არ მჯე​რა! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა, – რა​საკ​ვირ​ვე​ლია, არა. მას​თან ერ​თად
ვი​ვახ​შმე, ვალ​სი ვი​ცეკ​ვეთ, ეს ღა​მე მას​თან გა​ვა​ტა​რე.

– თუ ასეა, მე​ტის​მე​ტად უც​ნაური შემ​თხვე​ვაა და მე​დი​ცი​ნის ანა​ლებ​ში აუცი​ლებ​ლად შე​ვი​ტან, – თქვა


ექიმ​მა, – თქვენ კი მოხ​სე​ნე​ბას ხელს მოაწერთ, ხომ ასეა?

– ხე​ლის მო​წე​რა არ შე​მიძ​ლია, იმი​ტომ, რომ უარ​ვყოფ, იმი​ტომ, რომ ეს შე​უძ​ლე​ბე​ლია, იმი​ტომ, რომ,
ხომ გით​ხა​რით, ასე​თი რამ არ მომ​ხდა​რა.

– აჰ! არ მომ​ხდა​რაო ამ​ბობთ, და ამას მე მე​უბ​ნე​ბით, ცი​ხეების ექიმს, მე, ვინც ყვე​ლა​ფე​რი სცა​და მის
გა​და​სარ​ჩე​ნად და ვე​რა​ფერს გახ​და; მე, ვინც ური​კა​ში ას​ვლამ​დე და​ვემ​შვი​დო​ბე! ამ​ბობთ, არ
მომ​ხდა​რაო! მო​ით​მი​ნეთ!

ექიმ​მა ხე​ლი გა​იშ​ვი​რა, ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მის ბრი​ლი​ან​ტის შე​საკ​რავს დააჭი​რა და ხა​ვერ​დი


გა​მოს​წია.

ჰოფ​მან​მა სა​ზარ​ლად იყ​ვი​რა. რა​კი მოს​ცილ​და ერ​თა​დერ​თი სა​მაგ​რი, რო​მე​ლიც მხრებ​თან


აკავ​ში​რებ​და, სიკ​ვდი​ლით დას​ჯი​ლი ქა​ლის თა​ვი სა​წო​ლი​დან იატაკ​ზე გა​გორ​და და ჰოფ​მა​ნის
ფეხ​საც​მელ​თან შე​ჩერ​და, ისე, რო​გორც წი​ნა სა​ღა​მოს ბუხ​რი​დან გად​მო​ვარ​დნი​ლი მუ​გუ​ზა​ლი
აღ​მოჩ​ნდა არ​სე​ნის ტერ​ფთან.

ვა​ჟი უკან გა​დახ​ტა, ოთა​ხი​დან ტყვიასა​ვით გა​ვარ​და და კი​ბე​ზე ყვი​რი​ლით და​ეშ​ვა:

– ჭკუიდან შე​ვი​შა​ლე!

ჰოფ​მა​ნის წა​მო​ძა​ხი​ლი გა​და​ჭარ​ბე​ბუ​ლი სრუ​ლე​ბით არ იყო – ხე​ლო​ვა​ნის გო​ნებ​რივ


შე​საძ​ლებ​ლო​ბებ​ზე თავს დამ​ტყდა​რი ამ​ბის სიმ​ძი​მეს თუ გა​ვით​ვა​ლის​წი​ნებთ, ის სუს​ტი, ასე ვთქვათ,
ბა​რიერი, რო​მე​ლიც წარ​მო​სახ​ვას სი​გი​ჟის​გან აცალ​კე​ვებს და ზოგ​ჯერ თით​ქოს გა​საქ​რო​ბად მზა​დაა,
მის თავ​ში და​სან​გრე​ვად გამ​ზა​დე​ბუ​ლი დაბ​ზა​რუ​ლი კე​დე​ლი​ვით ჭრიალებ​და.

მაგ​რამ იმ ეპო​ქა​ში პა​რი​ზის ქუ​ჩებ​ში უმი​ზე​ზოდ სირ​ბი​ლი შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო. და​ლოც​ვილ 1793 წელს
მე​ტის​მე​ტად ცნო​ბის​მოყ​ვა​რე პა​რი​ზე​ლე​ბი ინ​ტე​რეს​დე​ბოდ​ნენ იმ ადა​მიანით, ვინც გარ​ბო​და. მას
აჩე​რებ​დნენ და დაწ​ვრი​ლე​ბით ეკით​ხე​ბოდ​ნენ, ვის მის​დევ​და ან ვინ მოს​დევ​და.

ჰოფ​მა​ნიც გააჩე​რეს სა​ყა​რაულოდ ქცეული ამაღ​ლე​ბის ეკ​ლე​სი​ის წინ და უფ​როს​თან მი​იყ​ვა​ნეს. მა​შინ
კი მიხ​ვდა, რომ მარ​თლაც ემუქ​რე​ბო​და საფ​რთხე – ზოგს არის​ტოკ​რა​ტად მი​აჩ​ნდა, რო​მე​ლიც
საზ​ღვარ​ზე სას​წრა​ფოდ მოხ​ვედ​რას ცდი​ლობ​და; ზო​გი ყვი​რო​და: „პი​ტი​სა და კო​ბურ​გის აგენ​ტი​ა!“;
ვი​ღა​ცამ ისიც კი წა​მოიძა​ხა, აქ​ვე, ლამ​პი​ონ​ზე ჩა​მო​ვახ​რჩო​თო, რაც სრუ​ლე​ბით არ იყო სა​სი​ხა​რუ​ლო
ამ​ბა​ვი. კი​დევ უფ​რო უსიამოვ​ნო ჩან​და რე​ვო​ლუ​ციური ტრი​ბუ​ნა​ლის​თვის გა​და​ცე​მის წი​ნა​და​დე​ბა. თუ
აბატ მო​რის დაეჯე​რე​ბო​და, ლამ​პი​ონ​ზე ჩა​მოხ​რჩო​ბა თა​ვი​დან აუცი​ლე​ბი​ათ, რე​ვო​ლუ​ცი​ურ
ტრი​ბუ​ნალს კი ვე​რა​ვინ გა​და​ურ​ჩა.
ჰოფ​მან​მა სცა​და, შეკ​რე​ბი​ლე​ბის​თვის აეხ​სნა, რა გა​დახ​და თავს წი​ნა სა​ღა​მო​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი.
მო​უყ​ვა ბან​ქოს თა​მა​ში​სა და მო​გე​ბის შე​სა​ხებ, რო​გორ გა​იქ​ცა ოქ​რო​თი სავ​სე ჯი​ბეებით ჰა​ნო​ვე​რის
ქუ​ჩა​ზე, მაგ​რამ ქა​ლი, ვი​საც ეძებ​და, იქ აღარ დახ​ვდა; რო​გორ დარ​ბო​და ღა​მის პა​რი​ზის ქუ​ჩებ​ში
მწვე​ლი სურ​ვი​ლით ატა​ნი​ლი და ბო​ლოს, რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედან​ზე ჩავ​ლი​სას, სწო​რედ ის ქა​ლი იპო​ვა
გი​ლიოტი​ნის ძირ​ში; რო​გორ წა​იყ​ვა​ნა სენტ-​ონორეს ქუ​ჩის სას​ტუმ​რო​ში და იმ ღა​მის შემ​დეგ,
რო​დე​საც ყვე​ლა სა​ხის სიმ​თვრა​ლე იგე​მა, დი​ლით თა​ვის მკლა​ვებ​ში აღ​მოაჩი​ნა ქა​ლის გვა​მი, თა​ნაც
– თავ​მოკ​ვე​თი​ლი.

ჰოფ​მა​ნის მო​ნა​ყო​ლი იმ​დე​ნად გა​საოცა​რი იყო, არა​ვინ დაიჯე​რა – ჭეშ​მა​რი​ტე​ბის ფა​ნა​ტი​კოს​მა


დამ​ცვე​ლებ​მა მატ​ყუარად მო​ნათ​ლეს, ზო​მიერებ​მა კი შეშ​ლი​ლად მი​იჩ​ნი​ეს.

ამა​სო​ბა​ში შეკ​რე​ბილ​თა​გან ერთ-​ერთს გო​ნე​ბა გაუნათ​და და ჰკით​ხა:

– რო​გორც ამ​ბობთ, გუ​შინ​დე​ლი ღა​მე სენტ-​ონორეს სას​ტუმ​როს ნო​მერ​ში გაატა​რეთ?

– დი​ახ.

– ივახ​შმეთ და გე​ძი​ნათ ქალ​თან, რომ​ლის გა​გო​რე​ბულ​მა თავ​მა თავ​ზა​რი დაგ​ცათ და ამი​ტომ


მორ​ბო​დით, რო​დე​საც და​გა​კა​ვეთ?

– დი​ახ.

– ძა​ლი​ან კარ​გი! წა​ვი​დეთ და ის სას​ტუმ​რო მოვ​ძებ​ნოთ; ოქ​როს, ალ​ბათ, ვე​ღარ ვი​პო​ვით, მაგ​რამ
ქა​ლი ხომ იქ იქ​ნე​ბა.

– ჰო! ჰო! – იხუვ​ლეს და​ნარ​ჩე​ნებ​მაც, – წა​ვი​დეთ, მოვ​ძებ​ნოთ!

ჰოფ​მანს სრუ​ლე​ბით არ სურ​და სას​ტუმ​როს მო​სა​ძებ​ნად წას​ვლა, მაგ​რამ იძუ​ლე​ბით დაემორ​ჩი​ლა მის
გარ​შე​მო შეკ​რე​ბილ​თა სურ​ვილს, რო​მელ​საც გა​მო​ხა​ტავ​და სიტ​ყვა „მოვ​ძებ​ნოთ“.

იგი ეკ​ლე​სიიდან გა​მო​ვი​და და სენტ-​ონორეს ქუ​ჩას გა​უყ​ვა, თან სას​ტუმ​როს ეძებ​და.

ამაღ​ლე​ბის ეკ​ლე​სია ახ​ლოს იყო სა​მე​ფო ქუ​ჩას​თან. ჰოფ​მა​ნი თა​ვი​დან უგერ​გი​ლოდ, მე​რე კი მე​ტი
ყუ​რად​ღე​ბით შე​უდ​გა სას​ტუმ​როს ძებ​ნას, ბო​ლოს კი მხო​ლოდ ერ​თი სურ​ვი​ლი ჰქონ​და, მოეძებ​ნა ის.
ამის მიუხე​და​ვად, მი​ახ​ლოები​თაც კი არა​ფე​რი ჩან​და, რაც მოაგო​ნებ​და სას​ტუმ​როს, რო​მელ​შიც წი​ნა
დღით შე​ვი​და, ღა​მე გაატა​რა, საიდა​ნაც გა​მო​ვარ​და. სენტ-​ონორეს ქუ​ჩის სას​ტუმ​რო, სა​დაც ზე​მოთ
აღ​წე​რი​ლი ჯო​ჯო​ხე​თუ​რი სცე​ნა გა​თა​მაშ​და, ზუს​ტად ისე გაქ​რა, რო​გორც ქრე​ბი​ან თე​ატ​რის სცე​ნა​ზე
აგე​ბუ​ლი ზღაპ​რუ​ლი სა​სახ​ლეები, თუმ​ცა მათ მე​მან​ქა​ნის ხე​ლი შლის, რო​დე​საც სა​ჭი​რო​ნი აღარ
არი​ან.

ეს კი ნაკ​ლე​ბად ადარ​დებ​დათ დოყ​ლა​პი​ებს, რომ​ლე​ბიც ჰოფ​მანს თან ახ​ლდნენ და რა​კი ასე


შე​წუხ​დნენ, სურ​დათ, რაიმე გა​და​ეწ​ყვი​ტათ: ან არ​სე​ნის გვა​მი ეპო​ვათ, ან ჰოფ​მა​ნი
დაეპა​ტიმ​რე​ბი​ნათ, რო​გორც ეჭ​ვმი​ტა​ნი​ლი.
რა​კი არ​სე​ნის გვა​მი არ​სად ჩან​და, თა​ვის​თა​ვად მომ​წიფ​და ჰოფ​მა​ნის და​პა​ტიმ​რე​ბის სა​კით​ხი, მაგ​რამ
მოულოდ​ნე​ლად ვაჟ​მა ქუ​ჩის ბო​ლო​ში ჩია შავ​სა​მო​სიანი კა​ცი შე​ნიშ​ნა და საშ​ვე​ლად დაუძა​ხა, მი​სი
მო​ნათ​ხრო​ბი რომ დაედას​ტუ​რე​ბი​ნა.

ექი​მის სიტ​ყვას ყო​ველ​თვის დი​დი გავ​ლე​ნა აქვს ბრბო​ზე. ამ უკა​ნას​კნელ​მა ხმა​მაღ​ლა თქვა თა​ვი​სი
პრო​ფე​სია და ჰოფ​მან​თან მი​ახ​ლოების სა​შუალე​ბა მის​ცეს.

– აჰ! საბ​რა​ლო ყმაწ​ვი​ლი! – წარ​მოთ​ქვა ექიმ​მა და ხე​ლი მა​ჯა​ზე მოჰ​კი​და, თით​ქოს პულ​სის
გა​სინ​ჯვას აპი​რებ​და, სი​ნამ​დვი​ლე​ში უნ​დო​და, ენიშ​ნე​ბი​ნა, არ გა​ძა​ლიანე​ბო​და, – ესე იგი, გა​იქ​ცა!

– საიდან გა​იქ​ცა? რას გა​მო​ექ​ცა? – აყა​ყან​და ბრბო.

– ჰო, საიდან გა​ვი​ქე​ცი? – გაკ​ვირ​ვე​ბით იკით​ხა ჰოფ​მან​მა, რო​მელ​საც არ სურ​და, ექი​მის


შე​თა​ვა​ზე​ბუ​ლი ხსნის გზა მიეღო, და​მამ​ცი​რებ​ლად მი​აჩ​ნდა.

– ჯან​და​ბა! რა თქმა უნ​და, საავად​მყო​ფო​დან.

– საავად​მყო​ფო​დან! – წა​მოიძა​ხეს ბრბო​ში, – რო​მე​ლი საავად​მყო​ფო​დან?

– ოჰ! რა თქმა უნ​და, გი​ჟე​ბის საავად​მყო​ფო​დან!

– ოჰ, ექი​მო! შეწ​ყვი​ტეთ ხუმ​რო​ბა! – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა.

– საბ​რა​ლო შეშ​ლი​ლი! – ექიმს თით​ქოს არც გაუგო​ნია მი​სი ნათ​ქვა​მი, – საბ​რა​ლო შეშ​ლი​ლი,
რო​მელ​მაც საყ​ვა​რე​ლი ქა​ლი გი​ლიოტი​ნა​ზე და​კარ​გა.

– ოჰ! დი​ახ, დი​ახ, – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – ძა​ლი​ან მიყ​ვარ​და, მაგ​რამ ისე ძა​ლი​ან არა, რო​გორც
ან​ტო​ნია.

– საწ​ყა​ლი ბი​ჭი! – შეკ​რე​ბილ​თა შო​რის მყოფ ქა​ლებს ჰოფ​მა​ნი შე​ებ​რა​ლათ.

– დი​ახ, ბო​ლო ხა​ნია, სა​ზა​რე​ლი ჰა​ლუ​ცი​ნა​ციები სტან​ჯავს, – გა​ნაგ​რძო ექიმ​მა, – ჰგო​ნია, რომ
ბან​ქოს თა​მა​შობს... ჰგო​ნია, რომ დიდ ფულს იგებს... რო​ცა ითა​მა​შებს და მოიგებს, მე​რე სჯე​რა,
რომ საყ​ვა​რე​ლი ქა​ლის და​უფ​ლე​ბას შეძ​ლებს; მე​რე თა​ვი​სი ოქ​რო​თი ქუ​ჩებ​ში დარ​ბის; თით​ქოს იმ
ქალს გი​ლიოტი​ნის ძირ​ში ხვდე​ბა; უმ​შვე​ნიერეს სა​სახ​ლე​ში მიჰ​ყავს, რო​მე​ლი​ღაც ულა​მა​ზეს
სას​ტუმ​რო​ში, მას​თან ერ​თად ატა​რებს ღა​მეს – სვა​მენ, მღე​რი​ან, უკ​რა​ვენ; რის შემ​დე​გაც აღ​მოაჩენს,
რომ ქა​ლი მკვდა​რია. ეს მო​გიყ​ვათ, ხომ ასეა?

– ჰო, ჰო, სიტყვა-​სიტყვით, – დაიძა​ხეს ბრბო​ში.

– კარ​გი! კარ​გი! – თქვა ჰოფ​მან​მა, რო​მელ​საც თვა​ლე​ბი უელავ​და, – ამ​ბობთ, რომ ეს სი​მარ​თლე არ
არის, ექი​მო? თქვენ არ გახ​სე​ნით ყელ​სა​ბა​მის ბრი​ლი​ან​ტის შე​საკ​რა​ვი? ოჰ! თა​ვა​დაც უნ​და
მივ​მხვდა​რი​ყა​ვი რა​ღა​ცას, რო​ცა შამ​პა​ნუ​რი ყელ​სა​ბამ​ში ჩა​იღ​ვა​რა; რო​ცა ბუხ​რი​დან
გად​მო​ვარ​დნი​ლი მუ​გუ​ზა​ლი მის შიშ​ველ ფეხ​თან მი​გორ​და; და მის​მა შიშ​ველ​მა ფეხ​მა, მკვდრის
ფეხ​მა, იმის ნაც​ვლად, დამ​წვა​რი​ყო, მუ​გუ​ზა​ლი ჩა​აქ​რო.

– ახ​ლა ხომ ხე​დავთ, – წარ​მოთ​ქვა ექიმ​მა სიბ​რა​ლუ​ლით აღ​სავ​სე თვა​ლე​ბი​თა და ხმით, – ხე​დავთ,
სი​გი​ჟემ ისევ შე​მოუტია.

– რას ამ​ბობთ, რა სი​გი​ჟე! – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა, – რო​გორ ბე​დავთ იმის თქმას, რომ ეს სი​მარ​თლე
არ არის! რო​გორ ბე​დავთ იმის თქმას, რომ ღა​მე არ გა​ვა​ტა​რე არ​სენ​თან, რო​მელ​საც თა​ვი
გი​ლიოტი​ნა​ზე მოჰ​კვე​თეს! ბე​დავთ და ამ​ბობთ, რომ თავს მხრებ​ზე მხო​ლოდ ხა​ვერ​დის ყელ​სა​ბა​მი არ
ამაგ​რებ​და! ბე​დავთ და ამ​ბობთ, რომ რო​დე​საც შე​საკ​რა​ვი გახ​სე​ნით და ყელ​სა​ბა​მი მოაშო​რეთ, მი​სი
თა​ვი ხა​ლი​ჩა​ზე არ გა​გო​რე​ბუ​ლა! წა​მო​დით, ექი​მო, წა​მო​დით, თქვენ კარ​გად იცით, რომ მარ​თა​ლი
ვარ!

– მე​გობ​რე​ბო, – მი​მარ​თა ექიმ​მა შეკ​რე​ბი​ლებს, – ახ​ლა ხომ თქვენც დარ​წმუნ​დით, გა​ნა ასე არ
არის?

– ჰო, ჰო, – წა​მოიძა​ხა ბრბო​ში ასიოდემ.

ის კი, ვინც არ ყვი​რო​და, და​ღო​ნე​ბუ​ლი უქ​ნევ​და თავს თან​ხმო​ბის ნიშ​ნად.

– ძა​ლი​ან კარ​გი! მაშ, ეტლს დაუძა​ხეთ და მე წა​ვიყ​ვან.

– სად წა​მიყ​ვანთ? – იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა, – სად უნ​და წა​მიყ​ვა​ნოთ?

– სად? რა თქმა უნ​და, სა​გი​ჟეთ​ში, საიდა​ნაც გა​მოიპა​რეთ, ჩე​მო კე​თი​ლო მე​გო​ბა​რო, – უპა​სუ​ხა
ექიმ​მა, ხმა​დაბ​ლა კი დაამა​ტა, – ჯან​და​ბა, ნე​ბა მო​მე​ცით, და​გეხ​მა​როთ, თო​რემ რაც მოხ​დე​ბა, პა​სუხს
არ ვა​გებ. ესე​ნი იფიქ​რე​ბენ, რომ დას​ცი​ნეთ და ნაფ​ლე​თე​ბად დაგ​გლე​ჯენ.

ჰოფ​მან​მა ამოიოხ​რა და ხე​ლე​ბი ჩამოუშვა.

– ხე​დავთ, ახ​ლა ბატ​კა​ნი​ვით უწ​ყი​ნა​რია, – გა​ნაგ​რძო ექიმ​მა, – კრი​ზის​მა გაიარა... აი, ასე!
მე​გო​ბა​რო, აი, ასე!..

ექი​მი თავს აჩ​ვე​ნებ​და, რომ ხე​ლით აწ​ყნა​რებ​და ჰოფ​მანს, რო​გორც გაშ​მა​გე​ბულ ცხენს და გაავე​ბულ
ძაღლს ამ​შვი​დე​ბენ ხოლ​მე.

ამა​სო​ბა​ში ეტ​ლიც გააჩე​რეს და მო​იყ​ვა​ნეს.

– სწრა​ფად ადით! – უთ​ხრა ექიმ​მა ჰოფ​მანს.

იგი უხ​მოდ დაემორ​ჩი​ლა, წი​ნა​აღ​მდე​გო​ბის გა​სა​წე​ვი არა​ქა​თი აღარ ჰქონ​და.


– ბი​სექ​ტრში(​ბი​სექ​ტრი – პა​რი​ზის გა​რეუბან​ში, უინ​ჩეს​ტე​რის ეპის​კო​პო​სის კუთ​ვნილ მი​წა​ზე აგე​ბუ​ლი
სიმაგრე-​მონასტერი მრა​ვალ​ჯერ და​ინ​გრა და ხე​ლი​დან ხელ​ში გა​და​ვი​და. ბო​ლოს 1633 წელს მე​ფე
ლუი XIII-​ის ბრძა​ნე​ბით, ცი​ხე​სი​მაგ​რე​ში გან​თავ​სდა და​ხე​იბ​რე​ბუ​ლი ჯა​რის​კა​ცე​ბი​სა და სუ​ლით
დაავა​დე​ბუ​ლე​ბის​თვის გან​კუთ​ვნი​ლი საავად​მყო​ფოები, ასე​ვე ცი​ხე – გან​სა​კუთ​რე​ბით სა​ში​ში
შეშ​ლი​ლე​ბის​თვის (ფრან​გუ​ლად გა​და​კე​თე​ბუ​ლი „უ​ინ​ჩეს​ტე​რი“ ჟღერ​და, რო​გორც „ვინ​სეტ​რი“,
საიდა​ნაც წა​მო​ვი​და სიტ​ყვა „ბი​სექ​ტრი“).)! – და​უყ​ვი​რა ექიმ​მა მე​ეტ​ლეს და ჰოფ​მა​ნის გვერ​დით
დაჯ​და. მე​რე ხმა​დაბ​ლა ჰკით​ხა, – სად გსურთ ჩა​მოს​ვლა?

– თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლეს​თან, – გა​ჭირ​ვე​ბით ამოილუღ​ლუ​ღა ჰოფ​მან​მა.

– მე​ეტ​ლევ, წა​ვე​დით, – იყ​ვი​რა ექიმ​მა.

შემ​დეგ ბრბოს და​ემ​შვი​დო​ბა.

– ექიმს გაუმარ​ჯოს! – იხუვ​ლეს შეკ​რე​ბი​ლებ​მა.

რო​დე​საც ბრბოა შეკ​რე​ბი​ლი, თა​ნაც რაიმე ვნე​ბით ატა​ნი​ლი, აუცი​ლებ​ლად ვინ​მემ „გაუმარ​ჯოს“ უნ​და
იყ​ვი​როს ან ვინ​მე მოკ​ვდეს.

თა​ნას​წო​რო​ბის სა​სახ​ლეს​თან ექიმ​მა ეტ​ლი შეაჩე​რე​ბი​ნა.

– მშვი​დო​ბით, ყმაწ​ვი​ლო, – უთ​ხრა ჰოფ​მანს, – და თუ ჩემს სიტ​ყვას დაუჯე​რებთ, სას​წრა​ფოდ


გერ​მა​ნიაში დაბ​რუნ​დით, საფ​რან​გე​თი თქვენ​ნაირი წარ​მო​სახ​ვის მქო​ნე ადა​მიანებ​ზე ცუ​დად
მოქ​მე​დებს.

მომ​ხდა​რის​გან ჯერ კი​დევ გა​ოგ​ნე​ბულ ჰოფ​მანს უბიძ​გა და ეტ​ლი​დან ჩა​აგ​დო. იგი პირ​და​პირ გზა​ზე
აღ​მოჩ​ნდა, მო​პირ​და​პი​რე მხრი​დან მო​მა​ვა​ლი ეტ​ლი სა​და​ცაა გა​და​უვ​ლი​და, რომ არა შემ​თხვე​ვი​თი
გამ​ვლე​ლი – ახალ​გაზ​რდა კა​ცი, რო​მელ​მაც ჰოფ​მანს ხე​ლი სტა​ცა და გვერ​დზე სწო​რედ დრო​ზე
გა​იყ​ვა​ნა, რად​გან მე​ეტ​ლე ძლივს აჩე​რებ​და ცხე​ნებს.

ეტ​ლმა გზა გა​ნაგ​რძო.

ორ​მა ახალ​გაზ​რდამ, ერ​თმა წაქ​ცე​ულ​მა და მეორემ, ვინც ხე​ლი შე​აშ​ვე​ლა, ერ​თდროულად წა​მოიძა​ხა:

– ჰოფ​მან!

– ვერ​ნერ!

ვერ​ნე​რი მე​გობ​რის სა​ვა​ლა​ლო მდგო​მა​რეობას კარ​გად მიხ​ვდა და სა​მე​ფო სა​სახ​ლის ბა​ღის​კენ


წა​იყ​ვა​ნა.

იქ ჰოფ​მან​მა მე​ტი სიც​ხა​დით გა​იხ​სე​ნა, რაც თავს გა​დახ​და და უეც​რად გერ​მა​ნელ ფუ​ლის
გა​დამ​ცვლელ​თან და​ტო​ვე​ბუ​ლი ან​ტო​ნი​ას მე​და​ლიონი გა​ახ​სენ​და.
გა​ახ​სენ​და, რო​გორ დაიცა​რიელა ჯი​ბეები სას​ტუმ​როს ნომ​რის მა​გი​და​ზე და წა​მო​იყ​ვი​რა. მაგ​რამ
მა​შინ​ვე მოაგონ​და საათის ჯი​ბე​ში გა​და​ნა​ხუ​ლი სა​მი ლუიდო​რი.

ჯი​ბემ ერ​თგუ​ლად შეინა​ხა თან​ხა, სა​მი ლუიდო​რი ად​გილ​ზე დახ​ვდა.

ჰოფ​მან​მა ვერ​ნე​რის ხე​ლის​გან თა​ვი გაითა​ვი​სუფ​ლა, და​უყ​ვი​რა: „აქ და​მე​ლო​დე!“ და ფუ​ლის


გა​დამ​ცვლე​ლის ჯი​ხუ​რის​კენ გა​ქან​და.

თი​თოეული ნა​ბი​ჯის გა​დად​გმას​თან ერ​თად ეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ სქე​ლი ნის​ლი​დან გა​დიოდა, წინ
მიიწევ​და, ღრუ​ბელ​შიც და მის გარ​შე​მოც თან​და​თან ნათ​დე​ბო​და – ჰაერი და​იწ​მინ​და და გამ​ჭვირ​ვა​ლე
გახ​და.

სუ​ლის მო​სათ​ქმე​ლად ჯი​ხურ​თან შედ​გა. ძვე​ლი ჩვე​ნე​ბა, წუ​ხან​დე​ლი ღა​მის, თით​ქმის გაქ​რა.

სუნ​თქვა რო​გორც კი და​უწ​ყნარ​და, ჯი​ხუ​რის კა​რი შეაღო.

ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლი ად​გილ​ზე დახ​ვდა, ად​გილ​ზე იყო მო​ნე​ტე​ბით სავ​სე სპი​ლენ​ძის თა​სე​ბიც.

ჰოფ​მა​ნი ხმაურით შე​ვი​და, ამი​ტომ ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა თა​ვი ას​წია.

– აჰ! აჰ! ეს თქვენ ხართ, ჩე​მო ახალ​გაზ​რდა თა​ნა​მე​მა​მუ​ლევ! სი​მარ​თლე გით​ხრათ, არ მე​გო​ნა, თუ
კი​დევ გნა​ხავ​დით.

– ვი​მე​დოვ​ნებ, ამას იმი​ტომ არ ამ​ბობთ, რომ თქვენ​თვის მო​ბა​რე​ბუ​ლი მე​და​ლიონი გა​ყი​დეთ! –


წა​მო​იყ​ვი​რა ჰოფ​მან​მა.

– არა, ხომ შეგ​პირ​დით, რომ შე​ვი​ნა​ხავ​დი, ოც​და​ხუ​თი ლუიდო​რიც რომ შე​მო​ეძ​ლი​ათ თქვე​ნი
მო​ცე​მუ​ლი სა​მის სა​ნაც​ვლოდ, მე​და​ლიონი აქაურო​ბას არ და​ტო​ვებ​და.

– აი, ინე​ბეთ სა​მი ლუიდო​რი, – მორ​ცხვად უთ​ხრა ჰოფ​მან​მა, – მაგ​რამ გუ​ლახ​დი​ლად გეტ​ყვით,
პრო​ცენ​ტის გა​და​სახ​დე​ლი თან​ხა არა მაქვს.

– პრო​ცენ​ტი ერ​თი ღა​მით ნივ​თის და​ტო​ვე​ბის​თვის? გე​ყო​ფათ, ნუ მა​ცი​ნებთ. ერ​თი ღა​მით სა​მი
ლუიდო​რის სეს​ხე​ბის​თვის თა​ნა​მე​მა​მუ​ლეს პრო​ცენ​ტი გა​მო​ვარ​თვა?! ეს არა​სო​დეს მოხ​დე​ბა!

და ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა ჰოფ​მანს მე​და​ლიონი და​უბ​რუ​ნა.

– გმად​ლობ, მე​სიე, – უთ​ხრა ჰოფ​მან​მა, მე​რე ამოიოხ​რა და გა​ნაგ​რძო, – ახ​ლა მან​ჰა​იმ​ში


და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი ფუ​ლი უნ​და ვი​შო​ვო.

– მან​ჰა​იმ​ში? ესე იგი, წარ​მო​შო​ბით მან​ჰაიმი​დან ხართ?


– არა, მე​სიე, მან​ჰა​იმ​ში არ დავ​ბა​დე​ბულ​ვარ, მაგ​რამ იქ ვცხოვ​რობ. ჩე​მი სა​ცო​ლეც მან​ჰა​იმ​შია,
მე​ლო​დე​ბა, რო​დის დავ​ბრუნ​დე​ბი და დავ​ქორ​წინ​დე​ბით.

– აჰა! – თქვა ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა. ჰოფ​მანს ხე​ლი უკ​ვე კა​რის სა​ხე​ლურ​ზე ედო, რო​დე​საც
დაამა​ტა, – მან​ჰა​იმ​ში მცხოვ​რებ მო​ხუც მუ​სი​კოსს თუ იც​ნობთ?

– გოტ​ლიბ მურს გუ​ლის​ხმობთ? – წა​მოიძა​ხა ჰოფ​მან​მა.

– სწო​რე​დაც! მაშ, იც​ნობთ?

– რა თქმა უნ​და, ვიც​ნობ! მი​სი ქა​ლიშ​ვი​ლია ჩე​მი სა​ცო​ლე.

– ან​ტო​ნია! – წა​მოიძა​ხა ფუ​ლის გა​დამ​ცვლელ​მა.

– დი​ახ, ან​ტო​ნია, – უპა​სუ​ხა ჰოფ​მან​მა.

– რო​გორ, ყმაწ​ვი​ლო, მან​ჰა​იმ​ში ან​ტო​ნიაზე და​სა​ქორ​წი​ნებ​ლად ბრუნ​დე​ბით?

– რა​საკ​ვირ​ვე​ლია.

– რა​კი ასეა, პა​რიზ​ში დარ​ჩით, ტყუილად გა​ემ​გზავ​რე​ბით.

– ტყუილად რა​ტომ?

– აი, ეს მა​მა​მი​სის წე​რი​ლია, რომ​ლი​თაც მატ​ყო​ბი​ნებს, რომ რვა დღის წინ, ნა​შუ​ად​ღე​ვის სამ სა​ათ​ზე,
ან​ტო​ნია მოულოდ​ნე​ლად გარ​და​იც​ვა​ლა, არ​ფა​ზე დაკ​ვრის დროს.

ეს ის დღე იყო, რო​დე​საც ჰოფ​მა​ნი არ​სენ​თან მი​ვი​და პორ​ტრე​ტის და​სა​ხა​ტად, სწო​რედ ის საათი,
რო​დე​საც ტუ​ჩე​ბით შეეხო ქა​ლის შიშ​ველ მხარს.

გა​ფით​რე​ბულ​მა, აკან​კა​ლე​ბულ​მა, თავ​ზარ​და​ცე​მულ​მა ჰოფ​მან​მა მე​და​ლიონი გახ​სნა, რომ ან​ტო​ნი​ას


სუ​რა​თის​თვის ეკოც​ნა, მაგ​რამ სპი​ლოს ძვა​ლი ისე​თი თეთ​რი და შე​ურ​ყვნე​ლი იყო, რო​გო​რიც
მხატ​ვრის ფუნ​ჯის შე​ხე​ბამ​დე იქ​ნე​ბო​და.

მი​ცე​მუ​ლი ფი​ცის ორ​გზის გამ​ტეხ ჰოფ​მანს ან​ტო​ნი​ას​გან აღა​რა​ფე​რი დარ​ჩა, პორ​ტრე​ტიც კი და​კარ​გა
იმ ქა​ლის, რო​მელ​საც სა​მუ​და​მო სიყ​ვა​რუ​ლი შეჰ​ფი​ცა.

ორი საათის შემ​დეგ ჰოფ​მა​ნი, ვერ​ნე​რი​სა და გულ​კე​თი​ლი ფუ​ლის გა​დამ​ცვლე​ლის თან​ხლე​ბით,


მან​ჰაიმის​კენ მი​მა​ვალ ეტ​ლში ჯდე​ბო​და. ქა​ლაქ​ში სწო​რედ დრო​ზე ჩა​ვი​და და მი​უს​წრო მა​ეს​ტრო
გოტ​ლიბ მუ​რის და​საფ​ლა​ვე​ბას, რომ​ლის უკა​ნას​კნე​ლი სურ​ვი​ლი თა​ვი​სი ძვირ​ფა​სი ან​ტო​ნი​ას
გვერ​დით დაკ​რძალ​ვა იყო.
ბოლოსიტყვაობა - არსენალი

1846 წლის ოთხ დე​კემ​ბერს, წი​ნა დღი​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი, ჩე​მი გე​მის ღუ​ზა ტუ​ნი​სის ყუ​რე​ში(​ტუ​ნი​სის
ყუ​რე – დი​დი ყუ​რე ხმელ​თა​შუა ზღვის აფ​რი​კის სა​ნა​პი​რო​ზე. მის სი​ახ​ლო​ვეს მდე​ბა​რე​ობს
დღე​ვან​დე​ლი ქა​ლა​ქი ტუ​ნი​სი, ტუ​ნი​სის რეს​პუბ​ლი​კის დე​და​ქა​ლა​ქი.) იყო ჩაშ​ვე​ბუ​ლი. დი​ლის ხუთ
სა​ათ​ზე გაღ​ვი​ძე​ბულს ხე​ლი დამ​რია ისეთ​მა უნუ​გე​შო სევ​დამ, რომ​ლის გა​მოც მთე​ლი დღე თვალ​ზე
ცრემ​ლი არ გშორ​დე​ბა და თა​ვი​სუფ​ლად სუნ​თქვის სა​შუალე​ბას არ გაძ​ლევს. სევ​და სიზ​მარ​მა
გა​მო​იწ​ვია.

სა​წო​ლი​დან ჩა​მოვ​ხტი, შარ​ვა​ლი ჩა​ვიც​ვი და გემ​ბან​ზე ავე​დი, მივიხედ-​მოვიხედე. ვი​მე​დოვ​ნებ​დი, რომ


ჩემ წინ გა​დაშ​ლი​ლი უმ​შვე​ნიერე​სი პეიზა​ჟი გა​მი​ქარ​ვებ​და კაეშანს, რომ​ლის აღ​მო​ცე​ნე​ბის რეალუ​რი
მი​ზე​ზი თით​ქმის არ არ​სე​ბობ​და და ამის მიუხედავად, ვე​რაფ​რით ვი​ცი​ლებ​დი თა​ვი​დან.

ჩემ წინ, თო​ფის გას​რო​ლის მან​ძილ​ზე, ლა გუ​ლე​ტის​(ლა გუ​ლე​ტი – კოს​მო​პო​ლი​ტუ​რი ქა​ლა​ქი ტუ​ნი​სის
დე​და​ქა​ლაქ ტუ​ნი​სის ჩრდილო-​აღმოსავლეთით, ათიოდე კი​ლო​მეტ​რის და​შო​რე​ბით მდე​ბა​რე​ობს და
იქაა ქა​ლაქ ტუ​ნი​სის უმ​თავ​რე​სი ნავ​სად​გუ​რი. სა​ხელ​წო​დე​ბა „გუ​ლე​ტი“ მომ​დი​ნა​რე​ობს იტა​ლიური
სიტ​ყვი​დან „გო​ლა“, რაც „ყელს“ ნიშ​ნავს. XVIII-​XIX საუკუ​ნე​ებ​ში იქ მრავ​ლად ცხოვ​რობ​დნენ
იტა​ლიელე​ბი, რომ​ლებ​მაც ად​გი​ლის არა​ბუ​ლი სა​ხელ​წო​დე​ბა (ხალკ-​ელ-უადი – „მდი​ნა​რის ყე​ლი“)
გა​და​თარ​გმნეს და და​არ​ქვეს ქა​ლაქს.) ფორ​ტი​დან არ​სე​ნა​ლის ფორ​ტამ​დე მი​წაყ​რი​ლი იყო
გა​და​ჭი​მუ​ლი და მხო​ლოდ ვიწ​რო გა​სას​ვლე​ლი რჩე​ბო​და გე​მე​ბის​თვის, რომ​ლებ​საც ყუ​რი​დან ტბა​ში
უნ​დო​დათ გა​დას​ვლა(​ქა​ლა​ქი ტუ​ნი​სი და მი​სი ნავ​სად​გუ​რი გა​შე​ნე​ბუ​ლია ლა​გუ​ნად​ქცეული ტუ​ნი​სის
ტბის ნა​პირ​ზე, რო​მელ​საც ტუ​ნი​სის ყუ​რის​გან ხე​ლოვ​ნუ​რი და ბუ​ნებ​რი​ვი ბა​რიერე​ბი ჰყოფს.). ეს ტბა,
მას​ში არეკ​ლი​ლი ცა​სა​ვით ლაჟ​ვარ​დის​ფე​რი, ალაგ-​ალაგ ღე​ლავ​და – ზე​და​პირ​ზე გე​დე​ბი ფრთებს
აფარ​თხა​ლებ​დნენ, ხო​ლო წყალ​ში აქა-​იქ ჩას​მუ​ლი მე​ჩე​ჩის მაჩ​ვე​ნე​ბე​ლი ბო​ძე​ბი​დან ერთ-​ერთზე,
საფ​ლა​ვე​ბის მო​სარ​თა​ვი ჩი​ტის ქან​და​კე​ბის მსგავ​სად, გა​შე​შე​ბუ​ლი შე​მომ​ჯდა​რი​ყო თევ​ზიყ​ლა​პია,
რო​მე​ლიც მოულოდ​ნე​ლად, ქვა​სა​ვით ეშ​ვე​ბო​და ტბის ზე​და​პი​რის​კენ, რომ ნა​დავ​ლი მო​ეგ​დო;
წყლი​დან ამოჰ​ყავ​და ნის​კარ​ტში გაჩ​რი​ლი თევ​ზი, ყლა​პავ​და მას და ბოძს უბ​რუნ​დე​ბო​და. მე​რე კვლავ
უძ​რა​ვად იჯ​და იქამ​დე, ვიდ​რე ახ​ლო​მახ​ლო ახალ მსხვერპლს დაინა​ხავ​და და მა​და​აღ​ძრუ​ლი
სი​ზარ​მა​ცეს სძლევ​და – წყალ​ში გაუჩი​ნარ​დე​ბო​და, და​ნაყ​რდე​ბო​და, ამოყ​ვინ​თავ​და და კვლავ
უძ​რაობას უბ​რუნ​დე​ბო​და.

ამა​სო​ბა​ში, ყო​ველ ხუთ წუთ​ში, ჰა​ერს კვეთ​და ფლა​მინ​გოების მწკრი​ვი; ფრინ​ველ​თა მე​წა​მუ​ლი
ფრთე​ბი ქათ​ქა​თა ბუმ​ბუ​ლის ფონ​ზე იკ​ვე​თე​ბო​და და​ხა​ტუ​ლი კვად​რა​ტე​ბის მსგავ​სად, ერ​თიანო​ბა​ში კი
გუნ​დი აგუ​რის ტუ​ზე​ბით წარ​მოქ​მნილ მწკრივს ჰგავ​და.
ჰო​რი​ზონ​ტზე ტუ​ნი​სი მო​ჩან​და – ამ​ფი​თე​ატ​რი​ვით გა​შე​ნე​ბუ​ლი უფან​ჯრო, ღიობის გა​რე​შე აგე​ბუ​ლი,
ცარ​ცი​ვით თეთ​რკედ​ლე​ბიანი კვად​რა​ტუ​ლი სახ​ლე​ბი, ცის ფონ​ზე გან​სა​კუთ​რე​ბით რომ
გა​მო​ირ​ჩე​ოდ​ნენ სი​ქათ​ქა​თით. მარ​ცხნივ, სა​თო​ფუ​რე​ბიანი გა​ლავ​ნის და​რად, აღ​მარ​თუ​ლი​ყო ტყვი​ის
მთე​ბი(​ტყვი​ის მთე​ბი – და​უდ​გე​ნე​ლია, რო​მელ გე​ოგ​რა​ფი​ულ ობი​ექტს გუ​ლის​ხმობს დიუმა: სო​ფე​ლი
ფათ-​ალაჰი მდე​ბა​რე​ობს ტუ​ნი​სის სამხრეთ-​აღმოსავლეთით, მთა ბენ-​არუსის ძირ​ში; გარ​და ამი​სა,
უფ​რო შორს, სამხრეთ-​აღმოსავლეთით მდე​ბა​რე​ობს მთა ჯებელბუ-​კურნინი. მე-​19 საუკუ​ნე​ში
ტუ​ნი​სის სი​ახ​ლო​ვეს ტყვი​ას მოიპო​ვებ​დნენ ქა​ლა​ქი​დან 18 კმ-​ით და​შო​რე​ბულ და​სახ​ლე​ბულ პუნ​ქტში,
ჯე​ბელ​რე​ზას​ში.) და ეს სა​ხე​ლი მათ ფერ​ზე მიუთი​თებ​და. მთის ძირ​ში მო​ჩან​და მე​ჩე​თი და სო​ფე​ლი
სიდი-​ფათალა. მარ​ჯვნივ მდე​ბა​რე​ობ​და წმინ​და ლუ​ის​(წმინ​და ლუი (1214-​1270) – საფ​რან​გე​თის მე​ფე
ლუი IX კა​პე​ტინ​გე​ბის დი​ნას​ტიიდან; სა​მე​ფოს მარ​თავ​და 1226-​1270 წლებ​ში. დაიღუ​პა მერ​ვე
ჯვა​როს​ნუ​ლი ლაშ​ქრო​ბი​სას ტუ​ნის​ში და იქ​ვე დაკ​რძა​ლეს. მოგ​ვიანე​ბით სენ-​დენის ეკ​ლე​სიაში
გა​და​ას​ვე​ნეს, ხო​ლო მე​ფის სიკ​ვდი​ლის ად​გილ​ზე, ტუ​ნის​ში, 1830 წელს ტა​ძა​რი ააგეს.) საფ​ლა​ვი და
ის ად​გი​ლი, სა​დაც ოდეს​ღაც კარ​თა​გე​ნი(​კარ​თგე​ნი – ამ ის​ტო​რიული ქა​ლა​ქის ნან​გრე​ვე​ბი
თა​ნა​მედ​რო​ვე ტუ​ნი​სი​დან ჩრდილო-​აღმოსავლეთით, 12 კმ-​ის და​შო​რე​ბით მდე​ბა​რე​ობს.)
გაეშე​ნე​ბი​ნათ – მსოფ​ლი​ოს ის​ტო​რი​ის ორი უდი​დე​სი მოვ​ლე​ნის მო​სა​გო​ნა​რი. ჩვენ უკან ირ​წეოდა
ღუ​ზა​ჩაშ​ვე​ბუ​ლი „მონ​ტე​სუ​მა“, ჩი​ნე​ბუ​ლი ორ​თქლის ფრე​გა​ტი ოთ​ხას ორ​მოც​დაათი ცხე​ნის ძა​ლის
მქო​ნე ძრა​ვა​თი.

რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ბევ​რი რამ იპ​ყრობ​და მდი​და​რი წარ​მო​სახ​ვის მქო​ნე ადა​მიანის ყუ​რად​ღე​ბას. მთე​ლი
ამ დი​დე​ბუ​ლე​ბის და​ნახ​ვა და​გა​ვიწ​ყებ​დათ გუ​შინ​დელ, დღე​ვან​დელ და ხვა​ლინ​დელ დღე​საც კი.
მაგ​რამ ჩე​მი გო​ნე​ბა ათი წლის წი​ნან​დელ ფიქრს მიეჯაჭ​ვა.

მზე​რა გა​მიშ​ტერ​და. თან​და​თან გაქ​რა უმ​შვე​ნიერე​სი პა​ნო​რა​მა. სულ მა​ლე ვე​ღარ ვხე​დავ​დი იმას, რაც
სი​ნამ​დვი​ლე​ში არ​სე​ბობ​და, რეალო​ბა თვალს მიეფა​რა. შემ​დეგ, ღრუბ​ლიანი სი​ცა​რიელის შუაგულ​ში,
თით​ქოს ფე​რი​ას ჯა​დოს​ნუ​რი ჯო​ხი აიქ​ნიესო, გა​მოჩ​ნდა თეთ​რპა​ნე​ლე​ბიანი მი​სა​ღე​ბი ოთა​ხი,
რომ​ლის სიღ​რმე​ში პიანი​ნოს კლა​ვი​შებს დაუდევ​რად ეხე​ბო​და შთა​გო​ნე​ბუ​ლი და ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი
ქა​ლის თი​თე​ბი, მუ​ზი​სა და წმინ​და​ნის. ეს ქა​ლი ვი​ცა​ნი და ძა​ლაუნე​ბუ​რად წა​ვი​ბუტ​ბუ​ტე:

– მო​გე​სალ​მე​ბით, მშვე​ნიერო მა​რი, ჩე​მი გო​ნე​ბა თქვენ​თა​ნაა.

შემ​დეგ არც კი გა​მი​წე​ვია წი​ნა​აღ​მდე​გო​ბა ამ თეთ​რფრთიანი ან​გე​ლო​ზის​თვის, რო​მელ​მაც გა​მახ​სე​ნა


ჩე​მი სი​ჭა​ბუ​კე და მომ​ხიბ​ლა​ვი, უმან​კო ქა​ლიშ​ვი​ლი – ქა​ლიშ​ვი​ლი და დე​და; მე მივ​ყე​ვი დი​ნე​ბას,
რო​მელ​საც მეხ​სიერე​ბა ეწო​დე​ბა და ის მო​მავ​ლის​კენ კი არ მიექა​ნე​ბა, არა​მედ წარ​სულს მიაშუ​რებს.

ხე​ლი დამ​რია ისეთ​მა ეგო​ის​ტურ​მა გრძნო​ბამ, იმავ​დროულად ადა​მიანის​თვის ისეთ​მა ბუ​ნებ​რივ​მა,


რო​მე​ლიც უბიძ​გებს, მარ​ტო თა​ვის​თვის კი არ დაიტო​ვოს ნა​ფიქ​რი, არა​მედ გრძნო​ბე​ბის
გამ​ჟღავ​ნე​ბით გააორ​მა​გოს, სხვის სულ​საც გაუზიაროს ის სიტ​კბო და სიმ​წა​რე, რი​თაც მი​სი სუ​ლია
სავ​სე.

კა​ლამს მოვ​კი​დე ხე​ლი და დავ​წე​რე:

„კარ​თა​გე​ნი​სა და ტუ​ნი​სის პი​რის​პირ


ღუ​ზა​ზე მდგა​რი „მარ​დის“ გემ​ბა​ნი​დან,

1846 წლის 4 დე​კემ​ბე​რი,

მა​დამ,

კარ​თა​გე​ნი​დან და ტუ​ნი​სი​დან მი​ღე​ბუ​ლი წე​რი​ლის და​ნახ​ვი​სას, ალ​ბათ, თავს დაეკით​ხე​ბით, ვის


შე​იძ​ლე​ბო​და თქვენ​თვის ბა​რა​თი გა​მო​ეგ​ზავ​ნა მსგავ​სი ად​გი​ლი​დან; და, ალ​ბათ, რე​გუ​ლუ​სის​(მარ​კუს
ატი​ლი​უს რე​გუ​ლუ​სი (კონ​სუ​ლი ძვ. წ. 267 და 256 წლებ​ში) – რო​მაელი პო​ლი​ტი​კუ​რი მოღ​ვა​წე და
მხე​დარ​თმთა​ვა​რი. პირ​ვე​ლი კონ​სუ​ლო​ბის დროს დაიმორ​ჩი​ლა სამ​ხრეთ იტა​ლი​ის ქა​ლა​ქე​ბი. მეორე
კონ​სუ​ლო​ბის დროს სა​თა​ვე​ში ედ​გა კარ​თა​გე​ნის წი​ნა​აღ​მდეგ ლაშ​ქრო​ბას. პირ​ვე​ლი სამ​ხედ​რო
წარ​მა​ტე​ბე​ბის მიუხე​და​ვად, სას​ტი​კად და​მარ​ცხდა ძვ. წ. 225 წელს ქა​ლაქ ტუ​ნეტ​თან და ტყვედ
ჩა​ვარ​და. კარ​თა​გე​ნე​ლებ​მა რამ​დე​ნი​მე წლის შემდეგ რომში გაგ​ზავ​ნეს მო​ლა​პა​რა​კე​ბის
გა​სა​მარ​თად, მაგ​რამ მო​ლა​პა​რა​კე​ბა​ზე უარი თქვა და რა​კი პი​რო​ბა ჰქონ​და მი​ცე​მუ​ლი, ისევ
აფ​რი​კა​ში დაბ​რუნ​და, სა​დაც კარ​თა​გე​ნე​ლებ​მა სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს. ან​ტი​კურ ლი​ტე​რა​ტუ​რა​ში
რე​გუ​ლუ​სის სა​ხე​ლი ღირ​სე​ბი​სა და მი​ცე​მუ​ლი სიტ​ყვი​სად​მი ერ​თგუ​ლე​ბის სიმ​ბო​ლო გახ​და.) ან ლუი
IX-​ის ხელ​რთვის მი​ღე​ბის იმე​დი იჩენ​და თავს. ვწუხ​ვარ! მა​დამ, ის, ვინც გა​ბე​და და თა​ვი​სი
მოკ​რძა​ლე​ბუ​ლი მო​გო​ნე​ბა გა​გი​ზიარათ, არც გმი​რია და არც წმინ​და​ნი; სა​მი დღის წინ მოინა​ხუ​ლა
ჰი​პო​ნის ეპის​კო​პო​სის​(ჰი​პო​ნის ეპის​კო​პო​სი – იგი​ვე ავ​გუს​ტი​ნე ავ​რე​ლიუსი, ანუ ნე​ტა​რი ავ​გუს​ტი​ნე
(354-​430), ქრის​ტიანი თეოლო​გი და ფი​ლო​სო​ფო​სი, რომ​ლის ნა​წარ​მოებებ​მა დიდ​წი​ლად გან​საზ​ღვრა
და​სავ​ლუ​რი ქრის​ტიანო​ბა და ფი​ლო​სო​ფია. ახალ​გაზ​რდო​ბა​ში ფიც​ხი და და​უდ​გრო​მე​ლი ხა​სიათით
გა​მო​ირ​ჩეოდა, ასე​ვე ბევ​რი სა​სიყ​ვა​რუ​ლო თავ​გა​და​სა​ვა​ლი გა​დახ​და.) საფ​ლა​ვი და თუ​კი რაიმე
მსგავ​სე​ბის პოვ​ნა შე​იძ​ლე​ბა ამ დი​ად ადა​მი​ან​თან, ეს, ალ​ბათ, მი​სი ცხოვ​რე​ბის გა​რიჟ​რაჟ​თან
სა​კუ​თა​რი წარ​სუ​ლის მეტ-​ნაკლებად მსგავ​სე​ბა​ზე თუ ით​ქმის. მარ​თა​ლია, მის მსგავ​სად, ცხოვ​რე​ბის
მეორე ნა​წი​ლით გა​მო​ის​ყი​და პირ​ვე​ლი, მაგ​რამ მო​ნა​ნიება უკ​ვე დაგ​ვიანე​ბუ​ლია და უეჭ​ვე​ლია, ისე
მოკ​ვდე​ბა, რო​გორც იც​ხოვ​რა, ვერც კი გა​ბე​დავს შთა​მო​მავ​ლო​ბას დაუტო​ვოს აღ​სა​რე​ბა – მი​სი
მო​ყო​ლა შე​საძ​ლე​ბე​ლია, წა​კით​ხვა კი – არა.

ალ​ბათ, ჩე​მი ხელ​რთვა უკ​ვე იხი​ლეთ, ხომ ასეა, მა​დამ, და იცით, ვის​თან გაქვთ საქ​მე; სა​ვა​რაუდოდ,
თავს ეკით​ხე​ბით, რო​გორ მოხ​და, რომ ქა​ლა​ქის სა​მა​რედ ქცე​ულ ულა​მა​ზეს ტბას და საწ​ყა​ლო​ბელ
მო​ნუ​მენ​ტად შე​მორ​ჩე​ნილ მე​ფის საფ​ლავს შო​რის მყოფ​მა „მუშ​კე​ტე​რე​ბი​სა“ და „მონტე-​კრისტოს“
ავ​ტორ​მა თქვენ​თან შეხ​მიანე​ბა გა​დაწ​ყვი​ტა, მა​შინ, რო​დე​საც შე​იძ​ლე​ბო​და მთე​ლი წლის
გან​მავ​ლო​ბა​ში არ გა​მო​ჩე​ნი​ლი​ყო თქვენს ბი​ნა​ში, პა​რიზ​ში, თუმ​ცა იქ​ვე, გვერ​დით ცხოვ​რობ​და.

ჯერ ერ​თი, მა​დამ, პა​რი​ზი პა​რი​ზია, ანუ ერ​თგვა​რი ქარ​ბორ​ბა​ლა, სა​დაც ყვე​ლა​ფე​რი გა​ვიწ​ყდე​ბა
მსოფ​ლი​ოს ფა​ცი​ფუც​სა და დე​და​მი​წის ტრი​ალ​ში. რომ იცო​დეთ, პა​რიზ​ში ისე ვიქ​ცე​ვი, რო​გორც
მსოფ​ლიო და დე​და​მი​წა: მივრბი-​მოვრბივარ და ვბზრიალებ, და​ნარ​ჩენ დროს კი – რო​დე​საც არ
ვფა​ცი​ფუ​ცობ და იქით-​აქეთ არ ვაწ​ყდე​ბი – ვწერ. მაგ​რამ, მა​დამ, ეს სულ სხვა რამ გახ​ლავთ და
რო​დე​საც ვწერ, არც ისე შორს ვარ თქვენ​გან, რო​გორც გგო​ნი​ათ, რად​გან თქვენ ხართ იმ იშ​ვი​ათ
ადა​მი​ან​თა რიც​ხვში, ვის​თვი​საც ვწერ; და თით​ქმის არ მახ​სენ​დე​ბა შემ​თხვე​ვა, რო​დე​საც ვამ​თავ​რებ
თავს, რომ​ლი​თაც გან​სა​კუთ​რე​ბით კმა​ყო​ფი​ლი ვარ, ან წიგნს, რო​მელ​საც წარ​მა​ტე​ბა ხვდა წი​ლად,
რომ სა​კუ​თარ თავს არ ვუთ​ხრა: მა​რი ნო​დი​ე(​მა​რი ნო​დიე (1811-​1893) – მწე​რალ შარლ ნო​დი​ეს
ქა​ლიშ​ვი​ლი, ნო​ვე​ლე​ბის, ლექ​სე​ბი​სა და მა​მა​ზე მო​გო​ნე​ბე​ბის ავ​ტო​რი, ალექ​სან​დრე დიუმას
მე​გო​ბა​რი.), ეს გა​მორ​ჩეული გო​ნე​ბის მომ​ხიბ​ლა​ვი ადა​მიანი ამას წაიკით​ხავს; და ვა​მა​ყობ, მა​დამ,
რად​გან ვი​მე​დოვ​ნებ, თუ წაიკით​ხეთ, რაც ეს-​ესაა დავ​წე​რე, შე​საძ​ლოა თქვენს გო​ნე​ბა​ში რამ​დე​ნი​მე
სტრი​ქო​ნით ავ​მაღ​ლდი.

მაშ ასე, მა​დამ, და​ვუბ​რუნ​დეთ ჩემს წუ​ხან​დელ სიზ​მარს. ვერ გავ​ბე​დავ ვთქვა, რომ თქვენ
და​მე​სიზ​მრეთ, არა​მედ გა​გიმ​ხელთ: სიზ​მა​რი თქვენც გე​ხე​ბო​დათ, რად​გან და​მა​ვიწ​ყა ტალ​ღებ​ზე
მო​ტივ​ტი​ვე უზარ​მა​ზა​რი ორ​თქლის ხო​მალ​დი, რო​მე​ლიც მთავ​რო​ბამ და​მით​მო და მას​ზე
მას​პინ​ძლო​ბას ვუ​წევ თქვენს ერთ-​ერთ მე​გო​ბარ​სა და თაყ​ვა​ნის​მცე​მელს, ბუ​ლან​ჟე​სა(​გუს​ტავ
ბუ​ლან​ჟე (1824-​1888) – ფრან​გი მხატვარი-​ორიენტალისტი. ბუ​ლან​ჟეს სა​ხელ​მწი​ფოს რამ​დე​ნი​მე
შეკ​ვე​თა აქვს შეს​რუ​ლე​ბუ​ლი, მათ შო​რის: მო​ხა​ტა პა​რი​ზის ოპე​რის სა​ცეკ​ვაო დარ​ბა​ზის ფოიე,
მონტე-​კარლოს ოპე​რის ნა​წი​ლი და პა​რი​ზის მე-​13 ოლ​ქის მე​რი​ის შე​ნო​ბა.) და ჩემს ვაჟს, რომ
აღა​რა​ფე​რი ვთქვა ჟი​რო​ზე(​შარლ ჟი​რო (1802-​1881) – იურის​ტი, მო​რა​ლურ და პო​ლი​ტი​კურ
მეც​ნიერე​ბა​თა აკა​დე​მი​ის წევ​რი, გა​მომ​ცე​მე​ლი, 200-​ზე მე​ტი ნაშ​რო​მის ავ​ტო​რი რო​მაული
სა​მარ​თლი​სა და სა​მარ​თლის ის​ტო​რი​ის სფე​რო​ში, და​წე​რი​ლი აქვს გა​მო​ჩე​ნილ ადა​მი​ან​თა
ბი​ოგ​რა​ფიები. იყო პროს​პერ მე​რი​მეს, ფლო​ბე​რის, სენტ-​ბევის, ძმე​ბი გონ​კუ​რე​ბის მე​გო​ბა​რი,
პა​რი​ზუ​ლი ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი სა​ლო​ნე​ბის ხში​რი სტუ​მა​რი.), მა​კე​ზე​(ო​გი​უსტ მა​კე (1813-​1888) –
ფრან​გი დრა​მა​ტურ​გი და რო​მა​ნის​ტი. 1838-​1851 წლებ​ში თა​ნამ​შრომ​ლობ​და ალექ​სან​დრე
დიუმას​თან, თუმ​ცა, გა​მომ​ცე​მელ​თა მოთ​ხოვ​ნით, გა​მოქ​ვეყ​ნე​ბუ​ლი სა​ხელ​გან​თქმუ​ლი ნა​წარ​მოებე​ბის
ავ​ტო​რად მი​სი სა​ხე​ლი მი​თი​თე​ბუ​ლი არ იყო, რად​გან წიგ​ნე​ბი კარ​გად იყი​დე​ბო​და იმ შემ​თხვე​ვა​ში,
თუ მათ​ზე მხო​ლოდ ალექ​სან​დრე დიუმას გვარ-​სახელი ეწე​რა. სა​ნაც​ვლოდ მა​კე წლე​ბის
გან​მავ​ლო​ბა​ში სო​ლი​დურ წილს იღებ​და თა​ნამ​შრომ​ლო​ბის​თვის. მოგ​ვიანე​ბით მან სა​მი
სა​სა​მარ​თლო პრო​ცე​სი წა​მო​იწ​ყო დიუმას წი​ნა​აღ​მდეგ, სა​კუ​თა​რი ავ​ტო​რო​ბის და​სა​ბუ​თე​ბის მიზ​ნით,
თუმ​ცა სა​მი​ვე წააგო.), შან​სელ​სა​(ო​სონ დე შან​სე​ლი (1808-​1878) – მწე​რა​ლი და საფ​რან​გე​თის
კო​ლო​ნი​ის ად​მი​ნის​ტრა​ტო​რი. გამ​წე​სე​ბუ​ლი იყო ალ​ჟირ​ში. ) და დე​ბა​როლ​ზე​(ა​დოლფ დე​ბა​რო​ლი
(1801-​1886) – ფრან​გი ხე​ლო​ვა​ნი, თა​ნა​მედ​რო​ვე ქი​რო​მან​ტი​ის ფუ​ძემ​დე​ბე​ლი.) – ისი​ნიც ასე​ვე
თქვე​ნი ნაც​ნო​ბე​ბი არი​ან. ისე მოხ​და, რომ არაფერზე ვფიქ​რობ​დი და ჩა​მე​ძი​ნა; რა​კი თით​ქმის ათას
ერ​თი ღა​მის ქვე​ყა​ნა​ში ვიმ​ყო​ფე​ბი, უც​ხო სუ​ლი მეს​ტუმ​რა და ისეთ სიზ​მარ​ში შე​მიძ​ღვა, რო​მელ​შიც
თქვენ დე​დო​ფა​ლი ბრძან​დე​ბო​დით. ად​გი​ლი, სა​დაც მი​მიყ​ვა​ნა ან, უფ​რო სწო​რად, და​მაბ​რუ​ნა, ბევ​რად
სჯობ​და სა​სახ​ლეს, სა​მე​ფო​საც კი. ეს იყო არ​სე​ნა​ლის უმ​შვე​ნიერე​სი და უსაყ​ვარ​ლე​სი სახ​ლი, იმ
ბედ​ნიერი და სა​სი​ხა​რუ​ლო დრო​ის სახ​ლი, სა​დაც ჩვე​ნი საყ​ვა​რე​ლი შარ​ლი სტუმ​რებს ძვე​ლე​ბუ​რი
გუ​ლახ​დი​ლო​ბით, ღირ​სეულად მას​პინ​ძლობ​და, ჩვე​ნი პა​ტივ​სა​ცე​მი მა​რი კი თა​ნა​მედ​რო​ვე,
მომ​ხიბ​ლა​ვი დიასახ​ლი​სი გახ​ლდათ.

აჰ! მენ​დეთ, მა​დამ, ამ სტრი​ქო​ნებს ოხ​ვრით ვწერ. ის დრო ჩე​მი ცხოვ​რე​ბის საუკე​თე​სო ხა​ნა იყო.
თქვე​ნი მომ​ხიბ​ლაობა ყვე​ლას ეკუთ​ვნო​და და თავს უფ​ლე​ბას ვაძ​ლევ, ვთქვა, ზოგ​ჯერ სხვებ​ზე მე​ტად
– მე. თა​ვა​დაც ხვდე​ბით, ეგო​იზ​მი მა​ახ​ლო​ებს თქვენ​თან. რო​გორც პო​ეტ საადის კაჟს გა​დაედო
ვარ​დის სურ​ნე​ლი, ისე ვის​რუ​ტავ​დი თქვენ​გან მო​მა​ჯა​დოებელ სი​ხა​რულს.

გახ​სოვთ პო​ლი ის​რის მტყორ​ცნე​ლის კოს​ტი​უმ​ში? გახ​სენ​დე​ბათ ფრან​სისკ მი​შე​ლის​(ფრან​სისკ


მი​შე​ლი (1809-​1887) – ფი​ლო​ლო​გი და შუა საუკუ​ნეების სპე​ციალის​ტი, ეძებ​და ძველ ხელ​ნა​წე​რებ​სა
და დო​კუ​მენ​ტებს. მი​სი ნაშ​რო​მე​ბი უმ​ნიშ​ვნე​ლო​ვა​ნე​სია შუა საუკუ​ნეების რე​ნე​სან​სად წო​დე​ბუ​ლი
ეპო​ქის შეს​წავ​ლით და​ინ​ტე​რე​სე​ბულ​თათ​ვის. იყო შარლ ნო​დი​ეს ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი სა​ლო​ნის უც​ვლე​ლი
წევ​რი, ბიბ​ლიოფი​ლი, ენე​ბი​სა და წიგ​ნე​ბის ის​ტო​რი​ით და​ინ​ტე​რე​სე​ბუ​ლი.) ყვი​თე​ლი ფეხ​საც​მე​ლი? და
ჩე​მი ვა​ჟი მტვირ​თა​ვის​(მტვირ​თა​ვი – ფრან​გუ​ლად débardeur, ფრან​გუ​ლი კარ​ნა​ვა​ლის ერთ-​ერთი
პერ​სო​ნა​ჟი​ა.) ტან​საც​მელ​ში? სახ​ლის იმ კუთ​ხეს თუ იხ​სე​ნებთ, სა​დაც პიანი​ნო იდ​გა, მღე​რო​დით
Lazzara-​ს(Lazzara – „მათ​ხო​ვა​რი ქა​ლი“.), ამ მომ​ხიბ​ლავ მე​ლო​დი​ას, რომ​ლის ნო​ტე​ბის
გად​მო​ცე​მა​საც დამ​პირ​დით, თუმ​ცა პი​რო​ბა არ შე​ას​რუ​ლეთ, მაგ​რამ ფიქ​რა​დაც კი არ გა​ივ​ლოთ, რომ
ეს საყ​ვე​დუ​რია.

ოჰ! რა​კი თქვე​ნი მო​გო​ნე​ბე​ბი გა​ვა​ცოც​ხლე, მო​დით, უფ​რო შორ​საც წა​ვი​დეთ: გახ​სენ​დე​ბათ
ფონტანე(ანტუან-​ეტიენ ფონ​ტა​ნე (1803-​1837) – ფრან​გი მწე​რა​ლი, ჟურ​ნა​ლის​ტი და რო​მან​ტი​კო​სი
პოეტი. შარლ ნო​დიესა და ვიქ​ტორ ჰიუგოს ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი სა​ლო​ნე​ბის ხში​რი სტუ​მა​რი, სენტ-​ბევის
მე​გო​ბა​რი. თარ​გმნი​ლი აქვს უილი​ამ უორ​დზუ​ორ​თის, ბაირო​ნი​სა და ტო​მას მუ​რის ნა​წარ​მოებე​ბი.)
და ალ​ფრედ ჟუანო​(ალ​ფრედ ჟუანო (1800-​1837) – ფრან​გი ფერ​მწე​რი და გრა​ვიორი.), ეს ორი
იდუ​მა​ლი ადა​მიანი, რომ​ლე​ბიც სევ​დიანე​ბი რჩე​ბოდ​ნენ მა​ში​ნაც კი, რო​დე​საც ჩვენ სი​ცი​ლით
ვი​ხო​ცე​ბო​დით, რად​გან ისი​ნი, ვი​საც ნა​ად​რე​ვი სიკ​ვდი​ლი უწე​რია, ამას გუ​მა​ნით გრძნო​ბენ?
ტეილო​რი(​ბა​რო​ნი ტეილო​რი, იზი​დორ ჟი​უს​ტენ სე​ვე​რენ ტეილო​რი (1789-​1879) – ფრან​გი
დრა​მა​ტურ​გი, რო​მან​ტიზ​მის ერთ-​ერთი წი​ნა​მორ​ბე​დი. ბევრს მოგ​ზაურობ​და, რო​გორც ევ​რო​პა​ში, ისე
საფ​რან​გეთ​ში. 1818 წელს შარლ ნო​დი​ეს​თან ერ​თად საფ​რან​გე​თის რე​გიონებ​ში მოგ​ზაურო​ბი​სად​მი
მიძ​ღვნი​ლი ნა​წარ​მოებე​ბის სე​რია გა​მო​აქ​ვეყ​ნა. 1825-​1830 და 1831-​1838 წლებ​ში „კო​მე​დი
ფრან​სე​ზის“ სა​მე​ფო კო​მის​რად მუ​შა​ობ​და და მი​სი ხელ​შეწ​ყო​ბით და​იდ​გა სცე​ნა​ზე ალექ​სან​დრე
დიუმას „მე​ფე ან​რი III და მი​სი სა​მე​ფო კა​რი“, ასე​ვე ვიქ​ტორ ჰიუგოს „ერ​ნა​ნი“. 1829 წელს ტეილო​რის
თა​ოს​ნო​ბით შე​ძე​ნი​ლი ლუქ​სო​რის ობე​ლის​კი ეგ​ვიპ​ტი​დან საფ​რან​გეთ​ში ჩაიტა​ნეს და თან​ხმო​ბის
მოედან​ზე აღ​მარ​თეს. 1840 წლი​დან დააარ​სა რამ​დე​ნი​მე ასო​ციაცია, რო​მელ​თა მი​ზა​ნი დრა​მა​ტუ​ლი
თე​ატ​რე​ბის მსა​ხიობე​ბის, მუ​სი​კო​სე​ბის, მხატ​ვრე​ბის, მო​ქან​და​კეების, არ​ქი​ტექ​ტო​რე​ბის,
გრა​ვიორე​ბის, გა​მომ​გო​ნებ​ლე​ბი​სა და მე​წარ​მეობა​ში და​საქ​მე​ბუ​ლი ხე​ლო​ვა​ნე​ბის (თა​ნა​მედ​რო​ვე
ენით, დი​ზაინე​რე​ბის) დახ​მა​რე​ბა იყო. ტეილო​რის სა​ხე​ლო​ბის ფონ​დი დღე​საც არ​სე​ბობს.) თუ
გახ​სოვთ, კუთ​ხე​ში უძ​რა​ვად, ხმის ამოუღებ​ლად იჯ​და და ახალ მოგ​ზაურო​ბა​ზე ოც​ნე​ბობ​და, რა​თა
საფ​რან​გე​თი გა​ემ​დიდ​რე​ბი​ნა ეს​პა​ნუ​რი მხატ​ვრო​ბის შე​დევ​რით, ბერ​ძნუ​ლი ბა​რე​ლიეფით ან
ეგ​ვიპ​ტუ​რი ობე​ლის​კით? გახ​სენ​დე​ბათ დე ვი​ნი​(ალ​ფრედ დე ვი​ნი (1797-​1863) – ფრან​გი
რო​მან​ტი​კო​სი პოეტი, მწე​რა​ლი, დრა​მა​ტურ​გი, შექ​სპი​რის ფრან​გულ ენა​ზე მთარ​გმნე​ლი.), რო​მელ​საც
მა​შინ ბო​ლომ​დე არ სჯე​რო​და სა​კუ​თა​რი ფე​რის​ცვა​ლე​ბი​სა და ხალ​ხში გა​რე​ვას ჯერ კი​დევ არ
არი​დებ​და თავს? და ლა​მარ​ტი​ნი(​დე ლა​მარ​ტი​ნი, ალ​ფონს მა​რი ლუი დე პრა (1790-​1869) – ფრან​გი
პოეტი, მწე​რა​ლი, დრა​მა​ტურ​გი, პო​ლი​ტი​კუ​რი მოღ​ვა​წე, 1848 წლის რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ნა​წი​ლე,
რო​მელ​მაც მეორე რეს​პუბ​ლი​კის და​არ​სე​ბა გა​მო​აც​ხა​და. ფრან​გუ​ლი რო​მან​ტიზ​მის ერთ-​ერთი
გა​მო​ჩე​ნი​ლი ფი​გუ​რა​ა.), ბუხ​რის წინ მდგო​მი, თა​ვი​სი ლა​მა​ზი ლექ​სე​ბის ჰარ​მო​ნი​ას ფერ​ხთით რომ
გი​ფენ​დათ? გახ​სოვთ ჰიუგო, რო​მე​ლიც მას ისე უმ​ზერ​და და უს​მენ​და, რო​გორც, ალ​ბათ,
ეტე​ოკ​ლე​(ე​ტე​ოკ​ლე – ბერ​ძნუ​ლი მი​თო​ლო​გი​ის თა​ნახ​მად, ოიდი​პო​სი​სა და იოკას​ტეს უმ​ცრო​სი ვა​ჟი.)
პო​ლი​ნი​კეს​(პო​ლი​ნი​კე – ბერ​ძნუ​ლი მი​თო​ლო​გი​ის თა​ნახ​მად, ოიდი​პო​სი​სა და იოკას​ტეს უფ​რო​სი
ვა​ჟი, თე​ბეს მმარ​თვე​ლი, ან​ტი​გო​ნეს, ის​მე​ნე​სა და ეტე​ოკ​ლეს ძმა.), ჩვენ შო​რის მას ერ​თა​დერთს
აღ​ბეჭ​დო​და ბა​გე​ებ​ზე თა​ნას​წო​რო​ბის გა​მომ​სახ​ვე​ლი ღი​მი​ლი; მა​დამ ჰიუგო(​მა​დამ ჰიუგო – მწე​რალ
ვიქ​ტორ ჰიუგოს მე​უღ​ლე ადელ ფუ​შე (1803-​1868). ცოლ-​ქმარმა ერ​თად 46 წე​ლი იც​ხოვ​რა.) კი
სა​კუ​თარ ულა​მა​ზეს თმას ეთა​მა​შე​ბო​და დი​ვან​ზე სა​ნა​ხევ​როდ მი​წო​ლი​ლი, გე​გო​ნე​ბო​და, იმ დი​დე​ბის
ტვირ​თის ზიდ​ვით დაღ​ლი​ლაო, რომ​ლის წი​ლი მა​საც რგე​ბო​და?
ჩვენ შო​რის იყო დე​დათ​ქვე​ნი​(ი​გუ​ლის​ხმე​ბა დე​ზი​რე შარ​ვი (1790-​1856), მწე​რალ შარლ ნო​დი​ეს
მე​უღ​ლე.), ასე​თი გულ​მარ​თა​ლი, ასე​თი კე​თი​ლი, ასე​თი სათ​ნო; თქვე​ნი დეიდა, მა​დამ დე ტერ​სი,
ასე​თი გო​ნე​ბა​მახ​ვი​ლი და კე​თილ​მო​სურ​ნე; დო​ზა​(ად​რი​ან დო​ზა (1804-​1868) – ფრან​გი ხე​ლო​ვა​ნი,
ფერ​მწე​რი, ორი​ენ​ტა​ლის​ტი, ილუს​ტრა​ტო​რი, ლი​თოგ​რა​ფი.), ასე​თი თავ​ქეიფა, ლაქ​ლა​ქა და
გო​ნე​ბა​გამ​ჭრიახი; ბარი(ანტუან-​ლუი ბა​რი (Barye) (1795-​1875) – ფრან​გი მო​ქან​და​კე და
ფერ​მწე​რი.), სა​ყო​ველ​თაო აურ​ზა​ურ​შიც კი გან​ზე მდგო​მი, გე​გო​ნე​ბო​და, მი​სი ფიქ​რე​ბი მსოფ​ლი​ოს
შვი​დი სა​ოც​რე​ბი​დან ერთ-​ერთის სა​ძი​ებ​ლად გაფ​რე​ნი​ლა​ო; ბუ​ლან​ჟე, ხან სევ​დიანი, ხან კი
მხიარუ​ლი, მუ​დამ დიდ მხატ​ვრად რომ რჩე​ბა, ისევ ისე​თი დიადი პოეტი და ჩი​ნე​ბუ​ლი მე​გო​ბა​რი, გინდ
სევ​დიანი იყოს და გინდ – მხიარუ​ლი; პოეტებს, მხატ​ვრებს, მუ​სი​კო​სებს, ცნო​ბილ, გო​ნი​ერ
ადა​მიანებ​სა და მეც​ნიერებს შო​რის მი​მო​დიოდა გო​გო​ნა, რო​მელ​საც ხე​ლის​გულ​ზე დას​მულს,
ბა​რი​სა(​ჟაკ ჟა​ნი ბა​რი (Barre) (1792-​1855) – ფრან​გი გრა​ვიორი და მე​და​ლიონე​ბის
და​მამ​ზა​დე​ბე​ლი.) თუ დე პრა​დი​ეს​(ჯე​იმზ პრა​დიე (1792/1794-​1852) – მო​ქან​და​კე. მი​სი ნა​მუ​შევ​რე​ბია
გრა​ციები და მუ​ზე​ბი მო​ლიერის შად​რე​ვან​ზე პა​რიზ​ში, ბავ​შვე​ბის ქან​და​კე​ბე​ბი ორ​ლეანის ჰერ​ცო​გე​ბის
გან​სას​ვე​ნე​ბელ აკ​ლდა​მა​ში, რუ​სოს ქან​და​კე​ბა ჟე​ნე​ვა​ში და ა. შ.) ქან​და​კე​ბის და​რად,
მო​გარ​თმევ​დით.

ოჰ! ღმერ​თო ჩე​მო! სად გაქ​რა ეს ყვე​ლა​ფე​რი, მა​დამ?

შე​მოქ​მედ​მა სუ​ლი შეუბე​რა კა​მა​რის სა​ჭექს და მთე​ლი ჯა​დოს​ნუ​რი შე​ნო​ბა და​ინ​გრა, მის​მა
ბი​ნად​რებ​მა გაქ​ცე​ვით უშ​ვე​ლეს თავს და ახ​ლა უდაბ​ნოა იქ, სა​დაც ად​რე ყვე​ლა​ფე​რი ცოც​ხა​ლი,
გა​ფურ​ჩქნი​ლი, აყ​ვა​ვი​ლე​ბუ​ლი იყო.

ფონ​ტე​ნე და ალ​ფრედ ჟოანო გარ​და​იც​ვალ​ნენ; ტეილორ​მა მოგ​ზაურო​ბას ზურ​გი აქ​ცი​ა; დე ვი​ნი


აღარ​სად ჩანს; ლა​მარ​ტი​ნი დე​პუ​ტა​ტი​ა; ჰიუგო კი საფ​რან​გე​თის პე​რი; ბუ​ლან​ჟე, ჩე​მი ვა​ჟი და მე
კარ​თა​გენ​ში ვართ, საიდა​ნაც გხე​დავთ, მა​დამ, ვოხ​რავ, რო​გორც წე​ღან მო​გახ​სე​ნეთ და იმის
მიუხე​და​ვად, რომ ქარს მი​აქვს ჩვე​ნი ხო​მალ​დის მი​ლი​დან ამო​სუ​ლი კვამ​ლი, ისიც კი ვერ დაეწე​ვა
ძვირ​ფას მო​გო​ნე​ბებს, დრო თა​ვი​სი მუ​ქი ფრთე​ბით მდუ​მა​რედ რომ მიაქა​ნებს წარ​სუ​ლის
მო​ნაც​რის​ფრო ნის​ლში.

ჰოი, გა​ზაფ​ხუ​ლო, წე​ლი​წა​დის სი​ჭა​ბუ​კევ! ჰოი, ახალ​გაზ​რდო​ბავ, სი​ცოც​ხლის გა​ზაფ​ხუ​ლო! აი, ისიც!
გამ​ქრა​ლი სამ​ყა​რო, რო​მე​ლიც სიზ​მარ​მა და​მიბ​რუ​ნა წუ​ხელ, ისე​თი​ვე ბრწყინ​ვა​ლე, ისე​თი​ვე ხი​ლუ​ლი,
მაგ​რამ იმავ​დროულად, სამ​წუ​ხა​როდ, ისე​თი​ვე მოუხელ​თე​ბე​ლი, რო​გო​რიც ის ატო​მე​ბია, ბნელ
ოთახ​ში ოდ​ნავ შე​ღე​ბუ​ლი და​რა​ბი​დან შეღ​წეული სი​ნათ​ლის სხივ​ში რომ ტრიალე​ბენ.

ახ​ლა, მა​დამ, აღარ გაკ​ვირ​ვებთ ეს წე​რი​ლი, ხომ ასეა? აწ​მყო მუდ​მი​ვად ამოტ​რი​ალ​დე​ბო​და, მას
მო​გო​ნე​ბა​თა საიმე​დო სა​პირ​წო​ნე რომ არ აწო​ნას​წო​რებ​დეს; და საუბე​დუ​როდ, თუ სა​ბედ​ნიეროდ,
იმათ რი​გებ​ში ვარ, ვის​თვი​საც იმე​დებ​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი მო​გო​ნე​ბე​ბია.

ახ​ლა სხვა თე​მა​ზე ვი​სა​უბ​როთ; რად​გან შე​საძ​ლოა და​სევ​დიანე​ბუ​ლი​ყა​ვით, რაც მხო​ლოდ იმ


პი​რო​ბით გვე​პა​ტიება, თუ სხვებს არ შეაღო​ნებთ თქვე​ნი სევ​დით.

რა​სა იქმს ჩე​მი მე​გო​ბა​რი ბო​ნი​ფა​სი? ოჰ! რვა თუ ათი დღის წინ ერ​თი ქა​ლა​ქი მოვინახულე, დი​დი
ჯა​ფა და​ად​გე​ბა, რომ მი​სი სა​ხე​ლი იპო​ვოს იმ ბო​რო​ტი მე​ვახ​შის – რო​მელ​საც სა​ლუს​ტიუსი(​გაიუს
კრის​პუს სა​ლუს​ტიუსი (ძვ. წ. 86-​დაახ. ძვ. წ. 35) – რო​მაელი ის​ტო​რი​კო​სი, ან​ტი​კუ​რი
ის​ტო​რი​ოგ​რა​ფი​ის რე​ფორ​მა​ტო​რი. მას ეკუთ​ვნის „კა​ტი​ლი​ნას შეთ​ქმუ​ლე​ბის შე​სა​ხებ“ და „ო​მი
იუგურ​თას წი​ნა​აღ​მდეგ“, დი​დი ნაშ​რო​მი​დან – „ის​ტო​რი​ა“ – მხო​ლოდ უმ​ნიშ​ვნე​ლო ფრაგ​მენ​ტე​ბი
შე​მორ​ჩა. სა​ლუს​ტიუსი პირ​ვე​ლი ის​ტო​რი​კო​სია, რო​მელ​მაც ნა​წარ​მოებებ​ში რო​მაელი პო​ლი​ტი​კუ​რი
მოღ​ვა​წეების სა​ჯა​რო გა​მოს​ვლე​ბი ჩარ​თო მა​თი პი​როვ​ნე​ბი​სა და პო​ლი​ტი​კუ​რი შე​ხე​დუ​ლე​ბე​ბის უკეთ
წარ​მო​სა​ჩე​ნად.) ჰქვია – წიგ​ნში. ეს ქა​ლა​ქი კონ​სტან​ტი​ნია, ძვე​ლი ცირ​ტა(​ცირ​ტა – ნუ​მი​დი​ის სა​მე​ფოს
დე​და​ქა​ლა​ქი, რომ​ლის ად​გილ​ზე ამ​ჟა​მად ალ​ჟი​რის ქა​ლა​ქი კონ​სტან​ტი​ნა მდე​ბა​რე​ობს.), ჩი​ნე​ბუ​ლად
ნა​გე​ბი კლდე​ზე, უეჭ​ვე​ლია ფან​ტას​ტი​კუ​რი ცხო​ვე​ლე​ბის მი​ერ, რომ​ლებ​საც არ​წი​ვის ფრთე​ბი ჰქონ​დათ
და ადა​მიანის ხე​ლე​ბი; ეს ქა​ლა​ქი იხი​ლა ორ​მა დიდ​მა მოგ​ზა​ურ​მა, ჰე​რო​დო​ტემ და
ლე​ვაიიან​მა(​ფრან​სუა ლე​ვაიიანი (1753-​1824) – ფრან​გი მოგ​ზაური, კო​ლექ​ციონე​რი,
ორ​ნი​თო​ლო​გი.).

მცი​რე ხა​ნი გა​ვა​ტა​რეთ უტი​კა​ში​(უ​ტი​კა – ტუ​ნი​სის ჩრდილო-​აღმოსავლეთით მდე​ბა​რე ქა​ლა​ქი. ძვ. წ.


XI ან XII საუკუ​ნე​ში დააარ​სეს ფი​ნი​კიელებ​მა; ძვ. წ. V საუკუ​ნე​ში კარ​თა​გენ​მა დაიმორ​ჩი​ლა,
კარ​თა​გე​ნის და​ცე​მის შემ​დეგ რო​მის იმ​პე​რი​ის ნა​წი​ლი, ხო​ლო ძვ. წ. 146 წლი​დან პრო​ვინ​ცია
აფ​რი​კის დე​და​ქა​ლა​ქი გახ​და; VII საუკუ​ნე​ში და​ან​გრი​ეს არა​ბებ​მა.), უფ​რო მე​ტი კი ბი​ზერ​ტში(​ბი​ზერ​ტი
– ტუ​ნი​სის ჩრდი​ლოეთით მდე​ბა​რე ქა​ლა​ქი, რო​მე​ლიც ძვე​ლი ფი​ნი​კიური და​სახ​ლე​ბის ად​გილ​ზე
არ​სე​ბობს. და​ნამ​დვი​ლე​ბით არის ცნო​ბი​ლი, რომ ალექ​სან​დრე დიუმა ამ ქა​ლაქ​ში 1846 წლის 3-4
დე​კემ​ბერს იმ​ყო​ფე​ბო​და.). ჟი​რომ ამ ქა​ლაქ​ში თურ​ქი ნო​ტა​რიუსის პორ​ტრე​ტი და​ხა​ტა, ბუ​ლან​ჟემ კი
მი​სი უფ​რო​სი კლერ​კი​სა. ნა​ხა​ტებს გიგ​ზავ​ნით, მა​დამ, რა​თა შეძ​ლოთ პა​რი​ზელ ნო​ტა​რიუსებ​სა და
კლერ​კებს შეადა​როთ. ვეჭ​ვობ, უპი​რა​ტე​სო​ბა უკა​ნას​კნელთ დარ​ჩეთ.

იქ, ფლა​მინ​გო​ებ​სა და გე​დებ​ზე ნა​დი​რო​ბი​სას, წყალ​ში ჩავ​ვარ​დი. ეს შემ​თხვე​ვა სე​ნა​ზე რომ


მომ​ხდა​რი​ყო, ამ დრო​ის​თვის უკ​ვე გა​ყი​ნულ​ზე, რთულ შე​დე​გებს მოიტან​და, მაგ​რამ კა​ტო​ნის
ტბა​ზე(​კა​ტო​ნის ტბა – მარ​კუს პორ​ცი​უს კა​ტო​ნის (უმ​ცრო​სი) (ძვ. წ. 95-​46) სა​ხელს ატა​რებს. იგი
ძვე​ლი რო​მაელი პო​ლი​ტი​კუ​რი მოღ​ვა​წე იყო, ემ​ხრო​ბო​და არის​ტოკ​რა​ტიული რეს​პუბ​ლი​კის
შე​ნარ​ჩუ​ნე​ბას და ეწი​ნა​აღ​მდე​გე​ბო​და იული​უს კე​ის​რის დიქ​ტა​ტუ​რას. ამ უკა​ნას​კნე​ლის გა​მარ​ჯვე​ბის
შემ​დეგ უტი​კა​ში სი​ცოც​ხლე თვით​მკვლე​ლო​ბით და​ას​რუ​ლა.) ერ​თა​დერ​თი უხერ​ხუ​ლო​ბა ჩაც​მუ​ლი
ბა​ნაობა იყო, რი​თაც დი​დად გა​ვაკ​ვირ​ვე ალექ​სან​დრე, ჟი​რო და ქა​ლა​ქის გუ​ბერ​ნა​ტო​რი, რო​მე​ლიც
ტე​რა​სი​დან ადევ​ნებ​და თვალს ჩვენს ნავს; მათ ეგო​ნათ, ასე მოქ​ცე​ვა მე ავი​ხი​რე, უბ​რა​ლოდ,
წო​ნას​წო​რო​ბა კი არ დავ​კარ​გე.

ზე​მოთ აღ​წე​რი​ლი თევ​ზიყ​ლა​პიასა​ვით მო​ვი​ქე​ცი, მა​დამ; მა​სა​ვით წყალ​ში ჩა​ვი​ყურ​ყუ​მე​ლა​ვე, მე​რე


ამოვ​ყვინ​თე, თუმ​ცა ნის​კარ​ტით თევ​ზი არ მჭე​რია.

ხუ​თი წუ​თის შემ​დეგ ეს ამ​ბა​ვი აღარ მახ​სოვ​და და მე​სიე ვა​ლე​რი​ვით მშრა​ლი ვი​ყა​ვი, რად​გან მზემ
თა​ვი​სი სხი​ვე​ბი არ დაიშუ​რა ჩემ​თვის.

ოჰ! რო​გორ მინ​და, მა​დამ, სა​დაც უნ​და იყოთ, ამ მშვე​ნიერი მზის სხი​ვი თან გახ​ლდეთ, თუნ​დაც
იმის​თვის, რომ თქვე​ნი ფან​ჯრის რა​ფა​ზე კე​სა​ნე ყვაოდეს.

მშვი​დო​ბით, მა​დამ. მა​პა​ტი​ეთ ასე​თი გრძე​ლი წე​რი​ლი. ამ ჟან​რში თავს ლა​ღად ვერ ვგრძნობ და
რო​გორც ბავ​შვი, რო​მე​ლიც ჩა​დე​ნი​ლი სი​სუ​ლე​ლის​თვის თა​ვის გა​მარ​თლე​ბას ფიქ​რობს, გპირ​დე​ბით,
აღარ ვი​ზამ; მაგ​რამ ზე​ცი​ურ​მა კონ​სი​ერ​ჟმა რა​ტომ შეაღო ჩემ წინ სპი​ლოს ძვლის​გან დამ​ზა​დე​ბუ​ლი
ის კა​რი, საიდა​ნაც ოქ​როს სიზ​მრე​ბი გა​მო​დის?

მიიღეთ, მა​დამ, ჩე​მი უღ​რმე​სი პა​ტი​ვის​ცე​მა.

ალექ​სან​დრე დიუმა

ხელს მაგ​რად ვარ​თმევ ჟი​ულ​ს(ჟიული – მა​რი ნო​დი​ეს მე​უღ​ლე, ჟი​ულ მე​სე​ნიე. )“.

რა​ტომ და​ვურ​თე ასე​თი პი​რა​დუ​ლი წე​რი​ლი? იმი​ტომ, რომ მკით​ხველს უნ​და შე​ვუძ​ღვე არ​სე​ნალ​ში,
სა​დაც შარლ ნო​დი​ე(​შარლ ნო​დიე (1780-​1844) – ფრან​გი მწე​რა​ლი და ბიბ​ლიოფი​ლი, რო​მელ​მაც
უდი​დე​სი გავ​ლე​ნა მო​ახ​დი​ნა ახალ​გაზ​რდა რო​მან​ტი​კო​სებ​ზე თა​ვი​სი ფან​ტას​ტი​კუ​რი ნო​ვე​ლე​ბით,
გო​ტი​კუ​რი ლი​ტე​რა​ტუ​რის ნი​მუ​შე​ბი​თა და ზღაპ​რე​ბით ვამ​პი​რებ​ზე. ნო​დიესა და ვიქ​ტორ ჰიუგოს
ბი​ნებ​ში იკ​რი​ბე​ბოდ​ნენ რო​მან​ტი​კო​სი პოეტე​ბი და მწერ​ლე​ბი, ერ​თმა​ნეთს ახალ ნა​წარ​მოებებს
უკით​ხავ​დნენ, ხო​ლო 1825 წელს, რო​ცა ნო​დიე არ​სე​ნა​ლის ბიბ​ლიოთე​კას ჩა​უდ​გა სა​თა​ვე​ში, მი​სი
მეშ​ვეობით ძველ, უნი​კა​ლურ წიგ​ნებ​საც ეც​ნო​ბოდ​ნენ.) ცხოვ​რობ​და. რა​კი კა​რი მის​მა ქა​ლიშ​ვილ​მა
გა​მი​ღო, შეგ​ვიძ​ლია დარ​წმუ​ნე​ბუ​ლე​ბი ვი​ყოთ, სა​სურ​ვე​ლი სტუმ​რე​ბი ვიქ​ნე​ბით: „ვი​საც ვუყ​ვარ​ვარ,
გა​მომ​ყვეს​(„ვი​საც ვუყ​ვარ​ვარ, გა​მომ​ყვეს“ – გა​მოთ​ქმას მიაწე​რენ სპარ​სე​თის ლე​გენ​და​რულ მე​ფე
კი​როსს, ასე​ვე საფ​რან​გე​თის მე​ფე ფი​ლიპ VI ვა​ლუ​ას (1328-​1350). )“.

პა​რი​ზის გა​ნა​პი​რას, ცე​ლეს​ტი​ნელ​თა სა​ნა​პი​როს​(ცე​ლეს​ტი​ნელ​თა სა​ნა​პი​რო – მდე​ბა​რე​ობს პა​რი​ზის


მე​ოთ​ხე ოლ​ქში. სა​ხე​ლი და​ერ​ქვა წარ​სულ​ში იქ მდე​ბა​რე ცე​ლეს​ტი​ნელ​თა მო​ნას​ტრის გა​მო.
ქვა​ფე​ნი​ლით მოიკირ​წყლა და ქუ​ჩად გა​და​კეთ​და 1705 წელს.) ბო​ლო​ში, მორ​ლა​ნის
ქუ​ჩის​კენ​(მორ​ლა​ნის ქუ​ჩა – ძვე​ლი სა​ნა​პი​რო, რო​მე​ლიც ცე​ლეს​ტი​ნელ​თა სა​ნა​პი​როს ზე​ვით
მდე​ბა​რე​ობ​და. მოგ​ვიანე​ბით ამო​აშ​რეს შე​ნა​კა​დი, რო​მე​ლიც მდი​ნა​რე სე​ნის მარ​ჯვე​ნა ნა​პი​რის​გან
მიჯ​ნავ​და. დღეს მის ად​გილ​ზე მორ​ლა​ნის ბულ​ვა​რია. პოლ​კოვ​ნიკ​მა ფრან​სუა ლუი მორ​ლან​მა
(1771-​1805) თა​ვი გა​მოიჩი​ნა და დაიღუ​პა აუს​ტერ​ლი​ცის ბრძო​ლა​ში. ) ზურ​გით, მდი​ნა​რეს
გა​დაჰ​ყუ​რებს დი​დი, პირ​ქუ​ში და მო​საწ​ყე​ნი იერის შე​ნო​ბა, რო​მელ​საც არ​სე​ნა​ლი ეწო​დე​ბა.

მი​წის ნა​წილს, რო​მელ​ზეც ეს პირ​ქუ​ში ნა​გე​ბო​ბა დგას, ქა​ლა​ქის დამ​ცა​ვი თხრი​ლე​ბის ამოთ​ხრამ​დე
შან-​ო-პლატრი ერ​ქვა. პა​რიზ​მა ერთ დღეს, რო​დე​საც ომის​თვის​(ო​მის​თვის ემ​ზა​დე​ბო​და –
იგუ​ლის​ხმე​ბა ე. წ. 1494-​1559 წლე​ბის იტა​ლი​ის ომე​ბის ერ​თი ეპი​ზო​დი (1536-​1538 წლე​ბი),
რო​დე​საც საფ​რან​გე​თის მე​ფეები ეომე​ბოდ​ნენ ეს​პა​ნეთს, საღ​ვთო რო​მის იმ​პე​რი​ას, იტა​ლიური
სა​ხელ​წი​ფოების ნა​წილს აპე​ნი​ნის ნა​ხე​ვარ​კუნ​ძულ​ზე გა​ბა​ტო​ნე​ბის​თვის. ) ემ​ზა​დე​ბო​და, აღ​ნიშ​ნუ​ლი
მინ​დო​რი იყი​და და არ​ტი​ლე​რი​ის საწ​ყო​ბე​ბი ააგო.

და​ახ​ლოებით 1533 წელს ფრან​სუა I-​მა(ფრანსუა I (1494-​1547) – საფ​რან​გე​თის მე​ფე (1515-​1547)


კა​პე​ტინ​გე​ბის დი​ნას​ტი​ის ვალუა-​ანგულემის შტო​დან.) შე​ნიშ​ნა, რომ ზარ​ბაზ​ნე​ბი არ ჰყოფ​ნი​დათ და
გა​დაწ​ყვი​ტა, მა​თი ჩა​მოს​ხმა და​ეწ​ყოთ. ქა​ლა​ქის​გან ერთ-​ერთი საწ​ყო​ბი იქი​რა​ვა იმ პი​რო​ბით, რომ
რო​გორც კი ზარ​ბაზ​ნე​ბის ჩა​მოს​ხმა დას​რულ​დე​ბო​და, საწ​ყობს კვლავ ქა​ლაქს და​უბ​რუ​ნებ​და; შემ​დეგ,
მუ​შაობის და​საჩ​ქა​რებ​ლად, მეორე საწ​ყო​ბიც დაიქი​რა​ვა, ამას მე​სა​მეც მიჰ​ყვა, პი​რო​ბა იგი​ვე დარ​ჩა.
თუმ​ცა, რო​გორც ხალ​ხში იტ​ყვი​ან, რა​საც ხელ​ში ჩა​იგ​დებ, აღარ უნ​და შეელიო, მე​ფეც ად​გა და სა​მი​ვე
საწ​ყო​ბი თა​ვის​თვის დაიტო​ვა.
ოცი წლის შემ​დეგ იქ შე​ნა​ხულ ოცი ათას ტო​ნა თო​ფის​წა​მალს ცეც​ხლი გა​უჩ​ნდა. სა​ზა​რე​ლი აფეთ​ქე​ბა
იყო. პა​რი​ზი ისე ზან​ზა​რებ​და, რო​გორც კა​ტა​ნი​ა(​კა​ტა​ნია – სი​ცი​ლი​ის სი​დი​დით მეორე
ქალაქი-​კუნძულია აღ​მო​სავ​ლეთ სა​ნა​პი​რო​ზე, მე​სი​ნა​სა და სი​რა​კუ​ზას შო​რის.), რო​დე​საც
ენ​კე​ლა​დი​(ენ​კე​ლა​დი – ბერ​ძნუ​ლი მი​თო​ლო​გი​ის თა​ნახ​მად, ტი​ტა​ნია, ურა​ნო​სი​სა და გე​ას შვი​ლი.
რო​დე​საც ტი​ტა​ნე​ბი ოლიმ​პი​ელ ღმერ​თებ​თან ბრძო​ლა​ში და​მარ​ცხდნენ, ენ​კე​ლა​დი გა​იქ​ცა და მას
ეტ​ლით გაეკი​და ქალ​ღმერ​თი ათე​ნა. ერ​თი ვერ​სი​ით, ტი​ტა​ნი ათე​ნას ნას​როლ​მა ქვამ მოკ​ლა და ეს
ქვა შემ​დგომ კუნ​ძულ სი​ცი​ლი​ად იქ​ცა; მეორე ვერ​სი​ით, ქალ​ღმერ​თმა ის მშვილ​დით გან​გმი​რა და
ტი​ტა​ნი სი​ცი​ლიაზე, ეტ​ნას ძირ​ში დაკ​რძა​ლეს. ) შე​ინ​ძრა. ქვე​ბი სენ-​მარსოს(სენ-მარსო – პა​რი​ზის
ერთ-​ერთი მუ​შა​თა რაიონი, მდე​ბა​რე​ობს მარ​ცხე​ნა სა​ნა​პი​რო​ზე, თით​ქმის არ​სე​ნა​ლის პირ​და​პირ.)
გა​რეუბან​ში ცვიოდა, გრიალის ხმა კი მე​ლიუნამ​დე(​მე​ლიუნი – ქა​ლა​ქი მდი​ნა​რე სე​ნა​ზე, პა​რი​ზი​დან
სამხრეთ-​აღმოსავლეთით, 60 კმ-ს და​შო​რე​ბით.) აღ​წევ​და. მე​ზო​ბე​ლი სახ​ლე​ბი ერ​თი წა​მის
გან​მავ​ლო​ბა​ში მთვრა​ლე​ბის მსგავ​სად ირ​ყე​ოდ​ნენ, მე​რე ყვე​ლა და​ინ​გრა. აფეთ​ქე​ბით გა​მოწ​ვეული
მი​წის​ძვრა ისე​თი ძლიერი გა​მოდ​გა, მდი​ნა​რე​ში თევ​ზე​ბი დაიღუპ​ნენ; ოც​დაათი ადა​მიანი ცეც​ხლის
ქარ​ბორ​ბა​ლამ ნაფ​ლე​თე​ბად აქ​ცი​ა; და​იჭ​რა ას ორ​მოც​დაათი კა​ცი. რა​ტომ მოხ​და ეს უბე​დუ​რე​ბა? რა
იყო მი​ზე​ზი? დღემ​დე გა​ურ​კვე​ვე​ლია და ამი​ტო​მაც ყვე​ლა​ფე​რი პრო​ტეს​ტან​ტებს და​აბ​რა​ლეს.

შარლ IX-​მ(შარლ IX (1550-​1574) – საფ​რან​გე​თის მე​ფე 1560-​1574 წლებ​ში. ტახ​ტზე ავი​და ძმის,
ფრან​სუა II-​ის გარ​დაც​ვა​ლე​ბის შემ​დეგ.) ბრძა​ნა, უკ​ვე არ​სე​ბუ​ლი გეგ​მე​ბის მი​ხედ​ვით აღედ​გი​ნათ
დან​გრეული შე​ნო​ბე​ბი, მაგ​რამ ისი​ნი უფ​რო დი​დი მო​ცუ​ლო​ბის უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. შარლ IX
აღ​მშე​ნე​ბე​ლი გახ​ლდათ – მან მორ​თო ლუვ​რი ქან​და​კე​ბე​ბით, უცოდ​ველ​თა შად​რე​ვა​ნი​(უ​ცოდ​ველ​თა
შად​რე​ვა​ნი – 1545-​1550 წლებ​ში ეწო​დე​ბო​და „ნიმ​ფე​ბის შად​რე​ვა​ნი“, შემ​დეგ სა​ხე​ლი ეწო​და იმ
სა​საფ​ლა​ოს სა​ხე​ლის მი​ხედ​ვით, რომ​ლის სი​ახ​ლო​ვე​საც მდე​ბა​რე​ობ​და. შად​რევ​ნის გეგ​მა ეკუთ​ვნის
სა​ხელ​გან​თქმულ არ​ქი​ტექ​ტორ პი​ერ ლეს​კოს, ხო​ლო გა​მოაქან​და​კა ჟან გუ​ჟონ​მა. შად​რე​ვა​ნი
მი​ეძ​ღვნა მე​ფე ან​რი II-​ის სა​ზეიმოდ შეს​ვლას (1549 წე​ლი) ქა​ლაქ​ში და მიზ​ნად ისა​ხავ​და სენ-​დენიდან
პა​რი​ზის ღვთის​მშობ​ლის ტაძ​რამ​დე გა​სავ​ლე​ლი გზის უკ​ვდავ​ყო​ფას. მოგ​ვიანე​ბით შად​რე​ვა​ნი ბაზ​რის
მოედან​ზე გა​დაიტა​ნეს და დაამა​ტეს ორი ნიმ​ფას ქან​და​კე​ბა, პოს​ტა​მენ​ტი ოთ​ხი ლო​მის
გა​მო​სა​ხუ​ლე​ბით და აუზე​ბი. დღე​ვან​დელ ად​გილ​ზე, პა​რი​ზის პირ​ველ ოლ​ქში, იოაკიმ დიუ-​ბელეს
მოედან​ზე, გა​დაიტა​ნეს 1858 წელს, ნა​პო​ლე​ონ III-​ის დროს. ) გა​მოაქან​და​კე​ბი​ნა ჟან გუ​ჟონ​ს(ჟან
გუ​ჟო​ნი (1510-​15?) – ფრან​გი მო​ქან​და​კე, ფრან​გუ​ლი რე​ნე​სან​სის ერთ-​ერთი გა​მორ​ჩეული
შე​მოქ​მე​დი.), რო​მე​ლიც იქ მოკ​ვდა – რო​გორც ყვე​ლამ იცის, ბრმა ტყვი​ამ იმ​სხვერ​პლა(​ჟან გუ​ჟო​ნის
სიკ​ვდი​ლის გა​რე​მოების თაობა​ზე გავ​რცელ​და ლე​გენ​და, თით​ქოს იგი წმინ​და ბარ​თლო​მეს ღა​მის
ჟლე​ტი​სას დაიღუ​პა. XVIII-​XIX საუკუ​ნის მრა​ვალ სა​მეც​ნიერო და ლი​ტე​რა​ტუ​რულ ნა​წარ​მო​ებ​შია
მოხ​სე​ნიებუ​ლი ეს ფაქ​ტი. უახ​ლე​სი გა​მოკ​ვლე​ვე​ბით, ნა​პოვ​ნია მი​სი კვა​ლი 1562 წელს ბო​ლო​ნიაში
გა​და​სულ ჰუ​გე​ნოტ ლტოლ​ვილ​თა შო​რის. ის უნ​და გარ​დაც​ვლი​ლი​ყო 1562-​1569 წლებს შო​რის
პე​რი​ოდ​ში.). ეს დი​დი ხე​ლო​ვა​ნი და პოეტი დაწ​ყე​ბულ საქ​მეს ბო​ლომ​დე მი​იყ​ვან​და, რომ არა ღმერ​თი,
რო​მელ​მაც ისურ​ვა 1572 წლის 24 აგ​ვის​ტოს(1572 წლის 24 აგ​ვის​ტო – ის​ტო​რიაში ცნო​ბი​ლია
„ბარ​თლო​მეს ღა​მის“ სა​ხე​ლით, რო​დე​საც პა​რიზ​ში, ან​რი ნა​ვა​რე​ლი​სა და საფ​რან​გე​თის მე​ფის
ქა​ლიშ​ვი​ლის, მარ​გა​რი​ტის ქორ​წი​ნე​ბის მე​ექ​ვსე დღეს დე​და​ქა​ლაქ​ში სტუმ​რად მიწ​ვეული ჰუ​გე​ნო​ტე​ბი
(ფრან​გი პრო​ტეს​ტან​ტე​ბი) დე​დო​ფალ ეკა​ტე​რი​ნე მე​დი​ჩის წა​ქე​ზე​ბით ამოჟ​ლი​ტეს.) გა​მო მის​თვის
პა​სუ​ხი მო​ეთ​ხო​ვა და თა​ვის​თან იხ​მო.
საფ​რან​გე​თის სა​მე​ფო ტახ​ტზე შარლ IX-​ის მემ​კვიდ​რე​ებ​მა მის დაწ​ყე​ბულ მშე​ნებ​ლო​ბებს ხე​ლი
მოჰ​კი​დეს და გა​აგ​რძე​ლეს. ან​რი III-​მ(ანრი III (1551-​1589) – პო​ლო​ნე​თის მე​ფე და ლიტ​ვის დი​დი
ჰერ​ცო​გი (1573-​1575), საფ​რან​გე​თის მე​ფე (1574-​1589).) 1584 წელს გა​მოაქან​და​კე​ბი​ნა ჭიშ​კა​რი
ცე​ლეს​ტი​ნელ​თა სა​ნა​პი​როს პირ​და​პირ; მას ამ​შვე​ნებს ზარ​ბაზ​ნე​ბის ფორ​მის სვე​ტე​ბი, ხო​ლო ჭიშ​კრის
თავ​ზე და​მაგ​რე​ბულ მარ​მა​რი​ლოს ფი​ლა​ზე ამოკ​ვე​თი​ლია ნი​კო​ლა ბურ​ბო​ნის​(ნი​კო​ლა ბურ​ბო​ნი
(1503-​1550) – ფრან​გი პოეტი, რო​მე​ლიც ლა​თი​ნურ ენა​ზე წერ​და. გა​და​ურ​ჩა ინ​კვი​ზი​ცი​ის​გან დას​ჯას.
იყო ჰანს ჰოლ​ბაინი​სა და ფრან​სუა რაბ​ლეს მე​გო​ბა​რი, 1540 წლი​დან კი ნა​ვა​რის დე​დოფ​ლის,
მარ​გა​რი​ტის კარ​ზე მსა​ხუ​რობ​და, რო​გორც მი​სი ქა​ლიშ​ვი​ლის, ჟან დ’ალ​ბრეს (ან​რი ნა​ვა​რე​ლის,
საფ​რან​გე​თის მო​მა​ვა​ლი მე​ფის, ან​რი IV-​ის დე​და) აღ​მზრდე​ლი.) ორ​ტაეპე​დი, რო​მე​ლიც
სანტეის(ჟან/ჟან-​ბატისტ სან​ტეი (1630-​1697) – ფრან​გი პოეტი, რო​მე​ლიც ლა​თი​ნურ ენა​ზე წერ​და.)
ისე მოს​წონ​და, მზად იყო, თუნ​დაც სახ​რჩო​ბე​ლა​ზე ას​ვლის ფა​სად, მი​სი ავ​ტო​რო​ბა დაეჩე​მე​ბი​ნა:

Aetna hic Henrico vulcania tela ministrat,

Tela giganteos debellature furores.

ფრან​გულ ენა​ზე თარ​გმა​ნი ასე​თი​ა:

L’Etna prépare ici les traits avec lesquels

Henri doit foudroyer la fureur des géants(„აქ ეტ​ნა ამ​ზა​დებს თა​ვის ის​რებს, რომ​ლი​თაც ან​რი
ტი​ტა​ნებს დაამარ​ცხებს“.)

და მარ​თლაც, ან​რი III-მ ლი​გის​(ლი​გა – XVI საუკუ​ნის საფ​რან​გეთ​ში ლი​გა ეწო​დე​ბო​და მეომარ
კა​თო​ლი​კე​თა ორ გა​ერ​თიანე​ბას – კა​თო​ლი​კურ ლი​გას (1575 წელს და​არ​სდა) და პა​რი​ზის ლი​გას
(1585 წე​ლი). ორი​ვეს მარ​თავ​და ჰერ​ცო​გი გი​ზი, რო​მელ​საც მე​ფის ტახ​ტზეც ჰქონ​და პრე​ტენ​ზია. )
გი​გან​ტე​ბი დაამარ​ცხა და ლა​მა​ზი ბა​ღი გააშე​ნა, რო​მე​ლიც ლუი XIII-​ის(ლუი XIII (1601-​1643) –
საფ​რან​გე​თის და ნა​ვა​რის მე​ფე.) დრო​ინ​დელ პა​რი​ზის რუ​კებ​ზე ჩანს, სიულიმ​(ბა​რო​ნი რო​ნი, ჰერ​ცო​გი
სიული, მაქ​სი​მი​ან დე ბე​ტიუნი (1559-​1641) – მე​ფე ან​რი IV-​ის ერ​თგუ​ლი თა​ნა​მებ​რძო​ლი,
პრო​ტეს​ტან​ტი, რო​მე​ლიც მი​სი უმ​თავ​რე​სი მრჩე​ვე​ლი გახ​და. თა​ვი გა​მოიჩი​ნა მრა​ვალ ბრძო​ლა​ში
კა​თო​ლი​კე​ებ​სა და პრო​ტეს​ტან​ტებს შო​რის გა​ჩა​ღე​ბუ​ლი სა​მო​ქა​ლა​ქო ომე​ბის დროს. სხვა​დას​ხვა
დროს გა​ნა​გებ​და სა​მე​ფოს ფი​ნან​სებს, ზე​დამ​ხედ​ვე​ლობ​და არ​ტი​ლე​რი​ას, ბას​ტი​ლი​ის ცი​ხეს,
ფორ​ტი​ფი​კა​ცი​ებს.) კი იქ თა​ვი​სი სა​მი​ნის​ტრო გა​ნა​თავ​სა, მოახა​ტი​ნა და ოქ​რო​ცურ​ვი​ლი სა​ღე​ბა​ვით
დააფარ​ვი​ნა ულა​მა​ზე​სი ოთა​ხე​ბი, სა​დაც დღე​საც არ​სე​ნა​ლის ბიბ​ლიოთე​კააარ​სე​ნა​ლის ბიბ​ლიოთე​კა
– საფ​რან​გე​თის ეროვ​ნუ​ლი ბიბ​ლიოთე​კის ნა​წი​ლი, რო​მე​ლიც მოიცავს და​ახ​ლოებით მი​ლი​ონ წიგნს,
აქე​დან 150 000 ეგ​ზემ​პლა​რი გა​მო​ცე​მუ​ლია 1880 წლამ​დე; ასე​ვე – 12 000 ხელ​ნა​წერს, 100 000
ეს​ტამპს, 3000 რუ​კა​სა და გეგ​მას. ბიბ​ლიოთე​კა ძი​რი​თა​დად XVI-​XIX საუკუ​ნის ფრან​გულ
ლი​ტე​რა​ტუ​რას, არ​ქი​ვე​ბის, ფონ​დე​ბის, ბიბ​ლიოფი​ლი​ის, წიგ​ნის ის​ტო​რი​ის შე​სა​ხებ გა​მო​ცე​მულ
ნაშ​რო​მებს აგ​რო​ვებს.) გან​თავ​სე​ბუ​ლი.

1823(ა​ლექ​სან​დრე დიუმას თა​რი​ღი შეც​დო​მით აქვს მი​თი​თე​ბუ​ლი. 1824 წლის 3 იან​ვარს შარლ
ნო​დიე გრაფ არ​ტუ​ას, მო​მა​ვა​ლი მე​ფე შარლ X-​ის ბიბ​ლიოთე​კა​რი გახ​და, ხო​ლო 1825 წლის 29
მაისი​დან მან და ვიქ​ტორ ჰიუგომ არ​სე​ნა​ლის ბიბ​ლიოთე​კა ჩაიბა​რეს.) წელს შარლ ნო​დიე ამ
ბიბ​ლიოთე​კის დი​რექ​ტო​რად დაინიშ​ნა, და​ტო​ვა ბი​ნა შუაზე​ლის ქუ​ჩა​ზე(​შუაზე​ლის ქუ​ჩა – ძვე​ლი
პა​რი​ზის ჩრდი​ლო​ეთ ნა​წილ​ში 1779-​1785 წლებ​ში გაჭ​რი​ლი ქუ​ჩა. მე​ფე ლუ​დო​ვი​კო XV-​ის
მი​ნის​ტრის, ჰერ​ცოგ შუაზე​ლის (1719-​1785) სა​ხე​ლი ჰქვი​ა.) და საც​ხოვ​რებ​ლად არ​სე​ნა​ლის
შე​ნო​ბა​ში გა​და​ვი​და.

ნო​დიე არაჩ​ვეულებ​რი​ვი ადა​მიანი გახ​ლდათ; უბი​წო იყო, მაგ​რამ უთ​ვა​ლა​ვი ნაკ​ლი ჰქონ​და – ის
მომ​ხიბ​ლა​ვი მრა​ვა​ლი ნაკ​ლი, რაც ყვე​ლა გე​ნი​ოსს, ნი​ჭი​ერს, უდარ​დელ უსაქ​მურს ახა​სიათებს და
მა​თით ტკბე​ბა, რო​გორც ფი​გა​რო სა​კუ​თა​რი სი​ზარ​მა​ცით!

ნო​დი​ემ ყვე​ლა​ფე​რი იცო​და, რაც წიგ​ნი​ერ​მა ადა​მი​ან​მა უნ​და იცო​დეს; მე​ტიც, ნო​დი​ეს გე​ნიოსი
ადა​მიანის უპი​რა​ტე​სო​ბა გა​აჩ​ნდა – რო​დე​საც რა​მე არ იცო​და, თა​ვად იგო​ნებ​და და გა​მო​ნა​გო​ნი
ბევ​რად უფ​რო მახ​ვილ​გო​ნივ​რუ​ლი, ბევ​რად უფ​რო წარ​მტა​ცი და და​მა​ჯე​რე​ბე​ლი იყო, ვიდ​რე
რეალო​ბა.

ნო​დიე უამ​რავ პა​რა​დოქ​სულ სის​ტე​მას დი​დი მონ​დო​მე​ბით ქმნი​და, თუმ​ცა მათ გა​სავ​რცე​ლებ​ლად
სრუ​ლე​ბით არ ირ​ჯე​ბო​და. ისი​ნი მხო​ლოდ თა​ვის​თვის სჭირ​დე​ბო​და, რად​გან თა​ვად წარ​მო​ად​გენ​და
პა​რა​დოქსს. და ნო​დიე სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის შექ​მნილ სის​ტე​მებს დაუყოვ​ნებ​ლივ ცვლი​და, თუ​კი
სხვე​ბის​თვი​საც მი​სა​ღე​ბი და გა​სა​გე​ბი აღ​მოჩ​ნდე​ბო​და.

ნო​დიე ტე​რენ​ციუსის​(ტე​რენ​ციუსი, პუბ​ლი​უს აფ​რი​კე​ლი (ძვ. წ. 195/185-​159) – რო​მაელი


კო​მე​დი​ოგ​რა​ფი.) პერ​სო​ნა​ჟი გახ​ლდათ, რომ​ლის​თვი​საც არა​ფე​რი ადა​მიანუ​რი უც​ხო არ იყო.
უყ​ვარ​და, რად​გან სიყ​ვა​რუ​ლი ბედ​ნიერე​ბას ანი​ჭებ​და; უყ​ვარ​და, რო​გორც მზე ანა​თებს, წყა​ლი
მო​ჩუხ​ჩუ​ხებს, ყვა​ვი​ლი სურ​ნელს აფ​რქვევს – გულს უხა​რებ​და ყვე​ლა​ფე​რი, რაც კარ​გია, სი​კე​თეა,
დიადია, ცუდ​შიც კი რაიმე კარგს ეძებ​და, რო​გორც მკვლე​ვა​რი ქი​მი​კო​სი შხა​მი​ან მცე​ნა​რე​შიც კი
პოულობს გან​კურ​ნე​ბის​თვის სასარგებლო ნივ​თიერე​ბას.

რამ​დენ​ჯერ უყ​ვარ​და ნო​დი​ეს? თა​ვად პა​სუ​ხი არ ჰქონ​და; რა​კი დიადი შე​მოქ​მე​დი იყო, რეალო​ბას
წარ​მო​სახ​ვა​ში ურევ​და. ნო​დიე ისე ეალერ​სე​ბო​და თა​ვი​სი ფან​ტა​ზი​ის ყვე​ლა ნა​ყოფს, რომ ბო​ლოს
მა​თი არ​სე​ბო​ბა დაიჯე​რა კი​დეც. მის​თვის ტე​რეზ ობე​რი, პუ​რის ნამ​ცე​ცე​ბის ფე​რია და ინეს დე ლას
სიერა​სი(​ტე​რეზ ობე​რი, პუ​რის ნამ​ცე​ცე​ბის ფე​რია, ინეს დე ლას სიერა​სი – შარლ ნო​დი​ეს იმა​ვე
სა​ხელ​წო​დე​ბე​ბის ნა​წარ​მოებე​ბის მთა​ვა​რი პერ​სო​ნა​ჟე​ბი. ) ნამ​დვი​ლად არ​სე​ბობ​დნენ – მი​სი
ქა​ლიშ​ვი​ლე​ბი იყ​ვნენ, მა​რის მსგავ​სად; მა​რის დე​ბი. მხო​ლოდ იმ გან​სხვა​ვე​ბით, რომ მათ გა​ჩე​ნა​ში
მა​დამ ნო​დი​ეს მო​ნა​წი​ლეობა არ მიუღია, ეს მი​ნერ​ვე​ბი ნო​დი​ემ, იუპი​ტე​რის და​რად, სა​კუ​თა​რი
თა​ვი​დან შვა.

მაგ​რამ ნო​დი​ემ შე​მოქ​მე​დის სუნ​თქვა შთა​ბე​რა არა მხო​ლოდ ადა​მიანებს, ევას ქა​ლიშ​ვი​ლებ​სა და
ადა​მის ვა​ჟიშ​ვი​ლებს, არა​მედ მან გა​მოიგო​ნა ცხო​ვე​ლი და სა​ხე​ლიც და​არ​ქვა. მე​რე, ისე რომ არც კი
შეუწუ​ხე​ბია იმას, რას იფიქ​რებ​და ღმერ​თი, სა​მა​რა​დი​სო უკ​ვდა​ვე​ბა მიანი​ჭა მას.

ეს ცხო​ვე​ლი იყო ტა​რა​ტან​ტა​ლეო.

ტა​რა​ტან​ტა​ლეოზე არა​ფე​რი იცით, ხომ ასეა? არც მე, მაგ​რამ ნო​დიე მას იც​ნობ​და, მის შე​სა​ხებ
ყვე​ლა​ფე​რი ზე​პი​რად იცო​და. მო​გიყ​ვე​ბო​დათ მი​სი ჩვე​ვე​ბის, ზნის, ახი​რე​ბე​ბის თაობა​ზე. მის
სა​სიყ​ვა​რუ​ლო თავ​გა​და​სავ​ლებ​საც მო​გიყ​ვე​ბო​დათ, რომ არ შეენიშ​ნა ტა​რა​ტან​ტა​ლე​ოს უკ​ვდა​ვე​ბა და
ცე​ლი​ბა​ტის​თვის​(ცე​ლი​ბა​ტი – კა​თო​ლი​კე სა​სუ​ლიერო პირ​თა დაუქორ​წი​ნებ​ლო​ბა, რაც IV საუკუ​ნე​ში
დააკა​ნო​ნა კა​თო​ლი​კურ​მა ეკ​ლე​სი​ამ.) არ გაეწი​რა, რად​გან გამ​რავ​ლე​ბა არ სჭირ​დე​ბა იმას, ვი​საც
მკვდრე​თით აღ​დგო​მა უწე​რია.

რო​გორ აღ​მოაჩი​ნა ნო​დი​ემ ტა​რა​ტან​ტა​ლეო?

მო​გიყ​ვე​ბით:

თვრა​მე​ტი წლის ნო​დიე ენ​ტო​მო​ლო​გი​ამ გაიტა​ცა. მი​სი ცხოვ​რე​ბა ექვს გან​სხვა​ვე​ბულ ფა​ზად იყო​ფა:

თავ​და​პირ​ვე​ლად ბუ​ნე​ბის ის​ტო​რი​ას მოჰ​კი​და ხე​ლი: და​წე​რა „ენ​ტო​მო​ლო​გიური ბიბ​ლიოთე​კა“;

შემ​დეგ ლინ​გვის​ტი​კას: „ო​ნო​მა​ტო​პე​ის ლექ​სი​კო​ნი“;

შემ​დეგ პო​ლი​ტი​კას: „ნა​პო​ლეონი“;

შემ​დეგ პოეზი​ას: „ყმაწ​ვი​ლი ბარ​დის ნარ​კვე​ვე​ბი“;

შემ​დეგ რო​მა​ნე​ბის წე​რას შე​უდ​გა: „ჟან სბო​გა​რი“, „სმა​რა“, „ტრიბ​ლი“, „ზალ​ცბურ​გე​ლი მხატ​ვა​რი“,
„მად​მუაზელ დე მარ​სა​ნი“, „ა​დე​ლი“, „ვამ​პი​რი“, „ოქ​როს სიზ​მა​რი“, „ა​ხალ​გაზ​რდო​ბის მო​გო​ნე​ბე​ბი“,
„ბო​ჰე​მი​ის მე​ფე და მი​სი ექ​ვსი ცი​ხე​სი​მაგ​რე“; „დოქ​ტორ ნეოფო​ბუ​სის ფან​ტა​ზიები“ და ათა​სო​ბით სხვა
რამ, რაც ვი​ცი, რომ წა​კით​ხუ​ლი გაქვთ და რო​მელ​თათ​ვი​საც გან​საზ​ღვრე​ბის მო​ფიქ​რე​ბა
გა​მი​ჭირ​დე​ბა.

ნო​დიე თა​ვი​სი მოღ​ვა​წეობის პირ​ველ ფა​ზა​ზე იყო. ენ​ტო​მო​ლო​გი​ით გა​ტა​ცე​ბუ​ლი, მეშ​ვი​დე სარ​თულ​ზე
ცხოვ​რობ​და – ბე​რან​ჟეს​(პი​ერ ჟან ბე​რან​ჟე (1780-​1857) – ფრან​გი პოეტი. ) აზ​რით, პოეტი მე​ხუ​თე
სარ​თულ​ზე მაღ​ლა არ უნ​და ბი​ნად​რობ​დეს. მიკ​როს​კოპ​ში აკ​ვირ​დე​ბო​და პა​წა​წი​ნა არ​სე​ბებს და
რასპაიზე(ფრანსუა-​ვენსანი რას​პაი (1794-​1878) – ფრან​გი ქი​მი​კო​სი, ბო​ტა​ნი​კო​სი, ფი​ზიოლო​გი,
ექი​მი, რეს​პუბ​ლი​კე​ლი და მე​მარ​ცხე​ნე პო​ლი​ტი​კუ​რი მოძ​რაობის აქ​ტი​ვის​ტი. უჯ​რე​დუ​ლი თეორი​ის
ერთ-​ერთი ფუ​ძემ​დე​ბე​ლია. მცე​ნა​რეების შე​სას​წავ​ლად ერთ-​ერთმა პირ​ველ​მა და​იწ​ყო მიკ​როს​კო​პის
გა​მო​ყე​ნე​ბა; მხურ​ვა​ლე პრო​პა​გან​დას უწევ​და პი​რა​დი ჰი​გიენის დაც​ვას და დე​ზინ​ფექ​ცი​ის​თვის
ან​ტი​სეპ​ტი​კუ​რი სა​შუალე​ბე​ბის გა​მო​ყე​ნე​ბას. რას​პაი დაავა​დე​ბე​ბის წარ​მო​შო​ბის მიკ​რო​ბიოლო​გიური
თეორი​ის სუ​ლის​ჩამ​დგმე​ლი​ა.) დი​დი ხნით ად​რე აღ​მოაჩი​ნა შეუიარა​ღე​ბე​ლი თვა​ლის​თვის უხი​ლა​ვი
ცხო​ვე​ლე​ბის სამ​ყა​რო. ერთ დღეს, მას შემ​დეგ, რაც გა​მო​იკ​ვლია წყა​ლი, ღვი​ნო, ძმა​რი, ყვე​ლი, პუ​რი
და ყვე​ლა​ფე​რი ის, რა​ზე​დაც, ჩვეულებ​რივ, ცდებს ატა​რებ​და, წყალ​სა​დი​ნა​რი​დან ჩა​მო​სუ​ლი წყლით
დას​ვე​ლე​ბუ​ლი მწიკ​ვი სი​ლა აიღო, მიკ​როს​კო​პის კორ​პუს​ზე და​დო და ლინ​ზას და​აც​ქერ​და.

უც​ნაური მოძ​რა​ვი ცხო​ვე​ლი დაინა​ხა, ორ​ბორ​ბლი​ან ვე​ლო​სი​პედს ჰგავ​და, სწრა​ფად მოძ​რა​ობ​და.


მდი​ნა​რე უნ​და გა​დაელა​ხა? ბორ​ბლებს ისე​ვე იყე​ნებ​და, რო​გორც ორ​თქლის ხო​მალ​დი ლა​პო​ტე​ბი​ან
ბორ​ბალს? ხმე​ლე​თით მი​დიოდა? ალ​ბათ, მი​სი ბორ​ბლე​ბი ეტ​ლის ბორ​ბლე​ბი​ვით მოძ​რა​ობ​და. ნო​დიე
კარ​გა ხანს უმ​ზერ​და, დაკ​ვირ​ვე​ბით სწავ​ლობ​და, მე​რე ჩაიხა​ტა და იმ​დენ ხანს აანა​ლი​ზებ​და, რომ
მოულოდ​ნე​ლად გა​ახ​სენ​და, დათ​ქმულ შეხ​ვედ​რა​ზე აგ​ვი​ან​დე​ბო​და. თა​ვი მიანე​ბა მიკ​როს​კოპს, მწიკვ
სი​ლას, რო​მე​ლიც ტა​რა​ტან​ტა​ლე​ოს​თვის მთელ სამ​ყა​როს წარ​მო​ად​გენ​და.

ნო​დიე შინ გვი​ან დაბ​რუნ​და; დაღ​ლი​ლი მა​შინ​ვე დაწ​ვა და ისე დაეძი​ნა, რო​გორც თვრა​მე​ტი წლის
ასაკ​ში ეძი​ნე​ბათ. მხო​ლოდ მეორე დღეს, რო​დე​საც თვა​ლე​ბი გაახი​ლა, გა​ახ​სენ​და მწიკ​ვი სი​ლა,
მიკ​როს​კო​პი და ტა​რა​ტან​ტა​ლეო.

საუბე​დუ​როდ, სვე​ლი სი​ლა ღა​მის გან​მავ​ლო​ბა​ში გაშ​რა და საბ​რა​ლო ტა​რა​ტან​ტა​ლეო, რო​მელ​საც


სი​ცოც​ხლის​თვის უეჭ​ვე​ლია, ნეს​ტი ესა​ჭი​როებო​და, მოკ​ვდა. მი​სი ციც​ქნა ცხე​და​რი გვერ​დზე იწ​ვა,
ბორ​ბლე​ბი აღარ მოძ​რა​ობ​და. ორ​თქლის ხო​მალ​დი გა​ჩერ​და, გა​ჩერ​და ვე​ლო​სი​პე​დიც.

მაგ​რამ, იმის მიუხე​და​ვად, რომ ცხო​ვე​ლი მოკ​ვდა – მედ​ღეურე​ბის სა​ხეობის უც​ნაური


წარ​მო​მად​გე​ნე​ლი იყო – მი​სი ცხე​და​რი ისე​ვე იმ​სა​ხუ​რებ​და შე​ნახ​ვას, რო​გორც მა​მონ​ტის ან
რო​მე​ლი​მე მას​ტო​დონ​ტის. თუმ​ცა ტკი​პა​ზე ას​ჯერ უფ​რო პა​ტა​რა ზო​მის არ​სე​ბა​ზე ზრუნ​ვი​სას იმა​ზე
ბევ​რად მე​ტი ძა​ლის​ხმე​ვა მო​ეთ​ხო​ვე​ბო​და, ვიდ​რე სპი​ლო​ზე ათ​ჯერ დი​დი ცხო​ვე​ლის
ტრან​სპორ​ტი​რე​ბის დროს.

ნო​დი​ემ მწიკ​ვი სი​ლა კალ​მის წვე​რით მიკ​როს​კო​პი​დან მუ​ყა​ოს პა​ტა​რა ყუთ​ში გა​დაიტა​ნა. ის ყუ​თი
ტა​რა​ტან​ტა​ლე​ოს გან​სას​ვე​ნე​ბე​ლი გახ​და. თავს პი​რო​ბა მის​ცა, რომ პირ​ვე​ლი​ვე მეც​ნი​ერს, რო​მე​ლიც
მას​თან მეშ​ვი​დე სარ​თულ​ზე ას​ვლას არ შეუშინ​დე​ბო​და, აუცი​ლებ​ლად აჩ​ვე​ნებ​და.

თვრა​მე​ტი წლის ჭა​ბუ​კი ერ​თდროულად ბევრ რა​მე​ზე ფიქ​რობს, ამი​ტო​მაც ნო​დი​ეს მიავიწ​ყდა
მედ​ღეურას ცხე​და​რი. სა​მი თვის, ათი თვის, შე​საძ​ლოა სუ​ლაც, ერ​თი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში არ
გახ​სე​ნე​ბია მკვდა​რი ტა​რა​ტან​ტა​ლეო.

ერთ დღე​საც ყუ​თი ხელ​ში ჩაუვარ​და. დააინ​ტე​რე​სა, რო​გორ შე​იც​ვა​ლა ცხო​ვე​ლი. ავ​დრიანი ამინ​დი
იყო, კო​კის​პი​რუ​ლად წვიმ​და ელვა-​ჭექის თან​ხლე​ბით. უკეთ რომ და​ეთ​ვა​ლიერე​ბი​ნა, მიკ​როს​კო​პი
ფან​ჯა​რას​თან მიიტა​ნა და პა​ტა​რა ყუ​თის შიგ​თავ​სი მიკ​როს​კო​პის კორ​პუს​ზე და​ცა​ლა.

უმოძ​რაო ცხე​და​რი ისევ სი​ლა​ში იწ​ვა; დრო კო​ლო​სებს ად​ვი​ლად ერე​ვა, თუმ​ცა ნამ​ცე​ცა არ​სე​ბა არც
კი გახ​სე​ნე​ბია.

ესე იგი, ნო​დიე თა​ვის მედ​ღეურას დას​ცქე​რო​და, რო​დე​საც ქარ​მა დაუბე​რა, მოულოდ​ნე​ლად წვი​მის
წვე​თი მიკ​როს​კოპს დაეცა და სი​ლა და​ას​ვე​ლა.

ნო​დი​ეს მო​ეჩ​ვე​ნა, რომ მა​ცოც​ხლე​ბე​ლი ნეს​ტის გავ​ლე​ნით, ტა​რა​ტან​ტა​ლეო გა​მო​ცოც​ხლდა, ჯერ


ერ​თი ან​ტე​ნა ამოძ​რავ​და, მე​რე მეორე; ჯერ ერ​თი ბორ​ბა​ლი აამოძ​რა​ვა, მე​რე მეორე; სა​კუ​თა​რი
სიმ​ძი​მის ცენ​ტრი იპო​ვა, მოძ​რაობე​ბი დახ​ვე​წა და ბო​ლოს, ნამ​დვი​ლად გა​ცოც​ხლდა.

მკვდრე​თით აღ​დგო​მის სა​ოც​რე​ბა გან​მე​ორ​და არა სა​მი დღის, არა​მედ და​ახ​ლოებით ერ​თი წლის
შემ​დეგ.
ნო​დი​ემ ათ​ჯერ გაიმეორა ექ​სპე​რი​მენ​ტი, ათ​ჯერ გა​აშ​რო სი​ლა და ტა​რა​ტან​ტა​ლეო მოკ​ვდა; ათ​ჯერ
და​ას​ვე​ლა სი​ლა და ტა​რა​ტან​ტა​ლეო გა​ცოც​ხლდა.

ნო​დი​ემ მედ​ღეურა კი არა, უკ​ვდა​ვი არ​სე​ბა აღ​მოაჩი​ნა. სა​ვა​რაუდოდ, მი​სი ტა​რა​ტან​ტა​ლეო მოწ​მე
იყო წარ​ღვნის და ასე​ვე უკა​ნას​კნელ სამ​სჯავ​რო​საც მო​ეს​წრე​ბო​და.

საუბე​დუ​როდ, ერთ დღეს, რო​დე​საც ნო​დიე, ალ​ბათ, მეოცედ აპი​რებ​და ცდის გა​მეორე​ბას, ქარ​მა
დაუბე​რა და გა​მომ​შრა​ლი სი​ლა გა​ფან​ტა. მას​თან ერ​თად თვალს მიეფა​რა ტა​რა​ტან​ტა​ლე​ოს
ცხე​და​რიც.

ნო​დი​ემ ბევ​რჯერ აიღო საწ​ვიმ​რის წყლით დას​ვე​ლე​ბუ​ლი სი​ლა, მაგ​რამ ამა​ოდ – ვე​რა​სო​დეს იპო​ვა
იმის მსგავ​სი, რაც და​კარ​გა. ტა​რა​ტან​ტა​ლეო თა​ვი​სი სა​ხეობის ერ​თა​დერ​თი წარ​მო​მად​გე​ნე​ლი
აღ​მოჩ​ნდა და ყვე​ლა ადა​მიანის​თვის და​კარ​გუ​ლი, მხო​ლოდ ნო​დი​ეს მო​გო​ნე​ბებ​ში ცოც​ხლობ​და.

იქი​დან მას ვე​ღა​რა​ფე​რი ამოშ​ლი​და.

უკ​ვე ვახ​სე​ნეთ, ნო​დი​ეს რამ​დე​ნი​მე ნაკ​ლი ჰქონ​და და მათ​გან უმ​თავ​რე​სი, ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში,
მა​დამ ნო​დი​ეს აზ​რით, მი​სი ბიბ​ლიომა​ნია იყო. ეს ნაკ​ლი ნო​დი​ეს​თვის ბედ​ნიერე​ბას წარ​მო​ად​გენ​და,
ხო​ლო მი​სი ცო​ლის​თვის – უიმე​დო​ბის წყა​როს.

ნო​დიე მთელ შე​მო​სა​ვალს წიგ​ნებ​ში ხარ​ჯავ​და. რამ​დენ​ჯერ მომ​ხდა​რა, რომ ოჯა​ხის​თვის


სა​სი​ცოც​ხლოდ აუცი​ლე​ბე​ლი ორასი-​სამასი ფრან​კის ასა​ღე​ბად გა​მო​სუ​ლა, შინ კი იშ​ვიათი წიგ​ნით,
უნი​კა​ლუ​რი ეგ​ზემ​პლა​რით ხელ​ში დაბ​რუ​ნე​ბუ​ლა!

ის თან​ხა ტეშ​ნეს​თან​(ჟო​ზეფ ტეშ​ნე (1802-​1873) – ფრან​გი ბიბ​ლიოფი​ლი, რო​მელ​მაც 1834 წელს


და​არ​სა „ბიბ​ლიოფი​ლე​ბის ბიულე​ტე​ნი“ და და​წე​რა „ბიბ​ლიოფი​ლი​ის ის​ტო​რი​ა“.) ან გიიემოს​თან
რჩე​ბო​და.

მა​დამ ნო​დი​ეს საყ​ვე​დუ​რის თქმა სურ​და, მაგ​რამ ნო​დიე ჯი​ბი​დან წიგნს იღებ​და, გა​დაშ​ლი​და,
და​ხუ​რავ​და, ეფე​რე​ბო​და, ცოლს უჩ​ვე​ნებ​და სტამ​ბის ნი​შანს, ეგ​ზემ​პლა​რის უტ​ყუარო​ბას რომ
მოწ​მობ​და.

მე​რე ამ​ბობ​და:

– აბა და​ფიქ​რდი, ჩე​მო კე​თი​ლო მე​გო​ბა​რო, სა​მას ფრანკს ყო​ველ​თვის ვი​შო​ვი, ასეთ წიგნს კი, ჰმ!
ასეთ წიგნს, ჰმ! ასეთ წიგნს, სან​თლით ხელ​ში რომ ეძე​ბო, ვერ იპო​ვი; ჩე​მი თუ არ გჯე​რა,
პიქსერეკურს(რენე-​შარლ გილ​ბერ პიქ​სე​რე​კუ​რი (1773-​1844) – დრა​მა​ტურ​გი, თე​ატ​რის დი​რექ​ტო​რი,
მთარ​გმნე​ლი და ბიბ​ლიოფი​ლი. მი​სი პიესე​ბი წარ​მა​ტე​ბით იდ​გმე​ბო​და „ბულ​ვა​რე​ბის თე​ატ​რე​ბად“
წო​დე​ბუ​ლი თე​ატ​რე​ბის სცე​ნებ​ზე და ამი​ტომ ნო​დი​ემ ერთ-​ერთი ყვე​ლა​ზე ცნო​ბი​ლი ფრან​გი
დრა​მა​ტურ​გის, პი​ერ კორ​ნე​ლის (1606-​1684) სა​ხე​ლის მი​ხედ​ვით, „ბულ​ვა​რე​ბის კორ​ნე​ლი“ შე​არ​ქვა.)
ჰკით​ხე.
პიქ​სე​რე​კუ​რი ნო​დი​ეს აღ​ფრთო​ვა​ნე​ბას იწ​ვევ​და, რად​გან აღ​მერ​თებ​და მე​ლოდ​რა​მებს. ნო​დიე
პიქ​სე​რე​კურს „ბულ​ვა​რე​ბის კორ​ნელს“ ეძახ​და.

პიქ​სე​რე​კუ​რი ნო​დი​ეს​თან თით​ქმის ყო​ველ დი​ლით მი​დიოდა.

დი​ლაობით ნო​დი​ეს​თან ბიბ​ლიოფი​ლე​ბი იყ​რიდ​ნენ თავს. იქ ხვდე​ბოდ​ნენ ერ​თმა​ნეთს მარ​კი​ზი დე


გა​ნე, მარ​კი​ზი შატო-​ჟირონი, მარ​კი​ზი დე შა​ლაბ​რი, გრა​ფი დე ლა​ბე​დუაიერი,
ელ​ზე​ვი​რე​ბის​(ელ​ზე​ვი​რე​ბი – ჰო​ლან​დიელი მეს​ტამ​ბეების ოჯა​ხი, რო​მე​ლიც XVII საუკუ​ნე​ში ევ​რო​პა​ში
წიგ​ნის ბეჭ​დვის საქ​მე​ში ლი​დე​რი იყო. მათ და​ბეჭ​დილ წიგ​ნებ​ზე გა​მო​სარ​ჩე​ვი დამ​ღაა გლო​ბუ​სი,
არ​წი​ვი ან ხის ძირ​ში მჯდა​რი ბრძე​ნი. უძ​ვე​ლე​სი „ელ​ზე​ვი​რი“, ანუ ამ ოჯა​ხის და​ბეჭ​დი​ლი წიგ​ნი,
რო​მე​ლიც დღემ​დე მოიძი​ეს, 1583 წლით თა​რიღ​დე​ბა. ელ​ზე​ვი​რე​ბი ძი​რი​თა​დად ან​ტი​კუ​რი ავ​ტო​რე​ბის
ნა​წარ​მოებებს ბეჭ​დავ​დნენ, თუმ​ცა მათ კა​ტა​ლოგ​ში შეხ​ვდე​ბით სხვა მწერ​ლებ​საც, გა​ლი​ლეითა და
ლო​კით დაწ​ყე​ბუ​ლი, პას​კა​ლი​თა და მო​ლიერით დას​რუ​ლე​ბუ​ლი.) ნა​ბეჭ​დი წიგ​ნე​ბის ჩი​ნე​ბუ​ლი მცოდ​ნე
ბე​რა​რი​(ო​გი​უსტ სი​მონ ლუი ბე​რა​რი (1783-​1859) – ფრან​გი სა​ხელ​მწი​ფო მოღ​ვა​წე, დე​პუ​ტატ​თა
პა​ლა​ტის წევ​რი 1827 წლი​დან, კონ​სტი​ტუ​ცი​ურ ქარ​ტიაზე მო​მუ​შა​ვე ჯგუ​ფის წევ​რი, გზე​ბი​სა და
ხი​დე​ბის გე​ნე​რა​ლუ​რი დი​რექ​ტო​რი, სა​ხელ​მწი​ფო მრჩე​ვე​ლი, ბიბ​ლიოფი​ლი.) – რო​მელ​მაც 1830 წლის
კონ​სტი​ტუ​ციური ქარ​ტია ჩა​ას​წო​რა(​კონ​სტი​ტუ​ციური ქარ​ტია – ნა​პო​ლეონის გა​დად​გო​მის შემ​დეგ ლუი
XVIII-​ის მი​ერ ფრან​გი ხალ​ხის​თვის ბო​ძე​ბუ​ლი კონ​სტი​ტუ​ცია. 1830 წელს დე​პუ​ტატ​თა პა​ლა​ტამ
ლი​ბე​რა​ლი​ზა​ცი​ის მიზ​ნით, მის გა​და​კე​თე​ბა​ზე მუ​შაობა და​იწ​ყო, თუმ​ცა ბე​რა​რის პრო​ექ​ტი, რო​გორც
მე​ტის​მე​ტად რა​დი​კა​ლუ​რი, არ მიიღეს.), ბიბ​ლიოფი​ლი ჟა​კო​ბი, მეც​ნიერი ვეისი(​შარლ ვეისი
(1779-​1865) – ფრან​გი ლი​ტე​რა​ტო​რი, ბიბ​ლი​ოგ​რა​ფი, „უ​ნი​ვერ​სა​ლუ​რი ბი​ოგ​რა​ფიული ლექ​სი​კო​ნის“
ექ​ვსტო​მეულის რე​დაქ​ტო​რი; ნო​დი​ეს ბავ​შვო​ბის მე​გო​ბა​რი ქა​ლაქ ბე​ზან​სო​ნი​დან.) ბე​ზან​სო​ნი​დან,
უკი​დე​გა​ნოდ გა​ნათ​ლე​ბუ​ლი პე​ნიო(ე​ტი​ენ გაბ​რი​ელ პე​ნიო (1767-​1849) – ფრან​გი ბიბ​ლიოფი​ლი,
ბიბ​ლი​ოგ​რა​ფიული ნაშ​რო​მე​ბის ავ​ტო​რი, რო​მელ​თა შო​რი​საა 1806 წელს გა​მო​სუ​ლი ორ​ტო​მეული:
„და​საწ​ვა​ვად მიჩ​ნეული, აკ​რძა​ლუ​ლი ან ცენ​ზუ​რა​გავ​ლი​ლი წიგ​ნე​ბის კრი​ტი​კუ​ლი,
ლი​ტე​რა​ტუ​რათ​მცო​დე​ნო​ბი​თი და ბიბ​ლი​ოგ​რა​ფიული ლექ​სი​კო​ნი“. ) დი​ჟო​ნი​დან; და​ბო​ლოს, უც​ხოელი
მეც​ნიერე​ბი, რომ​ლე​ბიც პა​რიზ​ში ჩა​მოს​ვლის​თა​ნა​ვე თავს ვალ​დე​ბუ​ლად მი​იჩ​ნევ​დნენ,
მოენა​ხუ​ლე​ბი​ნათ ეს ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი გა​ერ​თიანე​ბა(​ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი გა​ერ​თიანე​ბა – „სე​ნაკ​ლი“,
იგი​ვე „გა​ერ​თიანე​ბა, თა​ნა​მე​გობ​რო​ბა“ (ფრ. Cénacle, ლათ. „cena“ – ტრა​პე​ზი, საიდუ​ლო სე​რო​ბა).
XIX საუკუ​ნის 20-​იანი წლე​ბის ფრან​გი რო​მან​ტი​კო​სი მწერ​ლე​ბი​სა და პოეტე​ბის წრე, რო​მე​ლიც
1823-​1824 წლებ​ში გა​მოს​ცემ​და სა​კუ​თარ ჟურ​ნალს – „ფრან​გუ​ლი მუ​ზა“. წრის ხელ​მძღვა​ნე​ლე​ბი
სხვა​დას​ხვა დროს იყ​ვნენ შარლ ნო​დიე, ვიქ​ტორ ჰიუგო, შარლ ოგი​უს​ტენ სენტ-​ბევი. 1830 წლის
ივ​ლი​სის რე​ვო​ლუ​ცი​ის შემ​დეგ „სე​ნაკ​ლი“ დაიშა​ლა. ), რო​მელ​მაც სა​ხე​ლი მთელ ევ​რო​პა​ში გა​ით​ქვა.

ამ შეხ​ვედ​რე​ბის დროს ნო​დი​ეს, შეკ​რე​ბის სულ​სა და გულს, რჩე​ვას ეკით​ხე​ბოდ​ნენ, წიგ​ნებს


უჩ​ვე​ნებ​დნენ; შე​ნიშ​ვნე​ბის დარ​თვას სთხოვ​დნენ – ეს მი​სი საყ​ვა​რე​ლი საქ​მიანო​ბა იყო.
ინ​სტი​ტუ​ტის​(ინ​სტი​ტუ​ტი – 1795 წელს ჩა​მო​ყა​ლი​ბე​ბუ​ლი უმ​თავ​რე​სი სა​მეც​ნიერო და​წე​სე​ბუ​ლე​ბა,
რო​მე​ლიც ხუთ სხვა​დას​ხვა აკა​დე​მი​ას აერ​თიანებს.) მეც​ნიერებს რაც შეეხე​ბა, ისი​ნი შეკ​რე​ბებს არ
ეს​წრე​ბოდ​ნენ, ნო​დიესი შურ​დათ. იგი ხომ გო​ნიერე​ბა​სა და შე​მოქ​მე​დე​ბი​თო​ბას ერუ​დი​ცი​ას
უხა​მებ​და, მეც​ნიერე​ბა​თა აკა​დე​მია კი ამას მხო​ლოდ საფ​რან​გე​თის აკა​დე​მი​ას უთ​მენს.

გარ​და ამი​სა, ნო​დი​ეს სჩვეოდა მას​ხრად აგ​დე​ბა, ზოგ​ჯერ კბი​ლის უხე​შად გაკ​ვრაც კი. ერთ დღეს,
მას შემ​დეგ, რაც გა​მო​აქ​ვეყ​ნა „ბო​ჰე​მი​ის მე​ფე და მი​სი შვი​დი ცი​ხე​სი​მაგ​რე“, მარ​თლაც აღა​რა​ფერ​ზე
შეუკა​ვე​ბია თა​ვი. ეგო​ნათ, ნო​დიე ინ​სტი​ტუტს სა​ბო​ლო​ოდ გა​და​ემ​ტე​რა. სუ​ლაც არა: ტიმ​ბუქ​ტუს
აკა​დე​მი​ამ ნო​დიე საფ​რან​გე​თის აკა​დე​მი​ის წევ​რად აქ​ცია.

დებს ერ​თმა​ნეთ​ში თა​ვი​ან​თი ან​გა​რი​შე​ბი აქვთ.

ორ-​სამსაათიანი იოლი მუშაობის შემ​დეგ – რო​დე​საც ექ​ვსი მტკა​ვე​ლი სი​მაღ​ლი​სა და ოთ​ხი


მტკა​ვე​ლი სი​გა​ნის ათ-​თორმეტ გვერდს გა​ავ​სებ​და ად​ვი​ლად გა​სარ​ჩე​ვი, თა​ნა​ბა​რი ხელ​ნა​წე​რით,
რო​მელ​შიც არა​ფე​რი ჰქონ​და გა​და​ხა​ზუ​ლი – ნო​დიე ში​ნი​დან გა​დიოდა.

სახ​ლი​დან გა​სუ​ლი ნო​დიე ალალ​ბედ​ზე მი​დიოდა – უფ​რო ხში​რად სა​ნა​პი​რო​ებს მი​უყ​ვე​ბო​და და


მდი​ნა​რის ერ​თი ნა​პი​რი​დან მეორე​ზე მრა​ვალ​ჯერ გადადიოდ-​გადმოდიოდა, იმის​და მი​ხედ​ვით, სად
იდ​გნენ ქუ​ჩა​ში წიგ​ნის მო​ვაჭ​რეები. მა​თი მო​ნა​ხუ​ლე​ბის შემ​დეგ წიგ​ნის მა​ღა​ზი​ებს ჩა​მო​ივ​ლი​და,
ბო​ლოს წიგ​ნე​ბის ყდებ​ში ჩამ​სმე​ლებს ეწ​ვეოდა ხოლ​მე.

საქ​მე ის არის, რომ ნო​დიე კარ​გად იც​ნობ​და არა მხო​ლოდ წიგ​ნებს, არა​მედ მათ ყდებ​საც. ლუი
XIII-​ის ეპო​ქა​ში გა​ზო​ნის​(გა​ზო​ნი – წიგ​ნე​ბის ყდა​ში ჩას​მის ფრან​გი ოს​ტა​ტი. მის დამ​ზა​დე​ბულ ყდებ​ზე
და​მა​ხა​სიათე​ბე​ლი აჟუ​რუ​ლი ორ​ნა​მენ​ტია გა​მო​სა​ხუ​ლი.) შექ​მნი​ლი შე​დევ​რე​ბი, ლუი XIV-​ის ეპო​ქა​ში
– დე​სეისა​(ო​გი​უს​ტენ დე​სეი (1673-​1746) – წიგ​ნე​ბის ყდა​ში ჩას​მის ფრან​გი ოს​ტა​ტი), ლუი XV-​ისა და
ლუი XVI-​ის დროს პა​დე​ლუ​სა​(ან​ტუ​ან მი​შელ პა​დე​ლუ (1685-​1758) – წიგ​ნე​ბის ყდა​ში ჩას​მის ფრან​გი
ოს​ტა​ტი. მი​სი შე​მო​ღე​ბუ​ლია ყდებ​ზე საიუვე​ლი​რო ნა​კე​თო​ბებს მსგავ​სი ორ​ნა​მენ​ტე​ბის და​ტა​ნა.) და
დე​რო​მის​(ნი​კო​ლა დე​ნი დე​რო​მი (1731-​1788) – წიგ​ნე​ბის ყდა​ში ჩას​მის ფრანგ ოს​ტატ​თა
თოთ​ხმეტ​კა​ციანი დი​ნას​ტი​ის ყვე​ლა​ზე ცნო​ბი​ლი წარ​მო​მად​გე​ნე​ლი. მის ყდებს გა​მო​არ​ჩევ​და
მაქ​მა​ნი​სე​ბუ​რი ორ​ნა​მენ​ტი.) ნა​მუ​შევ​რე​ბი მის​თვის ისე​თი ნაც​ნო​ბი იყო, თვა​ლებ​და​ხუ​ჭულს, მხო​ლოდ
შე​ხე​ბით შე​ეძ​ლო ამოც​ნო​ბა.

სწო​რედ ნო​დი​ემ გა​მოაცოც​ხლა წიგ​ნე​ბის ყდებ​ში ჩას​მა, რაც რე​ვო​ლუ​ციისა და იმ​პე​რი​ის ეპო​ქა​ში
ხე​ლოვ​ნე​ბას აღარ წარ​მო​ად​გენ​და. ის ახა​ლი​სებ​და და ხელ​მძღვა​ნე​ლობ​და ისეთ რეს​ტავ​რა​ტო​რებს,
რო​გო​რე​ბიც იყ​ვნენ ტუ​ვე​ნე​ნე​ბი, ბრა​დე​ლე​ბი, ნი​ედ​რეები, ბო​ზო​ნეები​(ან​ტუ​ან ბო​ზო​ნე –
რეს​ტავ​რა​ცი​ის ეპო​ქის ცნო​ბი​ლი, წიგ​ნე​ბის ყდა​ში ჩას​მის ფრან​გი ოს​ტა​ტი.) და ლეგ​რა​ნე​ბი.
ტუ​ბერ​კუ​ლო​ზით დაავა​დე​ბუ​ლი, მო​მაკ​ვდა​ვი ტუ​ვე​ნე​ნი(​ჟო​ზეფ ტუ​ვე​ნე​ნი (1790-​1834) – წიგ​ნე​ბის
ყდა​ში ჩას​მის ფრან​გი ოს​ტა​ტი.) სა​სიკ​ვდი​ლო სა​რეც​ლი​დან ად​გა, რომ უკა​ნას​კნე​ლად შე​ევ​ლო თვა​ლი
ნო​დი​ეს შეკ​ვე​თით მომ​ზა​დე​ბუ​ლი ყდე​ბის​თვის.

ნო​დი​ეს მარ​შრუ​ტი თით​ქმის ყო​ველ​თვის მთავ​რდე​ბო​და კრო​ზეს​თან​(ჟო​ზეფ კრო​ზე (1808-​1841) –


ფრან​გი ბიბ​ლი​ოგ​რა​ფი და გა​მომ​ცე​მე​ლი. ) ან ტეშ​ნეს​თან, ერ​თმა​ნე​თის მო​ქიშ​პე სიძე-​ცოლისძმასთან,
რო​მელ​თაც მხო​ლოდ ნო​დი​ეს მშვი​დო​ბის​მოყ​ვა​რე ხა​სიათი არი​გებ​და. იქ იკ​რი​ბე​ბოდ​ნენ წიგ​ნის
მოყ​ვა​რუ​ლე​ბი; იქ სა​უბ​რობ​დნენ წიგ​ნებ​ზე, გა​მო​ცე​მებ​ზე, გა​ყიდ​ვებ​ზე; ერ​თმა​ნეთ​ში ცვლიდ​ნენ
წიგ​ნებს; ნო​დი​ეს მის​ვლას აურ​ზაურით ხვდე​ბოდ​ნენ, მაგ​რამ პირს გააღებ​და თუ არა, იმ​წამ​სვე
სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​დე​ბო​და. ნო​დიე ჰყვე​ბო​და, ნო​დიე ლა​პა​რა​კობ​და omni re scibili et quibusdam
aliis(ყვე​ლა სა​კით​ხზე, რი​სი ცოდ​ნაც შე​იძ​ლე​ბა და კი​დევ მეტ​ზეც (ლათ.). De omni re scibili – ამ
სიტ​ყვე​ბით იწ​ყე​ბა 900 თე​ზი​სი ცოდ​ნის ყვე​ლა სფე​როს შე​სა​ხებ, რო​მე​ლიც 1486 წელს რომ​ში
გა​მო​აქ​ვეყ​ნა იტა​ლი​ელ​მა ფი​ლო​სო​ფოს​მა და ჰუ​მა​ნის​ტმა ჯო​ვა​ნი პი​კო დე​ლა მი​რან​დო​ლამ
(1463-​1494), ხო​ლო et de quibusdam aliis და​ცინ​ვით მოგ​ვიანე​ბით ვოლ​ტერ​მა დაამა​ტა.).
სა​ღა​მოს, ოჯახ​თან ერ​თად ვახ​შმო​ბის შემ​დეგ, ნო​დიე ჩვეულე​ბი​სა​მებრ სა​სა​დი​ლო ოთახ​ში რჩე​ბო​და
სა​მუ​შა​ოდ. მის წინ სამ​კუთ​ხე​დად იდო სა​მი სან​თე​ლი, არა​სო​დეს არც მე​ტი, არც ნაკ​ლე​ბი. ზე​მოთ
უკ​ვე დავ​წე​რეთ, რო​გორ ფურ​ცელ​ზე და რო​გორ წერ​და, იყე​ნებ​და მხო​ლოდ ბა​ტის ფრთას; ნო​დი​ეს
სძულ​და რკი​ნის კალ​მე​ბი, ისე, რო​გორც ყო​ველ​გვა​რი ახა​ლი გა​მო​გო​ნე​ბა. აირის სა​ნა​თი მის
მრის​ხა​ნე​ბას იწ​ვევ​და, ორ​თქლის და​ნად​გა​რებს მოთ​მი​ნე​ბი​დან გა​მოჰ​ყავ​და; ტყეების ჭრა​სა და
ქვა​ნახ​ში​რის მა​ღა​როების მა​რა​გის დაც​ლა​ში მსოფ​ლი​ოს მო​მა​ვალ გარ​დაუვალ, მო​ახ​ლოებულ
გა​ნად​გუ​რე​ბას ხე​დავ​და. ცი​ვი​ლი​ზა​ცი​ის გან​ვი​თა​რე​ბის წი​ნა​აღ​მდეგ მი​სი გა​მოს​ვლე​ბი
გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი მჭევ​რმეტ​ყვე​ლე​ბით გა​მო​ირ​ჩეოდა.

სა​ღა​მოს, და​ახ​ლოებით ათის ნა​ხევ​რის​თვის, ნო​დიე ისევ სახ​ლი​დან გა​დიოდა, მაგ​რამ ამ​ჯე​რად
მი​უყ​ვე​ბო​და არა სა​ნა​პი​რო​ებს, არა​მედ დიდ ბულ​ვა​რებ​ზე(​დი​დი ბულ​ვა​რე​ბი – პა​რიზ​ში, მარ​ჯვე​ნა
სა​ნა​პი​რო​ზე, მე​ფეების შარლ V-​ისა და ლუი XIII-​ის დრო​ინ​დე​ლი სა​ფორ​ტი​ფი​კა​ციო ნა​გე​ბო​ბე​ბის
ად​გილ​ზე არ​სე​ბუ​ლი ბულ​ვა​რე​ბი: ბო​მარ​შეს, ფილ-​ო-კალვერის, ტამ​პლის, სენ-​მარტენის, სენ-​დენის,
ბონ-​ნუველის, პუასო​ნიერის, მონ​მარ​ტრის, იტა​ლიელე​ბის, კა​პუ​ცი​ნე​ბი​სა და მად​ლე​ნის.) მდე​ბა​რე
თე​ატ​რებს მიაშუ​რებ​და; ეს​წრე​ბო​და წარ​მოდ​გე​ნას პორტ-​სენ-მარტენში(პორტ-სენ-მარტენის თე​ატ​რი
– 1781 წლის 27 ოქ​ტომ​ბერს გახ​სნი​ლი თე​ატ​რი, რო​მე​ლიც მდე​ბა​რე​ობ​და პა​რი​ზის მე-​10 ოლ​ქში,
სენ-​მარტენის ბულ​ვა​რის 16 ნო​მერ​ში. 1992 წლის 30 მარ​ტის დად​გე​ნი​ლე​ბით, ის​ტო​რი​ულ ძეგ​ლა​დაა
მიჩ​ნეული.), ამ​ბი​გიუსა(​თე​ატ​რი ამბიგიუ-​კომიკი – 1769 წელს ტამ​პლის ბულ​ვარ​ზე გახ​სნი​ლი
თე​ატ​რი, არ​სე​ბობ​და 1966 წლამ​დე. დღეს მის შე​ნო​ბა​ში ოფი​სე​ბი​ა.) ან
ფუ​ნან​ბიულებ​ში(​ფუ​ნან​ბიულე​ბის თე​ატ​რი – ტამ​პლის ბულ​ვარ​ზე, დღე​ვან​დე​ლი რეს​პუბ​ლი​კის მო​ედ​ნის
სი​ახ​ლო​ვეს, არ​სე​ბუ​ლი თე​ატ​რი, რომ​ლის სცე​ნა​ზეც 1830 წლი​დან იდ​გმე​ბო​და ბა​ტისტ დე​ბიუროს
პან​ტო​მი​მე​ბი და გა​მო​დიოდა სა​ხელ​გან​თქმუ​ლი კლა​სი​კო​სი მსა​ხიობი ფრე​დე​რიკ ლე​მეტ​რი. თე​ატ​რი
1862 წელს და​ან​გრი​ეს, მეორე იმ​პე​რი​ის პე​რი​ოდ​ში წა​მოწ​ყე​ბუ​ლი ქა​ლა​ქის ფარ​თო​მას​შტა​ბიანი
რე​კონ​სტრუქ​ცი​ის დროს.), უფ​რო ხში​რად კი ფუ​ნან​ბიულებ​ში. ნო​დიე აღ​მერ​თებ​და დე​ბიუროს​(ჟან
დე​ბიურო (1796-​1846) – პან​ტო​მი​მის ფრან​გი მსა​ხიობი. მი​სი შექ​მნი​ლია ფრა​გუ​ლი ხალ​ხუ​რი
თე​ატ​რის პერ​სო​ნა​ჟი იმ სა​ხით, რო​გო​რი​თაც მთელ მსოფ​ლიოში გავ​რცელ​და.). მის​თვის მხო​ლოდ
სა​მი მსა​ხიობი არ​სე​ბობ​და: დე​ბიურო, პო​ტი​ე(​შარლ პო​ტიე (1775-​1838) – კო​მი​კუ​რი და ჰე​როიკუ​ლი
პერ​სო​ნა​ჟე​ბის შემ​სრუ​ლე​ბე​ლი, თა​მა​შობ​და დიუმას პიესებ​ში; საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის
მო​ნა​წი​ლე.) და ტალ​მა(​ფრან​სუა ჟო​ზეფ ტალ​მა (1763-​1826) – სა​ხელ​გან​თქმუ​ლი ფრან​გი მსა​ხიობი,
რო​მელ​მაც ხე​ლი შე​უწ​ყო გრი​მი​სა და თე​ატ​რა​ლუ​რი კოს​ტიუმის რე​ფორ​მი​რე​ბის დაწ​ყე​ბას ფრან​გულ
თე​ატ​რში, იყო თე​ატ​რე​ბის რე​პერ​ტუარის გა​ნახ​ლე​ბის მხურ​ვა​ლე მხარ​დამ​ჭე​რი და წამ​ქე​ზე​ბე​ლი.).
პო​ტიე და ტალ​მა გარ​და​იც​ვალ​ნენ. მა​თი სიკ​ვდი​ლით გა​მოწ​ვე​ულ მწუ​ხა​რე​ბას ნო​დი​ეს დე​ბიურო
უქარ​ვებ​და. ნო​დი​ეს ას​ჯერ მა​ინც ჰქონ​და ნა​ნა​ხი „გა​ცო​ფე​ბუ​ლი ხა​რი“.

ყო​ველ კვი​რა დღეს ნო​დიე პიქ​სე​რე​კურ​თან სა​უზ​მობ​და. იქ ხვდე​ბო​და თა​ვის სტუმ​რებ​საც:


ბიბ​ლიოფილ ჟა​კობს, რო​მე​ლიც ნო​დი​ეს არ​ყოფ​ნი​სას შეკ​რე​ბის მე​ფე გახ​ლდათ, მი​სი
გა​მო​ჩე​ნის​თა​ნა​ვე კი ვიცე-​მეფედ იქ​ცეოდა ხოლ​მე; ასე​ვე მარ​კიზ დე გა​ნე​სა და მარ​კიზ დე შა​ლაბრს.

მარ​კი​ზი დე გა​ნე იყო ცვა​ლე​ბა​დი გუ​ნე​ბის ადა​მიანი, წიგ​ნე​ბის ჭირ​ვეული მოყ​ვა​რუ​ლი და მათ​ზე
შეყ​ვა​რე​ბუ​ლი – ისე, რო​გორც რე​გენ​ტო​ბის ეპო​ქის​(რე​გენ​ტო​ბა – საფ​რან​გე​თის ის​ტო​რიაში ასე
ეწო​დე​ბა პე​რი​ოდს 1715-​დან 1723 წლამ​დე, რო​დე​საც მე​ფე ლუი XV-​ის არას​რულ​წლო​ვა​ნე​ბის დროს
სა​მე​ფოს მარ​თავ​და რე​გენ​ტი, ფი​ლიპ ორ​ლეანე​ლი, მე​ფე ლუი XIV-​ის ძმის​წუ​ლი. ) მე​ქალ​თა​ნეს
უყ​ვარ​დე​ბო​და ქა​ლი და მის და​უფ​ლე​ბას ცდი​ლობ​და. შემ​დეგ, რო​დე​საც სა​წა​დელს აის​რუ​ლებ​და, ერ​თი
თვის გან​მავ​ლო​ბა​ში მი​სი ერ​თგუ​ლი იყო – არა, მხო​ლოდ ერ​თგუ​ლი კი არა, ფრთა​შეს​ხმუ​ლი. მარ​კიზ
დე გა​ნე მუ​დამ თან დაატა​რებ​და წიგნს და შემ​ხვედრ მე​გობ​რებს და​უს​რუ​ლებ​ლად უჩ​ვე​ნებ​და;
და​ძი​ნე​ბის წინ ბა​ლი​შის ქვეშ ამოიდებ​და, ღა​მით გაღ​ვი​ძე​ბუ​ლი სან​თელს ან​თებ​და და ათ​ვა​ლიერებ​და,
თუმ​ცა არა​სო​დეს კით​ხუ​ლობ​და. მუ​დამ შურ​და პიქ​სე​რე​კუ​რის წიგ​ნე​ბის, რად​გან წიგ​ნის სა​ყიდ​ლად
მი​სულ მარ​კიზ დე გა​ნეს პიქ​სე​რე​კუ​რი ყო​ველ​თვის უარით ის​ტუმ​რებ​და, მნიშ​ვნე​ლო​ბა არ ჰქონ​და, რა
თან​ხას სთა​ვა​ზობ​და. შუ​რის სა​ძი​ებ​ლად მარ​კიზ​მა მა​დამ დე კას​ტე​ლა​ნის​გან შეიძი​ნა ავ​ტოგ​რა​ფი,
რომ​ლის ხელ​ში ჩაგ​დე​ბა პიქ​სე​რე​კუ​რის ბო​ლო ათი წლის ოც​ნე​ბა იყო.

– მნიშ​ვნე​ლო​ბა არ აქვს! – ყვი​რო​და გან​რის​ხე​ბუ​ლი პიქ​სე​რე​კუ​რი, – მა​ინც ჩე​მი გახ​დე​ბა!

– რა? – ეკით​ხე​ბო​და მარ​კი​ზი დე გა​ნე.

– ავ​ტოგ​რა​ფი.

– ეგ რო​დის მოხ​დე​ბა?

– რო​ცა მოკ​ვდე​ბით, ეშ​მაკ​მა წა​გი​ღოთ!

და პიქ​სე​რე​კუ​რი სიტ​ყვას შე​ას​რუ​ლებ​და, მაგ​რამ მარ​კიზ დე გა​ნემ გა​დაწ​ყვი​ტა, მას​ზე მეტ​ხანს


ეცოც​ხლა.

მარ​კიზ დე შა​ლაბრს რაც შეეხე​ბა, მას ერ​თა​დერ​თი სურ​ვი​ლი ჰქონ​და: ისე​თი ბიბ​ლია ჩა​ეგ​დო ხელ​ში,
რო​გო​რიც არა​ვის ჰქონ​და. მარ​კიზს ეს სურ​ვი​ლი მოს​ვე​ნე​ბას არ აძ​ლევ​და. ნო​დი​ეს თა​ვი მოაბეზ​რა,
სთხოვ​და, დაესა​ხე​ლე​ბი​ნა უნი​კა​ლუ​რი ეგ​ზემ​პლა​რის გა​მო​ცე​მის წე​ლი. ბო​ლოს ნოდიე და​ნებ​და და
იმა​ზე უკე​თე​სი რამ მოიმოქ​მე​და, ვიდ​რე მარ​კიზ დე შა​ლაბრს სურ​და (მი​სი მი​თი​თე​ბუ​ლი ეგ​ზემ​პლა​რი
სა​ერ​თოდ არ არ​სე​ბობ​და).

მარ​კი​ზი დე შა​ლაბ​რი მა​შინ​ვე შე​უდ​გა წიგ​ნის ძებ​ნას.

ქრის​ტე​ფო​რე კო​ლუმბს ამე​რი​კის აღ​მო​სა​ჩე​ნად უფ​რო მე​ტი სი​ჯიუტე არ გა​მოუჩე​ნია, არც ვას​კო და
გა​მა ყო​ფი​ლა ისე​თი შეუპო​ვა​რი ინ​დოეთის გზის ძიება​ში, რო​გორც მარ​კი​ზი დე შა​ლაბ​რი, რო​მე​ლიც
თა​ვი​სი ბიბ​ლი​ის კვალ​ზე იდ​გა. მაგ​რამ ამე​რი​კა ნამ​დვი​ლად მდე​ბა​რე​ობს ჩრდი​ლო​ეთ გა​ნე​დის
700-​სა და სამ​ხრეთ გა​ნე​დის 53-​540-ს შო​რის. ინ​დოეთი მდი​ნა​რე გან​გის ორ​სა​ვე ნა​პირ​ზეა
გა​და​ჭი​მუ​ლი, მარ​კიზ დე შა​ლაბ​რის ბიბ​ლია კი არც ერთ გა​ნედ​ზე არ იშო​ვე​ბო​და, მი​სი პოვ​ნა არ
შე​იძ​ლე​ბო​და სე​ნის არც მარ​ცხე​ნა, არც მარ​ჯვე​ნა ნა​პირ​ზე. ისე მოხ​და, რომ ვას​კო და გა​მამ
ინ​დოეთის​კენ მი​მა​ვა​ლი გზა აღ​მოაჩი​ნა, კო​ლუმ​ბი ამე​რი​კა​ში ჩა​ვი​და, მაგ​რამ მარ​კი​ზი
ჩრდი​ლოეთი​დან სამ​ხრე​თამ​დე, და​სავ​ლე​თი​დან აღ​მო​სავ​ლე​თამ​დე ეძებ​და, თუმ​ცა თა​ვი​სი ბიბ​ლია
ვერ იპო​ვა.

რაც უფ​რო მე​ტად უჭირ​და მი​სი მიგ​ნე​ბა, მით უფ​რო მე​ტი გაც​ხა​რე​ბით ეძებ​და მარ​კი​ზი დე შა​ლაბ​რი.
ჯერ ხუ​თა​სი ფრან​კი შეს​თა​ვა​ზა წიგ​ნის​თვის, მე​რე ათა​სი, ორი ათა​სი, ოთ​ხი ათა​სი, ათი ათა​სი.
ყვე​ლა ბიბ​ლი​ოგ​რა​ფი ქან​ცგაწ​ყვე​ტი​ლი ეძებ​და ამ ბედ​კრულ ბიბ​ლი​ას. წე​რი​ლე​ბი გაგ​ზავ​ნეს
გერ​მა​ნიასა და ინ​გლის​ში. ამა​ოდ. მარ​კიზ დე შა​ლაბ​რის თხოვ​ნა რომ ყო​ფი​ლი​ყო, ად​ვი​ლად
მოიშო​რებ​დნენ თა​ვი​დან, ეტ​ყოდ​ნენ: „ა​სე​თი წიგ​ნი არ არ​სე​ბობს“. მაგ​რამ წიგ​ნზე ნო​დი​ემ თქვა, ეს კი
სულ სხვა რამ იყო. რა​კი ნო​დი​ემ თქვა, ასე​თი ბიბ​ლია არ​სე​ბობ​სო, ესე იგი, ის ნამ​დვი​ლად
არ​სე​ბობ​და, ეჭ​ვის შე​ტა​ნა არ შე​იძ​ლე​ბო​და.

პაპს შე​საძ​ლოა შეც​დო​მა და​ეშ​ვა, ნო​დიე კი უც​დო​მე​ლი გახ​ლდათ.

ძიება სამ წე​ლი​წადს გაგ​რძელ​და. ყო​ველ კვი​რა დღეს მარ​კი​ზი დე შა​ლაბ​რი ნო​დი​ეს ხვდე​ბო​და
პიქ​სე​რე​კურ​თან სა​უზ​მე​ზე და ეუბ​ნე​ბო​და:

– მაშ ასე, ეს ბიბ​ლია, ჩე​მო ძვირ​ფა​სო შარლ!

– დი​ახ?

– მი​სი პოვ​ნა შე​უძ​ლე​ბე​ლია!

– Quaere, et invenies(„ე​ძე​ბეთ და ჰპო​ვებთ“ – მა​თეს სა​ხა​რე​ბა (7:7); ლუ​კას სა​ხა​რე​ბა (11:9).), –


პა​სუ​ხობ​და ნო​დიე.

ბიბ​ლიომა​ნი ახა​ლი ენერ​გი​ით იწ​ყებ​და ძიებას, მაგ​რამ ისევ ვე​რა​ფერს პოულობ​და.

ბო​ლოს, მარ​კიზ დე შა​ლაბრს ბიბ​ლია მიუტა​ნეს. ის არ იყო ნო​დი​ეს მი​თი​თე​ბუ​ლი ეგ​ზემ​პლა​რი,


გა​მო​ცე​მის წე​ლი მი​სი ნათ​ქვა​მი თა​რი​ღის​გან ერ​თი წლით გან​სხვავ​დე​ბო​და; და​ბეჭ​დი​ლი იყო არა
კელ​ში(​კე​ლი – ქა​ლა​ქი გერ​მა​ნიაში, მდი​ნა​რე რა​ინ​ზე, რომ​ლის მეორე ნა​პირ​ზე მდე​ბა​რე​ობს
სტრას​ბურ​გი.), არა​მედ ამ ქა​ლა​ქი​დან ერ​თი ლიეთი და​შო​რე​ბულ სტრას​ბურ​გში; არც ერ​თა​დერთ
ეგ​ზემ​პლარს არ წარ​მო​ად​გენ​და – მეორე ლი​ბან​ში, დრუ​ზე​ბის​(დრუ​ზე​ბი – ახ​ლო აღ​მო​სავ​ლეთ​ში
მცხოვ​რე​ბი ხალ​ხი, რო​მე​ლიც ის​მაელი​ტურ ის​ლამს აღიარებს. ბი​ნად​რო​ბენ ლი​ბა​ნის სამ​ხრეთ​ში და
ლი​ბა​ნის მთის ცენ​ტრა​ლურ ნა​წილ​ში, სი​რი​ის სამ​ხრეთ​ში (ჯე​ბელ დრუ​ზად წო​დე​ბულ მთიანეთ​ში),
ის​რა​ელ​ში – გა​ლი​ლეასა და გო​ლა​ნის მაღ​ლობ​ზე. მა​თი რე​ლი​გია, დრუ​იზ​მი, ემ​ყა​რე​ბა ინი​ციაცი​ას და
ის​ლა​მუ​რი რე​ლი​გი​ის ეზო​ტე​რი​კულ გა​აზ​რე​ბას.) მო​ნას​ტრის სა​ცავ​ში ინა​ხე​ბო​და. მარ​კიზ დე
შა​ლაბ​რმა ბიბ​ლია ნო​დი​ეს მიუტა​ნა და რჩე​ვა სთხო​ვა:

– ჯან​და​ბა! – უპა​სუ​ხა ნო​დი​ემ, რო​მე​ლიც ხე​დავ​და, ბიბ​ლია რომ არ მოეპო​ვე​ბი​ნა, მარ​კი​ზი ჭკუიდან
შე​იშ​ლე​ბო​და, – იყი​დეთ ეს ეგ​ზემ​პლა​რი, ჩე​მო ძვირ​ფა​სო მე​გო​ბა​რო, იმი​ტომ, რომ სხვას ვერ​სად
ნა​ხავთ.

მარ​კიზ დე შა​ლაბ​რმა ბიბ​ლია ორი ათას ფრან​კად იყი​და, მდიდ​რულ ყდა​ში ჩა​ას​მე​ვი​ნა და მის​თვის
სპე​ციალუ​რი ჩა​სა​დე​ბი და​ამ​ზა​დე​ბი​ნა.

გარ​დაც​ვა​ლე​ბის შემ​დეგ მარ​კიზ დე შა​ლაბ​რის ბიბ​ლიოთე​კა მად​მუაზელ მარსს დარ​ჩა. მად​მუაზელ


მარ​სი სრუ​ლე​ბით არ იყო ბიბ​ლიომა​ნი, ამი​ტომ მერ​ლენ​ს(ჟაკ სი​მონ მერ​ლე​ნი (1765-​1835) –
გა​ნათ​ლე​ბით იურის​ტი, ფრან​გი ბიბ​ლი​ოგ​რა​ფი და მთარ​გმნე​ლი; პირ​ველ​მა შექ​მნა ავ​ტოგ​რა​ფე​ბის
კლა​სი​ფი​კა​ცი​ის სის​ტე​მა.) სთხო​ვა, გარ​დაც​ვლი​ლის წიგ​ნე​ბი​დან გა​სა​ყი​დად ვარ​გი​სი ეგ​ზემ​პლა​რე​ბი
გა​და​ერ​ჩია. ერთ დღეს მერ​ლე​ნი, ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე პა​ტიოსა​ნი ადა​მიანი, მად​მუაზელ მარ​სთან
მი​ვი​და, ოც​დაათი თუ ორ​მო​ცი ათა​სი ფრან​კით ხელ​ში. მან ეს თან​ხა ზე​მოთ ნახ​სე​ნე​ბი, თით​ქმის
უნი​კა​ლუ​რი ბიბ​ლი​ის სა​ფუ​ლის მსგავს ჩა​სა​დებ​ში აღ​მოაჩი​ნა.

– რა​ტომ გაეხუმ​რეთ ასე საბ​რა​ლო მარ​კიზ დე შა​ლაბრს, თქვენ ხომ მის​ტი​ფი​კა​ციები არ გჩვე​ვი​ათ? –
ვკით​ხე ნო​დი​ეს.

– იმი​ტომ, რომ კოტ​რდე​ბო​და, ჩემო მე​გო​ბა​რო, და იმ სა​მი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში, ვიდ​რე თა​ვის
ბიბ​ლი​ას ეძებ​და, სხვა​ზე არა​ფერ​ზე ფიქ​რობ​და; იმ სა​მი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში ორ​მოც​დაათი ათა​სი
ფრან​კი და​ხარ​ჯა.

ახ​ლა კი, მას შემ​დეგ, რაც მი​მო​ვი​ხი​ლეთ, რას საქ​მიანობ​და ჩვე​ნი საყ​ვა​რე​ლი შარ​ლი კვი​რის
გან​მავ​ლო​ბა​ში და კვი​რა დი​ლით, აღ​ვწე​როთ, რით იყო და​კა​ვე​ბუ​ლი კვი​რას, სა​ღა​მოს ექ​ვსი
საათი​დან შუაღა​მემ​დე.

რო​გორ გა​ვი​ცა​ნი ნო​დიე?

ისე, რო​გორც ყვე​ლა სხვამ. სამ​სა​ხუ​რი გა​მი​წია – 1827 წე​ლი იყო, „ქრის​ტი​ნი“ და​ვას​რუ​ლე, არა​ვის
ვიც​ნობ​დი სა​მი​ნის​ტრო​ებ​ში, თე​ატ​რებ​ში, ჩე​მი სამ​სა​ხუ​რის ად​მი​ნის​ტრა​ცია კი – იმის ნაც​ვლად,
„კო​მე​დი ფრან​სეზ​ში“​(„კო​მე​დი ფრან​სე​ზი“ (La Comédie Française) – იგი​ვე „ფრან​გუ​ლი თე​ატ​რი“.
1680 წელს და​არ​სე​ბუ​ლი თე​ატ​რი, რო​მელ​საც კლა​სი​კუ​რი რე​პერ​ტუარი აქვს.) მის​ვლის​თვის ხე​ლი
შე​ეწ​ყო – ყვე​ლა სა​შუალე​ბით დაბ​რკო​ლე​ბას მიქ​მნი​და. ორი თუ სა​მი დღე იყო გა​სუ​ლი, რაც ბო​ლო
სტრი​ქო​ნე​ბი დავ​წე​რე, რომ​ლე​ბიც შემ​დეგ ასე ძა​ლი​ან აღელ​ვებ​და მა​ყუ​რე​ბელს, მო​წო​ნე​ბის სტვე​ნი​თა
და ტა​შით ხვდე​ბო​და: „მაშ კარ​გი... მებ​რა​ლე​ბა, მა​მა​ჩე​მო: დაე, სი​ცოც​ხლე მო​უს​წრა​ფონ!“

ამ სტრი​ქო​ნის ქვეშ დავ​წე​რე: „და​სას​რუ​ლი“. ის​ღა დამ​რჩე​ნო​და, ჩე​მი პიესა მე​ფის სამ​სა​ხურ​ში მყო​ფი
თე​ატ​რის მმარ​თვე​ლე​ბის​თვის გა​მეც​ნო და ისი​ნი ან მიიღებ​დნენ, ან დაიწუ​ნებ​დნენ.

საუბე​დუ​როდ, იმ ეპო​ქა​ში „კო​მე​დი ფრან​სე​ზის“ მმარ​თვე​ლო​ბა, ვე​ნე​ცი​ის მთავ​რო​ბის და​რად,


რეს​პუბ​ლი​კუ​რი იყო, თუმ​ცა – არის​ტოკ​რა​ტიულიც და კო​მი​ტე​ტის ღრმად პა​ტივ​ცე​მულ წევ​რებს
მსურ​ვე​ლი ახ​ლო​საც ვერ გაეკა​რე​ბო​და.

ერთ გა​მომ​ცდელს ევა​ლე​ბო​და იმ ახალ​გაზ​რდე​ბის ნა​წარ​მოებე​ბის წა​კით​ხვა, რომ​ლებ​საც ჯერ


არა​ფე​რი ჰქონ​დათ გა​კე​თე​ბუ​ლი – თუმ​ცა ახალ​ბე​დებს ამ უპი​რა​ტე​სო​ბის მო​სა​პო​ვებ​ლად ერ​თგვა​რი
გა​მოც​და უნ​და გა​ევ​ლოთ. თე​ატ​რებ​ში გა​ბა​ტო​ნე​ბუ​ლი მო​უქ​ნე​ლი ტრა​დი​ცი​ის თა​ნახ​მად, ზო​გი​ერ​თი
ხელ​ნა​წე​რი თა​ვის რიგს ერ​თი, ორი ან, სუ​ლაც, სა​მი წე​ლი ელო​და და რა​კი ჩი​ნე​ბუ​ლად ვიც​ნობ​დი
დან​ტე​სა და მილ​ტო​ნის შე​მოქ​მე​დე​ბას, ამ გან​საწ​მენ​დელ​თან და​პი​რის​პი​რე​ბას ვერ გავ​ბე​დავ​დი, ჩე​მი
საბ​რა​ლო „ქრის​ტი​ნი“ არ მინ​დო​და ყო​ფი​ლი​ყო კი​დევ ერ​თი იმა​თი რიც​ხვი​დან, რომ​ლე​ბიც questi
sciaurati che mai non fur vivi(„ოდ​ნავ ღა​ფავ​დნენ სიცოცხლეში უბად​რუკ სუ​ლებს“, დან​ტე ალი​გიერი,
„ღვთა​ებ​რი​ვი კო​მე​დი​ა“, „ჯო​ჯო​ხე​თი“, ქე​ბა მე​სა​მე, 64. მთარ​გმნე​ლი კონ​სტან​ტი​ნე გამ​სა​ხურ​დი​ა.).
გა​გო​ნი​ლი მქონ​და, რომ ნო​დიე ჯერ კი​დევ დაუბა​დე​ბელ პოეტებს მფარ​ვე​ლობ​და. ვთხო​ვე, სიტ​ყვა
შეეწია ბა​რონ ტეილორ​თან. ნო​დი​ემ მას​თან გამ​გზავ​ნა. რვა დღის შემ​დეგ „კო​მე​დი ფრან​სეზ​ში“ ჩე​მი
პიესა წა​ვი​კით​ხე და ის თით​ქმის მიიღეს. თითქმის-​მეთქი, იმი​ტომ, რომ „ქრის​ტინ​ში“ – იმ ეპო​ქას​თან,
ანუ ღვთის წყა​ლო​ბით დამ​დგარ 1827 წელ​თან შე​და​რე​ბით – თავს ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი უხიაგო​ბე​ბის
უფ​ლე​ბა მი​ვე​ცი, რის გა​მოც პა​ტივ​ცე​მულ​მა ბა​ტო​ნებ​მა, მე​ფის ხე​ლი​სუფ​ლე​ბის მორ​ჩილ​მა
თე​ატ​რა​ლებ​მა, ვერ გა​ბე​დეს, „ქრის​ტი​ნი“ ერ​თსუ​ლოვ​ნად მიეღოთ და​სად​გმე​ლად და გა​დაწ​ყვი​ტეს,
და​მორ​ჩი​ლე​ბოდ​ნენ მე​სიე პი​კა​რის, „პა​ტა​რა ქა​ლა​ქის“ ავ​ტო​რის, მო​საზ​რე​ბას. მე​სიე პი​კა​რი იმ
დრო​ის ერთ-​ერთ ქუ​რუმ​თა​განს წარ​მო​ად​გენ​და.

მე​სიე პი​კარ​თან ფირ​მენ​მა მი​მიყ​ვა​ნა. პი​კარ​მა მი​მი​ღო თა​ვი​სი ყვე​ლა გა​მო​ცე​მის ეგ​ზემ​პლა​რე​ბი​თა და
ბი​უს​ტით მორ​თულ ბიბ​ლიოთე​კა​ში. ხელ​ნა​წე​რი ჩა​მო​მარ​თვა და რვა დღის შემ​დეგ და​მი​ბა​რა. მე​რე
ორი​ვე​ნი გა​მოგ​ვა​ცი​ლა.

დათ​ქმულ დრო​სა და სა​ათ​ზე მე​სიე პი​კა​რის სახ​ლის კარ​თან ვი​დე​ქი. მე​სიე პი​კა​რი აშ​კა​რად მე​ლო​და;
ისე​თი ღი​მი​ლით მი​მი​ღო, რო​გო​რიც რი​გო​ბერს აქვს „გა​სა​ყიდ სახ​ლში“​(„გა​სა​ყი​დი სახ​ლი“ დიუმას
ეპო​ქის კო​მი​კუ​რი ოპე​რაა, რი​გო​ბე​რი კი ერთ-​ერთი პერ​სო​ნა​ჟი. ოპე​რა ფრანგ კომ​პო​ზი​ტორ ნი​კო​ლა
დ’ა​ლეირაკს (1753-​1809) ეკუთ​ვნის, ლიბ​რე​ტოს ავ​ტო​რია ან​რი შარლ პი​ერ დიუვა​ლი (1770-​1847).).

– მე​სიე, – დახ​ვეული ხელ​ნა​წე​რი გა​მო​მი​წო​და, – თა​ვის რჩე​ნის სა​შუალე​ბა თუ გაქვთ?

და​საწ​ყი​სი სრუ​ლე​ბით არ იყო იმე​დის​მომ​ცე​მი.

– დი​ახ, მე​სიე, – ვუ​პა​სუ​ხე, – მე​სიე ორ​ლეანის ჰერ​ცოგ​თან მოკ​რძა​ლე​ბუ​ლი სა​მუ​შა​ოს შეს​რუ​ლე​ბა


მე​კის​რე​ბა.

– ძა​ლი​ან კარ​გი! შვი​ლო, – დაგ​რაგ​ნი​ლი ხელ​ნა​წე​რი მზრუნ​ვე​ლო​ბით გად​მომ​ცა, მე​რე ხე​ლე​ბი


და​მი​ჭი​რა და მით​ხრა, – სამ​სა​ხურ​ში წა​დით.

და იმით გა​ხა​რე​ბულ​მა, რომ მო​ვა​ლეობა მოიხა​და, ხე​ლე​ბი მო​იფ​შვნი​ტა და შეხ​ვედ​რის დას​რუ​ლე​ბა


მა​ნიშ​ნა.

ვალ​დე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, ნო​დი​ეს​თვის მად​ლო​ბა მეთ​ქვა. არ​სე​ნა​ლის​კენ გა​ვე​მარ​თე. ნო​დი​ემ ისე მი​მი​ღო,
რო​გორც სჩვეოდა, ისიც მი​ღი​მო​და... მაგ​რამ რო​გორც მო​ლიერი ბრძა​ნებს, ღი​მი​ლიც არის და
ღი​მი​ლიც.

შე​საძ​ლოა ერთ დღეს და​მა​ვიწ​ყდეს პი​კა​რის ღი​მი​ლი, მაგ​რამ ნო​დიესი არა​სო​დეს ამო​მი​ვარ​დე​ბა
გო​ნე​ბი​დან.

არ მსურ​და, პი​კა​რის პა​სუ​ხის გა​გე​ბის შემ​დეგ ნო​დი​ეს ეფიქ​რა, თით​ქოს მის მფარ​ვე​ლო​ბას არ
ვიმ​სა​ხუ​რებ​დი. ხელ​ნა​წე​რი და​ვუ​ტო​ვე. მეორე დღეს მის​გან მი​ვი​ღე ჩი​ნე​ბუ​ლი წე​რი​ლი, რო​მელ​მაც
მხნეობა და​მიბ​რუ​ნა. ამ წე​რი​ლით ნო​დიე არ​სე​ნალ​ში სა​ღა​მოობით გა​მარ​თულ შეხ​ვედ​რებ​ზე
მიწ​ვევ​და.
არ​სე​ნალ​ში გა​ტა​რე​ბუ​ლი სა​ღა​მოები მომ​ხიბ​ლა​ვი და რა​ღაც ისე​თი იყო, რის აღ​წე​რას ვერც ერ​თი
კა​ლა​მი ვე​რა​სო​დეს შეძ​ლებს. ისი​ნი კვი​რაობით იმარ​თე​ბო​და და სა​ღა​მოს ექვს სა​ათ​ზე იწ​ყე​ბო​და.

ზუს​ტად ექვს სა​ათ​ზე სუფ​რა უკ​ვე გაწ​ყო​ბი​ლი ჰქონ​დათ. რო​გორც წე​სი, ვახ​შამს ეს​წრე​ბოდ​ნენ კაიე,
ტეილო​რი, ფრან​სის ვეი, რო​მე​ლიც ნო​დი​ეს შვი​ლი​ვით უყ​ვარ​და; გარ​და ამი​სა – შე​მოს​წრე​ბუ​ლი ერ​თი
ან ორი სტუ​მა​რი, შემ​დეგ ის, ვი​საც ნო​დი​ეს​თან სტუმ​რო​ბა სურ​და.

თუ ერ​თხელ მი​გი​ღებ​დნენ ამ სახ​ლის მომ​ხიბ​ლავ ში​ნა​ურ წრე​ში, ნო​დი​ეს​თან ვახ​შმად მის​ვლა


ნე​ბის​მი​ერ დროს შე​გეძ​ლოთ. მა​გი​და​ზე ყო​ველ​თვის იდო ორი ან სა​მი თეფ​ში და დანა-​ჩანგალი
მოგ​ვიანე​ბით მო​სუ​ლი სტუმ​რე​ბის​თვის. თუ სა​მი აღარ ჰყოფ​ნი​დათ, ამა​ტებ​დნენ მე​ოთ​ხეს, მე​ხუ​თეს,
მე​ექ​ვსეს. თუ მა​გი​დის მე​ტად გაშლა-​დაგრძელება იყო სა​ჭი​რო, ასეც იქ​ცე​ოდ​ნენ. მაგ​რამ ვაი იმას,
ვინც მე​ცა​მე​ტე მი​ვი​დო​და! მას შე​უბ​რა​ლებ​ლად გა​ამ​წე​სებ​დნენ პა​ტა​რა მა​გი​დას​თან იქამ​დე, ვიდ​რე
მე​თოთ​ხმე​ტე სტუ​მა​რი არ შე​მოემა​ტე​ბო​და და მის სას​ჯელს ბო​ლოს მოუღებ​და.

ნო​დი​ეს თა​ვი​სი ახი​რე​ბე​ბი ჰქონ​და: თეთრ პურს რუხს ამ​ჯო​ბი​ნებ​და, კა​ლეული ერ​ჩივ​ნა
ვერ​ცხლე​ულს, შან​დლე​ბი – სა​თი​თოდ ჩად​გმულ სან​თლებს.

მაგ​რამ ამას ყუ​რად​ღე​ბას არა​ვინ აქ​ცევ​და მა​დამ ნო​დი​ეს გარ​და, რო​მე​ლიც ყვე​ლა​ფერს ქმრის
სურ​ვი​ლი​სა​მებრ აკე​თებ​და.

ერ​თი თუ ორი წლის შემ​დეგ იმ უახ​ლოესი მე​გობ​რე​ბის რიც​ხვში ვი​ყა​ვი, რომ​ლე​ბიც უკ​ვე ვახ​სე​ნე.
წი​ნას​წა​რი შეტ​ყო​ბი​ნე​ბის გა​რე​შე შე​მეძ​ლო ვახ​შმად მის​ვლა, ისე​თი ზარ-​ზეიმით მხვდე​ბოდ​ნენ,
აშ​კა​რა იყო, ჩე​მი და​ნახ​ვა უხა​რო​დათ; მა​შინ​ვე სუფ​რას​თან მიწ​ვევ​დნენ. ად​გი​ლი მა​დამ ნო​დიესა და
მა​რის შო​რის მო​მი​ჩი​ნეს.

გარ​კვეული ხნის შემ​დეგ ფაქ​ტობ​რი​ვი მდგო​მა​რეობა კა​ნო​ნად იქ​ცა. თუ და​ვაგ​ვიანებ​დი და ჩე​მი


ად​გი​ლი უკ​ვე და​კა​ვე​ბუ​ლი იყო, უზურ​პა​ტორ სტუ​მარს ბო​დიშს მო​უხ​დიდ​ნენ, სხვა​გან გა​დას​ვამ​დნენ,
მე კი ისევ ჩვე​ულ ად​გილს ვი​კა​ვებ​დი – სი​მარ​თლეს გე​უბ​ნე​ბით! ის სტუ​მა​რი კი პირ​ვე​ლი​ვე
ხელ​საყ​რელ სკამ​ზე ჯდე​ბო​და.

ნო​დიე მი​იჩ​ნევ​და, რომ მის​თვის სა​სარ​გებ​ლო აღ​მო​ჩე​ნა ვი​ყა​ვი, რად​გან ჩე​მი სტუმ​რო​ბი​სას აღარ
ევა​ლე​ბო​და, თა​ვად ელა​პა​რა​კა. მას​პინ​ძლის​თვის სა​სურ​ვე​ლი გა​რე​მოება სხვე​ბის​თვის დი​დი
და​ნაკ​ლი​სი იყო. ნო​დიე მსოფ​ლიოში საუკე​თე​სო მთხრო​ბე​ლი გახ​ლდათ. ჩემს მო​ნათ​ხრობს კი ისე​ვე
ეკი​დე​ბოდ​ნენ, რო​გორც ცეცხლს – ნა​ფო​ტებს რომ უმა​ტე​ბენ, რა​თა გაღ​ვივ​დეს, გა​მო​ცოც​ხლდეს,
აგიზ​გიზ​დეს, ნა​პერ​წკლე​ბი უფ​რო და უფ​რო გა​ყა​როს, რო​გორც გრდემ​ლზე გა​მო​ჭედ​ვი​სას. ეს იყო
გო​ნე​ბა​მახ​ვი​ლო​ბა, გა​ტა​ცე​ბა, ახალ​გაზ​რდო​ბა, მაგ​რამ არა ის გულ​კე​თი​ლო​ბა, ის აუხ​სნე​ლი
მომ​ხიბ​ვლე​ლო​ბა, უკი​დე​გა​ნო მოწ​ყა​ლე​ბა, რო​მე​ლიც მე​ჩიტ​ბა​დის გაშ​ლილ ბა​დე​ში დიდ​სა და პა​ტა​რა
ფრინ​ვე​ლებს ერ​თნაირად იზი​დავს. ეს არ ჰგავ​და ნო​დი​ეს მო​ნა​ყოლს.

სტუმ​რე​ბი იმა​ზე უარე​სით კმა​ყო​ფილ​დე​ბოდ​ნენ, ვიდ​რე ნო​დიე შეს​თა​ვა​ზებ​და, ეს იყო და ეს.

მაგ​რამ ხან​და​ხან ვი​ბუ​ტე​ბო​დი, ლა​პა​რა​კი არ მსურ​და, და ჩე​მი უარის გა​მო, რა​საკ​ვირ​ვე​ლია,


რო​გორც იყო მი​ღე​ბუ​ლი, ნო​დიე იძუ​ლე​ბუ​ლი ხდე​ბო​და, ელა​პა​რა​კა. და მას ყვე​ლა უს​მენ​და,
პა​ტა​რე​ბი​ცა და დი​დე​ბიც. ის ერ​თდროულად უოლ​ტერ სკო​ტიც იყო და პე​როც, მეც​ნიერი პო​ეტს
ეპა​ექ​რე​ბო​და, მო​გო​ნე​ბა კი – წარ​მო​სახ​ვას. არა მხო​ლოდ მოს​მე​ნა, ნო​დი​ეს ცქე​რაც კი სიამოვ​ნე​ბას
გვგვრი​და. მი​სი გრძე​ლი, გამ​ხდა​რი სხეული; გრძე​ლი, გამ​ხდა​რი მკლა​ვე​ბი; გრძე​ლი, ფერ​მკრთა​ლი
ხე​ლე​ბი; გულ​კე​თი​ლი, მე​ლან​ქო​ლი​ით აღ​სავ​სე სა​ხის გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა – ეს ყვე​ლა​ფე​რი ჩი​ნე​ბუ​ლად
ეხა​მე​ბო​და ოდ​ნავ გა​წე​ლილ მო​ნა​ყოლს; ხმის ტო​ნი ტალ​ღა​სა​ვით იც​ვლე​ბო​და და პე​რიოდუ​ლად
ის​მო​და ფრანშკონტური(ფრანშ-​კონტე – საფ​რან​გე​თის ად​მი​ნის​ტრა​ციული რე​გიონი და ის​ტო​რიული
პრო​ვინ​ცია ქვეყ​ნის აღ​მო​სავ​ლეთ​ში. რე​გიონის მთა​ვარ ქა​ლაქ​ში, ბე​ზან​სონ​ში დაიბა​და შარლ ნო​დი​ე.)
აქ​ცენ​ტი, რომ​ლის სრუ​ლად მო​შო​რე​ბა სი​ცოც​ხლის ბო​ლომ​დე ვერ შეძ​ლო. ოჰ! მო​ნა​ყო​ლი მუ​დამ
ამოუწუ​რა​ვი, მუ​დამ ახა​ლი იყო, არა​სო​დეს მე​ორ​დე​ბო​და. დრო, სივ​რცე, ამ​ბა​ვი, ბუ​ნე​ბა ნო​დი​ეს​თვის
ფორ​ტუ​ნა​ტუ​სის იმ ქი​სას ჰგავ​და, რომ​ლი​და​ნაც პი​ტერ შლე​მი​ლი(​პი​ტერ შლე​მი​ლი – გერ​მა​ნე​ლი
მწერ​ლის, პოეტი​სა და ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლის, ადელ​ბერტ ფონ შა​მი​სოს (1781-​1838) ზღაპ​რის
პერ​სო​ნა​ჟი: პი​ტერ​მა სა​კუ​თა​რი ჩრდი​ლი მიჰ​ყი​და ფორ​ტუ​ნა​ტუსს, რა​თა ჯა​დოს​ნუ​რი ქი​სა და ჯო​ხი
ხელ​ში ჩა​ეგ​დო.) სავ​სე მუ​ჭე​ბით იღებ​და ფულს. ნო​დიე ყვე​ლას იც​ნობ​და – დან​ტონ​ს(ჟორჟ ჟაკ
დან​ტო​ნი (1759-​1794) – საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის ერთ-​ერთი ლი​დე​რი. ), შარ​ლოტ
კორ​დეს​(შარ​ლოტ კორ​დე (1768-​1793) – საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის ერთ-​ერთი წი​ნამ​ძღო​ლის,
ჟან-​პოლ მა​რა​ტის მკვლე​ლი.), გუს​ტავ III-​ს(გუსტავ III (1746-​1792) – შვე​დე​თის მე​ფე 1771-​1792
წლებ​ში.), კა​ლი​ოს​ტროს​(გრა​ფი კა​ლი​ოს​ტრო, იგი​ვე ჯუ​ზე​პე ბალ​ზა​მო (ჟო​ზეფ ბალ​ზა​მო) (1743-​1795)
– იდუ​მა​ლე​ბით მო​ცუ​ლი პი​როვ​ნე​ბა, რო​მე​ლიც მრა​ვა​ლი ფსევ​დო​ნი​მით სარ​გებ​ლობ​და, ბევრს
მოგ​ზაურობ​და და სა​ხე​ლი გა​ით​ქვა ალ​ქი​მი​კო​სო​ბი​თა და მკურ​ნა​ლო​ბის უჩ​ვეულო მე​თო​დე​ბით.), პი​უს
VI-​ს(პიუს VI (1717-​1799) – რო​მის პა​პი 1775 წლი​დან. ეწი​ნა​აღ​მდე​გე​ბო​და საფ​რან​გე​თის
რე​ვო​ლუ​ცი​ას, რის გა​მოც 1798 წელს ფრან​გმა ჯა​რის​კა​ცებ​მა დააპა​ტიმ​რეს, გა​და​იყ​ვა​ნეს
საფ​რან​გეთ​ში და იქ​ვე გარ​და​იც​ვა​ლა.), ეკა​ტე​რი​ნე II-​ს(ეკატერინე II (1729-​1796) – რუ​სე​თის
იმ​პე​რა​ტო​რი 1762 წლი​დან სიკ​ვდი​ლამ​დე.), დი​ად ფრიდ​რიხ​ს(ფრიდ​რიხ II (1712-​1786) – პრუ​სი​ის
მე​ფე 1740 წლი​დან, გა​მო​ჩე​ნი​ლი მხე​დარ​თმთა​ვა​რი, რო​მელ​საც „ფრიდ​რიხ დი​დი“ შე​არ​ქვეს. ) – არც
კი ვი​ცი, ვინ და​ვა​სა​ხე​ლო! სენ-​ჟერმენის გრა​ფი​სა და ტა​რა​ტან​ტა​ლე​ოს მსგავ​სად, ეს​წრე​ბო​და
სამ​ყა​როს შექ​მნას, საუკუ​ნეების გან​მავ​ლო​ბა​ში ცხოვ​რობ​და, მრა​ვალ​ჯერ გა​ნი​ცა​და ტრან​სფორ​მა​ცია.
ტრან​სფორ​მა​ციების თაობა​ზე უფ​რო მახ​ვილ​გო​ნივ​რუ​ლი თეორი​აც კი ჰქონ​და. ნო​დი​ეს თა​ნახ​მად,
სიზ​მრე​ბი სი​ნამ​დვი​ლე​ში სხვა პლა​ნე​ტა​ზე გა​ტა​რე​ბუ​ლი დღეების, წარ​სულ​ში მომ​ხდა​რის
რე​მი​ნეს​ცენ​ცია იყო. ნო​დიე მი​იჩ​ნევ​და, რომ ყვე​ლა​ზე ფან​ტას​ტი​კუ​რი სიზ​მრე​ბი შეესატ​ყვი​სე​ბო​და
ოდეს​ღაც მომ​ხდარ მოვ​ლე​ნებს სა​ტურ​ნზე, ვე​ნე​რა​ზე ან მერ​კუ​რი​ზე: ყვე​ლა​ზე უც​ნაური
გა​მო​სა​ხუ​ლე​ბე​ბი მკრთა​ლი ანა​რეკ​ლი იყო იმ ფორ​მე​ბის, რომ​ლე​ბიც სა​მუ​და​მოდ აღი​ბეჭ​და ჩვენს
უკ​ვდავ სულ​ში. რო​დე​საც პირ​ვე​ლად მოინა​ხუ​ლა ბო​ტა​ნი​კუ​რი ბა​ღის გეოლო​გი​ის მუ​ზეუმი,
წა​მო​იყ​ვი​რა, რად​გან ისე​თი​ვე გა​ნა​მარ​ხე​ბულ მცე​ნა​რე​ებს ხე​დავ​და, რო​გორ​საც დევ​კა​ლი​ონ​სა და
პი​რას​თან ერ​თად​(დევ​კა​ლიონი და პი​რა – ძველ​ბერ​ძნუ​ლი მი​თის თა​ნახ​მად, წყვი​ლი, რო​მე​ლიც
გა​და​ურ​ჩა ბრინ​ჯა​ოს ხა​ნის ადა​მიანე​ბის​თვის ზევ​სის მი​ერ მოვ​ლე​ნილ წარ​ღვნას. ცოლ-​ქმარმა
ბრძე​ნი ტი​ტა​ნის, დევ​კა​ლიონის მა​მის, პრო​მე​თეს რჩე​ვით, ხის დი​დი ყუ​თი ააგო. წარ​ღვნის
დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ დევ​კა​ლიონი ღმერ​თებს შეევედ​რა, ისევ დაესახ​ლე​ბი​ნა ადა​მიანე​ბი დე​და​მი​წა​ზე.
ზევ​სის რჩე​ვით, მან და პი​რამ შე​აგ​რო​ვეს ქვე​ბი, გზას გა​უდ​გნენ და ზურგს უკან, თა​ვის
მი​უბ​რუ​ნებ​ლად, ის​როდ​ნენ ქვებს. დევ​კა​ლიონის გა​დაგ​დე​ბუ​ლი ქვე​ბი მა​მა​კა​ცე​ბად იქ​ცნენ, პი​რა​სი კი
– ქა​ლე​ბად. ) წარ​ღვნა​ში მოხ​ვედ​რი​ლი წა​აწ​ყდა; ხან​და​ხან წა​მოს​ცდე​ბო​და, ჟაკ მო​ლეს​(ჟაკ დე მო​ლე
(და​ახ. 1265-​1314) – ტამ​პლი​ერ​თა ორ​დე​ნის უკა​ნას​კნე​ლი დი​დი მა​გის​ტრი, რო​მე​ლიც ცეც​ხლზე
დაწ​ვეს. ) ამ​ბი​ციების მო​თოკ​ვა ვურ​ჩიე, რო​დე​საც ტამ​პლიერე​ბის​(ტამ​პლი​ერ​თა ორ​დე​ნი –
საომარი-​სამონასტრო ორ​დე​ნი, რო​მე​ლიც რა​ინ​დებ​მა 1118 წელს იერუ​სა​ლიმ​ში და​არ​სეს და რა​კი
მა​თი რე​ზი​დენ​ცია ახ​ლოს იყო მე​ფე სო​ლო​მო​ნის აგე​ბულ ტა​ძარ​თან, მათ „მე​ტაძ​რე​თა ორ​დენ​საც“
(ტა​ძა​რი – თემ​პლე) უწო​დე​ბენ. XIII საუკუ​ნე​ში ორ​დე​ნი აღ​მო​სავ​ლე​თი​დან გააძე​ვეს და ის ევ​რო​პა​ში
გა​და​ვი​და. XIV საუკუ​ნე​ში საფ​რან​გე​თის მე​ფემ ფი​ლიპ IV-მ (1285-​1314) ორ​დე​ნის სიმ​დიდ​რის ხელ​ში
ჩაგ​დე​ბის მიზ​ნით, ის გაანად​გუ​რა. ) სა​ყო​ველ​თაო ბა​ტო​ნო​ბის​კენ სწრაფ​ვა ნა​თე​ლი გახ​დაო. თავს
დამ​ნა​შა​ვედ არ მი​იჩ​ნევ​და, რომ იესო ქრის​ტე ჯვარ​ზე გა​აკ​რეს; ერ​თა​დერ​თი აღ​მოჩ​ნდა მის
მსმე​ნე​ლებს შო​რის, რო​მელ​მაც გა​აფ​რთხი​ლა, პი​ლა​ტე ცუ​დი თვა​ლით გი​ყუ​რებ​სო. მო​ხე​ტიალე
მა​რა​დი​ულ ური​ას ნო​დიე რამ​დენ​ჯერ​მე შეხ​ვდა – პირ​ვე​ლად რომ​ში, პაპ გრი​გოლ VII(გრი​გოლ VII
(1015/1020 – 1085) – რო​მის პა​პი 1073 წლიდან.)-​ის დროს; მეორედ პა​რიზ​ში, წმინ​და ბარ​თლო​მეს
ღა​მის წი​ნა დღეს და უკა​ნას​კნე​ლად დო​ფი​ნე​ში(​დო​ფი​ნე – ის​ტო​რიული პრო​ვინ​ცია საფ​რან​გე​თის
სამ​ხრეთ აღ​მო​სავ​ლეთ​ში. ) მდე​ბა​რე ქა​ლაქ ვე​ინ​ში; ამ შეხ​ვედ​რე​ბის თაობა​ზე ნო​დი​ეს ძვირ​ფა​სი
დო​კუ​მენ​ტუ​რი მა​სა​ლაც ჰქონ​და. ამას​თან და​კავ​ში​რე​ბით, ნო​დი​ემ აღ​მოაჩი​ნა მეც​ნიერე​ბი​სა და
მწერ​ლე​ბის შეც​დო​მა, გან​სა​კუთ​რე​ბით კი – ედ​გარ კი​ნე​სი​(ედ​გარ კი​ნე (1803-​1875) – ფრან​გი
ის​ტო​რი​კო​სი და სა​ხელ​მწი​ფო მოღ​ვა​წე, 1848 წლის რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ნა​წი​ლე, მეორე და მე​სა​მე
რეს​პუბ​ლი​კე​ბის დამ​ფუძ​ნე​ბე​ლი კრე​ბე​ბის დე​პუ​ტა​ტი. ეწი​ნა​აღ​მდე​გე​ბო​და რე​ვო​ლუ​ცი​ურ მოძ​რაობას,
იეზუიტებს, ეკ​ლე​სი​ას.): ეს მო​ხე​ტიალე ებ​რაელი იყო არა აჰას​ფე​რი​(ა​ჰას​ფე​რი – ლე​გენ​და​რუ​ლი
პერ​სო​ნა​ჟი, შუა საუკუ​ნეების თქმუ​ლე​ბე​ბის გმი​რი, ყა​რი​ბი ებ​რაელი, „მა​რა​დი​ულ ური​ად“ წო​დე​ბუ​ლი,
ღმერ​თის​გან მა​რა​დიული სი​ცოც​ხლი​სა და ხე​ტიალის​თვის გან​წი​რუ​ლი, რად​გან გოლ​გო​თის გზა​ზე
მაც​ხო​ვარს შეს​ვე​ნე​ბი​სა და სუ​ლის მოთ​ქმის სა​შუალე​ბა არ მის​ცა.), რო​მელ​საც ნა​ხევ​რად ბერ​ძნუ​ლი
და ნა​ხევ​რად ლა​თი​ნუ​რი სა​ხე​ლი ჰქონ​და და მუ​დამ ხუ​თი მო​ნე​ტა ედო ჯი​ბე​ში, არა​მედ – ისა​აკ
ლა​კე​დე​მი.​(ი​სა​აკ ლა​კე​დე​მი – ალექ​სან​დრე დიუმას (1802-​1870, დიუმა-​მამა) და​უმ​თავ​რე​ბე​ლი
ნა​წარ​მოების პერ​სო​ნა​ჟი, მა​რა​დიული ური​ის ლე​გენ​დით შთა​გო​ნე​ბუ​ლი. დიუმას სურ​და,
კა​ცობ​რიობის მთე​ლი ის​ტო​რია მი​მოეხი​ლა ისა​აკ ლა​კე​დე​მის მო​ნა​წი​ლეობით.) რო​გორც ნო​დიე
ამ​ბობ​და, ამას თა​ვად ებ​რაელი ადას​ტუ​რებ​და. პო​ლი​ტი​კის, ფი​ლო​სო​ფი​ის, ტრა​დი​ცი​ის მი​მო​ხილ​ვის
შემ​დეგ ბუ​ნე​ბის ის​ტო​რიაზე გა​და​დიოდა. ოჰ! ამ სფე​რო​ში ნო​დი​ემ ბევ​რად გა​უს​წრო ჰე​რო​დო​ტეს,
პლი​ნი​უსს, მარ​კო პო​ლოს, ბიუფონ​სა(​ჟორჟ ლუი ლეკ​ლერკ ბიუფო​ნი, გრა​ფი (1707-​1788) – ფრან​გი
მა​თე​მა​ტი​კო​სი, ფი​ზი​კო​სი, გეოლო​გი და ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლი. მის ნაშ​რო​მებს, რომ​ლებ​შიც სა​ხეობებს
აღ​წერ​და, სამ​ღვდე​ლოების რის​ხვა და​ატ​ყდა; გა​მოთ​ქმუ​ლი აქვს მო​საზ​რე​ბე​ბი დე​და​მი​წის და მი​სი
ზე​და​პი​რის გან​ვი​თა​რე​ბის, ორ​გა​ნუ​ლი სამ​ყა​როს ერ​თიანი გეგ​მით აგე​ბუ​ლე​ბის შე​სა​ხებ; გა​რე​მოს
გავ​ლე​ნით სა​ხეობა​თა ცვლი​ლე​ბა და​საშ​ვე​ბად მი​აჩ​ნდა.) და ლა​სე​პედ​ს(ბერ​ნარ ჟერ​მენ ეტი​ენ
ლა​სე​პე​დი (1756-​1825) – ფრან​გი ზოოლო​გი, რო​მე​ლიც ძი​რი​თა​დად ხერ​ხემ​ლი​ან ცხო​ვე​ლებს
სწავ​ლობ​და. )! ისე​თი სა​ხეობის ობო​ბე​ბი იცო​და, მათ​თან პე​ლი​სო​ნის ობო​ბა ახ​ლო​საც ვერ
მი​ვი​დო​და; ისე​თი ასა​კის გომ​ბე​შოები გა​მო​უკ​ვლე​ვია, მა​თუ​სა​ლა ჩვი​ლად მოგ​ვეჩ​ვე​ნე​ბო​და; და
კი​დევ, ნა​ნა​ხი ჰქონ​და ისე​თი კაიმა​ნე​ბი, რომ​ლებ​თან შე​და​რე​ბით ტა​რას​კი(​ტა​რას​კი – დრა​კო​ნის
მსგავ​სი ურ​ჩხუ​ლი, რო​მე​ლიც სხვა​დას​ხვა ცხო​ვე​ლის ჰიბ​რი​დია (აქვს დათ​ვის ექ​ვი თა​თი, ხა​რის
მკერ​დი, კუს ბა​კა​ნი, მო​რიელის ნეს​ტრით და​ბო​ლოებუ​ლი კუ​დი; ლო​მის თა​ვი ცხე​ნის ყუ​რე​ბი​თა და
მო​ხუ​ცის სა​ხით) და გავ​რცე​ლე​ბუ​ლია საფ​რან​გე​თის სამ​ხრე​თის, პრო​ვან​სის ფოლ​კლო​რულ
გად​მო​ცე​მებ​ში.) ხვლიკს ჰგავ​და.

ნო​დი​ეს მსგავ​სი ამ​ბე​ბი ისე შე​ემ​თხვეოდა ხოლ​მე, რო​გორც გე​ნიოსებს ემარ​თე​ბათ. ერთ დღეს
სტი​რიაში, გრა​ნი​ტის კლდეები​სა და ას​წლო​ვა​ნი ხეების მხა​რე​ში, ქერ​ცლფრთიანებს ეძებ​და; ფუ​ღუ​რო
დაინა​ხა და ამი​ტომ ერთ-​ერთ ხე​ზე აძ​ვრა. რო​გორც სჩვეოდა, ხე​ლი მა​შინ​ვე ფუ​ღუ​რო​ში ჩაჰ​ყო – რაც
მარ​თა​ლია მარ​თა​ლია, მე​ტის​მე​ტად გა​უფ​რთხი​ლებ​ლად იქ​ცეოდა, ერ​თხელ ფუ​ღუ​რო​დან ხე​ლი
ამოიღო, რო​მელ​ზე​დაც გვე​ლი შე​მოხ​ვეოდა – და რა​ღაც ვიწ​რო​ყე​ლი​ან​სა და წე​ბო​ვანს წა​აწ​ყდა,
თი​თე​ბის და​წო​ლი​სას რომ ჩა​იზ​ნი​ქა. ხე​ლი სწრა​ფად​ვე ამოს​წია და ფუ​ღუ​რო​ში ჩაიხე​და: სიღ​რმი​დან
ორი თვა​ლი ნაკ​ვერ​ჩხა​ლი​ვით ანა​თებ​და. ნო​დი​ეს ეშ​მა​კის არ​სე​ბო​ბის სჯე​რო​და; მი​სი აზ​რით, ისი​ნი
მოაგო​ნებ​და, „თვა​ლე​ბის აღ​ველ​ფი​ლი გად​მო​ცეც​ხლე​ბით“ გა​მორ​ჩე​ულ ქა​რონს, რო​გორც დან​ტე
იტ​ყო​და(​დან​ტე ალი​გიერი, „ღვთა​ებ​რი​ვი კო​მე​დი​ა“, „ჯო​ჯო​ხე​თი“, ქე​ბა მე​სა​მე, 109. მთარ​გმნე​ლი
კონ​სტან​ტი​ნე გამ​სა​ხურ​დია. ), და ჯერ გაქ​ცე​ვა დააპი​რა, მე​რე და​ფიქ​რდა, აზ​რი შე​იც​ვა​ლა; ნა​ჯახს
მოჰ​კი​და ხე​ლი, მი​ახ​ლოებით გა​ზო​მა ფუ​ღუ​როს სიღ​რმე და იმ ად​გილ​ზე და​იწ​ყო დარ​ტყმა, სა​დაც
წე​სით, ის უც​ნო​ბი არ​სე​ბა უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. მე​ხუ​თე თუ მე​ექ​ვსე დარ​ტყმა​ზე ხი​დან სის​ხლი წა​მო​ვი​და,
ისე, რო​გორც ტან​კრე​დის​(ტან​კრე​დი – ტორ​კვა​ტო ტა​სოს პოემის – „იერუ​სა​ლი​მის გა​თა​ვი​სუფ​ლე​ბა“ –
მთა​ვა​რი მოქ​მე​დი პი​რი.) ხმლის ყო​ველ მოქ​ნე​ვა​ზე სის​ხლი სდიოდა მო​ჯა​დოებულ ტა​სის ტყეს,
მაგ​რამ ნო​დი​ემ იხი​ლა არა ულა​მა​ზე​სი მეომა​რი ქა​ლი, არა​მედ ხე​ში ჩა​ჭე​დი​ლი გომ​ბე​შო.

ალ​ბათ, ქარ​მა გაიტა​ცა, რო​დე​საც ჯერ კი​დევ ფუტ​კრის ხე​ლა იყო და ფუ​ღუ​რო​ში ჩა​აგ​დო. რამ​დე​ნი
ხა​ნი გაატა​რა იქ? ორა​სი წე​ლი, სა​მა​სი, შე​საძ​ლოა ხუ​თა​სიც. სიგ​რძით ხუ​თი და სი​გა​ნით სა​მი
მტკა​ვე​ლი იქ​ნე​ბო​და.

სხვა შემ​თხვე​ვა ნორ​მან​დიაში მოხ​და, რო​დე​საც ტეილორ​თან ერ​თად საფ​რან​გეთ​ში დაუვიწ​ყა​რი


მოგ​ზაურო​ბა წა​მო​იწ​ყო. ერთ ეკ​ლე​სიაში შე​ვი​და. ამ ეკ​ლე​სი​ის თაღ​ში ეკი​და გი​გან​ტუ​რი ობო​ბა და
უზარ​მა​ზა​რი გომ​ბე​შო. ვი​ღაც გლეხს ჰკით​ხა, ეს უც​ნაური წყვი​ლი რა​ტომ ამ​კობ​და ტა​ძარს.

მო​ხუც​მა გლეხ​მა ჯერ ეკ​ლე​სიაში ერთ-​ერთი საფ​ლა​ვის ქვა აჩ​ვე​ნა, რო​მელ​ზე​დაც შე​აბ​ჯრუ​ლი რა​ინ​დი
გა​მოესა​ხათ, მე​რე კი უამ​ბო:

ამ რა​ინ​დმა, ოდეს​ღაც ბა​რონ​მა, თა​ვის თავ​ზე ცუ​დი მო​გო​ნე​ბე​ბი და​ტო​ვა. ყვე​ლა​ზე გამ​ბე​და​ვე​ბიც კი
ფრთხი​ლობ​დნენ, რომ შემ​თხვე​ვით საფ​ლა​ვის ქვა​ზე არ დაები​ჯე​ბი​ნათ, მაგ​რამ ამის მი​ზე​ზი
პა​ტი​ვის​ცე​მა კი არა, ში​ში იყო. სა​სიკ​ვდი​ლო სა​რე​ცელ​ზე რა​ინ​დმა ისურ​ვა, მი​სი საფ​ლა​ვის თავ​ზე დღე
და ღა​მე დან​თე​ბუ​ლი ლამ​პა​რი ჩა​მოეკი​დათ, რის​თვი​საც საკ​მა​რის​ზე მე​ტი თან​ხა გა​მო​ყო.

ერთ მშვე​ნი​ერ დღეს, უფ​რო სწო​რად, ღა​მეს, რო​დე​საც კიურეს რა​ტომ​ღაც არ ეძი​ნა, თა​ვი​სი
სა​ძი​ნებ​ლის იმ ფან​ჯრი​დან, რო​მე​ლიც ეკ​ლე​სი​ას გა​დაჰ​ყუ​რებ​და, დაინა​ხა, სი​ნათ​ლე რო​გორ
მიინავ​ლა, შემ​დეგ კი სრუ​ლი​ად ჩაქ​რა. კიურემ იფიქ​რა, რომ ეს შემ​თხვე​ვით მოხ​და, ამი​ტომ
ყუ​რად​ღე​ბა აღარ გაუმახ​ვი​ლე​ბია.

მაგ​რამ მეორე ღა​მეს, და​ახ​ლოებით ორ სა​ათ​ზე გაღ​ვი​ძე​ბულ​მა რა​ტომ​ღაც გა​დაწ​ყვი​ტა,


შეემოწ​მე​ბი​ნა, ენ​თო თუ არა ლამ​პა​რი. წა​მოდ​გა, ფან​ჯა​რას მიუახ​ლოვ​და და de visu(de visu (ლათ.)
– სა​კუ​თა​რი თვა​ლით.) დარ​წმუნ​და, მთე​ლი ეკ​ლე​სია უკუ​ნეთ​ში ჩა​ძი​რუ​ლი​ყო.

ორ​მოც​დარ​ვა საათის გან​მავ​ლო​ბა​ში ორ​ჯერ მომ​ხდა​რი შემ​თხვე​ვა ყუ​რად​ღე​ბის მიღ​მა


და​სა​ტო​ვე​ბე​ლი აღარ იყო. გა​თენ​და თუ არა, კიურემ ეკ​ლე​სი​ის და​რა​ჯი გა​მოიძა​ხა და ბრა​ლად
დას​დო, თით​ქოს ლამ​პრის​თვის სა​ჭი​რო ზე​თი მოიპა​რა და სა​ლათს მო​ას​ხა. საბ​რა​ლო და​რა​ჯი
იფი​ცე​ბო​და, რომ არა​ფერ შუაში იყო; ყო​ველ სა​ღა​მოს, ბო​ლო თხუთ​მე​ტი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში, რაც
ეკ​ლე​სი​ის და​რა​ჯად მუ​შაობის პა​ტი​ვი ხვდა, გულ​დას​მით ავ​სებ​და ლამ​პარს და, ალ​ბათ, ეს იმ
ბო​რო​ტი რა​ინ​დის ოინი იყო, რო​მე​ლიც სი​ცოც​ხლე​ში ადა​მიანებს აწა​მებ​და, და ახ​ლა ისევ,
სიკ​ვდი​ლი​დან სა​მა​სი წლის შემ​დეგ, თა​ვი​სე​ბუ​რად კვლავ ცხოვ​რე​ბას უმ​წა​რებ​და მათ.
კიურეს თქმით, და​რა​ჯის სიტ​ყვე​ბი დაიჯე​რა, მაგ​რამ თა​ვად და​ეს​წრე​ბო​და სა​ღა​მო​თი ლამ​პრის
ზე​თით ავ​სე​ბას; რო​გორც კი და​ღამ​და, ეკ​ლე​სი​ის და​რაჯ​მა მის თვალ​წინ აავ​სო ლამ​პა​რი;
ან​თე​ბის​თა​ნა​ვე კიურემ ეკ​ლე​სი​ის კა​რი ჩა​კე​ტა, გა​სა​ღე​ბი ჯი​ბე​ში ჩაიდო და შინ დაბ​რუნ​და.

ლოც​ვა​ნი აიღო, ფან​ჯა​რას​თან დიდ სა​ვარ​ძელ​ში ჩაჯ​და და ხან წიგნს აყო​ლებ​და თვალს, ხან კი
ეკ​ლე​სი​ას შე​ავ​ლებ​და; ასე ელო​და, რა მოხ​დე​ბო​და.

შუაღა​მის​თვის ისევ შე​ნიშ​ნა, რო​გორ გა​ფერ​მკრთალ​და ვიტ​რა​ჟე​ბი და ეკ​ლე​სია სულ მა​ლე სრუ​ლი​ად
ჩაბ​ნელ​და.

ამ​ჯე​რად ნამ​დვი​ლად უც​ნაური, იდუ​მა​ლი, აუხ​სნე​ლი მოვ​ლე​ნის მოწ​მე გახ​და, რო​მელ​თა​ნაც სა​ერ​თო
არა​ფე​რი ჰქონ​და საბ​რა​ლო და​რაჯს.

ერ​თხანს კიურე ფიქ​რობ​და, რომ ქურ​დე​ბი ეკ​ლე​სიაში შეიპარ​ნენ და ზე​თი მოიპა​რეს. მაგ​რამ
ჩა​დე​ნი​ლის გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბით, მე​ტის​მე​ტად პა​ტიოსა​ნი მძარ​ცვე​ლე​ბი იქ​ნე​ბოდ​ნენ, რად​გან მოიპა​რეს
ზე​თი და ეკ​ლე​სი​ის გან​ძეული ხე​ლუხ​ლე​ბე​ლი და​ტო​ვეს.

მა​შა​სა​და​მე, მომ​ხდა​რის მი​ზე​ზი ქურ​დე​ბი კი არ იყ​ვნენ, არა​მედ რა​ღაც სხვა, რი​სი წარ​მოდ​გე​ნაც
შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო; ალ​ბათ, სუ​ლაც, ზე​ბუ​ნებ​რივ მოვ​ლე​ნას​თან ჰქონ​დათ საქ​მე. კიურემ გა​დაწ​ყვი​ტა,
რა​დაც უნ​და დას​ჯდო​მო​და, ყვე​ლა​ფე​რი გა​მო​ერ​კვია.

მომ​დევ​ნო სა​ღა​მოს თა​ვად ჩა​ას​ხა ზე​თი და რომ აღა​რა​ვის გაეცუ​რე​ბი​ნა, ეკ​ლე​სიიდან არ გა​სუ​ლა,
სა​აღ​სა​რე​ბო​ში დაიმა​ლა.

დრო გა​დიოდა, ლამ​პარ​ში მშვი​დი და თა​ნა​ბა​რი ალი ციალებ​და. შუაღა​მეც დად​გა...

კიურეს ოდ​ნა​ვი ხმაური მო​ეს​მა, ქვის გა​და​ად​გი​ლე​ბას ჰგავ​და, შემ​დეგ გი​გან​ტურ​თა​თე​ბიანი


ცხო​ვე​ლი დაინა​ხა, რომ​ლის ჩრდი​ლი სვეტ​ზე ავი​და, კარ​ნიზ​ზე გა​და​ირ​ბი​ნა, ერ​თი წა​მით თა​ღის ქვეშ
გა​მოჩ​ნდა, ჯაჭვს ჩა​უყ​ვა და ლამ​პარ​თან შე​ჩერ​და; შემ​დეგ ალი გა​ფით​რდა, აცახ​ცახ​და და ჩაქ​რა.

კიურე სრულ სიბ​ნე​ლე​ში აღ​მოჩ​ნდა. მიხ​ვდა, ცდა უნ​და გაემეორე​ბი​ნა, თა​ნაც ისე, რომ მოქ​მე​დე​ბის
ად​გილ​თან უფ​რო ახ​ლოს ყო​ფი​ლი​ყო. ეს კი სულ ად​ვი​ლად შე​იძ​ლე​ბო​და: ლამ​პრის სა​პი​რის​პი​რო
მხა​რეს მდე​ბა​რე სა​აღ​სა​რე​ბო​ში კი არ უნ​და და​მა​ლუ​ლი​ყო, არა​მედ მის​გან სულ რამ​დე​ნი​მე ნა​ბი​ჯით
და​შო​რე​ბულ, მეორე სა​აღ​სა​რე​ბო​ში უნ​და დაეცა​და.

მეორე ღა​მით ყვე​ლა​ფე​რი გან​მე​ორ​და, იმ გან​სხვა​ვე​ბით, რომ კიურემ სა​მა​ლა​ვი შე​იც​ვა​ლა და თან
ჰქონ​და საიდუმ​ლო ფა​რა​ნი.

შუაღა​მემ​დე იგი​ვე სიმ​შვი​დე, იგი​ვე სი​ჩუ​მე იდ​გა ეკ​ლე​სიაში, ლამ​პარ​ში კი ზე​თი თა​ნა​ბა​რი ალით
მშვი​დად იწ​ვო​და. შუაღა​მი​სას ნაც​ნო​ბი ჭრიალი გა​ის​მა, რო​გორც წი​ნა ღა​მეს, მაგ​რამ ამ​ჯე​რად
სა​აღ​სა​რე​ბო​ში და​მა​ლუ​ლი კიურეს​გან სულ რა​ღაც ოთ​ხი ნა​ბი​ჯის და​შო​რე​ბით. მან მა​შინ​ვე შე​ნიშ​ნა,
საიდან მო​დიოდა ხმაური: ეს იყო რა​ინ​დის საფ​ლა​ვი. საფ​ლა​ვის ქვა ნე​ლა აიწია და კიურემ
ნაპ​რა​ლი​დან ამო​სუ​ლი სპა​ნიელის ზო​მის ობო​ბა დაინა​ხა ექ​ვსი მტკა​ვე​ლის სიგ​რძის ბუ​სუ​სე​ბით,
იდაყ​ვის​ხე​ლა თა​თე​ბით; რო​გორც ეტ​ყო​ბო​და, ობო​ბამ გზა ჩი​ნე​ბუ​ლად იცო​და, მა​შინ​ვე აცოც​და
სვეტ​ზე, კარ​ნიზს გაჰ​ყვა, ჯაჭვს ჩა​უყ​ვა და ლამ​პრი​დან ზე​თის სმას შე​უდ​გა. ლამ​პა​რი ჩაქ​რა.

კიურემ საიდუმ​ლო ფა​რა​ნი რა​ინ​დის საფ​ლავს მიანა​თა. და დაინა​ხა გომ​ბე​შო, რო​მელ​საც საფ​ლა​ვის
ქვა აეწია და ობო​ბას გა​მოს​ვლის სა​შუალე​ბას აძ​ლევ​და ზე​თის შე​სას​რუ​ტად. საფ​ლავ​ში
დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი ობო​ბა გომ​ბე​შოს ზეთს გაუნა​წი​ლებ​და.

ასე ცხოვ​რობ​დნენ რა​ინ​დის საფ​ლავ​ში საუკუ​ნეების გან​მავ​ლო​ბა​ში და, ალ​ბათ, დღე​საც


იც​ხოვ​რებ​დნენ, რომ არა დაკ​ვირ​ვე​ბუ​ლი კიურე, რო​მელ​მაც ზე​თის ქურ​დო​ბა იეჭ​ვა.

მეორე დღეს კიურემ გლე​ხე​ბი და​იხ​მა​რა, საფ​ლა​ვის ქვა ას​წი​ეს და მწე​რი და რეპ​ტი​ლია მოკ​ლეს.
მა​თი ნეშ​ტე​ბი ეკ​ლე​სი​ის გუმ​ბა​თის ქვეშ ჩა​მო​კი​დეს ამ უჩ​ვეულო შემ​თხვე​ვის სა​მახ​სოვ​როდ.

გლე​ხი, რო​მელ​მაც ნო​დი​ეს ეს ყვე​ლა​ფე​რი უამ​ბო, იმათ რიც​ხვში იყო, ვი​საც კიურემ საფ​ლა​ვის ქვის
აწე​ვა სთხო​ვა; იგი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი მონ​დო​მე​ბით ცდი​ლობ​და გომ​ბე​შოს მოკ​ვლას, რომ​ლის
სის​ხლმა ტო​ბი​თი​ვით​(ტო​ბი​თი – ძვე​ლი აღ​თქმის არა​კა​ნო​ნი​კუ​რი წიგ​ნის პერ​სო​ნა​ჟი, რომ​ლის
სა​ხე​ლი ებ​რაულად ნიშ​ნავს „ი​აჰ​ვე კე​თი​ლი​ა“. ) კი​ნა​ღამ და​აბ​რმა​ვა. იმით გა​დარ​ჩა, რომ მხო​ლოდ
ცა​ლი თვა​ლი და​ევ​სო.

ნო​დი​ეს​თვის გომ​ბე​შოების ამ​ბა​ვი ამით არ დას​რუ​ლე​ბუ​ლა. ამ ცხო​ვე​ლის ხან​დაზ​მუ​ლო​ბა​ში რა​ღაც


ამო​უც​ნობს ხე​დავ​და, რაც მწერ​ლის წარ​მო​სახ​ვას ფრთებს ას​ხამ​და. ზედ​მე​ტია იმის თქმა, რომ
იც​ნობ​და ყვე​ლა ამ​ბავს ას​წლო​ვა​ნი თუ ათას​წლო​ვა​ნი გომ​ბე​შოების შე​სა​ხებ – ყვე​ლა გომ​ბე​შო​ზე,
რო​მე​ლიც აღ​მოაჩი​ნეს ქვებ​ში ან ხეების ფუ​ღუ​რო​ებ​ში, დაწ​ყე​ბუ​ლი 1756 წელს მო​ქან​და​კე
ლეპ​რენ​სის​(ჟან ბა​ტისტ ლეპ​რენ​სი (1733-​1781) – ფრან​გი მხატ​ვა​რი და გრა​ვიორი. ) მი​ერ
ერეტ​ვილ​ში, ერთ-​ერთი ქვის შუაგულ​ში აღ​მო​ჩე​ნი​ლი​დან იმ გომ​ბე​შომ​დე, რო​მე​ლიც ერი​სან​ტმა 1771
წელს თა​ბა​ში​რის ყუთ​ში ჩას​ვა და 1774 წელს იმა​ვე ყუთ​ში ისევ ცოც​ხა​ლი იპო​ვა. რო​დე​საც ნო​დი​ეს
ეკით​ხე​ბოდ​ნენ, ასე უძ​რა​ვად გა​მომ​წყვდეული საბ​რა​ლო არ​სე​ბე​ბი რით იკ​ვე​ბე​ბიანო, პა​სუ​ხობ​და:
„სა​კუ​თარ კანს ჭა​მენ“. თა​ვად აკ​ვირ​დე​ბო​და ერთ-​ერთი სა​ხეობის გომ​ბე​შოს, რო​მელ​მაც ზამ​თრის
გან​მავ​ლო​ბა​ში კა​ნი ექ​ვსჯერ გა​მო​იც​ვა​ლა და ექ​ვსჯერ​ვე შე​ჭა​მა. ისი​ნი კი, ვინც სამ​ყა​როს
და​არ​სე​ბი​დან უძ​ვე​ლე​სი წარ​მო​შო​ბის ქა​ნებ​ში შე​მორ​ჩნენ – მა​გა​ლი​თად, გოტ​ლან​დიაში, ბურ​სვი​კის
მა​ღა​რო​ში აღ​მო​ჩე​ნი​ლი ეგ​ზემ​პლა​რი – იძუ​ლე​ბით სრუ​ლი​ად უმოძ​რა​ოდ ცხოვ​რობ​დნენ ისეთ
ტემ​პე​რა​ტუ​რა​ზე, რო​მე​ლიც არ ხრწნი​და სხე​ულს; შე​სა​ბა​მი​სად და​ნა​კარ​გის აღ​დგე​ნას არ
სა​ჭი​რო​ებ​და, ად​გი​ლის ნეს​ტიანო​ბა გომ​ბე​შოს ნეს​ტიანო​ბას შეესატ​ყვი​სე​ბო​და, რაც სხე​ულს
გა​მოშ​რო​ბი​სა და მტვრად ქცე​ვის სა​შუალე​ბას არ აძ​ლევ​და. ნო​დი​ეს​თვის ეს ყვე​ლა​ფე​რი საკ​მა​რი​სი
მი​ზე​ზი იყო, რა​თა მსგავ​სი ფაქ​ტე​ბის ნამ​დვი​ლო​ბა​ში ეჭ​ვი არ შეეტა​ნა რო​გორც სა​მეც​ნიერო, ისე
რწმე​ნის თვალ​საზ​რი​სით.

უკ​ვე აღ​ვნიშ​ნეთ, რომ ნო​დი​ეს ერ​თგვა​რი ბუ​ნებ​რი​ვი თავ​მდაბ​ლო​ბა ახა​სიათებ​და, თით​ქოს თავს
იპა​ტა​რა​ვებ​და, რაც ძა​ლაუნე​ბუ​რად უბიძ​გებ​და უმ​ნიშ​ვნე​ლო ადა​მიანე​ბი​სა და და​ბე​ჩა​ვე​ბუ​ლე​ბის​კენ.
ბიბ​ლიოფი​ლი ნო​დიე წიგ​ნებ​ში მი​ვიწ​ყე​ბულ შე​დევ​რებს პოულობ​და და ბიბ​ლიოთე​კე​ბის სა​მარ​ხი​დან
დღის სი​ნათ​ლე​ზე გა​მოჰ​ქონ​და; ფი​ლან​თრო​პი ნო​დიე ცოც​ხალ​თა შო​რის უც​ნობ პოეტებს ეძებ​და,
აც​ნობ​და სა​ზო​გა​დოებას და ისი​ნი სა​ხელს იხ​ვეჭ​დნენ; ყო​ველ​გვა​რი უსა​მარ​თლო​ბა და ჩაგ​ვრა მას​ში
პრო​ტესტს იწ​ვევ​და და მი​იჩ​ნევ​და, რომ გომ​ბე​შოს ჩაგ​ვრა ასე​ვე უსა​მარ​თლო​ბა იყო, რად​გან
ადა​მიანებ​მა ცხო​ვე​ლის და​დე​ბი​თი თვი​სე​ბე​ბის თაობა​ზე სრუ​ლე​ბით არა​ფე​რი იცოდ​ნენ.

გომ​ბე​შოს კარ​გი მე​გობ​რო​ბა შე​ეძ​ლო. ნო​დი​ეს ამის და​სა​დას​ტუ​რებ​ლად გომ​ბე​შო​სა და ობო​ბას


ზე​მოთ მოთ​ხრო​ბი​ლი ამ​ბა​ვი მოჰ​ყავ​და, ასე​ვე – არა​ნაკ​ლებ ფან​ტას​ტი​კუ​რი ის​ტო​რია გომ​ბე​შო​სა და
ხვლიკ​ზე. გომ​ბე​შო არა მხო​ლოდ კარ​გი მე​გო​ბა​რი, არა​მედ კარ​გი მა​მა და ქმა​რიც იყო. თა​ვის
მდედრს კვერ​ცხე​ბის და​დე​ბი​სას ეხ​მა​რე​ბო​და, რი​თაც ცოლ​ქმრუ​ლი სიყ​ვა​რუ​ლის პირ​ველ გაკ​ვე​თილს
აძ​ლევ​და ქმრებს; გა​მო​ჩე​კილ კვერ​ცხებს უკა​ნა თა​თე​ბით იღებ​და და ზურ​გით ატა​რებ​და – ამით
მა​მებს მშობ​ლიური სიყ​ვა​რუ​ლის პირ​ვე​ლი მა​გა​ლი​თი მის​ცა. რაც შეეხე​ბა იმ ნერწყვს, რო​მე​ლიც
გომ​ბე​შოს სდის ან მწვა​ლე​ბელს ეს​ვრის, ნო​დიე ირ​წმუ​ნე​ბო​და, ამ​ქვეყ​ნად სრუ​ლი​ად უსაფ​რთხო
ნივ​თიერე​ბაა და ბევ​რად ერ​ჩივ​ნა მი​სი ნაც​ნო​ბი კრი​ტი​კო​სე​ბის ნერწყვს.

კრი​ტი​კო​სებს მის სახ​ლში სხვა სტუმ​რე​ბი​ვით ხვდე​ბოდ​ნენ, ჩვე​ულ გულ​კე​თი​ლო​ბას არ იშუ​რებ​დნენ,


მაგ​რამ კრი​ტი​კო​სე​ბი თა​ვად ამო​იკ​ვეთ​დნენ ხოლ​მე ფეხს, რად​გან თავს უხერ​ხუ​ლად გრძნობ​დნენ
არ​სე​ნა​ლის​თვის ბუ​ნებ​რივ, სტუ​მარ​თმოყ​ვრულ ატ​მოს​ფე​რო​ში; ნო​დი​ეს სახ​ლში და​ცინ​ვით თავს ვერ
გა​მოიჩენ​დით, და​ცინ​ვა იმ ცი​ცი​ნა​თე​ლას და​რად მიინავ​ლე​ბო​და, რო​მე​ლიც ნი​ცი​სა თუ ფლო​რენ​ცი​ის
ბნელ ღა​მე​ებ​ში რამ​დე​ნი​მე წა​მით თუ გაკ​რთე​ბა და მა​შინ​ვე თვალს ეფა​რე​ბა.

ასე მთავ​რდე​ბო​და ჩი​ნე​ბუ​ლი ვახ​შა​მი, რომ​ლის დრო​საც ყვე​ლა შემ​თხვე​ვას, დაყ​რი​ლი მა​რი​ლი​სა თუ
ზურ​გით დაგ​დე​ბუ​ლი პუ​რის ნაჭ​რის გარ​და, ფი​ლო​სო​ფი​ურ ჭრილ​ში გა​ნი​ხი​ლავ​დნენ. შემ​დეგ
სუფ​რას​თან ყა​ვა მოჰ​ქონ​დათ. სუ​ლის სიღ​რმე​ში ნო​დიე სი​ბა​რი​ტი(​სი​ბა​რი​ტი – იტა​ლიაში მდე​ბა​რე
ბერ​ძნუ​ლი კო​ლო​ნი​ის სი​ბა​რი​სის მცხოვ​რებ​ნი ისეთ სიმ​დიდ​რე​სა და გან​ცხრო​მა​ში ცხოვ​რობ​დნენ,
რომ „სი​ბა​რი​ტი“ ეწო​დე​ბა ფუ​ფუ​ნე​ბა​ში მცხოვ​რებ ადა​მი​ანს.) იყო, ის სრუ​ლად აფა​სებ​და დახ​ვე​წილ
გრძნო​ბიერე​ბას, რო​მე​ლიც ვერ იტანს ვე​რა​ვი​თარ მოძ​რაობას, ვე​რა​ვი​თარ გა​და​ად​გი​ლე​ბას,
ვე​რა​ვი​თარ შე​წუ​ხე​ბას დე​სერ​ტსა და დე​სერ​ტის და​მაგ​ვირ​გვი​ნე​ბელს შო​რის. აზიური ნე​ტა​რე​ბის ასეთ
წუ​თებ​ში მა​დამ ნო​დიე დგე​ბო​და და მი​სა​ღებ ოთახ​ში სი​ნათ​ლის ასან​თე​ბად გა​დიოდა. ხში​რად მეც
მივ​ყვე​ბო​დი, რად​გან ყა​ვას არა​სო​დეს ვსვამ​დი. ტა​ნის სი​მაღ​ლე ხელს მიწ​ყობ​და: ჭაღს ისე ვან​თებ​დი,
სკამ​ზე შედ​გო​მა სა​ჭი​რო აღარ იყო.

მი​სა​ღებ ოთახ​ში ჭა​ღი ინ​თე​ბო​და – ჩვეულებ​რივ დღე​ებ​ში და ვახ​შმამ​დე სტუმ​რებს მხო​ლოდ მა​დამ
ნო​დი​ეს ბუ​დუ​არ​ში იღებ​დნენ – მაშ ასე, მი​სა​ღებ ოთახ​ში ჭაღს ან​თებ​დნენ, სი​ნათ​ლე​ზე მო​ჩან​და ლუი
XV-​ის სტი​ლის ნა​ძერ​წი ორ​ნა​მენ​ტე​ბით შემ​კუ​ლი კედ​ლის თეთ​რი პა​ნე​ლე​ბი, სა​და ავე​ჯი – თორ​მე​ტი
სკა​მი და წი​თე​ლი სარ​ჟის ქსო​ვი​ლით და​ფა​რუ​ლი დი​ვა​ნი; იმა​ვე ფე​რის ფარ​დე​ბი; ჰიუგოს ბი​უს​ტი;
ან​რი IV-​ის ქან​და​კე​ბა; ნო​დი​ეს პორ​ტრე​ტი და რე​ნი​ეს​(ჟაკ ოგი​უსტ რე​ნიე (1787-​1860) – ფრან​გი
მხატ​ვა​რი, სხვა​დას​ხვა ჟან​რის ნა​ხა​ტე​ბის ავ​ტო​რი, მათ შო​რის – პეიზა​ჟე​ბის.) ალ​პუ​რი პეიზა​ჟი.

ჭა​ღის ან​თე​ბი​დან ხუთ წუთ​ში მი​სა​ღებ ოთახ​ში სტუმ​რე​ბი იყ​რიდ​ნენ თავს. ნო​დიე უკა​ნას​კნე​ლი
შე​დიოდა, დო​ზას, ბიქ​სი​ოს​(ჟაკ ალექ​სანდრ ბიქ​სიო (ჯა​კო​მო ალე​სან​დრო, 1808-​1865) – ფრან​გი
პო​ლი​ტი​კუ​რი მოღ​ვა​წე, პუბ​ლი​ცის​ტი, ფი​ნან​სის​ტი და გა​მომ​ცე​მე​ლი.), ფრან​სის ვე​ის ან ჩემს მკლავ​ზე
დაყ​რდნო​ბი​ლი. ნო​დიე მუ​დამ ოხ​რავ​და და წუ​წუ​ნებ​და, თით​ქოს ჰაერი არ ჰყოფ​ნი​და – ბუხ​რის
გვერ​დით, დიდ სა​ვარ​ძელ​ში მო​კა​ლათ​დე​ბო​და, ფე​ხებს წინ გას​წევ​და, მკლა​ვებს სა​ვარ​ძლის
სა​ხე​ლუ​რებ​ზე გად​მო​კი​დებ​და, ან ბუხ​რის ჩარ​ჩოს​თან დგე​ბო​და, ზურ​გით სარ​კის​კენ. თუ სა​ვარ​ძელ​ში
იჯ​და, ყვე​ლა​ფე​რი გა​სა​გე​ბი იყო – ნო​დიე, ყა​ვით გა​მოწ​ვე​ულ ნე​ტა​რე​ბა​ში ჩა​ძი​რუ​ლი, ეგო​ის​ტუ​რად
მხო​ლოდ სა​კუ​თარ თავ​ზე ფიქ​რობ​და, სა​კუ​თა​რი გო​ნე​ბის ოც​ნე​ბას მდუ​მა​რედ მიჰ​ყვე​ბო​და; თუ
ბუ​ხარ​თან იდ​გა, ეს სულ სხვა რა​მეს ნიშ​ნავ​და – რა​ღა​ცის მო​ყო​ლას აპი​რებ​და. ასეთ დროს ყვე​ლა
ჩუმ​დე​ბო​და და ჩვენ თვალ​წინ ცოც​ხლდე​ბო​და მი​სი ახალ​გაზ​რდო​ბის რო​მე​ლი​მე მო​გო​ნე​ბა;
მო​ნა​ყო​ლი ხან ლონ​გის​(ლონ​გი (II-​III სს.) – ძვე​ლი ბერ​ძე​ნი მწე​რა​ლი.) რო​მანს ჰგავ​და, ხა​ნაც
თე​ოკ​რი​ტეს​(თე​ოკ​რი​ტე (ძვ. წ. IV-​III ს. პირ​ვე​ლი ნა​ხე​ვა​რი) – ძვე​ლი ბერ​ძე​ნი პოეტი, იდი​ლი​ის ჟან​რის
შემ​ქმნე​ლი. ) იდი​ლი​ას; ან რე​ვო​ლუ​ცი​ის ეპო​ქის რო​მე​ლი​მე პირ​ქუ​ში ეპი​ზო​დი იყო, სა​მოქ​მე​დო
ას​პა​რე​ზად მუ​დამ ვან​დეს​(ვან​დე – საფ​რან​გე​თის დე​პარ​ტა​მენ​ტი, სა​დაც XVIII საუკუ​ნე​ში გლე​ხე​ბი
აჯან​ყდნენ სამ​ღვდე​ლოები​სა და მე​მა​მუ​ლეების წი​ნა​აღ​მდეგ. ) ან რე​ვო​ლუ​ცი​ის მოედანს ირ​ჩევ​და; ან
კა​დუ​და​ლის​(ჟორჟ კა​დუ​და​ლი (1771-​1804) – XVIII საუკუ​ნის ბო​ლო​სა და XIX საუკუ​ნის და​საწ​ყის​ში
საფ​რან​გე​თის და​სავ​ლეთ​ში რამ​დე​ნი​მე აჯან​ყე​ბი​სა და ნა​პო​ლე​ონ​ზე თავ​დამ​სხმე​ბის ორ​გა​ნი​ზა​ტო​რი.
დააპა​ტიმ​რეს და თა​ვი მოჰ​კვე​თეს 1804 წელს.), უდეს​(ჟან ვიქ​ტო​რი უდე (1773-​1809) – ფრან​გი
ოფი​ცე​რი, პოლ​კოვ​ნი​კი, ნა​პო​ლეონის მმარ​თვე​ლო​ბის მო​წი​ნა​აღ​მდე​გე, XIX საუკუ​ნის და​საწ​ყის​ში
საფ​რან​გე​თის არ​მიაში რეს​პუბ​ლი​კა​ნიზ​მის მომ​ხრე ოფი​ცერ​თა საიდუმ​ლო კავ​ში​რის, ფი​ლა​დელ​ფე​ბის
გა​ერ​თიანე​ბის მე​თაური.), შტაპ​სი​სა(​ფრიდ​რიხ შტაპ​სი (დაიღუ​პა 1809 წელს) – გერ​მა​ნე​ლი
სტუ​დენ​ტი, რო​მე​ლიც თავს და​ეს​ხა ნა​პო​ლე​ონს, თუმ​ცა წა​რუ​მა​ტებ​ლად. დახ​ვრი​ტეს და შეშ​ლი​ლად
გა​მო​აც​ხა​დეს. ) თუ დე ლაორის​(ვიქ​ტორ კლოდ ალექ​სანდრ ფა​ნო დე ლაორი (1766-​1812) – ფრან​გი
გე​ნე​რა​ლი, საფ​რან​გე​თის რე​ვო​ლუ​ცი​ის მო​ნა​წი​ლე; რო​გორც ნა​პო​ლეონის მო​წი​ნა​აღ​მდე​გემ, 1812
წლის შე​მოდ​გო​მა​ზე წა​რუ​მა​ტებ​ლად სცა​და პა​რიზ​ში გა​დატ​რიალე​ბის მოწ​ყო​ბა. დააკა​ვეს და
სიკ​ვდი​ლით და​სა​ჯეს. ) შეთ​ქმუ​ლე​ბას; შე​მოს​წრე​ბუ​ლი სტუმ​რე​ბი მდუ​მა​რედ, მხო​ლოდ ხე​ლის აწე​ვით
ესალ​მე​ბოდ​ნენ ოთახ​ში მყო​ფებს, ჩა​მოს​ხდე​ბოდ​ნენ ან ბუხ​რის სი​ახ​ლო​ვეს დგე​ბოდ​ნენ. მე​რე ამ​ბა​ვი
მთავ​რდე​ბო​და, ისე, რო​გორც მთავ​რდე​ბა ყვე​ლა​ფე​რი. ტაშს არ უკ​რავ​დნენ – აპ​ლო​დის​მენ​ტე​ბით ხომ
არ აჯილ​დო​ებთ მდი​ნა​რის ჩუხ​ჩუხს, ჩი​ტის გა​ლო​ბას; მაგ​რამ მთხრო​ბე​ლის გა​ჩუ​მე​ბის შემ​დე​გაც
მსმე​ნე​ლი გო​ნე​ბა​ში შე​მორ​ჩე​ნილ მის მო​ნა​ყოლს უს​მენ​და. მე​რე მა​რი სიტ​ყვის უთ​ქმე​ლად დგე​ბო​და,
პიანი​ნოს​თან ჯდე​ბო​და და ნო​ტე​ბის მაშ​ხა​ლა ისე ამო​იტ​ყორ​ცნე​ბო​და ჰა​ერ​ში, თით​ქოს ფეიერ​ვერ​კის
დად​გმას გვა​უწ​ყებ​და. ოთა​ხის კუთ​ხე​ებ​ში მი​მო​ფან​ტუ​ლი ბან​ქოს მო​თა​მა​შეები პარ​ტი​ის სა​თა​მა​შოდ
სხდე​ბოდ​ნენ.

ნო​დიე დიდ​ხანს მხო​ლოდ „ბა​ტა​ის​“(„ბა​ტა​ი“ – ბან​ქოს თა​მა​ში, რო​მელ​საც ორი პარ​ტნიორი სჭირ​დე​ბა.)
თა​მა​შობ​და. ყვე​ლა​ზე მე​ტად ეს თა​მა​ში უყ​ვარ​და. მი​იჩ​ნევ​და, რომ თა​ნას​წო​რი არ ჰყავ​და. ბო​ლო
დროს ფე​ხი აუწ​ყო და „ე​კარ​ტეს​“(„ე​კარ​ტე“ – მეც​ხრა​მე​ტე საუკუ​ნე​ში გავ​რცე​ლე​ბუ​ლი ბან​ქოს თა​მა​ში.)
თა​მა​შიც და​იწ​ყო.

მა​რი მღე​რო​და, მუ​სი​კის ავ​ტო​რი თა​ვად იყო, სიტ​ყვე​ბი კი ჰიუგოს, ლა​მარ​ტინს ან მე მე​კუთ​ვნო​და.
მე​რე ამ მომ​ხიბ​ლა​ვი, მუ​დამ მე​ტის​მე​ტად მოკ​ლე მე​ლო​დიების შუაგულ​ში კად​რი​ლის
რი​ტურ​ნე​ლი(​რი​ტურ​ნე​ლი – სა​ცეკ​ვაო მუ​სი​კის შე​სა​ვა​ლი და და​სას​რუ​ლი.) მე​ორ​დე​ბო​და, თი​თოეული
კა​ვა​ლე​რი თა​ვის პარ​ტნი​ორ ქალ​ბა​ტონს ეახ​ლე​ბო​და და მეჯ​ლი​სიც იწ​ყე​ბო​და. ამ უმ​შვე​ნიერე​სი
მეჯ​ლი​სის გან​მავ​ლო​ბა​ში მა​რი – ვიდ​რე მის თი​თებს პიანი​ნოს კლა​ვი​შებ​ზე უს​წრა​ფე​სად
გა​მოჰ​ყავ​დათ ტრე​ლე​ბი(​ტრე​ლი – მო​ცე​მუ​ლი ნო​ტის ჩქა​რი და მრა​ვალ​გზი​სი შე​ნაც​ვლე​ბა მე​ზო​ბელ
სა​ფე​ხურ​ზე მდგომ ნოტ​თან. ) – ახერ​ხებ​და, შეხ​მიანე​ბო​და მას​თან მი​ახ​ლოებულ მო​ცეკ​ვა​ვე წყვი​ლებს
ყო​ვე​ლი ტრა​ვერ​სის, ყო​ვე​ლი შენ-​დე-დამის, ყო​ვე​ლი შასე-​კრუაზეს(ტრავერსი, შენ-​დე-დამი,
შასე-​კრუაზე – კად​რი​ლის ფი​გუ​რე​ბი.) დროს.
მეჯ​ლი​სის დაწ​ყე​ბის​თა​ნა​ვე ნო​დიე უჩი​ნარ​დე​ბო​და, მას ყვე​ლა ივიწ​ყებ​და, რად​გან არ ჰგავ​და ბრა​ზი​ან
და ბუზ​ღუ​ნა მას​პინ​ძლებს, რო​მელ​თა ყოფ​ნა​საც გრძნობთ და მო​ახ​ლოების დრო​საც ამო​იც​ნობთ. იგი
ძვე​ლი ყაიდის მას​პინ​ძე​ლი იყო, უჩი​ნარ​დე​ბო​და და ად​გილს უთ​მობ​და მას​თან მი​სულს, თან​ხმდე​ბო​და
ყო​ფი​ლი​ყო თა​ვა​ზიანი, სუს​ტი, თით​ქმის ქა​ლუ​რიც კი.

რო​გორც წე​სი, ნო​დიე ჩრდილ​ში ინაც​ვლებ​და და მა​ლე სუ​ლაც გა​დიოდა მი​სა​ღე​ბი ოთა​ხი​დან.
რო​გორც წე​სი, ად​რე წვე​ბო​და და​სა​ძი​ნებ​ლად, უფ​რო სწო​რად, ად​რე აწ​ვენ​დნენ. ამა​ზე მა​დამ ნო​დიე
ზრუ​ნავ​და. ზამ​თარ​ში პირ​ვე​ლი გა​დიოდა მი​სა​ღე​ბი ოთა​ხი​დან; თუ სამ​ზა​რეულო​ში ნაკ​ვერ​ჩხლე​ბი არ
ღუოდა, ხე​დავ​დნენ ნო​დი​ეს სა​ძი​ნე​ბელ​ში შე​ტა​ნილ სათ​ბურს, რო​მელ​საც მა​ლე ნო​დი​ეც მიჰ​ყვე​ბო​და
ხოლ​მე და ამით ყვე​ლა​ფე​რი ცხა​დი ხდე​ბო​და.

ათი წუ​თის შემ​დეგ მა​დამ ნო​დიე ბრუნ​დე​ბო​და. ნო​დიე უკ​ვე იწ​ვა და იძი​ნებ​და ქა​ლიშ​ვი​ლის დაკ​რუ​ლი
მე​ლო​დიების, მო​ცეკ​ვა​ვეების ნა​ბი​ჯე​ბის ხმაური​სა და სი​ცი​ლის ფონ​ზე.

ერთ დღეს ნო​დიე ჩვეულებ​რივ​ზე უფ​რო შე​წუ​ხე​ბუ​ლი დაგ​ვხვდა. ამ​ჯე​რად ნამ​დვი​ლად


და​მორ​ცხვე​ბუ​ლი, თავს უხერ​ხუ​ლად გრძნობ​და. მი​ზე​ზი ვკით​ხეთ. რო​გორც გა​ირ​კვა, იგი
საფ​რან​გე​თის აკა​დე​მი​ის წევ​რად აირ​ჩი​ეს.

ჰიუგოს და მე მდაბ​ლად მოგ​ვი​ხა​და ბო​დი​ში.

მაგ​რამ მი​სი ბრა​ლი არა​ფე​რი იყო, აკა​დე​მი​ის წევ​რად მა​შინ აირ​ჩი​ეს, რო​დე​საც ყვე​ლა​ზე ნაკ​ლე​ბად
ელო​და. ნო​დი​ეს ცოდ​ნა ერ​თად აღე​ბუ​ლი ყვე​ლა აკა​დე​მი​კო​სის ცოდ​ნას აღე​მა​ტე​ბო​და, მან ქვა ქვა​ზე
არ და​ტო​ვა აკა​დე​მი​ის ლექ​სი​კო​ნი​დან. მო​მიყ​ვა, ერ​თმა „უკ​ვდავ​მა“ რო​გორ სთხო​ვა აზ​რი გა​მო​ეთ​ქვა
მის სა​ლექ​სი​კო​ნო სტა​ტიაზე კი​ბოს შე​სა​ხებ. სტა​ტი​ას ერ​ქვა „კი​ბო – პა​ტა​რა წი​თე​ლი თევ​ზი,
რო​მე​ლიც უკან-​უკან და​დის“.

– თქვენს გან​საზ​ღვრე​ბა​ში შეც​დო​მაა, – უთ​ხრა ნო​დი​ემ, – კი​ბო თევ​ზის სა​ხეობა არ არის, არც
წი​თე​ლია, და კი​დევ, უკან-​უკან არ და​დის... სხვა და​ნარ​ჩენს რაც შეეხე​ბა, ჩი​ნე​ბუ​ლი სტა​ტიაა.

და​მა​ვიწ​ყდა მეთ​ქვა, რომ ამა​სო​ბა​ში მა​რი ნო​დიე გათ​ხოვ​და, მა​დამ მე​ნე​სიე გახ​და, მაგ​რამ ამ
ქორ​წი​ნე​ბას არ​სე​ნალ​ში და​ბი​ნა​ვე​ბუ​ლი ოჯა​ხის ცხოვ​რე​ბა​ში არა​ფე​რი შე​უც​ვლია. მი​სი ქმა​რი, ჟიული,
ჩვე​ნი მე​გო​ბა​რი იყო; უკ​ვე დი​დი ხა​ნია, შეკ​რე​ბებს ეს​წრე​ბო​და. მხო​ლოდ ის შე​იც​ვა​ლა, რომ მა​რის
ცო​ლად მოყ​ვა​ნის შემ​დეგ არ​სე​ნალ​ში და​ბი​ნავ​და.

არა, ვცდე​ბი, ნო​დი​ემ დი​დი მსხვერ​პლი გაიღო: თა​ვი​სი ბიბ​ლიოთე​კა გა​ყი​და. ნო​დი​ეს წიგ​ნე​ბი
უყ​ვარ​და, მაგ​რამ მა​რის აღ​მერ​თებ​და.

ერ​თი რამ უნ​და ით​ქვას – არა​ვის შე​ეძ​ლო ნო​დი​ეს და​რად წიგ​ნის​თვის რე​პუ​ტა​ცი​ის შექ​მნა. თუ
თა​ვი​სი ან სხვი​სი წიგ​ნის გა​ყიდ​ვა სურ​და, სა​კუ​თა​რი სტა​ტი​ით ხოტ​ბას ას​ხამ​და – მის ში​ნა​არ​სში
რა​ღაც ისეთს პოულობ​და, რაც წიგნს უნი​კა​ლურს ხდი​და. მახ​სოვს, არ​სე​ბობ​და ასე​თი წიგ​ნი – „დი​დი
პე​რუს ზომ​ბი“, რო​მე​ლიც, ნო​დი​ეს თქმით, კო​ლო​ნი​ებ​ში დაიბეჭ​და და რომ​ლის გა​მო​ცე​მა​საც თა​ვი​სი
ავ​ტო​რი​ტე​ტის წყა​ლო​ბით ხე​ლი შეუშა​ლა. წიგ​ნი მა​ნამ​დე ხუ​თი ფრან​კი ღირ​და, ნო​დი​ეს სტა​ტი​ის
შემ​დეგ მი​სი ფა​სი ას ეკი​უმ​დე ავი​და. ნო​დი​ემ ოთ​ხჯერ გა​ყი​და თა​ვი​სი წიგ​ნე​ბი, მაგ​რამ გარ​კვე​ულ
ფონდს მუ​დამ ინარ​ჩუ​ნებ​და, ერ​თგვარ ძვირ​ფას ბირთვს, რომ​ლის წყა​ლო​ბით ორ-​სამ წე​ლი​წად​ში
შე​ეძ​ლო ბიბ​ლიოთე​კის სრუ​ლი სა​ხით აღ​დგე​ნა.

ერთ დღეს ზე​მოთ აღ​წე​რილ უმ​შვე​ნიერეს დღე​სას​წაულებს ბო​ლო მოეღო. ერ​თი თუ ორი თვე ნო​დიე
ჩვეულებ​რივ​ზე მე​ტად წუ​წუ​ნებ​და და იტან​ჯე​ბო​და. რო​გორც წე​სი, ამას ყუ​რად​ღე​ბას აღარ აქ​ცევ​დნენ,
რად​გან ნო​დი​ეს ბუ​ნე​ბი​დან გა​მომ​დი​ნა​რე, მე​ტის​მე​ტად რთუ​ლი იყო ნამ​დვი​ლი ფი​ზი​კუ​რი ტკი​ვი​ლის
გა​მიჯ​ვნა მი​სი წარ​მო​სახ​ვი​თი სა​ტან​ჯვე​ლის​გან. თუმ​ცა, ბო​ლოს აშ​კა​რა გახ​და, თვალ​სა და ხელს შუა
სუს​ტდე​ბო​და. დას​რულ​და სა​ნა​პი​რო​ებ​ზე ხე​ტიალი, ბულ​ვა​რებ​ზე სე​ირ​ნო​ბა, მხო​ლოდ ერ​თი
მარ​შრუ​ტით მი​დიოდა, თა​ნაც ძა​ლი​ან ნე​ლა და მა​შინ, რო​დე​საც შე​მოდ​გო​მის მო​ქუფ​რულ ცას მზის
სუს​ტი სხი​ვე​ბი აპობ​და. გზას სენ-​მანდესკენ(სენ-მანდე – დღეს პა​რი​ზის ერთ-​ერთი რაიონი, მა​შინ კი
იყო სა​სოფ​ლო და​სახ​ლე​ბა სენტ-​ანტუანის მა​მულ​სა და ვენ​სანს შო​რის. ) მი​უყ​ვე​ბო​და.

სე​ირ​ნო​ბის მი​ზა​ნი ერ​თი უსა​ხუ​რი კა​ბა​რე იყო. ნო​დიე იქ და​დიოდა, სა​ნამ ჯან​მრთე​ლო​ბა ხელს
უწ​ყობ​და და პირს იტ​კბა​რუ​ნებ​და რუ​ხი პუ​რით.

სა​სე​ირ​ნოდ მთე​ლი ოჯა​ხი მიჰ​ყვე​ბო​და ჟიულის გა​მოკ​ლე​ბით, რო​მე​ლიც სამ​სა​ხურ​ში იყო – ანუ მა​დამ
ნო​დიე, მა​რი და მი​სი ორი შვი​ლი, შარ​ლი და ჟორ​ჟე​ტი. მათ არ სურ​დათ მარ​ტო დაეტო​ვე​ბი​ნათ
ქმა​რი, მა​მა და პა​პა.

გრძნობ​დნენ, მის გვერ​დით ყოფ​ნის დრო იწუ​რე​ბო​და და ყო​ვე​ლი წა​მით სარ​გებ​ლობ​დნენ.

ნო​დიე უკა​ნას​კნელ წუ​თამ​დე და​ჟი​ნე​ბით ით​ხოვ​და, არ​სე​ნალ​ში კვი​რაობით სტუმ​რე​ბის მი​ღე​ბა არ


შე​ეწ​ყვი​ტათ, მაგ​რამ აშ​კა​რა გახ​და, მწო​ლიარე ავად​მყოფს ძა​ლი​ან აწუ​ხებ​და მი​სა​ღე​ბი ოთა​ხი​დან
გა​მო​მა​ვა​ლი ხმაური და მოძ​რაობა. ერთ დღეს და​ნაღ​ვლიანე​ბულ​მა მა​რიმ გვა​უწ​ყა, რომ კვი​რაობით
არ​სე​ნა​ლი და​კე​ტი​ლი იქ​ნე​ბო​და, მე​რე რამ​დე​ნი​მე ახ​ლო​ბელს გვი​ჩურ​ჩუ​ლა: „თქვენ მო​დით,
სა​ლა​პა​რა​კო გვაქვს“.

ნო​დიე ჩაწ​ვა და აღარ ამ​დგა​რა.

მის სა​ნა​ხა​ვად მი​ვე​დი.

– ოჰ! ჩე​მო ძვირ​ფა​სო დიუმა, – მით​ხრა და ხე​ლი გა​მო​მი​წო​და, – ვიდ​რე კარ​გად ვი​ყა​ვი, თქვე​ნი
სა​ხით მე​გო​ბა​რი მყავ​და. მას შემ​დეგ, რაც ავად ვარ, თქვე​ნი ყვე​ლა​ზე მად​ლიერი მკით​ხვე​ლი გავ​ხდი.
მუ​შაობა აღარ შე​მიძ​ლია, თუმ​ცა ჯერ კი​დევ ვკით​ხუ​ლობ, და რო​გორც ხე​დავთ, ვკით​ხუ​ლობ თქვენს
წიგ​ნებს; რომ ვიღ​ლე​ბი, მა​რის ვე​ძა​ხი და ის მი​კით​ხავს.

და მარ​თლაც, ნო​დი​ემ სა​წოლ​ზე მი​მო​ფან​ტუ​ლი და სას​თუმ​ლის გვერ​დით, მა​გი​და​ზე დახ​ვა​ვე​ბუ​ლი ჩე​მი


წიგ​ნე​ბი მიჩვენა.

იმ​წუ​თას ნამ​დვი​ლი სიამა​ყე ვიგ​რძე​ნი. სამ​ყა​როს​გან გა​რი​ყუ​ლი ნო​დი​ე... ნო​დიე, რო​მელ​საც აღარ
შე​ეძ​ლო მუ​შაობა, გა​მორ​ჩეული გო​ნე​ბის ადა​მიანი, რო​მელ​მაც ყვე​ლა​ფე​რი იცო​და – ნო​დიე ჩემს
წიგ​ნებს კით​ხუ​ლობ​და და ამით ერ​თო​ბო​და.
მი​სი ხე​ლე​ბი ავი​ღე, ისე​თი მად​ლიერი ვი​ყა​ვი, მა​თი და​კოც​ნა მსურ​და.

მეც წა​ვი​კით​ხე წი​ნა სა​ღა​მოს ნო​დი​ეს მომ​ცრო ნა​წარ​მოები, ორ ნა​წი​ლად გა​მოქ​ვეყ​ნე​ბუ​ლი Revue
des Deux Mondes(Revue des Deux Mondes – „ძვე​ლი და ახა​ლი სამ​ყა​როს მი​მო​ხილ​ვა“ კვი​რა​ში
ორ​ჯერ გა​მო​მა​ვა​ლი მხატვრულ-​ლიტერატურული ჟურ​ნა​ლია, რო​მე​ლიც 1829 წლი​დან გა​მო​დის. )-​ში.

ეს იყო „ი​ნეს დე ლას სიერა​სი“.

წა​კით​ხულ​მა ამა​ღელ​ვა. ეს რო​მა​ნი, შარ​ლის ერთ-​ერთი უკა​ნას​კნე​ლი ნა​წარ​მოები, ისე​თი ცინ​ცხა​ლი,


ისე​თი ფე​რა​დო​ვა​ნი იყო, გე​გო​ნე​ბო​და, ნო​დი​ემ ახალ​გაზ​რდო​ბა და​იბ​რუ​ნა და თა​ვი​სი ცხოვ​რე​ბის
სულ სხვა ჰო​რი​ზონ​ტი გა​დაუშა​ლა მკით​ხველს.

ინე​სის ამ​ბა​ვი ზმა​ნე​ბე​ბის, მოჩ​ვე​ნე​ბე​ბის გა​მოც​ხა​დე​ბის შე​სა​ხებ მოგ​ვით​ხრობ​და. წიგ​ნის პირ​ვე​ლი


ნა​წი​ლი ფან​ტას​ტი​კას ეთ​მო​ბო​და, რომ​ლის ად​გი​ლი მეორე ნა​წილ​ში აღარ იყო. წიგ​ნის და​სას​რუ​ლი
ამ​ბის და​საწ​ყისს ხსნი​და. ოჰ! ამის გა​მო ნო​დი​ეს საყ​ვე​დუ​რი ვუთ​ხა​რი.

– მარ​თალს ამ​ბობთ, შევ​ცდი; მაგ​რამ კი​დევ ერ​თი ამ​ბა​ვი მაქვს და იმას კი ნამ​დვი​ლად არ ემუქ​რე​ბა
ასე​თი ხვედ​რი, მშვი​დად იყა​ვით.

– ერ​თი სუ​ლი მაქვს, წა​ვი​კით​ხო. რო​დის შე​უდ​გე​ბით მას​ზე მუ​შაობას?

ნო​დი​ემ ხე​ლი მომ​კი​და.

– ამ ამ​ბავს აღარ გა​ვა​ფუ​ჭებ, იმი​ტომ, რომ მას მე არ დავ​წერ.

– აბა, ვინ და​წერს?

– თქვენ.

– რას ამ​ბობთ! მე რო​გორ დავ​წერ, ძვირ​ფა​სო შარლ? ამ​ბა​ვი ხომ არ ვი​ცი, ის თქვე​ნი ის​ტო​რიაა.

– მო​გიყ​ვე​ბით. ოჰ! ეს ამ​ბა​ვი... ჩემ​თვის ვი​ნა​ხავ​დი, უფ​რო სწო​რად, თქვენ​თვის.

– ჩე​მო კე​თი​ლო შარლ, მო​მიყ​ვე​ბით, მე​რე თა​ვად და​წერთ და გა​მო​აქ​ვეყ​ნებთ.

ნო​დი​ემ თა​ვი გა​და​აქ​ნია.

– მო​გიყ​ვე​ბით; თუ გა​მოვ​ჯან​მრთელ​დი, ამ​ბავს და​მით​მობთ.

– ჩემ მომ​დევ​ნო სტუმ​რო​ბას დაელო​დეთ, დრო კი​დევ გვაქვს.

– მე​გო​ბა​რო, იმა​ვეს გი​პა​სუ​ხებთ, რაც ჩემ ერთ მე​ვა​ლეს თან​ხის დაბ​რუ​ნე​ბი​სას ვუთ​ხა​რი: „რო​ცა
რა​ღა​ცას გთა​ვა​ზო​ბენ, ყო​ველ​თვის აიღე“.
და მო​ყო​ლა და​იწ​ყო.

ასე მომ​ხიბ​ლა​ვად ნო​დი​ეს არა​სო​დეს მოუყო​ლია.

ოჰ! კა​ლა​მი რომ მქო​ნო​და, ფურ​ცე​ლი რომ მქო​ნო​და, ისე​ვე სწრა​ფად რომ შემ​ძლე​ბო​და წე​რა,
რო​გორც სიტ​ყვებს წარ​მოთ​ქვამ​და!

გრძე​ლი ამ​ბა​ვი იყო, ამი​ტომ ვახ​შმად მათ​თან დავ​რჩი.

ვახ​შმის შემ​დეგ ნო​დი​ემ დაიძი​ნა. ისე წა​მო​ვე​დი არ​სე​ნა​ლი​დან, მი​სი გაღ​ვი​ძე​ბის​თვის არ და​მიც​დია.

მას შემ​დეგ ნო​დიე აღარ მი​ნა​ხავს.

ნო​დიე, რო​მე​ლიც მო​წუ​წუ​ნედ მი​იჩ​ნეოდა, უკა​ნას​კნელ წუ​თამ​დე უმა​ლავ​და ოჯახს თა​ვის ტან​ჯვას.

რო​დე​საც, ბო​ლოს და ბო​ლოს, თა​ვი​სი ჭრი​ლო​ბა ში​ნაურებს აჩ​ვე​ნა, უკ​ვე აღა​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლე​ბო​და.

ნო​დიე არა მხო​ლოდ ქრის​ტიანი, არა​მედ გულ​მარ​თა​ლი, ნამ​დვი​ლი კა​თო​ლი​კეც იყო.

მა​რი შეჰ​პირ​და, რომ სა​ჭი​რო დროს მღვდელს მო​აყ​ვა​ნი​ნებ​და. და მარ​თლაც, რო​ცა დრო მო​ვი​და,
სენ-​პოლიდან(სენ-პოლი – სენ-​პოლი, ანუ წმინ​და პავ​ლეს სა​ხელ​ზე აგე​ბუ​ლი იეზუიტე​ბის ეკ​ლე​სია
რე​ვო​ლუ​ცი​ის დროს და​ინ​გრა. მას შემ​დეგ წმინ​და პავ​ლე​სა და წმინ​და მე​ფე ლუ​ის სა​ხე​ლი და​ერ​ქვა
დან​გრეულის გვერ​დზე არ​სე​ბულ ეკ​ლე​სი​ას არ​სე​ნა​ლის სი​ახ​ლო​ვეს, სენტ-​ანტუანის ქუ​ჩა​ზე. )
მო​აყ​ვა​ნი​ნა სა​სუ​ლიერო პი​რი.

ნო​დი​ემ აღ​სა​რე​ბა თქვა. საბ​რა​ლო ნო​დიე! ალ​ბათ, ცხოვ​რე​ბა​ში ბევ​რჯერ შეს​ცო​და, მაგ​რამ შეც​დო​მა
არა​სო​დეს და​უშ​ვია.

აღ​სა​რე​ბის დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ ოთახ​ში მთე​ლი ოჯა​ხი შე​ვი​და. ნო​დიე ბინ​დში ჩა​ძი​რულ ნიშ​ში
მდგომ სა​წოლ​ში იწ​ვა, საიდა​ნაც ხე​ლი მოხ​ვია ცოლს, ქა​ლიშ​ვილს, ორ შვი​ლიშ​ვილს.

ში​ნაურე​ბის უკან მო​სამ​სა​ხუ​რეები იდ​გნენ.

მო​სამ​სა​ხუ​რეების უკან – ბიბ​ლიოთე​კა, ანუ უც​ვლე​ლი მე​გობ​რე​ბი, წიგ​ნე​ბი. კიურემ ხმა​მაღ​ლა


ილო​ცა, მას აჰ​ყვა ნო​დი​ეც, ადა​მიანი, რო​მელ​მაც ქრის​ტიანუ​ლი ლი​ტურ​გია ჩი​ნე​ბუ​ლად იცო​და.
ლოც​ვის დას​რუ​ლე​ბის შემ​დეგ ყვე​ლას გა​მო​ემ​შვი​დო​ბა, ყვე​ლა და​ამ​შვი​და თა​ვი​სე​ბუ​რად;
არ​წმუ​ნებ​და, ერ​თი ან ორი დღის სი​ცოც​ხლე კი​დევ დამ​რჩე​ნია, თუმ​ცა რამ​დე​ნი​მე საათის ძი​ლი
მჭირ​დე​ბაო.

ნო​დიე ოთახ​ში მარ​ტო და​ტო​ვეს და ხუ​თი საათი ეძი​ნა.


26 იან​ვრის სა​ღა​მოს, ანუ გარ​დაც​ვა​ლე​ბის წი​ნა დღეს, სიც​ხემ აუწია და ბო​დავ​და; შუაღა​მის​კენ
ვე​ღა​რა​ვის სცნობ​და, და​უს​რუ​ლებ​ლად წარ​მოთ​ქვამ​და რა​ღაც სიტ​ყვებს, რო​მელ​თა შო​რის მხო​ლოდ
ტა​ცი​ტუ​სი​სა(​პუბ​ლი​უს კორ​ნე​ლი​უს ტა​ცი​ტუ​სი (და​ახ. 55-​116) – რო​მაელი მწე​რა​ლი და ის​ტო​რი​კო​სი)
და ფე​ნე​ლო​ნის​(ფრან​სუა დე სა​ლი​ნი​აკ დე ლა მო​ტი ფე​ნე​ლო​ნი, (1651-​1715) – ფრან​გი მწე​რა​ლი,
რე​ლი​გიური მოღ​ვა​წე, საფ​რან​გე​თის აკა​დე​მი​ის წევ​რი, ქა​ლაქ კამ​ბრეს არ​ქიეპის​კო​პო​სი,
საღ​ვთის​მეტ​ყვე​ლო ნა​წარ​მოებე​ბის, პე​და​გო​გიური ტრაქ​ტა​ტე​ბის, რო​მა​ნე​ბის ავ​ტო​რი,
ფილოსოფიურ-​პოლიტიკური რო​მა​ნის ჟან​რის შემ​ქმნე​ლი.) გარ​ჩე​ვა მო​ხერ​ხდა.

შუაღა​მის ორ სა​ათ​ზე სიკ​ვდილ​მა მოაკა​კუ​ნა – ნო​დი​ეს სა​ზა​რელ​მა შე​ტე​ვამ და​რია ხე​ლი, მის
სას​თუ​მალ​ზე დახ​რილ ქა​ლიშ​ვილს ხელ​ში ეჭი​რა და​მამ​შვი​დე​ბე​ლი ნა​ყე​ნით სავ​სე თა​სი. ნო​დი​ემ
თვა​ლე​ბი გაახი​ლა, მა​რი დაინა​ხა და ცრემ​ლე​ბით იც​ნო. თა​სი გა​მო​არ​თვა და ხარ​ბად შეს​ვა ნა​ყე​ნი.

– გეამა? – ჰკით​ხა ქა​ლიშ​ვილ​მა.

– ოჰ, დი​ახ! ისე, რო​გორც ყვე​ლა​ფე​რი, შე​ნი მო​წო​დე​ბუ​ლი, შვი​ლო.

საბ​რა​ლო მა​რიმ თა​ვი მის სას​თუ​მალ​ზე და​დო, მი​სი თმა მო​მაკ​ვდა​ვის ოფ​ლით დაც​ვა​რულ შუბლს
ეფი​ნე​ბო​და.

– ოჰ! ასე რომ დარ​ჩე​ბო​დე, არა​სო​დეს მოვ​კვდე​ბო​დი! – წაიჩურ​ჩუ​ლა ნო​დი​ემ.

სიკ​ვდი​ლი კვლავ ახ​ლოვ​დე​ბო​და.

კი​დუ​რებ​მა გა​ცი​ვე​ბა და​იწ​ყო, სი​ცოც​ხლე სხე​ულს ტო​ვებ​და, სულ უფ​რო და უფ​რო მაღ​ლა ადიოდა და
ბო​ლოს თა​ვი მოიყა​რა თა​ვის ტვინ​ში; ასე​თი გამ​ჭრიახი და ნა​თე​ლი გო​ნე​ბა ნო​დი​ეს არა​სო​დეს
ჰქო​ნია.

და​ლო​ცა ცო​ლი, შვი​ლე​ბი, მე​რე იკით​ხა, რა რიც​ხვი იყო.

– 27 იან​ვა​რი, – უთ​ხრა მა​დამ ნო​დი​ემ.

– ამ თა​რიღს არა​სო​დეს დაივიწ​ყებთ, ხომ ასეა, ჩე​მო მე​გობ​რე​ბო? – იკით​ხა ნო​დი​ემ.

მე​რე ფან​ჯრის​კენ გაიხე​და:

– რო​გორ მინ​და, კი​დევ ერ​თხელ შევ​ხვდე გან​თი​ადს, – ამოიოხ​რა.

მე​რე დაიძი​ნა.

შემ​დეგ სუნ​თქვა გა​უხ​შირ​და. ბო​ლოს, რო​დე​საც მზის პირ​ვე​ლი სხი​ვი ათა​მაშ​და ფან​ჯრის მი​ნა​ზე,
თვა​ლე​ბი გაახი​ლა, გა​მო​სამ​შვი​დო​ბებ​ლად მზე​რა მო​ავ​ლო და გარ​და​იც​ვა​ლა.
ნო​დი​ეს გარ​დაც​ვა​ლე​ბას​თან ერ​თად არ​სე​ნალ​ში ყვე​ლა​ფე​რი მოკ​ვდა – სი​ხა​რუ​ლი, სი​ცოც​ხლე,
სი​ნათ​ლე. ყვე​ლა გლო​ვობ​და. ნო​დი​ეს და​კარ​გვით ყვე​ლამ სა​კუ​თა​რი თა​ვის ნა​წი​ლი და​კარ​გა.

მე რაც შე​მე​ხე​ბა, ზუს​ტად არც კი ვი​ცი, რო​გორ გა​მოვ​ხა​ტო, მაგ​რამ ნო​დი​ეს სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ
ჩემ​შიც მოკ​ვდა რა​ღაც.

და ის რა​ღაც მხო​ლოდ მა​შინ ცოც​ხლდე​ბა, რო​დე​საც ნო​დიეზე ვლა​პა​რა​კობ.

ამი​ტო​მაც ვიხ​სე​ნებ მას ასე ხში​რად.

ხა​ვერ​დის​ყელ​სა​ბა​მიანი ქა​ლის ამ​ბა​ვიც სწო​რედ ისაა, რაც ნო​დი​ემ მო​მიყ​ვა.

You might also like